forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (20) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფილატელისტები, მარკები, კოლექციები. (ყიდვა-გაყიდვა)
inteleqtman
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 761
წევრი No.: 96789
რეგისტრ.: 29-July 09

გამოგზავნილია: 29 Jul 2009, 16:19  #14891898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გათამაშება როგორ ხდება მარკების? კი არსებობენ ძვირიანი მარკები და იაფასიანი , მაგრამ ხომ შეიძლება იყოს უბრალო და განსაკუთრებუად ღირებული რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე.

user posted image
Crimson King
High Utility Maximum Mobility Easy Rider


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3955
წევრი No.: 3967
რეგისტრ.: 26-December 03

გამოგზავნილია: 30 Jul 2009, 10:49  #14901213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
INTELEQTMAN
ზუსტადაც რომ უბრალო და პატარა მარკები არიან ხოლმე განსაკუთრებულად ღირებული smile.gif თორე დიდი ზომის ლამაზი და ფერადი მარკები უხშირეს შემთხვევაში 10 თეთრზე მეტი არ ღირს biggrin.gif

დავამატებ, რომ ძვირფასი მარკა ყველა დროში ძვირფასი იყო. ისე არაა რომ ოდესღაც 2 კაპიკად იყიდო და მერე მისი ფასი მილიონი გახდეს. ლიმიტირებული სერიები თავიდანვე ძვირი ღირს, ხოლო ანტიკვარი მარკები უკვე გაყიდულია მილიონებად და თავიანთ პატრონებს კარგად აქვთ შენახული wink.gif რაც შეეხება მე19 საუკუნის ჩვეულებრივ მარკებს, ისინიც თავის დროზე კაპიკები ღირდა, უბრალოდ მათი ფასი ცოტა უფრო მაღალია ვიდრე შემდგომ გამოშვებულებისა, მაგრამ 1-2 ლარზე მეტი ნაღდად არ ეღირება.

This post has been edited by Crimson King on 30 Jul 2009, 10:56
ცქიტო
TSKITOOOO


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 733
წევრი No.: 5221
რეგისტრ.: 23-May 04

გამოგზავნილია: 9 Aug 2009, 23:53  #15028537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობარს აქვს რამოდენიმე მარკა და მაინტერესებს თუ არის ღირებული რომელიმე...ხვალ დავდებ ფოტოებს
* * *
ეს მარკებია და მაინტერესებს თუ არის რომელიმე "ძვირად ღირებული" smile.gif
user posted imageuser posted image
Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 12 Aug 2009, 15:12  #15059702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბევრმა არ იცის რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური, უიშვიათესი და უძვირფასესი საფოსტო მარკა ტფილისში (დიახ ტფილისში და არა თბილისში) დაიბეჭდა 1857 წელს და პირველად გამოყენებაში ჩაეშვა იმავე წლის 20 ივნისს.

ტფილისის უნიკა, ტიფლისსკაია უნიკა.

user posted image

ამ მარკის უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში რომ ეს იყო არა მარტო საქართველოში არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა. ამას გარდა ეს იყო პირველი საფოსტო მარკა მსოფლიოში რომელიც დაიბეჭდა წნეხით და აქვს რელიეფური გამოსახულება.

მარკები ხმარებაში იყო სულ რამოდენიმე თვე 1858 წლის 1 მარტამდე. სანამ მისი ჩანაცვლება არ მოხდა საერთო-იმპერიული რუსული მარკებით.
არსებობს რამოდენიმე ვერსია თუ რატომ მოხდა ტფილისური მარკების განადგურება.

1. იმპერიას არ მოსწონდა ტფილისის გუბერნიის პირველობა ნებისმიერ სიახლეებში. ამიტომ მარკები გაანადგურეს რომ პირველ იმპერიულ მარკებად რუსული მარკები ჩათვლილიყო. მიუხედავად იმისა რომ ტფილისური მარკები მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში იყო მოქმედი.
2. თითქოს კონვერტებმა (რომელზეც ეს მარკები იყო დაწებებული) ხელი შეუწყო ქოლერის ეპიდემიის გავრცელებას რომელიც გამოშვებისვე ზაფხულს მოედო ტფილისს. ამიტომ მარკები დაწვეს.

მეორე ვერსიასთან დაკავშირებით რუსულმა ტელეარხმა ტვ3-მა მოამზადა საკმაოდ დამაინტრიგებელი და საინეტერესო (თუმცა რაღაცეებში ზედეტად გაბუქებული) დოკუმენტური ფილმი. რომლის მიხედვითაც თითქოს ამ მარკებს შავ მაგიასთან ჰქონდა კავშირი რამაც გამოიწვია ეპიდემია, ხოლო გადარჩენილ 3-4 მარკას დღემდე თითქოს უბედურება მოაქვს მათი მფლობელებისთვის.

ამ მარკების 2 ეკზემპლარი დღეს რუსეთის კერძო კოლექციებშია, ერთი ლუქსემბურგის საფოსტო მუზეუმში. ხოლო ერთიც სავარაუდოდ ბერლინის საფოსტო მუზეუმში. თითო მარკის სავარაუდო ღირებულება 800 000 ამერიკული დოლარია. (თუმცა სააუქციონო სახლები მის საწყის ფასად ერთ მილონ ამერიკულ დოლარს ასახელებენ.

1997 წელს საქართველოს ფოსტამ ტფილისის უნიკის გამოშვების 140 წლისთავს მიუძღვნა სპეციალური ახალი მარკის გამოცემა.

user posted image

ტფილისის უნიკა შედის მსოფლიოს 40 უიშვათეს და 10 ყველაზე უძვირფასეს საფოსტო მარკათა რიცხვში.

This post has been edited by Salvador on 12 Aug 2009, 16:49


--------------------
NANGA PARBAT

მე არ მაქვს განდიდების მანია, დიდებულ ადამიანებს ასეთი რამ არ გვახასიათებს.
Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 13 Aug 2009, 19:15  #15075936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Crimson King
QUOTE
ცოტა მეტი ფასი აქვს უბეჭდო მარკებს, მაგრამ ეს საბჭოთა მარკებს არ ეხება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არსებობს მარკა რომელიც შტამპიანი უფრო მეტი ღირს ვიდრე უშტამპო და სხვათაშორის ზუსტადაც რომ საბჭოთა მარკა -

მწვანე ბლოკი -

user posted image

სპეციალისტების აზრით ეს ბლოკი კი არა, არამედ დიდი ზომის მარკაა. დაიბეჭდა ტოკიოს ოლიმპიადასთან დაკავშირებით 1964 წელს. თუმცა მისი გამოყენება არ მომხდარა ფილატელისტებმა უშტამპო დაიტაცეს. რამაც უკურეაქცია გამოიწვია. smile.gif ძვირია ზუსტად ის 25-30 ცალი რომელიც დაიშტამპა და გამოყენებული იქნა.. smile.gif შტამპიანი 270$ ღირს დაუშტამპავი 150$.

QUOTE
ფასი აქვთ მარკებს, რომლებიც მე19 საუკუნეშია გამოშვებული
ძირიტადად ეგრეა მაგრამ არც ახალი მარკებია ნაკლებად რარიტეტული -

გერმანული ოდრი -

user posted image

მარკა დაიბეჭდა როგორც სერიის ნაწილი კინემატოგრაფიის შესახებ 2001 წელს. მაგრამ გამოყენებაში არ გაშვებულა რადგან ჰეპბერნის შვილს არ მოეწონა რომ მარკაზე მწეველი იყო გამოსახული რადგან ეს მწეველობის პროპაგანდად ჩათვალა. მარკები განადგურდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა რამოდენიმე მაინც მოხვდა გაყიდვაში. დღეისთვის ცნობილია 5 ასეთი მარკა და ხუთივე შტამპიანი. თითოს სავარაუდო ღირებულებაა 70 000 ევრო. ასე რომ ზოგჯერ ახალი მარკებიც ძვირად ფასობენ. wink.gif
* * *
აი რმოდენიმე კარგი ბმული -

www.junior-philatelists.com
www.mirmarok.ru
www.rarestamps.ru
* * *
განსაკუთრებით კარგია მეორე ბმული

This post has been edited by Salvador on 13 Aug 2009, 19:17
Lomi777
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 169
წევრი No.: 96700
რეგისტრ.: 28-July 09

გამოგზავნილია: 16 Aug 2009, 10:33  #15104507      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაახ მარკების გამოშვება უნდა დავიწყო რა smile.gif და რა მაინტერესებს ეს ძველი რაცაა გასაგებია რო უკვე კაი პატრონებიც ყავს მარა ახალი არ შეიძლება იყოს რამე ძალიან ღირებლი?

საქართველომ გამოუშვა მარკები ერთიორი წლის წინ მახსოვს (თუ არ ვცდები) ლარის კუპიურებთან დაკავშირებით.

საერთოდ კიდევ რადარა მარკები გამოდის ამ დროისთვის? ან როგორ უნდა იფიქროს კაცმა ეხლა გამოშვებული მარკები რომელი იქნება ომავალში კარგი და რომელი ცუდი
Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 16 Aug 2009, 10:46  #15104568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lomi777
QUOTE
საერთოდ კიდევ რადარა მარკები გამოდის ამ დროისთვის? ან როგორ უნდა იფიქროს კაცმა ეხლა გამოშვებული მარკები რომელი იქნება ომავალში კარგი და რომელი ცუდი


მთავარი კრიტერიუმია - მარკა უნდა იყოს იშვიათი. აგერ ოდრი ჰპბერნი 2001 წელს გამოვიდა 200 000 ტირაჟით. ცალი ღირდა 2 ევრომდე. მაგრამ რაკი მარკები დაწვეს და მათგან მხოლოდ 5 გადარჩა თითოს ღირებულება გახდა 70 000 ევრო.

თუ გაქვს რაიმე საინტერესო სერია, გაიგე ეგეთები კიდევ ვის აქვს. ჩამოყევი დაწვი ის მარკები და როცა მარტო შენ დაგრჩება ეგეთი სერია კი ეღირება ერთი 5000$ დასაწყისისთვის. biggrin.gif საერთოდ ფასი მატულობს რაც უფრო ხშირად გაიყიდება. ანუ თუ მოთხოვნა იქნა. ამიტომ პირველი ფასი ზოგჯერ რამოდენიმე ათეული ათასით უფრო ნაკლებია ვიდრე შემდგომი. ასე რომ დასაწყისისთვის დიდი ხეირი მაინც არ იქნება. biggrin.gif

მარკები კი ძალიან ბევრი გამოდის.

This post has been edited by Salvador on 16 Aug 2009, 10:47
Lomi777
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 169
წევრი No.: 96700
რეგისტრ.: 28-July 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2009, 21:09  #15120947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაფერი საინტერესოა, კონკრეტულად სად და რა მარკები გამოდის ვერ მეტყვით? რახან დამაინტერესა ბარემ ბოლოდეც ჩავეძიო. რო ვიცოდე მარკების ამინდი და პოლიტიკა, სად რა როდის? smile.gif
Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2009, 21:18  #15121046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lomi777
QUOTE
ყველაფერი საინტერესოა, კონკრეტულად სად და რა მარკები გამოდის ვერ მეტყვით?


მაგას ზუსტად ვერავინ გეტყვის საშუალოდ წელიწადში იბეჭდება ნახევარ მილიონზე მეტი სერია (ანუ თემატური კრებული). გააჩნია რომელ ქვეყანაში რა ხდება ღირშესანიშნავი. ყოველ წელს ახალი სერია იბეჭდება, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას აქვს ასევე მუდმივმოძრავი მარკები. ანუ ვიზუალურად არაფრით გამორჩეულები.
აი ამ საიტებზე ნახე. სხვები ჯერ არ მომიძებნია.
www.mirmarok.ru
www.junior-philatelists.com
www.rarestamps.ru

ასევე აღმაშენებელზე მთავარი ფოსტის პირველ სართულზეა გახსნილი მარკების მაღაზია. საიტებზე უფრო გაიგებ რომელი ქვეყანა რას ბეჭდავს. შეკვეთა შეიძლება ინტერნეტით.
Quest3D
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 91
წევრი No.: 98066
რეგისტრ.: 19-August 09

გამოგზავნილია: 19 Aug 2009, 21:52  #15146790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეისთვის საქართველოში არაარი მარკა არ გამოდის ხო? მაღაზიებში სადმე იყიდება?
Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 20 Aug 2009, 12:38  #15153599      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Quest3D
ზუსტად შენი პოსტის წინ მიწერია რომ მაღაზია გახსნილია აღმაშენებელზე მთავარი ფოსტის პირველ სართულზე და საქართველო საკმაოდ საინტერესო მარკებს უშვებს დღესდღეისობით. ხოლო ახალი უცხოური მარკები უკეთესია ინტერნეტით გამოიწერო.

www.georgianpost.ge აქ შეგიძლია ნახო საქართველოს გამოშვებული მარკები.

This post has been edited by Salvador on 20 Aug 2009, 12:39
baby_boo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 33997
რეგისტრ.: 28-April 07

გამოგზავნილია: 21 Aug 2009, 00:47  #15163601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მაქვს საკმაოდ დიდი კოლექცია, ბავშვობაში ვაგროვებდი მანიაკალურად smile.gif


Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 21 Aug 2009, 11:24  #15166530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
baby_boo
QUOTE
მე მაქვს საკმაოდ დიდი კოლექცია
უფრო კონკრეტულად? ან რა თემატიკაა?
baby_boo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 33997
რეგისტრ.: 28-April 07

გამოგზავნილია: 21 Aug 2009, 15:56  #15170055      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Salvador


ხელოვნების ნიმუშებია თემატიკა ძირითადად , პრინციპში 2 ალბომი გავაჩუქე კარგა ხნის წინ, რაც მე შევეშვი , მაგრამ მაინც საკმაოდ ბევრი დამრჩა, სიმართლე გითხრა არვიცი, მათში განსაკუთრებით ღირებული თუ არის რომელიმე, ჩემთვის ყველა ღირებულია, იმიტომ რომ დიდი რუდუნებით მაქვს შეგროვებული , მოვძებნი ამ ალბომებს და კიდევ ერთხელ გადავათვალიერებ ,ახლა უკვე სულ სხვა თვალით smile.gif
Salvador
diez


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2480
წევრი No.: 86397
რეგისტრ.: 11-March 09

გამოგზავნილია: 21 Aug 2009, 22:56  #15175275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
baby_boo
QUOTE
ხელოვნების ნიმუშებია თემატიკა ძირითადად
ყველაზე მეტად ეგ თემატიკა არ მომწონდა. biggrin.gif
ისე ზოგადად ძალიან საეჭვოა რომ თბილისში ვინმეს ჰქონდეს საინტერსო სერია. რაც მინახავს მცოდნე ხალხთან ყველაზე კაი სერია 25 ლარად იყიდებოდა.

მე მაქვს 680-700 თვითფრინავის და სხვა საფრენი აპარატების (არა კოსმოსური რაკეტების) მარკა. ასევე 100 მდე კოლუმბამდელი ცივილიზაციების ისტორიის მარკები. მაქვს მართლა იშვიათი მარკებიც ოღონდ მაქს 30-40 ლარის ღირებულების თითო. ერთი მაქვს 44 წელს გამოშვებული იაკ-ის მარკა. ფასი არ მიკითხავს სიმართლე გითხრათ. biggrin.gif

This post has been edited by Salvador on 22 Aug 2009, 00:27
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0264 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]