ამ ფორუმზე დევს სალაშქრო საკვების კარგი ჩამონათვალი:
http://www.aisiforce.org/forum/viewtopic.php?f=21&t=1706ლაშქრობაში დღეში იხარჯება დაახლოებით 3-4.000 კილოკალორია (კკალ). გააჩნია რელიეფს, დატვიერთვას და ა.შ.
საკვების შერჩევისას უნდა დავიცვათ ასეთი შეფარდება:
ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი - 1:1:4 - სიცხეში: 1:2:3 (რადგან ბევრი ცხიმი იწვის)
მაგალითი: სნიკერსი პატარა
- ენერგეტიკული ღირებულება (100 გრ) — 507,9 კკალ.
- საკვები ღირებულება (100 გრ): ცილა — 9,0 გ, ცხიმი — 28,0 გ, ნახშირწყალი — 54,8 გ
ანუ 1 ცალი სნიკერსის შეფარდებაა: 1:3:6
: რომელი საკვები რას შეიცავს მომეტებით :
ცილა: ყველი, ხორცი, კვერცხი, ხაჭო, ლობიო, სოიო, არახისი, სოკო, თხილი.
ცხიმი: კარაქი, მარგარინი, ცხოველური ცხიმები, რძის ნაწარმი
ნახშირწყალი: თაფლი, ხილი, ბოსტნეული, შაქარი, თეთრი პური, მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი
: რეკომენდაციები ცხელი ამინდისთვის :
პური - თეთრი და სერი, ან შავი 70% - 30% -ზე
შეიძლება ხლებცების თანწაღება, ესენი არ ფუჭდება და საკმაოდ მსუყეა.
http://www.diet-msk.ru/page74876სუპის კონცენტრატები - ანაკომის სუპები. მზადდება ძალიან იოლად, საკმაოდ კარგი გემოსია. შეგიძლიათ შეაზავოთ კონსერვით.
შიგთავსს ვყრით მინიმუმ 0,5 ლ მოცულობის ჭურჭელში, ვასხავთ ადუღებულ წყალს დაახლ 300-400 მგ, ვურევთ და ვაცდით 5 წუთს. სუპი მზადაა ...
პაკეტი ღირს: 25-35 თეთრი
პიურეს კონცენტრატები - მზადდება ზუსტად ისე როგორც სუპის კონცენტრატი. შედეგად ვიღებთ პიურეს, რომელიც კარგად მიდის საქონლის კონსერვთან. თანმოყოლილი პლასტმასის ჭიქა გამოდგება ჩაის დასალევად.
პაკეტი ღირს: 0,8-1 ლარი
http://www.anacom.ru/main.mhtml?PubID=20http://www.anacom.ru/rack.htmhttp://www.anacom.ru/images/products/rack_hires.jpgხორცის და თევზის კონსერვები - ხორცის კონსერვები შეიცავს 1.000 კკალ-ს, მაგრამ ზოგის შემადგენლობაში სოიოა და არა ხორცი! ხორციანია თეთრი შეფუთვის მქონე ლატვიური კონსერვი, რომელსაც წითლად აწერია რუსულად (მგონი "სერპუხოვო" აწერია).
თევზის კონსერვებიდან თან წაიღეთ მხოლოდ ზეთიანები, რადგან ტომატიანები არ არის რეკომენდირებული სიცხეში (შეიძლება მოიწამლოთ).
ყიდვისას კარგად დაათვალიერეთ კონსერვის ზედაპირი, თუ თავსახური ოდნავ მაინც ამოწეულია ე.ი. შიგთავსი აღარ ვარგა! ნახეთ გამოშვების წელი.
ძეხვი და პაშტეტი - მშვენიერია ლაშქრობისას, განსაკუთრებით ე.წ. მონადირული.
მარგარინი - კარაქი ლაშქრობაში არ დააქვთ ... მარგარინი შემცველობთაც ჯობია, მონელებასაც უწყობს ხელს და სიცხესაც გაცილებით უკეთ უძლებს.
ყველი - ჩვეულებრივი და მდნარი. მთლად ჭყინტ ყველს ნუ წაიღებთ. ყველი შედარებით მალე ფუჭდება, ამიტომ პირველ დღეებში დაეძალეთ.
შედედებული რძე - არის კაკაოიანი ვარიანტი, რომელიც ჩაიში მიდის კარგად.
შაქარი, მარილი, ჩაი, ყავა - შაქარი აუცილებელია, გლუკოზის ამბავი კარგად მოგეხსენებათ ...
ყავა არ არის რეკომენდირებული თუ მთებში აღმართზე უნდა იმოძრაოთ, წნევის აწევა იცის და გულისრევა. კარგია ბანაკში დგომისას, როცა სამოძრაო არ არის. ჩაი იდეალურია ...
მიწის თხილი, ქიშმიში, ხალვა, ჩურჩხელა - შეიცავენ გლუკოზას და პატარ-პატარა შესვენებებისას იჭმევა.
შოკოლადი - სიცხეში მალე კარგავს ფორმას, ამიტომ ჩალაგებისას სად დებთ მიაქციეთ ყურადღება. სნიკერსი იდეალურია.
ხილი - კიტრი, ვაშლი ... იტანენ მგზავრობას და შეიცავენ წყალს. გზადაგზა თუ რამე ხილს წააწყდებით მიირთვით, დაგეზოგებათ საკვები და გექნებათ მეტი ენერგია.
ლაშქრობაში სოკო-ს არ გაეკაროთ, თუნდაც ცნობა იცოდეთ! დაივიწყეთ სოკო!