გამარჯობათ,
ამ თემაში მინდა დავწეროთ ავტომობილის რომელი მატორის და გადაცემათა კოლოფის ზეთები უნდა ვიხმაროთ...
აღნიშნული მონაცემები უნდა იყოს ამოღებული ავტომობილის მოხმარების წიგნაკიდან (ინსტრუქციის წიგნი რომელიც ყველა ავტომობილს მოყვება)!!!!!!!!!!!!!
ამ თემის გახნა გადავწყვიტე, შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე:
სადაც არ უნდა იკითხო, ფორუმზე, ფბ-ზე, ხშირად ალბათ ავტომობილის სერვის ცენტრებშიც ძირითადად სხვადასხვა სიბლანტის და ფირმის ზეთებს მთავაზობდნენ... ამიტომ გადავწყვიტე ავტომობილის ინსტრუქციის წიგნაკი გადამეშალა და მენახა თუ რეალურად რომელი ზეთები არის განკუთვნილი ავტომობილისათვის.
ავტომობილი ამ შემთხვევაში არის 2008 წლიანი ტოიოტა პრიუსი (გამოშვების წელი 2003-2009 წ), ამიტომ გამოქვეყნებული ინფო გამოადგებათ ამ წლებში გამოშვებული პრიუსის მძღოლებს.
1) მატორის ზეთი- SAE 5w-30 (10w-30-იც შეიძლება იქნეს გამოყენებული თუ მომდევნო გამოცვლაზე ისევ SAE 5w-30 ზეთს იხმართ) იხილეთ ფოტო.
რას ნიშნავს SAE: Society of Automotive Engineers
ამაზონზე გადავწყვიტე შემერჩია შესაფერისი მატორის ზეთი ჩემი ავტომობილისთვის, რადგანაც ზეთის ჭამა დაიწყო ბოლო პერიოდში (გარბენი 140 000 მილამდე). ძებნის დასაწყისში ბევრი კომპანიის მიერ შემოთავაზებული SAE 5w-30 მოვიძიე, მაგრამ საბოლოო არჩევანი ამ ეტაპზე შევაჩერე Valvoline- Full Synthetic High Mileage-ზე რადგანაც დახასიათების მიხედვით იდეალური უნდა იყოს მატორისთვის რომელიც ზეთს ჭამს ან შეიძლება გასდიოდეს. თუმცა შეიძლებოდა Valvoline-Maxlife High Mileage-ზეც შემეჩერებინა არჩევანი, მაგრამ თავი დავიზღვიე ასევთქვათ.
ფოტოზე რომელიც SAE Valvoline-ის მატორის ზეთებს ეხება და ატვირთულია, გვაქვს აღნიშნული ზეთის 4 სახეობა რომლიდანაც 2-ი განკუთვნილია 75 000 მილამდე გარბენით ავტოებზე და ორიც რომელიც ნახსენები მაქვს 75 000 მილზე მეტი გარბენის მანქანებისათვის.
2) გადაცემათა ზეთი- Toyota Genuine ATF WS (ინსტრუქციის მიხედვით სხვა სითხის გამოყენება დააზიანებს გადაცემათა კოლოფს) იხილეთ ფოტო.
თხოვნა მექნება, რომ სხვა ავტომობილების მატორის და კაროპკის ზეთზეც დავდოთ ინფორმაცია!!!!!!!
ოღონდ უშვალოდ Owner's Manual-იდან ამოღებული ინფორმაცია, კარგი იქნება თუ პოსტებს სურათებსაც დავურთავთ მეტი დამაჯერებლობისთვის!!!!!!!
დაგროვებულ ინფორმაციას გავაერთიანებ და პირველ გვერდზე გადმოვიტან, რათა ხელმისაწვდომი გავხადოთ მატორის და გადაცემათა კოლოფის ზეთებზე რეალური ინფორმაცია.
* * *
This post has been edited by alexxv on 19 Mar 2018, 19:00
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)