მოგესალმებით მეგობრებო, ტოპიკი ეხება ყავის მსოფლიო ბაზარზე გაჩენილ ახალ პროდუქტს, რომემლსაც ჯერჯერობით ქართული შესატყვისი არ აქვს, მაგრამ უწოდებენ სფეშიალთი (განსაკუთრებული, საფირმო) ყავას. კომერციული (დაბალი ხარისხის) ყავისგან განსხვავებით, სფეშიალთი ყავა ინარჩუნებს ეგზოტიკურ გემოვნურ თვისებებს და შედარებით უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ზემოხსენებული ყავის მოყვარულებისთვის ერთგვარი სამოთხეა <3
ერთი შეხედვით, ყავის მომზადება მარტივი და ელემენტალური პროცესია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ნამდვილი, გამორჩეული და საფირმო ყავა თუ როგორ ირჩევა, რამდენ პროცესს გადის ჩამოსხმამდე და იმ განსაკუთრებული და არნახული არომატის დაატრიალებამდე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველა გამორჩეული ყავის საფირმო, სავიზიტო ბარათია.
ტერმინი ,,Specialty (საფირმო) ყავა" ხშირად გამოიყენება თანამედროვე ყავის ინდუსტრიაში. ამ ტიპის ყავა გამოირჩევა სტანდარტული ყავისაგან მცენარის დათესვიდან ფინჯანში მოხვედრამდე არსებული ყველა პროცესით. პირველი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის,რომ ამ ტიპის ყავის შესახებ,როგორც წესი, ყველანაირი ინფორმაცია ცნობილია (სახეობა, მარცვლის ჯიში, დაკრეფვის დრო, პლანტაცია, რეგიონი, ქვეყანა, გარეცხვა-გაშრობის მეთოდი, მოხალვის პერიოდი, მოხალვის სიძლიერე და ა.შ.)
Specialty ყავა წარმოადგენს ყავას, რომელსაც სპეციალური შეფასების სისტემით მინიჭებული აქვს 80 ქულაზე მეტი. ის იზრდება სპეციალურ პირობებში, მაღალ სიმაღლეზე რაც მარცვალს სძენს უფრო მეტ სიმკვრივეს და ამდიდრებს შინაგანი არომატის შემცველი კომპონენტებით, რომელიც ვლინდება მისი მოხალვისას.
საქართველოში სფეშიალთი ყავის კულტურა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. სხვადასხვა მასპინძლობის სექტორში მოღვაწე კომპანიებმა უკვე დაიწყეს ამ ყავის გაყიდვა საკუთარ ობიექტებში. მართალია ჯერჯერობით ბევრ ადგილას ვერ მიირთმევთ მას, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი გასინჯვა. COFFEE LAB, MARJANISHVILI 8 COFFEE&DINING, TABIDZE 1, RED CAFE, LE PORT BATUMI... - ეს ის ობიექტებია სადაც ვიცი, რომ შესაძლებელია სფეშიალთი ყავის დაგემოვნება და ასევე ტაბიძე 1 -ში და მარჯანიშვილი 8 - ში მისი ყიდვაც შეიძლება (კატალისტის ყავაა, რომელიც ლონდონში იხალება სპეციალურად ამ ობიექტებისთვის) და ამასთან იაპონური ბრენდის ჰარიოს ყავის მადუღარები, რომლებიც უმაღლესი კლასის აპარატებად ითვლება და სპეციალურად სფეშიალთი ყავის მოდუღებისთვისაა საჭირო.
ყავის მოყვარულებო, თქვენც თუ რამე ადგილები იცით, სადაც შეიძლება სფეშიალთი ყავის დაგემოვნება დაწერეთ, ან თუ რამე ინფორმაცია გაქვთ ამ ყავის შესახებ. მართლა ისეთი მაგარი ყავაა, რომ გასინჯავთ კომერციული ყავის დაგემოვნება შეუძლებლად მიმაჩნია