მოდი გავშალოთ თემა :-)
ქარი ბგერის გავრცელებაზეც ზემოქმედებს ფიზიკურად.
ხმა ქარის საწინააღმდეგ ნაკლებად ვრცელდება, ხოლო ქარის მიმართულებით მეტად.
გარდა ამისა ქარი თავად არის ხმა რომელიც ხარვეზის როლში გამოდის ამ შემთხვევაში.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ ლანშაფტზე რაც ვიდეოშია. აქ იდეალური პირობებია ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გამოსაყენებლად.
კერძოდ შემდეგი ფაქტორები:
1. კლდოვანი ზედაპირი გაძლევს საშუალებას ნაბიჯები უხმაურო იყოს ქვიშიანისაგან განსხვავებით.
2. ძლიერ ტეხილი და ციცაბო კლდოვანი ზედაპირი გაცილებით მეტ ბუნებრივ ხმაურს ქმნის ქარში ვინემ გლუფი სალი კედლის ფორმის ზედაპირი. შესაბამისად ქარი წარმოქმნის ე.წ. თეთრი ხმაურის ეფექტის მქონე ხარვეზებს ძაღლის სმენისათვის.
3. ვერტიკალური ფერდები ხმის ამრეკლად მუშაობს მწვერვალის საპირისპირო მიმართულებით. ანუ როცა მიდიხარ მწვერვალისკენ შენი ხმაურის მეტი წილი ირეკლება ფერდობზე და გიბრუნდება უკან შენივე მიმართულებით.
3. ქარი ფიზიკურად ზემოქმედებს ხმის ტალღების (ბგერების) გავრცელებაზე. იგი მას წელავს ქარის მიმართულებით და კუმშავს საწინააღმდეგო მიმართულებით. ანუ მწვერვალის ზღვარს გადაღმა გავრცელებისთვის ქარიც დამატებით შემაფერხებელი იქნება.
გეთანხმები იმაში რომ ასე სასაცილო მანძილზე არ მიგიშვებს ძაღლი. ტიპებმა ლამის წკლიპურტის მანძილზე მიეპარენ. თუმცა ხელყუმბარის ტყორცნის მანძილზე კი მოახერხებ ძაღლსაც კი მიეპარო, თუკი ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობ.
ძაღლი სერიოზული სენსორული ფენომენის მქონეა მარა არა ზებუნებრივი