Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > კისტა საკვერცხეზე


Posted by: dadguna 5 Jun 2006, 12:12
ხალხნო ვისაც რამე გაგეგებათ ამაში მითხარით რა საშიIშ ოპერაციაა? ჩემ ბიძაშვილს უკეთებენ პატარა ბავშვია 14 წლის და ძაან საშიშIა? ან რისგან ჩნდება?sad.gif?

Posted by: makvala 5 Jun 2006, 12:20
ჯერ საკითხავია საოპერაციო თუ არა, ან დიაგნოზი სწორად გადმოეცი? კისტა მრავალი სახისაა. ხომ არარის შემოგრეხვა?

დიაგნოზი ვინ დასვა და ოპერაციას ვინ აკეთებს, ამაზეც არის დამოკიდებული ოპერაცია საშიშია თუ არა. ისე ოპერაცია რთული არ არის

Posted by: N.G. 5 Jun 2006, 12:23
dadguna
თუ ფოლიკულური კისტაა შეიძლება გაიწოვოს.
ისე კი ცემს ბიძაშვილს აქვს გაკეთებული ზუსტად მაგ ასაკში და ახლა 2 შვილი ჰყავს.
არაა საშიში

Posted by: dadguna 5 Jun 2006, 12:37
უკეთებს თუ არ ვცდები ჩარკვიანი უკეთებს კისტა დიდი ზომისააო და სასწრაფო საოპერაციოაოsad.gif ონკოლოგიურშიsad.gif(

Posted by: N.G. 5 Jun 2006, 12:49
dadguna
ნუ ნერვიულობ რაა, ყველაფერი კარგად იქნება smile.gif

Posted by: mika9 5 Jun 2006, 13:39
dadguna
ლაპარასკოპიაა? თუ აქ 19 ჩარჩნენ smile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: dadguna 5 Jun 2006, 14:29
mika9
არა ლაპარასკოპია სარისკოაო დიდი ზომის კისტააო საშვილოსნო უნდა დათვალიერდესო და სალკვერცხე უნდა ამოაჩრან ერთი ცალი და რავი sad.gif

Posted by: ai: 5 Jun 2006, 14:45
QUOTE
არა ლაპარასკოპია სარისკოაო დიდი ზომის კისტააო საშვილოსნო უნდა დათვალიერდესო და სალკვერცხე უნდა ამოაჩრან ერთი ცალი და რავი 

აუ ჩემი sad.gif

ღმერთი შეეწიოს, ცოდოა პატარა გოგო sad.gif

Posted by: ლაბუ 5 Jun 2006, 19:01
dadguna, pm-ში მინდოდა მესიჯის გადმოგზავნა მაგრამ ვერ გამოგიზავნე, გადავსებულიაო
rolleyes.gif baby.gif

Posted by: mika9 5 Jun 2006, 19:10
dadguna
ისე ნორმალურ ქვეყნებში ჯერ კიდევ 90წლებიდან მოყოლებული საშვილოსნოს ექსტირპაციასაც ლაპარასკოპიით აკეთებენ. აქ ალბათ არავის გაუკეთებია მსგავსი ოპერაციები

Posted by: Guess`Who 6 Jun 2006, 07:33
dadguna
QUOTE
და სალკვერცხე უნდა ამოაჩრან ერთი ცალი და რავი 

ერთი საკვერცხით ჩემმა ნათლიამ ორი მუტრუკი გააგორა.
საკვერცხის მეოთხედითაც შეიზლება დაფეხძიმება. ასე რომ ნუ ნერვიულობთ!

Posted by: dadguna 6 Jun 2006, 14:51
დღეს გაუკეთეს ოპერაცია ერთი საკვერცხე ამოუღეს და მეორეს რაღაც ნაწილიც ასე რომ დარჩა მხოლოდ ერთი საკვერცხე და ისიც ცოტაsad.gif

Posted by: win 6 Jun 2006, 16:05
dadguna
QUOTE
დღეს გაუკეთეს ოპერაცია ერთი საკვერცხე ამოუღეს და მეორეს რაღაც ნაწილიც ასე რომ დარჩა მხოლოდ ერთი საკვერცხე და ისიც ცოტაsad.gif

sad.gif
აუფ, რა ცუდია!
დათესეს თუ გითხრეს რამე პასუხი?

Posted by: dadguna 6 Jun 2006, 17:34
win
დათესეს და რავი ალბა ტმალე იკნება პასუხი ძალიან მეშინია რამე ოდნავ გადახრაც რო იკოსsad.gif

Posted by: win 7 Jun 2006, 11:10
dadguna

რამე ხომ არ არის ახალი? როგორ არის ბავშვი?

Posted by: SPC 8 Jun 2006, 23:40
dadguna
როგორ არის?
მთავარი უკანაა, ოპერაცია გაკეთდა, ეხლა ყველაფერი უკეთ და უკეთ იქნება , აუცილებლად smile.gif

Posted by: dadguna 9 Jun 2006, 11:40
win
უკვე პალატაშია ნორმალურადაა იმედია აწი რამე გართულება არ ექნება

Posted by: Antigone 9 Jun 2006, 12:34
dadguna
ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ჩემს დეიდაშვილს სულ ტყუილად ამოაჭრეს რაღაც და ახლა ბავშვს ვერ აჩენს. სხვა ექიმებსაც აჩვენეთ!!!

Posted by: win 9 Jun 2006, 14:00
dadguna
QUOTE
უკვე პალატაშია ნორმალურადაა იმედია აწი რამე გართულება არ ექნება


კიდევ კაი, გილოცავთ! და რა იყოო არ უთქვამთ ჯერ?

Posted by: dadguna 9 Jun 2006, 15:14
win
კისტა იყო ძალიან დიდი და რავიცი sad.gif

Posted by: indianag 27 Jun 2006, 12:22
ახლა სანამ მე თვითონ მივალ საავადმყოფოში და გავიგებ მეგობარს რა სჭირს, მანამდე აქ გამარკვიეთ:
რეალურია, თუ არა, რომ კისტა (თან 2 ან სამი) იყოს საკვერცხე-ში და არა საკვერცხე-ზე?! ასეთი რამ ჯერ არ გაგვიგია და იქნებ ენა (უცხო) არ ესმის და ჰგონია რომ ამას ეუბნებიან?


* * *
მგონი, სულელური კითხვა დავსვი, -ში თუ -ზე - ერთი და იგივეა...
მოკლედ, არაა კარგი სიტუაცია, როგორც ვხვდები... sad.gif

Posted by: Keso 15 Feb 2011, 15:54
ადამიანებო

ენდომეტრიალური (თუ რა ჯანდაბაც ქვია) კისტა აუცილებლად საოპერაციოა ? sad.gif sad.gif

მიშველეთ რა

Posted by: naat77 15 Feb 2011, 17:45
კი საოპერაციოა, მე გავიკეთე ცოტა ხნის წინ. ლაპარასკოპა ანუ და საშიში არაფერია. უბრალოდე მე კისტის გარდა ენდომეტრიოზიც აღმომაჩნდა.

Posted by: Keso 15 Feb 2011, 18:09
naat77

ვააჰ, როგორც ვხვდები ეს ბევრ გოგოს აწუხებს და მართლა ისეთი საშიში არაფერია
სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ სად გავიკეთო მანამდე მინდა გადავამოწმო

ჩემმა ექიმმა ქორიძე მირჩია და მითხრა, რომ ოპერაცია ჯობიაო მაგრამ მეც, არ ვიცი რატომ, გული უფრო ლაპარასკოპიისკენ მიმიწევს

მითხარი შენ სად გაიკეთე და რა დაგიჯდა ?
და საავადმყოფოში იწექი ? ანუ დარჩი იქ რამდენიმე დღე ?

ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორია ?

Posted by: naat77 15 Feb 2011, 18:47
რა თქმა უნდა ლაპარასკოპია ჯობია, ნაკლები გართულებებია ოპერაციასთან შედარებით. მე ირაკლი თოდუამ გამიკეთა, 1850 ლარი ჯდება, 2 ღამე დავრჩი, ძალიან ძლიერი ქირურგია

Posted by: Keso 15 Feb 2011, 19:35
naat77

ოპერაციის მერე ტკივილები გქონდა ?

Posted by: naat77 16 Feb 2011, 12:14
Keso
არა ტკივილები არა, მაგრამ 10 დღე მაინც გინდა ფორმაში ჩასადგომად smile.gif

Posted by: LTB1948 16 Feb 2011, 14:26
Keso
ძალიან გთხოვ, ოპერაცია არ გაიკეთო, ჩამორჩენილი მეთოდია და ინვაზიური, გაიკეთე ლაპარასკოპია, ორგანიზმისთვის ნაკლები სტრესია, ვიღA აკეთებს ახლა კისტაზე ოპერაციას... მიდი ნორმალურ ქირურგთAნ და ლაპარასკოპია გაიკეთე, მალე მოკეთდები უფრო, Mით უმეტეს თუ ბავშვი გყავს გასაჩენი..... ისე ბევრს აქვს და ლაპარასკოპია ძAლიან ეფექტურია მსგავსი პრობლემებისას...
აბა წარმატებები....

Posted by: Keso 16 Feb 2011, 14:46
LTB1948
naat77

დიდი მადლობა გოგოებო smile.gif

თქვენ სად მირჩევთ რომ მივიდე?

Posted by: LTB1948 16 Feb 2011, 17:09
Keso
კარაფს მედლაინში, ვადიმ ხატიაშვილთან, თუ არაფერი გჭირს ტყუილად არ გაგიკეთებს ან ირაკლი თოდუასთან, ოღონდ ეგ არ ვიცი სად არისsmile.gif) ვადიმს ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს....

Posted by: Keso 16 Feb 2011, 22:36
LTB1948

ხოო, დღეს მთელი საღამოა გამოკითხვას ვატარებ და ეს ვადიმ ხატიაშვილი უპირობო ლიდერია biggrin.gif

თანაც კარაპს მედლაინში გავიკეტე ერთი წლის წინ გაიმორიტის ოპერაცია და გადარეული ვარ იმ ხალხის პროფესიონალიზმზე და მზურნველობაზე ყველა პაციენტის მიმართ ასე რომ ამ შემთხვევაშიც მათ მივმართავ smile.gif

დიდი მადლობა თქვენ ყველას 2kiss.gif

Posted by: LTB1948 17 Feb 2011, 14:13
Keso
მე ერთხელ ვიყავი ვადიმთAნ კოსნულტაციაზე და ისე დმაწყნარა, არ გჭირდება ლაპარასკოპიაო... ტყუილად არ გაგიკეთEბს არაფერს

Posted by: tikk_2 17 Feb 2011, 14:21
Keso
QUOTE
კარაფს მედლაინში, ვადიმ ხატიაშვილთან, თუ არაფერი გჭირს ტყუილად არ გაგიკეთებს ან ირაკლი თოდუასთან, ოღონდ ეგ არ ვიცი სად არის) ვადიმს ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს....



+1

Posted by: lolipop1 22 Feb 2011, 12:34
ლაპარასკოპია საკვერცხეზე საშუალოდ რა ღირს ვინმემ ხო არ იცით?

Posted by: LTB1948 24 Feb 2011, 16:39
lolipop1

მგონი 1800 ლარია სადღაც

Posted by: SuperGirl 2 Mar 2011, 04:22
Keso
ლაპარასკოპია უმარტივესია:-)

Posted by: Keso 5 Mar 2011, 05:29
მადლობა გოგოებო 2kiss.gif
ხატიაშვილი გადავწყვიტე

რომ გავიკეტებ შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ smile.gif

Posted by: ninonino787 12 Apr 2011, 12:55
ვეხმაურები კესოს! ჩანდა რომ ოპერაციას იკეთებდით ვადიმ ხატიაშვილთან, მაინტერესებს როგორ ჩაიარა ოპერაციამ, მეც უნდა გავიკეთო და ამიტომ დავინტერესდი. დიდი მადლობა წინასწარ პასუხისათვის.

Posted by: 365 12 Apr 2011, 16:42
თუ ვინმე კომპეტენტური, ჩაკერებული კისტა რას ნიშნავს?

Posted by: limpompo 19 Apr 2014, 21:17
Keso
რა მაინტერესებს იცით თუ ვინმე პოსტავს აქ კიდევ... ვინც უკვე ამოიჭერით კისტა მანამდე გტკიოდათ და გაწუხებდათ?ninonino787

Posted by: -TsT- 22 Apr 2014, 18:27

Posted by: Keso 22 Apr 2014, 22:09
limpompo

მე თავიდან არ მაწუხებდა, უბრალოდ ციკლსა და ციკლს შორის და სექსის დროს გამონადენი მქონდა ხოლმე მოწითალო და თავიდან ამიტომ მივაქციე ყურადღება. ერთმა "გონიერმა" ექიმმა ეს მოჭარბებულ ოვულაციად ჩათვალა და ყურადღება არ მიაქცია. მერე ნელ ნელა დამეწყო მენსტრ. დროს მუცლის უცნაური შებერილობა, მერე ნელ-ნელა მუცელი რაღაცნაირად გამეზარდა, ნუ დიდად არა მაგრამ ისე, ჩემთვის შესამჩნევად და ამ გამონადენმა იმატა და მენსტრ. დროს საოცარი ტკივილები დამეწყო. მმმმმ, კიდე რა სიმპტომები მქონდა ვერ ვიხსენებ, მგონი მეტი განსაკუთრებული არც არაფერი. უბრალოდ როცა აღმოვაჩინე რომ კისტა მქონდა უკვე 10 სანტიმეტრი იყო და სანამ ოპერაციამდე მივედი უკვე 14 სანტიმეტრი იყო. საბოლოო ჯამში ლაპარასკოპია ვერ გაკეთდა და ოპერაციის დროს პირდაპირ გასაჭრელი გავხდი. მერე კიდე მილიონი რამე მოყვა ამ კისტას და ბევრი პრობლემა და სანერვიულო შემხვდა.

მოკლედ, ამდენი იმიტომ ვწერე, რომ ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევ, რომ ერთ ეხოსკოპისტს არ ენდო და სხვაგანაც გადაამოწმო და თუ მოსაშორებელია დროზე მოიშორო, რომ მერე "პროფესიონალებმა" ჩემსავით ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი არ დაგისვან შეცდომით ........

საბოლოო ჯამში, დღეს რომ საშვილოსნო შენარჩუნებული მაქვს და 3 კვირაში ბავშვს ველოდები, მხოლოდ ვადიმ ხატიაშვილის დამსახურებაა. თუ რამეა გირჩევ პირდაპირ ვაძიმთან, კარაპს მედლაინში მიხვიდე, ოქრო კაცი და ოქრო ხალხია საერთოდ მანდ love.gif

თუ რამე კიდევ გაინტერესებს აქ ვარ და მზად ვარ გიპასუხო smile.gif

Posted by: limpompo 23 Apr 2014, 09:30
Keso
წარმატებები კარგი გოგო ხარ...მე გუშინ გავიკეთე ჩემმა სადაზღვევომ მიხაილოვში გამომიშვა და აქ არ ქონდათ ლაპარასკოპია და გამჭრეს პირდაპირ.ზომებზე გადაირივნენ 10 მაინც იქნებოდაო და კი გაუშვეს გამოსაკვლევად

Posted by: rock in rose 23 Apr 2014, 16:36
limpompo

საკვერცხე ამოგაჭრეს?

Posted by: limpompo 23 Apr 2014, 17:09
rock in rose
არა გადარჩა საკვერცხე მხოლოდ პატარა ქსოვილი მოვაჭერითო

Posted by: rock in rose 23 Apr 2014, 20:11
limpompo

ძალიან კარგია, გილოცავ და გამოჯანმრთელებას გისურვებ smile.gif

Posted by: Keso 24 Apr 2014, 00:07
limpompo
გილოცავ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა smile.gif გაჭრაზე არ იდარდო, მე ისეთი გაფატრული ვარ გული მისკდებოდა რომ ვუყურებდი თავიდან, თან შენ ალბათ პლასტიკური გაგიკეთეს და საერთოდ არ დაგეტყობა smile.gif მაქს. ორ კვირაში ჩიტივით იქნები smile.gif

პ.ს. დასათესად ალბათ წაიღეს ხო ეს კისტის ნაწილი ? მე მაინც გირჩევ, რომ თუ საშუალება გაქვს იქნებ სადმე საზღვარგარეთ გადაიმოწმო, აქ, ამათი ნდობა, ეეეეეეეჰ

Posted by: Solveig 24 Apr 2014, 01:41
limpompo
QUOTE
გადარჩა საკვერცხე მხოლოდ პატარა ქსოვილი მოვაჭერითო

ძალიან კარგი, გილოცავ smile.gif

იმედია, ჰისტოლოგიაც არაფერ განსაკუთრებულს არ აჩვენებს.

ჩემს გარშემო არცთუ ცოტას აქვს გაკეთებული და ოპერაციის მერე ყველა ნორმალურად იყო. არც დაორსულების პრობლემა შექმნიათ.

Posted by: Natuka NGN 24 Apr 2014, 02:27
limpompo
მიხარია რომ კარგად ხარ <3

Keso
QUOTE
უკვე 14 სანტიმეტრი იყო. საბოლოო ჯამში ლაპარასკოპია ვერ გაკეთდა

ვინ გაგიკეთა? ზომის გამო ვერ გაკეთდა ლაპარასკოპია?

Posted by: limpompo 24 Apr 2014, 20:24
rock in rose
Keso
Solveig
Natuka NGN მადლობა ხალხ

* * *
ყველაზე ცუდი ისაა რომ სადზღვევოს დაურეკია დღეს და შეილება ვერ დავაფინანსოთო ვნახოთ მოვიდეს პასუხიო.ექიმები გაბრაზდნენ მათი ნებართვით გავაკეთეთო.. sad.gif მოკლედ რა კი არ ტყუოდა ის კაცი თავი რომ მოიკლა ჯიპიაის გამო

Posted by: Natuka NGN 24 Apr 2014, 21:13
limpompo
რას ამბობ. დაიცავი თავი!!!! რას მაბავდნენ, დაგეხმარებით დამატებითო.... ესენი ვერ არიან ხომ იცი?
ჯერ ლაპარატომიაზე გიშვებენ და მაგასაც ვერაო?

Posted by: Keso 24 Apr 2014, 22:28
Natuka NGN
QUOTE
ვინ გაგიკეთა? ზომის გამო ვერ გაკეთდა ლაპარასკოპია?


ვადიმ ხატიაშვილმა. ჰო, ზომა იყო იმხელა, რომ თავიდანვე ეჭვი შეეპარა, შეიძლება ვერ ამოვიღოთო და საბოლოო ჯამში ეგრეც მოხდა, იმხელა იყო რომ ლაპარასკოპია შეიძლებელი აღმოჩნდა და გამფატრეს

limpompo

რას არ აფინანსებენ ? ოპერაციას ? რატო ?

Posted by: Natuka NGN 24 Apr 2014, 22:54
Keso
ოჰ, ვადიმ.... sad.gif გავბრაზდი, ოღონდ მართლა. არ ქონდა ეტყობა შესაბამისიკონტეინერი თუ რა არის. ან იყო რაღცსხვა გართულება, კისტა არაა ისეთი დიდი რომ მაგის ამორება არ შეიძლებოდეს.
2 სმ განაკვეთით მთელი ელენთა ამოუღო ჩემმა მეგობვარმა ექიმმა და 14 სმ კისტა რა გახდა? 21 გოგოა და ხომ არ დავამახინჯებო. თავად გაწვალდა ექიმი, მარა პაციენტს უნაკლო მხოლოდ 2 სმ ჭრილობა დაუტოვა, რომელიც აღარ ემჩნევა, ოპერაციის ყურება ერთ ნახვად ღირს.

Posted by: limpompo 25 Apr 2014, 10:04
Natuka NGN
Keso
ჯერჯერობით არ ვიხდი არაფერს განყიფილების გამგემ წადი სახლში და გავარკვიოთო არ სჯერათ ალბათ კისტა რომ ამოგიღეთო ღადაობდა, ხოდა დღეს მიცდივარ სახლში და პასუხი ერთ თვეში იქნება
* * *
გოგოებო ხომ არ იცით მუცლის დამჭერი ბანდაჟი ოპერაციიდან რამდენ ხანში შეიძლება ვატარო?

Posted by: Keso 26 Apr 2014, 12:47
limpompo
QUOTE
გოგოებო ხომ არ იცით მუცლის დამჭერი ბანდაჟი ოპერაციიდან რამდენ ხანში შეიძლება ვატარო?


მე როგორ მახსოვს (და მგონი ზუსტად მახსოვს) ოპერაციიდან დაახლოებით 4-5 დღეში გამაკეთებინეს და მერე კაი ხანი მეკეთა ეგ ბანდაჟი. არ გითხრეს საავადმყოფოში ?

რაო სადაზღვევომ, რამე ხომ არ მოიფიქრეს ახალი ? smile.gif

Posted by: limpompo 27 Apr 2014, 09:06
Keso
ჯერჯერობით ველოდები
კი ბანდაჟზე მითხრეს როგორც გინდაო აუცილებლობა არააო მაგრამ მე მინდა რომ გავიკეთო

Posted by: Keso 27 Apr 2014, 17:54
Natuka NGN
QUOTE
ოჰ, ვადიმ....  გავბრაზდი, ოღონდ მართლა. არ ქონდა ეტყობა შესაბამისიკონტეინერი თუ რა არის. ან იყო რაღცსხვა გართულება,


ჩემი კისტა ვიზუალურად ძალიან გავდა ავთვისებიანსო. ვიზუალურად "ყვავილოვანი კომბოსტო" იყო და ეჭვი შეეპარა კი არა და დარწმუნებული იყო (ვიზუალური დათვალიერების შედეგად) რომ ეგ მჭირდა და ალბათ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ რომ გავეჭერი. ნუ ბევრი დეტალი იყო იქ ალბათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთლიანად რომ არ "გამიხდა" ამოსაჭრელი (დეტალებში მოყოლა მეზარება) და რომ დღეს ორსულად ვარ, ეგ ვადიმის დამსახურებაა (თვითონ ფაქტი რა თქმა უნდა ჩემი ქმრის დამსახურებაა, მაგრამ საშვილოსნო რომ მაქვს ის არის ვადიმის დამსახურება ანუ smile.gif)) )



limpompo
QUOTE
Keso
ჯერჯერობით ველოდები
კი ბანდაჟზე მითხრეს როგორც გინდაო აუცილებლობა არააო მაგრამ მე მინდა რომ გავიკეთო


მე კატეგორიულად მომთხოვეს გაკეთება და საწოლიდანაც კი არ მაყენებდნენ მაგ ქამრის გარეშე. მე გირჩევ, რომ რაც შეიძლება მალე გაიკეთო ეგ ქამარი და მერე შენ თვითონ მიხვდები თუ რატომ არის აუცილებელი. ყოველ შემთხვევაში მე დიდ განსხვავებას ვგრძნობდი ქამრით და ქამრის გარეშე smile.gif

Posted by: Solveig 27 Apr 2014, 20:14
Keso
QUOTE
თვითონ ფაქტი რა თქმა უნდა ჩემი ქმრის დამსახურებაა, მაგრამ საშვილოსნო რომ მაქვს ის არის ვადიმის დამსახურება ანუ smile.gif)) )

biggrin.gif biggrin.gif

limpompo
აჯობებს, რომ გაიკეთო.

მე რამდენადაც ვიცი, ნაოპერაციევის არეში თიაქრის საპროფილაქტიკოდაა საჭირო.

Posted by: limpompo 28 Apr 2014, 09:12
Keso
ჩვეულებრივი ბანდაჟი რაც აფთიაქებში იყიდება ხო? დღეს ვაპირებ ყიდვას

Posted by: Keso 29 Apr 2014, 16:39
limpompo
არის სპეციალური, ოპერაციის შემდგომი ბანდაჟები, დედაჩემმა ჯიპისიში მიყიდა, მაგრამ მე საორსულოდ რომ დამჭირდა ბადანჟი წავედი პავლოვის ბოლოში, მარცხენა მხარეს არის ავერსის აფთიაქი და იქ იყიდება ყველანაირი ფორმის და ზომა წონის ბანდაჟები და იქ ავარჩიე. მაინც დარეკე ავერსში და იკითხე თუ აქვთ მაგ აფთიაქში ოპერაციის შემდგომი ბანდაჟი. ძალიან კი დაგიგვიანდა შენ მაგ ნაბდაჟის გაკეთება yes.gif

Posted by: limpompo 30 Apr 2014, 20:02
Keso
მიკეთია უკვე რა კარგი ყოფილა smile.gif)

Posted by: Keso 1 May 2014, 14:48
limpompo
ხო, კარგი კომფორტული რამე მართლა smile.gif

ადექი და დადიხარ უკვე თავისუფლად ?

Posted by: limpompo 2 May 2014, 08:53
Keso
კი კი დავდივარ მაგრამ სამსახურში ჯერ არ
ცოტა თავბრუსხვევა მაქვს წამლების გამო ალვათ და მაგასაც ვამთავრებ...
ნეტავ ცურვა ან ვარჯიში რამდენ ხანში შეიძლება?

Posted by: Keso 2 May 2014, 13:42
limpompo

როგორ ხარ გაჭრილი ? მე დიდად კომპეტენტური არ ვარ ამ საკითხებში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცურვა და ვარჯიში ჯერ კაი ხანი არ შეიძლება ალბათ. ნაკერი, ინფექცია, კუნთი ამბავი რავი smile.gif ათასი რამეა ჯერ შესახორცებელ - აღსადგენი. ქირურგს უნდა კითხო ეგ.

საერთო ნარკოზით გაიკეთე ?

Posted by: limpompo 2 May 2014, 14:35
Keso
კი ჩვეულებრივი ნარკოზით...ცურვა იმიტომ ვთქვი რომ არ მინდა მოვდუნდე.2 თვე წესით უნდა ეყოს რეაბილიტაციას...

Posted by: Natuka NGN 2 May 2014, 14:50
აი,მსგავსი მიდგომისტვის და პაციენტზე რომ სულ არ ფიქრობს, დასაჯარიმებელია სადაზღვევო. მაგრამ ვინაა გამგებელი ამის.

Posted by: Keso 2 May 2014, 23:38
limpompo

რა ქენი სადაზღვეოზე ?

Posted by: limpompo 3 May 2014, 12:48
Keso
აუუ ჭრილობა მექავება მორჩენამ იცისო და კრემი ხომ არ უნდა რამე ნეტავ?

Posted by: Keso 3 May 2014, 16:08
limpompo

აუ კიი, ეგ ქავილი მორჩენის ამბავია, ნელ ნელა გირჩება მაგრამ უნდა მოითმინო, რას იზავ smile.gif))))

კი, კრემი არსებობს, აი შრამი რომ მალე მოგირჩეს და არ დაგრჩეს იმისთვის არის. სახელი არ მახსოვს მაგრამ გაგიგებ და იმასაც გაგიგებ როდიდან უნდა წაისვა smile.gif

პ.ს. ქამარი სულ უნდა გეკეთოს, სულ

Posted by: Natuka NGN 4 May 2014, 11:26
limpompo
ჯერ სანამ ბოლომდე არ აშრება არანაირი კრემი არ გინდა, უკვე კანს რომ გაიკეთებს ხმარობენ სხვადასხვაარმეს,მაგალითად კონტრატუბექსს, ან ჰიალურონის მჟავაზე დამზადებულ კრემებს.
ახლა უბრალოდ სპირტით გაიწმინდე.

Posted by: limpompo 4 May 2014, 11:57
Natuka NGN
Keso
მადლობა გოგოებოო♡

Posted by: Keso 7 May 2014, 15:10
limpompo

ე.ი. სილიკონის გელი: დერმატიქსი ან სტრატადერმი, შეხორცების შემდგომ 2-3 კვირაში შეიძლება წასმა, 2 ჯერ დღეში, მცირე რაოდენობით, თვალის ახლოს ფრთხილად!!! მოკლედ ჯობს თან გაეცნონ გამოყენების წესს. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-12 თვე - ეს მომწერა ჩემმა მეგობარმა პლასტიკურმა ქირურგმა smile.gif

Posted by: limpompo 7 May 2014, 20:34
Keso
მადლობა ასეთი სრულყოფილი ინფოსთვის ძაან საყვარელი ხარ♡

Posted by: Natuka NGN 7 May 2014, 23:48
limpompo
არ ვიციროგორი ნაკერი გაქვს, უხეშია ძალიან? თუ არაა პლასტიკური ნაკერი დადებული, უხეში ნაწიბურები ექნება. თუ ძლაინ ცუდი ნაწიბვურია, შეიძლება მაგის გადაკერვა. არ ვიცი, ადრე მედო თემებში ჩემი ნაკერი ყელზე. შევეცდები ავტვირთო.
წითელი ხაზიდან ხაზამდეა ნაკერი, მარცხენა მხარეს, ჯერ კიდევ ძაფი მქონდა რომ დავიზიანე და შემდეგ UაშI პატარა ეკოიდი წამოვიდა და მაშინვე ლაზერით გავაქრე. არ მიხმარია არანაირი კრემი ციცატრიქსის გარდა.

Posted by: limpompo 8 May 2014, 16:23
Natuka NGN
პლასტიკური მაქვს კი
ჯერ სპირტით ვიწმენდ მხოლოდ

Posted by: John Jolie 17 Mar 2017, 02:04
Keso
QUOTE
აბოლოო ჯამში, დღეს რომ საშვილოსნო შენარჩუნებული მაქვს და 3 კვირაში ბავშვს ველოდები, მხოლოდ ვადიმ ხატიაშვილის დამსახურებაა. თუ რამეა გირჩევ პირდაპირ ვაძიმთან, კარაპს მედლაინში მიხვიდე, ოქრო კაცი და ოქრო ხალხია საერთოდ მანდ



მკერდის კისტაზე იღებს ხალხს? თუ გინეკოლოგია

Posted by: Miria 18 Mar 2017, 02:46
QUOTE
კისტა საკვერცხეზე, საშიში ოპერაციაა?sad.gif(

cry.gif

Posted by: Solveig 18 Mar 2017, 19:46
John Jolie

გინეკოლოგია ხატიაშვილი და ოპერაციებსაც მხოლოდ მაგ დარგში აკეთებს.

Posted by: vivi1234 20 Mar 2017, 18:20
კისტა მაქ ორივე საკვერცხეზე ერთი , 3,5სმ მეორე 2,5სმ და საოპერაციოა? თუ წამლებით გაიწოვება

Posted by: Miria 21 Mar 2017, 04:30
vivi1234
QUOTE
კისტა მაქ ორივე საკვერცხეზე ერთი , 3,5სმ მეორე 2,5სმ

როგორი კისტაა?
შიგ სითხე რომ არის(სამედიცინო სახელი არ მახსოვს) თუ დერმოიდული?

Posted by: vivi1234 21 Mar 2017, 13:25
QUOTE (Miria @ 21 Mar 2017, 04:30 )
vivi1234
QUOTE
კისტა მაქ ორივე საკვერცხეზე ერთი , 3,5სმ მეორე 2,5სმ

როგორი კისტაა?
შიგ სითხე რომ არის(სამედიცინო სახელი არ მახსოვს) თუ დერმოიდული?

დასკვნაში მიწერია :ორმხრივი საშვილოსნოს დანამატების კისტა რომელიც სქელკედლიანია , დანარჩენი არმიწერია მიტხრეს რო გინეკოლოგს უნდა მივმართო და ვინმე კარგი გინეკოლოგი იქნებ მირჩიოთ

Posted by: .April. 26 Sep 2017, 14:37
ხომ არ იცით რა ღირს კიტის ოპერაცია საშუალოდ ?

ინოვაში 2500 ლარი მითხრეს და ძაან ძვირია?

Posted by: Natuka NGN 28 Sep 2017, 10:43
.April.
სახელმწიფო დაღვევა გაქვთ თუ კერძო?

Posted by: .April. 6 Oct 2017, 12:34
QUOTE (Natuka NGN @ 28 Sep 2017, 10:43 )
.April.
სახელმწიფო დაღვევა გაქვთ თუ კერძო?


სახელმწიფო

Posted by: nineli 26 Dec 2023, 13:27
გამარჯობა. მაქვს 38 მმ. საკვერცხის კისტა, რამდენად არის შანსი, რომ ამას გამოეწვია ციკლის დაგვიანება და რამდენად შესაძლებელია ორსულობის ტესტი, ამ ვითარებაში, შეცდომით იყოს დადებითი? გმადლობთ წინასწარ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)