იმ ამონარიდს, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი დატოლებები გამოიწვია, აბზაცით ადრე წამძღვარებული აქვს ტერმინის "მკვიდრი მოსახლეობის" გაღლიტური განმარტება:
სესხის გამცემისთვის ტერმინი „მკვიდრი მოსახლეობა“ გამოიყენება ტექნიკური
გაგებით, ეროვნული ერთობლიობის დომინანტური ჯგუფებში განცალკევებული
უმცირესობის სოცილურ და კულტურულ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც
სხვადასხვა ხარისხით არიან შემდეგი მახასიათებლების მატარებლები:
• მახასიათებელი 1: თვითიდენტიფიკაცია განსხვავებული ადგილობრივი
კულტურული ჯგუფის წევრებად და ასეთი იდენტიფიკაციის ცნობა სხვების
მიერ;
• მახასიათებელი 2: კოლექტიური კავშირი გეოგრაფიულად განცალკევებული
დასახლებებთან ან საგვარეულო ტერიტორიებთან პროექტის ფართობზე და
ბუნებრივი რესურსებსადმი ამ დასახლებებსა და ფართობებზე;
• მახასიათებელი 3: დამახასიათებელი კულტურული, ეკონომიკური,
სოციალური ან პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც განცალკევებულნი
არიან დომინანტური საზოგადოებისა და კულტურის იგივე
ინსტიტუტებისაგან;
• მახასიათებელი 4: წარმომავლობა მოსახლეობისაგან რომელიც
ტრადიციულად მისდევდა ნატურალურ (და ხშირად მომთაბარე/პირუტყვის
გადადენა) მეურნეობას და რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა საკუთრივ
თავიანთი ჩვევებით ან ტრადიციებით ან განსაკუთრებული კანონებით ან
რეგულაციებით;
• მახასიათებელი 5: ცალკე ენა ან დიალექტი, ხშირად განსხვავებული ქვეყნის ან
რეგიონის ოფიციალური ენისაგან ან დიალექტისაგან. "
ახლა ავყვეთ მუხლობრივად:
• მახასიათებელი 1: თვითიდენტიფიკაცია განსხვავებული ადგილობრივი
კულტურული ჯგუფის წევრებად და ასეთი იდენტიფიკაციის ცნობა სხვების
მიერ;
- მიუხედავად იმისა, რომ სვანებთან საერთო ძირი გვაქვს, ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარე კულტურული დიფერეცირება რომ არ დაინახო, უბრალოდ ბრმა უნდა იყო! ენაზე ჯერ არაფერს არ ვიტყვი და მხოლოდ კულტურით შემოვიფარგლოთ - სვანური ცეკვა, რომლის ყურებაც ბევრს ძალიან გვიყვარს და ცქერით ვერა ვძღებით, რომელიმე სხვა ქართულს ჰგავს? ან მათი სიმღერა, მიუხედავად პოლიფონიურობისა? ან მათი სოციალური ჩვევები? ან მათი სამზარეულო? ან მათი ეპოსი და ლეგენდები? ან მათი ნაკეთობანი? ან მათი ტრადიციები? ეს მუხლი 100 %-ით თუ არა, დიდწილად მაინც მიესადაგება სვანებს!
• მახასიათებელი 2: კოლექტიური კავშირი გეოგრაფიულად განცალკევებული
დასახლებებთან ან საგვარეულო ტერიტორიებთან პროექტის ფართობზე და
ბუნებრივი რესურსებსადმი ამ დასახლებებსა და ფართობებზე;
- ანუ, აქ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის არსებული ტერიტორია ტრადიციულად წარმოადგენს სათემო თუ საგვარეულო საკუთრებას - აქ ვინმესთვის რაიმე გაურკვევია? 100 %-იანი თანხვედრაა!
• მახასიათებელი 3: დამახასიათებელი კულტურული, ეკონომიკური,
სოციალური ან პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც განცალკევებულნი
არიან დომინანტური საზოგადოებისა და კულტურის იგივე
ინსტიტუტებისაგან;
- ამ მუხლიდან უპირობოდ გამოსაყოფია სოციალური ინსტიტუცია, აგრერიგად რომ ქილიკისა და ზოგჯერ ჯუჯღუნის თემად არის ქცეული დანარჩენ საქართველოში - ამ თავისებურებათა გამოა, რომ სვანებს გამოვარჩევთ, თორემ გარეგნობით სვანს ვერ გამოარჩევ, თუ არ გააბრაზე... აქ ნაწილობრივი თანხვედრაა...
• მახასიათებელი 4: წარმომავლობა მოსახლეობისაგან რომელიც
ტრადიციულად მისდევდა ნატურალურ (და ხშირად მომთაბარე/პირუტყვის
გადადენა) მეურნეობას და რომელთა სტატუსიც რეგულირდებოდა საკუთრივ
თავიანთი ჩვევებით ან ტრადიციებით ან განსაკუთრებული კანონებით ან
რეგულაციებით;
- აქ რაიმე კითხვა აქვს ვინმეს? 100 %-იანია!
• მახასიათებელი 5: ცალკე ენა ან დიალექტი, ხშირად განსხვავებული ქვეყნის ან
რეგიონის ოფიციალური ენისაგან ან დიალექტისაგან.
- ის, რომ მეცნიერები ბოლომდე ვერ შეჯერებულან, სვანური ენა ენაა, თუ დიალექტი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არც ენაა და არც დიალექტი, ხომა? ჰოდა, აქაც 100 %!
ახლა, ამ ღლეტურების წინაპირობას ჩავუკვირდეთ:
"სესხის გამცემისთვის ტერმინი „მკვიდრი მოსახლეობა“ გამოიყენება ტექნიკური
გაგებით, ეროვნული ერთობლიობის დომინანტური ჯგუფებში განცალკევებული
უმცირესობის სოცილურ და კულტურულ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც
სხვადასხვა ხარისხით არიან შემდეგი მახასიათებლების მატარებლები..."
- ანუ, ხაზს უსვამენ, რომ "სხვადასხვა ხარისხით არიან შემდეგი მახასიათებლების მატარებლები", ხომა?
ჰოდა, სვანების შემთხვევაში თვალსაჩინოა მაღალი ხარისხით მახასიათებლობა და თითქოს უკვე ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, ლოგიკიდან გამომდინარე, მაგრამ!
მაგრამ, მიუხედავად მათი მიერვე დაწესებული კრიტერიუმებისა, შემდეგ აბზაცში შავით თეთრზე წერენ, რომ:
"მიუხედავად იმისა რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი
მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში ზემოქმედების ქვეშ
მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური
ორგანიზაციების დეფინიციას „მკვიდრი მოახლეობის“ შესახებ და შესაბამისად,
კრედიტორების „მკვიდრი მოსახლეობის“ პოლიტიკა არ ამოქმედდება. "
ანუ, სვანები თურმე მხოლოდ "გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს" - ამ დასკვნაში იგნორირებულია 100 %-იანი თანხვედრები რიგ მახასიათებლებთან, ხომა?
და რა გამოდის არა მხოლოდ ამ ექსპერტ-მკვლევართა დასკვნით, არამედ აქაურ ჰესისტთა ჩაბჟირებებით?
რომ, თურმე, რადგანაც სვანებმა ათასწლეულების განმავლობაში იცხოვრეს ამ მიწაზე, განავითარეს უნიკალური კულტურა და დღემდე შემოინახეს, თურმე ზუსტად ამის გამო ჰკარგავენ უფლებას იცხოვრონ იქ, სადაც მათი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ!?!?!?
ანუ, თუკი სვანები იქნებოდნენ პაპუასები, ან ჩუქჩები, ან ცხვირში და კიდევ ხეზ რაში ძვალგაყრილი ტიპები, მაშინ მათ მიწას ვერავინ შეეხებოდა, არა?
This post has been edited by Precursor on 29 Apr 2017, 23:26