forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (49) « პირველი ... 47 48 [49]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძველებური მუღამები VII, ყოველი დაფარული გაცხადდეს ...
nissan-terrano
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 989
წევრი No.: 212482
რეგისტრ.: 10-January 16

გამოგზავნილია: 26 May 2018, 02:25  #52781050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mcenare-99

ჰეჰ,
ეგ რომ განმეორებითი მატჩია, თუ იცი შენ ?

18 ოქტომბერს იყო პირველი მატჩი, უცნობია იმ მატჩის ანგარიში,
ან მორჩა ფრე, ან ჩაიშალა,
ამ ორიდან ერთი ვარიანტია, მეტი ვარიანტი არ არის

და ასევე უცნობია ამ ( 25.ოქტომბრის.) მატჩის ანგარიშიც

და უმთავრესი,
მანდ ( და არა მარტო მანდ, სხვაგანაც ) წერია, რომ ამ მატჩით გაირკვევაო საქ. ჩემპიონის ვინაობაო,
არ მოხდა მასე,
მაშინ "მოდაში იყო" ასეთი რამ, დაანონსებული მატჩების მერეც "ჩააკვეხებდნენ" ხოლმე სხვა მატჩებსაც,
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც,
ამ მატჩის მერე არ გარკვეულა საქ. ჩემპიონის ბედი,

სულ მალევე, 1 ნოემბერს დინამო შეხვდა ბორჯომის ნაკრებს,
7 ნოემბერს კი დინამო ფოთს

არც ამ მატჩების ანგარიშებია ცნობილი

ე.ი. დინამო-დინამო ( დუბლი ) არ ყოფილა გადამწყვეტი მატჩი საქ. ჩემპიონის გამოსავლენად

სამწუხაროდ,
ამას უკვე ვეღარასოდეს ვეღარ გავიგებთ, თუ რა მოხდა ამ მატჩებში და ვინ გახდა საქ. ჩემპიონი

პ.ს.
მონაცემები ეს მაქვს მხოლოდ,
სულ იყო 6 გუნდი:
დინამო თბილისი,
დინამო თბილისი ( დუბლი ),
დინამო ბათუმი,
დინამო ქუთაისი,
დინამო ფოთი,
ბორჯომის ნაკრები

პ.პ.ს.
დინამოს ტრენერს რაც შეეხება,
მხოლოდ ორ მატჩში ( 18 ოქტომბერს და 25 ოქტომბერს ) იყო შ. შავგულიძე დინამოს ტრენერი,
დინამოს დუბლების კი ასირ გალპერინი,
მიზეზი იყო შემდეგში,
მთელი 1942 წ. მანძილზე დინამოს ტრენერი იყო 2 კაცი ( ასე რამოდენიმეჯერ მოხდა, სხვადასხვა სეზონებში ),
და მათ შორის არ იყო შოთა შავგულიძე, ესენი იყვნენ ასირ გალპერინი და შ. დიაკოვი ( ამ კაცის სახელი ვერ დავადგინე ჯერ )

როცა დინამო შეხვდა დუბლებს, სწორედ მაშინ, მარტო ამ მატჩებში გალპერინი ჩაუდგა დუბლებს ტრენერად და ძირიტადი შემადგენლობა შავგულიძეს ჩააბარა ( შ. დიაკოვი რატომ "მოტეხეს", და ვინ მოტეხა, გამოცანაა ჩემთვის )


This post has been edited by nissan-terrano on 26 May 2018, 02:47
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (49) « პირველი ... 47 48 [49]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0305 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]