რთულის მოთხოვნით
©POMPADOUR MADAM DE
(საზომია ჭიქა - 230მლ)
გულსართი:
150 გრ დაჭრილი ნიგოზი
1/2 ჭიქა შაქარი
ცოტა კორიცა, ვანილი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
1 სუფრის კოვზი კაკაო
4 სუფრის კოვზი ლიქიორი ან კონიაკი
30 გრ. კარაქი
ავურიოთ ეს ყველაფერი ერთად და მივიღებთ ერთგვაროვან მასას გულსართისთვის
ცომი:
200 გრ რბილი კარაქი
1+1/2 ჭიქა შაქარი
3 კვერცხი
ვანილი
200 გრ არაჟანი
ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ლიმონის წვენით ან შეიძლება ძმრითაც - მაგრამ მე ლიმონით მომწონს
2+3/4 ჭიქა ფქვილი
კარაქი+შაქარი+კვერცხი - კარგად ავთქვიფოთ დავამატოთ არაჟანი და სოდა ლიმონის წვენით - დავამატოთ ფქვილი და გამოვა ფაფუკი ცომი
ცომის ნაწილი ჩავასხათ ფორმაში (კეკსის ფორმაში - მე უგულო ფორმა შევარქვი რომელიღაც გვედზე დავდე ფოტო
)
გულსართი გადავანაწილოთ და დავასხათ დარჩენილი ცომი
ცხვება 45 წუთში - საშუალო ცეცხლზე
This post has been edited by POMPADOUR MADAM DE on 25 Feb 2009, 12:53