forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (36) « პირველი ... 34 35 [36]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბერძნული კულტურა, ათენი,სპარტა,სალონიკი,კვიპროსი...მეღალი ელლადა
Re-hanna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1026
წევრი No.: 222576
რეგისტრ.: 7-August 16

გამოგზავნილია: 11 Jun 2019, 10:52  #54792298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბერძნული მითოლოგიის , ,სელებრითი,,. ღმერთები და ქალღმერთები



ზევსი

ბერძნულ მითოლოგიაში ოლიმპო ეწოდებოდა იმ მთას, რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და სადაც ღმერთები ცხოვრობდნენ. ამიტომაც, ყველა ღმერთის ადგილსამყოფელი ოლიმპიური პანთეონია.

ზევსი – მიწისა და ცის გამგებელი, ადამიანისა და ღმერთების მბრძანებელი, ოლიმპის მთის მმართველი, ამინდის, ჭექა-ქუხილის, კანონისა და სამართლიანობის ღმერთი. ის იყო კრონუსისა და რეას შვილი.

ზევსის ძმები: პოსეიდონი – ზღვათა მბრძანებელი, და აიდი – ქვესკნელის მბრძანებელი. ამ უკანასკნელს ცოლად ჰყავდა პერსეფონე, რომელიც ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთის – დემეტრას ქალიშვილი იყო.

აპოლონი (ზევსის ძე) – მზის სხივის, სინათლისა და ხელოვნების ღმერთი იყო. აპოლონის ტყუპისცალი, მშვენიერი არტემიდა – ნადირობის ქალღმერთი, ტყის ცხოველებისა და ნადირთა ქალღმერთი. ზევსის ვაჟებიდან ყველაზე მხიარული და ხმაურიანი დიონისე იყო -ღვინის, მევენახეობის, გართობის, ფესტივალების, თეატრისა და სიამოვნების ღვთაება.

მუზები – ზევსისა და მნემოსინას (გონებისა და მეხსიერების ქალღმერთი) ცხრა ქალიშვილი – სიმღერის, ცეკვის, პოეზიის, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგების მფარველი ქალღმერთები იყვნენ. მათ შორის იყო ისტორიის მფარველი მუზაც – კლიო.


ცხრა მუზა: Clio, Thalia, Erato, Euterpe, Polyhymnia, Calliope, Terpsichore, Urania, Melpomene

ზევსის ქალიშვილი – ათენა სიბრძნის მოყვარეულებს, ხელოვნებას, ქალაქებს მფარველობდა, ხოლო ომების დროს, სამართლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებს ეხმარებოდა.

ათეანასაგან თავისი ხასიათით სრულად განსხვავდებოდა ზევსის ვაჟი არესი – მუხანათური, უსამართლო ომის ღმერთი.

ჰადესი – ქვესკნელის ღმერთი.

ჰელიოსი – მზის ამოსვლა-ჩასვლის ღმერთი.

ზევსს ჰყავდა მომხიბვლელი ასული, ზღვის ქაფიდან შობილი აფროდიტე – სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი და კოჭლი, ულამაზო ძე ჰეფესტოსი – ცეცხლისა და მჭედლების მფარველი ღვთაება.

ამალთეა იყო თხა, რომელმაც კუნძულ კრეტაზე ზევსს რძე აწოვა, სანამ დედა მას კრონოსისაგან მალავდა.


გააგრძელეთ

idea.gif

This post has been edited by Re-hanna on 11 Jun 2019, 10:54


--------------------
When you conquer the enemy within you, the enemy outside you cannot conquer you.

Stormborn
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 66
წევრი No.: 234436
რეგისტრ.: 7-August 17

გამოგზავნილია: 28 Jul 2019, 22:09  #55039835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძაან მაგარი ტიპები იყვნენ რა, ჯერ მაგათი მითოლოგია ხო მართლა ძაან მაღალი დონეა.
ისე არც რომაელები ჩამოუვარდებოდნენ "მაგარტიპობით" იმიტომ, რომ მართალია დემოკრატიის სამშობლო იყო და რამე მარა რომაელებმა აი რასაც ქვია სამართლიანი წესრიგი შექმნეს.
ძაან საინტერესო ნაწილები იყვნენ ორივენი ისტორიის.
Arsenal14
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 117
წევრი No.: 248914
რეგისტრ.: 24-February 19

გამოგზავნილია: 20 Sep 2019, 12:15  #55270176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბერძნული კულტურა ძალიან მიყვარს,განსაკუთრებით მათი მითები
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (36) « პირველი ... 34 35 [36]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0304 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]