"გლეხს რომ მიწას გაუყიდი, ეს არის სამართალი?"
"მამუკამ სალიმს განუცხადა, თუ ეს სიმართლეა, შეგაკვდებიო, მაშინ მაჰერმა მილიონ-ნახევარი დოლარი შესთავაზა, ოღონდ გაჩუმებულიყო"
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანის მოსახლეობა შეშფოთებულია - სოფელში არაბებისთვის საცხოვრებელი სახლები შენდება. ამბობენ, რომ არ დაუშვებენ არაბებისთვის ქართული მიწის მიყიდვას. დეტალების გასარკვევად თელავის მუნიციპალიტეტს ვეწვიეთ. მას რამდენიმე წელია სასამართლო დავა აქვს არაბ ინვესტორთან და 17 ჰექტარი მიწის უკან დაბრუნებას ითხოვს.
თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე. ერთადერთი განაცხადი შემოვიდა, მსურველი მამუკა სესიაშვილი იყო, ამიტომ ვაჭრობა არ გამართულა. 17 ჰექტარი მიწა 17 000 ლარად გაიყიდა. აუქციონს ესწრებოდნენ ქუვეითის მოქალაქე და მისი თანხმლები პირები, ადვოკატები, თარჯიმნები, რადგან აუქციონი საჯარო იყო. რამდენიმე საათში საჯარო რეესტრში ამ მიწის სტატუსი შეიცვალა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად გადაკეთდა და მეორე დღესვე სესიაშვილმა მიწა ქუვეითელ მოქალაქეს გადაუფორმა. ქუვეითელმა მოქალაქემ ჩალის ფასად ჩაიგდო 17 ჰექტარი ხელში და მაშინვე მშენებლობა დაიწყო.
- რა პირობა უნდა შეესრულებინა ამ მოქალაქეს?
- ტურისტული ცენტრი უნდა აეშენებინა, ნაცვლად ამისა, აშენებს პატარ-პატარა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს. მამუკა სესიაშვილმა აღიარა, ეს მიწა იმიტომ ვიყიდე, რომ არაბისთვის მიმეყიდა, მაგრამ ტურიზმის განვითარებაზე იყო საუბარიო. მამუკა მაშინვე დაუპირისპირდა არაბს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც კი საჩივარი შევიტანეთ, იმ მიწებს ყადაღა დაედო, თუმცა არაბებმა გააგრძელეს სახლების აშენება.
ვრცლად
http://www.kvirispalitra.ge/public/28924-t...i-shendeba.htmlბლუმენბახის თეორიები არ დავინახო ამ თემაში .
This post has been edited by ronald_wesley on 29 Apr 2017, 14:24