Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > ამ მერიაში ტვინი არავის აქვს?


Posted by: lasha1997 4 Jan 2021, 02:20
https://www.facebook.com/irakli.benidze/videos/3994593393906825


ეს საცობებს არ გამოიწვევს როგორც ჭავჭავაძეზე,მაგრამ რა საჭირო იყო ამ უაზრობის გაკეთება? როგორც მახსოვს დოლიძის ქუჩიდან პირდაპირ კიბეების გარეშე ხვდებოდი შესასვლელ კართან და ეს რაში დასჭირდათ? გეპეის კართან რომ მიდიოდეს კიდევ მესმის,მაგრამ იგივე კიბეებთან ხვდები.smile.gif

Posted by: dat111 4 Jan 2021, 02:27
QUOTE
მაგრამ რა საჭირო იყო ამ უაზრობის გაკეთება? როგორც მახსოვს დოლიძის ქუჩიდან პირდაპირ კიბეების გარეშე ხვდებოდი შესასვლელ კართან და ეს რაში დასჭირდათ?

ფული ფული ისევ ფული ტაში ტუში ტაში biggrin.gif
კალოშმერიის ყველა რანგის დარმაედი ფულის მოჭრას ცდილობს ვისაც როგორც შეუძლია გონებრივი შესაძლებოლობების ფარგელბსი, და რეებით არი დაკომპლექტებული ეგ კანტორა თავსი 48 ნომერი გალოშას თამადობით ძნელი გამოსაცნობი არაა

Posted by: B l a c k J a c k 4 Jan 2021, 02:38
შენგელაიები კი არიან წითელი ინტელიგენციის კაშკაშა წარმომადგენლები, მაგრამ ფილმები კარგი აქვთ.
ჰო და მანდ არის: შაბიამანის პარტია მოაქვთ, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთო :დ

ქოცების ყველაზე "წარმატებული" პროექტები უაკვშირდება მშენებლობას, იმიტომ რომ ფულის კეთება მარტივია.
ჩაიგდო ტიპმა მიწა ლარად და აგერ მეხუთე წელია ნახევარბლოკზე აშენებს პანორამას. გამოვა და მერე აგიშნეეთო იტყვის.

ამასაც რატომ მოეკლა თავი და სადღაც მიყრუებულში და რთულად მისადგომში აეშენებინა?
ადგა და მიაშენა გეპეის :დ


სერიოზულად: რამდენი ვიღაცა მოვიდა, გზები სად დააგო?
ჭავჭავაძე/აერპორტის ტრასა. აეროპორტის ტრასა/ჭავჭავაძე. ვაჟა-ფშაველა/ყაზბეგი. ყაზბეგი/ვაჟა-ფშაველა.


ერთადერთი კალიაძემ "გარისკა " და გლდანი გადაგო. ამგასაც მილები მოპარეს და მელიამ მოუგო. ცოცხალი თავით გლდანში შემსვლელი ეგ არა რის :დ


Posted by: leqso0077 4 Jan 2021, 02:38
ვიდეოს ავტორი პანდუსის მოწყობას აკრიტიკებს და გასაგებია.
მაგრამ კიბე რა საჭირო იყო მანდ?

Posted by: gramatikikina 4 Jan 2021, 02:41
leqso0077
QUOTE
ვიდეოს ავტორი პანდუსის მოწყობას აკრიტიკებს და გასაგებია.
მაგრამ კიბე რა საჭირო იყო მანდ?

ეგ კითხვა მეც გამიჩნდა
ეტყობა ხედავს საჭიროებას givi.gif
B l a c k J a c k
QUOTE
სერიოზულად: რამდენი ვიღაცა მოვიდა, გზები სად დააგო?
ჭავჭავაძე/აერპორტის ტრასა. აეროპორტის ტრასა/ჭავჭავაძე. ვაჟა-ფშაველა/ყაზბეგი. ყაზბეგი/ვაჟა-ფშაველა.


ერთადერთი კალიაძემ "გარისკა " და გლდანი გადაგო. ამგასაც მილები მოპარეს და მელიამ მოუგო. ცოცხალი თავით გლდანში შემსვლელი ეგ არა რის :დ

ეგ ტყუილია. ნაცებმა დააგეს ძალიან მალე გლდანში ასფალტი ყველგან
2007-ში გლდანელი ახლობელი ნაცების ხმის მიმცემებს ბნელებს გვეძახდა და მიკვირდა, მანამდე ტყლაპოებში ეგ დადიოდა და რავი მეთქი
დენი და გაზიც მაგათ გაუშვეს
წყალიც givi.gif
გრაფიკი იყო მანამდე
თემქაზეც მაგათ დააგეს ასფალტი და კანალიზაციაც გამოცვალეს

Posted by: შაქროII 4 Jan 2021, 02:42
5000 თუ გადამიხდის ვინმე გავაპრავებ 100იანზე

Posted by: vOn3Cic4 4 Jan 2021, 02:49
QUOTE (შაქროII)
5000 თუ გადამიხდის ვინმე გავაპრავებ 100იანზე

3000 და ისეთი არგუმენტით, მაგაზე მაჩხუბარი სინდისის ქენჯნას იგრძნობს

Posted by: leqso0077 4 Jan 2021, 02:53
gramatikikina
QUOTE
ეგ კითხვა მეც გამიჩნდა
ეტყობა ხედავს საჭიროებას

ახლა მივხვდი, პანდუსის მოსაწყობად იყო საჭირო ეგ კიბე. lol.gif
B l a c k J a c k
QUOTE
ერთადერთი კალიაძემ "გარისკა " და გლდანი გადაგო.

არც მასეა საქმე
ვისაც 2003-2004 წელს თიანეთის გზატკეცილზე გაუვლია, ემახსოვრება რა ხდებოდა მაგ ქუჩაზე. გზატკეცილი კი არა, ასფალტის ნასახი აღარ იყო დარჩენილი.

Posted by: PANTALONE 4 Jan 2021, 02:55
ჯაფარიძემ რო შმაქსი დააარსა. მაგის ბრალია .


ან კიბე რა საჭირო იყო ჯაფარ?

Posted by: DeepMind 4 Jan 2021, 02:56
QUOTE (vOn3Cic4 @ 4 Jan 2021, 02:49 )
QUOTE (შაქროII)
5000 თუ გადამიხდის ვინმე გავაპრავებ 100იანზე

3000 და ისეთი არგუმენტით, მაგაზე მაჩხუბარი სინდისის ქენჯნას იგრძნობს

500 ლარად ვეცდები ძალიან არაჰუმანურ ტიპად გამოვიყვანო, ვინც მაგ პანდუსზე+კიბეზე გახარჯულ ფულზე დაიწუწუნებს.

მესმის საბაზრო ფასი ძალიან დავაგდე, მაგრამ რა ვქნა კრიზისია

Posted by: iviko18 4 Jan 2021, 02:56
lasha1997
QUOTE
რა საჭირო იყო ამ უაზრობის გაკეთება?

ხულოს მერიის რეკომენდაციით გააკეთეს. yes.gif

ხულო, აღმაშენებლის მეორე შესახვევი.
user posted image

Posted by: gramatikikina 4 Jan 2021, 02:58
leqso0077
QUOTE
ახლა მივხვდი, პანდუსის მოსაწყობად იყო საჭირო ეგ კიბე.

კიბე რა საჭირო იყო, გზა დავიწროვდა
პანდუსზე გაეკეთებინათ მოაჯირი
მარა მაინც რა საჭირო იყო ის პანდუსი lol.gif ეგეთი არაფერი მინახია

Posted by: leqso0077 4 Jan 2021, 03:00
iviko18
პანდუსი რატომ არ გაუკეთეს?
ავტომობილები სხვა გზით დადიან თუ კიბეს იყენებენ?

Posted by: PANTALONE 4 Jan 2021, 03:01
ხარჯთაღრიცხვა დაიდება? მაინტერესებს ჩემი წილი რამდენია ამ სასწაულის შექმნაში
* * *
ამ მიმდინარეობას დესტრუქტივიზმი ქვია არქიტექტირაში?

Posted by: mexro 4 Jan 2021, 03:06
ბოგანო! ხალხი გეკითხება რამდენი ფული დაჩოთქე მაგაში და უპასუხე, თუ ხარჯთაღრიცხვაც მოგპარეს? givi.gif

Posted by: gramatikikina 4 Jan 2021, 03:13
PANTALONE
QUOTE
ხარჯთაღრიცხვა დაიდება?

მერია როცა უკეთებს რამეს სახლის ამხანაგობას, მაგის ხარჯთაღრიცხვა გინახია?
მარტო პროექტი ღირს ხოლმე 6-7 ათასი
10-15 ათასი სამუშაოების ჩატარება
და რასაც შენ გახდევინებენ, მაინც იმაზე 3 ჯერ მეტია ხოლმე, რაც შენ რომ დაგექირავებინა ხელოსანი

Posted by: PANTALONE 4 Jan 2021, 03:18
gramatikikina
არ მჯერა რო იპარავენ. და საერთოდ ეს დადაიზმი მომწონს down1.gif




Posted by: ABGREITORA 4 Jan 2021, 03:50
QUOTE
5000 თუ გადამიხდის ვინმე გავაპრავებ 100იანზე

3000 და ისეთი არგუმენტით, მაგაზე მაჩხუბარი სინდისის ქენჯნას იგრძნობს

500 ლარად ვეცდები ძალიან არაჰუმანურ ტიპად გამოვიყვანო, ვინც მაგ პანდუსზე+კიბეზე გახარჯულ ფულზე დაიწუწუნებს.

მესმის საბაზრო ფასი ძალიან დავაგდე, მაგრამ რა ვქნა კრიზისია

აი ასე ვარდება ფასი და იბადებიან 20 ლარიანი გამპრავებლები biggrin.gif

Posted by: PANTALONE 4 Jan 2021, 03:56
კაროჩე ქუჩას აფართოვებენ იმედია.


მაიტა 15 ლარი კალა

Posted by: CetshwayokaMpande 4 Jan 2021, 05:24
PANTALONE
QUOTE
კაროჩე ქუჩას აფართოვებენ იმედია.


ტროტუარი გააფართოვეს ავტომოილების სავალი ზოლების სიგანის შემცირების ხარჯზე.(ველობილიკი დაამატეს)

გმირთა და 26 მაისის მოედნებს შორის 30 მეტრია სხვაობა მანძილი 350 მ
ქანობი ადგილებში 12% - დან 18%მდეა, შშმ პირისებს დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის საჭიროა მაქს. 8 %-ის ქანობი.
რთული რელიეფის გამო ძალიან იშვიათად თუ იხილავთ ეტლით დამოუკიდებლად მოძრავი ადამიანს მაგ დაღმართზე.





პს. ფ'ეინთში ხატვაზე კიდევ იჭერენ?!
user.gif

Posted by: Agonist 4 Jan 2021, 08:41
ისეთი რესკი პანდუსია ეტლით ბოლომდე თუ მიხვედი მერე კიბეებზე ასვლაც აღარ გაგიჭირდება.





დარიცხეთ.

Posted by: chombe 4 Jan 2021, 09:34
პანდუსებთან დაკავშირებით მე სურათი გადავიღე სადღაც 15 წლის წინათ, რამე რო იყოს ზედ აღბეჭდილი მარაზმი მსოფლიო ტოპ-თენში შევა სირობებისა ....

ჰავლაბარში რომ იყო ე.წ. თავართქილაძის უნივერსიტეტი, შემდეგ თსუ-ს რაღაც ფილიალად რომ გადაკეთდა, აი მაგის შესასვლელია აღბეჭდილი :


user posted image

Posted by: 110iani 4 Jan 2021, 09:46
CetshwayokaMpande
QUOTE
პს. ფ'ეინთში ხატვაზე კიდევ იჭერენ?!

სასწრაფოდ წაშალე.
სანამ კელი დეგნანი ნახავს.
რამე შარში არ გაყო თავი

Posted by: wolf-larsen 4 Jan 2021, 09:59
აბა პირსისხლიანცი სჯობდა?


მაიტათ ლარიანი ჩამირიცხეთ კალოშ....

Posted by: A10 4 Jan 2021, 09:59
QUOTE
სერიოზულად: რამდენი ვიღაცა მოვიდა, გზები სად დააგო?
ჭავჭავაძე/აერპორტის ტრასა. აეროპორტის ტრასა/ჭავჭავაძე. ვაჟა-ფშაველა/ყაზბეგი. ყაზბეგი/ვაჟა-ფშაველა.

აბაა კაცო.
დადიანი (ნახალოვკა) გურამიშვილი, გლდან-მუხიან-თემქის ცენტრაური გზები და თბილისისი ზღვის ორივე მხრის გზა ეტყობა მე დავაგე.
2005-2009 ში დაიგო მანდ ყველგან.
რაც ვიცი. ალბათ ავლაბარ ზეემკებშიც დაიგებოდ აიგივე დროს

Posted by: aladini 4 Jan 2021, 10:03
ყველაფერზე ვიშვიში არ შეიძლება. იქნება მანამდე გაგეკითხათ, მანამდე როგორ იყო

Posted by: dat111 4 Jan 2021, 10:27
QUOTE
რთული რელიეფის გამო ძალიან იშვიათად თუ იხილავთ ეტლით დამოუკიდებლად მოძრავი ადამიანს მაგ დაღმართზე.

Ზუსტად მაგ რელიეფის გამო ერთადერთი საშუალება ქალაქში გადაადგილების შშმ პირებისათვის არის მანქანა, და ზუსტად მაგის გამო ველოსიპედი არასოდეს არ იქნება აქ ისევე გავრცელებული როგორც იმ ქალაქებში რაც ნიმუშად მოყავთ.
Ფულის ჭრა მიდის ჩვეულებრივი ძალათი პრადვინუტ ბნელებზე გათვლილი გაპრავებით

Posted by: PAINKILLER 4 Jan 2021, 10:40
QUOTE
ზუსტად მაგის გამო ველოსიპედი არასოდეს არ იქნება აქ ისევე გავრცელებული როგორც იმ ქალაქებში რაც ნიმუშად მოყავთ


დიდუბეში გააკეთონ ველობილიკები და ველოპარკინგები, გაასწორებს smile.gif



Posted by: chombe 4 Jan 2021, 10:43
dat111
QUOTE
Ზუსტად მაგ რელიეფის გამო ერთადერთი საშუალება ქალაქში გადაადგილების შშმ პირებისათვის არის მანქანა, და ზუსტად მაგის გამო ველოსიპედი არასოდეს არ იქნება აქ ისევე გავრცელებული როგორც იმ ქალაქებში რაც ნიმუშად მოყავთ.
Ფულის ჭრა მიდის ჩვეულებრივი ძალათი პრადვინუტ ბნელებზე გათვლილი გაპრავებით

საქართველოს ყველაზე ვაკე ქალაქებია სამტრედია და აბაშა....
და არანაირი პროპაგანდა არავის დასჭირვებია, კომუნისტების დროსაც მშვენივრდ დადიოდა ხალხი ველოსიპედით მანდ და ეხლაც...
რაც შეეხება თბილისს, მართალია, რელიეფის გამო აქ ვერასდროს იქნება ველოსიპედი პოპულარულ-გავრცელებული ტრანსპორტი...

Posted by: blue_velvet 4 Jan 2021, 10:48
ეგ ფულის ყრაა კი ბატონო ვეთანხმები, მაგრამ რაც ეგენი საწვავში და სხვადასხვა კომფორტში იყენებენ ფულს აი ეგ მაგასთან შედარებით კაპიკია.

ყველაფერზე უნდა მოეთხოვოს პასუხი, მაგრამ მომკითხავი არავინაა.

ხელი ხელს ბანს პოლიტიკა აქვთ მოწყობილი და ხალხი კიდე გაუნათლებელია, ვერ ხვდება რომ პასუხი უნდა მოთხოვოს...

Posted by: zigmundi32 4 Jan 2021, 10:53
მართლა გამაღიზიანებელი ფაქტია. ჭავჭავაძეზე გამახსენდა კიდე მიწისქვეშა გადასასვლელი, ისეა დავიწროვებული სპეციალურად ერთი ადამიანი ძლივს ჩადის ისე რო კედელს არ მიედოს. რა უნდათ მართლა რას გვერჩიან user posted imageuser posted image sad.gif

Posted by: narcoTOURIST 4 Jan 2021, 10:59
ამ პანდუსს აკეთებდნენ 3 თვე, ქოცების კანტორა იყო მანდ და ხალხზე ზრუნვის გამო დასჭირდათ ეს პანდუსი
დამთავრების დღიდან ერთი ეტლიც არ ასულა, იმიტომ რომ არც გასასვლელი გაუკეთეს ამ პანდუსს და ეს კანტორაც ეგრევე დაიხურა..

user posted image

ახლა ყველა შენობა დაბგრეულია და კორპუსი უნდა ჩადგეს

პანდუსს არ ანგრევენ lol.gif
* * *
QUOTE
ჭავჭავაძეზე გამახსენდა კიდე მიწისქვეშა გადასასვლელი

ეს მეცხრესთან? კაი ხანი არ ვყოფილვარ მანდ

Posted by: Cpp 4 Jan 2021, 11:27
QUOTE
ხარჯთაღრიცხვა დაიდება? მაინტერესებს ჩემი წილი რამდენია ამ სასწაულის შექმნაში

+1

Posted by: belimbor 4 Jan 2021, 11:39
QUOTE
აბაა კაცო.
დადიანი (ნახალოვკა) გურამიშვილი, გლდან-მუხიან-თემქის ცენტრაური გზები და თბილისისი ზღვის ორივე მხრის გზა ეტყობა მე დავაგე.
2005-2009 ში დაიგო მანდ ყველგან.
რაც ვიცი. ალბათ ავლაბარ ზეემკებშიც დაიგებოდ აიგივე დროს


ე.წ. ახალი გზა მთლიანად მაგ პერიოდში გაიჭრა და დაიგო.

Posted by: B l a c k J a c k 4 Jan 2021, 12:00
gramatikikina
QUOTE
ეგ ტყუილია. ნაცებმა დააგეს ძალიან მალე გლდანში ასფალტი ყველგან
2007-ში გლდანელი ახლობელი ნაცების ხმის მიმცემებს ბნელებს გვეძახდა და მიკვირდა, მანამდე ტყლაპოებში ეგ დადიოდა და რავი მეთქი
დენი და გაზიც მაგათ გაუშვეს
წყალიც
გრაფიკი იყო მანამდე
თემქაზეც მაგათ დააგეს ასფალტი და კანალიზაციაც გამოცვალეს

ნაცები რასაც აკეთებდნენ ამათ არც ვადრი :დ ისინი აკეთბდნენ და ესენი მაყუთს ჭრიან.
ქოციანობის რვა თუ ცხრა წელზე იყო საუბარი, მაგრამ აქაც გამოჩნდა რომ ნაცები საქმეს აკეთბდნენ bis.gif

leqso0077
QUOTE
არც მასეა საქმე
ვისაც 2003-2004 წელს თიანეთის გზატკეცილზე გაუვლია, ემახსოვრება რა ხდებოდა მაგ ქუჩაზე. გზატკეცილი კი არა, ასფალტის ნასახი აღარ იყო დარჩენილი.

მაგ დროს გზა არსად იყო. გურამიშვილი და გლდანისკენ მიმავალი გზები 2007-2008-2009 წლებში გარემონტდა.
მახსოვს ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც საცხოვრებელი გამოვიცვალეთ და მთელი ქუჩა აყრილი დაგვხვდა.
მეთქი ეს სად გადმოვედით ;დ თურმე სადა ხარ

Posted by: kautokeino 4 Jan 2021, 12:12
QUOTE (iviko18 @ 4 Jan 2021, 02:56 )
lasha1997
QUOTE
რა საჭირო იყო ამ უაზრობის გაკეთება?

ხულოს მერიის რეკომენდაციით გააკეთეს. yes.gif

ხულო, აღმაშენებლის მეორე შესახვევი.
user posted image

lol.gif
სთერვეი თუ ნიწყლ



QUOTE
სერიოზულად: რამდენი ვიღაცა მოვიდა, გზები სად დააგო?
ჭავჭავაძე/აერპორტის ტრასა. აეროპორტის ტრასა/ჭავჭავაძე. ვაჟა-ფშაველა/ყაზბეგი. ყაზბეგი/ვაჟა-ფშაველა.

facepalm.gif

ღადაობაა, დიდი იმედი მაქვს.

Posted by: narcoTOURIST 4 Jan 2021, 12:24
QUOTE (narcoTOURIST @ 4 Jan 2021, 10:59 )
user posted image

ეს წინ ხედი

user posted image


Posted by: J U S T I C E -04 4 Jan 2021, 12:28
ამდენ დებილობას როგორ აკეთებს ეს მერია ან მშენებლობის ნებართვებს რობგორ გასცემს ან ამ გზებს როგორ ავიწროებს და აუბედურებს

Posted by: PANTALONE 4 Jan 2021, 12:42
ეს მერამდენე ავტოგოლია ითვლის ვინმე?



Posted by: dat111 4 Jan 2021, 12:52
QUOTE
ეს მერამდენე ავტოგოლია ითვლის ვინმე?

Ავტოგოლებს საკუთარ ბანკის ანგარიშებზე აკეთებენ ბიუჯეტის ფულებით ოღონდ biggrin.gif
Საუკეთესო მენეჯერი....

Posted by: UNEEK 4 Jan 2021, 16:18
QUOTE (J U S T I C E -04 @ 4 Jan 2021, 12:28 )
ამდენ დებილობას როგორ აკეთებს ეს მერია ან მშენებლობის ნებართვებს რობგორ გასცემს ან ამ გზებს როგორ ავიწროებს და აუბედურებს

ყოველთვის ერთი პასუხი აქვს კალოშმერს:
დღეში 500 საბუთი გადის მერიიდან ხელმკწერილი, მე რა ვიციო❤

სტალინი რო წამოაყენა. სამიდან 2მილიონ ნახევარს დახვრიტავს.
მარტო თვალების დახუჭვისთვის.

უთავმოყვარწო გახდა ქალაქი. თავზე აჯვამენ ხალხს

Posted by: brutal_88 4 Jan 2021, 17:43
chombe
QUOTE
საქართველოს ყველაზე ვაკე ქალაქებია სამტრედია და აბაშა....
და არანაირი პროპაგანდა არავის დასჭირვებია, კომუნისტების დროსაც მშვენივრდ დადიოდა ხალხი ველოსიპედით მანდ და ეხლაც...
რაც შეეხება თბილისს, მართალია, რელიეფის გამო აქ ვერასდროს იქნება ველოსიპედი პოპულარულ-გავრცელებული ტრანსპორტი...

თბილისის მოსახლეობის 10%-ს ხომ მაინც აქვს ისეთი ჯანმრთელობა და ხალისი, რომ ველოთი გადაადგილდეს? ეს სადღაც 100 000 ადამიანია. ხოდა თბილისში 100 000-მა ადამიანმა რომ ველოთი იაროს უკვე ძალიან დიდი შეღავათია. მე პირადად თითქმის ყოველდღე 30-40 კმს გავდივარ თბილისში, არაფერი განსაკუთრებულად რთული არ არის, მითუმეტეს სიჩქარეებიანი ველოსიპედით, აღარაფერს ვამბობ ელექტრო ველოზე და სამოკატკაზე. პრაღაში რომელიც თბილისე არანაკლებ რელიეფური ქალაქია ველოებიც დადიან და ტრამვაიც.

გასაგებია რომ თბილისი ვერ იქნება ისეთივე ველომოყვარულების ქალაქი, როგორიც ამსტერდამი, კოპენჰაგენი, სამტრედია ან ფოთია, მაგრამ მაგრამ მოსახლეობის 10% უპრობლემოდ გადაჯდებოდა ველოზე, შესაბამისი ინფრასტრუქტურა რომ იყოს. ტურისტები კიდე საერთოდ აღარ გაეკარებდონენ ძუნგლიან ტაქსებს, ისტორიული ცენტრი სულ მაგათ აქვთ დაკავებული.

დღეს ვნახე ორთაჭალის ჰესიდან თითქმის იუსტიციის სახლეამდე სულ დაუხაზიათ ველოგზა, შუქნიშნებიც ბევრი დაემატა და ადვილა დმოხვდები მდინარის მხარეს. ნელნელა ველოინფრასტრუქტურა ვითარდება.


პ.ს. თემას რაც შეეხება არც პანდუსი და არც კიბე მანდ საჭირო არ იყო. ეტყობა რუსული гост-ებით ხელმძღვანელობდნენ პროექტის ავტორები.

Posted by: gramatikikina 4 Jan 2021, 19:29
B l a c k J a c k
QUOTE
ქოციანობის რვა თუ ცხრა წელზე იყო საუბარი, მაგრამ აქაც გამოჩნდა რომ ნაცები საქმეს აკეთბდნენ 

biggrin.gif აა, ყველამ სხვანაირად გაიგო
მაგ მხრივ კი, შუქნიშნები დადგა, ჩემპიონია კალაძე

Posted by: dat111 4 Jan 2021, 20:35
QUOTE
ხოდა თბილისში 100 000-მა ადამიანმა რომ ველოთი იაროს უკვე ძალიან დიდი შეღავათია.

10კ შეიძლება ივლის ისიც სეზონურად, ზაფხულში 20კმდე მაქსიმუმ და ზამტარში მაქსიმუმ 2კ იყოს, ეს არი რეალობა, ელექტროველო კიდე ფასით ისეთივე რამეა ველოსიპედებში როგორც მანქანებში ლენდ კრუზერ 200 იყიდო biggrin.gif მაგ ფასად რამე მოტოს იყიდი თუ 2 თვლიან ტრანსპორტზე პრობლემა არ გაქ, ველო კარგია იაფი როცაა და არსად გეჩქარება თან გამზირთან ცხოვრობ და ეგრევე გამზირთან მუშაობ, შარვალ კოსტუმს არავინ გთხოვს და თან სატარებელიც არაფერი გაქ, ოჯახიც გკიდია. სტუდენტები? შეიძლება მაგრამ დიდ მანძილებზე კატასტროფულად ნელია, საზ ტრანსპორტთან ინტეგრირებისათვის კიდე საზ ტრანსპორტი რაოდენობრივად არც გვყავს მაგდენი და არც გვეყოლება, პროქტითაც კი არაა გათვლილი რომ ოდესმე სამყოფელი იქნება, თან ველოების ტრანსპორტზე აკიდება ბუსების გაჩერებაზე ყოფნის დროს გაზრდის და ისედაც ჩასვრილ გადაადგილების სისწრაფეს ბოლომდე დაასამარებს.
"უსაქმურებზე მორგებული ქალაქი" დევიზია აშკარად ჩვენი მერიის პოლიტიკა biggrin.gif

Posted by: Dark_Angell 4 Jan 2021, 20:48
აბა არაფერს აკეთებენო?

ჯერ რატო არ აკეთებენო და რო გააკეთეს რატომ გააკეთესო.

რა უცნაური ხალხი ხართ მოკლედ.

მშვენიერი კიბე და პანდუსია, იქნება და სლალომისტი ვარ რატომ უნდა დავიჩაგრო?

Posted by: ნარდი 4 Jan 2021, 21:52
QUOTE (iviko18 @ 4 Jan 2021, 02:56 )
lasha1997
QUOTE
რა საჭირო იყო ამ უაზრობის გაკეთება?

ხულოს მერიის რეკომენდაციით გააკეთეს. yes.gif

ხულო, აღმაშენებლის მეორე შესახვევი.
user posted image

პროსტა მოაჯირები აკლია რა...

user posted image

Posted by: narcoTOURIST 4 Jan 2021, 22:42
დილით გამოვიარე, ძალიან ტრენდილი პანდუსია, მიდი კალოშ, ბოლომდე ხარჯე!

საღამოსაც სიუჟეტი იყო, ძალიან სექსუალური პანდუსია, ვინც აპრავებთ ყველა კალოშები ხართ!



რატომღაც გამახსენდა - 2 წლის წინ უბანში გზაზე ჩავარდა ახალდაგებული ასფალტი, რამოდენიმე დღე ეგრე იყო, მერე მეზობლებმა დარეკეს ქოცმერიაში, დილით მოვიდა ბრიგადა და ამოჭრა ლატკისთვის 2*2-ზე, სამსახურიდან როცა ვბრუნდებოდი უკვე დალატკული დამხვდა, თავისი გუდრონებით, მეორე დილას მივდივარ სახსახურში და ეს ახალ დალატკული მხვდება ისევ ამოჭრილი ახალი ლატკისთვის, არ დავუჯერე თვალებს, დავუძახე მეზობელს და ვკითხე ამ ახალ ლატკაზე, აღმოჩნდა რომ წინა დღის ასფალტის მოჭრა არ დააფიქსირა ბრიგადამ და მეორე დღეს მოვიდა სხვა ცვლა და მეორედ ამოჭრეს ახალდაგებული ლატკა!

აი ეს არის ოცნების მუშაობის პრინციპი! ანუ ჩერეზ ჟოპუ..

Posted by: ნარდი 4 Jan 2021, 22:56
3 წელი ვწერდით განცხადებას ჩემი ქუჩის მაცხოვრებლები გზის დაგებაზე, ყველა გარშემო ქუჩა დააგეს ჩვენს გარდა.

ავდექით ფული ავაგროვეთ ჩვენი ხარჯებით გზა დავაგეთ, მოგვივარდა გვპ. ამოჭრეს წყლის მილისთვის 40 სანტიმეტრზე ასფალტი რაც გზის მცირე საფარის დაზიანებას ნიშნავდა. რომ ნახეს გზა ამ პატარა მონაკვეთის გათხით ბოლომდ არ დაზიანდა ადგნენ ამოყრილი ქვები გზაზე გადააბნიეს და ტრაქტორებმა სპეციალურად ხნეს რომ საერთოდ არაფერი დაგვრჩენოდა გზისგან.

ალბათ დილა-შუადღე-საღამოს დედის პირი რომ ვაგინო მაგიტომ შვებიან ამას.



Posted by: spider77 4 Jan 2021, 23:03

leqso0077
QUOTE
კიბე რა საჭირო იყო მანდ?

დაწერეს, მაგრამ კიდე დავწერ - ფული იჭრება ბიძია, ფული, მააშ?!

Posted by: jmm75 4 Jan 2021, 23:31

ერთი ახსნა ისაა, რომ მაგ აღმართზე ეტლით მოძრავ პირებს გაუჭირდებათ ასვლა, ამიტომ პანდუსი სერპანტინად გააკეთეს, ანუ ქანობი შეამცირეს და ასვლა(აგორება) გააადვილეს.
სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ(ფულის გაკეთების გარდა).

Posted by: gramatikikina 4 Jan 2021, 23:36
jmm75
QUOTE
ერთი ახსნა ისაა, რომ მაგ აღმართზე ეტლით მოძრავ პირებს გაუჭირდებათ ასვლა, ამიტომ პანდუსი სერპანტინად გააკეთეს, ანუ ქანობი შეამცირეს და ასვლა(აგორება) გააადვილეს.
სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ(ფულის გაკეთების გარდა).

მილიონი უაზრო აღმართია ეგეთი
გზა უნდა გაასწორონ და ისე დააგონ ასფალტი და არა ყველგან ეგეთი ლაბირინთი პანდუსები აშენონ :დ
კიბეებით ზედე

Posted by: DoomDev 4 Jan 2021, 23:39
იქით კიდევ რატომ ვერ განვითარდა ქვეყანაო facepalm.gif

Posted by: dat111 4 Jan 2021, 23:45
QUOTE
ერთი ახსნა ისაა, რომ მაგ აღმართზე ეტლით მოძრავ პირებს გაუჭირდებათ ასვლა, ამიტომ პანდუსი სერპანტინად გააკეთეს, ანუ ქანობი შეამცირეს და ასვლა(აგორება) გააადვილეს.
სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ(ფულის გაკეთების გარდა).

ეგ რომ ყოფილიყო პატარა მონაკვეთი ან პარკინგიდან ამოსასვლელი გასაგები იქნებოდა, პარკინგიც ააორტქლეს, ანუ მანამდე თუ შშმ პიმა ეტლით მიაღწია (ფანტასტიკის სფერო) ეგ 5 მეტრი რაღას ცვლის? კლასიკური კალოშიზმის სემპლია
კალოში ტავის მოადგილეებითურთ კორუფციული მორვაწეობითა და იდიოტიზმებით უკონკურენტოა ტბილისის თვითმმართველობის ისტორიაში biggrin.gif საუკეთესო მენეჯერი lol.gif ისე რუს ენერგო ბიზნესმენებს მაგრა ევასებათ biggrin.gif

Posted by: goglimogli 4 Jan 2021, 23:53
ვაკეს რაც უქნეს ამ გორსალებმა, არაფერი მიკვირს უკვე.


Posted by: ჭოლო 4 Jan 2021, 23:54
ველო გზაა ხალხო)) გადადით მაინც ლინკზე ნახეთ კომენტარები.
ველო ბილიკი იქნება მანდ

Posted by: aerztin 5 Jan 2021, 00:18
ეგ კიბეები რაღაც ფულის წყაროა აშკარად. ჩვენთან რაღაც უაზრო სკვერი მოაწყვეს უაზრო ადგილას. და გააკეთეს კიბე, რომელიც არსად არ ადის. ანუ არანაირი ფუნქცია არ აქვს. მიკვირდა და თურმე მერიის ნოუ ჰაუ ყოფილა. ალბათ მილანშიც ასეა smile.gif.

Posted by: narcoTOURIST 5 Jan 2021, 00:41
aerztin
QUOTE
სკვერი მოაწყვეს უაზრო ადგილას. და გააკეთეს კიბე, რომელიც არსად არ ადის

გროზნოს ქუჩაზე არის ეგრე, საკაიფო კაპიტალური კიბეებია, საკაი მოაჯირეებით და ბოლოში კედელია biggrin.gif თუ მოვხდები მანდ აუცილებლად გადავიღებ

Posted by: gramatikikina 5 Jan 2021, 00:53
ჭოლო
QUOTE
ველო გზაა ხალხო)) გადადით მაინც ლინკზე ნახეთ კომენტარები.
ველო ბილიკი იქნება მანდ

ხალხმა კიბეებზე უნდა იაროს, რომ ველოსიპედებს ხელი არ შეუშალონ ხო?

Posted by: aerztin 5 Jan 2021, 01:02
narcoTOURIST
QUOTE
გროზნოს ქუჩაზე არის ეგრე, საკაიფო კაპიტალური კიბეებია, საკაი მოაჯირეებით და ბოლოში კედელია

ზუსტად იგივეა ჩემთანაც, ოღონდ სხვა ქუჩაზე. ეტყობა ფული კეთდება მაგაში, აბა რას მივაწერო, არ ვიცი...

Posted by: dat111 5 Jan 2021, 01:27
QUOTE
ხალხმა კიბეებზე უნდა იაროს, რომ ველოსიპედებს ხელი არ შეუშალონ ხო?

ველოსიპედი მანდ გაივლის დღეში 1 ცალი, გლოვოს სკუტერები იშხუილებენ biggrin.gif

Posted by: Cpp 5 Jan 2021, 02:03
QUOTE (iviko18 @ 4 Jan 2021, 02:56 )
lasha1997
QUOTE
რა საჭირო იყო ამ უაზრობის გაკეთება?

ხულოს მერიის რეკომენდაციით გააკეთეს. yes.gif

ხულო, აღმაშენებლის მეორე შესახვევი.
user posted image

Stairawy to Heaven-ააო მეგობარმა.

Posted by: B l a c k J a c k 10 Jan 2021, 13:30
ჰიპოპოტამუსების დრომზე რა ხდება იცით ვინმემ?

Posted by: psychedelic-gigi 12 Jan 2021, 02:27
QUOTE (ჭოლო @ 4 Jan 2021, 23:54 )
ველო გზაა ხალხო)) გადადით მაინც ლინკზე ნახეთ კომენტარები.
ველო ბილიკი იქნება მანდ

ხო რა ვიცი. ძლივს ვნახე ერთი წესიერი პოსტი :რა არის გაუგებარი. help.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)