#58156906 · 21 Jul 2021, 15:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამბობენ ზოგი ფსიქოლოგი დაიხვევს პაციენტს ხელზეო და უაზროდ უწელავს სეანსებს, არც ეხმარებაო და კაიფობს მასზეო. ზოგს იმიტომ აქვს ეს პროფესია არჩეული რომ ფიქრობს ამდენი გიჟიაო და ფულს დავღარცლავი. განსაკუთრებით ახალგაზრდა "ფსიქოთერაპევტებში" ხდებაო ეგ და თითქმის ყველას ერთნაირი მეთოდი აქვს არჩეული რომ გალაპარაკოს, უბრალოდ ზოგან 1 საათია და 50 ლარი ღირს ზოგან 30 ლარი ნახევარი საათი. დიდად არ მშველის ეს საუბარი და ვერც ის გამიგია ეს ფსიქოლოგი ხელზე მიხვევს და მიწელავს სეანსებს თუ მართლა ჩემი დახმარება უნდა იმდენად არეული ვარ. სხვასთან მივიდე თუ არა? გთხოვთ გაუწიეთ რეკომენდაცია თერაპევტს რომელიც მუშაობს დეპრესიაზე, სიცოცხლის ხალისის გაქრობაზე, ფეტიშებზე, ადიქციაზე და მრავალ აკვიატებაზე.. დილეტანტი ნამდვილად არ მჭირდება.
|