იმედია გავლენ, ევროპის ლიგაზე წელს კარგად ითამშეს და წესით უნდა გავიდეს
* * *
მარადიული დერბი - ასე ჰქვია სერბეთის ორი გრანდის, ''ცრვენა ზვეზდასა'' და ''პარტიზანის'' დაპირისპირებას
ორივე გუნდი 1945 წელს დაარსდა. პარტიზანი სახალხო არმიის კლუბი იყო, ხოლო ცრვენა ზვეზდა იუგოსლავიის სახალხო პარტიამ, ''ანტი-ფაშისტურმა ალიანსმა'' შექმნა. ქვეყნის პირველობაზე თუ თასზე ამ გუნდების გზები ხშირად იკვეთებოდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ.
აღნიშნული დერბი ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფოში პოპულარულია, სერბეთის შემდეგ ამ გუნდებს გამორჩეულად ჩერნოგორიაში და ბოსნიაში გულშემატკივრობენ, სერბთა 50% თეთრ-წითელთა ფანია, 32.2% კი უპირატესობას შავ-თეთრებს ანიჭებს. საფეხბურთო ექსპერტთა თქმით ბელგრადული ჯახი ფანების ქმედებებით უფრო მიმზიდველია ვიდრე თამაშის ხარისხითო. მატჩის დღეს სტადიონზე მართლაც განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს, გიჟმაჟი ბელგრადელები რომლებიც ორ მტრულ ბანაკად არიან დაყოფილნი, ათასგვარ სიმღერებს მღერიან, უშველებელ დროშებს აფრიალებენ, წარმოადგნენე სხვადასხვა ქორეოგრაფიულ პერფომანენსებს და ფაერ შოუებს. იშვიათია მატჩი, რომელიც ისე დასრულდეს რომ ფანებს შორის სერიოზული შეტაკება არ მოხდეს, ხშირ შემთხვევაში კი მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება და მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს გრძელდება.
გუნდების ულტრასები და ხულიგნები
პარტიზანის მთავარ ფან-კლუბს ''გრობარი'; ჰქვია, რაც ქართულად ''მესაფლავეს'' ნიშნავს, დაჯგუფება 1970 წელს დაარსდა, რაც ყველაზე უცნაურია კი სახელი ''გრობარი'' მათ ''ცრვენა ზვეზდას'' ფანებმა შეარქვეს, საქმე იმაშია რომ პარტიზანის ფერები შავ-თეთრია, სერბეთში კი სწორედ ამ ფერებში იმოსებიან დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები..... განსხვავებული ვერსია აქვთ პარტიზანის ''ძველი სკოლის'' ფანებს, მათი თქმით სიტყვა ''გრობარი'' ანუ მესაფლავე იმის გამო შეირქვეს რომ კლუბის სტადიონი იმ ქუჩაზე მდებარეობს რომლის სახელიც ''საფლავის ქვაა''. ''გრობარის'' წევრებმა სტადიონზე ადგილი სამხრეთ მხარეს დაიკავეს და ამ ტრადიციას დღესაც განაგრძობენ, 80-იანი წლებისთვის პარტიზანის მთავარი საყრდენი ფან დაჯგუფება ფინანსურად საკმაოდ მოძლიერდა და საყვარელ გუნდებს ფანობას არც სხვა ქვეყნებში აკლებდა. დღეისთვის გრობარი 3 დიდი კონტინგენტისგან შედგება, ესენია: ''იუჟნი ფრონტი'', ''გრობარი 1970'' და ''გრობარი ბეოგრადი''.
''ცრვენა ზვეზდას'' ფან გაერთიანება შედარებით გვიან, 1989 წლის 7 იანვარს დაარსდა, საკუთარ თავს კი ''delije'' ქართულად მებრძოლები უწოდეს და სტადიონზე ჩრდილოეთ იარუსი დაიკავეს. ტრიბუნას კი სკამებით სულაც საკუთარი ფან დაჯგუფების სახელი დააწერეს. 1989 წლამდე წითელი ვარსკვლავების (ზვეზდას მეტსახელი) ფანები დაფანტულები იყვნენ და საერთო ჯამში 7-8 დაჯგუფებას წარმოადგენდნენ, გარდა ამისა გუნდს სერბეთის თითქმის ყველა ქალაქში ჰყავს ცალკე ფან-კლუბი, იმაზე რომ ცრვენა ზვეზდა იუგოსლავური კლუბებიდან ყველაზე პოპულარულია გავლენა იქონია მათ მიერ მოგებულმა ჩემპიონთა თასმა. თეთრ-წითლებმა ფინალში მარსელი დაამარცხეს.
ინციდენტები
როგორც უკვე გითხარით დერბის წინ, მიმდინარეობისას და დერბის შემდეგ ქალაქში დიდი არეულობაა, ის ფან ჯგუფი, რომლის კლუბის დერბში მარცხდება ძალიან გამძვინვარებულია, ერთი სული აქვთ მოწინააღმდეგის წევრები ხელში ჩაიგდონ და გაუსწორდნენ, შედეგად კი ქალაქის მთელი პოლიცია მობილიზებულია, ამის მიუხედავად ინციდენტებს ვერასდროს იცილებენ თავიდან, ყველაზე გახმაურებული კი 1999 წელს მოხდა, დერბის პარტიზანის სტადიონი მასპინძლობდა, შუა მატჩის დროს კი გადარეულმა მასპინძელმა ფანმა ზვეზდას 17 წლის ფანი ხელნაკეთი ყუმბარით მოკლა, თუმცა ვალში არც დელიეს წევრები დარჩნენ და 2006 წელს დერბის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ხელჩართულ ჩხუბში 1 პარტიზანის ფანი დაღუპული იპოვეს. აღნიშნულის გამო ბოლო წლებში დერბიზე დასწრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.
* * *
ცრვენა ზვეზდას უმაგრესი ფანები ყავს <3