forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (500) « პირველი ... 498 499 [500]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პროგრამების / კრეკების / სერიალების მოთხოვნა.
Lekso-Dav
ZZZZZZZ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4052
წევრი No.: 43573
რეგისტრ.: 8-October 07

გამოგზავნილია: 28 Oct 2017, 22:00  #51579597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მაგ ლოგიკით, არც უფასო პროგრამები და სისტემები არ იარსებებდა.

უფასოპროგრამები არსებობს და იარსებებს
უფასო პროგრამას ტორენტი არ სჭირდება, ისედაც გადმოიწერ ოფიციალური საიტიან

როდესაც ტიპი კრეკავს პროგრამას, ამ მოცლილია და საქმე არ აქვს
ან ტროიანს ტენის შიგნით

აბა სხვა რა აზრი აქვს მაგას?

ახლა დაჯექი შენ და იმსჯელე თუ გგონია რომ მოცლილი და საქმე არ აქვს ადამიანს რომელიც ტეხავს ფასიან პროგრამას...
ჯერ ერთი კრიმინალურს საქმეს ჩადის რაზეც რომ დაიჭირონ შტრაფს აარზყავენ
და მეორეც სხგავსი ეს ცნობილი ფაქტია კიბერუსაფრთხოებაში რომ მსგავსი გზით ხდება ტროიანების გავცელება.

https://www.pcworld.com/article/3122600/hac...rent-files.html
http://www.ibtimes.com/fake-gta-5-torrent-...essages-1402726
https://www.bleepingcomputer.com/news/secur...ordpress-sites/
დაგუგლე მაინც სანამ ამხელა პოსტის დაწერაზე დახარჯავ დროს

This post has been edited by Lekso-Dav on 28 Oct 2017, 22:01
Accident
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 28 Oct 2017, 22:53  #51579930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
უფასოპროგრამები არსებობს და იარსებებს
უფასო პროგრამას ტორენტი არ სჭირდება, ისედაც გადმოიწერ ოფიციალური საიტიან

ეგ რა შუაშია ან რას ნიშნავს ტორენტი არ სჭირდება.

ტორენტი არის ფაილის გავრცელების ერთ-ერთი გზა.
მაგ საიტებზე მოცემული ფაილები (პროგრამების და სისტემების ყველა ვერსია, ორიათასიანებიდან დაწყებული დღმდე) ჯამში ასეულ ტერა-პეტა-ზეტაბაიტს შეიძლება შეადგენდეს და მაგათი ერთ ადგილას თავმოყრა და სერვერზე ატვირთვა, ან ვის რად უნდა, ან როგორ უნდა მოხერხდეს.

ტორენტი არის ქსელი, სადაც ყველა ერთმანეთს უზიარებს ფაილებს და ხდება სისტემის დეცენტრალიზება, რითიც იზოგება თანხები, რესურსები და ფაილების გაცვლა-გამოცვლაც, მეტად მოსახერხებელი ხდება, როცა გინდა ჩართავ, დატოვებ ან შეაჩერებ, რადგან არ ხარ ერთ სერვერზე დამოკიდებული, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაითიშოს, ან გათიშონ.

უფასო პროგრამებს რაც შეეხება, აგერ მაგალითად, ubuntu-ც ვრცელდება ტორენტით, უდევთ ოფიციალურ გვერდზე ტორენტ ფაილი.
https://www.ubuntu.com/download/alternative-downloads
ჩვეულებრივი პრაქტიკაა ტორენტის გამოყენება დიდი ფაილების შემთხვევაში და ამაში დასაკნინებელი არაფერია.



QUOTE
როდესაც ტიპი კრეკავს პროგრამას, ამ მოცლილია და საქმე არ აქვს

ხოდა უფასო პროგრამებს ვინც აკეთებს, იმათ საქმე არ აქვთ-მეთქი?
ვისაც მსგავს პროექტებში წვლილი შეაქვთ, ზუსტად Contributor-ებს უწოდებენ, ანუ შემომწირველებს, მოხალისეებს.
რადგან ეგ ხალხი, თავის ძვირფას დროს უთმობს იმ საქმეს, რის შედეგადაც სხვები უფასო მომსახურებას იღებენ.

რა, ეგ ხალხი მოცლილია და საქმე არ აქვთ?
ეგ არის საკითხის პრიმიტიული გაგება - პასუხია რომ საქმეც აქვთ, და პროფესიონალებიც არიან, უბრალოდ თავისუფალ დროს აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ და რაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.


QUOTE
აბა სხვა რა აზრი აქვს მაგას?

ხოდა ჩემი პასუხი წერია ზემოთ, მაგრამ ეგ კითხვა ჯერ მე დავსვი - უფასო პროგრამები რატომ არსებობს-მეთქი - ვინც მაგის შექმნაში მონაწილეობას იღებს, იმათ საქმიანობას რა აზრი აქვს, რა შემოსავალი მოაქვთ-მეთქი, რაზეც პასუხი ვერ მივიღე.
QUOTE
ახლა დაჯექი შენ და იმსჯელე თუ გგონია რომ მოცლილი და საქმე არ აქვს ადამიანს რომელიც ტეხავს ფასიან პროგრამას...

სამსჯელო თავად გაქვს ძალიან ბევრი, რადგან ვერ ხსნი საკუთარ დაწერილს.



QUOTE
ჯერ ერთი კრიმინალურს საქმეს ჩადის რაზეც რომ დაიჭირონ შტრაფს აარზყავენ

კი, არღვევენ მილიარდიანი მონოპოლისტი კომპანიების ლიცენზიების უფლებას - მაგრამ ეგ ფაქტი საერთოდ რა შუაშია იმასთან, რომ ყველა მათგანია ვირუსებს ავრცელებს?
იქნებ თავისი ქმედებით პროტესტს გამოხატავენ ამ კორპორაციების მიმართ, ან ცდილობენ ღარიბებსაც დაეხმარონ და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცენ, მსგავს გაბერილ ფასიან პროდუქტებთან?

ის, რომ პროგრამის კრეკის გაკეთება ლიცენზიის უკანონო დარღვევაა, არ ნიშნავს იმას, რომ კრეკერი აუცილებლად ვინმეს დავირუსებას ცდილობს.
ვიმეორებ, ბევრ პროგრამას კრეკიც არ სჭირდება, უბრალოდ მოპარული გასაღებები ვრცელდება და იმით ხდება Microsoft და Adobe პროგრამების სრული აქტივაცია.
ასეთ შემთხვევებში, რა აიძულებთ ადამიანებს მოიპარონ გასაღებები და გაავრცელონ? ამით ხომ შეუძლებელია ვირუსის გავრცელება?
რატომ ხარჯავენ დროს ინსტურქციებისა და ტუტროიალების გაკეთებაში, თუ მთავარი მიზანი ვინმეს დავირუსებაა?

პასუხი მარტივია - იმიტომ რომ მოსაზრება - ყველა კრეკი ვირუსია, ყველა ტორენტი საშიშია და ყველა კრეკერი ჰაკერია - არის სრული უაზრობა.
ვიღაც შეიძლება მართლა ცდილობდეს ხალხის დავირუსებას, ტროიანის შეტენას და ა.შ. მაგრამ ეს არაა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "ყველა" ცდილობს.
მითუმეტეს თანამედროვე პირობებში, როცა მუდმივი კონკურენცია და კონტროლია, რაც თითქმის სრულად უზრუნველყოფს მასეთი შემთხვევების გამოაშკარავებას.


QUOTE
და მეორეც სხგავსი ეს ცნობილი ფაქტია კიბერუსაფრთხოებაში რომ მსგავსი გზით ხდება ტროიანების გავცელება.

Trojan, malware, spyware, adware, ransomware, worm და კიდევ უამრავი ვირუსის გავრცელება ხდება და მომხდარა Microsoft, Apple, Google, Facebook, Adobe და მსავსი კომპანიების შეცდომების (შემთხვევით ან განზრახ) შედეგად და მაშინ ბარემ ყველა მაგ პროგრამაზე დაუწერე ხალხს, რომ არ გამოიყენოს, რადგან შეიძლება რამე აიკიდოს.

ის, რომ ტორენტით არაა გამორიცხული რამე ვირუსის აკიდება, არ ნიშნავს რომ ყველაფერი ვირუსია, ყველა დავირუსებას ცდილობს და არაფერს არ უნდა გაეკარო.
თუ ადამიანი აზროვნებს და ძალიან უყურადღებო არაა, მარტივად გაარკვევს, რა არის სანდო და რა არა.


QUOTE
დაგუგლე მაინც სანამ ამხელა პოსტის დაწერაზე დახარჯავ დროს

მე კი გეტყვი, რომ სასურველია, ეგ დაგუგლილი ინფორმაცია უკეთ გააანალიზო ხოლმე და უფრო ღრმად გაეცნო იმ საკითხებს, რაზეც კომენტარის დაწერას გადაწყვეტ, ვიდრე დაგუგლვით და სტატიების კითხვით შეიძლება ეს მოხერხდეს. საკუთარ დროს კი როგორმე თავად მივხედავ მსგავსი რჩევები ფორუმზე, უადგილოა.

WP-Rex
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4829
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14

გამოგზავნილია: 28 Oct 2017, 23:37  #51580189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Accident
დიდი მადლობა, ერთ-ერთ ლინკზე ვიპოვნე რაც მინდოდა)


--------------------
ნაცების ჯინაზე ჩვენი დედაც მოვდღან!
matemana
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3351
წევრი No.: 135772
რეგისტრ.: 11-September 11

გამოგზავნილია: 29 Oct 2017, 02:53  #51580986      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Accident

სწორი უწერიათ ზემოთ რომ ვირუსების (ამაში შევიყვან ყველა ტროიანს და ***ware-ს) გავრცელება ძირითადად ხდება სწორედ კრეკებითა და კეიგენებით. უფასოზე თუ მიდგა საქმე ეგრე linux უფასოა მარა ამის კოდს 1000-ობით პროგრამისტი უყურებს და რა სისულელეა linux-ს კერნელში ტროიანი ან ვირუსი ნამდვილად ვერ მოხვდება biggrin.gif ერთმა რომ დაწეროს მეორე ნახავს biggrin.gif მაგ კეიგენების და კრეკების სორსებს კიდე შენ არავინ განახებს. ამას წინათ ვნახე ბიტკოინის ვირუსი ეკიდებოდა ხალხს. საიტებიდანაც კი დაიწყეს ჩალიჩი რო შეხვალ ერთ საიტზე სიტყვაზე სანამ გახსნილი გაქ კრიპტოვალუტას თვლის შენი კომპი ვიღაცისთვის. მე თვითონ რამდენიმე წლის წინ ერთი თამაში გადმოვწერე ძალიან ცნობილი კრეკერების ჯგუფი იყო სხვათაშორის და ეგეთი ვირუსი ავიკიდე. იასნია მივხვდი 2 წუთში რომ GPU ტყუილად იყო დატვირთული და წავშალე, მაგრამ ვინც ვერ მიხვდება ან ეგეთი კარგი ვირუსი არ იყოს რომ დაგრუზოს GPU ბოლომდე რომ მიგახვედროს, იქნებ მალულად მოქმედებს და რაღაცას იპარავს? მოკლედ არ უნდა ბევრი ბჭობა იმას რომ ნებისმიერი სახის კრეკი/კეიგენი არის საფრთხე და მომხმარებლები ამას გააზრებულად თუ გაუაზრებლად ამ რისკს თანხმდება როცა მათ იყენებს. უბრალოდ key-ს შეყვანას რაც შეეხება არც ეგეთი windows არაა ლეგალური რომ იცოდე. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ მაგაზე ჯარიმები იქნებოდა.

არადა რო იცოდეთ რამდენი free & open source ალტერნატივა არსებობს უამრავი პროგრამის. რატომ უნდა გამოიყენო მაინცდამაინც ფასიანი გატეხილი როცა უფასოც შეგიძლია გქონდეს. ან თუ ძალიან გინდა იყიდე. მარა არ დაიკიდო შენი privacy და უსაფრთხოება და არ გამოიყენო ეგეთი სოფტი. რა მოგივა ღმერთმა იცის. რამდენჯერ გამიგია ებეიდან სხვამ გამოიწერაო რაღაც ჩემი სახელითო იქ ფბ გამიტეხესო აქ ეს ბიტკოინი და მოკლედ არანაერად არ ხარ დაცული მაგ სოფტის გამოყენების შემთხვევაში. ბოლოს რაც გავიგე წინა თვეში ccleaner-ს ავრცელებდნენ backdoor-თ რომელიც მერე კიდე იწერდა ransomware-ს, keylogger-ებს და ა.შ. 2.3 მილიონი მოწყობილობა დაინფიცირდა biggrin.gif წარმოიდგინე რამხელა გასაქანი აქვთ რათქმაუნდა გამოიყენებენ ამ შანსს ეგ გუნდები ვინც ტეხავს პროგრამებს.

თუ იმის მტკიცება გინდა რომ კრეკები და კეიგენები უსაფრთხოა რადგან ბევრი იყენებს ჯობია უკეთესი არგუმენტი მოიყვანო - დადო სორსი და ვნახოთ როგორი უსაფრთხოა smile.gif

შორს რას მიდიხარ აგერ საქართველოშიც მაიმუნობს ბევრი file.ge-დან გადმოწერილ უამრავ პროგრამას მოყვებოდა ვირუსები. ასევე ტორენტებზეც მასე ვრცელდება.

This post has been edited by matemana on 29 Oct 2017, 03:00
Accident
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 29 Oct 2017, 03:32  #51581058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
matemana
QUOTE
სწორი უწერიათ ზემოთ რომ ვირუსების (ამაში შევიყვან ყველა ტროიანს და ***ware-ს) გავრცელება ძირითადად ხდება სწორედ კრეკებითა და კეიგენებით.

ახლა სადაო იმაში, რომ ოფიციალურ საიტებთან შედარებით, ტორენტზე შეიძლება მეტმა გაავრცელოს რამე, ისედაც არაფერია.
რადგან ტორენტი დეცენტრალიზებული სისტემაა და კონტროლისგან ნაკლებადაა დაცული, ვიდრე Adobe.com.

მაგრამ ეს ვერ იქნება არგუმენტი იმის, რომ ტორენტ საიტით გავრცელებული ყველა ფაილი დავირუსებულია, ან ვირუსების გამო იქმნება კრეკები.
ეს არის უსაფუძვლო და ალოგიკური დასკვნა.

ათეული წელია, ყველა სისტემასა და მოწყობილობაზე გამომიყენებია ყველანაირი დაკრეკილი ფაილი და არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია.
რა თქმა უნდა ვგულისხმობ, რომ გუგლის პირველი შედეგიდან და ქართული .tk ვარეზიდან არ გადმომიწერია არაფერი.
ცნობილი ფორუმებიდან, ცნობილი ტრეკერებიდან და ცნობილი ავტორების პროგრამებს ვიყენებდი, ოფიციალური გვერდებიდან.

ის რომ, ტორენტიდან გადმოწერ თუ არა რაღაცას და მაშინვე ვირუს აიკიდებ, არის არასერიოზული, რაღაც ბავშვური მსჯელობა.



თუმცა, ტორენტი მაინც არაა ყველაზე ცნობილი წყარო ვირუსების გავრცელების - ისეთი პროგრამები, როგორიცაა ransomware, ელ-ფოსტით და პროგრამაში აღმოჩენილი bug-ებით გავრცელდა ცოტა ხნის წინ.
სულ ტორენტზებს ვიყენებ და მსგავსი რამ არ დამმართნია, მაშინ როცა რამდენიმე წლის წინ, აქტიურად იპოსტებოდა ამ განყოფილებაში მაგაზე, ხოლო ამ ბოლოს, საერთოდ მსოფლიოს მოსდეს, სწორეად ისეთ ქვეყნებს, სადაც ჯარიმდება პირატულობა და იყენებენ ლიცენზირებული პროგრამულ უზრუნველყოფას.


ესეც მარტივი მაგალითია იმის, რომ "ტორენტობით" და "კრეკობით", არ ისაზღვრება ვირუსობა/უსაფრთხოება.
ლიცენზირებულსაც შეიძლება დაემართოს რამე, თავად იმ ლიცენზირებული პროგრამებით და ტორენტი/კრეკიც შეიძლება სრულიად უსაფრთო იყოს.





QUOTE
უფასოზე თუ მიდგა საქმე ეგრე linux უფასოა მარა ამის კოდს 1000-ობით პროგრამისტი უყურებს და რა სისულელეა linux-ს კერნელში ტროიანი ან ვირუსი ნამდვილად ვერ მოხვდება  ერთმა რომ დაწეროს მეორე ნახავს  მაგ კეიგენების და კრეკების სორსებს კიდე შენ არავინ განახებს.

მარტო ნახვა ხომ არაა, იყენებენ კიდეც. პროცესორი რომ იტვირთება და ქსელში მიძრვრება, მილიონი ადამიანიდან შანსი არაა ბევრმა ვერ შეამჩნიოს, როგორც შენ შეამჩნიე.
სხვა თუ არაფერი, კომენტარებში აღნიშნავს და ეგ თუ ვერა, სხვები დაიწყებენ შემოწმებას.
თან მაგ კრეკებზე, რამე ავტონომია კი არ ვრცელდება - ვისაც უნდა აკეთებს. შესაბამისად ერთმანეთსაც ჩაუსაფრთებიან და ერთი ფეხის დაცდენა, ავტორსაც და საიტსაც, შეიძლება ძვირად დაუჯდეს, მომხმარებლების დაკარგვის ხარჯზე. ამიტომ, არც კრეკების შემთხვევაშია მასე ადვილი რამის დაფარვა, თუნდაც დახურული წყაროს პირობებში, რადგან მანდ მონოპოლია არ არსებობს. კონკურენცია, კი ყოველთვის მომხმარებლის ინტერესებს იცავს.
მაგ ბიტკოინის ამბები, უკვე ფართოდაა მოდებული, მაშინ როცა სისტემებში არსებული ბაგები, ორი წელი კი არა, ათი წელი ისე იმალება ხოლმე ხარვეზები, რომ ვერავინ ამჩნევს, ათასი შემმოწმებლის მიუხედავად.




QUOTE
უბრალოდ key-ს შეყვანას რაც შეეხება არც ეგეთი windows არაა ლეგალური რომ იცოდე. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ მაგაზე ჯარიმები იქნებოდა.

კი ბატონო - სადმე დავწერე ლეგალურობის შესახებ რამე?

ზემოთ იყო მოსაზრება, რომ რადგან უკანონოა, ე.ი. ავტომატურად ვირუსიაო - ხოდა მაგის მაგალითად მოვიყვანე - ეგეც ხომ უკანონოა, ეგ როგორღა იქნება-მეთქი ვირუსი.
ე.ი. დასკვნა, რომ უკანონობა ≠ ვირუსს.





QUOTE
არადა რო იცოდეთ რამდენი free & open source ალტერნატივა არსებობს უამრავი პროგრამის. რატომ უნდა გამოიყენო მაინცდამაინც ფასიანი გატეხილი როცა უფასოც შეგიძლია გქონდეს. ან თუ ძალიან გინდა იყიდე. მარა არ დაიკიდო შენი privacy და უსაფრთხოება და არ გამოიყენო ეგეთი სოფტი. რა მოგივა ღმერთმა იცის. რამდენჯერ გამიგია ებეიდან სხვამ გამოიწერაო რაღაც ჩემი სახელითო იქ ფბ გამიტეხესო აქ ეს ბიტკოინი და მოკლედ არანაერად არ ხარ დაცული მაგ სოფტის გამოყენების შემთხვევაში.

ისევე როგორც, ლეგალური სოფტის შემთხვევაშიც - ransomware-ს მაგალითზე.

კი ბატონო, შეიძლება უთხრა ადამიანს, რომ არალეგალური პროგრამა ცუდია - იმიტომ რომ ლიცენზიის დაღღვევაა და ავტორს ფული აკლდება.
ასევე შეიძლება ისიც უთხრა, რომ არალეგალური პროგრამის შემთხვევაში, შანსი დაინფიცირების მეტია, ვიდრე ლეგალურის შემთხვევაში.

მაგრამ მოწოდება, რომ არალეგალური = ვირუსს, ეს უკვე ზედმეტია.

თან მითუმეტეს იმ ფორმით და იმ არგუმენტით, რაც მოიყვანა იმ იუზერმა -
როდის უნდა ისწავლოთ, რომ უფასოდ არავინ არაფერს გააკეთებს - ეს არც არგუმენტია და კიდევ ზემოდან ყურებაცაა, რომ აგერ ის ჩაწვდა ჭეშმარიტებას და სხვები ვერა.


QUOTE
თუ იმის მტკიცება გინდა რომ კრეკები და კეიგენები უსაფრთხოა რადგან ბევრი იყენებს ჯობია უკეთესი არგუმენტი მოიყვანო - დადო სორსი და ვნახოთ როგორი უსაფრთხოა

არა, მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა ტორენტი, ვირუსი და პროგრამის უკანონო გამოყენების ხერხი - ავტომატურად არ ნიშნავს ვირუსს.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (500) « პირველი ... 498 499 [500]  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1870 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]