Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > სახელები


Posted by: turn_off 29 Jan 2010, 01:17
ნაწილი პირველი
http://forum.ge/?f=97&showtopic=33800782


ვინ რატომ შეურჩიეთ,

რომელი მოგწონთ

და ა.შ.

2kiss.gif

Posted by: კორდელია 29 Jan 2010, 10:11
უი პირველი ვარ bis.gif


QUOTE
რომელი მოგწონთ

ბიჭი:
გაბრიელი,
დემეტრე,
დიმიტრი,
ირაკლი,
ვატო (ვახტანგი არა - ვატო biggrin.gif)
რეზი.


გოგო:
ბარბარე,
მარიამი,
ანნა ( ორი ,,ნ" აუცილებლად :ნიდაიბოგვინმემმკაფიოდარგამოთქვას: biggrin.gif)
სოფი.






Posted by: algulga 29 Jan 2010, 10:13
რეზი

მოკლედ რეზი მინდა რომ დავარქვა.
ასე გადავწყვიტე

Posted by: lelukaa 29 Jan 2010, 12:27
დღე დღეზე გამოიჩეკება და რას ვარქმევ ჯერ კიდე არ ვიცი

დაჩი;
ანდრია;
გაბრიელი;
დემეტრე;
ნიკოლოზი.

ნეტა რომელი ხარ მანდ? biggrin.gif

Posted by: კორდელია 29 Jan 2010, 12:41
lelukaa
QUOTE
ნეტა რომელი ხარ მანდ?

გაბრიელი rolleyes.gif

Posted by: lelukaa 29 Jan 2010, 12:48
კორდელია
QUOTE
გაბრიელი

მამიკოს არ უნდა sad.gif
მარა იმედს ვიტოვებს სამშობიაროში შევაბამ უკვე რო გამოიჩეკება smile.gif

Posted by: 15steps 29 Jan 2010, 13:19
QUOTE
დღე დღეზე გამოიჩეკება და რას ვარქმევ ჯერ კიდე არ ვიცი

მეც ეგრე ვარ biggrin.gif

სანდრო
გიგი
საბა
თორნიკე


მეც არ ვიცი ზუსტად რომელლი უნდა იყოს საბა არ მინდა და ჩემ ქმარს უნდა lol.gif
რა ხერხს მივმართ არ ვიცი საბას სანდრო მირჩევნია..

Posted by: lelukaa 29 Jan 2010, 13:42
QUOTE
სანდრო
საბა
თორნიკე

ისე ეს იდეები გიოსაც ქონდა smile.gif

მამენტ სანდრო მეც მეუასება biggrin.gif

Posted by: viiik 29 Jan 2010, 13:46
lelukaa
QUOTE
ნიკოლოზი.

love.gif

Posted by: elizaveta 29 Jan 2010, 16:56
lelukaa
ყველა კარგი სახელია smile.gif
მე მომწონს

QUOTE
ნეტა რომელი ხარ მანდ?

biggrin.gif
ვინც არ უნდა იყო მანდ
მტერი თუ მოყვარე
ღარიბი თუ მდიდარი...
გააგრძელეთ biggrin.gif

Posted by: 15steps 29 Jan 2010, 22:13
lelukaa
ხო ნუ რავიცი რავიცი wink.gif უსახოდ რომ არ დარჩება ეგ ვიცი ...
ალექსანდე მომწონს და ალექსი ან სანდრო თუ დაუძახეთ ნორმალურია ალეკოზე biggrin.gif მაინც რომ განვაზოგადოთ..
თორნიკეც მომწონს და თოკო და თონე არა biggrin.gif არა და ვინმე რომ დაუძახებს ეგ უეჭველია..
სანდრო ალექსანდრედან მოდის იგივეა...
ნიკოლოზი მომწონს ქმარს არ უნდა ვერ ჩამოყალიბდა ჩემსავით biggrin.gif
მოკლედ მეტი რა საქმე მაქვს ესე ვწერ ამ სულელობებს და განვიხილავ უსაქმურივით..აბა რა ვქნა ტვინის ბურღვას დავეჩვიე..

Posted by: frontushka 29 Jan 2010, 22:25
მე რომ ბიჭი მეყოლება ნიკოლოზი უნდა დავარქვა და მეყოლება ელენე და ნიკოლოზი smile.gif smile.gif

Posted by: 15steps 29 Jan 2010, 22:28
frontushka
გოგოს მეც ელენეს ვარქმევდი , რატომღაც გოგო მეგონა და ბიჭიაოsmile.gif

Posted by: kozet 30 Jan 2010, 17:49
frontushka
QUOTE
მეყოლება ელენე და ნიკოლოზი

დედაჩემს და მამაჩემს ქვიათ ელენე და ნიკოლოზი smile.gif
მე უტას ვარქმევ ჩემს ვაჟკაცს

Posted by: jorjone 30 Jan 2010, 18:37
ხატია დაარქვა მამამისმა, ანუ ვიცოდი , რომ ეს მოსწონდა, მაგრამ სხვა სახელებიც შემომთავაზა: ფიქრია,ნათია,ცისია, lol.gif
ხოდა,რა თქმა უნდა,ხატია გადავწყვიტე დააღმოჩნდა , რომ სწორადაც მოვიქეცით,ერთი წლიდან ხატავს..,

პაპუნა დავარქვით ორივემ,ჯერ ერთი , რომ ქართულია, მეორეც აბა,რაჭველები რას დაარქმევდნენ სხვას biggrin.gif ,მესამეც იმიტომ რომ,ცხრა თაობის უკან მათ წინაპარსაც პაპუნა ერქვა ,ვფიქრობ, რომნ ძალიან უხდება

მერე მოდის ანანო,სინამდვილეში ანა ჰქვია, მაგრამ ყველანი ანანოს ვეძახით.ღვთისმშობლის დედის სახელით მოვნათლეთ, ერთი ორი დღE არ ვიცოდით რა დაგვერქმია, მერე სამშობიაროში გევწვია მეუღლის ბიძაშვილი და ვარიანტები რომ შევთავაზეთ ანა გვირჩია მანაც, მე კი ანანო მინდოდა ყოველთვის, დუმბაძის გმირს ჰქვია თუ ინანიშვილის, მოკლედ ის ბრძენი ქალი ყოველთვის მომწონდა და სახელიც იქიდან შემიყვარდა. გაამართლა, ძალიან ჭკვიანია,ენამოსწრებული,დაფიქრებული,წინდახედული,ვასასისაც ვეძახით ხოლმე სიცილით.

ბოლ დამრჩა , სოფიო , აქ კი დეიდას დიდი დამსახურებაა, ჩემი და სტრასბურგში ცხოვრობს და პირველივე ეს სახელი გვირჩია, მერე გაგვახსენდა , რომ ანანოს ვარიანტებში სოფიოც ერია, ხოდა დავარქვით, თან მის უცხოქვეყნელ ბიძაშვილ-დეიდაშვილებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ სახელის დაძახება,ყველასთვის მისაღებია, მკაცრად სოფიოს და სოფის ვეძახით, სხვა კნინობით შემოკლებებს არ ვაღიარებთ biggrin.gif biggrin.gif

რამხელა დამიწერია, მომიტევეთ , მაგრამ რა ვქნა, ბევრნი ვართ biggrin.gif
tikope ვარ

Posted by: blblbl 30 Jan 2010, 18:39
jorjone
საერთოდაც tikope ხარ შენ ხო ? biggrin.gif

Posted by: tikope 30 Jan 2010, 18:40
blblbl
QUOTE
საერთოდაც tikope ხარ შენ ხო ?

მე ვარ, მე biggrin.gif

Posted by: Solveig 30 Jan 2010, 18:41
jorjone
QUOTE
დუმბაძის გმირს ჰქვია თუ ინანიშვილის, მოკლედ ის ბრძენი ქალი ყოველთვის მომწონდა

არააა...მე მგონი, არჩილ სულაკაურის მოთხრობის პერსონაჯზე ამბობ.."თეთრი ცხენი" ჰქვია მოთხრობას.

ანანო ბოდაველი, მწვანეთვალება გულთმისანი ქალი, დედით ობოლ ძმისწულს რომ ზრდის, სანამ მისი მამა ომიდან დაბრუნდება.
ეზოში რომ თუთის ხეები დგას smile.gif

შენი შვილების სახელები ძალიან მომწონს, ყველა.

QUOTE
ჯერ ერთი , რომ ქართულია, მეორეც აბა,რაჭველები რას დაარქმევდნენ სხვას

biggrin.gif

Posted by: Nensi_1988 30 Jan 2010, 18:43
QUOTE
რომელი მოგწონთ


ბიჭის : საბა, ლაშა, სანდრო

გოგოს: სოფი, მარიამი

Posted by: tikope 30 Jan 2010, 18:50
Solveig
QUOTE
არჩილ სულაკაურის მოთხრობის პერსონაჯზე ამბობ.."თეთრი ცხენი" ჰქვია მოთხრობას

გაგახარებს ღმერთი, ეგაა ეგ, 2kiss.gif

Posted by: n_elo 30 Jan 2010, 19:55
იმდენად მჯეროდა რატომღაც რომ გოგო მეყოლებოდა რომ მითხრეს ბიჭიაო გაოგებული დავრჩი ეხლა მომიწევს ბიჭის სახელსი მოფიქრება ორი მომწონს ძაან და ვნახოთ რომელიმეს დავარქმევ გაბრიელი მომწონს ძაან და ანდრია

Posted by: Solveig 30 Jan 2010, 22:06
n_elo
QUOTE
იმდენად მჯეროდა რატომღაც რომ გოგო მეყოლებოდა რომ მითხრეს ბიჭიაო გაოგებული დავრჩი ეხლა მომიწევს ბიჭის სახელსი მოფიქრება

biggrin.gif

შენ რა გიჭირს, საკმარისი დრო გაქვს smile.gif)

ერთი შემთხვევა ვიცი, მშობლებს სულ გოგოს ეუბნებოდნენ და სახელი ვერაფრით შეარჩიეს, ისე წავიდა დედა სამშობიაროში, კიდევ არ ჰქონდატ გადაწყვეტილი, რა დაერქმიათ..საბოლოოდ ბავშვი გაჩნდა და აღმოჩნდა ბიჭი biggrin.gif ჰოდა, ბიჭის სახელზე აღარ უწვალიათ, მაშინვე შეთანხმდნენ biggrin.gif

tikope
იცი, როგორ მიყვარს ეგ მოთხრობა smile.gif
მაგრამ მანდ ბიჭს რომ ჰქვია ოზო biggrin.gif რა სახელია, ვვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: tikope 31 Jan 2010, 13:51
Solveig
QUOTE
იცი, როგორ მიყვარს ეგ მოთხრობა


რამდენჯერ მაქვს წაკითხული , კაცმა არ იცის, მაგრამ ეხლა ვეღარ ვახერხებ,ვეღარ და აჰა,ვეღარც გავიხსენე ავტორი და სათაური, ეს საქმეა?
უნდა მივხედო ამ ამბავს user.gif

ოზო biggrin.gif

Posted by: n_elo 2 Feb 2010, 16:13
ალბათ ანდრიას დავარქმევ რაღაც ძან მომწონს ეს სახელი

Posted by: Nightmare_Industries 2 Feb 2010, 16:14
მე ვერონიკას დავარქმევ სავარაუდოდ bis.gif
გვარს უხდება, არც ყურითაა მოთრეული და რაც მთავარია international! biggrin.gif


Posted by: merkantil 6 Feb 2010, 17:28
Nightmare_Industries
ვიქტორია არ მოგწონს? smile.gif

Posted by: ლილუ 6 Feb 2010, 17:43
კორდელია
QUOTE
ბიჭი:
გაბრიელი,

გამიხარდა გაბრიელი რომ მოგწონს, მე ეხლა მომწონს ეს სახელი თავიდან ძააააან წინაღმდეგი ვიყავი

Posted by: waiter 6 Feb 2010, 18:24
ჩვენ მე-6 თვეზე ძლივს გადავწყვიტეთ მგონი,
გვინდა რომ ვატო დავარქვათ,
არა ვახტანგი ან რამე, უბრალოდ ვატო,
მოგწონთ?

Posted by: ლილუ 6 Feb 2010, 18:30
waiter
QUOTE
ვატო,

ძალიან კარგი სახელია, მე მომწონს

Posted by: Nightmare_Industries 6 Feb 2010, 18:32
merkantil
QUOTE
ვიქტორია არ მოგწონს?

ჩემს მეზობელს რომ არ ერქვას შეიძლებოდა დაფიქრება biggrin.gif

waiter
QUOTE
ჩვენ მე-6 თვეზე ძლივს გადავწყვიტეთ მგონი,
გვინდა რომ ვატო დავარქვათ,
არა ვახტანგი ან რამე, უბრალოდ ვატო,
მოგწონთ?

biggrin.gif მე უკვე ძალიან მალე ველოდები და რაც გადაწყდა თითქოს ისიც არაა ჩემი მოფიქრებული, დედაჩემმა შეარჩია.
მე იდეების ნაკლებობას განვიცდი biggrin.gif
სამშობიაროში თუ დამეტაკა მუზა ვნახოთ.

ვატო კარგი სახელია smile.gif

Posted by: waiter 6 Feb 2010, 18:33
ლილუ
QUOTE
ძალიან კარგი სახელია, მე მომწონს

მადლობთ მხარდაჭერისთვის,
სანამ პატარა იქნება ვატატოს დავუძახებsmile.gif

Posted by: ninucani 6 Feb 2010, 19:49
მე ანის ვარქმევ ჩემს პატარას love.gif

Posted by: sophya 6 Feb 2010, 22:05
აკაკი არ მოგწონთ? smile.gif .

Posted by: ville valo's exwife_lico 6 Feb 2010, 22:23
მე მიყვარს როდესაც სრულ სახელს ეძახიან ბავშვს ნუ თუ რამე კატასტროფა არ ქვია რათქმაუნდა
მაგალითად გაბრიელი და არა გაბო
ივანე და არა ვანო
ანდრია და არა ანდრო და ა.შ.
ეს სამი სახელი ძალიან მომწონს მაგრამ იმის შიშით რომ მეორე ვარიანტებს დაუძახებდნენ ჩემ შვილს ისეთი სახელი დავარქვი რომ ვერ შეემოკლებინათ tongue.gif
გოგოების სახელებიდან ქართული და საქართველოში გავრცელებული სახელებიდან არაფერი მომწონს საერთოდ ისევ ვერონიკა მირჩევნია დავარქვა biggrin.gif
მე 7თვე მეგონა გოგო მყავდა და პადმეს დარქმევას ვაპირებდი ან ელისაბედის მეთქი ლისის ან ლისას მაინც დავუძახებ ^^
მაგრამ გამოძვრა თავგასიებული >__>

Posted by: ლილუ 6 Feb 2010, 23:40
QUOTE
ville valo's exwife_lico

ჩემს შვილს ქვია გაბრიელი და მთლიანად გაბრიელს ვეძახი.
აქ როცა ვწერ ხოლმე მაშინ გაბის, ხან გაბრიელის დაწერა მეზარება და ვამოკლებ
თორე ისე ყველსთან მკაცრად დგას საკითხი რომ სახელი არ შეუმოკლონ და გაბრიელი დაუზახონ

Posted by: tuta_tuta 6 Feb 2010, 23:44
ბიჭის სახელებიდან მომწონს

ნიკუშა
სანდრო
თორნიკე


Posted by: კორდელია 7 Feb 2010, 00:27
ლილუ
2kiss.gif

მახსოვს რომ ამბობდი ორსულობის დროს მე არ მომწონს გაბრიელი და ვცდილობ მივეჩვიო აჩის ხათრითო : )


პ.ს იაკობი და იოანე არ მოგწონთ? ჩემს სანაცნობოში ჰქვიათ ბავშვებს და ძალიან შემაყვარეს ეს 2 სახელი smile.gif

Posted by: ლილუ 7 Feb 2010, 00:39
კორდელია
ხო ვერ წარმომომედგინა როგორ უნდა დამეძხა გაბრიელი
მაგრამ ეხლა ზალიან მომწონს
ხო აჩის ისე ძალიან უნდოდა, აი რავიცი, გიჯდებოდა ამ სახელზე

იოანეც მაგარია.

მეორე თუ გოგო მეყოლება მარიტა მომწონს

Posted by: izabel 7 Feb 2010, 10:55
კორდელია
QUOTE
იაკობი და იოანე არ მოგწონთ?

ებრაული სახელებია...მე კი მაინც შუალედურ სახელებზე ვიხრებოდი...
იყო პერიოდი ვფიქრობდი იოსი-ზე(არ მინდოდა საქართველოში სოსო დაეძახათ მერე)...ვფირობდი შონ-ზეც...მამამისმა გამიპროტესტა ეს...ეხლა კი ყავს ორი დავიდი...
ისე კი ვფიქრობ პასპორტის აღებისას მეორე სახელი დავარქვა-მამამისს რაც ქვია...ორივე სახელი ეწერება პასპორტში.

გოგოს სახელი მომწონს დანა, ანნა...

Posted by: 15steps 7 Feb 2010, 15:03
მე ალექსანდრე გადავწყვიტე და სანდროს დავუძახებთ ..smile.gif

Posted by: კორდელია 13 Feb 2010, 20:46
ლილუ
QUOTE
მეორე თუ გოგო მეყოლება მარიტა მომწონს

up.gif +11111111

izabel
QUOTE
ანნა..

ერთს ჰქვია ანნა და ნი დაი ბოგ ერთი ,,ნ" დაუძახონ... biggrin.gif

Posted by: n_elo 14 Feb 2010, 00:13
ვერ ვითან ვერც მე შემოკლებულ სახელებს და დამახინჯებულს. ჩემ დეიდასჰვილის ბავშვს მარიამი ქვია და მარი რომ დაუძახო შეილება გცემოს მე მარიამი მქვიაო გეტყვის. ჩემსას ანდრიას ვარქმევ და კატეგორიულად ავკრძალავ სხავ სახელების დაძახებას

Posted by: upwave 14 Feb 2010, 01:52
kozet
QUOTE
მე უტას ვარქმევ ჩემს ვაჟკაცს

love.gif
ჩემ ბარტყს ქვია უტა

* * *
[/quote]
QUOTE
მეორე თუ გოგო მეყოლება მარიტა მომწონს

ეს კი ჩემ მეორე ბარტყს ქვია biggrin.gif
Solveig
[quote]მაგრამ მანდ ბიჭს რომ ჰქვია ოზო რა სახელია, ვვერ გავიგე
ეგ ალბათ, მარტო არჩილ სულაკაურმა და ჩემმა შვილმა იციან: უტა პატარა რომ იყო ჩემ ძმას ოზოს ეძახდა (ისე რეზო ქვია) biggrin.gif

Posted by: თეონკა 17 Feb 2010, 12:47
ლიზი, ლიზა არ მოგწონთ? love.gif love.gif love.gif

Posted by: nin 17 Feb 2010, 12:54
მე ძალიან მომწონს ილია love.gif და მისი შესაბამისი მოფერებითი სახელები - ილიკო, ილო.
მარა ჩემ ქმარს ვერაფრით მოვაწონე mo.gif
კორდელია
QUOTE
იაკობი

მომწონს

გოგოებიდან ამ ბოლო დროს ავიკვიატე - ნორა user.gif

Posted by: თეონკა 17 Feb 2010, 13:54
QUOTE
ბიჭის სახელებიდან მომწონს

ნიკუშა სანდრო თორნიკე

ზუსტად ეს სახელები მომწონს მეც

Posted by: კორდელია 17 Feb 2010, 18:15
nin
QUOTE
ნორა

no.gif

Posted by: Solveig 17 Feb 2010, 21:22
upwave
QUOTE
ეგ ალბათ, მარტო არჩილ სულაკაურმა და ჩემმა შვილმა იციან: უტა პატარა რომ იყო ჩემ ძმას ოზოს ეძახდა (ისე რეზო ქვია)

აააა smile.gif))) შეიძლება მართალია, ხომ იცი smile.gif


Posted by: Re_Be 18 Feb 2010, 11:27
QUOTE
მე მიყვარს როდესაც სრულ სახელს ეძახიან ბავშვს

ჩემ შვილს დავარქვით რევი, შემოკლებითაც ვერაფერს ვერ დაუძახებენ და ვერც სახელს დაუმახინჯებენ, ვერ წარმომიდგენია სხვა სახელი რომ ერქვას.

Posted by: ninucani 18 Feb 2010, 11:53




ვერ გადავწყვიტე ბავშვს რა დავარქვა. ანასტასია ,მარიამი თუ ბარბარე?სამივე ძალიან მომწონს.რას მირჩევთ?

Posted by: Re_Be 18 Feb 2010, 12:56
ninucani
QUOTE
ანასტასია

ნიტა მომწონს მე პირადად

Posted by: upwave 18 Feb 2010, 14:05
Re_Be
თუ მესამე მეყოლა, ნიტას ან ნიცას დავარქმევ აუცილებლად. ჩემი მუჟიც თანახმაა smile.gif

Posted by: aduala 18 Feb 2010, 14:16
upwave
QUOTE
ჩემ ბარტყს ქვია უტა

QUOTE
მარიტა

ვა,რა ლამაზი და ორიგინალური სხელები დაგირქმევია ბავშვებისთვის. smile.gif
QUOTE
თუ მესამე მეყოლა, ნიტას ან ნიცას დავარქმევ აუცილებლად. ჩემი მუჟიც თანახმაა

შენს შემთხვევაში ნიტა ჯობია. სამივე სახელი "ტა"-ზე დამთავრდება. wink.gif

Posted by: elizaveta 18 Feb 2010, 14:16
nin
QUOTE
ნორა

user.gif


ლილუ
QUOTE
ჩემს შვილს ქვია გაბრიელი და მთლიანად გაბრიელს ვეძახი.

ნიკოლოზს ვერ ვეძახი სხვანაირად smile.gif ნიკა კიდევ შეიძლება, მაგრამ აი კიდევ ჩახუჭუჭებული ნიკუშა არ მომწონს, ნიკუშკაც კი გამიგია სხვაზე და გული შემიწუხდა
ნიკოლოზია რა, ვერ იხდენს ამ უწუ-პუწუ სახელებს და რა გინდა რომ ქნა biggrin.gif

Posted by: nuki-nuki 18 Feb 2010, 14:18
elizaveta
QUOTE
ნიკოლოზია რა, ვერ იხდენს ამ უწუ-პუწუ სახელებს და რა გინდა რომ ქნა 

lol.gif lol.gif

Posted by: aduala 18 Feb 2010, 14:20
elizaveta
QUOTE
ნიკოლოზს ვერ ვეძახი სხვანაირად  ნიკა კიდევ შეიძლება, მაგრამ აი კიდევ ჩახუჭუჭებული ნიკუშა არ მომწონს, ნიკუშკაც კი გამიგია სხვაზე და გული შემიწუხდა
ნიკოლოზია რა, ვერ იხდენს ამ უწუ-პუწუ სახელებს და რა გინდა რომ ქნა 

აუ,მე კიდევ ფერებას რომ ვუწყებ ისე შევყვები ხოლმე,რომ რას არ ვეძახი. biggrin.gif
ვიწყებ ნიკუშათი და მერე კუკუსა,პუკუსა,ნიკუშა-კუკუშა და რა ვიცი. იმ დღეს ჩემმა ქმარმა კუკუშა რომ გაიგო გაგიჟდა ლამის. კუკუშა არა ის კიდეო. vik.gif gigi.gif

Posted by: elizaveta 18 Feb 2010, 14:23
aduala
მიმართვა ვიგულისხმე თორემ.... მე ისეთებს ვეძახი... ვიგონებ რაღაც სიტყვებს, ზოგჯერ - ნიკანდრო, ნიკიფორე, კოლია biggrin.gif ერთმა ექიმმა დაუძახა კოლია სამშობიაროში და მომეწონა biggrin.gif მეჩხუბებიან მერე სახლში, რას ერჩიო

Posted by: aduala 18 Feb 2010, 14:26
elizaveta
QUOTE
ნიკიფორე

უიიი,ეს რა კაი გამახსენე. დედაჩემი მეძახდა ხოლმე ბავშვობაში ხუმრობით. biggrin.gif

Posted by: merkantil 18 Feb 2010, 14:33

aduala
elizaveta
მეც ვეძახი ათას სისულელეს: ელიბო, ელპიტე, ელეონორა, ელიოზა, ელგუჯა drug.gif user.gif თან ენის მოჩლექვით ველაპარაკები და რა მეშველება, როგორ გადავეჩვიოოოოო weep.gif ბავშვი ნორმალურ ლაპარაკს ვერ ისწავლის

Posted by: elizaveta 18 Feb 2010, 14:38
aduala
შენსასაც მოუხდება wink.gif

merkantil
რა ჰქვია ? tongue.gif

QUOTE
ელგუჯა

ვაიმე biggrin.gif
მამაჩემს ჰქვია ელგუჯა, ამასწინათ ვეხუმრე მის მეგობარს - ბავშვს ელგუჯა დავარქვი მეთქი
ჯერ ის კაცი გაგიჟდა - რას ერჩოდიო
ამ დროს ნიკოლოზს შევხედე და ისეთი თვალებით მიყურებდა... biggrin.gif უცებ წარმოვიდგინე რა ტიპი იქნებოდა მართლა ელგუჯა რომ დამერქმია lol.gif
ვაი, აი სადაც გამახსენდება, ცუდად ვხდები biggrin.gif aduala

Posted by: merkantil 18 Feb 2010, 14:42
elizaveta
ელენე ჰქვიაbiggrin.gif

Posted by: elizaveta 18 Feb 2010, 15:04
merkantil
QUOTE
ელენე

მე ძალიან მომწონს smile.gif არ არის გამორიცხული მომავალში შევაჩერო არჩევანი
ოღონდ ელენე და არა მისი შემოჭრილ-შემოკვეცილი ფორმა biggrin.gif

Posted by: upwave 18 Feb 2010, 15:38
aduala
QUOTE
იმ დღეს ჩემმა ქმარმა კუკუშა რომ გაიგო გაგიჟდა ლამის. კუკუშა არა ის კიდეო. 

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: merkantil 18 Feb 2010, 16:52
QUOTE (elizaveta @ 18 Feb 2010, 15:04 )

მე ძალიან მომწონს smile.gif არ არის გამორიცხული მომავალში შევაჩერო არჩევანი
ოღონდ ელენე და არა მისი შემოჭრილ-შემოკვეცილი ფორმა biggrin.gif

biggrin.gif
ჩემსას უწერია დაბადების მოწმობაში ფრანგულად და იკითხება ელენbiggrin.gif
ქართულ პასპორტში ელენე უწერია.

Posted by: 15steps 18 Feb 2010, 16:58
merkantil
ძალიან მიყვარს ელენე სახელი smile.gif
ჩემ პატარას ალექსანდრეს ვარქმევ და ხან სანდროსაც დავუძახებთ..ორივე ერთი სახელია

Posted by: Re_Be 18 Feb 2010, 17:30
upwave
QUOTE
Re_Be
თუ მესამე მეყოლა, ნიტას ან ნიცას დავარქმევ აუცილებლად. ჩემი მუჟიც თანახმაა 

მთავარი გადაგიწყვეტიათ და აბა რაღას უცდი, შეუდექით საქმეს
biggrin.gif
მეც ძალიანმომწონს ნიტა.... user.gif

Posted by: aduala 18 Feb 2010, 17:36
merkantil
QUOTE
მეც ვეძახი ათას სისულელეს: ელიბო, ელპიტე, ელეონორა, ელიოზა, ელგუჯა

ვაიმეეე,ცუდად ვარ. lol.gif lol.gif lol.gif
რა გულიანად გამაცინე რომ იცოდე. უცებ რომ წარმოვიდგინე გოგოს ელგუჯას როგორ ეძახი... givi.gif

Posted by: Solveig 18 Feb 2010, 17:41
QUOTE
. კუკუშა

კუკუშა ის არ იყო, მწვანე ნიანგი რომ უნდოდა? biggrin.gif

QUOTE
გოგოს ელგუჯას როგორ ეძახი.

გოგოა? აააააააააა biggrin.gif

ელგუჯა, მოფერებით გუჯუნა...ჩემს მეზობლად ცხოვრობს ცოლ-ქმარი, უკვე მოხუცები არიან..და ცოლი მიმართავს ასე ქმარს biggrin.gif )

Posted by: KaTeRiN 18 Feb 2010, 18:06
მე მყავს მეზობლები რობერტი და ნინელი. ნინელი რობის ეძახის ,რობი კიდევ ნინეს, მოკლედ მაგარი როჟები არიან, შვილმა გამოუგზავნა ჰუნდაი სანტაFე ძაან მაგარი და უნდა ნახოთ როგორ აყენებენ ეზოში, ძაან კურიოზია givi.gif რობის უკეთია სათვალე -6543443435483 რო შეხედავ თვალები კილომეტრს იქით ჩანს, ეს ნინე გადმოხტება დაუდგება უკან მარჯვნივ რობი მარცხნივ რობი სტოპ რობი
ძაან საყვარლები არიან biggrin.gif

Posted by: merkantil 18 Feb 2010, 18:09
aduala
ხო როცა მაბრაზებს ვეძახი ხოლმეbiggrin.gif

Solveig
რა მოხდა მერე, ალბათ ეგრე არიან მიჩვეულებიsmile.gif ჩემი მშობლებიც უწუ-პუწუ სახელებით მიმართავენ ერთმანეთს და ჩემი ქმრის მშობლებიც biggrin.gif ალბათ ჩვენც ეგრე ვიქნებით givi.gif

Posted by: 15steps 18 Feb 2010, 18:13
QUOTE
რობი სტოპ რობი

lol.gif lol.gif

Posted by: aduala 18 Feb 2010, 21:12
Solveig
QUOTE
კუკუშა ის არ იყო, მწვანე ნიანგი რომ უნდოდა?

ეგ არ ვიცი.
მე ის კუკუშა ვიცი, "კომედი შოუში" რომ არის პერსონაჟი, ენას რომ უკიდებს. biggrin.gif

Posted by: Solveig 18 Feb 2010, 21:16
merkantil
QUOTE
რა მოხდა მერე, ალბათ ეგრე არიან მიჩვეულები

არა, არაფერი smile.gif უბრალოდ, გამახსენდა...შინაურობაში დასაძახებელი სახელი ყველას აგვაქვს smile.gif

****
QUOTE
ეს ნინე გადმოხტება დაუდგება უკან მარჯვნივ რობი მარცხნივ რობი სტოპ რობი

ჰეჰე, ჩემი ნაცნობები იყვნენ ეგრე ზუსტად..ქმარი საჭესთან, ცოლი გვერდით და კარნახობდა-ნალევა. ახლა ნაპრავა biggrin.gif კარგი ხალხი იყო ძალიან..სამწუხაროდ, გამიწყდა მათთან კონტაქტი.

Posted by: upwave 18 Feb 2010, 23:38
Solveig
QUOTE
QUOTE
. კუკუშა

კუკუშა ის არ იყო, მწვანე ნიანგი რომ უნდოდა?

ხოოო biggrin.gif მაგარი ფილმია smile.gif

Posted by: ქინქლა 23 Feb 2010, 11:57
ძალიან ძალიან მომწონს სახელი ნია, ძალიან მინდა ჩემს შვილს დავარქვა, მაგრამ ჩემს ქმარს არ მოსწონს და არ ვიცი რა ვქნა. sad.gif baby.gif

Posted by: just_mee 25 Feb 2010, 20:38
პატარას მგონი ყველა სახელი უხდება

Posted by: ville valo's exwife_lico 25 Feb 2010, 21:12
just_mee
თამაზი განსაკუთრებით კიდევ ჯუმბერი და კიდევ ოზურგეთსა და ზუგდიდში გავრცელებული საეჭვო სახელები როგორიცაა დირექტორი, იმეილი, მოვედი , გელოდე, არმოხვედი და ა.შ. >__>

ნუ შეიძლება ისეთი სახელი დაარქვა ბავშვს დიდობაში მაინც რო მოუხდება
შეიძლება არც ალექსანდრე და კონსტანტინე უხდება 56სანტიმეტრიან არსებას მაგრამ მომავალში მაინც ექნება დიდებული სახელი მაგრამ შერჩევა მაინც საჭიროა სახელის wink.gif

Posted by: just_mee 25 Feb 2010, 21:19
მე სხვა მეწერა თავიდან და მერე წავშალე.ჩემი ცხოვრებიდან იყო სახელთან დაკავშირებით,ზუსტად შენს გამოხმაურებას პასუხობდა,ბოლოს პირადულის გამომზეურება გადავიფიქრე.ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და 20 წლის ისტორია აქვს.სახელს რომ არქმევ,უნდა გახსოვდეს,რომ საკუთარ შვილს არქმევ,რომელმაც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს მასთან ერთად

Posted by: ville valo's exwife_lico 25 Feb 2010, 21:27
QUOTE
მე სხვა მეწერა თავიდან და მერე წავშალე.ჩემი ცხოვრებიდან იყო სახელთან დაკავშირებით,ზუსტად შენს გამოხმაურებას პასუხობდა,ბოლოს პირადულის გამომზეურება გადავიფიქრე.ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და 20 წლის ისტორია აქვს.სახელს რომ არქმევ,უნდა გახსოვდეს,რომ საკუთარ შვილს არქმევ,რომელმაც მთელი ცხოვრება უნდა გაატაროს მასთან ერთად

და არა მარტო ცხოვრება თუ დიდი ადამიანი გამოვა და ყველა დედას უნდა ეგ მისი სახელი უკვდავი იქნება საუკუნეების მანძილზე ამიტომ არ მინდა საუკუნეების მერე თამაზით იცნობდეს ვინმე ჩემ შვილს (რა გადავეკიდე ამ თამაზის არც ისე საშინელი სახელია მამენტ მაგრამ მაინც biggrin.gif )

თან ძველებური სახელების წინააღმდეგი მართლა არ ვარ დაჟე ნაპოლეონს და ფარნავაზს რომ არქმევენ ეგ არ მაღიზიანებს მაგრამ უაზრო სახელებს რომ არქმევენ ეგ მაღიზიანებს ^^ ლამაზი მაინც უნდა იყოს სახელი თორემ ძველმოდურობას არ ვუჩივი და მარტო იმიტომ რომ მამამთილს არ გაუტეხო ან დედამთილს ბავშვს მომავალი არ უნდა გაუფუჭო biggrin.gif
მე ბევრს ვლაპარაკობ არადა ბავშვს სებასტიანი დავარქვი არც ქართული სახელია და არც არაფერი მაგრამ ლამაზია და დიდებულების შეგრძნებას იწვევს ჩემთვის რავიცი ყველა იდივიდუალურად აზროვნებს მაგრამ მამამთილის და დედამთილის ხათრით მაინც არღირს სახელის შერჩევა თუ რაღაც სასწაულ სახელზეა საუბარი smile.gif

Posted by: just_mee 26 Feb 2010, 02:21
მოკლედ მაინც დავწერ.ჩემი შვილი უკვე 21 წლისაა.სანამ ფეხმძიმე ვიყავი,ასე მეგონა ბიჭი გაჩნდებოდა და ჩემს ქმარს მამამისის სახელი უნდოდა-ალექსანდრე.პრინციპში მეც მომწონდა ეს სახელი.თუ გოგო გაჩნდებოდა,არჩევანი უკვე ჩემზე იყო წესითხოდა .დაიბადა გოგო.ჩემმა ქმარმა,ისე,რომ არც უკითხავს ჩემთვის,დაბადების მოწმობა შემომიგზავნა/ სახელი მედეა,ეს დედამისის სახელია.ძალიან ვინერვიულე ამაზე,მაგრAმ ვერაფერს გავხდი,რძეც კი გამიშრა.მარა თავი დავიმშვიდე იმით,რომ დეას ვეძახდი და მომწონდა ეს სახელი.მონათვლისას მღვდელმაც არ შეუცვალა სახელი,რატომ არ ვიცი.თვითონ სახელს თითქოს არაუშავს,მაგრამ არაქრისტიანულია და მფარველი ანგელოზის დღე არ აქვს,ანუ სახელის დღე არ არსებობს.გავიდა 21 წელი და ამასობაშში ჩემი ქმარი ძალიან მორწმუნე გახდა და ერთი თვის წინ ეტყობა თავის მამაოსთან ილაპარაკა ამ თემაზე და მოინანია,მოკლედ.მოკიდა ამ 21 წლის გოგოს ხელი.წაიყვანა თავის მამაოსთან და გადაარქვეს სახელი.საერო დეა კი დარჩა.მაგრამ ქრისტიანულად უკვე ჩემი გოგოს მიერ არჩეული სახელი დააქვეს-ელისაბედი/ეხლა პასპორტიც გამოსაცვლელია.პირადობაც.არა და ანაობას არის დაბადებული და ყოველივე ამ წვალების გარეშე ხომ იქნებოდა ანა?აი რას ვშვებით მშობლები.

Posted by: Solveig 26 Feb 2010, 03:08
QUOTE
ჯუმბერი და კიდევ ოზურგეთსა და ზუგდიდში გავრცელებული საეჭვო სახელები როგორიცაა დირექტორი, იმეილი, მოვედი , გელოდე, არმოხვედი და ა.შ. >__>

ვაიმე, დღეს მომხვდა ეგ სურათი თვალში, ფეისბუკზე უდევს ჩემს მეგობარს.. biggrin.gif

შემეცოდა ის ხალხი...დირექტორი, , ფუჩქი, ბოჩოლა და იმეილი როგორ უნდა დაარქვა შვილს, როგორ უნდ აგაიმეტო ამისათვის.. sad.gif

Posted by: djindjidrinji 26 Feb 2010, 04:40
Solveig
QUOTE
შემეცოდა ის ხალხი...დირექტორი, , ფუჩქი, ბოჩოლა და იმეილი როგორ უნდა დაარქვა შვილს, როგორ უნდ აგაიმეტო ამისათვის..


ვახ თვითონ გონიათ რომ კარგ რამეს არქმევენ, რა ჭირთ შენი შესაცოდი? biggrin.gif

მე კიდე ბიჭის სახელი ვერ მოვიფიქრე, მიზანი არის, რომ სახელი იყოს საერთაშორისო და საქართველოში პოპულარული სახელების ტოპ 10ეულში არ შედიოდეს.




Posted by: ESCADA 26 Feb 2010, 05:19
elizaveta
QUOTE
ვაიმე biggrin.gif მამაჩემს ჰქვია ელგუჯა, ამასწინათ ვეხუმრე მის მეგობარს - ბავშვს ელგუჯა დავარქვი მეთქი ჯერ ის კაცი გაგიჟდა - რას ერჩოდიო ამ დროს ნიკოლოზს შევხედე და ისეთი თვალებით მიყურებდა... biggrin.gif უცებ წარმოვიდგინე რა ტიპი იქნებოდა მართლა ელგუჯა რომ დამერქმია lol.gif ვაი, აი სადაც გამახსენდება, ცუდად ვხდები biggrin.gif aduala  


2kiss.gif 2kiss.gif ეგრე დამემართა ზუსტად - ჩვენ მეზობელმა დაურეკა ჩემ ქმარს მისალოცად ასაკოვანი კაცია, და რომ იკითხა რა დაარქვითო - რომ უთხრა ნატალიო - ძალიან შეწუხდა biggrin.gif არ მოეწონა და საყვედური უთხრა გიგას, დედაშენის სახელი რატომ არ დაარქვიო = ცნობისთვის ლამარა ქვია ჩემ დედამთილს biggrin.gif მოკლედ მოუსმინა გიგამ მშვიდათ ბოლომდე და რომ დაკიდა ყურმილი აგვივარდა ისტერიკული სიცილი biggrin.gif ეგგა გვაკლდა ეხლა ბავშვს ლამრო ერქვას მაგ ჭკუაზე ვარ ზუსტად რა სადიზმია biggrin.gif

Posted by: ville valo's exwife_lico 26 Feb 2010, 14:20
djindjidrinji
ჩემსას სებასტიანი ქვია და ზუსტად მაგ კრიტერიუმებში ჩაჯდა ნუ პლიუს დამატებული რომ ქრისტიანული უნდა ყოფილიყო მღვდელი რომ არ შემედაოს და სკოლაში სატანისტი არ დაუძახონ biggrin.gif ფუძე უნდა ქონოდა საინტერესო და ვინმე ცნობილი პიროვნების სახელი უნდა ყოფილიყო ერთის მაინც (სახელმა ბედის გამოყოლა იცისო ამბობენ biggrin.gif)

Posted by: just_mee 26 Feb 2010, 15:37
ჩვენ იოანე ნათლისმცემლის დედის სახელი -ელისაბედი ავარჩიეთ.ისე რა კარგია, შვილი რომ ირჩევს საკუთარ სახელს lol.gif მედეას მალავდა,არ მოწონდა.ცხოვრება მაინც ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას.ოღონდ 21 წელი დასჭირდა ამას

Posted by: Fallen Angie 26 Feb 2010, 15:58
just_mee
კარგია თვითონ რო შეარჩია...
ისე არც მედეა არის ცუდი და სასირცხვილო სახელი მგონი.

მე ნიკოლოზი დავარქვი, ძაან ამოჩემებული მქონდა ეს სახელი, სულ მინდოდა რომ ჩემი შვილისთვის ნიკოლოზი დამერქმია, ბოლო თვეებში კი დავიწყე ფიქრი ალექსანდრე ხო არ დავარქვა-მეთქი, მარა მერე ისევ ნიკოლოზი გადავწყვიტეთ.
ძაან გავრცელებული სახელი კი არის, მაგრამ ისე მომწონს რო მაგანაც ვერ შემიშალა ხელი biggrin.gif

ისე გოგოს ალბათ ელენეს დავარქმევ.

Posted by: just_mee 26 Feb 2010, 16:03
Fallen Angie
მედეა ნამდვილად კარგი სახელია,უბრალოდ არაა მართლმადიდებლური.ლაკონური რომ ვიყო,მედეობა საერთოდ არ არსებობს და მის სახელზე სანთელი არ დანთებულა 21 წელი.ამაშია საქმე.ნათლობის დროს მღვდელს რომ დაერქმია სხვა სახელი,მედეაც დარჩებოდა თავის-თავად

Posted by: malimalia 26 Feb 2010, 16:24
მე ჩემ შვილს აუცილებლად მართმადიდებლურ,ქართულ სახელს დავარქმევ.ბიჭის სახელები უფრო მომწონს მათე და საბა.გოგოსი რამე ძალიან ლამაზი ,ლამაზად დასაძახებელი მინდა bis.gif bis.gif bis.gif თქვენ რომელი მოგწონთ?

Posted by: elizaveta 26 Feb 2010, 16:30
Fallen Angie
QUOTE
ნიკოლოზი

love.gif
ახლა უფრო მომწონს, ვიდრე ადრე მომწონდა
თან მხოლოდ ნიკოლოზი wink.gif და არა მოფერებითი ვარიანტები

Posted by: malimalia 26 Feb 2010, 17:04
QUOTE (elizaveta @ 26 Feb 2010, 16:30 )


თან მხოლოდ ნიკოლოზი wink.gif და არა მოფერებითი ვარიანტები

კი მართლა კარგია. yes.gif yes.gif yes.gif ნიკოლოზი

Posted by: ville valo's exwife_lico 26 Feb 2010, 18:24
elizaveta
შენ მოყევი ხო მგონი ექიმმა კოლია დაუძახაო biggrin.gif ჩემს შვილს მართმადიდებლური არ ქვია მაგრამ ქრისტიანული არის უბრალოდ იმ პერიოდში საიდანაც ეგ სახელი მოდის დაყოფილი არ იყო ქრისტიანობა (ძველი ბერძნული სახელია) სამაგიეროდ ძალიან გავრცელებული მართმადიდებლური სახელი საბა სწორედ რომ სებსტიანიდან მოდის ^^
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გაბაზრებულობას უბრალოდ მინდა ბაზარში გაგონილი სახელი არ ერქვას ჩემ შვილს და სკოლაში რომ შევა რიგითი "გიორგი" არ იყოს, რაგდან როდესაც დაეწყება პერიოდი განსხვავებულობის მაშIნ სახელი პირველი იქნება რითიც იბლატავებს ^^

Posted by: Solveig 26 Feb 2010, 18:46
QUOTE
ჩემს შვილს მართმადიდებლური არ ქვია მაგრამ ქრისტიანული არის

ჩვენში სევასტი შეესაბამება სებასტიანს smile.gif)

ევროპაში ძალიან პოპულარული სახელია, მაგრამ საქართველოში სევასტის გაგონებაზე მელოტი, საფეთქლიდან საფეთქლამდე თმაგადავარცხნილი., ღიპიანი ბიძის ასოციაცია მიჩნდება biggrin.gif

Posted by: ville valo's exwife_lico 26 Feb 2010, 18:55
QUOTE
ჩვენში სევასტი შეესაბამება სებასტიანს smile.gif)

არა ეგ რაღაც რუსულ-სლავური სახელია გაურკვეველი წარმოშობის და არაფერ კავშირში არაა სებასტიანთან მე ევძახი ხოლმე სევასტას ზოგჯერ და მეჩხუბებიან ახლობლები გაანებე ბავშვს თავიო biggrin.gif

ევროპაში მართლაც პოპულალური სახელია და რატომაც არ გავხადოთ საქართელოშიც აბა ამოვიდა ყელში ეს გიროგი და ლევანი და მომკალით თუ გინდათ ^^

Posted by: upwave 26 Feb 2010, 19:11
QUOTE
ჩვენში სევასტი შეესაბამება სებასტიანს )

yes.gif

Posted by: elizaveta 26 Feb 2010, 19:24
QUOTE
ville valo's exwife_lico

კი, ჩემსას დაუძახეს smile.gif
მეც ვეძახი ხანდახან უცნაურ სახელებს

ისე, ჩემთვის აი არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს სახელი მოდურია, მოდიდან გადასული, ქართული, უცხო ენაზე კარგად ჟღერს თუ ა.შ. მომწონს - მორჩა, ეგაა გადამწყვეტი smile.gif
გიორგობის კვირაში დაიბადა ჩემი შვილი და შემეძლო გიორგი დამერქმია, გიგის დავუძახებდი smile.gif ვინც ჩემი პროფესია იცის, მიკერძოებულად ნუ ჩამთვლის gigi.gif უბრალოდ, ბევრი გიორგი გვყავს გარშემო და ნიკოლოზი ვარჩიეთ
თუმცა, გიორგობას რომ დაემთხვია, თვითონ დაირქმევდა სახელს smile.gif

Posted by: Solveig 26 Feb 2010, 19:35
QUOTE
არა ეგ რაღაც რუსულ-სლავური სახელია

არა, არანაირად.

ბერძნული სახელია ეგ...წოდებაც კი არსებობდა სევასტოსის, ბიზანტიაში..მაგალითად, დავით აღმაშენებელს უბოძეს ბავშვობაში პანიპერსევასტოსის ტიტული (სულ ფეხებზე ეკიდა დავითს ეგ ტიტულები, მეფე იყო biggrin.gif).

სავასტი=სებასტი=სებასტიანი...

გავრცელებულია ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში...გერმანიაშიც, თან მისი მოფერებითი სახელი ბასტიანი უკვე დამოუკიდებელ სახელად გადააკეთეს.


QUOTE
ევროპაში მართლაც პოპულალური სახელია და რატომაც არ გავხადოთ საქართელოშიც

ქართულ ენას ვერ ერგება კარგად სებასტიანი, უცხოდ ჟღერს, ისევე, როგორც ჯულიეტა, ელეონორა...საქარტველოში ადრე გავრცელებულ შესატყვის სევასტის კი არავინ დაარქმევს ახლა შვილს..

Posted by: ville valo's exwife_lico 26 Feb 2010, 20:52
QUOTE
ქართულ ენას ვერ ერგება კარგად სებასტიანი, უცხოდ ჟღერს, ისევე, როგორც ჯულიეტა, ელეონორა...საქარტველოში ადრე გავრცელებულ შესატყვის სევასტის კი არავინ დაარქმევს ახლა შვილს..

სადაც კონსტანტინე და ალექსანდრე გახდა პოპულარული არამგონაი სებასტიანის წარმოთქმა გაუჭირდეთ ქართველობას wink.gif

მე მაინც ვცდი და დანარჩენი ერზეა smile.gif


სებასტიანს რაც შეეხება ვიცი რომ ძველ საბერძნეთში იყო ადგილი ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე (ზუსტად ლეგენდა არ ვიცი რა მოხდა იმ ადგილას) მაგრამ ვიცი რო წმინდა ადგილად არის აღიარებული და სებასტი ერქვა და იქიდან წამოსულებს სებასტიანელები საიდანაც წამოვიდა სახელი სებასტიანი ამიტომ სევასტის კავშირი ამსახელთან მე ვერსად ვიპოვე ნუ ყოველ შემთხვევაში იმ წყაროდან სადაც ვიპოვე ეს სახელი მსგავსი ვერაფერი ამოვიკითხე ^^

Posted by: turn_off 26 Feb 2010, 22:40
QUOTE (ville valo's exwife_lico @ 26 Feb 2010, 20:52 )

სადაც კონსტანტინე და ალექსანდრე გახდა პოპულარული

დაგხოცავ გოგო
kar.gif


Posted by: Solveig 26 Feb 2010, 22:52
turn_off
QUOTE
დაგხოცავ გოგო

biggrin.gif biggrin.gif

კონსტანტინე და ალექსანდრე მეფეებმა გახადეს პოპულარული. პლიუს, კონსტანტინე დიდი ბიზანტიის იმპერატორი იყო, წმინდანადაა შერაცხული.

სევასტი არცერთ მეფეს არ რქმევია, რა ვქნათ smile.gif)
სამაგიეროდ, იყო მწერალი სევასტი თალაკვაძე, ჯავახიშვილის რომანის პერსონაჟი სევასტი ლაცაბიძე,



სევასტი (ბერძნული)"ღირსეული","პატივსადები","წმინდა".ამავე სახელის ფორმებია ევროპულ ენებში სებასტოს,სებასტიან(გაიხსენეთ დიდი გერმანელი კომპოზიტორი იოჰან სებასტიან ბახი).იმავე სატყვებისაგანაა ნაწარმოები ქალაქის სახელი სევასტოპოლი.

http://name.interes.ge/dreams.php?action=view&from=action&id=892

მშვენიერი ახსნა აქვს ისე, რას ერჩი smile.gif)

Posted by: XXXXXXXXXXXX 26 Feb 2010, 22:58
მე სანდროს დავარქმევ ჩემს პატარას ცოტა ხანში რომ შეგვეძინება smile.gif

Posted by: turn_off 26 Feb 2010, 22:58
აი კოტააtongue.gif

(ლათინური) "მტკიცესი", "ურყევისა", "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

გამსახურდიას ვრცლად უწერია ამ სახელზე მოვიძიებ და დავდებ მერეtongue.gif

ისე რაც 2სულად ვიყავი და რაც კოტა გაჩნდა, არ გამიგია, რომ ვინემს დაერქვას
biggrin.gif

Posted by: Solveig 26 Feb 2010, 23:01
turn_off
QUOTE
რაც კოტა გაჩნდა, არ გამიგია, რომ ვინემს დაერქვას

ჩემი ძმა აპირებდა, დავითისა და კონსტანტინეს გამო smile.gif მაგრამ მერე დაიწუნეს, რადგან გვარიც კ-ზე იწყება და თან,. კონსტანტინეს არავინ დაუძახებსო. ჰოდა, გვყავს ახლა არჩილი smile.gif

Posted by: jogomohoni 11 Jun 2010, 20:31
ხალხნო ტატაძე რა აზრის ხართ? ან ტატე ან მაქსიმე მინდა, არადა მეშინია რო დამიწუნოს sad.gifგთხოვთ მირჩიეთ მერვე თვეში ვარ უკვე biggrin.gif

Posted by: khatia88 11 Jun 2010, 21:19
jogomohoni
ტატე? მე მაქსიმე მირჩევნია.

Posted by: glamour23 11 Jun 2010, 22:01
jogomohoni
მაქსიმე მშვენიერი სახელია, ჩემს დაქალის ბავშვს ქვია და ძალიან შემიყვარდა თან წმინდანის სახელია, თუმცა გადასაწვეტი შენია smile.gif

Posted by: sunny sunny 12 Jun 2010, 11:46
გოგოებო მე მეშვიდე თვეში ვარ და ჩემს გოგოს სახელი ვერაფრით ვერ ავურჩიე sad.gif (
ხან ერთს ვფიქრობ ხან მეორეს smile.gif თქვენს ასე გაგიჭირდათ არჩევა?

Posted by: Nightmare_Industries 12 Jun 2010, 11:59
sunny sunny
QUOTE
გოგოებო მე მეშვიდე თვეში ვარ და ჩემს გოგოს სახელი ვერაფრით ვერ ავურჩიე  (
ხან ერთს ვფიქრობ ხან მეორეს  თქვენს ასე გაგიჭირდათ არჩევა?

კიიი ბოლო თვეში მოვიფიქრე ძლიივს და ნელლი დავარქვით.

დედამთილი ნეკას ეძახის biggrin.gif

Posted by: MPG 12 Jun 2010, 12:06
გოგო თუ იქნება ლილუს ვარქმევთ, ბიჭს დავითს.
იმედია არ გადამიტრიალდება ტვინი და არ შევიცვლი აზრს.

Posted by: sati 12 Jun 2010, 12:11
sunny sunny
გოგოს სახელებიდან მე ნია მომწონს ძალიან. პირველად ჩემმა დამ დაარქვა და გამიკვირდა კიდეც საიდან მოიტანათქო, საერთოდ არავისგან არ მქონდა გაგონილი. მაგის მერე კიდევ 3 ვიცი ვისაც ნია დაარქვეს ჯერ.
როცა ორსულად ვიყავი ძალიან მომწონდა სახელი საბა და არავის ვიცნობდი ეგეთი სახელით, სანამ 9 თვე ჩავათავე 9 საბა მაინც დაიბადა გარშემო და გადავიფიქრე.
სულ მგონია სკოლაში როცა შევლენ ესენი, მაგ სახელით იმდენი ბავშვი იქნება, რომ გვარებით დაიწყებენ მიმართვას.
თუმცა პატარა იაღლიში მაინც მომივიდა, ნიკოლოზი დავარქვი პირველს, პაპაჩემის სახელია და ასოციაციაც იმ თაობის ხალხზე მქონდა მაშინ მარტო და რომ ჩავიყვანე ეზოში იმდენი ნიკოლოზი დაგვხდააააა......... smile.gif
მეორეს კი გიორგი იმის მიხედვით შევურჩიე, რომ პირველის სახელს უხდებოდეს, ორივე ერთ სტილშია მემგონი. პატარას გიგის ვეძახით smile.gif

თუმცა უჩა ან დაჩი მინდოდა ძალიან, მაგრამ არცერთი არ მოუხდებოდა ნიკოლოზს, რაღაც ერთი ოჯახიდან ეგ 2 სახელი ვერ იქნებოდა თითქოს ხო? smile.gif
და ისევ ნიკოლოზის მოსახდენად ავარჩიე გიორგი smile.gif

Posted by: Ia-forumze 12 Jun 2010, 12:34
sati
QUOTE
თუმცა უჩა ან დაჩი მინდოდა ძალიან, მაგრამ არცერთი არ მოუხდებოდა ნიკოლოზს, რაღაც ერთი ოჯახიდან ეგ 2 სახელი ვერ იქნებოდა თითქოს ხო?
და ისევ ნიკოლოზის მოსახდენად ავარჩიე გიორგი

ჩემ ძმებს ბექა და ბაკური ქვიათ, უხდებიან რაღაცნაირად, ეტყობა მაგ პრინციპით აარჩიეს ჩემებმა biggrin.gif

Posted by: Nanuka444 12 Jun 2010, 12:38
აბა ერთი მეც მირჩიეთ, გოგოს სახელს ვარჩევ:

ანასტასია
ნატალია
კესარია
მაგდალინა

პ.ს. როგორ მეტყობა რომ მეგრელი ვარ, სულ ია-ია-ზე შერჩეული სახელებ-ია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ia-forumze 12 Jun 2010, 12:41
Nanuka444
QUOTE
ია

QUOTE
ია

QUOTE
ია

QUOTE
ია-ია

QUOTE
ია


რა იყოთ კაცო, ვინ მეძახდა biggrin.gif
აქ ვარ აქ biggrin.gif

მე
QUOTE
ანასტასია

და
QUOTE
ნატალია

მომწონს მაქედან უფრო chups.gif

Posted by: Nanuka444 12 Jun 2010, 13:11
Ia-forumze
QUOTE
რა იყოთ კაცო, ვინ მეძახდა

lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
მე
ანასტასია

და
ნატალია

მომწონს მაქედან უფრო

გავითვალისწინებ შენს გემოვნებასაც smile.gif

ვნახოთ აბა სხვები რას მეტყვიან.

Posted by: khatia88 12 Jun 2010, 13:26
Nanuka444
როგორ მომწონს კესარია. ძალიან.

ბიჭის სახელი ურპობლემოდ მივიფიქრეთ, ფაქტიურად სანამ გავთხოვდებოდი მანდამდეც ვიცოდი რომ თომა იქნებოდა, თუ მეორეც ბიჭი მეყოლა ალბათ ცოტნე იქნება. აი გოგოს სახელს კი ვერაფრით ვიფიქრერბბ
ლილე მომწონს
კესარიაც
თაისია

Posted by: Nanuka444 12 Jun 2010, 13:37
khatia88
QUOTE
როგორ მომწონს კესარია.

smile.gif პირველს თუ არა მეორე გოგოს მაინც დავარქმევ, მეც ძალიან ძალიან მომწონს.

QUOTE
სანამ გავთხოვდებოდი მანდამდეც ვიცოდი რომ თომა იქნებოდა,

მეც მიყვარს თომა და საერთოდ ყველა ებრაული და უძველესი სახელი.
როგორც ვიცი თომა ქრისტეს ერთ-ერთ მოწაფეს ერქვა.

თან ჩემი დიდი ბაბუის სახელია, რომელიც 99 წლის ასაკში გარდაიცვალა smile.gif

ასე რომ როცა ბიჭი მეყოლება, დიდი შანსია რომ თომა დავარქვა.

Posted by: khatia88 12 Jun 2010, 13:47
Nanuka444
კი თომა უფლის ერთ-ერთი მოწაფე იყო.
ძველი ებრაული სახელია და ნიშნავს ''ტყუპის ცალს'' ''მარჩვიბს''

თან საქმეც ისაა რომ ჩემი თომას დაბადება მოციქულის ხსენების დღეს დაემთხვა თითქმის და ძალიან გამახარა მაგ ამბავმა

Posted by: Neno_ 12 Jun 2010, 14:12
Nanuka444
QUOTE
მაგდალინა

ოღონდ ეს არა და ყველას შევეგუები biggrin.gif

პ.ს.თუ ძაან მოგწონს მეგი მაინც დაარქვი givi.gif

khatia88
QUOTE
ცოტნე

love.gif
ძაან საყვარელია და არც ისე ბევრს ქვია, პროსტა უცხოეთში ცოტა გაუჭირდებათ მარა ერთი მაგათი დედაც biggrin.gif

Posted by: Nanuka444 12 Jun 2010, 14:22
Neno_
QUOTE
მაგდალინა

ოღონდ ეს არა და ყველას შევეგუები

მაგი არ ბოლოვდება ია-ზე და მეც მაინცდამაინც არ მომწონს, მაგიტომაც წერია ბოლოში biggrin.gif

Posted by: Neno_ 12 Jun 2010, 14:27
Nanuka444
QUOTE
მაგი არ ბოლოვდება ია-ზე და

აა, მიზანია იაზე დაბოლოვება? biggrin.gif

არც მაგდალინა ბოლოვდება ია-ზე მაშვინ biggrin.gif

Posted by: kukurukuku 12 Jun 2010, 14:37
Nanuka444
QUOTE
კესარია

+1


khatia88
QUOTE
ცოტნე

+1

Posted by: ტაბუ 12 Jun 2010, 14:50
Nanuka444
კესარიას კიდევ +1 ჩემგან smile.gif
ძალიან ლამაზი სახელია love.gif

მე ჩემს ბიჭუნას დიმიტრის ვარქმევ - დიმას და დიტოს დაძახებაც შეიძლება, ვნახოთ, როგორ მოიტანს დრო.
იდეა კი სპონტანური და დაუგეგმავია: მაშინ, როცა ახალშობილი ბიჭების ნახევარს ლუკას არქმევდნენ და 1/3-ს საბას, მე ნიკუშა და სანდრო მომწონდა, მაგრამ ახლა ბევრნი არიან ამ ლამაზი სახელი პატრონები და რამე სხვა მინდოდა. თანაც ისეთი, წმინდანის სახელი ყოფილიყო, მეტ-ნაკლებად ქართულიც, არც უცხოელს მოხვედროდა ყურში ცუდად; ბავშვსაც ადვილად დაუძახო და დიდსაც. ჰოდა ჩემს ჯგუფელებთან რომ დავიჩივლე, ჯერ ვერ მოვიფიქრე რა დავარქვათქო, მეგობარი სახელად დიმიტრი მპასუხობს ნახევრად ხუმრობით: "რა თქმა უნდა დიმიტრიო". მე და ჩემს მეუღლეს ჭკუაში დაგვიჯდა და აღარ მგონია გადავთქვათ smile.gif

Posted by: khatia88 12 Jun 2010, 14:52
Neno_
ეეეჰ მოვესწრო მაგ დღეს ჩემები ბაყაყები იმხელები რომ დახდებიან უცხოეთში წავიდნენ და იქ თუ ვერ იტყვიან ნეტაი რა smile.gif) ეგრე ჩემ სახელზე უცხოელები ხრიალებენ ხოლმე სანამ ხატიას იტყვიან smile.gif)))

Posted by: Nanuka444 12 Jun 2010, 14:55
Neno_
QUOTE
რც მაგდალინა ბოლოვდება ია-ზე მაშვინ

მაგდალინაზე გითხარი აბა რაზე? biggrin.gif

Posted by: jogomohoni 12 Jun 2010, 23:35
დუდა ბიჭის სახელია თუ იცით ?

Posted by: 15steps 13 Jun 2010, 00:16
jogomohoni
დუდა არა მარა დადა გამიგია..

Posted by: sati 13 Jun 2010, 00:17
Nanuka444
QUOTE
მაგდალინა



ოღონდ ეს არა რააა smile.gif თუ მაინცდამაინც ეს სინთეზი მოგწონს გაყავი და ან მაგდა აირჩიე და ან ლიკა, ესე ჯობია smile.gif

Neno_
QUOTE
ოღონდ ეს არა და ყველას შევეგუები

აუ შენ როგორ ყველაფერში უნდა ჩაგეკვეხო რა მჭირს? givi.gif

jogomohoni
QUOTE
დუდა ბიჭის სახელია თუ იცით ?

პირველად მესმის, დუდუ ხომ არა? wink.gif

Posted by: elizaveta 13 Jun 2010, 00:49
jogomohoni
QUOTE
დუდა

მე გოგოს ვიცნობ მაგ სახელით smile.gif

Taboo
დემეტრე დაარქვი, წმინდანის სახელი დემეტრეა smile.gif
და დაუძახე კიდეც დემეტრე smile.gif რატომ დიმა ან დიტო? ძალიან მომწონს ეგ სახელი love.gif

Posted by: Neno_ 13 Jun 2010, 00:53
sati
QUOTE
აუ შენ როგორ ყველაფერში უნდა ჩაგეკვეხო რა მჭირს?

givi.gif

Posted by: agr_bak 13 Jun 2010, 03:27
სააგენტოსნაირი მაგარი სახელი მაინც არ არსებობს

სააგენტო lol.gif lol.gif

Posted by: nat@lie 13 Jun 2010, 04:23
QUOTE
ლილუ


ძალიან ლამაზი სახელია love.gif მეც ლილუ, ლილი ან ლილია მინდა (ჩემი ბებიკოს სახელი sad.gif )


Nanuka444
QUOTE
ნატალია


+1 smile.gif

Posted by: DOLPHIN 13 Jun 2010, 09:22
sunny sunny
QUOTE
ჩემს გოგოს სახელი ვერაფრით ვერ ავურჩიე

სიდონია.

Posted by: ekageorgia 13 Jun 2010, 09:28
მე ანდრია დავარქვი ჩემს ბაცაცუნას

Posted by: კორდელია 13 Jun 2010, 10:40
მგონი მოვიფიქრე სახელი mo.gif

+ 30 :moo:

Posted by: Salome_L 13 Jun 2010, 11:58
რამდენიმე გვერდი გადავიკითხე და ლუკა არ შემხვედრია, მე ლუკას დარქმევას ვაპირებ ჩემი პაწკუტასთვის.

ისე კიდე მომწონს ნიკოლოზი, ალექსანდრე,

გოგოსთვის: ანა, სოფო, ნატალია


ქმარი კიდე მეუბნებოდა მამაჩემის სახელი დავარქვათო ( ხათრით, გაუხარდება მაგრადო ) და ისეთი ბღავილი მოვრთე ძლივს გამაჩერა. არაქრისტიანული და ისეთი სახელი ქვია ან მაგას როგორ დაარქვეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ომარი ადრე შვილები რომ უკვდებოდათ ხოლმე ქონდათ ეგეთი წესი რომ არაქრისტიანული სახელი დაერქმიათ და მაგიტომ დაარქვეს და ჩემს შვილს რას ერჩის მამამისი არ ვიცი biggrin.gif

Posted by: 15steps 13 Jun 2010, 12:37
Salome_L
სამივე კარგი სახელია მე ალექსანდრეზე შევჩერდიsmile.gif და დავარქვი კიდეც

Posted by: ტაბუ 13 Jun 2010, 12:51
elizaveta
QUOTE
დემეტრე დაარქვი, წმინდანის სახელი დემეტრეა
და დაუძახე კიდეც დემეტრე  რატომ დიმა ან დიტო? ძალიან მომწონს ეგ სახელი
დემეტრეც მომწონს, მაგრამ რატომღაც ამ ვარიანტზე შევაჩერეთ არჩევანი.
ისე დიმიტრი არ ითვლება წმინდანის სახელად? მამა დიმიტრი ვიცი ერთ-ერთ ეკლესიაში და იმიტომ ვფიქრობდი, წმინდანის სახელია-თქო.

Posted by: ლილუ 13 Jun 2010, 12:56
გოგო რომ მეყოლება ან მარიტას დავარქმევ ან ლილეს

Posted by: kukurukuku 13 Jun 2010, 15:24
მე მეორეც ბიჭი თუ მეყოლება ერეკლეს დავარქმევ. მესამეს რეზიკოს. =) პირველს გუგა ჰქვია=)

Posted by: 15steps 13 Jun 2010, 15:32
ლილუ
kukurukuku
ეხლა ბიჭები ვინც გავაჩინეთ გოგოებს ველით smile.gif მე ელენეს დავარქმევ გოგო თუ მეყოლება მეორე..თუ ბიჭი იქნება მაშინ ჯერ არ მიფიქრია war.gif

Posted by: addicted 13 Jun 2010, 17:15
Nanuka444
მეგრული გვარი ექნება ბავშვს ხო? biggrin.gif
QUOTE
კესარია

+1
მე მინდოდა ძალიან მაგრამ ჩემს ქმარს სასტიკად არ მოსწონდა, ანგარიში გავუწიე რა მექნა smile.gif შეთანხმებულები ვიყავით გოგოს ის არქმევდა სახელს ბიჭის მე biggrin.gif

საჯარო რეეტრის ბოლო მონაცემებით, 15-16 წლის შემდეგ იქნება ყველაზე მეტი ლუკა, საბა, სანდრო, ანდრია ნიკოლოზი biggrin.gif
გოგოებში ელენე, ლიზი givi.gif
ჩვენს თაობაში ეგზომ გაპაპსავებული გიორგი და ნინო უკვე უმცირესობაშია biggrin.gif


ვაიმე მეორეც გოგო იყოს არ იქნება? chups.gif მეორე ნახევართან არ ჩამიშვათ biggrin.gif

Posted by: turn_off 13 Jun 2010, 17:19
როგორ მაინტერესებს 2009 ში რამდენი კონსტანტინე გაჩნდა rolleyes.gif


გოგო თუ მეყოლება.





მერე გეტყვით რასაც დავარქმევ

Posted by: LiLaC 13 Jun 2010, 22:37
ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უკვე მოფიქრებული მაქვს, ბიჭისთვის გაბრიელი, გოგოსთვის ბარბარე, თან ვფიქრობ, რომ ერთმანეთსაც უხდება...

კიდევ, გოგოს სახელებიდან დუდანა მომწონს (დუმბაძის ერთერთი რომანიდან). smile.gif

Posted by: viiik 13 Jun 2010, 22:44
აუუუ გოგო მინდა გოგოოოო გოგოოოოოოოოო გოგოოოოოოო ისე შვილს აღარ გავაჩეეენ (გიჟ) : )))))
ანასტასია უნდა დავარქვაააა love.gif

Posted by: sofia-jio 13 Jun 2010, 22:56
მე ვერ სჰევურჩიე ჩემს შვილს ჯერ კიდევ სახელი sad.gif რამოდენიმე ვარიანტს განვიხილავ ნუცა, ანანო და თათა.. რომელიმეს გადავწყვეტ იმედია biggrin.gif

Posted by: Nanuka444 13 Jun 2010, 22:56
addicted
QUOTE
მეგრული გვარი ექნება ბავშვს ხო?

არა, სამწუხაროდ sad.gif ამიტომ სახელი მაინც ქონდეს ია-ზე დაბოლოებული biggrin.gif
დარწმუნებით ვიცი რომ მეგრულადაც ილაპარაკებს, მე ვასწავლი biggrin.gif

QUOTE
მეორეც გოგო იყოს არ იქნება?

მეც მეორე გოგო მინდა wink.gif
მესამე იყოს ჰა ბიჭი, თუმცა არც მესამე გოგოზე ვიტყოდი უარს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა ვქნა მიყვარს, ეს ოხერი მატრაკვეცები და love.gif



sofia-jio
QUOTE
ანანო

მომწონს ეგ smile.gif

Posted by: ლილუ 13 Jun 2010, 23:02
LiLaC
QUOTE
ბიჭისთვის გაბრიელი,

ჩემი ბიჭიwink.gif

ეს შენი ბლოგია? ავატარით გიცანი
BEHIND THE LILAC GLASSES


Posted by: LiLaC 13 Jun 2010, 23:09
ჰოო : )) და მე შენი ბლოგი მიყვარს ძალიან, ახალ პოსტს ველი : ))
და ძალიან საყვარელი შვილი გყავს, უკაცურესი! : ))

Posted by: ლილუ 13 Jun 2010, 23:12
LiLaC
მადლობაwink.gif
დავწერე დღეს ახალი პოსტიwink.gif

ვაოფებთ biggrin.gif

Posted by: addicted 13 Jun 2010, 23:20
LiLaC
QUOTE
გოგოს სახელებიდან დუდანა მომწონს (დუმბაძის ერთერთი რომანიდან).

დადუნა ქვია იმ გოგოს user.gif ერტი პერიოდი სერიოზულად ვფიქრობდი მაგ სახელზე მაგრამ გადამაფიქრებინეს: ქალბატონო დადუნა ცოტა არასერიოზულად ჟღერსო biggrin.gif ქალბატონო ანანო ხომ ჟღერს რას ამბობ lol.gif

QUOTE
ეს შენი ბლოგია? ავატარით გიცანი
BEHIND THE LILAC GLASSES

ლოლ, მე სახელიტ ვიცან tongue.gif
Nanuka444
QUOTE
ამიტომ სახელი მაინც ქონდეს ია-ზე დაბოლოებული

biggrin.gif double ია მინდოდა მაგრამ არ გამოვიდა, მეორეს ექნება 100%

Posted by: T@K 13 Jun 2010, 23:23
მე მეორეც ბიჭი მეყოლება ნიკოლოზიიი bis.gif biggrin.gif

Posted by: elizaveta 13 Jun 2010, 23:29
addicted
QUOTE
double ია მინდოდა

მე ვარ ეგრე biggrin.gif ორმაგი მეგრელი biggrin.gif

Posted by: Nanuka444 14 Jun 2010, 09:37
addicted
QUOTE
double ია მინდოდა

biggrin.gif არ გამოდის არაფრით, თუ ჩემს გვარზე არ ჩავწერ, რა თქმა უნდა.

იაკოს აქვს ეგეთი ია-ია, ხო იაკო? smile.gif


ჩემს მიერ ჩამოთვლილი სახელებიდან, უფრო ანასტასიას-კენ გადავიხარ რამოდენიმე მიზეზით:

1. ქმრის ბებიის სახელია, რომელიც ძალიან ჯიგარი ქალია თავის ასაკშიც კი.
2. თქვენგან რამოდენიმემაც მირჩია და სახელის ეტიმოლოგიაც მომწონს, ბერძნულია და ნიშნავს "აღდგომას".
3. და ყველაზე მთავარი: ია-ზე ბოლოვდება biggrin.gif


მეორე გოგოზე ისევ ჩავატარებ ვიქტორინას კესარიასა და ნატალიას შორის biggrin.gif

Posted by: BeDelicious 17 Jun 2010, 16:25
ესე იგი, შეიძლება არა მხოლოდ ახლანდელი ან მომავალი ბავშვების სახელებზე ჭორაობა? smile.gif არამედ ქე რომ ოდესმე აპირებ მაგრამ ჯერ არა იმათზეც smile.gif

ჩემს პირველ შვილს ალექსანდრე დავარქვი და Sunny-ს ვეძახი.

მეორეს რომ დავაპირებ, უკვე მოვიფიქრე და
ბიჭი იქნება ან მაქსიმილიანი / მაქსიმე / მაქსი ან ანდრია

გოგო - ელენე ან ანასტასია

ეს სახელები ისე მომწონს, ლამისაა დღესვე დავგეგმო მეორე შვილი smile.gif

Posted by: _siyvarulovna_ 17 Jun 2010, 16:29
Nanuka444


ძალიან მომწონს ნატალიაც ანასტასიაც biggrin.gif

მაგრამ 2 მიზეზია რის გამოც ალბათ არ დავარქმევ biggrin.gif

1 ნატალი ჩემს მულს ქვია biggrin.gif

2 ანასტასია ჩემ დედამთIლს biggrin.gif

+ სხვა სახელი ვერაფერი მოვიფიქრე გოგოსი mo.gif

რაც მომწონს გარშემო ყველას ქვია biggrin.gif

Posted by: ტაბუ 17 Jun 2010, 16:29
Nanuka444
elizaveta
ჩემი ბიჭი იქნება მეგრელი, მაგრამ სახელი მაშინ ანდრია უნდა დავარქვა smile.gif

ნწ - დიმიტრის აღარ გადავთქვამ no.gif

Posted by: BeDelicious 17 Jun 2010, 16:33
_siyvarulovna_
QUOTE
სხვა სახელი ვერაფერი მოვიფიქრე გოგოსი

რაც მომწონს გარშემო ყველას ქვია

დარჩი აბა ეფროსინეს ამარა? biggrin.gif

Posted by: ტაბუ 17 Jun 2010, 16:35
BeDelicious
QUOTE
დარჩი აბა ეფროსინეს ამარა?
biggrin.gif

_siyvarulovna_, შენ რა გითხარი - ლამაზ სახელებს რა დალევს 2kiss.gif
გინდა სახელების არჩევანისთვის ლინქები მოგცე?

Posted by: pravinia 17 Jun 2010, 16:44
Taboo
QUOTE
გინდა სახელების არჩევანისთვის ლინქები მოგცე?

მე მინდა რა smile.gif

ჯერ დემეტრეზე ვარ გაჩერებული smile.gif

Posted by: _siyvarulovna_ 17 Jun 2010, 17:36
Taboo


მინდა მინდა დააადე 2kiss.gif


მომენატრე love.gif

Posted by: BeDelicious 17 Jun 2010, 17:47
pravinia
_siyvarulovna_
სახელების რაღაც ნაწილი აქაც შეგიძლიათ ნახოთ, თავისი განმარტებებით
http://www.orthodoxy.ge/sakhelebi.htm

Posted by: Ia-forumze 17 Jun 2010, 18:11
Nanuka444
QUOTE
იაკოს აქვს ეგეთი ია-ია, ხო იაკო?

yes.gif biggrin.gif

სადმე ვთქვი და მაქედან იცი ჩემი გვარი თუ? biggrin.gif

Posted by: nebiera28 17 Jun 2010, 19:20
მე ძალიან მომწონს

ბიჭის: მათე, საბა და დანიელი.
გოგოს: დეა, მართა და ნია.

პირველი მყავს მათე, მეორეს სქესი ჯერ არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოთ ამ სახელებიდან შეურჩევ რომელიმესbiggrin.gif

Posted by: **DIMMU*** 17 Jun 2010, 20:09
თეონკა
QUOTE
ლიზი, ლიზა არ მოგწონთ?

ლიზი მომწონს და დავარქვი კიდეც ჩემ გოგოს

Posted by: sesililu 17 Jun 2010, 20:24
ჩემს გოგოს ნატალის ვარქმევთ,,,,მეუღლეს უნდოდა და არ დავწყვიტე გული.... : )

Posted by: ტაბუ 17 Jun 2010, 22:28
pravinia და _siyvarulovna_
BeDeliciousს მიერ მოწოდებული ლინქიც და კიდევ ეს ორი:
http://name.interes.ge/
http://pregnancy.convert.ge/php/names.php3
გამიხარდება, თუ გამოგადგებათ 2kiss.gif

Posted by: jogomohoni 17 Jun 2010, 22:58
გოგოებო მაქსიმეს მაქსის დაუძახებენ ხომ? და ეს სახელი რომ დავარქვა ხომ არ გაუტყდება რომ გაიზდება? ყველას ლუკა საბა და ნიკა რომ ერქმევათ არ მკითხოს მაქსი საიდან მოიატნეო? biggrin.gif დიდ გასაჭირში ვარ სახელს ვერ ვფიქრობsad.gifsad.gif

Posted by: BeDelicious 17 Jun 2010, 23:05
jogomohoni
მე ძალიან მომწონს მაქსი სახელი. მაქსი, მაქსიმე, მაქსიმილიან.
და ვაპირებ მეორე ბიჭს მაქსიმილიანი დავარქვა... ნუ, თუ ბიჭი იქნება smile.gif

Posted by: nanana 17 Jun 2010, 23:10
ბიჭი - სანდრო, ნიკოლოზი

გოგო- ელენე, ბარბარე, ნია

Posted by: ninano 17 Jun 2010, 23:27
მეცხრე თვემდე ვორჭოფობდით ბავშვის სახელზე, ბოლოს თვითონ დაირქვა სახელი იმით, რომ ნიკოლოზობას დაიბადა და ნიკოლოზი დავარქვით smile.gif

Posted by: Neno_ 17 Jun 2010, 23:47
QUOTE
მაქსიმეს

აუ ეხლა მთელი საქართველო მაქსები იქნებიან სანამ მე დავარქმევ უF boli.gif

მარა ქმარი გამაღადავებს ვიცი.. მაქსიმეს რომ ვახსენებ მაქსიმუსიო ეგრე ამბობს და ხიხინებს mad.gif



givi.gif
* * *
ჰო კიდე ალექსანდრე მომწონს განსაკუთრებით ინგლისური გამოთქმით (ელეგზანდერ რაღაც ეგრე keh.gif).. მარა ქმარს ალექსი ქვია და რაღაც არ გამოდის biggrin.gif

გოგო: ანა(ანუკა) ან ლიზა, ნატალიც და სოფიც


პ.ს. ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო givi.gif

Posted by: sunny sunny 18 Jun 2010, 12:05
ჩემი სია შემცირადა smile.gif
დარჩა შემდეგი სახელები:

მარიამი ანი ელენე

იმედია სექტემბრამდე კიდე არ შევცვლი smile.gif

Posted by: waiter 18 Jun 2010, 12:50
მთელი ორსულობა 2 სახელზე ვფიქრობდი ან გუგა ან ვატო უნდა დამერქმია,
მაგრამ გაჩნდა და დაჩი დავარქვითsmile.gifარავინ იცის რატო...ჩემმა ქმარმა მოიფიქრა უცებ დაჩი და უხდება ძალიანsmile.gif

Posted by: T@K 20 Jun 2010, 14:46
nanana
QUOTE
ბიჭი - სანდრო, ნიკოლოზი

გოგო- ელენე

+1

bis.gif

Posted by: merkantil 20 Jun 2010, 16:56
Neno_
QUOTE
ჰო კიდე ალექსანდრე მომწონს განსაკუთრებით ინგლისური გამოთქმით (ელეგზანდერ რაღაც ეგრე ).. მარა ქმარს ალექსი ქვია და რაღაც არ გამოდის
+1 gigi.gif

გოგოს სახელებიდან მომწონს:
ელენე/ელენ/ელენა, ანასტასია,ნატალი, სოფი, მარიკა, კატარინა.
ეს უკანასკნელი მინდოდა ჩემი გოგოსთვის, შემოკლებით კატის დავუძახებთქო და ქმარმა არაო user.gif ეხლა გვყავს ელენუკა love.gif

Posted by: Nightmare_Industries 20 Jun 2010, 17:19
Neno_
რამდენი წლისაა შენი ქმარი?
კლასელი მყავდა ალექსი smile.gif

Posted by: nat@lie 20 Jun 2010, 17:25
sesililu
QUOTE
ჩემს გოგოს ნატალის ვარქმევთ,,,,მეუღლეს უნდოდა და არ დავწყვიტე გული.... : )


რა მაგარია, დარწმუნებული ვარ ულამაზესი იქნება love.gif

Posted by: Neno_ 20 Jun 2010, 18:57
Nightmare_Industries
QUOTE
რამდენი წლისაა შენი ქმარი?
კლასელი მყავდა ალექსი 

28.. 82 წლიანია.. ისნის რომელიღაც სკოლაში სწავლობდა ბოლო წლები, მანამდე ბორჯომში, ახლოა? givi.gif

Posted by: Nightmare_Industries 21 Jun 2010, 00:09
Neno_
QUOTE
ახლოა?

შორსაა მთელი 6 წლით biggrin.gif

Posted by: Neno_ 21 Jun 2010, 02:12
Nightmare_Industries
QUOTE
შორსაა მთელი 6 წლით

უი რა პატარა ყოფილხარ mo.gif

Posted by: Nensi_1988 21 Jun 2010, 02:47
აუ, გოგოს სახელებიდან როგორ მომწონს სახელი სოფია (სოფიც) რაღაც კარგად მხვდება ყურში smile.gif - სოფო სხვა პონტია


Posted by: ALLIGATOR1 21 Jun 2010, 04:23
ამ თემაში თუ ვინმეს მართა მოსწონს შემდეგ ყველა მართას დაარქმევს :puke:

Posted by: Nightmare_Industries 21 Jun 2010, 13:07
Neno_
QUOTE
უი რა პატარა ყოფილხარ

აჰაა biggrin.gif სულ რაღაც 22-ის ვხდები biggrin.gif

Posted by: Neno_ 21 Jun 2010, 14:02

QUOTE
ამ თემაში თუ ვინმეს მართა მოსწონს შემდეგ ყველა მართას დაარქმევს :puke:

ვინც იცინის იცინის... კი არადა ვინც იძახის იძახის თავის თავზე იძახის keh.gif

Posted by: Nanuka444 21 Jun 2010, 14:46
_siyvarulovna_
QUOTE
ძალიან მომწონს ნატალიაც ანასტასიაც biggrin.gif

მაგრამ 2 მიზეზია რის გამოც ალბათ არ დავარქმევ biggrin.gif

1 ნატალი ჩემს მულს ქვია biggrin.gif

2 ანასტასია ჩემ დედამთIლს biggrin.gif

მეც თავს შევიკავებდი აშკარად დედამთილის სახელის დარქმევისგან biggrin.gif იმიტომ კი არა რომ ცუდი ქალია, რა ვიცი, დედამთილი მაინც ხო იცი ყველაზე "ცუდ ნათესავად" რო ითვლება biggrin.gif

Taboo
QUOTE
ჩემი ბიჭი იქნება მეგრელი, მაგრამ სახელი მაშინ ანდრია უნდა დავარქვა

სიმართლე გითხრა დიმიტრის ანდრია მირჩევნია ათასწილად smile.gif
შენი ბიჭიც ია-ია იქნება თუ ვა-ია? biggrin.gif biggrin.gif

nebiera28
QUOTE
ბიჭის: მათე, საბა და დანიელი.
გოგოს: დეა, მართა და ნია.

პირველი მყავს მათე, მეორეს სქესი ჯერ არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოთ ამ სახელებიდან შეურჩევ რომელიმეს

გითხარი მე უკვე შენი მეორე ბავშვის სქესი და აარჩიე ეხლა დეა, მართა, ნიადან რომელიმე tongue.gif

Ia-forumze
QUOTE
სადმე ვთქვი და მაქედან იცი ჩემი გვარი თუ?

ანალიზის პასუხი დადე მგონი წინათ სადღაც და მანდ ამოვიკითხე, ხო იცი მეგრელებს როგორ გვსიამოვნებს ხოლმე ერთმანეთის "აღმოჩენა" თუნდაც ვირტუალურად biggrin.gif

Posted by: კორდელია 21 Jun 2010, 14:52
pravinia
QUOTE
ჯერ დემეტრეზე ვარ გაჩერებული

+1



თუ გიორგობას არ დაიბადა....

Posted by: MPG 21 Jun 2010, 14:53
მე ჩემს კაცს დავითს ვარქმევ, მე რა ჩემი ქმარი.
გოგოს მე დავარქმევ.

Posted by: killer 21 Jun 2010, 15:04
მე კიდევ 2 გოგო თუ მეყოლა, ვარმქევ სოფიო და მართას.
თუ ერთი, სოფიოს.


ისე, ზოგადად ვამბობ, არ ვარ ორსულად

Posted by: Neno_ 21 Jun 2010, 15:06
killer
QUOTE
მართას.

მთელი ჩემი სოფლის ბებოები მართები არიან (ბებიაჩემის ჩათვლით biggrin.gif)

ცოტა ახალგაზრდებიც biggrin.gif.. მოდა ბრუნამს მართლა რა biggrin.gif

მე არ დავარქმევდი ამ სახელს, თუმცა ლამაზმა გოგომ შეიძლება ბევრს მისცეს სტიმული mo.gif

Posted by: ტაბუ 21 Jun 2010, 15:36
Nanuka444
QUOTE
სიმართლე გითხრა დიმიტრის ანდრია მირჩევნია ათასწილად
ანდრია მეც მომწონს, მაგრამ ერთ ისეთ ადამიანს ჰქვია, სულ დამიაკრგა სურვილი. დიმიტრი ძალიან მომოწნს: დიმაც, დიტოც, თვითონ დიმიტიც, თან მეუღლესაც მოსწონს.
ასე რომ ი-ია იქნება smile.gif

Posted by: merkantil 21 Jun 2010, 16:37
Taboo
QUOTE
დიმიტრი ძალიან მომოწნს: დიმაც, დიტოც, თვითონ დიმიტიც, თან მეუღლესაც მოსწონს

ხოდა რაც თქვენ მოგოწნთ, ის უნდა დაარქვათ შვილს yes.gif თან რატომაც არა, მშვენიერი სახელია, ინტერნაციონალურადაც ჯღერსbiggrin.gif(ეგ ჩემთვის მნიშვნელოვანია gigi.gif )

Posted by: ტაბუ 21 Jun 2010, 17:05
merkantil
QUOTE
ხოდა რაც თქვენ მოგოწნთ, ის უნდა დაარქვათ შვილს
2kiss.gif
მაგიტომაც არ ვარქმევთ რომელიმეს მამის სახელს wink.gif
QUOTE
ინტერნაციონალურადაც ჯღერს(ეგ ჩემთვის მნიშვნელოვანია  )
ცოტათი ჩემთვისაც smile.gif

Posted by: Azra 23 Jun 2010, 11:46
გამარჯობა გოგოებო,

მე ახალი ვვარ თქვენს თბილ სახლში smile.gif

მე7 თვეში ვარ და ბიჭს ველოდები, სახელი შევარჩიეთ უკვე - დემეტრე ერქმევა, მოფერებით მამამისს დუდუ უნდა რომ დაუძახოს love.gif

Posted by: Angelopulosi 23 Jun 2010, 11:56
....................................... givi.gif

Posted by: trendy 23 Jun 2010, 11:57
Azra
QUOTE
დუდუ უნდა რომ დაუძახოს

რა პოპულარული გახდა ეს სახელი, ჩემს მამამთილს ჰქვია , აქამდე არცერთი დუდუ არ ვიცოდი, ეხლა მომრავლდნენ

Posted by: კორდელია 23 Jun 2010, 12:04
QUOTE
დემეტრე

ძალიან მომწონს მეც... love.gif

Posted by: Angelopulosi 23 Jun 2010, 12:08
trendy
QUOTE
დუდუ

ჩემი ქმრის ძმაკაცს ქვია, ყველაზე ცნობილი დუდუა მგონი biggrin.gif

Posted by: Azra 23 Jun 2010, 12:25
trendy
კორდელია

მადლობთ 2kiss.gif

Posted by: pravinia 23 Jun 2010, 12:38
კორდელია
Azra
მეც დემეტრეს ვარქმევ smile.gif
ამოვიჩემე რაღაცნაირად ორსულობის გაგების მომენტიდან რაღაც სულ ეს სახელი დამიდის თავში, ჩემს ქმარს სხვა იდეები არ აქვს და თან იმდენჯერ ვუთხარი ახლა თვითონაც დემეტრეზეა გაჭედილი, კიარადა გადავწყვიტეთ, თან დედაჩემს რომ ვუთხარი და არანაირი დამაკნინებელ-გამაბანძებელი შემოკლება არ მოუგონა და ეგრევე გაინაბა, მართლა კარგი სახელიაო, საბოლოოდ მივხვდი რომ ეს ისაა რასაც ვეძებდით biggrin.gif

Posted by: Azra 23 Jun 2010, 12:43
pravinia

სიმართლე, რომ გითხრა არც მე არ მინდა შემოკლებიღი ფორმა, ეგ სახელი მე მთლიანობაში შემოკლების გარეშე მხიბლავს და მინდა დემეტრე დავუძახო, ჩემს ქმარს რაც უნდა ის ეძახოს არაა პრობლემა bis.gif

Posted by: კორდელია 23 Jun 2010, 12:47
pravinia
QUOTE
დამაკნინებელ-გამაბანძებელი შემოკლება არ მოუგონა

+1

მაგრამ მე ვაგრძელებ ფიქრს.... biggrin.gif

Posted by: Azra 23 Jun 2010, 12:49
QUOTE
დამაკნინებელ-გამაბანძებელი შემოკლება


მართალი ხარ !

სიმართლე გითხრა დუდუ მეც მასეთ შემოკლებათ მიმაჩნია smile.gif დემე კიდევ მომწონს, მაგრამ დუდუზე რა გითხრა

Posted by: pravinia 23 Jun 2010, 12:53
Azra
QUOTE
სიმართლე გითხრა დუდუ მეც მასეთ შემოკლებათ მიმაჩნია

შენ არ ციცი დედაჩემი რეებს იგონებს ხოლმე დუდუ სახელია და ვსიო, მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ გაბანძებაში, აი მაგალითის მოყვანა არ მინდა, მაინც ყველა სახელი ვიღაცის ბავშვს ან ნათლულს მოკლედ საყვარელ ადამიანს ჰქვია და უნებურად რომ არ ვაწყენინო, მაგრამ ნუ აი სასწაულები მითხრა პირველი ბავშვის სახელების ვარიანტები რომ ჩამოვუთვალე, ვეღარ დავარქმევდი მერე მე იმ სახელებს, რაღაც ძალიან ცუდი მოსასმენი იყო მოკლედ gigi.gif

Posted by: Azra 23 Jun 2010, 12:56
pravinia


QUOTE
ვეღარ დავარქმევდი მერე მე იმ სახელებს


biggrin.gif მესმის კარგად ! შვილს უნდა დაარქვა ისეთი სახელი, რომელიც თვითონაც მოეწონება შემდგომში. აი დემეტრეს, რომ დავუძახებ წინასწარ მაჟრჟოლებს ტანში, ძალიან კარგ ასოციაციებს იწვევს ჩემში .....

Posted by: კორდელია 23 Jun 2010, 13:04
blblbl
http://www.SmileS.Ge


Posted by: iiriisii 23 Jun 2010, 15:18
მე ჩემს გოგუშკას სალომეს დავარქმევ smile.gif

Posted by: glamour23 23 Jun 2010, 18:08
BeDelicious
მაქსიმილიან არ ვიცი მაგრამ მაწსიმე ძაან მომწონს

Posted by: Ia-forumze 23 Jun 2010, 18:31
pravinia
მე მობილიზებული ვარ,
ჩემ შვილს ვიღაცამ ალექსანდრეს ან სანდროს მაგივრად
ალეკო, ლექსო და საშა რომ დაუძახოს - თვალები უნდა გამოვჩიჩქნო biggrin.gif

Posted by: sesililu 23 Jun 2010, 23:09
Ia-forumze
QUOTE
მე მობილიზებული ვარ,
ჩემ შვილს ვიღაცამ ალექსანდრეს ან სანდროს მაგივრად
ალეკო, ლექსო და საშა რომ დაუძახოს - თვალები უნდა გამოვჩიჩქნო

მეეეც : D : D : D ნატალის ვარქმე და ვინმე ნატო რომ დაუძახოს, მეორედ არ შემოვუშვებ სახლში, მივახრჩობ lol.gif

Posted by: BeDelicious 23 Jun 2010, 23:15
iiriisii
QUOTE
მე ჩემს გოგუშკას სალომეს დავარქმევ 

მეც ძალიანაც კი მინდა სალომე დავარქვა ჩემს მომავალ გოგოს, მაგრამ აბა მე მქვია და მუდმივად ვკამათობ ხოლმე ამ თემაზე, თუ რა მოხდა მერე biggrin.gif
"ჩემ შვილს ვიღაცამ ალექსანდრეს ან სანდროს მაგივრად
ალეკო, ლექსო და საშა რომ დაუძახოს - თვალები უნდა გამოვჩიჩქნო"
აი მე დიდად არ მაქვს გართულება მსგავს შემთხვევებზე. მე სანის ვეძახი, დედაჩემი სანდრიკას. მამა სანяს smile.gif ლექსო სახელი არ მომწონს, მაგრამ ნუ არ მექნება პუტვა მაგაზე.
ისე, სანდროს როცა ეძახიან ბავშვს, ალეკო/ლექსო რატომ უნდა დაუძახო.

ისე კი, დიდი ხნის ნანატრი ოცნება ამიხდა რომ ალექსანდრე დავარქვი ჩემს შვილს და ჩემი და ჩემი კაცის სურვილი ასე ძალიან დაემთხვა ერთმანეთს.

Posted by: jogomohoni 5 Jul 2010, 14:18
გოგოებო ამ სახელებიდან რომელი უფრო მოგწონთ?:
დაჩი
დემეტრე
ცოტნე

Posted by: კორდელია 5 Jul 2010, 14:20
QUOTE
დემეტრე,
ცოტნე



love.gif

Posted by: qetuc 6 Jul 2010, 14:38
ბიჭის სახელებიდან მომწონს - საბა, ლუკა, ანდრია
გოგოს სახელებიდან - ქრისტინე,ბარბარე,ანნა love.gif love.gif love.gif (მარა ჯერ ადრეა ჩემთვის) smile.gif

Posted by: jogomohoni 4 Aug 2010, 17:39
გოგოებო აბა მითხარით ვის რომელი უფრო მოგწონთ:
დაჩი
მაქსიმე
ტატე (ესტატე )



Posted by: Ia-forumze 4 Aug 2010, 17:45
jogomohoni
QUOTE
დაჩი

+1

Posted by: waiter 4 Aug 2010, 17:46
jogomohoni
დაჩიsmile.gif
ჩემსასაც დაჩი დავარქვი და ძალიან მომწონსsmile.gif

Posted by: ტაბუ 4 Aug 2010, 17:46
jogomohoni
QUOTE
დაჩი
+3

მთავარია, შენ და მეუღლეს რომელი მოგწონთ smile.gif

Posted by: n_elo 4 Aug 2010, 17:52
QUOTE
დაჩი
მაქსიმე

+1

Posted by: jogomohoni 4 Aug 2010, 17:52
ხო ჩემს მეუღლეს უნდა დაჩი , ისე სამივე მაგის ვერსიაა, მე დიდად არ გამომიჩენია თავი smile.gif
* * *
n_elo
მე მაქსიმეც მომწონს მარა მეშინია ცოტა უცხო სახელის დარქმევა

Posted by: algulga 4 Aug 2010, 17:58
jogomohoni
QUOTE
დაჩი

+1

Posted by: კორდელია 4 Aug 2010, 18:12
სულ ერთი და იგივე სახელები ტრიალებს, არა?

ვერ გადამიწვეტია რა დავარქვა

Posted by: Dancer 4 Aug 2010, 18:15
კორდელია
QUOTE
სულ ერთი და იგივე სახელები ტრიალებს, არა?


კი yes.gif
რაღაცა სახელი სემოვა მოდაში და ყველა იმას არქმევს მერე
ერთი პერიოდი იყო ლუკა, საბა, მარიამი, ლიზი
იმ პერიოდში დაბადებულ ბავშვებს ეხლა რომ 2-3 წლისანი არიან ყველას ეგ სახელი ქვია

მე რომ ბიჭი მყოლოდა გიორგის ვარქმევდი
როგორი სახელია და დღეს იშვათად არქმევენ არადა კაცური, ქართული და ლამაზი სახელია

Posted by: ტაბუ 4 Aug 2010, 18:24
Dancer
QUOTE
მე რომ ბიჭი მყოლოდა გიორგის ვარქმევდი
როგორი სახელია და დღეს იშვათად არქმევენ
biggrin.gif
ზუსტად მაგას ამბობდა ჩემი მეუღლე გუშინ: ბიჭს გიორგი უნდა დაარქვაო (თვითონ ჰქვია გიორგი) და ნამდვილად ერთადერთი იქნება თავის წრეშიო wink.gif

Posted by: კორდელია 4 Aug 2010, 18:36
Dancer
Taboo
QUOTE
გიორგი

ჩემი 23 ნოემბერს თუ გაჩნდა - თავისით დაირქმევს smile.gif

Posted by: Dancer 4 Aug 2010, 18:39
Taboo
lol.gif lol.gif
ესმის კაცს საგანი

Posted by: malimalia 8 Aug 2010, 10:00
მე ალექსანდრა მინდა ძაანtongue.gif

შემოკლებით სანდრას დავუძახებთქო

და დამცინიან მიშას პონტში არქმევოოო?biggrin.gif
და ალექსანდრეში არევათო კიდევsad.gif

თან ქმარსაც მიშა ქვიაsmile.gif

არადა სად იყვნენ ჯერ ეგენი მე რომ ამოჩემებული მქონდა ალექსანდრაააbiggrin.gif

Posted by: tamo7779 8 Aug 2010, 11:21
malimalia
smile.gif))))
არადა ლამაზი სახელია smile.gif
და მე რაც სახელები მომწონს გოგოსი ლამის ყველა ა-ზე მთავრდება wink.gif

Posted by: ninucia 9 Aug 2010, 23:33
მე ნატალი მომწონს ძაან და გოგო მინდა კიდე მეორე აუცილებლად რაააა chups.gif

Posted by: ameliamelia 10 Aug 2010, 08:51
მე მარიტა დავარქვი
და ოჯახში ყველამ იცოდა, რომ ეს სახელი არანაირ გასაჩივრებას არ დაექვემდებარებოდა
smile.gif

Posted by: niniko09 10 Aug 2010, 09:43
აუ, რა მაგარი ხარ! მეც მინდა მარიტას დარქმევა მარა ოჯახის წევრები, უფრო სწორად 1 წევრი (ქმარი) აპროტესტებს. დანარჩენებს სადა აქვთ გაპროტესტების თავი (ბაიები არიან), არ არსებობსო, მარიტა რატოო და რავი, თუ გამივიდა წივილ-კივილი biggrin.gif mad.gif sa.gif vik.gif მაშინ რა მიჭირს, თუ არა და სოფიოზე უნდა დავკმაყოფილდე, ყოველ შემთხვევაში ეს სახელი არ მაღიზიანებს. კიდე თინათინს ვფიქრობ, უფრო სწორად თინის. ვნახოთ

Posted by: ameliamelia 10 Aug 2010, 10:04
QUOTE (niniko09 @ 10 Aug 2010, 09:43 )
აუ, რა მაგარი ხარ! მეც მინდა მარიტას დარქმევა მარა ოჯახის წევრები, უფრო სწორად 1 წევრი (ქმარი) აპროტესტებს. დანარჩენებს სადა აქვთ გაპროტესტების თავი (ბაიები არიან), არ არსებობსო, მარიტა რატოო და რავი, თუ გამივიდა წივილ-კივილი biggrin.gif mad.gif sa.gif vik.gif მაშინ რა მიჭირს, თუ არა და სოფიოზე უნდა დავკმაყოფილდე, ყოველ შემთხვევაში ეს სახელი არ მაღიზიანებს. კიდე თინათინს ვფიქრობ, უფრო სწორად თინის. ვნახოთ

ასე აპროტესტებდნენ ჩემთანაც. რა სახელიაო, არც მარიამი არ არისო და არც მარიკაო, მაგრამ ბავშვობიდან მომწონდა ეს სახელი და უბრალოდ არავის არ დავუჯერე. ჩვეულებრივად დაბადების მოწმობაში ასე ლამაზად უწერია ”მარიტა” smile.gif

Posted by: niniko09 10 Aug 2010, 10:15
მეც მინდა, რომ არ დავუჯერო, მარა დაბადების მოწმობას ხო ქმარი იღებს,როცა სამშობიაროში ხარ და ჩემი ხელით მე მაგ სახელს არ ჩავაწერინებო. რას ერჩის ვერ გავიგე. თან თავის ვარიანტებს არ მთავაზობს. ბიჭს გაბრიელი რომ დავარქვი, დედამთილი გამინაწყენდა, გაბოს დაუძახებენო, მაგრამ დავიკიდე და მაინც დავარქვი. არც არავინ ეძახის ჯერ გაბოს და მერე რა, რომც დაუძახონ, სულ არ მეწყინება. მეორეს ნინი დავარქვით. აუ, ახლა როგორ მინდა მარიტააააა

Posted by: ameliamelia 10 Aug 2010, 10:17
აი ჩემი მარიტაც smile.gif
მგონი ამართლებს სახელს smile.gif

http://www.radikal.ru
* * *
QUOTE (niniko09 @ 10 Aug 2010, 10:15 )
მეც მინდა, რომ არ დავუჯერო, მარა დაბადების მოწმობას ხო ქმარი იღებს,როცა სამშობიაროში ხარ და ჩემი ხელით მე მაგ სახელს არ ჩავაწერინებო. რას ერჩის ვერ გავიგე. თან თავის ვარიანტებს არ მთავაზობს. ბიჭს გაბრიელი რომ დავარქვი, დედამთილი გამინაწყენდა, გაბოს დაუძახებენო, მაგრამ დავიკიდე და მაინც დავარქვი. არც არავინ ეძახის ჯერ გაბოს და მერე რა, რომც დაუძახონ, სულ არ მეწყინება. მეორეს ნინი დავარქვით. აუ, ახლა როგორ მინდა მარიტააააა

მე მახსოვს, სამშობიაროში დამირეკა ქმარმა და ბოლოჯერ მკითხა რა ჩავწეროო. ჩვეენბა, რა თქმა უნდა, არ შევცვალე. და არც არავის აქვს უფლება მგონიო დედას უკარნახოს რა დაარქვას თავის შვილს smile.gif

Posted by: niniko09 10 Aug 2010, 10:38
კი, ნამდვილად ძალიან ლამაზია ნამდვილი მარიტაა. გმერთმა სასახელო ქალიშვილი გაგიზარდოს

Posted by: niniko_022 13 Aug 2010, 11:47
ჩემს გოგონას ტაისიას ვარქმევ და ტატას დავუძახებ მე ძალიანმომწონს ეს სახელი baby.gif baby.gif baby.gif baby.gif http://smajliki.ru/smilie-613887975.html

Posted by: Re_Be 13 Aug 2010, 12:00
niniko_022
QUOTE
ჩემს გოგონას ტაისიას ვარქმევ და ტატას დავუძახებ მე ძალიანმომწონს ეს სახელი   


ლამაზი სახელია http://www.thinkbabynames.com/meaning/0/Taisia

Posted by: ninucia 13 Aug 2010, 14:03
niniko_022
ტაისია ეკლესიური სახელია და ჩემმა მეგობარმაც დაარქვა თავის შვილს. ძააან მომწონს smile.gif

Posted by: malimalia 7 Sep 2010, 16:44
როგორ მირჩევთtongue.gif ???

ალექსანდრა - მხნე, მამაცი (ბერძ.)
◦ ამასიელი, მოწამე; 2.04
◦ ანკვირელი (კორინთელი), ქალწულმოწ. 31.05; 19.11 შემოკლებით სანდრას დავუძახებთქო ვფიქრობsmile.gif
◦ რომაელი, ნიკომიდელი, დედოფალი, მოწ. 6.05

სესილი - რომელიც არაა წმინდანის და მართმადიდებლური სახელი შემოკლებით სესი მომწონსsmile.gif

ანისია - დამთავრება, წარმატება (ბერძ.)
◦ თესალონიკელი, მოწამე; 12.01


რომელი დავარქვა?tongue.gif ვერც მე და ვერც მეუღლე ვერ ვირჩევთ
დაგვრჩება უსახელოbiggrin.gif

Posted by: pravinia 7 Sep 2010, 16:49
QUOTE
სესილი


+1
მომწონს smile.gif

Posted by: sesililu 7 Sep 2010, 16:49
malimalia
სესილი წმინდანის სახელია....სესილი - ცეცილი : ) 22 ნოემბერს არის წმინდა სესილის ხსენების დღე.

ხოდა ნათლობის სახელადაც ეგ დამიტოვა მღვდელმა .


ალექსანდრაზე მეტად მე ანისია მომწონს : )

პ.ს მიყვარს მე ჩემი სახელი tongue.gif +1 სესილის

Posted by: malimalia 7 Sep 2010, 16:51
pravinia
ჩემებიც მაგას მეუბნებიან უფროოოsmile.gif

sesililu
უი მართლაა? უფრო კარგიაა


ხმათა უპირატესობით გადავწყვეტთთ biggrin.gif

Posted by: 15steps 7 Sep 2010, 17:22
malimalia
QUOTE
ალექსანდრა

+1 ლამაზი სახელია, ისევე როგორც ალექსანდრე ბიჭის სახელი და თან ძალიან მაგარიsmile.gif

Posted by: malimalia 7 Sep 2010, 17:56
ჩემ ჯგუფელს ეყოლა ძმისშვილი ეხლა და სესილი დაურქმევიათ
შემთხვევით ვნახე ამწუთას ოდნოებშიიsad.gif
ამეშალა ნერვები
ისეთი პაკაზუხა გოგოა მეც რომ სესილი დავარქვა უეჭველი იტყვის ჩვენ პონტში დაარქვაო

ნეტა არ მენახა არც ვიდარდებდიtongue.gif

Posted by: Molly_Hartley 7 Sep 2010, 18:01
მე ელიზაბეტი უნდა დავარქვა, გოგო იქნება, გოგოოოო უეჭველი! love.gif



ბიჭზე არ ვიცი :ს

Posted by: Dancer 7 Sep 2010, 18:04
ძალიან მომწონს სახელი ნუცა
მეორეც თუ გოგო მეყოლება მაგას დავარქმევ smile.gif

Posted by: tatusia 7 Sep 2010, 18:08
მე ნია მომწონს დავარქმევ თუ მეყოლა გოგო ოდესმე smile.gif

Posted by: Gogona_sterva 7 Sep 2010, 18:21
ჩემს დრუცუნას - ანასტასიას დავარქმევ smile.gif ტასიკო იქნება , მამამისს კი არ მოსწონს და ანასტასია დავუძახებო, მაგრამ biggrin.gif მე ტასოს შევაჩვევ

Posted by: malimalia 7 Sep 2010, 18:29
Gogona_sterva
უძალიანმაგრესი სახელია მართლა

მეც მაგას დავარქმევდი დაუფრიქრებლად და ულაპარაკოდ
ჩემ დისშვილს ვეზახოდით უკვე მუცელში
რომელიც გარდაგვეცვალა და მაგიტომ ვეღარ ვარქმვ მე მაგ სახელს

Posted by: კორდელია 7 Sep 2010, 18:29
malimalia
QUOTE
ჩემ ჯგუფელს ეყოლა ძმისშვილი ეხლა და სესილი დაურქმევიათ

დაიცა რა smile.gif
ჯგუფელის ძმისშვილს ჯგუფელის რძალმა რა სახელი დაარქვა რა კავშირშია შენს შვილთან







პ.ს ამ ბიჭის სახელებზე გავიჭედე givi.gif
თორემ....

QUOTE
გოგო

გოგოს სახელებიდან:

ბარბარე ლამაზი სახელია..
ქეთევანი მომწონს ძალიან - ქეთას დავუძახებდი.
მარიშა მომწონს...
მაშო...
მარიტა...


Posted by: nino_ninuciii 7 Sep 2010, 18:39
QUOTE
ბარბარე ლამაზი სახელია..

მე ვარქმევ ჩემ ქალბატონს love.gif

Posted by: upwave 7 Sep 2010, 20:00
malimalia
QUOTE
ჩემ ჯგუფელს ეყოლა ძმისშვილი ეხლა და სესილი დაურქმევიათ
შემთხვევით ვნახე ამწუთას ოდნოებშიი
ამეშალა ნერვები
ისეთი პაკაზუხა გოგოა მეც რომ სესილი დავარქვა უეჭველი იტყვის ჩვენ პონტში დაარქვაო

ნეტა არ მენახა არც ვიდარდებდი

უუუფ, ნეტა შეეეენ biggrin.gif

Posted by: EXHALATING 7 Sep 2010, 20:00
ვაიმე ვაიმე ვაიმე
აი ვაიმე რაა

Posted by: MPG 7 Sep 2010, 20:08
QUOTE (Gogona_sterva @ 7 Sep 2010, 18:21 )
ჩემს დრუცუნას - ანასტასიას დავარქმევ smile.gif ტასიკო იქნება , მამამისს კი არ მოსწონს და ანასტასია დავუძახებო, მაგრამ biggrin.gif მე ტასოს შევაჩვევ

ჩვენ ჯერ ლილუ გვინდოდა, მერე რატომღაც ანასტასიაზე შევაჩერეთ არჩევანი.
ასე რომ დედიკოს გოგოს, ანასტასია ერქმევა. love.gif

Posted by: liageorgia 7 Sep 2010, 20:16
რომელს მირჩევთ ხალხო, ლუნა თუ ლინა?

Posted by: malimalia 7 Sep 2010, 21:21
კორდელია
upwave
ხო, რომ დავფიქრდი მართლა ნეტა მე რააა,მომცლია
ეგრე არავის რომ არ ერქვას არ არსებობს ეგეთი სახელიbiggrin.gif
უცებ ავპილპილდი biggrin.gif



Posted by: sesililu 7 Sep 2010, 21:25
malimalia
ვაიმე,გადამრევ შენ მე. მასე მე მქვია ეგ სახელი და "ვიპაკაზუხო", ჩემ პონტში დაარქვითქო ? lol.gif

liageorgia
მე არცერთი მომწონს : ( უფრო ,ალბათ, ლინა ჯობია ლუნას

Posted by: malimalia 7 Sep 2010, 21:31
sesililu
არა ის გოგო ძაან პრაწივნი ტიპია და არ გაუჭირდება ეგეთები
მიკროსკოპით ეძებს მიზეზებს რომ თავი გაოიდოს და იბლატაოს და ეგეთ შანსს არ გაუშვებს ხელიდანbiggrin.gif

მაგრამ პრინციპში ეგეთებს არც უნდა ააყოლო ჭკუააbiggrin.gif

Posted by: SECRET 7 Sep 2010, 22:00
liageorgia
ლინა ჯობია wink.gif

Posted by: Neno_ 7 Sep 2010, 23:26
EXHALATING
QUOTE
ვაიმე ვაიმე ვაიმე
აი ვაიმე რაა

რაო ვითომ რა მინდაო? biggrin.gif

მე აი ეს სახელი და მისი მაგარი ლ-ებით წარმოთქმა მომწონს ძლიერ - Lily.. ამერიკელი რო ვიყო უეჭველი დავარქმევდი მარა ლილი რომ დავარქვა ბავშვს მთელი ბავშვობა უნდა გავუმწარო და არ ღირს givi.gif

Posted by: tuta_tuta 7 Sep 2010, 23:51
malimalia

სესილიი

ულამაზესიაა და უსაყვარლესი ჩემთვის smile.gif

გოგო მყავს და ქმრის სურვილით ქვია ელენე smile.gif

მეორე გოგოზე უკვე მე ვარქმევ smile.gif

Posted by: ლილუ 8 Sep 2010, 00:04
Neno_
ლილუ დააარქვიsmile.gif ან ლილე
tuta_tuta
QUOTE
სესილიი

ვაიმეეე, როგორ მოოომწონს
მეორეს მე ვარქმევ და თუ გოგო იქნა სესილი ერთ ერთი ვარიანტია

Posted by: EXHALATING 8 Sep 2010, 00:43
Neno_
მეზობლის ძმისშვილს ერქმევა ლილი და როგორ უნდა დაარქვა?

givi.gif

Posted by: Neno_ 8 Sep 2010, 00:47
EXHALATING
QUOTE
მეზობლის ძმისშვილს ერქმევა ლილი და როგორ უნდა დაარქვა?

givi.gif

პ.ს. ისე კი მანდ მაინც გამიმართლებს, მგონი არავის ერმევა ლილი lol.gif

ლილუ
QUOTE
ლილუ დააარქვი ან ლილე

ლილუ და მე-5 ელემენტი კიდევ biggrin.gif

შენ არ გეწყინოს კაცო biggrin.gif

მაგარი L ობიზა და ყვავილის სახელიზა (სინაზიზა biggrin.gif) მომწონს ეს ლილი და ლილუ და ლილეც ჩვეულებრივი ქართული ლ-ებით გამოითქმის და არ მაწყობს biggrin.gif

Posted by: sesililu 8 Sep 2010, 09:23
მე რომ დამარქვა დედიკომ, მაშIნ არავის არქმევდნენ სესილის givi.gif ექიმს უკითხავს, რააო??? სესილი-ოოო? biggrin.gif
ჩემს თაობაში იშვიათია..

ჩემი გვარიდან გამომდინარე ლილუ მინდოდა დამერქმია ჩემი გოგოსთვის, მაგრამ ბუტას იმდენად უნდოდა ნატალი, რომ.... : )

ბიჭის სახელი ჩემია yes.gif აქედანვე ვფიქრობ რას დავარქმევ : D

Posted by: კორდელია 8 Sep 2010, 10:58
QUOTE
ბიჭის სახელი ჩემია


ბიჭისიც ჩემია,
გოგოსიც ჩემი იქნება...

კაციშვილი არაფერში არ მეხმარება...

დავარქმევ პანტელეიმონს!

mo.gif

Posted by: Princess 8 Sep 2010, 11:01
კორდელია
QUOTE
დავარქმევ პანტელეიმონს!

biggrin.gif
რამდენი კარგი სახელია ბიჭის, რატომ ვერ აარჩიე?

Posted by: ტაბუ 8 Sep 2010, 11:29
კორდელია
QUOTE
კაციშვილი არაფერში არ მეხმარება...

დავარქმევ პანტელეიმონს!
lol.gif

ეზარებათ სახელის მოფიქრებაში დახმარება, ხომ? wink.gif

პატიკოს დაუძახებთ მერე tongue.gif

Posted by: კორდელია 8 Sep 2010, 11:37
Princess
QUOTE
რამდენი კარგი სახელია ბიჭის, რატომ ვერ აარჩიე?

უF რავი... biggrin.gif

Taboo
QUOTE
პატიკოს დაუძახებთ მერე

lol.gif

Posted by: malimalia 8 Sep 2010, 13:17

mo.gif [/QUOTE]
QUOTE (კორდელია @ 8 Sep 2010, 10:58 )

ბიჭისიც ჩემია,
გოგოსიც ჩემი იქნება...

კაციშვილი არაფერში არ მეხმარება...


მეც მაგას ვამბობ
მე რასაც მინდა იმას დავარქმევმეთქი


მეუღლეს რაცგინდა უთხრა არ მოსწონს არაფერი და თითონ რა მოსწონს არც იმას არ მეუბნება
ხოდა მე ვატარებ ამ ბავშვს 9 თვე მუცლით და მე დავარქმევმეთქი მაშინbiggrin.gif
ალექსანდრა არაო,სესილი არაო, იოანა არაო biggrin.gif
მეკაიფება მგონიbiggrin.gif
ალექსანდრა ალექსანდრეში აერევათო

ჩემ დას ქვია ვიქტორია და სამხედრო მოწვევა თუ რაღაც მოუვიდა ჯარში ვიძახებთ ვიქტორასოოbiggrin.gif

იოანა იოანეში აერევათო
ხოდა დავარქმევ სესილის ალბათ და თუ უნდა ნუ დაუძახებსbiggrin.gif
არაფერში მაინც არ აერევათ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: კორდელია 8 Sep 2010, 13:30
malimalia
QUOTE
იოანა არაო

არა რა sad.gif

QUOTE
ჩემ დას ქვია ვიქტორია და სამხედრო მოწვევა თუ რაღაც მოუვიდა ჯარში ვიძახებთ ვიქტორასოო

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: blblbl 8 Sep 2010, 13:37
malimalia
QUOTE
იოანა

არ გეცოდება ბავშვი? sad.gif biggrin.gif

Posted by: malimalia 8 Sep 2010, 13:56
კორდელია
blblbl
არა ეგ მეც გადავიფიქრე biggrin.gifმაგ სახელის ისტორია რომ წავიკითხე

ზუსტად აღარ მახსოვს პირველ ქალ პაპს ერქვა თუ პატრიარქს
რომელიც მალავდა რომ ქალი იყო თუ რაღაც ეგეთი
მართმადიდებელთა სახელებში ვნახე ადრე და მეუცხოვა თავიდან


ეხლა უფრო სესილისკე ვიხრები

Posted by: Neno_ 8 Sep 2010, 15:50
უი მე კიდე ბეატრიქსი მომწონს lol.gif

ოღონდ ასე: ბეატღიქს givi.gif

მერე ბეას დავუძახებდი biggrin.gif

ოღონდ ჰოლანდიელი ან რავი უცხოელი რო ვიყო რა givi.gif

Posted by: ტაბუ 8 Sep 2010, 15:53
malimalia
QUOTE
არა ის გოგო ძაან პრაწივნი ტიპია და არ გაუჭირდება ეგეთები
ჰოდა თუ ეგეთ რამეს გეტყვის, "გაიკვირვე" - შენს ძმიშვილსაც სესილი ჰქვია-თქო? და დაიჯღანე მერე tongue.gif
მეორეჯერ აღარ გეტყვის gigi.gif
* * *
Neno_
QUOTE
უი მე კიდე ბეატრიქსი მომწონს
ჰაა - მაგარი ლამაზი სახელია? smile.gif
მაგრამ ჩემი მეგრელი ქმრის ხელში ბავშვს რომ უცხოური სახელი დავარქვა, ძაან მეგრული ნაბიჯი გამომივა biggrin.gif
ბეატრიქს დანელია - რავარია? დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ეფსია დირექტორი, გოგოხია აპამელა და კონჯარია ფიზიკა biggrin.gif

Posted by: nin 8 Sep 2010, 16:09
Taboo
QUOTE
ჰაა - მაგარი ლამაზი სახელია?
მაგრამ ჩემი მეგრელი ქმრის ხელში ბავშვს რომ უცხოური სახელი დავარქვა, ძაან მეგრული ნაბიჯი გამომივა
ბეატრიქს დანელია - რავარია? დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ეფსია დირექტორი, გოგოხია აპამელა და კონჯარია ფიზიკა

biggrin.gif:D კაი იყო

შენი პოსტის მერე გამახსენდა რომ ჩემი ქმარიც მეგრელია biggrin.gif, მარა რატომღაც სულ სტანდარტული სახელები მოსწონს, ნინო მე რომ არ მერქვას ალბათ გაჭედავდა ნინო დავარქვათო, ბიჭზე გიორგი უნდოდა და მე ტრაუტში ვიყავი biggrin.gif

Posted by: კორდელია 8 Sep 2010, 16:15
QUOTE
ეფსია დირექტორი, გოგოხია აპამელა და კონჯარია ფიზიკა

lol.gif

Neno_
QUOTE
ოღონდ ასე: ბეატღიქს

givi.gif

Posted by: ტაბუ 8 Sep 2010, 16:38
nin
QUOTE
შენი პოსტის მერე გამახსენდა რომ ჩემი ქმარიც მეგრელია
biggrin.gif
ჩემსასაც სტანდარტული სახელები მოსწონს - მე უფრო გამირბის ხოლმე თვალი ეგზოტიკური სახელებისკენ smile.gif

კორდელია
აქედან ამოვკრიბე:
http://ucnauri.com/30/12/2008/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0/
smile.gif

Posted by: კორდელია 8 Sep 2010, 16:43
QUOTE
ეფსია დირექტორი

აქედან სახელი რომელია და გვარი რომელია ?



Posted by: frontushka 8 Sep 2010, 16:45
QUOTE
ეფსია

გვარია biggrin.gif

Posted by: marija 8 Sep 2010, 18:58
malimalia

ჩემსას პირველს ჰქვია სესილი, ნოემბერშI ხდება 2ის და ორი წლის წინ ძაან ცოტას ერქვა, მაგრად მომწონდა ეგ სახელი და ეხლაც მაგრად მომწონს და მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ მე და ჩემმა ქმარმა smile.gif სამაგიეროდ, მეორეზე ისე ''გაგვეჭედა'' სახელის ამბავში, სამშობიაროდან გამოსვლის დღეს ძლივს გადავწყვიტეთ და საბოლოოდ ეხლა გვყავს სესილი და მია smile.gif მაგრამ სესილი უფრო კარგი სახელია ჩემი აზრით და მომწონს შენი არჩევანი. იმ გოგოსნაირს კიდე ბევრს ნახავ და მაგის გამო ბავშვს დომენტის ხომ ვერ დაარქმევ biggrin.gif

Posted by: Dancer 8 Sep 2010, 19:56
ქართულ გვარს არ უხდება ეს ანტიფრონცკი სახელები რა
ბეატრიქს ღურჭუმელია, სანდრა ყუფარაძე და ა.შ. biggrin.gif
რაღაც ვერ ხვდება ყურში smile.gif
ნენომ სწორად თქვა ჰოლანდიელი რომ იყოს კიდევ დარქმევდა, მაგრამ არა რა ვერ ჯდება ქართულ ჩარჩოში

Posted by: ტაბუ 8 Sep 2010, 20:02
Dancer
QUOTE
ბეატრიქს ღურჭუმელია
lol.gif
გეთანხმები smile.gif
თორემ მერე ჩვენს შვილებზეც ისე იკაიფებს ხალხი, როგორც ჩვენ ვიცინით ახლა ამ მეგრულ გვარ-სახელებზე smile.gif
ადრე ბანკში ფრონტ-ოფისში რომ ვმუშაობდი კლიენტი მყავდა სახელად მანონი. კომპლიმენტის თქმა მომინდა (ნუ, კლიენტის სიამოვნება, სერვის პლუსი და რამე tongue.gif) ჰოდა ლამაზი სახელი გაქვთ-მეთქი. არაო - ესაა ლამაზიო - რას მერჩოდა მამაჩემი ვიღაც კახპის სახელი რომ დამარქვაო biggrin.gif

Posted by: malimalia 8 Sep 2010, 21:54
QUOTE (marija @ 8 Sep 2010, 18:58 )
ბავშვს დომენტის ხომ ვერ დაარქმევ biggrin.gif

მეუღლე მეკაიფება შენ იმდენს იზავ სტალინს დავარქმევ და მერეც იბლატავეო biggrin.gif

Posted by: qetuc 8 Sep 2010, 21:58
მე ანასტასიას დავარქმევ baby.gif და ანიტას დავუძახებ biggrin.gif biggrin.gif ბიჭს- ირაკლის yes.gif yes.gif

Posted by: კორდელია 8 Sep 2010, 23:06
qetuc
QUOTE
ირაკლი


ძალიან ლამაზი სახელია, ჩემს ძმას რომ არ ერქვას დავარქმევდი

Posted by: Dancer 8 Sep 2010, 23:27
კორდელია

კუსანას რომ ეკა დავარქვი რა მოხდა smile.gif
ოჯახში ორი ეკატერინეა

Posted by: Neno_ 8 Sep 2010, 23:48
QUOTE
ბეატრიქს ღურჭუმელია,

ვაიმეე, ავყირავდი lol.gif

Posted by: upwave 9 Sep 2010, 00:24
ჩემი ქმარი ძალიან პრეტენზიულია, მაგრამ ბავშვების სახელების დარქმევაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
მამამისს გიორგი ჰქვია, მაგრამ არც ეგ უთქვამს, გიორგი დავარქვათო.
ეხლა მიკვირს, როგორ უცებ დამთანხმდა სახელებზე,საერთოდ, კონტრა ტიპია biggrin.gif
უტას სახელი რომ დავარქვით და ბევრს გაუკვირდა (ზოგს დღემდე უკვირს, იმ დღეს გამყიდველი ეკითხება, რა გქვიაო და ამან უტაო და ვააა რა კარგი სახელი გვქია დუტაო biggrin.gif ერთმა კიდევ ხუტაო? გაუკვირდა mad.gif), მაშინ კი იხუმრა ცალყბად, ნეტა სხვა სახელი დაგვერქმიაო biggrin.gif
ნუ მარიტაზე, მარიკა ესმოდათ, ან ერთმა კიდევ მარტა დაუძახა და ისიც გვკითხა, მარტა რატომ დაარქვით, მარტში რომაა დაბადებულიო? givi.gif
ეს ადრე, ეხლა უკვე ეტყობა ყური შეაჩვიეს ამ ძველქართულ სახელებს და ზუსტად ,,ესმით" რა ჰქვიათ ჩემს ბავშვებს smile.gif


Posted by: lalaaa 9 Sep 2010, 03:45
QUOTE
უტა

QUOTE
მარიტა

ჩეეეემი ორი უსაყვარლესი პერსონაჟი და უსაყვარლესი სახელი...


წავედი მოვძებნო დიდოსტატი და მარიტა, წავიკითხო კიდევ ერთხელ bis.gif


ხო და ისა, დამავიწყდა, ჩემს შვილს ვარქმევ ანაბელ-ს bis.gif

Posted by: Valdemaf 9 Sep 2010, 03:51
upwave
[quote]უტაო და ვააა რა კარგი სახელი გვქია დუტაოერთმა კიდევ ხუტაო? გაუკვირდა ), მაშინ კი იხუმრა ცალყბად, ნეტა სხვა სახელი დაგვერქმიაონუ მარიტაზე, მარიკა ესმოდათ, ან ერთმა კიდევ მარტა დაუძახა და ისიც გვკითხა, მარტა რატომ დაარქვით, მარტში რომაა დაბადებულიო?[/q

ისე ორივე კარგი სახელია..... ხუტაზე იმ გამყიდველს მივტისკავდი.....ბავშვი და ხუტა მაგარი ანტიპოდები არიან : ))))))))

Posted by: Solveig 9 Sep 2010, 08:26
Valdemaf
QUOTE
ბავშვი და ხუტა

biggrin.gif biggrin.gif

ვერც წარმომიდგენია, "შერეკილების" ხუტა ოდიშარიას შემდეგ როგორ უდა დაარქვა ბავშვს ხუტა...რა უნდა დაგიშავოს ამ უმწეო არსებამ,ომ ასე დასაჯო biggrin.gif

ერთ შვილს ხუტა უნდა დაარქვა, მეორეს-ნოშრევანი biggrin.gif D

Posted by: კორდელია 9 Sep 2010, 10:15
Dancer
QUOTE
კუსანას რომ ეკა დავარქვი რა მოხდა smile.gif ოჯახში ორი ეკატერინეა

არაფერი, უბრალოდ მე ვარ არანორმალური biggrin.gif .
სულ იმას ვამბობ სახელებს არ გავიმეორებ (არც ძმისას დავარქმევ, არც დეიდაშვილისას და ა.შ) როცა ამდენი ლამაზი სახელიათქო და იმიტომ ვარ ეხლა გაჭედილი givi.gif

Posted by: nanana 9 Sep 2010, 13:18
ჩემი დაქალი არქმევს ბავშვს ნორას. გერმანელი ბავშვი იქნება ოღონდ. მე სულ ნორა ბიცოლა მახსენდებაbiggrin.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 13:35
მაგდა



აბა წავიდა ხმის მიცემა smile.gif
ხელპ რა მითხარით რომ ლამაზი სახელია

სექსტეტი
შენი აზრი როგორც სახელის მატარებლის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, როგორია გერქვას მაგდა? :მაიაასათიანი:

Posted by: ტაბუ 9 Sep 2010, 13:39
pravinia
QUOTE
მაგდა
+1 ხმა
ძალიან ლამაზი სახელია up.gif

Posted by: blblbl 9 Sep 2010, 13:45
pravinia
გოგონა გყავს? tongue.gif ლამაზია მაგდა smile.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 13:57
nanana
QUOTE
მე სულ ნორა ბიცოლა მახსენდება

მე კიდე ნორა დეიდა გამახსენდა ეხლა biggrin.gif

pravinia
QUOTE
მაგდა

მომწონს, არც ისე გაბაზრებულია biggrin.gif

პ.ს. რომ გავეკაიფო შენს ბავშვს და მაგდანა ვუწოდო გამწეწავ? givi.gif

Posted by: MPG 9 Sep 2010, 14:00
QUOTE
მაგდა

კიდევ ერთი ხმა მაგდას smile.gif
ლამაზი და არც ისე ხშირი სახელია.

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 14:01
Neno_

მაგდანაზე რატო? მაგდანას ლურჯას ვარიანტში?
გაგეცინოს შეიძლება მაგრამ ეს ვარიანტიც მომწონს, თუ გარეგნობა არ შეუწყობს ხელს მერე მარგოს დავუძახებ givi.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 14:05
pravinia
QUOTE
მაგდანას ლურჯას ვარიანტში?

ჰო რა biggrin.gif ნუ ცუდი ქალი არ იყო მაგდანა, მარა rolleyes.gif

QUOTE
მერე მარგოს დავუძახებ 

მარგოს რაღას უწუნებ ერთი biggrin.gif მაგდანას თუ მარგო არ სჯობდეს (ოღონდ ლამაზი მარგო უნდა იყოს, თორე უშნოზე მარიამიც კი ცუდად ჟღერს biggrin.gif)


Posted by: Voila 9 Sep 2010, 14:06
pravinia
გოგო გითხრეს ბოლო ბოლო? აღარ გადაიფიქრებენ? smile.gif

Posted by: marija 9 Sep 2010, 14:11
pravinia

ძალიან მომწონს და ცოტა ხნის წინ ერთმა მეგობარმა დაარქვა თავის შვილს. კარგი სახელია და ისე ზოგჯერ მოფერებით იმ ბავშვს მეც მაგდანას ვეძახი ხოლმე და რა ვიცი, არ ბრაზდებიან biggrin.gif

Posted by: khatia88 9 Sep 2010, 14:12
მომწონს მაგდა ძალიან. ჩემთვის ძალიან საყვარელ პიროვნებას ჰქვია და შემაყვარა ეგ სახელი

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 14:21
Neno_
marija

ვა, დავწერე აშკარად პოსტი მაგდანაზე და არ დაიპოსტა


მოკლედ მე მომწონს მაგდანა, თქვენ ალბათ მაგდანას ლურჯას გამო გეცინებათ, მაგრამ მე მომწონს, თან ამის თაობაში 100-ში ერთს ექნება ეს ფილმი ნანახი და წაკითხვაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ხოდა მოკლედ მომწონს მაგდაც მაგდანაც მაგდუც, თუ გარეგნობა ხელს სეუწყობს მთლად უკეთესი, თუ არადა დავუძახებ მარგოს givi.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 14:25
pravinia
QUOTE
მაგდუ


აი ეს ვარიაცია ყველაზე მეტად მომეწონა biggrin.gif

პ.ს. შენი დაწერილი დაიპოსტა წინა გვერდზე და კომენტიც მოჰყვა! biggrin.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 14:30
Neno_

ვა, ახლა ჩემთანაც გამოჩნდა, ეს შუა პოსტები არ ჩანდა, მე ხომ პროქსის ტანჯულა მომხმარებელი ვარ givi.gif
ვიხილე ახლა, მარგო ჩემს მეზობელს ერქვა დაახლოებით იგივე პონტია თქვენ რაც ნორაზე დაგეართათ biggrin.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 14:34
pravinia
biggrin.gif

ისე რამხელა ძალა აქვს სახელთან ინდივიდუალურ ასოციაციებს biggrin.gif

Posted by: malimalia 9 Sep 2010, 14:42
pravinia
კარგია მაგდაა

თუ ეგ გაქვს გადაწყვეტილი არ გადაიფიქროოო 2kiss.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 14:43
Neno_

ახლა სამსახურში ვთქვი მაგდა მოგწონთ უ არათქო და ერთი გვყავს ანზორი 23 წლისაა და ნიკას ეძახიან მთელი ცხოვრება, მოკლედ ბაბუ გაახარა მამამისმა და დაბადების მოწმობაში ჩაუწერა ეს სახელი, ალბათ საჩუქარიც მიიღო და დასრულდა ამით ამის ანზორობა, თუმცა სკოლაშიც, უნივერსტეტშიც ყველგან ყოველთვის ყველას გაფრთხილება უწევდა რომ ნიკაა და არა ანზორა, ხოდა მაგან გამიპროტესტა, მაგდას ნუ დაარქმევო, ანზორასნაირი სახელიაო, გაიზრდება დაიტანჯება დამიჯერეო
ხოდა ასეა?
არასოდეს არ ყოფილა სახელი მაგდას ბუმი, ისე რომ თქვა რომ ან ძველმოდურია, ან გაპაპსავიკებულია და ა.შ. არა? smile.gif

Posted by: _SisterofNight_ 9 Sep 2010, 14:48
pravinia

შენ მეორეს ბიჭს არ ელოდები? smile.gif ისე მაგდა კარგი სახელია მე მომწონს, მაგ შEნმა თანამშრომელმაც ადგეს და შეიცვალოს სახელი, გადაიხდის სიმბოლურ თანხას და ჩაიწეროს ნიკა ბარემ, რას წვალობს smile.gif

Posted by: Princess 9 Sep 2010, 14:54
pravinia
მშვენიერი სახელია მაგდა

თითOნ ა რა ერქვა ამ სახელის დამწუნებელს? biggrin.gif
ან მისიანებს რა ქვიათ ასეთი სასწაული და არადასატანჯი?

აა ანზორიმ დაგიწუნა? გასაგებია რატომაც gigi.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 14:55
ისე ნორა და მარგო კაი და ეს სახელიც ძალიან მომწონს მოუცხოურებოდან - Sarah, ხოდა მიდი ეხლა და დაარქვი ქართველ ბავშვს სარა givi.gif

vis.gif


pravinia
QUOTE
ხოდა ასეა?

ნწუ no.gif

ეგ ტიპი ისეთი დაკომპლექსებული ჩანს, ნინოსა და მარიამის მეტი ყველა ანზორულად ეჩვენება მგონი biggrin.gif

Posted by: კორდელია 9 Sep 2010, 15:08
pravinia
QUOTE
მაგდა

თუ მოგწონს და გინდა გულით დაარქვი...

მე ვიცნობ ერთ მაგდას და ისე არ მევასება ის გოგო მაგდას თოფით რომ დამადგე ვერ დავარქმევ..

ასევე ვარ კონსტანტინეზე, მყავს ერთი საზიზღარი კოტიკო და ისე შემაჯავრა თავი, ბავშვს ვერ დავარქმევ biggrin.gif

არადა ორივე კარგი სახელია smile.gif


პ.ს თამარს/თამუნას რატომ აღარ არქმევენ ამ თაობას? chups.gif rolleyes.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 15:09
Neno_

QUOTE
ეგ ტიპი ისეთი დაკომპლექსებული ჩანს, ნინოსა და მარიამის მეტი ყველა ანზორულად ეჩვენება მგონი

100% მასე, თამარი, თაკი, თიკო, ნინუცა, ნინო, მარიამი, აი ესენი მომაწოდა ახლა და დავრჩი გაღიმებული, მივხვდი რომ არ უნდა მოვუსმინო gigi.gif

_SisterofNight_

ბიჭი გვეგონა და თურმე ჭიპლარი ყოფილაб ის საამაყო რაც დავინახეთ პირველ ჯერზე biggrin.gif
დღეს სანამ კარგად არ გამოჩნდა სასქესო ორგანო არ მოვეშვით, რომ გაჩნდება ბიჭი რომ აღმოჩნდეს ცხოვრებაში ექოსკოპიურ კვლევას აღარასდეს ჩავიტარებ biggrin.gif

Princess

ნუ არც ანზორია მთლად კისრის მოჭრა, მაგრამ სულ რომ ნიკუშას ეძახდნენ ალბათ ამის ბრალია, თან ბაბუა არ ევასება და givi.gif


მოკლედ დღეს საოჯახო კრებაზე გამაქვს მაგდა!
დაწუნების შემთხვევაში თუ რაღაც სასწაული არგუმენტი მითხრეს და დამთრგუნეს და დამაჩმორეს, მოვალ ახალი ინიციატივებით biggrin.gif

Posted by: malimalia 9 Sep 2010, 15:12
pravinia
აუფფ შეუდარებია რაა ანზორი და მაგდააbiggrin.gif

რა სისულელეა

ძანნ კაი სახელია მაგდა

Posted by: nanana 9 Sep 2010, 15:12
Neno_
QUOTE
მარგოს რაღას უწუნებ ერთი  მაგდანას თუ მარგო არ სჯობდეს

მარგოზეც მარგო ბიცოლა მახსენდება lol.gif მყავს. yes.gif

გოგო შვილი მინდა love.gif
დავარქმევ: ელენეს ან ბარბარეს ან მიას ან ნიას ან ანასტასიას ან რავიცი კიდევ რამეს bis.gif

არა ისე ბიჭი შვილიც მინდა chups.gif

დავარქმევ: სანდროს ან ნიკას ან გიორგის. გიორგი მიყვარს მიუხედავად საყოველთაოობისა. ალექსიც მომწონს. რუსოფილურია? biggrin.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 15:13
pravinia
QUOTE
ბიჭი გვეგონა და თურმე ჭიპლარი ყოფილაб ის საამაყო რაც დავინახეთ პირველ ჯერზე

გიხარია გოგო? თუ გეუცხოვება biggrin.gif


მე ბიჭებს ვერ ვგუობ ზოგადად biggrin.gif

ბიჭი ნათესავები დიდად არ მიყვარან და ზოგადად მეუცხოვებიან პატარა ბიჭუნიები biggrin.gif


nanana
QUOTE
მარგოზეც მარგო ბიცოლა მახსენდება  მყავს.

givi.gif

რას გვიშვება ეს ძველი თაობა ჰა? biggrin.gif

QUOTE
ალექსიც მომწონს. რუსოფილურია

არამც და არამც..ჩემს ქმარს ქვია biggrin.gif ალექსეი ხო არ არის არა?


QUOTE
გოგო შვილი მინდა

bis.gif პაჩწი ერთად დავწერეთ biggrin.gif

Posted by: nanana 9 Sep 2010, 15:16
Neno_
QUOTE
ბიჭი ნათესავები დიდად არ მიყვარან და ზოგადად მეუცხოვებიან პატარა ბიჭუნიები

მეც გოგოების ფანი ვარ. არადა ბიჭI რომ მყავდეს ეგეც მეყვარება ძაან ხო ვიცი biggrin.gif და ძAან დამნაშავედ ვიგრძნობ ალბათ თავს gigi.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 15:18
nanana
QUOTE
მეც გოგოების ფანი ვარ. არადა ბიჭI რომ მყავდეს ეგეც მეყვარება ძაან ხო ვიცი  და ძAან დამნაშავედ ვიგრძნობ ალბათ თავს 

ჰო mo.gif

თან ეხლა რომ დავისაჯო და გოგო არ მეყოლოს biggrin.gif

Posted by: Ctrl 9 Sep 2010, 15:21
pravinia
მაგდა ჩვეულებრივი სახელია დასატანჯს მაგაში ვერაფერს ვხედავ , ერთადერთი ფორმა "მაგდანას" გამო შეიძლება ბავშვებმა ასევთქვათ გააბრაზონ smile.gif თუმცა შენც მართალი ხარ მაგდანას ლურჯა ვიღას ექნება ნანახი biggrin.gif

მე მარგოზე კარალევა მარგო მახსენდება სულ biggrin.gif ზოგს რა ასოციაცია აქვს და ზოგს რა.

Neno_
QUOTE
ბიჭებს ვერ ვგუობ

გენაცვალოს ჩემი თავი მე საერთიდ ბავშვებს ვერ ვგუობ 15 წუთზე მეტი მაგრამ კი ვაჩენ აგერ მეორეს biggrin.gif
არ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის უნარი. მიყვარს სულ პატარები სანამ ტლიკინს დაიწყებენ biggrin.gif

Posted by: nanana 9 Sep 2010, 15:22
Neno_
QUOTE
პაჩწი ერთად დავწერეთ 

bis.gif biggrin.gif

QUOTE
რას გვიშვება ეს ძველი თაობა ჰა?


ამ გახსენებაზე. მამაჩემი ძაან ევროპულ ვიდზეა და ქვია მურადი lol.gif არადა დიდ ბაბუას ერქვა ლუკა და ბაბუაჩემმა გადაწყვიტა მამაჩემისთვის ფრონტის მეგობრის სახელი დაერქვა biggrin.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 15:25
Ctrl
QUOTE
მე მარგოზე კარალევა მარგო მახსენდება სულ 

მეც და მაგიტომ არ მეუშნოვება ეს სახელი biggrin.gif


თუმცა ჩემი ძმის კლასელი იყო ერთი ლუზერი და უშნო მარგალიტა და მარგოს ეძახდნენ, მარა ნუ ეგ მგონი "დედოფალი მარგოს" გაცნობის მერე ვნახე და იმდენად აღარ წაუხდენია შთაბეჭდილება biggrin.gif

QUOTE
გენაცვალოს ჩემი თავი მე საერთიდ ბავშვებს ვერ ვგუობ 15 წუთზე მეტი მაგრამ კი ვაჩენ აგერ მეორეს

მოგიკვდი mo.gif


nanana
QUOTE
გადაწყვიტა მამაჩემისთვის ფრონტის მეგობრის სახელი დაერქვა 

ბაბუ რა კაცია lol.gif


Posted by: nanana 9 Sep 2010, 15:28
Ctrl
QUOTE
გენაცვალოს ჩემი თავი მე საერთიდ ბავშვებს ვერ ვგუობ 15 წუთზე მეტი

უნდა ვაღიარო და მეც ასე ვარ sad.gif. თითქმის ყველა უზნეო ბავშვია ვისაც ვიცნობ. იმედია ღმერთი ჭირვეული და კაპარჩხანა ბავშვით არ დამსჯის

Posted by: upwave 9 Sep 2010, 15:30
pravinia
მე მაგდაც მომწონს და მაგდანაც, ძალიან მჟღერი სახელია.
ძალიან კარგ მაგდას ვიცნობ.
თანაც ყველა ქვეყნისთვის მისაღებია yes.gif

Posted by: Ctrl 9 Sep 2010, 15:36
nanana
ნუ ცუდს კიარ ვამბობ , მაგრამ ხომ არიან ადამიანები რომ საოცარი ნიჭი აქვთ ბავშვებთან ურთიერთობის, მე მოფერებაც არ შემიძLია წესიერი. თოთოებს ვუგებ მარტო biggrin.gif

მე დაგინებული მაქვს ელენე უნდა დავარქვა smile.gif ძალიან კი გაპაპსავდა ეხლა მაგრამ, ისე ვთქვი რომ ეხლა ვეღარ გადავთქვამ , არ ვიქნები ჩემ თავთან მართალი

Posted by: nanana 9 Sep 2010, 15:47
Ctrl
QUOTE
თოთოებს ვუგებ მარტო

თოთოლიკებთან მაქს 1 საათი შემიძლია. მე მოაზროვნე ბავშვები მევასება. რომ გელაპარაკებიან და გიხსნიან რაღAცეებს chups.gif

მოფერება მიყვარს ოღონდ ძაან რომ ეტმასნებიან არ მევასება. ჩემს ბავშვს რომ ებღლარძუნონ უცნობები გადავირევი ალბათ


ღმერთო რა აუტანელი ვარsad.gif

Posted by: Neno_ 9 Sep 2010, 15:53
nanana
QUOTE
ღმერთო რა აუტანელი ვარ

givi.gif

QUOTE
მოფერება მიყვარს ოღონდ ძაან რომ ეტმასნებიან არ მევასება. ჩემს ბავშვს რომ ებღლარძუნონ უცნობები გადავირევი ალბათ

ნუ გეში მარტო არ ხარ biggrin.gif არ მგონია ეგ რომელიმე დედას სიამოვნებდეს biggrin.gif

უცნობები კი არა ნაცნობები რო ჯმუჯნიან ეგ არ მევასება და boli.gif

Posted by: KaTeRiN 9 Sep 2010, 15:54
მაგდალინა მაქვს ერთ ერთ ვარიანტად მეც, მაგრამ ვიცი არ დამარქმევინებენ biggrin.gif

Posted by: Voila 9 Sep 2010, 15:56
nanana
QUOTE
ალექსიც მომწონს

სადაუროფილურიც გინდა იყოს, ძალიან მაგარი სახელია...
მეორეც თუ ბიჭი მეყოლება, ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტი იქნება biggrin.gif

Posted by: Valdemaf 9 Sep 2010, 16:34
nanana
Helen ან Illine: ))) ჰერბიც კარგია მულგრიუ givi.gif

Posted by: nanana 9 Sep 2010, 16:54
Valdemaf
შენ იხუმრე და მე ჰერბი მართლა მომეწონა. კოკროჭინა გოგო თუ მეყოლება დავარქმევbiggrin.gif კარგი აზრია yes.gif

ალო, ჰერბის სთხოვეთ. . . lol.gif

Posted by: Goddess 9 Sep 2010, 16:56
ხალხ... მამის სახელის დარქმევა ბაღანეზე ტეხს ძალიან?

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 16:59
Goddess

მე დავარქვი მამაჩემის სახელი, იმიტომ არა რომ მამიკოს ჰვია, უბრალოდ ჩემს ქმარს მოსწონდა ძალიან და მეც საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ბოლო-ბოლო ქაიხოსრო ხომ არაა ვახტანგია biggrin.gif

Posted by: MPG 9 Sep 2010, 17:01
QUOTE
ხალხ... მამის სახელის დარქმევა ბაღანეზე ტეხს ძალიან?

თუ მოგწონს სახელი, რატომ?

Posted by: natia_m77 9 Sep 2010, 17:01
Goddess
თუ მამაზე გაბრაზდები, მერე გატეხავს wink.gif

ჩემსას ქვია მამამისის სახელი, და არ მინანია ჯერ, მერე რა რომ მამა აღარ ფუნქციონირებს

Posted by: Goddess 9 Sep 2010, 17:02
pravinia
გოგო, მე ვგულისხმობ ბაღნის მამას... ანუ ქმრის სახელს ...

Posted by: Valdemaf 9 Sep 2010, 17:03
nanana
QUOTE
ალო, ჰერბის სთხოვეთ.

და ბიძერი მამა ყურმილთან boli.gif

Posted by: MPG 9 Sep 2010, 17:04
უი tongue.gif

გატეხვით არ ტეხავს, ნამდვილად.

Posted by: Ctrl 9 Sep 2010, 17:04
Goddess
გრიგოლიებს ქვიათ მამაშვილს ნიკები.



ჩემი ძმის მეგობარს ქვია ნენსი smile.gif ოღონდ მართლა, 20 წლამდე გოგოა, პირადობაში ნენსი უწერია smile.gif ყველას გონია ისე ეძახიან smile.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 17:06
Goddess

ა, უი biggrin.gif
რა ვიცი აბა, აი მამაჩემი და ვახუნა ერთად რომ არიან მამაჩემს ვახტანგს ვეძახი და ვახუნას ხუნხულას biggrin.gif ისე ერევა მამაჩემს, ვახუნას კიდე ყველა ვარიანტში ერევა givi.gif
მოკლედ ამ მხრივ მურტალია smile.gif
თან ეს კვირაში ერთხელ ხდება და ყოველდღე? რა ვიც აბა smile.gif

Posted by: Dido 9 Sep 2010, 17:09
Ctrl
QUOTE
ნენსი

ნენსი რეიგანი smile.gif

QUOTE
ხალხ... მამის სახელის დარქმევა ბაღანეზე ტეხს ძალიან?

მე არ მომწონს რა ვიცი. ჩემს მეუღლეს კი უნდოდა მაგრამ მე უარი ვუთხარი biggrin.gif რავიცი სახელები დაილია? რარა მაინცდამაინც მამის სახელი biggrin.gif

Posted by: Re_Be 9 Sep 2010, 17:27
Goddess
QUOTE
გოგო, მე ვგულისხმობ ბაღნის მამას... ანუ ქმრის სახელს ...

მამაჩემსაც და ჩემ ძმასაც ლევანი ქვია, მე ვთვლი რომ არანაირად არ ტეხავს, მშვენიერია.

Posted by: blblbl 9 Sep 2010, 17:30
QUOTE
წაკითხვაზე ხომ საუბარი ზედმეტია,

pravinia
სკოლაში ისწავლება მაგდანას ლურჯა biggrin.gif

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 17:34
blblbl

ვავა biggrin.gif
ო, ცოტა მაღალ კლასებში იქნება ეს და ამ დროისთვის იმედი მაქვს ისეთი ახტაჯანა იქნება თავის დაცვას სეძლებს თუ ვინმემ უშნოდ შემოუტია gigi.gif

Posted by: nanana 9 Sep 2010, 17:36
Goddess
გოდეს ცოტა უადგილო კითხვაა და ლაზერი რომ გაიკეთე იქ კმაყოფილი ხარ?

Posted by: კორდელია 9 Sep 2010, 17:41
Goddess
Re_Be
QUOTE
ხალხ... მამის სახელის დარქმევა ბაღანეზე ტეხს ძალიან?

QUOTE
მამაჩემსაც და ჩემ ძმასაც ლევანი ქვია, მე ვთვლი რომ არანაირად არ ტეხავს, მშვენიერია.


რავი მე არ მომწონს როცა ოჯახში მაგ: 3 ერთნაირი სახელის მატარებელი ადამიანია.
მყავს სანაცნობოში ბაბუა გიორგი, მამა გიორგი, შვილი გიორგი.
ბაბუა ბესო, მამა ბესო, შვილი ბესო.


Posted by: pipa 9 Sep 2010, 17:42
ბავშვს ვარქმევ კლარას!
--------------------------------------------

Posted by: addicted 9 Sep 2010, 17:44
pipa
აკი რობერტაო? spy.gif biggrin.gif

მოგილოცო? bis.gif

თუ joke? biggrin.gif

Posted by: blblbl 9 Sep 2010, 17:46
addicted
QUOTE
თუ joke?


ჭურში ზიხარ? biggrin.gif

Posted by: ტაბუ 9 Sep 2010, 17:48
pipa
QUOTE
ბავშვს ვარქმევ
addicted
QUOTE
მოგილოცო?
blblbl
QUOTE
ჭურში ზიხარ?
spy.gif

ნუ დამაბნიეთ ახლა თქვენ მე! biggrin.gif

Posted by: addicted 9 Sep 2010, 17:50
blblbl
2თვეა არ შემოვსულვარ ნორმალურად და ვზივარ ფაქტიურად. ანუ კიი? ნუ დამაბნიე ქალბატონო მოდერო!


წავედი წეროები გადავიკითხო, ბევრი რამ არ მეცოდინება მე კიდევ.

Posted by: pipa 9 Sep 2010, 17:51
Taboo
blblbl
addicted
ლუდი, ვი ვ მარაზმე smile.gif

Posted by: ტაბუ 9 Sep 2010, 17:55
pipa
QUOTE
ვ მარაზმე
ვ მარაზმე არ ვიცი და ვ ნერაზებრიხე კი ამოვყავი თავი biggrin.gif












მე გავიპარე punch.gif

Posted by: Ctrl 9 Sep 2010, 17:58
QUOTE
კლარას

ცეტკინის პატივსაცემად? biggrin.gif მომენატრე

Posted by: კორდელია 9 Sep 2010, 18:05
addicted
QUOTE
წავედი წეროები გადავიკითხო, ბევრი რამ არ მეცოდინება მე კიდევ.

წეროებში არა, მისალოცად ცალკე თემა იყო გახსნილი biggrin.gif

ისა.. მეც ორსულად ვარ, გოგო user.gif givi.gif
სქესი - ბიჭი.
თუ ვინმე არ დამეხმარება და სახელს არ შემარჩევინებს პანტელეიმონს ვარქმევ sa.gif


ვაოფებთ, გავედი მე..
შენ 2kiss.gif თხანანოს 2kiss.gif

Posted by: addicted 9 Sep 2010, 18:31
QUOTE
ვ მარაზმე არ ვიცი და ვ ნერაზებრიხე კი ამოვყავი თავი

+1


კორდელია
QUOTE
თუ ვინმე არ დამეხმარება და სახელს არ შემარჩევინებს პანტელეიმონს ვარქმევ 

რა გიშველო დედი, ვიდრე არ გაჩნდა მანამდე ვერც მე მოვუფიქრე ჩემსას ვერაფერი biggrin.gif რამე პაპსა არ დაარქვა რა :შ

Posted by: EXHALATING 9 Sep 2010, 18:43
კორდელია
მე მომწონს ერეკლე და დიმიტრი
yes.gif

Posted by: pipa 9 Sep 2010, 18:44
Ctrl
QUOTE
ცეტკინის პატივსაცემად?

არა, კლარა ნოვიკოვას საპატივცემულოდ
EXHALATING
QUOTE
მე მომწონს ერეკლე

ძალიან მიყვარს

Posted by: კორდელია 9 Sep 2010, 18:52
EXHALATING
QUOTE
მე მომწონს ერეკლე და დიმიტრი

მე მომწონს ირაკლი და დემეტრე biggrin.gif

ირაკლი ჩემს ძმას ჰქვია.
დემეტრე არავის..

დიმიტრი რაღაც რუსულია, დიმა/ძიმა...



addicted
QUOTE
რა გიშველო დედი, ვიდრე არ გაჩნდა მანამდე ვერც მე მოვუფიქრე ჩემსას ვერაფერი

biggrin.gif

თხანანო...

Posted by: pravinia 9 Sep 2010, 18:58
QUOTE
დემეტრე


ჩემს აწ უკვე მაგდანას ლურჯას ერქვა biggrin.gif


მოკლედ მომწონს კი არადა დემეტრე მიყვარს კიდეც 2 თვე შვილივით მიყვარდა თან givi.gif

Posted by: Lene :) 9 Sep 2010, 19:00
კორდელია
დემეტრე მეც ძაან მომწონს

Posted by: nino_ninuciii 9 Sep 2010, 19:02
QUOTE
დემეტრე

ულამაზესი სახელია yes.gif
მარა ჩემ ქმარს ბიჭის სახელი რატი აქვს აკვიატებული biggrin.gif
თუმცა ჯერ პატარა ბარბარე მოძვრება love.gif

Posted by: malimalia 9 Sep 2010, 20:21
ბიჭის სახელებიდან ლუკა მქონდა აკვიატებული ყოველთვის

მაგრამ ბოლო პერიოდის თაობაში ძაან მასიურად წამოვიდა ეგ სახე

საბა მომწონს კიდევ,დემეტრეც კარგია კიდევ ნიკოლოზი
ბიჭის სახელის დარქმევა ბევრად უფრო ადვილია მგონიsmile.gif

Posted by: სექსტეტი 9 Sep 2010, 22:26
pravinia
QUOTE
შენი აზრი როგორც სახელის მატარებლის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, როგორია გერქვას მაგდა?


მოგწერე იქ smile.gif




Posted by: DOLPHIN 9 Sep 2010, 22:30
QUOTE
ბაბუა ბესო, მამა ბესო, შვილი ბესო.

+ თერძი ბესო. biggrin.gif

Posted by: Goddess 9 Sep 2010, 23:21
nanana
QUOTE
გოდეს ცოტა უადგილო კითხვაა და ლაზერი რომ გაიკეთე იქ კმაყოფილი ხარ?

ლოლ biggrin.gif რამ გაგახსენა.. კი, კმაყოფილი ვარ, მაგრამ, როგორც მიხვდი, ბოლომდე ვერ მივიყვანე. მხოლოდ ერთხელ მოვასწარი გაკეთება.

მამის სახელი არ არის გადაწყვეტილი.. ისე, ჯასთ ვიკითხე smile.gif

Posted by: upwave 10 Sep 2010, 00:33
malimalia
QUOTE
ბიჭის სახელის დარქმევა ბევრად უფრო ადვილია მგონი

ეგ, როცა გოგოს ელოდები, მაშინ biggrin.gif

Posted by: Nensi_1988 10 Sep 2010, 01:10
QUOTE
ჩემი ძმის მეგობარს ქვია ნენსიოღონდ მართლა, 20 წლამდე გოგოა, პირადობაში ნენსი უწერიაყველას გონია ისე ეძახიან


HA HA ესეიგი ეს პრობლემა მარტო მე არ მაწუხებს biggrin.gif

ბევრი მეკითხება სახელზე ვა პასპორტშიც ეგრე გიწერია? biggrin.gif

ან ქართველი ხარ? biggrin.gif

QUOTE
ნენსი რეიგანი


givi.gif


Posted by: Re_Be 10 Sep 2010, 11:21
Nensi_1988
QUOTE
ბევრი მეკითხება სახელზე ვა პასპორტშიც ეგრე გიწერია? 

მე ჩემ შვილზე მეკითხებოდა ყველა ნამდვილი სახელი რა არისო? ოთხჯერ მაინც მჭირდებოდა გამეორება რომ რევი ქვია და არანაირი რევაზი ან რეზი. ეხლაც მიჩვეული ვარ თუ ვინმე მეკითხება სახელს ორჯერ ვუმეორებ თან ისეთი ტონით გაიგნებული მზერა სახეზევე ახმებათ.
მეორე ბავშვზე ჯერ სქესი არ ვიცი, როგორც კი გავიგებ დავიწყებ სტრანნი სახელების მოძიებას wink.gif

Posted by: Nensi_1988 10 Sep 2010, 13:47
Re_Be

მეც ეგრე მეკითხებიან ნამდვილი სახელი რა არისო biggrin.gif სადაც არ უნდა მივიდე ეს კითხვა უჩნდებათ biggrin.gif

იმდენად მაქვს ეს ამბავი მობეზრებული საკუთარ შვილს უცხო სახელს არ დავარქმევ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე biggrin.gif

უხსენი ეხა ყველას რო ნამდვილი სახელია და არა ზედმეტსახელი და ა.შ. biggrin.gif

Posted by: upwave 10 Sep 2010, 14:47
Nensi_1988
QUOTE
მეც ეგრე მეკითხებიან ნამდვილი სახელი რა არისო

რას ვერ ვიგებ იცი?
ადამიანი რომ გეუბნება ეს მქვიაო, რატომღა უნდა დავუსვა ეგ კითხვაააა?
უტაზეც (სხვათაშორის მარიტაზეც) მეკითხებიან ხოლმე, სრული სახელი რა ჰქვიაო mad.gif
ეტყობა ,,უტა" ძალიან ემოკლებათ და მარიტა კიდევ ,,მარიამის" ასოციაციას იწვევს მაგათ ტვინში,
მაგრამ ,,ნენსისთან" რაღა მოსდით თავში?
ააა, ალბათ ,,ნესტანი" ?? gigi.gif
გაგიჟდება კაცი rolleyes.gif

Posted by: Neno_ 10 Sep 2010, 15:03
upwave
სულ მაგას წერ შენი ბავშვების სახელებზე, არადა არაფერი განსაკუთრებით რთული და სტრანნი სახელები არ არის, ვისაც საშუალო სკოლაში უსწავლია (დიდოსტატის მარჯვენაც გაუგია მაინც კლასში მონაყოლი biggrin.gif) და 30 წელზე მეტის მაინც არის (ანუ თუ დავუშვებთ რომ 30 წლამდე ხალხს ნატვრის ხე არ აქვს ნანახი და რახან სკოლაშI არ ისწავლება, არც წაკითხული biggrin.gif) ყველამ იცის smile.gif

ხო არ აჭარბებ? ანუ 1 -2 შემთხვევა შეიძლება თაკოზეც მოხდეს ხო გესმის? smile.gif

Posted by: upwave 10 Sep 2010, 15:11
Neno_
no.gif არაააა
ვისაც ჰყავს, ეცოდინება smile.gif
1-2 კი არა, ყოველდღიური შემთხვევაა, დამერწმუნე.
ცოტა ხანში, კოზეტს ჰკითხეთ, თუ არ ჰქონია უკვე ეგეთი შემთხვევა და მარიტაც ჰყავთ, როგორც მახსოვს აქ ზოგიერთებს და ისინიც იტყვიან 1-2 სიტყვას.
მეც ეგ მიკვირს, რომ ხალხს უკვირს და მაგაზე ვგიჟდები, თორემ მეტი კი არაფერი biggrin.gif

Posted by: EXHALATING 10 Sep 2010, 16:32
ვაჩე ჰქვია ჩემს ძმას და სულ გვეკითხებოდნენ "სრული სახელი?" და კიდევ "სომხები ხართ?"
biggrin.gif

Posted by: rock in rose 10 Sep 2010, 16:34
გოგოზე ლინდა მომწონს სახელი ან ელიზაბეტი (ჩემს შვილს უნდა დავარქვა რომელიმე user.gif ) ბიჭზე ილია და ანდრია love.gif

Nensi_1988

უზომოდ მომწონს შენი სახელი ნენსი user.gif

Posted by: კორდელია 10 Sep 2010, 16:36
rock in rose
QUOTE
გოგოზე ლინდა მომწონს სახელი

ჩემს ძაღლს ერქვა

Posted by: rock in rose 10 Sep 2010, 16:42
კორდელია
QUOTE
ჩემს ძაღლს ერქვა


user.gif user.gif

lol.gif lol.gif

პორტუგალიურად ლამაზს ნიშნავს user.gif

Posted by: ნატოშა 10 Sep 2010, 22:47
QUOTE
ჩემს ძაღლს ერქვა

ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ვის ძაღლსაც ქვია ლინდა, მაკა ან ნოდარი givi.gif მე საერთოდ არ მესმის მაგაზე გართულება. ნუ, რომ გავიგო, რომ ვინმეს ძაღლს ან კატას ნატო ჰქვია, ნამდვილად არ გამიტყდება smile.gif ჰქვია და ერქვას.

გადავხედე თემას და ჩემი აზრით სჯობს ბავშვს ისევ რაღაც განსხვავებული ერქვას, ვიდრე მარიების, ნინოების და გიორგი-დათოების აურაცხელ არმიას შეუერთდეს. და უკვე მშობლის საქმეა, რომ ამ განსხვავებული სახელით, ბავშვი კი არ დაკომპლექსდეს, პირიქით გამორჩეული ინდივიდი გაიზარდოს smile.gif

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახელი ძალიან იშვიათი არაა, ყოველთვის მიხაროდა რომ კლასში და ჯგუფში ერთადერთი ნატო ვარ და ჩემი სახელის დაძახებაზე 7 არ ვიხედებოდით ერთდროულად biggrin.gif



პ.ს. ხო, ისე, გავლით ვარ.. გათვალიერებდით და givi.gif

Posted by: malimalia 13 Sep 2010, 12:28
ვაიმეე რააა biggrin.gif biggrin.gif

მიშამ(მეუღლემ) სესილი დამიწუნააtongue.gif
ისევ ალექანდრა დაარქვიო მაგას

აღარ ვიცი რა ვქნააა
ვიჩხუბებთ სერიოზულად მგონიbiggrin.gif

ძლივს რაღაც მოვიფიქრესავით

Posted by: nino_ninuciii 13 Sep 2010, 12:30
QUOTE
ალექანდრა

მე მომწონს ძალიან მაგრამ სანდრა არ უნდა დაუძახო მაშინ biggrin.gif

Posted by: malimalia 13 Sep 2010, 12:45
nino_ninuciii
ხოოოოbiggrin.gif
ქმარს მიშაა შვილს სანდრაააtongue.gif
ძალაუნებურად რაღაცას ვაფიქრებინებთ ვინმესსbiggrin.gif

არადა სკოლაში ვსწავლობდი ჯერ,ალექსანდრა რომ მომეწონა
დაჩაზე გავიცანი მღვდლის შვილი და იმას ერქვვა ხოდა მანამდე არ მქონდა გაგონილი და ჩამეჭედა ტვინში
თან მღვდლის შვილს რომ ერქვა ბავშვზე უფრო შთაბეჭდილება მოახდინაsmile.gif


Posted by: ტაბუ 13 Sep 2010, 13:50
malimalia
QUOTE
ქმარს მიშაა შვილს სანდრააა
lol.gif

Posted by: Neno_ 13 Sep 2010, 14:17
malimalia
QUOTE
მე მომწონს ძალიან მაგრამ სანდრა არ უნდა დაუძახო მაშინ 


--------------------

+1.. დაარქვი და ალექსი დაუძახე biggrin.gif იმ ქვეყნებში სადაც ალექსანდრებს არქმევენ, ორივე სქესს ეძახიან ალექსს biggrin.gif


Posted by: Dancer 13 Sep 2010, 14:24
QUOTE
დაარქვი და ალექსი დაუძახე


ნწუ no.gif საშა უკეთესია biggrin.gif

malimalia

შენ და შენს ქმარს ხომ გქვიათ ნორმალური და ყველასთვის მისაღები სახელები, რატო იმეტებთ შვილს სანდრასთვის ? biggrin.gif
გაიზრდება და ყველა იმას იფიქრებს მშობლებმა სააკაშვილის სასიყვარულოდ დაარქვეს ეს სახელიო, რას ერჩი ბავშვს smile.gif

Posted by: Neno_ 13 Sep 2010, 14:33
Dancer
QUOTE
ნწუ  საშა უკეთესია

უი არააა, საშა ჩერესჩურ რუსულია biggrin.gif

რუსოფილები ხო არ არიან? biggrin.gif

Posted by: malimalia 13 Sep 2010, 14:35
Neno_
ერთ ამბავს დავწერ
მამიდაჩემმა მომიყვა გუშინ ამ სახელებთან დაკავშირებითbiggrin.gif
ჩემ დედამთილს მღვდელმა ნათლობის სახელი დარქვა იოანაო
ხოდა ამათ გონებიათ ივანეbiggrin.gif
და დაბერდა ქალი და ეხლაღა გაიგო რომ თურმე იოანა ჰქვიაbiggrin.gif

ეგრე დაემართებათ ალექზეც ხოვიცი
აერევათ ბიჭის სახელია თუ გოგოსიbiggrin.gif


Dancer
აუუ კი და მართლა ცოდოაbiggrin.gif

იქნებ დავითანხმო მეუღლე სესილიზე
სესი მომწონს ძაან შემოკლებით და სრულად კიდევ სესილი
არავითარი სესილიაtongue.gif

Posted by: Princess 13 Sep 2010, 14:35
QUOTE
რატო იმეტებთ შვილს სანდრასთვის

რატომ სანდრა?

ალექსანდრა შემოკლებით შურაა
gigi.gif

Posted by: Dancer 13 Sep 2010, 14:39
Neno_
QUOTE
საშა ჩერესჩურ რუსულია


სამაგიეროდ საშიკო ხომაა ქართული biggrin.gif

QUOTE
შურაა

lol.gif lol.gif
სოფელში მყავდა მეზობელი საშურა ერქვა გოგოს, ჩემზე პატარა იყო
დაბადების მოწმობა არ მინახავს მისი მაგრამ რომ მენახა ალბათ ამაყად ეწერებოდა ალექსანდრა biggrin.gif

Posted by: Goddess 13 Sep 2010, 14:44
Neno_
QUOTE
+1.. დაარქვი და ალექსი დაუძახე  იმ ქვეყნებში სადაც ალექსანდრებს არქმევენ, ორივე სქესს ეძახიან ალექსს

ჩვენებურად ალეკო, ხო? biggrin.gif

Posted by: bachi1975 13 Sep 2010, 14:57
"თავისთავად ცუდი და კარგი სახელები არ არსებობს მაგრამ ზოგი კარგადაა გამტფარი, რაღაც მაგიური გრძნეულებით გაჟღენთილი"...

Posted by: malimalia 13 Sep 2010, 15:03
Princess
Dancer
[b]Goddess[/b

აზარტში შეხვედით გოგოებოbiggrin.gif
ეგრე ჩემ სახელს იმდენი ინტერპრეტაცია აქვს ვინ მოთვლისbiggrin.gif

Posted by: bachi1975 13 Sep 2010, 15:17
ჩემ სამეზობლოში ერთ თაობაში არის დაახლოებით 5 ნინო, 5 ეკა, 5 მარიამი და 1 ჯუნა biggrin.gif ჯუნა ალბათ ამაყია თავისი იშვიათი და გამორჩეული სახელის გამო lol.gif

Posted by: Take_Off 13 Sep 2010, 15:19
malimalia
ძალიან დავინტერესდი რა გქვია?

Posted by: Dancer 13 Sep 2010, 15:21
malimalia

მოგვიტევე, თავი ვეღარ შევიკავეთ biggrin.gif

Posted by: malimalia 13 Sep 2010, 15:28
Take_Off
მარიამი

Dancer
მოსატევებელი რაღააbiggrin.gif
ხოარ დამირქმევია უკვე ეგ სახელი

ზუსტად მაგიტომ დავწერე რომ სხვების აზრიც გავიგო yes.gif

Posted by: Take_Off 13 Sep 2010, 15:34
malimalia
ჩემ შვილს დავარქვი და ეგ უნდა მერჩია შენთვის, მაგრამ გქვია უკვეsmile.gif

http://name.interes.ge/

Posted by: Neno_ 13 Sep 2010, 16:44
Princess
QUOTE
ალექსანდრა შემოკლებით შურაა

givi.gif

ვაიმე შურაო lol.gif

Goddess
QUOTE
ჩვენებურად ალეკო, ხო?

გოგოს რომ ეძახის დედა: ალეკო ალეკოოო, ამოდი სახლშიიიი lol.gif

ჩემი ალეკო გამითხოვდა lol.gif

Posted by: qetuc 15 Sep 2010, 10:42

QUOTE
ვაიმე შურაო

არადა მართლა ეგრეა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SECRET 18 Sep 2010, 20:51
ეხლა ამ საშა-ზე გამახსენდა biggrin.gif ხოფელში მეზობელს ერქვა ალექსანდრე მაგრამ ყველა ეძახდა საშკას smile.gif ხოოოოოდა როცა მეზობელთან იყო გადასული ეს ბიჭი გადმოდგებოდა დედამისი და მთელ ხმაზე უყვიროდა "საშოოოოოოოო" biggrin.gif biggrin.gif საწყალი lol.gif lol.gif

Posted by: nanana 18 Sep 2010, 23:22
SECRET
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: კორდელია 18 Sep 2010, 23:36
SECRET
lol.gif



----------------------

Posted by: jogomohoni 19 Sep 2010, 12:58
malimalia
სესილი ძაან მომწონს, ისე შენ თუ გადაწყვიტავ, დაგარქმევინებენ მაინც , მე და ჩემი ქმარი ბოლო დღემდე ვჩხუბობდით სახელებზე და როგორც კი ვიმშობიარე ის მითხრა რაც შEნ გინდა ის დავარქვათო smile.gif ( ნუ მაგ დროს მაინც ეიFორიაშI იყო biggrin.gif ) ასე რომ ,რომ გააჩენ და ეტყვი სესილის ვარქმევო, არა მგონია უარი გითხრას smile.gif

Posted by: 15steps 19 Sep 2010, 13:06
Neno_
ბებიაჩემს ერქვა ალექსანდრა.. და მოფერებით შურას ეძახდნენ მაგრამ ეს ხალხმა დაამახინჯა..
ალექსანდრეს შემოკლებითი ანუ მოფერებითი ფორმა სანდროა და სად საშკა.. biggrin.gif . ეს ხალხი სახელების დამახინჯებას რა კარგად ახერხებს..
ხო კიდე ალეკოთი მოიხსენიებენ ხოლმე მოფერებით და ესეცარსწორია რადგან ალეკოც ადრე მოიგონეს და ესე შეერქვა.
როგორც მარიამს აქვს ბევრი დამახინჯებული სახელი მაკინე მარინე მაკო მარო მეკო biggrin.gif

Posted by: niniko09 19 Sep 2010, 13:09
როგორც იქნა მივიღეთ მყარი გადაწყვეტილება - მარიტა! დავითანხმე ყველა და ამაყად დავდივარ! biggrin.gif

Posted by: jogomohoni 19 Sep 2010, 18:07
niniko09
კარგი არჩევანია smile.gif გილოცავ რომ დაითანხმე smile.gif

Posted by: nebiera28 19 Sep 2010, 18:37
SECRET
lol.gif lol.gif

niniko09

ლამაზი სახელია და თან უცხო, მომწონსsmile.gif

ჩვენ კი მეორე ბიჭს დავარქმევთ საბას, მე და ჩემს ქმარს მოგვწონდა
მათე საბა და დანიელი. ვინაიდან მათე უკვე გვყავს, მეორე დიდი
ალბათობით იქნება საბაsmile.gif

მამიკოს ისე დანიელი უფრო მოსწონს, მაგრამ ორი მიზეზით გადავიფიქრეთ:
1. საქართველოში გვინდა ვიცხოვროთ ბოლომდე
2. სუფთა ქართულ(იმერულ) გვარზე მაინდამაინც არ მიდიოდაა.


ხოდა ერთი კურიოზიbiggrin.gif
თავიდან ეხომ რომ გოგო მითხრა, ვფიქრობდი დამექმია ამ სახელებიდა:
თეკლე, დეა, ნია ან მართა.

ხოდა ჩემებს რომ ვუთხარი ყველამ ბოლო სახელი ისე დამიწუნააააა,
და რატომღაც ჩათვალეს თითქოს გადაწყვეტილი მქონდა.

არადა შემდეგ ეხოებზე რომ აღმოჩნდა ბიჭი,
ჩემმა ძმამ დამცინა: ,, ბავშვმა რომ გაიგო მართას მარქმევენ, სასწრაფოდ გამოიბაო" biggrin.gif

დედაააა რამდენი ვწერე wink.gif

Posted by: Solveig 19 Sep 2010, 18:55
QUOTE
მარიამს აქვს ბევრი დამახინჯებული სახელი მაკინე მარინე მაკო მარო მეკო

მაკინე (მაკრინე) ცალკე სახელია, არავითარი მარიამი.
ასევე მარინეს და ნიშნავს "ზღვაურს", "ზღვიანს" ..წმინდანიც არის და ახალციხეში ეკლესიაცაა მის სახელზე.

მარო და მაკო (მაკაც) შემოკლებული და მოფერებითი სახელებია.. პირველწყარო კი ქალის ყველა ის სახელია, რომელიც მა-ზე იწყება: მარიამი, მაკრინე, მაია, მარინე, მართა...საიდან მოიტანეთ ეს დამახინჯება. მაკა ცალკე სახელადაც იქცა მერე.
მეკოს უფრო იმათ ეYახიან, ვისაც მერი ჰქვია..თუმცა, მერაბ მამულაშვილი რომაა, მორაგბე, იმას მეტსახელად აქვს მეკო biggrin.gif biggrin.gif

საშა, როგორც ალექსანდრეს მოფერებით სახელი, შემოვიდა რუსულიდან..საშადანაა ნაწარმოები შურაც-საშა-საშურა-შურა..ესეც რუსული გავლენაა.

ალეკო საერთოდ ცალკე სახელია. გაგახსენებთ, ასე ჰქვია პუშკინის "ბოშების" და რახმანინოვის ოპერის მთავარ პერსონაჟს. ჩვენში ცალკე სახელად ვერ დამკვიდრდა და ალექსანდრეს შემოკლებად დარჩა.

nebiera28
QUOTE
ლამაზი სახელია და თან უცხო

არცერთ ევროპულ ენაში არაა სახელი "მარიტა". მარიეტა კი (მარიას მოფერებითი სახელი), ამგრამ მარიტა-არა.
მით უმეტეს, "ნატვრის ხის" პერსონაჟის მერე როგორღაა უცხო, გასაკვირია sad.gif

Posted by: nebiera28 19 Sep 2010, 19:17
Solveig
QUOTE
"ნატვრის ხის" პერსონაჟის მერე როგორღაა უცხო, გასაკვირია

ხო მაგრამ შეთე და გედიაც ამ ნაწარმოების პერსონაჯებია, მაგრამ ახლა არავინ არქმევს ამ სახელებს შვილებს smile.gif

უცხოში სწორედ ის ვიგულისხმე რომ ყოველ მეორე ახალშობილს მარიტას არ არქმევნ.


Posted by: jogomohoni 19 Sep 2010, 19:18
QUOTE
,, ბავშვმა რომ გაიგო მართას მარქმევენ, სასწრაფოდ გამოიბაო"

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: niniko09 19 Sep 2010, 23:10
რაღაც გამიპროტესტეს მარიტა, ცუდი ბედი ჰქონდა ნატვრის ხის მარიტასო, მაგრამ ჩემში ეს სახელი სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლოდ აღიქმება, ამიტომ მომწონს, რაც შეეხება ევროპას და ამერიკას, გაბრიელი საკმაოდ გავრცელებული სახელია,მაგრამ ჩემს შვილს რომ დავარქვი, მაშინაც იგივე ადამიანებმა გამიპროტესტეს - ძნელი გამოსათქმელიაო და ძველი ქართული სახელიაო, ილიას გლახის ნაამბობში გაბრიელი რომაა საცოდავიო, იმის მერე ბავშVს როგორ არქმევო და ა.შ. ასე თუ ვუყურეთ, ვერც ერთ სახელს ვერ დაარქმევ შვილს. მე სახელს ძირითადად ასოციაციით ვარჩევ, რა ასოციაციას, რა განწყობას იწვევს ჩემში. რა ვიცი, შეიძლება ვცდები კიდეც. თუ გადამათქმევინებთ, ჯერ დრო მაქვს - 1 თვე biggrin.gif

Posted by: Solveig 19 Sep 2010, 23:24
nebiera28
QUOTE
შეთე და გედიაც ამ ნაწარმოების პერსონაჯებია, მაგრამ ახლა არავინ არქმევს ამ სახელებს შვილებს

შეთეს, თორღვას, ჯარჯის, ონისეს და ასეთ სახელებს უფრო მთაში არქმევენ ხოლმე ბავშვებს.
თან შეთე ისეთ ყუმადაა მანდ გამოყვანილი biggrin.gif ვინ დაარქმევს ბავშვს მის სახელს.

გედიაზე კი მიკვირს..ჩემს ერთ ნაცნობს ეძახდნენ (ნამდვილი სახელი გენადი ერქვა)..არ ვიცი, შეიძლება, გედი უფრო ქალურ სინაზესთან ასოცირდება და იმიტომ.

ახლა გამახსენდა, წლების წინ ერთ მოხევე ქალს შეეძინა 3 ტყუპი და გოჩა, ელგუჯა და ონისე დაარქვეს smile.gif))

Posted by: ტაბუ 20 Sep 2010, 00:46
niniko09
QUOTE
მე სახელს ძირითადად ასოციაციით ვარჩევ, რა ასოციაციას, რა განწყობას იწვევს ჩემში.
+1
QUOTE
ჩემში ეს სახელი სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლოდ აღიქმება
+1

და ვინ გიპროტესტებს - მეუღლე? თუ მეუღლეა, გასაგებია ანგარიშის გაწევა, მაგრამ სხვა ვინც გინდა იყოს (თუნდაც საკუთარი მშობლები), რა მნიშვნელობა აქვს? შენია შვილი, შენ ატარებ მუცლით და დაარქვი ის, რაც შენ მოგწონს smile.gif მით უმეტეს, რომ მშვენიერი... არა - უმშვენიერესი სახელია up.gif

Posted by: niniko09 20 Sep 2010, 09:44
დიდი მადლობა, ჩემო კარგო. მეუღლე აღარ აპროტესტებს, ყური მიაჩვია და მოსწონს კიდეც უკვე. უბრალოდ ბევრმა აღნიშნა, რომ მარიტა საწყალი იყო ნატვრის ხეშიო და არ დაებედოს ცუდადო. მე კი ვთვლი, რომ უბედნიერესი იყო, სიყვარულს რომ შეეწირა. ზოგი ისე კვდება 100 წლის ასაკში, ნამდვილი სიყვარული რა არის, ვერ იგებს. რა ვიცი, რა ვიცი. მე და ჩემს ქმარს მოგვწონს და შენი თქმის არ იყოს, სხვისი აზრი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. თუმცა კეთილ რჩევებს არ უკუვაგდებთ! rolleyes.gif

Posted by: კორდელია 20 Sep 2010, 10:33
QUOTE
უბრალოდ ბევრმა აღნიშნა, რომ მარიტა საწყალი იყო ნატვრის ხეშიო და არ დაებედოს ცუდადო.

lol.gif

Posted by: upwave 20 Sep 2010, 11:12
niniko09
კორდელია
მე ისიც მითხრეს, ვირზე შესასმელი ქალის სახელი რომ არ დაგერქმიათ, სხვა ვერ ნახეთო lol.gif lol.gif mad.gif

Posted by: ტაბუ 20 Sep 2010, 11:17
upwave
QUOTE
ვირზე შესასმელი ქალის სახელი რომ არ დაგერქმიათ, სხვა ვერ ნახეთო
lol.gif
უტაზე არ გითხრა იმავე ჭკვიანმა, მკლავმოჭრილი ხელოსნის სახელი რომა რ დაგერქმიაო gigi.gif
ულამაზესი ბავშვები გყავს ორივე, ღმერთმა გაგიზარდოს! up.gif

niniko09
აგერ, upwave-ს ჰყავს ულამაზესი მარიტა. მართლა ლამაზი სახელია და დარწმუნებული ვარ, შენს შვილსაც ძალიან მოუხდება 2kiss.gif

Posted by: upwave 20 Sep 2010, 11:19
Taboo
chups.gif 2kiss.gif

Posted by: pravinia 20 Sep 2010, 11:21
upwave

აი ეს მაოცებს ხოლმე რა, ჯერ რომ ყველა სახელი ვიღაცა და უბედურს ერქმეოდა, რა ყველა გიორგი მეფე იყო? თუ ერთი თუ იყო საკმარისია?
ან ასე სახელს გადაუარო, როცა იცი რომ პატარას უკვე ჰქვია რა უტაქტობაა, თან ეს მარიტა გამოგონილი პერსონაჟია და რეალში იქნებ მათ მოსახელეებს ბარდელში ედგათ რიგები, ვახ!

მე მასე ვახუნაზე გაომედენ, რა არისო სადმე რომ წავიდეს საზღვარგარეთ ენას მოიტეხავენო, ისე რომ მიზეზი არ ილევა, ყველას მოსაწონს მაინც ვერ მონახავ და რაც გულს უხარია და ბავშვს არ არცხვენს უხეშად რომ ვთქვათ ის უნდა დაარქვა smile.gif

Posted by: upwave 20 Sep 2010, 11:34
pravinia
QUOTE
ან ასე სახელს გადაუარო, როცა იცი რომ პატარას უკვე ჰქვია რა უტაქტობაა,

შენ ეგ თქვი. მეც მაგაზე ვიყავი აღრენილი ზუსტად. თან არ დაგავიწყდეს, ეგ პატარძეულში მითხრეს biggrin.gif
QUOTE
რაც გულს უხარია და ბავშვს არ არცხვენს უხეშად რომ ვთქვათ ის უნდა დაარქვა 

მეც მაგ აზრზე ვიყავი ყოველთვის yes.gif

Posted by: ტაბუ 20 Sep 2010, 11:51
upwave
QUOTE
პატარძეულში მითხრეს
კახელი კი გეტყოდა biggrin.gif
მიყვარს კახელები ძალიან, მაგრამ უტაქტობას ვერ დაუკარგავ smile.gif

pravinia
QUOTE
რა ყველა გიორგი მეფე იყო?
დაჟე მაგაზეც ავ-გიორგის გაიხსენებ.
QUOTE
რეალში იქნებ მათ მოსახელეებს ბარდელში ედგათ რიგები
კარგი შენიშვნა იყო biggrin.gif

Posted by: Ctrl 20 Sep 2010, 12:02
QUOTE
ყველა გიორგი მეფე იყო?

bis.gif

Posted by: Solveig 24 Sep 2010, 07:37
Taboo
QUOTE
დაჟე მაგაზეც ავ-გიორგის გაიხსენებ.

თან, ის ავგიორგი კახეთის მეფე იყო biggrin.gif

ერთი სახელის მქონე კარგიცაა და ცუდიც..მაგრამ ისე, სახელების გავრცელებაზე მართლა ახდენს გავლენას-ვის ერქვა ესა თუ ის სახელი..ასე გავრცელდა აკაკი და გაქრა ლუარსაბი..მიუხედავად იმისა, რომ მეფე ლუარსაბი ეკლესიას წმინდანადაც კი ჰყავს შერაცხული, თათქარიძემ მაინც დაუსვა წერტილი ამ სახელის ფართოდ გავრცელებას.

QUOTE
კახელი კი გეტყოდა

კახელებმა კი იციან პირში მიხლა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ლეონიძის მოთხრობაში მოქმედება პატარძეულში ხდება, მარიტას კი-ისევე, როგორც მოთხრობების სხვა პერსონაჟებს-რეალური პროტოტიპი ჰყავდა.
ახლა სხვა დროა და ჩვენ გვესმის მარიტასი, ჩვენებურად ვამართლებთ....მაგრამ ციციკორეებს, ბარბალუკებს (ვინც დააბეზღა მარიტა) და შეთეებს რა დალევს ამქვეყნად (სამწუხაროდ)..ჰოდა, ალბათ ეგეთი ხალხისათვის მარიტა დღემდე ქმრის მოღალატე და კახპაა.

თუმცა, ორი აზრი არაა იმაზე, რომ ეგეთი რაღაცის თქმა მშობლისათვის უზრდელობაა.....რაც არ უნდა ვთქვათ, მშობელი არქმევს თავს შვილს სახელს და ბებია-ბაბუა-დედამთილ-მამამთილ-ბიცოლა-დეიდა-მეზობლების აზრი მხედველობაში მისაღები არაა. ბავშვს თუ არ მოეწონება მერე, თვითონ გადაირქმევს. ეგეც აღარაა პრობლემა.


ისე, ხალხის გაეკლესიურებამ ერთი კარგი ის გააკეთა, რომ კოლთავრეს, კამანდას, ფიზიკას, დირექტორს და კომბაინს აღარავინ არქმევს შვილს biggrin.gif

Posted by: upwave 24 Sep 2010, 12:58
QUOTE
ისე, ხალხის გაეკლესიურებამ ერთი კარგი ის გააკეთა, რომ კოლთავრეს, კამანდას, ფიზიკას, დირექტორს და კომბაინს აღარავინ არქმევს შვილს 

biggrin.gif

Posted by: warketili 14 Oct 2010, 14:07
მე ჯონსტანტინე მომწონს ძალიან და მინდა ჩემს პატარას დავარქვა,მაგრამ ჩემს მეუღლეს არ მოსწონს sad.gif კიდევ ზაზა მინდა დავარქვა იმიტომ რომ მამიკო მყავს დაღუპული და მას ერქვა მარტალია არ მომწონს ეს სახელი მარა მაინც და რას მირჩევთ? ბიჭის სახელი შემარჩევინეთ რააა

Posted by: turn_off 14 Oct 2010, 14:41
QUOTE
ჯონსტანტინე


ამ ბოლო დროს კი არქმევენ უცნაურ სახელებს ბავშვებს... მაგრამ მგონი კონსტანტინე უნდა დაგეწერა , ჰოდა მე მიყვარს ეგ სახელი და ჩემს შვილს ჰქვია სწორედ მაგიტომ smile.gif

ისე ხანდახან რომ მეკითხებიან ბავშვის სახელს და "კონსტანტინე" მეთქი ვპასუხობ, მეორე კითხვას "რატოო?" მისვამენ drug.gif

Posted by: warketili 14 Oct 2010, 14:53
კი შემეშალა კონსტანტინე უნდა დამეწერა.ძალიან მომწონს მაგრამ ჩემები ამბობენ კოსტას დაუძახებენო და არ უნატ მე კი მინდა უსაზღვროდ sad.gif

Posted by: Take_Off 14 Oct 2010, 14:57
warketili
თუ გინდა უნდა დაარქვა

რიავიცირიავიცი

Posted by: malimalia 16 Oct 2010, 17:28
warketili
რა სისულელეაsmile.gif ???
თუ ეგრე მოგწონს რატო არ უნდა დაარქვა
უმაგრესი სახელი თუ არ იყოს რაა მართლა

ჩემ ძმას ქვია მაგრამ მარტო მაგიტო არაbiggrin.gif კონსტანტინე რარაც გრაცოიზულიაbiggrin.gif
და არავის არ დაუძახებია კოსტა ცხოვრებაში
კოტეა და კოტეს ვეძახით ყველა

turn_off
და შენ პატარასაც მაგარი სახელი შეურჩიე მართლა, ვინცგინდა რაცგინდა ის თქვასbiggrin.gif

Posted by: khatia88 16 Oct 2010, 17:36
warketili
და კოსტა ცუდია? მე ისე მომწონს სახელი კოსტა, მაგალითად turn_off-ი პატარას კოსტას ვეძახი მე smile.gif თათ შენს ეგრე ეძახი ხო?

Posted by: Antigone 16 Oct 2010, 17:49
ბავშვს გლობალიზაციის პირობებში უნდა დაარქვა სახელი, რომელიც მაქსიმალურად კეთილხმოვანი იქნება და საერთაშორისო ჟღერადობა ექნება. სასურველია ბერძნულ-ლათინური წარმოშობის სახელი - ამ ენებში როგორც წესი, მარტივი ბგერებია.
ქართული სახელები თითზე ჩამოსათვლელია და არცერთი არ მემეტება ჩემი შვილისთვის.

Posted by: nikmaik 16 Oct 2010, 20:21
ჩემს გოგონას მერი ქვია. დედამთილს ერქვა და ამიტომ დავარქვი ( დედამთილი გარდაცვლილი მყავს). ყველას უკვირს მერი რამ დაგარქმევინაო მაგრამ მე მომწონს და მწყინს კიდეც რომ მეუნებიან. მოფერებით კი მერიკუნას ვეძახი.

Posted by: khatia88 16 Oct 2010, 20:22
nikmaik
ვაიმე რატომ გეუბნებიან მაგას? მშვენიერი სახელია მერი. ნუ მე მომწონს ყოველშემთხვევაში.

Posted by: nikmaik 16 Oct 2010, 20:32
khatia88
მადლოობ 2kiss.gif

Posted by: blblbl 16 Oct 2010, 20:56
nikmaik
ჩემს საყვარელ ბებიას ერქვა love.gif ხანდახან ვფიქრობ თუ გოგო მეყოლება დავარქვა,იმხელა ამაგი აქვს ბებოს ჩემზე და არ დასცალდათორემ უფრო მეტი ექნებოდა დედიკოსაც ძალიან გავახარებ ამით.

Posted by: nikmaik 16 Oct 2010, 21:00
blblbl
საკალელი სახელია love.gif

Posted by: kato_Bato 16 Oct 2010, 22:06
turn_off
QUOTE
ისე ხანდახან რომ მეკითხებიან ბავშვის სახელს და "კონსტანტინე" მეთქი ვპასუხობ, მეორე კითხვას "რატოო?" მისვამენ


მე კიდევ მეუბნებიან ასე: რა ყველას საბა ან ლუკა ჰქვიაო, ცოტა ხანში საბას წაავლებენ ხელს "ლუკა! რა ლამაზი ბიჭი ხარ შენ! " lol.gif

მათე მინდოდა user.gif

Posted by: sati 16 Oct 2010, 23:42
Antigone
QUOTE
ბავშვს გლობალიზაციის პირობებში უნდა დაარქვა სახელი, რომელიც მაქსიმალურად კეთილხმოვანი იქნება და საერთაშორისო ჟღერადობა ექნება. სასურველია ბერძნულ-ლათინური წარმოშობის სახელი - ამ ენებში როგორც წესი, მარტივი ბგერებია.


ასე მგონია ჩემი ქმრის დაწერილია ეს ტექსტი smile.gif
ნუ მე ასე გლობალური მასშტაბებიტ არ ვმსჯელობდი სახელის შერჩევისას, თუმცა ვეთანხმები იდეაში.

turn_off
QUOTE
კონსტანტინე" მეთქი ვპასუხობ, მეორე კითხვას "რატოო?" მისვამენ 

nikmaik
QUOTE
ყველას უკვირს მერი რამ დაგარქმევინაო

გამიკვირდა. ამ სახელებს გაკვირვების გამოწვევა თუ შეეძლოთ არ მეგონა.

მე მინდოდა მეორეზე ან კონსტანტინე ან ალექსანდრე. ვთვლიდი რომ უფროსის სახელს, ნიკოლოზს, უნდა უხდებოდეს უმცროსის სახელიცთქო, მაგრამ დამიყოლიეს გიორგიზე.

Posted by: gvantsula 17 Oct 2010, 00:46
სერგი მომწონს ძალიან! ამოტომაც დავარქვი. მეორეს, ბიჭის გაბრიელს დავარქმევდი. გოგოს, მმმმმმმმ... ჯერ არ ვიცი smile.gif ალბათ თეკლეს.

ჰო, კონსტანტინე მომწონს, ალექსანდრეც.

Posted by: Solveig 17 Oct 2010, 07:52
ნეტავ ვინმე თუ არქმევს შვილს ჭიჭიკოს, ღენტორს, კუკურის, უშანგის, ქიშვარდის....

Posted by: kato_Bato 17 Oct 2010, 10:44
Solveig
QUOTE
ნეტავ ვინმე თუ არქმევს შვილს ჭიჭიკოს, ღენტორს, კუკურის, უშანგის, ქიშვარდის....

არქმევს.
ასევე: ანზორის, ნუნუკას, პავლიკას, გულიკოს, როსტომს, რაულის, თაზუნიას და ასე შემდეგ biggrin.gif

Posted by: EXHALATING 17 Oct 2010, 15:13
kato_Bato
QUOTE
ასევე: ანზორის, ნუნუკას, პავლიკას, გულიკოს, როსტომს, რაულის, თაზუნიას და

ასევე თეიმურაზს yes.gif

Posted by: buuus 17 Oct 2010, 15:19
ჩემი ბუსუნა ბიჭი თუ იქნება ნიკოლოზს დავარქმევ, გოგოს ნინის baby.gif ოჯახში გამოვაცხადე , ბავშვის სახელი შერჩეულია,ტყუილად ნუ შემკამათებით გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებამეთქი biggrin.gif

Posted by: malimalia 17 Oct 2010, 15:55
buuus
რა ბედნიერი ხარ რომ 100% გადაწყვეტილი გაქვს უკვე

მე სესილი მინდა და დედამ კატო მითხრა კიდევ და ორივე მომწონსsmile.gif

Posted by: buuus 17 Oct 2010, 16:04
malimalia
თან არ ვეუბნები რა სახელებია biggrin.gif:D:D:D ჩემი ქმარი მეუბნებოდა გეხვეწები ოღონდაც რამე საოცრება არ მოიფიქროო biggrin.gif:D სქესს რომ გავიგებ მაშინ ვეტყვი ჩემებს smile.gif

Posted by: turn_off 17 Oct 2010, 17:26
malimalia
მადლობაsmile.gif
khatia88
ჰო რავიცი, თავიდან კოტა იყო/// მერე კოსტა... მერე კონკრიტო..ხანდახან კროკოა... მე მაინც კონსტანტინე მომწონს, გამოითქმით და დამარცვლით smile.gif))
kato_Bato
ლუკას ჩვენც ვფიქრობდით სულ თავიდან მაგრამ ეგ ფაქტორი მოქმედებდა"ყველას ლუკა და ანასტასია ქვია" biggrin.gif

Posted by: Mis perfect 17 Oct 2010, 21:13
ჯერ არც ორსულად ვარ და არც არაფერი მაგრამ ჩემს ბაჭყატებს ვარქმევ

ბიჭს: დავითი.
გოგოს: დუდანა ან დადუნა......

მეორე ბიჭს: smile.gif და გოგოს ჯერ ვერ მოვუფიქრეთ......
lol.gif lol.gif

Posted by: white-boo 20 Oct 2010, 00:45
buuus
QUOTE
ჩემი ბუსუნა ბიჭი თუ იქნება ნიკოლოზს დავარქმევ, გოგოს ნინისოჯახში გამოვაცხადე , ბავშვის სახელი შერჩეულია,ტყუილად ნუ შემკამათებით გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებამეთქი

იცი რამდენჯერ შეგეცვლება ამ 9 თვეში აზრი?მე ეგრე ვარ smile.gif))) მთელი ცხოვრება ვიძახდი ბიჭს ნიკუშაას დავარქმევ თქო და ეხლა სავარაუდო სახელებში მაქვს.აქამდე ნიკას ან ანდრეას ვფიქრობდი,ეხლა ანდრეა არარ მომწონს და ლუკას ვფიქრობ და ვაბშე არცერთი სახელი არ მემეტება ცჩემი შვილისთვის smile.gif))) და შარში ვარ

Posted by: buuus 20 Oct 2010, 00:53
white-boo
არა გამორიცხულია biggrin.gif მერე მოგიყვები რატომაც 2kiss.gif

Posted by: malimalia 20 Oct 2010, 19:21
QUOTE (white-boo @ 20 Oct 2010, 00:45 )

იცი რამდენჯერ შეგეცვლება ამ 9 თვეში აზრი

ცოცხალი მაგალითი ვარ მეცbiggrin.gif

ალექსანდრათი დავიწყე ჯერ
მაგრამ სანდრა და მეუღლეს მიშა ცოტა სხვა ასოციაცებს გამოიწვევსოsmile.gif

იოანაც ვიფიქრეsmile.gifმაგრამ არავის არ ქვია საერთოდ,დედაო ვიცი მარტო იოანა და იოანეში აერევათოsmile.gif

სესილი დღემდე მომწონს მაგრამ ქმარი მიწუნებსtongue.gif

კატოც მომწონს მაგრამ ეკატერინე სრულად უკვე ისე აღარbiggrin.gif

Taboo-მ მითხრა რომ ნახავ უკვე როგორი იქნება მერე გადაწყვეტ ალბათ რომელი უფრო მოუხდებაო სესი თუ კატო და მგონი მართლა ეგრე იქნებაbiggrin.gif

Posted by: ტაბუ 20 Oct 2010, 20:18
Mis perfect
QUOTE
ჯერ არც ორსულად ვარ და არც არაფერი მაგრამ ჩემს ბაჭყატებს ვარქმევ

ბიჭს: დავითი.
გოგოს: დუდანა ან დადუნა......
გენაცვალეთ შენ და შენს მომავალ ბაიას 2kiss.gif

white-boo
QUOTE
იცი რამდენჯერ შეგეცვლება ამ 9 თვეში აზრი?მე ეგრე ვარ ))) მთელი ცხოვრება ვიძახდი ბიჭს ნიკუშაას დავარქმევ თქო
მეც მასე ვიყავი smile.gif მთელი ცხოვრება "ვიცოდი", რომ ჩემს ბიჭს ნიკუშა ან სანდრო ერქმეოდა. მაგრამ მეოთხე თვეში რომ გავიგე სქესი და დიმიტრი გადავიწყვიტეთ, მას შემდეგ აზრი აღარ შემიცვლია smile.gif

Posted by: ckapunia 21 Oct 2010, 12:48
1ლად რომ გავიგე ფეხმძიმედ ვიყავი მედა ჩემმა მეუღლე გადავწყვიტეთ რომ იქნებოდა დაჩი smile.gif დარწმუნებულები იმაში რომ ბიჭი იქნებოდა (რადგან მაგათ სანათესაოში 70წელია გოგო არ დაბადებულა) მაგრამ აღმოჩნდა გოგო, რადგან მარიამობის მარხვაში დაიბადა დავარქვით მარიამი, მეორეზეც რომ გავიგეთ რომ გოგო იყო მამიკოს სიგიჟემდე უნდოდა ბარბარე დაერქმია და ეხლა მყავს ორი გოგო მარიამი და ბარბარე smile.gif არადა არავინ ელოდა შოკი იყო მამამთილის სანათესაოსთვის 2 გოგო და ეხლა კიდევ 3-მე გოგოც დაიბადა ამ გვარშიsmile.gif აი ესე ვაჯობეთ დედიკოებმა მამიკოებს smile.gif

Posted by: Mis perfect 21 Oct 2010, 12:56
Taboo
2kiss.gif 2kiss.gif
ნიიინ.... როგორ გყავს დიმიტრი????
ფოტოები ვნახე.... ძალიან საყვარელია......................

Posted by: *Snow* 21 Oct 2010, 14:28
ხომ შეიძლება რომ დაინახავ შენ შვილს მერე დაარქვა.

ასე მგონია რომ შეხედავ ისე უფრო წარმოიდგენ რა შეიძლება ერქვას. სახელის დარქმევა დიდი პასუხისმგებლობაა ისე.

ძალიან გვანან ადამიანები ტავის სახელს. ვერ ვიტყვი ზუსტად რით მაგრამ, გვანან ხოლმე biggrin.gif
ანდა,მე მაქვს ესეთი განწყობა, რა ვიცი.....

Posted by: malimalia 21 Oct 2010, 14:32
*Snow*
მე ვაპირებ ეგრე
მაქვს ვარიანტები მაგრამ ვერ ვწყვეტავ

შევხედავ როგორი გამოძვრებაbiggrin.gif

Posted by: *Snow* 21 Oct 2010, 14:35
malimalia

http://www.predskazanie.ru/imena/search.php?target=%C8%DF&field=2

აი,ეს წერია ჩემ სახელზე და ძალიან ბევრი რამ ემთხვევა.

გადახედე და ამოირჩიე biggrin.gif თან გაერთობი

Posted by: addicted 21 Oct 2010, 14:41
*Snow*
QUOTE
ხომ შეიძლება რომ დაინახავ შენ შვილს მერე დაარქვა.

ასე მგონია რომ შეხედავ ისე უფრო წარმოიდგენ რა შეიძლება ერქვას. სახელის დარქმევა დიდი პასუხისმგებლობაა ისე.

+1 მილიონი
მთელი 9თვე ვფიქრობდით და ვერ მოვიფიქრეთ biggrin.gif რომ გაჩნდა მეანმა აბა ვინ მოევლინა ქვეყანასო, გადავხედეთ ერთმანეთს, ჯერ არვიციიით biggrin.gif რამოდენიმე წუთში შევჯერდით და ანანო დავარქვით, გეგმაში სულ სხვა სახელები გვქონდა მაგრამ იმდენად სხვანაირი ბავშვი იყო რომ იმ ნაზ სახელებს საერთოდ არ მოუხდებოდა lol.gif

Posted by: *Snow* 21 Oct 2010, 14:49
addicted

ჰო,რა..... ყველაზე კარგია როცა შეხედავ და სახელს ისე შეურჩევ.

კატა მყავს წელიწადია და სახელი რომ ვერ შევარქვი შერჩა ფისო ფისო ფისო biggrin.gif

რა ვქნა, ვერ წარმომედგინა რაღაც სახელით მიმემართა გარდა "ფისოო,ფისო ფისოო" -თი biggrin.gif

Posted by: khatia88 21 Oct 2010, 15:05
addicted
ეგ ბავშვი არის სუფთა ანო smile.gif)

Posted by: nanian 23 Oct 2010, 16:31
გოგოებო, არსებობოს სახელების კალენდარი (ყოველ შემთხვევაში ადრე არსებობდაsmile.gif) - ანუ, ყოველ დღეს თავისი შესაბამისი ადამიანის სახელი აქვს. ხომ არ იცით სად შეიძლება მოვიძიო?

Posted by: kozet 23 Oct 2010, 17:11
nanian
ესაა საეკლესიო კალენდარი
ყოველ დღეა რომელიღაც წმინდანის ხსენების დღე
http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm

Posted by: Neno_ 23 Oct 2010, 17:14
QUOTE
ყოველ დღეა რომელიღაც წმინდანის ხსენების დღე
http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm

ჩემი დაბ დღე ყოფილა დღე: ღირსისა ელისაბედ სასწაულთმოქმედისა (VI-VIII).

ბეტი შეიძლებოდა მრქმეოდა იდეაში lol.gif


მეტა: ლილუ givi.gif



Posted by: nanian 23 Oct 2010, 17:38
kozet
გაიხარე, დიდი მადლობაsmile.gif

Posted by: malimalia 23 Oct 2010, 19:26
მე მაქვს სახლში ეგ კალენდარი
დავათვალიერე მანდაც სავარაუდოდ 25 ოქტომბრისთვის და ვერაფერი ვნახე

Posted by: Ctrl 23 Oct 2010, 19:32
Neno_
მაგიტომ გაქვს ბეტისკენ მიდრეკილება.

Posted by: Dancer 23 Oct 2010, 19:37
5 ივნისს როცა ეკო გაჩნდა წმ. ნანას ხსენების დღე იყო
მაგრამ მაინც ეკატერინე დავარქვი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი წმინდანის დღეა, ის მისი მფარველი იქნება და სახელი რაც გინდა ის უნდა დაარქვა

Posted by: khatia88 23 Oct 2010, 19:37
Neno_
რა მაგარი სახელი გერქმეოდა smile.gif ელისაბედი!!!

აი მე

მოწამისა დროსისა, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117)

დღეიდან დროსისა დამიძახეთ smile.gif)

ისე მე ნათლობის სახელი მაქვს ხატია, რომელიც არც ერთი წმინდანის სახელი არაა და გადარქმევას ვაპირებ,.

Posted by: კორდელია 23 Oct 2010, 19:45
QUOTE
ყოველ დღეა რომელიღაც წმინდანის ხსენების დღე
http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm


აბა რომელი მოუხდება ღნაჩვიტოს

არქიპოსი
აპფიასი
კიკილიასი
პროკოფი
ტიბურტი


Posted by: malimalia 23 Oct 2010, 19:47
Dancer
დედა მირჩევს მე ეკატერინეს დარქმევას სხვათაშორის
ვნახოთ რა უფრო მოუხდება კატო თუ სესიsmile.gif

Posted by: Dancer 23 Oct 2010, 19:50
კორდელია
QUOTE
აბა რომელი მოუხდება ღნაჩვიტოს


ეს
QUOTE
კიკილიასი


მოფერებით კიკი biggrin.gif


Posted by: sesililu 23 Oct 2010, 19:58
QUOTE
არქიპოსი
აპფიასი
კიკილიასი
პროკოფი
ტიბურტი


lol.gif

Posted by: upwave 24 Oct 2010, 02:55
კორდელია
QUOTE
ტიბურტი

ეს, რაღაც ნაცნობს მაგონებს rolleyes.gif
ხოო, ტაბურეტს bis.gif

Posted by: burkina-faso 26 Oct 2010, 22:16
ხოოოდა რაშია აქ საქმე?! მამაკაცის სახელები რაც მომწონს-დავითი, ირაკლი, გიორგი და ნიკოლოზი (ქართველობისთვის ნაცნობი) ყველა ძალიან ახლობლებს ქვიათ: მამა, ძმები, მეუღლე...ამიტომ აქედან ვერ დავარქმევ, მომწონდა საბა-მაგრამ განმარტება არ მომეწონა მისი, ანდრია (არა ანდრო), და ბაქარი (არა ბექა) მომწონს ჯერჯერობით.
გოგოების ანნა, სალომე, ქრისტინა...
ვინმემ თუ იცით რაიმე კარგი საიტი, სადაც სახელები და მათი განმარტებებია, დადეთ რა? მე ერთი ვნახე, არაუშავს, მაგრამ ცოტაა სახელები იქ

Posted by: კორდელია 26 Oct 2010, 22:24
burkina-faso
http://geogen.ge/index.php?id_menu=52&abc=1 ვაჟის სახელები

http://geogen.ge/index.php?id_menu=51&abc=1 ქალის სახელები



QUOTE
ირაკლი, გიორგი

love.gif

Posted by: burkina-faso 26 Oct 2010, 22:28
კორდელია
დიიიიიიდი მადლობა smile.gif

Posted by: mtvareuli 27 Oct 2010, 01:09
ისე სახელების შერჩევისას იმას თუ ითვალისწინებთ, საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში პრობლემები რომ არ შეექმნას?

მაგალითად სახელი ნანა (რომელიც მე ძალიან მომწონს) ფრანგულად ნიშნავს "ნაშას" biggrin.gif
ხოდა ერთ ჩემ ნაცნობ ნანას, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, ყოველი ახალი ადამიანის გაცნობისას უწევს ახსნა-განმარტებების მოყოლება, რომ ნამდვილად ასე ჰქვია და რომ ეს სახელი არის ქართული და ა.შ.

კიდევ ერთ ნაცნობ შაკოს, რომელიც ასევე საფრანგეთში ცხოვრობს, ასევე აქვს პრობლემა სახელის წარმოთქმასთან დაკავშირებით, რადგან Shako ფრანგულად იკითხება, როგორც "საკო", ხოლო ფრანგული შ (ch) რომ დაწეროს, მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის გახდება ჩაკო biggrin.gif

ასე რომ ბევრი რამეა გასათვალისწინებელი wink.gif

Posted by: izabel 27 Oct 2010, 05:05
mtvareuli
QUOTE
მაგალითად სახელი ნანა (რომელიც მე ძალიან მომწონს) ფრანგულად ნიშნავს "ნაშას" 
ხოდა ერთ ჩემ ნაცნობ ნანას, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, ყოველი ახალი ადამიანის გაცნობისას უწევს ახსნა-განმარტებების მოყოლება, რომ ნამდვილად ასე ჰქვია და რომ ეს სახელი არის ქართული და ა.შ.

ივრითულად ნანა პიტნას ნიშნავს, ხათუნა_ქორწილს, თამარ_ფინიკს(თუმცა ეს უკანაკნელი აქაც გავრცელებული სახელია.

Posted by: Solveig 27 Oct 2010, 07:10
izabel
QUOTE
თამარ_ფინიკს

smile.gif))

გერმანიაში იყიდებოდა ფინიკის ჩირი, სახელად TAMARA smile.gif)

QUOTE
ხათუნა_ქორწილს

საინტერესოა.

ეგ სახელი თურქულიდანაა შემოსული ჩვენში,..თურქულად "ხათუნ" ქალბატონს ნიშნავს..


Posted by: Goddess 27 Oct 2010, 10:12
mtvareuli
QUOTE
მაგალითად სახელი ნანა (რომელიც მე ძალიან მომწონს) ფრანგულად ნიშნავს "ნაშას"

ამერიკოსები გურულად მომმართავდნენ: "ნენა"

Posted by: bachi1975 27 Oct 2010, 10:39
ირაკლი, დემეტრე, გიორგი - სამივე ძალიან მომწონს, ირაკლი თავიდანვე გამოირიცხა იმიტომ რომ მამა შვილს ერთი სახელი არ მინდა ერქვას, გიორგისა და დემეტრეს შორის არჩევანი რომ ვერ გავაკეთე ასე გადავწყვიტე თუ ოქტომბერში დაიბადება ჩემი შვილი მაშინ დემეტრე იქნება და თუ ნოემბერში ანუ გიორგობის თვეს იქნება გიორგი

Posted by: ათულია 27 Oct 2010, 11:39
მე როცა მეყოლებიან ბიჭი ოთო იქნება და გოგო ანნა-მარიამი
და არ დაიწყოთ ეხლა განსჯა მოწონება და ა შ
ასე მინდა მე და ვსო

Posted by: Neno_ 27 Oct 2010, 13:08
კესო ესპანურად ყველია biggrin.gif

ნინო - ბავშვი (ცოტა რბილი ნ-თი biggrin.gif)

ნიცა ყველამ ვიცით რომ ფრანგული ქალაქია biggrin.gif ეხლა ვინმე რომ გაეძროს უცხოელი და ქუთაისი ერქვას ეგ პონტია რა biggrin.gif


მასეა რა biggrin.gif

მაშინ საერთაშორისო უნდა დაარქვა რომ დაზღვეული იყო: ელენე, მარიამ, ელისაბედ ეტც.. biggrin.gif


Posted by: algulga 27 Oct 2010, 13:11
atulia79
QUOTE
მე როცა მეყოლებიან ბიჭი ოთო იქნება და გოგო ანნა-მარიამი


თანახმა ვართ
2kiss.gif

Posted by: upwave 27 Oct 2010, 14:12
Neno_
QUOTE
ნიცა ყველამ ვიცით რომ ფრანგული ქალაქია  ეხლა ვინმე რომ გაეძროს უცხოელი და ქუთაისი ერქვას ეგ პონტია რა

ნიცა მომწონს და რა ვქნა smile.gif
თუ მეყოლა კიდევ ერთი გოგო (არ ვაპირებ, მაგრამ მაინც... წარმოდგენებში biggrin.gif) ან ნიცას დავარქმევ და ან ნიტას love.gif

Posted by: Neno_ 27 Oct 2010, 14:21
upwave
QUOTE
ნიცა მომწონს და რა ვქნა

დაარქვი და იქნებ არ წავიდეს საფრანგეთში biggrin.gif

პარის ჰილტონს ქვია ბოლო-ბოლო ქალაქის სახელი lol.gif


ისე აგლი ბეტის როლის შემსრულებელს ამერიკა ჰქვია და ბევრი კაიფობს IMDB-ზე და სხვაგანაც რამ დაარქმევინათო givi.gif


Posted by: upwave 27 Oct 2010, 17:08
Neno_
QUOTE
დაარქვი და იქნებ არ წავიდეს საფრანგეთში

წავიდეს და ჯანდაბას, ერქვას: ნანა-,,ნაშას" არ ჯობია lol.gif
მე ეხლა ისე მომდის, ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და ,,ნიცას" არქმევდნენო biggrin.gif

Posted by: pravinia 27 Oct 2010, 17:16
მასე ვახტანგი ისეთი სახელია საერთოდ მსგავსი ჟღერადობის სიტყვებიც არ იქნება ალბათ სპარსულის გარდა სადმე
მაგდა კი საერთაშორისოა ისეც და ასეც smile.gif

თუმცა ნიცა ძალიან ლამაზი სახელია ჟღერადობით და რომ გაიზრდება სარანგეთში რომ ჩავა არ შეწუხდესო, ამის გამო მე არ გადავიფიქრებდი დარქმევას, თუმცა ყველას თავისი მოსაზრება აქვს

Posted by: chaPPek 27 Oct 2010, 17:25
Neno_

შენ ნინო გქვია? ნინო იტალიაში ჯემალკაცების სახელია და რ გაბედი ჩასვლა givi.gif

Posted by: Neno_ 27 Oct 2010, 17:31
upwave
QUOTE
ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და ,,ნიცას" არქმევდნენო

givi.gif

QUOTE
თუმცა ნიცა ძალიან ლამაზი სახელია ჟღერადობით

კი მეც მომწონს სიმარტივით და ჟღერადობით, დადგნენ და ფრანგებმა შეუცვალონ ქალაქს სახელი თუ კაია givi.gif

chaPPek
QUOTE
შენ ნინო გქვია? ნინო იტალიაში ჯემალკაცების სახელია და რ გაბედი ჩასვლა 

ჰო ვიცი mo.gif



პ.ს. იმ დღეს რაღაც კინოს ვუყურე და ახალი ფავორიტი სახელი მაქვს: ტესი (Tess) givi.gif

ესე იგი სამეული შედგა: Beatrix, Lily and Tess lol.gif

ღურჭუმელია-ს რომელი უფრო უხდება? aba.gif~

Posted by: Dancer 27 Oct 2010, 18:22
Neno_
QUOTE
ღურჭუმელია-ს რომელი უფრო უხდება?

ეს
QUOTE
Beatrix



სიუჟეტი მომზადებულია ბეატრიქს ღურჭუმელიას მიერ

ან

განყოფილების უფროსი ბეატრიქს ღურჭუმელია

აბა როგორ ჟღერს ? biggrin.gif

Posted by: upwave 27 Oct 2010, 18:35
Neno_
მიუხედავად მისი სიხშირისა ნინო ძალიან მომწონს, აი ძალიან. ნინა არა ოღონდ, ნინო smile.gif

Posted by: კორდელია 27 Oct 2010, 18:36
Neno_
QUOTE
Lily


ეს

ლьილьი ღურჭუმელьია biggrin.gif



Posted by: *Snow* 27 Oct 2010, 18:49
წარმოდგენა არ მაქვს რას დავარქმევდი ჩემს შვილს.ალბატ მაგ საქმეს აბსოლიტურად მამამისს მივანდობ მომავალში biggrin.gif

ძალიან მიჭირს სახელის ამორჩევა, ძალიან!!!!

ჩემ აწ გარდაცვლილ მამამთილს ავთანდილი ერქვა და ადრე კი წამომცდა თუ ბიჭი გვეყოლება და შენ სურვილი გექნება დავარქვათთქო მაგრამ, ავთო როგორ უნდა დავუძახო ბავშვს?

არადა, რა ვიცი დიდი შოთა რუსტაველის ავთანდილი მიდგას თვალწინ - რა ახოვანი მამაკაცი იყო tongue.gif

მაგრამ, ერთი მეზობელი მყავდა ავთო- კახელი ბიჭი და სულ ის მახსენდება მაინც. რაღაცნაირად სიზმარას გავდა

Posted by: mtvareuli 27 Oct 2010, 20:02
upwave
QUOTE
Neno_
QUOTE
ნიცა ყველამ ვიცით რომ ფრანგული ქალაქია  ეხლა ვინმე რომ გაეძროს უცხოელი და ქუთაისი ერქვას ეგ პონტია რა

ნიცა მომწონს და რა ვქნა smile.gif
თუ მეყოლა კიდევ ერთი გოგო (არ ვაპირებ, მაგრამ მაინც... წარმოდგენებში biggrin.gif) ან ნიცას დავარქმევ და ან ნიტას love.gif

ქუთაისის პონტი ნამდვილად არ არის biggrin.gif

ჯერ ერთი, ამ ქალაქის სახელი ფრანგულად გამოითქმის, როგორც "ნის" და არა "ნიცა"

მაგრამ ქალაქის სახელიც რომ იყოს, საფრანგეთის ქალაქებს ისეთი ლამაზი სახელები ჰქვიათ, საკუთარ სახელებადაც კარგად გამოდის.

არამგონია ანრი ტულუზ ლოტრეკისთვის ვინმეს დაეცინა, ქალაქ ტულუზის სახელი რატომ გქვიაო biggrin.gif

Posted by: upwave 27 Oct 2010, 22:06
mtvareuli
QUOTE
ქუთაისის პონტი ნამდვილად არ არის

ჯერ ერთი, ამ ქალაქის სახელი ფრანგულად გამოითქმის, როგორც "ნის" და არა "ნიცა"

მაგრამ ქალაქის სახელიც რომ იყოს, საფრანგეთის ქალაქებს ისეთი ლამაზი სახელები ჰქვიათ, საკუთარ სახელებადაც კარგად გამოდის.

არამგონია ანრი ტულუზ ლოტრეკისთვის ვინმეს დაეცინა, ქალაქ ტულუზის სახელი რატომ გქვიაო


ვაიმე, სერიოზულად დავფიქრდი მეორე გოგოზე rolleyes.gif
მაგრამ ბიჭი რომ გამოვიდეს, რა დავარქვა აღარ ვიცი biggrin.gif

Posted by: Neno_ 27 Oct 2010, 22:09
კორდელია
QUOTE
ლьილьი ღურჭუმელьია 

ვსო ეგაა!


lol.gif

Dancer
QUOTE
სიუჟეტი მომზადებულია ბეატრიქს ღურჭუმელიას მიერ

შენ ისევ ძველ ჩვენებას აწვები არა? biggrin.gif


mtvareuli
QUOTE
ჯერ ერთი, ამ ქალაქის სახელი ფრანგულად გამოითქმის, როგორც "ნის" და არა "ნიცა"

აჰა, ესე იგი ნიცა გადავარჩინეთ bis.gif

QUOTE
არამგონია ანრი ტულუზ ლოტრეკისთვის ვინმეს დაეცინა, ქალაქ ტულუზის სახელი რატომ გქვიაო

ეგ მგონი კეთილშობილური წარმომავლობის იყო ტულუზის რეგიონიდან და მიტო ერქვა მასე biggrin.gif
ისე კი რა იცი სანამ ცნობილი გახდებოდა იქნებ მასაც დასცინოდნენ givi.gif



ტულუზა უნდა დავარქვა ბოღანს lol.gif

upwave
QUOTE
მაგრამ ბიჭი რომ გამოვიდეს, რა დავარქვა აღარ ვიცი 
შეატყობინე მოდერატორს  · ციტირება · ^

ტულუზიკო yes.gif



givi.gif

upwave
QUOTE
მიუხედავად მისი სიხშირისა ნინო ძალიან მომწონს, აი ძალიან. ნინა არა ოღონდ, ნინო

მეც biggrin.gif მარა ხშირი აღარ არის...

და ნინაზე ალერგია მაქვს, რუსებთან მაიგივებენ თითქოს biggrin.gif

Posted by: sesililu 27 Oct 2010, 22:18
ჩემ დისშვილს ქვია ნიცა. მე მინდოდა დარქმევა, მაგრამ დ(გ)ამასწრო ჩემმა დამ givi.gif




Posted by: upwave 27 Oct 2010, 22:23
sesililu
უი მართლა? ლამაზი სახელია smile.gif
უყურე შენ, მარტო შენ კი არა, მეც დამასწრო baby.gif
Neno_
QUOTE
ტულუზიკო

ან ლოტრეკიკო (თუ ლოტრიკიკო) lol.gif
ალბათ ასე იქმნებოდა სახელები biggrin.gif

Posted by: sesililu 27 Oct 2010, 22:24
upwave

ჰო )) 3 წლის არის tongue.gif

http://www.facebook.com/album.php?aid=159086&id=585277602 აი , თუკი ღია პროფილია ნახავ : D

Posted by: tk;> 27 Oct 2010, 22:44
მე ლიზი მომწონს და ვარქმევ კიდეც ჩემს შვილს.. love.gif

Posted by: izabel 27 Oct 2010, 22:50
Solveig
QUOTE
გერმანიაში იყიდებოდა ფინიკის ჩირი, სახელად TAMARA

ისე საინტერესოა მაგედან ხომ არაა წამოსული...

შევეჩვიე თორემ ამათ სახელებზე მეც მეღიმებოდა, როგორც ამათ ჩვენზე. აქ კაცის სახელია ისრაელი biggrin.gif ეხლა ჩვენთან საქართველოს ვინმე დაარქმევს?

Posted by: pravinia 27 Oct 2010, 23:03
QUOTE
ეხლა ჩვენთან საქართველოს ვინმე დაარქმევს?


ქართლოსი? smile.gifizabel

Posted by: Solveig 27 Oct 2010, 23:13
izabel
QUOTE
აქ კაცის სახელია ისრაელი

შენი სახელი იქნება ისრაელი, რაც ღმერთთან მებრძოლს ნიშნავსო, უთხრა ღმერთმა იაკობს smile.gif

QUOTE
საინტერესოა მაგედან ხომ არაა წამოსული...

რა თქმა უნდა, მანდედანაა.
თამარის პოპულარობა ისრაელში ცოტათი გასაკვირია, ბიბლიაში დიდად პატივსაცემი პირები არ არიან თამარები..

Posted by: upwave 28 Oct 2010, 11:17
sesililu
QUOTE
ჰო )) 3 წლის არის

http://www.facebook.com/album.php?aid=159086&id=585277602 აი , თუკი ღია პროფილია ნახავ : D

ვერ ვნახე, როგორ მაინტერსებს smile.gif

Posted by: izabel 28 Oct 2010, 12:02
pravinia
QUOTE
ქართლოსი?

ჰო ეგ აღარ გამახსენდა...ჩემი ძმის ნათლიას ჰქვია. ოჯახში 3 გოგოს მერე ბიჭს ეგ დაარქვეს.

გოგოსთვის მაგარი სახელი შეგირჩევია. ჩემს ძმიშვილს მე დავარქვი დედაჩემის სახელი.

Solveig
ისე აქ ორ სახელს არქმევს ზოგი ოფიციალურად...ასე რომ მერე დიდობაში ბავშვს აღარც ექნება პრეტენზია მშობლების მიმართ.
ასე რომ კაცის ისრაელი და ქალის მერსედეს ან დაფნა დიდად არ ანაღვლებთ. biggrin.gif

Posted by: burkina-faso 28 Oct 2010, 12:05
დღეს გავიგე ერთი საოცრად ლამაზი გოგოს სახელი "მელიტა", არც გამეგონა და მომეჩვენა,რომ ამ გოგოსთვის იყო მოგონილი, თურმე ქართული სახელია

Posted by: Goddess 28 Oct 2010, 12:11
burkina-faso
QUOTE
დღეს გავიგე ერთი საოცრად ლამაზი გოგოს სახელი "მელიტა", არც გამეგონა და მომეჩვენა,რომ ამ გოგოსთვის იყო მოგონილი, თურმე ქართული სახელია

ეგ რა, მელიტონის გაფემინებული ვერსიაა???

ჰომ... მართალი ვყოფილვარ

მელიტა (ბერძნული) "თაფლიანი". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან (შეადაერთ კაცის სახელი მელიტონ, საიდანაც ნაწარმოებია ქალის სახელი მელიტონა, ამ უკაბნასკნელის შემოკლებით კი მიღებულია მელიტა).

http://name.interes.ge/dreams.php?action=view&id=646&from=action=search|word=%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2|type=latest
izabel
QUOTE
აქ კაცის სახელია ისრაელი  ეხლა ჩვენთან საქართველოს ვინმე დაარქმევს?

ქართლოსი, კახი (კახეთი), იმერი (იმერეთი).

Posted by: trendy 28 Oct 2010, 14:01
Goddess
burkina-faso
მელიტა ჩემი ყოფილი თანამშრომლის დედას ერქვა.

Posted by: sesililu 28 Oct 2010, 17:30
upwave
QUOTE
ვერ ვნახე, როგორ მაინტერსებს

http://b.pix.ge/i/2yxwm.jpg

Posted by: Solveig 28 Oct 2010, 20:17
burkina-faso
QUOTE
დღეს გავიგე ერთი საოცრად ლამაზი გოგოს სახელი "მელიტა", არც გამეგონა და მომეჩვენა,რომ ამ გოგოსთვის იყო მოგონილი, თურმე ქართული სახელია
.

მელიტა ჩოლოყაშვილი როგორ არ გაგიგია, ულამაზესი ქალი, ცისფერყანწელების მუზა... smile.gif

ასტრალი მწევარი, მადონა-აფთარი
მელიტა-კახეთის გვირგვინი გამტყდარი...

გასაბჭოების შემდეგ მათი ოჯახი დააწიოკეს და საფრანგეთში გადაიხვეწნენ...რეზო თაბუკაშვილმა ინახულა მერე პარიზში, უკვე ღრმად მოხუცი, მაგრამ მაინც გამორჩეული...

Posted by: burkina-faso 28 Oct 2010, 20:22
Solveig
QUOTE
მელიტა ჩოლოყაშვილი როგორ არ გაგიგია, ულამაზესი ქალი, ცისფერყანწელების მუზა...

ასტრალი მწევარი, მადონა-აფთარი
მელიტა-კახეთის გვირგვინი გამტყდარი...

გასაბჭოების შემდეგ მათი ოჯახი დააწიოკეს და საფრანგეთში გადაიხვეწნენ...რეზო თაბუკაშვილმა ინახულა მერე პარიზში, უკვე ღრმად მოხუცი, მაგრამ მაინც გამორჩეული...

ოჰოოო, მშვენიერი ამბავი, რავიცი, რატომღაც ეგ ისტორია არ გამიგია,
QUOTE
ცისფერყანწელების მუზა...
უდაოდ ლამაზი იქნებოდა

Posted by: upwave 28 Oct 2010, 20:43
sesililu
ვაიმე, გენაცვალე! დახატული kiss.gif

Posted by: ninitini 29 Oct 2010, 07:59
თუ გოგო იქნება ჩემი ნამცეცა თათია მინდა დავარქვა.. ბიჭზე არ ვციცი.. გგოგო მინდააააააააააააააააა

Posted by: imichael 1 Nov 2010, 23:16
love.gif ლიზი სჯობია თუ ლიზა? smile.gif
ოფიციალურ სახელად.

Posted by: ლიზა 2 Nov 2010, 02:09
QUOTE (imichael @ 1 Nov 2010, 23:16 )
love.gif ლიზი სჯობია თუ ლიზა? smile.gif
ოფიციალურ სახელად.


დავიფლუდე ....ლიზა ჯობია smile.gif


///////////////////////////

Posted by: bachia85 2 Nov 2010, 10:51
ნიკოლოზი
დემეტრე
მირიანი

მე 1 თვეში ველოდები უკვე და მამიკომ ნიკოლოზიოოsmile.gif ასე რომ პატარა ნიკოლოზს ველოდებით დღეებს ვითვლი უკვეsmile.gif
* * *
QUOTE (ლიზა @ 2 Nov 2010, 02:09 )
QUOTE (imichael @ 1 Nov 2010, 23:16 )
love.gif ლიზი სჯობია თუ ლიზა? smile.gif
ოფიციალურ სახელად.


დავიფლუდე ....ლიზა ჯობია smile.gif


///////////////////////////

ოფიციალურ სახელად მე პირადად არ მომწონს შემოკლებულ სახელებს რომ წერენ ოფიციალურია ელისაბედი შენ მერე თუ გაგიხარდება ლიზა დაუძახე თუ გინდა ლიზი ბოლო ბოლო მერე თვითონ რომელიც უფრო მოეცონება იმას დააძახებინებს მეგობრებსsmile.gif ან კიდე ნიკოლოზს ნიკად რომ ჩაწერენ გიორგის გოგად და ასე შემდეგ... არ მომწონსsad.gif ეგ რათქმაუნდა ჩემი აზრია შენი საქმისა შენ იციsmile.gif

Posted by: imichael 2 Nov 2010, 21:53
ლიზა
bachia85
მადლობა 2kiss.gif
ულამაზესი სახელია imho love.gif

Posted by: natulika1977 27 Nov 2010, 23:48
ჩემებს ხატია და ანანო ჰქვიათ.
ხატია ქართული სახელია და "დახატულს" ნიშნავს, ანანოც ქართულია, ოღონდ ებრაული სახელის ანასაგანაა ნაწარმოები "სასურველს" და "სანდომიანს" ნიშნავს

Posted by: Temii 27 Nov 2010, 23:52
მოკლედ ჩემ ერთ შვილს ლაშა ჰქვია.....
მეორე თუ გოგო იქნება ჯერ სქესი არ ვიცი დავარქმევ დედაჩემის სახელს მირანდას................
ბიჭი თუ იქნა არ ვიცი რას დავარქმევ სამწუხაროდ.........................................

Posted by: სექსტეტი 27 Nov 2010, 23:54
imichael

ლიზა smile.gif

აკრძალული მაქვს, ჩემს ლიზას ვინმემ ლიზი ან ლიზიკო დაუძახოს.

მხოლოდ ლიზოზავრი შეიძლება user.gif

Posted by: Temii 27 Nov 2010, 23:57
სექსტეტი
QUOTE
ლიზოზავრი შეიძლება

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: upwave 28 Nov 2010, 00:36
Temii
QUOTE
მირანდა

love.gif

Posted by: imichael 29 Nov 2010, 14:38
სექსტეტი
ოფიციალურ სახელად ლიზა ჰქვია შენს შვილს? smile.gif ესე ჩააწერინე? smile.gif
love.gif

Posted by: სექსტეტი 29 Nov 2010, 17:47
imichael

კი, ლიზა smile.gif და არავითარი ელისაბედი ან ელიზავეტა და ა.შ. smile.gif

Posted by: imichael 29 Nov 2010, 18:07
სექსტეტი
ძალიან ლამაზი სახელია smile.gif
ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ შენ და შენს პატარა ლიზას smile.gif
2kiss.gif

Posted by: ninucan 29 Nov 2010, 20:49
მე გოგო მინდოდა და მოლი–ს ვარქმევდი მაგრამ ბიჭიაოოო ჰოოდა ივა გადავწყიტე ( ივანე ან ივერი არა უბრალოდ ივა) love.gif

Posted by: xatika 3 Dec 2010, 15:59
მე ბიჭს სანდრო მინდა დავარქვა, გოგოს სანდრა love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif ჯერ არ ვიცი რომელი მიზის მუცელში, 13 კვირის ვარ და იმედია ორშაბათს მეტყვიან რომ მივალ . jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: Stroller 8 Dec 2010, 10:15
QUOTE (ninucan @ 29 Nov 2010, 20:49 )
მე გოგო მინდოდა და მოლი–ს ვარქმევდი მაგრამ ბიჭიაოოო ჰოოდა ივა გადავწყიტე ( ივანე ან ივერი არა უბრალოდ ივა)    love.gif

მოლი მეც ძალიან მომწონს, თუმცა ჩემს გარშემო ვერავის მოვაწონე sad.gif უფრო სწორედ ჩემი მეგობრის კატას ქვია მოლი და გამიგიჟდა ჩემი შეყვარებული ბავშვს კატის სახელი როგორ დავარქვაო.

ისე დემეტრე და ელენე მომწონს სახელი, თან ძალიან, თუმცა ჩემს მშობლებს ქვიათ ზუსტად ასე და ამიტომ არ ვაპირებ დარქმევას. ასევე ძალიან მომწონს ჩემი დის სახელი ენი, მაგრამ არც ამას დავარქმევ.

ნუ წინ კიდევ 7 თვე მაქვს და მანამდე მოვიფიქრებ.

ისე ბართლომეზე რა აზრის ხართ? აპირებთ ამ სახელის დარქმევას ვინმე?

Posted by: taiataia 22 Dec 2010, 11:18
ჩემ პირველ შვილს ანა ქვია, მეორეს მაქსიმე, ეხლა მესამეს ველოდები და დანიელი უნდა დავარქვათ smile.gif

Posted by: mariamiani 22 Dec 2010, 12:06
ელენეს ვაპირებთ დიდი მსჯელობის და შეთანხმების შედეგათ.....რა რთული ასარჩევი ყოფილა ეს სახელიsmile.gif) ბევრი სახელი მომწონს, მაგრამ თU არ ვიგრძენი რომ ეს სახელი ამა თU ამ ადამიანს უხდება თU არა აარ შემიძლია, ზოგჯერ ბავშვს სახელს რო დაარქმევენ ევრ უძახი, იმიტო რო მგონია რო სხვა რამე უნდა ერქვესsmile.gif

Posted by: Molly_Hartley 23 Dec 2010, 16:21
ბიჭების სახელები სად მოვძებნო? biggrin.gif

გოგო გოგო თქო, 4 თვეა გოგოს სახელებს ვარჩევ და ჰა, რად გინდა biggrin.gif

ანდრია მომწონს ძალიან, მამიკოსაც მოსწონს
მაგრამ ამ ბოლო დროს მგონი ყველა ბიჭს ანდრიას არქმევენ spy.gif


რამე კარგი სახელები მესროლეთ რა, ბიჭის bis.gif

Posted by: Mafanya 23 Dec 2010, 16:24
Molly_Hartley
ნიკოლოზი user.gif მე რომ ბიჭი მყავდეს აუცილებლად დავარქმევდი
გოგოა და თამარი უნდა დავარქვათ bis.gif

Posted by: Take_Off 23 Dec 2010, 16:27
Molly_Hartley

მე საბას დავარქმევ თუ ბიჭი იქნება smile.gif

თუ გოგო არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Molly_Hartley 23 Dec 2010, 16:34
Take_Off
Mafanya

საბა და ნიკოლოზი ორივე მომოწნს მაგრამ აი ასე ვთქვათ,, ძძაან პაპსა სახელებია biggrin.gif ნეა


გოგოს, ელისაბედს ვარქმევდით არადა, გადაწყვეტილი იყო biggrin.gif

უხ ეს მაიმუნი biggrin.gif

Posted by: კორდელია 23 Dec 2010, 17:55
QUOTE
რამე კარგი სახელები მესროლეთ რა, ბიჭის


ცოტნე მომწონს.


თუ მეორე ბიჭი მეყოლება დავარქმევ

Posted by: LILU_LULU 23 Dec 2010, 18:24
რა ძნელი კოფილა სახელის დარქმევაsad.gif ჩემი ბოლო ვერსიით გიგის ვარქმევ და ბოლოს რა იქნება კაცმა არ იცისsmile.gif
* * *
Molly_Hartley
დანიელი მომწონს კიდევ ძაანsmile.gif

Posted by: arazam 23 Dec 2010, 18:47
ჩემსას დაჩი ქვია, მეორე ბიჭს ვაჩეს დავარქმევ მესამე ბიჭს ბაჩის და ასე გავმრავლდებით ჩ ჩ ჩ lol.gif lol.gif არადა სამივე სახელი მართლა მომწონს

Posted by: კორდელია 23 Dec 2010, 18:52
arazam
დაჩი, ვაჩე და ბაჩი : ))))))))))))))))

მართლა რა მიწყობილი სახელებია

Posted by: arazam 23 Dec 2010, 18:54
კორდელია
დაჩითი დავიწყე და გაგრძელება იქნება biggrin.gif

Posted by: nino_ninuciii 23 Dec 2010, 18:58
arazam
QUOTE
ჩემსას დაჩი ქვია, მეორე ბიჭს ვაჩეს დავარქმევ მესამე ბიჭს ბაჩის და ასე გავმრავლდებით ჩ ჩ ჩ    არადა სამივე სახელი მართლა მომწონს

biggrin.gif

ჩემ ქმარს რატი აქვს ატეხილი,რომ გაიგო გოგო გვეყოლებოდა ბარბარატი დავარქვათოbiggrin.gif

Posted by: Ctrl 23 Dec 2010, 19:00
კორდელია
ცოტნე დადიანი და დემეტრე თავდადებული...
სახელებზე სულ რაღაც ასოციაციები მაქვს და მაგის მიხედვით მიყვარდება და მძულდება.

ელენე მგონია რატომღაც რომ სულ ლამაზ და ძლიერ გოგოებს ქვიათ


Posted by: arazam 23 Dec 2010, 19:04
nino_ninuciii
QUOTE
ბარბარატი დავარქვათო

lol.gif რა დაუწუნე მერე

Posted by: კორდელია 23 Dec 2010, 19:06
arazam
გოგო თუ გამოერია - დოჩი, ჩიტო და ჩიორა biggrin.gif

Ctrl
QUOTE
ცოტნე დადიანი და დემეტრე თავდადებული...

biggrin.gif

QUOTE
ელენე

ელენე მომწონს მე ძალიან.

გოგოს თუ მეყოლება დავარქმევ, ან ელენეს ან სალომეს.

Posted by: arazam 23 Dec 2010, 19:12
კორდელია
QUOTE
გოგო თუ გამოერია - დოჩი, ჩიტო და ჩიორა

და გამაგდებენ მერე სახლიდან და ეგ იქნება biggrin.gif

Posted by: nino_ninuciii 23 Dec 2010, 19:15
arazam
QUOTE
nino_ninuciii
QUOTE
ბარბარატი დავარქვათო

რა დაუწუნე მერე

არაფერი biggrin.gif
ეძახის ხოლმე თვითონ lol.gif

Posted by: ninca 23 Dec 2010, 21:57
გუგა მყავს, მეორეს ერეკლეს დავარქმევ =)

Posted by: kozet 23 Dec 2010, 22:28
მეორე ბიჭი თუ მეყოლება, ნიკოლოზს დავარქმევ

Posted by: marilis_ 23 Dec 2010, 22:43
mtvareuli
QUOTE
ჯერ ერთი, ამ ქალაქის სახელი ფრანგულად გამოითქმის, როგორც "ნის" და არა "ნიცა"

ნიცა ჰქვია,
იტალიური ქალაქია ეგ და ნიცა ერქვა, მერე ფრანგებმა გადაუფრანგულეს სახელი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ყველა მაინც ნიცას ეძახის.

Posted by: Molly_Hartley 24 Dec 2010, 09:38
კორდელია

ცოტნე ჩემს ქმარს ქვია love.gif

მეც ისე მომწონს ეგ სახელი )) მაგრამ ნუ ცოტნე ჯუნიორს ხო არ დავარქმევ biggrin.gif
დანიელიც მომწონს, ეგ არაო.

მაინც ანდრიაზე შევჩერდებით ალბათ chups.gif

რაღაც გვერდი ხომ იყო სახელების? user.gif

Posted by: miriani777 24 Dec 2010, 13:34
აუ მეც გოგოს სახელს ვეძებ, ოღონდ მინდა რამე ძველქართული და ისეთი რო კარგად ჟღერდეს, თან ლამაზიც რო იყოს, და ვერ გადავაწყდი ჯერ ესეთს ვერსად sad.gif

Posted by: niniko09 24 Dec 2010, 13:36
miriani1987
თუთა - ძველქართული სახელია და ლამაზად ჟღერს. მე მინდოდა, მაგრამ არ ქნეს ჩემებმა...

Posted by: Mis perfect 24 Dec 2010, 14:28
miriani1987

მაურა........... ბებიაცჰემს ერქვა და ძალიან მომწონს..... თან მგონი ლამაზადაც ჟღერს

Posted by: Take_Off 24 Dec 2010, 14:44
Molly_Hartley
miriani1987
http://name.interes.ge/dreams.php?action=search&by=%E1%83%90

Posted by: sophya 24 Dec 2010, 14:44
QUOTE
მაურა

ჩემ ერთ ამერიკელ ნაცნობს ქვია, ოღონდ მორას ეძახიან biggrin.gif

Posted by: Barbie-girl 24 Dec 2010, 19:05
მე ნატალის ვარქმევ. ძალიან მინდოდა სესილი , მაგრამ ჩემმა ქმარმა თავი გაიგიჟა sa.gif

Posted by: mtvareuli 24 Dec 2010, 21:04
marilis_
QUOTE
ნიცა ჰქვია, იტალიური ქალაქია ეგ და ნიცა ერქვა, მერე ფრანგებმა გადაუფრანგულეს სახელი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ყველა მაინც ნიცას ეძახის.

არაუშავს biggrin.gif

ლილიც არის ფრანგული ქალაქი, მაგრამ ეს სახელი მაინც ძალიან მომწონს tongue.gif

Posted by: marilis_ 24 Dec 2010, 21:43
mtvareuli
QUOTE
ლილიც

იმ განსხვავებით, რომ სახელობითის ნიშანი - ი არ აქვს biggrin.gif
ანუ, ლილ ჰქვია და არა ლილი biggrin.gif

Posted by: mtvareuli 24 Dec 2010, 21:47
marilis_
QUOTE
იმ განსხვავებით, რომ სახელობითის ნიშანი - ი არ აქვს

ქართულად ხო აქვს biggrin.gif

Posted by: miriani777 25 Dec 2010, 01:00
niniko09
ერთი ვიცი კიდე ესეთი ძველი სახელი - "თეჯი" ხო კაია? მარა კიდე ვეძებ რამეს... ძველს და ჟღერადს biggrin.gif
ისე ლილი როგორ მომწონს იცით, მარა ისეთი ასოციაცია მოაქვს რო თითქოს მანდმაინც დიდ ქალს ან ბებოს უბნდა ერქვას, სინამდვილეში არ აქვს ის დარვირთვა ჩვენთან ამ სახელს, რამდენადაც თვითონ ლამაზია..
* * *
ინტერნეტში სულ გადავქექე ყველაფერი თუკი სადმე რამე სახელებია, მარა საინტერესო შემოთავაზებები არაა. ერთადერთი ეხლა წიგნი დამრჩა, სადღაც მეგულება და უნდა მოვძებნო, იქნებ იქ იყოს რამე საინტერესო.
ჩემმა ქმარმა ერთი ვერსია წამოაყენა -ნიტა-
თითქოს მომწონს, მარა მე თვითონ ნინო მქვია და ნინო და ნიტა ძაან ახლოს არაა ერთმანეთთან?

Posted by: blblbl 25 Dec 2010, 01:06
QUOTE
თუთა

QUOTE
მაურა

QUOTE
თეჯი


შეიცოდეთ ბავშვები sad.gif

Posted by: ინფინიტი 25 Dec 2010, 01:25
miriani1987
QUOTE
თითქოს მომწონს, მარა მე თვითონ ნინო მქვია და ნინო და ნიტა ძაან ახლოს არაა ერთმანეთთან?

რატომაა ახლოს
ან
შორი-შორს რა პონტში უნდა იყოთ spy.gif

Posted by: blblbl 25 Dec 2010, 01:26
QUOTE
ნინო და ნიტა

მხოლოდ ნი აკავშირებთ biggrin.gif

Posted by: miriani777 25 Dec 2010, 01:37
blblbl
ჩაგეთვალა biggrin.gif:D:D:D:D
infinity-infinity
რავიცი ნინო და ნიტა თითქოს ერთად ნიტოათქო, რავიცი, ვიცი, არვიცი,,,,,,,

Posted by: თებზი 11 Jan 2011, 20:15
კიტა მომწონს.

რა მოგიგონიაო არ მითხრათ ოღონდ.

კიტა აბაშიძე, კიტა ბუაჩიძე..

mo.gif


Posted by: trendy 11 Jan 2011, 20:18
თებზი
QUOTE
კიტა მომწონს.

დელფინსაც მოსწონს, მაგრამ არ დაარქმევინეს.
ჩვენი ენამწარე ხალხის ამბავი რომ ვიცი, ასო ი უ-თ არ შეუცვალონ.

Posted by: თებზი 11 Jan 2011, 20:22
trendy
QUOTE
ჩვენი ენამწარე ხალხის ამბავი რომ ვიცი, ასო ი უ-თ არ შეუცვალონ.


ამ მთასავით დედამისს არ უყურებენ მერე?
vik.gif

Posted by: Annabel 11 Jan 2011, 20:33
თუ ბიჭები იქნებიან ვარქმევ ანდრიასა და არ ვიცი biggrin.gif
თუ გოგოები - სალომესა და ნიას ან ელენეს.
გოგო-ბიჭის შემთხვევაში ბიჭის მეორე სახელზე ტვინის ჭყლეტა აღარ მომიწევს და იქნებიან ანდრია და სალომე.

Posted by: PooPoo 11 Jan 2011, 20:36
Annabel
QUOTE
თუ გოგოები - სალომესა და ნიას ან ელენეს.

სალომე და ელენე უხდება ერთმანეთს, თან ლამაზი სახელებია

Posted by: Annabel 11 Jan 2011, 20:48
PooPoo
ხო, ეგრე სჯობს, თან პირველს ნიკა ჰქვია და ნიას დარქმევის შემთხვევაში ავირევით.
ჩემი ქმარი ამბობს, რომელიმეს რომ დავუძახებთ ორივე გაგვცემს პასუხს ან არც ერთიო biggrin.gif

Posted by: ai-t-ai 11 Jan 2011, 21:16
miriani1987

ლილი თუ მოგწონს და ფიქრობ ასაკოვან ქალს უფრო შეეფერებაო, მაშინ ლილე დაარქვი smile.gif

მე ძალიან მომწონს ლილე, მაგრამ მეუღლე ვერ დავიყოლიე smile.gif

Posted by: PooPoo 11 Jan 2011, 21:52
ai-t-ai
miriani1987
თან ძველი ქართული სახელი ყოფილა

Posted by: niniko_022 12 Jan 2011, 16:17
მე ჩემ გოგონას მილა დავარქვი მაგრამ ტაისია მინდოდა sleep.gif ჩემ ქმარუკას ა მოწონდა რატომღაც

Posted by: arazam 12 Jan 2011, 16:46
QUOTE
ლილე

love.gif love.gif რა ლამაზი სახელია

Posted by: Ia-forumze 12 Jan 2011, 16:56
თუ მეყოლება გოგო, ელენე იქნება smile.gif
გადაწყვეტილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება biggrin.gif

Posted by: ai-t-ai 12 Jan 2011, 16:57
arazam

ხოო, ულამაზესი ჟღერადობით smile.gif
ვიბრძვი მეუღლის დაყოლიებაზე smile.gif

Posted by: arazam 12 Jan 2011, 17:05
ai-t-ai
მე თუმეყოლება გოგო მაგას დავარქმევდი smile.gif დაჩი და ლილე love.gif ცავედი ოცნებებში biggrin.gif

Posted by: ai-t-ai 12 Jan 2011, 17:11
arazam

და ახლა ბიჭს ელოდები?
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ სურს დარქმევა ის არის, რომ ეკლესიური სახელი უნდა...
თამარი და დავითი გვქვია და შვილსაც უნდა ეკლესიური სახელი შეურჩიოს...
სავარაუდოდ ნინოს დავარქმევ ალბათ...
ვნახოთ smile.gif

Posted by: arazam 12 Jan 2011, 17:17
ai-t-ai
ბიჭი მყავს უკვე დაჩი smile.gif

Posted by: qeto 29 12 Jan 2011, 19:12
QUOTE
ბიჭი მყავს უკვე დაჩი

მე ერთ კვირაში მეყოლება ბიჭი დაჩი. ვგიჟდები ამ სახელზე, პირველზე მქონდა გადაწყვეტილი მაგრამ გაჩნდა ანი, ეხლა ავისრულებ ამ სურვილს.

Posted by: arazam 12 Jan 2011, 19:25
qeto 29
ბედნიერი დაჩის ბედნიერი დედიკო იყავი smile.gif ძველი ქართული , წმინდანის სახელია დაჩი და ისე მიყვარს რო ვგიჟდები

Posted by: trendy 12 Jan 2011, 19:45
Ia-forumze
QUOTE
თუ მეყოლება გოგო, ელენე იქნება

ლამაზი სახელია.
ბიჭი ჩემს დაბადების დღეზე გყავს გაჩენილი, ეგ მახსოვს.

Posted by: ქეთუ 12 Jan 2011, 20:44
QUOTE (arazam @ 12 Jan 2011, 16:46 )
QUOTE
ლილე

love.gif love.gif რა ლამაზი სახელია

გოგო თუ მეყოლება ლილე მინდა დავარქვა, უზომოდ მომწოოოონს. . . love.gif



მაგრამ შორეულ გეგმებში. . . user.gif

Posted by: Ctrl 12 Jan 2011, 20:55
Ia-forumze
როგორ არ შეგიქო არჩEვანი smile.gif

Posted by: Barbie-girl 12 Jan 2011, 22:01
trendy
QUOTE
ლამაზი სახელია.
ბიჭი ჩემს დაბადების დღეზე გყავს გაჩენილი, ეგ მახსოვს.

3 სექტემბერი, მგონი შენი დაბ. დღე იყო smile.gif)

Ctrl
QUOTE
როგორ არ შეგიქო არჩEვანი

chups.gif

პს. იაკო ვარ givi.gif
რძლის ნიკით შემომეპოსტა fig.gif

Posted by: miriani777 14 Jan 2011, 14:12
დოდონებო ისე რამე უცხოური სახელების საიტი ხო არ იცით? იქნებ იქ იყოს რაე საინტერესო, ცოტა რამე მივაკეროთ მერე ან მოვაშოროთ, და საბოლოო ჯანმში რამე უცხო და ლამაზი სახელი მივიღოთ? ჰააააა....

Posted by: Temii 14 Jan 2011, 15:02
ბეგი????დაჩი?????ვაჩე????ბექა??????/ რომელიმე უნდა ავირჩიო smile.gif მაგრამ რომელი ჯერ არ ვიცი........................

Posted by: arazam 14 Jan 2011, 15:32
Temii
QUOTE
დაჩი?????ვაჩე????

love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: xatika 14 Jan 2011, 15:36
სახელის არჩევისას მინდოდა რომ წმინდანის სახელი დამერქმია, თან ისეთი სახელიც არა მთელ თბილისს რო ქვია ბავშვს რო დაუძახებ და 10 რო იყურება ამიტომ საბა ავარჩიე,,.... საბა იქნება ჩემი კაცუნა . love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Take_Off 14 Jan 2011, 15:37
xatika
ნეტა ბიჭი მყავდეს მეორე, საბა მინდა უზომოდ love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: PooPoo 14 Jan 2011, 15:42
Temii
QUOTE
დაჩი?????ვაჩე????ბექა??????/

წმინდანების სახლებია სამივე, 9 ძმა კოლალელებიდან 3-ს ერქვა

დაჩი მიყვარს მეც love.gif ჩემს შვილს ჰქვია

Posted by: EXHALATING 14 Jan 2011, 15:44
xatika
QUOTE
ამიტომ საბა ავარჩიე,,

ეს ამასთან ვერ მოდის
QUOTE
ისეთი სახელიც არა მთელ თბილისს რო ქვია ბავშვს რო დაუძახებ და 10 რო იყურება


Posted by: PooPoo 14 Jan 2011, 15:46
EXHALATING
მართალი ხარ, მეც გავიფიქრე, მაგრამ აღარაფერი დავწერე

Posted by: Neno_ 14 Jan 2011, 18:15
იტოგში რა, მე საქმე წინ წავიგდე და მოვიფიქრე ჩემი ვარიანტი სახელების biggrin.gif
თუ გავჭედე მერე და ტვინი წავიღე რა დავარქვაო, გამახსენეთ (თუ დაგამახსოვრდათ biggrin.gif)

იტოგში გოგოზე სოფო/სოფი ან ანა (სოფო პირველია და დიდშანსიანი biggrin.gif)

ბიჭზე მაქსიმე და თუ ვერ გავიტანე ჩემი ვარიანტი, მაშინ ნიკო (ნიკოლასი biggrin.gif)..

ხო არის არც ისე გავრცელებული, ქართული + საერთაშორისო და ლამაზი სახელები? chups.gif

:აბრაამი:

Posted by: forumeli007 14 Jan 2011, 18:18
Neno_
სოფო/სოფი ჩემი ტკივილია!!!!!
და ერთადერთი მიზეზი რატომაც უარს მეუბნება ჩემი ქმარი ის არის რომ ოჯახისთივს არასასურველ ნათესავს ქვია... არადა როგორ მომწოოოოოოონს... sad.gif

Posted by: buuus 14 Jan 2011, 18:19
Neno_
QUOTE
სოფო

love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: serjhanti 14 Jan 2011, 18:21
ელენე, მარი
სანდრო, ლევანი
.............................

Posted by: Neno_ 14 Jan 2011, 18:36
forumeli007
QUOTE
და ერთადერთი მიზეზი რატომაც უარს მეუბნება ჩემი ქმარი ის არის რომ ოჯახისთივს არასასურველ ნათესავს ქვია

ჩემთან არც ერთ ნათესავ-ბიძაშვილს არ ქვია სოფო, კიდე კაი.. არ შემიძლია ნათესავების სახელის დარქმევა არც მე biggrin.gif თორე ბიჭისთვის ცოტნეც მომწონს, მარა ყველას ის ცოტნიკა ეგონება პირველ დაძახილ-ხსენებაზე biggrin.gif

buuus
givi.gif

ძაან ლამაზი სახელია და ვაფშე აღარ არქმევს ხალხი (ან ამ ფორუმზე არ არქმევს biggrin.gif).. ერთიდაიგივე სახელები ტრიალებს სულ: ლიზა, ანასტასია, ელენე biggrin.gif
biggrin.gif

Posted by: LLLola 14 Jan 2011, 18:47
საბა არც ისე ხშირი სახელია 10 ბავშვიდან 2 ს არ ერქმევა ნამდვილად როგორც ვთქვათ გიორგი დათო ან ნიკა კარგი არჩევანია მომწონს ...

Posted by: blblbl 14 Jan 2011, 18:54
LLLola
QUOTE
საბა არც ისე ხშირი სახელია 10 ბავშვიდან 2 ს არ ერქმევა

10იდან რვას ჰქვია biggrin.gif

Posted by: serjhanti 14 Jan 2011, 18:57
LLLola
QUOTE
საბა არც ისე ხშირი სახელია 10 ბავშვიდან 2 ს არ ერქმევა

მაგარი ხარ რა. მასე გიო და დავითი არ ჰქვიათ ბავშვებს.

Posted by: LLLola 14 Jan 2011, 19:47
ვერ მივხვდი რას ამბობ
QUOTE
serjhanti


Posted by: PooPoo 14 Jan 2011, 19:58
ჩემს ირგვლივაც ბევრს ჰქვია საბა, მაგრამ სულ არ ნიშნავს რომ ცუდი სახელია რადგან ბევრს ჰქვია , გიორგის და დავითს აღარ არქმევენ ახლა მგონი

Posted by: agr_bak 14 Jan 2011, 20:01
Neno_
QUOTE
/სოფი ან ანა

ჩემს ძმისშVილს ჰქვია ანასტასია-სოფი (ჰოლანდიაშია და იქ ორი სახელია სავალდებულო)
ანუ ანაც არის და სოფიც

მაგრამ მაინც კვატს ვეძახით lol.gif

Posted by: LLLola 14 Jan 2011, 20:04
დზალიან კარგი სახელია ნამდვილად აბა თეჯი ს ჯეის კიტას გიბას და მოგონილ სახელებს რო არქმევენ ეგაა კარგი ? მნიშვნელობა რო არ აქვს არანაირი ,,, ნუ ვისაც რა გინდათ ის დაარქვით , მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი... ყველაზე გავრცლებული სახელი კი საქართველოში ისევ გიორგია

Posted by: blblbl 14 Jan 2011, 20:21
narkozeli
2kiss.gif როგორ ხარ?

Posted by: narkozeli 14 Jan 2011, 20:35
QUOTE (blblbl @ 14 Jan 2011, 20:21 )
narkozeli
2kiss.gif როგორ ხარ?

კარგად ნი,შენ?2kiss.gif გოგო დაიცა ერთი დაგიpm-ო საქმე მაქვს შენთან

Posted by: khatia88 14 Jan 2011, 20:45
დღეს ვუსმინე ბიჭებში გიორგიო, ნიკოლოზი და მესამე დამავიწყდა ეს სახელები ლიდერობენ ისევ. გოგოებში ნინო, მარიამი, ანა.

გოგოზე აზრზე არ ვარ რას დავარქმევ, მეორე ბიჭი თუ მეყოლა ცოტნე მინდა ძალიან, გიოსაც მოსწონს.


Posted by: marilis_ 14 Jan 2011, 20:56
ვერ ვხვდები, რატომ განაღვლებთ, რომ ბევრს ჰქვია.
მე მომწონს მარიამი, ელისაბედი და ალექსანდრე, შესაბამისად, ყოველ მეორეს კი არა და ყველას რომ ერქვას, მაინც დავარქმევ (თუ მანამდე არ გადავიფიქრე biggrin.gif)
მასე, გავრცელებული სახელი არ იყოსო და ჩემს ირგვლივ ყველამ რაღაც საშინელება დაარქვა ბავშვს.
თაია, ნიცა, ნისა, მია, - კარგით რა, ხალხო biggrin.gif

Posted by: Molly_Hartley 14 Jan 2011, 20:57
khatia88

QUOTE
ცოტნე

love.gif love.gif love.gif აი ვგიჟდები ისე მომწონს

ნეტა არ ერქვას ჩემს ქმარს mo.gif

აღარ მინდა ანდრია, აქ მგონი ვისაც ბიჭი ჰყავს, ყველას ანდრია ჰქვია sad.gif

ხანდახან მინდა სახელით მივმართო ხოლმე ბავშვს, როცა მოძრაობს
მაგრამ დებილი დედ-მამა ყავს, ვერ მოუფიქრეს ჯერ სახელი mad.gif

Posted by: PooPoo 14 Jan 2011, 21:46
მე მქონდა 3 სახელი შერჩეული, რომელიც მომწონდა დაჩი, ცოტნე და დემეტრე, ბოლოს გადავწყვიტეთ დაჩი love.gif

Posted by: arazam 14 Jan 2011, 21:55
მე ან იოანე მინდოდა ან დაჩი ან ვაჩე ბლოკში ტკივილმა როგადამიარა ცოტა მაშინ დავურეკე ქმაროს დაჩი გვეყოლება მალე თAქო biggrin.gif

Posted by: buuus 14 Jan 2011, 22:12
arazam
მეორე ფიზიკაო ხომ შეგვპირდი gigi.gif

Posted by: arazam 14 Jan 2011, 22:16
buuus
ხო biggrin.gif მეორეს დავარქმევ ფიზიკას სოფო biggrin.gif რას უწუნებ ერთი biggrin.gif ( ექიმიდან გამოგდებას ხო გადავურჩი და სახლიდან გამოგდებას ვერ გადავურჩები ) biggrin.gif

Posted by: khatia88 14 Jan 2011, 22:34
Molly_Hartley
2kiss.gif როდის ელოდები?

marilis_
შეიძლება თქვა რომ არ მოგწონს რაღაც სახელი, მაგრამ შეურაცხყოფას რატომ აყენებ ადამიანებს ვინც ეგ სახელები დაარქვა თავის შვილებს? გამიგია დასცინო როცა ჰქვია დეპეშა, გენერალი, ლენსტამბერი და ა.შ მაგრამ თაია, ნიცა, ნისა და მია არსებული სახელებია.

Posted by: upwave 14 Jan 2011, 22:44
ნიტა, ნანიტა ძველი ქართული სახელებია, ჩემი საკუთარი აზრით, ძალიან ლამაზიც.
მე ძალიან მომწონს.
თუ მეორე გოგოც მეყოლა, აუცილებლად ნანიტას, ნიტას, ნიცას ან ლილეს დავარქმევ love.gif

Posted by: arazam 14 Jan 2011, 22:47
marilis_
QUOTE
თაია, ნიცა, ნისა, მია

მე მომწონს ეს სახელები
QUOTE
კარგით რა, ხალხო

დედა ეო წვალობს ჯერ ორსულობაზე გაჩენა გაზრდაზე რაც უნდა ის უნდა დაარქვას, მე თუ მინდა სკამს დავარქმევ ეგ არავისი განსასჯელი და დასაცინია

Posted by: marinaB 14 Jan 2011, 22:51
მიშა ყველაზე მაგარი სახელია.სტატისტიკამ ეს სახელი დღეს ყველაზე რეიტინგულიაო

Posted by: marilis_ 14 Jan 2011, 23:21
khatia88
QUOTE
მაგრამ შეურაცხყოფას რატომ აყენებ ადამიანებს

შუერაცხყოფას კი არ ვაყენებ, ვეგუები biggrin.gif
arazam
QUOTE
დედა ეო წვალობს ჯერ ორსულობაზე გაჩენა გაზრდაზე რაც უნდა ის უნდა დაარქვას, მე თუ მინდა სკამს დავარქმევ ეგ არავისი განსასჯელი და დასაცინია 

რა პათეტიკური პოსტია! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: arazam 14 Jan 2011, 23:23
marilis_
როგორიც გინდა დაარქვი იმასაც შეეგუე რო ყველას თავისი გემოვნება აქვს smile.gif

Posted by: marilis_ 14 Jan 2011, 23:28
arazam
QUOTE
როგორიც გინდა დაარქვი იმასაც შეეგუე რო ყველას თავისი გემოვნება აქვს smile.gif

რევოლუციონერის შთაბეჭდილებას ვტოვებ? biggrin.gif

Posted by: chaPPek 15 Jan 2011, 01:08
khatia88
QUOTE
გამიგია დასცინო როცა ჰქვია დეპეშა, გენერალი, ლენსტამბერი და ა.შ მაგრამ თაია, ნიცა, ნისა და მია არსებული სახელებია.


და ან იმათი დაცინვა რატომაა დასაშვები? ყველა სახელი არსებულია, რასაც დავარქმევ.



ზოგადად (ხატიას არ ეხება მაინცდამაინც) ამ თემაში გაუგონარი პროვინციული სნობიზმი მძვინვარებს

ნიკოლოზი ვერსუს ანდრეა bis.gif

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 01:10
chaPPek
QUOTE
ანდრეა

+ს
biggrin.gif
ეს სნობობის დასამტიცებლად biggrin.gif
2kiss.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 01:15
უფ, რა კამათი გაგიჩაღებიათ biggrin.gif

marilis_
QUOTE
ევოლუციონერის შთაბეჭდილებას ვტოვებ?

უფრო ინტრიგანის givi.gif

მარა იყავი მაინც, ეგრე უფრო საინტერესოა ხოლმე biggrin.gif

agr_bak
QUOTE
მაგრამ მაინც კვატს ვეძახით 

საყვარელი biggrin.gif


პ.ს. უიმეე ნიკო ამდენ ბავშვს თუ ერქვა არ ვიცოდი, რამე სხვა უნდა მოვიფიქრო მაშინ mo.gif არადა პაპუნაც დაკავებული აქვს ბიძაშვილს biggrin.gif
მაქსიმეს არ დამარქმევინებენ არადა, ყველას ეცინება ხოლმე biggrin.gif

QUOTE
ანდრეა

ხო კიდე, ანდრეა ვიცი მე ბოჩელი და ქართველ ბაღნებს ანდრია არ ჰქვიათ ხოლმე? biggrin.gif

Posted by: chaPPek 15 Jan 2011, 01:17
marilis_
QUOTE
ნობობის დასამტიცებლად



შენ პოსტებში სნობობის ნატამალი ვერ შევამჩნიე smile.gif)

QUOTE
უფრო ინტრიგანის



yes.gif მარა ამ თემაზე კამათი არღ ღირს.

ზოგადად სისულელეა, ვიღაცას თხრა რომ ემზარი და ჯუმბერი ცუდი სახელია, იმიტო რო ცუდი სუბიექტირი ცნებაა და ა.შ.

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 01:18
Neno_
QUOTE
უფრო ინტრიგანის givi.gif

არა და სულით უფრო რევოლუციონერი ვარ, ვიდრე ინტრიგანი givi.gif
და საერთოდ, კარგი და კეთილი ადამიანი ვარ სინამდვილეში, ვაახ! lol.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 01:21
marilis_
QUOTE
არა და სულით უფრო რევოლუციონერი ვარ, ვიდრე ინტრიგანი 
და საერთოდ, კარგი და კეთილი ადამიანი ვარ სინამდვილეში, ვაახ! 
შეატყობინე

საქმემან შენმანო pop.gif

ეგრე მეც იცი რა კაი ვარ? ამდენ გაკრეჭილ სმაილს კი არ ვხმარობ ცხოვრებაშიც.. სულ დაბღვერილი დავდივარ boli.gif

მააშ biggrin.gif

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 01:25
Neno_
QUOTE
ეგრე მეც იცი რა კაი ვარ

lol.gif
შენ მართლა კარგი ხარ lol.gif


chaPPek
2kiss.gif

პ.ს.
გოგოს შეიძლება პირდაპირ საშა დავარქვა, - ეს ძალიან რომ არ გაოფდეს biggrin.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 01:37
marilis_
QUOTE
გოგოს შეიძლება პირდაპირ საშა დავარქვა, - ეს ძალიან რომ არ გაოფდეს

საშა ცუდი სახელი არ არის, თუ ლამაზი იქნა ყველას შეუყვარდება, მარა ალექსანდრა რაღაც მერუსოფილება (თუმცა საერთაშორისო სახელია ვიცი, მარა საშა უკვე აღარაა საერთაშორისო givi.gif).. აი ეგრე, მეც ხო "დაგცინე"..


შური ვიძიე გოგოებო sa.gif

givi.gif

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 01:49
Neno_
biggrin.gif
მე საშაც მერუსოფილება, მაგრამ მე ხომ სინამდვილეში საბჭოეთის შვილი ვარ. რუსული ბევრი რამ მიყვარს biggrin.gif
საერთოდ, მარილის მომწონს ძალიან, ესტონური სახელია, მაგრამ აქ ბევრისთვის მარილთან ასოცირდება
ან შეიძლება, მარიამ ელისაბედი დავარქვა და მარილისი დავუძახო
ეხლა ვმსჯელობ ამ სახელებზე და შვილი როგორ არ მინდა ამ წუთას, მარტო მე ვიცი biggrin.gif

Posted by: EXHALATING 15 Jan 2011, 01:51
ვიქტორია მინდოდა სულ გოგოსთვის დამერქმია

Neno_
ნენო ბეატღიქს უკონკურენტოა

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 01:57
EXHALATING
QUOTE
ბეატღიქს

მაგას ღურჭუმელია უხდება და აბა როგორ? mo.gif

lol.gifmarilis_
QUOTE
ეხლა ვმსჯელობ ამ სახელებზე და შვილი როგორ არ მინდა ამ წუთას, მარტო მე ვიცი

სეიმ ჰია! მარა წინ წაგდებული საქმე ხვალ გზაზე დაგხვდებაო :ბებრის სმაილი:

givi.gif

ხო ხედავ ხალხი როგორ წვალობს სახელების არჩევაზე biggrin.gif

ეეჰ, ამერიკელი რომ ვიყო სარას დავარქმევდი, არც ვიფიქრებდი ისე, და აბა საქართველოში სარას ვინ არქმევს ან ვის მოსწონს, მერე შენნაირებმა რო დასცინონ? lol.gif


Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 02:01
Neno_
QUOTE
სარას ვინ არქმევს ან ვის მოსწონს, მერე შენნაირებმა რო დასცინონ? lol.gif

ბიბლიური კლასიკური სახელია, რა სჭირს დასაცინი აბრაამის ცოლს, ისააკის დედას?! biggrin.gif

Posted by: khatia88 15 Jan 2011, 02:01
marilis_
აი გაფიცებ ახლა სახელი მარილისი მოგწონს და მიას, ნისას, თაიას იწუნებ? smile.gif)))

chaPPek
არა პირდაპირ ვერ მივალ და ვერ დავცინი ადამიანს რომელსაც ჰქვია დეპეშა biggrin.gif მაგრამ ნამდვილად გამეცინება. ანდა დედამისზე ვიტყვი რომ თავში ტვინი არ ედო შვილს მაგ სახელისთვის რომ სწირავდა. ისე რატომ უნდა მოგინდეს მაგის დარქმევა?


Posted by: Solveig 15 Jan 2011, 02:02
QUOTE
საშა უკვე აღარაა საერთაშორისო


არის უკვე...

საშა საერთGოდ, სლავური ვარიანტია და არა კონკრეტულად, რუსული.

http://en.wikipedia.org/wiki/Sasha_(name)

Posted by: khatia88 15 Jan 2011, 02:05
სულ ვფიქრობ გოგოს სახელზე. აი არცერთი მომდის თავში. ოდესმე თუ მეყოლა ნეტა რას დავარქმევ არ ვიცი.

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 02:06
marilis_
QUOTE
ბიბლიური კლასიკური სახელია, რა სჭირს დასაცინი აბრაამის ცოლს, ისააკის დედას?!

lol.gif

და, აბრაამი და ისააკიც მოგწონს, თუ ეგრე წავიდა საქმე?

ესენი არ ვიცი და ნოე რა ცუდი სახელია? Noah რა საყვარლად იწერება ხედავ? თან The Notebook-ში იმ ბიჭს არ ჰქვია ნოა? უსაყვარლესს? biggrin.gif :ქალის ტვინი:

Solveig
ჰოომ.. უყურე შენ biggrin.gif ამერიკაშიც საშენკას არქმევენო, გოგონებსო biggrin.gif

მაინც რუსი წარმოშობისაა ჩემთვის საშა biggrin.gif

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 02:07
khatia88
სად მარიამი და ელისაბედი და სად ნისა და მია!
რა არის, იცით. ალბათ ბავშვს ისეთი სახელი უნდა დაარქვა, რომელმაც დროს უკვე გაუძლო და მომავალი თაობისთვის სასაცილო არასდროს იქნება. გიორგი, დავითი, ალექსანდრე და ა.შ. ვერასდროს იქნება სასაცილო. შემდეგ შეგიძლია, შეურჩიო ფორმა და მოფერებით რაც გინდა, ის დაუძახო.
აი, ჯიმშერი, ლესტამბერი და დეპეშა, თავის დროზე, შეიძლება, ძალიანაც მისაღები და "ახალი" იყო...
მოკლედ, როგორც უკვე აღნიშნეთ, აზრი არა აქვს ამაზე დავას, მთავარია, ქმარმა მსგავსი რამ არც კი შემომთავაზოს biggrin.gif

Posted by: sati 15 Jan 2011, 02:07
Neno_
QUOTE
სარას დავარქმევდი, არც ვიფიქრებდი ისე, და აბა საქართველოში სარას ვინ არქმევს

ჰა-ჰა-ჰა, smile.gif))) ფსევდონიმის აღება რომ დამჭირდეს უეჭველი სარას ავიღებდი smile.gif

ნიკოლოზი დავარქვი პირველს, ყოველტვის ვიცოდი რომ ამას დავარქმევდი, დანარჩენები სრული იმპროვიზაცია.

ხოდა სულ მინდოდა რომ ნიკო დაეძახათ და არავინ ეძახის.
ვის რაზე აქვს ყური მიჩვეული და ვის რა ასოციაცია მოსდის, ზოგმა ნიკოზე სტივენ სიგალიო და ზოგმა სოფელშია ნიკო პაპაო. მოკლედ დამრჩა ნიკოლოზად sad.gif

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 02:10
Neno_
QUOTE
და, აბრაამი და ისააკიც მოგწონს, თუ ეგრე წავიდა საქმე?

ჰო, რა იყო. ჩვენთვისაა უცხო, თორემ ყოველ მეორე ებრალეს ჰქვია biggrin.gif


Posted by: khatia88 15 Jan 2011, 02:12
Neno_
ბევრი არა მაგრამ რამდნიმე ნოეს ვიცნობ აქ, ჩვენთან.

marilis_
თაია ისეთივე სახელია როგორიც ელისაბედი, ძველისძველი, თუ არ ვცდები ეგვიპტური.
გეთანმხები იმაში რომ ჯიმშერი, ნათელა, მაყვალა, ჟუჟუნა თავის დროზე თანამედროვე სახელები იყო, მაგრა, აი დეპეშა, ფიზიკა, გეომეტრია და უმაღლესი მათემატიკა აშკარად ყველა დროის სასაცილო სახელები იქნება smile.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 02:13
marilis_
QUOTE
ავშვს ისეთი სახელი უნდა დაარქვა, რომელმაც დროს უკვე გაუძლო და მომავალი თაობისთვის სასაცილო არასდროს იქნება.

ამაში გეთანხმები მეც.. კლასიკური სახელი მირჩევნია მეც, რომ ბოღანს დავარქვა (თუმცა სხვას სხვა ურჩევნია და ჩემი აზრი ჰკიდია biggrin.gif)..

sati
QUOTE
ოგმა ნიკოზე სტივენ სიგალიო და ზოგმა სოფელშია ნიკო პაპაო. მოკლედ დამრჩა ნიკოლოზად

lol.gif

ჰოო, ვიცოდი რომ ნიკოს ძველმოდურად აღიქვამს ხალხი, მარა მე მაინც ნიკო (პაპაbiggrin.gif) უფრომომწონს biggrin.gif

სტივენ სიგალი მაგარი იყო lol.gif


Posted by: buuus 15 Jan 2011, 02:17
ისეთი სახელი არ უნდა გერქვას სირცხვილით რომ ვერ გაამხილო, თორემ სხვა რა პრობლემაა smile.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 02:33

Neno_
საშა არა, მაგრამ ნატაშა ნამდვილად რუსულიდანაა შესული..ვიცნობ ხალხს (არარუსი/არასაბჭოთა იგულისხმება), რომელთაც ჰქვიათ ნატაშა..სავარაუდოდ, ფილმ "ომი და მშვიდობას" გამოსვლის შემდეგ.


khatia88
QUOTE
მიას, ნისას, თაიას

ეგ სახელები უფრო მოფერებითის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის.

ვთქვათ, თამილას, თამარს, თამთას ან მარიამ/მაიას შეიძლება თაია და მია დაუძახო..ეგაა და ეგ.

სახელი "ნისა" პირველად მესმის, სიმართლე გითხრა....ნიცა (ნინო-ნინუცა) რომ იყოს, კიდევ მესმის. თუმცა ცალკე სახელად "ნიცაც" მხვდება ყურში. ჩემმა ამხანაგმა "ნუცა" დაარქვა...

რა ვიცი, მე არ მომწონს ოფიციალურ სახელად "უწიპუწიების" დარქმევა, თორემ სახლში რასაც გინდა, იმას დაუძახებ ბავშვს ალერსით.


QUOTE
დეპეშა, ფიზიკა, გეომეტრია და უმაღლესი მათემატიკა აშკარად ყველა დროის სასაცილო სახელები იქნება

ასეთ სახელებზე არცაა მგონი საუბარი smile.gif


buuus
QUOTE
ბაბუაჩემს ერქვა ტუტუშა  აი რას ერჩოდა დედამისი,

ვაი, მეც ეგ ვიფიქრე biggrin.gif

marilis_
QUOTE
ბავშვს ისეთი სახელი უნდა დაარქვა, რომელმაც დროს უკვე გაუძლო და მომავალი თაობისთვის სასაცილო არასდროს იქნება.

+1

თან, ცოტა გვარსაც ხომ უნდა შეეფერებოდეს სახელი. ანდრეა, ლეტიცია, ბეატრიჩე და ოფელია აშკარად არ შეეფერება ქართულ გვარებს..

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 02:36
QUOTE
ანდრეა, ლეტიცია, ბეატრიჩე და ოფელია აშკარად არ შეეფერება ქართულ გვარებს

givi.gif
Solveig
QUOTE
ნატაშა

უი ეს ნატალია არ არის? თუ უკვე საპასპორტე სახელად იქცა ესეც? არ ვიცოდი biggrin.gif


QUOTE
ეგ სახელები უფრო მოფერებითის შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის.

მეც! .. მინისტრს რომ მიმართავ: ქალბატონო თაია! ქალბატონო თამარ არ სჯობს? biggrin.gif

Posted by: khatia88 15 Jan 2011, 02:39
Solveig
მაგას ვამბობ მეც. მაგრამ აქ იმაზე იყო საუბარი საშინელი სახელებია ეგენიო. მაგაში ვერ დავეთანხმე.


საშინლად ლენსტამბერი, გენერალი და ეგეთები მესახება მე.

გვარს უნდა შეეფერებოდეს/ თომა ჯავახიშვილი__მოგწონთ? მგონი უხდება. ცოტნეც მოუხდება? smile.gif
პ.ს. ისე ავიჩემე, ეტყობა მეორეც ბიჭი იქნება.

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 02:45
khatia88
QUOTE
ჯავახიშვილი__მოგწონთ

ამ გვარს მგონი ყველა სახელი მოუხდება, ნუ ოფელია და ბეატრიჩეს გარდა biggrin.gif

Posted by: agr_bak 15 Jan 2011, 02:49
khatia88
QUOTE
ადამიანს რომელსაც ჰქვია დეპეშა

biggrin.gif

ჩემი ამხანაგის მამა ერთ ერთი ფირმის დირექტორი იყო და თანამშრომელი ჰყავდა
სახელად ჭუჭუ გვარად მეფსია
ოღონდ ეს სახელი მოფერებითი არ ყოფილა, ასე ეწერა საბუთებში

გიჟს ჰგავდა ეს კაცი როგორი სათქმელია ბატონო ჭუჭუო

მოდი და ნუ გაგეცინება lol.gif

Posted by: sati 15 Jan 2011, 03:13
agr_bak
QUOTE
გიჟს ჰგავდა ეს კაცი როგორი სათქმელია ბატონო ჭუჭუო

ვერ გადაიკეთა იმანაც? რათვს იკლავდა. სკოლაში მყავდა გოგო მზეხა, გაგიგია? სკოლაში სახელის შეცვალს რა აზირ ქონდა, უკვე ყველა იცნობდა და მაინც ისე დაუძახებდნენ. დაამტავრა ტუ არა საბუტებში შეიცვალა სახელი და ანა ჩააწერინა. ასე რომ ინსტიტუტში უკვე ყველამ ანათი გაიცნო, ნუ სკოლის დაქალებსა სთხოვა და რა პრობლემა იყო, არავინ აღრ ეძახდა.

სამსახურში ყვებოდა ერთი მეგრელი ქალი იქით, სამშობლოში, მეზობლები მყავსო შვილებს ერქვათ კოკა და კოლაო. ვითომ ორივე ქართული სახელია, მაგრამ მშობლის იდეა იმაში იყო სინამდვილეში, რომ ეზოში რომ იქნებიან რა კარგი დასაძახებელია ერთად კოკა-კოლა ამოდიიით smile.gif

Posted by: agr_bak 15 Jan 2011, 03:15
sati
QUOTE
კოკა-კოლა ამოდიიით

უუფ სამეგრელო არ გამახსენო
იქ მე სახელები გამიგია მეგონა მეკაიფებოდნენ

QUOTE
ვერ გადაიკეთა იმანაც?

რას ამბობ მოსწონდა თურმე , ამაყი იყო როგორი იუმორი ჰქონდა მამაჩემსო

Posted by: buuus 15 Jan 2011, 03:19
http://pix.ge/
user.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 03:20
buuus
უფრო პატარა დაგედო biggrin.gif

ვიცი ეგ ლისტი biggrin.gif

:ფუჩქი ფუჩუნაია:

Posted by: buuus 15 Jan 2011, 03:23
Neno_
QUOTE
უფრო პატარა დაგედო

ამ სურათების ზომებმა მომკლა biggrin.gif

Posted by: agr_bak 15 Jan 2011, 04:14
სვილიშვილი რომ გამიჩნდება ფიზიკა უნდა დავარქვა yes.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 07:18
khatia88
უკეთეს სახელებს გეტყვი: ძერმენი და ჯონრიდი

ჯონ რიდი ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი იყო, კომუნისტების მიმართ სიმპათიით განწყობილი, ნარევოლუციარ რუსეთში ჩავიდა და დაწერა: "10 დღე, რომელმაცს შესძრა მსოფლიო"..სხვათა შორის, უკან ვერც დაბრუნდა: მოსკოვში მძვინვარე ტიფი შეეყარა და გარდაიცვალა (კრემლის კედელშია დამარხული). ჰოდა, სახელი ჯონრიდი მის საპატივსაცემოდ მოიგონეს...სტალინის ცოლისძმისშვილს ერქვა ჯონრიდ სვანიძე.

დაც შეეხება ძერმენს, მომდინარეობს გვარებიდან: ძერჟინსკი და მენჟინსკი. ძერჟინსკი ბოლოს ოგპუ-ს მმართველი იყო (მანამდე ჩეკა დააარსა), როცა გარდაიცვალა, მენჟინსკიმ ჩაანაცვლა biggrin.gif ჰოდა, შეერთებით გამოვიდა ძერ-მენ biggrin.gif biggrin.gif
* * *
agr_bak
QUOTE
ჩემი ამხანაგის მამა ერთ ერთი ფირმის დირექტორი იყო და თანამშრომელი ჰყავდა
სახელად ჭუჭუ გვარად მეფსია
ოღონდ ეს სახელი მოფერებითი არ ყოფილა, ასე ეწერა საბუთებში

wow.gif


ასე გაუტყდათ მისი დაბადება მშობლებს?

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 10:57
Solveig
QUOTE
თან, ცოტა გვარსაც ხომ უნდა შეეფერებოდეს სახელი. ანდრეა, ლეტიცია, ბეატრიჩე და ოფელია აშკარად არ შეეფერება ქართულ გვარებს.. 

კი, საშინელებაა.
ერთი პერიოდი იტალიაშიც იყო ამერიკული და რუსული სახელების მოდა (რუსულს კომუნისტები არქმევდნენ) და ეს კატია, ნადია, მიკი და ჯენიფერი წარმოუდგენლად არ უხდება მათ ენას. თვითონ ბევრს იცინიან ამაზე.

Posted by: pravinia 15 Jan 2011, 12:20
ვახტანგი და მაგდა ზურაბაშვილს ხომ უხდება? smile.gif

khatia88

ჩემი ქმრის დედულები არიან ჯავახიშვილები გურჯაანიდან smile.gif
შენი ქმარის სადაური ჯავახიშვილია? ქართლელი?

Posted by: serjhanti 15 Jan 2011, 12:25
pravinia
QUOTE
ვახტანგი და მაგდა ზურაბაშვილს ხომ უხდება? smile.gif

კი, აბა რა?!

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 12:48
Solveig
QUOTE
უკეთეს სახელებს გეტყვი: ძერმენი და ჯონრიდი

პელევინის ომონ რა გამახსენდა biggrin.gif

Posted by: serjhanti 15 Jan 2011, 12:57
marilis_
QUOTE
უკეთეს სახელებს გეტყვი: ძერმენი და ჯონრიდი

ეგ რა, ორი ერთად გაერთიანებული გვარ-სახელია? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: marilis_ 15 Jan 2011, 13:07
serjhanti
QUOTE
ეგ რა, ორი ერთად გაერთიანებული გვარ-სახელია? biggrin.gif biggrin.gif

აიხედეთ ზემოთ,
უკვე განმარტეს ორივეს მნიშვნელობა biggrin.gif

პ..ს. ჩემი დეიდაშვილის შვილის დაბადების დღე ყოფილა გუშინ, რომ დაიბადა, აქ არ ვცხოვრობდი და ნორმალურია, რომ ვერ ვხვდები, ბავშვი წლის ხდება, თუ ორის?! biggrin.gif რომ ვიკითხო, ვიცი, ეწყინებათ biggrin.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 14:35
marilis_
QUOTE
პ..ს. ჩემი დეიდაშვილის შვილის დაბადების დღე ყოფილა გუშინ, რომ დაიბადა, აქ არ ვცხოვრობდი და ნორმალურია, რომ ვერ ვხვდები, ბავშვი წლის ხდება, თუ ორის?!  რომ ვიკითხო, ვიცი, ეწყინებათ

ვიდზე ვერ ატყობ? biggrin.gif
მეც კაკრაზ გუშინ ვიხსენებდი, ჩემი ბიძაშვილი 3-ის ხდება თუ 4-ის მეთQი biggrin.gif მარა 1 და 2 უფრო ადვილა, თუ კარგად დადის, ესე იგი 2 წლისაა, თუ დაბაჯბაჯებს ან ვერ დადის ზნაჩიტ 1-ის givi.gif

პ.ს. ან საერთო ნათესავს კითხე biggrin.gif
pravinia
QUOTE
ვახტანგი

ეგ ხ-ს არ მქონე ერს უნდა ვკითხოთ (თუ არ გვახატია მათი აზრი, რაღა თქმა უნდა biggrin.gif)..

Posted by: khatia88 15 Jan 2011, 14:41
agr_bak
კარგია რომ ამაყი იყო biggrin.gif აბა ჭუჭუა რომ მერქვას ისეთი კომპექსი მექნებოდა გარეთ ცვირს ვერ გავყოფდი.

Solveig
lol.gif lol.gif ლენსატმბრეიც ხომ ერქვათ საწყალ ბავშვებს smile.gif))

ახლა ალბათ მივას დაარქმევენ მალე მიშას+ვანოს საპატივსაცემულოდ.

pravinia
უხდებათ ნამდვილად. შენი ორივე შვილის სახელი მომწონს.

წესით და რიგით ესენი ქართლელი ჯავახიშვილები არიან. მაგრამ მამის მხრიდან წინაპრები ყველა თბილისელები არიან, სოფელი არ აქვთ. კახეთში ჰყავთ ნათესავები, სოფელს შაშიანო ჰქვია თუ მახოსვს კარგად.

Posted by: agr_bak 15 Jan 2011, 15:07
khatia88
QUOTE
ახლა ალბათ მივას დაარქმევენ მალე მიშას+ვანოს საპატივსაცემულოდ.

ვაშა სჯობს ვანო+მიშა თან ჟღერს ამათებურად


მეგობრები რომ მოაკითხავნე და დაუზახებენ

ვაშაააა

ცუდია?


Posted by: pravinia 15 Jan 2011, 16:31
Neno_
QUOTE
ეგ ხ-ს არ მქონე ერს უნდა ვკითხოთ (თუ არ გვახატია მათი აზრი, რაღა თქმა უნდა )..


სახელიევროპა-ამერიკაში მოეწონებათ თუ არა პო-Fიგო რომ ამბობენ მასე ვარ ზუსტად, ხოდა გვარს კი უხდება ჩემის აზრით, სანამ საზღვარგარეთ წავა გაიზრდება და მთავარია ბავშვობაში, სანამ ფსიქიკა მგრძნობიარეა არავინ არ დასცინოს, თორემ ზრდასრული უკვე კი მიხვდება კაცური სახელი ჰქვია, იმედი მაქვს კარგი ვაჟკაციც გაიზრდება და შეიფერებს კიდეც ენაცვალოს დედა biggrin.gif
ისე ჩემი თანამშრომელი იყო 6 თვე ამერიკაში და ვერავინ წარმოთქვამდა მის სახელს სწორად smile.gif მასაც ვახტანგი ჰქვია tongue.gif


khatia88
QUOTE
უხდებათ ნამდვილად. შენი ორივე შვილის სახელი მომწონს.

იხარე smile.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 17:13
pravinia
QUOTE
ახელიევროპა-ამერიკაში მოეწონებათ თუ არა პო-Fიგო რომ ამბობენ მასე ვარ ზუსტად, ხოდა გვარს კი უხდება ჩემის აზრით,

ხოდა ძალიანაც კაი biggrin.gif

Vakhtang ურთულესი სახელია, ამდენი ერთად მიწყობილი თანხმოვნის გამო biggrin.gif ჩემი მეგობარია ერთი და Srdan ქვია და გაწამებული იყო, ეს რა დამარქვესო, ისე ძალიან უკომპლექსო და კაი ბიჭია, სახელის კი არ სცხვენოდა, არამედ მისი დაუსრულებლად გამეორებისგან დაიღალა და შეცდომით წარმოთქმულზე ხომ რეაქცია აღარ ჰქონდა, რაც გინდათ ის დამიძახეთო biggrin.gif.. სერჯოს ვეძახდით მერე biggrin.gif


QUOTE
ენაცვალოს დედა


givi.gif

2kiss.gif

Posted by: pravinia 15 Jan 2011, 17:25
Neno_
QUOTE
სახელის კი არ სცხვენოდა, არამედ მისი დაუსრულებლად გამეორებისგან დაიღალა და შეცდომით წარმოთქმულზე ხომ რეაქცია აღარ ჰქონდა, რაც გინდათ ის დამიძახეთო ..


აი ჩემი თანამშრომელიც მაგას ამბობს, ენას იტეხავდნენო და მეილს რომ სთხოვდნენ ჯერ თავად უგზავნიდა მესიჯს, რომ რეფლაით დაებრუნებინათ, იმიტომ რომ შანსი არ იყო სწორად ჩაეწერათო, თან ამას გვარიც ასევე რთული კატეგორიის აქვს biggrin.gif მაგრამ კია წარმატებული და ამ ფაქტსარ შეუწუხებია დიდად
QUOTE
Srdan

ეს სადაური სახელია? სრდან იკითხება პირდაპირ?

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 17:44
pravinia
QUOTE
მაგრამ კია წარმატებული და ამ ფაქტსარ შეუწუხებია დიდად

ისე კაი რისერჩი გამოვა (საინტერესო biggrin.gif), რა გავლენას ახდენს პროვნების სახელი მის წარმატებაზე givi.gif ოღონდ, რამდენად ობიექტური იქნება თვითონ მონაცემი (ცუდი ვს კაი სახელი) ეგაა ცოტა "ხმაურიანი" biggrin.gif

QUOTE
ეს სადაური სახელია? სრდან იკითხება პირდაპირ?

ხორვატ-სერბულია (მგონი უფრო სერბული, ბიჭი კია ხორვატი, მარა მაინც biggrin.gif..

კი ეგრევე წარმოითქმის, ოღონდ სპეციფიკური აქცენტით biggrin.gif ამერიკელები მეძახდნენ როგორც "ქირურგი" რომ გამოითქმის ან "სერჟანტი" ისეო lol.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 17:52
khatia88
QUOTE
ლენსატმბრეიც

ხო და კიდევ ჯუსტანი (ჯუღაშვილი+სტალინი), მელორი (მარქს ენგელს ლენინ ოქტიაბრსკაია რეევოლუცია)

Neno_
QUOTE
ეგ ხ-ს არ მქონე ერს უნდა ვკითხოთ


ფრანგებს შეიძლება გაუჭირდეთ , სკანდინავიელებს, ინგლისელებს. თუმცა, "ხ" შეიძლება, "ჰ"-თი ჩანაცვლდეს.

სლავურ ენებში თიტქმის ყველაშია "ხ", ესპანელი, გერმანელი და ჰოლანდიელიც ნამდვილად ადვილად იტყვის biggrin.gif

ზოგადად, დასავლეთევროპელებს უჭირთ ისეთი სახელების გამოთქმა, სადაც 2 და მეტი თანხმოვანი იყრის ერთად თავს, იმიტომ, რომ მათთან არაა ასე. როგორც წესი, მხოლოდ ერთი თანხმოვანი აქვთ ხოლმე გაორმაგებული და ერთადერთი ფუნქცია მხოლოდ ხმოვნის სიმოკლის მითითებაა. აღმოსავლეთში ნაკლებადაა პრობლემა-ჩეხურში, სერბულში ეს ჩვეულებრივი ამბავია biggrin.gif

Posted by: pravinia 15 Jan 2011, 17:53
Neno_

არსებობს თეორიები სახელების გავლენასთან დაკავშირებით, ნუ მე მგონია თუ რაღაც ისეთი არ გქვია
ზემოთ რომ ჩამოიწერა, კლიმენტი, რაჟიკო, ქაიხოსრო, აქვსენტი და ა.შ. არანაირი "უკუჩვენება არ ექნება სახელს,
უბრალოდ როცა სახელი გაკომპლექსებს, რაღაც გავლენა ექნება ჩემის მოკლე ჭკუით smile.gif
(არც დადებითი გავლენა მესახება რეალობად)

Posted by: merkantil 15 Jan 2011, 17:58
Solveig
QUOTE
  გერმანელი და ჰოლანდიელიც ნამდვილად ადვილად იტყვის

თუ kh წერია გერმანელი ქ-ს კითხულობს და თუ გერმანულად დაუწერე-ch ან "შჰ"(მიხვდები როგორც) ან ჩ-ს. ჰოლანდიელიც ეჭვი მაქვს ჰ-ს იტყვისbiggrin.gif

პ..ს ჩემ მეზობელს ერქვა მოტნტნbiggrin.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 17:59
QUOTE
რა გავლენას ახდენს პროვნების სახელი მის წარმატებაზე


არის ეგეთი კვლევები.
არის ხალხი, რომელთაც ჰკიდიათ, მაგრამ ზოგზე უარყოფითად მოქმედებს და სახელის გამო თავს დამცირებულად გრძნობენ, რაღაცნაირად..და ეს შემდგომ მათ განწყობილებაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. იგულისხმება არამარტო ძნელად წარმოსათქმელი, არამედ შეუფერებელი სახელებიც. ან უბრალოდ, მოდიდან გადასული.

აი, მაგალითად, კაცს რომ გოლიათი ჰქვია და პატარა ტანისაა, ან კიდევ გოჯი ჰქვია და გოლიათია (ჩემს მეგობარს ჰყავდა ეგეთი ნაცნობი biggrin.gif). ახლა რომ ბავშვს პოლიკარპე, დურმიშხანი, იუსტინე, სევასტი და ალფეზი დაარქვა, უთუოდ კომპლექსი გაუჩნდება ;D იმიტომ, რომ ყველა ხითხითს დაიწყებს.

Posted by: pravinia 15 Jan 2011, 18:03
QUOTE
გოლიათი

QUOTE
გოჯი


ეს შესაფერისობის შემთხვევაშიც ვერაა მთლად არ-დასაკომპლექსებელი სახელები biggrin.gif

Solveig
სოფელში ერქვა ერთ ტიპს გულივერი givi.gif ნუ ამართლებდათქო სახელს გამიჭირდება ამის თქმა biggrin.gif

Posted by: nanana 15 Jan 2011, 18:05
ეფსია ბოჩოლა მომწონს biggrin.gif ბოჩოლა გვარია? gigi.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 18:10
pravinia
QUOTE
სოფელში ერქვა ერთ ტიპს გულივერი

მე მყავდა მასწავლებელი, სახელად გულივერი smile.gif

თუმცა, იმას რა უჭირდა..დიდი ტანის კაცი იყო მართლა biggrin.gif

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 18:10
Solveig
QUOTE
ფრანგებს შეიძლება გაუჭირდეთ , სკანდინავიელებს, ინგლისელებს. თუმცა, "ხ" შეიძლება, "ჰ"-თი ჩანაცვლდეს.

სლავურ ენებში თიტქმის ყველაშია "ხ", ესპანელი, გერმანელი და ჰოლანდიელიც ნამდვილად ადვილად იტყვის

ისე, ხ კი არის ესპანურშიც და ჰოლანდიურშიც, მარა არ ახსენდება სიტყვა (ბევრი კი არ ვიცი ისე biggrin.gif), როდესახ ხ-ს კიდე თანხმოვანი მოსდევდეს biggrin.gif ყოველთვის ხმოვანი მოსდევს (ესპანურში), ხამონ, ხეტაფე ეტც.

merkantil
QUOTE
მოტნტნ

ეხლა არ მახსოვს და რომელიღაც სიტყვა იყო (სადაური ისიც არ მახსოვს, არაბული ხო არა? biggrin.gif) და მარტო თანხმოვნები იყო შიგ, ანუ არც ერთი ხმოვანი ! biggrin.gif

pravinia
QUOTE
უბრალოდ როცა სახელი გაკომპლექსებს, რაღაც გავლენა ექნება ჩემის მოკლე ჭკუით

ძაან ძაან სტრანნი სახელი არ ვიცი, მაგრამ ნორმალურ "ძველმოდურ" სახელებზე მაქვს უფრო აქცენტი.. მაგ. ჩემს ერთ კლასელს ერქვა ეთერი (ადიქტედ პარდონ) და გადაიკეთა მერე, ისედაც და ასედაც ის წარმატებული ვერ იქნებოდა, ჩემი აზრით biggrin.gif

Posted by: Solveig 15 Jan 2011, 18:13
merkantil
QUOTE
მოტნტნ

ალბათ აფრიკელი იქნებოდა smile.gif


მე ვიცნობდი ერთ გოგოს (კენიიდან), ნონსიკელელო მპოფუს. ნონსის ეძახდნენ.

Posted by: merkantil 15 Jan 2011, 18:21
Solveig
QUOTE
ალბათ აფრიკელი იქნებოდა
არა, აღმოსავლეთ ევროპიდან იყო, აღარ მახსოვს საიდანsmile.gif

ისე ერთ ფოსტის ყუთხე ისეთი სახელი ეწერა, ყველას უჯოკრავდა lol.gif პირველი იყო კუტუკურტლი და შემდეგ მოდიოდა კიდე ოთხი სიტყვა, თანხმოვნების ჯოგიbiggrin.gif ყოველ გასვლა შესვლაზე ვკითხულობდი და "ვიხოცებოდი" lol.gif

Neno_
ეჰ დასცინე, დასცინე არაბებს და რამდენჯერ გვკითხეს არაბულად ლაპარაკობთო? vis.gif biggrin.gif ალბათ ყ-ების გამო. ერთმა მაროკოელმა კი მითხრა, ებრაულს გავს თქვენი ენაო.

Posted by: Neno_ 15 Jan 2011, 18:24
merkantil
QUOTE
ისე ერთ ფოსტის ყუთხე ისეთი სახელი ეწერა, ყველას უჯოკრავდა  პირველი იყო კუტუკურტლი და შემდეგ მოდიოდა კიდე ოთხი სიტყვა, თანხმოვნების ჯოგი ყოველ გასვლა შესვლაზე ვკითხულობდი და "ვიხოცებოდი"

lol.gif lol.gif lol.gif

gigi.gif

Posted by: buuus 16 Jan 2011, 04:46
სამოქალაქო რეესტრმა 2010 წლის განმავლობნაში ახალშობილების პოპულარული სახელები გამოიკვლია. კვლების შედეგები : ვაჟების სახელების ათეული: 1. გიორგი (3573), 2. ნიკოლოზი (3523), 3. ლუკა (2387), 4. საბა (2216), 5. დავითი (1433), ალექსანდრე (სანდრო-1283), ანდრეა (853), მათე (563), ირაკლი (ერეკლე - 524), დემეტრე (419).

გოგონების სახელების ათეული: 1. მარიამი (4708), 2. ნინო (ნინი-2554), 3. ანა (ანნა, ანი, ანანო, ანუკი-2487), 4. ელენე (1603), 5. ლიზი (1546), 6. ბარბარე (1249), 7. თამარი (688), 8. სალომე (542), 9. ნია (522), 10. თეკლა (390).

Posted by: Antigone 16 Jan 2011, 12:49
QUOTE
სამოქალაქო რეესტრმა 2010 წლის განმავლობნაში ახალშობილების პოპულარული სახელები გამოიკვლია. კვლების შედეგები : ვაჟების სახელების ათეული: 1. გიორგი (3573), 2. ნიკოლოზი (3523), 3. ლუკა (2387), 4. საბა (2216), 5. დავითი (1433), ალექსანდრე (სანდრო-1283), ანდრეა (853), მათე (563), ირაკლი (ერეკლე - 524), დემეტრე (419).


უფ, რა ვქნა, სანდრო მაინც ყოველთვის მომწონდა და ჩემი შვილის გვარს ეს სახელი უხდება, მერე რა, რო ჯორჯიაში გაპაპსავებულია biggrin.gif

Posted by: serjhanti 16 Jan 2011, 12:51
Antigone
QUOTE
1. გიორგი (3573)

ეგრეც უნდა იყოს (ძალიან ამაყი კაცის სმაილი)

Posted by: Neno_ 16 Jan 2011, 14:07
merkantil
QUOTE
გვკითხეს არაბულად ლაპარაკობთო?

ჰო? ოღონდ ეგ არა და ჩინურს გავდეს, არ ვჩივი user.gif
givi.gif


QUOTE
გიორგი

ვაა, ეს სახელი თუ კიდე პირველ ადგილზე იყო 2010 შიც, ვერ წარმოვიდგენდი. ივერია გაბრწყინდება bis.gif

:ჯორჯ Fრომ ჯორჯა:

QUOTE
ნინო

ან ეს მეორე biggrin.gif

ნინი რაღაა? ნინისაც უწერენ საბუთებში? givi.gif

ისე შოთაც კარგი ქართული სახელია და აღიგავა მგონი პირისაგან მიწისა, არა?

Posted by: buuus 16 Jan 2011, 14:09
QUOTE
ნინი რაღაა? ნინისაც უწერენ საბუთებში?

ნინოზე ხშირად biggrin.gif

Posted by: Neno_ 16 Jan 2011, 14:11
buuus
QUOTE
ნინოზე ხშირად

rolleyes.gif

პ.ს. ნინჩოს რომ არ უწერენ უკვე კაია biggrin.gif


Posted by: buuus 16 Jan 2011, 14:13
QUOTE
პ.ს. ნინჩოს რომ არ უწერენ უკვე კაია

ვინ გითხრა რომ არ უწერენ biggrin.gif არადა მომწონს ნინი user.gif

Posted by: Neno_ 16 Jan 2011, 14:24
buuus
QUOTE
რადა მომწონს ნინი

კარგი რა, ნინი მოგწონს და დაუძახე, ვინ გიშლის და სერიოზულ დოკუმენტაციაში ნინის რატომ ჩავუწერ? ვითომ ორიგინალური რომ გავხადო არაორიგინალური სახელი?


QUOTE
ვინ გითხრა რომ არ უწერენ

gigi.gif

პ.ს. აუ ძალიან ვაქტიურობ ამ თემაში, წავპლუდე რა, ვსო მე სტოპ დროებით (სანამ კაი ახალი სახელი მომაფიქრდება biggrin.gif)..

პ.პ.ს. მე ალერგია მაქვს ბავშვობიდან მოფერებითი სახელის დაძახებაზე და იმიტომ გამოვიდე თავი (ნინი, ნინიკო, ნინუცა არ უნდა დამიძახოს არავინ, მხოლოდ ნიინ მოსულა, ისიც ენერგიის დაზოგვის მიზნით biggrin.gif).. პერსონალ იშუზ მაქვს მოკლედ drug.gif

Posted by: journalist 18 Jan 2011, 09:57
მე მომწონს სახელი ფეფო, სოფიოს შემოკლებითი ფორმაა

Posted by: izabel 20 Jan 2011, 22:10
ბავშვს სახელი უნდა გამოვუცვალო...მოკლედ ეს ცრუმორწმუნე ებრაელები რააა...თავის ძმას და ჩემს შვილს ერთი სახელი ქვია...მოკლედ ნერვი მომითხარეს რააა...

Posted by: ინფინიტი 20 Jan 2011, 22:45
LLLola
QUOTE
დზალიან კარგი სახელია ნამდვილად აბა თეჯი ს ჯეის კიტას გიბას

თეჯი ძველი ქართული სახელია smile.gif

Posted by: upwave 20 Jan 2011, 23:04
merkantil
QUOTE
ეჰ დასცინე, დასცინე არაბებს და რამდენჯერ გვკითხეს არაბულად ლაპარაკობთო?

მეც ასე მითხრეს არაბულს ჰგავსო yes.gif

Posted by: Annabel 20 Jan 2011, 23:27
მე ვერ ვამსგავსებ არაბულს და ქართულს smile.gif უბრალოდ ისეთი თანხმოვნებია ორივე ენაში, რომლებსაც სხვა ენებში იშვიათად შევხვდებით.
ძალიან უჭირთ რამდენიმე თანხმოვნის ერთად გამოთქმა,სიტყვებში მაქსიმუმ 2თანხმოვანი აქვთ ერთად.
მიუხედავად ამისა, ჩემი სახელი ვერ ვათქმევინე არაბულის ლექტორს, მოძებნა გამოსავალი და თამარას მეძახდა.
ურთულესი ენაა...

Posted by: Solveig 21 Jan 2011, 00:13
journalist
QUOTE
ფეფო, სოფიოს შემოკლებითი ფორმაა

ეფემიასიც smile.gif

ისე, ეფრემს და ეფემიას იშვიათად არქმევენ ჩვენში შვილებს...მე მომწონს smile.gif

Annabel
QUOTE
თამარას მეძახდა.

მე თემრას მეძახის ბევრი...

Tamra არის ბიოლოგიურ კვლევაში ხშირად გამოყენებული ფლუორესცენტული საღებავი biggrin.gif და ალბათ მაგაზე იმახსოვრებენ biggrin.gif

Posted by: Goddess 21 Jan 2011, 10:34
izabel
QUOTE
ბავშვს სახელი უნდა გამოვუცვალო...მოკლედ ეს ცრუმორწმუნე ებრაელები რააა...თავის ძმას და ჩემს შვილს ერთი სახელი ქვია...მოკლედ ნერვი მომითხარეს რააა...

შენით არ ხარ ებრაელი? spy.gif

Posted by: Annabel 21 Jan 2011, 12:04
Solveig
QUOTE
მე თემრას მეძახის ბევრი...

ეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში?

ჩემს შემთხვევაში გასაკვირი ის იყო, რომ ოფიციალურად თამთა მქვია, თამარი მხოლოდ ნათლობის სახელია და არსად ფიქსირდება. თვითონ დააკავშირა ერთმანეთს და გამოვედი თამარა biggrin.gif

Posted by: izabel 21 Jan 2011, 16:24
Goddess
QUOTE
შენით არ ხარ ებრაელი?

არა.

მამა ყავს ებრაელი.არც ამან იცოდა ადრე და მე დავარქვი დავიდ(აქაც მიღებული სახელია და მანდაც). ეხლა იკითხა რაბთან და არ შეიძლებაო. ჩემს პასპორტში ამ სახელით ვერ ჩავწერო vis.gif
ძალიან ებრაული სახელიც არ მინდა.

Posted by: chaPPek 21 Jan 2011, 16:39
izabel

QUOTE
მამა ყავს ებრაელი.


მამა თუ ყავს ებრაელი ბავშვი ებრაელია/? თუ შენც გაიარე გიური?
მე მომწონს ებრაული სახელები, მითუმეტეს გოგოსი, სარა, რუთი, ბიჭების არ მახსენდება ეხლა მარა ძველ აღთქმას თუ ჩავხედავ ბევრ კარგ სახელს აღმოვაჩენ. სადა და ლამაზი სახელები აქვთ

Posted by: izabel 21 Jan 2011, 17:41
chaPPek
მე ჯერ არ გამივლია გიური, მაგრამ ბავშვს ბრითმილა გავუკეთეთ. ამათი წესით ჯერ ებრაელად არ ითვლება, ამერიკულით კი.

QUOTE
სარა, რუთი,

ეს უფრო დიდ თაობას ქვია.
გუშინ თვითონ ჩამომითვალა იონატან(იონი.ჯონატან). ბენ, დანიელ,
მე დუდუს და გაბისაც(გაბრიელ)-ს განვიხილავ_რაც აქ და მანდაც მიღებულია, მაგრამ დავიდ-ს ვერ ველევი.
მოკლედ მაგარ დღეში ვარ. weep.gif

Posted by: Solveig 21 Jan 2011, 17:57
Annabel
QUOTE
ეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში?

არა..აშშ-შიც, გერმანიაშიც..

ბიოლოგებს რას გაუგებ biggrin.gif

izabel
დანიელი კარგი სახელია smile.gif იონათანიც.
არა უშავს, ერქვას 2 სახელი, დიდი ამბავი...რა აუცილებელია,რომ დავიდი დაივიწყო? დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის, ჩაწერილი რა სახელით იქნება?

Posted by: chaPPek 21 Jan 2011, 18:59
izabel
QUOTE
ეს უფრო დიდ თაობას ქვია.
გუშინ თვითონ ჩამომითვალა იონატან(იონი.ჯონატან). ბენ, დანიელ,
მე დუდუს და გაბისაც(გაბრიელ)-ს განვიხილავ_რაც აქ და მანდაც მიღებულია


ყველა სახელი რაც ჩამოთვალე ძალიან ლამაზია smile.gif

QUOTE
მე ჯერ არ გამივლია გიური

აპირებ? smile.gif

Posted by: merkantil 21 Jan 2011, 19:38
izabel
დანიელ და დავიდ უხდება ერთმანეთს. ორივე რომ ერქვას და მარტო დანიელი ჩაუწეროთ პასპორტში? აქამდე თუ დავიდს ეძახდი ბავშვს ძნელია ეხლა გადარქმევა...
ისე დადეჩემს სხვა სახელი უწერია საბუთებში და სხვას ვეძახითbiggrin.gif

Posted by: khatia88 21 Jan 2011, 20:44
izabel
merkantil
საბუთებში მქვია რუსუდანი. დაბადების დღიდან მეძხიან ხატიას. რუსუდანი ბებიაჩემის საპატივსაცემულოდ დამარქვეს ვითომ. გადაკეთება მინდა, მაგრამ მეზარება ამდენი საბუთის შცვლა.
დანიელი მომწონს ძალიან. საბუთებში ერქვას ეგ და დაუძახეთ დავიდ. არ შეიძლება?

Posted by: izabel 22 Jan 2011, 01:17
Solveig
რა ვიცი რაღაცას მოვიფიქრებ და ალბატ ჩემთვის მაინც დავიდი იქნება.
* * *
chaPPek
QUOTE


აპირებ?

ბავშვის გულისთვის კი. ჯერ-ჯერობით ასე ვფიქრობ

.merkantil
მარტო სახელი რომ ეცვლებოდეს რაღა მიჭირს. აქამდე ჩემს გვარზეა...ეხლა მამამისის გვარზე გადადის. ოფიციალური ქორწინება არ გვაქვს ჯერ. თავს იმით ვიმშვიდებ ჯერ პატარაა მაინც 2 წელამდეა.
khatia88
ესენი ისეთი ცრუმორწმუნეები არიან, ყოველ შემთხვევისათვის მამამისი პასპორტის სახელს დაუძახებს, ბაღშიც ასე თუ ისე მიეჩვევიან.
რომ ვიმშობიარე სანამ საავადმყოფოდან არ გამოვედი საწოლი არ ააწყო+ სახელზეც ლაპარაკი ამიკრძალა...ჯერ გაჩნდესო...
მე კიდე ჩემს ჭკუაში სიურპრიზი გავუკეთე და იმის მერე აღარც ვკითხე და საავადმყოფოს ფურცელში დავიდ ჩავუწერე.
* * *
[

Posted by: serjhanti 22 Jan 2011, 02:40
khatia88
QUOTE
საბუთებში ერქვას ეგ და დაუძახეთ დავიდ. არ შეიძლება?

+1

Posted by: kesooo 23 Jan 2011, 00:17
მე დაჩის ვარქმევ ჩემ ბიჭუნას love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: khatia88 23 Jan 2011, 00:38
გოგოებში მგონი ამოვარჩიე, ნუ ამ ეტაპზე ესენი მომდის თვალში:

თეკლა და სოფიო.

ოდესმე რომ მეყოლება კიკინებიანი ვნახოთ რა მოხდება smile.gif)

Posted by: Solveig 23 Jan 2011, 00:58
izabel
QUOTE
ამათი წესით ჯერ ებრაელად არ ითვლება, ამერიკულით კი.

ამას ახლა მივაქციე ყურადღება..., რა უცნაურია. მანდაური წესით კიდევ რა უნდა იყოს, ებრაელად რომ ჩაითვალოს?

აშშ-ში ძალიან ხშირია შერეული ქორწინებები და ალბათ მაგიტომაა განსხვავება.

QUOTE
რომ ვიმშობიარე სანამ საავადმყოფოდან არ გამოვედი საწოლი არ ააწყო+ სახელზეც ლაპარაკი ამიკრძალა...ჯერ გაჩნდესო...

smile.gif))))))))
ეჭვი მაქვს, ქართული ანდაზა "ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო", ქართველი ებრაელებიდან მოდის smile.gif)

Posted by: izabel 23 Jan 2011, 07:14
Solveig
QUOTE
რა უცნაურია. მანდაური წესით კიდევ რა უნდა იყოს, ებრაელად რომ ჩაითვალოს?

დედა უნდა იყოს ებრაელი ყველა ვარიანტში.

მარტო ეს არ ცრუმორწმუნეობს, იმიტომ აღარ მიკვირს დიდად. ისე აქ შერეული (არაებრაელის მოყვანა, გაყოლა) იშვიათია... ჯერ გიურს გაავლეინებენ და მერეა ქორწინება და შვილები...ჩემი შემთხვევა სხვაინაირადაა. ასაკი არ მაძლევდა მოცდას. გიურიც ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი, და თუ გავაკეთებ მხოლოდ ბავშვის აქ ცხოვრებისთვის.
პ.ს. სახელზე ჯერ კიდევ ვიბრძვი. უკვე იმაზეც თანახმა ვარ ნუ ჩაიწერს პასპორტში და ნუ მიიღებს ბავშვი მოქალაქეობას. მძიმე შემთხვევა ვარ. gigi.gif

Posted by: Solveig 23 Jan 2011, 08:31
izabel
QUOTE
დედა უნდა იყოს ებრაელი ყველა ვარიანტში.

QUOTE
ჯერ გიურს გაავლეინებენ და მერეა ქორწინება და შვილები...ჩემი შემთხვევა სხვაინაირადაა. ასაკი არ მაძლევდა მოცდას. გიურიც ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი, და თუ გავაკეთებ მხოლოდ ბავშვის აქ ცხოვრებისთვის.

QUOTE
სახელზე ჯერ კიდევ ვიბრძვი. უკვე იმაზეც თანახმა ვარ ნუ ჩაიწერს პასპორტში და ნუ მიიღებს ბავშვი მოქალაქეობას.

გასაგებია sad.gif რთული ყოფილა აბა.
ისე, რატომღაც მგონია, რომ მამით ნახევრადებრაელისათვის საცხოვრებლად აშშ გაცილებით უკეთესი ადგილია, ვიდრე ისრაელი.

Posted by: Annabel 11 Feb 2011, 22:59
სალომეს მიწუნებს ქმარი.
არადა ლამაზ სახელად მეჩვენება biggrin.gif
ელენეზე თანახმაა.
რომ ვეკითხები რა სახელი უნდა, არ იცის.
ჰოდა მე ვიცი... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamuna_ 11 Feb 2011, 23:19
Annabel
გაირკვა სქესი? თუ რატომ მარტო გოგოს სახელები? smile.gif

Posted by: Annabel 11 Feb 2011, 23:26
tamuna_
გოგოები არიანო, იმედი მაქვს არ შეიცვლიან სქესს.

Posted by: tamuna_ 11 Feb 2011, 23:33
Annabel
QUOTE
გოგოები არიანო, იმედი მაქვს არ შეიცვლიან სქესს.

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif საყვარლები!

Posted by: Niomiro 12 Feb 2011, 00:24
ეს სახელი ხო ჩემი სუსტი წერტილია რაა, ვერა და ვერ მოვიფიქრე რა დავაქვა ჩამ ფუჩას biggrin.gif smile.gif სულ თავიდან ნიტას ვფიქრობდით, ეხლა სესილიო ან თაიაო. ნიცაზე ხალხი თავს იგიჯებს რა სახელიაო, რა უნდათ ვერ გავიგე? ისე ამბოლოდროს ნიტას უკვე ბევრ არქმევს არა?? შემოვიდა რაღაც საკმაოდ.......

Posted by: burkina-faso 12 Feb 2011, 00:27
Annabel
QUOTE
სალომეს მიწუნებს ქმარი.

მე დზალიან მელამაზება

Posted by: Annabel 12 Feb 2011, 00:55
tamuna_
2kiss.gif

Niomiro
მეც მომწონს ნიტა, კიდევ ნია.
ისე ბოლო დროს ნიცასაც არქმევენ.

burkina-faso
მეც smile.gif
რას ამოიჩემა, მაინც ვერ მოიფიქრებს ხო ვიცი და იქნებიან ელენე და სალომე biggrin.gif

Posted by: თებზი 12 Feb 2011, 17:11
ბიჭის სახელებში კიდე კარგად ვარ.
აი გოგო თუ გაჩნდა, ოჰოოო!!!
დაარქვას მამამისმა.
მე არც ერთი სახელი არ მომწონს. givi.gif

Posted by: Molly_Hartley 12 Feb 2011, 17:19
თებზი
აუ მე პირიქით vik.gif


აი ერთი ანდრია მომწონდა და ნუ ახლა უკვე ვფიქრობ, რომ არა biggrin.gif

მომაფიქრებინეთ სახელი mad.gif

თორემ რატის დავარქმევ biggrin.gif

Posted by: თებზი 12 Feb 2011, 17:28
Molly_Hartley
კონსტანტინე, კიტა, დანიელი მომწონს მე biggrin.gif

ისე მამათლისაც მშვენიერი კოკროჭინა სახელი ჰქვია biggrin.gif
გეგი biggrin.gif

Posted by: chaPPek 12 Feb 2011, 17:30
თებზი

გოგოს სახელზე გავიჭედე მეც.
ძალიან გავიჭედე, ძალიან

Posted by: regenbogen 12 Feb 2011, 17:43
khatia88
QUOTE
თეკლა

მე ვარქმევდი,გოგ რომ ყოფილიყო,ორსულობის გაგების დღიდან ამას ვიძახდი გოგოზე,მაგრამ გოდორა ბიჭი გავაჩინე biggrin.gif თან გვართან მგონი კარგად ეწყობა,თეკლა კერესელიძე rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: თებზი 12 Feb 2011, 17:45
chaPPek

mo.gif

Molly_Hartley
დადე გოგოს სახელები biggrin.gif

Posted by: Molly_Hartley 12 Feb 2011, 17:47
თებზი
არა ნუ ესე დადე არა, მაგრამ biggrin.gif

გოგოს სახელის მოფიქრება ექსპრომტადაც შეგიძლია, შეთხზავ რამეს biggrin.gif

მე ელისაბედი მომწონს mo.gif ების დაუძახებ ან ბეტის givi.gif
ლილე
ლილუ

და რავიცი, აწარმოებ რამეს ესეთს
და ბიჭზე რა უნდა ქნა biggrin.gif

Posted by: თებზი 12 Feb 2011, 18:06
Molly_Hartley
ელისაბედი დედაჩემია biggrin.gif
ლ-ებიანი სახელები არ მომწონს.
წარმოვიდგენ ვინმე როგორ დაუძახებს ლ'ილ'ეს და მაბარძგალებს mo.gif

Posted by: DOLPHIN 12 Feb 2011, 20:19
თებზი
QUOTE
კონსტანტინე, კიტა, დანიელი მომწონს მე

კიდევ კარგი, ერთი ნორმალური ვნახე. biggrin.gif
კიტა მეც მინდოდა და დათომ, ნაშაბიჭურიაო. vis.gif
ბიჭი თუ გეყოლება, შენ მაინც დაარქვი რა. smile.gif

Posted by: თებზი 12 Feb 2011, 22:23
DOLPHIN
უკვე იწიწკნის ნოდა კიტაზე biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 12 Feb 2011, 22:42
თებზი
QUOTE
უკვე იწიწკნის ნოდა კიტაზე

vis.gif
biggrin.gif
ისე საიდან გაგახსენდა, ? wink.gif
ჩემს და შენს მეტი არავისგან მსმენია თანამედროვეობაში.

Posted by: თებზი 12 Feb 2011, 23:01
DOLPHIN
არ ვიცი mo.gif
თავისით მოიტანა biggrin.gif
ერთი გაბედავს და დაარქმევს და გაპაპსავდება მერე cry.gif

Posted by: Niomiro 13 Feb 2011, 13:00
გოგოს სახელებშI მოჟნა კიდევ კირა, მოგწონთ? დავდოთ რა რამე კაიკაი სახლეები და უცხო გოგოების, ვისაც რა მოგვაფიქრდება, ცოდოები ვაართთთ smile.gif მემგონი უმრავლესობა გოგოების მომლოდინე გაჭედილები ვართ სახელებში...
* * *
მოკლედ:
ნიტა,
კირა,
თაია,
ნიცა,
თეჯი...

აბა მივუმატოთ სხვა ვერსიებიც....

Posted by: arazam 13 Feb 2011, 13:25
გოგო რო მეყოლოს დავარქმევ ნიტას ან ლილეს love.gif თუ იქამდე ყელში არ ამომივიდა biggrin.gif

Posted by: Ssalome 13 Feb 2011, 14:23
QUOTE
ცოდოები ვაართთთ  მემგონი უმრავლესობა გოგოების მომლოდინე გაჭედილები ვართ სახელებში...

სულაც არა ვარ გაჭედილი. ძალიან ჩამოყალიბებული ვარ, ეგაა ქმარს ვერ ვითანხმებ biggrin.gif

მოკლეთ მე მინდა მართა, იმას ნუცა და საბოლოოდ შეიძლება თეკლა გამოვიდეს givi.gif

arazam
QUOTE
თან ეკლესიური თან ლამაზი

თან 19 თებერვალსაა ამ წმინდანის დღე bis.gif

მარა აბა ვის ესმის...

Posted by: arazam 13 Feb 2011, 14:28
Ssalome
მართა love.gif თან ეკლესიური თან ლამაზი , მე ვერ დავარქმევ ერთი დიდი ბებია მყავდა მართა და ავი იყო biggrin.gif სუ იმისი გახსენება არ მინდა თორე ისე მომწონს ეგ სახელი

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 14:38
QUOTE
თეჯი...

ეს რა არის? drug.gif no.gif

Posted by: blblbl 13 Feb 2011, 14:48
Hektorinia
არ ვიცი მაგრამ ბავშვს სრული უფლება ექნება სასამართლოში უჩივლოს ამას თუ დაარქმევენ biggrin.gif

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 14:57
blblbl
QUOTE
სასამართლოში უჩივლოს ამას თუ დაარქმევენ biggrin.gif

მე ნამდვილად ვუჩივლებდი smile.gif

ისე, მეგობრებო, ორიგინალობის ძიებაში იკარგებიან ხოლმე ადამიანები და არ გინდათ რა... rolleyes.gif

Posted by: Ssalome 13 Feb 2011, 14:59
QUOTE
ეს რა არის?

ძალიან იშვიათი, მაგრამ just სახელია.
შეიძლება ვინმეს ერქვას აქ და " drug.gif " სმაილები მემგონი არ იქნება ლამაზი

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 15:05
Ssalome
QUOTE
just ჩვეულებრივი სახელია.


ნამდვილად ქალის სახელია? მე ყურში უფრო კაცის სახელად მესმის, თუმცა, რას გაიგებ smile.gif
მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ატარებდე "ძალიან იშვიათ" სახელს, თან ასეთ უცნაური ჟღერადობისას და ვიცი რამდენ ზედმეტ პრობლემას უქმნის ეს ადამიანს, ამიტომ მივეცი თავს უფლება მერჩია.
არა მგონია, ეს საწყენი იყოს ვინმესთვის

Posted by: chaPPek 13 Feb 2011, 15:08
Hektorinia

ჩემს მეგობარს ქვია თეჯი. ულამაზესი სახელია ჩემი აზრით, ძალიან მომწონს.
მეც არ მომწონს რაღაც სახელები,მაგრამ აქ არ ვწერ,რომ ვინმეს არ ეწყინოს,, ბევრს შეიძლება თვითონ ერქვას, ბევრის შვილს ერქვას.

არაკორექტულია.

Posted by: Ssalome 13 Feb 2011, 15:09
Hektorinia
QUOTE
ნამდვილად ქალის სახელია?

არა, კაცის სახელია, ნუ მე ვინც კი მინახავს ამ სახელი პატრონი ყველა მამაკაცი იყო.

QUOTE
არა მგონია, ეს საწყენი იყოს ვინმესთვის

საწყენად არც მე მითქვამს, უბრალოდ ვინც უკვე ატარებს ამ სახელს ალბათ არ გაეხარდებათ მსგავსი კომენტარები smile.gif

Posted by: Niomiro 13 Feb 2011, 15:12
Hektorinia
ნამდვილად ქალის სახელია და თანაც ძველ ქართული და ძალიანაც ლამაზი, ვისაც არ მოწონს კორექტულები რომ იყვნენ ნამდვილად ჯობია. და იშვიათი სახელი კიდევ არანაირად არ უქმნის ადამიანს პრობლემას, პირიქით გამორჩეულს ხდის საკმაოდ.

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 15:17
chaPPek
QUOTE
მეც არ მომწონს რაღაც სახელები,მაგრამ აქ არ ვწერ,რომ ვინმეს არ ეწყინოს,, ბევრს შეიძლება თვითონ ერქვას, ბევრის შვილს ერქვას.


ეს თემა რისთვის არსებობს?

ბოლო-ბოლო, ქალის სახელია თუ კაცის? მაინტერესებს უბრალოდ smile.gif

Posted by: chaPPek 13 Feb 2011, 15:26
Hektorinia

ქალის სახელია.

QUOTE
ეს თემა რისთვის არსებობს?


რომ ვთქვათ რომელი სახელი მოგვწონს. რომელიც არ მოგვწონს იმის თქმაც შეიძლება, მაგრამ კორექტულად, და იმის გათვალისწინებით რომ ვნმეს შეიძლება ეწყინოს-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.

Posted by: Annabel 13 Feb 2011, 15:28
Hektorinia
გოგოს სახელია.

საერთოდ მგონი სახელზე გავლენას თვითონ ადამიანი და მისი ბუნება ახდენს.
ძალიან ცუდად და უცხოდ მხვდებოდა ძველი სახელები, მაგრამ გავიცანი ადამიანები, რომელთაც ჰქვიათ ვაჩე და თორღვა, არაჩვეულებრივი პიროვნებები არიან, ამ სახელებისადმიც რაღაც კარგად განვეწყვე.თუმცა, იგივე სახელები, რომ რქმეოდათ ჩემთვის მიუღებელ ადამიანებს, ისევ ძველი დამოკიდებულება მექნებოდა ამ სახელებისადმი.

Posted by: blblbl 13 Feb 2011, 15:29
Niomiro
QUOTE
არანაირად არ უქმნის ადამიანს პრობლემას, პირიქით გამორჩეულს ხდის საკმაოდ

ძალიან ხშირად გამორჩეულს იმ მხრივ ხდის რომ დასცინიან,სკოლაში და ბაღში უმეტესობას.დიდობაში შეიძლება არ შექმნას პრობლემა მაგრამ მაგ ასაკში ქმნის,ეგ კი ისეტი ასაკია ცოდოა ბავშვი.


რავიც ჩემი აზრიტ იმის გამო რომ გამორჩეული სახელი ერქვას შვისლ და გიხაროდეს,მომავალში პრობლემები არ უნდა შეუქმნა.
QUOTE
არა, კაცის სახელია, ნუ მე ვინც კი მინახავს ამ სახელი პატრონი ყველა მამაკაცი იყო.

QUOTE
ნამდვილად ქალის სახელია

biggrin.gif

Posted by: xatika 13 Feb 2011, 15:36
QUOTE
blblbl

გეთანხმები, მე პირადად მყავს არაჩვეულებრივი მეგობარი რაჟდენი ქვია ახალგაზრდა სიმპატიურ ბიჭს და რაჯის უძახიან ისეთი დაკომპლექსებულია, ბავშვობიდან ვერ ვიტან ჩემ სახელსო sad.gif რაჟდენი უცხო სახელია არადა თან ძველი ქართული ..
biggrin.gif ამიტომ ჩემი ბავშვის სახელის შერჩევისას ბევრს ვფიქრობ არ მინდა ჩემმა არჩევანმა ბავშვობა დაუმახინჯოს.. ჯობია გავრცელებული სახელი ერქვას ვიდრე ვიღაცამ დაცინოს რაჟდენივით და შეძულდეს თავისი სახელი,,, ასეთია ჩემი აზრი..

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 15:37
chaPPek
Annabel

ძალიან უცხო ჟღერადობა აქვს, უფრო კაცის სახელს ჰგავს, მე ვერ აღვიქვამ ქალის სახელად და მომკალით თუ გინდათ

QUOTE
მგონი სახელზე გავლენას თვითონ ადამიანი და მისი ბუნება ახდენს.

კი, ნამდვილად ასეა, თუმცა მე არ ვისურვებდი მქონდეს იშვიათი და ამავე დროს ძალიან უცნაური სახელი. მოკლედ, გემოვნების ამბავია

Posted by: nino877 13 Feb 2011, 15:39
arazam
QUOTE
მართა

მიყვარს ეგ სახელი
თინა მომწონს ოღონდ თიკოს არ დავუძახებ
თამარი
ტაშა -ანუ ნატაშა და აუცილებლად მეყოლება პატარა ტაშა smile.gif

Posted by: Annabel 13 Feb 2011, 15:44
იქნებ სჯობდეს ყველამ საკუთარ შვილებს ვასწავლოთ, რომ დაცინვა დასაგმობი საქციელია.
მერე აღარ მოგიწევდათ ხანგრძლივი ფიქრი იმაზე, რომ რაღაც სახელი მოგწონთ და არ იცით დაარქვათ თუ არა, ვაითუ დასცინონ.

Posted by: blblbl 13 Feb 2011, 15:50
Annabel
რაც არ უნდა ასწავლო სკოლა ბაღი ისეთი რამეა მასე ხდება sad.gif

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 15:59
Annabel
სახელი მარტო სკოლაში და ბაღში ხომ არ ქვია, ადამიანს?!
ის, რომ ბავშვობაში ვიღაცამ შეიძლება დაგცინოს სახელის გამო, ეს მხოლოდ ერთი მხარეა ამ პრობლემის. და დაცინვას როდის მიშლიან ბავშვები, არ ვიცი, ამას არ უშველის აღზრდს მეთოდების შეცვლა.
სახელი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ადამიანმა, უნდა მოიხდინოს, უნდა უყვარდეს, უნდა ეამაყებოდეს კიდეც, მე უ მკითხავთ. ამიტომაცაა რთული სახლის არჩევა სხვისთვის, შეიძლება შენ ძალიანაც მოგწონს, მაგრამ შვილს აღარ მოეწონოს, როცა გაიზრდება.
ჩემს ოჯახში ქვია ერთ ადამიანს უცნაური სახელი, არ დადის ბაღში! 60 წლისაა! და ვერ იტანს საკუთარ სახელს. როცა ეკითხებიან, ეს ასე კი არ პასუხობს - "მე მქვია ესა და ეს", არამედ იწყებს ამბის მოყოლას, როგორი უცნაური სახელით დააჯილდოვეს ორიგინალურმა მშობლებმა. ამ დროს, ძლიერდება მსმსნელის ცნობისმოყვარეობა და გამალებით ეკითხებიან: - და მაინც, რა გქვიათ ასეთი???
-ზენური!
-ზენორი? - ზონერი? ზონარი?
საბრალო, მეცოდება ხოლმე ამ დროს sad.gif

პ.ს. ჩემი დედამთილია, ძალიან კარგი ქალია, უნაზესი და ულამაზესი და ასეთი არაადეკვატური ბგერათწყობა მართლა არ უხდება!

Posted by: EXHALATING 13 Feb 2011, 16:05
გოგოს სახელები
სესილი
ვიქტორია
ანა და არა ანი
ნატალია
კესანე


Hektorinia
blblbl
QUOTE
რაც არ უნდა ასწავლო სკოლა ბაღი ისეთი რამეა მასე ხდება sad.gif

აქ არც ბაღია და არც სკოლა და არც ჩვენ და თქვენ ხართ ბავშვები
და ეს drug.gif სმაილი, უიმეეე და სასამართლოში ჩივილი რას დავაბარალოთ

Posted by: blblbl 13 Feb 2011, 16:08
EXHALATING
სმაილი მე არ მეხება და სასამართლოში ჩივილს რაც შეეხება ხუმრობა ესმის ხალხს მგონი და დაცინვისგან არჩევს.

Posted by: EXHALATING 13 Feb 2011, 16:09
blblbl
QUOTE
ა სასამართლოში ჩივილს რაც შეეხება ხუმრობა ესმის ხალხს მგონი და დაცინვისგან არჩევს.

კაი

Posted by: Annabel 13 Feb 2011, 16:24
Hektorinia
იქნებ სწორედაც ბავშვობისდროინდელი კომპლექსია, რომ ასე ვერ იტანს თავის სახელს.
და ეს კომპლექსი ასე უბრალოდ არ ჩნდება, გარშემომყოფთა დანაშაულია.


მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი აღზრდის ამბავია, შვილს უნდა შთაუნერგო, რომ არავის არაფრის გამო არ უნდა დასცინო და რაც მთავარია, პირველ რიგში მისთვის მაგალითი მშობლები და ოჯახის წევრები უნდა იყვნენ.
აღარ იმოქმედებს მერე ბაღი, სკოლა და სხვა ბავშვები. გასისხლხორცებული უნდა ჰქონდეს, რომ აზრადაც არ გაივლოს მსგავსი რამ.

Posted by: Niomiro 13 Feb 2011, 17:40
blblbl Hektorinia

QUOTE
ძალიან ხშირად გამორჩეულს იმ მხრივ ხდის რომ დასცინიან,სკოლაში და ბაღში უმეტესობას.დიდობაში შეიძლება არ შექმნას პრობლემა მაგრამ მაგ ასაკში ქმნის,ეგ კი ისეტი ასაკია ცოდოა ბავშვი.


ამაზე მგონი კარგად გიპასეხეს Annabel -მა და
QUOTE
იქნებ სჯობდეს ყველამ საკუთარ შვილებს ვასწავლოთ, რომ დაცინვა დასაგმობი საქციელია.

EXHALATING -მა
QUOTE
აქ არც ბაღია და არც სკოლა და არც ჩვენ და თქვენ ხართ ბავშვები
და ეს  სმაილი, უიმეეე და სასამართლოში ჩივილი რას დავაბარალოთ


დასაცინი არცერთი სახელი არაა, და ამაზე კამათი კიდევ ზედმეტია, მე ეს მომწონს შენ ის, სხვას ის... როგორ შეიძლება უტაქტობსიუ გამოჩენა და უიმე ეს რა სახელია, ქალია თუ კაცი, და ამას თუ ბავშვს დაარქმევ, დაიჩაგრება არა ტოროლა კიდე....
ზუსტადაც რომ გამორჩეულს ხდის, და დაიმკვირდებს თავის ადგილს. უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ ყველა მოიჩვეულია, ნინი თატა ფათი ფუთა სახელებს და უცხოს გაიგებენ და ეგრევე უიამე აღმოხდებათ. რო კიტხოთ სიახლეს ეძებენ , მაგრამ სიახლისთვის მაინც არ არიან მზად უმარავლესობა და ცოტა არაკორექტული კომენტარების ცვენა მოდის....

Posted by: blblbl 13 Feb 2011, 17:42
Niomiro

შვილი შენია რაც გინდა ის დაარქვი ,აზრის გამოთქმის უფლება კი ყველას აქვს შეირაცხყოფა არ მიმიყენიბია არავიოსთვის.ხუმროობის და დაცინვის გარჩევა თუ არ იცით ან განსხვავებულია ზრი არ მოგწონთ ეგ თქვენი პრობლემაა.მე მოვრჩი ამ თემაზე ,თუ გინდა სკამი და მაგიდა დაარქვით biggrin.gif

Posted by: Hektorinia 13 Feb 2011, 18:04
Niomiro
მე არ ვიცი, რატომ მიიღეთ ჩემი პოსტი დაცინვად. მე გავიოცე, ძალიან გავიოცე ის სახელი. ამის უფლება მაქვს. და ამდენი გარჩევა აღარაა მგონი საინტერესო არავისთვის . არაკორექტული, უტაქტო და ასეთ ეპითეტებს არ მივიღებ!

და, ისე, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილით ვარქმევთ სახელებს ჩვენს შვილებს და არა აქ განხილული არაკორექტული და კიდევ უტაქტო ადამანების მოსაზრებებით!!!

ასე რომ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!
გმადლობთ ყურადღებისთვის!

Posted by: versace 13 Feb 2011, 18:37
მე პაწაწინა გოგონას ველოდები სავარაუდოდ 2ივნისისათვის user.gif ანასტასიას დარქმევას ვფიქრობ smile.gif თან გვარსაც უხდება ანასტასია პაიჭაძე

Posted by: Annabel 13 Feb 2011, 18:39
versace

QUOTE
ანასტასია პაიჭაძე


ნათესავი მყავს ამ სახელისა და გვარის მატარებელი.

Posted by: Niomiro 13 Feb 2011, 18:55
ხუმრობას და დაცინვას რასაკვირველია ყველა არჩევს. და დაცინვად კიდე არავის არ მიუღია აქ არაფერი. და სხვათაშორის არც სკამის და მაგის დარქმევას აპირებს ვინმე, თეჯი მგონი სკამის და მაგიდისგან ძაან შOრსაა.

არაკორექტულობაც არ ესმით აქ როგორც ჩანს რას ნიშNავს! და სწორი შენიშვნა რომ ამტემაზე უაზრობაა ემოციების გამოხატვა, ათასი ადამიანია და ათასი აზრი, და ყველას მისებური გემოვნება აქვს

Posted by: sesililu 13 Feb 2011, 19:15
ჩემს ძმას, ზეზვა ჰქვია


მამას სურდა და დაარქვა.


15 წლის არის და წამით არ ჰქონია კომპლექსი მისი სახელის გამო.

tongue.gif

Posted by: upwave 13 Feb 2011, 22:34
შეიძლება დღეს ძალიან მოდური სახელი, ხვალ უცხოდ ჟღერდეს, იგივე რაჟდენისა არ იყოს.
25-30 წლის წინ ამ სახელზე ალბათ არავის ეცინებოდა.
წინასწარ ნამდვილად ვერ გათვლი, მომავალში ვის რა სახელი გაუკვირდება.
დედაჩემი ყვება ხოლმე, როგორ უკვირდა ხალხს დაახლ. 40 წლის წინ, თავისი ბიძაშვილის სახელი, ჩვენთვის ამჟამად ძალიან ნაცნობი-ეკა.
რომ იგებდნენ, სულ იმას გაიძახოდნენ, რა სახელია ეკაო smile.gif
3 წლის წინ მარიტასთვის სწირედ რომ ნიცას ან ნიტას დარქმევა მინდოდა, მაშინ ჩემს ირგვლივ არც არავის ერქვა ეს სახელები, მაგრამ ეხლა საკმაოდ ბევრს ჰქვია.
ამიტომ მე პირადად (და ალბათ თქვენც), რა თქმა უნდა არავის ვაქცევ ყურადღებას და ჩემ შვილებს ვარქმევ იმას, რაც მე მომწონს (ქმარში გამიმართლა: ,,უარ არაფერზე ამბობს" biggrin.gif)

Posted by: tamuna_ 13 Feb 2011, 22:50
upwave
QUOTE
3 წლის წინ მარიტასთვის

მარიტა ჰქვია? love.gif მომწონს ძალიან ეს სახელი.
და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვა. ჩემი ბიჭიც 3 წლისაა და მეორეს ჯერ არ აპირებ? biggrin.gif მაპატიეთ უკვე თითქმის ყველა თემაში რომ დავსვი ეს შეკითხვა, მაგრამ მართლა მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, ვისაც ჩემხელა შვილი ჰყავს smile.gif
* * *
Annabel
QUOTE
საერთოდ მგონი სახელზე გავლენას თვითონ ადამიანი და მისი ბუნება ახდენს.

+1

ეხლა გადავიკითხე აქ რა დისკუსიები და "გარჩევები" ყოფილა smile.gif არადა რა გულით გავხსენი ეს თემა რომ მახსენდებააა biggrin.gif მეც სახელს ვარჩევდი მაშინ, მაგრამ დიდად საბოლოოდ არც არავის აზრი გავითვალისწინე, თუმცა მსიამოვნებდა თუ არჩევანს მიწონებდნენ smile.gif ასე რომ ჩემი მოკრძალებული რჩევაა: უაზრობებზე ნერვებს ნუ იშლით smile.gif რა სახელიც გიხარიათ საკუთარი შვილისთვის ის დაარქვით, რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას ფიქრობს wink.gif

Posted by: upwave 13 Feb 2011, 23:43
tamuna_
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვა. ჩემი ბიჭიც 3 წლისაა და მეორეს ჯერ არ აპირებ?  მაპატიეთ უკვე თითქმის ყველა თემაში რომ დავსვი ეს შეკითხვა, მაგრამ მართლა მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, ვისაც ჩემხელა შვილი ჰყავს 

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მე მეორე მყავს უკვე yes.gif
სწორედაც მარიტაა მეორე და უტასა და მას შორის სხვაობა ზუსტად 3 წელია smile.gif
მგონი დროა, რატომაც არა 2kiss.gif

Posted by: tamuna_ 13 Feb 2011, 23:50
upwave
QUOTE
ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მე მეორე მყავს უკვე yes.gif სწორედაც მარიტაა მეორე და უტასა და მას შორის სხვაობა ზუსტად 3 წელია smile.gif

უი smile.gif გასაგებია 2kiss.gif მადლობა wink.gif

Posted by: Annabel 13 Feb 2011, 23:52
tamuna_
ეხლა რომ გადაწყვიტო მეორე თითქმის ჩემსავით გამოგივა სხვაობა.
თუ გინდა ორს ერთად გისურვებ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamuna_ 13 Feb 2011, 23:56
Annabel
QUOTE
ეხლა რომ გადაწყვიტო მეორე თითქმის ჩემსავით გამოგივა სხვაობა. თუ გინდა ორს ერთად გისურვებ

biggrin.gif biggrin.gif არა, დიდი მადლობა biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Niomiro 14 Feb 2011, 00:10
tamuna_
QUOTE
ნერვებს ნუ იშლით  რა სახელიც გიხარიათ საკუთარი შვილისთვის ის დაარქვით, რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას ფიქრობს 


რათქმაუნდა მართალი ხარ, უბრალოდ ბევრი თავს ვერ იკავებს ემოციებისგან... (უიმე ეს რა სახელია, დაა.შ.) და არაა ნამდვილად სასიამოვნო.


Posted by: Annabel 14 Feb 2011, 00:13
tamuna_
არა ხო?
კაი givi.gif
მაშინ რამდენიც გინდოდეს და როცა გინდოდეს 2kiss.gif

Posted by: gvants 14 Feb 2011, 00:13
მარიამი მომწონს, ნუცა და ამ ბოლო დროს ეკატერინე
ოღონდ ეკა არა, ეკატერინე

ბიჭის სახელზე ვიჭრები ძალიან, მე ბევრი მმწონს, მეუღლეს მგონი არცერთი

Posted by: tamuna_ 14 Feb 2011, 00:18
Niomiro
QUOTE
რათქმაუნდა მართალი ხარ, უბრალოდ ბევრი თავს ვერ იკავებს ემოციებისგან... (უიმე ეს რა სახელია, დაა.შ.) და არაა ნამდვილად სასიამოვნო.

მართალი ხარ, მაგრამ ეგეც უნდა დაიკიდო wink.gif
Annabel
QUOTE
არა ხო? კაი givi.gif მაშინ რამდენიც გინდოდეს და როცა გინდოდეს 2kiss.gif

biggrin.gif გაიხარე 2kiss.gif

Posted by: Solveig 15 Feb 2011, 19:52
Niomiro
QUOTE
თეჯი მგონი სკამის და მაგიდისგან ძაან შOრსაა.


მე თეჯირი მახსენდება ხოლმე smile.gif

თეჯირი არის ფარდიანი და რიკულებიანი ხის ჩარჩო, რომელსაც თეატრში იყენებენ დეკორაციად-სივრცის გამოსაყოფად. smile.gif)))

ეს ისე....biggrin.gif
ძველი სახელიაო და რა ვიცი, ისტორიაში ან თუნდაც ეპიგრაფიკაში არის მოხსენიებული ვინმე ქართველი ქალი, სახელად თეჯი? ირონიის გარეშე მაინტერესებს.,..
დარეჯანი, ნინო, ქეთევანი, თამარი, თინათინი, დედისიმედი, მარიამი, ბორენა, შორენა, ანასტასია, ნანა, მაკინე, მართა, მაია, რუსუდანი (რუსა), თეკლე, თეონა, გულჩინა, ბარბარე, ხორეშანი, ეფემია გამიგია, როგორც ისტორიული პირები...თეჯი პირველად გავიგე ლადო ბურდულის ინტერვიუდან-მის შვილს რქმევია ასე და იმანაც ასე თქვა "ძველი ქართული სახელიაო".

ისე, ჩემი ჩამოთვლილებიდან არცერთი არაა ქართული სახელი. ქართულებია მაყვალა, მზევინარი, მზეონა, თეთრო, ნათელა (ნათია)...

Posted by: Antigone 15 Feb 2011, 19:55
Solveig
QUOTE
თეჯი პირველად გავიგე ლადო ბურდულის ინტერვიუდან-მის შვილს რქმევია ასე და იმანაც ასე თქვა "ძველი ქართული სახელიაო".

რა პრობლემაა მერე, რითი არაა ლადო ბურდული პირველწყარო?! boli.gif

Posted by: Solveig 15 Feb 2011, 19:56
Antigone
QUOTE
რითი არაა ლადო ბურდული პირველწყარო?!

კაცო, მე ის მაინტერესებს, რატომაა ძველი ქართული სახელი smile.gif ლადო ბურდული რაღა ძველია- სამოციან წლებშია დაბადებული.

Posted by: Niomiro 15 Feb 2011, 20:08
Solveig
მე სახელების წიგნშI მაქვს ნანახი, და ვერარ მივაგენი ეხლა იმ წიგნს, ძალიან ძველი წიგნი მქონდა.... დენიკინის დროინდელი

Posted by: isida8 15 Feb 2011, 20:29
მესამე თუ გოგო მეყოლება ელზას დავარქმევ

fig.gif

Posted by: Nila 15 Feb 2011, 21:12
გოგოებო, ლივია არ მოგწონთ? ან ნაინა. დარწმუნებული ვარ საქართველოში ჯერ არავის ქვია .

Posted by: burkina-faso 16 Feb 2011, 12:43
QUOTE
ბორენა, შორენა

ბორენა ქართულია და ამ სახელიდან წარმომდგარია შორენა, თუმცა მე უფრო პირველი მომწონს

Posted by: tamuna_ 16 Feb 2011, 22:19
QUOTE
ბორენა

მართლა პირველად გავიგე :| ისევე როგორც თეჯი

Posted by: ქეთუ 16 Feb 2011, 22:57
Nila ნაინა მომწონს, გამიგია სადღაც და ვერ ვიხსენებ სად... smile.gif

Posted by: Solveig 16 Feb 2011, 23:16
ქეთუ
QUOTE
ნაინა მომწონს, გამიგია სადღაც და ვერ ვიხსენებ სად..

რუსლან და ლუდმილაში ჰქვია ბოროტ ჯადოქარ ქალს smile.gif...და კიდევ, ბორის ელცინის ცოლს ერქვა..

tamuna_
ბორენა ერქვა საქართველოს დედოფალს-ბაგრატ მეოთხის ცოლს, დავით აღმაშენებლის ბებიას.
ოსი იყო და სახელი "ბორენაც" ოსური უნდა იყოს ალბათ...წაბლისფერთმიანს ნიშნავს.
ბორენა დედოფალი პოეტიც იყო.

Posted by: tamuna_ 16 Feb 2011, 23:26
Solveig
QUOTE
ბორენა ერქვა საქართველოს დედოფალს-ბაგრატ მეოთხის ცოლს, დავით აღმაშენებლის ბებიას. ოსი იყო და სახელი "ბორენაც" ოსური უნდა იყოს ალბათ...წაბლისფერთმიანს ნიშნავს. ბორენა დედოფალი პოეტიც იყო.

გაიხარე შენ biggrin.gif

Posted by: Neno_ 16 Feb 2011, 23:47
ქეთუ
Solveig
QUOTE
ნაინა

QUOTE
ნაინა მომწონს, გამიგია სადღაც და ვერ ვიხსენებ სად...


და კიდე გოჩა მანველიძის რომანში - "მგლები" - ჰქვია ერთ გმირს mo.gif














givi.gif


Posted by: Solveig 17 Feb 2011, 01:11
Neno_
QUOTE
გოჩა მანველიძის რომანში - "მგლები" -

ეგ კი აღარ ვიცოდი biggrin.gif

Posted by: Goddess 17 Feb 2011, 09:51
-----------------------------------------------------------------------------

Posted by: Nila 17 Feb 2011, 22:11
QUOTE
რუსლან და ლუდმილაში ჰქვია ბოროტ ჯადოქარ ქალს ...და კიდევ, ბორის ელცინის ცოლს ერქვა..

არ ვიცოდი.. სხვათა შორის, ნაინა ინდური სახელია და თვალებს ნიშნავს

Posted by: Tak 18 Feb 2011, 01:24
მე რატომ დავარქვი სანდრო smile.gif

მთელი ცხოვრება მინდოდა რომ ბიჭი თუ მეყოლებოდა ყოფილიყო სანდრო.
მერე გავიცანი ლექსო, ტრალი ვალი და ...
ლექსო არის ალექსანდრე და როცა ასე ეცნობა ვინმეს, რატომღაც ეგრევე სანდროთი მიმართავენ და ვერ იტანს, ეზიზღება.
ამის გამო გადავწყვიტე რომ სანდროს არ დამარქმევინებს პონტიათქო და მივედი სახლ ლუკამდე.
თუმცა თან არ მინდოდა, მეთქი ვინმემ რო "ლ"უკა დაუძახოს მოვკვდებითქო : ))

მერე ერთხელ გაიღადავა ლექსომ რო მოდი ლექსო დავარქვათო და მეთქი ლექსო არა მარა თუ გინდა ალექსანდრე დავარქვათთთო ჯუნიორის პონტში და ოღონდ სანდროს დავუძახებთთქო და გაგიჟდა ისე მოეწონა იდეა და კაიო eek.gif

ასე მარტივად smile.gif

ისე მომწონს ლუკა და ანდრია, - ბიჭის სახელებიდან და

ნუცა ერქმევა გოგოს რომ მეყოლება.
კესო მომწონს კიდე მაგრამ რაღაც მოგონებების გამო უშანსობაა biggrin.gif


Posted by: Molly_Hartley 23 Feb 2011, 12:42
დაჩი
გააბრიელ
ელია
თომა
ილია
რატი
ალექსანდრე
იოანე

ესაა ჩემი კომენტარი bis.gif

კიარადა, გავიჭედე აქ მოკლედ,
აქედან ამომრჩევი მე არ ვარ სახელის givi.gif

თქვენ რას ფიქრობთ ? tan.gif

Posted by: nino_ninuciii 23 Feb 2011, 13:02
QUOTE
ილია

რატომღაც არავინ აღარ არქმევს ჩემ ძმას ჰქვია და მე ძალიან მომწონს
QUOTE
დაჩი
გააბრიელ

QUOTE
ალექსანდრე

ესენი ძალიან მომრავლდა.
QUOTE
რატი

ამას ჩემი ქმარი არქმევს ბიჭი როცა გვეყოლება biggrin.gif

Posted by: xatika 23 Feb 2011, 13:07
საბა , სანდრო, ლუკა, ილია . მე 4 სახელზე ჩამოვედი smile.gif როგორც იქნა.

Posted by: white-boo 23 Feb 2011, 13:52
Tak
როგორ ყველაფეირ ემთხვევაsmile.gif))მთელი ცხოვრება მინდოდა ნიკუშა,ლუკაც ძაან მომწონდა.
ორსულობის დროს ამოვიკვიატე ანდრია და ლუკა.ჩემ ქმარსაც ლექსო ქვია(ნუ ალექსანდრე,მარა ლექსოს
\ვეძახით).სანდროც ძაან მომქონდა და მომწონს მარა მამა-შვილი ალექსანდე არ მინდოდა...
ბოლოს ლუკა ან ნიკა,ლექსომ მითხრა ვინმემ "ლ"უკა რომ დაუძახოს ხო თავი წავაძრეო smile.gif))
და დილით რომ გავიღვიძე საკეისროს მერე არც ვიცოდი თუ უკვე სახელი ერქვა და ნიკოლოზი დაურქმევიაsmile.gif
გოგოზე მეც ნუცა მინდა

Posted by: კორდელია 23 Feb 2011, 15:28
QUOTE
ლექსომ მითხრა ვინმემ "ლ"უკა რომ დაუძახოს ხო თავი წავაძრეო


ვეღარ დაგვირქმევია მაშინ
,,ლ"ევანი
,,ლ"ადო
ი,,ლ"ია
,,ლ"ექსო,
,,ლ"აშა და ა.შ

Posted by: kesooo 23 Feb 2011, 16:31
მე მთავაზობდნენ ძალიან საინტერესო სახელებს : ))) როგორიცაა

შიო
გამრიელი
ნოე
და კიდე რავიცი =)))) სალხში ალიაქოთი მქონდა : ))) ჩემი ქმარიც მხარს უჩერდა უმრავლესობას და კინაგამ გადმოვეკიდე მე5 სართულიდან : )))
ეხლა დაჩი აქ აკვიატებული ჩემს ქმარს და მეც ავიკვიატე : ))) რომ მახსენდება შიო და ადამი და მსგავსი რაგაცეები=))biggrin.gif:D:D lol.gif
არა და როგორ მინდოდა ანდრეა დამერქვა sad.gif

Posted by: arazam 23 Feb 2011, 20:36
Molly_Hartley
QUOTE
დაჩი

QUOTE
თომა

love.gif love.gif love.gif love.gif
დაჩი მყავს უკვე და თომაც მინდა მყავდეს biggrin.gif

Posted by: Tak 24 Feb 2011, 00:03
white-boo

ლოლ givi.gif

მაგრამ მე მაინც ვფიქრობ არ გამიძლებს მეორეზე გული და დავარქმევ ლუკას biggrin.gif

თU "რატიმ" არ გადამიბირა : )))))))

ნუცა - გარდაუვალია

Posted by: nanana 24 Feb 2011, 01:19
ნენო გარცხვენ როგორც არასდროსbiggrin.gif ირმის კატლეტი ძალიან გემრიელი გამოდგაbiggrin.gif

Posted by: burkina-faso 24 Feb 2011, 01:27
arazam
QUOTE
დაჩი მყავს უკვე და თომაც მინდა მყავდეს

აუ რა მაგარიააააააა. რამდენიმე სახელი მოგვწონს ოჯახში: მათე, ბაქარი, გაბრიელი, თომა, ანდრია, რატი, ლაზარე, ხოდა ვერ ამომერჩია, გუშინ ჩემს მკურნალთან ვიყავი, მითხრა ბავშვი გადასარევად არის, უკეტესს ვერ ინატრებ ისეთი კარგი და ჟკვიანი იქნებაო, საოცრად გამიხარდა და უცებ მომინდა ამ სახელებიდან თომა დამერქვა. ახლა 5 თვის ორსული ვარ და ზუსტად ვიცი რომ აღარ გადავთქვამ, მითუმეტეს რომ მეუღლესაც მოსწონს, ხოდა ასეც ვეძახი უკვე baby.gif love.gif
გოგოების სახელებიდან თაია ძალიან მომწონს, ასე მგონია ნაზ და ლამაზ გოგოს უნდა ერქვას აუცილებლად

Posted by: Molly_Hartley 24 Feb 2011, 14:36
არის, ასრულდა ოცნება! bis.gif

საოჯახო კრების შემდეგ გუშინ გადაწყდა საბოლოოდ
და ისე მიხარია სახელით რომ მივმართავ აწი

დებილივით tan.gif

Posted by: xatika 24 Feb 2011, 14:42
Molly_Hartley გილოცავთ smile.gif იმედია მეც გადავწყვიტავ მალე , თორე 2 სახელს ხო არ დავარქმევ. და რა გადაწყდა საოჯახო კრების შედეგად ?

Posted by: Molly_Hartley 24 Feb 2011, 14:43
xatika
ალექსანდრე user.gif და ნუ სანდროს დავუძახებთო biggrin.gif
მამამისმა გაიტანა მაინც თავისი biggrin.gif და ნუ მეც მომწონს
თან დამპირდა მეორეს შენ შეურჩიე რაც გინდა, თუ გინდა დანიელი დაარქვიო,
არ მოწონდა ეს დანიელი ძაან biggrin.gif

მოიფიქრებ შენც ჩემსავით,
რაღაც ექსპრომტად დამარტყა გუშინ თავში რომ კარგი იყოს ეგ თქო biggrin.gif
აქამდე 6 სახელი მქოდა შერჩეული vis.gif

სავარაუდო სახელები გაქვს?

Posted by: kesooo 24 Feb 2011, 16:56
Molly_Hartley
ვაიმე როგორ მომწონს მე სანდრო და ანდრო biggrin.gif კაი სახელია ძააან love.gif

Posted by: xatika 24 Feb 2011, 17:15
Molly_Hartley
არაჩვეულებრივი არჩევანია love.gif მე 4 მდე დავიყვანე სახელები : საბა, ლუკა , სანდრო , ილია

Posted by: white-boo 25 Feb 2011, 20:12
Tak
ხო მეც თუ მეყოლა კიდე ბიჭი ლუკას დავარქმევ ალბათ biggrin.gif
მეორე გოგო ძაან მინდა მაგრამ რაღაც გული მიგრძნობს რომ
გოგო არ მეყოლება sad.gif(
კორდელია
მეც ეგ ვუთხარი,მარა რამე მიზეზი ხო უნდა ეტქვა biggrin.gif

Posted by: burkina-faso 25 Feb 2011, 20:32
xatika
QUOTE
საბა,

მეც ძალიან მომწონდა ეს სახელი ბავშვობიდან, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ ბევრს ქვია და კიდევ არქმევენ, თანაც განმარტება არ მომეწონა ("თავისუფლებას მოკლებული"), ლუკაც უამრავს ქვია, სანდრო ახლა მოდური გახდა და ბევრი აპირებს დარქმევას, ამიტომ ზომოთ შენი ჩამოთვლილებიდან მე ილიას გირჩევ, იშვიათიცაა და ლამაზიც. (ცუდათ არ გამიგო... smile.gif )

Posted by: imichael 12 Mar 2011, 19:14
ნიტა
ტუსია (tusja)

ამ სახელებზე რა იცით? love.gif
და რას ნიშნავენ?

Posted by: Solveig 12 Mar 2011, 19:25
imichael
ნიტა არის შემოკლებული ფორმა, სახელისა "ტანიტ", რაც ფინიკიურად ნიშნავდა მთვარეს.
პირველად ტიციან ტაბიძემ დაარქვა თავის შვილს ტანიტი, მოფერებით-ნიტა და აქედან გავრცელდა.

ტუსია არაფერს არ ნიშნავს. მოფერებითი ფორმაა სახელისა "ნატალია"-ნატო-ნატუსი-ტუსია.

Posted by: Niomiro 12 Mar 2011, 19:38
QUOTE
პირველად ტიციან ტაბიძემ დაარქვა თავის შვილს ტანიტი, მოფერებით-ნიტა

ვგრძნობდი რომ რაღაც პოეტური უნდა ყოფილიყო ისე ჟღერს smile.gif

Posted by: imichael 13 Mar 2011, 00:42
Solveig
ამ სახელების დარქმევა ოფიციალურად შეიძლება? love.gif
ოფიციალურად ბავშვზე ნიტა ან ტუსიას დარქმევა. ძალიან ლამაზი სახელებია love.gif

Posted by: blblbl 13 Mar 2011, 00:43
imichael
კი ნებისმიერ სახელს ჩაგიწერენ მოწმობაში

Posted by: Solveig 13 Mar 2011, 01:20
imichael
QUOTE
ოფიციალურად ბავშვზე ნიტა ან ტუსიას დარქმევა. ძალიან ლამაზი სახელებია

რავი, ალბათ კი..

მაგრამ ტუსია რატომ უნდა დაარქვა ბავშვს..არ მესმის, მომკალი smile.gif

Posted by: Niomiro 13 Mar 2011, 13:22
imichael
როგორ არ შეიძლება, ვინ უნდა აგიკრძალოს, მე მაგალიტად ვარქმევ ნიტას და ვისაც რა დაურქმევია არასდროს პრობლემა არ შეწქმნია მოწმობაშI ჩაწერისას. მთავარია შენი სურვილი და რასაც გინდა იმას ჩაგიწერენ..


Posted by: Annabel 13 Mar 2011, 13:31
Niomiro
QUOTE
ნიტა

როგორ მომწონს, მაგრამ ქმარი აჯანყდა ნიტა და ნია რომ ვახსენე, ბავშვებს ერთნაირი სახელები ერქმევათ,ავიბნევით მიმართვისასო biggrin.gif
ნიკა, ნიტა და ნია მეყოლებოდა givi.gif

Posted by: ქეთუ 13 Mar 2011, 14:17
QUOTE (Annabel @ 13 Mar 2011, 13:31 )
Niomiro
QUOTE
ნიტა

როგორ მომწონს, მაგრამ ქმარი აჯანყდა ნიტა და ნია რომ ვახსენე, ბავშვებს ერთნაირი სახელები ერქმევათ,ავიბნევით მიმართვისასო biggrin.gif
ნიკა, ნიტა და ნია მეყოლებოდა givi.gif

მაგარი იქნება biggrin.gif მომწონს ხოლმე მსგავსი სახელები რო ქვიათ baby.gif

Posted by: Niomiro 16 Mar 2011, 01:07
Annabel
ქეთუ
მეც მომწონს და ბიჭი რომ მეყოლება ეს გარდაუვალია რომ ნიკა ერქმევა. (ბავშვობიდან ჩაციკლული ვარ ამ სახელზე) ნიკა, ნიკოლოზი) ხოდა იქნებიან ნიტა და ნიკა biggrin.gif

Posted by: Vivo per Lei 16 Mar 2011, 09:23
burkina-faso
QUOTE
მეც ძალიან მომწონდა ეს სახელი ბავშვობიდან, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ ბევრს ქვია და კიდევ არქმევენ, თანაც განმარტება არ მომეწონა ("თავისუფლებას მოკლებული"), ლუკაც უამრავს ქვია, სანდრო ახლა მოდური გახდა და ბევრი აპირებს დარქმევას, ამიტომ ზომოთ შენი ჩამოთვლილებიდან მე ილიას გირჩევ, იშვიათიცაა და ლამაზიც. (ცუდათ არ გამიგო...)


"თავისუფლებას მოკლებული" "ტყვის" მნიშვნელობითააsmile.gif და სახელის მქონე მოღვაწეების ცხოვრებიდან გამომდინარე ისტორიის განმავლობაში შეიძინა ასეთი სიმბოლური მნიშვნელობა. კიდევ ნიშნავს "მოხუცს", მხცოვანის მნიშვნელობით, დაგუგლე აბაsmile.gif

ადამიანები თავის სახელებს ემსგავსებიანო და მაგან შეგაშინათ? smile.gif

Posted by: მარიამი 16 Mar 2011, 09:33
მამაჩემის სახელი მინდა დავარქვა და ქმარს როგორ შევაპარო ეგ ამბავი არ ვიცი biggrin.gif გამომივა ვითომ რამე?

Posted by: Vivo per Lei 16 Mar 2011, 09:36
მარიამი
QUOTE
მამაჩემის სახელი მინდა დავარქვა და ქმარს როგორ შევაპარო ეგ ამბავი არ ვიციგამომივა ვითომ რამე?

ჯერ გვითხარი რა ქვია მამას gigi.gif 2kiss.gif

Posted by: No Regrets 16 Mar 2011, 09:51
http://forum.ge/?f=29&showtopic=34232686

მოგეხსენება დღეს საქართველოში ძალიან ბევრი გაჭირვებული ოჯახია,
ამ ოჯახებში ბავშვებს არ აქვთ საჭმელი, ჩასაცმელი, განათლების საშუალება,
პოლიტიკის განყოფილებაში (იხ. ლინკი) არის გახსნილი თემა სადაც მითითებულია ანგარიშის ნომრები
10 ლარი მაინც რომ გადარიცხოს თითო იუზერმა შევძლებთ რამოდენიმე ოჯახს მაინც დავეხმაროთ.
რამოდენიმე ბავშვი მაინც არ დაიძინებს მშიერი.
გთხოვთ ნუ დაიზარებთ,
დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია

გმადლობთ წინასწარ!
smile.gif

Posted by: burkina-faso 16 Mar 2011, 13:09
Vivo per Lei
QUOTE
"თავისუფლებას მოკლებული" "ტყვის" მნიშვნელობითაა და სახელის მქონე მოღვაწეების ცხოვრებიდან გამომდინარე ისტორიის განმავლობაში შეიძინა ასეთი სიმბოლური მნიშვნელობა. კიდევ ნიშნავს "მოხუცს", მხცოვანის მნიშვნელობით, დაგუგლე აბა

ადამიანები თავის სახელებს ემსგავსებიანო და მაგან შეგაშინათ?

არ შემაშინა, უბრალოდ არ მესიამოვნა, მჯერა, რომ სახელი (და არა მარტო ეს) დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე და მითუმეტეს თუ ინფორმაცია მაქვს, საიდან წარმოიშვა ეს სახელი, რატომ უნდა დავარქვა, "ტყვე" შეიძლება ადამიანმა რამდენიმე კონტექსტში განიხილო და ხომ არაა კარგი გინდ ფიზიკური, გინდ სულიერი ტყვეობა?! ბავშვს მატერიალურად თუ ისე ვერ ვუზრუნველვყოფ, როგორც ეს მშობელს სურს, კიდევ აიტან და სულიერად და რაც ჩემგან შეიძლება მიიღოს, (მაგალითად სწორად დარქმეული სახელი) ეს რატომ არ უნდა გავაკეთო?! smile.gif. მოკლედ რა გითხრა, მე სერიოზულად ვფიქრობ ამ ამბავზე და ვფიქრობ რა დავარქვა ჩემს მომავალ ვაჟკაცს smile.gif

Posted by: ინფინიტი 16 Mar 2011, 13:16
burkina-faso
ჩემსას ალექსანდრე ჰქვია და 30 წლის ასაკში მსოფლიოს დამპყრობელი ეგ იყოს, ისე არაა ჩემი მტერი.

Posted by: Neno_ 16 Mar 2011, 13:39
infinity-infinity
QUOTE
ჩემსას ალექსანდრე ჰქვია და 30 წლის ასაკში მსოფლიოს დამპყრობელი ეგ იყოს, ისე არაა ჩემი მტერი.


lol.gif

2kiss.gif

მარა აი ამისაც მესმის, რა ძალაა, თან როცა წინასწარ გაიგე და არ გსიამოვნებს biggrin.gif

QUOTE
თუ ინფორმაცია მაქვს, საიდან წარმოიშვა ეს სახელი, რატომ უნდა დავარქვა, "ტყვე" შეიძლება ადამიანმა რამდენიმე კონტექსტში განიხილო და ხომ არაა კარგი გინდ ფიზიკური, გინდ სულიერი ტყვეობა?!


Posted by: burkina-faso 16 Mar 2011, 14:09
infinity-infinity
QUOTE
ჩემსას ალექსანდრე ჰქვია და 30 წლის ასაკში მსოფლიოს დამპყრობელი ეგ იყოს, ისე არაა ჩემი მტერი.

მერე ალექსანდრე დამპყრობელს კიარა, მამაცს და მცველს ნიშნავს და იმედია ნამდვილად გინდა რომ მამაცი იყოს და არა მშიშარა და ა.შ
Neno_
სრულიად უადგილო იყო შენი ირონია smile.gif

Posted by: Neno_ 16 Mar 2011, 14:12
burkina-faso
QUOTE
სრულიად უადგილო იყო შენი ირონია 

არ დამიწერია ირონიით smile.gif


Posted by: ტაბუ 16 Mar 2011, 15:34
Annabel
QUOTE
ნიკა, ნიტა და ნია მეყოლებოდა
gigi.gif

3 გყავს? wow.gif

Posted by: Annabel 16 Mar 2011, 15:37
Taboo
ერთი მყავს, ნიკა.
ორს ველოდები, ოღონდ ნიას და ნიტას არ ვარქმევ biggrin.gif

Posted by: ტაბუ 16 Mar 2011, 15:51
Annabel
აა, სულ დამავიწყდა ტყუპ გოგოებს რომ ელოდები smile.gif
ღმერთმა მოგცეს გაძლება და მატერიალური კეთილდღეობა დიდი ოჯახის გასაძღოლად smile.gif

Posted by: ინფინიტი 16 Mar 2011, 16:19
burkina-faso
QUOTE
მერე ალექსანდრე დამპყრობელს კიარა, მამაცს და მცველს ნიშნავს და იმედია ნამდვილად გინდა რომ მამაცი იყოს და არა მშიშარა და ა.შ

მე კი მინდა , მაგრამ ალექსანდრეები მამაცებიც მინახავს და ქვეშაჯვიებიც. ასე რომ, სახელი არაფერ შუაშია მანდ , ასე მგონია biggrin.gif

Posted by: მარიამი 16 Mar 2011, 16:46
QUOTE (Vivo per Lei @ 16 Mar 2011, 10:36 )
მარიამი
QUOTE
მამაჩემის სახელი მინდა დავარქვა და ქმარს როგორ შევაპარო ეგ ამბავი არ ვიციგამომივა ვითომ რამე?

ჯერ გვითხარი რა ქვია მამას gigi.gif 2kiss.gif

დავითი smile.gif

Posted by: Take_Off 16 Mar 2011, 17:01
მარიამი
QUOTE
დავითი

love.gif

Posted by: ninitini 16 Mar 2011, 17:06
QUOTE
დავითი smile.gif

მამაჩემსაც დავითი ქვია და მამამთილსაც , თან მამაჩემის დაბ დღეზე დაიბადება სავარაუდოდ, მეხვეწება ქმარი დავითი დავარქათო და მე თავს ვიგიჟებ

Posted by: burkina-faso 16 Mar 2011, 17:09
მარიამი
QUOTE
დავითი

რა კარგი სახელიაააა, ჩემს მამიკოსაც დავითი ქვია love.gif

Posted by: მარიამი 16 Mar 2011, 17:12
QUOTE (ninitini @ 16 Mar 2011, 18:06 )
QUOTE
დავითი smile.gif

მამაჩემსაც დავითი ქვია და მამამთილსაც , თან მამაჩემის დაბ დღეზე დაიბადება სავარაუდოდ, მეხვეწება ქმარი დავითი დავარქათო და მე თავს ვიგიჟებ

რატომ? smile.gif ნეტავ ჩემს მამამთლისაც დავითი ერქვას, აღარ მექნებოდა პრობლემა.
თან შვილიშვილებში პირველი ბიჭი იბადება და სიმამრის სახელი არ იუკადრისონ მეშინია.
მაქვს ერთი კარგი არგუმენტი: გოგოს თამარი ჰქვია და თამარი და დავითი გვეყოლება-თქო smile.gif მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ თქმას.

Posted by: ninitini 16 Mar 2011, 17:17
მარიამი
რავიცი ბაა, არ მინდა უბრალოდ. არადა ძალიან მომწონს.. love.gif love.gif love.gif

Posted by: burkina-faso 16 Mar 2011, 17:21
მარიამი
QUOTE
მაქვს ერთი კარგი არგუმენტი: გოგოს თამარი ჰქვია და თამარი და დავითი გვეყოლება-თქო  მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ თქმას.

მშვენიერი არგუმენტია biggrin.gif . სცადე და თუ დაგთანხმდა ხომ კარგი, არადა ბარემ მალევე იფიქრებ სხვა ალტერნატივაზე და გულიც ნაკლებად დაგწყდება

Posted by: ტაბუ 16 Mar 2011, 17:30
burkina-faso
QUOTE
ჩემს მამიკოსაც დავითი ქვია
+1

Posted by: xatika 16 Mar 2011, 17:35
QUOTE
მამაჩემსაც დავითი ქვია და მამამთილსაც
ბედიერო შენ ჩემ მამამთილს მალხაზი ქვია , პირველი ბიჭი იბადება ოჯახში და ვერ ვარქმევ მამამთილის სახელს რა ვქნა იმედია არ გამამტყუნებენ .............

Posted by: kesooo 16 Mar 2011, 18:36
ჩემ მამათილს კიდე ალექსანდრე ქვია და ისე მომწონს ეგ სახელი ვგიჭდები,თან მამტილსაც გაუსწორდებოდაbiggrin.gif მაგრამ ჩემმა ქმარმა დაჩი და ვსო biggrin.gif:D

Posted by: Vivo per Lei 16 Mar 2011, 19:03
burkina-faso
QUOTE
არ შემაშინა, უბრალოდ არ მესიამოვნა, მჯერა, რომ სახელი (და არა მარტო ეს) დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მომავალზე და მითუმეტეს თუ ინფორმაცია მაქვს, საიდან წარმოიშვა ეს სახელი, რატომ უნდა დავარქვა, "ტყვე" შეიძლება ადამიანმა რამდენიმე კონტექსტში განიხილო და ხომ არაა კარგი გინდ ფიზიკური, გინდ სულიერი ტყვეობა?! ბავშვს მატერიალურად თუ ისე ვერ ვუზრუნველვყოფ, როგორც ეს მშობელს სურს, კიდევ აიტან და სულიერად და რაც ჩემგან შეიძლება მიიღოს, (მაგალითად სწორად დარქმეული სახელი) ეს რატომ არ უნდა გავაკეთო?! . მოკლედ რა გითხრა, მე სერიოზულად ვფიქრობ ამ ამბავზე და ვფიქრობ რა დავარქვა ჩემს მომავალ ვაჟკაცს

smile.gif


infinity-infinity
QUOTE
burkina-faso
ჩემსას ალექსანდრე ჰქვია და 30 წლის ასაკში მსოფლიოს დამპყრობელი ეგ იყოს, ისე არაა ჩემი მტერი.

lol.gif

ისე იტყვი ხოლმე, აი ყველას სათქმელსlol.gif

მარიამი
კარგი სახელია დავითი, მარი smile.gif მოიშველიე შენი არგუმენტი smile.gif

Posted by: trendy 16 Mar 2011, 19:13
ninitini
QUOTE
რავიცი ბაა, არ მინდა უბრალოდ. არადა ძალიან მომწონს..

თუ მოგწონს რატომ არ არქმევ?სადაა ლოგიკა?

Posted by: ninitini 16 Mar 2011, 19:20
trendy
არ მინდა და იქ, თან პირველსაც სხვების მოსაწონი სახელი დავარქვი და მეორე მინდა ჩემი არჩეული იყოს და არა სხვების, რაც ძალიან მომწონს ის მინდა დავარქვა, ნუ ბოლომდე არ გადამიწყვეტია მაგრამ მაინც თომა უფრო მინდა

Posted by: burkina-faso 16 Mar 2011, 19:23
ninitini
QUOTE
თომა უფრო მინდა

მეც მაგას დავარქმევ love.gif
დავითი კარგია, მაგრამ ძმას ვერ შევეცილები მაგ სახელის დარქმევაში smile.gif

Posted by: tsqnafo 16 Mar 2011, 19:30
QUOTE (მარიამი @ 16 Mar 2011, 15:46 )
QUOTE (Vivo per Lei @ 16 Mar 2011, 10:36 )
მარიამი
QUOTE
მამაჩემის სახელი მინდა დავარქვა და ქმარს როგორ შევაპარო ეგ ამბავი არ ვიციგამომივა ვითომ რამე?

ჯერ გვითხარი რა ქვია მამას gigi.gif 2kiss.gif

დავითი smile.gif

yes.gif yes.gif yes.gif კი რა, კი რა, გეხვეწებით
ხომ იცი, ორმაგად მინდა სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო 2kiss.gif

Posted by: blblbl 16 Mar 2011, 19:33
burkina-faso
QUOTE
დავითი კარგია, მაგრამ ძმას ვერ შევეცილები მაგ სახელის დარქმევაში

იქნებ შენი ძმის ცოლს სულაც არ უნდოდეს დავითის დარქმევა biggrin.gif

Posted by: burkina-faso 16 Mar 2011, 19:37
blblbl
შეიძლება, იმას საერთოდაც გოგოები უნდა, მაგრამ ჩემს ძმას რომ მოსწონს და უნდა ეს სახელი, მე ხომ ვიცი, ხოდა ცოლიც თუ დაითანხმა (არადა ჯერ საცოლეა, ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო smile.gif ) დაარქმევს და მე ნამდვილად არ წავართმევ მაგ შესაძლებლობის სიამოვნებას wink.gif

Posted by: gvants 16 Mar 2011, 19:40
QUOTE
თომა

ერტ ვარიანტად ამას განვიხილავ smile.gif მომწონს ძალიან

Posted by: Antigone 16 Mar 2011, 19:41
infinity-infinity
QUOTE
ჩემსას ალექსანდრე ჰქვია და 30 წლის ასაკში მსოფლიოს დამპყრობელი ეგ იყოს, ისე არაა ჩემი მტერი.

biggrin.gif
რა იცი რა იცი. ტექნოლოგიები ისე განვითარდა...


მეც ალექსანდრეს ვარქმევ - ბერძნული სახელია. ასევე, საავრაუდოდ 25 მარტს (საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს) გამოვჩეკავ და ასე მოხდება ლათინის ელინიზაცია - კულტურული ექსპანსია biggrin.gif

Posted by: მარიამი 16 Mar 2011, 19:53
QUOTE (tsqnafo @ 16 Mar 2011, 20:30 )
yes.gif yes.gif yes.gif კი რა, კი რა, გეხვეწებით
ხომ იცი, ორმაგად მინდა სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების გამო 2kiss.gif

ვეცდები და ვნახოთ რა გამოვა. ისე ჩემმა დედამთილმა კი მითხრა ერთხელ, თუ გინდა ბიჭს მამაშენის სახელი დაარქვიო, მაგრამ მაშინ ბიჭი ჰორიზონტზეც არ ჩანდა და ახლა ფაქტის წინაშე როგორ ფიქრობს არ ვიცი.

ისე 2 აგვისტოს თუ დაიბადა, როგორც წესით მიწევს, "ილია" არ აცდება. მაგრამ არა მგონია ასე ზუსტად დაამთხვიოს. პირველმა 10 დღით დაასწრო.

Posted by: tsqnafo 16 Mar 2011, 20:35
მარიამი
ჰოოო, აბა, რა გითხრა smile.gif მე მაინც მგონია, დავითს დაარქმევ. არ უნდა იყოს შენი ქმარი წინააღმდეგი. თან ის არგუმენტი თუ გექნება, რასაც აპირებ. სულ ნუ ახსენებ მამაშენს ჯერ smile.gif

პ.ს. დედაააა, მომენატრეთ, თამრო ხომ საერთოდ

Posted by: ინფინიტი 16 Mar 2011, 21:30
Antigone
ვაჰ, რა კარგად დაგიმთხვევია თარიღი smile.gif



მარიამი
მე არ მესმის, რა არის აქ შესაპარებელი და შემოსაპარებელი. უთხარი, რომ გინდა მამის სახელის დარქმევა . მემგონი ის ამდენს არ იფიქრებდა შეპარება-შემოპარებაზე.

გენდერული თანასწორობა მარტო ის არ არის, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება გქონდეს. როგორ ქმარს, ისე ცოლს -თანაბარი უფლება აქვთ სახელის არჩევის.


QUOTE
ისე ჩემმა დედამთილმა კი მითხრა ერთხელ, თუ გინდა ბიჭს მამაშენის სახელი დაარქვიო, მაგრამ მაშინ ბიჭი ჰორიზონტზეც არ ჩანდა და ახლა ფაქტის წინაშე როგორ ფიქრობს არ ვიცი.

და დედამთილი რას ფიქრობს, საერთოდ მეასეხარისხოვანია ჩემთვის და ასეც მიმაჩნია სწორად smile.gif პატივს ვცემ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ორივემ ვიცით ჩვენი ადგილი.

არ ვიცი, არ მესმის რა . იმედია, არ გეწყინება smile.gif

Posted by: Solveig 16 Mar 2011, 22:02
burkina-faso
QUOTE
იძლება, იმას საერთოდაც გოგოები უნდა, მაგრამ ჩემს ძმას რომ მოსწონს და უნდა ეს სახელი, მე ხომ ვიცი, ხოდა ცოლიც თუ დაითანხმა (არადა ჯერ საცოლეა, ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო  ) დაარქმევს და მე ნამდვილად არ წავართმევ მაგ შესაძლებლობის სიამოვნებას

იიიჰ....

ჩემი ძმა სანამ უცოლო იყო, გიორგის არქმევდა ბავშვს, მაგრამ როცა დაქორწინდა და ბავშვი შეეძინათ, არჩილი დაარქვეს biggrin.gif

მანამდე კიდევ, ბავშვის დაბადებამდე 1 კვირით ადრე დაფიქრდა და სერიოზულად განგვიცხადა-ლუარსაბი ხომ არ დაგვერქმიაო და მის ცოლს, დედაჩემს და მე გულები დაგვისკდა biggrin.gif მე მგონი, განზრახ გააკეთა biggrin.gif

Posted by: Molly_Hartley 16 Mar 2011, 22:57
Antigone
მეც, შენც და ნანუკას ალექსანდრეს ვარქმევთ ესეიგი ხო? biggrin.gif )))_)))))

Posted by: EXHALATING 17 Mar 2011, 00:52
Solveig
QUOTE
არჩილი

მომწონს
კიდევ ერეკლე
იმედია კიდევ მეყოლება ბიჭი და მაშინ ამ ორს სახელს და პლუს დავითს განვიხილავ
მამაჩემს ჰქვია დავითი

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 09:25
infinity-infinity
დედამთილის აზრი ჩემთვისაც მესამეხარისხოვანია მაგ საკითხში და თვითონ ჩემი დედამთილიც ასე ფიქრობს. თუნდაც ის, რომ მამაჩემის სახელი შემომთავაზა, უკვე მაგაზე მიანიშნებს, რომ ჩემი გახარება უნდოდა. უბრალოდ, ჩემს აზრს რომ დაემთხვა, იმიტომ აღვნიშნე.

აი, ქმრის აზრზე კი რა მოგხსენო. არც ჩემი ქმარია დესპოტი და თუ გამოვაცხადე მამაჩემის სახელს ვარქმევ და "ვსიო"-მეთქი, წინააღმდეგობას არ გამიწევს, მაგრამ არ მინდა ასეთი მეთოდებით გავიტანო ჩემი. მინდა, ურთიერთშეთანხმების და ორივე მხრიდან გულში ხინჯის გარეშე მივიღოთ ოჯახში ნებისმიერი გადაწყვეტილება (არა მარტო სახელის დარქმევა). თან პირველი ბიჭი რომ მეგონა, ბაბუამისის სახელი (მათე) შევთავაზე და შეიძლება ახლაც მაგის იმედი აქვს smile.gif

მოკლედ, ისე მინდა გავაკეთო, არც მე დამწყდეს რამეზე გული და არც იმას. იმიტომ მჭირდება "შეპარება" და არგუმენტები. თორემ ძალით, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობით და საკუთარ უფლებებზე ხმამაღალი საუბრით ყველაფერს შეიძლება მიაღწიო ადამიანმა smile.gif

Posted by: Vivo per Lei 17 Mar 2011, 09:44
მარიამი
ჩემს ქმარს ხშირად ავიწყდება როცა რაღაცაზე ვკამათობთ, რომელი იყო მისი აზრი წინათ ამ საკითხთან დაკავშირებით და რომელი ჩემი.
ერთ მშვენიერ დღეს ისე თავისუფლად მიწყებს ხოლმე მტკიცებას, ვთქვათ, რომ ბოსტნეულში ჩაშუშული ქათამი ზაფხულში თვითონ მოუვიდა ექსპრომტად აზრად, ვითომ მართლა მასე იყო biggrin.gif და თითქოს ყოველ მეორე დღით ქათმით ხელში არ მედგა კართან აყუდებული.
ხოდა ასე მოხდა ბავშვის სახელზეც, მოყოლილიც მექნება, ყველაფერი დაიწუნა თუ რამე იყო დედამიწაზე, მე მათეც მომწონდა, ალექსანდრეც, თომაც, საბა ყველაზე მეტად.
თავს იკლავდა, რა სახელებია ეგო. კონსტანტინე ჯობია ყველასო.
ერთ საღამოს მეკითხება, "საბა" რატო არ ჩამოთვალე, არ გინდოდაო?
ვჭყიტე თვალები, "შენ თუ მოგწონს, ჩემო ბატონო მეთქი biggrin.gif " ეგო ყველაზე ნორმალურიაო.
ჩავავლე მაგაზე და აღარ გამიშვია, ყოველ დღე ვახსენებდი, "აი შენ რომ სახელი მოიფიქრე, ის ხომ კი თქო biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 17 Mar 2011, 10:45
მარიამი

QUOTE
მამაჩემის სახელი მინდა დავარქვა და ქმარს როგორ შევაპარო ეგ ამბავი არ ვიცი  გამომივა ვითომ რამე?


QUOTE
ნეტავ ჩემს მამამთლისაც დავითი ერქვას, აღარ მექნებოდა პრობლემა.
თან შვილიშვილებში პირველი ბიჭი იბადება და სიმამრის სახელი არ იუკადრისონ მეშინია.


QUOTE
ვეცდები და ვნახოთ რა გამოვა. ისე ჩემმა დედამთილმა კი მითხრა ერთხელ, თუ გინდა ბიჭს მამაშენის სახელი დაარქვიო, მაგრამ მაშინ ბიჭი ჰორიზონტზეც არ ჩანდა და ახლა ფაქტის წინაშე როგორ ფიქრობს არ ვიცი.


QUOTE
დედამთილის აზრი ჩემთვისაც მესამეხარისხოვანია მაგ საკითხში და თვითონ ჩემი დედამთილიც ასე ფიქრობს. თუნდაც ის, რომ მამაჩემის სახელი შემომთავაზა, უკვე მაგაზე მიანიშნებს, რომ ჩემი გახარება უნდოდა. უბრალოდ, ჩემს აზრს რომ დაემთხვა, იმიტომ აღვნიშნე.

აი, ქმრის აზრზე კი რა მოგხსენო. არც ჩემი ქმარია დესპოტი და თუ გამოვაცხადე მამაჩემის სახელს ვარქმევ და "ვსიო"-მეთქი, წინააღმდეგობას არ გამიწევს, მაგრამ არ მინდა ასეთი მეთოდებით გავიტანო ჩემი. მინდა, ურთიერთშეთანხმების და ორივე მხრიდან გულში ხინჯის გარეშე მივიღოთ ოჯახში ნებისმიერი გადაწყვეტილება (არა მარტო სახელის დარქმევა). თან პირველი ბიჭი რომ მეგონა, ბაბუამისის სახელი (მათე) შევთავაზე და შეიძლება ახლაც მაგის იმედი აქვს


კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს ყველაფერი და ერთმანეთთან ვერ დავაკავშირე, მაგრამ პოსტის დაწერას აღარ ვაპირებდი . უბრალოდ, აი, ბოლო აბზაცმა :

QUOTE
იმიტომ მჭირდება "შეპარება" და არგუმენტები. თორემ ძალით, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობით და საკუთარ უფლებებზე ხმამაღალი საუბრით ყველაფერს შეიძლება მიაღწიო ადამიანმა 


გადამაწყვეტინა smile.gif


Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 11:32
infinity-infinity
დედამთილის აზრი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ თუ ჩემს აზრზე იქნება, დამატებითი სასიამოვნო ფაქტია. თან შეიძლება თავისი მხარდაჭერდით სხვების აზრზე გავლენა მოახდინოს. თუ ისევ მაგ აზრზეა, შეიძლება პირველად დედამთვილს ვათქმევინო ხმამაღლა და რეაქციას დავაკვირდე. ამისთვის იქნება კარგი დედამთილის მხარდაჭერა smile.gif

ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, შეიძლება ოჯახში კაცებს არ უნდოდეთ მამაჩემის სახელის დარქმევა და რომც არაფერი თქვან, გულში ხინჯად დარჩეთ. რაც მე არ მინდა. მაგრამ თუ საკმარისად კარგ არგუმენტაციას წავაშველებ მაგ სახელის სასარგებლოდ, შეიძლება ეგ ხინჯი არ იყოს. მაგას ჰქვია "შეპარება". კატოსი არ იყოს, ისე თუ მოვახერხე ეგ ამბავი, რომ თავისი შემოთავაზებული ეგონოთ, ეგ მთლად უკეთესი ვარიანტია smile.gif მაგაზე მჭირდება ზუსტად დიპლომატიური მიდგომა.

მაგალითად, სად ასეთი ფორმულირება: "მამაჩემის სახელს ვარქვევ, მე ამის უფლება მაქვს და შენი აზრი სულ არ მაინტერესებს" და სად: "თამარი ხომ გვყავს და დავითიც რომ გვყავდეს, კარგი იქნებოდა. თამარი და დავითი ერთად კარგად ჟღერს. რას იტყვი?" ანუ თქმის ფორმას და არგუმენტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ იმ ადამიანის გრძნობები და აზრებიც შენთვის მნიშვნელოვანია.

ანუ მინდა ყველაფერი ისე მოგვარდეს, ყველა კმაყოფილი იყოს და არა ვინმეს გულის დაწყვეტით.

აბა რა ვერ დააკავშირე მითხარი და აგიხსნი smile.gif

Posted by: ათულია 17 Mar 2011, 11:40
მემგონი შვილი სახელი მშობლების გადასაწყვეტია

Posted by: ინფინიტი 17 Mar 2011, 11:43
მარიამი
მერე ზუსტად ეგ დავწერე მეც , ჩვენში რატომღაც ცოლმა უნდა შეაპაროს, მოუძებნოს არგუმენტები , გაუხარდეს, თუ დედამთილის აზრი მისას დაემთხვა. უმრავლეს შემთხვევაში, კაცს არც შეპარება სჭირდება , არც არგუმენტების მოძიება , არც იმაზე ფიქრობს, სიდედრის აზრი მისას დაემთხვევა თუ არა . ესაა და ეს smile.gif

მე ჩვეულებრივ ვუთხარი, ბაბუას სახელი მინდა დავარქვა , ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა არც კი ვიყავი დაქორწინებული და საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს რამე-მეთქი. კარგი სახელიაო და ეგ იყო. შენც ასე გირჩევდი, ბუნებრივად და უშუალოდ მიმართე . გაიგებს და დაგთანხმდება smile.gif


QUOTE
მაგალითად, სად ასეთი ფორმულირება: "მამაჩემის სახელს ვარქვევ და შენი აზრი სულ არ მაინტერესებს"

სადმე მსგავსი დავწერე?

აი, ეს დავწერე მე:
QUOTE
როგორ ქმარს, ისე ცოლს -თანაბარი უფლება აქვთ სახელის არჩევის.


და ეს არ გულისხმობს ვინმეს ფეხებზე დაკიდებას.




Posted by: Antigone 17 Mar 2011, 11:47
Molly_Hartley
QUOTE
მეც, შენც და ნანუკას ალექსანდრეს ვარქმევთ ესეიგი ხო?  )))_)))))


ჰო, ოღონდ მე ჯერ ვმერყეობ სანდრო ჩავწერო თუ ალექსანდრე smile.gif

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 11:54
infinity-infinity
ჰო, გავიგე რას გულისხმობ. ეგ ყველაფერი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარეა. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში მიღებულია, რომ ბავშვს მამის წინაპრის სახელს არქმევენ (პრინციპში, მთლად ფირუზა და ჯემალი თუ არ უნდათ და წესიერი სახელია, მაგ ტრადიციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს). თან, როგორც გამიგია, ბაბუებს უსაშველოდ სიამოვნებთ შვილიშვილი რომ მის სახელს და გვარს ატარებს. თითქოს თავის გაგრძელებას ხედავენ იმ ბავშვში.


Posted by: chaPPek 17 Mar 2011, 11:57
მარიამი
QUOTE
თან, როგორც გამიგია, ბაბუებს უსაშველოდ სიამოვნებთ შვილიშვილი რომ მის სახელს და გვარს ატარებს. თითქოს თავის გაგრძელებას ხედავენ იმ ბავშვში.


მეც გამიგია ეგ. მარტო მამის მხრიდან ბაბუებს სიამოვნებთო, ეგეც გავიგე. yes.gif

QUOTE
მაგ ტრადიციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს)


mo.gif

Posted by: სექსტეტი 17 Mar 2011, 12:00
QUOTE
ქართული მენტალიტეტი

QUOTE
ქართული მენტალიტეტი

QUOTE
ქართული მენტალიტეტი

QUOTE
ქართული მენტალიტეტი

QUOTE
ქართული მენტალიტეტი

QUOTE
ქართული მენტალიტეტი

QUOTE
ქართული მენტალიტეტი


drug.gif

პ.ს. ჩემი და ჩემი ქმრის გემოვნებები, მგონი, მხოლოდ სახელების არჩევაში დაემთხვა ერთმანეთს: "ლიზა?" "ჰო, ჰო ლიზა! და ანდრია?" "სწორედაც ანდრია!" შემდგომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გავემართეთ ატმის არომატიანი ჩაის დასალევად boli.gif

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 12:03
QUOTE
მე ჩვეულებრივ ვუთხარი, ბაბუას სახელი მინდა დავარქვა , ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როცა არც კი ვიყავი დაქორწინებული და საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს რამე-მეთქი. კარგი სახელიაო და ეგ იყო. შენც ასე გირჩევდი, ბუნებრივად და უშუალოდ მიმართე . გაიგებს და დაგთანხმდება

იმედია smile.gif

აქ არის ერთი მომენტი. როგორც მე მინდა რაღაც სახელის დარქმევა, იქნებ ისე და იმაზე მეტად ოცნებობდა ჩემი ქმარი რომელიღაც სხვა სახელზე წლების განმავლობაში. და იქნებ ისე ძალიან უნდა იმ სახელის დარქმევა, რომ გული ჩაწყვიტოს ჩემმა წინააღმდეგობამ. ამ შემთხვევაში მე თვითონ არ მიღირს საკუთარი ქმრის ასეთი გულისწყვეტა და სიამოვნებით დავუთმობ. მარტო ჩემი ხომ არაა ეს ბავშვი. ანუ თუ თანასწორობაა, თანასწორობა იყოს smile.gif არც მისი აზრია გადასაგდები.

* * *
ისე ჩემი ქმრის ბაბუის სახელი "მათე"-ც ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამე მაბრკოლებს. რა უნდა დავუძახო მოფერებით? მათიკო, მათუნა და ასეთი მოფერებითი ფორმები სულ ქალის სახელებში გადადის biggrin.gif არადა, მიყვარს მოფერებითი სახელის დაძახება.

ვისაც მათე გყავთ, რას ეძახით ხოლმე მოფერებით?
* * *
QUOTE
მარტო მამის მხრიდან ბაბუებს სიამოვნებთო, ეგეც გავიგე.

ეგ თავისთავად. აბა დედის მხრიდან ბაბუის სახელი და გვარი ვერ ექნება შვილიშვილს smile.gif კაი, სახელს დაარქმევ, მაგრამ შენს გვარზე ხომ არ გადმოიყვან? biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 17 Mar 2011, 12:11
მარიამი

QUOTE
აქ არის ერთი მომენტი. როგორც მე მინდა რაღაც სახელის დარქმევა, იქნებ ისე და იმაზე მეტად ოცნებობდა ჩემი ქმარი რომელიღაც სხვა სახელზე წლების განმავლობაში. და იქნებ ისე ძალიან უნდა იმ სახელის დარქმევა, რომ გული ჩაწყვიტოს ჩემმა წინააღმდეგობამ. ამ შემთხვევაში მე თვითონ არ მიღირს საკუთარი ქმრის ასეთი გულისწყვეტა და სიამოვნებით დავუთმობ. მარტო ჩემი ხომ არაა ეს ბავშვი. ანუ თუ თანასწორობაა, თანასწორობა იყოს  არც მისი აზრია გადასაგდები.


ვაიმე, ძალა წამერთვა და მაინც ვერ მივხვდი, რას ერიდები, ქართულ მენტალიტეტს თუ თანასწორობას biggrin.gif ხან ქართული მენტალიტეტიო, ხან "კაციც ხომ ადამიანიაო"

კარგი, გავეშვათ აწი biggrin.gif მშვიდობა გქონოდეს და დაგერქმიოს ის სახელი, რაც მოგწონთ ორივეს smile.gif

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 12:16
QUOTE
ძალა წამერთვა და მაინც ვერ მივხვდი, რას ერიდები

ქმრის გულის დაწყვეტას. მენტალიტეტიდან გამომდინარე იქნება ეს, თუ სხვა რამიდან, ამ შემთხვევაში მიზეზის წარმომავლობას მნიშვნელობა არა აქვს smile.gif

QUOTE
კარგი, გავეშვათ აწი biggrin.gif მშვიდობა გქონოდეს და დაგერქმიოს ის სახელი, რაც მოგწონთ ორივეს smile.gif

ისე რომ მცოდნოდა, რომ ამდენ ხმაურს გამოიწვევდა ჩემი პოსტი, სულ არ დავწერდი smile.gif რაც მე კამათი არ მიყვარს... smile.gif

Posted by: tsqnafo 17 Mar 2011, 12:21
მე ჯერ არც ქმარი მყავს, არც შვილი, მაგრამ ერთხელ მქონდა სახელებზე სუაბარი ჩემს მომავალ მეორე ნახევართან. ჩაციკლული ვარ ბიჭის სახელებზე, ანდრია და ნიკოლოზი მინდა, თან მაინცდამაინც ასეთი ფორმულირებით და არა მოფერებითI ფორმებით. რომ ვუთხარი, მხრები აიჩეჩეა და ჰო, რა ვიცი, იქამდე დროაო. არ მიფიქრია მაგაზეო... იქნებ სულაც არ მაინტერესებს მომავალი სამამათილოს აზრი და სახელის დარქმევა, მაგრამ გასაგებია მარიამის პოზიცია ძალიან. ნებისმიერი ასეთი სიტუაცია სადღაც მაინც სუბიექტურია, რაც არ უნდა დამთმობი და გამგებიანი წყვილი იყოს, გარემო ფაქტორებიც მოქმედებს, ზუსტად ის, რომ არ გინდა, ვინმეს გული დასწყვიტო, თან გინდა, შენს შვილს შენი არჩეული სახელი ერქვას და მომავალშიც არ ჰქონდეს საკუთარი სახელის უსიყვარულობის განცდა. ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი, დიდი პროფესორივით ავმეტყველდი biggrin.gif

Posted by: ტაბუ 17 Mar 2011, 12:32
Vivo per Lei
QUOTE
ერთ საღამოს მეკითხება, "საბა" რატო არ ჩამოთვალე, არ გინდოდაო?
ვჭყიტე თვალები, "შენ თუ მოგწონს, ჩემო ბატონო მეთქი  " ეგო ყველაზე ნორმალურიაო.
ჩავავლე მაგაზე და აღარ გამიშვია, ყოველ დღე ვახსენებდი, "აი შენ რომ სახელი მოიფიქრე, ის ხომ კი თქო
biggrin.gif
კარნეგის რჩევა მეცნო biggrin.gif

Posted by: burkina-faso 17 Mar 2011, 12:43
მარიამი
QUOTE
ისე ჩემი ქმრის ბაბუის სახელი "მათე"-ც ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამე მაბრკოლებს. რა უნდა დავუძახო მოფერებით? მათიკო, მათუნა და ასეთი მოფერებითი ფორმები სულ ქალის სახელებში გადადის  არადა, მიყვარს მოფერებითი სახელის დაძახება.

თუ ამ სახელს გადაწყვეტ, კარგიც იქნება (ასეთივე დოზით მომწონს დავითი და თომა) განმარტებაც შესანიშნავი აქვს, მაგრამ ვფიქრობ მოფერებით სხვა სახელი არ უნდა დაუძახო, მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ეს მის პიროვნებას აორებს, რომ ბედს კიდევ სხვაგვარად ცვლის (რათქმაუნდა ვისაც ჯერა ასეთი რამეების. ისიც ხდება,რომ ზოგჯერ სახელი არ შეესაბამება პიროვნებას და უკეთესია, თუ სხვა სახელი ერქმევა).
QUOTE
ისე რომ მცოდნოდა, რომ ამდენ ხმაურს გამოიწვევდა ჩემი პოსტი, სულ არ დავწერდი

"კამათში წარმოიშვება ჭეშმარიტებაო", ასე რომ, ნუ დარდობ smile.gif
tsqnafo
QUOTE
ანდრია და ნიკოლოზი მინდა, თან მაინცდამაინც ასეთი ფორმულირებით და არა მოფერებითI ფორმებით

love.gif up.gif
* * *
Taboo
QUOTE
კარნეგის რჩევა მეცნო

თან გადასარევი რჩევები ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას და თუ ეს შენს მეორე ნახავართან ხდება, ხო საერთოდ იდეალურია smile.gif

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 13:00
QUOTE
თუ ამ სახელს გადაწყვეტ, კარგიც იქნება (ასეთივე დოზით მომწონს დავითი და თომა) განმარტებაც შესანიშნავი აქვს, მაგრამ ვფიქრობ მოფერებით სხვა სახელი არ უნდა დაუძახო, მრავალი კვლევა ცხადყოფს, რომ ეს მის პიროვნებას აორებს, რომ ბედს კიდევ სხვაგვარად ცვლის (რათქმაუნდა ვისაც ჯერა ასეთი რამეების. ისიც ხდება,რომ ზოგჯერ სახელი არ შეესაბამება პიროვნებას და უკეთესია, თუ სხვა სახელი ერქმევა).

სხვათაშორის, ამ საკითხზე მეც მიფიქრია და ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდეც, რომ ბავშვს სახელის საწყისი ფორმით მივმართავდი სულ. თამარი აშკარად ჯობია თამუნასაც და თაკოსაც, მაგრამ ვერ მოვახერხე. ენა თავისით მიტრიალდება ისე, რომ სახელის დაძახებაშიც მოვეფერო.

მე პირადად მოფერებითი სახელითაც მომმართავენ და ოფიციალურადაც. დედაჩემი როცა გაბრაზებულია ჩემზე "მაიას" მეძახის და როცა მოფერება უნდა "მაკოს". ამიტომ, ცხადია, მოფერებითი სახელი უფრო თბილად ხვდება ყურს. რა კუთხით შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების გაორება, კია საინტერესო. სიამოვნებით მოვისმენდი მაგ საკითხზე ფსიქოლოგის აზრს.

Posted by: burkina-faso 17 Mar 2011, 13:12
მარიამი
QUOTE
რა კუთხით შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების გაორება, კია საინტერესო. სიამოვნებით მოვისმენდი მაგ საკითხზე ფსიქოლოგის აზრს.

კარგი ან ცუდი კუთხით, ოღონდ ამაზე ფსიქოლოგის არა, ასტროლოგის აზრი უნდა მოისმინო. დედას მაგალითად მარინა ქვია, მაგრამ სასურველი კოფილა მისთვის, მისი სახელი 5 ასოსგან შედგებოდეს და ურჩია ასტროლოგმა, რომ მიმართონ მაგალითად როგორც მარია (ბუნებრივია მთლიანად სახელის გადარქმევა ამ ასაკის ქალისთვის ვერ იქნებოდა კარგი (სხვა მიზეზების გამო) თორე 5 ასოსგან კიდევ სხვა სახელებიც შედგება). მოდი ასე გირჩევ, თუ ამ საკითხით დაინტერესდები, ხომ იცი დაახლოებით ბავშვს როდის ელოდები, ხოდა დაწერე სავარაუდო დრო, შესაძლო სახელები, და კითხე ასტროლოგს, რომელი სახელი უფრო სასურველი იქნება ერქვას შენს ვაჟკაცს

Posted by: Annabel 17 Mar 2011, 13:14
Taboo
QUOTE
ღმერთმა მოგცეს გაძლება და მატერიალური კეთილდღეობა დიდი ოჯახის გასაძღოლად

დიდი მადლობა smile.gif

ძალიან კარგი ბიჭი გყავს,ლამაზი,დალაგებული ნაკვთებით.

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 13:16
burkina-faso
უი, მასე თუა საქმე, მაშინ ვერ დავინტერესდები. ასტროლოგიის საერთოდ არ მჯერა. თუმცა არა მგონია, სახელის თემა მარტო ასტროლოგიის ინტერესის საგანი იყოს. ვფიქრობ, ფსიქოლოგებსაც ექნებათ მანდ სათქმელი. უფრო ფსიქოლოგის აზრი მაინტერესებს.

Posted by: burkina-faso 17 Mar 2011, 13:28
მარიამი
QUOTE
თუმცა არა მგონია, სახელის თემა მარტო ასტროლოგიის ინტერესის საგანი იყოს.

აქედან იწყება, რადგან ადამიანი იბადება და ვარქმევთ სახელს, ხოლო შემდეგ შეიძლება შეეხოს სხვა საკითხებს, რათქმაუნდა ფსიქოლოგიასაც იმ კუთხით, რომ თუ ბავშვს თავისი სახელი არ მოსწონს და ამის გამო კომპლექსდება. მოფერებით მომართვას რაც შეეხება, კი მართალია მოგვინდება ათასი საალერსო სახელის დაძახება საყვარელ ადამიანზე, მაგრამ ხშირად ეს სახელი დიდობაშიც მიჰყვებათ მიმართვისას და სწორედ აქ ვფიქრობ, რომ სიყვარულისა და სითბოს გამოსახატად სახელის კნინობითი ფორმით მიმართვაზე მთავარი, ნამდვილ, სწორ სახელს რა ტონით წარმოსთქვამ, ეგაა მნიშვნელოვანი და თავიდანვე რომ ასე ესმის ბავშვს, ისიც განასხვავებს, როდის წყენით ეძახი და როდის სიყვარულით. ეს ჩემი აზრია, თავს არავის ვახვევ და ცუდათ ნურავინ გაიგებს smile.gif

Posted by: Take_Off 17 Mar 2011, 13:30
მარიამი
ჩემი აზრი არასწორად უდგები საკითხს.
ნუ გაამახვილებ ყურადღებას რომ დავითი იმიტომ გინდა რომ მამის სახელია.
უთხარი უბრალოდ რომ მოგწონს და გინდა რომ დავითი დაარქვა.
მე სულ არ ვიცოდი ორსულად რომ ვიყავი მეორეზე და უბრალოდ ვთქვი რომ ბიჭი რომ მეყოლება საბა უნდა დავარქვათქო.
ყველამ კაიო. რა პრობლემაა?

Posted by: tsqnafo 17 Mar 2011, 13:34
მოფერებით სახელსაც გააჩნია. არის ჩემი სახელის მოფერებითი ფორმები, რომლებიც სასტიკად მაღიზიანებს, მაგრამ ძალიან მომწონს, როცა საწყისი ფორმით მომმართავენ, თუმცა ოფიციალური ტონი თუ ურევია ამ ამბავში, დიდად ვერც ამ მომენტში აღვფრთოვანდები. საერთო ჯამში, ძალიან მიყვარს ჩემი სახელი, ნამდვილად ჩემია და სხვა ვერც წარმომიდგენია.
ჩემს დას ჰქვია მარიამი. ბავშვობაში რატომღაც ბაღში მარიკას ეძახდნენ, მეზობლები - მაიკოს. ვერ გამოთქვამდა მარიამს და აიკო, აიკოს გაიძახოდა. ერთ დღეს დედაჩემმა მკაცრად გადაწყვიტა ოჯახში, მე ბავშვს მარიამი დავარქი, რა მაიკო და მარიკაო. არც არავისთვის გვითქვამს, რომ ასე აღარ მიემართათ, თვითონ ჩემმა დამ თქვა, მე მარიამი ვარო. ახლაც, მარის რომ ეძახიან, მეხამუშება სასტიკად, თვითონც ყველგან მარიამს ამბობს და წერს, მარიზე არ აქვს არანაირი გართულება, მაგრამ არ თვლის, რომ მარი ჰქვია, მარიამი მქვიაო, სულ ამას გაიძახის.
რატომღაც მგონია, რომ არის რიგი სახელებისა, რომელთაც კნინობითი ფორმა დიდად არ უხდება.
ან მეორე ვარიანტია: მე ვარ წიკიანი biggrin.gif

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 13:39
QUOTE
ხშირად ეს სახელი დიდობაშიც მიჰყვებათ მიმართვისას

ეგ კი ხანდახან ძალიან სასაცილოა ხოლმე, ისეთი ბავშვური სახელი შერჩებათ. ჩემი ნათესავის ბავშვს ბავშვობიდან ბათუნას ეძახიან. უკვე 25 წლისაა მგონი. 40 წლისასაც ბათუნას დაუძახებენ, ისე არიან შეჩვეულები, არადა რაღაც ასაკის მერე უკვე მართლა არასერიოზულად ჟღერს.
ხანშიშესულ ხალხს მართლაც უფრო მეტად უხდება ნამდვილი სახელი, თითქოს რაღაც სოლიდურობას მატებს, პატივისცემის გამომხატველია... მაგრამ ბავშვზე რა ვიცი... არ ვარ მთლად დარწმუნებული.

Posted by: tsqnafo 17 Mar 2011, 13:40
მარიამი
აი, რა ვქნა, მაკოს რომ გეძახის დედაშენი, ვერ აღვიქვამ. მარიამით გიცნობ სულ და ხან მგონია, სხვას ახსენებს.

Posted by: მარიამი 17 Mar 2011, 13:42
QUOTE
ნუ გაამახვილებ ყურადღებას რომ დავითი იმიტომ გინდა რომ მამის სახელია. უთხარი უბრალოდ რომ მოგწონს და გინდა რომ დავითი დაარქვა.

მასე ვაპირებ smile.gif
* * *
QUOTE
აი, რა ვქნა, მაკოს რომ გეძახის დედაშენი, ვერ აღვიქვამ. მარიამით გიცნობ სულ და ხან მგონია, სხვას ახსენებს.

შენი დის არ იყოს, ერთ მშვენიერ დღეს (ოღონდ უკვე დიდობაში) მეც ვთქვი, მარიამი მქვია მეთქი და შენ კი არა, ჩემი ქმარიც მარიამს მეძახის და სხვა სახელი ვერ წარმოუდგენია. მაგრამ დედაჩემისთვის ისევ მაკო ვარ smile.gif

Posted by: tsqnafo 17 Mar 2011, 14:01
მარიამი
biggrin.gif
შენს შვილზე მქონდა კიდევ თავიდან გაურკვევლობა, ვერ მივხვდი, თამარი დამეძახა თუ თამუნა, დედაჩემს რომ ამბებს ვუყვები, თამროთი მოვიხსენიებ biggrin.gif

Posted by: Vivo per Lei 17 Mar 2011, 14:03
სახელების ახალი მანიაა კაცო თუ რა არის, საკუთარმა სახელებმა მნიშვნელობა შიძინა ძველისძველ დროში, ისიც იმიტომ, რომ იყო ერთი გამორჩეული ტიპი, რომელიც ხალხს რაღაცით დაამახსოვრდა, ეს რაღაცაა ზუსტად სახელის "მნიშვნელობა" . ან მეორე ვარიანტი, თვითონ წარმომდგარია რამდენიმე შინაარსის მქონე სიტყვისგან იმ ეპოქისთვის.

დამიშალეთ ერთი დავითი. გიორგი, კონსტანტინე, ალექსანდრე, გივი, საბა ან რაც გინდათ და დამიდასტურეთ, რატომ "ნიშნავს" უინიციატივოს, ლომგულს მამაცს ან რაც გინდათ იმას? აუცილებლად არამეულ, ელინურ, სპარსულ, არაბულ ენებზე ველოდები ახსნას, სხვანაირს ვერ მივიღებ.

მოვკაკვავ თითს მერე.

რომელი იყო ის ტყვე საბა, მტრებს რომ ჩაუვარდა და ჩემი ცოდვა დაიდო biggrin.gif
იმის მერე იმდენი ღირსი საბა იყო, მარტო სულხანი რომ ავიღოთ, ვეღარ დაარღვია "ნავსი?

Posted by: tsqnafo 17 Mar 2011, 14:08
Vivo per Lei
რა ტყვე საბა? ეგ არ ვიცი.

Posted by: Niomiro 17 Mar 2011, 14:30
Vivo per Lei
ას პროცენტიანი ხარ...
საერთოდაც ეგეთი მიდგომა უაზრობა მგონია რაა

Posted by: Vivo per Lei 17 Mar 2011, 14:37
tsqnafo
არამეულად ყოფილა "ტყვე, თავისუფლებას მოკლებული" და რომელიღაცურად კიდე "მოხუცი" და დაიზაფრა ხალხი : ))))

Niomiro
QUOTE
Vivo per Lei
ას პროცენტიანი ხარ...
საერთოდაც ეგეთი მიდგომა უაზრობა მგონია რაა

უაზრობაა აბა რა არი, ჩემი აზრითაც, არფერთი ფოთოლი არაა მსგავსი მეორის დედამიწაზე და სახელების გენეტიკაზე, თან მაინცდამაინც ცუდზე არ მსმენია ჯერ არაფერი...

Posted by: niniko_022 17 Mar 2011, 14:45
QUOTE
ჰო, გავიგე რას გულისხმობ. ეგ ყველაფერი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარეა. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში მიღებულია, რომ ბავშვს მამის წინაპრის სახელს არქმევენ (პრინციპში, მთლად ფირუზა და ჯემალი თუ არ უნდათ და წესიერი სახელია, მაგ ტრადიციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს). თან, როგორც გამიგია, ბაბუებს უსაშველოდ სიამოვნებთ შვილიშვილი რომ მის სახელს და გვარს ატარებს. თითქოს თავის გაგრძელებას ხედავენ იმ ბავშვში.

გეთანხმებიიიიი 101 %

Posted by: Molly_Hartley 17 Mar 2011, 15:43
Antigone
უჰ, მეც მასე mo.gif

Posted by: burkina-faso 17 Mar 2011, 21:15
QUOTE
უაზრობაა აბა რა არი, ჩემი აზრითაც, არფერთი ფოთოლი არაა მსგავსი მეორის დედამიწაზე და სახელების გენეტიკაზე, თან მაინცდამაინც ცუდზე არ მსმენია ჯერ არაფერი...

არ გსმენია მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაინტერესებს ეს საკითხი და თავიდანვე სკეპტიკურად ხარ განწყობილი, თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებიბს და არ იკვლევენ (მართალია ღრმად კომპეტენტური არც მე ვარ ამ საკითხში,თუმცა წამიკითხავს და ლოგიკასთან ახლოს დგას კვლევები.ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის რისი დანახვა და როგორ შეუძლია, ამ ლოგიკით კი ბევრი იმასაც ამბობს, უფალი არ არსებობსო, ვისაც უნდა სწამს, ვისაც არა... ). თუ დაინტერესდები,
QUOTE
არამეულ, ელინურ, სპარსულ, არაბულ ენებზე
მეტად ჩახედე ამ ენებს და სახელების ისტორიებს, თავად ეს ხალხი ამბობს, რომ ამ ენაზე ეს სახელი რაღაცას ნიშნავსო და ე.ი. ნიშნავს, თუ მე უკეთ ვიცი?! ასე ხო სხვა უცხოელსაც გაუკვირდეს შეიძლება, რატომ ქვია საქართველოში ადამიანს "არგელოდი", მათ ენაზე ამის შინაარსი შეიძლება სხვა რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ხო ქართულია? ხომ ვერ შემედავება სხვა რამეს ნიშნავს და არა იმას, რომ ვიღაც ამ ადამიანის დაბადებას არ ელოდა და ასე დაარქვა სახელი?! ასევე ვერ გავიგებ მე, რატო ითარგმნება საბა ან სხვა სახელი ისე, რასაც ნიშნავს

Posted by: buuus 17 Mar 2011, 21:27
სოფიო - (ბერძ) სიბრძნე იგივეა: სოფო, სოფია, სოფიკო

მე ვყოფილვარ თვით სიბრძნე gigi.gif


ქალის სახელები

აგნესა - (ლათ) “კრავი” “უმანკო”
აგრაფინა – (ლათ) “აგრიპას კუთვნილი”
ადა – (ებრ) “მხიარული”, “ სამკაული”
ადელაიდა – (გერმ) “სიკეთით ბრწყინავი”
აზა - “ეტიმოლოგია უცნობია”
ალექსანდრა – (ბერძ)”მხნე” “მამაცი”
ალისა - დას. ევრ. ქალის სახელია
ანა – (ებრ)”მადლი” იგივეა- ანანო ანუკა, ანუკი, ანიკო, ანანა;
ანასტასია – (ბერძ)”მკვდრეთით აღმდგარი” “სიცოცხლეს დაბრუნებული” იგივე – ტასო, ტასია, ნასტია,
ანგელინა – (ბერძ) “ამბის მომტანი”,
ანეტა – (ფრა) ანას ფრანგული ფორმაა
ანისია, ანუსია – (ბერძ) ”დამთავრება” “წარმატება”
არეთა – (არაბ) “ორბი” “არწივი” გვხვდება კაცის სახელადაც
არიადნა – (ბერძ) “ერთგული ცოლი”
ასინეთ - (ებრ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ასმათ - (არაბ) “უმწიკვლო” “უმანკო”
აღათი – (ბერძ) “კეთილი”


ბაბილინა – (ლათ) “აჯანყებული”
ბაია – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ბარბარე – (ბერძ) “უცხო” იგივეა ბაბალე, ბაბე ბაბო ბაბულია ბაბუცა
ბელა –(ლათ) “მშვენიერი, ლამაზი”
ბერტა – (გერ) “დიდებული”
ბეატრის- (ლათ) “ბედნიერი” იგივეა ბეა


გაიანე –(ლათ) “მწვანე”
გალინა – (ბერძ) “სიწყნარე”
გვანცა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”გვრიტია -
გიული – (სპარს) “ვარდი”
გულთამზე - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
გულიკო – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
გულისვარდი – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
გულნაზ – (სპარს) “ნაზი ვარდი”
გულნარა – (სპარს) “ბროწეულის ყვავილი”
გულსუნდა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
გულჩინა – (სპარს) “ვარდის მკეფელი”
გულჩორა - (სპარს) “ვარდის სახის მქონე”
გურანდუხტ – (სპარს) “გურამის ქალიშვილი” იგივეა გურანდა


დავარ – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
დალი - (ქართ) “ნადირობის ქალღმერთი”
დარეჯან – (ქართ) “ნესტან დარეჯანის მოფერებითი სახელი” იგივეა რაც დარიკო, დარო, დარია, დარჯანი
დაფინე - (ლათ) “დაფნა” იგივეა რაც ლაურა
დედისიმედი - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
დესპინე – “მოფერებითი ფორმაა დესი”
დიანა - (ლათ) “მთვარის, ტყის ნადირობის ქალღმერთის სახელი” შეესაბამება არტემიდა
დინა – (ქართ) “სვანურათ ნიშნავს ქალიშვილს, გოგონას”
დოდო - (ქართ) “გოგო”
დომნა – (ლათ) “ქალბატონი, დიასახლისი”
დომინიკა, დომნიკა - (ლათ) “უფლისა, კვირა”
დორა – (ბერძ) “ნიჭი”


ევა –(ბერძ) “სიცოცხლის მომტანი”
ევგენია –(ბერძ) “კეთილშობილი”
ეთერ – (ებრ) “ვარსკვლავი”
ეკატერინე – (ბერძ) “წმინდა, უმწიკლო ” მისი შემოკლებული ფორმაა ეკა
ელეონორა – (ევრ) “თანაგრძნობა”
ელზა – (დას. ევრ.) მისი შემოკლებული ფორმაა “ელისაბედი”
ელენე - (ბერძ) “მანათობელი, ჩირაღდანი, რჩეული” იგივეა ელიკო, ელო
ელისაბედ – (ებრ) “საღვთო ფიცი” იგივია ლიზა, ლიზიკო
ელისო – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ელპიდე – (ბერძ) “იმედი”
ესმა - “ეტიმოლოგია უცნობია”
ეფემია - “ეტიმოლოგია უცნობია” იგივეა ფეფო, ფეფიკო, ფეფელა
ეფროსინე – (ბერძ) “მხიარული”


ვალენტინა – (ლათ) “ძლიერი”
ვალერია – (ლათ) “იხილეთ ვალენტინა”
ვარდო – (ქართ) “ვარდი”
ვარვარა – (იგივეა რაც ბარაბარე)
ვარსკვლავისა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ვენერა – (ლათ) “სიყვარულის ქალღმერთი”
ვერა – (რუს) “რწმენა”
ვიოლეტა – (ფრან) “ია” იგივეა ვიოლა


ზაირა - (თურქ) “ყვავილი”
ზეინაბ - (არაბულ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ზინაიდა - (ბერძ) “ღვთიური”
ზოია – (ბერძ) “სიცოცხლე”


თალიკო-(ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
თამარ - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია” იგივეა რაც თაკო, თათია, თათა.
თამთა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
თანანა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
თედოსია - (ბერძ) “ღვთისადმი შენაწირი” იგივეა ფედოსია
თეკლე –(ბერძ) “ღვთის დიდება”
თეო – (ბერძ) “ღმერთი”
თეონა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
თინათინ – (ქართ) “მოციმციმე სხივი” იგივეა თინა, თიკო, თინიკო
თეოდორა -(ბერძ) “ღვთის წყალობა”


ია - (ბერძ) “ია”
იათამზე –(ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
იამზე - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ივდით –(ებრ) “იუდეველი”
იდა - (ევრ) “მეომარი ქალი” იგივეა ადელაიდა
ივლიტე – “ეტიმოლოგია უცნობია” იგივეა იულია
იზაბელა – (ევრ) “ეტიმოლოგია უცნობია”
იზოლდა - (ევრ) “გამოჩენილი მეომარი”
ინა –(ევრ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ინგა –(სკანდ) “ისლანდიელების ღმერთი”
იმედა - (ქართ) “ნაძეჟდა”
ინეზა – (იგევეა რაც აგნესა )
ირინე - (ბერძ) “მშვიდობა ”იგივეა ირა
იულია – (ლათ) “ივლისისა”


კატო – (ქართ) “მიღებულია ეკატერინე შეოკლებით”
კეკელა – (ქართ) “მშვენიერს. ლამაზს”
კესარია – (ბერძ) “დედოფალი”
კლავდია - (ლათ) “კოჭლი”
კლარა – (ლათ) “ნათელი, სუფთა”


ლალი –(ირან) “წითელი, ელვარე”
ლამარა –(ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ლამზირა – (ქართ) “სალოცავი”
ლანა – “ეტიმოლოგია უცნობია”
ლარისა – (ბერძ) “თოლია”
ლატავრა – “ეტიმოლოგია უცნობია”
ლაურა – (ლათ) “დაფნა”
ლეილა - (არაბ) “ღამე, შავი”
ლელა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ლია – (ებრ) “ხბო”
ლიანა – იგივეა რაც ლილიანა
ლიდა, ლიდია – (ბერძ) “ლიდიელს”
ლილი, ლილიანა – (ევრ) “ეტიმოლოგია უცნობი”
ლუდმილა - “ეტიმოლოგია უცნობი”
ლოლა – “ეტიმოლოგია უცნობი”
ლონდა - “ეტიმოლოგია უცნობი”
ლუბა - “ეტიმოლოგია უცნობი”
ლუიზა – (ფრანგ) “ლუდვიგთან არის დაკავშირებული”


მაგდა –(ებრ) მაგდანა “მაგდალინელი”
მადლენა – (ფრან) მაგდალინა
მავრა – (ბერძ)”შავი” “შავგვრემანი”
მაია – (რომ)მიწის ქალღმერთის სახელი
მაიკო – (ქართ) “მაია”-სსაალერსო ფორმაა
მაისა – (ქართ)”მაისისა” მაისში დაბადებული
მაკა – (ქართ)მარიამისა და მაიკოს საალერსო ფორმებია; იგივეა მაკო, მაკუნა
მაკრინე – (ბერძ) “ხმელი” იგივე მაკო;
მანანა – ბიბლიური სახელია “პატარა” “ცით მოვლენილი”
მარადი – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
მარგალიტა – (ბერძ) “მარგალიტი” კნინობითი ფორმაა მარგო;
მარეხ - (ქართ)მარეზ – ვარსკვლავი “ლამაზი ქალი”
მართა - (სირიული)”დიასახლისი” იგივეა მათიკო
მარიამ - (ებრ)”შეუპოვარი” “დაუმორჩილებელი”
მარო მარიკო –მარიამის კნინობითი ფორმაა
მარინე – (ლათ)”ზღვისა”
მეგი – (ინგლ) წარმოშობილია მაგდასგან
მედეა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
მელანია - (ბერძ) “შავი”
მელიტა - (ბერძ)”თაფლიანი”
მერი - “ეტიმოლოგია უცნობია”
მზაღო - (ქართ)”მოუსვენარი”
მზეთამზე – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია” დაკავშირებულია მზესთან
მზეონა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია” დაკავშირებულია მზესთან
მზექალა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია” დაკავშირებულია მზესთან”
მზეხათუნი - მზის მსგავსი ქალბატონი
მზია - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
მზირა - “ეტიმოლოგია უცნობია”
მზისადარ - “ეტიმოლოგია უცნობია”
მზიულა - “ეტიმოლოგია უცნობია”
მთვარისა - “ეტიმოლოგია უცნობია”
მინადორა - (ბერძ)”თვის საჩუქარი”
მირანდა – (ირან) მირანდუხტის შემოკლებული ფორმაა


ნაზი – (ქართ) იგივეა ნაზიკო, ნაზო
ნათელა – (ქართ) “სინათლე”
ნათია - (ქართ)
ნაია - (ხურიტული) “ეტიმოლოგია უცნობია”
ნანი ნანუკა ნანული – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ნარგიზა – (ბერძ)
ნატო, ნატა, ნატალია – (ლათ)”ბუნებრივი” დიეს ნატალის ლათინურად ნიშნავს “დაბადების დღეს”
ნელი – (ევრ) მოფერებიტი ფორმაა სახელებისა : ელენე, მადლენა
ნენე - “ეტიმოლოგია უცნობია”
ნესტან - იგივეა ნესტან დარეჯანი
ნინელი - (რუს) ბოლოდან იკითხება როგორც ლენინი
ნია - (ქართ)ნინოს კნინობითი ფორმა
ნინო - (ქართ)“ეტიმოლოგია უცნობია” ასირიული ნაყოფიერების ღმერთის სახელ ნინ- თან აქვს კავშირი.მოფერებიტი ფორმებია : ნინიკო, ნინუკა, ნინუცა, ნუცა, ნინი.
ნონა – (ეგვ)”ღვთისადმი მიძღვნილი”
ნორა – ელეონორას შემოლებული ფორმაა


ოლღა – (სკანდ) “წმინდა”
ოლიმპიადა – (ბერძ) ოლიმპიადიდან მოდის


პელაგია – (ბერძ)”ზღვისა”
პეპელა - (ქართ)
პირიმზე - (ქართ)” მინდვრის ყვავილი”


ჟენია – (ფრან) იგივეა რაც ეუჟენია
ჟუჟუნა – (ქართ) თვალციმციმა


რაისა – (ბერძ) მსუბუქი, წყნარი,დამთმობი.
რიფსიმე - (ბერძ) ‘’მსროლელი’’, “დამგდები”,”დამტევებელი’’.
როდამ –(სპ) “ეტიმოლოგია უცნობია”
რუსუდან – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია” სპარს. “დღე” “დღიანი”


სალომე - (ებრ) “ეტიმოლოგია უცნობია”
სანათა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
სარა - (ებრ)”დედოფალი” “ქალბატონი”
სიდონია - (ებრ) შემოკლებული ფორმაა სიდო
სოფიო - (ბერძ) სიბრძნე იგივეა: სოფო, სოფია, სოფიკო
სულიკო – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ტასო – (ქართ) იგივე ტასიკო
ტატიანა – (ბერძ) “დამფუძნებელი” შემოკლებული ფორმაა ტატა
ტერეზა – (ევრ)”მონადირე” “საყვარელი” “ძლიერი”


უტანდარ - “ეტიმოლოგია უცნობია”
ულიანა – (ლათ) იულონისა


ფატმან – (არაბ) “ეტიმოლოგია უცნობია” შემოკლებული ფორმაა: ფატი, ფატიმა, ფატმა
ფედოსია – (ბერძ) “ღვთის წყალობა”
ფეფო - ფეფელას შემოკ. ფორმა
ფიქრია – (არაბ) არაბული კაცის სახელია, იგივე რაც ქართულად ფიქრი


ქაბატო – (ქართ)
ქეთევან – (სპარს) “ეტიმოლოგია უცნობია” მოფერებითია – ქეთო, Qქეთინო და ქეთათო.
ქრისტინე – (ბერძ)ქრისტესი
ქსენია – (ბერძ) სტუმარი


შორენა – “ეტიმოლოგია უცნობია”
შუქია - (ქართ)


ჩიტო – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ცაგო - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცაგული - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცარო - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცაცა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცეცილია - (რომ)
ციალა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცირა ცირუ - “მცირე” “ქალიშვილი”
ცინარა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცისანა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცისია - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცისმარა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ციური - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ციცია - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ციცინო - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცოქალა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცუცა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ძაბული - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ძიძია - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ხათუთა, ხათუნა - (თურ)”ქალბატ”
ხატია - (ქართ) დახატული


ჯავარა – (არაბ)ძვირფასი ქვა
ჯულიეტა – (იტალ) საალერსო ფორმაა ჯულიასი


კაცის სახელები

აბესალომ -(ებრ) “მამა მშვიდობისა”
აგაბო – (ბერძნული) ნიშნავს საყვარელს.
ადამ - (ებრ) “წითელი მიწა ან თიხა” ასევე ადანიანი.
ადრიანე – (ლათ) ”ქალაქ ადრიის მცხოვრები”
ავთანდილ – (არაბულ ირანული) “სამშობლოს რწმენა”
ათანასე- (ბერძ) “უკვდავი”
აკაკი- (ბერძ) “უწყინარი, არა ცუდი”
ალეკო – ალექსანდრეს მოფერებითი სახელი.
ალექსანდრე –(ბერძ) “მხნე, მამაცი, ხალხის მცველი”
ალმასხან –(თურქ) “ძვირფასი ქვის სახელი ალმასი. ”
ალუდა –(ქართ) “ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია”
ამბაკო –(ებრ) “ღვთის სიყვარული”
ამბერკი –(ბერძ) “დამყენებელი”
ამბროსი –(ბერძ) “უკვდავი”
ამირან –(ქართ) “ქართული ეპოსის გმირი”
ამირინდო-
ნანია-(ებრ) “მადლყ უფლისა”
ანდრონიკე-(ბერძ) “მამაცი”
ანზორ-(დაღესტური)
ანთიმოზ –(ბერძ) “აყვავებული”
ანტონ –(ბერძ) “მეომარი, ომში ჩაბმული, წინამძღოლი, მეთაური”
აპოლონ –(ბერძ) “მზის ღმერთი სახელია, ითარგმნება როგორც მწველი მზე”
არისტო-(ბერძ) “მთისა”
არკადი – (ბერძ) “საბერძნეთის ცენტრარული ოლქი, მწყემსი”
არმაზ- (ირანული) “ძველი ქართ. ღვთაების სახელია”
არსენ-(ბერძ) “მხნე”
არტემ –(ბერძ) “ჯამრთელი, ჯანსაღი ”
არქიპო-(ბერძ) “თავლის უფროსი”
არჩილ-(ირან) “არიული მოდგმის”
არჯევან –(ზენდური) “ღირსი, ღირსეული”
ასლან – (თურქ) “ ლომი, დიდი”
აფრასიონ –(სპარს)
აფშინა. - (სპარს) “მმართველს”სარჩევი


ბაადურ- (სპარს) “რტაინდი”
ბაბილო –(სირიული) “აჯანყებული”
ბაგრატ- (ირან) “ღვთის შექმნილი”
ბადრი- (არაბული) “სავსე მთვარე”
ბაკურ-(ირან) “ღვთის შვილი”
ბართლომე –(ებრაული) “მოხნული მიწის შვილი”
ბარძიმ – (ირან) “მაღალი დიდი”
ბასილ –(ბერძ) “სამეფო”
ბაქარი –(ქართ) “ქართული ფორმაა სახელისაა ბაკური”
ბაღათერა- (ირან) “ღვთის შვილი”
ბაჩა-(ქართ) “პატარას, ბავშვი”
ბაჭუა –(ქართ) “ბიჭი, ბიჭუნა”
ბახვა –(ქართ) “მეგრულათ ნიშნავს ჩაფსკვნილს, ბუთხუზას”
ბეგლარ – (თურქ) “ბატონს”
ბენედიქტე –(ლათ) “კურთხეული”
ბეჟან-(სპარს) “მამაცი”
ბერდია – (ქართ) “დაბერდი, წარმოშობილია ბერ-ძირიდან”
ბესარიონ – (ბერძ) “ტყიანი, ტყისა”
ბესიკ- “ბესარიონის შემოკლებითი ფორმა”
ბექა – (თურქ) “ბატონი”
ბეშქენ –(სპარს) “ხელოვნება”
ბიკენტი –(ლათ) “ მძლევერი, გამარჯვებული”
ბირთველ – (ქართ) “ბირთვისელი”
ბიქტორ-(ლათ) “ძლევა მოსილი, გამარჯვებული”
ბიძინა – (ქართ)
ბიჭიკო – (ქართ) “ბიჭი”
ბორის –(სლავ) “დიდება”
ბოჩია – (ქართ) “ბიჭი”
ბოცო, ბუდუ, ბუხუტი-(ქართ) “მნიშვნელობა გაურკვეველი”


გააბრიელ –(ებრ) ”კაცი ღვთისა” “ღვთის მცველი”
გაგა – (ქართ) იხ. გიორგი
გაგი – (ქართ) იხ. გიორგი
გაიოზ – (ბერძ.) “ მიწიერი”
გალაკტიონი – (ბერძ.) “რძიანი” “რძისა”
გედევან – (ებრ.) “დამანგრეველი”, “მომჭრელი”, “გამსრესი”
გელა – (ქართ) “ მგელა”-დან ნაწარმოები. იგივე “მგელიკა” , “მგელია”
გენადი – (ბერძ.) “კეთილშობილი” შემოკლებული “გენო”
გერასიმე – (ბერძ.) “პატივცემული”
გერვასი – (ბერძ.) “ლახვრითმოსილი”
გერმანე – (ლათ.) “ერთი დედისგან შობილი”, “ღვიძლი ძმა”
გერონტი – (ბერძ.) “ მოხუცებული”
გვადი, გვანჯი –(ქართ) იხმარება სამეგრელოში
გია, გიგა, გიგი, გიგო, გიგილო, გიგლა, გიგოლი – ქართული სახელებია, გიორგის ან გრიგოლის შემოკლებული ფორმები.
გიო – (ბერძ) მიღებულია გიორგის შემოკლებით “მიწა”
გიორგი – (ბერძ) “მხვნელ-მთესველი”, “მიწადმოქმედი”. გეო – “მიწა”
გოგი გოგიტა გოგიჩა – გიორგის მოფერებითი ფორმა
გოგოთურ – (ქართ) მთაში გავრცელებული სახელია.
გოდერძი – (ირან.) ”ძლიერი ხარი”
გოლა – (ქართ.)
გოჩა – (ქართ) “ბერიკაცი”
გრიგოლ – (ბერძ.) “მღვიძარე”, “ფხიზელი”
გუბაზ – (ირან.) ირანული სახელია ეტიმოლოგია უცნობია.
გუგა, გუგუ, გუგუნა – ერთიდა იგივე სახელია. “ეტიმოლოგია უცნობია”
გულბაათ – (სპარსული) “ვარდის ქარი”
გურამ – (იხილეთ ბარამ)
გურგენ – (ირან) “მგლისა”


დავით- (ებრ) “საყვარელს”. იგივეა - დათა, დათო, დათია, დათუა, დათიკო, დათუნა.
დანიელ – (ებრ) “ღვთის სამსჯავრო”
დარისპანი – (სპარს) “ისპანის კარი”
დაჩი. – (სპ) “გვარის უფროსი”
დევი – (ინგ) “დავითის ინგლისური გამოთქმა”
დემეტრე – (ბერძ) “მიწის მუშა”
დემნა –(ქართ) “დემეტრეს მოფერებითი ფორმა”
დიანოზ –(ბერძ) “ეტიმოლოგია უცნობია”
დიდიმ – (ბერძ) “ტყუპის ცალი”
დიმიტრი – “იხილეთ დემეტრე”
დიომიდე – (ბერძ) “ის ვინც დიონის ნებით ბატონობს”
დიონისე –(ბერძ) “იგივე ბახუსი, ღვინის და მხიარულების ღმერთი”
დომენტი –(ბერძ) “დამწყნარებელი”
დოროთე –(ბერძ) “ღვთის საჩუქარი”
დურმიშხან –(თურქ) “მდგომი”
დუტუ - (მეგ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ეგნატე –(ლათ) “არა მცოდნე”
ედიშერი - (სპარს) “ეტიმოლოგია უცნობია”
ედუარდი – (გერ) “საკუთრებაზე მზრუნველი”
ევგენი - (ბერძ) “კეთილშობილი”
ევდოკ – (ბერძ) “ჩინებური, სახელოვანი”
ევსევი –(ბერძ) “კეთილის მსახური”
ელეფთერ – (ბერძ) “თავისუფალი”
ელგუჯა – (თურქული) “ხალხის ძალა”
ელდარ –(ებრ) “ღვთის სახელები”
ელია – (ბერძ) “მზიანი”
ელიოზ – (ბერძ) “მზე”
ემანუელ –(ებრ) “ჩვენთან არს ღმერთი”
ემელიანე –(ბერძ) “ალერსიანი, მხიარული”
ერასტი –(ბერძ) “საყვარელი”
ერეკლე - (ბერძ) “წარმოქმნილია ბერძენი გმირის ჰერკულესის ანუ ჰერაკლე სახელიდან”
ერემია – (ებრ) “ღვთისგან ამაღლებული”
ესაია – (ბერძ) “ხსნა უფლისგან”
ესტატე –(ბერძ) “მტკიცედ მდგომი, მედგარი”
ეფრემ –(ბერძ) “ნაყოფიერი”
ექვთიმე - (ბერძ) “უბოროტო, კეთილი ”


ვალერი – (ლათ) “მხნე ძლიერი”
ვანო - (ქართ) “ივანეს შემოკლებითი ფორმა”
ვაჟა - (ქართ) “ყმა ვაჟი”
ვარდენ – (ირან) “გმირი”
ვარლამ – (ქალდეური) “ხალხის შვილი”
ვასილ – (ბერძ) “სამეფო”
ვაჩე – (ირან) “შვილი, ნაშობი ბიჭი”
ვახტანგ –(ირან) “მგლის ტანის მქონა”
ვახუშტი –(ირან) “ეტიმოლოგია უცნობია”
ვიქტორ – (ლათ) “გამარჯვებული”
ვლადიმერ. - (გოთური)


ზაალ – (სპ.) “მოხუცი” “ ბერი”
ზაზა – (ებრ) “ სიუხვე “
ზაქარია – (ებრ) “მსახური ხვთისა”
ზეზვა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ზენონ – (ბერძ) “ღთიური”
ზვიად – (ქართ) “ამაყი. მედიდური”
ზოსიმე – (ბერძ) “ცხოვრების უნარიანი”
ზურაბ - (სპარს) “წითლად მოელვარე (იგივე ზურა ზუკა ზურიკო ზურია)”


თადეოზ – (ასურიული) “ბრძენი”
თამაზ –(ირან) “ძლიერი ცხენი”
თანდილა – “ავთანდილის შემოკლებული ფორმა”
თარხან –(თურქ) “თავისუფალი”
თაყა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
თაყა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
თედორე – (ბერძ) “ნიჭი”
თეიმურაზ – (ირან) “ძლიერი”
თემურ –(თურქ) “რკინა”
თენგიზ – (თურქ) “ზღვა”
თომა – (ებრ) “ტყუპის ცალი”
თორნიკე - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


იაგო – (ესპ) “იაკობი”
იაკობ – (ებრ) “კვალი”
იარალი – (თურქ) “შეყვარებული”
იასონ –(ბერძ) “მკურნალი”
ივანე – (ებრ) “ის ვის მიმართაც ღმერთი მოწყალეა”
ივერი – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ივლიანე – (ლათ) “ივლისის თვისა”
ილარიონ - (ბერძ) “მხიარული, ნათელი”
ილია – (ებრ) “სიმაგრე ღვთისა”
იორდანე - (ებრ) “მდინარე”
იოსებ – (ებრ) “გამრავლება, მატება იგივეა სოსო, სოსიკო”
იპოლიტე – (ბერძ) “ცხენის აღკაზმულობის მომხსნელი”
ირაკლი – (ბერძ) “იგივე ერეკლე”
ისაკ – (ებრ) “სიცილი, მოცინარე”
ისიდორე – (ბერძ) “ისიდას საჩუქარი, ეგვიპტური ქალღმერთის სახელი”
ისმაილ – (ებრ) “ღმერთს ესმის”


კალენიკე, კალე –(ბერძ) “ბრწყინვალეთ გამარჯვებული”
კანდიდ –(ლათ) “თეთრი, გულწრფელი”
კარლო –(გერ) “მამცი”
კახაბერი, კახა – (ქართ) “წამოსულია სატომო სახელისგან კახი”
კირილე – (საპარ) “მზე”
კირილე – (საპარ) “მზე”
კობა – (ქართ) “იაკობის შემოკლებული ფორმა”
კონსტანტინე –(ლათ) “იგივე კოკა, კოტე კოსტა ნიშნავს ურყევს მტკიცეს”
კუკური- (ქართ) “ნორჩი”


ლადო – (ქართ) “ვლადიმერი ან ვლადიკო”
ლავრენტი – (ლათ) “დაფნის გვირგვინის დამდგმელი”
ლაზარე – (ებრ) “ღვთის წყალობა, ღმერთია შემწე”
ლაშა – (ქართ) “ნათელი, შუქი”
ლევან – (ქართული ფორმაა ლეონისა, ლეო ანუ ლომი)
ლეონიდე – (ლათ) “ ლომის ბოკვერი”
ლუარსაბ – (სპარს) “წითელი ცხენის პატრონი”
ლუკა – (ლათინური) “ბრწინვალე, მანათობელი”


მათე – (ებრ) “ღვთის კაცი”
მაკარ – (ბერძ) “ბედნიერი”
მალხაზ –(ქართ) “ცქვიტი, კოხტა, ლამაზი”
მამუკა, მამია – (ბერძ) “ძუძუმ წოვარი”
მანუჩარ –(სპარ) “ციური სახის მქონე”
მარკოზ – (ლათ) “ჭკნობადი”
მარტია –(ქართ) “მარტი”
მაქსიმე – (ლათ) “უდიდესი”
მელიტონ – (ბერძ) “თაფლიანი”
მერაბ – (სპარს) “მზესავით ელვარე”
მექი – (ებრ) “მელქისედეკის შემოკლებული ფორმა”
მინდია – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
მინდია – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
მირზა – (სპარს) “ბატონი”
მირიან –(სპარს) “მზისა”
მიხეილი – (ებრა) “რვთის სწორი”
მოსე – (ებრ) “წყლიდან ამოყვანილი, გადარჩენილი”
მურმან –“იგივეა რაც მურვან”
მუშნი – (ხურიტული) “დიადი”
მუხრან – (ქართ) “მუხის ტყე”


ნასყიდა – (ქართ.)” ეტიმოლოგია უცნობია”
ნესგორ – (ბერძ.)”შინ დაბრუნებული”
ნიაზ – (სპ) “წადილი”
ნიკა – (ბერძ.) გამარჯვების ღმერთის სახელი “გამარჯვება”
ნიკანდრო – (ბერძ) “გამარჯვებული ვაჟკაცი”
ნიკიტა ნიკო – (ბერძ.)”ძლევამოსილი”
ნიკოლოზ – (ბერძ)” გამარჯვებათა მხილველი”
ნოდარ – (სპარს)”ახალ მოსული”
ნოე – (ებრ) “ნუგეში”
ნოშრევან – (სპარს) “უკვდავი სულისა”
ნუგზარ – (ირან) “ეტიმოლოგია უცნობია”
ნუკრი – ქართული სახელია “ეტიმოლოგია უცნობია”


ოთარ – (ქართ)”ულამაზესი ყმაწვილი” იგივეა ოთო, ოთია
ოლეგ – (სკანდ) “წმინდა”
ომარ – (არაბ) “სიცოცხლე”
ონისე – (ბერძ)”სარგებლობა”
ონოფრე – (ეგვ.)”წმინდა ხარი”
ორბელ – (ქართ) “ორბეთელი --- გვარი ორბელიანი
ორდე – “ეტიმოლოგია უცნობია”
ოტია – იხ. ოთარი
ოქროპირ – (ქართ) “კარგი ორატორი”


პაატა – (ქართ) “პატარა, პაწაწინა”
პაელე – (ლათ) “მცირე”
პანტელეიმონ – (ბერძ)”ყოვლადმოწყალე”
პაპუნა – (ქართ) “პაპისა”
პეტრე – (ბერძ)”კლდე”
პიმენ - (ბერძ) ”მწყემსი”
პლატონ – (ბერძ) “განიერი”


ჟამიერა – (ქართ) “დღეგრძელი”
ჟორა – “ეტიმოლოგია უცნობია”
ჟორჟ – ფრანგული ფორმაა სახელისა გიორგი


რამაზ – (არაბ) “რამაზანის თვეში დაბადებული”
რამზე – (ეგვ.) “მზის შვილი”
რატი – (ირან) “ბატონი, პატრონი’
რაფიელ – (ებრ)”ღვთის შემწეობა”
რევაზ – (არაბულ-სპარს) “კმაყოფილი”
როინ – (სპარს)”სპილენძისა”
რომან – (ლათ)”რომაელი”
რომანოზ – (ბერძ) “მტკიცე”
როსტომ – (სპარს)”მდინარე”


საბა – (ბერძ) “თავისუფლებას მოკლებული”
სავლე – (ებრ) “ სასურველი”
სანდრო – ალექსანდრეს შემოკლებული ფორმაა
სერგი – (სლავ) “სერგეი”
სიმონ – (ებრ)”შესმენილი”
სოლომონ - (ებრ)”წყნარი”
სტეფანე – (ბერძ) “გვირგვინი”
სულხან – (ბერძ)” მცოდნე”


ტარასი – (ბერძ)”მოუსვენარი”
ტარიელ – (ირან)”მფლობელი”
ტიმოთე - (ბერძ) “ღვთის მოსავე”
ტიტე – (ლათ)”ღირსების დამცველი”


უტა – (ქართ)სამეგრელოში გავრცელებული სახელია
უშანგი – (სპარს)”კარგი ცხოვრების მქონე”
უჩა – (ქართ)სამეგრელოში გავრცელებული სახელია “შავი”


ფარნაოზ – (ირან)”უბრწყინვალესი”
ფილიპე – (ბერძ)”ცხენთა მოყვარული”


ქართლოს – (ქართ) ქართლოსი იყო თარგამოსის შვილი
ქიტესა ქრისტეფორე - (ქართ) იგივეა რაც ქრისტეფორე
ქუცნა – “ეტიმოლოგია უცნობია”
ქუჯი – (ქუჯი)“ეტიმოლოგია უცნობია”ეს სახელი ერქვა კოლხეთის გმირს


ღვთისია – (ქართ)”შეესაბამება ზენონი, ზინობი და ღვთისო”
ღვინია – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”

ყარამან – (სპარს)”გმირი”
ყაფლან – (თურქ)”ვეფხვი”


შადიმან – (სპარს)”ბედნიერი”
შალვა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
შაქრო - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
შერგილ – (სპარს)”ლომის დამჭერი”
შერმადინ – (არაბ)”სარწმუნოების კდემა”
შიო – (ირან) “ეტიმოლოგია უცნობია”
შოთა - “ეტიმოლოგია უცნობია”


ჩაგუ - “ეტიმოლოგია უცნობია”
ჩიტო – (ქართ) გვხვდება ქალის სახელადაც


ცანგალა –(ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ცისკარა – (ქართ)“ეტიმოლოგია უცნობია”
ცოტნე – (ქართ)”პატარა”


ძაგან – (სომხ) “ნაშიერი”


წყალობა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
წათე – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ჭაბუკა – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ჭიაბერი – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ჭიჭია – (ქართ) “პატარა” კნინობითი ჭიჭიკო
ჭოლა – (ქართ) “ვაჟი”


ხარება – (ქართ)
ხვიჩა - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ხუტა – (ქართ) “ღვთაების ეპითეტია”


ჯაბა –(ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ჯანსუღ – (სპარს)”შეყვარებული”
ჯარჯი – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
ჯემალ – (არაბ) “სილამაზე”
ჯვებე -“ეტიმოლოგია უცნობია”
ჯიმშერ – (სპარს)”ახალგაზრდა ლომი”
ჯონდო – ოგოვე ჯონი
ჯოტო -“ეტიმოლოგია უცნობია”
ჯუანშერ – (სპარს) “ახალგაზრდა ლომი”
ჯუმბერ - “ეტიმოლოგია უცნობია”
ჯურხა - “ეტიმოლოგია უცნობია”

მადლობთ ყურადღებისთვის biggrin.gif

Posted by: Vivo per Lei 17 Mar 2011, 21:42
burkina-faso
ენების სპეციალისტი ვარ და თუ დააკვირდები, ისეთი განმარტება დავწერე აგუმენტად, მხოლოდ საქმეში ჩახედული ადამიანი რომ იტყოდა.
შენ ასტროლოგია გაქვს მოშველიებული საბუთად ზემოთ და ვინ, რა და ვარსკვლავები ნამდვილად არ მონაწილეობდნენ დამწერლობის (საკუთარი სახელების) და მოვლენების განვითარებაში სუბიექტის დატვირთვით.

Posted by: ინფინიტი 17 Mar 2011, 21:54
burkina-faso
QUOTE
არ გსმენია მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაინტერესებს ეს საკითხი და თავიდანვე სკეპტიკურად ხარ განწყობილი, თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებიბს და არ იკვლევენ (მართალია ღრმად კომპეტენტური არც მე ვარ ამ საკითხში,თუმცა წამიკითხავს და ლოგიკასთან ახლოს დგას კვლევები.ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის რისი დანახვა და როგორ შეუძლია, ამ ლოგიკით კი ბევრი იმასაც ამბობს, უფალი არ არსებობსო, ვისაც უნდა სწამს, ვისაც არა... ). თუ დაინტერესდები,

უფალი და ასტროლოგია ვერ მოდის ერთმანეთთანო აბა? yes.gif

Posted by: ათულია 17 Mar 2011, 22:07
QUOTE
ოთარ – (ქართ)”ულამაზესი ყმაწვილი” იგივეა ოთო, ოთია


აი ამაზე ვფიქრობ
ოთუნა

Posted by: burkina-faso 17 Mar 2011, 23:14
Vivo per Lei
QUOTE
შენ ასტროლოგია გაქვს მოშველიებული საბუთად ზემოთ და ვინ, რა და ვარსკვლავები ნამდვილად არ მონაწილეობდნენ დამწერლობის (საკუთარი სახელების) და მოვლენების განვითარებაში სუბიექტის დატვირთვით.

ამ ქვეყნად ყველაფერი კავშირშია ჯაჭვური რეაქციით და ერთი წარმოშობს მეორის საჭიროება-აუცილებლობას.
infinity-infinity
QUOTE
უფალი და ასტროლოგია ვერ მოდის ერთმანეთთანო აბა? 

არც ასეა საქმე, კაცმა,რომელმაც დაწერა "გალობანი სინანულისანი" ნამდვილად ახლოს იყო უფალთან და ამავე დროს ყოველთვის, როცა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებს წყვეტდა, აუცილებლად აქცევდა ყურადღებას ასტროლოგიას, ვარსკვლავებისა და მთვარის მდებარეობა-მდგომარეობას. ის მოძღვრები კი, რომლებიც ამტკიცებენ, ასტროლოგია რელიგიას ეწინააღმდეგებაო, შეუბრუნეთ კითხვა, ხომ არ იცით მოგვები თავისი არსით ვინ იყვნენთქო? ან ხომ ვერ მეტყვით, სვეტიცხოვლის უწმინდეს ტაძარში ასტროლოგიური ნიშნები რა მიზეზითაა გამოსახულითქო?! პასუხად ან დუმილს მიიღებთ, ან გეტყვიან, რომ ყველაფრის გამოკვლევა არ შეიძლებაო.

Posted by: Antigone 18 Mar 2011, 00:33
buuus
QUOTE
გულთამზე - (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
გულიკო – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”
გულისვარდი – (ქართ) “ეტიმოლოგია უცნობია”


ეს რომელმა გენიოსმა შეადგინა ნეტა biggrin.gif

როგორ შეიძლება გულთამზე, გულიკო და გულისვარდი უცნობი ეტიმოლოგიის იყოს, სიტყვები თვითონ კივიან საკუთარ ეტიმოლოგიას biggrin.gif

Vivo per Lei
არა მგონია სახელის ეტიმოლოგიას არ ჰქონდეს რამე სიმბოლური დატვირთვა, სახელები ხომ ასე იქმნებოდა, მათ მნიშვნელობა ჰქონდათ, მერე იქცა კეთილხმოვან ან არაკეთილხმოვან სიტყვებად. მაგ. როგორ დამავიწყდეს, რომ "სოფია" სიბრძნეს ნიშნავს smile.gif გააჩნია ცოდნის დონეს და ეტიმოლოგიამდე მიღწევას. მაინც ახდენს ცოტა გავლენას smile.gif

Posted by: Neno_ 18 Mar 2011, 00:49
QUOTE
მერაბ – (სპარს) “მზესავით ელვარე”

აუ მამაჩემი ნახე რა კაცი ყოფილა gigi.gif

ჩემი მომავალი შვილები bis.gif

QUOTE
მაქსიმე – (ლათ) “უდიდესი”

QUOTE
სოფიო - (ბერძ) სიბრძნე იგივეა: სოფო, სოფია, სოფიკო

დავისვენე, ქე მაინც სულიერი და ასტროლოგიური ტვირთი ავარიდე ბაღნებს lol.gif

Vivo per Lei
QUOTE
ომელი იყო ის ტყვე საბა, მტრებს რომ ჩაუვარდა და ჩემი ცოდვა დაიდო

ვგიჟდები შენს პოსტინგზე ხოლმე, ძალიან კარგი იუმორი გაქვს up.gif biggrin.gif

Posted by: burkina-faso 18 Mar 2011, 00:49
Antigone
QUOTE
არა მგონია სახელის ეტიმოლოგიას არ ჰქონდეს რამე სიმბოლური დატვირთვა, სახელები ხომ ასე იქმნებოდა, მათ მნიშვნელობა ჰქონდათ, მერე იქცა კეთილხმოვან ან არაკეთილხმოვან სიტყვებად. მაგ. როგორ დამავიწყდეს, რომ "სოფია" სიბრძნეს ნიშნავს გააჩნია ცოდნის დონეს და ეტიმოლოგიამდე მიღწევას. მაინც ახდენს ცოტა გავლენას 

შენ გაიხარე smile.gif up.gif

Posted by: მარიამი 18 Mar 2011, 09:34
QUOTE
ის მოძღვრები კი, რომლებიც ამტკიცებენ, ასტროლოგია რელიგიას ეწინააღმდეგებაო, შეუბრუნეთ კითხვა, ხომ არ იცით მოგვები თავისი არსით ვინ იყვნენთქო? ან ხომ ვერ მეტყვით, სვეტიცხოვლის უწმინდეს ტაძარში ასტროლოგიური ნიშნები რა მიზეზითაა გამოსახულითქო?! პასუხად ან დუმილს მიიღებთ, ან გეტყვიან, რომ ყველაფრის გამოკვლევა არ შეიძლებაო.

არ მიყვარს ამ თემაზე კამათი და არც მინდა გამოვიწვიო ვინმე, მაგრამ ეს იმდენად არასწორი ფრაზა იყო, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვუპასუხო. ამ კითხვაზე არც ერთი მოძღვარი დუმილით არ პასუხობს და ძალიან ცხადი და გარკვეული პასუხები აქვს ეკლესიას. მთელი წიგნია დაწერილი სვეტიცხოვლის ტაძარში არსებულ ფრესკაზე. ინტერნეტშიც შეიძლება ამ წიგნის მოძიება. აქ დაწვრილებით შეგნებულად არ ვწერ და არც ლინკებს ვდებ, რომ კამათი არ გავაღრმავო. დაინტერესებული ადამიანი თვითონ მოიძიებს.
არავის საწყენად არ ვამაბობ და არც არავის ვიწვევ. ამ თემაზე ჩემი პირველი და ბოლო პოსტია ეს smile.gif


Posted by: Vivo per Lei 18 Mar 2011, 10:06
Antigone
QUOTE
Vivo per Lei
არა მგონია სახელის ეტიმოლოგიას არ ჰქონდეს რამე სიმბოლური დატვირთვა, სახელები ხომ ასე იქმნებოდა, მათ მნიშვნელობა ჰქონდათ, მერე იქცა კეთილხმოვან ან არაკეთილხმოვან სიტყვებად. მაგ. როგორ დამავიწყდეს, რომ "სოფია" სიბრძნეს ნიშნავსგააჩნია ცოდნის დონეს და ეტიმოლოგიამდე მიღწევას. მაინც ახდენს ცოტა გავლენას

სიმბოლური დატვირთვა აქვს, ისტორიული, ლექსიკური, რომელიც შეიძინა კონკრეტულ დროში...
ამას მეც ვამბობ.
კონკრეტულ მოვლენასთან მიმართებაში.
სიმბოლური მნიშვნელობა ანუ მაინც ნიშნავს სახელის პირველი (ღმერთმა იცის, პირველი იყო თუ მერამდენე) მატარებლის თვისებების გენეტიკურად გადაცემის ამბავს?
რა ქვია იმ მეცნიერებას, იმას რომ იკვლევს, რა გავლენის მოხდენა შეუძლია პირველ მამაკაცს ქალზე? "ამ კაცის სპერმა და პირველი სექსუალური აქტი, თურმე ამახსოვდება ქალის ორგანიზმს და თუნდაც სხვისგან შობოს შვილი, იმ პირველის ალი-კვალი თუ არა, რაღაცის მატარებელი მაინც იქნებაო"
ტელეგონია, ვსპომნილაsmile.gif
აბსურდია..
burkina-faso
QUOTE
ამ ქვეყნად ყველაფერი კავშირშია ჯაჭვური რეაქციით და ერთი წარმოშობს მეორის საჭიროება-აუცილებლობას.

ასტროლოგია როგორც მეცნიერება თU როგორც ყავაში ჩახედვის მსგავსი "კვლევა"?
ჭეშმარიდატ დილეტანტი ვარ ვარსკვლავებში, თუ ამიხსნი, გამიხარდება.
მე რამდენიმე ენის სწავლის პროცესში არსად შემხვედრია ამდაგვარი მიდგომა.
Neno_
QUOTE
ვგიჟდები შენს პოსტინგზე ხოლმე, ძალიან კარგი იუმორი გაქვს

მე კიე შენზედ ვარ განგიჟებული, მარა თმას ვერ ვბედავ gigi.gif :me kompleqsiani:
* * *
burkina-faso
ღმერთის ძიებას რაც შეეხება, ასტროლოგები კიარა ფილოსოფოსები ეძებდნენ, არცერთI მეცნიერება არ უარყოფს ღმერთს, და არცერთი მეცნიერი არ საუბრობს ღმერთზე, თუ არ არის წმინდა წერილის მკვლევარი.
საქმის უცოდინრობა არაა, ერთი საკითხი აიღო და მეორეზე ილაპარაკო?
მეცნიერთა ერთი პირველი დაუწერელი კანონია, კი არ გამორიცხონ ღმერთი, არამედ ახსნან და დაადასტურონ ბუნებრივი მოვლენა, რომელი მიმართულებითაც მუშაობენ, როგორც ასეთი. სად ერეკლე და სად ჩემი ყურებიანი ქუდიო, ისეა ზუსტად.
სტატიას მოგიძებნი მერე, თუ გინდა.

მაგალითისთვის ამონარიდი ჯონ ლენოქსის სტატიიდან : " უნდა აღინიშნოს, რომ, ფიზიკურ კანონებს არასოდეს ძალუძთ სამყაროს სრული აღწერა. თავად კანონები არაფერს ქმნიან, ისინი მხოლოდ აღწერენ, თუ რა ხდება გარკვეულ პირობებში. რასაც ამბობს ჰოუკინგი, წარმოადგენს კანონების და ამ კანონთა საწყისის (დასაბამის მიმცემის) აღრევას ერთმანეთთან. ჩვენდამი მისი მოწოდება, რომ არჩევანი გავაკეთოთ ღმერთსა და ფიზიკას შორის, ოდნავ წააგავს ადამიანს, რომელიც, თვითმფრინავის ძრავას მუშაობის ასახსნელად, ითხოვს არჩევანი გავაკეთოთ აერონავტიკოს ინჟინერ სერ ფრენკ უიტლსა და ფიზიკურ კანონებს შორის. ეს კატეგორიათა აღრევაა, ფიზიკის კანონებს შეუძლიათ ახსნან, თუ როგორ მუშაობს რეაქტიული თვითმფრინავის ძრავა, მაგრამ ეს ძრავა ვიღაცამ უნდა ააწყოს, ჩაასხას საწვავი და გაუშვას. რეაქტიულ თვითმფრინავს ვერ ააწყობდნენ ფიზიკური კანონების გარეშე - მაგრამ მისი შექმნის ამოცანა ითხოვდა შუამავალს–აგენტს, უიტლის გენიის სახით."
http://www.orthodoxtheology.ge/2011/03/blog-post_14.html#more
ეს კიდევ უკეთესი სტატია.
http://www.orthodoxtheology.ge/2011/02/blog-post_08.html#more

Posted by: Antigone 18 Mar 2011, 11:44
Vivo per Lei
QUOTE
სიმბოლური მნიშვნელობა ანუ მაინც ნიშნავს სახელის პირველი (ღმერთმა იცის, პირველი იყო თუ მერამდენე) მატარებლის თვისებების გენეტიკურად გადაცემის ამბავს?


ნუ, ეგ სისულელეა.
უბრალოდ
QUOTE
სიმბოლური დატვირთვა აქვს, ისტორიული, ლექსიკური, რომელიც შეიძინა კონკრეტულ დროში...
ამას მეც ვამბობ.

მე შენს ნათქვამს იმას ვამატებ, რომ ხანდახან ადამიანები იძიებენ კიდეც სახელის მნიშვნელობას, როდესაც შვილს არქმევენ. მე მაგალჲთად, მექანიკურად, კეთილხმოვანების გამო არ შემირჩევია მხოლოდ smile.gif თუმცა ჩემს შემთხვევაში დიდი პრობლემა არ ყოფილა, ბერძნული ვიცი biggrin.gif

QUOTE
ტელეგონია, ვსპომნილა

რაც ამაზე კამათი გამართულა მხოლოდ ამ ფორუმზე biggrin.gif ნუ, იდიოტიზმია biggrin.gif

Posted by: Mafanya 18 Mar 2011, 11:51
თამარი, სალომე ან ანა
რომელი მინდა აღარ ვიცი რა , სალომე ჩემს ქმარს არ მოსწონს, რატო რა ვიცი, ახალგაზრდობაში ეყოლებოდა შეყვარებული სალომე ალბათ user.gif

Posted by: Annabel 18 Mar 2011, 12:14
Mafanya

QUOTE
სალომე ჩემს ქმარს არ მოსწონს, რატო რა ვიცი, ახალგაზრდობაში ეყოლებოდა შეყვარებული სალომე ალბათ

ვინ შეარგო ჩემს ქმარს ახალგაზრდობა და ბავშვობა, 8 წლიდან სულთამხუთავივით ვყავარ გვერდით biggrin.gif biggrin.gif
არც ჩემსას უნდოდა სალომე, მაინც ვაქმევთ,შეუყვარდება მერე თავის შვილს რომ ერქმევა biggrin.gif
სხვა ვერსიები რომ ვუთხარი ისევ სალომე არჩია biggrin.gif

Posted by: Vivo per Lei 18 Mar 2011, 12:49
Antigone
QUOTE
მე შენს ნათქვამს იმას ვამატებ, რომ ხანდახან ადამიანები იძიებენ კიდეც სახელის მნიშვნელობას, როდესაც შვილს არქმევენ. მე მაგალჲთად, მექანიკურად, კეთილხმოვანების გამო არ შემირჩევია მხოლოდთუმცა ჩემს შემთხვევაში დიდი პრობლემა არ ყოფილა, ბერძნული ვიცი

ამაში აბსოლუტურად გეთანხმები, მეც მაგიტომ დავარქვი საბა, სულხან-საბას ეშხით.
ერთი 7 წლის წინ, შედარებით უცხო იყო ეს სახელი, ვისაც ერქვა, შევნატროდი,
მე რომ "დავსახელე", უკვე ყველა ერთნახევარ ბავშვს ერქვა და რაც მთავარია, უამრავს ერევა და მეორე წუთში ეძახიან ლუკას.
ალბათ, განსხვავებას ვერ ხედავენ, რავა ყველას ეს ორი ყველას ქვიაო-და.. lol.gif
Annabel
QUOTE
ვინ შეარგო ჩემს ქმარს ახალგაზრდობა და ბავშვობა,

gigi.gif

Posted by: Take_Off 18 Mar 2011, 13:05
Annabel
QUOTE
ვინ შეარგო ჩემს ქმარს ახალგაზრდობა და ბავშვობა, 8 წლიდან სულთამხუთავივით ვყავარ გვერდით

lol.gif lol.gif


Posted by: Antigone 18 Mar 2011, 13:24
Mafanya
QUOTE
თამარი, სალომე ან ანა

სალომე, ელენე, ანა ჩემთვის აბსოლუტური კლასიკაა, რაც არც მოდას და არც სტილს არ ემორჩილება. ძალიან მიყვარს ეს სახელები და საინტერესო ბიბლიურ და მითოლოგიურ სახეებთანაა დაკავშირებული.
სანამ სქესს გავიგებდი, მე ვფიქრობდი სალომე, ელენე, ანა ან სოფია.

Vivo per Lei
QUOTE
მე რომ "დავსახელე", უკვე ყველა ერთნახევარ ბავშვს ერქვა და რაც მთავარია, უამრავს ერევა და მეორე წუთში ეძახიან ლუკას.
ალბათ, განსხვავებას ვერ ხედავენ, რავა ყველას ეს ორი ყველას ქვიაო-და.

ვაიმე. რა ინკლუზივია biggrin.gif

ახლა ტელეგონიაზე ვეძებ თემა(ებ)ს ფორუმზე. ეჰ, სამწუხაროდ მხოლოდ ერთს მივაგენი http://forum.ge/?f=43&showtopic=33709027&st=0
სხვები წაუშლიათ. არადა, ნუ, ხალისობა იყო სერიოზული biggrin.gif ფლაგმანი იყო ვინმე ნიკა 144...
ხალხს სერიოზულად სჯერა ასეთების.

Posted by: chaPPek 18 Mar 2011, 13:28
ვინც ამ საკითხში გარკვეული ხართ:

ვაპირებ, ბავშვს დავარქვა დუდა.
ეს არ არის საეკლესიო სახელი. ვაპირებ მოვნათლო მართლმადიდებლური წესით - სახელს სხვას დაარქმევენ?

მაგ. იქნება დუდა-მარიამი? biggrin.gif (სავარაუდოდ მარიამობაზე მოინათლება და იმიტომ )

Posted by: blblbl 18 Mar 2011, 13:34
chaPPek
კი ნათლბის სახელი სხვა იქნება,შეგიძლია შენ თითონ შეარჩიო ნათლობის სახელიც

Posted by: Take_Off 18 Mar 2011, 13:35
chaPPek
კი, წმინდანის სახელით მონათლავენ
შენ რომელიც გინდა ეტყვი და..
blblbl
გოგო ნათლიებზე ხომ არ გაგირკვევია, მართლა აღარ შეიძლება ორზე მეტი?

Posted by: Angelopulosi 18 Mar 2011, 13:37
chaPPek
და რა, მერე ორი სახელი უნდა ერქვას?


მარიამი smile.gif

პ.ს. დუდა ძალიან მომწონს! დუუ <3

Posted by: chaPPek 18 Mar 2011, 13:41
Angelopulosi
QUOTE
და რა, მერე ორი სახელი უნდა ერქვას?


არა, სახელი ერქმევა ერთი - ანუ რეესტრის ჩანაწერებში და შემდეგ შესაბამისად ყველგან ერქმევა დუდა.

მარიამი ნათლობის სახელი იქნება, მე ორივე სახელი მომწონს smile.gif უბრალოდ ბავშვისთვის ხან დუდას და ხან მარიას დაძახების იდეა არ მომწონს, აიჭრება biggrin.gif დუდას დავუძახებთ - ჩვენც ხო სამოქალაქო პირები ვართ biggrin.gif

ისე, ეს სამოქალაქო რეესტრის ლექსები ნანახი გაქვთ? წიპა ‎"გამარჯობა, სოფელო და ქალაქო, რეესტრი ვარ შენი სამოქალაქო"? spy.gif

ქორწინების რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრი აკეთებს ხო?

yes.gif

Posted by: Angelopulosi 18 Mar 2011, 13:43
chaPPek
QUOTE
"გამარჯობა, სოფელო და ქალაქო, რეესტრი ვარ შენი სამოქალაქო"

wt? biggrin.gif



QUOTE
ხან დუდას და ხან მარიას დაძახების იდეა

ხო, აი ეგაა..


ქორწინების რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრი აკეთებს ხო?

Posted by: blblbl 18 Mar 2011, 14:11
chaPPek
შენ რაც გინდა იმას დაუძახებ,ნათლობის სახელს სულა რ დაუძახებ თუ გინდა,ნუ საერთოდ უკეთესია რომ ეგ დაუძახონ მაგრამ biggrin.gif

Take_Off
აუ არ ვიცი,რამდნეი გვიგე ვისაც ბევრი ნათლია ჰყავდა იმის მერე biggrin.gif

Posted by: Unitended 18 Mar 2011, 14:24
მარიტას ნათლობის სახელს მარიამს ჩამიწერენ ხო? აჩემებული მაქვს მარიტა და ისე კიდევ ძალიან მომწონს ნათლობის სახელიც და ისეც ერთი რომ არის user.gif
არადა ბიჭს ველოდები მგონი biggrin.gif

Posted by: burkina-faso 18 Mar 2011, 15:15
chaPPek
QUOTE
ქორწინების რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრი აკეთებს ხო?

კი, მისი პრეროგატივაა.
სახელიც შეგიძლია დუდა დაარქვა და დაუძახო, ასევე გეცოდინება, რომ მარიამი ნათლობის სახელია, მაგრამ ეგ არ იწერება სხვაგან სადმე.

Posted by: ტაბუ 18 Mar 2011, 16:10
Take_Off
QUOTE
ნათლიებზე ხომ არ გაგირკვევია, მართლა აღარ შეიძლება ორზე მეტი?
საიდანა სეთი ინფორმაცია?

მე 8 ნოემბერ მოვნათლე ჩემი დიმიტრი და 3 ნათლია გვყავდა - იმის მერე შეიცვალა რამე?

Posted by: Take_Off 18 Mar 2011, 16:12
Taboo
ეხლახანს ბლ-მ დაწერა რომ მამაჩემი იყო ნათლია და აღმოჩნდა რომ ორზე მეტს არ უშვებს მამაოო.
მგონი ეგრე თქვა...ბლ მოდი რაა



Posted by: gvants 18 Mar 2011, 16:22
chaPPek
საზიარებლად თუ მიიყვან და ზოგადად, საეკლესიო საიდუმლოებებში მოიხსენებენ მარიამით, სხვა ყველგან დუდა იქნება

Posted by: upwave 18 Mar 2011, 17:07
Unitended
QUOTE
მარიტას ნათლობის სახელს მარიამს ჩამიწერენ ხო? აჩემებული მაქვს მარიტა და ისე კიდევ ძალიან მომწონს ნათლობის სახელიც და ისეც ერთი რომ არის  

ჩემ შვილს ჰქვია მარიტა, ნათლობის სახელი მარიამია (ბიძაჩემია მამაო, თვითონ მონათლა და დაანათლა ეს სახლი), მაგრამ მარიამს არავინ ეძახის. მარიტა ჰქვია და მორჩა.
ასევე უტასაც, ნათლიამ ლუკა დაარქვა, მაგრამ ყველა უტას ვეძახით. შემეძლო დაბადებისას ლუკა დამერქმია, მაგრამ
რახან უტა მინდოდა, ვეძახი უტას. ნათლობის წიგნაკში უწერია უტა-ლუკა smile.gif
შენ რაც გინდა ის დაუძახე, ორივე სახელი სწორი იქნება შენი შვილისთვის smile.gif

Posted by: Unitended 18 Mar 2011, 17:17
QUOTE
შენ რაც გინდა ის დაუძახე, ორივე სახელი სწორი იქნება შენი შვილისთვის 


სწორედ მაგიტომ ვიკითხე ნათლობის სახელზე რომ მარიტას დაძახება მინდა და სხვა არაფრის არადა კატეგორიულად მოითხოვს ზოგი რომ აუცილებლად ნათლობის სახელით მივმართოთ ბავშვებს ჩვენც user.gif

აი ხანდახან მგონია რომ რომ დაიბადება შეიძლება ეს სახელი სულაც არ მოუხდეს რაც მინდათქო smile.gif

Posted by: upwave 18 Mar 2011, 17:19
Unitended
შენც რომ დაიბადება, შეხედე და რაც იმ წუთას მოუხდება ის დაარქვი.
ასეც ხდება ხშირად smile.gif

Posted by: Vivo per Lei 18 Mar 2011, 19:16
Antigone
QUOTE
ახლა ტელეგონიაზე ვეძებ თემა(ებ)ს ფორუმზე. ეჰ, სამწუხაროდ მხოლოდ ერთს მივაგენი ტელეგონია
სხვები წაუშლიათ. არადა, ნუ, ხალისობა იყო სერიოზულიფლაგმანი იყო ვინმე ნიკა 144...
ხალხს სერიოზულად სჯერა ასეთების.


სად არ იყო მსჯელობა, ყველა ფორუმზე ჰქონდა 100 გვერდიანი პატივი gigi.gif
* * *
Take_Off
QUOTE
გოგო ნათლიებზე ხომ არ გაგირკვევია, მართლა აღარ შეიძლება ორზე მეტი?

სისულელეა კაცო, როგორ არ შეიძლება...
Unitended
QUOTE
სწორედ მაგიტომ ვიკითხე ნათლობის სახელზე რომ მარიტას დაძახება მინდა და სხვა არაფრის არადა კატეგორიულად მოითხოვს ზოგი რომ აუცილებლად ნათლობის სახელით მივმართოთ ბავშვებს ჩვენც


მოითხოვოს რამდენიც უნდა. ნებაყოფლობითია ყველაფერი, მოფერებას რომელი სჯულისკანონი კრძალავს ერთი, მინდა მარიტას დავუძახებ და მინდა აჯაბუნჯას.

Posted by: Take_Off 18 Mar 2011, 19:38
Vivo per Lei
QUOTE
სისულელეა კაცო, როგორ არ შეიძლება...

მეც ეგრე მგონია, თან მეორეზე ორზე მეტი მინდა და..smile.gif

Posted by: Niomiro 19 Mar 2011, 12:06
QUOTE
ეხლახანს ბლ-მ დაწერა რომ მამაჩემი იყო ნათლია და აღმოჩნდა რომ ორზე მეტს არ უშვებს მამაოო.

ეგ ალბათ დამოკიდებულია მამაოზე მაშIნ.

Posted by: tristeza 24 Mar 2011, 22:20
გოგოს მინდა რომ ლიზი დავარქვა , როცა მეყოლება

Posted by: HAG 24 Mar 2011, 22:29
მე გოგოს სახელებიდან მომწონს სონია, ელექტრა

და ბიჭის სახელებიდან აქსელ და სამოელი იგივე სემი smile.gif

Posted by: xatika 25 Mar 2011, 11:15
აუ მე საბა მინდოდა დამერქვა და აქ წავიკითხე ტყვეს ნიშნავსო და გავლენას მოახდენს ბავშვზეო , ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: blblbl 25 Mar 2011, 11:45
xatika
QUOTE
აუ მე საბა მინდოდა დამერქვა და აქ წავიკითხე ტყვეს ნიშნავსო და გავლენას მოახდენს ბავშვზეო

კარგი რააა მსგავსი სისულელე როგორ უნდა დაიჯერო?დაარქვი საბა ტყვე არა ჯალათი,ნუ უგდებ ყურს მსგავს სისულელეს.

Posted by: Molly_Hartley 25 Mar 2011, 11:46
blblbl
შენ ნუ იცი ხოლმე გამოსვლები ქალო biggrin.gif

xatika

რაღაც გამიგია მეც მსგავსი
რომ ყველა სახელი რაღაცას ნიშნავს და ბავშვს როცა არქმევ, კარგად უნდა დაფიქრდეო, მაგრამ.. spy.gif

საბა, ტყვეს კი არა 'თავისუფლება მოკლებულს' ნიშნავს
და ვთქვათ დაარქვი საბა,
რა ჩაიდება მის სახელში კოდურად რო თავისუფლებას მოკლებული იქნება ან ტყვე ან უბედურება რამე? biggrin.gif

მე არ მეშინია ეგეთი რამეების, უტუტუტ aba.gif

Posted by: ინფინიტი 25 Mar 2011, 12:08
xatika
QUOTE
აუ მე საბა მინდოდა დამერქვა და აქ წავიკითხე ტყვეს ნიშნავსო და გავლენას მოახდენს ბავშვზეო , ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა


ხოო, არ გინდა , არ გარისკო მაინც.
თან ხო ხედავ, რეები ხდება , ყველას იჭერენ


ესენი ნახე აბა, კარგ რამეებს ნიშნავს :

ხუტა – (ქართ) “ღვთაების ეპითეტია”
შერგილ – (სპარს)”ლომის დამჭერი”
შადიმან – (სპარს)”ბედნიერი”
სავლე – (ებრ) “ სასურველი”
ონოფრე – (ეგვ.)”წმინდა ხარი”
კუკური- (ქართ) “ნორჩი”
გულჩორა - (სპარს) “ვარდის სახის მქონე”


love.gif love.gif

Posted by: Molly_Hartley 25 Mar 2011, 12:10
QUOTE
გულჩორა - (სპარს) “ვარდის სახის მქონე”



bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: blblbl 25 Mar 2011, 12:11
infinity-infinity
იცი როგორ მიყვარხარ? biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: burkina-faso 25 Mar 2011, 12:21
blblbl
QUOTE
არგი რააა მსგავსი სისულელე როგორ უნდა დაიჯერო?

infinity-infinity
QUOTE
ხოო, არ გინდა , არ გარისკო მაინც.
თან ხო ხედავ, რეები ხდება , ყველას იჭერენ


ესენი ნახე აბა, კარგ რამეებს ნიშნავს :

ხუტა – (ქართ) “ღვთაების ეპითეტია”
შერგილ – (სპარს)”ლომის დამჭერი”
შადიმან – (სპარს)”ბედნიერი”
სავლე – (ებრ) “ სასურველი”
ონოფრე – (ეგვ.)”წმინდა ხარი”
კუკური- (ქართ) “ნორჩი”
გულჩორა - (სპარს) “ვარდის სახის მქონე”

ასეთი ირონია და აგდებული საუბარი არ შეიძლება, თუ თქვენ რაღაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებაში არ არსებობს. მე როგორც საკუთარ თავს შვილისთვის ვურჩევ კარგს, ისე დავწერე სხვებისთვისაც, რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და რაც შესაძლებელია მშობელზე, ყურადღება მიაქციონ ამას და თან არავისთვის დამიძალებია რამე, უბრალო კეთილი რჩევა...
ზემოთ მოყვანილი სახელებიდან თითქოს არცერთი რომ არ მოეწონა ავტორს და დამცინავ კონტექსტში დაწერა, ისეთი კარგი სახელებიცაა, რომლებიც ყურსაც სასიამოვნოდ ხვდება და განმარტებაც კარგი აქვს, მაგ: მათე, ბაქარი და ა.შ
xatika
QUOTE
აუ მე საბა მინდოდა დამერქვა და აქ წავიკითხე ტყვეს ნიშნავსო და გავლენას მოახდენს ბავშვზეო , ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა 


რასაც გული გეტყვის ის დაარქვი

Posted by: ინფინიტი 25 Mar 2011, 12:28
blblbl
biggrin.gif

mo.gif



burkina-faso
QUOTE
ასეთი ირონია და აგდებული საუბარი არ შეიძლება, თუ თქვენ რაღაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებაში არ არსებობს.

ჯერ ერთი, აგდებულად რა ვთქვი, აბა, იქნებ განმიმარტოთ smile.gif
მეორე - აზრად არ მომსვლია, ვინმეს ვუკარნახო, რა დაწეროს და რა-არა, ასე რომ , სხვისგანაც არ ვიღებ მითითებებს.
მესამე კიდევ- "მე მჯერა" და "შენ გჯერა" არგუმენტები არაა . ბევრს მკითხაობისაც სჯერა , მაგრამ სისულელე რომაა, ყველამ იცის smile.gif ამიტომ სისულელეების რწმენა არაფერზე მეტყველებს /

Posted by: xatika 25 Mar 2011, 12:32
კუკური- (ქართ) “ნორჩი” biggrin.gif: აჰა infinity-infinity
მემგონი ამაზე შევჩერდები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: burkina-faso 25 Mar 2011, 12:41
არც მე არ მომსვლია აზრად ვინმეს ვუკარნახო, შვილს რა დაარქვას და ა.შ. მე უბრალოდ რჩევა დავწერე და ვინ როგორ გაითვალისწინებს, რამდენად ჩაეძიება და მიაქცევს ყურადღებას, ეს მისი საქმეა.
QUOTE
მესამე კიდევ- "მე მჯერა" და "შენ გჯერა" არგუმენტები არაა

ეს ყველა ლოგიკაზე და ფილოსოფიაზე ძლიერი არგუმენტია, ვიღაც შეიძლება უკეთ მეტყველებდეს და რაღაც ისეთს, წარმოუდგენელს ამტკიცებდეს, მაგრამ მისი მჭერმეტყველება, ავტომატურად ჭეშმარიტებას არ ნიშნავს, აბა კარგად დაფიქრდით, თუ არა

Posted by: ხუტა 25 Mar 2011, 12:54
რას მატრიალებთ აქ ყველა ბრუნვაში.

Posted by: upwave 25 Mar 2011, 13:12
ჩემი შვილის სახელის განმარტება შუმერულად ,,მზეა" და აფრინდება ეხლა ცაში და მანათობელ სხეულად გადაიქცევა, თუ მზესავით იბრწყინებს? biggrin.gif

რია ვიცი, რია ვიცი rolleyes.gif

ისე, ბევრი ადამიანი ვიცი ასეთ რამეებს რომ აკვირდება, მაგ. ჩემი მეუღლე საშინლად ვერ იტანს შავ ფერს, მისთვის შავი ფერი უარყოფით ენერგიასთან ასოცირდება, მაგ. შავი ჯემპრი ან რამე. აგრეთვე არ უყვარს მთვარე, ამბობს რომ ცუდი ენერგია აქვს და ა.შ. მაგრამ რაში გამოიხატება ეს ცუდ ენერგია, თვითონაც არ იცის. ანუ, მთვარე არ აწუხებს, მაგრამ გაუგია, რომ ასეა და თვითონაც ასე ფიქრობს...
მე კიდევ ვფიქრობ, თუ შინაგანად რაიმესგან გინდა მიიღო უარყოფითი (მაგ. ძალიან ელოდები ან გეშინია, რომ არ მიიღო) აუცილებლად მიიღებ და თუ გინდა მიიღო დადებით (ან არ აქცევ ყურადღებას მის უარყოფითს, ანუ არ გეშინია)-მიიღებ დადებითს.

შეიძლება სხვანაირადაც ხდება, მაგრამ ჩემის დაკვირვებითა, ბუნებაში ასეა...
თუმცა, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს

Posted by: burkina-faso 25 Mar 2011, 13:30
QUOTE
ჩემი შვილის სახელის განმარტება შუმერულად ,,მზეა" და აფრინდება ეხლა ცაში და მანათობელ სხეულად გადაიქცევა, თუ მზესავით იბრწყინებს?

თავადვე აღნიშნე, რომ რისიც გჯერა, იმას მიიღებო, რწმენა მთავარია. შენ რომ დედა ხარ, რატომ არ უნდა გჯეროდეს, რომ შენი შვილი იბრწყინებს?! მაინცდამაინც პირდაპირი მნიშვნელობით კიარა და ბრილიანტები კიარ გამოუვა გასაბრწყინებლად, რომ ზოგადად იქნება ლამაზი, წარმატებული, გამორჩეული, ამაში რაარის ცუდი, მარტალია ამისთვის მარტო სახელი არ კმარა, თუმცა თუკი აქვს მნიშვნელობა... შენ შემთხვევით, გაუცნობიერებლად დაარქვი ეგ სახელი და აღმოჩნდა რომ ეგეთი განმარტება აქვს, ხომ გაგიხარდა?შენდაუნებურად გესიამოვნა?! ასე მომივიდა მეც, ბავშვობიდან მომწონდა ეს იშვიათი (მაშინ იშვიათი იყო) სახელი საბა, ვოცნებობდი, რომ ვინმე სანათესაოში მყოლოდა ასეთი, ან ისე გამეცნო, მაგრამ არა, გადავწყვიტე როცა შვილი მეყოლება, მას დავარქმევთქო, ერთხელაც წავიკითხე მისი განმარტება და რაღაც ჩამწყდა(ჩემდაუნებურად), ძალიან არ მესიამოვნა და მთელი ამ წლების აღფრთოვანება დამეკარგა. მხოლოდ ამის შესახებ დავწერე აქ, მაგრამ აღმოჩნდა,რომ ხალხი გავანაწყენე, ისინი ვისი შვილებიც ამ სახელს ატარებენ, არადა ეს ნამდვილად არ იყო ჩემი მიზანი. უბრალოდ ავღნიშნე, რომ დღესაც მომწონს, მაგრამ ჩემს შვილს არ დავარქმევთქო

Posted by: upwave 25 Mar 2011, 14:33
burkina-faso
კი, ეს შენი აზრია და უნდა თქვა, თუ თქმა გინდა და ასე ფიქრობ...
ჩემმა შვილმა შეიძლება გაიბწყინოს და შეიძლება საერთოდ ძალიან რიგითი ადამიანი იყოს, უბრალოდ მე ამას სახელს ვერ დავუკავშირებთქო, ეგ მინდოდა მეთქვა, თორემ იდეაში ,,მზე", მართლაც ძალიან მიყვარს, სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ არა ალბათ უდაბნოს მცხოვრებლებისთვის.
და კიდევ ის მინდოდა მეთქვა, რომ თუ ასე გულით გინდოდა მთელი ცხოვრება, ნუ მიაქცევ მაინც და მაინც ყურადღებას მის განმარტებას, იქნებ ,,მონობაში" ღვთის მონობაც იგულისხმება yes.gif
მაგაზე ნუ იფიქრებ, ალბათ არავინაც არ გაანაწყენე, უბრალოდ, ჩემი აზრით, ყველა შეეცადა შენი საყვარელი სახელი ასე ვთქვათ, ,,დაეცვა" და მისი შინაარსის უსაფუძვლობა აეხსნა.


Posted by: burkina-faso 25 Mar 2011, 14:42
upwave
QUOTE
იქნებ ,,მონობაში" ღვთის მონობაც იგულისხმება

ეგ კარგია, ხომ ხედავ შენ შესძელი და რაღაც კარგს დაუკავშირე, მე კი ცუდი განცდა დამეუფლა იმდროს smile.gif

Posted by: tamuna_ 26 Mar 2011, 23:27
infinity-infinity
QUOTE
ხოო, არ გინდა , არ გარისკო მაინც. თან ხო ხედავ, რეები ხდება , ყველას იჭერენ

ესენი ნახე აბა, კარგ რამეებს ნიშნავს :

ხუტა – (ქართ) “ღვთაების ეპითეტია” შერგილ – (სპარს)”ლომის დამჭერი” შადიმან – (სპარს)”ბედნიერი” სავლე – (ებრ) “ სასურველი” ონოფრე – (ეგვ.)”წმინდა ხარი” კუკური- (ქართ) “ნორჩი” გულჩორა - (სპარს) “ვარდის სახის მქონე”


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

xatika
QUOTE
აუ მე საბა მინდოდა დამერქვა და აქ წავიკითხე ტყვეს ნიშნავსო და გავლენას მოახდენს ბავშვზეო , ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა

ნუ გამაგიჟეთ biggrin.gif ამას სერიოზულად ამბობ? smile.gif))
ისე მეც გირჩევ, თუ მართლა ასე ფიქრობ არ დაარქვა biggrin.gif

Posted by: Solveig 27 Mar 2011, 00:15
burkina-faso
QUOTE
, თუ თქვენ რაღაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებაში არ არსებობს. მე როგორც საკუთარ თავს შვილისთვის ვურჩევ კარგს, ისე დავწერე სხვებისთვისაც, რომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და რაც შესაძლებელია მშობელზე, ყურადღება მიაქციონ ამას და თან არავისთვის დამიძალებია რამე, უბრალო კეთილი რჩევა...

საბას მეორე მნიშვნელობა არის "პაპა", "მოხუცი"
http://name.interes.ge/dreams.php?action=view&from=action&id=872

ამასთანავე, არავინ არ უყურებს ჩვენში, რა სახელი რას ნიშნავს..განა რამდენმა იცის ებრაული, არაბული ან ბერძნული?.გიორგი მიწის მუშას ნიშნავს და ქართველების უმეტესობას მიწაზე მუშაობა დამამცირებლადაც კი მიაჩნია, მაგრამ მაინც არქმევენ სახელს ბავშვებს, იმიტომ, რომ წმინდა გიორგის, გიორგი მთაწმინდელს, ჭყონდიდელს და თუნდაც, გიორგი სააკაძეს ერქვათ ეგ სახელი...საბაზეც აგრეთვე-ყველას სულხან-საბა გაახსენდება (და მისნაირი მოღვაწე ნამდცილად არ გვყოლია ბევრი ქართველებს) და არა ის, რომ თურმე ებრაულად თავისუფლებასმოკლებულს ნიშნავს...

ჩემი სახელი ფინიკის პალმას ნიშნავს, მაგრამ არც ჩემს მშობლებს და არც მე არ გვიფიქრია მაგაზე biggrin.gif

Posted by: Vivo per Lei 27 Mar 2011, 00:31
Solveig
QUOTE
ებრაულად თავისუფლებასმოკლებულს ნიშნავს...

მთელი ებრაელი ერის ქვეტექსტია თავისუფლების ძებნა, ტყვეობა, ხეტიალი და ათიათასი განსაცდელი ისე, არა?
მეც არ შემექმნა ცუდი სახელი საბას "ტყვეობასთან" დაკავშირებით, ეტყობა იყო ვიღაც, სახელიანი ამითაც კი დაამახსოვრა ხალხს თავი.

იმდენი საბა იყო კაცო, საბა განმწმენდელი, საბა იშხნელი, საბა-სულხანი, საბა სერბიელი, რა ვიცი რა მოთვლის...
ვგიჟდები ამ სახელზე user.gif

Posted by: Niomiro 27 Mar 2011, 00:32
QUOTE
ჩემი სახელი ფინიკის პალმას ნიშნავს, მაგრამ არც ჩემს მშობლებს და არც მე არ გვიფიქრია მაგაზე

ან კი რატომ უნდა იფიქროს ვინმემ მსგავს რაღაცეებზე ვერ ვხდები რაა, საქმე დაილია? biggrin.gif ახვა რამეებით დავიტვირთოთ არ ჯობია?

Posted by: giorgi06 27 Mar 2011, 00:41
QUOTE (xatika @ 25 Mar 2011, 11:15 )
აუ მე საბა მინდოდა დამერქვა და აქ წავიკითხე ტყვეს ნიშნავსო და გავლენას მოახდენს ბავშვზეო , ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა sad.gif sad.gif sad.gif

რა სისულელეა
კარგი სახელია საბა

Posted by: Solveig 27 Mar 2011, 00:49
Vivo per Lei
QUOTE
მდენი საბა იყო კაცო, საბა განმწმენდელი, საბა იშხნელი, საბა-სულხანი, საბა სერბიელი, რა ვიცი რა მოთვლის...

ჰოდა, ეგრე, რა..

კაცი ამშვენებს სახელს და არა სახელი-კაცს.

Niomiro
QUOTE
ან კი რატომ უნდა იფიქროს ვინმემ მსგავს რაღაცეებზე ვერ ვხდები რაა, საქმე დაილია?  ახვა რამეებით დავიტვირთოთ არ ჯობია?

აშკარად biggrin.gif

Posted by: Niomiro 27 Mar 2011, 01:28
ხუტა
QUOTE
რას მატრიალებთ აქ ყველა ბრუნვაში.

ჩაგეთვალა smile.gif

ისე ღვთაების ეპითექი ყოფილხარ და ეხლა ნახე როგორი პოპულარული გახდეს შენი სახელი, სხვა სახელების დარქმევა ეშიანიათ აბა ..
ეს უბრალო სახელი არ გეგონოთ, ამის პატრონი ყველაფერშI მომგებია smile.gif))) :ცისკარა: biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: tamuna_ 27 Mar 2011, 22:50
ჩემს შვილს საბა ჰქვია და მეორეც თუ ბიჭი მეყოლა დემეტრეს ვფიქრობ ეხლა, თუმცა რა გადამიტრიალდება თავში არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Re_Be 29 Mar 2011, 22:06
ჩემს მეორე შვილს ნიტა ჰქვია
The meaning of the name Nita is Gift Of God
თუმცა კი მნიშვნელობის გამო არ დამირქმევია სახელი უბრალოდ მომწონდა და დავარქვი.


Posted by: Niomiro 29 Mar 2011, 22:55
Re_Be
უი რა კარგია, არ ვიცოდი, მეც ნიტას ვარქმევ და მეგონა უბრალოდ შეთხზული სახელი იყო...
თუმცა რასაც არ უნდა ნიშნავდეს მაინც დავარქმებდი. ეგეთ რაღაცეებს არ ვაქცებ ყურადღებას...

Posted by: DOLPHIN 29 Mar 2011, 23:06
QUOTE
ესენი ნახე აბა, კარგ რამეებს ნიშნავს :

ხუტა – (ქართ) “ღვთაების ეპითეტია”
შერგილ – (სპარს)”ლომის დამჭერი”
შადიმან – (სპარს)”ბედნიერი”
სავლე – (ებრ) “ სასურველი”
ონოფრე – (ეგვ.)”წმინდა ხარი”
კუკური- (ქართ) “ნორჩი”
გულჩორა - (სპარს) “ვარდის სახის მქონე”

pipa, ნახე! wink.gif

Posted by: Nila 30 Mar 2011, 00:27
მე მომწონს ძალიან ლეტიცია, რატომღაც ჩემთვის სილამაზესთან ასოცირდება..
მაგრამ ჩემი ბარტყის გვართან (მიუხედავად იმისა რომ ამერიკული გვარია) არ ირითმება.. ამიტომ ვერ დავარქმევ.. sad.gif

Posted by: ******* 30 Mar 2011, 12:43
მე "მოციმციმე სხივი ვარ" გავარკვიე smile.gif))) და მარიტა რას ნიშნავს ხომ არ იცით???

Posted by: mar adentro 30 Mar 2011, 12:57
Solveig

QUOTE
ჩემი სახელი ფინიკის პალმას ნიშნავს, მაგრამ არც ჩემს მშობლებს და არც მე არ გვიფიქრია მაგაზე


სეხნია
biggrin.gif

Posted by: Temii 30 Mar 2011, 18:56
მოკლედ ბევრი ბჭობისა და სჯა ბაასის მერე მთლად კონსესუსამდე ვერ მივედით მარა ორ ვარიანტზე ვართ შეჯერებულები მე და ჩემი მეუღლე ხოდა ამ ორი ვარიანტიდან ერთ ერთს დავარქევთ ჩვენ ბიჭს......ან კახი ან ლუკა

Posted by: gvants 30 Mar 2011, 19:04
QUOTE
ლუკა

love.gif love.gif
ჩემი ბიჭიც ლუკაა, 99% smile.gif

Posted by: Nila 30 Mar 2011, 19:05
Temii
QUOTE
ან კახი ან ლუკა

ლუკა ულამაზესი სახელია
smile.gif

Posted by: Temii 30 Mar 2011, 19:09
gvants
Nila
მეც მომწონს ლუკა...მარა ძალიან ბევრს ქვია.......კახი იმიტომ მომწონს რომ უფრო იშვიათი სახელია

Posted by: Nila 30 Mar 2011, 19:36
QUOTE
მეც მომწონს ლუკა...მარა ძალიან ბევრს ქვია.......კახი იმიტომ მომწონს რომ უფრო იშვიათი სახელია

მაგაში გეთანხმები.
smile.gif

Posted by: gvants 30 Mar 2011, 22:18
Temii
ხო, მაგრამ არც ისე ბევრს, როგორც: სანდრო, ნიკა, საბა...

კახი კი, ნამდვილად იშვიათია smile.gif

Posted by: ტაბუ 31 Mar 2011, 00:03
Temii
QUOTE
კახი
ძალიან მომწონს up.gif ქართულია, ჟღერადია.
თან ჩემი წიკი - ამოჩემებული სახელი არაა, ეზოში რომ დაუძახებ ბავშვს, ნახევარი ეზო არ გამოგხედავს tongue.gif

Posted by: izabel 31 Mar 2011, 00:22
Solveig

საბა ებრაულად მართლაც პაპა, ბაბუაა...
QUOTE
თავისუფლებასმოკლებულს

ამასაც თუ ნიშნავდა არ ვიცოდი...

მოკლედ მე დანიელ-ზე შევჩერდი...

Posted by: Solveig 31 Mar 2011, 00:28
izabel
QUOTE
მოკლედ მე დანიელ-ზე შევჩერდი...

bis.gif

Posted by: Mafanya 31 Mar 2011, 11:15
ჩემი გოგო იქნება ანა love.gif
სად ვნახო რას ნიშნავს?

Posted by: burkina-faso 31 Mar 2011, 11:34
Mafanya
ანა (ძველი ებრაული) " სასურველი ", " სანდომიანი ", " საამო ". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): " იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი " (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.

Posted by: bachi1975 31 Mar 2011, 11:35
Taboo
QUOTE
თან ჩემი წიკი - ამოჩემებული სახელი არაა, ეზოში რომ დაუძახებ ბავშვს, ნახევარი ეზო არ გამოგხედავს 

აი ამიტომ არ მინდოდა გიოსთვის გიორგის დარქმევა, მიუხედავად იმისა რომ შვილს გიორგობისთვის ველოდებოდი მაინც დემეტრესკენ ვიხრებოდი არჩევანში, თვითონ სახელს არაფერს ვუწუნებ, ჰოდა ისე ვიწვალე მთელი გიორგობა მთელი დღე წმინდა გიორგის ვევედრებოდი გადარჩენას და მიუხედავად იმისა რომ გიო 24 ნოემბერი რომ დადგა მერე დაიბადა მაინც გიორგი დავარქვი yes.gif

Posted by: ტაბუ 31 Mar 2011, 12:20
bachi1975
QUOTE
მაინც გიორგი დავარქვი
გიორგი სადღაა ეგეთი პოპულარული სახელი, როგორც ადრე - ათასში ერთხელ თუ გავიგებ ხოლმე.
ისე მე და ჩემს მეუღლეს ნინო და გიორგი რომ გვქვია, ალბათ ამიტომ მაქვს ასეთი პოზიცია biggrin.gif

Posted by: bachi1975 31 Mar 2011, 13:49
Taboo
QUOTE
გიორგი სადღაა ეგეთი პოპულარული სახელი, როგორც ადრე - ათასში ერთხელ თუ გავიგებ ხოლმე.

lol.gif lol.gif ეგეც მართალია


Posted by: Re_Be 31 Mar 2011, 17:23
Niomiro
QUOTE
უი რა კარგია, არ ვიცოდი, მეც ნიტას ვარქმევ და მეგონა უბრალოდ შეთხზული სახელი იყო...
თუმცა რასაც არ უნდა ნიშნავდეს მაინც დავარქმებდი. ეგეთ რაღაცეებს არ ვაქცებ ყურადღებას...

მნიშვნელობის გამო ნამდვილად არ დამირქმევია, უბრალოდ მომწონდა ეს სახელი და დავარქვი, მნიშვნელობა უფრო მომეწონაsmile.gif
http://www.babynames.com/name/NITA

Posted by: Niomiro 31 Mar 2011, 18:21
Re_Be
ესპანიოლა გოგოები გვეყოლება smile.gif უფროსწორად შენ უკვე გყავს smile.gif

ისე რა მაინტერესებს კიდევ? ბავშვი მონათლე უკვე? მამაომ რა ტქვა სახელზე, ნათლობის სხვა ხომ არ დაურქმევია, წმინდანის სახელი რომ არაა, ნათლობისას ნეტა რას იზამენ?

Posted by: PooPoo 31 Mar 2011, 19:04
Niomiro
ნათლობის სახელს სხვას დაარქმევენ, ჩემი მეგობრის შვილს ჰქვია ნიტა და ნათლობის სახელია ანა

შეგიძლია შენ შეურჩიო ნათლობის სახელი, ეტყვვი მამაოს და დაარქმევს შენს შერჩეულ სახელს.

Posted by: xatika 31 Mar 2011, 22:11
ჩემი კაცუნა 50% საბაა , 50% ლუკა smile.gif ორივე გავრცელებული სახელია მაგრამ ძალიან მომწონს. თან წმინდანის სახელი მინდოდა დამერქმია . თან ვერ გავრისკავ უცხო სახელის დარქმევას , რო არ მოეწონოს sad.gif მე მაგალითად მითქვამს დედაჩემისთვის ხათუნა რა არი ქართული სახელი ვერ დამარქვითქო, ქეთა მინდოდა ბებოს სახელი biggrin.gif დედაჩემს კიდე ხათუნა უნდოდა და დამარქვა. ახლა მიყვარს ჩემი სახელი, მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: Re_Be 2 Apr 2011, 17:55
Niomiro
QUOTE
ესპანიოლა გოგოები გვეყოლება  უფროსწორად შენ უკვე გყავს

ისე რა მაინტერესებს კიდევ? ბავშვი მონათლე უკვე? მამაომ რა ტქვა სახელზე, ნათლობის სხვა ხომ არ დაურქმევია, წმინდანის სახელი რომ არაა, ნათლობისას ნეტა რას იზამენ?

ჯერ არ მომინათლავს, ვაპირებ მალე მოვნათლო, და ნათლობის სახელი მინდა ელენე დავარქვა, ხოდა მეყოლება ელენიტაsmile.gif))

Posted by: Nila 2 Apr 2011, 18:20
xatika
QUOTE
ჩემი კაცუნა 50% საბაა , 50% ლუკა

100 % ლუკას , ჩემგან love.gif

Posted by: tamuna_ 2 Apr 2011, 18:48
მე ძალიან დიდხანს ვარჩევდი სახელს, ისეთი აქტუალური იყო მაშინ ჩემთვის ეს საკითხი, რომ ამ თემის პირველი ვარიანტიც კი გავხსენი biggrin.gif
მთავარი მოთხოვნა საკუთარ თავთან ის მქონდა რატომღაც, რომ ნათლობის სახელი სხვა არ ყოფილიყო და შემოკლებულად სხვა რამეც არ დამეძახა biggrin.gif ხოდა საბა ყოველთვის მომწონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბლოკში გადავწყვიტე biggrin.gif

Posted by: wounded 4 Apr 2011, 23:24
აუ რა მტკივნეულია ეს თემა უკვე ჩემთვის.. ((

ბავშვის სახელის შერჩევაში ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს...არ უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიღებული...ბავშვი ორივესია, ორივე თანასწორია და არც ერთ მხარეს არ აქვს პრივილეგია ამ საკითხში...

ჩემს მეუღლეს უნდა მამის სახელის დარქმევა... პირველი გოგო-ბიჭის სახელები ჩემიაო... არადა მე არ მინდა, არ მომწონს ვახო და ეკა... არც ვიცი როგორ შევაცვლევიო აზრი sad.gif
მაგრამ მეც მაქვს უფლება ჩემს შვილს ის დავარქვა რაც მომწონს...ყოველშემთხვევაში ის არ დავარქვა რაც არ მომწონს!!!!!!!!!!!!

მე მომწონს მათე, თომა, იოანე... იოანე იშვიათი სახელია და ისეთ ადამიანები ატარებდნენ ამ სახელს რომ დიდი სიხარულით დავარქმევდი ჩემს შვილს... მნიშვნელობით ღვთის მადლს ნიშნავს smile.gif
მე არ მინდა ის სახელი დავარქვა რაც ჩემს ქმარს არ მოეწონება... ასევე არ მინდა რაც მე არ მომწონს იმის დარქმევა.. მაგრამ მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, ამხელა ტკივილს ვერ მოვაყენებიებ.. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელს..პირველისას განსაკუთრებით...
არ ვიცი რატო ვეწერ ამას..უბრალოდ მინდა რომ ვთქვა...ძალიან მიჭირს, რამდენი მახსენდება სულ ვტირი და ჯერ ვერაფერს ვამბობ... შეიძლება მოვახერხო კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ იმის მეშინია რომ ვერაფერი მოვახერხო და მაინც თავის აზრზე დარჩეს... cry.gif

Posted by: Nila 5 Apr 2011, 01:14
wounded
QUOTE
ბავშვის სახელის შერჩევაში ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს...

გეთანხმები, ეგ იდეალური ვარიანტია, მაგრამ მაინც მგონია რომ დედას ცოტა უფრო მეტი უფლება აქვს სახელის შერჩევისას. ბოლოსდაბოლოს ის ატარებს
9 თვე ბავშვს მუცლით და მაგ მხრივ დედას ვერავინ გაუტოლდება.
ასე რომ გადამწყვეტი სიტყვა მაინც შენ გეკუთვნის. წარმატებები smile.gif

Posted by: Solveig 5 Apr 2011, 03:04
Taboo
QUOTE
თან ჩემი წიკი - ამოჩემებული სახელი არაა, ეზოში რომ დაუძახებ ბავშვს, ნახევარი ეზო არ გამოგხედავს tongue.gif

ანეკდოტი გამახსენდა მეგრელებზე smile.gif მატარებელში ეძებენ ვინმე ძუკუს...და გარედან რომ შესძახებენ-ძუკუო , მატარებელი გადაიხრება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Nila
QUOTE
დედას ცოტა უფრო მეტი უფლება აქვს სახელის შერჩევისას. ბოლოსდაბოლოს ის ატარებს
9 თვე ბავშვს მუცლით

მამა რომ არ ყოფილიყო, რას ატარებდა მუცლით? ბალიშს? biggrin.gif
აი, მაგ მეტ და ნაკლებ უფლებებზე რომ მიდგება საქმე, იქ იწყება ხოლმე გაუგებრობები smile.gif
გულახდილად რომ ვთქვა, სახელის დარქმევაზე მომხდარი ამბები ერთ ანდაზას მაგონებს: არ მქონდა ჭირიო და ძალად ვიტაკე ჩხირიო smile.gif ორივე მხარეს ეხება ეს..

Posted by: Unitended 5 Apr 2011, 13:30
wounded

წარმომიდგენია რას გრძნობ მაგრამ აბა იფიქრე იმაზე რომ უარესი სახელები რქმეოდათ..
უმეტესობა თუ არა ქართველი კაცების 30%-ს მშობლების იქით სახელი ვერ წარმოუდგენია
მე ხმამაღლა განვაცხადე მაგალითად: თუ გინდათ რომ თქვენი სახელი დავარქვა იცოდეთ რომ ეს არ გამოხატავს ამ შემთხვევაში პატივისცემას თქვენდამი (ისედაც პატივს ვცემ) უბრალოდ თქვენი ახირების გამო დავარქმევთქო და თუ ახირება არ არის და ისე გინდათ რომ გული მიგდით თქვენი მოსახელე მყავდეს დავარქმევ კი ბატონო გასიამოვნებთ რატომაც არა მაგრამ იმედია ბავშვს მაგ სახელისთვის არ გაიმეტებთქო biggrin.gif

ეხლა ვბლატაობ თორე თუ მომიტანეს დამადების მოწმობა და ჩამახუტეს მერე ვნახავ biggrin.gif

აუ ისე რაც ყველაზე მეტად მაცოფებს ამ ცხოვრებაში აი ეს ვიღაცის სახელების დარქმევაა რაა, ჩემ შვილს უნდა ჰქონდეს თავისი სახელი რომელსაც მე შევურჩევ, ნეტა შეიძლებოდეს თვითონ შეარჩიოს ბავშვმამომავალში

Posted by: tamuna_ 6 Apr 2011, 23:35
wounded
QUOTE
არ ვიცი რატო ვეწერ ამას..უბრალოდ მინდა რომ ვთქვა...ძალიან მიჭირს, რამდენი მახსენდება სულ ვტირი და ჯერ ვერაფერს ვამბობ... შეიძლება მოვახერხო კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ იმის მეშინია რომ ვერაფერი მოვახერხო და მაინც თავის აზრზე დარჩეს... cry.gif

რა გატირებს! რაზე იშლი ნერვებს! დედამთილ-მამამთილის სახელი არა ისა! თან თუ არ მოგწონს! არ მესმის მსგავსი რაღაცეების ჯერ ქმრის მხრიდან და მერე შენი. რაც შენ მოგწონს ის უნდა დაარქვა მე თუ მკითხავ და არა ის რაც დედამთილ-მამამთილს ამაყად გააღიმებს!

Posted by: khatia88 7 Apr 2011, 00:30
ღმერთო რა ბედნიერებაა რომ შეგნებული ქმარი მყავს.

Posted by: niniko_022 7 Apr 2011, 07:16
მილა ჰქვია ჩემი შვილის სახელი რას ნიშნავს ხომ არავინ იცით?? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: upwave 7 Apr 2011, 10:11
niniko_022
ალბათ милая-ს rolleyes.gif

Posted by: კორდელია 7 Apr 2011, 10:31
ეხლა წარმოვიდგინე, ჩემი ღნაჩვიტო პატარა ნუგზარიკო რომ ყოფილიყო user.gif ჩაკვარელი <3

Posted by: xatika 7 Apr 2011, 12:01
QUOTE
ეხლა წარმოვიდგინე, ჩემი ღნაჩვიტო პატარა ნუგზარიკო რომ ყოფილიყოჩაკვარელი <3

მე კიდე პატარა მალხაზიკოს ვატარებ მუცლით , და მეორე გოგო რო მეყოლება ლიანას , ,\==\ მალხაზ და ლიანა ამოდით სახლშიიიიიიიიიიი biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif ისე მაგარი დასაძახებელია biggrin.gif

Posted by: მარიამი 7 Apr 2011, 12:22
QUOTE (tamuna_ @ 7 Apr 2011, 00:35 )
wounded
რა გატირებს! რაზე იშლი ნერვებს! დედამთილ-მამამთილის სახელი არა ისა! თან თუ არ მოგწონს! არ მესმის მსგავსი რაღაცეების ჯერ ქმრის მხრიდან და მერე შენი. რაც შენ მოგწონს ის უნდა დაარქვა მე თუ მკითხავ და არა ის რაც დედამთილ-მამამთილს ამაყად გააღიმებს!

თუ შეთანხმება არ გამოდის და ძალით გატანაზე მიდგა საქმე, მანდ ქმარს ვერ აჯობებს ვერავინ, იმიტომ რომ ქმარი იღებს დაბადების მოწმობას, როცა ცოლი სამშობიაროშია. და რასაც უნდა იმ სახელს ჩააწერინებს. მერე თუ იბუინებ და გამოუცვლი, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ აქამდე რომ მივა საქმე, მერე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს ამ ყველაფერს. მანამდე უნდა შეთანხმდეს ცოლ-ქმარი, ორივეს ინტერესების გათვალისწინებით.

Posted by: Nila 8 Apr 2011, 00:34
Solveig
QUOTE
მამა რომ არ ყოფილიყო, რას ატარებდა მუცლით? ბალიშს?

lol.gif ისე, შენც მართალი ხარ.
მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ რაც მამისთვის 5 წუთის საქმეა, დედისთვის 9 თვეა და + მშობარობა biggrin.gif
* * *
+ მშობიარობა-თქო, უნდა მეთქვა smile.gif
* * *
niniko_022
QUOTE
მილა ჰქვია .ჩემი შვილის სახელი რას ნიშნავს ხომ არავინ იცით??   

ულამაზესი სახელია.
love.gif
ზოგან წერია რომ სლავური წარმოშობისაა და ნიშნავს : გულმოწყალეს; ძვირფასს საყვარელს.
სხვაგან მის ბერძნულ წარმოშობაზე მიუთითებენ და ნიშნავს : მეგობრულს; სასიამოვნოს.


Posted by: niniko_022 10 Apr 2011, 06:50
Nila
upwave
http://smajliki.ru/smilie-1225272903.html

Posted by: arazam 10 Apr 2011, 11:26
მარიამი
სამაგიეროდ ცოლი წერს სახელს იმ ცნობაში რასაც ქმარს ატანს რა ქვია სადაც მოწმობას იღებენ და იქ შეცვლის უფლება არა აქვს,

რასაც ცნობაში ჩაწერს ცოლი ის უნდა გატარდეს , ასე რომ მე რო სკამი ჩამეწერა და გამეტანებინა ჩემი ქმრისტვის იქ ვერავინ ვერ შეცვლიდა ვერაფერს ,
საბოლოოდ უნდა შეთანხმდეთ და ჯიბრში არცერთი არ უნდა ჩადგეს smile.gif

Posted by: upwave 10 Apr 2011, 16:16
arazam
კი, ამ ბოლო დროს ასეა.
ადრე ვინ ეკითხებოდა დედას user.gif
მეორეზე ორჯერ თუ სამჯერ მკითხეს, ხომ მართლა გინდა ეს სახელიო და ისე მისცეს ჩემ ქმარს ცნობა (როგორც მახსოვს, ხელიც მომაწერინეს)

Posted by: tamuna_ 10 Apr 2011, 21:01
მარიამი
QUOTE
თუ შეთანხმება არ გამოდის და ძალით გატანაზე მიდგა საქმე, მანდ ქმარს ვერ აჯობებს ვერავინ, იმიტომ რომ ქმარი იღებს დაბადების მოწმობას, როცა ცოლი სამშობიაროშია. და რასაც უნდა იმ სახელს ჩააწერინებს. მერე თუ იბუინებ და გამოუცვლი, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ აქამდე რომ მივა საქმე, მერე დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს ამ ყველაფერს. მანამდე უნდა შეთანხმდეს ცოლ-ქმარი, ორივეს ინტერესების გათვალისწინებით.

no.gif
arazam
QUOTE
სამაგიეროდ ცოლი წერს სახელს იმ ცნობაში რასაც ქმარს ატანს რა ქვია სადაც მოწმობას იღებენ და იქ შეცვლის უფლება არა აქვს,

რასაც ცნობაში ჩაწერს ცოლი ის უნდა გატარდეს , ასე რომ მე რო სკამი ჩამეწერა და გამეტანებინა ჩემი ქმრისტვის იქ ვერავინ ვერ შეცვლიდა ვერაფერს ,
საბოლოოდ უნდა შეთანხმდეთ და ჯიბრში არცერთი არ უნდა ჩადგეს


yes.gif

Posted by: მარიამი 10 Apr 2011, 22:18
arazam
მართლა???? მე რაღაც არ მახსოვს, რომ სადმე ჩამეწერა ბავშვის სახელი. არ გამოვრიცხავ, რომ დავიწყებულიც მქონდეს ეგ ფაქტი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი... ან შეიძლება მაგ საკითხზე სრული თანხმობა რომ გვქონდა თავიდანვე მე და ჩემს ქმარს, იმიტომაც არ მივაქციე ყურადღება.

Posted by: fashionista 15 Apr 2011, 22:51
QUOTE (upwave @ 10 Apr 2011, 16:16 )
arazam
კი, ამ ბოლო დროს ასეა.
ადრე ვინ ეკითხებოდა დედას user.gif
მეორეზე ორჯერ თუ სამჯერ მკითხეს, ხომ მართლა გინდა ეს სახელიო და ისე მისცეს ჩემ ქმარს ცნობა (როგორც მახსოვს, ხელიც მომაწერინეს)

bis.gif ძალიან კარგი...
ერთ ჩემს ახლობელს ასეთი რამ დაემართა...
მთელი ცხრა თვე ეუბნებოდნენ რაც გინდა ის დაარქვიო და არჩეული ქონდა სახელი...რომ იმშობიარა, მოდის ქმარი და ეუბნება რომ უკვე ჩააწერია ბავშვის სახელი...
და სულ სხვა სახელი ჩააწერია... ის, რომელიც დედამისმა უთხრა... aba.gif
ცხარე ცრემლით ტიროდა ის გოგო სამშობიაროში...წარმოიდგინეთ...
როგორ უნდა ატკინო მეუღლეს გული ამ დონეზე...ასე როგორ უნდა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება(რომელი მხარეც არ უნდა იყო) და როგორ უნდა წაართვა დედას საკუთარ შვილზე სახელის მინიჭების უფლება?! მშობელს, ამ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მომავლინებელს არ უნა ქონდეს უფლება რაც უნდა ის უწოდოს მისი ცხოვრების აზრს?
უგუნური არ უნდა იყო ადამიანი!...

ძალიან გამიხარდა რომ ახლა უკვე დედას ეკითხებიან თუ რა სახელს არქმევს... war.gif მე წინ მაქვს ეგყველაფერი და მერე გამოცდილებს გკითხავთ ხოლმე რაღაცეებს :-)

Posted by: blblbl 22 Apr 2011, 17:10
MPG
QUOTE
გოგო თუ იქნება ლილუს ვარქმევთ, ბიჭს დავითს. იმედია არ გადამიტრიალდება ტვინი და არ შევიცვლი აზრს.

QUOTE
მე ანასტასია მყავს smile.gif

გადაგტრიალებია biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Brainy 22 Apr 2011, 20:26
blblbl
lol.gif
. . . . . . . . . . . . . . . . .

Posted by: Take_Off 22 Apr 2011, 20:42
რა ბედნიერებაა რომ ეგ პრობლემა არ მქონია..
მეყოლებოდა ზუკა და ნინი smile.gif

ჩემს ქმარს პირიქით არ უნდა მშობლების სახელის დარქმევა biggrin.gif




Posted by: Niomiro 23 Apr 2011, 00:25
QUOTE
ჩემს ქმარს პირიქით არ უნდა მშობლების სახელის დარქმევა

ჩემსასაც და მეც smile.gif
არ მიყვარს ვიღაცის საპატივცემულოდ და ხათრით რომ არქმევენ სახელებს რაა...

Posted by: Annabel 23 Apr 2011, 00:31
Niomiro
QUOTE
არ მიყვარს ვიღაცის საპატივცემულოდ და ხათრით რომ არქმევენ სახელებს რაა...

+++++

ან აქვთ პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ და ან არა biggrin.gif

Posted by: gvants 23 Apr 2011, 00:44
QUOTE (Niomiro @ 23 Apr 2011, 00:25 )
QUOTE
ჩემს ქმარს პირიქით არ უნდა მშობლების სახელის დარქმევა

ჩემსასაც და მეც smile.gif
არ მიყვარს ვიღაცის საპატივცემულოდ და ხათრით რომ არქმევენ სახელებს რაა...

+ბევრი

ისეთი სახელი შევარჩიეთ, რომელიც სანათესავოში არავის ჰქვია.

Posted by: Salome_L 25 Apr 2011, 01:17
QUOTE (wounded @ 4 Apr 2011, 23:24 )
აუ რა მტკივნეულია ეს თემა უკვე ჩემთვის.. ((

ბავშვის სახელის შერჩევაში ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს...არ უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიღებული...ბავშვი ორივესია, ორივე თანასწორია და არც ერთ მხარეს არ აქვს პრივილეგია ამ საკითხში...

ჩემს მეუღლეს უნდა მამის სახელის დარქმევა... პირველი გოგო-ბიჭის სახელები ჩემიაო... არადა მე არ მინდა, არ მომწონს ვახო და ეკა... არც ვიცი როგორ შევაცვლევიო აზრი sad.gif
მაგრამ მეც მაქვს უფლება ჩემს შვილს ის დავარქვა რაც მომწონს...ყოველშემთხვევაში ის არ დავარქვა რაც არ მომწონს!!!!!!!!!!!!

მე მომწონს მათე, თომა, იოანე... იოანე იშვიათი სახელია და ისეთ ადამიანები ატარებდნენ ამ სახელს რომ დიდი სიხარულით დავარქმევდი ჩემს შვილს... მნიშვნელობით ღვთის მადლს ნიშნავს smile.gif
მე არ მინდა ის სახელი დავარქვა რაც ჩემს ქმარს არ მოეწონება... ასევე არ მინდა რაც მე არ მომწონს იმის დარქმევა.. მაგრამ მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, ამხელა ტკივილს ვერ მოვაყენებიებ.. ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელს..პირველისას განსაკუთრებით...
არ ვიცი რატო ვეწერ ამას..უბრალოდ მინდა რომ ვთქვა...ძალიან მიჭირს, რამდენი მახსენდება სულ ვტირი და ჯერ ვერაფერს ვამბობ... შეიძლება მოვახერხო კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ იმის მეშინია რომ ვერაფერი მოვახერხო და მაინც თავის აზრზე დარჩეს... cry.gif

მეც შენს დღეში ვიყავი ოღონდ ვახოს და ეკას ვინ ჩივის, ომარი ქვია მამამთილს (ალსანი პასპორტით) biggrin.gif ხოდა ჩემმა ქმარმა ომარი უნდა დავარქვაო, სიყვარულის და ძალიან რომ გაუხარდება მაგის გამოო. კინაღამ გადავირიე. ჯერ მეგონა ხუმრობდა, მერე რომ მივხვდი რომ არ ხუმრობს და გავსკდი ტირილით და არათქო!!! ნუ ბავშვი რომ ორივესია ვიცი, მაგრამ იმ მომენტში ეგოისტობა იყო თუ ბავშვის გადარჩენას ვცდილობდი არ ვიცი. მოკლედ მაგრად ვიჩხუბეთ. (თუმცა ჩვენ ყოველთვის მაგრად ვჩხუბობთ biggrin.gif ერტი ეგაა რომ მალევე ვრიგდებითsmile.gif ) მერე დავთანხმდი კარგითქო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გულში ვიმედოვნებდი, რომ გარკვეული დროის მერე აზრი შეეცვლებოდა. ნუ იყო ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე რამდენიმეჯერ ისეთი შემთხვევა, როცა მკაცრად იდგა ხოლმე თავის პოზიციაზე და რამდენიმე თვის მერე გადაფასებებს აკეთებდა საკითხში უკეთ გარკვევის მერე biggrin.gif ამჯერადაც მეშველა და ნუ ეგოისტობა რომ არ გამომივიდესო არ ვიქნები შენთან მართალი და როგორც გინდაო. ხოდა ბავშვს ქვია

ლუკა smile.gif

იქნებ შენთანაც მოხდეს გარკვეული დათმობები smile.gif

Posted by: gvants 25 Apr 2011, 02:21
QUOTE
ლუკა

love.gif love.gif love.gif

Posted by: tamuna_ 28 Apr 2011, 01:07
Salome_L
QUOTE
(ალსანი პასპორტით)

lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE
მერე დავთანხმდი

wow.gif
QUOTE
ხოდა ბავშვს ქვია

ლუკა smile.gif

up.gif
* * *
ნუ მე ჯერ მეორეს გაჩენას არ ვაპირებ, მაგრამ სავარაუდო სახელები უკვე შევარჩიე smile.gif)
ანასტასია ან დემეტრე ეყოლება საბას biggrin.gif

Posted by: Solveig 28 Apr 2011, 01:29
QUOTE
ომარი ქვია მამამთილს (ალსანი პასპორტით)

ვაჰმე,მომკალით და ასეთი საქციელი არ მესმის რა.....


biggrin.gif

ბიძაჩემს დაარქვეს პაპის სახელი-პეტრე, მაგრამ ბავშვობიდანვე მალხაზს ეძახდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ I კლასში ბავშვი სიაში რომ ამოიკითხეს, არ ადგა და მერე გააპროტესტა-მე მალხაზი ვარ, პეტრე კი არაო, ბებიაჩემის სურათებში კი დღემდე ინახება ფოტო, წარწერით: "სახსოვრად მალხაზის პეტრესაგან".
ახლა შინაობაში მალხაზს ეძახიან, დანარჩენები-ხან ერთ სახელს, ხან-მეორეს..

Posted by: კორდელია 28 Apr 2011, 03:01
Solveig
ჩემს ერთ ნაცნობს ბეჟანი დაარქვეს, მოფერებით სპარტაკის ეძახიან.

Posted by: ინფინიტი 28 Apr 2011, 11:28
კორდელია
QUOTE
ჩემს ერთ ნაცნობს ბეჟანი დაარქვეს, მოფერებით სპარტაკის ეძახიან.

lol.gif lol.gif

lol.gif lol.gif

lol.gif lol.gif

Posted by: მარიამი 28 Apr 2011, 13:59
QUOTE
ბიძაჩემს დაარქვეს პაპის სახელი-პეტრე

არაპოპულარული სახელი კია, მაგრამ მე პირადად მომწონს. თუმცა ბავშვს არ დავარქმევ, მერე თვითონ რომ არ მოეწონოს, რატომ უნდა ჰქონდეს დისკომფორტი მთელი ცხოვრება სახელის გამო. გამიხარდება, თუ ეს სახელიც პოპულარული გახდება ლუკა და საბასავით.

Posted by: Voila 28 Apr 2011, 14:28
კორდელია
QUOTE
ჩემს ერთ ნაცნობს ბეჟანი დაარქვეს, მოფერებით სპარტაკის ეძახიან.

სპარტაკის თვითონ უნდა მოუფიქრო რამე მოფერებითი და...


lol.gif

Posted by: კორდელია 28 Apr 2011, 15:25
infinity-infinity
Voila
თქვენ ჩემი სახე უნდა გენახათ ამ სპარტაკის ნამდვილი სახელი რომ გავიგე და ცოლის (ახალგაზრდა გოგოა) კომენტარი ,,ხო ადრე ესე იცოდნენ არქმევდნენ ვიღაცის საპატივცემულოდ, მაგრამ ბეჟანის (აქ ჩაიქირქილა) ხომ არ დაუძახებდნენ მერეო და სპარტაკი მოიფიქრა ჩემმა დედამთილმაო".

ბეჟო თუ არ მერჩივნოს სპარტაკიეს მე ვიყო ღნაჩვი! chest.gif

Posted by: agr_bak 28 Apr 2011, 15:29
კორდელია
QUOTE
მაგრამ ბეჟანის (აქ ჩაიქირქილა) ხომ არ დაუძახებდნენ მერეო და სპარტაკი მოიფიქრა ჩემმა დედამთილმაო".

lol.gif

Posted by: pravinia 28 Apr 2011, 15:49
იმედი მაქვს ჩემი შვილები (ვახტანგი და მაგდა) ერთ დღესაც არ იგრძნობენ თავს ”ბეჟანებად” biggrin.gif
თუ რამეა გადავამისამართებ 30 ლარით ხელში საჯარო რეესტრში!!!!! biggrin.gif

Posted by: arazam 28 Apr 2011, 16:19
კორდელია
QUOTE
ბეჟო თუ არ მერჩივნოს სპარტაკიეს მე ვიყო ღნაჩვი! 

lol.gif lol.gif გაჩუმდიიი biggrin.gif
შვილი თუ გყავს ღნაჩვი რას უწუნებ biggrin.gif love.gif love.gif როდის გნახო მილიციასთან? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: regenbogen 28 Apr 2011, 16:41
ერთადერთი რის გამოც სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჩემი მამამთილისგან ისაა რომ მისი სახელის დარქმევა არ მოითხოვა ბავშვისთვის biggrin.gif მითუმეტეს ჩემს ქმარს biggrin.gif სახელიც მე შევურჩიე ბავშვს,სქესი რომ გავიგე იქედან ვიძახდი ალექსანდრე მეთქი,მეუღლეს არ მოსწონდა მაინცადამაინც,მაგრამ მაინც იოლად დამთანხმდა,არ ანიჭებს ეგეთებს ყურადღებას მაინცადამაინც rolleyes.gif
29 მაისს დაიბადა სანდრო,წმინდა ალექსანდრეს ხსენების დღეს love.gif სრულიად მოულოდნელად...ღმერთმაც მომიწონა არჩევანი მეთქი, ვიძახდი smile.gif

ჩემი მამამთილი მღვდლების დიდი მოძულეა და ყველა წმინდანს მღვდელს ეძახის....ამბობს ხოლმე ვიღაცეებთან,ამათ მღვდლის სახელი დაარქვეს ბავშვსო biggrin.gif
პ.ს თვითონ რობიზონი ქვია biggrin.gif

Posted by: sesililu 28 Apr 2011, 16:48
QUOTE
თვითონ რობიზონი ქვია

mo.gif


Posted by: ინფინიტი 28 Apr 2011, 17:29
regenbogen
QUOTE
ჩემი მამამთილი მღვდლების დიდი მოძულეა და ყველა წმინდანს მღვდელს ეძახის....ამბობს ხოლმე ვიღაცეებთან,ამათ მღვდლის სახელი დაარქვეს ბავშვსო 
პ.ს თვითონ რობიზონი ქვია 

ავყირავდი ვეჟო lol.giflol.gif

რა მაგარი ტიპია lol.gif

Posted by: Voila 28 Apr 2011, 17:53
regenbogen
QUOTE
პ.ს თვითონ რობიზონი ქვია

ეტყობა, მაგიტომ არ მოითხოვა biggrin.gif

Posted by: Niomiro 28 Apr 2011, 18:53
regenbogen
QUOTE
ამბობს ხოლმე ვიღაცეებთან,ამათ მღვდლის სახელი დაარქვეს ბავშვსო 
პ.ს თვითონ რობიზონი ქვია 

გულიანად ვიხალისე smile.gif

Posted by: xatika 28 Apr 2011, 19:16
მოვიფიქრეეეეეეეეეე . ჩემი კაცუნა საბა , საბუკა საბუნა იქნება http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge http://www.SmileS.ge

Posted by: Nila 28 Apr 2011, 20:47
xatika
QUOTE
მოვიფიქრეეეეეეეეეე . ჩემი კაცუნა საბა , საბუკა საბუნა იქნება

გილოცავ bis.gif
შეგიძლია უკვე სახელითაც მოეფერო.
ნეტავ მე, ოდესმე თუ გადავწყვეტ, რა დავარქვა? rolleyes.gif

Posted by: regenbogen 28 Apr 2011, 22:04
infinity-infinity
Voila
Niomiro
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ხო ეგეთი უცნაური ტიპია biggrin.gif დედამთილი მაგარი მორწმუნე და არის ერთი შეხლა შემოხლა ამ საკითხზე biggrin.gif მარხვა რომ არის ხოლმე,კითხულობს,რომელი მღვდლის დაბადების დღეაო,? მაგის გამო რატო არ ჭამოთო lol.gif lol.gif

Posted by: eel 28 Apr 2011, 23:29
regenbogen

დედა რა დგეში ხარ მძახალო biggrin.gif

QUOTE
მარხვა რომ არის ხოლმე,კითხულობს,რომელი მღვდლის დაბადების დღეაო,?

biggrin.gif როგორ გამაცინე biggrin.gif

Posted by: ინფინიტი 28 Apr 2011, 23:32
regenbogen
QUOTE
მარხვა რომ არის ხოლმე,კითხულობს,რომელი მღვდლის დაბადების დღეაო,? მაგის გამო რატო არ ჭამოთო 

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

გამაცანი რა love.gif love.gif

ბაბუაჩემი იყო მასეთი biggrin.gif ღმერთი სწამდა თავისთვის და მღვდლებს ვერ იტანდა givi.gif

Posted by: arazam 28 Apr 2011, 23:35
eel
QUOTE
მძახალო

ვერ გავიგე თქვი ეხლა რა ქვია შენი შვილის საქციელს , ჯერ ჩემ შვილს აეკიდა სახლში მივარდებოდა biggrin.gif ახლა სხვაზე გაგვცვალა , რას იცვლით წარა მარა კაცებს biggrin.gif
აუ გოგო მინდა ოღონდ 2 გოგო და სახელები ზეპირად ვიცი biggrin.gif

Posted by: burkina-faso 28 Apr 2011, 23:37
QUOTE
აუ გოგო მინდა ოღონდ 2 გოგო და სახელები ზეპირად ვიცი

არ გაგვიმხელ? smile.gif rolleyes.gif

Posted by: eel 29 Apr 2011, 00:42
arazam

კაცებს ურეზერვებ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Nila 29 Apr 2011, 01:05
regenbogen
QUOTE
მარხვა რომ არის ხოლმე,კითხულობს,რომელი მღვდლის დაბადების დღეაო,? მაგის გამო რატო არ ჭამოთო 


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: regenbogen 29 Apr 2011, 11:08
infinity-infinity
QUOTE
ბაბუაჩემი იყო მასეთი  ღმერთი სწამდა თავისთვის და მღვდლებს ვერ იტანდა

ხო ეგეც იძახის ღმერთი მწამსო,მღვდელი არაო,აღდგომას ისე ფაციფუცით მიეგება,პირდაღებული ვუყურებდი biggrin.gif ვინ და როგორ აღსდგა აზრზე არაა,მაგრამ კი იყო ერთ ამბავში biggrin.gif დედამთილი რომ წავიდა ეკლესიაში ღამისთევაზე,მიაძახა,უთიე ღამე მღვდლებს,უთიე,არსად დაიკარგონო rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Nila 30 Apr 2011, 00:55
QUOTE
ვინ და როგორ აღსდგა აზრზე არაა,მაგრამ კი იყო ერთ ამბავში  დედამთილი რომ წავიდა ეკლესიაში ღამისთევაზე,მიაძახა,უთიე ღამე მღვდლებს,უთიე,არსად დაიკარგონო

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: natelikaaa 1 May 2011, 22:16
პირველს ანდრია ქვია და მეორეს ჯერ არ ვიცი რა დავარქვა..smile.gifისიც ბიჭია..

Posted by: nebiera28 2 May 2011, 14:22
xatika
QUOTE
მოვიფიქრეეეეეეეეეე . ჩემი კაცუნა საბა , საბუკა საბუნა იქნება

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif
მიხარის biggrin.gif ჩემი კაცმაცუნაც საბაა love.gif

Posted by: fashionista 10 May 2011, 19:54
ლუკა, მათე, თომა, იოანე, მარიამ, თამარ, ქეთევან, ბარბარე love.gif ვაიმე რა მაგარია ამ სახელების გაგონებაც კი

რამდენიც არ უნდა მეყოლოს, ყველას გავაჩენ და უსაზღვროდ ბედნიერი ვიქნებიიიიიი jump.gif


Posted by: eel 10 May 2011, 20:47
QUOTE
მარიამ

love.gif ჩემი love.gif

Posted by: burkina-faso 10 May 2011, 21:09
QUOTE
თომა

ჩემი კაცუნაა ახლა რომ შიგნიდან მიკაკუნებს smile.gif

Posted by: khatia88 10 May 2011, 21:23
burkina-faso
უი თომა გეყოლება შენც? smile.gif გამიხარდა ძალიან.

Posted by: shahzade 20 May 2011, 12:52
აბა მეც მირჩიეთ ხალხო რრა ვქნა, სსახელებზე ვეერ შევტნხმდით მე და ჩემი მეუღლე, თან ისეთი სახელი მინდა რომ უცხოეთშიც მიღებული იყოს და გაოცებულებმა არ იკითხონ ქალის სახელია თუ კაცისო smile.gif მოკლედ ჩემს უფროს ქალბატონს ნატალი ქვია, ბიჭის სახელი მოფიქრებული გვაქვს აი გოგოზე ვერ შევთანხმდით, მე სესილი მომწონს ან მელანია, ჩემ ქმარს კი არც ერთი, აი ეხლა მარიტას ვფიქრობ, ერთი პერიოდი, ვერონიკა გადავწყვიტეთ, რამე ისეთი მინდა ჟღერადი და ლამაზი თან ძალიან გავრცელებულიც არა. აბა რას მირჩევთ
მელანია, მარიტა, ვერონიკა, მართა, ანგელინა. დამეხმარეთ თორემ გასკდა თავი ამდენი ფიქრით smile.gif

Posted by: gvants 20 May 2011, 12:54
QUOTE
მართა,

QUOTE
მარიტა

მომწონს bis.gif
კიდევ, ეკატერინე (ეკა არა ოღონდ), მარია, მარიამი

Posted by: anuka2009 20 May 2011, 13:08
shahzade


QUOTE
მარიტა მართა



ჩამოთვლილთაგან მგონი ეს ორი smile.gif

Posted by: Unitended 20 May 2011, 13:13
მარიტა - რგორ მიყვარს ეს სახელი ბავშვობიდან, აი ერთი სული მაქვს გოგოს როდის მეყოლება რომ ეს სახელი დავარქვა

ბიჭის ვერ მომიფიქრებია, არც ერთი არ მომწონს სიმართლე რომ გითხრათ და რაღაცნაირად სულ ერთია


Posted by: shahzade 20 May 2011, 13:44
ჰო მეც რაღაც მარიტაზე შევჩერდი, ჯერჯერობით

Posted by: ლიკლიკა 20 May 2011, 14:22
გვერდი მომეწონა user posted image

shahzade
QUOTE
მელანია,

ძალიან მომწონს smile.gif


Posted by: Nila 21 May 2011, 02:04
shahzade
QUOTE
მეც მირჩიეთ ხალხო რრა ვქნა, სსახელებზე ვეერ შევტნხმდით მე და ჩემი მეუღლე, თან ისეთი სახელი მინდა რომ უცხოეთშიც მიღებული იყოს და გაოცებულებმა არ იკითხონ ქალის სახელია თუ კაცისო

მე მომწონს კატერინა, ლინა, ლიტა, ელლა smile.gif

Posted by: Vivo per Lei 21 May 2011, 09:12
gvants
QUOTE
ეკატერინე (ეკა არა ოღონდ)

არც მე მომწონს ეკატერინეს შემოკლებული ვარიანტი.
მე მეგობრები მეძახიან ეკას და ხანდახან არ ვიხედები givi.gif
სხვისი სახელი მგონია.

Posted by: taplika 21 May 2011, 12:19
ჩემი გოგო თათუკა იქნება smile.gif ანუ თათა და მისი მოსაფერებელი ვარიანტი

Posted by: Stroller 21 May 2011, 12:45
QUOTE (Antigone @ 17 Mar 2011, 11:47 )
Molly_Hartley
QUOTE
მეც, შენც და ნანუკას ალექსანდრეს ვარქმევთ ესეიგი ხო?  )))_)))))


ჰო, ოღონდ მე ჯერ ვმერყეობ სანდრო ჩავწერო თუ ალექსანდრე smile.gif

მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე და გადავწყვიტეთ სანდროს ჩაწერა, თუმცა ნათლობის სახელი ალექსანდრე იქნება ალბათ

Posted by: Antigone 21 May 2011, 14:23
Stroller
smile.gif

ჩემს შვილს ორი სახელი აქვს და პირველი სახელი სანდრო უწერია პირდაპირ smile.gif

Posted by: ninitini 21 May 2011, 14:30
ძალიან მინდა ალექსანდრე დავარქვა და სანდრო დავუძახო ხოლმე, ალექსანდრე მეტისმეტად დიდი სახელი მგონია..
მაგრამ ჩემი ქმარი ცოტა არ იყოს მეწინააღმდეგება..
კი მითხრა რაც გინდა დაარქვიო მაგრამ არ მინდა მხოლოდ მე მომწონდეს და მას არა.. მინდა ერთად ავარჩიოთ..
ალბათ რომ დაიბადება მერე გადაწყდება, ალექსანდრე იქნებამ, თომა თუ დავითი

Posted by: regenbogen 21 May 2011, 22:42
ninitini
QUOTE
ძალიან მინდა ალექსანდრე დავარქვა და სანდრო დავუძახო ხოლმე, ალექსანდრე მეტისმეტად დიდი სახელი მგონია..

ჩემსას ჰქვია ალექსანდრე,სანდროს ვეძახი,ალექსანდრე რომ ვთქვი,ალეო და ალეკოო და ეგეთები დაუწყეს vik.gif ვერ ვიტან ამ სახელებს....და კატეგორიულად მოვითხოვე სანდრო დაუძახეთ მეთქი baby.gif გაკვირვებულები მომაშტერდა ზოგიერთი სად ალექსანდრე სად სანდროო,ალე უნდა დაუძახოოო mad.gif

Posted by: gvants 21 May 2011, 22:56
Vivo per Lei
QUOTE
ეკატერინეს შემოკლებული ვარიანტი.

კატო მომწონს მე, ეკა_არა.

Posted by: Stroller 21 May 2011, 23:07
QUOTE (regenbogen @ 21 May 2011, 22:42 )

ჩემსას ჰქვია ალექსანდრე,სანდროს ვეძახი,ალექსანდრე რომ ვთქვი,ალეო და ალეკოო და ეგეთები დაუწყეს vik.gif ვერ ვიტან ამ სახელებს....და კატეგორიულად მოვითხოვე სანდრო დაუძახეთ მეთქი baby.gif გაკვირვებულები მომაშტერდა ზოგიერთი სად ალექსანდრე სად სანდროო,ალე უნდა დაუძახოოო mad.gif

ხოდა ჩემს შემთხვევაშიც ასე რომ არ მოხდეს ამიტომ პირდაპირ სანდროს ჩავწერ. ვერ გადავიტან ალეკო ან ალიკა რომ დაუძახონ, ჩვენთან როგორც წესი კარდაგ ეხერხებათ მსგავსი შემოკლებები

Posted by: niniGG 22 May 2011, 14:24
ninitini
QUOTE
ძალიან მინდა ალექსანდრე დავარქვა და სანდრო დავუძახო ხოლმე, ალექსანდრე მეტისმეტად დიდი სახელი მგონია.. მაგრამ ჩემი ქმარი ცოტა არ იყოს მეწინააღმდეგება.. კი მითხრა რაც გინდა დაარქვიო მაგრამ არ მინდა მხოლოდ მე მომწონდეს და მას არა.. მინდა ერთად ავარჩიოთ.. ალბათ რომ დაიბადება მერე გადაწყდება, ალექსანდრე იქნებამ, თომა თუ დავითი


ისე ხანდახან იცი როგორ ხდება, ანუ ბავშს შეურჩევენ სახელს და ბავშვი რომ დაიბადება და შეხედავენ ნუ რატომღაც ის სახელი არ უხდება smile.gif ისე რომ გირჩევ რამდენიმე სახელი შეარჩიოთ და რომ დაინახავ პირველად, გული გიგრძნობს რა სახელი დაარქვა smile.gif

Posted by: ninitini 22 May 2011, 14:26
niniGG
ზუსტა ეგრე ვფიქრობ, მერე რაც გამახსენდება ის იქნება.
განსაკუთრებულად არცერთი არ მომწონს მაინც და

Posted by: veranik 22 May 2011, 14:44
ანდრია და ნუციკო smile.gif
გაბრიელი და კატო smile.gif

Posted by: Take_Off 22 May 2011, 18:48
გოგოს სახელი მირჩიეთ
მარიამის გარდა, მყავს უკვე biggrin.gif

ეკლესიური სახელების საიტი რომ არის არ იცით როგორაა?

Posted by: frontushka 22 May 2011, 18:54
Take_Off
http://www.orthodoxy.ge/sakhelebi.htm smile.gif

Posted by: viiik 22 May 2011, 18:55
ნიტა რომელი სახელის შემოკლებაა?

Posted by: Take_Off 22 May 2011, 19:07
frontushka
მადლობაsmile.gif

ვერ ვარჩევ user.gif

Posted by: Dancer 22 May 2011, 20:43
QUOTE
კატო მომწონს მე, ეკა_არა.


ჩემს შვილს საშინლად არ უხდება სახელი კატო
ასოცირდება მოკლე კატოსთან biggrin.gif არადა ბავშვი არის მაღალი და გრძელი
ისედაც არ ვაპირებდი რომ კატო დამეძახებინა სანამ დაიბადებოდა
ეკატერინეს არ ვეძახი, სანამ სახელს წარმოვთქვამ გააფუჭებს მანამდე რამეს biggrin.gif
გარეთ რომ მყავს იმდენად ხშირად მიწევს დაძახება ყოველ დაძახებაზე რომ ეკატერინე ვეძახო ენა დამეღლება biggrin.gif
ეკუნა, ეკა, ეკო .. თან დღეს უკვე იშვიათი სახელია, ჩემს ირგვლივ თითქმის არცერთ პატარას არ ქვია

Posted by: Take_Off 22 May 2011, 20:49
Dancer
QUOTE
ასოცირდება მოკლე კატოსთან

lol.gif
QUOTE
სანამ სახელს წარმოვთქვამ გააფუჭებს მანამდე რამეს

lol.gif
QUOTE
ეკუნა, ეკა, ეკო ..

მე მომწონს ეს მოფერებითი სახელები

Posted by: cheguevarra 22 May 2011, 23:01
კოტიკო.. smile.gif ბევრი არ გვიფიქრია.. მარტივად.. მამაჩემის სახელი დავარქვით, რომელიც ცოცხალი აღარაა..

Posted by: kozet 23 May 2011, 01:54
უტა
ვინმე რომ მეკითხება რა ქვია და ვპასუხობ, მერე იწყება
-ბუტა?
-არა
-აბა დუტა?
-არა
-აბა ხუტა?
-არა, უტა!
-უტა? ეგ რა სახელია? ვის ქვია? საიდან მოიტანეთ? რას ნიშნავს? დაბადების მოწმობაშიც ასე უწერია? და ა. შ.

Posted by: teo25 23 May 2011, 02:02
kozet
QUOTE
უტა

მიყვარს ეგ სახელი.
მემგონი არავის ქვია-შენი შვილის მეტს love.gif

Posted by: shahzade 25 May 2011, 11:51
ვერონიკაც ზალიან მომწონს, არის თან წმინდა ვერონიკა რას აზრის ხართ?

Posted by: fashionista 25 May 2011, 14:17
Take_Off
ბარბარე, ნინო, თეკლე, ანა, თამარი, ქეთევანი, ელენე, ანასტასია, ეკატერინე...

ეკლესიური სახელები smile.gif

მე მარიამი და იოანე მომწონს... bis.gif

Posted by: Niomiro 27 May 2011, 21:27
ვაიმეეე მე გავიჭედე სახელებშI, თავიდან ნიტა გვქონდა გადაწყვეტილი და ეხლა რამოდნეიმე დღე დამრჩა მგონი და აღარ გვინდა ეს სახელი და ვერც ვერაფერი მოვიფიქრე რა მომწონსსსს sad.gif

Posted by: shahzade 28 May 2011, 10:36
მე ახალი სახელი აღმოვაჩინე ბეთანი, ჩემი აზრით ძალიან ლამაზი სახელია, მართას და ლაზარეს დის სახელია.

Posted by: buuus 28 May 2011, 10:45
shahzade
QUOTE
ბეთანი

ბიჭის სახელი არ არის ეს? საჩხრეში სოფელია მოხვა, იქ ვიცნობ ერთ ბიჭს ბეთანი ჰქვია smile.gif

Posted by: jellyboss 28 May 2011, 10:49
მე 2 სახელი მაქ მოსაფიქრებელი. ბიჭზე თომა-ს იდეა წარმოვთქვი (ტყუპისცალს ნიშნავს) მაგრამ ზურა მოიჭყანა.

გოგოზე მომწონს ნენე ან ლილე. ჩემ სდიშვილს ელენე ქვია და ენენეს ვეძახით და ძალიან მიყვარს, ამასაც ელენეს ხო არ დავარქმევთ და ნენე არსებული სახელია, მეგრულად დედას ნიშნავს smile.gif ლილეც მომწონს ნაზ სახელად მეჩვენება, გოგოს მინდა ნაზი სახელი ჰქონდეს. ჭელიძეა ჩემი ქმარი და თან გვარს მინდა ერითმებოდეს

ლილე ჭელიძე როგორ ჟღერს?

ამ ლოგიგით ლაშაც კაია smile.gif


Posted by: burkina-faso 28 May 2011, 11:27
QUOTE
თომა-ს იდეა წარმოვთქვი (ტყუპისცალს ნიშნავს)

კარგიააააააა, ჩემიც თომა იქნება, უკვე ასე ვეძახი, მითუმეტეს, რომ შენი სახელსაც გაამართლებს.
QUOTE
ლილე
+

Posted by: mar adentro 28 May 2011, 12:14

jellyboss
QUOTE
ლილე


ულამაზესი სახელია, როცა იქნება გოგო თუ მეყოლება ლილეს დავარქმევ, თან მზეს ნიშნავს სვანურად love.gif

Posted by: lotreki 28 May 2011, 15:37
ანანო და ნიტა ქვიათ ჩემს პატარებს... ანანო მამიკოს შერჩეულია... ნიტა ჩემი baby.gif

Posted by: ათულია 28 May 2011, 17:32
jellyboss
ლილე & ლაშა ჭელიძეები


მშვენიალურია smile.gif

Posted by: xatika 28 May 2011, 20:24
საბა კვესელავა თუ ლუკა კვესელავა ? დამეხმარეთ biggrin.gif

Posted by: jellyboss 28 May 2011, 21:13
xatika

საბა მომწონს, თუმცა მე ისეთ სახელზე ვფიქრობ საზღცარგარეთ მარტივად რომ წარმოთქვან (ხო იცი რა ცხოვრება მოდის) მაგ თვალსაზრისით ლუკ smile.gif

10 დან 9 საბას და 7 ლუკას ისე smile.gif

Posted by: Voila 28 May 2011, 21:30
kozet
ვაიმეე... სკოლაში მაინც არ უსწავლიათ? smile.gif ან თვითონ თუ არ უსწავლიათ, ქართულის გაკვეთილზე მაინც არ მოუკრავთ ყური? biggrin.gif

ჩემი ბავშვობის მეგობარს ჰქვია, ძალიან ლამაზი სახელია.

Posted by: anano-ana 29 May 2011, 23:38
xatika
საბაsmile.gif

მეც დამეხმარეთ რააა: საბა,ნიკოლოზი,ილია,თორნიკეsmile.gif

Posted by: gvants 29 May 2011, 23:49
xatika
xatika
ამ გვართან საბა უკეთ ჟღერს ჩემი აზრით smile.gif

Posted by: upwave 30 May 2011, 15:52
kozet
ეგ რომ ვთქვი აქ რამდენიმე ხნის წინ, მგონი ცოტას აზვიადებო, ასე მითხრეს, არა და 6 წელზე მეტია ეგეთი ამბები ხდება ჩვენთან biggrin.gif
პრინციპში, ამ ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც smile.gif
ისე სკოლაში, ერთადერთი და განუმეორებელი ჰყავთ, ჯერ-ჯერობით მაინც gigi.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 15:58
xatika
მე ლუკა უფრო მომწონს, მაგრამ ყველა რომ ერთსა და იმავე სახელს არქმევს ეგ ტენდენცია არ მომწონს sad.gif
* * *
kozet
რამდენი წერა-კითხვის უცოდინარი და უწიგნური დადის sad.gif მართლა ლამაზი და ორიგინალური სახელი ჰქვია შენს ბავშვს.
* * *
Take_Off
მე ამ ბოლო დროს ანნა მომწონს გოგოების სახელებიდან.

Posted by: xatika 30 May 2011, 16:03
რავქნა ისეთ სახელს ვერ დავარქმევ მარტო ჩემ ბავშვს რო ერქვას და მერე რო გაიზრდება მომიტრიალდეს და მითხრას ეს რა დამარქვი რას მერჩოდიო. მინდა წმინდანის სახელი ერქვას ქართული. დღეს ალექსანდრე, გაბრიელი , ანდრეაც საკმაოდ ბევრს ქვია. საბას დავარქმევ ალბათ უფრო smile.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 16:07
ეჰ, მე ვინ გამახარა და დამარქმევინა რა სახელიც მინდოდა sad.gif მამამთილის სახელი დაარქვა ჩემმა ქმარმააააააააააააააააააააააააააააა sad.gif((((((((((((((((((((((((((((((((

Posted by: blblbl 30 May 2011, 16:15
Splash
დაარქვა რა დედა შენ ხარ და უნდა შეთანხმებულიყავით და ერ?თად დაგერქმიათ სახელი,ზედმეტი მოსდით ამ ქმრეს ზოგჯერ უნდა მიხვდნენ რომ არაა მასე


რა ქენი შენ რა გადაწყვიტეთ?

Posted by: Splash 30 May 2011, 16:17
xatika
ლენსტანბერი დაარქვითქო არ მითქვამს biggrin.gif მე ზოგადი ტენდენცია აღვნიშნე. ერთი პერიოდი ძალიან მომწონდა სახელი ლუკა, მაგრამ ყველამ რომ ამ სახელის დარქმევა დაიწყო,აღარ მინდოდა მეც ეგ სახელი დამერქვა, თუმცა ისედაც ვინ მკითხა sad.gif რამდენი წელია ანდრეა მომწონს სახელი, მაგრამ ახლა ყველა მაგას არქმევს ან ალექსანდრეს, რაც ასევე მომწონს.

Posted by: anuka2009 30 May 2011, 16:20
QUOTE
ანდრეა


ანდრეა არა

ანდრია არის სწორი ფორმა

Posted by: pravinia 30 May 2011, 16:21
Splash

იმედია კლიმენტი ან ნოშრევანი არ ჰქვია tongue.gif
ისე კი ცუდი გრძნობაა ფრიად როცა არ გეკითხებიან
მე მინდოდა ალექსანდრე დამერქმია ბავშვობიდან მგონი, დაემთხვა და ჩემი მამათლიც ალექსანდრე იყო, მოკლედ ჩემმა ქმარმა ტავი გაიგიჟა, არ უნდოდა კატეგორიულად და ბოლოს მამაჩემის სახელი დავარქვით,არადა სულ ვეუბნებოდი იმედიც კი არ გქონდეს რომ ვახტანგს დავარქმევთქო, საშინლად არ მომწონდა ადრე ეს სახელი smile.gif
გოგოზე კი უნდოდა თავიდან რომ დედამისის სახელი დაერქმია, არც მე მქონდა საწინააღმდეგო, მარიამი მშვენიერი სახელია, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგა დავარქვით მაგდა smile.gif

Posted by: xatika 30 May 2011, 16:23
QUOTE
ეჰ, მე ვინ გამახარა და დამარქმევინა რა სახელიც მინდოდა

როგორ გამიმართლა მაგ მხრივ . მამამთილს ალბათ ძალიანაც ესიამოვნება მაგრამ ჩემი ქმარი იგიჟებს თავს არაო biggrin.gif თორე 100 იანი მალხაზი იქნებოდა ჩემი ბიჭი biggrin.gif მოკლედ ბედნიერი ვარ თავისუფალი რო ვარ მაგმხრივ . ბაიას რო აჩენ გინდა მსოფლიოში საუკეთესო სახელი ერქვას . bis.gif

Posted by: ტაბუ 30 May 2011, 16:24
Splash
მგონი ზურა ჰქვია, ხომ?
ჩემი მამამთილიც ზურაა და სულაც არაა ცუდი სახელი 2kiss.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 16:28
anuka2009
ანდრეა იტალიური ფორმაა, ანდრია - ქართული და მე იტალიური უფრო მომწონს და შეცდომაც არაა :დ
pravinia
ეგ რომ რქმეოდა თავსაც ჩამოვიხრჩობდი biggrin.gif ზურა ჰქვია. თავიდან ზურა მინდოდა ჩამეწერა დაბ. მოწმობაში, მაგრამ მერე სრულად ჩავაწერინე. მეთქი ჯანდაბას :დ ყოჩაღ შენს ქმარს! როგორ ყვარებია სიმამრი smile.gif

xatika
ხო. ჯერ კიდევ პატარაპობიდან ვფიქრობდი რას დავარქმევდი ჩემს შვილებს და ასაკთან ერთად მეცვლებოდა გემოვნება და ჩემი ნაფიქრი ნაფიქრად დარჩა :დ ისე, არ შეიძ;ლება რომ გადავუკეთო სახელი? :დ

Posted by: pravinia 30 May 2011, 16:29
Splash

სიმამრის სიყვარულით არ დაარქვა, უბრალოდ დაემთხვა და მისი საყვარელი სახელი ქვია მამაჩემს biggrin.gif
მოკლედ მე რაც მომწონდა მამამისს ერქვა და რაც მას მამაჩემს ჰქვია, არჩევანი საბოლოოდ მამაჩემის სასარგებლოდ გადაწყდა biggrin.gif

Posted by: ათულია 30 May 2011, 16:31
მეც მამამთილის სახელს ვარქმევ რომელიც გარდაცვლილია

პირველი ორსულობის დროს აკომ მკითხა ოთო- რომ დავარქვათ რა აზრზე ხარო
არ გამიპროტესტებია არ არის ცუდი სახელი
მაგრამ დარქმევა დარჩა ყბადაღებული
ამ ორსულობაში სრული თავისუფლება მომცა შენ რაც გაგიხარდეს ის დავარქვათო
მე ვდუმვარ როცა დაიბადება და სახელზე მიდგება ჯერი ოთოს ვიტყვი

Posted by: burkina-faso 30 May 2011, 16:33
QUOTE
მგონი ზურა ჰქვია, ხომ?

QUOTE
სულაც არაა ცუდი სახელი

ნამდვილად არაა ცუდი...
მე ბიჭს ველოდები, ხოდა თავიდან ყველას ძალიან უნდოდა გოგო, დედამთილს ქეთინო ქვია, ამასწინ მეუბნება, რას ვიცინებ გოგო რომ დაიბადოსო, უი რას ამბობ, ისე ვარ მიჩვეული რომ ბიჭს ველოდები (სახელით მივმართავ უკვე) რა დავარქვა გოგოს აზრზე არ ვართქო, მერე შევატყვე რომ არ ესიამოვნა, მაგრამ მე მართლა გაუაზრებლად ვთქვი, ადრე ქონდა ჩემთვის ნათქვამი, მკითხავმა მითხრა, შენი მოსახელე იბადებაო smile.gif. კიდევ კარგი, მეუღლეს არ აქვს მასეთი აზრები, ჩემი მშობლების სახელი დავარქვათო, გადავრჩი მაგას

Posted by: Splash 30 May 2011, 16:34
blblbl
მთელი ორსულობა ვფიქრობდი ანდრეა დამერქვა და მეგონა ქმარი არ გააპროტესტებდა და ბაც და ბოლოს განიცხადა მამაჩემის სახელი უნდა დავარქვაო. კი შევეწინააღმდეგე, მაგრამ არ დაიშალა. თან მაგის ჯიუტი ხასიათი რომ ვიცი და სტრაშნი სახელიც არაა ზურა და დავარქვი. თუმცა ბავშვი სანამ არ დაიბადა (თავინდა რამდენიმე დღეც კი) ვერ ვეძახდი ამ სახელს. ამის გამო ვფიქრობდი, ნეტავ მეორეც ბიჭი იყოს, რომ დავარქვა რაც მე მინდათქო, თან გოგოზე ჩემი დედამთლი დგას რიგში :დ
anuka2009
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/paraklisi/andria.htm ანდრეა პირველწოდებულად არის მოხსენიებული და არა ანდრია.

Posted by: ტაბუ 30 May 2011, 16:35
ათულია
QUOTE
ე ვდუმვარ როცა დაიბადება და სახელზე მიდგება ჯერი ოთოს ვიტყვი
love.gif

კარგი ადამიანი ხარ შენ yes.gif

Posted by: ათულია 30 May 2011, 16:37
QUOTE
გოგოზე ჩემი დედამთლი დგას რიგში

აი ეს კი ნამდვილად არ გამომივა
სამი თამარი ომიანობაა?
ამიტომ ჩემ დედიკოს ქვია მარიამი და დავარქმევთ პატარა მარიამს smile.gif

პ.ს. თამარა არ გეწყინება იმედია

Posted by: Splash 30 May 2011, 16:37
pravinia
კარგია, რომ ორივეს აზრები დაემთხვა და თან მამის გულს მოიგებდი. ნუ, სიძე უფრო biggrin.gif

Posted by: blblbl 30 May 2011, 16:39
Splash
დედამთილს რა ჰქვია?ნუ ეგ შენი გადასაწყვეტია რა თქმა უდნა მაგრამ თუ არ გინდა დედამთილის სახლის დარქმევა არ დაარქვა და მორჩა.


პ.ს.უნამუსო ვიყო თუ არ დავხიო დაბადების მოწმობა რაც მე არ მინდა ის ომ დაარქვას ქმარმა,მაგრამ ნუ მე ესეთი ადამიანი არც მინდა გვერდით

Posted by: ათულია 30 May 2011, 16:41
blblbl
QUOTE
უნამუსო ვიყო თუ არ დავხიო დაბადების მოწმობა რაც მე არ მინდა ის ომ დაარქვას ქმარმა

მანამდე იმდენჯერ შეთანხმდებით რომ დახევა არ მოგიწევს


Posted by: Splash 30 May 2011, 16:41
ათულია
QUOTE
პ.ს. თამარა არ გეწყინება იმედია

ეს მე მითხარი თუ დედამთილზე უნდა გეთქვა? biggrin.gif

Posted by: gvants 30 May 2011, 16:42
ჩემი ბიძაშვილი რომ დაიბადა, მაშჳნ გაჩნდა ერთი ბავშვი. მამამ დედისგან დამოუკიდებლად დარქვა ჟუანგი. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა დედა sad.gif

Posted by: burkina-faso 30 May 2011, 16:42
blblbl
QUOTE
პ.ს.უნამუსო ვიყო თუ არ დავხიო დაბადების მოწმობა რაც მე არ მინდა ის ომ დაარქვას ქმარმა,მაგრამ ნუ მე ესეთი ადამიანი არც მინდა გვერდით

ახლა მგონი ვეღარც ახერხებენ მამები მარტო თავიანთი სურვილით სახელის დარქმევას, რადგან სამშობიაროში იურისტი მიდის დედასთან და ეკითხება, ნამდვილად სურს თუ არა, მამის ნათქვამი სახელის დარქმევა მასაც, ასე რომ აღარ მოგიწევს დახევა smile.gif

Posted by: xatika 30 May 2011, 16:43
ნუ ჩემ მამამთილსაც რო ერქვას დავითი ., გიორგი , ზურა გავოვიდოდა რო არ დამერქვა და დავარქმევდი . მაგრამ მალხაზი ? biggrin.gif არააა .

Posted by: ათულია 30 May 2011, 16:44

Splash
QUOTE
ეს მე მითხარი თუ დედამთილზე უნდა გეთქვა? biggrin.gif

მეც თამარი ვარ დედამთილიც და მესამე არ მინდა თამარი
ასე რომ თამარ დედამთილო არ გაგიტყდეს თქო smile.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 16:45
blblbl
შენთან შეუთანხმებლად ვერ დაარქმევს ქმარი. შენ უნდა მოუწერო ხელი სანამ რეესტრში წაიღებს მოწმობას. დედამთილს - მარინა, მაგრამ თქვა ჩემი სახელი მოდაში არაა და მსგავსი სახელი დაარქვითო, თუმცა მსგავსი - მარიამი მისმა გოგომ დაარქვა.

Posted by: pravinia 30 May 2011, 16:46
Splash

ვაიმე გული მოიგო ეს ის სიტყვა არაა, ისეც ხომ უყვარს მამაჩემს ლევანი და ეს რომ ვუთხარი (არადა მამაჩემს ეგონა ალექსანდრეს ვარქმევდი, ხმაც არ ამოუღია თავის სახელზე) სიხარულისაგან ჭკუაზე არ იყო, ახლაც თუ სადმე ერთად მოვხვდით სიამაყით ამბობს ხოლმე რომ მის შვილიშვილს ვაო ჰქვია biggrin.gif მილიონად ღირს ის ბედნიერება რასაც ამ დროს განიცდის და მიხარია რომ სხვა სახელი არ დავარქვი smile.gif

Posted by: anuka2009 30 May 2011, 16:46
Splash
QUOTE
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/paraklisi/andria.htm ანდრეა პირველწოდებულად არის მოხსენიებული და არა ანდრია.


იგივე საიტზე, სახელებში ანდრია წერია, რა ვიცი არ შEგეკემათები.
მამაომ ანდრიათ მონათლა ცემი ნათლული და კატეგორიულად აგვიკრძალა ანდრეას დაძახება smile.gif ხშირად ურევენ და მიუთითეთო. smile.gif

Posted by: chaPPek 30 May 2011, 16:47
gvants
QUOTE
მამამ დედისგან დამოუკიდებლად დარქვა ჟუანგი



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

ვაიმე, გავსკდი სიცილით biggrin.gif ბავშვის მამამ იკაიფა biggrin.gif

Posted by: მარიამი 30 May 2011, 16:48
QUOTE
ანდრეა იტალიური ფორმაა, ანდრია - ქართული და მე იტალიური

მგონი ძველი ქართულიც ანდრეა უნდა იყოს. ადრე უფრო ასეთი ფორმები იყო გავრცელებული. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ასე მგონია.

Posted by: burkina-faso 30 May 2011, 16:49
chaPPek
QUOTE

QUOTE
მამამ დედისგან დამოუკიდებლად დარქვა ჟუანგი



   

ვაიმე, გავსკდი სიცილით  ბავშვის მამამ იკაიფა

რა ქონდა საკაიფო, თავისთვის არ უნდოდა ნეტა ის შვილი?! biggrin.gif

Posted by: arazam 30 May 2011, 16:51
ისე მე უფრო მინდოდა მამამთილის სახელის დარქმევა ვიფიქრე ქმარსაც გავახარებდი და მამამთილსაც, მაგრამ ჯერ ჩემმა მამამთილმა დაიწყო არ ახსენოთ ჩემი სახელიოდედას რაც ენდომება ის უნდა დაარქვასო მერე დედამთილმაც თქვენ რაც მოგწონთო , მერე მინდოდა სახელი ქმარს აერჩია ვიფიქრე თითონაც გაეხარდება და ბიჭს ეს დაარქმევს გოგოს მე თქო და საბოლოოდ ბლოკში ჭინთვებამდე biggrin.gifსატელეფონო ხაზით მოვიფიქრეთ დაჩი love.gif

Posted by: pravinia 30 May 2011, 16:53
arazam

ძალიან ტკბილები გყოლია love.gif



QUOTE
დარქვა ჟუანგი

მანამ ალბათ დნმ-ანალიზმა აჩვენა რომ ბავშვი მისი არ იყო და ჯავრი იყარა! bis.gif
არადა რას ერჩოდა ბავშვს? mo.gif

Posted by: ათულია 30 May 2011, 16:55
pravinia
QUOTE
მანამ ალბათ დნმ-ანალიზმა აჩვენა რომ ბავშვი მისი არ იყო და ჯავრი იყარა!

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: arazam 30 May 2011, 17:00
pravinia
ჰო მე ვზრდი ვიღლები ვუვლი ვათენებბ , მამა მუშაობს წვალობს ეზოდება პამპერსს საჭმელს ვყიდულობთ ტანსაცმელს ,ჩვენით (მშობლებით )იზრდება ბავშვი ,და ხო გვაქვს უფლება ერთად შერჩეული სახელი ერქვას love.gif , ასეთი საუბრის მერე უფრო გამიჩნდა სურვილი მამამთილის სახელის დარქმევის მაგრამ არაო, biggrin.gif საერთოდ სახელს დედა უნდა წყვეტდეს მარტოვო ასე მითხრეს biggrin.gif

Posted by: blblbl 30 May 2011, 17:03
ათულია
QUOTE
მანამდე იმდენჯერ შეთანხმდებით რომ დახევა არ მოგიწევს

ეგ შეთანხმებულია დიდი ხანია biggrin.gif ნიკოლოზი ვეღარ იქნება ალბათ,ჩემი ოცნების სახელი მაგრამ სხვაც დგას რიგში.სხვა ნიკოლოზი მყავს სამაგიეროდ თითქმის ჩემი 2kiss.gif
burkina-faso
QUOTE
ასე რომ აღარ მოგიწევს დახევა

არც ისე მომიწევს და არც ასე,მასეთი ადმაიანი მე არ მჭირდება no.gif

Posted by: ათულია 30 May 2011, 17:04
blblbl
გენაცვალეთ ხუნხულებოოოოოოო


იქნება შენიც ჩემიც და ბევრი ბევრებიიი

Posted by: pravinia 30 May 2011, 17:05
ათულია

სხვა ლოგიკური ახსნა ვერ მოვუძებნე, რა ვიცი, ისეთს ვის უნდა რქმეოდა შვილზე მეტად რომ უყვარს? tongue.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 17:07
gvants
ვაი, რა საშინელებაა და ეგ სახელი საიდან მოიფიქრა? biggrin.gif

ათულია
ისე, ეგ კარგი რამეა, როცა დედას და დეთამთილს ერთი სახელი ჰქვიათ, არავის დაწყდება გული biggrin.gif ჯერ იცი სქესი?

Posted by: ათულია 30 May 2011, 17:10
Splash
კი
პატარა ოთოს ველოდებით

pravinia
ჯიგარი ხარ smile.gif

Posted by: Neno_ 30 May 2011, 17:12
pravinia
QUOTE
სიხარულისაგან ჭკუაზე არ იყო, ახლაც თუ სადმე ერთად მოვხვდით სიამაყით ამბობს ხოლმე რომ მის შვილიშვილს ვაო ჰქვია  მილიონად ღირს ის ბედნიერება რასაც ამ დროს განიცდის და მიხარია რომ სხვა სახელი არ დავარქვი

პირველი შვილიშვილი და რამე კაია, მარა იმაზე რა ზრის ხარ, რომ შენს ძმას წაართვი შვილისთვის მამის სახელის დარქმევის შესაძლებლობა (შეიძლება სულ არ დაერქმია, მარა თეორიულად) და მამაშენს კი მოსახელ-მოგვარეს ყოლისა? smile.gif

blblbl
QUOTE
არც ისე მომიწევს და არც ასე,მასეთი ადმაიანი მე არ მჭირდება


+1.. ვერ წარმომიდგენია ეგეთი ოჯახი (აქ ბრჭყალებიც კი მოუხდებოდა), სადაც ქმარი თვითნებურად და ერთპიროვნულად არქმევს ბავშვს მამის/დედის სახელს rolleyes.gif


Posted by: Splash 30 May 2011, 17:12
arazam

ჩემი ქება შენს დედამთილ-მამამთილს! შეგნებული ხალხი ყოფილან.
მართლა არ მესმის ეს ქართული ტრადიცია (როგორც ბევრი სხვა). რა უბედურებაა. ხშირად ისე გამოდის, რომ გვარში სულ 2 სახელი ტრიალებს. პეტრე პავლოვიჩ და პავლე პეტროვიჩის პონტში :დ

მარიამი
anuka2009
ახლა ანდრიას არქმევს უმრავლესობა საქართველოში, მაგრამ ანდრეა რომ იტალიურია ეს 100%-იანია და მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს, რადგან სახელს იტალიური ჟღერადობა აქვს. ანდრია უფრო კოტიკოს ვარიანტია smile.gif

Posted by: ტაბუ 30 May 2011, 17:15
arazam
QUOTE
ასეთი საუბრის მერე უფრო გამიჩნდა სურვილი მამამთილის სახელის დარქმევის მაგრამ არაო,  საერთოდ სახელს დედა უნდა წყვეტდეს მარტოვო ასე მითხრეს
ძალიან კარგები გყოლია up.gif

Splash
ჩემი ჯგუფელის ძმამ თავის შვილს ვეფხია დაარქვია მამის საპატივსაცემოდ mo.gif
და ამაზე უარესი თუ სეიძლებოდა - ჩემი ბიძაშვილი რომ დაიბადა, დეიდაჩემმა დედამისის პატივისცემის ნიშნად ამ მოინდომა ბიძაშვილისთვის მისი სახელი, ანუ ჟუნა დაერქმია... საწყალი ბიცოლაჩემი - არ გეკითხებიან, თან ვინ - მული, თან რა სახელს არქმევენ
მერე ჟანა დაარქვეს - მიამსგავსეს წიპა

Posted by: Neno_ 30 May 2011, 17:16
Splash
QUOTE
მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს, რადგან სახელს იტალიური ჟღერადობა აქვს.

მაპატიე, მარა რად (გვ)გინდა იტალიური ჟღერადობის სახელი ქართველ ბავშვზე? spy.gif

ტაბუ
QUOTE
ჟანა

უი, ეს რა კაი სახელი მოსვლიათ biggrin.gif

და სულ არ არქმევენ ეხლა არავის მგონი biggrin.gif


QUOTE
ვეფხია

ვეფხო mo.gif

QUOTE
საწყალი ბიცოლაჩემი - არ გეკითხებიან, თან ვინ - მული, თან რა სახელს არქმევენ

აუ, ადრე მართლა საშIნელი სიტუაცია იყო რა, ზეწოლა და იგნორირება mad.gif

მამიდაჩემმაც თავისი ძლევამოსილი ინიციატივით დაარქვა ჩემს ძმას სახელი, ცუდი არ არის, მარა ვინ ეკითხებოდა? rolleyes.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 17:17
Neno_
პირიქით, კარგი ქნა, რადგან თავად დაარქვა სახელი, რომელიც მოსწონს და მამას გული მოუგო და ძმა კიდევ გაათავისუფლა ამ ვალდებულებისგან. იქნებ მას სხვა სახელი მოსწონს? smile.gif

Posted by: blblbl 30 May 2011, 17:18
ბიძაჩემმა გოდერძი დაარქვა,პაპაჩემის სახელი mad.gif

Posted by: merkantil 30 May 2011, 17:20
ისე ანდრეა ევროპაში უფრო გოგოებს ქვიათsmile.gif მარტო იტალიაა მგონი გამონაკლისი, სადაც ბიჭებს არქმევენ. ძირითადად ანდრეასი ქვიათ ხოლმე კაცებს.

Posted by: Neno_ 30 May 2011, 17:20
Splash
QUOTE
იქნებ მას სხვა სახელი მოსწონს?

იქნებ, მარა შანსი არ დაუტოვა biggrin.gif

QUOTE
ძმა კიდევ გაათავისუფლა ამ ვალდებულებისგან.

არანაირი ვალდებულებისგან არ გაუთავისუფლებია biggrin.gif

ნორმალურ ადამიანს არანაირი მსგავსი ვალდებულება" არ აკისრია smile.gif

blblbl
QUOTE
გოდერძი

cry.gif

Posted by: gvants 30 May 2011, 17:20
QUOTE
ეგ სახელი საიდან მოიფიქრა?

ამ კაცის მამას ერქვა თურმე ჟუანგი.

:O

Posted by: pravinia 30 May 2011, 17:22
Neno_

ჩემს ძმას არ იცნობ შენ biggrin.gif
რო რამეა იმითაც დავიმშვიდებ თავს, რომ რძალი გავათავისუფლე biggrin.gif
თუმცა ჩემს მშობლებს არასოდეს ჰქონიათ პრეტენზია იმაზე რომ მათი სახელი დაერქმია რომელიმე ჩვენგანს შვილისთვის, არც მე და არც ჩემი ძმა არავისი მოსახელეები არ ვართ smile.gif
ნუ პრინციპში ჩემს ძმას არაუშავდა სოსო რომ რქმეოდა ან იონაც არაუშავს სახელია,( კი არადა მომწონს, მაგრამ ჩემს შვილს ნამდვილად ვერ დავარქმევდი), მაგრამ მე ან ლიდია ან ბაბუცა რომ მერქვას givi.gif ხომ ვიქნებოდი ცოდო biggrin.gif


Posted by: Splash 30 May 2011, 17:22
Neno_
მაშინ საერთოდაც ნუ დაარქმევ სხვა წარმოშობის სახელს. ქართულიც ბევრია. საერთოდ რა წარმომავლობისაცაა სახელი, ისე გაცილებით უკეთ ჟღერს. მაგალითად, კონტანტინე მომწონს, მაგრამ კოტე და კოტიკო - ნამდვილად არა. ბაბუაჩემს ერქვა და ჩემს ბიძაშვილს რომ დაარქვეს, კოტეს ეძახიან. ნამდვილად ვერ იხდენს მსგავსი ჟღერადობის სახელები გაქართულებას. მხოლოდ ჩემი აზრია.

Posted by: eel 30 May 2011, 17:22
ათულია
ჩემი ქმარ-შვილის სახელები ერქმევათ შენს პატარებს smile.gif love.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 17:25
Neno_
დამიჯერე, რომ ბევრი ქართველისთვის ეგ ვალდებულება უფროა რომ ტრადიცია დაიცვან და შეიძლება სულ არ მოსწონეთ მშობლის სახელი. უბრალოდ მერე ამით ამაყობენ, რომ მშობლის სახელი დაარქვეს.

Posted by: pravinia 30 May 2011, 17:27
gvants

QUOTE
ამ კაცის მამას ერქვა თურმე ჟუანგი.


და როგორც ის იტანჯებოდა მთელი ცხოვრება ჩემი შვილიც ისე უნდა დაიტანჯოსო? givi.gif




Posted by: ათულია 30 May 2011, 17:28
eel
გაიახარეე smile.gif

ოთუნა მარიამი და ვნახოთ კიდევ ვინ იქნება მესამე

Posted by: blblbl 30 May 2011, 17:28
Splash
QUOTE
დამიჯერე, რომ ბევრი ქართველისთვის ეგ ვალდებულება უფროა რომ ტრადიცია დაიცვან და შეიძლება სულ არ მოსწონეთ მშობლის სახელი. უბრალოდ მერე ამით ამაყობენ, რომ მშობლის სახელი დაარქვეს.

შენ არ გეწყინოს,მაგრამ ქმარმა ცოლის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს პირველ რიგში და მერე დანარჩენის თუ ამას არ აკეთებს და ისევ მშობლები ურჩევნია ცოლს მა?შინ რისთვის მოჰყავს ცოლი


Neno_
QUOTE
გოდერძი

cry.gif


აბაა sad.gif მაგრამ ნათლობის სახელი ნიკოლოზი აქვს და ამას ეძახიან უფრო გაიზრდება და გადაიკეთებს 30 ლარი ჯდება biggrin.gif

Posted by: buuus 30 May 2011, 17:29
ბავშვს სახელი უნდა დაარქვას დედამ და მამამ !!!!!!!!!!!
რაც უნდათ

ვოტ biggrin.gif


Posted by: Splash 30 May 2011, 17:29
მერკანტილ
გოგებსაც ეძახიან ანდრეას, თუმცა იტალიაში უფრო მამაკაცებს ჰქვიათ. ამონარიდი ვიკიპედიადან:

From Wikipedia, the free encyclopedia
Jump to: navigation, search
For other uses, see Andrea (disambiguation).
Andrea

Gender Unisex
Meaning manly and beautiful and dared
Origin Greek aner, "man"
Related names Andre, Andy, Andrew

Andrea is a given name common in many parts of the world:

In Czech, Serbian, Macedonian, Dutch, English, German, Hungarian, Scandinavian languages and Spanish, Andrea is used as a woman's name, as the feminine form of Andrew, Andreas, András, Andrés or Andre.
In Italy and Albania, Andrea is quite exclusively a (extremely used) masculine name, the equivalent of Andrew.



Posted by: eel 30 May 2011, 17:31
QUOTE
ოთუნა მარიამ

love.gif love.gif

Posted by: Neno_ 30 May 2011, 17:32
Splash
QUOTE
დამიჯერე, რომ ბევრი ქართველისთვის ეგ ვალდებულება უფროა რომ ტრადიცია დაიცვან და შეიძლება სულ არ მოსწონეთ მშობლის სახელი. უბრალოდ მერე ამით ამაყობენ, რომ მშობლის სახელი დაარქვეს.

არ ვიცი, ალბათ სოფლებში ან უგუნურებში ჯერ კიდევ გავრცელებულია მსგავსი ვალდებულებები (და არა კეთილი ნება), მაგრამ პრავინიას ძმა არა მგონია მაგ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს biggrin.gif

უბრალოდ, დაფიქრებული გოგოა და მაგაზე რომ (თუ) არ იფიქრა, ეგ გამიკვირდა biggrin.gif

pravinia
QUOTE
ლიდია ან ბაბუცა რომ მერქვას  ხომ ვიქნებოდი ცოდო

კურიოზები და ისტორიები შენ მერე გენახა, შენს პოსტინგებში biggrin.gif

Posted by: Splash 30 May 2011, 17:32
blblbl
აბსოლუტურად გეთანხმები, არათუ მეწყინოს :დ უბრალოდ ბევრი ქართველი მამრის მენტალიტეტია ეგეთი.
* * *
Neno_
უგუნურები არიან თუ სოფლელები ქალაქშიც მრავლად მოიძებნება ეგეთები და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოშლილა ეგ დრომოჭმული ტრადიცია, როგორც ბევრი სხვა უაზრო ქართული ტრადიცია, რაც მე პირადად მაღიზიანებს.

Posted by: pravinia 30 May 2011, 17:43
Neno_

მართლა არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა რეალობაც გვაქვს ოჯახში და არა იმიტომ რომ ”წავახიე” სახელის დარქმევის შანსი,
არასოდეს მახსოვს საუბარი იმაზე რომ შვილმა მშობლის სახელი ან ბაბუის ან რა ვიცი სტალინის უნდა უკვდავყოს თავის შთამომავლობაში
არც ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ჰქვიათ სახელები ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე
ვახუნაც მამაჩემის სახელის გამო არ გადაწყდა და დამთხვევა იყო, რომელსაც მამაჩემის სიყვარულით ადვილად დავეთანხმე

QUOTE
კურიოზები და ისტორიები შენ მერე გენახა, შენს პოსტინგებში

ან სახელით გატანჯული, მაგარი ტანჯულა იუზერი ვიქნებოდი biggrin.gif
რა ვიცი ხომ ამბობენ ”სტრანნი” სახელის ტარება ტანჯვააო და biggrin.gif


Posted by: blblbl 30 May 2011, 17:45
Splash
QUOTE
უბრალოდ ბევრი ქართველი მამრის მენტალიტეტია ეგეთი. * * *

ნუ ხო გეუბნები საკუთარმა ბიძამ დაარქვა გოდერძი საცოდავ ბავშვს biggrin.gifთავიდ დროზე ჩემი ძმისთვისაც უნდოდა მამაჩემს მაგრამ დედაჩემმა ამბავი ატეხააა givi.gif


Posted by: Neno_ 30 May 2011, 17:49
pravinia
QUOTE
ან სახელით გატანჯული, მაგარი ტანჯულა იუზერი ვიქნებოდი

ხოდა, მაგ კონტექტსში დაგიგროვდებოდა თვითმგვემი ირონია givi.gif


QUOTE
მართლა არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა რეალობაც გვაქვს ოჯახში და არა იმიტომ რომ ”წავახიე” სახელის დარქმევის შანსი,

ხოდა, ძაანაც კარგი biggrin.gif

ბოლო-ბოლო, მართლა რძალია მაინც დაგიფასებს ანდ დააფასებინებ givi.gif

Posted by: shahzade 1 Jun 2011, 11:46
QUOTE (buuus @ 28 May 2011, 10:45 )
shahzade
QUOTE
ბეთანი

ბიჭის სახელი არ არის ეს? საჩხრეში სოფელია მოხვა, იქ ვიცნობ ერთ ბიჭს ბეთანი ჰქვია smile.gif

ებრაული სახელია და გოგოს სახელია ნამდვილად, ეტყობა საჩხერეში შეეშალათ baby.gif

Posted by: buuus 1 Jun 2011, 11:51
shahzade
QUOTE
ეტყობა საჩხერეში შეეშალათ

შეიძლება biggrin.gif ძმები არან ბეთანი და ბეგლარი biggrin.gif

Posted by: jalali 1 Jun 2011, 13:14
მე დაჩი დავარქვი,
ძალიან მომწონს ეს სახელი, თავიდან ჩემი ქმარი არ მეთანხმებოდა, მაგრამ მერე დამითმო, ცხადია,

თუ მშობლებს სურთ დაარქვან ბავშვს ვინმეს სახელი საპატივცემულოდ და თან ეს სახელი თვითონაც მოსწონთ, რატომაც არა, მაგრამ ვიღაცის ხათრით ჩემ შვილს რატო უნდა დავარქვა ის სახელი, რომელიც მე არ მომწონს, თან თუ რაღაც ისეთი სახელია.

ბოლოსდაბოლოს სახელის დაბადებიდან სიკვდილამდე (და იმის მერეც) მიჰყვება ადამიანს

Posted by: veranik 4 Jun 2011, 13:27
ქართველი ხალხი ხომ მსგავსი უცნაური ტრადიციების მატარებელი ხალხი ვართ biggrin.gif:D

მე და ჩემი ქმარი ზუსტად ვიცი დამოუკიდებლად შევურჩევთ შვილს სახელს smile.gif თავიდან იყო საუბარი მამამთილის სახელი უნდა დამერქვა თითქოს - შოთიკო მაგრამ ჩემი ყოფილი შეყვარებულის სახელს დაემთხვა და გადავიფიქრეთ biggrin.gif

მშობლის კულტი საქართველოში როა ეგრე არვიცი რაა...ყველა სხვა სახელმწიფოში, სადაც მამაკაცს ეკითხებიან ცოლი უყვარს თუ საყვარელი - ან პირველს ასახელებენ, ან მეორეს, ჩვენთან - ცოლიც უყვართ, საყვარელიც, მაგრამ ამ ორზე მეტად - დედაbiggrin.gif biggrin.gif

Posted by: ტაბუ 4 Jun 2011, 15:30
veranik
QUOTE
მშობლის კულტი საქართველოში როა
კი, ოღონდ ეგეც ავადმყოფურად - რატომღაც კაცისთვისაა მშობლის კულტი და ქალსაც რომ ჰყავს მშობლები, ეგ ავიწყდებათ user.gif

Posted by: veranik 4 Jun 2011, 17:14
ტაბუ >>>>>>>> გეთანხმები და ზუსტად მაგას ვუსვამ ხაზს, ზომიერი ყველაფერი კარგია, მაგრამ ზედმეტობაში გადასული უკვე მართლაც ავადმყოფობაა

Posted by: Solveig 4 Jun 2011, 19:34
QUOTE
ჟუანგი

ეს რა სახელია, თქვენი ჭირიმე, ამიხსენით ვინმემ biggrin.gif

ჩემი ერთი ნაცნობის მამას ნეგუსი ერქვა, მეორისას-ანგუსი...ვინ იგონებს ასეთ სახელებს მართლა biggrin.gif რა უნდა დაგიშავოს ბავშვმა, ასეთი სასწაული რომ შეარქვა biggrin.gif

shahzade
QUOTE
ებრაული სახელია და გოგოს სახელია ნამდვილად

ბეთანია გოგოს სახელია smile.gif
ჩემი თანამშრომლის შვილს ჰქვია..ქართველი არაა ოღონდ.

pravinia
ლიდიას და ბაბუცას რას ერჩი? ლიდია მე მომწონს ძალიან...ბაბუცა კიდევ, ბარბარეს მოფერებითი სახელია.

Posted by: pravinia 5 Jun 2011, 00:02
Solveig

შეიძლება იმიტომ რომ ბებიებს ერქვათ, მაგრამ ჩემთვის ეს ორი სახელი იგივენაირად ჟღერს
როგორც ვთვათ ქსენია და კლიმენტი givi.gif
თუმცა მაგდა დედაჩემის ბებიას ერქვა საერთოდ და მაგაზე არ მაქვს მასეთი გრძნობა, მაპატიებს იმედია რომ გაიზრდება თუ არ მოეწონა tongue.gif

Posted by: sosovika 28 Aug 2011, 13:18
ხო აგერ თემა ყოფილა მე კიდე ერთ კვირაზე მეტია ვეძებ და ვერ ვიპოვეეე smile.gif
* * *
ბიჭის სახელები შემომთავაზეთთთთ მეორე ბიჭს ველო9დები და არ ვიცი რა დავარქვა smile.gif) პირველს ალექსი.... ლექსო ქვია

Posted by: Lollipop 28 Aug 2011, 13:43
მე თუ გოგო მეყოლა ალექსანდრა მინდა რომ დავარქვა. ვალენტინა მინდოდა, ჩემი მეუღლის ბებიასაც და ჩემ ბებიასაც ეგრე ერქვათ, მარა ჩემი დედამთილი თავის დედამთილს ვერ იტანდა და რომ გაიგო ლამის გაგიჟდა ხო და მერე ალექსანდრა გადავწყვიტე. biggrin.gif ბიჭზე კიდე იოანეც მომწონს ანდრეაც, საბაც, რავიცი ბევრი, მარა ჩემ ქმარს გურამი უნდა, მე კიდე საერთოდ არ მომწონს გურამი. sad.gif იმედია მანამდე გადავაფიქრებინებ. biggrin.gif

Posted by: xanka 28 Aug 2011, 13:45
როცა გოგონას დედამთილის სახელი დავარქვი,ძალიან გაუხარდა...მეუღლის სურათს ახარა...ჩემი მოსახელე დაიბადაო!
როგორ მებრალები,რომ შენ სახელს არავინ დარქმევს შვილსო,მაშინ მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ და შევპირდი,თუ მეყოლება ბიჭი მე დავარქმევ მეთქი,მაგრამ შემეცოდა ბავშვი,სარქისის დასაძახებლად,ასე,რომ დავარღვიე დედამთილთან მიცემული პირობა,მაპატიოს მისმა სულმა.

Posted by: angelgirl 28 Aug 2011, 13:49
მე მინდა თუ ბიჭი მეყოლება ანდრო დავარქვა თუ გოგო ელენე... ვნახოთ რომელი იქნება პირველი smile.gif
* * *
QUOTE (Lollipop @ 28 Aug 2011, 13:43 )
მე თუ გოგო მეყოლა ალექსანდრა მინდა რომ დავარქვა. ვალენტინა მინდოდა, ჩემი მეუღლის ბებიასაც და ჩემ ბებიასაც ეგრე ერქვათ, მარა ჩემი დედამთილი თავის დედამთილს ვერ იტანდა და რომ გაიგო ლამის გაგიჟდა ხო და მერე ალექსანდრა გადავწყვიტე. biggrin.gif ბიჭზე კიდე იოანეც მომწონს ანდრეაც, საბაც, რავიცი ბევრი, მარა ჩემ ქმარს გურამი უნდა, მე კიდე საერთოდ არ მომწონს გურამი. sad.gif იმედია მანამდე გადავაფიქრებინებ. biggrin.gif

biggrin.gif ოხ ეს საწყალი დედამთილები რზლების ხელში biggrin.gif smile.gif))))))))))))
ჩემ შემთხვევაში ჩემ დედამთის ვერ იტანდა დედამთილი... მარა მაინც ელენეს ვარქმევ ტუ გოგო იქნება..biggrin.gif

Posted by: sosovika 28 Aug 2011, 18:05
ჩემს ახლობელ და ძმას ვისელი და შენგელი ქვიათ biggrin.gif lol.gif

Posted by: agr_bak 28 Aug 2011, 18:15
sosovika
QUOTE
ვისელი და შენგელი

სავარაუდოდ მეგრელები არიან ხომ? lol.gif

Posted by: buuus 28 Aug 2011, 18:17
sosovika
QUOTE
ვისელი და შენგელი

QUOTE
და ძმა

გოგო რომელია lol.gif

Posted by: angelgirl 28 Aug 2011, 21:54
ვისელი იქნება გოგო და ბიჭი შენგელი

Posted by: Solveig 29 Aug 2011, 02:43
Lollipop
QUOTE
ჩემი მეუღლის ბებიასაც და ჩემ ბებიასაც ეგრე ერქვათ, მარა ჩემი დედამთილი თავის დედამთილს ვერ იტანდა

ვაჰმე biggrin.gif რა იყო ასეთი, აქამდე რომ გაყვა ჯავრი? biggrin.gif

angelgirl
QUOTE
ვისელი იქნება გოგო და ბიჭი შენგელი

შენგელი ბიჭის სახელია ნამდვილად.

Posted by: angelgirl 29 Aug 2011, 17:10
ასე ქვიათ ალბათ.. ვის ელი? შენგელი!!!!! biggrin.gif

Posted by: ninobino 29 Aug 2011, 17:41
QUOTE
ჩემ ქმარს გურამი უნდა, მე კიდე საერთოდ არ მომწონს გურამი.  იმედია მანამდე გადავაფიქრებინებ.


ჩემი მეგობრის დედამთილს უნდოდა შვილიშვილისთვის ბაბუის სახელი დაერქმიათ (თუმცა ამას არ ახმოვანებდა), ახალგაზრდებს კი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ რატის დარქმევა. დედამთილს არ მოწონდა ეს სახელი და ამბობდა კიდეც ამას. ერთხელ ჩემმა მეგობარმა უთხრა, რაკი არ მოგწონთ რატი, ჩვენ გადავწყვიტეთ კორნელი დავარქვათო... wink.gif მეორე დღეს დედამთილმა მოკრძალებით უთხრა: ''შვილო, არც ისე ცუდი სახელია რატიო''.... smile.gif

Posted by: მარიამი 29 Aug 2011, 19:52
სახელების ვარიანტები გვქონდა: მათე, დავითი, ილია... დავარქვით გაბრიელი smile.gif რომ დაიბადა, მერე გადავწყვიტეთ უცებ smile.gif

Posted by: taktakuna 29 Aug 2011, 20:02
მე ანდრია მომწონს და დემნა, იგივე დემეტრე და ჩემს მეუღლეს მამამისის სახელი მოსწონს ალექსანდრე, სიმართლე რომ ითქვას ალექსანდრე მეც მომწონს, მაგრამ ჯერ ერთი, არ მიყვარს, როცა ბავშვს ვინმეს სახელი ჰქვია და მეორეც ალექსანდრეს შემოკლებული ვარიანტებია ალე, ალიკა, ლექსო და ამ სახელებზე კოშმარი მემართება sad.gif

Posted by: blblbl 29 Aug 2011, 20:07
taktakuna
QUOTE
ვარიანტებია ალე, ალიკა, ლექსო

აქ უამრავის ბავსშვს ჰქვია ალექსანდრე მაგრამ არავინა რ ეძახის მსგავს შემოკლებულ სახელს.no.gif მეორეც შვილი შენია და მსობლის გადასაწყვეტია რას დაუძახებს ვინმე მიმართავს მასე?უბრალოდ შეუსწორებ ამას ალექსანდრე ჰქვია და მორჩა yes.gif საერთოდ მე ვისაც ვიცნობ ალექსანდრეს სანდროს ეძხიან

Posted by: ninoeqimi 29 Aug 2011, 22:43
sosovika
ჩემი ჯგუფელის დედამთილს არმინდა ერქვა, პირველად რომ გავიგე კარგა ხანი შოკირებული ვიყავიsmile.gif რა უნდა დაგიშაოს შვილმა და როგორ არ უნდა გინდოდეს ასეთი სახელი რომ დაარქვა

Posted by: uma_thurman 29 Aug 2011, 22:58
არმინდას კიდე არაუშავს, ჩემს დაქალს ჰყავდა ჯუფელი გოგო... ყველაზე მაგარი სახდელი ერქვა - წოვიკა biggrin.gif ბიჭები ეკაიფებოდნენ, სახელია თუ პროფესიაო cry.gif

Posted by: sosovika 30 Aug 2011, 00:50
ninoeqimi
აბა? რა უბედურებაა გმერთო . მე ვიოლეტა მიწერია ვიკას მეძAხიან და საშIნლად განვიცდიდი სკოლის პერიოდშI არ მომწონდა ეს სახელი ეხლა კიდე მივეჩVიე,წარმონიდგენია არმინდა და ვისელი ვისაც ქვია რა მდგომარეობაში არიან. მართლა რა უნდა დააშაოს მსგავსი სახელისთვის რომ გაიმეტო...

Posted by: Solveig 30 Aug 2011, 08:15
QUOTE
დედამთილს-არმინდა

QUOTE
წოვიკა

ღმერთო, ურო ჩამცხე biggrin.gif biggrin.gif


QUOTE
ვისელი

ბარემ ვისოლი დაერქმიათ ან რუმპეტროლი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: კორდელია 31 Aug 2011, 17:08
ერთი რაღაც მაინტერესებს : )))

როდესაც თხოვდებიან გოგოები არ იციან ხოლმე მაგათი საქმროები რა ტიპები არიან?
შანსი არ არის ბიჭს არ ეტყობოდეს ცხოვრებაში რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე.

ჩემს ქმარს რომ ეთქვა ,,ცოლო, ჩვენს ბიჭს ნუგზარი უნდა დავარქვათ, მამას გაუხარდება" . ახია ჩემზეთქო გულში ვიტყოდი და დავარქმევდი. წუწუნი თუ დამეწყო მე ვიყო ლეღვის მურაბა!



Posted by: arazam 31 Aug 2011, 17:18
კორდელია
QUOTE
მამას გაუხარდება" .

სხვა კუთხითაც შეხედე biggrin.gif
ჩემ ქმარს რო ეთქვა ბავშვს გურამი დავარქვათ მამას ესიამოვნებაო ზუსტად ვიცი დავთანხმდებოდი მარტო იმიტო რო ჩემ ქმარს ვასიამოვნებდი მე smile.gif დაჟე მე თვითონ შევთავაზე biggrin.gif
თუმცა თვითონვე არ მოინდომა smile.gif
ხოდა კიდე შევწუხდი იმაზე ფიქრით თუ გოგო მეყოლა რა დავარქვა biggrin.gif

Posted by: panterita 1 Sep 2011, 10:42
გოგოებო არ მეგონა თუ რვაწლიანი ლოდინის შემდეგ სახელის შერჩევა ასეთი პრობლემა გახდებოდა ჩემთვის smile.gif

ორ სახელზე ვარ შეჩერებული: სოფია ან ეფემია

ეფემია მე და ჩემს ქმარს მოგვწონს. იშვიათი სახელია და ლამაზი, სოფიაც მომწონს, თითქოს უპრეტენზიო სახელია

ალბათ რომ დავინახავ ჩემს გოგოს მაშინ გადავწყვეტავ smile.gif


Posted by: Voila 1 Sep 2011, 13:55
arazam
QUOTE
ხოდა კიდე შევწუხდი იმაზე ფიქრით თუ გოგო მეყოლა რა დავარქვა

მეორეს ელოდები? smile.gif

panterita
QUOTE
სოფია ან ეფემია

მე სოფია მომწონს...

კორდელია
QUOTE
შანსი არ არის ბიჭს არ ეტყობოდეს ცხოვრებაში რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე.

+ მილიონი smile.gif

Posted by: jellyboss 1 Sep 2011, 14:11
panterita
QUOTE
ეფემია


სოფია კარგი სახელია მაგრამ სოფო არ უნდა დაუძახო smile.gif

ეფემია დედაო ვიცი და იმის ხათრით მომწონს, მაგრამ დასაძახებლად იქნება პრობლემა. ეგ კი არადა ლილე მინდა მე გოგოზე და ლილეზე მეკითხებიან დაძახებით რა უნდა დაუძახოო smile.gif

Posted by: arazam 1 Sep 2011, 14:14
Voila
QUOTE
მეორეს ელოდები?

კი smile.gif
მაქვს ეგ ბედნიერება smile.gif

Posted by: Voila 1 Sep 2011, 14:22
arazam
გილოცავ bis.gif 2kiss.gif
რა მაგარია... მეც მინდა biggrin.gif

Posted by: regenbogen 1 Sep 2011, 15:17
arazam
ირმა,არ ვიცოდი,გილოცავ,ჩემო კარგო, 2kiss.gif 2kiss.gif
დაჩის დაბ დღეეზე არ შემოსულხარ ფორუმზე,ან გვიან შემოხვედი ალბათ,სადღაც დავწერე,მესიზმრა რომ arazam ორსულად იყო თქო,ჩემთან იყო და უამრავი ნაცხვრები ჭამა მეთქი lol.gif lol.gif lol.gif შენ ეგ ალბათ არ წაგიკითხავს... biggrin.gif რამდენი თვისა ხარ???ვანგა არ ვარ ეხლა მე???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: arazam 1 Sep 2011, 15:24
regenbogen
lol.gif lol.gif უიი არ მინახია გოგო biggrin.gif დაჩის დაბ, დღეზე არ ვიყავი ორსულად მაგრამ ალბათ წინასწსარ გესიზმრა biggrin.gif 2 თვემდე ალბათ ზუსტად არ ვიცი smile.gif
ხოდა გააკეთე ნამცხვრები და მოვდივარ biggrin.gif

Posted by: regenbogen 1 Sep 2011, 15:28
arazam
QUOTE
ხოდა გააკეთე ნამცხვრები და მოვდივარ

lol.gif lol.gif lol.gif : მოდი,მოდი,ნაირ-ნაირებს დაგახვედრებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif კი ვფიქრობდი,საიდან მოვთხარე ეგეთი სიზმარი მეთქი და აჰაა... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: panterita 1 Sep 2011, 15:28
jellyboss
QUOTE
ეგ კი არადა ლილე მინდა მე გოგოზე და ლილეზე მეკითხებიან დაძახებით რა უნდა დაუძახოო


ლილე ძალიან ლამაზი სახელია, მითუმეტეს დასაძახებლად ადვილია smile.gif

თუ ეფემიას გადავწყვეტავ ფეფოს დავუძახებ თუ სოფიას - მაინც ფეფოს lol.gif lol.gif მოკლედ "ფ"-ზე მაქვს გართულება

Posted by: uma_thurman 2 Sep 2011, 18:55
ჩემს გოგოს 5 წლის მერე სესილი უნდა დავარქვა biggrin.gif ეხოზე 5 თვემდე პირველიც გოგო ჩანდა, მაგრამ 5 თვიუს მერე გამოიბა : D biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Annabel 2 Sep 2011, 20:18
jellyboss
QUOTE
ლილე

up.gif

ბიჭს რას არქმევ?

Posted by: tamuna_ 3 Sep 2011, 18:59
jellyboss
QUOTE
ლილე

მზის ამოსვლას, მზის სადიდებელს ნიშნავს სვანურად smile.gif

Posted by: კორდელია 4 Sep 2011, 01:13
arazam
QUOTE
სხვა კუთხითაც შეხედე

არ შემიძლია biggrin.gif სხვა კუთხით ვერ ვუყურებ!

გოგოს დაარქვი დაჩის რომ მოუხდება ისეთი სახელი, მაგალითად დუდუ, ან დადუ <დ

panterita
QUOTE
ორ სახელზე ვარ შეჩერებული: სოფია ან ეფემია


QUOTE
ეფემია

mo.gif

jellyboss
QUOTE
ლილეზე მეკითხებიან დაძახებით რა უნდა დაუძახოო

ქსენიათქო!
ისე ლილე კარგი სახელია <3 მეორესთვის რას ფიქრობთ?

Posted by: lizaveta 4 Sep 2011, 13:03
დამეხმარეთ რა? ვბარიანტები მომაწოდეთ კიდევ : 2 გოგოს უნდა მოვუფიქროთ სახელი, ქმარი არაერში მეხმარება, მარტო მიწუნებს. კესო, ანასტასია, მართა, მაკ(რ)ინე, სიდონია, ქეთევანი, რუსა,(რუსუდანი), ოლღა(არ დამცინოთ ოღონდ), ნატალია. (ნანა-ნინო გამორიცხულია - დედა და დედამთილი, მომწონს მნაგრამ ასევე გამოვრიცხე ელენე, სალომე, თეკლა, თიკო-თაკოც რაღაც გამოვრივცხე) ბიჭი რომ ყოფილიყო ერთი ზეზვა და მზიას არქმევდა lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ეს ხუმრობით, მაგრა გოგო ბიჭი რომ ყოფილიყიო პროლემაც მოგვარდებოდა რა??? დავითი (ქმრის გვარში ეს სახელი და გიორგი მონაცვლეობით ქვია თაობას, თან არც ცუდი სახელი არაა) და თამარი.. დამეხმარეთ რა?

Posted by: blblbl 4 Sep 2011, 13:09
QUOTE
სიდონია

QUOTE
ოლღა

ეს ორი არა რააა smile.gif

Posted by: Annabel 4 Sep 2011, 13:15
lizaveta
კესო და ნატალი მომწონს.
ანასტასიაც კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უმოკლებენ ხოლმე სახელს და ანას ან ტასოს ეძახიან.


და ბლ-ს ვეთანხმები, არ გეწყინოს 2kiss.gif

Posted by: lizaveta 4 Sep 2011, 13:31
blblbl
Annabel
ინიტომაც დავწერე ოლღაზე არ დსამცინოთთქო, მთლად არც მე ვგიჯდები.... რომ მწყენოდა არც ვ იკითხავდი აზრს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ანასტასიას სორედ იმიტო ვყოყმანობ არ მინდა ანა დაუძახონ. ....გიოს რასაც ვეუბნები ყველაზე მეუბნება შენ რომ მოგწონს მერე რომ გაიზრდება მოეწონებაო????? მგონი მართლა ა და ბ-ს დავარქმევთ, რაღა დარჩა მაქს. 10 დღე და ვერაპერი მოვიპიქრეთ

Posted by: Annabel 4 Sep 2011, 13:36
lizaveta
QUOTE
შენ რომ მოგწონს მერე რომ გაიზრდება მოეწონებაო??

თუ არ მოეწონება გადაირქვას biggrin.gif
ეგრე სად განსაზღვრავ რა მოეწონებათ და რა არა.


ეს ქმრებიც მაგრები არიან რა, დაწუნება კარგად იციან და თვითონ ვერაფერს ფიქრობენ.

Posted by: Lollipop 4 Sep 2011, 13:43
lizaveta
http://baby-names.familyeducation.com/popular-names/girls/ აბა აქ ნახე. biggrin.gif იქნებ რამე მოგეწონოს. მე აქედან ავარჩიე ალექსანდრა. biggrin.gif

Posted by: tsisakura 4 Sep 2011, 13:54
კესო, ბარბარე და ლილე ძალიან პოპულარული სახელებია ამ ბოლო წლებში ნეტავ რატომ? არა მე კი მომწონს მაგრამ ჩემს სანათესაო -სამეგობროში ბასასოებს ყველა ეს სახელები დაარქვეს smile.gif
მე მომწონს ბაია, სკარლეტი, მატილდა, ათენა, ბიჭისთვის თარაში და ქართლოსი, არ დამცინოთ რა, სახლში ისედაც მეკაიფებიან გემოვნება გაქვს სერიოზულიოbiggrin.gif

Posted by: lizaveta 4 Sep 2011, 14:07
Annabel
QUOTE
ეს ქმრებიც მაგრები არიან რა, დაწუნება კარგად იციან და თვითონ ვერაფერს ფიქრობენ.

yes.gif
ლიზიზეც მასე ამბობდა, მარტა რომ ნახა როგორ ვიწვალე აღარ გაუპროტესტებია, ერთი ვთქვი ხომ ლიზის ვარქმებთთქო და შენ რაც გინდაო

მადლობა გადავხედავ. ნამდვილად არ მაწყენს Lollipop

Posted by: Adored 4 Sep 2011, 14:09
ჰო, ეგენი და კიდევ რაშიდი და შაკილი,
წარმოიდგინეთ, ქართულ გვარებს როგორ მოუხდება.
შაკილ ონიაშვილი!
რაშიდ ჯაფარიძე!

ძმები ერლომ, ლომერ, (ახვლედიანებს არ ვერჩი) მელორ კაკაურიძეები!

მატილდა გაბესკირია!

ათენა კოტრიკაძე!

სკარლეტ იობიძე smile.gif))

smile.gif)

ნოდარ დუმბაძეს უწერია კარგად მაგ უცნაურ და ქართულთან შეუსაბამო სახელებზე.

Posted by: niniko09 4 Sep 2011, 14:14
ათენა არა, ბარსელონა ჯობია! ეს ხუმრობით 2kiss.gif

lizaveta
მე მომწონდა მარიტა, სოფი, სიდონია - დავარქვი ნინი და ნატალი! რა გირჩიო, მეც მშობიარობის წინა დღეს გადავწყვიტე ნატალი - მუცელში მარიტას ვეძახდით lol.gif

Posted by: tsisakura 4 Sep 2011, 14:18
რატომ არა აბა ყველას ეკა მაკა თიკა ლიკა უნდა ერქვას? რას რა უხდება ინდივიდი წყვეტს ერთ დროს აგრაფინაც პოპულარული სახელი იყო და ძალიანაც ჯდებოდა ქართულ გვარებში მაგრამ ახლა? wink.gif იმედია არავის შევურაცხყოფ ამ პოსტით wink.gif

Posted by: Angelopulosi 4 Sep 2011, 14:26
Adored
მერე კიდევ მეგრელებს დაცინიან, ევგრაფის, ჰამლეტს, ოფელიას და მსგავს სახელებს რომ არქმევდნენ smile.gif)

Posted by: bachi24 4 Sep 2011, 14:31
Adored
რაშიდი არა და რაშელი ერქვა დეიდაშვილის კლასელსbiggrin.gif

Posted by: Adored 4 Sep 2011, 14:36

ყველა მაკა და თიკა ოცნებობს ერქვას პელო და აგრაფინა smile.gif

Posted by: tsisakura 4 Sep 2011, 14:44
Adored
QUOTE
ყველა მაკა და თიკა ოცნებობს ერქვას პელო და აგრაფინა

ასეც ვიცოდიი wink.gif

Posted by: Adored 4 Sep 2011, 14:49
ჰო, ამ პასუხის პატრონი აუცილებლად მაკა უნდა იყოს ან თიკა givi.gif
იქნებ გამწარებული ანდრომედა ვარ? givi.gif

Posted by: ლუნა 4 Sep 2011, 15:23
bachi24
QUOTE
რაშელი ერქვა დეიდაშვილის კლასელს

შენი დეიდაშვილი 82 იანი ხომ არაა? ჩემს მეუღლეს ჰქვია რაშელი (ოღონდ უმრავლესობა ლაშას ეძახის)

მგონი ერთიდაიგივე ადამიანზე ვლაპარაკობთ, არამგონია ეგ სახელი კიდევ ვინმეს ერქვას საქართველოში biggrin.gif smile.gifsmile.gif

Posted by: taktakuna 4 Sep 2011, 15:23
blblbl
ჩემი მამამთილისთვის ჯერ მგონი ალექსანდრეთი არავის მიუმართავს და მაგის შემოკლებული ვარიანტები არ მომწონს ძალიან, არც სხვისი სახელის დარქმევა მხიბლავს smile.gif
ბავშვს სახელი უნდა შეურჩიოს დედამ და მამამ, არასწორია როცა, რომელიმეს აზრს აქვს უპირატესობა. ჩემთვის პატივისცემა არ გამოიხატება სახელის დარქმევით, ეგ უფრო მატრაკვეცობას გავს, რომელიც მერე ბავშვზე მოქმედებს ცუდად, როცა არასწორად შერქმეული სახელი ჰქვია და მთელი ცხოვრება იმ სახელით უნდა იცხოვროს, რომელიც არ მოსწონს.

Posted by: blblbl 4 Sep 2011, 15:34
taktakuna
QUOTE
ბავშვს სახელი უნდა შეურჩიოს დედამ და მამამ

მართალია ოღონდ მამა არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე რომ თავის მშობლებს ასიამოვნოს თუნდაც ჟუჟუნა და რაჟდენი ერქვათ მაინც givi.gif

Posted by: bachi24 4 Sep 2011, 15:34
LUNA102
კი 82იანიაbiggrin.gif გურიაში სწავლობდა

Posted by: taktakuna 4 Sep 2011, 15:39
blblbl
მართალი ხარ smile.gif ადრე უფრო საგანგაშო მგომარეობა იყო მაგ მხრივ, დედას პირდაპირ ახარებდნენ ხოლმე სახელს, ხშირად არც უთანხმებდნენ. მაგ: დედას უნდოდა ჩემთვის თამთას დარქმევა, ხოდა მე რომ გავჩნდი მამაჩემმა წერილი აფრინა ზედა სართულზე: გილოცავ პატარა თამარის შეძენასო, გეგონება სულ თვითონ გააჩინა და ამას ნუ შეატყობინა რა biggrin.gif (ბებიის სახელი მქვია), კიდევ კარგი ნორმალური სახელი დამარქვეს და არა არგელოდი, ან ნაადრევა biggrin.gif (8 თვიანი დავიბადე)

Posted by: ლუნა 4 Sep 2011, 15:47
bachi24

ეგაა ეგ biggrin.gif გურიაში სწავლობდა ესეც biggrin.gif საიდან სად მოკლედ.. smile.gif

Posted by: loveway 4 Sep 2011, 15:51
მე ჩემი სახელი
ძალიან მომწონს
და მიყვარს
და მაფანატებს
biggrin.gif

jump.gif jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: tsisakura 4 Sep 2011, 15:55
Adored
მშურს თქვენი ლოგიკის wink.gif

Posted by: bachi24 4 Sep 2011, 15:56
LUNA102
ჰაჰაsmile.gif))) ერთადერთი თუ იყო რაშელი არ მეგონაbiggrin.gif
შორენას დეიდაშვილიათქოsmile.gif მგონი 2 გოგო იყო სულ მაგათ კლასშიbiggrin.gif

Posted by: Adored 4 Sep 2011, 15:59
tsisakura
მეზარება drug.gif

----------------------------------

bachi24
ქეთო, ერთი რაშელი და ისიც ამ განყოფილების წევრის მეუღლე აღმოჩნდა biggrin.gif


Posted by: bachi24 4 Sep 2011, 16:03
Adored
კაკ ტესენ მირ biggrin.gif

Posted by: Antigone 4 Sep 2011, 16:15
მომბაძეთ და ორმაგი სახელი დაარქვით ბავშვს - ერთი დედისგან, მეორე მამისგან. თუმცა აქაც საჭიროა შეთანხმება biggrin.gif

Posted by: lizaveta 5 Sep 2011, 00:04
ძლივს ერთი სახელი მოეწონა, არადა დარწმუნებული ვიყავი არ მოეწონებოდა და სასხვათაშორისოდ ვუთხარი და ასე მითხრს ეხლა მაგის შესაფერისიც მოფიქრეო, დამეხმარეეეთ. ეს სახელია სოფიო.

Posted by: chixuaxua 5 Sep 2011, 00:05
ვაიმე, წოვიკა ვინ დაწერა, ცუდად ვარ lol.gif

Posted by: ლუნა 5 Sep 2011, 02:30
QUOTE
ეს სახელია სოფიო

ძალიან მომწონს.. love.gif

მე ანა-მარიას ვარქმევ.. ბიჭის შემთხვევაში დავითი იყო გადაწყვეტილი..

საერთოდ მომწონს სახელები რომელიც სხვა ენაზეც კარგად ჟღერს და ადამიანს სოლიდურ ასაკშიც მოუხდება..

არც ძალიან გავრცელებული სახელი არ მინდოდა (მე მქვია ასეთი) და არც ძალიან იშვიათი.. მგონი სწორი არჩევანი გავაკეთეთ.. smile.gif


Posted by: Lollipop 5 Sep 2011, 08:07
lizaveta
სოფიო და სესილი. ან სოფიო და სალომე. სხვა ვერ მოვიფიქრე biggrin.gif ან ნატალია და სოფია.

Posted by: lizaveta 5 Sep 2011, 08:35
Lollipop
მადლობა, მაგრამ სალომე არა მგონია დავარქვა, მომწონს მაგრამ, სრ ვიცი ვნახოთ, ვიფიქრებ

Posted by: buuus 5 Sep 2011, 08:37
QUOTE
სოფიო და სალომე

მე და ჩემი და love.gif love.gif

Posted by: tamar1586 5 Sep 2011, 08:51
Antigone
QUOTE
მომბაძეთ და ორმაგი სახელი დაარქვით ბავშვს - ერთი დედისგან, მეორე მამისგან. თუმცა აქაც საჭიროა შეთანხმება 


მე მომწონს ძალიან 2 სახელი love.gif
მაგრამ 2 სახელის ერთად დარქმევა უფრო რთულია ვიდრე ერთის, ის 2 ხომ უნდა უხდებოდეს ერთმანეთს givi.gif

Posted by: sesililu 5 Sep 2011, 09:01
თემას თვალი გადავავლე biggrin.gif

სესილი რა აქტიურად მოიხსენიება givi.gif

Posted by: Adored 5 Sep 2011, 15:57
QUOTE (chixuaxua @ 5 Sep 2011, 00:05 )
ვაიმე, წოვიკა ვინ დაწერა, ცუდად ვარ lol.gif

დედაჩემის მეზობელსაც ჰქვია.
წოვიკა მოფერებით არის. ისე წოვინარი

Posted by: იტალიელი 5 Sep 2011, 16:12
მე მომწონს ძალაინ ანასტასია და იოანა. ბიჩებიდან დავითი და იოანე.

Posted by: niniko09 5 Sep 2011, 16:55
tamar1586
ჩემსას საბა-გაბრიელი ჰქვია. უხდება ერთმანეთს მე მგონი. გოგოზეც მინდოდა, მაგრამ ანა-მარიას გარდა ვერ შევარჩიე და მარიამი არ გვინდოდა. ბიჭზე ორი სახელი: ლაშა-გიორგი, საბა-გიორგი გამიგია, მეტი არ მახსენდება

Posted by: paradise_seeker 5 Sep 2011, 21:15
ჩემს სახელზე რამდენგვერდიანი გარჩევები ყოფილა )) მესიამოვნა ))


ე-ზე დაწყებული ან დამთავრებული სახელი ყველა ლამაზია
ელენე
ელისაბედი
ცოტნე
დემეტრე
კონსტანტინე
ერეკლე
თორნიკე
ალექსანდრე
მარინეbiggrin.gif



გვარს გააჩნია & იმას თუ ვისგან გეყოლება, შეიძლება იუდაც დაარქვა : დ

Posted by: astridi 26 Sep 2011, 12:54
ჩემს შვილს ლაზარე დავარქვი მეუღლესთან დიდი ომის შემდგომ( ლაზარე როგორც ქრისტეს მეგობარი). გოგოს მინდა რომ ლილე დავარქვა, ან მართა(ლაზარეს ბიბლიური და). ბიჭს კიდევ ბაქარი- ანუ რა გამიჩნდება მომავალში იმის მიხედვით

Posted by: arazam 26 Sep 2011, 13:02
QUOTE
ლილე

თუ გავხდი გოგოს ღირსი დავარქევ ლილეს love.gif love.gif love.gif

Posted by: burkina-faso 27 Sep 2011, 03:10
astridi
QUOTE
ბაქარი-

როგორ მომწოოოოონს up.gif

Posted by: Solveig 27 Sep 2011, 08:03
Adored
QUOTE
დედაჩემის მეზობელსაც ჰქვია.
წოვიკა მოფერებით არის. ისე წოვინარი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მთლად უკეთესი biggrin.gif


ამ ცოტა ხნის წინ გავიგე სახელი შოვინა rolleyes.gif

ალბათ ქალისაა.

Posted by: tabunika 27 Sep 2011, 13:01
ჩემს შვილს ქვია მათე, ეხლა მეორე ბიჭს ველოდებით და ვერაფრით მოგვიფიქრებია რა დავარქვათ vis.gif

Posted by: fashionista 27 Sep 2011, 13:17
QUOTE (იტალიელი @ 5 Sep 2011, 16:12 )
მე მომწონს ძალაინ ანასტასია და იოანა. ბიჩებიდან დავითი და იოანე.

მეც ძალიან მომწონს იოანე...
ასევე მათე, თომა, ლუკა...

4 ბიჭი რომ მეყოლოს და სახელის დარქმევა ჩემი ნება რომ იყოს, ამ სახელებს დავარქმევდი თანმიმდევრობით smile.gif

Posted by: Diamond Girl 27 Sep 2011, 13:31
მარიამი და ნიკალა

ასე გვაქვს გადაწყვეტილი, გააჩნია გოგო იქნება თუ ბიჭი, გოგოს მე ვარქმევ, ბიჭს-მამიკო smile.gif

Posted by: T-E-0 27 Sep 2011, 14:42
tabunika თომა დაარქვით. მათე და თომა ლამაზად ჟგერს smile.gif

Posted by: Solveig 27 Sep 2011, 16:14
T-E-0
QUOTE
მათე და თომა

ან მათე და ლუკა
მათე და იოანე
მათე და მარკოზი.

4 ბიჭი ვისაც ჰყავს-მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე.

Posted by: gvants 27 Sep 2011, 16:19
ლუკა მყავს, აბა ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი smile.gif

----------

Posted by: KaTeRiN 27 Sep 2011, 16:23
სოფელში (აბაშა) კაცს ჰქვია ევტრიხი.
ეგ რა სახელიამეთქი გავიცინე და მაგას მოკოდი ჰქვია ევტრიხი პროსტა კლიჩკააო

მეგრული ვინც იცის გაეცინება

Posted by: Dido 27 Sep 2011, 17:12
KaTeRiN
QUOTE
მოკოდი

მინდოდი ? smile.gif ძაან ცუდად ვიცი მეგრული smile.gif

Posted by: Voila 27 Sep 2011, 17:34
paradise_seeker
QUOTE
ე-ზე დაწყებული ან დამთავრებული სახელი ყველა ლამაზია
ელენე
ელისაბედი
ცოტნე
დემეტრე
კონსტანტინე
ერეკლე
თორნიკე
ალექსანდრე
მარინე

.....
კალისტრატე
ეგნატე
ევგრაფი
ელგუჯა
ელეფთერი
ეფროსინე

rolleyes.gif

user.gif

war.gif

Posted by: Princess 27 Sep 2011, 17:41
Voila
ელპიტე გადავიწყდა biggrin.gif


QUOTE
მოკოდი

biggrin.gif მინდოდი
ვამოკოდი რომ არ დაარქვეს, როგორ გაუმართლა

Posted by: Hektorinia 27 Sep 2011, 20:31
Solveig
QUOTE
4 ბიჭი ვისაც ჰყავს-მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე.

smile.gif

Posted by: uma_thurman 27 Sep 2011, 21:09
ფოტინე rolleyes.gif ერთ ბავშვს ერქვა სურამში

Posted by: upwave 27 Sep 2011, 22:54
uma_thurman
ფოტინე ნათებას ნიშნავს.
თუ არ ვცდები, ბერძნულად.
ანუ ქართულად ნათელას ან ნათიას smile.gif

Posted by: tamar1586 28 Sep 2011, 05:07
QUOTE
ფოტინე ნათებას ნიშნავს.


მე ვაპირებდი ნათიას დარქმევას და ნათესავს ვთხოვეთ გაერკვია რა იქნებოდა მისი ნათლობის სახელი: გაგვირკვია რომ ფოტინედ მონათლავდნენ, ყოველ შემთხვევაში მას ასე უთხრეს.

ძალიან მომწონს სახელი Phoebe - ანუ fიბი, მაგრამ საქართველოში ამ სახელით ცოდოა. ინგლისურენოვან ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, აუცილებლად ფიბის დავარქმევდი love.gif

Posted by: კორდელია 28 Sep 2011, 10:05
დემეტრე დიმიტრიდ მომინათლეს givi.gif

Posted by: tamar1586 28 Sep 2011, 10:11
კორდელია
QUOTE
დემეტრე დიმიტრიდ მომინათლეს 


საინტერესოა rolleyes.gif

Posted by: tamuna_ 28 Sep 2011, 10:20
კორდელია
QUOTE
დემეტრე დიმიტრიდ მომინათლეს

biggrin.gif რითი ახსნეს ეს საინტერესო ფაქტი? biggrin.gif

Posted by: chaPPek 28 Sep 2011, 11:49
ნეტა დუდანას რა სახელი\თ მმინთლავენ. rolleyes.gif

Posted by: Annabel 28 Sep 2011, 11:58
tamar1586
თავად შეგიძლია აირჩიო ნათლობის სახელი.

მაგალითად, ჩემი ნათლობის სახელი თამარია, ჩემი სეხნია მეგობრის კი, თეკლა.
ჩემი ელენეს ნათლობის სახელი ისევ ელენეა, მეზობლის კი ელისაბედი. (მოძღვარმა დაარქვა თავისი ინიციატივით)
რა პრინციპით არჩევენ მოძღვრები არ ვიცი.

Posted by: KaTeRiN 28 Sep 2011, 12:43
მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს დაიბადა ჩემი შვილი, ვერ დავარქვი მარიამი, მთელი ორსულობა სესილი იყო და უცებ ვერ გამარიამდებოდა.. რავიცი ვერ დავარქვი.
ჩემმა მოძღვარმა ნათლობის წინ მითხრა რადგან ამ დღესაა დაბადებული მარიამი დავარქვათო, მეგონა სესილიად მონათლავდა მაგრამ უარი ვერ ვუთხარი.მომერიდა .

ჰოდა ეხლა ლოცვებს რომ ვკითხულობ რაღაცნაირად უხერხულად ვარ, სესილია-მარიამი.

ამიტომ ჯობია ბავშვს ერთი სახელი ქონდეს, ნუ თუ ვერ ხერხდება, მსგავსი მაინც.

Posted by: tamuna_ 28 Sep 2011, 13:14
KaTeRiN
QUOTE
ამიტომ ჯობია ბავშვს ერთი სახელი ქონდეს, ნუ თუ ვერ ხერხდება, მსგავსი მაინც.

yes.gif გეთანხმები, მეც სულ იმას ვამბობდი, ისეთი სახელი მინდა, რომელსაც არც შეამოკლებენ დაძახებისას და ნათლობაშიც იგივე იქნებამეთქი smile.gif

Posted by: ninuwki 28 Sep 2011, 13:45
Annabel
მე რამდენადაც ვიცი კალენდრის მიხედვით არჩევენ..

Posted by: ინფინიტი 28 Sep 2011, 13:50
რატომ ჩაგეღიმათ ფოტინეზე ? smile.gif

ეგრე ეღიმებოდათ ზუსტად თხუთმეტიოდე წლის წინ მათეზე, თომაზე, ლილეზე, ნიტაზე, ნუცაზე და ა.შ. იოანეზე ხომ საერთოდ biggrin.gif გიჟად მოგნათლავდნენ, რომ დაგერქმია.

რით სჯობია ფოტინეს ნუცა ან ანასტასია . სიძველით, ჟღერადობით თუ რით?

ან რატომ აღარავინ არქმევს ბავშვს მირანდას? მშვენიერი სახელია.
მერის რატომ არ არქმევთ?
ირინე , ნატო, მარინა, თინიკო.... გაგიგიათ ვინმეს დაეძახოს ბავშვისთვის?
ნინოც აღარაა მოდაში . თუ დაარქმევენ, რაღაცით მიუტყლარჭავენ და #####ლარჭავენ .
შარშან რომ ყველამ არაფატი შარფები მოიდო კისერზე, ეგ მახსენდება სულ. ათი სახელი ტრიალებს სულ სამშობიაროებში.




Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 13:54
infinity-infinity
QUOTE
ათი სახელი ტრიალებს სულ სამშობიაროებში.

ვაიმე, სანდროს დედა მაინც არ იყო, შე ოხერო lol.gif

ნომერ პირველია მგონი მაგ ათეულში biggrin.gif

ისე, კი რა გიკვირს, ეგრეა გემოვნება და, ხან რომელი სახელებია უფრო მისაღები, ხან რომელი.. ტოლერანტობა გამოვუცხადოთ ფოტინეებს და ფატიმებს და ბავშვებს დავარქვათ? biggrin.gif


Posted by: blblbl 28 Sep 2011, 13:58
QUOTE
მერის რატომ არ არქმევთ?

მე მინდა smile.gif ვნახოთ რა იქნება სურვილი დიდი მაქვს love.gif

აქ ჰქვია მერი ბავშვს nikmak ამის ბავშვს თუ სწორად მახსოვს

Posted by: ინფინიტი 28 Sep 2011, 14:01
Neno_
სანდრო პაპაჩემის საპატივცემულოდ დავარქვი. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბავშვს დავარქმევდი ალექსანდრეს biggrin.gif ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, სანდრო რომ ფოტინესავით მოიხსენიებოდა biggrin.gif
365 ლუკა მყავს მარტო სანაცნობოში.

QUOTE
ისე, კი რა გიკვირს, ეგრეა გემოვნება და, ხან რომელი სახელებია უფრო მისაღები, ხან რომელი

მისაღები და გემოვნება კი არა, წამხედურობაა ჩვენი ხალხის მთავარი მამოძრავებელი ძალა smile.gif
შტერული აზროვნება გვაქვს და იმიტომ.

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:03
infinity-infinity
QUOTE
ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, სანდრო რომ ფოტინესავით მოიხსენიებოდა 

ხოო, მაშინ კაი, აღარ ჩაგწერ წამხედურთა სიაში givi.gif

QUOTE
მისაღები და გემოვნება კი არა, წამხედურობაა ჩვენი ხალხის მთავარი მამოძრავებელი ძალა 
შტერული აზროვნება გვაქვს და იმიტომ.

ნეტა სხვა ქვეყნებში რა ხდება მაგ კუთხით? biggrin.gif
მგონია, რომ ყველგან მსგავსი სიტუაციაა სახელების ათეულთან დაკავშირებით biggrin.gif

blblbl
QUOTE
აქ ჰქვია მერი ბავშვს nikmak ამის ბავშვს თუ სწორად მახსოვს


ცვეტში დედამთილის სახელია, აბა დაველოდოთ biggrin.gif

Posted by: anakatrin 28 Sep 2011, 14:08
infinity-infinity
QUOTE
ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბავშვს დავარქმევდი ალექსანდრეს  ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო, სანდრო რომ ფოტინესავით მოიხსენიებოდა 

ზუსტად მაგ პერიოდში(ალბათ დაჟე უფრო ადრე) ჩემს ძმას დაარქვეს სანდრო,დიდი პაპის საპატივცემულოდ love.gif

QUOTE
მისაღები და გემოვნება კი არა, წამხედურობაა ჩვენი ხალხის მთავარი მამოძრავებელი ძალა

არც მთლად მასეა საქმე,არის ისეთი თანამედროვე სახელები რომლებსაც ჩემს შვილებს არასდროს არ დავარქმევ,არ მომწონს და მიტომ,მაგრამ არის სახელები სულ რომ ყველა მეორე ბავშვს ერქვას მაინც დავარქმევ,მიყვარს,ჩემია და მიტომ 2kiss.gif
* * *
Neno_
QUOTE
ცვეტში დედამთილის სახელია, აბა დაველოდოთ

ჩემი მეჯვარის ბავშვს ქვია მერი,ბებიის საპატივცემულოდ დაარქვა. smile.gif
კატეგორიულად არ მომწონს დედამთილ-მამამთილების სახელების დარქმევა,მართალია ჩვენი ტრადიციაა მაგრამ ზოგს ისეთი სახელი ქვია როგორ უნდა დაუძახო ბავშვს ის სახელი,ცოდოა smile.gif

Posted by: ინფინიტი 28 Sep 2011, 14:21
Neno_
QUOTE
მგონია, რომ ყველგან მსგავსი სიტუაციაა სახელების ათეულთან დაკავშირებით

დარწმუნებული ვარ, რომ არა biggrin.gif


anakatrin
QUOTE
მაგრამ არის სახელები სულ რომ ყველა მეორე ბავშვს ერქვას მაინც დავარქმევ,მიყვარს,ჩემია და მიტომ

ეს ხვა ამბავია smile.gif სახელებს რომ არჩევენ და რაც გავრცელებულია დღეს, იმის იქით არ მიდიან, მე მაგაზე მეცინება ხოლმე.

QUOTE
კატეგორიულად არ მომწონს დედამთილ-მამამთილების სახელების დარქმევა,მართალია ჩვენი ტრადიციაა

არაა მარტო ჩვენი ტრადიცია .

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:25
anakatrin
QUOTE
კატეგორიულად არ მომწონს დედამთილ-მამამთილების სახელების დარქმევა,მართალია ჩვენი ტრადიციაა მაგრამ ზოგს ისეთი სახელი ქვია როგორ უნდა დაუძახო ბავშვს ის სახელი,ცოდოა

გინდაც სულ შენი საყვარელი სახელი ერქვათ, მე მაინც ვინმე ნათესავის სახელს არ დავარქმევ ბავშვს.. არ მომწონს.. რატო უნდა ერქვას დედამთილ-მამამთილის სახელი? პირველი ასოციაცია სახელზე მაქვს იმ ადამიანების მიხედვით, ვისთანაც ხშირად მაქვს ურთიერთობა (ანუ ამ სახელის მატარებლებთან) და არ მინდა რომ ჩემი შვილის სახელზე ვინმე სხვა ახლობლის ასოციაცია მქონდეს. არ მესიამოვნება biggrin.gif

პ.ს. დიდი ბაბუის კიდე ხო, ცოცხალი არ არის და მაინც ნუ ძალიან წარსულია biggrin.gif

infinity-infinity
QUOTE
დარწმუნებული ვარ, რომ არა 

რავიცი აბა, ისე აქ მარიას გარდა არც ერთ სახელს არ მიუქცევია ჩემი ყურადღება, როგორც ყურებში ხშირად გაჩხერილს, შეიძლება მართალი ხარ biggrin.gif არა, ისე ხორხე კი მესმის ხშირად და ხავიერიც givi.gif

Posted by: Antigone 28 Sep 2011, 14:26
კორდელია
QUOTE
დემეტრე დიმიტრიდ მომინათლეს givi.gif

დემეტრე და დიმიტრი ძველბერძნული და ახალბერძნული წაკითხვაა. მეტი არანაირი განსხვავება. ალბათ ახალბერძნულ წაკითხვას აწვება ჩვენი ეკლესია biggrin.gif

infinity-infinity
ფოტინე იგივე ნათია ან ნათელაა, იგივე სვეტა smile.gif)

სანდროს უშვით ხელი biggrin.gif სანდრო ან ალექსანდრე მოდა არაა, ეგ მუდმივად აქტუალურია

Posted by: justdoit 28 Sep 2011, 14:30
ბონდო alk.gif ................

არააა?

Posted by: blblbl 28 Sep 2011, 14:30
infinity-infinity
QUOTE
სახელებს რომ არჩევენ და რაც გავრცელებულია დღეს, იმის იქით არ მიდიან, მე მაგაზე მეცინება ხოლმე.

გეგონოს biggrin.gif ზოგის ისეთს არქმევს ბავშვს განსხვავებული იყოსო,სრული უფლერბა აქვს ბავშვს სასამართლოში იჩივლოს biggrin.gif

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:32
Antigone
QUOTE
სანდროს უშვით ხელი  სანდრო ან ალექსანდრე მოდა არაა, ეგ მუდმივად აქტუალურია

აჰაა, და ყველა სხვა კლასიკური სახელი, მარა ფაქტია, შენი სანდრო იქნება, როგორც გიორგი იყო 80-90-იანებში biggrin.gif

ელენე ალბათ ნინოებს ჩაანაცვლებს, ლიზა - მარის და ასე biggrin.gif


Posted by: merkantil 28 Sep 2011, 14:33
Neno_
QUOTE
მგონია, რომ ყველგან მსგავსი სიტუაციაა სახელების ათეულთან დაკავშირებით
ეგრეა ეგრე, გერმანიაში ტრიალებს გოგოებში ლეონი, ლეა,სოფი და ბიჭებში- სებასტიან,მაქსიმილიან. აქ მგონი ყველა გოგო ბავშვს ემმა ჰქვიაbiggrin.gif

Posted by: Antigone 28 Sep 2011, 14:36
Neno_
გადავალთ plan B-ზე - რაფაელი givi.gif

Posted by: marilis_ 28 Sep 2011, 14:37
Neno_
QUOTE
აჰაა, და ყველა სხვა კლასიკური სახელი, მარა ფაქტია, შენი სანდრო იქნება, როგორც გიორგი იყო 80-90-იანებში biggrin.gif

ელენე ალბათ ნინოებს ჩაანაცვლებს, ლიზა - მარის და ასე biggrin.gif

ჩემს შვილს ერქმევა ალექსანდრე/ დავითი/ მარიამი/ ელისაბედი
1-2 სხვა ვარიანტსაც განვიხილავ, თუ მაინცდამაინც
და მაპატიონ და სულ მკიდია, რომ ყოველ მეორეს და მესამეს ჰქვია
მთავარია, მე მომწონს და არაგოიმური და ყურით მოთრეული სახელები არაა
ანტიგონემ მართალი თქვა, ეს სახელები სულ არის, მოდა არ ვიცი მე

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:38
merkantil
QUOTE
ეგრე ეგრე, გერმანიაში ტრიალებს გოგოებში ლეონი, ლეა,სოფი და ბიჭებში- სებასტიან,მაქსიმილიან. აქ მგონი ყველა გოგო ბავშვს ემმა ჰქვია

bis.gif

შენ ბავშვს რა ჰქვია გამახსენე რა? შენ არ გჩვევია ბავშვზე ხშირად ლაპარაკი და ვერ დავიმახსოვრე mo.gif

biggrin.gif

Antigone
QUOTE
გადავალთ plan B-ზე - რაფაელი 

biggrin.gif

მაგარია biggrin.gif

ისე, რაფო რო დაუძახონ საქართველოში? მაშინ პლან ჩ უნდა ჩართოთ და იტალიაში წახვიდეთ, სხვა გზა არ არის biggrin.gif

marilis_
QUOTE
და მაპატიონ და სულ მკიდია, რომ ყოველ მეორეს და მესამეს ჰქვია
მთავარია, მე მომწონს და არაგოიმური და ყურით მოთრეული სახელები არაა
ანტიგონემ მართალი თქვა, ეს სახელები სულ არის, მოდა არ ვიცი მე

მეც გეთანხმები biggrin.gif

მირჩევნია "ყველას" სახელი ერქვას და კლასიკური, ვიდრე არავისი და გამოგონებული givi.gif

Posted by: marilis_ 28 Sep 2011, 14:42
Neno_
QUOTE
მაგარია biggrin.gif

ისე, რაფო რო დაუძახონ საქართველოში? მაშინ პლან ჩ უნდა ჩართოთ და იტალიაში წახვიდეთ, სხვა გზა არ არის biggrin.gif

რაფო და სანდრო იქაც მოძველებულია, სხვათა შორის
ჩავა რომში და მკვეთრი რომაული აქცენტით დაუძახებენ ხოლმე- ოო, ალესსა biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=c31oO8GjZH0

Posted by: Re_Be 28 Sep 2011, 14:44
ჩემს უფროს შვილს რევი დავარქვით, ნათლობის სახელიც იგივეა, გოგოს ნიტა დავარქვი და ნათლობის სახელი ელენე, მინდოდა დაბადების მოწმობაში ელენე-ნიტა ჩამეწერა მაგრამ მაინც თავი შევიკავე. ხან ნიტას ვეძახი ხან ელენიტასsmile.gif

Posted by: Voila 28 Sep 2011, 14:44
Neno_
QUOTE
ისე, რაფო რო დაუძახონ საქართველოში? მაშინ პლან ჩ უნდა ჩართოთ და იტალიაში წახვიდეთ, სხვა გზა არ არის

lol.gif
რაფიკა biggrin.gif

ისე, მაქსიმილიანი მომწონს მეც ძალიან, ევროპაში რომ ვცხოვრობდე, დავარქმევდი. მაგრამ, აქ ნამდვილად ვერ ვიზამ მაგას biggrin.gif
აქ იქნება მაქსიმე და ეს ვარიანტი უკვე აღარ მომწონს smile.gif

Posted by: merkantil 28 Sep 2011, 14:44
Neno_
QUOTE
შენ ბავშვს რა ჰქვია გამახსენე რა?
biggrin.gif
ელენ


Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:45
marilis_
QUOTE
- ოო, ალესსა

რაზე ხარხარებენ ვერ მივხვდი biggrin.gif სახელზე ღადაობენ? საყვარლები biggrin.gif


merkantil
QUOTE
ელენ

კარგია 2kiss.gif



Voila
QUOTE
აქ იქნება მაქსიმე და ეს ვარიანტი უკვე აღარ მომწონს

ტუტ sa.gif

მაქსიმე ჩემს შვილს ერქმევა, თუ დამარქმევინეს biggrin.gif

მაქსიმილიანს ნაღდად მაქსიმე მირჩევნია, ევროპელიც რომ ვიყო biggrin.gif

Posted by: Dido 28 Sep 2011, 14:46

Neno_
QUOTE
მირჩევნია "ყველას" სახელი ერქვას და კლასიკური, ვიდრე არავისი და გამოგონებული 

ხოო, მაგრამ აი ლუკა იმდენმა დაარქვა იმდენმა რო აი მართლა ვერ დავარქმევ, არ შემიძლია user.gif ნუ რათქმაუნდა ბოლობოლო მაინც ლუკა მირჩევნია ევტიხის დარქმევას biggrin.gif

Posted by: Antigone 28 Sep 2011, 14:47
marilis_
გნომ-გნომი სანდროა და არა ალექსანდრე biggrin.gif

QUOTE
რაფო და სანდრო იქაც მოძველებულია, სხვათა შორის

მაგას ვჩივი, ბავშვი მიქელანჯელოს და დონატელოს გადარჩა biggrin.gif
QUOTE
და მაპატიონ და სულ მკიდია, რომ ყოველ მეორეს და მესამეს ჰქვია მთავარია, მე მომწონს და არაგოიმური და ყურით მოთრეული სახელები არაა

მე სანდრო სულ სულ მომწონდა, სანდრო რომ ერქვა ბიჭს, იმ ბიჭს "სხვანაირად" ვუყურებდი ხოლმე biggrin.gif
Neno_
QUOTE
ისე, რაფო რო დაუძახონ საქართველოში? მაშინ პლან ჩ უნდა ჩართოთ და იტალიაში წახვიდეთ, სხვა გზა არ არის biggrin.gif

biggrin.gif
რაფოს და სხვა პრედრასსუდკებს რო გავექცეთ givi.gif

Posted by: merkantil 28 Sep 2011, 14:50
marilis_
QUOTE
რაფო და სანდრო იქაც მოძველებულია, სხვათა შორის
აშკარადbiggrin.gif ახალგაზრდა ალესსანდროებს არ ევასებათ, სანდრო თუ დაუძახესbiggrin.gif მეზობელი მყავდა, რომელიც სასტიკად ბრაზდებოდაbiggrin.gif

Posted by: Voila 28 Sep 2011, 14:51
Neno_
QUOTE
ტუტ

მაქსიმე ჩემს შვილს ერქმევა, თუ დამარქმევინეს

მაქსიმილიანს ნაღდად მაქსიმე მირჩევნია, ევროპელიც რომ ვიყო

პარდონ biggrin.gif

მაგრამ მე მაინც მაქსიმილიანი მირჩევნია biggrin.gif




Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 14:54
merkantil
QUOTE
აშკარად ახალგაზრდა ალესსანდროებს არ ევასებათ, სანდრო თუ დაუძახეს მეზობელი მყავდა, რომელიც სასტიკად ბრაზდებოდა


ისა, ის მეზობელი რომ გყავდა, სტრანნი სახელი თუ გვარი რომ ჰქონდა, რა ერქვა? givi.gif

Voila
QUOTE
მაგრამ მე მაინც მაქსიმილიანი მირჩევნია

არც შენი არც ჩემი და იყოს მაქსი! biggrin.gif ვითომ პატარა ცუგაა biggrin.gif ძაღლებს არ ქვიათ აქ მაქსები? user.gif

Antigone
QUOTE
რაფოს და სხვა პრედრასსუდკებს რო გავექცეთ 

ტაქსისტებს givi.gif
:რა მოხდა მერე, იტალიელია, ზანგი ხო არა სმაილი:


Posted by: Voila 28 Sep 2011, 14:57
Neno_
ხო აი კაკ რაზ მაქსი მომწონს დასაძახებლად, და მაქსიმილიანო დასარქმევად lol.gif
მაგრამ აქ მაქსს რომ ვერ დავუძახებ, მაგიტომაც ვერ დავარქმევ biggrin.gif

Posted by: merkantil 28 Sep 2011, 14:57
Neno_
QUOTE
ისა, ის მეზობელი რომ გყავდა, სტრანნი სახელი თუ გვარი რომ ჰქონდა, რა ერქვა?
ვაიმე lol.gif სამი ნაწილისგან შედგებოდა და სახელი რომელი იყო არ ვიცი, მაგრამ ერთი-ერთი იყო -კუტუკურტლი lol.gif lol.gif

Posted by: Neno_ 28 Sep 2011, 15:01
Voila
QUOTE
მაგრამ აქ მაქსს რომ ვერ დავუძახებ, მაგიტომაც ვერ დავარქმევ

მაიცა ჯერ.. იქნებ დავიძახო კიდეც biggrin.gif

merkantil
QUOTE
კუტუკურტლი

givi.gif



Posted by: Voila 28 Sep 2011, 15:04
merkantil
QUOTE
სამი ნაწილისგან შედგებოდა და სახელი რომელი იყო არ ვიცი, მაგრამ ერთი-ერთი იყო -კუტუკურტლი

lol.gif

Posted by: lizofobi 28 Sep 2011, 15:49
ნერსე , ოღონდ ქმარი თუ ერისთავი მეყოლება, იმ შემთხვევაში user.gif

Posted by: Lollipop 28 Sep 2011, 16:37
ისე ალექსანდრეს შემოკლებული ფორმა ალეკოცაა. biggrin.gif

Posted by: regenbogen 28 Sep 2011, 16:52
Lollipop
QUOTE
ისე ალექსანდრეს შემოკლებული ფორმა ალეკოცაა.


ვაიიიიიიი,როგორ ვერ ვიტაააააააააააან sad.gif

Posted by: gvants 28 Sep 2011, 18:37
რა შუაშია წამხედურობა?
მომეწონა და დავარქვი, სულ ცალ ფეხზე მკიდია რამდენს ჰქვია.






Posted by: paradise_seeker 28 Sep 2011, 18:42
QUOTE (Voila @ 27 Sep 2011, 17:34 )
paradise_seeker
QUOTE
ე-ზე დაწყებული ან დამთავრებული სახელი ყველა ლამაზია
ელენე
ელისაბედი
ცოტნე
დემეტრე
კონსტანტინე
ერეკლე
თორნიკე
ალექსანდრე
მარინე

.....
კალისტრატე
ეგნატე
ევგრაფი
ელგუჯა
ელეფთერი
ეფროსინე

rolleyes.gif

user.gif

war.gif

ოოო ესენი მართლა ე-ზე რო მთავრდება & სახელი რო არაა სახელებია gigi.gif

Posted by: ninuwki 6 Oct 2011, 22:00
გოგოს სახელებში ვიჭედები ვეჩნად biggrin.gif
ბიჭისები ბევრი მომწონს biggrin.gif

Posted by: mariamiani 7 Oct 2011, 11:18
ფოტინე მომეწონა ძან, ლამაზი სახელია
infinity-infinity
სწორი თქვა, როდეაც მამაჩემის ხნის ხალხს, ყოველ მეორეს, ჯემალი,ჯონდო თამაზი და ა.შ. ქვიოდა სულ მიკვირდა ბაბუაჩემმა რომელსაც მიხეილი ერქვა, მამამის დიმიტრი, დიდი ბაბუას იაკობი, შვილს რა ჟღერადობსი გამო დაარქვა ჯემალი)))) იმედია ჩემი შვილი არ მეტყვის რო გაიზრდება ეს რა სახელი დამარქვიო--ელენე ქვია,... კესანე მინდოდა, ან ლილე, მაგრამ ჩემ ქმარს არ მოწონდა ეს სახელები... და საერთოდ დათმობებზე წასვლის მერე დარჩა ელენე.... ალბათ მიჩვევაზეა, და კიდე სოციუმზეცsmile.gif))

სიმართლე გითრათ წმინდა ქართული სახელები დიდათ არ მომწონს___ ნათელა,იამზე, გულთამზე, გვანცა, ....
სახელის შერჩევისას სულ სულ იამზე ვფიქრობ ჩემი შვილი რო გაიზრდება თუ მოეწონება თავისი სახელითქო... მარტო ჩემ მოწონებაზეც ხოარაა)))

და კიდე საშინლად არ მიყავრს ახალგარდაცვლილის სახელს რო არქმევენ, და საერთოდ სხვისი ხათრით რო არქმევენ სახელს,... ასე მგონია იმ ადამიანის ენერგია გადადისთქო..... შეიძლება უბრალდოდ ადამიანის სახელი მოგწონს და "წამზერი" დაარქვა, მაგრამ არა ხათრით....


პ.ს. 18 წლის ბიჭს, როცა მისი დაბადების დროს გიორგის, დათოს,.... ბუმი იყო ტარზანს დაარქმევ ალბათ არ ვიცი ამას რა დავარქვა....

Posted by: narkozeli 16 Oct 2011, 16:45
QUOTE
იამზე, გულთამზე, გვანცა,


სად იამზე და გულთამზე და სად გვანცა? vis.gif

Posted by: gvants 16 Oct 2011, 17:05
QUOTE
სად იამზე და გულთამზე და სად გვანცა?

+1 გვანცა

Posted by: burkina-faso 16 Oct 2011, 17:13
gvants
შენ გიცნობ ამ სახელით და მეზობელი მყავს კიდევ, ორივენი ისეთი კარგები ხართ, მაგრამ მეც არ მომწონს სახელი, თუმცა, თუ ადრე ძალიან არ მომწონდა, ახლა ასე აღარ ვარ და თქვენგან გამომდინარე, უკვე ცუდათ აღარ მხვდება ყურში, როცა ეს სახელი მესმის, თქვენ მახსენდებით ხოლმე და უკვე რაღაცნაირად სინაზესთან ასოცირდება ჩემთვის (ისიც შენნაირი გამხდარი, ნაზია) და ასე მგონია, "გიხდებათ" (თუ შეიძლება ასე ითქვას) ეს სახელი. მე მაგალითად ძალიან არ მომწონს, როცა ჩემს სახელს "ე"-თი აბოლოვებენ

Posted by: khatia88 16 Oct 2011, 17:59
ყოველთვის ვიცოდი რომ თომას დავარქმევდი. რომ ვთქვი რამდენიმემ მითხრა არ გეცოდება ბავშიო?!
ძალიან ძალიან მომწონს. ჩემ შვილს რომ ვუყურებ ზუსტად თომაა, არცერთი სხვა სახელი მოუხდებოდა ასე. თან გვართანაც მიდის.


გოგოზე სოფიო მომწონს ძალიან.

Posted by: burkina-faso 16 Oct 2011, 18:03
khatia88
QUOTE
ყოველთვის ვიცოდი რომ თომას დავარქმევდი.

smile.gif მანამდე არ მიფიქრია მართლა, იმიტო რომ მამაკაცის სახელები, რაც მომწონდა, ყველა ძალიან ახლობლებს ერქვა, მარტო ჩემი ქმრის ნება-სურვილი რომ ყოფილიყო, ჩვენი თომა ახლა თარაში იქნებოდა smile.gif

Posted by: ნინიანა 16 Oct 2011, 18:08
burkina-faso
QUOTE
თარაში

love.gif love.gif

Posted by: Solveig 16 Oct 2011, 18:14
mariamiani
QUOTE
18 წლის ბიჭს, როცა მისი დაბადების დროს გიორგის, დათოს,.... ბუმი იყო ტარზანს დაარქმევ

biggrin.gif biggrin.gif რა დააშავა მართლა მაგ საწყალმა biggrin.gif

მომკალით და არ მესმის უცხოური კინოს, წიგნების პერსონაჟების სახელების დარქმევა...ადრე იცოდნენ ეგ...მაგრამ ალაგ-ალაგ დღემდე შემორჩა.

არ მავიწყდება, "ყველაზე ჭკვიანში" ერქვა ერთ ძალიან საყვარელ ბიჭს რანდუ-ბებიამ დამარქვაო. გავწეწავდი იმ ბებიას mad.gif

Posted by: burkina-faso 16 Oct 2011, 18:16
Solveig
QUOTE
არ მავიწყდება, "ყველაზე ჭკვიანში" ერქვა ერთ ძალიან საყვარელ ბიჭს რანდუ-ბებიამ დამარქვაო. გავწეწავდი იმ ბებიას

მე 1 ხუანი და ბევრი მონიკა ვიცი სერიალების მერე smile.gif

Posted by: khatia88 16 Oct 2011, 18:16
Solveig
რანდუ ჩარის ხათრით?

Posted by: blblbl 16 Oct 2011, 18:18
ნინიანა
შენ გულები და დემნას კიტხე აბა თუ მოეწონებოდა თარაში რომ ერქვას biggrin.gif

Posted by: Neno_ 16 Oct 2011, 18:18

QUOTE
ომკალით და არ მესმის უცხოური კინოს, წიგნების პერსონაჟების სახელების დარქმევა...ადრე იცოდნენ ეგ...მაგრამ ალაგ-ალაგ დღემდე შემორჩა.

არც ქართული ლიტერატურიდან მხიბლავს მე უკვე "ვიღაცის" დამკვირდებული სახელი, მაგალითად თარაში გამორჩეულად იმ ნაწარმოების გმირს ქვია, ანუ პირველი ასოციაცია ის მოდის და არ არის ჩემთვის სასიამოვნო (ნუ ჩემს შვილზე biggrin.gif)


პ.ს. და გვანცას დასაწუნი რა აქვს, გადავირიე biggrin.gif ეგ და ხატია მომწონდა ბავშვობიდან გოგოებზე, ულამაზესი სახელებია biggrin.gif

პ.პ.ს. pravinia "გლანძღავენ" givi.gif

Posted by: Solveig 16 Oct 2011, 18:36
Neno_
QUOTE
არც ქართული ლიტერატურიდან მხიბლავს მე უკვე "ვიღაცის" დამკვირდებული სახელი

სახელს გააჩნია...ქართულ ლიტერატურაში უამრავი ისეთი პერსონაჟია, რომელთა სახელებიც ისტორიულადაა დამკვიდრებული. რის გამო ჰქვიათ ეგეთი სახელები- უკვე ძნელი სათქმელია, იმდენი მიზეზი არსებობს.

არც სახელიად მომწონს თარაში და არც ტიპაჟი თარაშ ემხვარის...გუშინდელი დღის კაცი, ტრაგიკული პერსონაჟია-ვერცერთ მიწაზე და ვერცერთ დროებაში რომ მოსვენება ვერ ჰპოვა...

QUOTE
და გვანცას დასაწუნი რა აქვს, გადავირიე  ეგ და ხატია მომწონდა ბავშვობიდან გოგოებზე

მეც მომწონს გვანცაც და ხატიაც. ნამდვილად ლამაზი სახელებია.

khatia88
ხო, კასანდრას პერსონაჟი რომ იყო, ვიღაც დანების მსროლელი კაცი biggrin.gif
მე არ ვუყურებდი, მესმოდა და დამამახსოვრდა biggrin.gif ყურება რად უნდოდა ისედაც. ეგეთი ფილმების 2 სერია რომ ნახო, ჩათვალე, რომ მთელი სერიალი გეყურებინოს biggrin.gif

Posted by: burkina-faso 16 Oct 2011, 18:51
QUOTE
არც ქართული ლიტერატურიდან მხიბლავს მე უკვე "ვიღაცის" დამკვირდებული სახელი

ყველა სახელი, რაღაცის ან ვირაცის მიზეზით იქმნება და ერქმევა, მერე კი მკვიდრდება გემოვნებისამებრ. სახელებს-გელოდი, არველოდი, სულიკითხე და ა.შ ხო აქვთ თავისი წარმოქმნის მიზეზები, ისეა სხვა დანარჩენიც და ზოგს წიგნის, ზოგს კინოს და ა.შ მიზეზებით ვარჩევთ, აბა მთლად "ისე" როგორ იქნება, მერე კიდევ უჩნდება ადამიანს რაღაცის ასოციაცია და ან მოსწონს, ან არა, ისე როგორც მაგალითად
QUOTE
თარაში
Solveigისთვის
QUOTE
გუშინდელი დღის კაცი, ტრაგიკული პერსონაჟია-ვერცერთ მიწაზე და ვერცერთ დროებაში რომ მოსვენება ვერ ჰპოვა...

Posted by: khatia88 16 Oct 2011, 22:14
Neno_
გა#####დები რომ მეც ძალიან მომწონს ხატია, მაგრამ მაგას ხომ არ დავარქმევ შვილს user.gif

Posted by: Solveig 17 Oct 2011, 02:52
burkina-faso
QUOTE
გელოდი, არველოდი, სულიკითხე

პირველი ორი ვიცოდი (ტყუპებს არქმევდენ ხოლმე მაგ სახელებს biggrin.gif), სულიკითხე რაღაც ახალია biggrin.gif biggrin.gif ალბათ, უნდოდატ, რომ წიგნიერი გამოსულიყო შვილი (კეთილშობილური მიზეზია, ვერაფერს იტყვი biggrin.gif)

კიდევ არის სახელი "მეწყინა"...გოგოს დაბადება ეწყინა დებილ მამას....

Posted by: pravinia 17 Oct 2011, 02:56
QUOTE
"მეწყინა"


სოფელში ერქვა ერთ გოგოს "სევდა", ისე კი ჰქონდა დაღვრემილი თVალები givi.gif

Posted by: narkozeli 17 Oct 2011, 03:01
QUOTE
და გვანცას დასაწუნი რა აქვს, გადავირიე


დაიჯერებთ რომ გითხრათ ზუსტად 5 ადამიანს ვიცნობ ვინც აფანატებს ამ სახელზე და 2-მა მათგანმა გვანცა დაარქვია უკვე შვილს)) 5-ვე მამრობითი სქესის წარმომადგენელია))

შეიძლება არ გიყვარდეს ეს სახელი,მაგრამ ლამზირასთან ამ სახელის შედარებამ აღმაშფოთა და დამაპოსტინა ამ თემაში,სად გვანცა და სად ლამზირაdrug.gif

biggrin.gif

Posted by: Solveig 17 Oct 2011, 03:24
pravinia
QUOTE
სოფელში ერქვა ერთ გოგოს "სევდა",

შენ ეტყობა, იურისტი არ ხარ, თორემ სევდია და ნიბლია უგრეხელიძეები როგორ არ გეყოლებოდა გაგონილი smile.gif


narkozeli
QUOTE
შეიძლება არ გიყვარდეს ეს სახელი,მაგრამ ლამზირასთან ამ სახელის შედარებამ აღმაშფოთა და დამაპოსტინა ამ თემაში,სად გვანცა და სად ლამზირა

არადა, ლამზირა სვანურად "სალოცავს" ნიშნავს smile.gif

ლამარა (ლამარია) კიდევ, წმინდა მარიამია სვანურად smile.gif

Posted by: agr_bak 17 Oct 2011, 04:23
Solveig
QUOTE
სევდია და ნიბლია უგრეხელიძეები


არც ჯონდი და ალკაზარ ბაღათურიებია ნაკლები smile.gif

Posted by: Solveig 17 Oct 2011, 06:56
agr_bak
QUOTE
ალკაზარ ბაღათურიებია

მოიცა, ჯონდის ძმას ალკაზარი ჰქვია? biggrin.gif biggrin.gif

წყაააალი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: anakatrin 17 Oct 2011, 10:18
burkina-faso
QUOTE
მე 1 ხუანი და ბევრი მონიკა ვიცი სერიალების მერე

ეს ალბათ ხუმრობ?თუ მართლა tongue.gif
Neno_
QUOTE
და გვანცას დასაწუნი რა აქვს, გადავირიე

+1000000000000000000000
მომწონს მეც ძალიან smile.gif
QUOTE
დაიჯერებთ რომ გითხრათ ზუსტად 5 ადამიანს ვიცნობ ვინც აფანატებს ამ სახელზე და 2-მა მათგანმა გვანცა დაარქვია უკვე შვილს)) 5-ვე მამრობითი სქესის წარმომადგენელია))

ჩემს მეუღლეს უნდოდა ჩემი გოგოსთვის გვანცას დარქმევა,მეც უზომოდ მიყვარს ეს სახელი,მაგრამ ჩემმა ბიჭმა თავი გაიგიჟა,თქვენ რაც უნდა დაუძახოთ პატარას მე მაინც ანას დავუძახებო და გაჩნდა პატარა ანა love.gif

Posted by: nino_ninuciii 17 Oct 2011, 10:29
QUOTE
მე 1 ხუანი და ბევრი მონიკა ვიცი სერიალების მერე

ძროხებს არქმევდნენ ხოლმე ჩემ სოფელში
მონიკა იყო ნამეტნავად პოპულარული givi.gif
Solveig
QUOTE
ომკალით და არ მესმის უცხოური კინოს, წიგნების პერსონაჟების სახელების დარქმევა...ადრე იცოდნენ ეგ...მაგრამ ალაგ-ალაგ დღემდე შემორჩა.

biggrin.gif
ბებიაჩემს წაუკითხია რობიზონ კრუზო ორსულად ყოფილა ბიძაჩემზე
გადაწყვიტა რო არქმევდა ამ სახელს
მოკლედ დაავალა ამ ბებიაჩემმა მშობიარობის მერე რომ ეს უნდა დაერქმია წავიდა ეს კაციც
მთელი გზა იმეორა თურმე სახელი მარა მერე პატარა გუბეზე გადახტა და დაავიწყდა biggrin.gif
ვერაფრით ვეღარ გაიხსენა იქ მისულმა ჩამოუთვალა იმ ქალმა თურმე რა სახელებიც იცოდა მარა არცერთი არ იყო ბოლოს დაარქვა გურამი biggrin.gif
გაიგიჟა ბებიაჩემმა თავი მარა რას იზამდა
სახლშიც და ყველგან ყველა რობოს ეძახდა მაინცsmile.gif
წიგნების კიტხვა კი უყვარდა ბიძაჩემსgivi.gif

Posted by: mariamiani 17 Oct 2011, 11:16
narkozeli
Neno_
მე არ მითქვია გავნცა ცუდი სახელიათქო, მე არ მომწონსთქო...მაინცდამაინც რაც სხვას მოწონს ის უდნა მოწონდეს? ადამიანი თავის შვისლ რა სახელსაც არქმევს ესეიგი მას მოწონს, უბრლოლდ მე ვარქმევ იმას რაც მე მომქონს და არა იმას რაც სხვას მოწონს ჩემ შვილზე....

ნინო მქვია და არც ეს სახელი მხიბლავდა ერთი პერიოდი,მაგრამ მაყვალას და ინდირას მირჩევნია....

პ.ს. ვერ გავიგე ფორუმი საკუთარი აზრის დაფიქსირების ადგილია თუ სხვისი აზრებზე გამოკიდებისsmile.gif

ბევრი გვანცა მყავს მეგობარი, მარგამ..... ანდა რას ვიმართლებ ერთი თავს))) ვისაც არ გოგწონთ გაიარეთ

Posted by: ნინიანა 17 Oct 2011, 12:31
blblbl
QUOTE
შენ გულები და დემნას კიტხე აბა თუ მოეწონებოდა თარაში რომ ერქვას

დათო სასტიკ უარზე იყო, თორემ მე მომწონს ონისე, ჯარჯი, თარაში, თორღვა.
როდისმე მეორე ბიჭიც თუ მეყოლა ონისე უნდა დავარქვა love.gif

Posted by: agr_bak 17 Oct 2011, 12:34
Solveig
QUOTE
მოიცა, ჯონდის ძმას ალკაზარი ჰქვია?

რა გაიკვირვე შE ქალო, სადაც ერთ შვილს ჯონდი დაარქვეს იქ ალკაზარი გაუჭIრდებოდა თუ ? givi.gif

Posted by: pravinia 17 Oct 2011, 12:35
Solveig

QUOTE
სევდია და ნიბლია უგრეხელიძეები


biggrin.gif :სხვასრასდავცინითავადსახელგადავლილისმაილი: givi.gif

კინოფილმებისა და რომანების გრმირების სახელების დარქმევას გამოვეხმაურები: სოფელში იყო მრავალშვილიანი ოჯახი, 14 შვილი ჰყავდათ, მათ შორის ვისი სახელებიც დამამახსოვრდა: რაჯი, ზიტა, გიტა, კიდე ერქვათ რაღაც ინდური ფილმებიდან, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე smile.gif

Posted by: xatika 17 Oct 2011, 12:40
მე მეორე კაცუნა თუ მეყოლება დანიელი უნდა დავარქვა . love.gif აი გოგოზე არ ვიცი რა ვქნა

Posted by: კორდელია 17 Oct 2011, 12:42
მოვა დრო და დაბრუნდებიან
ლამარა, ნაზიბროლა, მელანო, ციცო, მაყვალა, ციალა, მალინა, ვარდიშა, ლიმო, ლუიზა, მადონა, მზექალა, ....
ოლეგი, როსტევანი, ტარიელი, გურამი, მამია, ვეფხია, ყარამანი.....





ნინიანა
შენ მაინც რა დაგემართა, რაის თარღვა და თორღვა გოგო! biggrin.gif

Posted by: ნინიანა 17 Oct 2011, 12:45
კორდელია
biggrin.gif არადა რა კაცური სახელებია ,
ნუ მე ცოტა გამიჭირდებოდა ოჯახის წევრისათვის, მაგრამ ძალიან მომწონს

Posted by: khatia88 17 Oct 2011, 14:32
ნინიანა
შენ ახლა მთიულური სისხლი აგიშრიალდა გენაცვალე და მაგიტომ გიყვარს ეგ სახელები 2kiss.gif

Posted by: ნინიანა 17 Oct 2011, 14:41
khatia88
lol.gif lol.gif

2kiss.gif

Posted by: gvants 17 Oct 2011, 15:29
mariamiani
მოწონებაზე არ დაუწერიათ, უბრალოდ, იამზე და გულთამზე ფონზე რომ ეწერა , ეს გაგვიკვირდა.
როგორც მაყვადა და ინდირა განსხვავდება ნინოსგან, ეგრეა ეგენიც.

---------

Posted by: Coffee_and_Cigarettes 19 Oct 2011, 17:51
ნინოს, მარიამს, დათოს და გიორგის რომ არ დავარქმევ ეს ვიცი biggrin.gif

საბა მომწონს love.gif აი გოგოს სახელები ცოტა რთულია... ლიკა მომწონს ამჟამად, ქეთაც mo.gif რა აარჩევს...

თათულიც ძაან მომწონს მარა ჩემ დას ქვია და biggrin.gif

Posted by: კორდელია 20 Oct 2011, 10:29
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
ნინოს, მარიამს, დათოს და გიორგის რომ არ დავარქმევ ეს ვიცი

რატომ?

მოდიდან გადავიდა თუ ისეა უშნო სახელები? chups.gif




დავითი, გიორგი, ირაკლი, თორნიკე, ცოტნე <3
მარიამი, ნინო, რუსუდანი, თამარი, ქეთევანი, თინათინი <3



Posted by: taplika 20 Oct 2011, 12:42
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
თათულიც ძაან მომწონს

ჩემს გოგოს ერქმევა თათული 10 დღეში smile.gif

Posted by: bachi1975 20 Oct 2011, 12:48
მთელი ორსულობა ვფიქრობდი რომ დემეტრეს ვაჩენდი, მერე მთელი გიორგობა ვაჩენდი და ამიტომ დავარქვი "მოდიდან გადასული" გიორგი wink.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 17:20
კორდელია

QUOTE
რატომ?


ყოველ მეორეს ეგ ქვია, არ მინდა შვილს რომ დავუძახებ ოცმა ბავშვმა მოიხედოს, თან არ მომწონს


taplika
QUOTE
ჩემს გოგოს ერქმევა თათული 10 დღეში

up.gif

Posted by: Voila 20 Oct 2011, 17:30
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
ყოველ მეორეს ეგ ქვია, არ მინდა შვილს რომ დავუძახებ ოცმა ბავშვმა მოიხედოს, თან არ მომწონს

ყოველ მეორეს სწორედაც რომ აღარ ჰქვია მარიამი და დავითი biggrin.gif
ჩემი შვილის გარდა ჩემ გარშემო არავის შვილს არ ჰქვია ამჟამად, მისი ასაკისას.
მარიამიც აღარაა ისე ხშირი...

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 17:35
Voila

QUOTE
ყოველ მეორეს სწორედაც რომ აღარ ჰქვია მარიამი და დავითი


მაინც ძალიან ბევრს ქვია და გაცვეთილი სახელია

აი ანასტასიაც უკვე ყელშია რა biggrin.gif


Posted by: tlikina 20 Oct 2011, 18:24
Coffee_and_Cigarettes
რაც კარგი სახელია ბევრს ქვია და აბა ეგრე ვერაფერს დაარქმევ ბავშვს smile.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 19:04
tlikina

QUOTE
რაც კარგი სახელია


ვისთვის როგორ


* * *
151 239 ადამიანს ქვია გიორგი

7026 ქვია საბა

150ათასს და 7ათასს შორის ძაააააან დიდი განსხვავებაა biggrin.gif თან საბა ბევრად კარგი სახელია იმჰო

გიორგი რო გქვია უკვე მასა ხარ givi.gif გიორგების მშობლები არ მომცვივდეთ ეხლა biggrin.gif

იგივე გოგოებზეც

4 944-ს ქვია ლიკა
95 746-ს ნინო

Posted by: gvants 20 Oct 2011, 19:11
QUOTE
გიორგი რო გქვია უკვე მასა ხარ

vis.gif

არა გიორგის მშობელი

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 19:14
gvants

არაა საჭირო ეს სმაილები რა user posted image

მითუმეტეს იუმორით დაწერილზე

Posted by: gvants 20 Oct 2011, 19:15
Coffee_and_Cigarettes
მოდი, თავად გადავწყვეტ, რა სად დავწერო.

ისე, თუ საიდუმლო არაა, შენ რა გქვია?

Posted by: arazam 20 Oct 2011, 19:17
Coffee_and_Cigarettes
3 წლისას რო დაუძახებ შენ შვილს გიორგის გამოგხედავს 10 ბავშვი ერთად , 12 წლისას რო დაუძახებ საბას, გამოგხედავს 15 ბავშვი biggrin.gif
მაშინ პერიოდულად უცვალე სახელები შენ შვილს biggrin.gif

Posted by: tlikina 20 Oct 2011, 19:17
Coffee_and_Cigarettes

არვიცი რა პასუხი გაგცე, ჩემს შვილს გიორგი არ ქვია, სანდრო ქვია, ალბათ ეს სახელიც ძალიან ბევრს ქვია და საერთოდ არ ვთვლი რომ მასაა,
ისე საბას რომ დაარქმევ შეიძლება 2 წელიწადში შენი შვილიც მასა გახდეს wink.gif გაითვალისწინე და რამე ისეთი დაარქვი, არავის რომ თავში აზრდ არ მოუვა დარქმევა

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 19:17
gvants

სასაცილოა ეგეთ რამეზე გაბუტვები პროსტა biggrin.gif საბავშვო ბაღში ვართ? smile.gif


QUOTE
ისე, თუ საიდუმლო არაა, შენ რა გქვია?


givi.gif მაკინე


სალომე chups.gif მოგწონს?

arazam

QUOTE
მაშინ პერიოდულად უცვალე სახელები შენ შვილს


არა იყოს, 150000-მდე არ ავა დარწმუნებული ვარ biggrin.gif თუმცა არც საბა მაქვს გადაწყვეტილი, ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე

tlikina

QUOTE
ისე საბას რომ დაარქმევ შეიძლება 2 წელიწადში შენი შვილიც მასა გახდეს  გაითვალისწინე და რამე ისეთი დაარქვი, არავის რომ თავში აზრდ არ მოუვა დარქმევა


იხილე ზედა წინადადება biggrin.gif

Posted by: gvants 20 Oct 2011, 19:21
Coffee_and_Cigarettes
არ გავბუტულვარ, რეაქცია გამოვხატე შენს მიდგომასტან დაკავშირებით.

სალომეს რაც შეეხება, ძალიან მომწონს.


მაგრად შემოდის ახლა სახელები საბა და ლუკა, არ უნდა დამერქმია?!

მომწონს და დავარქვი chups.gif

მანამდე გიორგი იყო, შემდეგ სანდრო და ნიკოლოზი.

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 19:23
gvants

QUOTE
არ გავბუტულვარ, რეაქცია გამოვხატე შენს მიდგომასტან დაკავშირებით.


კაი.

QUOTE
სალომეს რაც შეეხება, ძალიან მომწონს.


გმადლობთ

QUOTE
მაგრად შემოდის ახლა სახელები საბა და ლუკა


ათი წლის წინ მახსოვს ბევრი არქმევდა, ეხლა არ ვიცი, უფრო ნიკოლოზს არქმევენ


* * *
აი სტატისტიკაც


1 გიორგი 151158
2 დავითი 77636
3 ზურაბი 46784
4 ლევანი 39391
5 ალექსანდრე 33374
6 ირაკლი 30709
7 მიხეილი 28151
8 თამაზი 27877
9 ნიკოლოზი 25915
10 ავთანდილი 24846
11 ნოდარი 24068
12 გურამი 23348
13 გოჩა 22247
14 მამუკა 21731
15 თეიმურაზი 21480
16 ზაზა 20956
17 ლაშა 20534
18 გივი 20531
19 ოთარი 20225
20 მერაბი 19819

1 ნინო 95102
2 თამარი 74464
3 მარიამი 57893
4 მაია 46103
5 ნანა 40244
6 ქეთევანი 38631
7 ნათელა 34909
8 მანანა 34494
9 ნათია 33626
10 ანა 32682
11 ეთერი 31858
12 მარინე 26605
13 მარინა 25618
14 ხათუნა 25492
15 ლიანა 24316
16 ლალი 24148
17 ლია 23838
18 ეკატერინე 23556
19 მზია 23468
20 ირმა 20159

Posted by: tlikina 20 Oct 2011, 19:31
Coffee_and_Cigarettes
ბიჭს მერაბი გოგოს ირმა biggrin.gif

Posted by: Annabel 20 Oct 2011, 19:31
Coffee_and_Cigarettes
ჩემი შვილის ჯგუფში 6 საბაა და არც ერთი გიორგი biggrin.gif
აღარ არის გიორგი ისეთი აქტუალური, როგორიც წლების წინ იყო, თუმცა ძალიან მომწონს.
ჩემს ძმას რომ არ ერქვას, ნიკას მაგივრად გიორგი მეყოლებოდა.


QUOTE
სალომემოგწონს?

მე მომწონს ძალიან
:სალომესდედა: biggrin.gif




gvants
მე გვანცა მომწონს კიდევ ძალიან, დამერქმია მინდოდა მაგრამ ვერ შევუფერე სხვა სახელი, რომ დების სახელები ერთმანეთს მოხდომოდა, ამიტომ დავრჩი გვანცას გარეშე biggrin.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 19:31
tlikina

QUOTE
ბიჭს მერაბი გოგოს ირმა


რატო სახელები დაილია? biggrin.gif

რაც მაგს აიტზე ვიღადავე ადრე, ისეთი სახელები ვიპოვე...........

Annabel

QUOTE
ჩემი შვილის ჯგუფში 6 საბაა და არც ერთი გიორგი


eek.gif biggrin.gif კაი სხვას მოვიფიქრებ biggrin.gif

QUOTE
მე მომწონს ძალიან


chups.gif


ფემისტოკლე და კეკლუცა არ მოგწონთ? lol.gif


ქეთა 37

ვაა გამიკვირდა up.gif

Posted by: gvants 20 Oct 2011, 19:38
Coffee_and_Cigarettes
როდინდელი სტატისტიკაა? ლუკა და საბა რომ ვერ მოხვდა. სად ნახე?
Annabel
მშვენიერი სახელები ჰქვიათ შენს გოგოებს smile.gif

ისე, გვანცა და ნუცა მომწონს ერთმანეთთან.

Posted by: tlikina 20 Oct 2011, 19:39
Annabel
მეოთხე გოგო კიდევ და გვანცაც გეყოლებაა smile.gif მე ელენე მომწონს, ძალიაან


Coffee_and_Cigarettes
არა შენ მოცემულ სიაში ყვლაზე ბოლო ადგილებზეა smile.gif))

Posted by: Coffee_and_Cigarettes 20 Oct 2011, 19:40
gvants

http://www.cra.gov.ge/index.php?sec_id=75&lang_id=GEO

სულ ახალი იქნება, იმიტო რომ ყოველ წელს აახლებენ

tlikina

QUOTE
არა შენ მოცემულ სიაში ყვლაზე ბოლო ადგილებზეა


ეგ ოცეულია მერე

Posted by: gvants 20 Oct 2011, 19:43
Coffee_and_Cigarettes
ხო, ახალი იქნება. გამიკვირდა მართლა.
ისე, ჩემს გარშემო, უმეტესად ნიკოლოზები, სანდროები, ლუკები და საბები იბადებიან ახლა.

მამენტ ეგ საერთო მდგომარეობა იქნება, საიმტერესოა, 2011ში დაბადებულთა სტატისტიკა.

Posted by: Neno_ 20 Oct 2011, 21:27
QUOTE
არა გიორგის მშობელი

+1 vis.gif

გიორგი ძალიან მომწონს, ჯორჯ ფრომ ჯორჯა love.gif
:პოტენციური გიორგის დედა:

Coffee_and_Cigarettes
QUOTE
გივე გოგოებზეც

4 944-ს ქვია ლიკა
95 746-ს ნინო

რახან ასე დაოსტატებულხარ სტატისტიკაში, იქნებ ასაკობრივი ჯგუფებითაც დაგვიყო ეს სახელები? chups.gif


Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 11:40
Neno_

QUOTE
რახან ასე დაოსტატებულხარ სტატისტიკაში, იქნებ ასაკობრივი ჯგუფებითაც დაგვიყო ეს სახელები?


დაოსტატება არაა საჭირო, გუგლი არსებობს ესეთი საიტი drug.gif

დაყოფას რაც შეეხება, მაგას რეესტრში ყოფენ, მე არა no.gif

Posted by: კორდელია 21 Oct 2011, 11:48
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
ყოველ მეორეს ეგ ქვია, არ მინდა შვილს რომ დავუძახებ ოცმა ბავშვმა მოიხედოს, თან არ მომწონს

კარგი.
QUOTE
თან საბა ბევრად კარგი სახელია იმჰო

კი.



ისე ასაკობრივადაც რომ იყოს დაყოფილი კარგია, ნენოს ვეთანხმები.
მაგ: ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენი ნიკოლოზი და ალექსანდრეა და რამდენი გიორგი და თორნიკე.

გოჩა 22247
ავთანდილი 24846

უი გოჩა და ავთოც, კაი ბლომად ყოფილან, მაგრამ ამ 22 და 24 ათასიდან 97% მამაჩემის თაობაა.



OFFTOPIC:

პ.ს ჩემი დემეკონი <3


Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 11:52
ჩემს ქმარს რო ვეკითხები ბიჭს რა უნდა დაარქვა თქო, რათქმაუნდა გიორგიო lol.gif


OFFTOPIC:
წერილები: 1818 bis.gif


Posted by: _siyvarulovna_ 21 Oct 2011, 12:05
Coffee_and_Cigarettes


და მართლა არ მესმის რა არის ამ გიორგიშI ეეთი ცუდი?

ყველანაირი სახელი შეიძლება გახდეს მასა smile.gif საბაც, ერეკლეც და დემეტრეც, ჩემ შვილს სახელს რომ ვარქმევდი ერთი ორი ბავშვი8 თU იყო მაგ სახელით ფორუმზე, ეხლა ყოველ მეორეს ეგ ქვია, რა ვნა წავიდე სახელი გადავარქვა?
არ გადავარქმევ იმიტომ რომ ეს მისი სახელია უხდება და რაც მთავარია მოგვწონს ყველას, და დარწმუნებული ვარ მასაც მოეწონება!!!

ისე თუ არ გინდათ " მასაში " გაერიოთ ...
დაარქვი მაგალიAთად. ხუანი და დამიჯერე საქართველოში მასად არასდროს არ იქცევა ეს სახელი, ზატო უცხოეთში წასვლისას არ გაუჭირდებათ მისი სახელის წარმოთქმა smile.gif

ალექსანდრეს დედაკო <3 biggrin.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 12:09
_siyvarulovna_

QUOTE
და მართლა არ მესმის რა არის ამ გიორგიშI ეეთი ცუდი?


help.gif help.gif help.gif help.gif help.gif

QUOTE
ყველანაირი სახელი შეიძლება გახდეს მასა


გიორგიმდე მაინც ვერცერთი მივა biggrin.gif

ვისაც რა უნდა ის დაარქვას რა, თუ უნდათ ოჯახში 4 გიორგი ყავდეთ, ფაქტია რო ყველაზე გავრცელებულიააააა და შემეშვით რააა

QUOTE
დაარქვი მაგალიAთად


აი ამას მე გადავწყვეტ


სვანები ხომ არ ხართ ისე? givi.gif

გავრცელებულია თქო და რატოა გავრცელებულიო biggrin.gif

Posted by: ninuwki 21 Oct 2011, 12:10
მე პირადად სულ არ მანაღვლებს სხვებს რა ქვია biggrin.gif მე რაც მომწონს იმას დავარქმევ და აი დარდები სხვის ბავშვს რა ქვია biggrin.gif

Posted by: pravinia 21 Oct 2011, 12:22
ე.ი. რას გადამეკიდა ეს ხალხი ამ თემაში ჰათ? biggrin.gif
ჯერ გვანცა და ლამზირა გაათანაბრეს, მერე ახლა სვანებს მოგვდგნენ, რა გინდათ რა?! givi.gif


ისე რა სასაცილოა ეს კამათი სახელების "ავკარგიანობაზე"
ყველას თავისი "წიკი" აქვს სახელის არჩევისას და ვდავობთ ვისი "წიკი უფრო ფაიზაღია?"

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 12:24
pravinia

QUOTE
ახლა სვანებს მოგვდგნენ, რა გინდათ რა?!


lol.gif

QUOTE
ყველას თავისი "წიკი" აქვს სახელის არჩევისას და ვდავობთ ვისი "წიკი უფრო ფაიზაღია?"


აი შეგნებული სვანი biggrin.gif

აზრის გამოთქმა არ შეიძლება ამ თემაში no.gif

საერთოდ რისთვისაა ეს თემა აბა? მაშინ დაიხუროს, ყოველთვის დაწერს ვიღაც, მე ეს სახელი არ მომწონს , მე ის, უნდა მივარდე და ეჩხუბო რატო არ მოგწონსო? biggrin.gif მდა...

Posted by: bachi1975 21 Oct 2011, 12:26
pravinia
QUOTE
ყველას თავისი "წიკი" აქვს სახელის არჩევისას და ვდავობთ ვისი "წიკი უფრო ფაიზაღია?"

აი მე ისე ღიმილით ვკითხულობ ამ ბოლო პოსტებს ვითომ მე გიორგის დედა არ ვიყო lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ტაბუ 21 Oct 2011, 12:28
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
ფაქტია რო ყველაზე გავრცელებულიააააა და შემეშვით რააა
კი, ჩვენს თაობაში. ასევე დავითი. გოგოებში ნინო, თამარი.
ასე 10-15 წლისანი ვინც არიან, მათ თაობაში ლუკა და საბა ბიჭებში, მარიამი გოგოებში.
ახლანდელ პატარებში ბიჭები: ალექსანდრე და ნიკოლოზი, გოგოები: ანასტასია.

ამიტომ ასაკობრივად დაყოფა რომ შემოგთავაზეს, ძალიან სწორი იყო.
ამ განცხადებას:
QUOTE
გიორგი რო გქვია უკვე მასა ხარ
სტატისტიკაში "არასწორი შერჩევა" ჰქვია.

QUOTE
QUOTE
მაგრად შემოდის ახლა სახელები საბა და ლუკა

ათი წლის წინ მახსოვს ბევრი არქმევდა, ეხლა არ ვიცი, უფრო ნიკოლოზს არქმევენ
ამაში გეთანხმები.


პ.ს.
QUOTE
სვანები ხომ არ ხართ ისე?
მე ვარ სვანი. Any problem?
პ.პ.ს. მე ნინო მქვია, მუღლეს გიორგი. მასა ვართ, რა! biggrin.gif

Posted by: bachi1975 21 Oct 2011, 12:29
ამ ბოლო პოსტების მიხედვით მე მაგარი გალანძღული ვარ აშკარად biggrin.gif მე თვითონ თამარი ვარ, შვილი გიორგი მყავს თანაც ირაკლის ძე, baby.gif

Posted by: tamusinka 21 Oct 2011, 12:31
ანასტასია მომწონს ძალიან, მაგრამ რაღაც მართლა ძალიაბ ბევრს ქვია უკვე გარშემო და ერთ სასტავში 10 ანასტასია ცოტა უხერხულია, მსუბუქად რომ ვთქვათ smile.gif ბიჭებიდან ანდრია მომწონს ამ ბოლო დროს, თუმცა ანდრიაც მომრავლდა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ოცეულში არ ჩანს smile.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 12:31
givi.gif ამ სმაილის მნიშვნელობა იცის ვინმემ?

ვაიმეეე ხალხოო, კარგია რო მეტი პრობლემა არ გაქვთ user posted image

ფორუმზე რო შევიდე და ჩემი შვილის სახელის ღირსება დავიცვა ბოროტი ფორუმელებისგან lol.gif


Posted by: bachi1975 21 Oct 2011, 12:36
ტაბუ
QUOTE
მე ნინო მქვია, მუღლეს გიორგი. მასა ვართ, რა!

ჩემნაირო

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 12:38
კარგით ხალხნო რას შედექით ამ გოგოს. რა დაწერა ახლა ისეთი? გიორგი ძალიან ბევრს ჰქვია და არ დავარქმევ ამ სახელს ჩემ შვილსო.
ჩემ ქმარს ჰქვიო გიორგი და ძალიანაც მომწონს, მაგრამ რომც არ რქმეოდა არც მე დავარქმევდი ჩემ შვილს.

Posted by: Annabel 21 Oct 2011, 12:38
tamusinka
QUOTE
სტატისტიკის ოცეულში არ ჩანს

ეგ სტატისტიკა, მგონი, ვერ არის მაინცდამაინც სწორი.
ჩემი შვილების სახელები, როგორც იტყვიან "მოდაშია", მაგრამ არც ერთი მოხვდა იცეულში.

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 12:40
QUOTE (khatia88 @ 21 Oct 2011, 12:38 )
კარგით ხალხნო რას შედექით ამ გოგოს. რა დაწერა ახლა ისეთი? გიორგი ძალიან ბევრს ჰქვია და არ დავარქმევ ამ სახელს ჩემ შვილსო.
ჩემ ქმარს ჰქვიო გიორგი და ძალიანაც მომწონს, მაგრამ რომც არ რქმეოდა არც მე დავარქმევდი ჩემ შვილს.

ასეთებზე უნდა იღადაო yes.gif მეც რო მეტი საქმე არ მაქ და ვუხსნი რააა




------------------------------

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 12:47
Coffee_and_Cigarettes
ღადაობით არ უნდა იღადაო, მაგრამ ყველანაირი უფლება გაქვს რაღაც სახელი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს.

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 12:48
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
დაყოფას რაც შეეხება, მაგას რეესტრში ყოფენ, მე არა 

მერე პატალა არასპორტულებიანო გოგო, ინტერპრეტაცია სხვადასხვა რომ აქვს 1 საუკუნის სტატისტიკას და თუნდაც 2011 წელს დაბადებულთა სტატისტიკას თუ ხვდები? biggrin.gif დორბლიანი სმაილი უნდა დამედო, მარა კაი biggrin.gif

ზოგის არამასოვკას სხვების სპორტულებიანი გიორგი ჩაუხევს თავიდან ბოლომდე, აი ამაზე იფიქრე ცოტაც, თუ როგორ გავზარდოთ ბალღი არამასოვკად, თუ რაღაი სახელი ერქმევა "სხვანარი" უკვე არამასოვკაა, დედა ენათალოს biggrin.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 12:52
Neno_

QUOTE
მერე პატალა არასპორტულებიანო გოგო,


მომისმინე აქ, ტონი შეარჩიე რო ლაპარაკობ იდიოტკა yes.gif

გადაიჯვეს თავზე

ვერ მოირჩინეს ადრე ამწვარი ერთი ადგილი biggrin.gif

პროვოკაციაზე ვორნი არაა აქ?

agr_bak

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 12:52
Neno_
ნენო მუცუკები და ქმარუკები დაგავიწყდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 12:54
ტაბუ
QUOTE
პ.პ.ს. მე ნინო მქვია, მუღლეს გიორგი. მასა ვართ, რა!


ვაიმე, ეს ეხლა ვნახე lol.gif

up.gif

Coffee_and_Cigarettes
down1.gif

QUOTE
ვერ მოირჩინეს ადრე ამწვარი ერთი ადგილი

სპორტულებიან ადგილს გულისხმობ? lol.gif

და პროვოკაცია რა იყო, პატალა გოგო თუ სპორტულები? biggrin.gif

და უზრდელობა კი იყო შენს პოსტში და წესით შენ უნდა დაივორნო, თან მანამდე იყო თუ იყო პროვოკაცია, მასოვკა რომ უწოდე გიორგუნებს biggrin.gif

უფრო ლამაზად შეიძლება თქვა, რომ სახელი ძალიან გავრცელებულია.. მაგას მოჰყვა ეს დავიდარაბა, ასე, რომ მოეშვი და ისიამოვნე, ჩემსავით biggrin.gif

Posted by: ninuwki 21 Oct 2011, 12:56
კარგით რა ......... rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 12:58
Neno_

QUOTE
სპორტულებიან ადგილს გულისხმობ?


ხო ჩასაბან-ჩასაპარსს ,

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 13:03
QUOTE
ხო ჩასაბან-ჩასაპარსს ,

აუ, მოდი კიდე გავაღიზიანოთ და მარგალიტები ვათქმევინოთ, ცოტა გავმხიარულდეთ lol.gif

ეე მოვიდა მოდერი და ჩაგვიშალა ფესტივალი sad.gif

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 13:04
Neno_
რაღაც გამომრჩა მე აშკარად ხო? ./ biggrin.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 13:05
Neno_

წადი თავი მოიკალი, ნევროზი გაქ გაქანებული biggrin.gif ფორუმზე ბოღმის ნთხევა ვერ გიშველის ოღონდ no.gif

მინდა ვიყო სწერვა და ძერსკი გოგოოოო drug.gif

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:09
QUOTE
ვორნი არაა აქ?

კი არის

ინებეთ yes.gif




20% თანაფორუმელის შწურაცხყოფისთვის

განმეორების შEმთხვევაში ბანებიც გვაქვს yes.gif

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 13:10
khatia88
QUOTE
რაღაც გამომრჩა მე აშკარად ხო? ./

სერიოზული თან biggrin.gif

მეც გამოვტოვესავით, მარა მერე ახალი თემა რომ გახსნა, იქიდანაც ამოკრეფადი იყო სიბრძნეები biggrin.gif

აქ მაგარი იღადავეს გოგოებმა არადა biggrin.gif ეეჰ უდროო დროს წავედი მაშინ, მარა ხო გეუბნებით, არც ეხლაა გვიანი

მეტა: infinity-infinity - სადა ხარ ადამიანო? ჩირგვშI ხო არ იმალები? biggrin.gif

Posted by: Lollipop 21 Oct 2011, 13:10
მეც არ მომწონს გავრცელებული სახელები და რა ვქნა. biggrin.gif ბიჭი თუ იქნება ანდრია მომწონს ძალიან, იოანე, ალექსანდრე (ჩემ ქმარს რომ არ ერქვას დავარქმევდი) tongue.gif გოგოებიდან ალექსანდრა, ვალენტინა. biggrin.gif ვალენტინაზე გაგიჟდა ლამის დედამთილი და ჯერ-ჯერობით ალექსანდრაზე შევჩერდით. ისე ანდრეა გოგოზე არ წავა? biggrin.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 13:10
agr_bak

პროვოკაციული პოსტები არ ითვლებაა? smile.gif

ნუ დაქალუშკებს როგორ აწყენინებთ user posted image

პ.ს. ისე ბიჭებმა უფრო მეტი იღადავეს ზოგზოგიერთებზე

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:14
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
ნუ დაქალუშკებს როგორ აწყენინებთ

რომელ დაქალუშკებს შვილო. რაღAც ძალიან აზარტში შეხვედი შენ და გირჩევ ცოტა ხნით გამორთო ფორუმი და ნერვები დაიწყნარო

არანაირი პროვოკაცია აქ არ ყოფილა, და თუ იყო ისევ შენი აგრესიული და დამცინავი ტონი იყო

იუმორზე რამდენი მწყრალადაა ამის გამო მთელ ფორუმს ვერ გადავვორნი

ასე რომ დამშვიდდი. ნუ მიანიჭEბს ასეთ სერიოზულ მნიშვნელობას ამ ყველაფერს. no.gif
* * *

Coffee_and_Cigarettes
QUOTE
პ.ს. ისე ბიჭებმა უფრო მეტი იღადავეს ზოგზოგიერთებზე

შენ არ გიღადავიაno.gif
შენ იუზრდელე. და ეს ფორუმზე ისჯება

Posted by: bachi1975 21 Oct 2011, 13:17
მეორე შვილს თუ გავაჩენ ანზორის დავარქმევ, მარტო ჩემ შვილს ერქმევა და თან მამათილს გაუხარდება, გოგოს მადონაააააააააააააააა დედამთილმა რა დააშავა
wink.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 13:17
agr_bak

აბა რა, ასეთი კატეგორიის ხალხს ნამდვილად ვერ მივანიჭებ მნიშვნელობას...

ბოღმა და შეუგნებელ ხალხს ვერ ვიტან, ეგ ვორნი კიდე მაგარი მკიდია

ჩემი იყო დამცინავი? და მაგის როგორი იყო რბილი? თუ არაადეკვატური და პროვოკაციული? დაგეწვათ ობიექტურობა....

ნერვები ძალიან დაწყნარებული მაქვს ზოგზოგიერთების უაზრო პოსტები რომ არ მეჩხირებოდნენ თვალში yes.gif


ისე შვილოთი რომ მომმართავ მინიმუმ 40 წლის ხარ ხო?

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:19
Lollipop
QUOTE
ისე ანდრეა გოგოზე არ წავა?

გოგოს სახელია და რატომ არ წავა?

ბიჭი- ანდრიაა yes.gif

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 13:20
Coffee_and_Cigarettes
და მინიმუმ 40 წლის რომ იყოს მაგით რა?>

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:21
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
მინიმუმ 40 წლის ხარ ხო?

მინიმუმ არა, ზუსტად.yes.gif

Posted by: Lollipop 21 Oct 2011, 13:22
agr_bak
ხო რავიცი აქ დაწერეს რომ 1 ბერძნული ფორმაა მეორე ქართულიო. biggrin.gif გოგოსაც ძაან მოუხდება მე მგონი.


ყველა სახელი ა-ზეა თან. მე ანი მქვია ჩემ ქმარს ალექსანდრე, ბავშვებს კიდე ანდრია და ალექსანდრა. biggrin.gif წავედი ოცნებებში.

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 13:23
khatia88

QUOTE
და მინიმუმ 40 წლის რომ იყოს მაგით რა?>


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


კარგი იყო , ძველი ბიჭების სასტავი პოსტავს

აი შენი საქმე არაა რატო ვკითხე

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 13:24
Coffee_and_Cigarettes
ჩემი საქმეა.



Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:25
Coffee_and_Cigarettes
ეეეჰ ცუდად ხარ ატეხილი აშკარად yes.gif
* * *
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
აი შენი საქმე არაა რატო ვკითხე

ამის საქმეა. 40 ის ხდება წელს და არ ესიამოვნა

Posted by: tlikina 21 Oct 2011, 13:28
ეს კაიფობს ეხლა ამდენი ხალხის ყურადღება რომ მიიქცია, იგნორი საუკეთესო სასუალებაა ჩემი აზრით smile.gif) დაისვენებს

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 13:29
QUOTE
ამის საქმეა. 40 ის ხდება წელს და არ ესიამოვნა

lol.gif


აი ხომ ვთქვი, მოაქ ნელ ნელა lol.gif


Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 13:31
tlikina

ვაიმე ვინმემ გამოგიწვიათ? biggrin.gif



Posted by: tlikina 21 Oct 2011, 13:34
Coffee_and_Cigarettes
დამშვიდიი ,შენ მდგომარეობასი არაა სასურველი smile.gif

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:35
Neno_
QUOTE
აი ხომ ვთქვი, მოაქ ნელ ნელა

yes.gif

ერთ შემთხევას ვერ დამისახელებთ ,რომ მე იუმორისთვი ან თუნდაც კოლეკქიური გაოფებისთვი ვინმე დამისჯია
მაგრამ ვერ ვიტან უზრდელობას და რა ვქნა ახლა ყველა თუ ობიექტიად არ ჩამთვვლის...... boli.gif

Posted by: Coffee_and_Cigarettes 21 Oct 2011, 13:37
tlikina

ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ მე და ჩემი პატარა smile.gif მადლობ რომ ზრუნავ ასე.


დაგტოვებთ ძერსკთა საზოგადოებას, ასე გააგრძელეთ pop.gif

agr_bak

გესლიანი გველური პოსტები არ მეხერხება ზოგიერთივით, არ ვარ დახვეწილი მაგ ამბავში, ამიტომაც მე მერგო ვორნი, შეგიძლია კიდე 5 დაამატო, მე აქ შემომსვლელი აღარ ვარ wink.gif

Posted by: sesililu 21 Oct 2011, 13:42
ორსულობისას ჰორმონები "თამაშობს" )))



Coffee_and_Cigarettes

აი,გიორგობას რომ დაიბადოს შენი შვილი მაინც არ დაარქმევ?))



//

ბიჭს გაბრიელი ან უტა უნდა დავარქვა.

Posted by: glamo 21 Oct 2011, 13:44
.აქ რაღაც არასწორად ეწერა biggrin.gif


-----------------------------------------

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 13:45
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
მე აქ შემომსვლელი აღარ ვარ 

გუდბაი მაი ლავ გუდბააააიიი cry.gif

agr_bak
QUOTE
ერთ შემთხევას ვერ დამისახელებთ ,რომ მე იუმორისთვი ან თუნდაც კოლეკქიური გაოფებისთვი ვინმე დამისჯია
მაგრამ ვერ ვიტან უზრდელობას და რა ვქნა ახლა ყველა თუ ობიექტიად არ ჩამთვვლის...... 

ხოდა, ძალიან კარგი, მე მართლა არაფერი დამიწერია ისეთი, პროსტა ჩემ სტილში ვქენი-მსუბუქი ღადაობით და ის სპორტულებიც მაგისი იდეა არ იყო? და რომც დამეწერა და დაგევორნე, რა ვქნა.. ერთხელ ხო უკვე დამვორნე ადრე aba.gif

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 13:45
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
გესლიანი გველური პოსტები არ მეხერხება

რაც გეხერხება იმისთვის მიიღე (წესების თანახმად) yes.gif

QUOTE
შეგიძლია კიდე 5 დაამატო,

ამას თავად გადავწყვეტ საჭიროების მიხედვით yes.gif

QUOTE
მე აქ შემომსვლელი აღარ ვარ

ეს კი შენი ნებაა .....
* * *
Neno_
QUOTE
ერთხელ ხო უკვე დამვორნე ადრე

biggrin.gif არა და მაშინ არ ვიყავი მინიმუმ 40 ის.

Posted by: glamo 21 Oct 2011, 13:48
ვუი ვუი გამომრჩენია რაღაცეები,მე მაპატიეთ, ნამეტანი შორს წასულა საქმე biggrin.gif გადაურბენიათ დაუკრეფავებში აქ drug.gif

Posted by: bachi1975 21 Oct 2011, 13:49
sesililu
QUOTE
ბიჭს გაბრიელი ან უტა უნდა დავარქვა.

შენ ისეთი შვილი გეყოლება მეორეც რომ რაც არ უნდა დაარქვა ყველა სახელი მომეწონება,
(ნატალიზე შეყვარებული)

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 13:54
agr_bak
QUOTE
არა და მაშინ არ ვიყავი მინიმუმ 40 ის.

ეეჰ, რა წიწკვები ვიყავით მაშინ biggrin.gif

კოფე&პაპიროსს კი არ ჩამოვუვარდებოდით, სულ ესეთი მოხუცები და კლიმაქსიანები კი არ დავიბადეთ cry.gif

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 14:01
Neno_
QUOTE
ეეჰ, რა წიწკვები ვიყავით მაშინ

აბააა რა დრო იყო, რა გოგოები ვიყავით
კბილებიც ჩემი მქონდა, სახსრებიც არ მტკიოდა და თვალიც მიჭრიდა ქორივით
ნწ ნწ ნწ გაფუჭდა ახალგაზრდობა user posted image

Posted by: Voila 21 Oct 2011, 14:03
Coffee_and_Cigarettes
დაარქვი ელეფთერი ბიჭს.
ეფროსინე გოგოს.
არც არავის ერქმევა, არც მასა იქნები...
დავითებს და მარიამებს ჩვენ დავარქმევთ smile.gif ნუ ჩვენ მასა ვართ, სად შეგვიძლია smile.gif


* * *
Coffee_and_Cigarettes
QUOTE
სალომემოგწონს?

მართლა?
და მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მომწონს ეს სახელი, სალომე რომ დღეს დიდი მასაა იცი? smile.gif

tlikina
QUOTE
სანდრო ქვია, ალბათ ეს სახელიც ძალიან ბევრს ქვია და საერთოდ არ ვთვლი რომ მასაა,

ერთი ალექსანდრეს მამამ მითხრა, რომ თურმე საქართველოში ეს სახელი ყველაზე მეტს ჰქვია. დავითსაც აჭარბებს, გიორგისაც და სხვა "მასებსაც" biggrin.gif
მაგრამ მე ისე მომწონს... მეორე შვილი თუ ბიჭი მეყოლება, ძალიან მინდა დავარქვა ალექსანდრე.
* * *
Neno_
QUOTE
გიორგი ძალიან მომწონს, ჯორჯ ფრომ ჯორჯა

უი სომხებს იმიტომ უყვართ არმენი?
არმენ ფრომ არმენია? biggrin.gif
მე ვიცნობდი ოჯახს, ძმას არმენი ერქვა, დას არმენა biggrin.gif

Posted by: tamusinka 21 Oct 2011, 14:58
რა ალიაქოთი ატყდა სულ არაფერზე.



-------------------------------------------------

Posted by: ტაბუ 21 Oct 2011, 15:40
Voila
QUOTE
არმენ ფრომ არმენია?
lol.gif

sesililu
QUOTE
შენ ისეთი შვილი გეყოლება მეორეც რომ რაც არ უნდა დაარქვა ყველა სახელი მომეწონება,
+1
(სესოსა და ბუტაზე შეყვარებული)

Neno_
QUOTE
QUOTE
პ.პ.ს. მე ნინო მქვია, მუღლეს გიორგი. მასა ვართ, რა!

ვაიმე, ეს ეხლა ვნახე
შენი მეუღლეც გიორგი ხომ არაა? smile.gif

bachi1975
გუშინ ვფიქროობდა - სანამ ბავშვი ვიყავი და უამრავი გიორგი და დავითი იყო გარშემო, არ მომწონდა ეს სახელები. სამაგიეროდ, ახლა შემიყვარდა ორივე ძალიან: ლამაზი, ქართული, ვაჟკაცური სახელებია love.gif
ერთი მეუღლეს ჰქვია და მეორე - მამას.
* * *
GHN-ზე მგონი ვიღაცამ ჩვენი დისკუსია წაიკითხა gigi.gif
http://ghn.ge/news-52853.html

Posted by: chixuaxua 21 Oct 2011, 16:03
ტაბუ
QUOTE
დავითი

love.gif გამსახურდიას აღმაშენებლის მერე განსაკუთრებით შემიყვარდა ეს სახელი
კნინობითი და შემოკლებული ფორმები ნაკლებად, უფრო დავითი love.gif

Posted by: ტაბუ 21 Oct 2011, 16:35
chixuaxua
QUOTE
კნინობითი და შემოკლებული ფორმები ნაკლებად, უფრო დავითი
მეც დავითი მომწონს smile.gif

Posted by: isida8 21 Oct 2011, 16:43
ჩემს შვილს ქვია გიორგი

გადავარქმევ და ჟორას დავარქმევ

drug.gif

Posted by: gvants 21 Oct 2011, 17:15
ტაბუ
QUOTE
GHN-ზე მგონი ვიღაცამ ჩვენი დისკუსია წაიკითხა 
http://ghn.ge/news-52853.html

up.gif biggrin.gif

უეჭველად.

Posted by: sophya 21 Oct 2011, 17:39
QUOTE
კნინობითი და შემოკლებული ფორმები ნაკლებად, უფრო დავითი

არასდროს დამიძახია არავისთვის "დათო" biggrin.gif დათვის ასოციაციას იწვევს ჩემში biggrin.gif მივმართავ როგორც დავითს, ზოგს გონია რომ ვეუფიციალურები, მაგრამ სხვანაირად მე მჭრის ყურს,

ამას წინათ ერთი ბავშვი ვნახე კესოსთან, ბაღში, ხარება ქვია. ისეთი საყვარელია, თითქოს სახელიც უხდებოდა biggrin.gif
და კიდევ დანიელი მომწონს love.gif

Posted by: gvants 21 Oct 2011, 17:41
sophya
QUOTE
და კიდევ დანიელი მომწონს

მხოლოდ მოწონება კმარა მერე?!
==============

ეკატერინემომწონს ამ ბოლო დროს, შეუმოკლებლად.

Posted by: glamo 21 Oct 2011, 17:46
საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: იანძი, კუსა, ლოტბერტი, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელა, რუსი, ცაცია, ჭიჭანტელა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.
ესენი კაიფობენ?
http://ghn.ge/news-52853.html biggrin.gif:D

Posted by: khatia88 21 Oct 2011, 17:48
GLAMOROUS
აი სულ ყველა სახელს მოვუძებნა ახსნა, მაგრამ შვილს მანიაკი რატომ უნდა დაარქვა აზრზე არ ვარ user.gif

Posted by: nino_ninuciii 21 Oct 2011, 17:52
ტაბუ
QUOTE
GHN-ზე მგონი ვიღაცამ ჩვენი დისკუსია წაიკითხა 
http://ghn.ge/news-52853.html

თვალს გვადევნებენ lol.gif
სტატიიდან
ავარჩIოთ და არ ვიქნებით მასა
საინტერესოა, ასევე, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელები: იანძი, კუსა, ლოტბერტი, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელა, რუსი, ცაცია, ჭიჭანტელა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.

Posted by: sophya 21 Oct 2011, 17:53
gvants
ჯერ რა დროს დანიელია, come on... user.gif

Posted by: tlikina 21 Oct 2011, 18:17
Voila

კივიცი რომ ბევრს ქვია მაგრამ ასეთი მასა თუ იყო არვიცოდი smile.gif მომწონს და რავქნა მეც smile.gif)




Posted by: chixuaxua 21 Oct 2011, 18:32
khatia88
QUOTE
შვილს მანიაკი რატომ უნდა დაარქვა აზრზე არ ვარ

მამალი? lol.gif

Posted by: anakatrin 21 Oct 2011, 18:40
ადრეც დავწერე და კიდევ განვმეორდები
ჩემს შვილებს ქვიათ ნიკა და ანა,სულ არ მაინტერესებს რამდენად ხშირი სახელებია,მიყვარს და დავარქვი.
გიორგი შეიძლება ყველა მეორე ბავშვს ქვია,მაგრამ ისეთია მოდიდან რომ არასოდეს გადავა.
ისე ფორუმზე თუ ერთმანეთის პატივისცემას ვისწავლით არ იქნება ურიგო,არ მგონია ვინმეს უფლება ჰქონდეს თანაფორუმელს შეურაცხყოფა მიაყენოს




Posted by: tamar1586 21 Oct 2011, 19:54
ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად ნინო გვქონდა არჩეული smile.gif
მართალია, ჩემს თაობაში ძალიან ბევრი ნინოა მაგრამ არა მგონია ჩემი შვილის თაობაშიც ამდენი იყოს. იგივე შეიძლება ითქვას გიორგიზე.

საბოლოოდ თინათინი ავირჩიეთ რადგან ქართული სახელია, მეორე გოგოს ალბათ გვანცას დავარქმევ, ძალიან მომწონს და თანაც ესეც ქართულია.
ბიჭი ალბათ ლაშა იქნება, ისევდაისევ პატრიოტული მიზეზების გამო chest.gif

Posted by: Solveig 21 Oct 2011, 21:33
QUOTE
ისე საბას რომ დაარქმევ შეიძლება 2 წელიწადში შენი შვილიც მასა გახდეს  გაითვალისწინე და რამე ისეთი დაარქვი, არავის რომ თავში აზრდ არ მოუვა დარქმევა

მაგაზე ადვილი რა არის! bis.gif


აგერ, ა:


QUOTE
იანძი, კუსა, ლოტბერტი, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელა, რუსი, ცაცია, ჭიჭანტელა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე

!!!!

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 21:50
Voila
QUOTE
უი სომხებს იმიტომ უყვართ არმენი?
არმენ ფრომ არმენია?

კიდე, ფრანსის (ან ფრანსუა) ფრომ ფრანს biggrin.gif არაც ესენია ცუდი, მარა აშკარად ჯორჯ ფრომ ჯორჯა ჯობია givi.gif

ტაბუ
QUOTE
შენი მეუღლეც გიორგი ხომ არაა?

არა გოგო, ბეწვზე გადარჩენილები მთელი ოჯახი მასიურად მასოვკაში მოხვედრისგან gigi.gif

khatia88
QUOTE
შვილს მანიაკი რატომ უნდა დაარქვა აზრზე არ ვარ 

chixuaxua
QUOTE
მამალი

lol.gif

Posted by: KotBegemot 21 Oct 2011, 22:05
QUOTE
აგერ, ა:


QUOTE
იანძი, კუსა, ლოტბერტი, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელა, რუსი, ცაცია, ჭიჭანტელა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე

!!!!


უფრო ორიგინალურადაც შეიძლება, მაგალიტად დაარქვა ბავშვს ვაშლი, როგორც გვინეტ პელტროუმ (Apple), ან შვიდი (Seven), როგორც ბექჰემებმა.

ან მაგალითად ბათუმი, იმიტომ რომ... იმიტომ smile.gif

Posted by: Solveig 21 Oct 2011, 22:13
KotBegemot
QUOTE
მაგალიტად დაარქვა ბავშვს ვაშლი,

ნწუ, ეგ არ გამოდგება, იმიტომ, რომ ხელს რომ გაუწვდის ადამიანს გაცნობის დროს და ეტყვის-ვაშლი, მეორე უპასუხებს-მოიცა biggrin.gif (იხ. სეიფგარდის რეკლამა biggrin.gif)


ჰაჰაჰა, ახლა გამახსენდა, ერთი ლექტორი მყავდა, ნიკო ბარათაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი...ჰოდა, ერთხელ მოხვედრილა ჩვენი ნიკო სადღაც სუფრაზე და ვიღაც გაეცნო თურმე რიხით-დანიელ ჭონქაძეო. ამანაც გაუწოდა ხელი-ნიკოლოზ ბარათაშვილიო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Antigone 21 Oct 2011, 22:25
Solveig
QUOTE
ჰაჰაჰა, ახლა გამახსენდა, ერთი ლექტორი მყავდა, ნიკო ბარათაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი...ჰოდა, ერთხელ მოხვედრილა ჩვენი ნიკო სადღაც სუფრაზე და ვიღაც გაეცნო თურმე რიხით-დანიელ ჭონქაძეო. ამანაც გაუწოდა ხელი-ნიკოლოზ ბარათაშვილიო 

lol.gif lol.gif
ეს ვანო ჯავახიშვილს უნდა მოეყოლა (კაცი სპორტული)

Posted by: Neno_ 21 Oct 2011, 22:27
QUOTE
სუფრაზე და ვიღაც გაეცნო თურმე რიხით-დანიელ ჭონქაძეო. ამანაც გაუწოდა ხელი-ნიკოლოზ ბარათაშვილიო 

QUOTE
ეს ვანო ჯავახიშვილს უნდა მოეყოლა

lol.gif

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 22:41
Neno_

Solveig
QUOTE
ჰაჰაჰა, ახლა გამახსენდა, ერთი ლექტორი მყავდა, ნიკო ბარათაშვილი. ძალიან კარგი ადამიანი...ჰოდა, ერთხელ მოხვედრილა ჩვენი ნიკო სადღაც სუფრაზე და ვიღაც გაეცნო თურმე რიხით-დანიელ ჭონქაძეო. ამანაც გაუწოდა ხელი-ნიკოლოზ ბარათაშვილიო


ნამდვილ ამბავს მოგიყვებით

მე ბებია ილიკო და ირალიონში ზურიკელას როლს ასრულებს ექიმი სერგო ორჯონიკძე

ხოდა რეკავს მეგობართან, აიღო ყურმილი მეგობრის მამამ

-უკაცრავად გიორგის სთხოვეთ?
-რომელი ხარ შვილო?
-მეგობარი ვარ
-რომელი არ ითქმება?
-სერგო ვარ ორჯონიკიძ ბატონო, გიორგი სახლშია?

ამ მამამ იფიქრა მაშყირებსო და:

გიორგი ჩემო სერგო, კამოსთანაა წასული ძღრენის საჭმელადო და დაუხეთქა ყურმილი lol.gif

Posted by: Solveig 21 Oct 2011, 23:18
Antigone
Neno_

biggrin.gif biggrin.gif

agr_bak
ვაიმე, ავყირავდი სკამიდან biggrin.gif

ქართულის ოლიმპიადაზე ისხდნენ თურმე ერთად დავით კლდიაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი smile.gif))))))))))))

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 23:21
Solveig
QUOTE
დავით კლდიაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი

მასაა yes.gif

Posted by: burkina-faso 21 Oct 2011, 23:31
agr_bak
აუ რა გემრიელად გამეცინააააააა biggrin.gif

QUOTE
ქართულის ოლიმპიადაზე ისხდნენ თურმე ერთად დავით კლდიაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი

smile.gif love.gif

Posted by: Solveig 21 Oct 2011, 23:37
agr_bak
კიდევ გამახსენდა ასეთი ამბავი:
მე ვიცნობდი ერთ ბავშვს, სახელად ა-ს...მის მამასაც ა. ერქვა და ბაბუასაც.
მოკლედ, ურეკავს კლასელი ამ ა-ს, დავალება უნდა ჰკითხოს და დიალოგია:
-უკაცრავად, ა-ს სთხოვეთ.
-რომელ ა-ს?
-ა. გგ.-ს (გვარი დაუსახელა)
-ა. სამი გვყავს გენაცვალე, თქვენ დიდი გინდათ, საშუალო თუ პატარა?
-არცერთი არ მინდა! (ბრახ)

Posted by: VACANT 21 Oct 2011, 23:43
ჩემი კლასელი - რამაზი რამაზის ძე რამაზაშვილი, წყნარი, მუდამ მომღიმარი ბიჭიsmile.gif ბაბუაც რამაზი ყავდაsmile.gif

Posted by: agr_bak 21 Oct 2011, 23:47
Solveig
QUOTE
ა. სამი გვყავს გენაცვალე,

lol.gif

ორივე მარინე, ორივე გიორგის ასული ორივე ფერაძე.

მეც შემემთხვა ეგრე. ხათუნა ხომ მქვია მაგრამ ნათლობით ნინო ვარ.
ჩემს დას კი პასპორტით ქვია ნინო.

ხოდა მოძღვარი რა თქმა უნდ ანინოს მეძახის. ერთხელაც ჩემმა დამ მთხოვა შენს მოძღვართან მინდაო. მივიყვანე და დიალოგი

-დამლოცე მამაო
-ღმერთმა დაგლოცოს ნინო
- აი ჩემი და მოგიყვანეთ
- უი, შენი დაა, როგორ გამიხარდა, რა ჰქვია?
-ნინო


კაი ხანს გაოგნებული მიყურებდა , იფიქრა ამათ დედმამა დებილები ჰყავთ მეტი სახელი ვერ აარჩიესო lol.gif


მასა ოჯახი ვართ რააა wink.gif


Posted by: Solveig 22 Oct 2011, 00:16
agr_bak
QUOTE
მასა ოჯახი

ეჰ, ჩემი ოჯახი სუპერ-მასა გამოდის მაშინ...ოთხივე წევრს გაპაპსავებული სახელეიბ გვქვია, ჩემი ძმის ცოლი შემოგვემატა ბოლოს და იმასაც biggrin.gif

სისულელეა ეგ ყველაფერი...smile.gif

Posted by: agr_bak 22 Oct 2011, 00:21
yes.gif Solveig

ვისაც ''მასა'' სახელები უტყდება დაარქვან შვილებს ''ვაშლი'' და '' ტრაექტორია''
აი დარდი boli.gif

Posted by: burkina-faso 22 Oct 2011, 00:38
კურსელი მყავდა გლახუნა, გლახოს ეძახდნენ, მე თუ რამე მჭირდებოდა, მივიდოდი და ისე ვეტყოდი, რომ სახელი არ დამეძახა, რადგან ტავადაც ეკომპლექსებოდა სახელი

Posted by: niin_nii 22 Oct 2011, 01:19
ჩემს შვილს ვატო ქვის და "მოფერებით" ვახტანგს ეძახიან და ნერვებს მიშლიან

Posted by: tamar1586 22 Oct 2011, 05:12
burkina-faso
QUOTE
კურსელი მყავდა გლახუნა


თქვენი არ ვიცი და მე რატომღაც ძალიან თბილად მხვდება გლახუნა ყურში rolleyes.gif
შვილს ნამდვილად არ დავარქმევდი მაგრამ ამ სახელის მქონე ადამიანის მიმართ წინასწარი სიპათია გამიჩნდებოდა. ლამაზად მჟღერი ქართული სახელია.

Posted by: HEPHAESTUS 22 Oct 2011, 05:31
ერთი მეგობარი მყავს რაიან რ. რაიანი... biggrin.gif და სულ პრობლემები აქვს biggrin.gif

ყველაზე მაგარი სახელია ღვთისო... ფშავში გავიგე ეს სახელი, ღთისუნელოს ეძახდენ მოფერებით... biggrin.gif


Posted by: Solveig 22 Oct 2011, 06:55
HEPHAESTUS
QUOTE
ერთი მეგობარი მყავს რაიან რ. რაიანი

ეტყობა, მისმა მშობლებმაც გაჭედეს იმ ჩემი ნაცნობის მშობლებივით biggrin.gif

ამერიკელებმა იციან ეგ ისე...წინაპრების სახელების დარქმევა და მერე გამოდის მაგ. (პირობითად) ჯონ კენედი I, II, III biggrin.gif

Posted by: HEPHAESTUS 22 Oct 2011, 08:53
Solveig

QUOTE
ჯონ კენედი I, II, III


მე ვინცნობ ეგეთს ჯეიმს VII... biggrin.gif
მამაისი მეექვსეა... და ასე ჯეიმს I-მდე biggrin.gif

მაგათგან ჯეიმს II ყოფილა პირველი ვინც ამერიკაში დაბადებულა... ჯეიმსი I ირალნდიელი გახლდათ და დაბადებულიც იქ იყო...

ეგ რა არის... შავკანიენბს სახლები აქვთ ერთი აბზაცი უნდა მის დატევას... biggrin.gif

Posted by: Solveig 22 Oct 2011, 08:59
HEPHAESTUS
QUOTE
მე ვინცნობ ეგეთს ჯეიმს VII...
მამაისი მეექვსეა... და ასე ჯეიმს I-მდე

მაგათგან ჯეიმს II ყოფილა პირველი ვინც ამერიკაში დაბადებულა... ჯეიმსი I ირალნდიელი გახლდათ და დაბადებულიც იქ იყო...

გავიგუდე biggrin.gif biggrin.gif მე ჯერ არ შემხვედრია ეგეთი ხალხი biggrin.gif biggrin.gif


Posted by: HEPHAESTUS 22 Oct 2011, 09:29
Solveig

QUOTE
მე ჯერ არ შემხვედრია ეგეთი ხალხი


მე საერთოდ სტრან ხალხს ვხვდები... ბედი მაქვს ეგეთი

ჩემი მანქანა იყიდეს იტალიელბმა და სამი კაცი მოვიდა, ბაბუა, მამა და შვილი, სამივე ჯონი ერქვა და სამივე "ნომრები" ქონდა...
თუმცა ბაბუას ჯიოვანი ერქვა... შათლახი სიცილიელი პაპა იყო... biggrin.gif

ეგ რა არის... ერთი მეგობარ-თანამშრომელი მყავდა, ადრე ძაან... სტამბაში ვმუშაობდი მაში... (25 ლარს მიხდიდენ ხელფას biggrin.gif )
ჰოდა ეს მასტი, საშინელი ანტი-სომეხი, სულ დედას აგიენბდა სომხებს... ჰოდა ერთხელაც ბაბუა მოუკვდა, წავედიტ მაგის სოფელში... ქართლის რომლიღაცა სოფელში, კავთისხევთან ახლოს... თანამშრმლის "ტაბლეტკა" ვილისით... გზაში სულ ბარძმეაშვილი მასმენინეს მაგ ოჯახქორებმა...
ჰოდა მივედით ადგილზე როგორც იქნა...
გავიხედე მღვდლის მაგივრად ტერტერა უგებს წეს მკვდარს და სულ ძაველი სომხურით ულოცავს გზას... ვაა მეთქი აშკარად მისმარათი შეგვეშალა... მერე ქელეხში, სახელები ახსენეს, ახპეტა, სარქისი, სურენი... ვაიმე მეთქი, ემანდ ნაჰჭევნის რაიონში ხოარ ვართ მეთქი... მარა ზის ეს ჩემი მეგობარი ჩუმად და არ იმჩნევს არაფერს, მეც ხაშლამის ხათრით ჩუმად ვარ... (ხაშლამა იყო იმის დედვატირე... პოვარი აპლოდისმნეტებით გააცილეს,) მერე გავიგე თურმე ბაბუა და ბებია სომხები ჰყოლია... biggrin.gif

მაგარი კაცია ისე ეგ ჩემი მეგობარი... კახეთში წავიადა ერთXელ ინდაურების საყიდლად, და ბოდბის ბაზრობაზე ისე სცემეს რომ ღამე შიშები სტანჯავდა 1 წელი... ღორების გამყიდველს უთხრა თურმე, მეღორეობა და ოჯახი რამ გაყოო...

Posted by: ninuwki 22 Oct 2011, 11:41
HEPHAESTUS აჰა აგინებდა და თან სომხის სისხლი ერია biggrin.gif სტრანნი კი არა დებილი იყო biggrin.gif ეჰ მასეთები მეც შემხვედრია სამწუხაროდ,ატანა არ ამქვს მასეთი ხალხის მარა........
ისე ჩემი ნაცნობის ბავშვს ბაბუის სახელი დაარქვეს ჯემალი biggrin.gif ხოდა დედამისს ისე არ მოსწონს ეგ სახელი "მოფერებით" ჯემუკა შეარქვა biggrin.gif მაგრამ ეგ უარესია მგონი biggrin.gif რა მადლი აქვს ეგრე სახელის დარქმევას მე ვერ ვხვდები biggrin.gif

Posted by: blblbl 22 Oct 2011, 12:38
QUOTE
ვატო ქვის და "მოფერებით" ვახტანგს ეძახიან

საერთოდ პირიქითაა ხოლმე biggrin.gif

Posted by: burkina-faso 22 Oct 2011, 13:30
tamar1586
QUOTE
თქვენი არ ვიცი და მე რატომღაც ძალიან თბილად მხვდება გლახუნა ყურში 
შვილს ნამდვილად არ დავარქმევდი მაგრამ ამ სახელის მქონე ადამიანის მიმართ წინასწარი სიპათია გამიჩნდებოდა. ლამაზად მჟღერი ქართული სახელია.

მე იმდენად ცუდათ არ მხვდება ყურში, რამდენადაც ვიცი, რომ მას არ სიამოვნებს ეს სახელი

Posted by: khatia88 22 Oct 2011, 14:09
ნამდვილი სახელი რუსუდანი მქვია. არასოდეს არავის დაუძახია. არადა მომწონს, თუმცა ჩემზე ვერ წარმომიდგენია.

ვაპირებ საბუთებშიც გადავიკეთო სახელი, მაგრამ ბევრი პროცედურა სჭირდება ხომ?

Posted by: burkina-faso 22 Oct 2011, 16:26
khatia88
QUOTE
ვაპირებ საბუთებშიც გადავიკეთო სახელი, მაგრამ ბევრი პროცედურა სჭირდება ხომ?


ისე რა... შენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი; დაბადების მოწმობა; ქორწინების მოწმობა, არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები,შეიტან სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, გადაიხდი ბაჟს, გააჩნია რამდენ დღეში გააკეთებ იმის მიხედვით, კიდევ არ მახსოვს, თუ მივაგენი, დავდებ ლინკს.
რუსუდანი უნდა გადააკეთო ხატიად? და ასეთი განსხვავებული სახელი რატომ დაგიძახეს თუ ეგრე ხარ საბუთებში?

Posted by: khatia88 22 Oct 2011, 17:06
burkina-faso
რუსუდანი ბებიაჩემის ხათრით დამარქვეს, მაგრამ დედას ხატია უნდოდა, პირველივე დღიდან ხატიას მეძახდა ყველა. არ ვიცი რა აზრი ჰქონდა საბუთებში რას მიწერდნენ.

დიპლომშიც გადასაკეთებელი იქნება და კიდევ სხვა საბუთებში, ანუ ბევრი წვალება სჭირდება რა.

Posted by: ტაბუ 22 Oct 2011, 17:15
anakatrin
QUOTE
ჩემს შვილებს ქვიათ ნიკა და ანა,სულ არ მაინტერესებს რამდენად ხშირი სახელებია,მიყვარს და დავარქვი.
ლამაზი სახელებია love.gif
არც ეგ სახელები გადავა ოდესმე მოდიდან smile.gif
QUOTE
ისე ფორუმზე თუ ერთმანეთის პატივისცემას ვისწავლით არ იქნება ურიგო
+1

Neno_
biggrin.gif

რა ბედზე აღმოვაჩინე ეგ ლინქი - სამსახურშიც კარგად ვიხალისეთ იშვიათ სახელებზე - თან, უკლებლივ ყველაზე smile.gif
* * *
Solveig
QUOTE
ეტყვის-ვაშლი, მეორე უპასუხებს-მოიცა
lol.gif
QUOTE
ვიღაც გაეცნო თურმე რიხით-დანიელ ჭონქაძეო. ამანაც გაუწოდა ხელი-ნიკოლოზ ბარათაშვილიო
lol.gif

Antigone
QUOTE
ეს ვანო ჯავახიშვილს უნდა მოეყოლა
აც ეხლაა გიან - მივაწოდოთ ვანოს ან ოთარა ტატიშვილს იდეა smile.gif

agr_bak
QUOTE
კაი ხანს გაოგნებული მიყურებდა , იფიქრა ამათ დედმამა დებილები ჰყავთ მეტი სახელი ვერ აარჩიესო 
biggrin.gif
წარმოვიდგინე შენი მოძღვრის სახე smile.gif
* * *
khatia88
QUOTE
რუსუდანი ბებიაჩემის ხათრით დამარქვეს, მაგრამ დედას ხატია უნდოდა, პირველივე დღიდან ხატიას მეძახდა ყველა. არ ვიცი რა აზრი ჰქონდა საბუთებში რას მიწერდნენ.
მე მყავს ბიძაშვილი - თავისმა მამიდამ (ანუ დეიდაჩემმა) დაარქვა თავიდან დედამისის (ბებიაჩემის, ჩემი მამიდაშვილის ბებიის) სახელი ისე, რომ დედამისისთვის (ანუ ბიცოლაჩემისთვის) არც უკითხავს. სახელს არ გეტყვით - შეგეცოდებათ ბავშვი.
მერე გადაარქვეს თამარი და გადაასწორეს მეტრიკაში. სკოლას რომ ამთავრებდა და პ/მ უნდა აეღო, გადასწორებული მეტრიკის გამო პრობლემა შეექმნა ბავშვს: აღუდგინეს "პირველი" სახელი და სახელის გადარქმევის პროცედურა გაატარეს.

კიდევ ნათლული მყავს - ბებიის სახელი ნაზი ჰქვია, რომელსაც არავინ ეძახის

Posted by: Solveig 22 Oct 2011, 17:42
HEPHAESTUS
biggrin.gif biggrin.gif ვიხარხარე biggrin.gif

khatia88
QUOTE
რუსუდანი

ისე, რუსუდანი ლამაზი სახელია და საოცარია, რომ ბევრი აღარ არქმევს ახლა..

ტაბუ
QUOTE
ნაზი ჰქვია, რომელსაც არავინ ეძახის

ჩემი მეგობარიც ეგრეა.
აბსოლუტურად ყველა ნინოდ იცნობს, ნათლობის სახელიც ნინოა.

ან თავიდან რას ერჩოდნენ, თუ დაძახებას არ აპირებდნენ....პასპორტში მაინც ნაზი უწერია.

მთელი ჩემი ბავშვობა მეგონა, რომ ბიძაჩემს ავთანდილი ერქვა...ერთხელ ჩემი ბიძაშვილის ქების სიგელზე აღმოვაჩინე, რომ თურმე უშანგი რქმევია. მოგვიანებით ისიც გავიგე, რომ ავთანდილი მამაჩემს დაუძახნია ბავშვობაში მისთვის (4 წლითაა უფროსი მამაჩემი) და სერჩა ასე თურმე biggrin.gif

Posted by: khatia88 22 Oct 2011, 18:03
Solveig
მეც მომწონს. სპარსული სახელია და დღეგრძელს ნიშნავს.

თუმცა სუბიექტური ვიქნები და ხატია მაინც ყველაზე მეტად მომწონს smile.gif)

Posted by: HEPHAESTUS 22 Oct 2011, 20:40
ისე დედბი ხშირად უმახინჯებენ შვილებს სახელს... კნინობით ფორმების მოგონებით რაც ხშირად მოზრდილობამდე მიყვებათ და კომიკურ ფორმებამდე მიდის...

ბავშობის მეგობარი მაყვდა ერთი... ნოდარი ერქვა ნაღდი სახელი (ბაბუის) ჰოდა დედამისი ეძახდა მაცაცოს, თავისთავად ჩვენც მაცაცოს ვეძახდით... biggrin.gif
ეს ჩვენი მაცაცო კიდე 2 მეტრიანი გაიზარდა და ციხის კედლებიც დააგემოვნა ცხოვრებაში...
ბოლოს მაგრად უტყდებოდა მამაცოს რო ეძახდენ... user.gif

არავის გამო არ უნდა დააქრვა სახელი ბავშვს... მამაჩემს ფარსმან მეფის დროინდელი სახელი ქვია... ეგ რო დავარქვა შვილს მაგის გამოთქმას ჩემი მომავალი ცოლი ვერ შეძლებს 100 წელი... biggrin.gif (თუ გამოყვა ჯერ ცოლად gigi.gif )

წ,ჭ,ხ-ს გამოთქმა განსაკუთრებულად უჭირს cry.gif

Posted by: teo25 23 Oct 2011, 02:00
ტაბუ
QUOTE
გადაასწორეს მეტრიკაში. სკოლას რომ ამთავრებდა და პ/მ უნდა აეღო, გადასწორებული მეტრიკის გამო პრობლემა შეექმნა ბავშვს:

მეც ზუსტად მასე შემემთხვა.
ვერ ვიტან ჩემს ნამდვილ სახელს.ქმარმაც კი არ იცის biggrin.gif

Posted by: ქეთუ 23 Oct 2011, 15:38
khatia88 ჩემს ბიზაშვილსაც რუსუდანი ქვია და მაცაცოს ვეზახით. (ცოტა ხნის წინ გავიგე რო რუსუდანი რქმევია)
ასევე დედაჩემს ქვია ნინო- ოჯახი მეგობრობა ეძახის ნანას დაბადებიდან.
სამსახური და ა.შ ნინოს და ისეთი რთულია ნინოა თუ ნანა და ვირევით ხოლმე სად რომელი სახელით ვიკითხო და ვთქვა :




Posted by: Annabel 23 Oct 2011, 15:46
ქეთუ
QUOTE
რუსუდანი ქვია და მაცაცოს ვეზახით

რამდენს ვიცნობ ასეთს და სულ მიკვირს, ყველას მაცაცოს რატომ ეძახიან

Posted by: Dido 23 Oct 2011, 15:57
როგორც ვიცი ფსიქოლოგებისგან არაა გამართლებული ორი სახელის დაძახება ადამიანისთვის, გაორებულ მდგოარეობაში აგდებს და ცუდად მოქმედებს მის ფსიქიკაზე. ანუ ორივე სახელს რო ეძახიან ის არისო ცუდი, თორე პასპორტში რო გიწერია და არავინ გეძახის ეგ არა. მაგალითად, რუსუდანი რო ჰქვია და სახლში მაცაცოს ეძახიან და სკოლაში რუსუდანს და ა.შ. ასევე არ არის კარგი ზდმეტად შეცვლილი მოფერებითი სახელი - თინათინი = თიკო, აბსოლუტურად განსხვავებულია და არაა სასურველი. ერთი რომელიმე კონკრეტული სახელი უნდა აარჩიოთ და ყველგან ისე უნდა დაუძახონ ადამიანს. რავიცი შეიძლება არის სიმართლე ამაში rolleyes.gif

Posted by: ქეთუ 23 Oct 2011, 16:58
QUOTE (Annabel @ 23 Oct 2011, 15:46 )
ქეთუ
QUOTE
რუსუდანი ქვია და მაცაცოს ვეზახით

რამდენს ვიცნობ ასეთს და სულ მიკვირს, ყველას მაცაცოს რატომ ეძახიან

კლასელი მყავდა სოფო ერქვა და მაცაცოს ვეზახდით. სახელიც გადაიკეთა დაირქვა მაცაცო საბუთებით biggrin.gif

არ ვიცი და არ მესმის საერთოდ ეგ ერთის დარქმევა-მეორეს დაძახება.

ბიჭებში კიდევ ყველას ვისაც ვიცნობ ბაჩოს სინამდვილეში სხვა სახეი ქვია. . .

Posted by: kusuna 4 Nov 2011, 09:48
მე მომწონს პაატა, რატომღაც არავის არ უხსენებია ეს სახელი rolleyes.gif

Posted by: bancura 4 Nov 2011, 10:13
QUOTE (ქეთუ @ 23 Oct 2011, 16:58 )
QUOTE (Annabel @ 23 Oct 2011, 15:46 )
ქეთუ
QUOTE
რუსუდანი ქვია და მაცაცოს ვეზახით

რამდენს ვიცნობ ასეთს და სულ მიკვირს, ყველას მაცაცოს რატომ ეძახიან

კლასელი მყავდა სოფო ერქვა და მაცაცოს ვეზახდით. სახელიც გადაიკეთა დაირქვა მაცაცო საბუთებით biggrin.gif

არ ვიცი და არ მესმის საერთოდ ეგ ერთის დარქმევა-მეორეს დაძახება.

ბიჭებში კიდევ ყველას ვისაც ვიცნობ ბაჩოს სინამდვილეში სხვა სახეი ქვია. . .

ჩემ მეუღლესაც ბაჩოს ეძახიან (ახლაც ასე ვეძახით ) მაგარმ სინამდვილეში სხვა სახელი ქვია "))

Posted by: Hektorinia 7 Nov 2011, 01:02
KotBegemot
QUOTE
უფრო ორიგინალურადაც შეიძლება, მაგალიტად დაარქვა ბავშვს ვაშლი, როგორც გვინეტ პელტროუმ (Apple),


მე ვიცნობ ერთ ვაშლს smile.gif ფრანგია და ქვია ორწევრა სახელი – მარიონ – პომ ანუ მარიონ–ვაშლი smile.gif

როცა ვკითხე, რატომ მაინცდამაინც ვაშლი და არა მსხალი – თქო, მიპასუხა –
მე ჩემი მშობლების სიყვარულის ნაყოფი ვარო და ეს ნაყოფი აუცილებლად ვაშლი უნდა ყოფილიყოო.

აქ ეტყობა ღრმა ფილოსოფიური აზრი ჩადეს მისმა მშობლებმა rolleyes.gif

ან უბრალოდ, ვაშლი უყვარდათ ორთავეს ძალიან givi.gif

Posted by: agr_bak 7 Nov 2011, 03:10
Hektorinia
QUOTE
მე ჩემი მშობლების სიყვარულის ნაყოფი ვარო და ეს ნაყოფი აუცილებლად ვაშლი უნდა ყოფილიყოო.

კაი კიდევ გველი რომ არ დაარქვეს
ვაშლს აიტანს კაცი yes.gif

Posted by: kvatunia24 7 Nov 2011, 17:15
ჰმ მე რომ მეყოლება ბიჭი ვინუჟდენი გურამის ვარქმევთ ცხონებული მამამთილის პატივსაცემად, მეუღლის შეუვალი და მტკიცე გადაწყვეტილებააა, ნუ ეხლა არც ისეთი საშინელი სახელია გურამიკოს დაუძახებ სანამ პატარა იქნება და მერე უკვე იქნება მოუხდეს დიდობაში სახელი, ან პირიქით სახელს მოუხდეს biggrin.gif რა ვქნა სხვა გზა არ მაქვს გოგოს კიდე მარიამს ვარქმევ უკვე გადაწყვეტილი მაქვს არანაირი მარი, მარიკო მარიკუნა და ა.შ smile.gif

Posted by: Lollipop 7 Nov 2011, 19:09
kvatunia24
ზუსტად ჩემი მეუღლის მამასაც გურამი ერქვა და დავარქვათ გურამიო. biggrin.gif ჯერ-ჯერობით ვეწინააღმდეგები თან დიდი იმედი მაქვს რომ გოგო იქნება. biggrin.gif

Posted by: sunny night 27 Jan 2012, 14:39
როგორ მივიწყებულა ეს თემა smile.gif
მგონი ვიღაც წერდა ამ თემაში რომ თვეების მიხედვით დაალაგონ პოპულარული სახელებიო და აგერ - სამოქალაქო რეესტრმა დადო პირველი იანვრიდან 25 იანვრამდე პოპულარული სახელების ხუთეული smile.gif
თვის პოპულარუი სახელებია: ხუთეული სახელების:
გოგონების:

ბარბარე 121
ნინო 112
ელენე 108
მარიამ 104
ანასტასია 98

ვაჟების:
გიორგი 171
ლუკა 108
ნიკოლოზ 105
საბა 103
ანდრია 97


ჩემს პატარა ნათლულს ჰქვია ბარბარე love.gif არ მეგონა ასე პოპულარული თუ იყო, ისე კი ბარბის ეძახიან ყველანი smile.gif

Posted by: Annabel 27 Jan 2012, 14:45
QUOTE
ნინო 112

არ მგონა თუ მოწინავე რიგებში მოხვდებოდა.
სულ უფრო იშვიათად მესმის რომ ნინო დაარქვეს ბავშვს.



რა პაპსა სახელების მქონე შვილები მყავს, ერთის გარდა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sunny night 27 Jan 2012, 15:01
მე გიორგიზე უფრო გამიკვირდა, რატომღაც ველოდი რომ ლუკა გადაუსწრებდა smile.gif

Posted by: Unitended 27 Jan 2012, 15:12
ვაიმე მათე როგორ არ მოხვდა ამ სიაში მიკვირს

ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ჩემ შვილს მათე ერქმეოდა
იმიტომ არა რომ არ მომწონდა უბრალოდ ნათულლს ერქვა და მე აღარც მიფიქრია

მამიკომ რომ დაიბადა რა დავარქვათო და რაც გინდათქო
დაარქვა მათე

ეხლა რა ხდება:
ჩემს ნათლულს ქვია მათე
ჩემი შვილის ნათლიაც რომელიც სულ რაღაც ერთ თვეში ეყოლება არქმევს მათეს biggrin.gif

მომწონს და ვერც წარმომიდგენია რომ ჩემს შვილს სხვა სახელი შეიძლება რქმეოდა smile.gif

გოგო იქნება მარიტა აუცილებლად

ისე ვარ ატეხილი რო მგონი გოგო საერთოდ არ მეკოლოს biggrin.gif

Posted by: ladybug 27 Jan 2012, 15:23
HEPHAESTUS
QUOTE
ბავშობის მეგობარი მაყვდა ერთი... ნოდარი ერქვა ნაღდი სახელი (ბაბუის) ჰოდა დედამისი ეძახდა მაცაცოს, თავისთავად ჩვენც მაცაცოს ვეძახდით... 
ეს ჩვენი მაცაცო კიდე 2 მეტრიანი გაიზარდა და ციხის კედლებიც დააგემოვნა ცხოვრებაში...
ბოლოს მაგრად უტყდებოდა მამაცოს რო ეძახდენ...

ვაიმე............. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Jan 2012, 15:34
sophya
QUOTE
ამას წინათ ერთი ბავშვი ვნახე კესოსთან, ბაღში, ხარება ქვია. ისეთი საყვარელია, თითქოს სახელიც უხდებოდა

ჩემს მესამე შვილს ჰქვია ხარება smile.gif

Posted by: sophya 28 Jan 2012, 16:35
WOMAN IN LOVE
QUOTE
ჩემს მესამე შვილს ჰქვია ხარება

მაცაცერაში ხომ არ დაგყავს შემთხვევით?

კესოს სხვა ჯგუფელებს ქვიათ: დანიელი, ფალიმანი, ზურიკო biggrin.gif
დანიელი მომწონს love.gif

Posted by: khatia88 28 Jan 2012, 17:50
sophya
ფალიმანი კი, მაგრამ ზურიკო, რატომ გაგაკვირვა? smile.gif

Posted by: Solveig 28 Jan 2012, 18:11
QUOTE
ფალიმანი

რა უცნაური სახელია.

Posted by: NatiaGull 28 Jan 2012, 18:15
მე ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე სახელი "დადა" და რაღაცნაირად მომწონს ძალიან smile.gif smile.gif

Posted by: sophya 28 Jan 2012, 18:17
QUOTE
ფალიმანი კი, მაგრამ ზურიკო, რატომ გაგაკვირვა?

რა ვიცი, იშვიათად ნახავ პატარა ბავშვს რო ერქვას ზურიკო biggrin.gif
ნუ ზურა ხო, მარა ზურიკო- ბაბუების თაობის მოდა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Jan 2012, 13:05
sophya
QUOTE
მაცაცერაში ხომ არ დაგყავს შემთხვევით?

არა, ხარებას ფიზიკა და ზოოლოგია იტაცებს smile.gif

QUOTE


ფალიმანი

რა უცნაური სახელია.

მართლაც. ფილიმონი ხომ არ უნდა დაგეწერა?

Posted by: sophya 30 Jan 2012, 14:34
QUOTE
მართლაც. ფილიმონი ხომ არ უნდა დაგეწერა? 

არა, კესოსგან ვიცი, საბავშვო ბაღის ზეიმის დისკი გამოგვატანეს სახლში და ყველა ბავშვის სახელები მითხრა. სახელი ფალიმანი გარკვევით და თან რამდენჯერმე თქვა ერთსა და იმავე ბავშვზე, ასე რომ კესოს თუ ვენდობით, ნამდვილად მასე ქვია smile.gif

Posted by: anakatrin 30 Jan 2012, 17:55
Annabel
QUOTE
რა პაპსა სახელების მქონე შვილები მყავს, ერთის გარდა

რომელი? givi.gif
სამივეს პაპსა სახელი არ ჰქვია? tongue.gif

აქ წერდა ადრე ვიღაც ,,მასოვკა'' სახელებზე,სულ არ მაინტერესებს ვისთვისაა მასოვკა და ვისთვის არა,ჩემს შვილებს მოდის გამო არ ვარქმევ სახელს,ვარქმევ იმიტომ რომ მომწონს

ძალიან ცუდია როცა დედას არ აქვს იმის საშუალება რაც თვითონ მოსწონს თავის შვილს ის სახელი დაუძახოს.
მართალია ჩვენი ქართული ტრადიციაა წინაპრების სახელების დარქმევა,მაგრამ მე ეს ტრადიცია არ მომწონს.ბავშვს უნდა ერქვას თავისი სახელი და არა ვიღაცის,მითუმეტეს მიცვალებულის.

პ.ს. არ ჩამქოლოთ,ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია wink.gif

Posted by: gvants 30 Jan 2012, 17:57
anakatrin
ჩაგქოლავ ბევრი ++++++++++++++++++++++++++++++++++ ებით smile.gif

Posted by: ninuwki 30 Jan 2012, 19:18
anakatrin
+1 გეთანხმები

Posted by: Annabel 30 Jan 2012, 19:27
anakatrin
QUOTE
რომელი?

სალომე biggrin.gif ხუთეულში არ იყო და... biggrin.gif
ნიკას და ელენეს ყოველი მეორე არქმევს და სალომე ჩემს ირგვლივ არავის ჰქვია, თუმცა რომც ერქვას, არ მენაღვლება, სადაც ის ორი, იქვე ესეც biggrin.gif

შენ რას არქმევ მესამეს?

QUOTE
სულ არ მაინტერესებს ვისთვისაა მასოვკა და ვისთვის არა,ჩემს შვილებს მოდის გამო არ ვარქმევ სახელს,ვარქმევ იმიტომ რომ მომწონს

დიახაც! biggrin.gif


Posted by: irinka1983 30 Jan 2012, 19:35
ჰეჰეეე მეც პაპსა სახელს ვარქმევ, ნიკოლოზი იქნება მეორეbiggrin.gif რომ ვთქვი ნიკოლოზს ვარქმევ მეთქი, ყველამ შეიცხადა, თბილისში ძაან ბევრს ქვიაო. მეთქი, არ მაინტერესებს, მომწონს და მორჩა. დედამთილმა ისიც მითხრა, ეხლა შევეგუოთ იმას რომ მარტო ნიკოლოზი დავუძახოთ, თბილისში ეგრეა მოდაშიოbiggrin.gif მე ჩემს შვილს მოფერებით როგორც მინდა ისე დავუძახებ და თქვენ ნიკოლოზი ეძახეთ მეთქი

Posted by: anakatrin 30 Jan 2012, 19:47
Annabel
QUOTE
შენ რას არქმევ მესამეს?

ლუკას love.gif
irinka1983
QUOTE
ნიკოლოზი იქნება მეორე

love.gif
პირველზე რომ გავიგე ბიჭი იქნებოდა არც მიფიქრია რას დავარქმევდი,იმდენად მიყვარს ეს სახელი smile.gif
* * *
Annabel
QUOTE
სალომე ჩემს ირგვლივ არავის ჰქვია, თუმცა რომც ერქვას, არ მენაღვლება, სადაც ის ორი, იქვე ესეც

მე მინდოდა სალომეს დარქმევა.
ანა ჩემთვის უსაყვარლესი სახელია,მაგრამ ჩემს ძმიშვილს ჰქვია ანი(ანა არა)ხოდა მაგის გამო არც მიფიქრია რომ ანას დავარქმევდი ჩემს შვილს(რაზეც გული ძაან მწყდებოდა)ნიკამ გადაიხსნა ვენები,სერიოზულად განიცდიდა და ტიროდა ისე უნდოდა რომ ანა გვყოლოდა,ხოდა გვყავს ეხლა ანა love.gif
ჩემი ქმრის სანათესაოში ანა 25 წლის მერე არის პირველი გოგო.ალბათ ყველა ელოდებოდა რომ დედამთილის სახელს დავარქმევდი,მაგრამ რა ვქნა,ჩემთვის პატივისცემა მხოლოდ სახელის დარქმევაში არ გამოიხატება smile.gif

Posted by: niin_nii 31 Jan 2012, 15:26
ძალიან მომწონს გოგოს სახელებიდან "ნიტა" გოგო თუ მეყოლა ნიტას დავარქმევ. თან პირველი ბიჭი მყავს და "ვატო" ქვია. უხდება რაღაცნაირად smile.gif smile.gif

Posted by: tatuuu 14 Feb 2012, 18:05
anakatrin
QUOTE
ლუკას 


მეც love.gif

Posted by: bancura 16 Feb 2012, 20:35
დემეტრე bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: temosabasdeda 16 Feb 2012, 21:16
გვანცა მომწონს ძალიან და მესამეს ვარქმევ იმედია მართლა გოგოა და იმედი არ გამიცრუვდება
თემუკა და საბა მყავს

Posted by: DiTrIx 18 Feb 2012, 13:00
ჩემ მამამთილს გურამი ქვია ბიჭს ველოდები, მაგრამ დათას ვარქმევ.ჩემი აზრით ბავშვს სახელი დედამ და მამამ უნდა შეურჩიოს …

Posted by: Tiu 18 Feb 2012, 21:28
DiTrIx
QUOTE
ჩემი აზრით ბავშვს სახელი დედამ და მამამ უნდა შეურჩიოს …

+1

Posted by: nat_nat777 18 Feb 2012, 23:52
ანუკა, სანდრო, ლილე, ნია და ანდრეა მომწონს : )

არ მომწონს : კესო, ლუკა, საბა, თორნიკე, ბექა, ტასო...
კიდე ორ-ორი და სამ-სამი სახელი რომ ქვიათ - შოთა-ნიკოლოზ-ლაშა-იოანე, ანასტასია-მარია-ხოსე :|

Posted by: sapple 18 Feb 2012, 23:56
დემეტრე love.gif
love.gif love.gif

Posted by: ქეთუ 19 Feb 2012, 00:00
QUOTE (nat_nat777 @ 18 Feb 2012, 23:52 )
კიდე ორ-ორი და სამ-სამი სახელი რომ ქვიათ - შოთა-ნიკოლოზ-ლაშა-იოანე, ანასტასია-მარია-ხოსე :|

lol.gif lol.gif

Posted by: teoni 19 Feb 2012, 15:22
გაბრიელი ან დავითი,ისეთი სახელი მინდა ამ უცხო ქვეყანაში ყურს ცუდად რომ არ მოხვდეს

Posted by: Tiu 19 Feb 2012, 19:51
nat_nat777
QUOTE
ლილე

როგორ მომწონს?! sad.gif(( მაგრამ მინდა ჩემს ჩვილს ნათლობის და პ/მ-ის სახელი ერთი და იგივე ერქვას და ამიტომ ვერ ვარქმევ. ლილე ძველი ქართული სახელია, მაგრამ არაა ეკლესიური sad.gif(((

Posted by: algulga 20 Feb 2012, 12:35
teoni
QUOTE
ისეთი სახელი მინდა ამ უცხო ქვეყანაში ყურს ცუდად რომ არ მოხვდეს



მე დავარქვი ჩემსას რეზი
და ენას იტეხენ ამერიკელები და ვერ ამბობენ
lol.gif

Posted by: eleven 20 Feb 2012, 12:40
teoni
QUOTE
გაბრიელი ან დავითი,ისეთი სახელი მინდა ამ უცხო ქვეყანაში ყურს ცუდად რომ არ მოხვდეს


მეც და თან ისეთიც რომ იყოს საქართველოს სტანდარტებშიც ჯდებოდეს smile.gif

ხოდა რა მოიფიქრე?

Posted by: teoni 20 Feb 2012, 14:33
algulga
ამერიკაში ხარ?
დამაწყდა ნერვები ფიქრში,ჯერ ჩემს გვარზე იტეხავენ ენას და სახელი ცოტა ადვილი მინდა biggrin.gif
eleven
რავიცი აბა,მგონი გაბრიელზე შევჩერდებით.სხვას ვერაფერს ვფიქრობ

Posted by: Solveig 20 Feb 2012, 22:16
teoni
ეგეთი სახელების მეტი რა არის-დავითი, ნიკოლოზი, გიორგი, ალექსი, ალექსანდრე, ლუკა (გერმანიაში მაგარი პოპულარული ყოფილა biggrin.gif), ვიქტორი, დანიელი, მიხეილი.....smile.gif

მთავარია, თანხმოვნები არ იყრიდეს ერთად თავს და ისეტი ბგერები არ ერიოს, რისი წარმოთქმაც უჭირთ გერმანელებს biggrin.gif

Posted by: DiTrIx 20 Feb 2012, 22:40
teoni
იქაურად დევიდი და აქ დავითი არ მოგწონს biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)