Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > მატორის & გადაცემათა კოლოფის ზეთები


Posted by: alexxv 19 Mar 2018, 18:53
გამარჯობათ,

ამ თემაში მინდა დავწეროთ ავტომობილის რომელი მატორის და გადაცემათა კოლოფის ზეთები უნდა ვიხმაროთ...

აღნიშნული მონაცემები უნდა იყოს ამოღებული ავტომობილის მოხმარების წიგნაკიდან (ინსტრუქციის წიგნი რომელიც ყველა ავტომობილს მოყვება)!!!!!!!!!!!!!

ამ თემის გახნა გადავწყვიტე, შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე:

სადაც არ უნდა იკითხო, ფორუმზე, ფბ-ზე, ხშირად ალბათ ავტომობილის სერვის ცენტრებშიც ძირითადად სხვადასხვა სიბლანტის და ფირმის ზეთებს მთავაზობდნენ... ამიტომ გადავწყვიტე ავტომობილის ინსტრუქციის წიგნაკი გადამეშალა და მენახა თუ რეალურად რომელი ზეთები არის განკუთვნილი ავტომობილისათვის.

ავტომობილი ამ შემთხვევაში არის 2008 წლიანი ტოიოტა პრიუსი (გამოშვების წელი 2003-2009 წ), ამიტომ გამოქვეყნებული ინფო გამოადგებათ ამ წლებში გამოშვებული პრიუსის მძღოლებს.

1) მატორის ზეთი- SAE 5w-30 (10w-30-იც შეიძლება იქნეს გამოყენებული თუ მომდევნო გამოცვლაზე ისევ SAE 5w-30 ზეთს იხმართ) იხილეთ ფოტო.
რას ნიშნავს SAE: Society of Automotive Engineers

ამაზონზე გადავწყვიტე შემერჩია შესაფერისი მატორის ზეთი ჩემი ავტომობილისთვის, რადგანაც ზეთის ჭამა დაიწყო ბოლო პერიოდში (გარბენი 140 000 მილამდე). ძებნის დასაწყისში ბევრი კომპანიის მიერ შემოთავაზებული SAE 5w-30 მოვიძიე, მაგრამ საბოლოო არჩევანი ამ ეტაპზე შევაჩერე Valvoline- Full Synthetic High Mileage-ზე რადგანაც დახასიათების მიხედვით იდეალური უნდა იყოს მატორისთვის რომელიც ზეთს ჭამს ან შეიძლება გასდიოდეს. თუმცა შეიძლებოდა Valvoline-Maxlife High Mileage-ზეც შემეჩერებინა არჩევანი, მაგრამ თავი დავიზღვიე ასევთქვათ.

ფოტოზე რომელიც SAE Valvoline-ის მატორის ზეთებს ეხება და ატვირთულია, გვაქვს აღნიშნული ზეთის 4 სახეობა რომლიდანაც 2-ი განკუთვნილია 75 000 მილამდე გარბენით ავტოებზე და ორიც რომელიც ნახსენები მაქვს 75 000 მილზე მეტი გარბენის მანქანებისათვის.


2) გადაცემათა ზეთი- Toyota Genuine ATF WS (ინსტრუქციის მიხედვით სხვა სითხის გამოყენება დააზიანებს გადაცემათა კოლოფს) იხილეთ ფოტო.


თხოვნა მექნება, რომ სხვა ავტომობილების მატორის და კაროპკის ზეთზეც დავდოთ ინფორმაცია!!!!!!!

ოღონდ უშვალოდ Owner's Manual-იდან ამოღებული ინფორმაცია, კარგი იქნება თუ პოსტებს სურათებსაც დავურთავთ მეტი დამაჯერებლობისთვის!!!!!!!

დაგროვებულ ინფორმაციას გავაერთიანებ და პირველ გვერდზე გადმოვიტან, რათა ხელმისაწვდომი გავხადოთ მატორის და გადაცემათა კოლოფის ზეთებზე რეალური ინფორმაცია.




* * *
user posted imageuser posted image

Posted by: Z-owner 19 Mar 2018, 19:14
QUOTE
მატორისთვის რომელიც ზეთს ჭამს ან შეიძლება გასდიოდეს


ესეთი ძრავი სარემონტოა, ზეთი კი აუცილებელი არაა ის ჩაასხა რაც მანუალში უწერია და რაც არ უნდა იდეალური აარჩიო მაინც შეჭამს, თუ პრობლემა აქვს.

თემის აზრს ვერ მივხვდი smile.gif
ვისაც მანქანა უყვარს და მუღამი აქვს ის კი ასხავს რაც ჭირდება იმას და 50.000 კმ-ზე არ ცვლის და ვისაც არა, იაფიანებს ასხავს და ბევრს არ ფიქრობს ამ თემაზე.

Posted by: maxoooooo 19 Mar 2018, 19:24
alexxv
საჭირო თემაა

ძრავის ზეთის საპოვნელად შეგიძლიათ ეს საიტი გამოიყენოთ:
http://www.mobil.co.uk/uk-english-lcw/carengineoils_which-oil.aspx

მაღალი სიზუსტით არჩევს ზეთს სხვადასხვა ავტომობილებისთვის

Z-owner
QUOTE
თემის აზრს ვერ მივხვდი 
ვისაც მანქანა უყვარს და მუღამი აქვს ის კი ასხავს რაც ჭირდება

ხომ უნდა გაიგოს საიდანღაც რა სჭირდება?

Posted by: alexxv 19 Mar 2018, 19:24
QUOTE (Z-owner @ 19 Mar 2018, 19:14 )
QUOTE
მატორისთვის რომელიც ზეთს ჭამს ან შეიძლება გასდიოდეს


ესეთი ძრავი სარემონტოა, ზეთი კი აუცილებელი არაა ის ჩაასხა რაც მანუალში უწერია და რაც არ უნდა იდეალური აარჩიო მაინც შეჭამს, თუ პრობლემა აქვს.

თემის აზრს ვერ მივხვდი smile.gif

ძრავის რემონტი საკმაოდ სოლიდურ თანხებს უკავშირდება და ზეთის ხარისხის გაუმჯობესებით თუა შესაძლებელი პრობლემის აღმოფხვრა რატომაც არა.

თემის აზრი ბოლო 3 აბზაცში წერია, კერძოდ ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა ავტომობილებზე თუ რომელს რა ზეთები უწერია მანუალში და ვისაც ენდომება ინსტრუქციის მიხედვით გამოცვლის ზეთებს....(რადგანაც ზოგმა შეიძლება ინგლისური არ იცის, ზოგს შეიძლება მანუალი არ აქვს და ვფიქრობ გამოადგებათ მათთაც და სხვებსაც ესეთი ინფორმაციები)

Posted by: stelss93 19 Mar 2018, 22:44
alexxv

QUOTE
რას ნიშნავს SAE: Society of Automotive Engineers

SAE: Society of Automotive Engineers ნიშნავს ამერიკის ავტომწარმოებელ და საჰაერო, მიწისზედა, საზღვაო ტრანსპორტის ინჟინერთა საზოგადოება, რომლის სტანდარტები და რეკომენდაციები მოქმედებს ამერიკის და დანარჩენი მსოფლიოს ავტოწარმოებაში

Posted by: quattro 19 Mar 2018, 22:52
QUOTE
თემის აზრს ვერ მივხვდი 

+1000
ვისაც კითხვა ეზარება არც აქ წაიკითხავს და არც მანუალში
დალშე კიდე მილიონი მანქანაა და აქ ძებნას და ტვინის ბურღვას მანუალშI ჩახედვა ბევრად მარტივია ან გუგულით მოძებნა

+არი თემა ზეთებზე ტექნიკურში და რჩევა ვისაც ჭირდება წლებია ყველა ეხმარება

Posted by: Tocadero 19 Mar 2018, 22:54
alexxv

მატორი კი არა ძრავი

ამ თემას არც აზრი აქვს და არც შინაარსი

თუ წერია წიგნაკში თემა რათ უნდა

და საერთოდ 21 საუკუნეში ინტერნეტში ყველაფერი წერია დაჟე ავტომობილს წიგნაკიც არ უნდა


Posted by: alexxv 19 Mar 2018, 23:31
maxoooooo

მადლობა, კარგი საიტია ბევრს გამოადგება, მობილის ზეთი თან გაყიდვადია ჩვენს სერვის ცენტრებში.

stelss93
ამომწურავი პასუხია, მადლობა.


quattro
კი ვხედავ რომ არც აქ კითხულბენ რა წერია, უბრალოდ მეგონა რადგანაც ფორუმია აქ მაინც კითხულობდა ხალხი დაწერილს, სასურველია ბოლომდე up.gif


Tocadero
მარტო წერა ხომ არ არის, წაკითხვაც საჭიროა

Posted by: kvipriane 19 Mar 2018, 23:53
5-20 ზეთი ჩავასხი 1NZ-FE , 1,5 ტოიოტა რაუმში, ჰოდა რო ვყიდულობდი მკითხეს, ამ სიბლანტის ზეთი რათ გინდა პრიუსი გყავსო ?
ანუ პრიუსებს 5-20-ს უსხავენ ძრავში უმრავლესობა როგორც ჩანს ჩვენთან .... მანდ მანუალში კი წერია 5-30 ან 10-30, მაგრამ მაინც კითხე ვინმეს ვისაც პრიუსი ყავს, იქნებ მართლაც 5-20 უნდა ...

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 00:06
QUOTE (kvipriane @ 19 Mar 2018, 23:53 )
5-20 ზეთი ჩავასხი 1NZ-FE , 1,5 ტოიოტა რაუმში, ჰოდა რო ვყიდულობდი მკითხეს, ამ სიბლანტის ზეთი რათ გინდა პრიუსი გყავსო ?
ანუ პრიუსებს 5-20-ს უსხავენ ძრავში უმრავლესობა როგორც ჩანს ჩვენთან .... მანდ მანუალში კი წერია 5-30 ან 10-30, მაგრამ მაინც კითხე ვინმეს ვისაც პრიუსი ყავს, იქნებ მართლაც 5-20 უნდა ...

მგონი ავტომობილის გამოშვების მოდელს გააჩნია და მანუალში რაც უწერია.

თორე მეც რაც დავწერე 5-30 უწერია მაგრამ 10-30-ის ჩასხმაც შეიძლებაო, მაგრამ შემდეგი ზეთის გამოცვლაზე ისევ 5-30-ზე უნდა გადაიყვანო...

ყველა არ მიყვება ინსტრუქციას, მიუხედავად იმისა რომ მანუალი აქვთ და მინდოდა რომ სხვებსაც დაეწერათ თავიანთი მანქანების მანუალში რა უწერიათ.

რეალურად რომ გაიგო ოპტიმალური ზეთი რომელია და რომელი ავტომობილისათვის.

Posted by: Tocadero 20 Mar 2018, 00:46
kvipriane

0-20 უსხავენ პრიუსს მაგრამ დებილი ზეთია

მაგას 5-30 ჯობია ბევრად

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 00:56
Tocadero

მეც ძალიან ბევრჯერ შემხვედრია პოსტი რომ 0-20-ს უსხავენ, ჩემსას მაგალითად საერთოდ არ უწერია 0-20 უწერია 5-30 და არ იქნება ლოგიკური რო ჩავასხა ხო. მაგიტომ მაინტერესებს რა სხვებსაც რა უწერიათ მანუალში მარტო პრიუსზე კი არა სხვა მანქანებზეც და ავპინავდი მერე 1 პოსტში დაროვებულ ინფორმაციას.

რო შემოვა ადამიანი ფორუმზე პირდაპირ ნახავს რომელ მანქანაზე რომელი ზეთი არის გაწერილი...


Posted by: minashvili83 20 Mar 2018, 02:05
honda airwave 1.5 ძრავით 160 000 გარბენით ძრავში რომელი ზეთი ჯობია რომ ჩავასხა და სად

ტოიოტაში ულტრა შელის ვასხავდი ამ ჰონდა მაგ ზეთს მარგად მიიღებს? თუ სხვა ჯობია რამე

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 03:51
minashvili83

მაგ საკითხების გასარკვევად გავხსენი ეს თემაც, მანქანის წიგნი თუ გაქვს ნახე და ჩვენც გვითხარი აბა რა უწერია

Posted by: kvipriane 20 Mar 2018, 04:51
Tocadero
QUOTE
0-20 უსხავენ პრიუსს მაგრამ დებილი ზეთია


ჰა ჰა ჰაააა biggrin.gif რას არ გაიგებს კაცი ... დებილი ზეთი როგორია ? დორბლი ჩამოსდიიიის ???? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: FCB-87 20 Mar 2018, 10:44
Tocadero
QUOTE
0-20 უსხავენ პრიუსს მაგრამ დებილი ზეთია

შენ რამე ახალი მოიგონე? ანუ შენ ამბობ რომ რაც გათვალისწინებულია 0-20 ეგ არ ჩაასხას ხალხმა და 5-30 ზე ჩაასხას smile.gif

რამე ირანული ზეთი ხო არ იცი, იაფად lol.giflol.gif

ამხელა ავტოინდუსტრიის მცოდნე კაცი რეებს წერ აქ. vis.gif

Posted by: Beso-093 20 Mar 2018, 11:04
ზეთების თემა უკვე არსებობს და დუბლირება საჭიროა?
https://forum.ge/?f=74&showtopic=34942437

Posted by: Tocadero 20 Mar 2018, 11:23
FCB-87

მე არაფერს არ ვიძახი

უბრალოდ ცოტა უნდა ერკვეოდე ზეთებში

გაერკვიე ერთი აბა 0-20 რატოა შექმნილი და რა დანიშნულება აქვს????


Posted by: FCB-87 20 Mar 2018, 11:43
Tocadero

აი რას ამბობენ ნეტში.

Toyota made the switch because 0-20 oil has cleaner emissions and doesn’t produce sludge. It can also increase fuel mileage (almost 1mpg) on the highway and city (depending on driver and conditions). This oil also fits the tighter EPA standards for oil.

So why pay a little more for a pure, synthetic oil? It protects the expensive parts of your car the best without the yucky sludge mess you get with regular oil. Combined with Toyota oil filters, your car will run the best of its abilities. You can increase the life of your car with this simple switch.

Also, synthetic oil has a longer lifespan than conventional oil. And it can withstand lower temperatures and harsher driving conditions. In the long run, synthetic is a superior choice over conventional oil.

დავუჯეროთ, თუ ელიავაზე შემოთავაზებულ ირანულ ზეთებს მივაწვეთ smile.gif ?
უფრო თხელია ეგ ზეთი ვიდრე 5-30, შესაბამისად პრიუსებზე მაგ ზეთს უწევენ რეკომენდაციას.

აბა ჩემსაზე კი ასხია 0-40 და ქარხნულადაც ეგაა რეკომენდირებული. მაგას ვასხავ სულ (სულ რა ერთხელ შევცვალე), წინაზე 210-ზე სულ მაგას ვასხავდი.

Posted by: Tocadero 20 Mar 2018, 11:47
FCB-87

იმიტომ რომ 200 გრამით ცოტა დაწვას

ძრავის შესაზეთად 5 30 ჯობია


Posted by: FCB-87 20 Mar 2018, 11:53
Tocadero
გეთანხმები რაღაც პონტში, 0-20 უფრო მეტი იკლებს ვიდრე 5-30 ის დროს.
მაგრამ მაგ ძრავებს ახასიათებთ წვა და თითქმის მილიონს გადიან smile.gif

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 13:49
პირადი მოსაზრებები კაია და მისასალმებელია გამოცდილი ფორუმელების მოსაზრებები ზეთებთან დაკავშირებით, მაგრამ უშვალოდ საკუთარ მანქანებს მანუალში რა უწერიათ ის დავწეროთ yes.gif

Posted by: abes777 20 Mar 2018, 14:05
alexxv
მანუალები არის გუგლში და მოძებნადია. ამიტომ არ იქნება საინტერესო.



მანქანას თუ 0ვ20 დაშვებაც აქვს და 5ვ30იც, 5ვ30 ჯობია ძრავისთვის. 0ვ20 გარემოსთვის.

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 16:24
abes777
გასაგებია რომ გუგლშიც არის და წიგნშიც წერია, მაგრამ აქცენტი იმაზეა რომ იქნებ თავი მოვუყაროთ ინფორმაციას ვის რა მანქანა გვყავს იმის მიხედვით

Posted by: abes777 20 Mar 2018, 16:51
alexxv
აქ რო ამდენი მანქანის ინფო დაიწეროს, ადვილ იქნებაბემრე ძებნა? არა.

Posted by: zigfried 20 Mar 2018, 17:44
გადაცემათა კოლოფში რომელი ზეთი ისხმება
პრიუსზე მესამე თაობა?

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 17:45
abes777

აქ რო დაიწეროს მაგდენი ინფო შევაგროვებ და პირველ გვერდზე გადავიტან პირველ პოსტში ყველას, რომ შემოხვალ პირველივე პოსტში დაგხვდება რომელ მანქანას რომელი ზეთი უწერია, მარტივად

Posted by: spider77 20 Mar 2018, 18:41
გარბენით რო აფასებთ რა ზეთი უნდა ჩაასხათ აი ესაა ძირშივე არასწორი და ამაზონზე რასაც წერენ ყევლაფერი მართალი ნუ გგონიათ.
გაარემონტეთ ძრავი და ჩაასხით ის ზეთი, რაც მანუალში უწერია (ან მისი ექვივალენტი, მარკით, ნომრით და სხვა პარამეტრებით). მკითხაობა და კილომეტრების ზომვა არაა საჭირო.


QUOTE
მილიონი მანქანაა და აქ ძებნას და ტვინის ბურღვას მანუალშI ჩახედვა ბევრად მარტივია ან გუგულით მოძებნა

+10000000000

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 19:03
spider77 Posted on 20 Mar 2018, 18:41
გარბენით რო აფასებთ რა ზეთი უნდა ჩაასხათ აი ესაა ძირშივე არასწორი

რატომ არის არასწორი, დასაბუთებული არგუმენტაცია რა არის მაგის?

ამდენი პოსტი დაიწერა უკვე და არცერთს არ დაუწერია ჩემს გარდა მანუალში თავის მანქანაზე რა უწერია..


Posted by: მილანისტა 20 Mar 2018, 20:19
QUOTE
ავტომობილი ამ შემთხვევაში არის 2008 წლიანი ტოიოტა პრიუსი

პრიუსში ზეთი რო არ ჩაასხა მაინც ივლის, რა პრობლემაა პრიუსასთვის უზეთობა, ტყუილად ჰომ არ არის ელექტრომობილი ჰაჰ

Posted by: rere 20 Mar 2018, 20:24
საინტერესოა რამდენი აიღო ამ ტიპმა ანტი რეკლამისთვინ

ნუ მე ლიჩნად ყველა ზეთს მირჩევნია მოტული

Posted by: Tocadero 20 Mar 2018, 21:06
rere

ტყუილად გგონია რომ მოტული რამეზე უკეთესია

ერთი ჩვეულებრივი ზეთია

Posted by: rere 20 Mar 2018, 21:11
QUOTE
ტყუილად გგონია რომ მოტული რამეზე უკეთესია

ვერ დაგეთანხმები თან მოტულის შემომტანი არის თეგეტა და სწორედაც რომ თეგეტადან გამომაქ და არა რომელიღაც ნიკას ჯიხურიდან ვინაიდან სხვას ვერ ექნება უფრო იაფში და თუ ექნება ზნაჩიტ ნამაიმუნარია
და რატომ არ უნდა ვენდო თეგეტას შემოტანილ ზეთს და რატომ უნდა ვენდო ვიღაცის ჯიხურში ნაყიდ შელს ან მიბილს
ზეთის ჩამოტანა რო შეილებოდეს ამაზონიდან და იბეიდან არვინ დამასწრებდა მაგრამ ყველა ჩამომტანი მოვიარე და უარით მიპასუხეს
და დავამატებ მე ყოველთვის ლიტრიანებით ვყიდულობ რადგან ნაკლები შანსია დაპატენტების

და კიდევ არ არი მიზანშეწონილი სხვა და სხვა ზეთის სხმა ძრავში ჯობს ასხათ ერთი და იგივე ერთ ერთ უცხოურ ფორუმზე ამოვიკითხე ასე

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 21:28
თეგეტაში ვცვლი მეც და ნიკას ჯიხურიდან ნამდვილად არ გამომაქვს, მაგრამ გინდა Motul Eco Energy ავიღოთ გინდა Mobil Super 3000 ჭამს მაინც და მაგიტომ გადავწყვიტე ამაზონიდან გამოწერა თორე ორმაგი ხარჯის გაწევა არც მე მეხალისება.

ამ კვირაში უნდა ჩამოვიდეს წესით გავტესტავ და იქნებ შველის მანქანას ხო, თუ არ ცადე ვერც გაიგებ ეგ ისეთი რამეა.

Posted by: quattro 20 Mar 2018, 21:42
alexxv
QUOTE
ამდენი პოსტი დაიწერა უკვე და არცერთს არ დაუწერია ჩემს გარდა მანუალში თავის მანქანაზე რა უწერია..

ზეთებზე თუ გაინტერესებს აგერ არი თემა და გადახედე
https://forum.ge/?f=74&showtopic=34942437&st=0
QUOTE
რატომ არის არასწორი, დასაბუთებული არგუმენტაცია რა არის მაგის?

https://forum.ge/?f=74&showtopic=34942437&st=0

Posted by: alexxv 20 Mar 2018, 21:56
QUOTE (quattro @ 20 Mar 2018, 21:42 )
alexxv
QUOTE
ამდენი პოსტი დაიწერა უკვე და არცერთს არ დაუწერია ჩემს გარდა მანუალში თავის მანქანაზე რა უწერია..

ზეთებზე თუ გაინტერესებს აგერ არი თემა და გადახედე
https://forum.ge/?f=74&showtopic=34942437&st=0
QUOTE
რატომ არის არასწორი, დასაბუთებული არგუმენტაცია რა არის მაგის?

https://forum.ge/?f=74&showtopic=34942437&st=0

გასაგებია, მყარი არგუმენტები გქონია

Posted by: rere 20 Mar 2018, 22:19
QUOTE
ჭამს მაინც და მაგიტომ გადავწყვიტე ამაზონიდან გამოწერა თორე ორმაგი ხარჯის გაწევა არც მე მეხალისება.

ამ კვირაში უნდა ჩამოვიდეს წესით გავტესტავ და იქნებ შველის მანქანას ხო, თუ არ ცადე ვერც გაიგებ ეგ ისეთი რამეა.



რა გამოიწერე ამაზონიდან ზეთი და რომელმა ჩამომტანმა ითავა ეგ საქმე ავიმზიდში არ ააქვთ ზეთი (ნუ თვითონ ასე მითხრეს და ჩორტი ვოზნაეტ)
* * *
აქ რაც ვნახე ეს ზეთი საერთოდ არ არი ჩამონათვალში
https://engineoil.api.org/Directory/EolcsResultsDetail?accountId=-1&companyId=10202&resultsUrl=%2FDirectory%2FEolcsResults%3FaccountId%3D-1%26brandName%3Dmotul

8100 ECO-LITE 0W-20 Sn
ანუ ზემოთ ხსენებულს ვასხამ სტრეამში იმაში რას სიგნში მიწერია

HONDA STEP WGN 2007 DBA-RG1 დღემდე ამას ვასხამდი 8100 ECO-NERGY 5W-30 SL
და თუ გადასვლა იქნება რომელ ამათგანზე მირჩევთ გადასვლას?
1.8100 X-clean FE 5W-30 API SN
2.8100 ECO-LITE 5W-30 API SN

Posted by: Tocadero 20 Mar 2018, 23:23
rere

თეგეტა რომ ზეთებით მაიმუნობს ეგეთი არ გენახოს არაფერი


Posted by: MSC F1 21 Mar 2018, 00:03
QUOTE
http://www.mobil.co.uk/uk-english-lcw/care..._which-oil.aspx


ეს საიტი 5-40 მიწერს ჩემი მანქანისთვის, აქ 5 30 მისხავენ rolleyes.gif



Posted by: rere 21 Mar 2018, 00:24
QUOTE
http://www.mobil.co.uk/uk-english-lcw/care..._which-oil.aspx

საინტერესოა იგივენაირად მოტულს არ აქ კატალოგი?

Posted by: alexxv 21 Mar 2018, 02:12
rere

https://www.motul.com/fr/en/lubricants

ესეც Motul-ის კატალოგი, ავტოს მოდელს ჩაწერ და რამოდენიმე ვარიანტს ყრის.

გადასვლა რათ გინდა თუ ნორმალურად მუშაობს რაც უწერია იმ ზეთზე.

მე usa2georgia-თი მაქვს გამოწერილი და იმედია ჩამოვა რავი, თუ არადა ანაზღაურებაზე ექნება მისაწერი biggrin.gif

Posted by: l-e-v-a-n 21 Mar 2018, 02:31
MSC F1
რა მანქანაა?
rere
ყველას აქ
დაგუგლე მაგალითად motul oil selector
mobil oil selector
castrol oil selector და ა.შ.
https://www.motul.com/us/en-US/lubricants
alexxv
რავენოლი ჩაასხი 5-30
http://ravenol.ge/en/service/contact.html

Posted by: rere 21 Mar 2018, 09:36
QUOTE
გადასვლა რათ გინდა თუ ნორმალურად მუშაობს რაც უწერია იმ ზეთზე.

ანუ მალაიზიელმა მირჩია სნ და არა სლ და მაგიტო
(ნუ ეხლა ამათ უფრო სქელს ზეთზე ყავთ)

ეს მეც ვიცი მაგრამ აქ არ გვიწერეს სრულ ყველ ამოდელს აი როგორც ეს ხდება მობილში არცერთი ჩემი არ მოიძებნა მაგ კატალოგში მიუთითე იაპონია მაგრამ მაინც
https://www.motul.com/fr/en/lubricants

Posted by: alexxv 21 Mar 2018, 14:18
rere
მე უფრო ალბათ ავტომობილის გამოშვების პერიოდს მივაქცევდი ყურადღებას, როგორც ამ სურათშია

user posted image

Posted by: rere 21 Mar 2018, 14:31
ხო მაგრამ აპი სნ უფრო გამძლე რომ არი და თა ახალი წარმოებაშI ჩაშვებული ზეთები რაღატო არ იწარმოება დავუშვათ აპი სმ-ზე?
თუნდაც ეს სუსტინა (რომელიც ასევე არ აწარმოებს სმს)
user posted image
user posted image

Posted by: alexxv 21 Mar 2018, 14:38
ჯობია ეხლა სნ, ამ სურათიდან გამომდინარეც, ფაქტი სახეზეა ხო ვერ ვუარყოფთ, უბრალოდ აპის საიტზე უწერიათ რომ პირველ რიგში იხელმძღვანელეთ მანუალითო... მაგრამ პერიოდულად რომ ჩაანაცვლო სნ-ით იქნებ ეგ ვარიანტი ჯობდეს? ცოტა ალქიმია და biggrin.gif

Posted by: rere 21 Mar 2018, 14:42
მომწონს ეს სუსტინა ძაან მაგრამ ჩერეჩურ ძვირია
ანუ რაღაც ახალი დანამატი აქ რომელიც შლის გოგირდს ნუ სხვა ზეთებშიც არის დანამატი გოგირდის დამშლელი მაგრამ
ამაში სულ სხვა დანამატია (თუმც არის როგორც ვიცი ზოგი ზეთი არ არის გოგირდის დამშლელი მინარევი ზეტში და ეს უკვე საგანგაშოა რადგან ჩვენს ბენზინში იქნება ჭარბი რაოდენობით გოგირდი ჩემის აზრით)

Eneos Sustina is the new line of premium motor oil created by JX Nippon Oil & Energy. Sustina is made with Nippon Oil's proprietary W BASE technology, producing extremely high VI (viscosity index) synthetic base oil that maintains a very stable oil viscosity over a wide temperature range. This technology allows Sustina to remain very fluid at cold temperatures, reducing internal engine drag and improving fuel economy up to 2% compared to currently available fuel conserving GF-4 oils of the same viscosity. Sustina also utilizes the sulfur-free characteristics of ZP additive chemistry, reducing the formation of detergent destroying sulfuric acid, keeping your engine cleaner and running longer.

Posted by: alexxv 21 Mar 2018, 14:48
ძაან მაგარი ზეთი ჩანს დახასიათების მიხედვით, ფასი რო ვნახე ფასიც ძაან მაგარი აქვს biggrin.gif

რეალურად ძაან დიდი არჩევანია ზეთების კომპანიის რა მარა მე ძირითადად თეგეტაში რო ვცვლიდი, შელი, მოტული ან მობილი-ს ზეთებს ვხმარობდი რა და კაროჩე მაგრა დაიწყო მატორმა ჭამა, მარტო პრიუსზე კი არა ძველ პრადოზე 5 ლიტრამდე ზეთი შეჭამა მატორმა, გავოგნდი რა და მაგიტომ ეხლა პრიორიტეტული არის ჩემთვის ისეთი ზეთის არჩევა რომელიც ჭამას მოუკლებს რა...


Posted by: rere 21 Mar 2018, 14:50
alexxv
სხვათაშორის ტოიოტას ბევრ ძრავს ახასიათებს ზეთის ჭამა მე რაც გამიგია ასეა და განსაკუთრებით პრიუს და არაფერი გაგიკვირდეს ჩვეულებრივი მოვლენა ეგ
თU მაინცადამაინც ერთხელ მოსინჯე ეგ სუსტინა რას იზამს აბა

Posted by: alexxv 21 Mar 2018, 14:58
QUOTE (l-e-v-a-n @ 21 Mar 2018, 02:31 )
alexxv
რავენოლი ჩაასხი 5-30
http://ravenol.ge/en/service/contact.html

რავენოლს რეკომენდაციას უწევენ რომ ბმვ და მერსედესზე შეცვალონ და რა ვიცი ტოიოტაზე რამდენად გამოდგება

ეხლა ვნახოთ, ეს თვის ბოლოს ჩამოვა და რო შევაცვლევინებ ვივლი რა იმენა და ერთი 1000 კმ-ზე გავიგებ რა უკვე შედეგს და აზრი აქვს თუ არა ვაბშე
gigi.gif

Posted by: rere 21 Mar 2018, 15:07
მოკლეთ რას დავაკვირდი იცი ესლა ამ საიტზე როცა ვუთითებ დავუშვათ კ20ძრავზე მყოფ რომელიმე ჰონდის ავტომობილს თუ იაპონური მაქ მითითებული 0/20 მიგდებს და თუ ამერიკული მაშIნ 5/30
აგერ და თავად შეამოწმეთ https://jx-nippon.ewp.earlweb.net/en_GB/equipment/civic_sedan_ex_1_8_civic_sedan_EFt8Pe8ZK
ხოდა ამერიკაზე კარგი საწვავი ჩვენ არ გვაქ

Posted by: MSC F1 21 Mar 2018, 15:35
l-e-v-a-n
QUOTE
რა მანქანაა?

ტიიდა

Posted by: l-e-v-a-n 21 Mar 2018, 16:47
alexxv
ბმწ და მერსედესი რა შუაშია ან კონკრეტულად რომელიმე ბრენდი
აქ ყველანაირი დაშვება და ყველანაირი სიბლანტე 0-20 დან დაწყებული 0-40 და უფრო სქელებით დამთავრებული, ანტიფრიზები ტორმუზის სითხე, რულავოის ზეთები და ა.შ. რაც ბმწს და მერსედესის მატორში ისხმება იგივე სიბლანტეს ვერ ჩაასხამ იაპონურებში, დაგიწერე მაგიტო რაც გჭირდება
MSC F1
5-40 არანაირ ვარიანტში არ უნდა, 5-30 ასხი

Posted by: kvipriane 21 Mar 2018, 21:27
rere
QUOTE
სხვათაშორის ტოიოტას ბევრ ძრავს ახასიათებს ზეთის ჭამა მე რაც გამიგია ასეა და განსაკუთრებით პრიუს და არაფერი გაგიკვირდეს ჩვეულებრივი მოვლენა ეგ
თU მაინცადამაინც ერთხელ მოსინჯე ეგ სუსტინა რას იზამს აბა

ტოიოტას ბევრ ძრავს არ ახასიათებს ზეთის ჭამა, არცერთ VVT-i ძრავზე არ შემინიშნავს კლება, ასეთი რამ ახასიათებს ტოიოტას D-4 ძრავს, მიცუბიშის GDI ძრავს, ესენი პირდაპირი სპრისკის ძრავებია სხვა სისტემაა, უბრალო ძრავებს თუ დროზე შეუცვლი ზეთს არაფერი ჭამაც არ ახასიათებს, მაგალითად D-4 ძრავი შეცვლიდან მაქსიმუმ 4K-ს შემდეგ იწყებდა ჭამას, ენეოსის სუსტინას 5-30-ს ვასხავდი ტოიოტა ვოქსის D-4 ძრავში, ორი გამოცვლა გამოვცვალე, პირველი გამოცვლა 15K გავატარე ზუსტად, 10K-მდე გრამი არ დაუკვლია, მერე დაიწყო დაკლება wink.gif მეორე გამოცვლაზე უკვე გავყიდე მანქანა 10K ქონდა გავლილი, ხმა შეუცვალა, დაუდაბლა, იმ 15K-ს მერე რომ გამოვცვალე კაი გაშავებული კი ჩამოვიდა ისე, ადრე მქონდა ეგ სუსტინა გამოცდილი ჯერ X-ტრაილზე, მერე პაჯერო იო-ზე და ბოლოს ისის-ზე მქონდა ჩანასხამი, და ყველა შემთხვევაში შედეგი ერთიდაიგივე დადებითი, ამიტომაც ვცადე ვოქსზე, კაი ზეთია სუსტინა ძვირია უბრალოდ პრემიქსში 140 ლარი ღირს, თუმცა აქვე უნდა ითქვა რომ 15K მართლაც გადამეტებულია, მაქსიმუმ 10K - ჰა,ჰააა - 12K-ზე მეტი არ უნდა გააგრძელო, ჩვენთან არსებული ზეთის ფილტრები ვერ უძლებენ მაგდენს და ყოველთვის უცხოური ფილტრის ჩამოტანა ტეხავს. მე რაც იაპონიიდან მანქანები ჩამომიყვანია ზეთის შეცვლის სტიკერზე ყოველთვის 5K-6K-ზე აქვთ შეცვლილი მაგათ, ანუ ასე უფრო მისაღებია. ეხლა რავენოლი მაქვს ჩასხმული 5W-20 თავის გამოცვლიანად 80 ლარი დამიჯდა, თან ნაღდი გერმანულია, ყველა ზეტის ბაჩონკა მაგათ გერმანულ საიტზე შეგიძლია გადაამოწმო, 5W-30 სიბლანტე უფრო იაფი ღირს 1 ლიტრი დაგიჯდება 16 ლარი, ანუ 64 ლარი 4 ლიტრიანი იქაც ფილტრი და 70 ლარში ჩაჯდები, მაქსიმუმ 7K-8K-ზე გამოცვალე და ძრავი უპრობლემოდ იმუშავებს რაღათ გინდა სუსტინა smile.gif ისე ეგ სუსტინა იაპონური არ გეგონოთ, პრემიქსს ჰოლანდიიდან შემოაქვს, იქაა მაგათი ქარხანა, მე ადრე ყველა მანქანაში მაგ ენეოსს ვასხავდი, მაგრამ მერე შემთხვევით ვნახე ორი კამაზი ქონდათ შეგროვილი ცარიელი ბაჩონკები და იმის მერე აღარ ჩამისხვას ........
* * *
l-e-v-a-n
ლევან , ისე, სწორს კი ამბობდი შენ, რავენოლი 5W-20 ხო ჩავასხი, ადრე მანოლი ესხა 5W-30, რა ვიცი ადრინდელთან შედარებით იგივე ხმა აქვს, პირველი ორი დღე ქონდა ცოტა დაბალი ხმა, მაგრამ ეგრე, რა ზეთიც არუნდა ჩაასხა პირველი ორი დღე ყველას მასე ექნება smile.gif შემდეგი შეცვლა მეც რავენოლ 5W-30-ს გავუშვებ ...

Posted by: Tocadero 21 Mar 2018, 23:29
kvipriane

1ზზ სერიის და 2აზ რაც მახსოვს მაგათ ემართებათ

კალცოები იჭედება ნამწვით და იწყებს ზეთის ჭამას 100 000 კმ-ს მერე

თუ არ მიხედე დედა არ ეყოლება ძრავს 1-2 წელიწადში smile.gif

Posted by: MSC F1 21 Mar 2018, 23:44
l-e-v-a-n

კატალოგით ეგ ეკუთვნის? ვერსად ვნახე ამისი კატალოგი


Posted by: alexxv 22 Mar 2018, 00:05
QUOTE (kvipriane @ 21 Mar 2018, 21:27 )
ენეოსის სუსტინას 5-30-ს ვასხავდი ტოიოტა ვოქსის D-4 ძრავში, ორი გამოცვლა გამოვცვალე, პირველი გამოცვლა 15K გავატარე ზუსტად, 10K-მდე გრამი არ დაუკვლია, მერე დაიწყო დაკლება wink.gif მეორე გამოცვლაზე უკვე გავყიდე მანქანა 10K ქონდა გავლილი, ხმა შეუცვალა, დაუდაბლა, იმ 15K-ს მერე რომ გამოვცვალე კაი გაშავებული კი ჩამოვიდა ისე, ადრე მქონდა ეგ სუსტინა გამოცდილი ჯერ X-ტრაილზე, მერე პაჯერო იო-ზე და ბოლოს ისის-ზე მქონდა ჩანასხამი, და ყველა შემთხვევაში შედეგი ერთიდაიგივე დადებითი, ამიტომაც ვცადე ვოქსზე, კაი ზეთია სუსტინა ძვირია უბრალოდ პრემიქსში 140 ლარი ღირს, თუმცა აქვე უნდა ითქვა რომ 15K მართლაც გადამეტებულია, მაქსიმუმ 10K - ჰა,ჰააა - 12K-ზე მეტი არ უნდა გააგრძელო, ჩვენთან არსებული ზეთის ფილტრები ვერ უძლებენ მაგდენს და ყოველთვის უცხოური ფილტრის ჩამოტანა ტეხავს. მე რაც იაპონიიდან მანქანები ჩამომიყვანია ზეთის შეცვლის სტიკერზე ყოველთვის 5K-6K-ზე აქვთ შეცვლილი მაგათ, ანუ ასე უფრო მისაღებია. ეხლა რავენოლი მაქვს ჩასხმული 5W-20 თავის გამოცვლიანად 80 ლარი დამიჯდა, თან ნაღდი გერმანულია, ყველა ზეტის ბაჩონკა მაგათ გერმანულ საიტზე შეგიძლია გადაამოწმო, 5W-30 სიბლანტე უფრო იაფი ღირს 1 ლიტრი დაგიჯდება 16 ლარი, ანუ 64 ლარი 4 ლიტრიანი იქაც ფილტრი და 70 ლარში ჩაჯდები, მაქსიმუმ 7K-8K-ზე გამოცვალე და ძრავი უპრობლემოდ იმუშავებს რაღათ გინდა სუსტინა smile.gif

კარგი კომენტარია სუსტინაზე ძალიან, დეტალური. ძვირია ნამდვილად სხვა ზეთებთან შედარებით მარა 10-12K სერიოზული შედეგია...

ფილტრებზეც 100% გეთანხმები, ყოველ ზეთის გამოცვლაზე ორიგინალ ფილტრს ვერ იშოვნი, თუ იმენა წინასწარ არ იწერ რა ყველაფერს, არადა რეალურად ფილტრმა უნდა შეუწყოს ხელი, თორე მარტო ხარისხიანი ზეთიც არ არის რა საკმარისი

Posted by: l-e-v-a-n 22 Mar 2018, 00:10
ყოველ გამოცვლაზე ვიწერ ფილტრს
მარა ხშირად არ მიწევს , ბევრს არ დავდივარ და მაგიტო

ვისაც გამოწერა არ აწყობს, იყიდოს MANN
https://www.mann-filter.com/en/mann-filter/workshops/dealer-finder/dealer/?country=georgia&category=automotive

Posted by: Guro_ 22 Mar 2018, 05:16
კაროჩე თუ ძრავი გამართულად მუშაობს, ჩემი პრაქტიკიდან ვამბობ თითქმის ყველა ნორმალური ზეთი კარგია რა, მთავარია სწორი დაშვება ჩაასხა და მორჩა ამით ბაზარი.

მერსედესში სულ მოტულს ვასხამდი იყო კვიცივით, 8კ ზე ვცვლიდი

ვიტზში სულ ტოიოტას ცენტრში ვცვლი და არის იდეალურაფ

კლიო ცოტა ხნით მყავდა და 2 ჯერ შევცვალე მარტო, ტოტალის ზეთზე ვამუშავებდი ხოშიანად, პირველად 17კ გავატარე და მერე გამოვცვალე, მეორედ ისე გავყიდე მხოლოდ 8 მქონდა.გატარებული და არ შემიცვლია ჯერ.


ახლა აუდში ერთხელ შევცვალე მარტო, კასტროლს ვასხამ, კაროჩე.15 ზე გამოცვალეო, ზეთების.თემაში ვიკითხე და კრასუდარ თუ როგორაა ნიკი მაგამ მითხრა კარგ დიზელს თუ ასხამ მაშინ თამამად შეგიძლია 15 გაატაროო, ჯერ 9კ გავატარე მხოლოდ და არ ვაპირებ გამოცვლას. გრამი არ მოუკლია,.არავითარი ხმა, არავითარი მინუსი. კი მართალია ეს 9კ.სულ.რაღაც 3 თვეში გავატარე და 9 იდან მინიმუმ 7 ტრასაზეა, მარა მაინც.ძალიამ იდეალურად უჭირავს თავი.


მოკლედ 15 შეილება არა მარა, 12 ზე ადრე არ გამოვცვლი ამ ზეთს შანსი არაა


ერთი სიტყვით სწორი დაშვების.შერჩევაა მთავარი,.დალშე ცოტა კარგი.ბრენდი თუა, ზეთიც კარგი გამოდის.ხოლმე

Posted by: kvipriane 22 Mar 2018, 10:02
Tocadero
QUOTE
1ზზ სერიის და 2აზ რაც მახსოვს მაგათ ემართებათ


რომელ ავტომობილებში უდგას ტოიოტას 1ZZ და 2AZ ძრავები ?
ტოიოტას D-4 ძრავი არის 1AZ-FSE და 2.0 სიმძლავრის, ეს ძრავები უდგას : VOXY, NOAH, 2.0 WISH, OPA, 2.0 ISIS (Platana), ძველ RAV-4-ს.
2008-დან D-4 (1AZ-FSE) ძრავები გადააკეთეს და დღესდღეობით კლასიფიცირდება 2ZR-FAE (VALVE MATIC) ------- ზემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა მოდელს ეს ძრავები ჩაუდგეს 2009 წლიდან ....

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)