რამოდენიმე პირობა:
1.უნდა იყოს კარგად მწიფე, გადამწიფებამდე მისული
2.კანგაცლილი. რადგან კანი შეიცავს მჟავას და დუღილში (მითუფრო რაც მეტს ადუღებ) ეს მჟავა გამოიყოფა და ამჟავებს.
3.რომ წამოადუღებ წვენს გამოუშვებს და კარგად რომ გამოვა წვენი (მალევე გამოუვა, ამოურიე რომ არ მიგეწვას) გადმოდგი, ეგრევე გადაწურე საწურზე, გაციე ნაყოფი და ისევ შემდგი დავალ ცეცხლზე, გამანაწილებელზე. ემალირებული ჭურჭელი არ გამოიყენო.
ადუღებიდან 5 წუთში გადმოდგი, მანამდე გამუდმებით ურიე. გააცივე კარგად. 3-4 საათი მაინც უნდა გაციებას. შემდეგ შემოდგი ისევ დაბალზე და გამანაწილებელზე. ურიე თავიდანვე ხის ციცხვით. რომ ადუღდება 5 წთ. დუღილის შემდეგ ისევ გადმოდგი. შეამოწმე ხომ არ მიიკრა ფსკერზე. თუ მიიკრა აუცილებლად გადაიტანე სხვა ჭურჭელში, ის გარეცხე, გააშრე და რომ გაცივდება ისევ ამ მოსახარშ ქვაბში გადმოიტანე.
კარგად რომ გაცივდება ისევ შემოდგი დაბალზე, გამანაწილებელზე. კვლავ ხშირ-ხშირად ურიე. ადუღებიდან 30-40წთ. უნდა იდუღოს.
.......
სანამ გაცივების პროცედურები მიმდინარეობს მივხედოთ წვენს. შემოვდგათ და ვადუღოთ ადუღებიდან 20 წთ. გავაციოთ.
როცა გაცივდება, გავსინჯოთ გემოთი მისი სიტკბო. თუ უფრო ციტკბოსკენ იხრება ვიდრე სიმჟავისკენ ცოტა თაფლი დაჭირდება, თუ ცოტა მომჟაოა, მაშინ მეტი. თუ მჟავეა (ქლიავის ჯიშზეა დამოკიდებული) ჯობია საერთოდ არ გამოვიყენოთ.
ამ ვარგისი წვენის მცირე ოდენობაში გავქნათ თაფლი, ერთგვროვანი ბლანტი მასა რომ მივიღოთ, ცხელცხელ ჯემს დავსხათ თანდათან თან ვურიოთ რომ ბოლომდე კარგად შეიწოვოს.
ზოგი დიასახლისი ცხელ-ცხელს ასხამს გასტერილებულ ქილებში.
მე კარგად გარეცხილ, დამდუღრულ და აბსოლუტურად მშრალ ქილებში ვასხამ უკვე სრულიად გაციებულს.
"საიდუმლო ისაა რომ ერთგვაროვანი ტემპერატურა უნდა ჰქონდეს მასას და ქილებს. თან ,უნდა იყოს ან მდუღარე, ან სრულიად ცივი.
პირველ ხანებში მაცივარში ვინახავ.
თერმულ პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის და ვარგისიანობისთვის
..........
როგორც პრაქტიკოსი, გირჩევთ:
შეეშვათ ცეცხლთან თამაშს
როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.
მეტი კონტაქტი ცოცხალ, ცეცხლმიუაკრებელ საკვებთან- ესაა თქვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის წყარო.
დაჩირეთ, გაყინეთ, ხმელი წესით შეინახეთ, ჩაამჟავეთ ძმრისა და ჭარბი მარილის გარეშე, მიიღეთ უმად, ცოცხალი მინერალები, ვიტამინები, ამინომჟავები. ჩვენ თავადაც ნივთიერებების, მინერალების, ამინომჟავების ჟელე ვართ, პრინციპში და მსგავსი ადვილად ითვისებს მსგავსს.
დაივიწყეთ ცომეული, ამაფუებლები, შებოლილები- ეს ყველაფერი თქვენს ფლორაში მობიბინე სოკოს საკვებია.
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო