Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > წერილები


Posted by: Pepper_Crowley 19 Apr 2021, 03:15
მახსოვს ამ, ან სხვა ფორუმში, მოკლედ სადღაც და ოდესღაც იყო მსგავსი თემა, ჰოდა არაფერი დაშავდება თუ ამ განყოფილებაშიც იქნება.

,,მსგავსი ტიპის და შინაარსის თემა უკვე არსებობს" პოსტებს შევხვდები მკაცრი მზერით და ირონიული დამოკიდებულებით, ამიტომ თავი შეიკავეთ.

თემაში პოსტვის წესები მარტივია: წერთ წერილს მეგობარს, შეყვარებულს, საკუთარ თავს, წარსულს ან მომავალს, მეზობლის კატას ან ახლადაკვირვებულ ტყემლის ყვავილებს. უყვებით ამბებს, მოვლენებს, ისტორიებს, ფანტაზიებს, სიბრძნეებს. პოსტს უნდა ჰქონდეს წერილის ფორმა, ჰყავდეს ადრესატი და შინაარსობრივად წერილი უნდა იყოს. ,,აურელიანო მაკონდოში წვიმს" - მსგავსი ტიპის ორსიტყვიანი ფრაზები გამორიცხეთ (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა თავისი არსით ,,ორ სიტყვაზე" მეტია, ოდესღაც ყველანი ვყოფილვართ პოლკოვნიკი ხერინელდო მარკესები, ამიტომ ვერ გაგვაკვირვებთ რაა), რაღაც თქვენი შექმენით.

გამოხმაურებებით ნუ შეწუხდებით.

წარმატებებს გისურვებთ.


------------

ამ სიმღერის მოსმენისას ყოველთვის ერთი და იგივე კადრი მოდის, მილანი - რომის მატარებელი.
თითქმის ცარიელი მატარებლის ვაგონში ზიხარ, უფრო სწორად - სხედხართ, თავმიდებულები ყურსასმენებს იყოფთ და ფილმს უყურებთ.
მატარებლის ვაგონი, როგორ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს - ,,აგურისფერია".
ამ კადრებს სხვა კადრები მოსდევს, ქვაფენილიანი გზები, ქუჩის მუსიკოსები, უცხო სახეები, მწვანე ტრამვაი, ჩუმად გადაღებული ფოტო. და მერე სხვა ფოტოები. უცნაურია, რომ ყველაფერი წამიერ კადრებად მოდის და არა განგრძობად სცენებად. მაგრამ ამ გაშეშებულ კადრებს ნებისმიერ სცენაზე უფრო მეტი ამბების მოყოლა და გაცოცხლება შეუძლიათ. ნაფლეთებია, რომელიც ჰაერში დაფრინავს და როდესაც ერთს მიწვდები და დახედავ, სხვებსაც უყურებ, დაფრინავენ და თავის ამბებს გიყვებიან. კიდე რა მიკვირს იცი? ყველა კადრი მზიანი და ნათელ დღიანია. არადა ღამეც ბევრი იყო, თუნდაც მთვარიანი.
ამიტომ მიყვარს ფოტოგრაფია, ყველა ფოტოში ამბებს ვხედავ. და ამიტომ არ მიყვარს დადგმული ფოტოები.
ყველა საგანს, სცენას, მოქმედებას, ფრაზას, წიგნის ფურცელს და ა.შ. თავისი გემო აქვს, ან სუნი, და - ისტორია.
გარტყმაში არ ვარ ამ წერილს რატომ გწერ, მაინც ვერ წაიკითხავ, სადღაც 6-7 წლის წინ, კონკრეტული დღის 1 წამში ხარ მოქცეული. და აბა შენ როგორ უნდა იცოდე წლების შემდეგ რას მოგწერენ. ამ დამპალი სიმღერის ბრალია, დღეს, ღამის 2 საათზე რომ მოგიყვანა და გონებაში აგაფრიალა.
Anyway, who cares.
ბევრი რამ შეიცვალა.
ვიტყოდი ,,ვერ წარმოიდგენ იმდენად ბევრი რამ შეიცვალა" თქო, მაგრამ ტრაკში პეროს ღრმად გარჭობა გამოვა, აბა საიდან უნდა წარმოიდგინოს უბრალო ადამიანმა რა იქნება მომავალში? ქალბატონი ლელა ხომ ერთადერთია და განუმეორებელი, არაუბრალო.
ცოცხალია სხვათაშორის. (რას ვერჩი რო?!)
ყველაზე დიდი ყ*ეობა იცი რა არის? იმდენი რამ შეიცვალა, თითქმის არაფერი შეცვლილა. აი ეს უფრო მაგარი ფრაზა გავარტყი, სიურეალისტური. ))))))) რომ წაგეკითხა ჩემს ფეხებს გაიგებდი რა ვიგულისხმე, მაგრამ მე მართლა ვიცი რაც ვიგულისხმე, ეს არაა პერო.
საინტერესო იქნებოდა, ახლა ჩამოსვლა და ლაპარაკი რომ შემეძლოს, დავალაგებდით ვითომ ერთად რამეს, თუ ტრადიციულად დავიკიდებდით?
30-40 წუთის წინ უფრო მეტი მოგწერე, მაგრამ წამეშალა.
მე ხომ მინიშნებების ირიბად მჯერა, ესეც ნიშანი იყო და იდეაში ხელახლა არ უნდა დამეწყო თავიდან, მაგრამ დღეს მეამბოხე ვარ )))) უნდა მომეწერა, უბრალოდ, ჩემთვის. ასე იყო საჭირო.
სიმღერა შეიცვალა. ნოსტალგიაც გაქრა.
ამიტომ, აქ მოვრჩები.
დღეს შენი ძალიან მშურს.
იმედი მაქვს ხვალ ასე არ იქნება.


Posted by: POKERISBLUFF 19 Apr 2021, 06:23
... .- ...- . / -.-- --- ..- .-. ... . .-.. ..-. / --..-- / --. --- --- -.. -... -.-- .





user posted image


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: sunი 23 Apr 2021, 01:50
გუშინ მინდოდა დამეწერა და სანამ დავიწყე ჩამძინებია.დღეს გადავიფიქრე და ახლა ისევ გადავწყვიტე.სადმე ხო უნდა ვთქვა სანამ პირადად გეტყვი.აუცილებლად გეტყვი,შენზე ზურგს უკან ხო არ ვილაპარაკებ,მაგრამ მანამდე.აი ვერასდროს რო ვერ წარმოვიდგენდი რომ ჩვენი მეგობრობა სულ მცირედით მაინც შეიცვლებოდა.ჰაჰა თურმე.რა ბანძი შეგრძნებაა,თითქოს გაგცვალეს სხვაში.რა გამოდის ყველაფერი იდიოტობაა?ეს რომ წლების წინ ვინმეს ეთქვა.ან რა აზრი აქვს თქმას,ისეც ხო გასაგებია ყველაფერი.ვერ ვიტან როცა ვწუწუნებ,მივატოვო უნდა.
რაცაა ესაა

Posted by: cuckoosnest 26 Apr 2021, 19:45
რატომ მინდა რომ დამელაპარაკოს არ ვიცი, ან რა არის გასარჩევი და სალაპარაკო?
სიმართლეს მაინც არ მეტყვის არაფერს და მე კიდევ თავს დავიმცირებ... ძალიან გაორებული ვარ ამ კუთხით, ორი ადამიანია ჩემში ამ წუთას ერთი ულოგიკო, შტერი, ემოციებს და უაზრო თამაშს აყოლილი და მეორე ამაყი, გარკვეული და რეალიზებული.. ორივე თანანაარსებობს მშვიდობიანად და რომელიმემ უნდა დაარტყას, თორემ ჩავრჩები ამ წუმპეში.

Posted by: abara 26 Apr 2021, 20:27
............................................................................................................................

Posted by: POKERISBLUFF 27 Apr 2021, 11:14
... --- ...







Posted by: DeveloperX 28 Apr 2021, 18:41
მშვენიერი თემაა. ზუსტად მსგავსს ვეძებდი. პირად ბლოგზე დასაწერ წერილებს აწი აქ დავწერ ხოლმე.

წერილი #1

გავიდა დღე. კვირა. თვე. წელიწადი. ბევრი მასწავლე. კიდევ უფრო ბევრი - არ. ეს კარგიც არის და ცუდიც. ვიხსენებ ხოლმე რაც არ მომხდარა და ვერ ვიხსენებ რაც მოხდა. ზოგჯერ პირიქით. ყველაზე ახლობელიც ყოფილხარ და ყველაზე შორეულიც. საუკეთესო მეგობარიც და ყველაზე დიდი მტერიც. მეამაყებოდი და მრცხვენოდი. თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყავი მე არ ამირჩევიხარ შენ და შენ არ აგირჩევივარ მე. ასე უნდა მომხდარიყო თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ავად თუ კარგად ჩვენ ვიყავით ერთმანეთის ცხოვრებაში. არ აქვს მნიშნველობა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. მნიშვნელობა აქვს როგორ იყო. რაც მახსოვს და რაც არ მახსოვს, შენ საუკეთესო როლს ასრულებდი და ამისთვის დღემდე და მუდამ მადლობელი ვიქნები. შემდგომ შენ ყველაზე უარესი როლიც მოირგე და ესეც მახსოვს და ამისთვის მადლობელი ვერ ვიქნები. მე არ მესმოდა შენი. ძალიან არ მესმოდა, რადგან არ მქონდა ის ცოდნა და გამოცდილება რაც საჭირო იყო ამ როლის გასაგებად და მისაღებად. ახლა მესმის. ძალიან კარგად მესმის და ვწუხვარ რომ მაშინ არ მესმოდა. არა, მე ვერაფერს შევცვლიდი. უფრო მეტიც, საერთოდ არ გამართლებ. თუმცა, ჩემ წილ ყოველივე ამის შემსუბუქება ნამდვილად შემეძლო. ელემენტარული გაგებით და გულთან მიტანით, რაც დღევანდელი ჩემი გადმოსახედიდან ასე ძალიან გჭირდებოდა. შენი წასვლით ჩემში გარდაიცვალა ბავშვი და დაიბადა მამაკაცი. მახსოვხარ და მენატრები.

Posted by: littlemiss 29 Apr 2021, 03:31
7 თუ 8 წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს, სრულიად შემთხვევით გაგიცანი და მაშინვე ვიგრძენი როგორი სხვანაირები ვართ, დამოუკიდებლად სხვანაირები. მაშინაც შენი ინტელექტის წარმოჩენა გინდოდა, მაშინაც კომპლექსები გქონდა და ამის დაფარვას მაღალი ტონალობის საუბრით და ჩემთვის ზოგჯერ გაუგებარი, ფილოსოფიური თემების განხილვით ცდილობდი, მაგრამ მაშინ გქონდა ის სხივი რაც შენში მომეწონა და რის გამოც გავხდი შენი მეგობარი.

ვფიქრობ შენთან მიმართებაში, უფრო თავდაჯერებული წლების წინ ვიყავი, როცა არ გავდი იმ კატეგორიას,რომელიც ყოველი დღის ფოტოზე აღბეჭდვით და საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალის აფიშირებით არის დაკავებული, იმის დამტკიცების ამბიციით,რომ ცხოვრობს. მუდმივად თავის განსხვავებულად წარმოჩენა, ჩემ ჩაცმულობაზე ხაზგასმა (რატომ არ მაცვია უფრო ქალურად და რატომ ვფლანგავ სხეულის რესურსს) მომაბეზრებელი იყო, მაგრამ მივიღე, ეგ თვისებაც კი შევიყვარე, როცა სრულიად უნებურად მტკენდი გულს. მაგრამ არასოდეს შემიმჩნევია. მომწონდი. ისეთი როგორიც იყავი, ჩემგან ძალიან შორს,რადგან ცხოვრებაში არავის შევხვედრილვარ ვინც ოდნავ ახლოს მაინც იყო ჩემთან.

შენ შენი ბრძოლები გქონდა, მე ჩემი ომები თავში, ხშირად ვერ გხედავდი, ხშირი კონტაქტი არ გვქონდა, ერთმანეთს ყოველდღე არ ვწერდით (როგორც ნამდვილი დაქალები იქცევიან) მაგრამ როცა ვხვდებოდით, გასახსენებელი ყოველთვის გვქონდა.
შენი ოჯახის გაცნობა და ბათუმში ყოველ წელს მათთან ერთად გატარება, ყოველთვის ტკბილ მოგონებად დამრჩება.

არ ვიცი რა დაგემართა. არ ვიცი რა მოხდა იმ წყეულ საღამოს, იქნებ გამართლებ კიდეც, ან იქნებ ჩემ თავს ვამართლებ მაგრამ გაბრაზებული ვარ. ისეთი გაბრაზებული რომ ამაზე წერა შემიძლია თხრობად ვაქციო და ერთი კარგი მოთხრობა გამოვაცხო, როგორ გამცვალა ყოფილ პარტნიორში,საკუთარმა მეგობარმა. როგორ არ მენდო და როგორ დაუჯერა იმ სავარაუდო ხმებს რაც იყო, ალბათ.
ჩემი ბრალი არ არის, რომ მამაკაცებს შეცდომით არჩევ. ჩემი ბრალი არ არის რომ გაუგებრობის გამო, იმ *ლემ, შენს თვალწინ,ჩემთან ფლირტი ცადა. ყველაფერი ხდება. ამაზე საუბარი შეგვეძლო. შემეძლო ამეხსნა რა მოხდა, მაგრამ არ მომისმინე. ალბათ იმას მოუსმინე, არ ვიცი. როგორ არ მინდოდა, ამ ბანალურ სისულელეში და ამაზრზენ სიტუაციაში, ჩვენ გავრეულიყავით.

ახლა კი სათქმელი აღარაფერია. მე ყველაფერი ვცადე, ჩემი გუშინდელი წერილი საკმარისი იყო. საკუთარ თავს გადავაბიჯე.
შენი გადასაწყვეტია რომ ჩემი მოსმენა არ გინდა.
მაგრამ მინდა იცოდე, რომ ამას ვიმახსოვრებ და რომ არასოდეს ჩემი ცხოვრების განმავლობაში ახლო ადამიანისთვის არ მიღალატია. ამას ყველა ხედავს. შენ ვერ დაინახე.
ბედნიერებას გისურვებ სადაც იქნები და ვისთან ერთადაც. არ გავბოროტდები და შენზე ჭორაობას (ალბათ შენსავით) არ დავიწყებ.

და ჰო
ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო.მადლობა.


Posted by: vinchenz@ 29 Apr 2021, 11:07
ღმერთო რადენი დავკარგეთ მე და სხვებმა....
მე დავკარგე მე!
შენ დაბრუნება მაინც შეგეძლო შორს რომ იყავი და ამაზე ოცნებობდი და მე რაზე ოცნების არჩევანი დამიტოვე?
" რა ცოდო ხარ რომ არ შეგიძლია იცდე როგორ მიყვარხარ"- ხო, ძალიან ცოდო ვარ...
არადა როგორ მინდოდა მცოდნოდა...


Posted by: POKERISBLUFF 30 Apr 2021, 05:19
ღამის 5საათია თითქოს მშვიდი , მაგრამ მესმის შინაგანი ხმაური , რომელიც მეხმარება ხოლმე იმაში რომ დაღლილმა გავიღვიძო
რატომღაც ის დრო მახსენდება ცხოვრებაში პირველად რო დავიწყე ფულის გროვება მიზნებისთვის, როგორ კარგად მიდიოდა ყველაფერი
ემოციურად ისე ვიყავი შიში მქონდა რამე რომ დაემართოს მეთქი, მქონდა რაღაცეები დასაკარგი.. ახლა აღარ მაქვს
ირგვლივ ყველას ძინავს და ეს კატა მაინც მიყურებს ფანჯრიდან, ზედმეტად ჭკვიანი თვალები აქვს კატისთვის და უცნაური მოშტერება იცის... რო შეჭამს ხოლმე, ვაგდებ და ვეუბნები შენ თავს შენვე მიხედე თქო თითქოს წყინს მაგრამ ამაზე მეტით ვერ დავეხმარები...
ალბათ გათენდება, ამოვა მზე და გაგრძელდება
ცხოვრება თუ რაც ქვია ამ რაღაცას...
ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა აპრილის ბოლოა, მალე დადგება ივლისიც..

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 1 May 2021, 00:13
...............................................

Posted by: Parabola 2 May 2021, 17:24
მეც ბევრს გავიღებდი, რომ გამეცანით, რომ მესაუბრა, რომ მენახა თუ როგორ წერდით ბიბლიას, როგორ გამოიგონეთ ღმერთი, როგორ დაარქვით სახელები.
ნეტა როგორები იყავით ან როგორ დაწერეთ ისეთი რამ, ამდენი თარგმნის შემდეგაც რომ ეტყობა ფენები, მორწმუნესაც რომ გააგებინებ ათეისტსაც.
ბევრი ადამიანისთვის, სამყაროს შემქმნელი ღმერთი ხომ თქვენი შექმნილია.
მე მინდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ არ გამოვა, არც სამი ჭიქის მერე და არც სიკვდილის მერე.

Posted by: forumistvis 2 May 2021, 20:45
ეგღა მაკლია ეხლა წერილების წერა დავიწყო

Posted by: abara 3 May 2021, 03:03
დალი - ნადირობის ქალღმერთი სვანურად...
მეგრულად ტყაშმაფასაც ეტყვიან...
კატუტუს რომ ჰკითხო - წყარიშ დიდასაც დაუძახებს smile.gif

ჰოდა ასეე...

წარბებიც რომ ქერა გქონია smile.gif
ბავშვობის ზღაპრებიდან ზუსტად შენნაირს აღწერდნენ ბებიები...
მე აღარ მოვყვები, იცი რანაირიც ხარ wink.gif
ბებიები ყოველთვის შიშით და ზიზღით გიხსენიებდნენ...
მარჩენალიც იყავი მათი და მეტოქეც...
ყველაზე ლამაზ სვანს აარჩევდი და ნუსხავდი...
სანამ გოგოს არ გააკეთებინებდი - არ ეშვებოდი...
ბიჭი თუ გეყოლებოდა, მამას ატანდი და გინდა არ გინდა - ბებიებს უწევდათ მათი გაზრდა...
დაავების (დევები) ლეგენდაც მაქედან მოდის თურმე...

გოგოზე თუ რჩებოდი ფეხმძიმედ - მამას უეჭველი კლავდი მშობიარობის წინ...
მე შენ გეტყვი და გაგიჭირდებოდა smile.gif

ოღონდ მშობიარობას დალიც ეწირებოდა...

მოდიოდნენ ჯიხვები და არჩვები, მიჰყავდათ პატარა ახალშობილი გოგონა და ისევ ტყიურად და ავსულად ზრდიდნენ...
ახალ დალად, ახალ ღვთაებად...

მერე ყველაფერი წრეზე მეორდებოდა.

ასე მოვედით დღემდე და ეს ყველაფერი მართლა ზღაპრები მეგონა...

შენ მე ამარჩიე რატომღაც...
ერთადერთი მსგავსება ბუხრის პირას მოყოლილ ლეგენდებთან კი ისაა, რომ შენ ყველა ვარიანტში მკლავ...

ხალხს აღარ სჯერა ღმერთების, ქალღმერთ-ღვთაებების...

ვითომ ბოლო დალი ხარ და ერთი სვანი მაინც უნდა შეიწირო? biggrin.gif

ვსო, რიწის ტყის დაბოლოებაც ვიპოვე bis.gif

სვანები და დალები მარჩევინე კიდევ lol.gif lol.gif

Posted by: დოლორეს 9 May 2021, 04:38
რა დებილიც 5 წლის წინ იყავი, იგივე ხარ ახლაც. FუF biggrin.gif

Posted by: nigo 10 May 2021, 23:08
რამდენჯერ უნდა გითხრა,ნუ იქექები წარსულში.ვერაფერს შეცვლი,ვერავის დააბრუნებ.მოასვენე ეს წარსული,შენი თავიც და ბოლოს მეც.მომბეზრდა ამდენი ნეგატივი.
ახლა რასაც გააკეთებდი,რასაც შეცვლიდი,(შენ გგონია) ტყუილია ეს ყველაფერი.
მაშინ ახალგაზრდა იყავი,ჭკუა არ გქონდა,ახლა ჭკუა გაქვს ,მაგრამ ახალგაზრდობა წავიდა.
ჰოდა შეირგე,რაც გაქვს,ისიამოვნე,რითაც შეგიძლია თუ არადა ,ნუ მირეკავ ყოველ დილას,ნუ მაგიჟებ,ნუ მამეორებინებ ერთი და იგივეს.
რა ჭკუაც მაშინ გქონდა,ახლაც გრამი არ მოგმატებია,უბრალოდ,ბევრი,ბევრი წლის წინ 1 სექტემბერს ერთ მერხზე დაგვსხეს და დღემდე ჩემდა ჭირად ისევ ერთ მერხზე ვსხედვართ.
აწი ვეღარც გადავჯდები სხვასთან.
ოღონდ ახლა გამოძვერი ამ კოვიდიდან,როგორმე დაბრუნდი იმ მერხზე და დაიწყე ისევ დილიდან ,ჩემი ნერვების დასაგლეჯად,რამდენ რამეს ნანობ .მე ბოლოს მაინც გეტყვი.დურა და დავკიდებ ყურმილს.

წერილი არ არის,მართლა ასე იწყება ჩემი ყველა დილა.ღმერთო გადაარჩინე და ისევ მოვუსმენ,ისევ ამიშლის ნერვებს,მაგრამ პირველი სექტემბერი,ორი პატარა შეშინებული გოგო ერთ მერხზე და მთელი ცხოვრება ერთად სად წავა

Posted by: რაშენისაქმეა 15 May 2021, 02:07
შურისძიება ჰქვია ამას, გულგრილობა, ფეხებზე დაკიდება თუ ძაან სხვაგან ყოფნა, ფაქტი ერთია, რომ საშინლად მოიქეცი.
10 წლის წინ, ზუსტად იგივე და 100-ჯერ უფრო მძაფრ ემოციებს მიზიარებდი და რატომღაც, აზრად არ მომსვლია, ადამიანურად და მეგობრულად არ მეპასუხა.
მაგრად შეგეშალა.
ან იქნებ, სულაც არ შეგეშალა და ფორს-მაჟორში ასეთი ხარ?!

კარგია, რომ ასე მოხდა. ილუზიები აღარ არსებობს.

სადაც არ უნდა გადამეკვეთო, რაც არ უნდა მითხრა, ვისთანაც არ უნდა მახსენო., ჩემთვის შენი ადგილი დაცარიელდა.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი შენგან ამას, მაგრამ ცხოვრება ასეთი მოულოდნელი რამ ყოფილა.

ხომ იცი, რომ მე რაც არ უნდა დამემართოს, ბოლოს მაინც მაგრად ვიქნები.

შენ კი ვერ ჩააბარე ეს მარტივი გამოცდა.

მშვიდობით, ჩემო ბავშვობის მეგობარო.





Posted by: littlemiss 15 May 2021, 05:45
ძალიან მენატრები.
იმდენად ძალიან რომ ზოგჯერ სუნთქვა მეკვრის, რაღაც კადრებს ვატრიალებ გონებაში და მეცინება. ჩვენს ძველ მესიჯებს ვკითხულობ და ვგრძნობ როგორ მივლის სიცხე მთელ სხეულში, თითქოს სადაცაა ამოფეთქავს.
ყოველთვის მექნება ადგილი შენთვის.
ყოველთვის გამიცეცხლდება სისხლი და ამენთება მზერა,როცა დაგინახავ.
ყოველთვის მიმიზიდავ.

უფრო დიდ წერილსაც დავწერ შენზე.
ხვალ უცნაური დღე იქნება მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო. იმედი მაქვს, ვიქნები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ღმერთო,როგორ მინდა, ახლა ჩემ გვერდით იწვე...

Posted by: Pepper_Crowley 21 May 2021, 22:03
გამარჯობა ლაშას მამავ.
შენ რომ გარდაიცვალე, მაგ პერიოდში ვიღაც ###ს სხვა ###ებთან რაღაც ჰქონდა ჩასატანი, ვერ ჩაიტანა, და შენი გარდაცვალება მოიმიზეზა. მერე ეს ###ები გაატელევიზორეს და შენი გარდაცვალება გადაკვალიფიცირდა. ვიღაცისთვის ტკივილი, საღადაო თემად იქცა. დღემდე ასეა. არადა შენი ,,დანაშაული" მხოლოდ ის იყო, რომ გარდაიცვალე.
ამ ვიდეოზე, ალბათ მეც მიცინია. ადრე. ბოდიში.
გული მტკივა ხოლმე, რამდენჯერაც ამ მოხითხითე ფრაზას ,,ლაშას მამა გარდაიცვალა" გავიგებ. :/
ერთხელ ჩემი კლასელის მამაც გარდაიცვალა, წლების წინ, თუმცა ბავშვები ნამდვილად არ ვიყავით.
სამძიმარია, ხალხი მიდი-მოდის, რამდენიმე კლასელი გარდაცვლილის ეზოში ვსხედვართ, მისი შვილი კი სახლის უკან დგას, ვიღაცეებთან ერთად.
უცებ გავიხედე, ვიღაცამ რაღაც უთხრა და ეს კიდე იცინის.
ის გაოგნებული ემოცია, დღემდე გამომყვა.
ჰოდა დღემდე არ დავდივარ სამძიმარ-გასვენებებში, თუ მე თვითონ ძალიან არ მწყდება გარდაცვლილის გარდაცვალებაზე გული.
ვერ ვხვდები იცი, რატომ მაქვს ეს ემოციური შეუგუებლობა ამ მოვლენის მიმართ, საკმაოდ კარგად მაქვს გააზრებული, რომ ოდესღაც ყველანი მოვკვდებით. მაგრამ ემოციურად იმდენად მიუღებელია, უკვე წლებია ვცდილობ, რომ დრო გავაჩერო. არ ჩერდება.
არა, ჩემ გამო არა, პირიქით, საინტერესოც იქნება.
იცი რა, ყველაფერი ,,კანონზომიერი"-ს და ,,ბუნების წესია"-ს დედაც #####ან.
ამ თემაზე, ალბათ ბევრს გეტყოდი, მაგრამ არა აქ.
კიდე რას ვფიქრობ იცი, ალბათ კარგია, როცა ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ახსოვთ, მაგრამ ასეთი მახსოვრობა, რომელსაც დადებითობა გამოცლილი აქვს და ინსტიქტების დონე ,,ბუჰეჰე" ემოციამდეა დასული, საშინელება უნდა იყოს.
არ ვიცი მანდ რამდენადაა რამე, მაგრამ თუ არის - სიმშვიდეს გისურვებ. და გული მწყდება, რომ გარდაიცვალე.


Posted by: ღამის_რაფსოდია 9 Jun 2021, 23:09
ფორუმზე დაგროვებულ წერილებზე ვეძებდი თემას,

ვიფიქრე, სანამ ჩემით გავხსნი იქნებ არსებობდეს მეთქი

ჰოდა აქ ვნახე mo.gif

ისე ჩემ სურვილსაც ერგება

ჰოდა ჩემ საკუთარ თავს წერილი

2222 წერილი დამიგროვდა უკვე biggrin.gif ჰეჰ
,,ორ სიტყვაზე" მეტია და რაფერ პოსტმოდერნისტული
აგერ სურათიც

user posted image
პ.ს.
საკუთარი თავისათვის ტაში არ შემომიკრავს, უბრალოდ ხელი ჩამოვართვი mad.gif

და ასეც გახდება ეს პოსტი 2223 mo.gif


Posted by: Parabola 14 Jun 2021, 21:25
მადლობა ყველა ნოტისთვის, ყველაზე მეტი მაინც ჩემთვის იყო.
სტრიქონებისთვისაც ეგეც ყველაზე მეტი ჩემთვის იყო.
სხვა ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იქნებᲐ, იმიტომ რომ ის ცხოვრებაც სხვანაირი იქნება.
ახლა ვხვდები რომ რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე. ბევრზე მეტი და ცოტაზე ნაკლები.

Posted by: Crøs 15 Jun 2021, 01:57
..................................................


Posted by: forumistvis 15 Jun 2021, 18:59
გამარჯობა. გახსოვს ინგლისურის გაკვეთილები მარი მასწავლებელი? მერე შესვენებაზე გაბოლება, მერე მეორე გაკვეთილი. ადრე იყო ეს რუსეთთან ომამდე. დრო მიდის ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა, რამდენიმე ათეულ წელს გრძელდება და ენის შესწავლას სულ 2-3 წელი ჭირდება. ის ნასწავლი მერე საკმაოდ გამომადგა. ახლა კი მეზარება ენების სწავლა. შენ იცი რაღაც ალბათ. აბა ნახვამდის, თუ წაიკითხე შეიძლება გეცნოს აღწერა.

Posted by: Heart_of_Darkness 23 Jun 2021, 02:26
კარგი აზრია.
ძველად, სპეციალური, ბლოკნოტი მქონდა, სადაც სხვადასხვა ხალხს, წერილებს ვწერდი, უცნობებს-ნაცნობებს. რაღაცნაირი მუღამი ჰქონდა, როცა იცოდი რომ არასდროს წაიკითხავდა ადრესატი.
ახლა კიდევ დღიურის წერაც კი მეზარება. სულ გავაფუჭე კალიგრაფია, უვარჯიშობით. ონლაინ მემოებს ვინიშნავ მხოლოდ.
ჰოდა, აქ მაინც დავწერ ხოლმე.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ....❤️.... 25 Jun 2021, 11:12
გვჭირდება შესვენება.

უფლებას არ მოგცემ, ეს ისტორია გააფუჭო.

გკოცნი.

Posted by: Pepper_Crowley 30 Jul 2021, 02:29
ყველაზე მაღალი ფიჭვი მთაზე .

Posted by: Pepper_Crowley 15 Aug 2021, 00:37
გამარჯობა ნილ.

ბოლო სამი დღეა გადაუღებლად წვიმს და გარეთ არც გავსულვარ. ღრუბლებს არც ალკოჰოლმა უშველა, ღამით ორ ჭიქაში ხარივით მთვრალი ვიძინებდი, ,,ხვალ მზიანი დილა იქნება" იმედით, მაგრამ დილით ისევ თქეში იყო. სამაგიეროდ ფიქრის დრო გამიჩნდა.
სამაგიეროდ ფიქრის დრო გამიჩნდა. (უცნაურია, ეს ფრაზა გაუაზრებლად ორჯერ რომ დავწერე. მოდი დავტოვებ და არ წავშლი).
ჰოდა ჩემს ემოციებზე დავფიქრდი. თითქოს აჯანყება მოაწყვეს და აბსოლუტურად იმის საპირისპიროს აკეთებენ, რისიც აქამდე ბოლო - ცოტა, მაგრამ მაინც რამდენიმე, წელიწადი მტკიცედ მჯეროდა.
მერე შემეშინდა. როგორია დაწკრიალებულ სამზარეულოში, სველი კატა ტალახიანი ფეხებით რომ შემოგივარდება?!
ვიჯექი ფანჯრის რაფაზე, გარეთ თავსხმა წვიმა იყო, მე დდტ-ს ვუსმენდი (თუ წარსული მდგომარეობის ნაფლეთები დაბრუნდა, ბარემ ეგეც იყოს მეთქი) და ვფიქრობდი.
საბოლოოდ იმაზე შევჯერდი, რომ სულ ტყუილად მინდა ყველაფრის ლოგიკურ ჭრილში მოქცევა და არსებობს ისეთი რამეები, რაც არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება. უბრალოდ ხვდები, ან გრძნობ. და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ,,სწორია" ან ,,არასწორი", უბრალოდ ეგრეა და მორჩა.
გუშინ ერთი მოთხრობის იდეა მომივიდა, მერე წერა დავიწყე, მაგრამ მივხვდი, კარგი რომ გამოსულიყო, იმაზე მეტი უნდა მეწერა ვიდრე ვაპირებდი. ჰოდა, მერე დამეზარა და დავიკიდე. და დაერხა ))) ასეთებს როგორც წესი არასდროს ვაგრძელებ ხოლმე.
დღეს კიდე ნისლმა გამიტრაკა.
იცი როგორ ვხვდები რომ მოდის?
ჭადრაკს ვთამაშობ ხოლმე, 1 ან 3 წუთიან პარტიებს, თუ მიყოლებით რამდენიმე ხელი წავაგე, ე.ი. ძალიან დარხეული მაქვს ))))
მაგრამ დედა ვუტირე, სალაშქროდ გამოვიწკეპე, მოვიგდე ზურჩანთა და გავუდექ გზასა. არ დამითვლია, სადღაც 10 კილომეტრამდე წრე კი დავარტყი და გამძვრა სული, მაგრამ სამაგიეროდ რომ მოვბრუნდი, რამდენიმე ჭადრაკის პარტია მიყოლებით მოვიგე. biggrin.gif
И представил я
Город наводнился вдруг
Весёлыми людьми
Вышли все под дождь
Хором что-то пели
И плясали, чёрт возьми
Позабыв про стыд
И опасность после
С осложненьем заболеть
Люди под дождём
Как салют, встречали гром
Весенний первый гром
ძალიან ლამაზი ტექსტები აქვთ, არა?

დღეს საღამოს გამოიდარა და ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი.
საპასუხო წერილი უდაბნოს ქარს გამოატანე.
ნურაფრის გეშინოდეს.

Posted by: forumistvis 16 Aug 2021, 12:14
მე შენ გწერ
რომელსაც ერთხელ ზღვაზე შეგხვდი შეიძლება მეტჯერაც მერე ამ ფორუმზეც გიპოვე და მოგიკითხე
მაშინ იმან აგაგდო, მე არა
მერე რა მერე რა

Posted by: POKERISBLUFF 16 Mar 2022, 02:26
QUOTE (POKERISBLUFF @ 30 Apr 2021, 06:19 )
ღამის 5საათია თითქოს მშვიდი , მაგრამ მესმის შინაგანი ხმაური , რომელიც მეხმარება ხოლმე იმაში რომ დაღლილმა გავიღვიძო
რატომღაც ის დრო მახსენდება ცხოვრებაში პირველად რო დავიწყე ფულის გროვება მიზნებისთვის, როგორ კარგად მიდიოდა ყველაფერი
ემოციურად ისე ვიყავი შიში მქონდა რამე რომ დაემართოს მეთქი, მქონდა რაღაცეები დასაკარგი.. ახლა აღარ მაქვს
ირგვლივ ყველას ძინავს და ეს კატა მაინც მიყურებს ფანჯრიდან, ზედმეტად ჭკვიანი თვალები აქვს კატისთვის და უცნაური მოშტერება იცის... რო შეჭამს ხოლმე, ვაგდებ და ვეუბნები შენ თავს შენვე მიხედე თქო თითქოს წყინს მაგრამ ამაზე მეტით ვერ დავეხმარები...
ალბათ გათენდება, ამოვა მზე და გაგრძელდება
ცხოვრება თუ რაც ქვია ამ რაღაცას...
ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა აპრილის ბოლოა, მალე დადგება ივლისიც..

Amovida mze, itova kidec
Agrdzelebs cxovrebas xalxi
chemtan ra sheicvala? Araperi


Ivliss rac sheexeba,. Imis miuxedavad rom dro dzalian swrafad gadis
Ar mgonia male dadges ivlisi
Wels kvelaze rtuli dabadebis dge mekneba viwinaswarmetyvele bis.gif

Posted by: forumistvis 16 Mar 2022, 15:08
გამარჯობა
შენ იყავი მოწადინებული
მე არც ისე , არა მეც კი
მარა მეზარებოდა
ამიტომ ბევრი არაფერი გამოვიდა ჩვენი ურთიერთობიდან

Posted by: POKERISBLUFF 18 Mar 2022, 02:22





Posted by: SilverLinings 9 Dec 2022, 04:51
ყველაზე გრძელი, ყველა ჩუმი, ყველაზე ცარიელი, გზავნილი, წერილი, თანაგრძნობა და სევდა. ტკბილი სევდა.

Posted by: Strawberryfields 11 Dec 2022, 22:28
მგონი დასაწერი არაფერი მაქვს და ეს არ მომწონს.

Posted by: 蓝天-天蓝 13 Dec 2022, 16:36
***
ზოგჯერ მგონია, საჭირო სიტყვებს თუ ვიპოვი ჩემში და საჭირო დროს ვიტყვი, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არც სიტყვები მაქვს და ვერც დროს ვგრძნობ...ან არსებობს კი საჭირო სიტყვები, შემოქმედი სიტყვები. ალბათ არა.
ის განცდა არ მტოვებს რომ უდაბნოში იქნება ყველა სიტყვა გაფანტული და რამდენიც არ უნდა ვიყვირო და რაც არ უნდა ვთქვა, მაინც მარტო ვიქნები. არსად წავა ეს სიტყვები. არ მოვა შენამდე. რადგან შენთვის „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“.
არ ვიცი რა იქნება ჩემს ცხოვრებაში, არც არაფერს ველოდები, მაგრამ არის რაღაცეები რაც უბრალოდ არის.
ყველაფერი მოხდა ამ დედამიწაზე უკვე ჩემამდე, ახლაც ხდება და კიდევ მოხდება როცა მე აღარ ვიქნები - უარესიც და უკეთესიც. მაგრამ იქამდე სანამ მეც ამ სიცოცხლის ნაწილი ვარ და ვგრძნობ, მინდა ჩემი წილი სიყვარული. არ ვიცი რას ვიმსახურებ და რას არა, მაგრამ არაფერი დამიშავებია იმით რომ მინდოდა გადამერჩინა ჩემთვის ძვირფასი ურთიერთობა და ისევ გავეხსენებინე ადამიანს, რომლის შეყვარებაც შევძელი.
არ ვიცი როგორ ხარ, ან რა ხდება შენს ცხოვრებაში, იპოვე თუ არა ის რასაც ან ვისაც ეძებ... თან მინდა რომ ბედნიერი იყო, მაგრამ თან პროტესტი მაქვს, რადგან მინდოდა ერთად ვყოფილიყავით ბედნიერები.
არ ვიცი ამ ყველაფერს რატო ვწერ ახლა და აქ.
ისე ხშირად მიფიქრია რომ მოვსულიყავი, მაგრამ მეშინია თვალებში ჩაგხედო...მეშინია შენი რეაქციის...მეშინია შენი ურეაქციობის...
თუ მოვა ეს სიტყვები შენამდე, არაფერი მითხრა. არ მინდა არც სინანული და არც სინდისის ქენჯნა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისევ გყვარებოდი და გაგხსენებოდი, რადგან ისეთი გულწრფელი გრძნობები რომელიც ჩვენ გვქონდა ერთმანეთის მიმართ, ასე უბრალოდ არ უნდა ქრებოდეს.
რავი. რატო ვწერ საერთოდ. უბრალოდ მინდა.
ვიცი, „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“, მაგრამ ძალიან მენატრები.

Posted by: Universe´ 15 Dec 2022, 15:16
ქიმერულმა ურთიერთობამ ბევრი რამე მასწავლა შენგან. სიყვარული და სითბო გადმომცა. გაგეცინება, იტყვი რას ბოდიალობ, საიდან, როგორო, მაგრამ მე ხომ გულთმისანი ვარ biggrin.gif
მიყვარხარ. მინდა სულ ბედნიერი იყო და მადლობა 2kiss.gif

Posted by: •ოქროს•თევზი• 11 Jun 2023, 21:07
ჩემი ღმერთი ყველაზე კარგი ტიპია

წერტილი .

Posted by: მაისი 11 Jun 2023, 23:25
რამდენს ვწერდი, ისევ დავწერ. ახლა ის ამბავი გამახსენდა, როცა სახლში დავიბარე სოფელში მივდივარ მეთქი და მატარებლის ბილეთი ზღვისპირეთისკენ ავიღე.

Posted by: •ოქროს•თევზი• 12 Jun 2023, 12:52
მშიშარა.

მოგონებების ახალი ტალღა წამოვიდა smile.gif))

მართალია, ვერასოდეს მომეწონებოდი, ეგეთი გაუბედავი.

ცხოვრებაში ერთადერთხელ გამოვიჩინე ინიციატივა შენთან, ყველაზე კრიტიკულ დროს და რა გააკეთე ?! smile.gif)))

არადა, შენ როცა გჭირდებოდა, მე საათობით შემეძლო საუბარი და გაზიარება ....

იმიტომაც ხართ უბედნიერესი სახეებით....

წაშლილი რომ ხარ ....

ბედნიერი იყავი შენი ჭირიმე , მე თავი დამანებე , შენი კომპლექსებით....

ძაან კარგად ვარ, როგორც ვარ და კიდევ უფრო მაგრად ვიქნები და ეგ ყველამ იცის smile.gif)))


არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს smile.gif

Posted by: *N.N* 10 Sep 2023, 16:44
Where are you my Love ?!

Posted by: °iki° 11 Nov 2023, 00:58
გახსოვს თეთრი თოვლი როგორ დნება ზამთრის მიწურულს, მაღალ ცისფერ ცაზე მოციმციმე მზის სხივების ქვეშ, გამჭვირვალე გუბეებს აყენებს და ცივ ნიავს სუნთქვად სითბო რომ მოაქვს?..
^-^ 2kiss.gif

Posted by: POKERISBLUFF 2 Mar 2024, 12:34

ზღვის ხელმწიფის ზღაპარი როგორ იყო?

user posted image



Posted by: Me.Myself.I 14 Mar 2024, 16:02
დეს, ის ვიდეო რომ ვნახე, მივხვდი, როგორ მენატრებოდი.
ოღონდ, როგორც ჩემი მეგობარი, ნამდვილი ძმა და ყველაფერი საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, თითქოს ფაზლის ერთადერთი დაკარგული ნაწილი ვიპოვე, ამდენი ხანი რომ ვეძებდი.

აუცილებლად გნახავ, როცა ჩამოვალ. :*

ისე, როგორც ბავშვობაში : veni vidi vici !

Posted by: littlemiss 15 Mar 2024, 00:46
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: fork 15 Mar 2024, 13:37
ჩემი გული შენ დაგიტოვე, ჩიტუნავ!
დრო მოვა და სულსაც შენ დაგიტოვებ!
cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: POKERISBLUFF 16 Mar 2024, 05:33
რაღაც საიტი იყო, მომავალში წერდი შენს თავს და მერე მეილზე მოგდიოდა.
ეხლა გამახსენდა ის რეებიც ეწერა წლების მერე რომ მომივიდა.
რაღაცეები მიწინასწარმეტყველებია..

როგორც ჩემ შიაომს აქვს მეხსიერების რესეტი ნეტა მეც ეგრე მქონდეს აფსუს, რამდენ რამეს შეცვლოდა უკეთესობისკენ up.gif

Posted by: littlemiss 12 Apr 2024, 02:32
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: newsoul789 12 Apr 2024, 14:10
littlemiss
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: POKERISBLUFF 14 Apr 2024, 10:58


ამ სიმღერის ტექსტის მოსმენის შემდეგ რამხელა რაღაცის დაწერილის სურვილი მიჩნდება მარა, მააარააა

Posted by: Me.Myself.I 30 Apr 2024, 00:13
წერილი ბიძაშვილს:

აი, ერთხელ დაგილაიქებ, მეორედ გულს დაგიწერ, მესამედ “შემოგეტენები” smile.gif))) მეოთხედ , კიდევ ერთხელ დაგირეკავ და მეხუთედ თუ მაინც მაიგნორებ და არ მიმჩნევ ( მიზეზი არ გაქვს!!!) დისტანციაზე შენარჩუნებული ურთიერთობის დედაც ვატირე და შენი ოკუპანტი დედა კიდე ზემოდან smile.gif)))
უმადური ეს.

ფრთხილად იყავი, სამუდამოდ არ დაგბლოკო…ჩემს გულში smile.gif)))

არ მო****ეს ტვინი ამ ერთუჯრედიანებმა!!

Posted by: Katutu 30 Apr 2024, 09:35
ყველაფერი კარგად იქნება
იმაზე გაცილებით უკეთესად, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა

Posted by: Me.Myself.I 2 May 2024, 08:26
მგონი, წაიკითხა smile.gif)))))
❤️ >>>

ე.ი. DNA ტესტის პასუხი 2-3 კვირაში იქნება.
ძაან უნდა ვიცინო ^^


Posted by: Estrella 4 May 2024, 17:15
როგორიც იყო ისეთი იყო, როგორიც არის ისეთია,როგორიც იქნება, ისეთი იქნება. დრო კი მიდის, დროებაც მიდის. და დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს კი არა, დრო არც არაფერს ერჩის და არც არაფერს ინდობს. დრო ინსტრუმენტია. რომელიც აზრს სძენს ყველაფერს. ისე იცხოვრე, რომ მხოლოდ სასიამოვნო ნოსტალგია იგრძნო და მხოლოდ ძალა მიიღო გუშინდელი დღისგან. სიცოცხლე ძვირფასია, ცხოვრება საინტერესო, ადამიანად მოვლენა საჩუქარი. სადღაც დროც ამოგეწურება, და უბრალოდ წახვალ ამ წუთისოფლიდან, რომელიც წუთზე უფრო ხანმოკლე გაელვებაა სინამდვილეში.

Posted by: fork 4 May 2024, 21:13
ძალიან ცალფაზიანი გამოდექი. მადლობა. ნახვამდის.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)