forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (107) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზღვის პროდუქტები, თევზეული, (რვაფეხა,მოლუსკი,თევზი და სხვა )
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

  გამოგზავნილია: 9 Dec 2006, 21:59  #4324445      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
განყოფილების იუზერთა შეგნებული დარღვევების გამო თემას სათაური ეცვლება :-)

ორაგული (1)
© zviangi
ფოლგას გადაუკეცე,გადმოუკეცე გვერდები ისე რომ კონვერტივით გახსნა. ჩადებ შენ სამყოფ სალმონს მოასხავ ზეითუნის ზეთს,მარილი,პილპილი,ნიორი გემოვნებით. 1 ჩ/კ ლიმონი, 1ს/კ ნებისმიერი თეთრი ღვინო და ნებისმიერი სახის ბოსტნეული (ასპარაგას,ბროკოლი,ყვავილოვანი კომბოსტო, ბულგარული ორივე ფერი, თუნდაც გაყინული მიქს ბოსტნეული რომ იყიდება ბარდა,სიმინდი,სტაფილო)ერთი სიტყვით ენის გემოზე რომელიც მოგწონს სალმონთან. ამ ყველაფერს ფოლგაში გადაკეცავ დადებ ჟარუნაზე ღუმელში და ყველაზე დიდი 20 წუთში მზადა.

* * *
ორაგული (2)
© Vika

კარგ ფილეს ვარჩევ, სასურველია კანით. ვრეცხავ, შუშის თავსახურიან ჯამში ვდებ და ბლომად ვაყრი ზღვის მარილს, მთლიანად რომ დაიფაროს ორივე მხრიდან და მაცივარში. ბევრი მარილია, მაგრამ თევზი არ გადამლაშდება. ზღვის მარილი აუცილებელი არაა, მთავარია წვრილი მარილი არ გამოიყენო. ზოგჯერ ვურევ 1 ჯიქა მარილს და 1/3 ჯიქა შაქარს, უფრო პიკანტურ გემოს აძლევს. საღამოს თუ გააკეთე, დილით უკვე მზადაა. ძალიან თხლად ვჭრი. მერე პურზე ან ბუბლიკზე (bagel) ქრიმ-ჩიზ (როგორაა ქართულად плавленый сыр?), თხელი კიტრის ნაჭერი და სალმონი. სუშიშიც მაგარია, თუმცა უმარილო უფრო მომწონს.

* * *
შემწვარი და ჩახოხბილი ორაგული
© DODI:
ორაგული გაწმინდეთ, გარეცხეთ, წაუსვით მარილი, დაჭერით ნაჭრებად და შეწვით.
ძმარში აურიეთ დაკეპილი ხახვი და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ, მერე ჩააწყვეთ შიგ შემწვარი ორაგული და წამოადუღეთ.

This post has been edited by ShadowCat on 10 Dec 2007, 12:04


--------------------
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".

London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!

It's all about music!

არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo:
av86to
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 708
წევრი No.: 22754
რეგისტრ.: 30-August 06

გამოგზავნილია: 9 Dec 2006, 22:45  #4324774      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი გამოგონება არ არის მაგრამ კარგია. ვიღებთ ორაგულს გასუფთავებულს და ვდებთ ფოლგაში. მუცულაში ვულაგებთ თხლად დაჭრილ ლიმონს , ვაყრით პილპილის მარცვლებს და ზედ ვადებთ კარაქის ნაჭრებს. ფოლგას მაგრად გადავახვევთ წვენი რომ არ გადმოვიდეს და ვათავსებთ ღუმელში. ვაფშე გიჟი გამოდის ღუმელიდან, ითხოვს შემჭამეთო და არ აწყენინოთ არავინ. აბა თქვენ იცით .
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 10 Dec 2006, 00:01  #4325298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
კალმახი სიცილიურად
© tata-naka

მოკლედ ყიდულობთ კალმახს, გამოშიგნავთ, თავი არ მოაჭრათ
და უნდა გამოტენოთ ( )შემდეგი ინგრედიენტებით:
ჯერ დებთ თხელ ლიმნის ნაჭრებს, ზემოდან ადებთ როზმარინს, თუ არ გაქვთ დეიკიდეთ,
მერე პომიდვრის თხელ ნაჭრებს, კან და კურკებ გაცლილს
შეგიძლიათ კამაც, მთლიანი ტოტი (მერე გამოიღებთ),
ამ ყველაფერს ზემოდან აწურავთ ლიმნის წვენს და ასხავთ ხარისხიან ზეითუნის ზეთს, მე არარაფინირებული მიყვარს, არომატი უკეთესი აქვს, თანაც ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

შემდეგი ეტაპი:
ტევზს ათავსებთ ფოლგაზე და ზემოდან ამ ფოლგას გადმოკეცავთ და შეკრავთ პირებს როგორც ვარენიკს კრავთ ისე, იღონდ ფოლგა ოდნავ ამოწეული უნდა იყოს ზემოდან რომ ოდნავ ჰაერი დარჩეს.
და გაცხელებულ ღუმელში შეაგდებთ ნახევარი საათით.
ცეცხლი საშუალო.

რომ გამოიღებთ ოდნავ გადააცლიტ კანს, და დანას შეყობთ ხორცსა და ფხებს შორის და მერე კუდში მოკიდებთ ხელს და გამოაცლით ნელ ნელა ფხებს, ტავიც მიყვება

ზალიან გემრიელი და რაც მთავარია, მთელს სახლში მისი არომატი ტრიალებს.

* * *
კამბალა წითელი ღვინის სოუსში
© sharla IX
500 გრ თევზი, 1 ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, 1 თავი ხახვი, 0,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი, ქინძი, ოხრახუში, 1 ც დაფნის ფოთოლი, ნიორი, მარილი – გემოვნებით.
დამუშავებული და გარეცხილი თევზი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში, დავამატოთ ოხრახუში, თავი ხახვი, დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ 1 ჭიქა წითელ ღვინოში გარეული 1 ჭიქა წყალი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ 20-25 წუთი თევზის მზადყოფნამდე.
მოხარშული თევზი გადავიტანოთ ღრმა სინზე, ნახარში ბულიონი გავწუროთ, ჩავასხათ ცალკე ქვაბში და ვადუღოთ 10-15 წუთი, შემდეგ დავამატოთ ნიორთან ერთად დანაყილი ნიგოზი, ვადუღოთ კიდევ ერთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოხარშულ თევზს მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

* * *
შემწვარი თევზი მაიონეზით
© fusfusa

შემწვარი თევზის ფილე დაჭერი მომცრო კუბიკებად, ამავე ზომაზე დაჭერი კარტოფილი და შებრაწე, ასეთივე კუბიკებად დაჭერი მჟავე კიტრი.
შემდეგ ღრმა სასალათეში ჩააწყვე ჯერ კართოფილი და ცოტა მჟავე კიტრი შემდეგ თევზი,რომელსაც მოაყრი ბრტყლად და თხალდ დაჭრილ ხახვს ცოტა ოხრახუშს და ქინძს, შემდეგ სუნელებით შეზავებულ მაიონეზს მოასხამ,სულ ბოლო ფრნას მაიონეზის ზემოდან გაალამაზებ პამიდვრით,ახალი და მჯავე კიტრით და სულ ცოტა კარტოფილით.

This post has been edited by ShadowCat on 9 Nov 2007, 00:06
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 11 Dec 2006, 12:36  #4334139      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
© sharla IX

ზუთხი, სვია ან ორაგული შამფურზე
1 კგ თევზი, 2 თავი ხახვი, 1 ც ლიმონი, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
გასუფთავებული და გარეცხილი თევზის (ზუთხის, სვიის ან ორაგულის) ნაჭრები ჩავალაგოთ ფაიფურის ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ლიმონის პატარა ნაჭრები, კარგად გადავურიოთ, დავახუროთ სახურავი და 1-2 საათით დავდგათ სიცივეში.
თევზის ნაჭრები წამოვაგოთ შამფურზე, დავდოთ მაყალზე და შევწვათ უალო ნაკვერჩხლებზე. შამფურები მუდმივად ვატრიალოთ. შემწვარი თევზი მაგიდასთან მივიტანოთ შამფურზე წამოგებული, ან გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ლიმონის პატარა ნაჭრები.

* * *
თევზეული პო-თაზოიანსკი
© tazo200X

ინგრედიენტები:სკუმბრია ან ორაგული,1 "პაჩკა" ალივკოვი მაიონეზი,სტაფილო,6-7 ცალი კარტოფილი,5 კვერცხი,ხმელი სუნელი,მწვანილი.
ვხარშავთ თევზს და ვათავისუფლებთ ძვლებისგან.ასევე ვხარშავთ კარტოფილს და სტაფილოსაც.შესაბამისად კვერცხსაც.თევზის ხორცს ვათავსებთ ღრმა თეფშის ფსკერზე და ვტყეპნით,ოდნავ უნდა დავაყაროთ ხმელი სუნელი(არ მახსოვს ზუსტად რა ჰქვია,მარა აი ის უნდა რა,საცივისთვის რომ გამაიყენება) და ავურიოთ.მაგ დატკეპნილ თევზს ზემოდან დავასხათ ცოტა მაიონეზი.შემდეგ მაიონეზის ზემოთ ვათავსებთ მოხარშულ კარტოფილს,წინასწარ დატკეპნილს რაპიურეს პონტში..და მერე ზემოდან ისევ ცოტა მაოინეზი..შემდეგ მაიონეზის ზემოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო,მერე ისევ მაიონეზი და ბოლოს კვერცხი,წვრილად დაჭრილი ან ხელით დატკეპნილი.ზემოდან ვალამაზებთ მწვანილით.



This post has been edited by ShadowCat on 9 Nov 2007, 00:05
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21995
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 11 Dec 2006, 16:56  #4335722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სუში
© Vika

აიღე ბრინჯი, რომელსაც სუში რაის აწერია, მე ნიშიკის ვიღებ.
უნდა გქონდეს ბრინჯის ძმარი.
ბრინჯი გარეცხე, 1-1ზე დაამატე წყალი, მეტი არ უნდა. 1 ჭიქა ბრინჯი მოხარშე, ცოტა კარგად იხარშება. მაღალ ცეცხლზე აადუღე. ადუღდება თუ არა, მოურიე და ყველაზე დაბალ ცეცხლზე დატოვე 12-15 წუთით. ამ 12 წუთში ხელი არ ახლო, no matter how tempting biggrin.gif. როცა მზად იქნება, ცალკე პატარა ტაფაში ან ქვაბში რამოდენიმე სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი დაასხი, დაამატე 1-2 ჩაის კოვზი შაქარი და 1/2 ჩაის კოვზი მარილი (მე არ ვზომავ, ნა გლაზ რა). აადუღე, დაასხი ბრინჯს და ხის კოვზით მოურიე, თანაბრად რომ იყოს. ბრინჯი მზადაა. ცოტა აცალე, ოდნავ გაცივდეს.
გაამზადე ინგრედიენტები, გრძლად დაჭერი თევზი, ავოკადო (მე ბევრი მიყვარს), კიტრი. ზოგჯერ ვამატებ მწვანე ხახვს. პატარა ფინჯანში თბილ წყალში აურიე სულ ცოტა ბრინჯის ძმარი.
ახლა აიღე ნორის ფურცელი (თუ გაქვს სუშის კოვრიკი, კარგი, თუ არა და არა უშავს). ნორიზე ნახევრამდე ბრინჯით აავსე, რაც შეიძლება თხლად. ფურცლის თავში ბრინჯზე ინგრედიენტები დააწყე და შეახვიე. როცა შეახვევ, ნორის მეორე ბოლოში თითით ძმრიანი წყალი გადაუსვი და დააწებე. დაჭერი ბასრი დანით. ზემოდან თუ გინდა sesame seeds მოაწარე და eel sauce დაასხი.ნ არ დაგავიწყდეს ვასაბი, გარი და სოის სოუსი.


--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 11 Dec 2006, 17:00  #4335757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
© DODI:

სალთა შპროტისგან "ჩვენ კიდევ ეს გვინდოდაა???"
საჭიროა: ორი ქილა შპროტი (ოგონდ ხარისხიანი კარგი მსხვილები რომ იყოს) 3 მოხარშული კვერცხის ცილა, ბოლოკი 2-3 საშუალო თავი (ნახეთ მწარე არ იყოს) , 2 თავი წითელი ხახვი (ესეც არ უნად იყოს მწარე) და 1 ცალი (ქილა/პარკი) მაიონეზი თქვენი გემოვნებით, მარილი და პილპილი ესეც გემოვნებით.

შპროტს დააცალეთ თავები და შუა-შუა დაჭერით აღეთ სასალათე და ჩაალაგეთ პრიველი ფენა შპროტი მეორე ფენა დაჭირილი კვერხი (ცილა მარტო) მესამე ფენა გახეხილი ან ძალიან წვრილად დაჭრილი ბოლოკი, მეოთხე ფენა ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი ფენებს შუა მარილი პილპილი და მაიონეზი და გააგარძელეთ ასე. ბოლოს დახურე თავი და 10-15 წუთი შედეთ მაცივარში პირველი ზაკუსკაა არყისათვის.
პ.ს. კიტრის (ან წვრილად დაჭრილი კომბოსტოს და სტაფილოს) მჟავეს შიგ არ უშვებიან ისე უნდა მიატანოთ ცალკე მაგარია.

შემწვარი თართი ან ზუთხი პამიდვრის საწებლით
გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი ან ზუთხი) ორივე მხრიდან შეწვით ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში.
პამიდორი გახეხეთ სახეხზე, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ შესქელებამდე. ხარშვის დასრულებისას დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
ხახვი დაჭერით მრგვალად, მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და მოშუშეთ. შემწვარი თევზი ლანგარზე დაალაგეთ, მოასხით მოშუშული ხახვი და ზემოდან პამიდვრის საწებელი.
მასალა:
თევზი (თართი ან ზუთხი) - 1 კილოგრამი ხახვი - 3-4 თავიპამიდორი - 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი - 5 სუფრის კოვზი ოხრახუში - 2 ძირიწიწაკა და მარილი - გემოვნებით

ლოქო წვენით
ლოქო გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი, ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ადუღეთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოიღეთ.
მასალა:
ლოქო - 1 კილოგრამი დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალიქინძი - 6-7 ძირი პილპილი, ტყემლის ტყლაპი, მარილი - გემოვნებით

შემწვარი ან მოხარშული ქამბალა საწებლით
ქამბალა ერთი-ორი საათით დაალბეთ თბილ წყალში, მოაშორეთ ქაცვი, გადააძვრეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად და მოხარშეთ მარილწყალში ან შეწვით ზეთში, ორივე მხრიდან.
ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დანაყეთ, გახსენით ადუღებულ ცივ წყალში, დაუმატეთ ძმარი და აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დააწყვეთ ლანგარზე და ზემოდან გადაასხით მომზადებული საწებელი.
მასალა:
ქამბალა - 1 კილოგრამიზეთი - 2-3 სუფრის კოვზინიგოზი - 1 ჩაის ჭიქანიორი - 1-2 კბილიქინძი - 3-4 ძირიხახვი - 2 თავიწყალი - 2 ჩაის ჭიქა ძმარი - 2-3 სუფრის კოვზი წიწაკა, მარილი - გემოვნებით

თევზის ბუღლამა
გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოათავსეთ ქვაბში, მოასხით ზეთი, ზედ დააყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვი, ლიმონი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი; მოასხით ზეთი. შემდეგ ფენად დააწყვეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი; მოასხით ზეთი, დაახურეთ ქვებს სახურავი და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი პამიდორი - 1 კილოგრამი ხახვი - 4-5 თავი ქინძი - 5-6 ძირი დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი ზეთი - 1 ჩაის ჭიქა მარილი, პილპილი - გემოვნებით

მთელ-მთელი შემწვარი წვრილი თევზი ბროწეულის საწებლით
გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შეწვით. ერთად დანაყეთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გახსენით ბროწეულის წვენში.
შემწვარი თევზი ლანგარზე დაალაგეთ, ზემოდან მოასხით ბროწეულის საწებელი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები.
მასალა:
წვრილი თევზი - 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი ქინძი - 5 ძირი ბროწეული - 4-5 ცალი ხახვი - 2 თავი წიწაკა, მარილი - გემოვნებით

კობრი ნიგვზით და ბროწეულით
კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ მარილწყალში. ამოვიღოთ ქაფქირით და დავაწყოთ ლანგარზე.
ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ბროწეულის წვენში, დავამატოთ მარილი, ნახევარი ჩაის ჭიქა თევზის ნახარში წვენი, ავურიოთ და გადავასხათ მოხარშულ თევზს.
მასალა:
კობრი - 1 კილოგრამი ქინძი - 4 ძირი ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა ნიორი - 2-3 კბილი ბროწეულის წვენი - 1 ჩაის ჭიქა
მარილი და წიწაკა - გემოვნებით


This post has been edited by ShadowCat on 9 Nov 2007, 00:10
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21995
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 16:50  #4349112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კალმახი სატენით
© Kesi

მე ვაკეთებ ხოლმე ნიგვზის სატენით, ვწვავ კალმახს და რო გაცივდებბა შუაში ვუკეთებ გატარებულ, სუნელებით შეზავებულ ნიგვზის სატენს და ზემოდანაც ვუსმევ. გემრიელია...

* * *
შემწვარი კალმარები (1)
© WOMAN IN LOVE

კალმარების ფეხები უნდა დაჭრა რგოლებად, ამოავლო ფქვილში და შეწვა ზეთში, ისეთი ხრაშუნა და გემრიელიააა? აქ არ ვიცი და საბერძნეთში კი კარგად ამზადებენ, ოღონდ ბოლოს, გამზადებულს ლიმონი უნდა დააწურო ზედ.

* * *
შემწვარი კალმარები (2)
© auau

შემწვარი კალმარები + მოხარშული კვერცხი + მაიონეზი ძალიან კაი რამეა.

* * *
თევზი კარტოფილით
© manunanu

ზეთიან ჭურჭელზე მოვაწყოთ სქლად მრგვალად დაჭრილი კარტოფილი+მარილი და შავი წიწიაკა, ისე რომ ზეთი ძემოდან მოადგეს, ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი უძვლო თევზი + რკალებად დაჭრილი ხახვი + მარილი და შავი წიწიაკა და საშუალო პარზე მოვამზადოთ.

This post has been edited by ShadowCat on 9 Nov 2007, 00:11
anamch
me xo, magram Shen?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35352
წევრი No.: 408
რეგისტრ.: 31-October 01

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 16:58  #4349172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
თევზები არის ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული . ტევზი და ყველაფერი რაც ძრვაში დაცურავს და დაბობღავს....

მოკლედ გუდვილსი იყიდება ყველაფერი რაც სადმე სხვაგან გინახავთ , მტლად ა სე ფართო არცევანიც არაა ამაგრამ ქარტულკი რელობისთვსი არა უშავს..
ხოდა მინდა გავაკეთო ასეტი რამ
მტლიანად შემჭვარი საშუალო ზომის ორაგული.... ფარსირებული გახეხილი კომბოსტო, სოკო ბავარიულად ,(მოწალაული და დახახვული) ხახვი დაჭრილი დიდრონ რგოლებად... გვერდით შემოწყობილი ყველა ჯიშის ტევზის მარინადები და კიბორჩხალები, ომარები , კალმარები, მიდიები,, მოკლედ მთელი ზღვააა..

და მერე ეს დიდ , მრგვალ , ფეხებიან ხის დაფაზე დალაგებული და ირგვლი შემოვუწყობ ლოკოკინებს (აგი Xმელეთია მარა მაინც)..


ხოდა ვბის უნდა ამის გასინჯვა?


--------------------
თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა - ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი-სიგრძეში!, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი.

***
მანანა რატიანი-სვანი..... მომენატრები!
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 17:15  #4349303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
anamch
Breaky სიაში პირველი გეყოლება biggrin.gif
ზა კამპანიუ, მეც შემოგიერთდებით wink.gif
anamch
me xo, magram Shen?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35352
წევრი No.: 408
რეგისტრ.: 31-October 01

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 17:58  #4349653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
Breaky
QUOTE
ახლა აიღე ნორის ფურცელი (თუ გაქვს სუშის კოვრიკი, კარგი, თუ არა და არა უშავს).

შენ საქართველოშიმ არ უნდა იყო ნორი რა არის სუსის კოვრიკი ხოო და ნორი?

სად ვნახო ეს შენი ჩამონათვალი საქართველოსი? აი რომ დავხჭევ თასვ აქაურობას ხო მარამ მანამ?
jinchvel
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1491
წევრი No.: 16991
რეგისტრ.: 8-February 06

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 09:56  #4353850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ShadowCat
შენ გაიხარე გემრიელობების წერა/კეთებაში... smile.gif

QUOTE
ლოკოკინები

ჩვენ მხარეში ეს ძალიან აქტუალურია და რამე რეცეპტი ხომ არ გაქვს....
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21995
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 16:20  #4356067      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
anamch
ეგ ჩემი კი არა, Vika-ს დაწერილი რეცეპტია, უბრალოდ მე გადმოვიტანე ძველი თემიდან აქ. იმიტომ წერია ქვეშ © Vika

ისე, შედოუ მართალია, პირველი მე ვიქნები შენთან მომსვლელების სიაში ზღვის ასორტის გასასინჯად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Vika
Chaos, panic, disorder - my work here is done


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5076
წევრი No.: 566
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 14 Dec 2006, 19:35  #4357406      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anamch
QUOTE
შენ საქართველოშიმ არ უნდა იყო ნორი რა არის სუსის კოვრიკი ხოო და ნორი?

სად ვნახო ეს შენი ჩამონათვალი საქართველოსი? აი რომ დავხჭევ თასვ აქაურობას ხო მარამ მანამ?

ანამჩ, მე ამას ვუხსნიდი ადამიანს, რომელიც იმყოფება იმ ქვეყანაში, სადაც ადვილი შესაძენია სუშის მასალები. ამიტომ ვერ გეტყვი თუ სად შეიძლება იყიდო ნორი საქართველოს ფარგლებში.


--------------------
"The first thing I do in the morning is brush my teeth and sharpen my tongue."
D. P.
anamch
me xo, magram Shen?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35352
წევრი No.: 408
რეგისტრ.: 31-October 01

გამოგზავნილია: 15 Dec 2006, 13:53  #4361928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
გაამოთ ბატონებო და ქალბატონებო!!!

მიმაგრებული სურათი
DSC00151.JPG
anamch
me xo, magram Shen?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35352
წევრი No.: 408
რეგისტრ.: 31-October 01

გამოგზავნილია: 15 Dec 2006, 13:56  #4361956      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
და კიდევ გაამოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!აი ჩემი გუშინწინდელი ღამის ალაფი...... "ბერლინის კანჭებიდან" პირდაპირ სუში...

This post has been edited by anamch on 15 Dec 2006, 14:16

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
DSC00152.JPG
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (107) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0443 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]