მოლკედ დოტნეტს შევეჩვიე და ჯავაზე მაქ პროექტი გასაკეთებელი. მარტივად გავაკეთებდი მარა მინდა რო იყოს კარგი არქიტექტურით.
უფრო მეტად მაინტერესებს ბაზასთან დაკავშირებული თემები.
მოკლედ ვეძებე და ჰაიბერნეითი აღმოჩნდა ყველაზე კარგი ORM.
თან მინდა რომ ქუერები სთრინგებად არ ვწერო (linq-ს შეჩვეული კაცი აბა როგორ ვიკადრო ეგენი
)
მოკლედ ზოგადი კითხვა:როგორ კეთდება ეგეთი პრეოქტები? (ან თქვენ როგორ აკეთებთ?)
უფრო კონკრეტული კითხვები:
1. რამდენი ლეიერი უნდა გავაკეთო?
2. ლეიერები რა სახით იყოს? ცალკე პროექტი თუ ფექიჯები?
3. მოდელზე ინფო ანოტაციებში ჯობია თუ იქსემელში?
4. ერთი ბევრთან კავშირში მოდელებში უტიპო (ანუ ობიექტების) set ები შემიქმნა. და როგორ ვქნა რო ტიპებიც ჰქონდეს?
5. ლინქის Inlcude მეთოდისნაირი არის რამე რო ლეიზი ლოადინგებთან არ მქონდეს საერთოდ შეხება?
6. მავენის ან მსგავსის გარეშე რთულია?
7. აი როგორც რეპოზიტორი პატერნია არის რამე ეგეთი ჯავაში?
8. როგორ გავაკეთო რო ლოკალური ლისთი დავაჯოინო ცხრილთან?
9. ასევე მერჯი როგორ გავაკეთო? დბ-აგნოსტიკური ვარიანტი მინდა.
ეს ყველაფერი არის კარგად ლინქში.
მოკლედ ლინქი ძაან მაკლია რა :/
ყველაზე კარგი იქნება რამე სემფლ პროექტი რო გქონდეთ სადაც ყველაფერი იქნება და არაფერი ზედმეტი.
პ.ს. FWIW, ვიყენებ ნეტბინსს. და მოდელები დავაგენერირე reverse engineering hibernate მეთოდით.
This post has been edited by Dixtosa on 12 Jun 2016, 17:45