„ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე“- ევროპარლამენტარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე.
„ვფიქრობ ამ პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები ძალიან კარგი და მისაღებია. მოვუწოდებ პარტიის ლიდერს, აუცილებლად გაითვალისწინოს ეს ინიციატივა და ეს პრობლემაც მოგვარდება,
წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველმა პარტიამ შეასრულოს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტში ჩანაწერი და აღებული ვალდებულებები.
მე იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოს ან ივნისში პრობლემა მოგვარდება და ეს პარტია შევა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და გავიხედავთ მომავლისკენ“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.