Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > აფიშა


Posted by: knopka 22 Apr 2008, 17:20
მასეთი თემა ვერ ვნახე... მგონი ეს თემა უნდა იყოს TOPებში
--- ამ აფიშით დავიწყებ

user posted image

Posted by: ცოტნე_91 23 Apr 2008, 11:09
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი


29 აპრილი, 2008 წ. სამშაბათი.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის I ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგის

ვეკა სვანიძის კლასის მოსწავლეთა

კონცერტი

მონაწილეობენ:

დავით ბურჭულაძე
კესო ნიჟარაძე
სალომე ჩიტაია
საბინა სიმონია
ცოტნე ცოცხალაშვილი


პროგრამაშია: ბახის, სკარლატის, ბეთჰოვენის, შოპენის, პროკოფიევის ნაწარმოებები.



დასწრება თავისუფალია


დასაწყისი 17 საათზე

Posted by: Radames 23 Apr 2008, 11:23
ვა ჩემი ყოპილი უკრავს დღეს smile.gif მაგრამ ვერ მივალ დგეს საგამოს მეც მაქვს კონცერტი ოგონდ დიდში smile.gif

Posted by: knopka 23 Apr 2008, 22:25
25 აპრილი,2008

კამერული მუსიკის საღამო

მონაწილეობენ:

ელენე მეჩითოვა(ვ-ნო)
სოფიო ხუციშვილი
მარი ჭინჭარაული


პროგრამაშია:
ბეთჰოვენი სონატა #7 c-moll
მოცარტი სონატა #12 Es-dur
პროკოფიევი სონატა#2 D-dur
შოსტაკოვიჩი ტრიო e-moll


კონსერვატორიის მცირე დარბაზი(გრიბოედოვის ქ. #8)
დასაწყისი 15.00 საათზე
დასწრება თავისუფალია

* * *
user posted image

Posted by: principe -jojo 24 Apr 2008, 16:19
დღეს დიდი ნინო ანანიაშვილი იცეკვებს სენსანსის "გედის სიკვდილს"-ნახედ ეს საოცრება.თუ ბილეთი იშოვეთ

Posted by: better late than never 3 May 2008, 00:46
QUOTE
ვა ჩემი ყოპილი უკრავს დღეს  მაგრამ ვერ მივალ დგეს საგამოს მეც მაქვს კონცერტი ოგონდ დიდში 



ეჰ ირაკლი ირაკლი

Posted by: chorven:) 3 May 2008, 01:14
principe -jojo
QUOTE
დღეს დიდი ნინო ანანიაშვილი იცეკვებს სენსანსის "გედის სიკვდილს"-ნახედ ეს საოცრება.თუ ბილეთი იშოვეთ

გაგიკვირდება კაცს, რომ ამ სპექტაკლზე ბილეთების შოვნის პრობლემა არ ყოფილა, მე რა, არ მიყვარს ანშლაგები, მაგრამ მაინც საწყენია

Posted by: Radames 3 May 2008, 08:15
QUOTE (better late than never @ 3 May 2008, 00:46 )
QUOTE
ვა ჩემი ყოპილი უკრავს დღეს  მაგრამ ვერ მივალ დგეს საგამოს მეც მაქვს კონცერტი ოგონდ დიდში 



ეჰ ირაკლი ირაკლი

რა? მართლა ძალიან მაგრად უკრავს smile.gif კარგი გოგოაsmile.gif

Posted by: oroveso 3 May 2008, 10:23
კოტე იტუები,დგეს საგამოს ვირსალაძე უკრავს დიდში

Posted by: Contralto 3 May 2008, 12:21
ელისო ვირსალაძე და შუბერტი.

დღეს საღამოს,19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში.


დასწრება თავისუფალია, ოღონდ, 80 და 100 ლარი ღირს.
20-ლარიანი ბილეთები კარგა ხანია, აღარ არის...


biggrin.gif

Posted by: loza 3 May 2008, 21:01
ტფუი, ბლიად, როგორ მინდოდა ვირსალაძე, მაგრამ მაინცდამაინც ახლა დაამთხვიეს ფეხბურთი საძმოში...

Posted by: დათიკო 4 May 2008, 16:41
დღეს 8 ზე ოპერაში მოცარტის მეფედ კურთხევის მესა ჟორდანიას დირიჟორობით smile.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 May 2008, 22:55
QUOTE (დათიკო @ 4 May 2008, 16:41 )
დღეს 8 ზე ოპერაში მოცარტის მეფედ კურთხევის მესა ჟორდანიას დირიჟორობით smile.gif

როგორ მიდოდა და ვერ წავედი,არადა მოსაწვევი სასწაულებრივად ვიშოვე.
მოსმენილი მაქვს ეგ მესა ჩვენი კაპელის შესრულებით,კაპელა გადასარევი იყო(როგორც თითქმის ყოველთვის)სოლისტები,ტრადიციულად კოშმარის განსხეულებები(სოპრანოს არა უშავდა )ეს შარშანდელს ვიხსენებ.
ვინ არიან სოლისტები,ხომ არ იცით?

მეორე მოქმედებაში "საგალობელი"-ა ბალეტი,კარგი დადგმა და საინტერესო ქორეოგრაფიაა.
მაგრამ ვერავინ ვერ გაიგო,ვისთვის იმართება კონცერტი...ბილეთები არ იყიდებოდა და მოსაწვევზე ბოლო მომენტში დამირეკა მამაჩემის ცოლმა(ნინო ანანიაშვილის მოადგილეა,საბალეტოს დასის ხელმძღვანელობის ამბავში).მაგრამ სამწუხაროდ ვერ წავედი

Posted by: დათიკო 4 May 2008, 23:41
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
როგორ მიდოდა და ვერ წავედი,არადა მოსაწვევი სასწაულებრივად ვიშოვე.
მოსმენილი მაქვს ეგ მესა ჩვენი კაპელის შესრულებით,კაპელა გადასარევი იყო(როგორც თითქმის ყოველთვის)სოლისტები,ტრადიციულად კოშმარის განსხეულებები(სოპრანოს არა უშავდა )ეს შარშანდელს ვიხსენებ.
ვინ არიან სოლისტები,ხომ არ იცით?

მეორე მოქმედებაში "საგალობელი"-ა ბალეტი,კარგი დადგმა და საინტერესო ქორეოგრაფიაა.

მესა კარგი იყო, მომეწონა. კაპელაც და ორკესტრიც. სამწუხაროდ არ ვიცი სოლისტების სახელები. ბუკლეტში სერთოდ არ ეწერა. პროგრამებს კი არ არიგებდნენ.
ბალეტზე რა მოგახსენო. ქორეოგრაფია კი, მაგრამ მუსიკა და მისი შეხამება ქორეოგრაფიასთან სასტიკად არ მომეწონა. ჩანაწერი არ ვარგოდა, აპარატურა საშინელი იყო. თავად მუსიკაც ძალიან მწირად მომეჩვენა. არ მომეწონა დრამატურგიაც, რომელიც მგონი საერთოდ არ იყო. მოკლედ მესა მომეწონა, საგალობელი - არა.

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 4 May 2008, 23:56
არა,საგალობელი მომწონს.ზურნა-დუდუკი ვერ ვიტყვი,რომ ჩემი უსაყვარლესი ინსტრუმენტებია,მაგრამ ეს დადგმა მოიცავდა ავლაბრული ზურნიდან,საგალობელით დამთავრებული(სოსო კეჭაყმაძის მრავალჟამიერი ლაივში არ შეასრულეს?ძალიან ცუდი იქნებოდა ისე).ქორეოგრაფია და დრამატურგიე შაიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო,მაგრამ მე მომწონს.ამერიკა შეირყა საგალობლის ნიადაგზე.პირველწყაროდან ვიცი.

სოლისტები ვარგოდნენ?

მოსაწვევი რა "მანქანებით" იშოვე?

Posted by: Charles IX 5 May 2008, 17:17
მესა კარგი იყო - კაპელაც, ორკესტრიც. სოლისტებსაც არა უშადა რა.
სოლისტები: ნინო ჩაჩუა, ირინა ალექსიძე, გია მახარაძე, გია ასათიანი.

რაც შეეხება "საგალობელს" - ცხოვრებაში პირველად ვუყურე ბალეტს ისე, რომ თვალების დახუჭვა არ მომინდა...

Posted by: დათიკო 5 May 2008, 19:05
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მოსაწვევი რა "მანქანებით" იშოვე?

გამიმართლა.
გიორგი ჟორდანია ჩემი ცოლის მამიდაშვილია და დაგვპატიჟა.
QUOTE
სოსო კეჭაყმაძის მრავალჟამიერი ლაივში არ შეასრულეს

no.gif sad.gif
QUOTE
ამერიკა შეირყა საგალობლის ნიადაგზე

რიე ვიცი, ჩემზე ისე იმოქმედა, მეგონა რადიო არ დაიდარდო ჩამირთეს მეთქი biggrin.gif

Posted by: chorven:) 5 May 2008, 19:51
დათიკო
ფონოგრამაზე თუ ცეკვავდნენ, მესმის, რომ არ მოგეწონა. ქალაქური ფოლკლორია, მოგვწონს თუ არა, ჩვენი მუსიკაა, პირველად რომ ვნახე, მეც გამიჩნდა პრორესტის გრძნობის მაგვარი,- ამაზე უკეთესი მუსიკა ვერ შეარჩიეს მეთქი?! ეხლა უკვე შევეჩვიე, თან ბიჭები, განსაკუთრებით, ისე ცეკვავენ, შეუძლებელია, არ მოგეწონოს...

user posted image

user posted image user posted image

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 5 May 2008, 23:34
QUOTE (დათიკო @ 5 May 2008, 19:05 )
რიე ვიცი, ჩემზე ისე იმოქმედა, მეგონა რადიო არ დაიდარდო ჩამირთეს მეთქი biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif ძაან გამეცინა.რადიო არ დაიდარდო...
საქმეც იმაში იყო,რომ დადგმა მოიცავდა სოინარიდან დაწყებული,საგალობლით და ქალაქური სიმმღერებით დამთავრებული..მე "უცხოელის" თვალით შევეცადე თან შემეხედა,რამდენიმე კვირაში დასი აშშ-სი მიდიოდა.და მივხვდი,რომ მათთვის ძალიან ეგზოტიკური და ორიგინალური იქნებოდა და ასეც მოხდა.

Posted by: დათიკო 5 May 2008, 23:49
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
საქმეც იმაში იყო,რომ დადგმა მოიცავდა სოინარიდან დაწყებული,საგალობლით და ქალაქური სიმმღერებით დამთავრებული..მე "უცხოელის" თვალით შევეცადე თან შემეხედა,რამდენიმე კვირაში დასი აშშ-სი მიდიოდა.და მივხვდი,რომ მათთვის ძალიან ეგზოტიკური და ორიგინალური იქნებოდა და ასეც მოხდა.

გეთანხმები, უცხოელებისთვის ნამდვილად ახალი ხილია.
ალბათ გაცილებით დიდი ეფექტი ექნებოდა ცოცხალად რომ შესრულებულიყო მუსიკა. ან მინიმუმ მაღალი დონის აპარატურაზე გაეჟღერებინათ.
შუქებით გაკეთებული კონტრაჟურის ფონზე მოცეკვავე გოგონებზე დავიშოკე. მართლა მაგარი მომენტი იყო. გახსოვს ალბათ, რომ ჩაიარეს. ეგ მომენტი მომეწონა ძალიან მაგრა. აი, შენს დადებულ მეორე ფოტოზე რომ ჩანს smile.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 5 May 2008, 23:51
რომელიღაც ანსამბლი მღეროდა სოსოს მრავალჟამიერს.ამერიკის ტურნეს ნახევარი წაყვანილი ყავდათ და ლაივში მღეროდნენ.მერე ჩანაწერი ტრიალებდა.

Posted by: inana 5 May 2008, 23:56
დათიკო
QUOTE
შუქებით გაკეთებული კონტრაჟურის ფონზე მოცეკვავე გოგონებზე დავიშოკე. მართლა მაგარი მომენტი იყო.

მეორე კომპოზიცია იყო, მეც მაგრა მომეწონა. მერეც იყო კარგი და ლამაზი მომენტები, მაგრამ უმეტესწილად შეუკრავობის და გაფანტულობის განცდას მიტოვებდა.

Posted by: დათიკო 6 May 2008, 09:45
inana
QUOTE
მეორე კომპოზიცია იყო, მეც მაგრა მომეწონა. მერეც იყო კარგი და ლამაზი მომენტები, მაგრამ უმეტესწილად შეუკრავობის და გაფანტულობის განცდას მიტოვებდა.

ნამდვილად მასე იყო smile.gif

Posted by: chorven:) 6 May 2008, 13:06
დათიკო
საპრემიერო სქექტაკლები, ოპერაში ცოცხალი მუსიკის თანხლებით იცეკვეს, რომესლაც ანსამბლი ჩანგი ასრულებდა
* * *
QUOTE
შუქებით გაკეთებული კონტრაჟურის ფონზე მოცეკვავე გოგონებზე დავიშოკე. მართლა მაგარი მომენტი იყო. გახსოვს ალბათ, რომ ჩაიარეს. ეგ მომენტი მომეწონა ძალიან მაგრა. აი, შენს დადებულ მეორე ფოტოზე რომ ჩანს 

არის კიდევ ერთი ბალეტი ჩვენს თეატრში "წამი გარდასახვამდე" სადაც მსგავსი ეფექტებით კიდევ უფრო დაიშოკებიsmile.gif

Posted by: დათიკო 7 May 2008, 01:13
chorven:)
QUOTE
საპრემიერო სქექტაკლები, ოპერაში ცოცხალი მუსიკის თანხლებით იცეკვეს, რომესლაც ანსამბლი ჩანგი ასრულებდა

ცხადია ცოცხალი სულ სხვა იქნებოდა.
ისე, ოპერას კი ჭირდება უფრო მაღალი ხარისხის აპარატურა.
QUOTE
არის კიდევ ერთი ბალეტი ჩვენს თეატრში "წამი გარდასახვამდე" სადაც მსგავსი ეფექტებით კიდევ უფრო დაიშოკები

დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი. smile.gif

Posted by: humanoidi 9 May 2008, 00:21
აიპინა, საჭირო თემაა. smile.gif

Posted by: დათიკო 9 May 2008, 00:37
humanoidi
QUOTE
აიპინა, საჭირო თემაა

ისევ შენ, თორე რა ეშველებოდა ამ განყოფილებას 2kiss.gif

Posted by: better late than never 4 Jun 2008, 21:48
რა? მართლა ძალიან მაგრად უკრავს კარგი გოგოა

ეგ ვიცი. მაგრამ "ყოფილების" დასახელებას ვერ გადაეჩვიე ხო მაინც??? wink.gif

Posted by: humanoidi 16 Jun 2008, 22:12
აქაც დავდებ ამას:

საქველმოქმედო აქცია
"100 ფოტო"


ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოფ. არალის წმ.ნინოს ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ფოტონამუშევრების გამოფენა/გაყიდვა.

აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება აბასთუმნის დედათა მონასტრის აღდგენას


მისამართი: შერატონ მეტეხი პალასი.
17 ივნისი, 18 საათი


პროექტის პარტნიორები: ჟურნალი "ანაბეჭდი", ფოტოსახლი "ქოლგა"

გთხოვთ მობრძანდეთ! smile.gif

Posted by: დათიკო 26 Jun 2008, 22:00
ხვალ 2 საათზე დიდუბის გამოფენაზე მე 11 პავილიონში გაიმართება წიგნის საერთაშორისო გამოფენა, რომლის გახსნაზეც გაიმართება ანსამბლ http://www.myspace.com/stumari პატარა კონცერტი.
ყველას გეპატიჟებით smile.gif

Posted by: inana 26 Jun 2008, 23:37
დათიკო
როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, არ შემიძლია მოსვლა. user.gif

Posted by: დათიკო 27 Jun 2008, 10:24
inana
QUOTE
როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, არ შემიძლია მოსვლა

ძალიან სამწუხაროა. იქნება შარლიმ მოიცალოს user.gif

Posted by: Potida 29 Jun 2008, 23:56
ახალი არაფერი ხდება კლასიკური მუსიკის სამყაროში? smile.gif

Posted by: loza 20 Sep 2008, 01:16
ცოტნეს კონცერტზე კვირას ოპერაში!!!!
საათი და ა. შ. დადეთ, რა, ვინც იცით.

Posted by: Primavera 21 Sep 2008, 16:05
loza
19 საათზეა, პროგრამა იცი?

Posted by: MaShiko-MuSicology 9 Oct 2008, 17:19
თანამედროვე მუსიკის საღამოები
თბილისი 2008

16-31 ოქტომბერი
16/10. 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

პარიზის ანსამბლი Court-Circuit
დირიჟორი ფილიპ იურელი

მესიანი STALAG VIII A


19/10 19.00
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი

ნინო ჟვანია

შტოკჰაუზენი: MONTAG AUS LICHT


24/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

გიორგი მიქაძე
ეკა ვახვახიშვილი
ელენე ქობულაშვილი
ბათიაშვილი-კამერატა

მესიანი: ლაუდები (ინსტრუმენტული თეატრი)


26/10 19.00
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

მარიამ ალექსიძე
ნინო ჟვანია
ნანა ხუბუტია

გელა კანდელაკის
ჩრდილების თეატრი

შტოკჰაუზენს: MUSIKALISCHES OPFER (მულტიმედიური წარმოდგენა 2 მოქმედებად)


28/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

ნანა ხუბუტია

შობის სიმღერები


29/10 20.00
ოპერის წითელი დარბაზი

თბილისი-2007 ეკრანზე

ფორტეპიანო: XX საუკუნე
XX საუკუნე: ფორტეპიანო
(ფილმის პრემიერა)

ჰელიკოპტერი და ბუდრუგანა
(ფილმის პრემიერა)

31/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

მარიკა ასათიანი
ნინო გვეტაძე
ნუცა კასრაძე
ნინო მაისურაძე
ნინო ჟვანია
თამარ ჟვანია
გიორგი სირბილაშვილი
ანი ტაკიძე
ვალერიან შიუკაშვილი

მესიანი: ასიზელის ცხოვრება (ინსტრუმენტული თეატრი)


დასწრება - მოსაწვევებით.
მსურველებმა დარეკეთ 898272048
ისიამოვნეთ
* * *


Posted by: loza 9 Oct 2008, 22:27
მოსაწვევი არა, ცელი.
მოსაწვევით შესვლაზე რო გამიხდება საქმე ხო უნდა...

ორშაFათს, კონსერვში სირბილოღლის სოლო გამოსვლაა.

ხოდა ხვალ კიდე აბულაძე-ცაგარელი რკინიგზის კულტურის სახლში (თუ რაც ჰქვია) შოსტაკოვიჩს გააბახებენ.

Posted by: srt-8 12 Oct 2008, 14:45
QUOTE (loza @ 9 Oct 2008, 22:27 )
ხოდა ხვალ კიდე აბულაძე-ცაგარელი რკინიგზის კულტურის სახლში (თუ რაც ჰქვია) შოსტაკოვიჩს გააბახებენ.

ვიყავი მანდ,
შოსტაკოვიჩი და ნასიძის ნაწარმოები შეასრულეს პირველად მემანიშვილის კამერულმა ორკესტრმა

კარგად უკრავდნენ, მეტი ვერაფერს ვიტყვი boli.gif


ბოლომდე ვერ ვწვდები დისონანსურ თანამედროვე მუსიკას boli.gif

Posted by: loza 12 Oct 2008, 21:58
პატივი მქონდა, ნახევარი საღამო მუსიკის ღმერთის გასიებული უკანალისთვის მეყურებინა.

ხვალაა სირბილაშვილი. პროგრამა აღარ მასხოვს.

Posted by: srt-8 12 Oct 2008, 22:36
QUOTE (loza @ 12 Oct 2008, 21:58 )
პატივი მქონდა, ნახევარი საღამო მუსიკის ღმერთის გასიებული უკანალისთვის მეყურებინა.

ბებიებს რო აცვით ხოლმე ისეთი შერვალი ეცვა givi.gif

რა გინდა კარგად დირიჟორობს biggrin.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 14 Oct 2008, 17:12
loza
QUOTE
ცელი

კი, ბატონო. მაშინ ვეღარ მოისმენთ მესიანის კვარტეტს 16-ში, ადგილები უცელო ხალხმა დაიკავა

Posted by: better late than never 15 Oct 2008, 00:40
მეც უცელო ვარ sa.gif ანუ მოსაწვევიანი tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

Posted by: Perfect_Circle 15 Oct 2008, 09:09
MaShiko-MuSicology
QUOTE
მსურველებმა დარეკეთ 898272048

და აქ პმ-ში მოწერა არ კმარა? რა წესია ეს მოსაწვევები ბლინ

Posted by: inana 15 Oct 2008, 10:12
იმდენი რა მსურველი უნდა გამოჩნდეს, გეთქვათ, დასწრება თავისუფალიაო და მოვიდოდა ყველა, ვისაც ექნებოდა ამ მუსიკის მოსმენის სურვილი. მე შენ გეტყვი და თბილისში ძალიან ბევრია მესიენის და შტოკჰაუზენის მუსიკის მოყვარული. ბიუროკრატიაა ყველგან. სიები, მოსაწვევები, საბუთები, ჩაწერა. გეგონება, პრეზიდენტის რეზიდენციაში ან ამერიკის საელჩოში შედიოდე. თუ მაინც ყველასთვის ღია იქნებოდა კარი, ვინც მოინდომებდა შესვლას, მიგეცათ უფრო დახვეწილი და სადღესასწაულო ფორმა ამ ყველაფრისთვის. ან სიმბოლური ფასი დაგედოთ ბილეთებისთვის, მივიდოდა ხალხი, კულტურულად შეიძენდა ამ ბილეთს და შევიდოდა ისე, რომ არ დასჭირდებოდა რეკვა, ჩაწერა და მთელი ეს ჟრიამული.

Posted by: Charles IX 15 Oct 2008, 12:06
MaShiko-MuSicology
QUOTE
მაშინ ვეღარ მოისმენთ მესიანის კვარტეტს 16-ში

აუფ, რა გადაიტანს ამას?
მესიანი and co-ს მოსმენას მუსიკის მოსმენა არა ჯობია? biggrin.gif

inana
QUOTE
იმდენი რა მსურველი უნდა გამოჩნდეს, გეთქვათ, დასწრება თავისუფალიაო და მოვიდოდა ყველა, ვისაც ექნებოდა ამ მუსიკის მოსმენის სურვილი.

ხოდა იჯდებოდა დარბაზში ერთი 13-14 კაცი. აი მოსაწვევით კი...
ნუ, ქართული პონტია რა, მოსაწვევი რომ გაქვს მორის ხერხვის სანახავადაც მიდიხარ, თვარა ხომ გოუტყდება ვინც გაგამოსაწვევიანა იმას?

Posted by: MaShiko-MuSicology 15 Oct 2008, 12:26
inana
გაგიკვირდებათ და მსურველი მეტია, ვიდრე დარბაზში ადგილი.ყოველ შემთხვევაში, მესიანზე ასეა.
QUOTE
ბიუროკრატიაა ყველგან. სიები, მოსაწვევები, საბუთები, ჩაწერა

მოსაწვევები საჭიროა იმისთვის, რომ ყველამ თავისი ადგილი იცოდეს და აქეთ-იქით არ იარონ, გაუგებარი რაა, ელემენტარულად, წესრიგის ამბავია...
QUOTE
ამერიკის საელჩოში

საფრანგეთის საელჩოდან ნამდვილად იქნებიან, თან ცოტა არა.
QUOTE
სიმბოლური ფასი

არა, ფასს პრინციპულად არ დაადებენ.
QUOTE
ჟრიამული

???
Charles IX

QUOTE
მესიანი and co-ს მოსმენას მუსიკის მოსმენა არა ჯობია?

ვისთვის როგორ...

QUOTE
ნუ, ქართული პონტია რა, მოსაწვევი რომ გაქვს მორის ხერხვის სანახავადაც მიდიხარ, თვარა ხომ გოუტყდება ვინც გაგამოსაწვევიანა იმას?



no.gif მეტისმეტად კარგი წარმოდგენა გქონიათ ასეთ მოსაწვევიანებზე... მათი ძირითადი ნაწილი, როგორც წესი, არ მოდის ხოლმე. თან იმასაც გააჩნია, მოსაწვევებს ვინ არიგებს (აქ მე არ ვიგულისხმები, ჩემ კომპეტენციაში არ შედის) და ვის ურიგებს.
უბრალოდ, ინფორმაცია მოგაწოდეთ, მეტი არაფერი

Posted by: Charles IX 15 Oct 2008, 16:40
MaShiko-MuSicology
QUOTE
ვისთვის როგორ...

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ანუ, აღიარებთ, რომ მესიანი and Co მუსიკა არ არის! biggrin.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 15 Oct 2008, 17:44
არა!
ჩემთვის და კიდევ ვიღაცეებისთვის არის, თქვენთვის და კიდევ ვიღაცეებისთვის არა gigi.gif

Posted by: Charles IX 15 Oct 2008, 18:21
QUOTE
ჩემთვის და კიდევ ვიღაცეებისთვის არის

gigi.gif

QUOTE
თქვენთვის და კიდევ ვიღაცეებისთვის არა

givi.gif

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 15 Oct 2008, 18:58
მესიანი გადასარევია,განსაკუტრებიტ საორღანო მედიტაციები...

Posted by: loza 15 Oct 2008, 22:14
QUOTE
ხერხვის

ხერხვაზე კი წავიდოდა კაცი ახლა.
თან ხერხვა მესიანის ქვეშ...

Posted by: Charles IX 15 Oct 2008, 23:04
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
მესიანი გადასარევია,განსაკუტრებიტ საორღანო მედიტაციები...

მესიენი ნამდვილად არაა ურიგო კომპოზიტორი, აი ორღანს კი საერთოდ ვერ ვუსმენ - ფიზიკურად ცუდად მხდის...

Posted by: MaShiko-MuSicology 16 Oct 2008, 17:42
Charles IX
QUOTE
მესიანი and Co მუსიკა არ არის!

QUOTE
მესიენი ნამდვილად არაა ურიგო კომპოზიტორი

??? lol.gif lol.gif lol.gif
ამ ორ მესია(ე)ნს შორის განსხვავება არის??
მგონი ვიღაცამ აღიარა რაღაც smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 16 Oct 2008, 23:42
ერთი კითხვა მაქვს და ვინაიდან ამ თემასთან არის დაკავშირებული აქ დავწერ,
შეკითხვა ძალიან ზოგადია მაგრამ ვისაც რამე გაეგება იქნებ მიპასუხოს cry.gif

მაინტერესებს რა სიხშირით იმართება თბილისში კლასიკური მუსიკის კონცერტები, უფრო კი ის მაინტერესებს სრულდება თუ არა დიდი ნაწარმოებები, მაგალითად ბეთჰოვენის ან ბრამსის სიმფონიები... ალბათ მიხვდით რისი შეკითხვაც მინდა არა?...

და ნუთუ არ არსებობს ქართული მუიკალური საიტი სადაც კლასიკური მუსიკის მოყვარულები შეიკრიბებიან. ყველა ფორუმზე ვნახე პატარ-პატარა "დაჯგუფებები" მაგრამ საიტი კი არაა არსად. sad.gif

Posted by: Scoffer 18 Oct 2008, 00:24
მე კიდევ მაინტერესებს რატომაა მაშიკო-მიუზიქოლოჯის მიერ მითითებული ტელეფონი გათიშული? თუმცა, უფრო მეტად მაინტერესებს ოფიციალურად ვის, სად და როდის შეიძლება მივმართო მოსაწვევებთან დაკავშირებით rolleyes.gif



Posted by: Jazz-GIO-Classic 19 Oct 2008, 23:35
შ ე ს წ ო რ ე ბ ა
თანამედროვე მუსიკის საღამოები
თბილისი 2008

16-31 ოქტომბერი
16/10. 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

პარიზის ანსამბლი Court-Circuit
დირიჟორი ფილიპ იურელი

მესიანი STALAG VIII A


19/10 19.00
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი

ნინო ჟვანია

შტოკჰაუზენი: MONTAG AUS LICHT


22/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

გიორგი მიქაძე
ეკა ვახვახიშვილი
ელენე ქობულაშვილი
ბათიაშვილი-კამერატა

მესიანი: ლაუდები (ინსტრუმენტული თეატრი)

24/10 17.30
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

კონსერვატორიის ახალგაზრდა კომპოზიტორების საღამო
JANIASHVILI - NIKOLADZE

26/10 19.00
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

მარიამ ალექსიძე
ნინო ჟვანია
ნანა ხუბუტია

გელა კანდელაკის
ჩრდილების თეატრი

შტოკჰაუზენს: MUSIKALISCHES OPFER (მულტიმედიური წარმოდგენა 2 მოქმედებად)


28/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

ნანა ხუბუტია

შობის სიმღერები


29/10 20.00
ოპერის წითელი დარბაზი

თბილისი-2007 ეკრანზე

ფორტეპიანო: XX საუკუნე
XX საუკუნე: ფორტეპიანო
(ფილმის პრემიერა)

ჰელიკოპტერი და ბუდრუგანა
(ფილმის პრემიერა)

31/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

მარიკა ასათიანი
ნინო გვეტაძე
ნუცა კასრაძე
ნინო მაისურაძე
ნინო ჟვანია
თამარ ჟვანია
გიორგი სირბილაშვილი
ანი ტაკიძე
ვალერიან შიუკაშვილი

მესიანი: ასიზელის ცხოვრება (ინსტრუმენტული თეატრი)


დასწრება - მოსაწვევებით.
მსურველებმა დარეკეთ 898272048
ისიამოვნეთ
* * *

Posted by: MaShiko-MuSicology 20 Oct 2008, 16:56
Scoffer
იმიტომ, რომ 3 დღით საქართველოში არ იყო, ამიერიდან შეგიძლიათ დარეკოთsmile.gif
* * *
აფიშის საბოლოო ვარიანტი:


26/10 19.00
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი

მარიამ ალექსიძე
ნინო ჟვანია
ნანა ხუბუტია

გელა კანდელაკის
ჩრდილების თეატრი

შტოკჰაუზენს: MUSIKALISCHES OPFER (მულტიმედიური წარმოდგენა 2 მოქმედებად)


28/10 19.00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი

ნანა ხუბუტია

შობის სიმღერები


29/10 20.00
ოპერის წითელი დარბაზი

თბილისი-2007 ეკრანზე

ფორტეპიანო: XX საუკუნე
XX საუკუნე: ფორტეპიანო
(ფილმის პრემიერა)

ჰელიკოპტერი და ბუდრუგანა
(ფილმის პრემიერა)

31/10 19.00
კონსერვატორიის დ ი დ ი დარბაზი

მარიკა ასათიანი
ნინო გვეტაძე
ნუცა კასრაძე
ნინო მაისურაძე
ნინო ჟვანია
თამარ ჟვანია
გიორგი სირბილაშვილი
ანი ტაკიძე
ვალერიან შიუკაშვილი

მესიანი: ასიზელის ცხოვრება (ინსტრუმენტული თეატრი)


* * *
24 ოქტომბერს 17:30-ზე ასევე მცირე დარბაზში კონსერვატორიის სტუდენტი კომპოზიტორების:
გიორგი ჯანიაშვილის, მარიამ ღვინიაშვილის და კოკა ნიკოლაძის კონცერტია

უმოსაწვევებოდsmile.gif


Posted by: Charles IX 23 Oct 2008, 15:43
MaShiko-MuSicology
QUOTE
ამ ორ მესია(ე)ნს შორის განსხვავება არის??
მგონი ვიღაცამ აღიარა რაღაც

კარგად ვერ გაგიგია ჩემი წინა პოსტები... tongue.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 24 Oct 2008, 13:05
Charles IX
QUOTE

კარგად ვერ გაგიგია ჩემი წინა პოსტები... 

ჰოო?smile.gif
ანუ, მესიანს კიდევ არა უშავს, co-ს მუსიკა კი მუსიკა არაა, სწორად გავიგე?
ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც მიხარია
smile.gif

Posted by: loza 3 Nov 2008, 13:34
6 საათზე მცირეში - ცაგარელი-აბულაძე - შოსტაკოვიჩის ალტის და ფ-ნოს სონატა.

Posted by: MementoMori 1 Dec 2008, 17:56
ვინმემ ხომ არ იცით აქ რა კონცერტებია დაგეგმილი საშობაო ფესტივალზე კონსერვატორიაში?
როდის იწყება ზუსტად და ვინ ჩამოდის.

ერთადერთი ვიცი რომ ჩამოვა საშა კორსანტია, უკვე ჩამოსულია ეთერი ანჯაფარიძე და ოდესღაც იგეგმებოდა რომ ამ ფესტივალზე სტუდენტებსაც უნდა დაეკრათ დუეტები მანანასთან ერთად.

მოკლედ თუ ვინმე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის ძალიან დამავალებთ...

Posted by: Starfucker 1 Dec 2008, 19:05
user posted image

Posted by: დათიკო 1 Dec 2008, 21:28
Starfucker
ეს ნამეტანი კლასიკაა biggrin.gif

Posted by: Jazz-GIO-Classic 10 Dec 2008, 19:02
ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ

Posted by: lizi_95 28 Dec 2008, 21:28
მე ვარ ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე და ამ სკოლამ საშობაოდ ძალიან საინტერესო კონცერტების ციკლი ჩაატარა და ევროპული უმაღლესი დონე აჩვენა ! ახლა შობის გამო შეჩერებულია კონცერტები ხოლო 23 იანვარს 7 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში იგეგმება სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტების ციკლის დახურვა - ვარსკვლავი და წარჩინებული მოსწავლეების გალა კონცერტი. თუ გაინტერესებთ ამ სკოლის შესახებ რამე შედით ჩენს გაკეთებულ საიტზე www.music-school.ucoz.com

Posted by: ცოტნე_91 28 Dec 2008, 22:28
Jazz-GIO-Classic
QUOTE
ზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ

მართალი ხარ! yes.gif

lizi_95
ლიზი, შენ რამიშვილი ხომ არ ხარ გვარად შემთხვევით? gigi.gif wink.gif

Posted by: დათიკო 30 Dec 2008, 02:37
lizi_95
ძალიან მალე რადიო მუზაზე (95.9) სტარტს აიღებს რდიო ფესტივალი "ბგერებთან ერთად", სადაც შენი ასაკის მუსიკალური სასწავლებლის მოწაფეები მიიღებენ მონაწილეობას. ალბათ დაგაინტერესებს შენც და შენს თანასკოლელებს.


Posted by: lizi_95 30 Dec 2008, 23:40
ცოტნე მე ლიზი მამრაძე ვარ, ლიზი რამიშვილი ჩელისტია შენ შემთხვევით ცოტნე ცოცხალაშვილი ხომ არ ხარ????? თუ ცოტნე ხარ აუ 18 დეკემბერს დბიუსის რომ უკრავდი კინაღამ მოვიმტვრიე ხელი ტაშის დაკვრით, არაჩვეულებრივად დაუკარი, მართლა არაჩვეულებრივად.. ნინო მამრაძემაც ეგრე თქვა, სენდი და შენ გნახეთ პირველ არხზე, ცუდად ისმოდა თორემ ეჭვი არ მეპარება იქაც არაჩვეულებრივად დაუკრავდით !

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 3 Jan 2009, 01:39
ნუთუ არაფერი არ ხდება ამ საახალწლოდ თბილისში?

Posted by: zgarbi 4 Jan 2009, 19:53
ტრანსლირებაა პირდაპირ ოპერიდან. უსმინეთ ნაბუკო! რადიო მუზა ან დათიკო!

Posted by: დათიკო 24 Jan 2009, 03:37
29 ში ამსტერდამის კონცერტგებაუს საკონცერტო დარბაზში ვაგნერის და შოსტაკოვიჩის შესრულებას ვესწრები bis.gif
Koninklijk Concertgebouworkest presenteert:
serie B-do

Koninklijk Concertgebouworkest
Mariss Jansons, dirigent

Wagner - Ouverture 'Tannhäuser'
Wagner - Siegfried's Rheinfahrt (uit 'Götterdämmerung')
Wagner - Trauermusik beim Tode Siegfrieds (uit 'Götterdämmerung')
Sjostakovitsj - Tiende symfonie in e, op. 93

http://www.concertgebouw.nl/cgb/live/ConcertInfo.jsp?concert_id=17665&kindid=139


Posted by: safrtxobela 17 Mar 2009, 12:23
ნუთუ აღარაა სიახლეეები??????? sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: better late than never 18 Mar 2009, 00:34
კი გახლავთ.

19 მარტს. კონსერვატორიის მცირე დარბაზი.
ქ ა რ თ უ ლ ი მ უ ს ი კ ი ს ს ა ღ ა მ ო.
შესრულდება ცნობილი ქართველი კომპოზიტორებისა და კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტის სტუდენტების ნაწარმოებები.
დასწრება თავსიუფალია.

დასაწყისი. 18:00სთ


Posted by: safrtxobela 18 Mar 2009, 13:07
დასწრება თავისუფალია??????????? smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 19 Mar 2009, 15:42
safrtxobela
QUOTE
დასწრება თავისუფალია???????????




დიიიახ
yes.gif smile.gif

Posted by: safrtxobela 19 Mar 2009, 21:17
უხ რა კარგ დროს დაწერე და მე რა კარგ დროს ვკითხულობ ხო საოცარია sad.gif

Posted by: watch_out_someone_is_in_the_room 22 Mar 2009, 21:40
ტრავიატაზე არ მიხვალთ არავინ?


---------------------------------

Posted by: mari19 28 Mar 2009, 21:27
პრინციპში საინტერესოა ახალგაზრდა მომღერლები იმღერებენ, ალბათ კარგი იქნება

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 30 Mar 2009, 02:06
ჯადოსნურ ფლეიტაზე ვიყავი კონსერვატორიაში,საოპერო სტუდიის დადგმა...


ხალხნო...სირცხვილია რა...მოცარტი არ არის ისკომპოზიტორი,რომლითაც უნდა "ასწავლო" მოსწავლეებს და სტუდენტებს... მწვერვალებს რომ დაიპყრობ,მერე უნდა შეეჭიდო ჯადოსნურ ფლეიტას და თუნდაც მოცარტის კონცერტებს...

ეს რა ისმინა ჩემმა ყურებმა

Posted by: palindromi-x 30 Mar 2009, 13:16
QUOTE
...მოცარტი არ არის ისკომპოზიტორი,რომლითაც უნდა "ასწავლო" მოსწავლეებს და სტუდენტებს

texasuri jleta benzoxerxit
ის, ვინც მოცარტს ვერ მღერის, ვერასოდეს ვერაფერს იმღერებს, გარწმუნებ!

Posted by: Perfect_Circle 1 Apr 2009, 16:26
გამაგებინეთ რა...არვო პარტი მართლა არის 3-ში და 4ში თუ მაგის ნაწარმოებებს უკრავენ

Posted by: დათიკო 1 Apr 2009, 16:57
Perfect_Circle
QUOTE
გამაგებინეთ რა...არვო პარტი მართლა არის 3-ში და 4ში თუ მაგის ნაწარმოებებს უკრავენ

eek.gif

Posted by: Perfect_Circle 1 Apr 2009, 18:53
დათიკო
ხო რავი, დღეს ვნახე აფიშა...მელიქიშვილზე...ღვინის მაღაზია რომ იყო ადრე, იქ smile.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 1 Apr 2009, 21:23
QUOTE
გამაგებინეთ რა...არვო პარტი მართლა არის 3-ში და 4ში თუ მაგის ნაწარმოებებს უკრავენ

ნამდვილად არის, პარტი და მამისაშვილი...

Posted by: დათიკო 1 Apr 2009, 22:10
Perfect_Circle
QUOTE
ხო რავი, დღეს ვნახე აფიშა...მელიქიშვილზე...ღვინის მაღაზია რომ იყო ადრე, იქ

მაგას ვარკვევ ეხლა.
ჯერ მხოლოდ ის ვიცი, რომ იქნება შაბათს. ჯერ არის რაღც ფილმის პრეზენტაცია, შემდეგ მამისაშვილის რაღაც შესრულდება და შემდეგ არვოს ორი ოპუსი. ერთ-ერთი თუ არ ვცდები ტაბულა რასა უნდა იყოს, მეორე არ ვიცი ზუსტად.
სავარაუდოდ ხვალ მეცოდინება ზუსტად და დავპოსტავ.

Posted by: Perfect_Circle 3 Apr 2009, 00:49
ანუ არვო პარტი ჩამოდის მართლა თუ არ?...

Posted by: better late than never 5 Apr 2009, 01:13
ვამართლებ რა ჩემს სახელს ორიოდე სიტყვით; კონცერტები ჩატარდა , ფესტივალზე შესრულდა ორივე კომპოზიტორის ნაწარმოებები. თუმც მათგან მხოლდო ერთი ესწრებოდა კონცერტს. : ნ.მამისაშვილი.

Posted by: დათიკო 5 Apr 2009, 15:10
better late than never
პიარტი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ვერ შეძლო თურმე. მემანიშვილმა გამოაცხადა.


Posted by: begemot77 5 Apr 2009, 15:17
11 აპრილს კონსერვატორიის მცირე დარბაზში 15:00 საათზე გაიმართება კონსერვატორიის მაგისტრანტის რეჯინა მეირაბოვას საფორტეპიანო კონცერტი.
ვინც არ იცის ვინაა ეს ნახეთ
http://www.youtube.com/watch?v=6x_yBqWRHfY
http://www.youtube.com/watch?v=TcfV_GelFGg&feature=channel_page

Posted by: lizi95 5 Apr 2009, 22:08
16ში კონსერვატორიის დიდ დარბაზში 12 წლის პიანისტის ირმა გიგანის სოლო კონცერტი - მოცარტი საფ. კონცერტი #21
(საათი დამავოწყდა, მომიკვდეს თავი biggrin.gif)

Posted by: begemot77 10 Apr 2009, 14:21
ტაკს სამწუხაროდ კონცერტი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო 11 აპრილიდან 21 აპრილს იქნა გადატანილი.


კონსერვატორიის მცირე დარბაზში 15:00 საათზე გაიმართება კონსერვატორიის მაგისტრანტის რეჯინა მეირაბოვას საფორტეპიანო კონცერტი.
ვინც არ იცის ვინაა ეს ნახეთ
http://www.youtube.com/watch?v=6x_yBqWRHfY
http://www.youtube.com/watch?v=TcfV_GelFGg...re=channel_page

შესრულებილი იქნება
1. ფრენკ ბრიჯის
2.პეჩორსკის
3. შჩედრინის
4.ხაცატურიანის
5. პიაცოლას
ნაწარმოებები

Posted by: Charles IX 18 Apr 2009, 18:13
ცოტნე_91
მართალია თემას აფიშა ქვია, მაგრამ მართლა აფიშის ფორმატის არ არის.
სხვა დროს ფოტოები დააპატარავე.

ამჯერად მე დავაპატარავე, შენი დადებული ზეწარი-აფიშა კი წავშალე...

Posted by: ცოტნე_91 19 Apr 2009, 17:58
ხალხო მარშუტკაში რომ ვიჯექი თვალი მოვკარი პატარა აფიშას, რომელზეც იყო ნახსენები იოანეს ვნებანი და რამე ხომ არ იცით ამის შესახებ? user.gif როდის იქნება, სად, ვინ იდირიჟორებს და ა.შ.


?


user.gif

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 20 Apr 2009, 06:08
QUOTE (ცოტნე_91 @ 19 Apr 2009, 17:58 )
ხალხო მარშუტკაში რომ ვიჯექი თვალი მოვკარი პატარა აფიშას, რომელზეც იყო ნახსენები იოანეს ვნებანი და რამე ხომ არ იცით ამის შესახებ? user.gif როდის იქნება, სად, ვინ იდირიჟორებს და ა.შ.


?


user.gif

იყო უკვე. ლუთერანულ ეკლესიაში, და ძალიან კარგი რომ არ დაესწარი. fig.gif საშინელება იყო. არაფპროფესიონალიზმის ტრიუმფი

Posted by: palindromi-x 20 Apr 2009, 19:14
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
საშინელება იყო. არაფპროფესიონალიზმის ტრიუმფი

უფრო ვრცლად?

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 21 Apr 2009, 03:13
QUOTE (palindromi-x @ 20 Apr 2009, 19:14 )
texasuri jleta benzoxerxit
QUOTE
საშინელება იყო. არაფპროფესიონალიზმის ტრიუმფი

უფრო ვრცლად?

ევანგელისტი-საშინელება(ამბობენ გაციებული იყოო)
სოლისტებიც უსახური ყოვლად.
გუნდი სუბნორმალური.ტუმცა ბანები/ბარიტონები არ ვარგოდნენ.
ორკესტრი კოშმარი.
უზარმაზარი პაუზები ნაწარმოებში.არაადექვატური კუპიურა...

მეზიზღება ეს არაპროფესიონაიზმი და პოლუფაბრიკატებიტ დაკმაყოფილება! ამხელა ნაწარმოებს თუ ეEჭიდები,კეთილი ინებე და ბოლომდე დაიხარჯე რა! ან ნუ გამოაქვთ საერთოდ

Posted by: palindromi-x 21 Apr 2009, 20:52
texasuri jleta benzoxerxit
მადლობა ინფოსთვის, მაგრამ გვარებსაც ხომ არ მოაყოლებდი?

Posted by: tommA 23 Apr 2009, 11:28
user posted image

Posted by: texasuri jleta benzoxerxit 23 Apr 2009, 13:01
QUOTE (palindromi-x @ 21 Apr 2009, 20:52 )
texasuri jleta benzoxerxit
მადლობა ინფოსთვის, მაგრამ გვარებსაც ხომ არ მოაყოლებდი?

არა,გვარებს არ მივაყოლებ.ის ეწიჩესკიხ სოობრაჟენიი boli.gif

Posted by: lizi95 23 Apr 2009, 15:30
24ში 16 საათზე ოპერის წითელ დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახ. #1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი, მიძღვილი საანსამბლო ჟანმრების განვითარებისადმი

Posted by: Rabbit 25 Apr 2009, 22:36
დღეს ვიყავი ვახტანგ კოდანაშვილის კონცერტზე
ლექსო თორაძის სტუდიის წევრია და არაჩვეულებრივი პიანისტი

როგორც ვიცი, აფიშა მომავალს ეხება და არა წარსულს, "ვიყავი" კი წარსული დროა...

Posted by: MaShiko-MuSicology 21 May 2009, 14:26
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
მცირე დარბაზი
23 მაისი 2009
19 საათი

მომლოცველობა რიჰარდ ვაგნერთან

პერფორმანსი

ეძღვნება ვაგნერის დაბადებიდან 196 წელს

მონაწილეობენ:

თამარ ბერაია
ბესო კალანდაძე
ანა კვასხვაძე
მარიამ ზურაბიშვილი
ეკა გოგოლიძე
ნათია ქავთარაძე

დასწრება თავისუფალიაsmile.gif

Posted by: safrtxobela 22 May 2009, 09:51
MaShiko-MuSicology

იცი რა მაინტერესებს? მონაწილეები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავენ ხო აშკარად... და კონსერვატორიის სტუდენტები არია, მოსწავლეები ტუ... ა.შ.

Posted by: MaShiko-MuSicology 22 May 2009, 10:36
safrtxobela
QUOTE
მონაწილეები სხვადასხვა ინსტრუმენტებზე უკრავენ ხო აშკარად.

არა, სამწუხაროდ, მხოლოდ ვოკალისტები და პიანისტები არიან...
QUOTE
კონსერვატორიის სტუდენტები

ნამდვილად
smile.gif

Posted by: safrtxobela 22 May 2009, 23:27
MaShiko-MuSicology
QUOTE
არა, სამწუხაროდ, მხოლოდ ვოკალისტები და პიანისტები არიან...



ნამდვილად სამწუხაროა :შ

Posted by: lizi95 26 Jun 2009, 13:58
დღეს 19.30 -ზე საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა სახლი) გაიმრთება ზ. ფალიაშვილის სახ.#1 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა კონცერტი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დირიჟორი- დამსახურებული საზ. მოღვაწე რევაზ ტაკიძე
მონაწილეობენ: გიორგი შიოლაშვილი, ნინო კუპრეიშვილი, მარიამ მაჩაიძე, ლიზი რამიშვილი, თეონა ყაზიშვილი და ლექსო პირმისაშვილი

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Oct 2009, 21:40
თბილისი 2009 - თანამედროვე მუსიკის საღამოები

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი
12 ოქტომბერი 17.00

"სირინქსი"
ეძღვნება გოგი ალექსიძის ხსოვნას

გალაკტიონის პოეზია

გუსტავ მალერი, კლოდ დებიუსი, ალბან ბერგი
მულტიმედიური წარმოდგენა

თბილისის კამერული ბალეტი .
ბილეთები იყიდება


23 ოქტომბერი 19.30
მუსიკალური ცენტრი

სონატები და ინტერლუდიები
ფორტეპიანო / პრეპარირებული ფორტეპიანო
ინსტრუმენტული თეატრი

გიორგი ცაგარელი, მეგი ჩიხრაძე, თამარ გიორგაძე, ნუცა კასრაძე, გიორგი სირბილაშვილი, ანი ტაკიძე


რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი
24 ოქტომბერი 19.30

ნანა ხუბუტიას შემოქმედებითი სახელოსნო.
XX საუკუნე
იოჰან სებასტიან ბახის ქორალებიდან იანის ქსენაკისამდე
ინსტრუმენტული თეატრი 2 მოქმედებად

ვალერიან შიუკაშვილი, გიორგი სირბილაშვილი, ნინო ჟვანია

დანარჩენი საღამოების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით
smile.gif





Posted by: inana 12 Oct 2009, 11:36
MaShiko-MuSicology
ე ბიჭო, თუ ასეთ ინფორმაციას ფლობთ, ცოტა ადრე გაგვაგებინეთ, რა იქნება.
QUOTE
გუსტავ მალერი, კლოდ დებიუსი, ალბან ბერგი

მაინტერესებს, მაგრამ დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა.

Posted by: MaShiko-MuSicology 15 Oct 2009, 22:06
QUOTE
ე ბიჭო, თუ ასეთ ინფორმაციას ფლობთ, ცოტა ადრე გაგვაგებინეთ, რა იქნება. QUOTE გუსტავ მალერი, კლოდ დებიუსი, ალბან ბერგი

მაინტერესებს, მაგრამ დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა.


სამწუხაროდ, მეც გვიან მივიღე განრიგი...
საბედნიეროდ შეიძლება ეს საღამო 26-ში გამეორდეს, თუ ასე მოხდა, აუცილებლად გაგაგებინებთ ცოტა ადრე.

ახლა კი დანარჩენი საღამოების შესახებ:
25 ოქტომბერი19.30
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი
ნანა ხუბუტიას შემოქმედებითი სახელოსნო

ასიზელის ცხოვრება

გიიომ დე მაშოდან ოლივიე მესიანამდე
ინსტრუმენტული თეატრი 2 მოქმედებად

2 ნოემბერი 19.30
რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი
ჩემი ბებია
ჯონ კეიჯი და სხვები

მუნჯი კინოს შედევრი 80 წლისაა

ფილმის დაგვიანებული პრემიერა/ ჩრდილების ოპერა/ ჩრდილების ჯაზ რევიუ
მულტიმედიური წარმოდგენა 2 მოქმედებად

ნუცა კასრაძე
ნინო ჟვანიას შემოქმედებითი სახელოსნო
თამარ გიორგაძე
გელა კანდელაკის ჩრდილების თეატრი


Posted by: Rabbit 20 Oct 2009, 15:08
ვინმე ხომ ვერ მეტყვით დღეს ფილარმონიაში 3 ტენორის კონცერტი რომელ საათზეა?

Posted by: Me_Da_Chemi_Maimuni 13 Jan 2010, 11:13
http://picturepush.com/public/2766335

Posted by: Charles IX 13 Jan 2010, 13:15
Me_Da_Chemi_Maimuni
და კლასიკური მუსიკა რა შუაშია?

Posted by: Lotosi 28 Jan 2010, 23:26
ოპერის ორკესტრის კონცერტი ესპანელის დირიჟორობით სად და როდის ტარდება ხომ არ იცით?
* * *
http://opera.ge/geo/viewevent.php?id=935&eventdate=2010-02-01&option=singleview


01 თებერვალი, 2010 - 19:45
ჯუზეპე ვერდი - რეკვიემი
შესრულდება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
შეიძინეთ ბილეთები დაჯავშნეთ ადგილი


დირიჟორი
მარიანო რივასი
მონაწილეობენ
მარიამ ქობალიანი, ელენა პუტილოვა, არმაზ დარაშვილი, ლეგი იმედაშვილი

Posted by: Rabbit 11 Mar 2010, 13:35
ვინმე ხომ ვერ მეტყვით, უახლოეს დღეებში ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში რაიმე კონცერტი თუ იგეგმება?

Posted by: srt-8 25 Mar 2010, 09:48
გუშინ დებ სულხანიშვილებს სოლო კონცერტი ქონდათ

მაგრა დაუკრეს


bis.gif bis.gif

Posted by: Rabbit 1 Apr 2010, 12:50
7 აპრილს ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე"-ს ფარგლებში კონსერვატორიის დიდ დარბაზში ტარდება მარინე იაშვილის კონცერტი.

წეღან დავრეკე კონსერვატორიის სალაროში და ესე მითხრეს მაგ კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით არისო, რა არი ეს, რა წესია ვერ გავიგე, ბოლოს და ბოლოს საპატრიარქო ატარებს, სირცხვილი არ არის ესეთი "კლანურობა" რომ მხოლოდ იმას აძლევენ მოსაწვევს, ვისაც თითონ უნდათ? spy.gif mad.gif

Posted by: Charles IX 6 Apr 2010, 03:37
თანამედროვე მუსიკის კონცერტი პრეს-არტის ფესტივალ კონვერგენცია 2010-ს ფარგლებში.

9 აპრილი, მუსიკომედიის თეატრი. დასაწყისი 20 სთ.

პროგრამა:
Alexander von Zemlinsky (1871-1942): 6 Lieder after Maeterlink op. 13 (1913/21)
*Aram Hovhannisyan (*1984): Epistles (2010)
*Reso Kiknadze (*1960): lirech’al (2009)

Gustav Mahler (1860-1911): Adagietto from the 5th Symphony (1904)
*Elmir Mirzoev (*1970): Die Flucht aus der Zeit (2009)
*Stefan Wirth (*1975): von Enden fern (2010)
Matthias Arter (*1964): Epilog (2009, world premiere)

soloists: æquatuor
Sylvia Nopper, soprano
Matthias Arter, oboe
Tobias Moster, cello
Artur Avanesov, piano
and: Boris Previsic, flute
National Symphony Orchestra of Georgia
conductor: Ruben Asatryan

როგორც კონცერტის ერთერთმა მონაწილემ რეზო კიკნაძემ მითხრა, დასწრება უფასოა

Posted by: the_lizard_king 24 Apr 2010, 22:18
კონსერვატორიის დარბაზში რაღაც ფესტივალია? ახლა იყო რეკლამა და ბოლოში მივუსწარი, იქნებ ვინმემ ჩამოწეროს, რომელ დღეს რა არის??

Posted by: Free as a Bird 29 Apr 2010, 15:12
ნიკა მემანიშვილი ატარებს მაისში ფესტივალს. იქნებ დაწვრილებით იცოდეს ვინმემ??

ძალიან მაინტერესეეებს smile.gif)

Posted by: ramshus 4 May 2010, 13:32
ხო მეც მაინტერესებს რეკლამას მოვკარი თვალი და ნერწყვები წამომივიდა მოცარტიო ისაო ესაო დაწერეთ რა ვინც იცით biggrin.gif

Posted by: ramshus 14 May 2010, 22:50
მუსიკალურ ცენტრშია (ადრე რკინიგზის სახლი რომ ერქვა). მეტი ვერ გავარკვია ჯერ ვერაფერი.

Posted by: kakuka 25 Jun 2010, 15:31
აუფ.... ვსიო, სეზონი დაიხურა არა? ამ თვეში არაფერია ამ სფეროში?

Posted by: MaShiko-MuSicology 25 Sep 2010, 18:24
QUOTE
აუფ.... ვსიო, სეზონი დაიხურა არა? ამ თვეში არაფერია ამ სფეროში?


კიsmile.gif

თანამედროვე მუსიკის საღამოები დაიწყო

იხილეთ განრიგი
http://www.link.ge/file/336698/ganrigi.pdf.html

რუსთაველის თეატრის კარებთან მოსაწვევები რიგდება, თუ არ ვცდები

Posted by: MaShiko-MuSicology 15 Nov 2010, 19:28
ისევ მე ვარsmile.gif

„თბილისის კონცერტინო“ მართავს კონცერტს 2010 წლის 18 ნოემბერს, ხუთშაბათს, 19 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში. (გრიბოედოვის 8)

პროგრამა:

იოჰან სებასტიან ბახი - 3 კონტრაპუნქტი ფუგის ხელოვნებიდან

ანტონიო ვივალდი - In furore მოტეტი

ანტონინ დვორჟაკი – სერენადა სიმებიანი ორკესტრისათვის მი მაჟორი, თხზ. 22

დირიჟორი – გიორგი შილაკაძე
სოლისტი – ნინო ჩაჩუა (სოპრანო)

დასაწყისი 19 საათზე

ბილეთების ფასი - 3 ლარი, სტუდენტებისთვის - 1 ლარი

Posted by: ნინა 18 Nov 2010, 13:52
პარასკევს, 19 ნოემბერს, 19,30 ეროვნული მუსიკალური ცენტრის დარბაზში არის ქართელ კომპოზიტორთა მუსიკის კონცერტი.
მათ შორის ჩემი საორკესტრო ნაწარმოებიც "სალამი, სევდავ!"
დასწრება უფასოა...


Posted by: Utopian 15 Dec 2010, 12:33
კონსერვატორიის აფიშა დადეთ ხოლმე რაა ვისაც ხელი მიგიწვდებათ user.gif

Posted by: Miss Chocolate 15 Dec 2010, 19:35
Utopian
აქაც შენ დამხვდი? biggrin.gif

Posted by: Utopian 15 Dec 2010, 20:58
Miss Chocolate

biggrin.gif ყველგან ვარ ხომ ხედავ

Posted by: MaShiko-MuSicology 23 Dec 2010, 22:09
26 დეკემბერს, კვირას, 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული ორკესტრი ”თბილისის კონცერტინო” 2010 წლის ბოლო კონცერტს მართავს და ჯოაკინო როსინის ”მცირე საზეიმო მესას” ასრულებს.


მონაწილეობენ:

კამერული გუნდი (ხელ-ლი ავთანდილ ჩხენკელი)
ორგანი - გიორგი შილაკაძე
ფორტეპიანო -ელენე კორკოტაშვილი
სოლისტები:
ირინა თაბორიძე - სოპრანო
ნინო დოლენჯაშვილი - მეცო სოპრანო
თამაზ საგინაძე - ტენორი
ლეგი იმედაშვილი - ბანი
კამერული ორკესტრი თბილისის კონცერტინო
დირიჟორი: შავლეგ შილაკაძე

დასაწყისი 19:00

Posted by: Mesaflave 5 Feb 2011, 02:01
ევგენი კისინის თემა არაა აქ?

ხვალ (ტოესწ უკვე დღეს) კონცერტი აქვს მიუნხენში, მხოლოდ ლისტს დაუკრავს.

ხოდა ამ კონცერტზე მივდივართქო რა biggrin.gif მერე რა რომ ვმარიაჟობ, მიხარია რა biggrin.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 17 Feb 2011, 19:50
21 თებერვალს 18 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება კომპოზიტორისა და დირიჟორის შავლეგ შილაკაძის საავტორო კონცერტი. პროგრამაშია კომპოზიტორის ოთხი ნაწარმოების პრემიერა.

მონაწილეობენ:

სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი:
კონსტანტინე ვარდელი
თამაზ ბათიაშვილი
ნოდარ ჟვანია
ოთარ ჩუბინიშვილი

გიორგი სირბილაშვილი (ფორტეპიანო)

ირინა თაბორიძე (სოპრანო)

გარი ანტონიანი (საყვირი)

სიმებიანი კვარტეტი:
ლ. მჭედლიძე
თ. ბულია
ზ. თორაძე
გ. ჯორჯაძე

კამერული პრკესტრი "თბილისის კონცერტინო"
დირიჟორი: გ. შილაკაძე

პროგრამაშია:

საფორტეპიანო სონატა
"საგალობელი" 41–ე ფსალმუნის ტექსტზე სოპრანოსა და სიმებიანი კვარტეტისათვის
"კაპრიჩო" სიმებიანი კვარტეტისათვის
კონცერტი საყვირისა და კამერული ორკესტრისათვის

დასწრება თავისუფალია

Posted by: unknown lady 31 Mar 2011, 10:55
ძალიან მინდა რომანტიკული მუსიკის კონცერტზე

შუმანის კარნავალს სიამოვნებით მოვუსმენდი user.gif

აქ დავწეროთ ხოლმე თუნდაც რიგითი სტუდენტების მიერ ჩატარებული კონცერტები კონსერვატორიაში

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Apr 2011, 19:30
„თბილისის კონცერტინო“ მართავს კონცერტს 2011 წლის 14 აპრილს, ხუთშაბათს, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში. (დავით აღმაშენებლის გამზ. 127)

პროგრამა:

ბრამსი – სიმებიანი კვინტეტი სოლ მაჟორი, თხზ.111 (საორკესტრო ვერსია)

ბერგი – სამი სიმღერა

ბარტოკი – მუსიკა სიმებიანი საკრავების, დასარტყმელებისა და ჩელესტასთვის
(პირველი შესრულება საქართველოში)

დირიჟორი – გიორგი შილაკაძე
სოლისტი – ნინო ჩაჩუა (სოპრანო)

დასაწყისი 19:30 საათზე

შესვლა თავისუფალია

www.concertino.ge


* * * * *

Dear friends,

We have the pleasure to inform you that on Thursday, April 14th, 2011, at 7:30 p.m. a “Concertino Tbilissi” concert will take place in the Georgian National
Music Centre (127, David Agmashenebeli ave.).

Program:

Brahms – String Quintet in G major, op.111 (version for orchestra)

Berg – Three songs

Bartók – Music for Strings, Percussion and Celesta
(first performance in Georgia)

Conductor – George Shilakadze
Soloist – Nino Chachua (soprano)

free entrance

www.concertino.ge

Posted by: latifaunavti 28 Jul 2011, 10:40
რამე არ ხდება ზაფხულში ოპერაში?

Posted by: Charles IX 28 Jul 2011, 18:35
latifaunavti
QUOTE
რამე არ ხდება ზაფხულში ოპერაში?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ზაფხულში კი არა, 2 წელია ოპერაში არაფერი ხდება... sad.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 26 Sep 2011, 20:54
QUOTE
latifaunavti
QUOTE
რამე არ ხდება ზაფხულში ოპერაში?

   
ზაფხულში კი არა, 2 წელია ოპერაში არაფერი ხდება...



აბესალომია კონსერვატორიაში და კიდევ რაღაც, დღეს მოვკარი თვალი..


* * *
აჰა, ნაბუქო ყოფილა.

http://www.conservatoire.edu.ge/index.php?pgS=4&Id_pg=02&id_corep=0&corep=b
* * *
აჰა, ნაბუქო ყოფილა.

http://www.conservatoire.edu.ge/index.php?pgS=4&Id_pg=02&id_corep=0&corep=b

Posted by: unknown lady 11 Nov 2011, 09:31
ვინ მოდიხართ ლექსო თორაძის კონცერტზე?


მე მივდივარ და ვეღარ ვითმენ, რას დაუკრავს

ბისზე რას დაუკრავს biggrin.gif

მესიზმრება, უკვე ბევრჯერ მოვუსმინე ძილში
თან დამესიზმრა ბისზე სკარლატის არიას უკრავდა

მჯერა სიზმრების ახდენის biggrin.gif

Posted by: marinajanjgava 19 Nov 2011, 14:15
გიწვევთ!!!
რადიოფესტივალი “ბგერებთან ერთად 2011“ გამარჯვებულთა დამონაწილეთა დაჯილდოებაზე
მისამართი ბარნოვის 54 მ-ე2 სამუსიკო სასწავლებელი (ყოფილი მე- 9)


25 ნოემბერი 17 საათი
აგრეთვე იქნება ნინო ჯანჯღავას ახალი წიგნის "ვენის კლასიკოსები" ს პრეზენტაცია
მობრძანდით!

Posted by: anano21 19 Nov 2011, 14:21
ვინაა ლექსო თორაძე????????????????

Posted by: marinajanjgava 19 Nov 2011, 19:15
anano21
QUOTE
ვინაა ლექსო თორაძე????????????????

http://www.youtube.com/watch?v=oOOCs5896dY&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=VjJQovEQSxM
http://www.youtube.com/watch?v=QC45mdf8PRI&feature=related

Posted by: unknown lady 28 Nov 2011, 16:24
ხვალ კონცერტია რა მაგარია chups.gif

Posted by: inana 4 Jan 2012, 10:38
marinajanjgava
ნინოს წიგნის ,,ვენის კლასიკოსები'' პრეზენტაცია გამომპარვია. user.gif

Posted by: Walkman123 1 Apr 2012, 15:32
ჰაიდნის შვიდ უკანასკნელ სიტყვაზე თუ გეგმავს წასვლას ვინმე კონსერვატორიაში?

http://www.conservatoire.edu.ge/index.php?pgS=4&Id_pg=02&id_corep=0&corep=b

ნეტა ღირს წასვლა?

Posted by: georgius_reinhardt 7 Apr 2012, 13:08
კარგი კონცერტი იქნება და ღირს წასვლა.

Posted by: unknown lady 17 May 2012, 21:16
QUOTE
კარგი კონცერტი იქნება და ღირს წასვლა.



იყო უკვე biggrin.gif

Posted by: დათიკო 16 Jul 2012, 23:40
18 ივლისს, 19.30, ევ. მიქელაძის სახ. ეროვნული მუსიკალური ცენტრის დარბაზში გაიმართება "საავტორო სტუდიის" ახალი ალბომის პრეზენტაცია ნინო ჯანჯღავა "ბგერა სივრცე დრო" სადაც შესულია მუსიკა ჯანსუღ კახიძის, სანდრო თომაძის, გიორგი ჟორდანიას, ანა გიგაურის, ლევან გოცირიძის და სხვათა შესრულებით.
პრეზენტაცია გაიმართება საგუნდო მუსიკის კონცერტის შესვენების დროს. ამავე კონცერტზე შესრულდება ნინო ჯანჯღავას საგუნდო ნაწარმოები "წითელი და ყვითელი", აღმოსავლური პოეზიის მოტივებზე (პრემიერა). ნაწარმოები დაჯილოვებულია კულტურის სამინისტროს მიერ, როგორც საუკეთესო საგუნდო ნაწარმოები. გთხოვთ მობრძანდეთ.

Posted by: gogoshvili94 24 Aug 2012, 20:56
eek.gif user posted image
ვისაც წასვლა გინდათ იქნებ გაიგოთ რა ეღირება? სავარაუდოდ 50 ლარი უნდა ღირდეს. ძალიან მინდა წასვლა, უბრალოდ თუ ძვირი იქნება ვერ ვეღირსები. cry.gif ჩორტ ზნაეტ კიდევ როდის ჩამოვა კისინი ან ამ დონის პიანისტი.

Posted by: maestro1 24 Aug 2012, 23:27
15, 25, 45, 55, 75 - ლარი ღირს ბილეთები.
დაჯავშნა ამ ნომრებზე - 2 3746 84 და 237 46 95, შაბათ-კვირას ისვენებენ.
თვითონ ფილარმონიაში 15 სექტემბრიდან გაიყიდება ბილეთებიო.

Posted by: weisenhaus 25 Aug 2012, 02:48
იქნება, პრორუსული ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში და დააკლოს ცოტა ბილეთს ფასი. არჩევნებიდან სამ დღეშია კონცერტი. biggrin.gif
უეჭველი არეულობისა და პროვოკაციის მოხდენა უნდა, ერთმორწმუნე როიალი არ ვიცი მე. რომ შეუბერავს შოპენის რევოლუციურ ეტიუდს მერე უკვე გვიანი იქნება, ამიტომ დავირაზმოთ ოკუპანტი პიანისტის წინააღმდეგ და გავმართოთ აქცია. უნიტაზებზე როიალის კლავიშები დავამაგროთ და რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დავაწყოთ. mad.gif


p.s. ისე, არგერიხიც თუ ჩამოვა და მოცარტის ამ სონატას შეასრულებენ, აუცილებლად წავალ:


Posted by: Charles IX 25 Aug 2012, 15:01
თემა უერთდება აფიშას !

Posted by: unknown lady 25 Aug 2012, 23:39
QUOTE
კიდევ როდის ჩამოვა კისინი ან ამ დონის პიანისტი.



ძლივს გვეღირსა რამე კონცერტი, თანაც რამე კი არა კისინის კონცერტი!
მაგრამ კონსერვატორიაში რომ ყოფილიყო არ ჯობდა?
ან მარჯანიშვილზე

ფილარმონიაში ძალიან ცუდი აკუსტიკაა და პიანისტები ხშირად უარს ამბობენ იქ დაკვრაზე
ლექსო თორაძემაც კონსერვატორიაში გადაიტანა (თუმცა ბილეთები ფილარმონიის დარბაზში მქონდა ნაყიდი, მერე გადავცვალე)

მოკლედ რომ ჩამოვა და ნახავს იმ დარბაზს, იქნებ სხვაგან გადატანა მოითხოვოს

Posted by: weisenhaus 26 Aug 2012, 19:40
კისინი ხრენნიკოვის მუსიკით ყოფილა გატაცებული. იმედია, პროგრამაშიც ექნება ტიხონის რამდენიმე ნაწარმოები შეტანილი. smile.gif

Posted by: gogoshvili94 11 Sep 2012, 20:31
ინფო ფბ:
Giorgi Tsiklauri
Programme for Concert in Tbilisi

1) Beethoven: Moonlight Sonata
2) Barber: Sonata
3) Chopin: Nocturne As-Dur op. 32 No. 2
4) Piano Sonata No. 3

---------------------------------------------------

კისინის, თბილისის კონცერტის პროგრამა:

1) ბეთჰოვენი: სონატა N. 14 (Mondschein)
2) ბარბერი: სონატა ფორტეპიანოსათვის
3) შოპენი: ნოქტურნი As-Dur op. 32 No. 2
4) სონატა ფორტეპიანოსათვის No. 3
· May 15, 2011 at 3:03pm

Posted by: Charlotte Casiraghi 12 Sep 2012, 14:13
weisenhaus
QUOTE
ისე, არგერიხიც თუ ჩამოვა და მოცარტის ამ სონატას შეასრულებენ, აუცილებლად წავალ:


თქვენს პირს შაქარი.
წავალ კიარა გავფრინდები..

კისინზეც მინდა წავიდე..

Posted by: unknown lady 3 Oct 2012, 02:31
კისინის კონცერტი გადაიდო

ბილეთი არ მიყიდია, რადგან გადასარევი ინტუიცია მაქვს და ვიცოდი გადაიდებოდა biggrin.gif

ხოდა, ეს კარგი, მაგრამ როდის იქნება ხომ არ იცით ?

Posted by: gogoshvili94 3 Oct 2012, 10:17
unknown lady

როდისთვის გადაიდო არ ვიცით sad.gif

Posted by: unknown lady 3 Oct 2012, 14:02
gogoshvili94
QUOTE
როდისთვის გადაიდო არ ვიცით sad.gif



ხო იავნანას საიტზეც არ წერია :|

Posted by: Charlotte Casiraghi 10 Oct 2012, 13:35
gogoshvili94
unknown lady

ბილეთის საყიდლად რომ მივედი, მითხრეს გაურკვეველი ვადით გადაიდო, სავარაუდოდ დეკემბრისათვისო..

Posted by: unknown lady 10 Oct 2012, 15:18
Charlotte Casiraghi
QUOTE
ბილეთის საყიდლად რომ მივედი, მითხრეს გაურკვეველი ვადით გადაიდო, სავარაუდოდ დეკემბრისათვისო..



ოკ მადლობა

Posted by: Walkman123 13 Oct 2012, 23:33
რამე რომ მოისმინება ისეთი ხდება ამ ქალაქში რამე?

Posted by: Charles IX 14 Oct 2012, 22:48
Walkman123
QUOTE
რამე რომ მოისმინება ისეთი ხდება ამ ქალაქში რამე?

ოპერაში მაკბეტს ასრულებენ - მაკბეტს მ. სააკაშვილი იმღერებს, ლედი მაკბეტს - ჩ. თაქთაქიშვილი, ბანკოს აჩრდილს - ზ. ჟვანიას აჩრდილი, მაკდაფს - ბძ. ივანიშვილი, სამ ალქაჯს - ე.ხერხეულიძე, ბ. ახალაია და ხ. კალმახელიძე.
დირიჟორი ვლადიმერ ხუსეინოვიჩი...
givi.gif

Posted by: unknown lady 15 Oct 2012, 00:29
Charles IX
QUOTE
მაკბეტს მ. სააკაშვილი იმღერებს, ლედი მაკბეტს - ჩ. თაქთაქიშვილი, ბანკოს აჩრდილს - ზ. ჟვანიას აჩრდილი, მაკდაფს - ბძ. ივანიშვილი, სამ ალქაჯს - ე.ხერხეულიძე, ბ. ახალაია და ხ. კალმახელიძე.



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

აბა ვინ მოდიხართ?

Posted by: Charles IX 15 Oct 2012, 03:13
QUOTE
მაკბეტს მ. სააკაშვილი იმღერებს, ლედი მაკბეტს - ჩ. თაქთაქიშვილი, ბანკოს აჩრდილს - ზ. ჟვანიას აჩრდილი, მაკდაფს - ბძ. ივანიშვილი, სამ ალქაჯს - ე.ხერხეულიძე, ბ. ახალაია და ხ. კალმახელიძე.

უი, დამავიწყდა მიწერა, რომ თუ ლედი მაკბეტს ან რომელიმე ალქაჯს რაიმე დაემართება, მათ სოფო შეცვლის...

Posted by: Walkman123 15 Oct 2012, 20:31
QUOTE
ოპერაში მაკბეტს ასრულებენ - მაკბეტს მ. სააკაშვილი იმღერებს, ლედი მაკბეტს - ჩ. თაქთაქიშვილი, ბანკოს აჩრდილს - ზ. ჟვანიას აჩრდილი, მაკდაფს - ბძ. ივანიშვილი, სამ ალქაჯს - ე.ხერხეულიძე, ბ. ახალაია და ხ. კალმახელიძე.
დირიჟორი ვლადიმერ ხუსეინოვიჩი...


ესე იგი ისევ ვერდი

Posted by: Charles IX 17 Oct 2012, 02:26
Walkman123
QUOTE
ესე იგი ისევ ვერდი

აბა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ე.შევარდნაშვილის ოპერა "ნაციონალური ოცნება" არაფრად ვარგა და... biggrin.gif

მოვრჩი გაოფტოპიკებას!

Posted by: Walkman123 19 Oct 2012, 15:04
ჯამბაზები იქნება დიდ დარბაზში. გავრისკო თუ არა არ ვიცი - რაზეც წავედი, ყველა ვინანე :|

Posted by: MaShiko-MuSicology 4 Nov 2012, 21:57
ორშაბათი
19:00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი
გიორგი ბერიაშვილი, სალომე ჯიჯეიშვილი, სალომე ჩიტაია, ანა ქვლივიძე, თინათინ ბახტაძე, ირინა ვაშაკიძე

კ. ა. დებიუსის და ფ.-ბ. მაშის საფორტეპიანო და ელექტრო-აკუსტიკური ნაწარმოები

ინფორმაცია ფ.-ბ. მაშის შესახებ იხ.: http://en.wikipedia.org/wiki/Fran%C3%A7ois-Bernard_M%C3%A2che

Posted by: palindromi-x 5 Nov 2012, 20:36
Walkman123
QUOTE
ჯამბაზები იქნება დიდ დარბაზში. გავრისკო თუ არა არ ვიცი - რაზეც წავედი, ყველა ვინანე :|

რატომ ინანე? ჯამბაზებზე იყავი? ესეც ინანე?

Posted by: MaShiko-MuSicology 24 Nov 2012, 00:01
კვირა
19:00
კონსერვატორიის მცირე დარბაზი CONSERVATOIRE RECITAL HALL
25 ნოემბერი

კლოდ დებიუსი 150

... გარდა ქარისა...

ნანა ხუბუტია
ფორტეპიანო / კონკრეტული მუსიკა.
გვერდი ფეისბუქზე: http://www.facebook.com/events/248884621906712/



ეროვნული მუსიკალური ცენტრი, თბილისის ვ.სრაჯიშვილის სახ. კონსერვატორია და რადიო "მუზა" წარმოგიდგენთ...
National Music Center, Tbilisi V.Sarajshvili State Conservatory and Radio MUZA present...


Claude Debussy 150
John Cage 100

26.11.2012
კონსერვატორია, კამერული დარბაზი

11:00
სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი კ.დებიუსისა და ჯ.კეიჯის შემოქმედებისადმი
კონფერენციის ორგანიზატორები: კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება და სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახური

28.11.2012
კონსერვატორია, კამერული დარბაზი (გრიბოედოვის ქ.8)
19:00

პ.გრინვეის ფილმი: "ჯონ კეიჯი" ციკლიდან "ოთხი ამერიკელი კომპოზიტორი"


29.11.2012
ეროვნული ცენტრი
19.30
კლოდ დებიუსი

1. Le martyre de Saint Sébastien / წმინდა სებასტიანეს მარტვილობა
2. Chansons de Bilitis / ბილიტისის სიმღერები
3. Six épigraphes antiques pour piano à 4 mains / ექვსი ანტიკური ეპიგრაფი

შემსრულებლები
თამარ გიორგაძე, სალომე ჯიქია, თამარ და ნინო ჟვანიები



30.11.2012
ეროვნული ცენტრი
National Music Center
19.30
John Cage / ჯონ კეიჯი

Sonatas and Interludes for prepared piano / სონატები და ინტერლუდიები პრეპარირებული ფორტეპიანოსთვის
(First performance in Georgia / პირველი შესრულება საქართველოში)

სოლისტი / Soloist
ნინო ჟვანია
"მუზა" გთავაზობთ კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას, რომელსაც წარუძღვებიან არჩილ გიორგობიანი და ნინო ტატიშვილი


1.12.2012
ეროვნული ცენტრი
19.30

კლოდ დებიუსი და ჯონ კეიჯი

სონატები, პრელუდიები და ინტერლუდიები

შემსრულებლები:
თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახ. კონსერვატორიის სტუდენტები, ნინო ჟვანიას სახელოსნო
ნ.ბარქაია, თ.ბახტაძე, გ.გაბელაია, შ.ვაშაკაშვილი, მ.ზუბიაშვილი, ნ. კირაკოზოვა, ს.კოჭლამაზაშვილი, მ.მეძმარიაშვილი, გ.მუხადგვერდელი, თ.ნათობიძე, ი.სილაგავა, ს.სიმონია, ვ.ქერდიყოშვილი, გ.ყაჭაშვილი, ა.ჩინჩალაძე, ს.ჩიტაია, გ.ხუციშვილი, ს.ჯიქია, ს.ჯიჯეიშვილი; ასევე ს.ჯიქია და თ.ჟვანია.

26-30 ნოემბერს რადიო "მუზას" კვირის კომპოზიტორები იქნებიან კლოდ დებიუსი და ჯონ კეიჯი. გადაცემებს წაიყვანს ნინო ტატიშვილი.

გვერდი ფეისბუქზე: http://www.facebook.com/events/388217121253636/

Posted by: unknown lady 14 Jan 2013, 02:28
კისინი რომ უნდა ჩამოეყვანა იავნანას საბოლოოდ ჩაიშალა?

Posted by: lyonelbohort 21 Feb 2013, 19:38
2013 celi richard wagneris saiubileo celicadia. am tarigtad dakavshirebit pianisti elisso assatiani ama clis 22 tebervals gamartavs literaturul-musikalur sagamos “sitkva da bgera”, sadac shesrulebuli ikneba e.c. “axali romantiuli skolis” udides carmomadgenelta hector berliozis, franz lisztisa da tavad richard wagneris nacarmoebebi. garda amisa mokled ikneba mimokhiluli wagneris epoka da is movlenebi, romlebic mastan pirdapir tu arapirdapir iko dakavshirebuli. aseve ikneba carmodgenili elisso assatianis targmanebi im leksebisa, romlebzec shekmnilia berliozis vokaluri cikli “zapkhulis gameebi” (avtori théophile gauthier) da wagneris xuti simgera misi udidesi sikvarulis – mathilde wesendonckis – textebze.

dasackisi 19 saatze tbc bankis sakonzerto/sagamopeno darbazshi marjanishvilis teatris pirdapir.

Posted by: Strolling Refugee 21 Feb 2013, 19:49
lyonelbohort

ლინკი არის სადმე ?


ბილეთის ფასი რა არის

Posted by: lyonelbohort 21 Feb 2013, 21:20
@ Strolling Refugee

https://www.facebook.com/photo.php?fbid=4548646110470&set=a.4548641950366.2148588.1120842910&type=1&theater

ბილეთები არაა, მოსაწვევებითაა, მაგრამ ისეც შეიძლება შესვლა. ძალიან საინტერესო მუსიკოსი და ადამიანია smile.gif)

Posted by: Strolling Refugee 21 Feb 2013, 21:38
lyonelbohort


მადლობა smile.gif

Posted by: Killuminater 19 Mar 2013, 01:20
მოცარტის შემოქმედებას არსად არ უკრავენ ისე, რომ მოგეწონოს ?

Posted by: ირაკლო 15 Jun 2013, 10:21
გუშინ ტელევიზორში ყური მოვკარი სადღაც სტრავინსკის "ფასკუნჯს" შეასრულებენო მარა როდის და სად ვერ გავიგე და თქვენ ხო არ იცით? user.gif

Posted by: დათიკო 19 Oct 2013, 18:21
20 ოქტომბერს 18 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში შედგება კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი. კონკურსანტებს გადაეცემათ პრიზები, ხოლო ლაურეატები კონცერტზე წარმოადგენენ საუკეთესო ნაწარმოებებს.

დასწრება თავისუფალია.

პროგრამა:
გიიორგი ყველიაშვილი
ჰეიტორ ვილა ლობოსი - გიტარის კონცერტი II და III ნაწილი.
გიორგი კუზანაშვილი
ნ. ჯანჯღავა ''სარკე", ფერნანდო სორი "ვარიაციები მოცარტის თემაზე"
ალექსანდრე თიბელიშვილი
მაურო ჯულიანი "დიდი უვერტიურა", ფრანსისკო ტარეგა " მოგონებანი ალჰამბრაზე"
თამარ ასანიძე
მაურო ჯულიანი - გიტარის კონცერტი II და III ნაწილი, ასტორ პიაცოლა "აცენტუადო".

https://www.facebook.com/events/464836086966779/?source=1

Posted by: LanceInMyPants 10 Jun 2014, 20:59
http://www.interpressnews.ge/ge/kultura/285559-festivali-qchelos-sezoniq-14-ivniss-ishtvan-vardais-umaspindzlebs.html

არავინ იცის ზუსტი ინფო?
ბილეთები რა ღირს და ა.შ?

Posted by: მარუბა 24 Oct 2016, 15:58
მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილთან, 27 ოქტომბერს (ხუთშაბათს) თბილისში, ღია შეხვედრა.

user posted image


user posted image

დეტალები - https://www.facebook.com/events/246634905739539/

Posted by: nutsiko 8 Dec 2018, 15:56
კონსერვატორიის დიდ დარბაზში იმართება ხოლმე ორღანის კონცერტები უცხოელთა შესრულებით.
თვალყური ადევნეთ მათ გვერდს.
ასევე, ფოლკლორის საღამოები იყო, რაც მომეწონა და გირჩევთ, ვისაც გაინტერესებთ რეგიონული შემსრულებლების მოსმენა.
წლის აღმოჩენაა ჩემთვის ეს ადგილი.
ყველას ვურჩევდი, ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)