გორის "დილამ" დამსახურებულად და თავის ისტორიაში პირველად გახდა ვიცე-ჩემპიონი და მოიგო ვერცხლის მედლები!
ამას დაუმატეთ, რომ ევროპის სარბიელზე გავა სათამაშოდ ძლიერი, კარგად მომზადებული და შეთამაშებული გუნდი...
"დილას" ევროპაზე გაუძღვება (იმედი მაქვს!) ევროპულ ფეხბურთში კარგად ჩახედებული და გერმანიის საფეხბურთო წრეებში კარგად ცნობილი ვალდას ივანაუსკასი.
ფიზმომზადების მწვრთნელი კლიმეკი ამბობს, რომ დილას შეუძლია თამაშის ტემპში მოუმატოს ... ე.ი. ზრდის პოტენციალი კიდევ არსებობს.
ეს კი გორის "დილას" გახდის არა მარტო გორელების, არამედ საქართველოს ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესის საგანს და... იმედია სიხარულის წყაროსაც!
თანაც გორის "დილას" წინა თემამ 100 გვერდ მიაღწია.
მგონია დრო მოვიდა და კარგი საბაბია ახალი ტოტი მიეძღვნას ფორუმზე გორის "დილას"
ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო! არ გაახაროთ მტერიო!
მხოლოდ წინ! ევროპული ოცნებისკენ!...