Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > 6 ერში რო მიგვიღონ სტადიონი გაივსება?

Posted by: metofe 19 Mar 2018, 19:00
ბოლო პერიოდი რაგბის აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკვე მხოლოდ რუსეთთან არ ივსება სტადიონი

გუშინაც ულამაზესი სანახავი იყო სავსე სტადიონი

მე ვფიქრობ რომ სავსე სტადიონი ჩვენი გამარჯვებების დამსახურებაა და შეიძლება ითქვას რომ რაგბი უკვე ეროვნულ სპორტად იქცა და მგონია რომ იმ 60 ათასიანი აუდიოტირიიდან რაგბში ჩახედული 20-30 % თუ იქნება , ანუ დანარჩენებისთვის ესპანეთთან, რუსეთთან და რუმინეთთან მუდმივად მოგება უმჯობესია ვიდრე 6 ერის გუნდებთან სტაბულურად წაგება

ანუ სიტყვაზე 6 ერში რომ შევიდეთ 5 გუნდთან სტაბულურად წავაგებთ და იტალიასთან შეიძლება ბრძოლა კიდევ, ეს მართალია ჩვენი წინსვლისთვის კარგი იქნება, მაგრამ მუდმივად წაგების შემდეგ სტადიონზე ისევ ივლის თქვენი აზრით ამდენი ადამიანი?

Posted by: zaal1969 19 Mar 2018, 19:20
metofe
QUOTE
ანუ სიტყვაზე 6 ერში რომ შევიდეთ 5 გუნდთან სტაბულურად წავაგებთ და იტალიასთან შეიძლება ბრძოლა კიდევ, ეს მართალია ჩვენი წინსვლისთვის კარგი იქნება, მაგრამ მუდმივად წაგების შემდეგ სტადიონზე ისევ ივლის თქვენი აზრით ამდენი ადამიანი?

რთული სათქმელია,მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წინ უნდა ვიაროთ,თანაც დარწმუნებული ვარ უბრძოლველად არაფერს დავთმობთ, გამოცდილებასთან ერთად გამარჯვებებიც გარდაუვალი იქნება!

Posted by: qobula 19 Mar 2018, 19:58
თუ დავუმატებთ ბილეთის ფასსაც, სავარუდოდ ვერ გაივსება სტადიონი. (მიგვიღონ და ყოველ სეზონზე 5 კაცს მე ვუყუდი ბილეთს biggrin.gif )

Posted by: lepori 19 Mar 2018, 20:00
metofe

რათქმაუნდა წაგებები უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ თუ ზრდის ტენდეცია გვექნა მაშინ მაინც მოვა ხალხი
თუ წლიდან წალამდე ერთნაირად გადაგვიარეს და ვერ მოვუმატეთ, რამდენიმე წელში გული აუცრუვება ბევრს

ისე კი.. არამგონია რომ
QUOTE
5 გუნდთან სტაბულურად წავაგებთ

ინგლისია ძაან მონსტრი თორე, დანარჩენ ყველასთან შეიძლება ჭიდაობა, თუ ცუდ ფორმაში იქნებიან

Posted by: KOKOITIDZE 19 Mar 2018, 20:09
განა რამდენი თამაში იქნება თბილისში? წელიწადში 2 ან მაქსიმუმ 3. აქედან თუ იტალია ჩამოვიდა თავისუფლად შეიძლება მოვუგოთ, სხვებსაც გავუმართავთ ბრძოლას. 3-4 წელიწადში სულ სხვა დონის რაგბს ვითამაშებთ.
მე მგონი მთავარი პრობლემა უფრო ისაა ექვს ერში რამდენად მიგვიღებენ, ვიდრე ის, თუ რა მოხდება მერე. ფაქტი ის არის, რომ არ არის საკმარისი რასაც საქართველო აკეთებს რაგბის განვითარებისთვის. მხოლოდ სლოგანებით და საფრანგეთში წასული ქართველების ხარჯზე ფონს გასვლა არ მგონია საკმარისი.

Posted by: AVIATORI01 19 Mar 2018, 20:16
metofe
QUOTE
მე ვფიქრობ რომ სავსე სტადიონი ჩვენი გამარჯვებების დამსახურებაა და შეიძლება ითქვას რომ რაგბი უკვე ეროვნულ სპორტად იქცა და მგონია რომ იმ 60 ათასიანი აუდიოტირიიდან რაგბში ჩახედული 20-30 % თუ იქნება , ანუ დანარჩენებისთვის ესპანეთთან, რუსეთთან და რუმინეთთან მუდმივად მოგება უმჯობესია ვიდრე 6 ერის გუნდებთან სტაბულურად წაგება

გულშემატკივრებს რომ შევედაროთ ვის ვგევართ იტალიელებს თუ გერმანელებს?
კი ეტყობა საფეხბუთო ჩემპიონატებს დასწრება, გერმანელებისთვის სტადიონზე სიარული დღესასწაულია უიქენდზე, იტალიელებისთვის სიგიჟე და მოწინააღმდეგის დამარცხება, სამწუხაროდ ასე იქნება ჩვენთან მინიმუმ ათწლეულები , ჩვენ თუ გამარჯვება არ ვნახეთ სტადიონზე სულ რომ ჰაილენდერზი -კრუსაიდერზი ჩამოიყვანო ავჭალის სტადიონის(მითუმეტეს რაც გაზარდეს biggrin.gif) გავსების საკითხიც კი კითხვითნიშნისქვეშ იქნება

Posted by: giushki 19 Mar 2018, 21:17
რის ექვსი ერი რა ექვსი ერი)) სტადიონზე ვერ შეუშვიათ ხალხი))

კი, გაივსება. ოღონდ უელსთან უნდა დაიწყოს შეშვება სტადიონზე და იტალიასთან თამაშის წინ შეივსება უეჭველად))

Posted by: ViPeR 19 Mar 2018, 21:21
ნატოსავით გაგვიხდა შესვლა 6 ერში შსვლა

ხალხმაც უნდა დაუჭიოს მხარი დაყველა მივიდეს სტადიონზე აი მაშინ შეივსება

Posted by: FullbackAce 19 Mar 2018, 21:31
6 ერი არ გვინდა ერთი ორი კარგი კლუბი გვინდა პრო 14ში.

საქართველოში 10 გუნდი ნებისმიერ სპორტში უაზრობაა. ირლანდიას არ ყავს მაგდენი და შოტლანდიას, ჩვენ რა 10 აგვიტყდა.

Posted by: zaal1969 19 Mar 2018, 21:37
FullbackAce
QUOTE
6 ერი არ გვინდა ერთი ორი კარგი კლუბი გვინდა პრო 14ში.

ბევრად უფრო პროდუქტიული იქნება ქართული რაგბისთვის, ექვსი ერი თავისთავად მოვა შემდგომ! ორი არა და ერთი გუნდის შექმნისთვის იქნებ მოიძებნოს ფინანსები

Posted by: RUDIARIUS 19 Mar 2018, 23:00
თავიდან გაივსება, სანამ უცხო ხილი იქნება. მერე ადაპტაციის პერიოდში 4-5 წელი, სანამ სიტუაციას გავუშინაურდებით და მთავარი ინტრიგა ხის კოვზის არ მოგება იქნება, უფრო ნაკლები ხალხი დაესწრება. მოკლედ ხალხს ეიფორია რომ გადაუვლის და რამენიმე თამაშს წავაგებთ, პესიმისტები და ვაიგულშემატკივრები დაიწყებენ თავზე ნაცრის წაყრას. ინტერესიც შედარებით იკლებს. 8000-15000 მაყურებელი მაქსიმუმი იქნება ალბათ ასეთ შემთხვევაში, თან ბილეთების მაღალ ფასსაც თუ გავითვალისწინებთ, მითუმეტეს.

Posted by: BigG 19 Mar 2018, 23:08
QUOTE
8000-15000 მაყურებელი მაქსიმუმი იქნება ალბათ

მაგდენი ადამიანი 20 წლამდელების მსოფლიოზე მოდიოდა.

ივლიან, რადგან ქართველებს უყვართ "კაი პონტში" გარევა. სახელები ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. აღიქმება, როგორც "კაი პონტი".

სხვა საქმეა ბილეთების ფასი. მაგის მიხედვით შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად გაივსება.

Posted by: RUDIARIUS 19 Mar 2018, 23:18
QUOTE
მაგდენი ადამიანი 20 წლამდელების მსოფლიოზე მოდიოდა.

ივლიან, რადგან ქართველებს უყვართ "კაი პონტში" გარევა. სახელები ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ. აღიქმება, როგორც "კაი პონტი".

სხვა საქმეა ბილეთების ფასი. მაგის მიხედვით შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად გაივსება.

ნეტარნი არიან მოწმუნენი. 20 წლამდელებში კლასში სხვაობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე დიდებში.
ინგლისს,ირლანდიას, საფრანგეთს, უელსს, შოტლანდიას ვერც სახლში და ვერც გასვლაზე ვერ მოვუგებთ რამენიმე წელი. ხოდა წაგებულ თამაშებზე სიარულს მარტო რაგბზე გადაეული გულშემატკივარი თუ გააგრძელებს. ტურნირის მთავარი ინტრიგა იქნება იტალიასთან ჯაჯგური 6 ადგილისთვის. 2 წელიწაშდში ერთხელ მაკარონშიკების სანახავად ხუთივე ტურში ანშლაგი ნამდვილა არ იქნებაgivi.gif

Posted by: BigG 19 Mar 2018, 23:34
RUDIARIUS
QUOTE
წაგებულ თამაშებზე სიარულს მარტო რაგბზე გადაეული გულშემატკივარი თუ გააგრძელებს.

ფეხბურთშიც სულ ვაგებთ, მაგრამ ხალხი ხომ დადის?

რაგბიში წაგება სხვაგვარად აღიქმება. ის ანგარიშზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, ხალხი ივლის და არა მარტო გადარეული.

Posted by: iverieli 20 Mar 2018, 00:15
ფასსაც გააჩნია. თუ 20 ლარი ან ნაკლები იქნა ბილეთი მაშინ გაივსება. თუ მეტი არა

Posted by: Bexx 20 Mar 2018, 00:50
გაივსება, ოღონდ მეორე ტაიმში

help.gif

Posted by: RUDIARIUS 20 Mar 2018, 11:35
BigG
QUOTE
ფეხბურთშიც სულ ვაგებთ, მაგრამ ხალხი ხომ დადის?

რაგბიში წაგება სხვაგვარად აღიქმება. ის ანგარიშზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, ხალხი ივლის და არა მარტო გადარეული

ფეხბურთში მარტო გრნდებთნ ივსება ხოლმა. ინიესტას, ხავის, ნოიერის ხათრით მისულ გულშემატკივარს ჩვენი ნაკრების დამსახურებას ნუ მივაწერთ.
საშუალო დონის გუნდებთან ნახევრადაც არ ივსება ხოლმე დინამო. თითქმის ივსება ხოლმე ოპტიმიზმის ახალი ტალღის შემდგომ. შესარჩევის დასაწყისში და 1 თამაში მოგების/ კარგად თამაშის შემდეგ. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნება.
ზოგადა ფეხბურთან შედარება უადგილოა, გაცილებით უფრო მეტი გულშემატკივარი ყავს სპორტის ამ სახეობას. დღევანდელი რაგბის ნაკრები პოპულარული იმიტომაა, რომ იმარჯვებს. ფაქტიურად ერთადერთი რამაა რაცზოგადოებაში თვითრწმენას ამაღლებს და გამარჯვების წყურვილს კლავს. საქართველოს ნაკრები რაგბში სპორტზე მეტია. გულშემატკივრის საკმაო სოლიდურ ნაწილს ურჩევნია რუსებს გადავუაროთ ათიდან ათჯერ ვირე ინგლისთან და ირლანდიასთან ბრძოლაში წვაგოთ და პროგრესი გვქონდეს.
პ.ს. მიგვიღონ და სულ 1000 კაცი რომ დაესწოს ხმის ამომღები არ ვარgivi.gif

Posted by: lankasteri 20 Mar 2018, 13:11
QUOTE (RUDIARIUS @ 20 Mar 2018, 11:35 )

ასეთ რაღაცეებს რაზე დაყრდნობით იძახით?

რაგბის სტადიონს ვინც ავსებს, ის 50-55 000 კაცი რაგბის საქომაგოდ დადის და არა რუსეთის დამარცხების სანახავად, მითუმეტეს რომ რუსეთთან კი არა, რუმინეთთან ვავსებთ ყველაზე მეტად დინამოს.

რუსეთის დამარცხების ნახვა ვისაც უნდოდა ჩვენების რაგბის ნახვაზე მეტად და მაგიტომ დადიოდა სტადიონზე, მათი უმრავლესობა ჩამოშორდა უკვე რაგბს, შეცვლილი პოლიტიკური სიტუაციის გამო (ანუ მიშას წასვლის მერე.)

და ეს 55 000 კაცი იმ დონეზეა უკვე ჩახედული რაგბში, რომ იმდენს ხვდება, ინგლისთან და შოტლანდიასთან ბრძოლა და მათთან ბრძოლაში წაგება უფრო პრესტიჟულია და საჭიროა, ვიდრე რუსეთთან ან გერმანიასთან კიდევ ერთი რიგითი გამარჯვება.
ასე რომ არა მგონია წაგებებმა პოპულარობა გაუქროს რაგბს. ნუ რასაკვირველია თუ ეს წაგებები ათწლეულები არ გაგრძელდა.

Posted by: ratomac aRa 20 Mar 2018, 15:16
QUOTE
გაივსება, ოღონდ მეორე ტაიმში

+54 000

Posted by: qobula 20 Mar 2018, 16:30
QUOTE
+54 000

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: FinEx 20 Mar 2018, 16:41
1-2 სეზონი გაივსება ახალი ხილის და პრესტიჟულობის პონტში
მერე ალბათ 20-25 ათასი იქნება რეალური გულშემატკივარი, 8,000-15,000 ძალიან პესიმისტური ვარიანტი მგონია
(8,000-10,000 გულშემატკივარი რაგბის სიკვიდლის მაჩვენებელი იქნება)

Posted by: firalifirali 20 Mar 2018, 20:31

2019 წლის 1 თებერვლის საფრანგეთი - უელსის მატჩის ბილეთების ფასები
https://europe.ticketbis.com/six-nations-2019-france-vs-wales-tickets/ev308041

ყველაზე იაფი ბილეთი ღირს 133 ევრო, ყველაზე ძვირი 375

2019 წლის 9 თებერვლის იტალია - უელსზე
ყველაზე იაფი ბილეთი ღირს 50 ევრო, ყველაზე ძვირი 465

ახლანდელი კურსით

50 ევრო = 150 ლარი
133 = 399
375 = 1125
465 = 1395

user posted image

Posted by: AVIATORI01 20 Mar 2018, 20:37
QUOTE
ყველაზე იაფი ბილეთი ღირს 133 ევრო, ყველაზე ძვირი 375

2019 წლის 9 თებერვლის იტალია - უელსზე
ყველაზე იაფი ბილეთი ღირს 50 ევრო, ყველაზე ძვირი 465

ახლანდელი კურსით

50 ევრო = 150 ლარი
133 = 399
375 = 1125
465 = 1395

საშინაო თამაშებზე ყოვეთვის მასპინძელი კავშირი ან ფედერაცია ადგენს ფასებს, უნდა 500 ევროდ გაყიდის უნდა 1ლარს დაადებს და ვერც ირბ მოედავება რამეს ვერც ფირა -აერი და ვერც ნატო/ვეროკავშირი, ასე რომ ბილეთის ფასი ყველაზე ნაკლებადპრობლემური თემაა

Posted by: ELguja90 20 Mar 2018, 20:53
მე ჩემ მაგალითს ვიტყვი
კაი ხანია არ ვყოფილვარ ნაკრების თამაშზე
ინგლისი და საფრანგეთი თუ ჩამოვა მზად ვარ შაურმის ფასი გადავიხადო
ოღონდ პატარასი კი არა, დიდის givi.gif

წელიწადში სამჯერ 50-70 ლარის ( ერთი ბილეთი ) ფარგლებში ბილეთში ფულის გადამხდელი ვარ yes.gif
მიღირს კაი რაგბი მაგ ფასად
პ.ს. ოჯახებით ვერ ივლიან სავარაუდოდ sad.gif

Posted by: mikheili1985 20 Mar 2018, 20:56
დაიწყება მერე ტირილი , რათ გვინდოდა ეგეთი 6 ერ8 ხალხი თუ ვერ შეძლებს მისვლასო

Posted by: GioNage 20 Mar 2018, 22:03
თავიდან კი, მერე სტაბილური წაგებები რომ წამოვა (რაც აბსოლუტურად ლოგიკურია), მოიკლებს ნელ - ნელა. ნუ ფასიც მაღალი, მაგრამ გონივრული უნდა იყოს, ალბათ 50 დან 100 ლარის ფარგლებში, აქ ალბათ რაღაც კუთხით სახელმწიფოც უნდა ჩაერიოს (მაგალითად, გადასახადებისგან გათავისუფლება, როგორც სუპერ თასზე გააკეთეს, სტადიონის უფასო იჯარა (მგონი მესაკუთრე ისევ სახელმწიფოა და ხანგრძილივი იჯარით აქვს დინამოზე გაცემული). თუმცა, ახლა ხატიაშვილის ძალიან კარგი ინტერვიუ წავიკითხე და 6 ერი მგონი სულაც არაა გამოსავალი ქართული რაგბის განვითარებისთვის.

Posted by: jora84 20 Mar 2018, 22:06
GioNage

QUOTE
6 ერი მგონი სულაც არაა გამოსავალი ქართული რაგბის განვითარებისთვის.

არანაირად არ არის, უბრალოდ 6 ერზე ტვინის ბურღვით სხვა პატარ-პატარა ბენეფიტების მიღება შეიძლება

Posted by: otokarcobra 20 Mar 2018, 22:12
GioNage
იასნა რო არაა...ფრენჩაიზია გამოსავალი, პრო-14 გავხადოთ პრო-15...........ან "იქ" დავემატოთ

Posted by: GioWEED 20 Mar 2018, 23:47
GioNage
არანც და არამც. მხოლოდ კლუბია გამოსავალი რო სარაგბო ერად გადავიქცეთ. მხოლოდ კლუბი თუ გადაგვარჩენს თორე ამდენი ტალანტი იკარგ3ბა დიდ 10ში.

Posted by: giushki 21 Mar 2018, 00:15
ისეთი ცუდი მდგომარეობა გვაქვს, პრო14 კი არა, პროდ2ს რომ დავემატეოთ ეგეც კარგი იქნება.

ოდესღაც არგენტინელებმაც ვოდაკომით დაიწყეს და მერე იყო ზერაგბი უკვე.

Posted by: NAPSTER 21 Mar 2018, 02:00
AVIATORI01
QUOTE
საშინაო თამაშებზე ყოვეთვის მასპინძელი კავშირი ან ფედერაცია ადგენს ფასებს, უნდა 500 ევროდ გაყიდის უნდა 1ლარს დაადებს და ვერც ირბ მოედავება რამეს ვერც ფირა -აერი და ვერც ნატო/ვეროკავშირი, ასე რომ ბილეთის ფასი ყველაზე ნაკლებადპრობლემური თემაა

+1

საიდან გაჩნდა ნეტა ეს მითი, რომ 6 ერში თუ მიგვიღებენ, ბილეთი აუცილებლად 50-70 ფუნტი უნდა ღირდეს?
მასპინძლის გაყიდული ბილეთებიდან 6 ერს რჩება მიზერულზე მიზერული.
მთავარი პრობლემა არის კალენდარი, მერე სატელევიზიო უფლებები, მერე მანძილი, ტურნირის ფორმატი და სულ ბოლოში შეიძლება იყოს ბილეთების ფასი.

Posted by: Alex-musi 21 Mar 2018, 09:07
NAPSTER
მართალი ხარ. ფასს ადგენს ფედერაცია. თუ არ ვცდევი 10 % მეტი არ მიაქვს ორგანიზატორს. ასე ვთქვათ ეს ქვეყნების დამატებითი შემოსავალია. თორემ იტალია ბევრჯერ საერთოდ ვერ ავსებს სტადიონს და არა მგონია ამიათვის უსაყვედურონ.
საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება რაგბის გულშემატკივრობის კულტურა.
ნეტა მიგვიღონ, სტასიონის გავსვსება არ იქნება პრობლემ. ფასი მოიმატებს მაგრამ არა კატასტროფულად. მინიმუმ 5-6 ათასი მარტო სტუმარი იქნება.

Posted by: QOMAGI 21 Mar 2018, 10:39
Alex-musi
QUOTE
საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება რაგბის გულშემატკივრობის კულტურა.

მართალია წინსვლა სახეზეა, როგორც დასწრებით ისე სხვა მომენტებით...
რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, დროზე მოსვლა და ბოლომდე დაცდაა sad.gif წარმოიდგინე მეორე ტაიმამდე მოსვლებია და მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთი წასვლები. საშინელი "დვიჟენიებია" მთელი თამაში.

თუმცა აქ ცალკე რაგბი არაფერ შუაშია, იგივე ხდება ფეხბურთზეც კალათბურთზეც, ყველგან ...

თუ ორგანიზატორებმა თამაშის დაწყების დრო არ "გადმოწიეს" სხვადასხვა წინასწარი ღონიშზიებების ხარჯზე, ალბათ კარგა ხანს ვერ ვიმღერებთ სავსე სტადიონით ჰიმნს smile.gif

Posted by: otokarcobra 21 Mar 2018, 10:41
NAPSTER
მემგონი მთავარი პრობლემა მანძილია.

Posted by: imereti 21 Mar 2018, 11:31
QUOTE
ინგლისია ძაან მონსტრი

ჰო, ეს ძაან მონსტრია, განსაკუთრებით ჩვენთან ვარჯიშის შემდეგ ვაბშე ათთავიანი გველეშაპები გახდნენ biggrin.gif

გაივსება... თუმცა, 45-50 K რაოდენობაც არ იქნება ცუდი, 54 K აბეზალოვკაა? გამოგვიშვებენ უკან ისევ? ხალხს ევასება სპორტი საქართველოში, წარმატებული სპორტი მითუმეტეს... იმის შიში, რომ წავაგებთ ყველასთან, არ უნდა იყოს, მე ვიცი ერთი სპორტის სახეობა, სულ აგებენ (NAPSTER დამეთანხმება), მაგრამ გრანდებზე მაინც ივსება სტადიონი... თან არის კატეგორია (კაცების), სუპერგუნდების ნახვის სურვილით თითი აქვთ შეყოფილი საშოში და მასტურბირებენ...

Posted by: giushki 21 Mar 2018, 12:34
QUOTE (lepori @ 19 Mar 2018, 20:00 )
ინგლისია ძაან მონსტრი

ეს სურვილი თუ? gigi.gif

ჩვენთან შედარებით იაპონიაც ძაან მონსტრია, რესურსებს თუ შევადარებთ.

Posted by: ratomac aRa 21 Mar 2018, 12:36
QUOTE
მეორე ტაიმამდე მოსვლებია და მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთი წასვლები. საშინელი "დვიჟენიებია" მთელი თამაში.

ხალხის ნაკადი მთელი თამაში არ ჩერდება biggrin.gif

კიდევ ის ვერ მოგვარდა რომ ყველა კარი გააღონ და ჭყლეტა აღარ იყოს ხოლმე შესვლა-გამოსვლაზე

Posted by: Gio_G83 21 Mar 2018, 13:25
QUOTE
ინგლისია ძაან მონსტრი

ჰო, ეს ძაან მონსტრია, განსაკუთრებით ჩვენთან ვარჯიშის შემდეგ ვაბშე ათთავიანი გველეშაპები გახდნენ

კოტე ისე მიწოლია ის 9 თავი დაუჭეჭყა, თავად გაიტრავმა და ამასობაში ინგლისი და მისი შერკინება იტალიის გარდა ყველას "შემოეხმარა" თუ "შემოექინძა"

კაციშვილი აღარ ივარჯიშებს ჩვენთან
facepalm.gif biggrin.gif

Posted by: kromeo6 21 Mar 2018, 13:33
QUOTE (firalifirali @ 20 Mar 2018, 20:31 )
2019 წლის 1 თებერვლის საფრანგეთი - უელსის მატჩის ბილეთების ფასები
https://europe.ticketbis.com/six-nations-2019-france-vs-wales-tickets/ev308041

ყველაზე იაფი ბილეთი ღირს 133 ევრო, ყველაზე ძვირი 375

2019 წლის 9 თებერვლის იტალია - უელსზე
ყველაზე იაფი ბილეთი ღირს 50 ევრო, ყველაზე ძვირი 465

ახლანდელი კურსით

50 ევრო = 150 ლარი
133 = 399
375 = 1125
465 = 1395

user posted image

მოსახლეობის რაოდენობასაც გააჩნია მანდ .პატარა ქვეყნებში არამგონია ნაკლებია ისეთები ვინც მაგ ფულს გადაიხდის. უელსში შეიძლება უფრო იაფი ღირდეს ან ირლანდიაში. საფრანგეთი 70 მილიონია მოსახლეობა და მანდ კი მოიძებნება 60 ათასი ადამიანი მაგის გადამხდელი

Posted by: lepori 21 Mar 2018, 15:24
giushki
QUOTE
ეს სურვილი თუ? gigi.gif

ჩვენთან შედარებით იაპონიაც ძაან მონსტრია, რესურსებს თუ შევადარებთ.

იაპონია ცოტათი უკეთესია ჩვენზე
ინგლისი ძალიან-ძალიან გვჯობია
ამოტომაცაა ინგლისი მონსტრი და არა იაპონია
თუ ცუდ ფორმაში იქნებიან 6 ერის ყველა გუნდთან შეგვიძლია ბრძოლა (ინგლისის გარდა)
ინგლისი რა გინდა რა ცუდ ფორმაში იყოს, მაგათთან ვერანაირ შანსს ვერ ვხედავ >> იმიტომ რომ მონსტრები არიან biggrin.gif

Posted by: giushki 21 Mar 2018, 15:49
lepori
ყველა რესურსით უკეთესია ჩვენზე იაპონია.

ინგლისს რაც შეეხება, ეგენი ჯერ ჯგუფიდან გავიდნენ მსოფლიოზე და მერე ათამაშონ ერთი ადგილი))

Posted by: ratomac aRa 21 Mar 2018, 16:43
QUOTE
ინგლისს რაც შეეხება, ეგენი ჯერ ჯგუფიდან გავიდნენ მსოფლიოზე და მერე ათამაშონ ერთი ადგილი

ჩვენც მე3ეზე გავედით და ეგენიც

შოტლანდია-ირლანდიასთან ჩვენც ვაგებთ და ეგენიც

რაღა დარჩა? შემოდგომის ტესტებზე იტალიაში თუ მოვიგეთ გამოდის 1 დონეზე ვართ

Posted by: lepori 21 Mar 2018, 18:20
giushki
QUOTE
ყველა რესურსით უკეთესია ჩვენზე იაპონია.

და ვინ თქვა არაო?
მაგრამ ჩვენზე უკეთესია არ ნიშნავს რომ მონსტრია და უშანსოდ გადაგვივლის

Posted by: Alex-musi 21 Mar 2018, 18:42
მოკლედ ბილეთების ფასზე წუწუნი არის ზღაპარი. იქნება ადეკვატური.
ნეტა მიგვიღინ მაგას ვინ ჩივის smile.gif

Posted by: giushki 22 Mar 2018, 11:33
lepori
კონკრეტული თამაშის მომგებზე არაა აქ საუბარი. ფინანსური რესურსები, ადამიანური, ლობი რაც მთავარია, რაგბში ეს ფასობს, ახალგაზრდული ნაკრებები ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

რეალური პოტენციალი და საზომი გრძელვადიანი არის ეს სტრატეგიული თემები, თორემ იტალიას რომ მოვუგოთ ნოემბერში, ეგ იმას არ ნიშნავს რომ უკეთესი რესურსი გვაქვს და მაგიტომ მოვუგეთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის შენ უკეთ იყავი მომზადებული.

Posted by: dendo 23 Mar 2018, 14:49
ra kitxvaa ver gavige. ise ivseba stadioni runinettan tamashze da 6 erze warmogidgeniat ra iqneba?

Posted by: borjgali1964 23 Mar 2018, 15:05
ძველი 2015-ის , მაგრამ საინტერესო სტატისტიკაა
https://www.sixnationsrugby.com/en/news/30586.php
A new study by UEFA has shown the RBS 6 Nations topping the list of most-attended global sports events
Read more at https://www.sixnationsrugby.com/en/news/30586.php#LbBcIqFEUhbwZVDL.99

Posted by: ratomac aRa 31 Mar 2018, 10:39
6 ერს ხომ რაგბის კავშირი ატარებს?

აბა რანაირადაა კომერციული ტურნირი?

Posted by: lepori 31 Mar 2018, 12:21
ratomac aRa
QUOTE
6 ერს ხომ რაგბის კავშირი ატარებს?

აბა რანაირადაა კომერციული ტურნირი?

ატარებს შპს 6 ერი/
SIX NATIONS RUGBY LTD.

Posted by: ratomac aRa 31 Mar 2018, 17:19
ყოველწლიური საერთაშორისო რაგბის კავშირის შეჯიბრება

https://ka.wikipedia.org/wiki/ექვს

Posted by: Isi_Folau 31 Mar 2018, 17:27
QUOTE (ratomac aRa @ 31 Mar 2018, 17:19 )
ყოველწლიური საერთაშორისო რაგბის კავშირის შეჯიბრება

<a href='https://ka.wikipedia.org/wiki/ექვსი_ერის_ჩემპიონატი' target='_blank' rel='nofollow'>https://ka.wikipedia.org/wiki/ექვს

მანდ იგულისხმება რო 15 კაცაა და არა 13 კაცა, ანუ რაგბის კავშირი და არა რაგბი ლიგა

Posted by: ratomac aRa 31 Mar 2018, 18:36
QUOTE
SIX NATIONS RUGBY LTD.

და ესენი ისე როგორ ატარებენ რომ მსოფლიო რაგბის არ ექვემდებარებიან?

Posted by: otokarcobra 1 Apr 2018, 00:13
QUOTE (ratomac aRa @ 31 Mar 2018, 18:36 )
QUOTE
SIX NATIONS RUGBY LTD.

და ესენი ისე როგორ ატარებენ რომ მსოფლიო რაგბის არ ექვემდებარებიან?

ჩამორჩენილი სპორტია და იმიტომ. ბერკეტები არ გააჩნია მსოფლიო რაგბის არავითარი არაფერზე. ყველაზე განუვითარებელი სპორტია თანამედროვეობის.

ფეხბურთში გიბრალტარებს და ვიღაცეებს ხოდავენ რო მასობრიობა იყოს. ფული მეტი კეთდება და ესენი რას შვებიან, ამხელა პროგრესის ნაკრებს არ გვათამაშებენ თავისთან ბიჭო lol.gif lol.gif lol.gif მეტი ცირკი რა გინდა...

ეხლა გიბრალტარმა რო ამხელა პროგრესი განიცადოს, ან ნებისმიერმა ნაკრებმა, კოსოვომ მაგალითად ან თუნდაც ჩვენ და მსოფლიოზე რო გავიდეთ ან ევროპაზე გინდაც, რამდენ რამეს იზამენ იციი? გაგვარეკლამებენ, მაგარ ამხანაგურებს დაგვინიშნავენ ეგრევე დაიწყება ფულის ჭრა ჩვენზე. ესენი კიდე ჩამორჩენილი ყვერთამძლეები

Posted by: FullbackAce 1 Apr 2018, 00:22
QUOTE (ratomac aRa @ 31 Mar 2018, 18:36 )
QUOTE
SIX NATIONS RUGBY LTD.

და ესენი ისე როგორ ატარებენ რომ მსოფლიო რაგბის არ ექვემდებარებიან?

რა არის მსოფლიო რაგბი ? ორგანიზაცია რომელიც შეიქმნა 6 ერის და 3 ერის მეშვეობით და ფინანსდება ძირითადად 9 ქვეყნის მიერ გადახდილი ფულით. თუ რამე 6 ერი უფრო აკონტროლებს მსოფლიო რაგბის ვიდრე პირიქით. ვთქვათ სიტყვაზე მსოფლიო რაგბმა დაიწყო ფულის კეთება გლობალურად და პატარა ქვეყნებიდან შემოსავალი გაუტოლდა 6 ერისას, ეს ნიშნავს რომ 6 ერი დაკარგავს კონტროლს მსოფლიო რაგბიზე, სულ არ უნდათ მაგათ ეგ. რაგბი მაგათი გადმოსახედიდან არის თავიანთი თამაში და სულ არ ეხატებათ გულზე ვიღაც ქართველები და რუმინელები რო ეჩრებიან მაგათ საქმეში.

Posted by: lepori 1 Apr 2018, 00:24
ratomac aRa
QUOTE
და ესენი ისე როგორ ატარებენ რომ მსოფლიო რაგბის არ ექვემდებარებიან?

მარტივად, აესე დგანან და ატარებენ
მსოფლიო რაგბმა რა უნდა უქნას >> არ ითამაშოთ რაგბიო ხო არ ერტყვის

otokarcobra
QUOTE
ფეხბურთში გიბრალტარებს და ვიღაცეებს ხოდავენ რო მასობრიობა იყოს. ფული მეტი კეთდება და ესენი რას შვებიან, ამხელა პროგრესის ნაკრებს არ გვათამაშებენ თავისთან ბიჭო lol.gif lol.gif lol.gif მეტი ცირკი რა გინდა...

ეხლა გიბრალტარმა რო ამხელა პროგრესი განიცადოს, ან ნებისმიერმა ნაკრებმა, კოსოვომ მაგალითად ან თუნდაც ჩვენ და მსოფლიოზე რო გავიდეთ ან ევროპაზე გინდაც, რამდენ რამეს იზამენ იციი? გაგვარეკლამებენ, მაგარ ამხანაგურებს დაგვინიშნავენ ეგრევე დაიწყება ფულის ჭრა ჩვენზე. ესენი კიდე ჩამორჩენილი ყვერთამძლეები

და შპს ექვს ერმა რატომ უნდა იფიქროს საქართველოზე
აქვთ ბიზნესი და ფულს შოულობენ, ფეხებზე არ კიდიათ ჩვენი მზარდი პოტენციალი?

Posted by: otokarcobra 1 Apr 2018, 00:33
lepori
უფრო დიდ ფულს იშოვიან და იმიტომ. ეხლა ესპანეთს რა უქნეს ბიჭო, რამხელა ბაზარს კარგავენ, ძაან ###ები ზიან მგონია.

Posted by: lepori 1 Apr 2018, 02:39
otokarcobra
QUOTE
უფრო დიდ ფულს იშოვიან და იმიტომ.

საქართველოსგან იშივაინ დიდ ფულს?
ძაან შორს იყურები ალბათ შენ, ექვსი ერის ბოსები მასე შორს ვერ ხედავენ

QUOTE
ეხლა ესპანეთს რა უქნეს ბიჭო, რამხელა ბაზარს კარგავენ, ძაან ###ები ზიან მგონია.

ესპანეთთან რა შუაშია 6 ერი.. ეგ რაგბი ევროპამ უყო
და რაგბი ევროპა რა ჭაობიცაა კი ვიცით

Posted by: Bexx 1 Apr 2018, 09:52
QUOTE
ra kitxvaa ver gavige. ise ivseba stadioni runinettan tamashze da 6 erze warmogidgeniat ra iqneba?

ანუ მატჩის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე თუ იქნება სავსე სტადიონი ეს გვაინტერესებს biggrin.gif
ან კაკ მინიმუმ მატჩის სტარტზე

და არა მეორე ტაიმამდე რომ ვერ ახერხებენ შემოსვლას და ადგილზე დაჯდომას

Posted by: ratomac aRa 1 Apr 2018, 13:20
QUOTE
მსოფლიო რაგბმა რა უნდა უქნას >> არ ითამაშოთ რაგბიო ხო არ ერტყვის

აქ იმაზეა საუბარი უფროსი ვინაა

მსოფლიო რაგბი ემორჩილება კომერციულ ტურნირს თუ პირიქით

ყველა სხვა სპორტში ხომ არის 1 მთავარი ფედერაცია და სანაკრებო ტურნირებს ის განაგებს

კომერცია ისეთი უნდა ფეხბურთში რომ არის, სხვების ამოქაჩვით გრანდებს არ დაკლებიათ შემოსავლები

Posted by: kromeo6 1 Apr 2018, 14:25
QUOTE (Bexx @ 1 Apr 2018, 09:52 )
QUOTE
ra kitxvaa ver gavige. ise ivseba stadioni runinettan tamashze da 6 erze warmogidgeniat ra iqneba?

ანუ მატჩის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე თუ იქნება სავსე სტადიონი ეს გვაინტერესებს biggrin.gif
ან კაკ მინიმუმ მატჩის სტარტზე

და არა მეორე ტაიმამდე რომ ვერ ახერხებენ შემოსვლას და ადგილზე დაჯდომას

სტადიონი ჰიმნაამდე მაშინ შეივსება როცა ბილეთი ძვირი ეღირება. 5 ლარი რო გაქ გადახდილი იქ დააგვიანებ და 15 ევრო რო გაქ გადახდილი არ დააგვიანებ მისვლას.ეგაა პრინციპი.ამიტომაცაა ღარიბ ქვეყნებში(ბილეთი იაფია) აგვიანებენ სტადიონზე.მარტო ჩვენთან არ ხდება ეგ

Posted by: lepori 1 Apr 2018, 15:59
ratomac aRa
QUOTE
აქ იმაზეა საუბარი უფროსი ვინაა

:
QUOTE
რა არის მსოფლიო რაგბი ? ორგანიზაცია რომელიც შეიქმნა 6 ერის და 3 ერის მეშვეობით და ფინანსდება ძირითადად 9 ქვეყნის მიერ გადახდილი ფულით. თუ რამე 6 ერი უფრო აკონტროლებს მსოფლიო რაგბის ვიდრე პირიქით.

Posted by: ratomac aRa 1 Apr 2018, 19:29
QUOTE
თუ რამე 6 ერი უფრო აკონტროლებს მსოფლიო რაგბის ვიდრე პირიქით.

არ ყოფილა საშველი

ჩვენი

Posted by: Lexter 2 Apr 2018, 01:26
Alex-musi
QUOTE
ასე ვთქვათ ეს ქვეყნების დამატებითი შემოსავალია. თორემ იტალია ბევრჯერ საერთოდ ვერ ავსებს სტადიონს და არა მგონია ამიათვის უსაყვედურონ.

არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ირლანდია რომ ავიღოთ მაგალითად, 3 მილიონი ევრო ბილეთებიდან შემოზდით, რაც ცოტა არაა

იტალიის სტადიონის გავსებას რაც შეეხება ამ წლის მაგალითზე
შოტლანდია Attendance: 60,412
ინგლისი Attendance: 61,464

ანუ საშუალოდ 83%-ით ავსებს რომის 73,261-იან სტადიონს

Posted by: metofe 2 Apr 2018, 01:55
ბილეთის ფასზე არ გამიკეთებია აქცენტი, მე იმას გავუსვი ხაზი რომ სტაბილურად გამარჯვებას მიჩვეული გულშემატკივარი თუ ივლის სტადიონზე სტაბილური წაგებების მერე?....

რაგბის ნამდვილი გულშემატკივარი რა თქმა უნდა ივლის, მაგრამ ეგ რაოდენობა ალბათ მაქსიმუმ 15 ათასია და დანარჩენი 40 ათასი რაგბში ნაკლებად ჩახედული ადამიანი არ ვიცი რამდენად უერთგულებს ნაკრებს...

ბილეთის ფასი მეორე საკითხია , მარადონა როცა ჩამოვიდა მაშინ ვერ გავავსეთ სანახევროდაც სტადიონი ბილეთის ფასის გამო და არამგონია აქ შევძლოთ....

Posted by: Lexter 2 Apr 2018, 02:22
metofe
QUOTE
რაგბის ნამდვილი გულშემატკივარი რა თქმა უნდა ივლის, მაგრამ ეგ რაოდენობა ალბათ მაქსიმუმ 15 ათასია და დანარჩენი 40 ათასი რაგბში ნაკლებად ჩახედული ადამიანი არ ვიცი რამდენად უერთგულებს ნაკრებს...

დღეს რაგბის ნამდვილი გულშემატკივარი მაქსიმუმ ავჭალას შეავსებს

ამიტომაა საჭირო მასობრიობაზე ფიქრი
პროექტები, რომ ამ სპორტში ძალიან ბევრი ხალხი ჩაერთოს და რაგბი ყველას თამაში გახდეს
ეგ როცა დავწერე ადრე აქ, გამლანძღეს
სულ არ გვჭირდება მასობრიობაო, სელფებისთვის სტადიონზე მოსვლაო და ა.შ.

მასობრიობა ნიშნავს მეტ გულშემატკივარს, მეტ გაყიდულ ბილეთს, მეტ გაყიდულ კვართს და ატრიბუტიკას, მეტ შემოსავალს, მეტ სპონსორს და რაგბის მეტ განვითარებას.

Posted by: ratomac aRa 2 Apr 2018, 17:00
QUOTE
ეგ როცა დავწერე ადრე აქ, გამლანძღეს
სულ არ გვჭირდება მასობრიობაო, სელფებისთვის სტადიონზე მოსვლაო და ა.შ.

ეგენიც რაგბის მამებივით ჩაკეტილი საზოგადოების წარმომადგენლები არიან და იმიტომ )

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)