დაკვირვებული ვარ, რომ ონლაინ თამაშებში ძალიან დიდი რაოდენობითაა ნაციონალისტური სენტიმენტები. ერთმანეთზე ეროვნული ნიშნით მიჯმა, ზანგებზე ღადაობები და ა. შ. ფანები სერიოზულად ატრაკებენ ხოლმე, როცა უადგილოდ რამე თამაშში ზანგ პერსონაჟს ტენიან. პოლიტკორექტულობა მაგრად ახატიათ.
თამაშების შესახებ ფორუმებსაც ძალიან აშკარად ეტყობა ეს თემა.
ერთ ამბავს მინდა მოვყვე, ძალიან გრძელია და გამოტოვება შეიძლება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ადრე ვთამაშობდი wow-ის ვანილა სერვერზე, სადაც ყველაზე მაღალი რანგის (გრანდ მარშალი) მოპოვებას 10 კაციანი ჯგუფის შექმნა და ყოველდღიურად საათობით მუშაობა ჭირდებოდა (WSG-ს ფარმვა). ამ სტატუსის მიღება რამდენიმე კვირაში ერთხელ, მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ანუ კონკურენცია უზარმაზარი იყო და მონოპოლია მხოლოდ ერთ 10 კაციან დასავლურ ჯგუფს ეჭირა, რომელიც ყველაზე ეფექტურად ფარმავდა. ამ ჯგუფში ყავდათ ერთი ჩინელი წევრიც (ლეგენდარული მეიჯი, საუკეთესო იყო იმ სერვერზე), რომელიც სხვა გუნდში ვერ გადავიდოდა, იმიტომ რომ სერიოზული კონკურენტი ფიზიკურად არ არსებობდა. ეს ფაქტი დანარჩენმა წევრებმა იცოდნენ და თავის რეალურ ბუნებას ავლენდნენ, ესეთი დამოკიდებულება ქონდათ მის მიმართ: "აი ჩვენ არ გვჭირდები, მადლობელი უნდა იყო რომ მაინც ჩვენ გუნდში ხარ", "შენი შემცლვლელის პოვნა ძალიან მარტივია", "ინგლისურად გამართულადაც კი ვერ გველაპარაკები, რაში გვჭირდები", "ჯერ სხვა მიიღებს გრანდ მარშალობას და მხოლოდ სხვების მერე მოვა შენი ჯერი". უმეტესობისგან ესეთი დამოკიდებულება იყო.
ამ ჩინელ მეიჯს საბოლოოდ ყელში ამოუვიდა ეს ამბავი, წამოვიდა გუნდიდან და რამდენიმე ჩინელისგან შეკრიბა კონკურენტი გუნდი (მათ შორის მეც მიმიწვია, ჩინელები სერვერზე ცოტანი იყვნენ). გაჩაღდა სერიოზული დაპირისპირება, თუ მანამდე დღეში 4 საათი ფარმი საკმარისი იყო, ახლა უკვე გუნდები 12 საათი ფარმავდნენ რომ ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ (სასტავმა შვებულებები აიღო, სამსახურებიდან წამოვიდა და რავი).
თითქოს ეს დაპირისპირება მხოლოდ ამ ორ გუნდს შორის უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მთელმა სერვერმა 100-ობით და 1000-ობით კაცი (საშუალო ასაკი 25-35 წელი) დასავლელებს დაუჭირა მხარი. ცდილობდნენ რომ რამე cheating-ში გამოეჭირათ ეს ჩინელები, სქრინშოთებს უღებდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. მე მეკითხებოდნენ Why are you with chinese? და დააყოლებდნენ ხოლმე რამე აბსურდულ მიზეზს თუ რატომ არ იმსახურებდნენ ჩინელები გრანდ მარშალობას. მაგალითად: "ჩვენ ყველამ ვიცით რა სიტუაციაა ჩინეთში, ეგენი აპირებენ მიიღონ უმაღლესი რანგი და შემდეგ ეს ანგარიშები ძვირად გაყიდონ. დანარჩენებს, ვინც მხოლოდ გართობისთვის ვთამაშობთ, ამაში ხელს გვიშლიან". რა თქმა უნდა ყველაფერი ეს ტყუილი იყო, ამ ამბის შემდეგ ნახევარი წლის მერე შევედი სერვერზე და ის ჩინელები ისევ იქ იყვნენ და კარგადაც მომიკითხეს. არამხოლოდ ჩვენი ფრაქციის წევრები რიყავდნენ ჩინელებს, არამედ მოწინააღმდეგე ჰორდის დასავლური ფრაქციაც მასტავდა ალიანსელ ევროპელ-ამერიკელებს (მიუხედავად იმისა რომ არ აწყობდათ) და ჩინელებს განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რომ მარტივად არ გაეფარმათ.
მეორე მხარესაც იყო ეს ეთნიკური ნიშნით მხარში დგომა - მოწინააღმდეგე ფრაქციის ჩინელები ჩვენ გვეხმარებოდნენ, მაგრამ მასშტაბებში ნაკლებად, იმიტომ რომ ცოტანი იყვნენ.
მოკლედ, რასისტული მიდგომები, არავითარი პრადვინუტი ლიბერალიზმი. არამედ დაპირისპირება ნაციონალურ (ან კონტინენტურ) დონეზე. არცერთი არ იყო დებილი და მთლად ისეთ აშკარა ნაცისტობებს არ ამბობდა რომ ვიღაცას სკრინშოტი გადაეღო და დაებანათ, ფსევდომეცნიერულად აპრავებდნენ, როგორც ზემოთ აღვწერე ვითომ "გაყიდვა უნდოდათ" და "ხელს უშლიდნენ". სერვერის მასშტაბით დამოკიდებულება იმ 4 თვის მანძილზე სერიოზულად გამოიკვეთა.
ასევე არ მინახია გეიმერი, რომელიც კონკურენტულ თამაშს თამაშობს და ქუჩაში თავდახრილი დადის. დიდად გამტრაკებელი ალბათ არცერთი არაა, მაგრამ მოდუნებული, დაყლეებული თვალებით მაინც გამჭოლად და პირდაპირ იყურებიან ხოლმე. განსხვავებით საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან.
მემგონი ეს იმისი ბრალია რომ შეჩვეულები არიან მოგებას და წაგებას. ცხოვრებაში ხან იგებ, ხან აგებ და რა პრობლემებიც არ უნდა ქონდეთ, ეს დუხს და თვითშეფასებას დიდად არ უგდებთ.
სამყაროს და გარემოსაც უფრო კონკურენტულად უყურებენ. გარემოში შეჯიბრს აღიქვამენ და ძალაუნებურად თვითონაც მაგ mode-ში გადადიან. იმას ხედავენ, რაც იციან - კონკურენცია და შეჯიბრება. ამიტომაც, იქნება ეს პიროვნულ თუ ეროვნულ დონეზე, უფრო მეტად ანსხვავებენ საკუთარს და სხვისას.
რატომაა გეიმერებში ლიბერალების ასეთი მცირე რაოდენობა?
დავიდექსა და მოაზროვნე სასტავი დაითაგოს.
თემას დააკვდება:
This post has been edited by Rhaegar on 21 Feb 2018, 17:53