ფრთხილად!
ამ განცხადებით განსაკუთრებით გვინდა ხმა იმ საჯარო მოხელეებს მივაწვდინოთ, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არიან დასაქმებულნი, ან/და იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავს იმ ადამინთა ჯგუფს მიაკუთვნებიან, რომლებიც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების ყურადღების ქვეშ იმყოფებოდნენ!
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ელექტრომობილების გაქირავების სერვისი - ე.წ. "ქარშეარინგის" მომსახურების მფლობელია შპს ქართლიქარი, რომლის 100% იანი მმართველი და მფლობელი შპს ბიგ სერვისი-ა, სადაც წილის 75% ფლობენ რუსეთის და უზბეკეთის მოქალაქეები, ხოლო 25%-ს დიმიტრი აბდუშელიშვილი.
https://bit.ly/30rb9yj ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, ამ დროისთვის, არ არსებობს არანაერი გარანტია იმისა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პირადი ინფორმაცია - საბანკო მონაცემები, ინფორმაცია გადაადგილების შესახებ, გადაადგილების სიხშირის, ადრესატების და სხვა დაცული იქნება.
ე.წ. "ქარშეარინგის" მომსახურებით სარგებლობის წინ უნდა ატვირთოთ პირადობის მოწმობის სურათი, მართვის მოწმობის სურათი, ატვირთოთ თქვენი საკუთარი სურათი - მოწმობასთან ერთად, ამის მერე უნდა მიაბათ ბანკის ბარათი-ც. აპლიკაცია უბრალოდ არ ეშვება ყველა ეს პირადი მონაცემები თუ არ მიაწოდეთ. როცა მონაცემები შეყვანილია, რუსულად იწერება: "Опреация выполнена успешно, пожалуйста вернитесь в апликацию" (ოპერაცია შესრულდა წარმატებით, გთხოვთ დაბრუნდეთ აპლიკაციაში). ქართლიქარის საიტი დაამზადა და დაჰოსტა chotkey.ru -მ. დიზაინიც ასევე რუსულმა ჯგუფმა: Веб-группа Ивана Лукина -მ ააწყო
https://bit.ly/2JKyzsqშეგახსენებთ, რომ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ აპლიკაციის გამოყენება შესაძლოა, სახიფათო იყოს. როგორც უწყებაში ამბობენ, სრულიად შესაძლებელია, აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება და შეგროვება ხდებოდეს.
ამის გამო ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თავი შეიკავონ აღნიშნული აპლიკაციის ტელეფონში ჩაწერისგან. ლიეტუვას შემთხვევაშიც, გაფრთხილება განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებსა და ძალოვან უწყებებში მომუშავე პირებს ეხებოდა.
https://bit.ly/2w5bYyLსაინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი / infoarmy.ge
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3