nigoკარგი , მივყვეთ ლოგიკას , რუსებმა იციან რომ შემთხვევის ადგილი დაიბომბა და განადგურდა იქ ყველაფერი , შესაბამისად შავი ყუთიც უნდა განადგურებულიყო
კერი მივიდა და ეუბნება ჩემი მეგობარი მყავს მოსაძებნი და თუ დამეხმარებიო , სახელიც კი არ უხსენებია მისი, სანამ ევგენიმ მანქანით არ გააპარა აეროპორტიდან
რომ მოკვდა მერე ეკითხება ევგენი ვინ იყოო ეს მაქსი ... ჯარიკაცია თუ ტექნიკოსი თუ სპეცნაზი არც უკითხავს და არც იკვეთება
შავი ყუთის ხსენება არ ყოფილა არსად ... სანამ კერიმ თითონ არ უთხრა ....
_______________________
სულ თავიდან რომ დავიწყოთ :
რუსეთის ინტერესებში შედიოდა მოლაპარაკებები ვერ შემდგარიყო ამერიკასა და თალიბანს შორის
მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი მათთვის სანამ ევგენიმ თავისი ხელით არ გაუგზავნა კერის სამირას სახელი - კომპრომატი გულიამზე
რაც შესანიშნავად გამოიყენა კერიმ , სიტყვები უკან წააღებინა გულიამს , რის შემდეგაც კინაღამ გამოვიდა ყველაფერი , ძალიან ცოტა დააკლდათ - მშვიდობამდე !!!
ეს რა ლოგიკაში ჯდებოდა მაშინ ? არანაირში ..... პირიქით ...
აქ ვიღაცამ დაწერა , აღარ მახსოვს ვინ - მითუმეტეს თუ რუსეთია ამ ყველაფრის უკან , კერის საერთოდ არ უნდა გაკარებოდა სიახლოვეს რომ რუსეთზე ეჭი არავის მიეტანა ... ესეც რა ლოგიკაში ჯდება მაშინ ? x2
იმ ტიპმა ვინც წაართვა ეს შავი ყუთი მაქსს და მისი სხვა ნივთებიც გაყიდა - დარწმუნებული ვარ გარტყმაში არ იყო რა წაართვა ... წავიდა და ტექნიკა ჩააბარა ნაწილების მაღაზიაში , მისთვის აიღო ფული , ჩაიჯიბა და მორჩა ...
ამაზე ყურადღება არც გამახვილებულა .... შესაბამისად თალიბანმაც არც კი იცის რომ იყო შავი ყუთი და ქონდა მაქსს ... და არც ევგენიმ არ იცის არაფერი - ლოგიკურია ...
ევგენის ქონდა/აქვს რაღაც მიზნები , რატომაც სულ უკავშირდება კერის - ჯერ სამირა , მერე ბარში მოაკითხა , მერე წერილი დაუტოვა და მეჩეთთან შეხვდა , მერე კერი მასთან გადიოდა მოტოციკლით ( სახლში რომ მიადგა კერი მე-6 ეპიზოდში ზუსტად იცოდა მისი მისამართი და გზები , ანუ იყო იქ ნამყოფი ადრეც ) , მერე დახმარებაზეც უარი არ უთხრა , აეროპორტიდან წამოიყვანა , მაქსი მოუძებნა , 2000$ გადაიხადა რომ ჯერ ენახა და მერე სად წაიყვანეს გაერკვია
იარაღი მისცა ,რომ გაუჭირდა ,დაპირების მიუხედავად , კი არ წავიდა და დატოვა არამედ პირიქით - ჩააკითხა და სიკვდილისგან ისხნა კიდევ ერთხელ , მაქსი რომ დაასვენეს იმ ქოხში არ მიატოვა , მასთან ერთად სამუდამოდ დარჩენაც შესთავაზა
ბოლომდე არ წავიდა , სპეცნაზის მოსვლამდე კი არა - სანამ არ ავიდოდა თვითმფრინავში მანამდე უყურა .... კერისგან ყურადღების გადასატანად ჰაერშიც გაისროლა როცა დასჭირდა , მეტი რა ქნას ?

Yevgeny being a protective and attentive boyfriend
ანუ არ ზრუნავდა მასზე და კარგად არ ექცეოდაო ვერ ვიტყვით , პირიქით
ფაქტები ესააა და მოტოვიც წესით მალე გამოიკვეთება ....

მთავარი კი ისაა რომ აქამდე ინტერესების გადაკვეთა არ ყოფილა ამათ შორის ამ სეზონში ... აი შავი ყუთის გამოჩენასთან ერთად ეს ჩნდება ... როგორ მოიქცევა ევგენი ? დაიცავს რუსეთი ინტერესებს და გააქრობს/გაანადგურებს / წაართმევს კერის შავ ყუთს ? აუცილებლად

ნუ რომ იპოვიან მაგაში ეჭვიც არ მეპარება