Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ყვავილების მაღაზია


Posted by: klubnika 22 Jan 2019, 22:49
მაქვს საკუთარი ფართი, ისეთ ადგილას სადაც სულ მოძრაობაა და პარკინგიც არის (მინიმუმ 4 მანქანის გაჩერების საშუალებაა და მთელი დღის მანძილზე დიდი ხნით არავინ აჩერებს), გვერძე აქვს თომნე და სიგარეტები/ყავა ..
გარშემო მაცხოვრებლების იმედი ნაკლებად მაქვს , გამვლელებზე მაქვს გათვლა.
მინდა ყვავილების მაღაზია გავხსნა, ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია აქამდე
თუ ვინმეს რაიმე სახის გამოცდილება გაქვთ გთხოვთ გამიზიაროთ და დამაკვალიანოთ.

მადლობა წინასწარ

Posted by: anona 22 Jan 2019, 23:05
klubnika
ადგილი რომ დააწერო?
რამდენი კვ.მ?
რატომ მაინცდამაინც ყვავილები

Posted by: klubnika 22 Jan 2019, 23:12
anona
QUOTE
ადგილი რომ დააწერო?

ადგილის დაწერა არ მინდა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე

25 კვ იქნება, ანუ იმაზე დიდია ვიდრე ყვავილების მაღაზიას სჭირდება
რატომ მაინდამაინც ყვავილები ? ადგილიდან გამომდინარე



Posted by: Stroller 24 Jan 2019, 12:47
მშვენიერი აზრია, მთავარია მოვლა იცოდე და რ გაგიფუჭდეს, ყავილები სპეციალური ხსნარით მუშავდება და უფრო გამძლე ხდება
დილას ადრე წახვალ სამგორის ბაზარში და აიღებ ყვავილებს
ლამაზი შესაფუთები, ცოტა კრეატიულობა და ამოიქოქები ნელ-ნელა
ფეისზე/ინსტაზე გვერს გაიკეთებ, შეგიძლია ადგილზე მიტანაც დაამატო მოგვიანებით
საკმაოდ მოთხოვნადია
წარმატებები

Posted by: High-Roller 25 Jan 2019, 19:59
QUOTE (klubnika @ 22 Jan 2019, 23:12 )
anona
QUOTE
ადგილი რომ დააწერო?

ადგილის დაწერა არ მინდა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე

25 კვ იქნება, ანუ იმაზე დიდია ვიდრე ყვავილების მაღაზიას სჭირდება
რატომ მაინდამაინც ყვავილები ? ადგილიდან გამომდინარე

გამარჯობა რატო ფიქრობ რომ 25 კვადრატი დიდია ძაან ყვავილების მაღაზიისთვის ადრე თუ გვიან ხო უნდა გააფართოო ეგ საქმე და ჯობია ეხლა დაიწყო მე მაინტერესებს ყვავილებს საიდან მოიტან როგორ შეინახავ ამ ყველაფერს და როგორ მოიზიდავ მომხმარებელს , აქ ერთმა დაგიწერა რო სამგორში იყიდიო ყვავილებს კაია ეგ ცუდი აზრი არაა კიდე რა ადგილებიდან შეიძლება მოტანა ყვავილების ისიც მაინტერესებს რა ყვავილები გექნება მე მგონია რაც მეტი იქნება არჩევანი მით უკეთესი , მემგონი კოლმეურნეობაზეც არის ყვავილები მაგრამ აქ ერთი ფაქტია გინდ სამგორიდან წამოიღე გინდ კოლმეურნეობიდან შენ უნდა მიხვიდე და გაარვკიო ღიირს ამ ყველაფრის იქიდან წამოღება თუ ღირს უნდა გააკეთო თუ არადა სხვა გზა უნდა მონახო საიდანაც შეიძლება ყვავილების მოტანა , ადგილი შენი დაწერილიდან გამომდინარე კარგი უნდა იყოს ხალხის მოზიდვის პრობლემა არ უნდა შეგექმნას , მიტანის სერვისზეც უნდა იფიქრო თავიდანვე თუ არა რამოდენიმე თვეში თუნდაც , მოკლედ ბევრი დეტალია აქ ნელ ნელა უნდა დაიწყო და მიხვდები რა არის სწორი

Posted by: Rockefeller 27 Jan 2019, 09:16
მართალია ამ კონკრეტულ სფეროში არ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ გარკვეული პერიოდის წინ მეც მქონდა ინტერესი და აქედან გამომდინარე მცირე კვლევები ჩავატარე.
- ცხადია ადგილმდებარეობას აქვს მნიშვნელობა თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი დეტალებიც არსებობს. მაგალითად ასეთი კონკურენციის პირობებში რა შეგიძლია მომხმარებელს შესთავაზო განსხვავებული? რით შეგიძლია იყო უფრო გამორჩეული: შეფუთვა, ფასი და ა.შ.

გადათვალიდწინებელია ის მომენტიც რომ ყვავილი თავისმხრივ მალფუჭებადი პროდუქტია და ა.გ. ადგილიდან შემთხვევით გაყიდვაზე იქნები ორიენტირებული თუ შეკვეთაზე?

თუ რეალურად აპირებ ამ საქმით დაკავებას, ეს ის.დროა მარკეტინგული აქტივობები დაიწყო, მალე გახაფხულია და სეზონს რომ შემზადებული დახვდე.

წარმატებები!

Posted by: High-Roller 28 Jan 2019, 00:16
QUOTE (Rockefeller @ 27 Jan 2019, 09:16 )
მართალია ამ კონკრეტულ სფეროში არ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ გარკვეული პერიოდის წინ მეც მქონდა ინტერესი და აქედან გამომდინარე მცირე კვლევები ჩავატარე.
- ცხადია ადგილმდებარეობას აქვს მნიშვნელობა თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი დეტალებიც არსებობს. მაგალითად ასეთი კონკურენციის პირობებში რა შეგიძლია მომხმარებელს შესთავაზო განსხვავებული? რით შეგიძლია იყო უფრო გამორჩეული: შეფუთვა, ფასი და ა.შ.

გადათვალიდწინებელია ის მომენტიც რომ ყვავილი თავისმხრივ მალფუჭებადი პროდუქტია და ა.გ. ადგილიდან შემთხვევით გაყიდვაზე იქნები ორიენტირებული თუ შეკვეთაზე?

თუ რეალურად აპირებ ამ საქმით დაკავებას, ეს ის.დროა მარკეტინგული აქტივობები დაიწყო, მალე გახაფხულია და სეზონს რომ შემზადებული დახვდე.

წარმატებები!

მშვენიერი რჩევებია მეც მაღლა დაგიწერე რას ვფიქრობ 2 ივეს აზრს თუ გაითვალისწინებ მოგებული დარჩები წარმატებები smile.gif

Posted by: klubnika 2 Feb 2019, 10:29
High-Roller
QUOTE
გამარჯობა რატო ფიქრობ რომ 25 კვადრატი დიდია ძაან ყვავილების მაღაზიისთვის ადრე თუ გვიან ხო უნდა გააფართოო ეგ საქმე და ჯობია ეხლა დაიწყო მე მაინტერესებს ყვავილებს საიდან მოიტან როგორ შეინახავ ამ ყველაფერს და როგორ მოიზიდავ მომხმარებელს , აქ ერთმა დაგიწერა რო სამგორში იყიდიო ყვავილებს კაია ეგ ცუდი აზრი არაა კიდე რა ადგილებიდან შეიძლება მოტანა ყვავილების ისიც მაინტერესებს რა ყვავილები გექნება მე მგონია რაც მეტი იქნება არჩევანი მით უკეთესი , მემგონი კოლმეურნეობაზეც არის ყვავილები მაგრამ აქ ერთი ფაქტია გინდ სამგორიდან წამოიღე გინდ კოლმეურნეობიდან შენ უნდა მიხვიდე და გაარვკიო ღიირს ამ ყველაფრის იქიდან წამოღება თუ ღირს უნდა გააკეთო თუ არადა სხვა გზა უნდა მონახო საიდანაც შეიძლება ყვავილების მოტანა , ადგილი შენი დაწერილიდან გამომდინარე კარგი უნდა იყოს ხალხის მოზიდვის პრობლემა არ უნდა შეგექმნას , მიტანის სერვისზეც უნდა იფიქრო თავიდანვე თუ არა რამოდენიმე თვეში თუნდაც , მოკლედ ბევრი დეტალია აქ ნელ ნელა უნდა დაიწყო და მიხვდები რა არის სწორი


მოკლედ გავარკვიე ასე თუ ისე ყველაფერი, ამ ეტაპზე სამგორში ყველაზე იაფია, საკმაოდ კარგი განსხვავებაა ფასებში მაგალითისთვის : სამგორში სტანდარტული ვარდის საშუალო ფასი არის 3 ლარი (ამ სეზონსე არის ეს ფასი ზოგჯერ 0.50 იც ღირს ) მაღაზიებში, თამარაშვილზე და კოლმეურნეობაზე 6 ლარი ერთი ცალი

მოკლედ ახლა ადგილზე ვფიქრობ, ერთი პრობლემა ის არის რომ ადგილობრივების იმედი არ მაქვს ანუ მოსახლეობა მეეჭვება რა და გამვლელებზე და ონლაინ გაყიდვებზე უნდა გავთვალო. ონლაინ გაყიდვების მეშინია, გამოცდილება რომ არ მაქვს არ მინდა მომხმარებელს იმედი გავუცრუო

Rockefeller
QUOTE
ასეთი კონკურენციის პირობებში რა შეგიძლია მომხმარებელს შესთავაზო განსხვავებული? რით შეგიძლია იყო უფრო გამორჩეული: შეფუთვა, ფასი და ა.შ.

გამორჩეულს ვერაფერს შევთავაზებ, ალბათ მხოლოდ იმას რომ ფასი არ დავადო ძვირი.. თავიდან ვფიქრობ რომ მცირე რაოდენობა მქონდეს ყვავილების და მარტიდან შევმატო 3-8 მარტის თემაში და აღდგომების პონტში, ასევე გაზაფხულზე უფრო დიდი არჩევანია ყვავილების და მეტიც იყიდებაო ასე მითხრეს.

Stroller
QUOTE
მშვენიერი აზრია, მთავარია მოვლა იცოდე და რ გაგიფუჭდეს, ყავილები სპეციალური ხსნარით მუშავდება და უფრო გამძლე ხდება
დილას ადრე წახვალ სამგორის ბაზარში და აიღებ ყვავილებს
ლამაზი შესაფუთები, ცოტა კრეატიულობა და ამოიქოქები ნელ-ნელა
ფეისზე/ინსტაზე გვერს გაიკეთებ, შეგიძლია ადგილზე მიტანაც დაამატო მოგვიანებით
საკმაოდ მოთხოვნადია
წარმატებები


მადლობა რჩევებისთვის
ყვავილები 10/14 დღე ინახებაო, მაცივარს ვერ ვიყიდი ძვირია, ჯერ ცივა და თან საწყობივით მაქვს და ცოტა ცივა ზაფხულისთვის კონდინციონერს ვფიქრობ, ეგ ხსნარი კიდე "შავი ქლორი" უნდა გაურიო წყალშიო , სხვა ხსნარზე არაფერი მსმენია

Posted by: Rockefeller 3 Feb 2019, 09:22
ონლაინ გაყიდვების კი არ უნდა გეშინოდეს, პირიქით, შენს კოზირად უნდა აქციო.

თან დაწერე ხოლმე პერიოდულად რა როგორ იქნება.

Posted by: klubnika 3 Feb 2019, 09:33
Rockefeller
QUOTE
ონლაინ გაყიდვების კი არ უნდა გეშინოდეს, პირიქით, შენს კოზირად უნდა აქციო.

თან დაწერე ხოლმე პერიოდულად რა როგორ იქნება.



ძალიან მეშინია : )

14 ისთვის მინდოდა მაგრამ ახმა ვფიქრობ მარტისკენ ხომ არ გადავიტანოთქო

Posted by: Stroller 4 Feb 2019, 17:59
QUOTE (klubnika @ 3 Feb 2019, 09:33 )


ძალიან მეშინია : )

14 ისთვის მინდოდა მაგრამ ახმა ვფიქრობ მარტისკენ ხომ არ გადავიტანოთქო

ნუ გეშინია, 3-8 მარტისთვის უკვე მოხოდილი უნდა იყო
ხოდა დროს ნუღა დაკარგავ yes.gif

Posted by: dimaopena 5 Mar 2019, 20:05
klubnika
რა ქენი აბა, აამუშავე? 3 ში , 800 ლარამდე კი დარჩა ერთ დღეში მინდვრის ყვავილებში.
ტერიტორიულად სად არის?მე ვეძებ ფართს. ყვავილებისთვის

Posted by: klubnika 12 Mar 2019, 08:47
dimaopena
ვერა.
სამსახურიდან გამომდინარე თავი ვერ მოვაბი
რაღაცეები შეიცვალა და შვებულებაში ვერ გავედი.
არადა 3-8 მარტი მქონდა მიზანში.
ნუ აპრილიც მუშაა იდეაში და რავიცი აბა

პირადში მოგწერ დეტალებს

Posted by: Angel1 9 Apr 2019, 19:39
აბა რა ქენით, გახსენით მაღაზია? როგორაა საქმე?


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)