Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Games > პრობლემები თამაშების გაშვებისას


Posted by: Obey 26 Jan 2018, 17:25
წინა თემები:

http://forum.ge/?f=28&showtopic=34301331
http://forum.ge/?f=28&showtopic=34106185
http://forum.ge/?f=28&showtopic=34213696
http://forum.ge/?&act=ST&f=28&t=34450048
https://forum.ge/?f=28&showtopic=34618337

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თემა "ინტერნეტიდან მოქაჩული თამაშების დაინსტალირება" მალე ივსება უკვე დაინსტალირებული თამაშების გაშვების ტექნიკური პრობლემებით, რაც ცდება იმ თემის დანიშნულებას. გარდა ამისა, იხსნება უამრავი ცალკე თემა ამა თუ იმ თამაშის ვერგაშვება-არგაშვება-გამიშვითმოვკლავ შინაარსით.

ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ერთიანი თემა, სადაც ვისაუბრებთ ყველა წამოჭრილ ტექნიკურ პრობლემაზე, ილუსტრირებული ტუტორიალის თანხლებით, რომელშიც შესაძლო პრობლემები და მათთან ბრძოლის მეთოდებია განხილული.

მაშ ასე -- ვქოქავთ თამაშებს ერთიანი ძალებით! user posted image


პრობლემები თამაშების გაშვებისას (და მათთან ბრძოლის გზები)

პრობლემები თამაშების გაშვებისას უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და ყოველ მათგანზე აქ ვერ შევჩერდებით. მაგრამ არსებობს რამდენიმე უნივერსალური მეთოდი ამ პრობლემების გამოსავლენად და გადასაჭრელად. ამას კომპიუტერულ ენაზე troubleshooting ეწოდება, ანუ ხარვეზების გამოვლენა სხვადასხვა შესაძლო მიზეზების თანმიმდევრული გამოკვლევის გზით.

რა თქმა უნდა, ეს ტუტორიალი ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ მათი გამომწვევი სავარაუდო მიზეზების გრძელი ნუსხის შემცირებაში.


ვიდეოკარტის დრაივერები

სტატისტიკის მიხედვით, თამაშებთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვიდეოკარტის მოძველებული ან ცუდად მომუშავე დრაივერებია. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ მსგავსი პრობლემების შემთხვევაში, არის განახლებული დრაივერების მოქაჩვა და დაინსტალირება. კომპაქტ–დისკზე, რომელიც თქვენს ვიდეოკარტას მოყვა, როგორც წესი, უკვე მოძველებული დრაივერია ჩაწერილი, რადგან მათი განახლება ძალიან ხშირად ხდება. ამიტომ, განახლებული დრაივერი უნდა გადმოწეროთ მწარმოებლის საიტიდან.

ვიდრე დრაივერის ძებნას შეუდგებით, უნდა გაარკვიოთ თქვენი ვიდეოკარტის ჩიპსეტის მწარმოებელი ფირმა და ზუსტი მოდელი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Windows–ის ინსტრუმენტი სახელწოდებით DirectX Diagnostic Tool. გამოიძახეთ Start > Run (კლავიატურიდან Win+R), გამოსულ ფანჯარაში აკრიფეთ dxdiag და დააჭირეთ OK.

user posted image

ახალ ფანჯარაში გადადით ტაბზე Display და წაიკითხეთ, რა წერია Name–ისა და Manufacturer–ის გასწვრივ. იქვე ნახავთ ვიდეოკარტის დრაივერის მიმდინარე ვერსიას, რომელიც მოცემული იქნება ე. წ. "გრძელ ფორმატში" (მაგ.: 6.14.0011.8122). დრაივერის ინტერნეტში მოსაძებნად ფირმის სახელწოდება და კარტის მოდელი სრულიად საკმარისია, მაგრამ თუ ვერსიების შედარება გაინტერესებთ, გაითვალისწინეთ, რომ დრაივერების საინსტალაციო პაკეტებს, როგორც წესი, "მოკლე ვერსიები" აქვთ, რომლებიც "გრძელი ვერსიის" ბოლო ხუთი ციფრისგან გამოითვლება (ანუ, მოცემული მაგალითის შემთხვევაში ეს იქნება 181.22).

user posted image

ვიდეოკარტის ჩიპსეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ უნდა ეწვიოთ მისი მწარმოებლის საიტს, სადაც უნდა მოძებნოთ თქვენი მოდელის შესაბამისი დრაივერი. დღესდღეობით სათამაშო ინდუსტრიაში ვიდეოკარტის ჩიპსეტების, ანუ გრაფიკული პროცესორების (GPU) ორი ძირითადი მწარმოებელი დარჩა. აი მათი საიტების ლინკები:

http://www.nvidia.com
http://ati.amd.com

ეს კი გახლავთ NVIDIA-ს და ATI-ის ჩიპსეტებზე აწყობილი ვიდეოკარტების ყველაზე მსხვილი მწარმოებლების სია:

http://www.asus.com
http://www.msi.com
http://www.evga.com/
http://www.gigabyte.com/
http://www.sapphiretech.com

შენიშვნა: დრაივერები შეგიძლიათ დაქაჩოთ ვიდეოკარტების მწარმოებლების საიტებიდანაც, მაგრამ ამის გაკეთება უმჯობესია თვითონ ჩიპსეტების (გრაფიკული პროცესორების) მწარმოებლის საიტებიდან.

ასევე, არსებობს ვიდეოკარტები, რომლებიც დედაპლატებშია ინტეგრირებული. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დედაპლატის მწარმოებლის საიტს.

თქვენი დრაივერი შესაძლოა ბოლო ვერსიის იყოს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს 100%–იან გარანტიას, რომ ის ხარვეზების გარეშე მუშაობს. ყოველი შემთხვევისათვის, წაშალეთ არსებული დრაივერი კონტროლ პანელიდან (Add or Remove Programs), გადატვირთეთ სისტემა და ხელახლა დააყენეთ დრაივერი.


ხმის კარტის დრაივერები

პრობლემები თამაშების გაშვებისას ხმის კარტის გაუმართავმა დრაივერებმაც შეიძლება გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ თქვენი ხმის კარტა გამართულად მუშაობს. ამისათვის შეგიძლიათ ჩაატაროთ DirectSound–ის ტესტი იგივე DirectX Diagnostic Tool–ის მეშვეობით, რომელზეც წინა პარაგრაფში გვქონდა საუბარი. ოღონდ მისი გამოძახებისას ამჯერად Display–ს ნაცვლად გადადით ტაბზე Sound. იქვე ნახავთ ხმის აპარატურული აქსელერაციის დონის გადამრთველსაც (Hardware Sound Acceleration Level), რომელიც თავდაპირველად მაქსიმუმზეა დაყენებული. ზოგიერთ შემთხვევაში ამ გადამრთველის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაწევამ ან საერთოდ გამორთვამ შესაძლოა უშველოს ხმასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს.

user posted image

ამავე ფანჯარაში შეგიძლიათ დაადგინოთ ხმის კარტის მოდელი და დრაივერის ვერსია. ისევე როგორც ვიდეოკარტის შემთხვევაში, განახლებული დრაივერის მოსაქაჩად ეწვიეთ მწარმოებლის საიტს. აი ხმის კარტების მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი კომპანიის საიტები:

http://www.creative.com/
http://www.realtek.com/
http://www.cmedia.com.tw/
http://www.m-audio.com/
http://www.turtlebeach.com/

ვიდეოკარტების მსგავსად, არსებობს დედაპლატებში ინტეგრირებული ხმის კარტებიც. ასეთ შემთხვევაში განახლებული დრაივერები უნდა მოიძიოთ დედაპლატის მწარმოებელი ფირმის საიტზე.


DirectX–ის პრობლემები

ზოგი პრობლემა, შესაძლოა, DirectX–ის გაუმართავ კომპონენტებს უკავშირდებოდეს. ზოგიერთი თამაში ინსტალაციის დროს თვითონ შემოგთავაზებთ DirectX–ის განახლებას. თუ თამაში ახალი გამოსულია, ნება დართეთ გააკეთოს ეს განახლება –– DirectX–ის დისტრიბუტივები ყოველთვიურად უმჯობესდება და მსგავსი განახლება არავის აწყენს, ზოგ შემთხვევაში კი მან, შესაძლოა, სერიოზული სისტემური ხარვეზებიც გამოასწოროს.


დაკარგული D3D ბიბლიოთეკები

ზოგჯერ თამაშმა შეიძლება გამოიტანოს შეტყობინება Couldn't find d3dx9_xx.dll (სადაც xx-ის ნაცვლად სხვადასხვა ციფრები იქნება). ეს ნიშნავს, რომ სისტემაში არაა კონკრეტული D3D ბიბლიოთეკა (.dll), რომელიც თამაშს გასაშვებად სჭირდება. სად იკარგება ეგ ბიბლიოთეკები, ან რატომ არ აყოლებენ საჭირო ფაილებს დეველოპერები თამაშებს, ეს ცალკე თემაა. მთავარი ისაა, რომ ეს პრობლემა ადვილი გადასაჭრელია -- უბრალოდ ჩაიწერეთ თქვენთვის საჭირო ფაილის ზუსტი სახელწოდება და მოძებნეთ იგი ინტერნეტის მეშვეობით. ეს საიტი დაგეხმარებათ:

http://www.dll-files.com/

ამოიღეთ გადმოწერილი ფაილი არქივიდან და ჩააგდეთ ფოლდერში C:\Windows\System32. ამის შემდეგ, წესით, თამაში უნდა ჩაირთოს.


კოდეკების გაუმართაობა

ზოგიერთი თამაში ვიდეორგოლების საჩვენებლად გარეშე კოდეკებს იყენებს და, შესაბამისად, დამოკიდებულია ოპერაციულ სისტემაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. თუ თამაში ირთვება, მაგრამ ვიდეორგოლების გაშვებისას აქვს პრობლემები (დამახინჯებული გამოსახულება, ხმის არქონა და სხვა) ან საერთოდ დესკტოპზე გამოდის, შესაძლოა პრობლემა საჭირო ვიდეო–კოდეკების არარსებობაში ან მათ გაუმართაობაში იყოს.

კოდეკების განახლება, დრაივერების მსგავსად, ინტერნეტის მეშვეობით ხდება. ვინაიდან ხშირად ძნელია იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელი კოდეკი იწვევს პრობლემას, ამიტომ გირჩევთ კოდეკების სრული პაკეტის გადმოწერას. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული პაკეტია http://www.free-codecs.com/K_lite_codec_pack_download.htm.

ზოგიერთი ძველი თამაშის შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ სპეციფიური კოდეკი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება. თუ ასეთი კოდეკი თამაშს არ მოყვა საინსტალაციო პაკეტში, მაშინ ის უნდა მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით.


ძველი თამაშები ახალ ოპერაციულ სისტემებზე

თუ თამაში უფრო ადრეა გამოსული, ვიდრე თქვენი ოპერაციული სისტემა, შესაძლოა მისი გაშვებისას წარმოქმნილი პრობლემები პროგრამულ შეუთავსებლობასთან იყოს დაკავშირებული. მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად ხშირად საკმარისია თამაშის გაშვება ე. წ. "თავსებადობის რეჟიმში" (Compatibility Mode). ამისათვის თაგვის მარჯვენა ღილაკით მეშვეობით შედით თამაშის გამშვები ფაილის თვისებებში (Properties), გადადით ტაბზე Compatibility და მიუთითეთ ოპერაციული სისტემის ის ვერსია, რომელზეც მოცემული თამაში იყო გათვლილი.

user posted image

თუ ეს მეთოდი პრობლემას ვერ შველის, ინტერნეტში უნდა მოიძიოთ ინფორმაცია სპეციალური პატჩების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ თამაშის ახალ ოპერაციულ სისტემებთან თავსებადობას უზრუნველყოფს.

DOS–ის თამაშების გასაშვებად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა http://www.dosbox.com/, რომელიც MS-DOS–ის სრულ ემულაციას ანხორციელებს XP–ზე და სხვა თანამედროვე ოპერაციულ სისტემებზე.


თამაშების განახლებული ვერსიები (პატჩები)

ზოგჯერ თამაშის წარმატებით გაშვებას ხელს უშლის სპეციფიური პროგრამული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ თავად თამაშის განახლებით შეიძლება. ამისათვის თამაშის გამომცემელი კომპანიის საიტიდან (ან სხვა წყაროებიდან) უნდა მოქაჩოთ პატჩი, რომელიც თქვენს თამაშს განაახლებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი თამაში შეტეხილია ე. წ. No-CD/DVD კრეკის მეშვეობით, შესაძლოა დაგჭირდეთ ახალი პატჩის შესაბამისი კრეკის მოძიებაც.


პროგრამული დაცვის სისტემები

თანამედროვე თამაშების დიდი უმეტესობა იყენებს პროგრამული დაცვის სხვადასხვა სისტემებს, რომლებიც სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ არალეგალური გზით მოპოვებული თამაშების გაშვების საშუალება არ მოგცეთ. ამიტომ, ვიდრე ამ თემაში დაპოსტავთ, დარწმუნდით, რომ პრობლემა, რომელიც თამაშის გაშვებისას შეგექმნათ, დაცვის სისტემასთან არაა დაკავშირებული. ეს ადვილი დასადგენია –– დაცული თამაში სპეციფიურ შეტყობინებას იძლევა, რომელშიც ორიგინალური დისკის ჩადებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მოიპოვოთ შესაბამისი კრეკი (Crack). ეს შეიძლება იყოს გამშვები ფაილის შეტეხილი ვერსია, დაცვის მოსახსნელი პატჩი და ა. შ. კრეკი, როგორც წესი, პირატულ რელიზს მოყვება თან. ის შეიძლება ცალკე ფაილის სახით ახლავდეს ISO იმიჯს, ან პირდაპირ თამაშის დისკზე იყოს ჩაწერილი ფოლდერში Crack –– თუმცა, ამ ფოლდერს შეიძლება ერქვას თვითონ იმ ხაკერული ჯგუფის სახელიც, რომელმაც თამაში დაარელიზა: DEVIANCE, HATRED, HOODLUM და სხვა. თუ კრეკი არ მოყვა რელიზს, მაშინ ის უნდა მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თემა "სერიული ნომრები, კრეკები ..."


უვარგისი ან შეუსაბამო კრეკის მიერ გამოწვეული პრობლემები

თამაშის გაშვებისას (ან უშუალოდ თამაშის პროცესში) სხვადასხვა სახის პრობლემებს შეიძლება იწვევდეს უვარგისი, ნაჩქარევად გაკეთებული კრეკი. ასეთ შემთხვევაში უნდა მოიძიოთ კრეკის ალტერნატიული, გასწორებული ვერსია (ე. წ. Crackfix). გარდა ამისა, უნდა დარწმუნდეთ, რომ კრეკი ზუსტად შეესაბამება თამაშის ვერსიას.


Google!

არის უამრავი სპეციფიური პრობლემა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ თამაშს უკავშირდება. მათ გადაჭრაში ეს ტუტორიალი, სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებათ. სამაგიეროდ, არსებობს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერი სათამაშო პრობლემის გადაჭრა შეუძლია -- http://www.google.com. გისურვებთ წარმატებებს!

Posted by: misterius 4 Feb 2018, 19:54

ასასინი გადმოვწერე პირველი და რო ვრთავ სულ შავდება ეკრანი მარა ხმა ისმის რო ვაჭერ რეაქციაც აქვს და რა უნდა მონაცემები ნორმალური აქვს კომპს ვიბდოუსი იქსპი მიყენია და ამის ბრალია ვითომ თუ რატო აკეთებს ასე მითხარით რა

Posted by: overlord 5 Feb 2018, 15:55
სიდ მეიერის ცივილიზაცია არ გამოსულა ჯერ ხო????
აი ის ნაწილი თამარი როა შეყვანილი???

მინდა დაყენება ვნახოთ კომპი უ გამიქაჩავს smile.gif

Posted by: ვახტანგი 6 Feb 2018, 22:47
overlord
http://new-rutor.org/torrent/592724/sid-meier-039-s-civilization-vi-digital-deluxe-v-1.0.0.194-dlc-039-s-2016-pc-repack-ot-r-g-catalyst/

თამარის ჯერ არ გამოსულა მაგრამ თამაშის შემოწმება შეგიძლია

Posted by: severuss 12 Feb 2018, 22:05
სალამი

თამაშებს რომ ვრთავ მსგავს ერორებს მიგდებს.
მერე ირთვება თამაში, ვთამაშობ და რამდენიმე წუთში შეშდება ეკრანი, ჭედავს და ვთიშავ.


user posted image

რა ვუშველო?

Posted by: chuvak_lexo 23 Feb 2018, 12:58
გამარჯობათ, ანდროიდზე ვცდილობ გრიმ სოულის გაშვებას და ფეიმენთ ერორს მიგდებს, აპკ გადმოვწერე ჩვენ რეგიონზე არაა ხელმისაწვდომი :/

Posted by: beso 3 Apr 2018, 18:22
ჰალფ ლიფე 2 გადმოვწერე რეპაკი და სეივ ფაილები სად უნდა ჩავაგდო არიცით ? არსად არ არის

Posted by: alexander22 11 Apr 2018, 17:59
Radical Heights რო ვრთავ ამას მიგდებს 64 ბიტიანი ვინდოუსი მაქ და შესაბამისი dll ფაილი გადმოვწერე და Syswow ში ჩავაგდე არ უშველა SYSTem 32 ში ჩავაგდე არც მაგან უშველა და რა მოვუხერხო?
user posted image

Posted by: chokoi 17 Apr 2018, 14:42
მომიტევეთ თემის გადახვევისთვის

Mu Online Server (GE)

http://s2-oldmu.com/?op=news - დღეს საქართველოში ყველაზე სტაბილური სეზონი 2. 1.02n.

Online - 24/7
Exp - 80
Drop - 40
VIP - სისტემა
DONATE
განვადების სისტემა
სხვა ინფორმაციის და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს ! http://s2-oldmu.com/?op=news user posted image

Posted by: Dostoyevsky 4 May 2018, 11:53
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?
* * *
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?

მიშველეეთ ვინცხაამ რაცხაააა))))))

Posted by: Dostoyevsky 5 May 2018, 16:02
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?
* * *
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?

მიშველეეთ ვინცხაამ რაცხაააა))))))

__________________________________________________________________________________

Posted by: Dostoyevsky 6 May 2018, 19:39
QUOTE (Dostoyevsky @ 5 May 2018, 16:02 )
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?
* * *
QUOTE (Dostoyevsky @ 4 May 2018, 11:53 )
user posted image ესე მიგდებს დაინსტალირების მერე ჩართვას რო ვცდილობ ფარ ქრაი პრიმალზე და მაფია 3 ზე რისი ბრალი იქნება?

მიშველეეთ ვინცხაამ რაცხაააა))))))

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

Posted by: Doktor Niemand 11 May 2018, 00:57
Dostoyevsky
რა პროცესორი გაქ?

Posted by: Dostoyevsky 11 May 2018, 01:22
QUOTE (Doktor Niemand @ 11 May 2018, 00:57 )
Dostoyevsky
რა პროცესორი გაქ?

Intel® Core™2 Quad Processor Q9550 (12M Cache, 2.83 GHz, 1333 MHz FSB)

Palit Gts 250 1 GB

Ram 2X4 GB

Posted by: ჩოვიჩა 11 May 2018, 20:38
Dostoyevsky
C დისკზე თუ წერ ახლა D-ზე დაინსტალირე.

Posted by: Dostoyevsky 11 May 2018, 21:32
QUOTE (ჩოვიჩა @ 11 May 2018, 20:38 )
Dostoyevsky
C დისკზე თუ წერ ახლა D-ზე დაინსტალირე.

C ზე სისტემა მაქვს დაყენებული D ზე ვწერ თამაშებს ხოლმე.. ნვიდია დრაივერი ვერ დავაყენე ესე მიწერს sad.gif

Posted by: Zaza123456 22 May 2018, 11:57
თამაში ირთვება მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ითიშება და ეგ ირთვება რისი ბრარია? user posted image

Posted by: ika01001 24 May 2018, 13:57
ი7-2600
8GB რამი
gtx 960
მოკლედ მაქვს თამაშების გაშვების პრობლემა. არ უშვებს არც ერთ თამაშს რისი თამასიც მინდა. ნუ პირობითად Assassin's Creed Unity და მის შემდეგ გამოსულ თამაშებს არ უშვებს არცერთს რაც ვცადე. NVIDEA თავისით ახალ დრაივერს რასაც აყენებს იმას არ აღიქვამს საერთოდ, ჩემით რომ ვაყენებ (ან ვვინდოუს 10 მიყენებს) დრაივერის წინა ვერსიებს, ჩვეულებრივად აღიქვამს დრაივერს მაგრამ თამაშებს მაინც არ უშვებს, ვინდოუს 7 დან მოყოლებული ყველა ვინდოუსზე ვცადე (დასატესტად კრიზის 1 გადმოვწერე და უშვებს ჩვეულებრივ). FurMark ით ვტესტავ ვიდეო კრტას და არ აქვს პრობლემა. ასევე Heaven Benchmark 4.0-თაც და ყველაფერი რიგზეა. geforce experience-ის და ყველა დრაივერის წაშლა და მხოლოდ ვიდეო კარტის დრაივერის დაყენებაც ვცადე და მაინც იგივე პრობლემაა. დაწყების დროს appcrash ემართება ყველა თამაშს (ვინდ 10 ზე, ზოგი თამასი ტითქოს ეშვება მაგრამ მენიუმდე არ მიდის ისე იქრაშება) . მოკლედ იქნებ მირჩიოთ რამე, 1 კვირაა ყველა ხერხი ვცადე რაც იგუგლება და არაფერი :///

Posted by: Zaza123456 25 May 2018, 19:43
user posted image თამაში არ ირთვება და ამას მიგდებს რა უნდა?

Posted by: beso 12 Jun 2018, 18:11
ეს რისი ბრალია ?? დავაყენე C ++ მაგრამ მაინც ისევ ისევ შვება და ვერ ვუშვებ თამაშს (((

*

Posted by: unknown2200 22 Jun 2018, 19:26
api-ms-win-crt-runtime-l1-1-0.dll ამ ერორს მიდებს და არ მიხსნის ორიგინის საინსტლაციოს და რა ვქნა? ვიდეწებში ვნახე რაღაც ვინდოუსის განახლება უნდაო და ადრე არაფერი არ სჭირდებოდა ახლა საიდან რა დაელანდათ.(პ.ს ვინდოუს 7 მაქვს და თამაშებს ვხსნი სტიმზე უპრობლემოდ

Posted by: unknown2200 7 Jul 2018, 13:51
ე.ი მაქვს 1 გბ იანი ვიდეოკარტა კონკრეტულად HD5750 და ჩავწერე For Honor,რომელსაც ესაჭიროება მინიმუმ 2 გბ VRAM და თამაშს ჩვეულებრივად მიხსნის დაბალ გრაფიკაზე საერთოდ არ ჭედავს და რადგან 2 გბ უნდა ვიდეობარათის ვიდეობარათს რამე საშიშროება ხო არ ემუქრება?

Posted by: unknown2200 11 Jul 2018, 06:43
GTA V ში თამაში იჭედება და ჩერდება ერთ გამოსახულებაზე და რა ვქნა?

Posted by: misterius 1 Aug 2018, 11:36
გადმოვწერე ასასინი პირველი ნაწილი და რომ ვუშვებ ეკრანი შავდება და თამაშის ხმა ისმის რატო აკეთებს როგორ ვუშველო? ვინმეს მსგავსი პრობლემა გქონიათ?

Posted by: anderson 9 Aug 2018, 00:37
მოკლედ, ესეთი პრობლემა მაქვს Watch Dogs 2-თან. 4გბ ვიდეო კარტა მაქვს, მაგრამ მარტო 2 გბ-ს იყენებს. ულტრაზე რომ ვაყენებ, ატორმუზებს და აქ ისევ 2-გბს აჩვენებს. დაბალზე რომ მაქვს, არ ატორმუზებს, მაგრამ ისევ 2 გბს აჩვენებს გამოყენებულზე. და როგორ ვაიძულო რომ დანარჩენი ორი გბც გამოიყენოს?

Posted by: gig@@@ 17 Sep 2018, 11:41
GTA 4 episodes from liberty city windows 10 ზე დაყენდება ?

ანუ ეს http://www.file.ge/?p=35077

აქ უწერიათ ასე ოპერაციული სისტემა: Windows Vista - SP1 / XP - SP3 / Windows 7

windows 10 არ უწერიათ.

Posted by: lasho1993 4 Oct 2018, 08:57
გამარჯობა, ფარ ქრაიზე და ნებისმიერ თამაშზე რაც არ უნდა დავაინსტალირო ამას მიწერს სააინსტალაციოს რო ვრთავ და მიშველეთ რა ვინმემ რამე, ეს ვინდოუსი მეგობრისგან ავიღე და იმასთან მუშაობს ყველაფერი, თამაში კი უეჭველად მუშაა და სხვაგან რაც ჩარტო იმავე ლინკიდან მაქვს გადმოწერილი, გამაჩედვინებს ეს კომპიუტერი უკვე, თამაში ვერ დამიინსტალებია smile.gif))
ვინდოუს 10,64 ბტ
ჯიტიიქს 1060
I7 860
16 გმ რამ მაქვს user posted imageuser posted image

Posted by: Jo0ey 5 Oct 2018, 20:43
QUOTE (lasho1993 @ 4 Oct 2018, 08:57 )
გამარჯობა, ფარ ქრაიზე და ნებისმიერ თამაშზე რაც არ უნდა დავაინსტალირო ამას მიწერს სააინსტალაციოს რო ვრთავ და მიშველეთ რა ვინმემ რამე, ეს ვინდოუსი მეგობრისგან ავიღე და იმასთან მუშაობს ყველაფერი, თამაში კი უეჭველად მუშაა და სხვაგან რაც ჩარტო იმავე ლინკიდან მაქვს გადმოწერილი, გამაჩედვინებს ეს კომპიუტერი უკვე, თამაში ვერ დამიინსტალებია smile.gif))

sfc /scannow

ეს ბრძანება გაუშვი აბა cmd - ში და დაასკანიროს.

და თუ არაფერი უშველა რაც სურათზე წერია ეგ შეცდომა აკრიფე გუგლში და ნახე ყველა FIX-ები , ცადე სათითაოდ რომელიმემ იქნებ გაამართლოს.
ან youtube ან google.


Posted by: ginate 6 Oct 2018, 14:43
QUOTE (beso @ 12 Jun 2018, 18:11 )
ეს რისი ბრალია ?? დავაყენე C ++ მაგრამ მაინც ისევ ისევ შვება და ვერ ვუშვებ თამაშს (((

*


ანტივირუსი წაშალე......................

Posted by: polaren21 6 Oct 2018, 17:29
beso
https://www.itechtics.com/microsoft-visual-c-redistributable-versions-direct-download-links/#Microsoft_Visual_C_Redistributable_2015

Posted by: lasho1993 7 Oct 2018, 15:45
QUOTE (Jo0ey @ 5 Oct 2018, 20:43 )
QUOTE (lasho1993 @ 4 Oct 2018, 08:57 )
გამარჯობა, ფარ ქრაიზე და ნებისმიერ თამაშზე რაც არ უნდა დავაინსტალირო ამას მიწერს სააინსტალაციოს რო ვრთავ და მიშველეთ რა ვინმემ რამე, ეს ვინდოუსი მეგობრისგან ავიღე და იმასთან მუშაობს ყველაფერი, თამაში კი უეჭველად მუშაა და სხვაგან რაც ჩარტო იმავე ლინკიდან მაქვს გადმოწერილი, გამაჩედვინებს ეს კომპიუტერი უკვე, თამაში ვერ დამიინსტალებია smile.gif))

sfc /scannow

ეს ბრძანება გაუშვი აბა cmd - ში და დაასკანიროს.

და თუ არაფერი უშველა რაც სურათზე წერია ეგ შეცდომა აკრიფე გუგლში და ნახე ყველა FIX-ები , ცადე სათითაოდ რომელიმემ იქნებ გაამართლოს.
ან youtube ან google.

წავშალე და ახლა user posted image

ყველა თაამაშის დაინსტალირებისას ამ ერორს მიგდებს, ეს დლლ ფაილი გადმოვწერე და ჩავაგდე ჯერ სისტემ 32 ში და მერე სისში (ინსტრუქციის მიხედვიტ) მაგრამ მაინც არ ეშველა ....

Posted by: Lasha_giorgadze 30 Oct 2018, 14:14
ძველი სუსტი კომპი მაქ და რამე საიტი არ არის საიდანაც შემიძლია ძველი თამაშების გადმოწერა?

Posted by: unknown2200 3 Nov 2018, 22:27
ვინმე დამეხმარეთ!!! ვრთავ თამაშს და ფპს არის 120 და შუა თამაშში 40-30 ჩამოდის და რატოო? როცა მოქმედებები ხდება მაშინ უფრო აკლდეება.LOL და FOR Honor ზე მომდის ეგრე

Posted by: okihca 26 Dec 2018, 10:14
გამარჯობა, Origin ზე ვიყიდე FIFA19. თითქოს ყველაფერი სწორად გავაკეთე მაგრამ თამაში არ ირთვება. გამოცდილი ხალხი დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ.

Posted by: Spacey 14 Jan 2019, 20:40
user posted image

დამეხმარეთ რა help.gif

Posted by: anderson 17 Jan 2019, 14:29
Cossacks back to war - ის თამაში მინდა მაგრამ მაუსი არ მუშაობს. ანუ მოძრაობს და ეკლიკება მაგრამ არ ჩანს მოძრაობა რა. უნდა იმკითხაო მენიუში. გეიმპლეიშიც არ ჩანს მაუსი. ათასი პაჩი და სლეობა დავსერჩე და არაფერმა არ იმუშავა. ვინმემ გაუშვით და თამაშობთ მეათე შვინდოუსზე?

Posted by: ilia132 17 Jan 2019, 15:09
ჩავწერე სუფთა პესი, დავაყენე პროფესიონალ პატჩი 5.1 როგორც წესია ისე. რასაკვირველია, შეიცვალა იქ ყველაფერი და კაია ძაან მარა ერთი პრობლემა მაქ და ვერაფრით მოვაგვარე. გენერირებასაც და ყველაფერსაც სწორად ვაკეთებ მარა მაინც ასე აკეთებს. ხოდა როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა? იქნება მირჩიოთ რამე
user posted image user posted image

Posted by: Ronaldo9 3 Mar 2019, 16:56
GTA V გადმოვიწერე და ლაუნჩერს რომ ვაჭერ თითქოს იწყებს ფიქრს და მერე არაფერი. თამაში არ ირთვება. რისი ბრალი იქნება კრეკი უნდა?>

Posted by: alexander22 23 Apr 2019, 11:16
GTA 5 ესე მიწერს და რა უნდა? მეხანიკის რეპაკია .
user posted image

Posted by: Dostoyevsky 4 May 2019, 17:05
პეს 2019 ზე სმოუქ პაჩი 19 დავაყენე და დესკტოპზე დაკლიკებისას არანაირი რეაქცია არ აქვს რისი ბრალი იქნება? აი არაფერს არშვება საერთოდ.

Posted by: ჩოვიჩა 4 May 2019, 23:59
alexander22
სადაც ჩაწერილია თამაში იმ პაპკაში შედი და გაუშვი PlayGTAV.###

Posted by: 19gio71 10 May 2019, 08:43
გამარჯობათ. მოკლედ მეგობრის შვილის კომპიუტერზე გადავაყენეთ ვინდოუსი თამაშები შედარებით ადრინდელი გაეშვა ჩვეულებრივად, უფრო ახალ თამაშებზე თამაში იტვირთება ეშვება და ეგრევე ითიშება, გადაყენებამდე კი ჩვეულებრივ თამაშობდა მაღალ გრაფიკებზე პრობლემა არ ქონია . აი ეს გამოაქვს რომ ითიშება user posted image

Posted by: Snes 10 May 2019, 08:53
19gio71
ვიდეო კარტის დრაივერის პრობლემას გავს შედარებით ძველი დრაივერის დაყენება ცადე.
რა კარტაა?
* * *
ეხლა შევამჩნიე virtual memory თუ ხელითაა გაწერილი ცოტა აყენია მომატება უნდა.

Posted by: 19gio71 10 May 2019, 09:08
rx 580 8 gb. სანამ გადავაყენებდით პრობლემა არ ქონია მაღალ გრაფიკაზე ჩვეულებრივად თამაშობდა. ეხლა სამსახურში ვარ რომ მივალ ვნახავ აბა თუ ეგრეა მაგრამ მახსოვს არაფერი შემიცვლია...

Posted by: davitabarca 29 May 2019, 12:53
user posted image
Dota 2 რისი ბრალი იქნება?

Posted by: Thenotorious 29 May 2019, 14:26
მეგობრებო, გამოიყენეთ Steamunlocked.com ეს საიტი და აღარ შეგექმნებათ დაყენების პრობლემა ეგ კიარა ინსტალაციაც აღარ იქნება საჭირო ჩაიწერთ ამოაარქივებთ და ითამაშებთ

Posted by: davitabarca 8 Jun 2019, 16:25
მთაში და მინდორში როგორც კი ავდივარ ფპს ვარდება 30მდე
ვერტიკალური ისნქრონიზაცია ჩართულია
რისი ბრალი იქნება?

user posted image
user posted image

Posted by: аnderson 22 Jul 2019, 16:32
trover saves the universe დავაყენე მარა ჩემ ჯოისტიკს ვერ ხედავს. არც xinput შველის და არც

Posted by: ilia132 14 Sep 2019, 16:03
ყველა თამაშის ინსტალაციაზე ასე აკეთებს და რა ვუშველო?
user posted image

Posted by: HauntTheDemonAway 15 Sep 2019, 05:17
ilia132
ოპერატიული მეხსიერება რამდენი აქვს შენს კომპს?

Posted by: cowboywest 30 Sep 2019, 10:33
გამარჯობათ. condition zero deleted scenes ამას რომ ვრთავ. აქვს თავისი პატარა ვიდეოები. ვიდეოზე ჭედავს რატომღაც არადა, 2.0 აქვს ვიდეოკარტა ჩემს ნოუთბუქს. გუშინ ვითამაშე 3-4 ტური დავხურე (სულ 19-ია) და რომ გავაგრძელო თამაში საშიში ხომ არაა რომ კომპიუტერი დამიზიანოს?

(ვინდოუსი დიდი ხანია არ გადამიყენებია)

Posted by: HauntTheDemonAway 30 Sep 2019, 10:56
cowboywest
2.0 ვიდეოკარტა რას ნიშნავს? მონაცემები დაწერე აბა შენი ნოუთბუქის.

რეკომენდირებული მონაცემები ესაა მაგ თამაშისთვის
CODE
Processor: Intel Pentium 4 1.3GHz / AMD Athlon MP
Graphics: AMD Radeon Xpress 1200 Series or NVIDIA GeForce 6200 LE
System Memory: 128 MB RAM
Storage: 500 MB Hard drive space



Posted by: cowboywest 30 Sep 2019, 11:39
HauntTheDemonAway

ეს თამაში ჩავწერე
http://all.tamashi.ge/srolebi/76106-counter-strike-condition-zero-deleted-scenes-2004-pc-repack-by-tolyak26.html


ჩემი არი ნოუთბუქი


operating system: windows 7 ultimate 32-bit (6.1. build - 7601)

processor: intel ® pentium ® CPU B940 @ 2.0GHz (CPUs), ≈ 2,0GHz (ოღონდ მიახლოებითი ნიშანი, 1 ცალი წერია, მე 2 დავაკოპირე იმიტომ რომ ერთი არ ვიცი როგორ იწერებოდა კლავიატურაზე)

memory: 2048 RAM

directex version: directex 11


ვიდეო კი მიაქ მაგ თამაშზე, მაგრამ ცოტა ჭედავს და მაგიტმ ვიკითხე

Posted by: HauntTheDemonAway 30 Sep 2019, 12:36
cowboywest
ვიდეოკარტა ინტეგრირებულია?
მაგ თამაშს მაღალი მონაცემები არ ჭირდება მაგრამ კომპი ძაან სუსტი გაქვს.. თამაშის გარეშეც რომ არ გიჭედავს მიკვირს biggrin.gif ტემპერატურები ნახე აბა რამდენზე ადის თამაშის მერე.

Posted by: аnderson 15 Oct 2019, 15:44
მეოთხე ფორზა ჩემს ჩვეულებრივ რულს არ აღიქვამს და რაღაც პაჩი არსებობსო და როგორ უნდა ვშვრა? ბევრი ვიწვალე ინტერნეტში და ვერაფერი ვერ ვშვრი :/

Posted by: cowboywest 16 Oct 2019, 21:01
HauntTheDemonAway
QUOTE
კომპი ძაან სუსტი გაქვს.. თამაშის გარეშეც რომ არ გიჭედავს მიკვირს

არადა ჩემ კომპზე, ვინდოუსი როცა ახალი იყო,

სპარსეთის პრინცი 3, ჯეტია ვაი სითი, GUN, DEAD MAN'ს HAND, ქარბონი, მოსთ ვანთედი, ვარკრაფთი, და კიდევ ბევრი მაქ ნათამაშები და დახურული, თამაშისას არ ჭედავდა, ესე იგი ვინდოუსი დამიძველდა

Posted by: ვახტანგი 17 Oct 2019, 09:50
cowboywest
სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს

შეიძLება ხურდება და გასაწმენდია ნოუთბუქი

Posted by: B l a c k J a c k 30 Oct 2019, 11:58
ასასინებს ბლექა ფლაგს ვერ ვუშვებ: წერს კოდი ამ რეგიონისთვის არ არის განკუთვნილიო და რა ვუშველო? უცხოეთში იყიდა ბიძაშვილმა და აქ არ ეშვება მაგის გამო (((

Posted by: kolxidec 12 Nov 2019, 22:14
ოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: mishk@@@@ 16 Dec 2019, 10:41
იქსბოქსი მაქ ესი...გუშინ გადმოვწერე პეს 2020 და მასტერ ლიგაზე და ბოლოზე ბუცი რო ხატია არ გადადის ანუ გამოქებულია და რატო ხომ არ იცით ?
ვინმეს ხოარ ქონ ია მსგავსი პრბლემა? ანუ მარტო kik off და my club ში შედის

Posted by: giorgevich23 5 Apr 2020, 13:26
როცა კომპიუტერი ახალი ჩართულია,ტამაშს ვტამაშობ უპრობლემოდ,თუ ჩავრთე კომპიუტერი და ბრაუზერი გავხსენი(ქრომი) ,თამაშის გაშვებისას რამდენიმე წუთში ითიშება თამაში.

Posted by: narmonana 5 Apr 2020, 13:31
giorgevich23
ტემპერატურა შეამოწმე ........შეიძლება ხურდება კომპუტორი და მაგიტო გითიშავს.....

Posted by: bacho1 20 Apr 2020, 19:23
mortal kombat xl დავაყენე თავიდან ჩართო და ვითამაშე დავარესტარტე კომპიუტერი და აღარ რთავს ყველაფერი ვცადე დრაივერის ბოლო ვერსია net wramerwork განვაახლე visual c დავაყენე მარა არაფერი არ შველის mortal kombat x მაქ და იგივე პრობლემააქ იკონს ვაწვები და რეაქცია არაქვს არანაირი,რა შეიძლება გავაკეთო,თუ იცით დამეხმარეთ.

Posted by: аnderson 13 May 2020, 19:52
Playstation Now-ს ვინმე ხმარობთ? ვარგა? ფული როგორ გადაიხადეთ? ჩემს არცერთ ბარათს და არც ფეიფალს არ იღებს. ვფიქრობ Pre-paid Card ხომ არ გამოვიწერო მეთქი

Posted by: Nodo_K 16 May 2020, 18:47
პესი 2020 ვერ ვთამაშობ ვერიფიკაციას მთხოვს, ვიდეოებში თამაშის ინსტალაციით არიდებენ თავს
და მე იმ თამაშ ვერ ვაინსტალირებ რომელიც პეეს მოყვება, ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელს თვლის

Posted by: ვახტანგი 17 May 2020, 11:49
Nodo_K
ვრცლად რომ აგვიხსნა რა პრობლემა გაქვს

თამაშიი იყიდე? და გინდა ონლაინ გაშვება?

Posted by: 15dejavu15 19 May 2020, 22:38
ანდროიდის ტელეფონზე, გადამყვანით ტაიპ ც დან უესბეზე რომ დავაერთო პს ჯოისტიკი, ჩვეულებრივ იმუშავებს თამაშებზე, მაგალითად პეს და ა.შ?

Posted by: AnneSh 25 May 2020, 11:59
Pillars of the earth-ს ვერ ვრთავ, თითქოს ჩვეულებრივ იხსნება თავიდან, ის ფოტო ჩანს თამაშის გმირები რომ არიან ერთად და მაგის მერე ეკრანი შავდება
წაშლა და ხელახლა გადმოწერაც ვცადე, მარა ნეეჰ
იქნებ ვინმემ იცოდეთ რა ვუყო

Posted by: Zorro555 4 Jun 2020, 01:33
Obey
ინსტალაციისას ყველაზე 20+ გბ თამაშებზე ISDone.dll Unpack Error -ს აგდებს.

( Metro Exodus, 48 გბ -ანი რეპაკი რატომღაც გაეშვა.)

გუგლში ვეძებე და ვინდოუს 10 -ზე განსაკუთრებით ბევრს აქვს ეგ პრობლემა, ათასს მიზეზს წერენ და ყველა ვცადე მგონი მაგრამ კონკრეტულად ვერავინ ამბობს მიზეზს.
აბა კომპიუტერის მამებო და პროგრამისტებო რისი ბარალია ?

user posted image

Posted by: HauntTheDemonAway 4 Jun 2020, 03:37
Zorro555
Visual C++ დააყენე აბა ბოლო ვერსია
https://support.microsoft.com/en-us/help/2977003/the-latest-supported-visual-c-downloads

Posted by: Zorro555 4 Jun 2020, 07:23
QUOTE (HauntTheDemonAway @ 4 Jun 2020, 03:37 )
Zorro555
Visual C++ დააყენე აბა ბოლო ვერსია
https://support.microsoft.com/en-us/help/2977003/the-latest-supported-visual-c-downloads

მაგიც და კიდე რა არ ვცადე.
თამაშის დაყენებაზე მეტად უკვე მაინტერესებს რაშია პრობლემა.

Posted by: HauntTheDemonAway 4 Jun 2020, 15:35
Zorro555
ოპერატიული რამდენი გაქვს?

Posted by: Gede_Green 4 Jun 2020, 16:36
ეპიკ გეიმის მომხარებლები ვინც ხართ და ერკვევით იქნებ გამნარკვიოთ, პატარა პრობლემა მაქ ეპიკ გეიმ ლანჩთზე.

პრობლემა მდგომარებს იმაში, რომ ლანჩერი დაინსტალირებულიმაქ D დისკზე და თამაშებს აინსტალირებს C დისკზე.
სეთინგიდანაც მითითებულიმაქ D დისკის ფოლდერი სადაც უნდა დაეყენებინა თამაშები და მაინც C-ზე აინსტალირებ.
არაქვს რამე ტრანსფერ ფუნქცია, რომ გადავიტანოპ ჩემტვის სასურველ დისკზე ისე რომ სეივები არ წაიშალოს ?

Posted by: Zorro555 5 Jun 2020, 20:05
QUOTE (HauntTheDemonAway @ 4 Jun 2020, 15:35 )
Zorro555
ოპერატიული რამდენი გაქვს?

8 GB DDR3 650 ( ეფექტური 1300 Mhz )

Posted by: HauntTheDemonAway 5 Jun 2020, 21:03
Zorro555
შეიძლება ვინდოუსის ბრალი იყოს თვითონ. ვინდოუსს 10-ს სულ რაღაც ჭირს biggrin.gif 8.1 მიყენია კაი ხანია და თამაშის დაყენებაზე ან გაშვებაზე ჯერ პრობლემა არ შემქმნია.

Posted by: Zorro555 6 Jun 2020, 22:28
ISDone.dll   Problem Solved !!!

დავწერ აქ ვინმეს გამოადგეს იქნებ.

როგორც ვეჭვობდი პროგრამების და ნასტოიკების ბრალი იყო.
დავაყენე აი ეს: ( ბევრი რაღაც პროგრამები ჩაწერა მაგრამ პრობლემა მოგვარდა ფაქტია )
http://www.file.ge/?p=40458&fbclid=IwAR0zQTT8aXjC8IfI1VQr6Cl5RX38dG9fs4NMu_jZw2Z1PK_2DZr-TZq7e7w

Posted by: beso 13 Jun 2020, 20:13
გამარჯობათ გადმოვწერე Star Wars Battlefront2 სამი სხვადასხვა ვერსია მაგრამ ყველაზე ერთი და იგივეს შვება ვრთავ სქრინი იჩითება და ლოადინგი მიდის უსასრულოდ და არ ირთვება რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

Posted by: ტყნაჩო 15 Jun 2020, 14:57
beso
პირატული გადმოწერე?
ონლაინში რომ ვერ ითამაშებ იცი ხო?

სინგლი აქვს საერთოდ მაგას?

მემგონი არ აქვს

თუ ეგ პირველს არ ჰქონდა და მეორეს აქვს

მოკლედ, არ ვიცი რისი ბრალია
ერთი და იგივე ბილდი ხომ არ იყო რაც გადმოწერე?

Posted by: beso 17 Jun 2020, 16:31
ტყნაჩო
კი პირატული არა ონლაინ არც მინდა კამპანია მინდოდა ყველა სხვადასხვა გადმოვწერე და სიგნალზე რას გულისხმობ ?

Posted by: beso 24 Jul 2020, 11:23
გამარჯობათ გადმოვწერე Battle For Middle earth Witch King და ვინდოუს 10 ზე ვერ ვრთავ და ვინმემ ხომ არ იცით ?

Posted by: alien949 31 Aug 2020, 08:56
cod mw 2019 ის კრეკი ხოარიცით ვინმემ საიდან გადმოვწერო, 2 გადმოვწერე და პაროლიანი იყო.

Posted by: ვახტანგი 31 Aug 2020, 09:15
alien949
ზუსტად რომელი თამაშია დაწერე

უმეტესობას კრეკი არ უნდა უკვე აქვს ჩაშენებული

Posted by: alien949 2 Sep 2020, 13:06
QUOTE (ვახტანგი @ 31 Aug 2020, 09:15 )
alien949
ზუსტად რომელი თამაშია დაწერე

უმეტესობას კრეკი არ უნდა უკვე აქვს ჩაშენებული

მიწერია რომელი თამაშიც არი კომენტარში ზუსტად. ბოლო cod რაც გამოვიდა. მგონი არარი გატეხილი.

Posted by: аnderson 4 Sep 2020, 02:24
მეოთხე ფორზა პირატული გაუშვით ვინმემ?


ფანჯარა გამოდის და ქრება მერე :|

ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც ინსტრუქციებშია. ვინდოუსიც დავააფდეითე.



Posted by: аnderson 23 Sep 2020, 20:11
არ ვიცი, გაშვებას რამდენად ეხება მაგრამ სტიმის თამაშები ყველა ატორმუზებს ხოლმე. აი წამიერი გაყინვა ემართებათ ყველა თამაშს რაც სტიმიდან მიყენია. ძირითადად ქაუნთერს ვტამაშობ ეს დღეებია და ყოველ, რა ვიცი, 4-5 წუთში ერთხელ პატარა ფრიზს შვრება.

გადავაყენე ქაუნთერიც, გადავაყენე სტიმიც, მარა მაინცაა.


კომპიუტერი i5 9400f, gtx 1080ti, 24 gb ram, ssd ვინჩესტერზე მაქვს ვინდოუსი.

არცერთ სხვა თამაშში არ მოსდის ესე. სტიმის სეთინგებში ხომ არ უნდა გადავაწყო რაიმე?

Posted by: beso 30 Sep 2020, 20:04
გამარჯობათ battlefield 5 ვისაც გაქვთ დახურული იცით რა მაინტერესებს ? ტაიგერ კამპანიაზე გადავედი და რაღაც მომენტებში მითიშავს თამაშს და მაგდებს და ვერსიის ბრალია ?
ან რისი ბრალი იქნება ?

Posted by: аnderson 24 Oct 2020, 14:28
რედ დედი გაკრეკილა.

2 დღე ვიწერდი, 7 საათი ვაინსტალირებდი.

და ხუთი-ათი წუთის მერე თამაში პროსტა ითიშება თავისით. ნეტში რაც ვნახე, პეიჯ ფაილი ავტომატურზე დააყენეთო - ვშვრი. ვულკანიდან დირექტ იქსზე გადაიყვანეთო - ვშვრი.


მარა საშველი არალი.

ვინმემ დააყენეთ, თამაშობთ?

ხელპ help.gif

Posted by: NLO_Rider 12 Nov 2020, 21:03
გამარჯობა

ფორზა 4 გამოდვწერე და უწერია რომ адаптирована под версии Windows 10 (1903) 19H1 x64, Windows 10 (1909) 19H2 x64 და ჩმი ვერსია ვინდოუსის არის 2004 თუ რა რაღაც ეგრე სხვა ვერსიაა მოკლედ.

ვერ გავუშვებ ვერანაირად ამ თმაშს? ან ვერსიის სეცვლა მოსულა ვინდოუსზე?

Posted by: аnderson 17 Nov 2020, 17:33
ვინმემ რამე პროგრამა ხომ არ იცით, რომლითაც გეიმინგი და ჩატაობა გამარტივდებოდა?


ანუ რომ ვტამაშობ სულ ჩაკეცვა გადაკეცვა მიწევს ფეისბუკზე და რამენაირად ინტეგრირებული რომ იყოს.


ჩემი ანდროიდის მეორე ეკრანად გამოყენება ვცადე, მარა მაინც უნდა ჩავკეცო თამაში რომ იმაზე გადავიდე.

ვინმემ როგორმე მოაგვარეთ ეს პრობლემა?

Posted by: NLO_Rider 21 Nov 2020, 20:13
გამარჯობა

ფორზა 4 გამოდვწერე და უწერია რომ адаптирована под версии Windows 10 (1903) 19H1 x64, Windows 10 (1909) 19H2 x64 და ჩემი ვერსია ვინდოუსის არის 1904 ვერსია მოკლედ.

ვერ გავუშვებ ვერანაირად ამ თმაშს? ან ვერსიის შეცვლა მოსულა ვინდოუსზე?

Posted by: freemen 21 Jan 2021, 10:52
გაუმარჯოს, ტიტანფალის კოდზე შემექმნა პრობლემა, ადრე ჩვეუ.ებრივად ვთამასობდი ნუ ორიგინზე რეგისტრაციით და ეხლა კი კოდს მთხოვს, ვინმე ხომ ვერ დამეხმარებით? კოდები ვნახე ინეტში მაგრამ არცერთი არ მიდის.

Posted by: аnderson 11 Apr 2021, 14:20
მაფია 2 მიტორმუზებს დრო და დრო ტვინი მოხნა არადა უმაგრესი სისტემა მაქვს. ვინმემ ხო არ იცით ფიქსი?

Posted by: zvixcho 1 May 2021, 12:32
user posted image
დამეხმარეთ, თამაშებზე პრობლემა მაქვს

Posted by: thebugymen 13 May 2021, 13:50
გამარჯობა მეგობრებო, ერთი პრობლემა მაქვს. თამაშების ინსტალაციის დროს, პროცესში, რამდენიმე წუთის მერე ინსტალაცია უბრალოდ ითიშება, ქრება. არც ერორი, არც რაიმე პრობლემა არ ვარდება, უბრალოდ ითიშება და ვერ აინსტალირებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: Mr-Raptor 21 Jun 2021, 11:34
Ghost Recon Breakpoint რო ვრთავ, ჩაიტრივრთება თამაში, გამოდის პირველი გვერდი სადაც ზოგადი ტექსტით აღწერაა და მერე ეგრევე იქრაშება და წერს უუპს ითს ქრაშდ biggrin.gif ნუ თავისთავად ვაგზავნი უბისოფტში ქრაშის სენდს რო გავიგოთ რატო იქრაშებაო

ხოდა ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

Posted by: GDN 1 Nov 2021, 22:58
თამაშის მეორადი დისკიდან დაინსტალირების შემდეგ ითხოვს კოდს, როცა გაუწერ გამოაქვს რომ აღნიშნული კოდი უკვე გამოყენებულია. მაინტერესებს არის შანსი რომ თამაში გაიშვას?

Posted by: გივიa 20 Dec 2021, 15:49
მეგობრებო, XBOX S-ზე თამაშის ყიდვის დროს ამას მიწერს, რეგიონი ნიუიორკი მაქვს მითითებული, რისი ბრალი შეიძლება რო იყოს?

user posted image

Posted by: Makaveli 31 Dec 2021, 02:27
სალამი, PC ზე bluetooth-ჯოისტიკს რო ვაერთებ steam ში ხედავს და დაკრეკილ GTAV ში აღარ მუშაობს საერთოდ და რისი ბრალია ხომ არ იცით?

Posted by: momxmarebeli129 31 Dec 2021, 17:46
სალამი. windows 7 -32bit მაქვს და აღარაა თავსებადი?
განახლებას არ აკეთებს. (ბევრი ფიქსი ვსინჯე)

user posted image

და სტიმზე საქართველოს ბანკის ბარათით თამაშს ვიყიდი? (მასტერქარდი)

ანუ ბრაუზერით შევძლებ ყიდვას ხო? სტიმ პროგრამას ვერ ვხსნი.
* * *
3 თამაში ვიყიდა საქართველოს ბანკის ბარათით უპრობლემოდ.

ამას რა უნდა ხომ არ იცით?


user posted image

Posted by: qishooo 10 Jan 2022, 13:53
ამან უშველა isdone.dll ერორს
შეიძლება გამოგადგეთ
https://objects.githubusercontent.com/github-production-release-asset-2e65be/167310144/018d7f0e-a041-4694-adc2-a78fe5a7cea6?X-Amz-Algorithm=AWS4-HMAC-SHA256&X-Amz-Credential=AKIAIWNJYAX4CSVEH53A%2F20220110%2Fus-east-1%2Fs3%2Faws4_request&X-Amz-Date=20220110T094437Z&X-Amz-Expires=300&X-Amz-Signature=956f1e4579ea976a47aea74f10f72dcd687a4078e22061ec17bc43a90ea8277d&X-Amz-SignedHeaders=host&actor_id=0&key_id=0&repo_id=167310144&response-content-disposition=attachment%3B%20filename%3DVisualCppRedist_AIO_x86_x64_54.zip&response-content-type=application%2Foctet-stream

Posted by: ketaaa 18 Feb 2022, 12:24
გლობალს რომ ვრთამ პროცესორს იმხელა ხმა ეძლევა რამის სახლიდან გავარდეს, თამაშის დროსაც fps 40მდე ჩამოდის, როცა ქაუნთერის თამაშის დროს 70 არის ხოლმე. სიარულის დროს ძალიან ლაგავს, რის ბრალი შეიძლება იყოს ?

Posted by: ჩოვიჩა 19 Feb 2022, 17:16
ketaaa
პროცესორზე ან კვების ბლოკზე დამაგრებულ ვენტილატორს თუ ექნება ხმა , პროცესორისას გაწმენდა ეყოფა, ხოლო კვების ბლოკისას გაწმენდა ან დაზეთვა.
თუ ადრე არ ლაგავდა და ახლა დაეწყო, მაშინ ვერ გრილდება პროცესორი ან ვიდეოკარტა შესაბამის დონეზე.

Posted by: PaVeL 12 Sep 2022, 20:44
სალამი მეგობრებო
მომენტებში ფრიზავს შეშდება ეკრანი 2კ ზე და ფჰდ ზეც ... ფპს თამაში 130-140 აქ ესე რატო აჩვენებს არვიცი ვინმემ გამასწორებინეთ თორე გავგიჟდიი რამი 32 გბ

user posted image

Posted by: PaVeL 1 Nov 2022, 09:14
QUOTE (zvixcho @ 1 May 2021, 12:32 )
user posted image
დამეხმარეთ, თამაშებზე პრობლემა მაქვს

რა თამაშიზე რა და მონამცეების პს ა დაწერე აბა ამდ ხომ არაა ?

Posted by: Essiittaaa 2 Feb 2023, 04:03
თამაშის გაშვების პრობლემა არ მაქვს, მაგრამ უარესი პრობლემა მაქვს :დ

ვთამაშობდი ფიფა 22 ონლაინში კლავიატურით, მერე მეგობარმა მათხოვა კონტროლერი და რაც ისევ კლავიატურაზე გადავედი არეულია და ვერ ვასწორებ, რომ ვინახავ სეთინგებიდან როგორც მინდა რომ იყოს დაყენებული რეალურად ონლაინშიც ისეა სეთინგებში, მაგრამ სპრინტი თუ მიყენია E-ზე, დარბის LSHIFT-ით, მოკლედ დავიტანჯე დარტყმის მაგივრად ჩაწოდებას ვაჭერ, ვერ მივეჩვიე ვერაფრით და თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი პრობლემა და გაასწორეთ იქნებ მითხრათ, გუგლში ვერაფერი ვნახე...

Posted by: 19gio71 26 Mar 2023, 10:47
მაიკროსოფტზე ნაყიდი მაქვს ფორზა 4  ადრე. დანარჩენი სტიმზე მაქვს. ბავშმა მოინდომა ფორზა 4 თამაში  ვერ გაუშვით აპლიკაციაში შესვლას ითხოვს  რომ ვხსნი ამ  xbox პროგრამას ჩანს ყველა ნაყიდი თამაში რაცაა მაგრამ შესვლას რომ ვკლიკავთ გამოვა ფანჯარა და ეგრევე ქრება ვერ შევდივართ არც არაფერს წერს. იქსბოქსის პროფილზე ჩვეულებრივადაა თავის ექაუნთით მიღწევებიც ჩანს და ყველაფერი. მაგრამ პროგრამაში ვერანაირად ვერ შევედით. ვინდოუს 11 აყენია განახლებები, დროის ფორმატი ყველაფერი წესრგშია. როგირ მოვიქცე? მადლობა წინასწარ

Posted by: gioo_u2000 4 Jun 2023, 16:27
გამარჯობათ, ეხლახანს უფასოდ რო იყო epicgames.com-ზე Dying Light Enhanced Edition (pc ვერსია) ვინმემ დაითრიეთ? მე დავითრიე მაგრამ პრობლემები აქ თამაშს და თქვენთან მაქ კითხვა ვისაც გაქვთ რაღაცეები მაინტერესებს დახმარება მჭირდება

Posted by: cosаnostra 12 Jun 2023, 10:45
კეთილო ხალხო
Fულლ სქრინზე რატო შეიძლება ირეოდეს თამაშის გამოსახულება? ანუ ეშვება მარა გამოსახულება ირევა, თითწოს იჭედება, იბლარება

Posted by: TAG 4 Sep 2023, 22:29
მოდერნ ვარფეარ 2 ზე ვიყიდე ვაულტ ედიშენი პლატიზე მაგრამ გააქტიურდა მარტო კომპანია ვალტს რაც მოყვება არაფერი არ მაქვს არგენტინა იყო ქვეყანა რაზეც ვიპიენზე უნდა შემეცვალა ვინმემ ხომ არ იცის როგორ მოვაგვარო?

Posted by: misterius 29 Feb 2024, 15:29
RG mechanics რეპაკი ჩავიწერე tomb raider underworld და ინსტალაციისას ამას აგდებს რა ვუყო?სხვა რეპაკები არ იწერება ტორენტი connecting to peers აწერს.

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)