თუ სწორად მივხვდი პირველი ადგილი ამ ლექსს მიენიჭა
შაშვი და მოცარტილეკვივით სუნთქავს ძუძუსთან
ბავშვი,
ყველა ოცნებას ვიწყებ
,,როცა"-თი,
გარეთ რომ ღამეს ათენებს
შაშვი,
მონაგონია შაშვთან მოცარტი.
როგორ მინდოდა,
მზე დამეწინდა,
მზე მექსოვა
და მზის ახირებით,
დრო ამერეკა ცხელი კეციდან
და დამეთვალა წინდის
ჩხირებით.
მინდა
ძარღვების გამონედლება,
ვიდრე, ფესვიდან — ვაზის
ინომდე,
ყოველი დილა ისე თენდება,
თითქოს მიწიდან ამოვდიოდე.
ტანზე, გათქვირულ კვირტით მომრთავენ
(ახალდედობა მახსოვს ასეთი)
ამომევსება ძუძუ, ორთავე,
კვირტების ხსენით და სიანცეთი.
როდესაც ღამე ლექსებად ამშლის
და მერამდენე ღამის სონეტით
ჰკიდია წვიმის ძაფებზე შაშვი, როგორც დაღლილი მარიონეტი,
ვარ მწარე მიწის ერთი მწარედი,
ვერ მოვირჩინე შიში სახადი,
,, რომ არ გენახე, ვერ მიწამებდი,
რომ არ მეწამე, ვერც კი, გნახავდი. "
მჭირდეს სიტყვები, რომლებიც მყოფნის,
მზე არ მყოფნიდეს, სიცივით მწველი
და შიგადაშიგ არც, მხოლოდ თოფის
ხმას მოჰყვებოდეს ახალი
წელი.
ისე არ მთიბონ წლების
მძოვრებმა,
მარად დედა და მარად
უქებელს,
ყველაფერი რომ მემახსოვრება,
დავიწყებას კი, არ მაჩუქებენ.
ვიდრე მარტამდე, მარტის
შემცივდა
და ამაწყვიტა მკერდზე ღილები,
მზეს ავრეკავდი ცხელი კეციდან,
დროს გადავთვლიდი წინდის ჩხირებით.
შაშვი მღეროდეს, მღეროდეს შაშვი,
როცა ოცნებას ვიწყებ ,,როცა"-თი,
სავსე ძუძუსთან სუნთქავდეს ბავშვი...
მონაგონია შაშვთან მოცარტი
და სკდება ეზო კვირტების
წყებად,
აკნავლებს მარტი უმარტო ციცას,
ღამე საწოლში უჩემოდ წვება
და პერანგივით ჩემს სიზმარს იცვამს.
ხათო თვაური
მესამე და ხალხის სიმპათია ამას
ავტორი გიო ზედვაკელი
https://www.facebook.com/photo.php?fbid=246...&type=3&theaterმეორე ადგილს რომ ვიპოვი დავდებ
შეაფასეთ, ოღონდ ძალიან მკაცრებიც ნუ იქნებით...
ავტორები მგონი ფორუმელები არიან
ერთერთი პრიზი ფორუმელის სახელობის იყო, უფალმა გაანათლოს...