საფო მგელაძე იყო ქართველი მწერალი ქალბატონი..წერდა პროზასაც და ლექსებსაც. მისი რომანები "ქარიშხლის ფრთებზე", "ლიანა ლორდია" უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მაშინ წიგნები ძნელად იშოვებოდა და ქალები მთელ რომანს გადაიწერდნენ ხოლმე და ასე ავრცელებდნენ რვეულებს..მისი პოპულარობა ქალებს შორის არაა გასაკვირი-საფოს ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად, ეს იმ დროს საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამი იყო..
სამწუხაროა, რომ საფოს ძალიან ტრაგიკული ბედი ერგო. ცოლად მიათხოვეს საკმაოდ უფროსი ასაკის კაცს. 2 შვილი ჰყავდა (მისი ერთი შვილი-შუშანა მგელაძე საბავშვო პოეტი იყო). კოლექტივიზაციის შემდეგ მის ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი გურიაში და მშრალზე დატოვეს..ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. საფოს წიგნები ამ დროს უკვე ცნობილი იყო და ის მწერალთა კავშირის წევრადაც ითვლებოდა.
ცნობილია საფოს სიტყვები, რომელიც მან მწერალთა კავშირის სხდომაზე (რაც მაიაკოვსკის რომელიღაც იუბილეს ეძღვნებოდა, მაიაკოვსკი უკვე გარდაცვლილი იყო მაგ დროს)-მაიაკოვსკი თქვენ მოჰკალითო. და მერე განუმარტავს-საფურთხებლებზე აწერინეთ ლექსები და მაგას რომ მიხვდებოდა, ტავს მოიკლავდა, აბა რას იზამდაო.
გურიაში ყოფნის დროს საფო ცხენიდან ჩამოვარდა და თირკმელი დაუზიანდა. ექიმებმა ურჩიეს, კორსეტი ეტარებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან მაინც არ უშველა და მერე მწერალთა კავშირის ექიმის რჩევით, საავადმყოფოში დაწვა ოპერაციის გასაკეთებლად. მისი შვილის სიტყვებით, საფოს ოპერაცია გაუკეთეს თითქმის უანესთეზიოდ და საშინლად აწამეს. თვითონ საფო ყველაფერს მწერალთა კავშირის ექიმს აბრალებდა. ამის შემდეგ ის ახლობლებს ცოცხალი აღარ უნახავთ. ერთი-ორი დღის შემდეგ მეგობარმა- კატო მიქელაძემ მიაკითხა საავადმყოფოში. საფო პალატაში არ დაუხვდა. კატომ მთელი საავადმყოფო გადააბრუნა და მეგობარს პროზექტურაში მიაგნო..სხეულის ნახევარი მაგიდაზე ესვენა, ნახევარი-იატაკზე..
აი ასე
This post has been edited by Solveig on 16 Feb 2007, 23:47
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!