limpompoმე თავიდან არ მაწუხებდა, უბრალოდ ციკლსა და ციკლს შორის და სექსის დროს გამონადენი მქონდა ხოლმე მოწითალო და თავიდან ამიტომ მივაქციე ყურადღება. ერთმა "გონიერმა" ექიმმა ეს მოჭარბებულ ოვულაციად ჩათვალა და ყურადღება არ მიაქცია. მერე ნელ ნელა დამეწყო მენსტრ. დროს მუცლის უცნაური შებერილობა, მერე ნელ-ნელა მუცელი რაღაცნაირად გამეზარდა, ნუ დიდად არა მაგრამ ისე, ჩემთვის შესამჩნევად და ამ გამონადენმა იმატა და მენსტრ. დროს საოცარი ტკივილები დამეწყო. მმმმმ, კიდე რა სიმპტომები მქონდა ვერ ვიხსენებ, მგონი მეტი განსაკუთრებული არც არაფერი. უბრალოდ როცა აღმოვაჩინე რომ კისტა მქონდა უკვე 10 სანტიმეტრი იყო და სანამ ოპერაციამდე მივედი უკვე 14 სანტიმეტრი იყო. საბოლოო ჯამში ლაპარასკოპია ვერ გაკეთდა და ოპერაციის დროს პირდაპირ გასაჭრელი გავხდი. მერე კიდე მილიონი რამე მოყვა ამ კისტას და ბევრი პრობლემა და სანერვიულო შემხვდა.
მოკლედ, ამდენი იმიტომ ვწერე, რომ ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევ, რომ ერთ ეხოსკოპისტს არ ენდო და სხვაგანაც გადაამოწმო და თუ მოსაშორებელია დროზე მოიშორო, რომ მერე "პროფესიონალებმა" ჩემსავით ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი არ დაგისვან შეცდომით ........
საბოლოო ჯამში, დღეს რომ საშვილოსნო შენარჩუნებული მაქვს და 3 კვირაში ბავშვს ველოდები, მხოლოდ ვადიმ ხატიაშვილის დამსახურებაა. თუ რამეა გირჩევ პირდაპირ ვაძიმთან, კარაპს მედლაინში მიხვიდე, ოქრო კაცი და ოქრო ხალხია საერთოდ მანდ
თუ რამე კიდევ გაინტერესებს აქ ვარ და მზად ვარ გიპასუხო