Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სიგარეტისათვის თავის დანებება VOL.2


Posted by: Solveig 5 May 2013, 01:30
ვინაიდან წინა თემამ 100 გვერდს გადააჭარბა და თემა აქტუალურია, მგონი, აჯობებს, ახალი თემა გავხსნათ.

წინა თემა:
http://forum.ge/?f=43&showtopic=33586445&st=0
ასევე, მსგავსი თემები:
http://forum.ge/?f=43&showtopic=34436204&st=0
http://forum.ge/?showtopic=33726253
http://forum.ge/?f=43&showtopic=34494867

ისაუბრეთ ნებისმიერ მეთოდზე და გაუზიარეთ სხვებს გამოცდილება. smile.gif

Posted by: francefrance 5 May 2013, 02:05
ორი დღეა არ მომიწევია სარკეში რომ ვიყურები სხვა ადამიანი მგონია ჩემი თავი ისეთი დონის საწამლავია.

Posted by: Gio100 5 May 2013, 21:58
6 წლისაც არ ვიყავი სიგარეტს, რომ თავი დავანებე. სკოლამდე მოხდა
ეს ამბავი... smile.gif

ბებიაჩემს მოვპარე პრიმა, ვცადე მოწევა და ისეთ დღეში ჩავარდი,
რომ სამუდამოდ გამიქრა მოწევის სურვილი... yes.gif

14 კაპიკი ღირდა პრიმა მაშინ და 1 კაპიკი ასანთის კოლოფი (სპიჩკა biggrin.gif )

Posted by: Ar-Pharazôn 10 May 2013, 06:19
ამოვქაჩოთ ეს თემა. საერთოდ იმჰო, მიმაგრებული უნდა იყოს განყოფილების თავში. მწამს რომ ამ ათწლეულის ბოლოსთვის ქართული საზოგადოება ბევრად უფრო სერიოზულად მოეკიდება თამბაქოს კონტროლის თემას. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ლიდერები არიან თამბაქოს მოხმარების მხრივ და აქ მაინც რომ გვქონდეს პროგრესი ამ მხრივ ძალიან კარგი იქნება. მე მინდა რომ ჩემი შვილების თაობა გაიზარდოს ისეთ საქართველოში, სადაც სიგარეტის მოწევა საზიზღარ, ნარკომანულ საქციელად ჩაითვლება.

Posted by: i_k_s_1 11 May 2013, 11:14
ავიდეს თემა მაღლა და ყველამ დაწეროს ვინც თავი დაანება, როგორ ხერხს მიმართა.

Posted by: Solveig 11 May 2013, 16:22
Ar-Pharazôn

მიმაგრებულ თემებს უფრო ნაკლებად უყურებენ ხოლმე, თორემ პრობლემა არაა მაგის გაკეთება.

Posted by: [kitika] 11 May 2013, 18:55
31 მაისს არის მსოფლიო ანტინიკოტინური დღე smile.gif

გაიუმჯობესეთ ცხოვრება, დაანებეთ თავი მოწევას!

Posted by: temotemuka 13 May 2013, 03:57
ჩემ გარშემო სამმაა კაცმა დაანება თავი ტაბექსით ყველაზე რეალური გზა მგონი ესაა იქითა კვირიდან მეც ვიწყებ სმას და შეგატყობინებთ რამე თუ გამოვა..

Posted by: [kitika] 13 May 2013, 09:54
temotemuka

აუცილებლად გამოვა თუ სწორად დაიცავთ კურსს და შუა გზაში არ მიანებებთ თავს....

ხშირად მსმენია რომ მეხუთე დღიდან უკვე ანებებენ მოწევას თავს და ტაბექსის მიღებასაც წყეტენ, ასე არ შეიძლება! 25 დღიანი კურსის ჩატარება აუცილებელია რომ სრულიად განთავისუფლდეთ ნიკოტინდამოკიდებულებისგან.

Posted by: Roy 13 May 2013, 13:56
ერთმა ჩემმა ახლობელმა ასე დაანება თავი

რძეში ჩააწო სიგარეტი და მერე მოწია. givi.gif ვარწყევდი და მაგრა ცუდად ვიყავი ის დღეო.. მეზიზღებოდა რო მახსენდებოდაო და მაგის მერეც სიგარეტის სუნზეც კი საშინელი ზიზღის გრძნობა მაქვსო და ვეღარ ვეწევიო.

Posted by: Bridgeman 14 May 2013, 13:35
მე-4 დღეა უკვე რაც არ მომიწევია პაპიროსი. ბლიცკრიგული დანებება.არც ტაბექსი და არც არაფერი..smile.gif)










FUCK MY LIFE! facepalm.gif

Posted by: საჩინო 14 May 2013, 18:02
Bridgeman
QUOTE
მე-4 დღეა უკვე რაც არ მომიწევია პაპიროსი. ბლიცკრიგული დანებება.არც ტაბექსი და არც არაფერი..)


ყოჩაღ
დაახლოვებით ერთი კვირა 10 დღე გაუძელი კიდე და კრიზისი გადალახული გექნება,
ერთელ მეც დავანებე თავი. 9 თვე არ ვეწროდი.
მერე თითქოს ვიღაცის ჯინაზე დავიწყე ისევ მოწევა. არ მინდოდა სიგარეტი, მაგრამ მაინც ვეწეოდი. ვფიქრობდი რომ არ შევეჩვევოდი და ისევ შევძლებდი თავის დანებებას,მაგრამ დღემდე მწეველი ვარ.
ძალიან მინდა დავანებო თავი, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის

Posted by: Bridgeman 15 May 2013, 00:05
საჩინო
ეს დღეები ალკოჰოლს მოვუკელი, უნივერსიტეტში ტაიმ აუტი ავიღე, მწეველებს მოვერიდე მაქსიმალურად და დიდი ლომკები არ მქონია.
ძმაკაცი მეუბნება გუშინ "თითო-თითო გავაბოლოთ და მარშუტკაში ისე ავიდეთო" და აღარ ვეწევი მეთქი რო ვუთხარი, როგორი თვალებით შემომხედა...მაგრა გამიტყდა. ლუდსაც აღარ სვავო? ვარჯიშიც ხო არ დაიწყეო biggrin.gif

Posted by: Solveig 15 May 2013, 01:16
Bridgeman
QUOTE
ვარჯიშიც ხო არ დაიწყეო


დასაცინია ეგ-თქო, ჰკითხე ერთი?


ანეკდოტი მახსენდება: მსუქანი რომ ლოცულობს-ღმერთო, მე რომ ვერ ვხდები, ჩემი მეგობრები გაასუქეო biggrin.gif

Posted by: Bridgeman 15 May 2013, 09:43
Solveig
არაა დასაცინი რა თქმა უნდა + კაი ანეკდოტი იყო biggrin.gif

Ps. მაინც ვფიქრობ, რომ "მოწევა იწვევს 10000 ქრონიკულ დაავაადებას, კიბოს, იმპოტენციას" და ა.შ. ანტი კამპანიაა და მეტი არაფერი. ძაან გაბუქებულია. საახლობლოში,სანათესაოში არავისზე გამიგია სიგარეტის გამო რაიმე სერიოზული პრობლემა შექმნოდა და ვაფშე რამდენი მწეველია, ტყუპებს-ტყუპებს აკეთებენ : დ

Posted by: Solveig 15 May 2013, 15:20
Bridgeman

იმპოტენციისა რა გითხრა, მაგრამ ფაქტია, რომ სიგარეტის მწევლებში მომატებულია სიმსივნის (პირის ღრუს, საყლაპავის, კუჭის, ფილტვის) რისკი. ასევე, მწევლების მუდმივი თანმხლებია ბრონქიტი და ამის გამო რთულად გადააქვთ სასუნთქი გზების ინფექციები, იოლად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
მწეველ ქალებში მომატებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი, უფრო ხშირია ახალშობილის უეცარი სიკვდილის შემთხვევები.

მე მგონი, საკმარისია.

შენ არ იცი, რა აწუხებთ შენს ნაცნობებს. ადამიანი რომ ცოცხალია და დადის, არ ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. გარდა ამისა, მოწევით გამოწვეული პრობლემები თავს +45 წლის შემდეგ იჩენს, როგორც წესი.

Posted by: Bridgeman 15 May 2013, 19:17
Solveig
QUOTE
პრობლემები თავს +45 წლის შემდეგ იჩენს

30-35 წლის ასაკამდე რო მოწიოს და მერე დაანებოს?

Posted by: Solveig 16 May 2013, 03:32
Bridgeman


მწევლობას ყოველთვის ექნება უარყოფითი ეფექტი.

თუმცა, თუ დაანებებს, ეგ შეამცირებს რისკებს, რასაკვირველია.

Posted by: Ar-Pharazôn 16 May 2013, 04:48
რა თქმა უნდა, არამწეველობა არ განაპირობებს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი თუნდაც ფილტვის კიბოსგან არის ბოლომდე დაზღვეული. მაგრამ ბევრად ამცირებს შანსებს.
მე პირადად მაგის გამო არ გამინებებია. 3 კოლოფზე ვიყავი ასული ბოლოს და ტანსაცმელი ისევე ყარდა, როგორც მთელი სახლი. თან გატენილი საფერფლეები, ბიჩოკები და თავისუფლად მოფარფატე ფერფლი :puke:

ამ ყველაფრის მიუხედავად (და ამის თქმა არ მინდა ვინმეს დემორალიზაციის გამო, უბრალოდ რეალურად ყოფილი მაგარი მწეველის გადმოსახედიდან როგორცაა) - 3 თვის თავზე ხანდახან მენატრება სიგარეტი. კარგი ისაა ოღონდ, რომ ნახევარი წუთიც არ გრძელდება ეს მონატრება და ეს ნახევარი წუთი გრძელდება სწორედ რომ ნახევარი წუთი და არა ძალიან დიდი დრო, როგორც თავიდან იყო. თანაც რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირდება ეს მომენტები. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთი წელი თუ გავქაჩე, ისე ვიქნები რომ თითქოს არასოდეს მომიწევია (ახლაც უმეტესი დრო თითქმის ეგრე ვარ)

Posted by: Perfectum 16 May 2013, 07:53
QUOTE
რა თქმა უნდა, არამწეველობა არ განაპირობებს იმას, რომ კონკრეტული ადამიანი თუნდაც ფილტვის კიბოსგან არის ბოლომდე დაზღვეული. მაგრამ ბევრად ამცირებს შანსებს.
მე პირადად მაგის გამო არ გამინებებია. 3 კოლოფზე ვიყავი ასული ბოლოს და ტანსაცმელი ისევე ყარდა, როგორც მთელი სახლი. თან გატენილი საფერფლეები, ბიჩოკები და თავისუფლად მოფარფატე ფერფლი :puke:

ამ ყველაფრის მიუხედავად (და ამის თქმა არ მინდა ვინმეს დემორალიზაციის გამო, უბრალოდ რეალურად ყოფილი მაგარი მწეველის გადმოსახედიდან როგორცაა) - 3 თვის თავზე ხანდახან მენატრება სიგარეტი. კარგი ისაა ოღონდ, რომ ნახევარი წუთიც არ გრძელდება ეს მონატრება და ეს ნახევარი წუთი გრძელდება სწორედ რომ ნახევარი წუთი და არა ძალიან დიდი დრო, როგორც თავიდან იყო. თანაც რაც დრო გადის, უფრო და უფრო მცირდება ეს მომენტები. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთი წელი თუ გავქაჩე, ისე ვიქნები რომ თითქოს არასოდეს მომიწევია (ახლაც უმეტესი დრო თითქმის ეგრე ვარ)


კარგია, გილოცავ!

Posted by: tornike74 16 May 2013, 14:12
მაგარი მწეველი ვიყავი, ფილტვების ანთების დროს არ ვჭამდი და ვეწეოდი, ღამე ვიღვიძებდა და მოკლედ...2 წელია დავანებე, ჩავაქრე და თითიც არ დამიკარებია მას მერე. 4,5 დღე მგონი სიგარეტის ლომკა მქონდა, მეგონა კრიჭა მეკრებოდა ისე ვუჭერდი კბილებს ერთმანეთს, 10 დღის თავზე ვიგრძენი, რომ უკანა პლანზე გადავიდა სიგარეტზე მუდმივი ფიქრი და აი სადგაც 2 კვირიდან 3 კვირის თავზე იმენა დავიკიდე, ანუ აღარ მაწუხებდა. მერე ერთი 2 თვემდე უცებ მომინდებოდა ხოლმე, მარა საკმარისი იყო ყურადღება რამეზე გადამეტანა და ეგრევე ქრებოდა ეს სურვილი თან კაი ხნით. ზატო ეხლა ვხდები რომ იმენნა მონა ვიყავი სიგარეტის, აღარც მახველებს, არც "ოტდიშკა" მაქვს და ვაბშე გამოვჯანმრთელდი.

Posted by: i_k_s_1 17 May 2013, 14:36
აუ მაგარია მეც მინდა smile.gif რამდენი ხანია ვემზადები ფსიქოლოგიურად და რავი, ადრე დამინებებია რამოდენიმე დღე და მახსოვს სულ მეძინებოდა biggrin.gif

Posted by: Ar-Pharazôn 17 May 2013, 22:42
კიდევ დავამატებდი ერთ რამეს: ორჯერ თუ სამჯერ, გათხლეშილმა მთვრალმა კი ავუკიდე სიგარეტს ბოლო თვეების განმავლობაში sad.gif(( მაგრამ ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ არცკი მახსოვს ეგ მომენტები და რაც მთავარია, მეორე დღეს უსიამოვნო, საზიზღარი შეგრძნება (პახმელიის გარდა) ფილტვებში და დანაშაულის გრძნობა. და არცერთი ღერი მაგის შემდეგ.

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ისე! აღარც გამგელებული მადა მაქვს, როგორც პირველი ორი თვე - აღარც 'ქავილი' კისერში. ღრმად ვსუნთქავ, გაზაფხულს უკეთესი სუნი აქვს და სახლი სუფთა და სვეჟია! ყველას გილოცავთ და თუ გაგიჭირდათ, ყოველთვის გამაგრდით - მოთხოვნილებები მართლაც რომ იშვიათდება და იშვიათდება.

Posted by: Bridgeman 18 May 2013, 00:44
Ar-Pharazôn
რაღაცას გკითხავ. პროფილიდან როგორც ჩანს 27 წლის ხარ. უფრო ადრე ვერ დაანებე თუ არ დაანებე?

Posted by: ninika88 18 May 2013, 00:48
ხშირა შემოვიხედავ ხოლმე აქ იქნებ მეც მეშველოს smile.gif

Posted by: Ar-Pharazôn 18 May 2013, 07:04
Bridgeman
გვიან დავიწყე (22-23 წლისამ). 4 წელი ვეწეოდი უფრო და უფრო მეტს და შარშან დეკემბერში 3 კოლოფს როგორც არაფერი ისე ვანადგურებდი. დიხანიეზე და ხველებაზე ჯერ არ მქონდა პრობლემა, მაგრამ ოთახი იყო გამურული, თითებზე მციოდა და ეგეთი პატარა კვერცხობები. მანამდე არც მიცდია, თუმცა მეგონა რომ მინდოდა და მერე ვთქვი დავანებებთქო და სპონტანურად ერთ დღეს აღარ მოვწიე. ადვილი არ იყო პირველი დღეები, მაგრამ ისეთი ძნელიც არა - როგორც მეგონა. რაც უფრო ადრე დაანებებს ადამიანი , უკეთესია

Posted by: chusty 18 May 2013, 07:18
16 წლის ვარ 2 წელია ვეწევი დღეში 1პაჩკა ხან მეტი. დანებება მინდა და მგონია რო ყველაზე მეტად გამიჭირდება მიჩვეული რო ვარ ჭამის მერე მოწევას, მწეველ ხალხთან ჯდომას და ეგეთ სიტუაციებში. ისე ეგ ტაბექსი მინდა ვცადო მაინტერესებს თუ მიშველის facepalm.gif

Posted by: Bridgeman 18 May 2013, 11:06
Ar-Pharazôn
ხო მეც გვიან დავიწყე 19- წლისამ და 2-3 წელი ვეწეოდი. 3 კოლოფზე რა ძალით ახვედი :დ დღისით ეწეოდი თუ ღამეც?
ჰაა უკვე მე-8 დღეა არ მომიწევია და ცოტა გუშინ წავიწუწუნე ლუდს რო ვსვავდით, მარა მაინც გავუძელი. მაგარი მონატრებები და ნოსტალგიები ცოდნია სიგარეტს. სუ ის მომენტები მახსენდება სამსახურში მოსაწევად რო გავდიოდი, ლექცია რო დამთავრდებოდა და ჯიგრები გავაბოლებდით და ა.შ. .....

Posted by: Ar-Pharazôn 18 May 2013, 11:47
Bridgeman

ეგრეა. პირველი თვეები ამიტომ კონტროლში უნდა გყავდეს კაცს თავი. ალკოჰოლია განებების ნომერ პირველი მტერი, ბევრისთვის კაფეინიც (თუმცა ჩემთვის არა). პატარა დეტალებმა მართლა იცის მონატრება - პაჩკის გახსნამ, ყიდვამ და ა.შ. მაგრამ სხვებისგანაც გამიგია და თავადაც ვიგრძენი ბოლოს, რომ ეს მონატრებები კუილივით ქრება დროთა განმავლობაში biggrin.gif და თავს ბევრად უკეთესად გრძნობ მაგის გამო. და იმასაც ნუ დავმალავთ, რამხელა თავდაჯერებულობას მატებს ადამიანს სიგარეტისთვის წარმატებულად თავის დანებება biggrin.gif

chusty
QUOTE
6 წლის ვარ 2 წელია ვეწევი დღეში 1პაჩკა ხან მეტი. დანებება მინდა და მგონია რო ყველაზე მეტად გამიჭირდება მიჩვეული რო ვარ ჭამის მერე მოწევას, მწეველ ხალხთან ჯდომას და ეგეთ სიტუაციებში. ისე ეგ ტაბექსი მინდა ვცადო მაინტერესებს თუ მიშველის


ტაბექსი მე არ ვიცი რა არის, მაგრამ ევროპაში და ამერიკაში ბუპროპიონი არის ეგეთი წამალი და ეგ შველის მაგრადო, ამბობენ. ჯერ არ ხარ იმდენად დიდი რომ იჩქარო განებება მამენტ biggrin.gif მაგრამ თუ მოგინდა და შეეცდები, ძალიან კაი რაღაცას იზამ up.gif

P.S. გეების უფლებების დაცვაში რომ ვემსგავსებით ევროპას, ისე დროა სახელმწიფომ (და საზოგადოებამაც) ქნას რამე, რომ შემდეგ თაობებში მწეველთა რაოდენობა ბევრად ნაკლები იყოს , ვიდრე ეხლა არის

Posted by: ninika88 18 May 2013, 13:01
მე ვანებებ თავს ხოლმე, მაგრამ როგორც კი მწეველ საზოგადოებაში ვვარდები ან ლუდს ვსვამ ისევ მინდება და რ ვცდილობ თავის შეკავებას sad.gif არა და აღარ მინდა

Posted by: Bridgeman 18 May 2013, 13:22
Ar-Pharazôn
QUOTE
იმასაც ნუ დავმალავთ, რამხელა თავდაჯერებულობას მატებს ადამიანს სიგარეტისთვის წარმატებულად თავის დანებება

100% up.gif იმენა მეამაყება სიტყვა რო ვთქვი და რო შევასრულე biggrin.gif

QUOTE
ჯერ არ ხარ იმდენად დიდი რომ იჩქარო განებება მამენტ

22-ს ვხდები, მეც მითხარი რა : დ
* * *
Fuck! დღეს, მე-8 დღეს მოვწიე, მარა კაი ვქენი რო მოვწიე.8 დღიანი პაუზის შემდეგ არ გამისწორდა და ისევ ხელახლა ვცდი, ამჯერად უფრო თავდაჯერებული.
ეგრეა, პირველივე ცდაზე ძნელია თავის დანებება. ასე რომ ისევ შემომესვლება ამ თემაში :დ

Posted by: i_k_s_1 19 May 2013, 02:00
Bridgeman
მე 8 დღეს რატო მოწიე?

აი რასაც ქვია ყველაზე ცუდი რამდენი დღეა ძაან რო გინდა? გაბრუებული , რომ ხარ და სულ რომ გეძინება?

Posted by: Bridgeman 19 May 2013, 11:06
i_k_s_1
QUOTE
მე 8 დღეს რატო მოწიე?

ალკოჰოლმა მძლია : (
იტოკში არც ისე ძნელი არ იყო. გაბრუებული არ ვყოფილვარ და არც ძილის სურვილი მქონია. კუხნაში გადავბარგდი და ფიას ვჭამდი სულ :დ
გააჩნია რამდენი ხანია ეწევი.მე 3 წელი ვეწეოდი და მე-2 დღემდე ცოტა, ოდნავ გამიჭირდასავით. აი ამ 2-3 დღეს რო გადალახავ მერე ნელ-ნელა ქრება სურვილი.
გუშინ რო მოვწიე, ვაფშე სულ სხვა გემო ქონდა სიგარეტს, ძაან არ წავიდა. დღეს უკვე 1-ლი დღეა და ხელახლა ვიწყებ smile.gif)

Posted by: bekgog 19 May 2013, 11:08
აუ მაგრად ვწვალობ რა sad.gif

ერთ დღეს დავიტანჯავ თავს არ ვეწევი და ღამე ისე მომინდება 2 კილომეტრის მოშორებით მივდივარ ლამის სიგარეტის საყიდლად ....



მაინც დავამარცხებ ამ მავნე ჩვევას !

Posted by: Тоmmy Guerrеro 19 May 2013, 11:10
4 წელზე მეტი ვეწეოდი , ეხლა ვჩალიჩობ რო დღეში 3 ღერზე მეტი არ მოვწიო

ეგრევე ძნელია გადაგდება

2 კვირაა ესე ვარ და მოთხოვნილება თითქმის აღარ მაქ

Posted by: tornike74 21 May 2013, 12:17
Тоmmy Guerrеro
QUOTE
2 კვირაა ესე ვარ და მოთხოვნილება თითქმის აღარ მაქ

ხო და ბარემ გადააგდე! up.gif up.gif

Posted by: Skiamakia 22 May 2013, 03:00
ერთბაშად უნდა გადააგო რა.. 100% არანაირი დაკლება და ა.შ.

Posted by: nino877 22 May 2013, 18:38
ისეთი მოხარული ვარ მე დავანებე მოწევას თავი და სანამ 5 შვილს არ გავაჩენ არ დავიწყებ

ჩემთვის იყო ფსიქოლოგია არანაირად არ გამჭირვებია
უბრალოდ იმ ზღვარმდე მისვლა , რომ აღარ უნდა მომე მარტს წია ძალიან ძნელად მივედი
ახალი წლიდან სერიოზულად ვებრძოდი ცემს თავს და 17 მარტს მოვწიე ბოლო ღერი ისე რომ არვიცოდი
დილა რომ გათენდა ვთქვი რომ ეს იყო ის დღე როცა არარ უნდა მომეწია და ეგრეც არის
1 ნაბიჯი
არ არსებობს ეტაპობრივი დანებება ან შემცირება
ან ეწევი ან არა
2 ნაბიჯი
მოერიდეთ 1 კვირა მაინც დალევას და თავშეყრის ადგილას ყოფნას (მე გამიადვილა მაგან )
3 ნაბიჯი
შეაქე შენი თავი ,აი რა კარგი გოგო/ბიჭი ხარ ნახე აღარ ეწევი ,მადლობა უთარი შენს თავს დღის ბოლოს რომ გაუძელი

მერე თავისთ ამოგივარდება თAვიდან
და გახსოვდეს
არ მოწიო არცერთი ნაპასი არ დაარტყა თორემ ყველაფერი წყალშI ჩაგეყრება

ისე ვამაყოფ ჩემი თავით
და არა მარტო მე
მიზნად მქონდა მოწევის და ცუდი სიტყვების აღკვეთა
აღარ ვეწევი და თუ ძალიან გავბრაზდი
ცუდისიტყვა ცუდისიტყვა თქო ვიძახი biggrin.gif
გულშიც კი არარ ვილანძღები
ისე ვთვლი რომ უკეთესობისკენ უნდა მიდიოდე შენით უნდა დაიწყო ქვეყნიერების გაუკეთესება

Posted by: bekgog 23 May 2013, 12:37
nino877
ყოჩარ 2 თვე უკვე სერიოზული დროა ...


დღეს მეც დავანებე თავი კიდევ ერთხელ, იმედია ნამდვილად დავანებებ !

თან მოტივაცია მაქვს დიდი დღეიდან !

Posted by: i_k_s_1 24 May 2013, 11:55
bekgog
წარმატებები, მეც მინდაააააააააააააააააა sad.gif

Posted by: [kitika] 24 May 2013, 13:19
მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქცია მწეველებისთვის.....

ტაბექსი გთავაზობთ უფასოდ ჩაიტაროთ რენტგენოსკოპია და თერაპევტის კონსულრაცია ფილტვებზე, 31 მაისს (მსოფლიო ანტინიკოტინურ დღეს) ავერსის კლინიკაში.

თუ გაინტერესებთ რა მდგომარეობაშია თქვენი ფილტვები, გეძლევად შანსი უფასოდ გაეშუქოთ და მიიღოთ კონსულტაცია...

ტაბექსი და ავერსის კლინიკა უწევენ ორგანიზებას უპრეცედენტო აქციას მწეველთათვის.

Posted by: Ninuka82 25 May 2013, 23:32


აღარ ვეწევი

და ბედნიერი ვარ love.gif

Posted by: Ar-Pharazôn 26 May 2013, 06:42
3 თვე 10 დღე შავასრულე და ვაპირებ ასე აწ და მარადის biggrin.gif

რაც დრო გადის უფრო და უფრო მავიწყდება. ღრმად სუნთქვა თავიდან ვისწავლე ფაქტიურად smile.gif

Posted by: GentleGirl 26 May 2013, 08:08
ჩემი მოკლედ აღსარება და წარმატება ))

პირველი სიგარეტი მოვწიე 13წლის ასაკში,შემდეგ ცოტ-ცოტას და წელიწადში 9-10ჯერ დაახლოებით,ვეწეოდი ხოლმე...
17წლის ასაკში ჩემი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა( biggrin.gif ) და სიგარეტის აქტიური მწეველი გავხდი...
თუმცა ყოველი სიგარეტის დროს მიჩნდებოდა განცდა,რომ ამით ვიმახინჯებდი გარეგნობას და ვიღებდი საშინელ სუნს,რომ არაფერი ვთქვათ შინაგან ორგანოებზე...

მოტივაცია იყო ჯანმრთელობა,სილამაზე და ჯანსაღი ცხვორების წესის სიყვარული და ერთ დროს მიმდევრობა...ახლა ისევ "ვჯანსაღწესობ" და აღარ ვეწევი...ფსიქოლოგიურად იმდეანდ მყარად ვარ ჩემს აზრზე და ისე მომწონს,"ლომკაც" კი არ მქონია...

იყო მომენტები,როდესაც ვანებებდი,მაგრამ მზად არ ვიყავი და ორ დღეში ერთი კვირის მწყურვალივით ვეწეოდი ხოლმე...

რაც მოწვას დავანებე თავი,აღარ ვყარვარ საფერლესავით,აღარ მეხაჯრება ფული საწამლავზე,კანი გახდა ისეთი როგორიც უნდა იყოს,თვალები ნათელი,ფილტვებში,გულში და სისხლძარღვებში ვერ ვიყურები სამწუხაროდ biggrin.gif

პ.ს. მხოლოდ სიგარეტი არაა ჩვენი მტერი ის,მაგრამ ეს თემა "ჯიგარეტზეა" biggrin.gif

მოწევის შედეგი:


ესეც მოტივაცია )) ნუ მე ამ ბოლოს ვარჯიშით საკმაოდ ლაითად ვვარჯიშობ,მინდა ვიყო ვარჯიში ქვია... ))

Posted by: Eagle_one 28 May 2013, 22:58
9 თებერვლიდან აღარ ვეწევი


8 თებერვალს საღამოს სტუმრად ვიყავი და როგორც წესი დღეში 6-7 ღერს ეწეოდი ხოლმე და იმ საღამოს დალევა და რამე - შეიძლება 15 ღერამდეც ავედი
მოვედი სახლში დავწექი და დილით ვიღვიძებ საშინელი ვირუსით , ტავის ტკივილი , სიცხეები, ყელის ტკივილი მოკლედ პირველად ვიყავი ასე სუსტად და ცუდად , მართლა პირველად
მოწევაზე ხო ზედმეტია საუბარი საჭმელსაც ვერ ვწამდი , ყელში ჩავიხედე სარკის მეშვეობით და რას ვხედავ , წვრილი შავი წერტილები თუ დირკები დავინახე სასის მიდამოებში და მუაგარი დავიზმენდი
უფრო დირკებს ჰგავდა , კაკრაზ იმ საღამოს მესიზმრება სიზმარი რომ მაქვს ყელის კიბო, ვერაფერს ვჭამ, და ვარ 40-50 კილოს მიდამოებში, 85 ვარ ისე ))
ხო და გავიღვიძე და არავიც ვუყვები, ჩუმად ვარ ,
გავიდა 10 დღე როგორც იქნა გამიარა ყელმა და მივხვდი რომ 10 დღე არ მოვწიე და ვიფიქრე აბა ვცადო თქო და იმის მერე აღარ ვეწევო ვოტ
მარა მინდა გითხრათ რომ გარკვეული პერიოდი მაგარი აგრესიული ვიყავი
ასე მოხდა ჩემდა უნებურად თავის დანებება

Posted by: 2PAC 29 May 2013, 13:01
ხოო დაახლოებით 12-15 წელია ვეწევი drug.gif

უკვე ძალიან მეზიზღება,
დილით უზომოდ მოწევა უზმოზე,
ფილტვების ჩამოჩვარვა,
პირველი ღერი და ხასიათის გაფუჭება
თითზე ჩამოსათვლელი საფეხურების არბენისას ქოშინი
ძილის წინ ოთახის გაჭვარტვლა

მოკლედ
საზიზღრობაა რა
ძალიან მალე შევეშვები yes.gif

რამდენიმე წლის წინ ერთი წელი (უბრალოდ ვთქვი, არანაირი მედიტაცია, ფიცი-მტკიცი და წამლები) არ ვეწეოდი, საერთოდ სიგარეტი არ მკავებია ხელში ( ნუ ერთხელ shotgun smoke იყო givi.gif)
და 1 ივნისს დავიყე mo.gif

Posted by: [kitika] 29 May 2013, 13:42

ტაბექსი გთავაზობთ უფასოდ ჩაიტაროთ რენტგენოსკოპია და თერაპევტის კონსულრაცია ფილტვებზე, 31 მაისს (მსოფლიო ანტინიკოტინურ დღეს) ავერსის კლინიკაში.

თუ გაინტერესებთ რა მდგომარეობაშია თქვენი ფილტვები, გეძლევად შანსი უფასოდ გაეშუქოთ და მიიღოთ კონსულტაცია...

ტაბექსი და ავერსის კლინიკა უწევენ ორგანიზებას უპრეცედენტო აქციას მწეველთათვის.

Posted by: herooftheday 29 May 2013, 13:54
მე ვეწეოდი გასახვევ თუთუნს, სპეციალურად გამოვიწერე თამბაქოს გასახვევი ხელსაწყო ამაზონიდან biggrin.gif ზიპოსაც ვაპირებდი... მოკლედ ერთ ამბავში ვიყავი, მერე ერთი ვიდეო ვნახე და იმის მერე აღარ მომიწევია.
ისე, ამ ვიდეოს ყურების მერე გაცილებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე სიგარეტისთვის თავის დანებებაა, ნუ დაიზარებთ ყურებას up.gif


Posted by: DontGetM@d 29 May 2013, 18:33
სიგარეტს აღარ ვეწევი jump.gif

Posted by: fixyou^ 30 May 2013, 03:28
კანკალი უჰაერობა ეს ყველაფერი სიგარეტის ბრალია ხო?ვგრძნობ რო ცუდ დღეში ვარ
როგორ დავანებო თავი სიგარეტს ? sad.gif

Posted by: GentleGirl 30 May 2013, 07:17
სიგარეტის ბრალია უმეტესობა სიმპტომები,რაც უფრო მალე დაანებეთ თავს მით უკეთესია )) თუმცა ეს ისედაც იცით... ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა რომ სულაც არაა ძნელი თუ ფსქოლოგიურად მყარად დგახარ შენს აზრზე...
სიგარეტი ხომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება უფროა და ფიზიკურზე მეტად მისი მოშორება ჭირს...

Posted by: [kitika] 30 May 2013, 10:15
დღეს ახალ შუადღეში რუსთავი 2-ზე იქნება საუბარი ანტინიკოტინურ საშუალებებზე და ასევე უფასო გამოკვლევაზე რომელიც ხვალ არის დაგეგმილი.... უყურეთ

Posted by: GentleGirl 30 May 2013, 10:23
QUOTE
ანტინიკოტინურ საშუალებებზე

მე ვფიქრობ ეგენი მხოლოდ დამხმარეა...
მთავარი შენი განწყობაა...
მე რომ დავანებე ერთხელ,ჭამად ივქცეი და სულ გაღიზიანებული ვიყავი...
ბოლო დანებება კი მადაც არ მომმატებია,მაგ დროს ყავსასც დავანებე თავი და ლომკაც არ მქონია... არადა ბოლოს დღეში ერთი კოლოფი არ მყოფნიდა ))

Posted by: tornike74 30 May 2013, 11:56
Eagle_one
QUOTE
გავიდა 10 დღე როგორც იქნა გამიარა ყელმა და მივხვდი რომ 10 დღე არ მოვწიე და ვიფიქრე აბა ვცადო თქო და იმის მერე აღარ ვეწევო

ყველას ინდივიდუალური მეთოდი აქვს თავის დანებების, კაია. მთავარია ყველამ შეიგნოს რამდენად მაგარია უსიგარეტობა და რამდენად სუფთავდები და ჯანმრთელი ხდები. ყველაზე მაგარი შეგრძნებაა მწეველი როცა ხარ და ანებებ, და ნელ ნელა გრძნობ როგორ სხვანაირას სუნთავ, სხვა სუნი აგდის და კაროცჰე...მაგარია უსიგარეტობა! რაც მთავარია მონა აღარ ხარ ამ საზიზღრობის

Posted by: [kitika] 30 May 2013, 13:53
GentleGirl
QUOTE

QUOTE
ანტინიკოტინურ საშუალებებზე

მე ვფიქრობ ეგენი მხოლოდ დამხმარეა...
მთავარი შენი განწყობაა...


რა თქმა უნდა! შენი სურვილის გარეშე ვერაფერი დაგეხმარება. უბრალოდ არის საშუალებები რომლებთან ერთადაც უფრო მარტივია დაანებო თავი.

Posted by: GentleGirl 30 May 2013, 18:28
[kitika]
QUOTE
რა თქმა უნდა! შენი სურვილის გარეშე ვერაფერი დაგეხმარება. უბრალოდ არის საშუალებები რომლებთან ერთადაც უფრო მარტივია დაანებო თავი.

+10

Posted by: Тоmmy Guerrеro 30 May 2013, 18:30
ვერ ვანებებ biggrin.gif












Posted by: Ar-Pharazôn 30 May 2013, 23:59
ვერც მე ვანებებდი. არც მიცდია, სანამ კარგად არ დავფიქრდი და მივხვდი, თუ როგორ არ მინდოდა ვყოფილიყავი მწეველი ))) ზამთარი იყო და მცივანა არ ვარ, მაგრამ თითები მეყინებოდა, ტანსაცმელი აქოთებული, ოთახში ფერფლი და ბუღი. სახლში თან დედაჩემთან და დეიდაჩემთან ერთად ვცხოვრობ, რომლებიც არ ეწევიან და უხერხული იყო. ბევრი მიზეზი და პირველივე ცდაზე - თფუთფუთფუ, ჯერჯერობით კარგად მივდივარ ))) არც მინდა მოწევა

Posted by: 2PAC 3 Jun 2013, 12:59
თან მოწიო და თან შეეშვა ეგეთი მეთოდი იცით ვინმემ?
smile.gif

Posted by: geoeka 3 Jun 2013, 17:22
QUOTE
ძაან გაბუქებულია. საახლობლოში,სანათესაოში არავისზე გამიგია სიგარეტის გამო რაიმე სერიოზული პრობლემა შექმნოდა და ვაფშე რამდენი მწეველია, ტყუპებს-ტყუპებს აკეთებენ : დ

არ არის აუცილებელი, რომ ერთი ღერის მოწევის შედეგები ეგრევე დაინახოთ, თუმცა სუნი, გაყვითლებული თითები, კბილები, განაცრისფერებული, დანაოჭებული კანი - ეს მწეველის უტყუარი ნიშანია, ასევე ცნობილია მწეველის ბრონქიტი. ამის გარდა, ის მავნე ნივთიერებები, რომლებიც შედის სიგარეტის შემადგენლობაში ნელ-ნელა მოქმედებენ სისხლძარღვებზე, ღვიძლზე, ტვინზე, გულის კუნთის მუშაობაზე და სხვა. ამას ვერ დაინახავთ - ამას იგრძნობთ, თანაც საკმაოდ სწრაფად.
მე პირადად არ ვარ მწეველი, მაგრამ ძალიან ბევრი (რაც არაა გასაკვირი) მწეველი პაციენტი მყავს. ზოგმა თავი დაანება და ისეთი სინანულით ამბობენ, რომ ამდენი ხანი როგორ ვეწეოდი, ამას რას ვუკეთებდი ჩემს ორგანიზმსო, რომ ჩემთვის ეს საკმაო ნიშანია იმისა, თუ რაოდენ აზიანებს მოწევა ორგანიზმს. ამიტომ ის, რომ სიგარეტისგან ცუდად არავინ არ ხდება - ეს მხოლოდ დაუკვირვებელი თვალისთვისაა.
რაც შეეხება სიგარეტისთვის თავის დანებების დახმარებას, შემიძლია გირჩიოთ სულ ახლად გამოჩენილი საქართველოს ბაზარზე - პრეპარატები - 5-HTP და L-Phenilalanin, რომელთა მოქმედება იწვევს ორგანიზმში სეროტონინის ზრდას, რადგან მწეველი, ასევე ნარკომანი და იგრომანი განიცდის ზუსტად ამ სიამოვნების ნივთიერების დეფიციტს. ამგვარად, როდესაც ორგანიამში მისი რაოდენობა იზრდება, სიგარეტზე მოთხოვნილება, ისევე, როგორც ნარკოტიკებზე, თამაშზე, მცირდება.
თუკი ეს ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა მინდა ვთქვა, მოქმედებს უფასო საკონსულტაციო ცენტრი, არა მხოლოდ მწეველებისთვის: 2372927, სამუშაო საათებია 11-17 სთ, ქართულ-ამერიკული კომპანია GBCCaucasus-ი . კიდევ ბევრი კარგი პრეპარატის ჩამოტანა იგეგმება, მათთვის, ვისაც უნდა თავი დაანებოს სიგარეტს, ნარკოტიკებს და თამაშებს, ამიტომ მგონია, რომ საინტერესო ინფორმაციაა.

Posted by: GentleGirl 3 Jun 2013, 22:18
QUOTE
ძაან გაბუქებულია. საახლობლოში,სანათესაოში არავისზე გამიგია სიგარეტის გამო რაიმე სერიოზული პრობლემა შექმნოდა და ვაფშე რამდენი მწეველია, ტყუპებს-ტყუპებს აკეთებენ : დ

geoeka-ს ნათქვამს დავამტებდი,მწეველი ადამიანი 10წლით ხნიერი ჩანს,ვიდრე არამწეველი ))
ეს კი ბონუსად სიგარეტის მოწევის გვერდითი ეფექტები,რეალობაა და არა ილუზია ))
ვისაც ხიბლავს ეს პერსპექტივა,ნება მისია ))

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: 2PAC 4 Jun 2013, 12:53
შევეშვი მოწევას, რამდენიმე დღეა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაქვს სუსტი მოთხოვნილებები მაგრამ არა ისე რომ ვაიმე დედა კბილები მიძაგძაგებდეს, ძალიან ადვილად მართვადი მოთხოვნილება მაქვს, ვეტყვი ჩემს თავს გადაერთე სხვა რამეზე, არ იფიქრო, უნდა შეეშვა ან რამე მსგავსი და ეგ აზრიც ითიშება.
+ ამას კოლოფი სიგარეტი და სანთებელა თან დამაგვს ეს დღეები არა იმიტომ რომ ვაიდა მომინდეს, უბრალოდ უსიგარეტობა (ჩემთვის პირადად) მძიმე ფსიქოლოგიური მომენტია, რომ აი სიგარეტი არ მაქვს (პანიკაში ვარ, უფრო სწორედ ვიყავი) ეხლა კი დამაქვს სიგარეტი მაგრამ ერთხელაც არ წამცდენია ხელი. (საინტერესო მეთოდია, თან საკუთარ თავს ნებისყოფას უფრო მეტად ვუმუშავებ, არ ვეწევი არა იმიტომ რომ არ მაქვს, არ ვეწევი იმიტომ რომ არ მინდა, მიუხედავად იმისა რომ მაქვს)

ხოდა აუცილებელია ეს რაღაც პრეპარატები მივიღო?
rolleyes.gif

დიდი ხნის სტაჟი მაქვს (სამწუხაროდ) და რამდენად სტრესულია ორგანიზმისთვის 13 წელი მწეველობის მერე უეცარი შეწყვეტა?



Posted by: tornike74 4 Jun 2013, 13:04
2PAC
QUOTE
ამას კოლოფი სიგარეტი და სანთებელა თან დამაგვს ეს დღეები არა იმიტომ რომ ვაიდა მომინდეს, უბრალოდ უსიგარეტობა (ჩემთვის პირადად) მძიმე ფსიქოლოგიური მომენტია,

2 კვირა თუ გაქაჩავ უკოლოფოდ სიარულსაც შეძლება აუცილებლად! მეც 15 წელი ვეწეოდი და ერთ დღეში დავანებე. და იმ წელს მეგონა რომ ყველაზე კარგი საქციელი ჩავიდინეsmile.gif)))

Posted by: GentleGirl 4 Jun 2013, 13:41
მე 5წელი ვეწეოდი აქტიურად ))
მანამდე მიყვარდა ვარჯიში,ცეკვა,ჯანსაღი კვება.ხოდა ისევ იმან მაიძულა დამენებებინა სიაგრეტისთრვის თავი ))
კოლოფით არ მივლია ))
სადღაც წავიკითხე უმჯობესია გადამალოთ სანთებელა,საფერფლე და ყველა ის ნივთი რაც მოწევას გახსენებთო,ზოგნა სხვანაირი რჩევა იყო... ამიტომ მაინც ყველაზე მთავარი ჩვენი განწყობაა...

პ.ს. მამაჩემმა 18წლინი მწეველობის მერე გადააგდო და უკვე 14წელია არ ეწევა <3

Posted by: 2PAC 4 Jun 2013, 14:01
tornike74
QUOTE
2 კვირა თუ გაქაჩავ უკოლოფოდ სიარულსაც შეძლება აუცილებლად!

smile.gif მალე ამ კოლოფსაც მოვისვრი, ერთხელ ერთი წელი ვიყავი სუფთა და მაშინაც უბრალოდ ვთქვი და გადავაგდე

და

QUOTE
და იმ წელს მეგონა რომ ყველაზე კარგი საქციელი ჩავიდინე

მიჭირს არ დაგეთანხმო, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი საქციელია

GentleGirl
QUOTE
კოლოფით არ მივლია ))

biggrin.gif biggrin.gif არც მე აქამდე
QUOTE
მამაჩემმა 18წლინი მწეველობის მერე გადააგდო და უკვე 14წელია არ ეწევა <3

up.gif

Posted by: [kitika] 4 Jun 2013, 17:21
http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=video&video_id=964924&adult_confirmed=confirmed

ეს მათთვის ვისაც ეჭვი ეპარება თამბაქოს მავნებლობაში.

Posted by: GentleGirl 4 Jun 2013, 18:23
2PAC
მე უკვე მივედი ეტაპზე,როდესაც ფიზიკური დატვირთვა სასიამოვნო გახდა )) ეს იყო ყველაზე დიდი მოტივაცია ))
აქამდე რატომ,ანუ ბევრჯერ გიცდია დანებება?
მარკ ტვენის ფარაზა გამახსენდა,სიგარეტისთვის თავის დანებებაზე ადვილი არაფერია,მე ეს ათასჯერ მაინც გამიკეთებია ))

QUOTE
ეს მათთვის ვისაც ეჭვი ეპარება თამბაქოს მავნებლობაში.

!!!!!
up.gif

Posted by: 2PAC 4 Jun 2013, 21:23
GentleGirl
QUOTE
ს თავის დანებებაზე ადვილი არაფერია,მე ეს ათასჯერ მაინც გამიკეთებია

კი ნამდვილად უადვილესია givi.gif

QUOTE
აქამდე რატომ

2008-2009 თუ არ ვცდები არ ვეწეოდი და არც კოლოფით დავდიოდი smile.gif))

დღეს უკვე არც სანთებელა მაქვს და არც სიგარეტი


რაც შეეხება
QUOTE
ფიზიკური დატვირთვა სასიამოვნო გახდა

ალბათ ივნისში მეც ვიზამ ამას, წინა პოსტებში გეწერა მგონი რომ ბავშვობიდან გიყვარდა აქტიური ცხოვრება და ამან შეგიწყო ხელი ხოოოდა smile.gif მეც მასე ვარ დაახლოებით და ვნახოთ შეიძლება გადავერთო უფრო მეტად ჯანსაღი ცხოვრების წესზე

Posted by: Ar-Pharazôn 6 Jun 2013, 19:36
ვიღაცა ამბობდა თავის დროზე - არამწეველების ორი კატეგორია არსებობსო : ის ვისაც არასოდეს მოუწევია და ის ვინც გადააგდო . რაღაც მხრივ მეორე უკეთესია, რადგანაც ვინც არ ყოფილა მწეველი, ვერასოდეს გაიგებს რამხელა სიამოვნების, თავისუფლების და დაჟე ვიტყოდი, კაიფის წყაროა ის ფაქტი, რომ აღარ ეწევი! და მერე სხვა მწეველები შურნარევი გნიდობით რომ ცდილობენ რომ შეგაცდინონ და შენ ტროლფეისით რომ კოვზს ნაცარში უგდებ და ისე იბოღმებიან, რომ თითონაც ანებებენ ხოლმე biggrin.gif

Posted by: GentleGirl 6 Jun 2013, 19:46
Ar-Pharazôn
OMFG! შენი პოსტით ჭეშმარიტება ღაღადებს ))
ძალიან მაგარია მართლაც და რამხელა სიამოვნებას განიცდი მწეველთა საზოგადოებაში რომ არ ეწევი და თუ სადმე მიდიხართ მანქანით და სხვა,მათსავიტ დამოკიდებული არ ხარ და არ ჩერდები მოსაწევად smile.gif
ჩემი ყურებით ჯერ არავის დაუნებებია ისე biggrin.gif

Posted by: tp52 16 Jun 2013, 17:42
4 დღეა დავანებე მიზეზი არი მარტო 1 მინდა წონაში მომატება ისე არ დავანებებდი ვინც დაანება ყველამ მოიმატა რავი მეც რო ვეწევი მადა ვაბშე არ მაქ შემიძლია ძაან მშიოდეს 1 ღერი მოვწიო და ეგრევე გადამდის შიმშილი.ტყუილა ვწვალობ თუ რეალურად მოვიმატებ წონაში?smile.gif

Posted by: GentleGirl 17 Jun 2013, 09:28
tp52
მე არ მომიმატია საგანგაშოდ,ვიცოდი რომ მომშივდებოდა და ვაკონტროლებდი სულ თავს.
ისე კი იმატებენ,აი სულ პირველად რომ დავანებე მაშინ მოვიმატე biggrin.gif მეორედ ჭკუა ვისწავლე biggrin.gif

Posted by: tp52 17 Jun 2013, 18:46
რა მაინტერესებს კიდე ნიკოტინზე დამოკიდებული ხო ხარ ანუ ორგანიზმი გთხოვს თავიდან რამდენიმე დღე ხო ძაან გიჭირს ხოდა მერე სიტყვაზე სიგარა მოვწიე ანუ ნიკოტინს შეიცავს და ანუ მოთხოვნა გაგიჩნდეს შეილება ისევ ისეთი?ხო თუ არ შეიცავს სიგარა მე ვიცი რო შეიცავსsmile.gif

Posted by: Ar-Pharazôn 18 Jun 2013, 02:31
მომატებით მე მოვიმატე , თან საკმაოდაც biggrin.gif სიმსუქნისკენ მიდრეკილი იმდენად არ ვარ, რამდენადაც მადა მაქვს ზედმეტად ძლიერი და 'უნიკოტინო რეალობის' პირველი ორი თვე კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა ეს მადა tongue.gif მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობებისა, მგელივით ვჭამდი და დანაყრებას ვერ ვგრძნობდი. თუმცა ეს მადა შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში გაქრა და ახლა მადლობა ღმერთს ვიკლებ ისევ და იმედია ჩემს ნორმალურ წონას დავუბრუნდები ნელნელა 1-2 თვეში ))

Posted by: hondacbr1000 18 Jun 2013, 08:14
Fილტზვე კისტა მქონდა იქამდე ვეწეოდი სანამმმმ არ გამიხეთქა biggrin.gif შეეშვით 1 თვეა არ მომიწევია და აღარცც მინდა იმიტომ რომმმ განა ლომკაა ავქ სფსიქოლოგიურად ხარ ადამიანი ეგრე განწყობილი რო უნდა მოწიო

Posted by: amadeus 18 Jun 2013, 15:18
Solveig
QUOTE
ისაუბრეთ ნებისმიერ მეთოდზე და გაუზიარეთ სხვებს გამოცდილება.

ბევრმა დაანება შარშან ჩემს მეგობრებში თავი ტაბექსის საშუალებით.
გუშინ წინ გადავწყვიტე რომ ორშაბათიდან ანუ გუშინდღიდან მეც დამეწყო ტაბექსის მიღება. შევადგინე ფორმულა რომელიც ამოვბეჭდე დიდად და გავაკარი სამუშაო ოთახში.
ასევე ამოვბეჭდე პატარა ზომის, რომელიც საფულეში მიდევს. მაქვს ასევე კომპიუტერშიც და იქაც ვინიშნავ. ასევე დრები დავაყენე მაღვიძარაზე. მოკლედ ყველა საშუალებით ვცდილობ რომ პროგრამას გავართვა თავი. 2,5 კოლოფი მინდოდა დილის 9 დან ღამის 3 საათამდე. მწეველის სტაჟი მაქვს 15 წელი აქტიური. ამ ტაბლეტების მიღებისას ვგრძნობ რომ ნელნელა მიქრება სიგარეტის მიმართ ტოლვა. როდესაც მოთხოვნილება მიმძაფრთება მაქსიმუმ 5 წუთი ვაიძულებ საკუთარ თავს ყურადღების სხვა რამეზე გადატანას და ისევ მიქრება ეს სურვილი. ეს ხშირად მეორდება თითქმის იმ ინტერვალებით როგორც ვეწეოდი. ძალიან მეხმარება ტაბექსი 3-4 ღერს მაინც ვაბოლებ შიგადაშიგ ჯერ-ჯერობით. თუმცა ვფიქრობ რომ ხვალიდან ესეც ამოვიღო.
ესაა ჩემი შედგენილი ტაბულა შესაძლოა ბევრს გამოადგეს:
http://www.radikal.ru

Posted by: [kitika] 18 Jun 2013, 17:14
amadeus

თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მეამაყება თქვენისთანა მომხმარებლები smile.gif

იმისათვის რომ უფრო გაიმარტივოთ ტაბექსის გრაფიკის დაცვა და არ დაგჭირდეთ მაღვიძარა ან ეს ცხრილი, თუ გაქვს ანდროიდის ტელეფონი ან აიფონი დავდებ ლინკებს და გადმოწერეთ აპლიკაცია.... აირჩევთ სასურველ ენას და მობილური შეგახსენებთ ტაბექსის მიღების დროს და მოგაწვდით საინტერესო ინფორმაციას,,,

https://itunes.apple.com/gb/app/tabex/id595975256?mt=8

https://play.google.com/store/apps/details?id=com.tabex&hl=en


Posted by: amadeus 18 Jun 2013, 17:51
[kitika]
QUOTE
https://play.google.com/store/apps/details?...com.tabex&hl=en

up.gif

Posted by: tp52 18 Jun 2013, 22:38
QUOTE
Ar-Pharazôn



მაგრა მაინტერესებს ეგ არ მიზეზი რატომაც დავანებე და იქნებ ამიხსნაsmile.gif

ანუ 2 თვე ჭამდი იმატებდი წონაში და მერე 1 კვირაში მადა გაგიქრა და ეხლა იკლებ ისევ წონას?თუ მადას აკონტროლებდი და ნელ ნელა ამცირებდი საკვების დოზას და მაგიტო?


ვინმე არი საერთოდ კომპეტენტური ამ საკითხში აქ დეტალურად რო ახსნას რაღაცები?

იმ დღეს რადიოში ვუსმინე ქალი ლაპრაკობდა რომელიც რაღაცის თავჯდომარე იყო ანტისიგარეტულის გარტყმაში არ იყო არაფრის იმიტოა ესეთი მდგომარეობა.

მარა ეს ხალხიც იმათი აყვანილია რომ რეკლამა გაუწიონ ვითომ ანტირეკლამის სახით.
amadeus

ეგრე ვარ მეც 15-16 წელია ვეწევი 2-3 პაჩკას ისე რო მუშტუკით ვეწეოდი უკვე თითები ისეთ დღეში მქონდა.ყველაფერზე მაგრა მიყვარს სიგარეტიsmile.gif

5 დღეა დავანებე თუ 6 პირველი სამი დღე ძაან ხშირად მინდებოდა და მთხოვდა ორგანიზმი მერე ეხლაც მინდება იგივენაირად მარა ხლა სიტყვაზე დღეში 6-7 ჯერ და გადამაქ სხვა რამეზე ფიქრი.ეგ ტაბექსი რას შვება იქნება დაწერო რაღაც არ მჯერა ეგეთი რაღაცების.

სიტყვაზე ტაბექს რო დავლიო ხვალ ვსო სიგარეტი არ გამახსენდება საერთოდ და არ მომინდება?


ანუ შენ რასაც იძახი ეგ ისედაც ეგრეა მაგ ტაბლეტის გარეშე და მაგიტო გეუბნები.24 საათი კი არ გინდა გაგახსენდება და უნდა შეძლო და სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება.
* * *





რჩევა მართლა მაგრა დაგეხმარებათ სემიჩკა გეგდოთ სახში რო მოგინდებათ ან გაგახსნდებათ სიგარეტი დაიწყეთ ჭამა მაგრა შველის.

Posted by: [kitika] 19 Jun 2013, 09:48
tp52
QUOTE
სიტყვაზე ტაბექს რო დავლიო ხვალ ვსო სიგარეტი არ გამახსენდება საერთოდ და არ მომინდება?


ანუ შენ რასაც იძახი ეგ ისედაც ეგრეა მაგ ტაბლეტის გარეშე და მაგიტო გეუბნები.24 საათი კი არ გინდა გაგახსენდება და უნდა შეძლო და სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება.
* * *


ტაბექსი ანუ მისი შემადგენელი ციტიზინი, ანაცვლებს ორგანიზმში ნიკოტინს.... იწვევს იგივე ცრუ კომფორტის შეგრძნებას რასაც ნიკოტინი. მაგრამ არ არის მავნე ნიკოტინისგან განსხვავებით, ამიტომაც ტაბექსი არის მედიკამენტი, რომელიც დაგეხმარებათ სიგარეტი გადააგდოთ ისე რომ არ გქონდეთ ე.წ. ლომკა. მაგრამ ჩვევა თავად უნდა დაამარცხოთ. ამავდროულად ტაბექსის მიღების შემთხვევაში თავიდან აირიდებთ გაძლიერებულ მადას, რომელიც სიგარეტის გადაგდებას თან ახლავს.

Posted by: GentleGirl 19 Jun 2013, 11:37
რამოდენიმეთვიანი არამწეველობის შემდეგ,კინაღამ მოვწიე,არა იმიტომ რომ მომინდა,უბრალოდ იმიტომ რომ მომენატრა.
შე,დეგ დავფიქრდი,უნებისყოფო და უპრინციპო ვიქნებოდი თუნდაც ერთი ღერი რომ მომეწია,თან დაბუნრებული "დიხანია" და გასფუთავებული ორგანიზმი დამენანა.
მეორე დღეს კმაყოფილი ვიყავი და ახლა ორმაგი მოტივაცია მაქვს,რომ სიცოცხლ;ის ბოლომდე ერთი ნაპასიც არ დავარტყა.
ყოფილი მწეველი პოტენციურად მუდამ მწეველი რჩება,რადგან ერტ ღერს მაინც მოწევს წლების მერეო,წამიკითხავს.
მაგრამ გამონაკლისებიც ვიცი და ერთ-ერთი ოჯახის წევრია ასეთი,მეც გამონაკლისი ვიქნები tongue.gif

Posted by: taso 19 Jun 2013, 13:03
[kitika]
QUOTE
ტაბექსი ანუ მისი შემადგენელი ციტიზინი, ანაცვლებს ორგანიზმში ნიკოტინს.... იწვევს იგივე ცრუ კომფორტის შეგრძნებას რასაც ნიკოტინი. მაგრამ არ არის მავნე ნიკოტინისგან განსხვავებით, ამიტომაც ტაბექსი არის მედიკამენტი, რომელიც დაგეხმარებათ სიგარეტი გადააგდოთ ისე რომ არ გქონდეთ ე.წ. ლომკა. მაგრამ ჩვევა თავად უნდა დაამარცხოთ. ამავდროულად ტაბექსის მიღების შემთხვევაში თავიდან აირიდებთ გაძლიერებულ მადას, რომელიც სიგარეტის გადაგდებას თან ახლავს.

საინტერესოდ ჟღერს.. თან ბევრი წერს, რომ დაეხმარა. <3
მაინტერესებს, ფასი ხომ არ იცი? და რა სიხშირით უნდა მიიღოს ადამინმა?

Posted by: [kitika] 19 Jun 2013, 13:40
taso

ღირს 14.4 ლარი და იყიდება ყველა აფთიაქში... მიღების წესი არის ინსტრუქციაში, ამავდროულად არაჩვეულებრივად დაწერა ზემოთ amadeus -მა ცხრილი, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ მიღების დრო და რაოდენობა.

ასევე კიდე გავიმეორებ არის აპლიკაციები მობილურში, გადმოწერეთ და ის შეგახსენებთ მიღების წესს, თუ გაქვთ თანამედროვე ტელეფონები


https://itunes.apple.com/gb/app/tabex/id595975256?mt=8

https://play.google.com/store/apps/details?...com.tabex&hl=en

Posted by: VEROKIO 19 Jun 2013, 16:15
მე4 დღეა არ ვეწევი არც ტაბექსი არც გრეეეენ სმოკებეე... 6 წელია ვეწოდი... უნდა შევძლო იმედია შევძლებ...

Posted by: amadeus 19 Jun 2013, 17:29
სურვილი მოწევის დღითიდღე მიქრება. დღეს გავაბოლე ერთი ღერი ლანჩის მერე. ბოლომდეც ვერ მოვწიე არ გამისწორდა არარნაირად. ჯერ თავისუფალ სუნთქვაზე და ა.შ. ზედმეტია საუბარი იმდენად დაბინძურებული მაქვს ფილტვები. იმედია სამუდამოდ დავემშვიდობები სიგარეტის ჭვარტლს. მადა ისევ ისეთი მაქვს როგორიც მწეველობის დროს მქონდა ნუ ოდნავ შეიძლება წავისუსნაო ისიც იმის გამო რომ სიგარეტის "პრივიჩკა" გადავაგდო. ძნელია ამასთან ჭიდილი, მაგრამ პრინციპის საკითხია. ამ კვამლმმა როგორ უნდა გვაჯობოს!
სიგარეტი მუდამ მიდევს ჯიბეში, ზოგჯერ ამოვიღებ კოლოფს ხელში შევათამაშებ გავხსნი მაგიდაზე დავდებ და ა.შ. უსიგარეტობის განცდა რომ არ გამიჩნდეს და სურვილი არ აღმიძრას მოწევის. მოკლედ საკუთარი თავი უნდა შეისწავლოთ ჯერ და შემდეგ ებრძოლოთ თქვენივე მეთოდებით ამ საშინელ სენს. ტაბექსი ლომკას ხსნის, ჩვევას ვერა. ასე რომ ამ ჩვევებს თქვენივე მეთოდით უნდა უმკურნალოთ.

Posted by: [kitika] 19 Jun 2013, 23:10
amadeus

იცით ბევრი რამ არის დამოკიდებული გარემოზე, როცა ოთახში "სამსახურში" ვერ ეწევი, ან სახლში ვერ ეწევი, ეს უკვე რაღაცნაირი ბარიკადაა და გეზარება თუნდაც ქუჩაში გასვლა იმისათვის რომ მოწიო.... მაგრამ ბევრი გარემოცვის და სიტუაციის მსხვერპლი ხდება, იქ სადაც "მოსული პონტია" მოწევა და "სვეცკობად" თვლიან, ან კიდევ არის ისეთი სამუშაო სიტუაცია სადაც არ კრძალავენ მოწევას, ეს პირიქით ხელს უწყობს მწეველთა რაოდენობის ზრდას.

ისიც გამაღიზიანებელი ფაქტორია, ახალ დანებებული რომ გაქვს და სხვას უყურებ როგორ ეწევა....

ამიტომ დიდი გამძლეობა გელით, ტაბექსი ყველაფერი ნამდვილად არ არის, მთავარი თქვენი განწყობაა და მონდომება.

Posted by: tp52 20 Jun 2013, 01:44
QUOTE
[kitika]


ანუ მაგ ციტინიზმეც დამოკიდებული ხდები ოღონდ მავნებელი არ არი.

QUOTE
GentleGirl


ყოჩაღ მე მოვწიე დღეს და არა იმიტო რო დავლიე იმიტო რო პროსტა მოწევა მინდოდა დალევა არაფერშუაში არაა ხვალიდან დავიწყებ ახლიდან ისევ.

ძაან მარტივია ოდნავი ნებისყოფა უნდა და სხვა არაფერი მე ეგრე ვუყურებ მთავარია სურვილი მე პროსტა იმიტო მიძნელდება რო სურვილი არ მაქ დანებების მარა ვისაც სურვილი აქ მართლა ძალიან მარტივად დაანებებს ყველაფრის გარეშე.

Posted by: GentleGirl 20 Jun 2013, 02:07
tp52
სწორია,ვისაც სურვილი აქვს დანებების ანებებს იკდეც.
ადრე რომ დავანებე იმიტომ დავიყწე რომ სურვილი არ მქონდა,მოტივაციაც არ მქონდა არამწეველობის.
ახლა მოტივირებული ვარ,თან ეს თვეები არ მინდა წყალში გადავყარო smile.gif

Posted by: [kitika] 20 Jun 2013, 10:51
tp52
QUOTE

QUOTE
[kitika]


ანუ მაგ ციტინიზმეც დამოკიდებული ხდები ოღონდ მავნებელი არ არი.

QUOTE


არა ციტიზინი არ იწვევს დამოკიდებულებას, ამ ნივთიერებაზე ბევრი კვლევა არსებობს, ეს არ არის რაღაც ახალი აღმოჩენა.

Posted by: Ar-Pharazôn 21 Jun 2013, 10:19
tp52
ორი მომენტია თამბაქოზე და წონაზე: ერთი ის, რომ თამბაქო ოდნავ მადას ამცირებს და მეორე - მეტაბოლიზმს აჩქარებს, შესაბამისად ადამიანი წვავს მეტ კალორიებს და ნაკლებს ჭამს ამასთანავე. მე, როგორც ზევით დავწერე, 3 კოლოფამდე ვიყავი ასული და ეგ კია დღეში ერთი 30-40 წუთიანი სირბილის ტოლფასი კალორიები )))

თუ შენ წონაში მომატება გინდა , სიგარეტის გადაგდებასთან ერთად სხვა რაღაცაც სცადე. საერთოდ, ვინც წონაში ვერ იმატებს, როგორც წესი მადის ნაკლებობის გამო ვერ შვება ამას და საკმარისი ჭამა უჭირს. არსებობს მადის მომმატებლები, ლეგალურიც და არალეგალურიც biggrin.gif

Posted by: qionia 21 Jun 2013, 13:53
რავი შველის ეგ ტაბექსი?თუ არ უშველის ხო არ ავნებს?უკუჩვენება არ აქვს?

Posted by: taso 21 Jun 2013, 14:00
[kitika]

მადლობა 2kiss.gif

Posted by: tp52 21 Jun 2013, 18:17
Ar-Pharazôn

ხო მარა ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს ალბათ თორე გეუბნები შემიძლია მთელი დღე უპრობლემოდ 1 ნაჭერი პურით გადავიტანო სიგარეტი თუ მექნება სიტყვაზე მშია ხო მოვწევ გადამდის და ძალიან თუ მშია მოვწევ და ძალიან ცოტაზე მშია შევჭამ ძალიან ცოტას და ვსოsmile.gifშანსი არ არი ნაყინი კოკა კოლა ან რამე მსგავსი მომინდეს და რო არ ვეწევი პირიქით ხდება რა მინდება ჭამა ანუ ჩვეულებრივ ჭამას ვიწყებ როგროც უნდა ვჭამდე წესით.

და 3 პაჩკა დაახლოებით რამდენი კალორია?ლეგალური ვცადე ბევრი რაღაც მარა შედეგი არ ქონია არალეგალური რაარი მაგალითად?

პროტეინი კრეატინი და რაღაცეებს არ ვეკარები.

QUOTE
[kitika]

აბა ნიკოტინის ჩამანცვლებელი თუა როგორ არ იწვევს?დოზას აკლებ და ბოლოს აღარ გინდება თუ როგორ ხდება?კურსია რამდენხნიანია დაახლოებით და სადაური წამალია საერთოდ ეგ მაინტერესებს ყველაზე მაგრა.

Posted by: Ar-Pharazôn 22 Jun 2013, 12:24
tp52

სერიოზული მადის პრობლემა გქონია, ხანდახან მშურს მაგის, მაგრამ საბოლოო ჯამში არც ისე, რადგანაც ჭარბწონიანობასთანაც მქონია შეხება და წონის დეფიციტთან და ორივე ერთნაირი საშინელება შეიძლება იყოს.

ყველაზე კარგი ვარიანტი არალეგალურებია სწორედ biggrin.gif მარიხუანა, THC-გადამცემებზე მოქმედი სუბსტანციები. საჭმელი 5-ჯერ უფრო გემრიელი გახდება და გრძნობით შეჭამ, დამიჯერე ))) თუმცა რთული საშოვნიც არის და კანონთან პრობლემებიც შეიძლება შეგექმნეს ამ ბედოვლათ ქვეყანაში მაგის გამო (სიგარეტს ბევრად ჯობია, ყველა ვარიანტში. არც შეჩვევა იცის ... იმდენად).

აიძულე თავს ჭამო მაღალშაქრიანი, მაღალცხიმიანი საჭმელები - შოკოლადის ბატონჩიკები, ქუჩის ფენოვანები , ან რაიმე რასაც აიტან შედარებით . რაიმე მადის გამზრდელი წამალი სხვაც იქნება ალბათ.

...


Posted by: tp52 22 Jun 2013, 15:17
QUOTE
Ar-Pharazôn


გაჭირვებაში მანაგუა?smile.gifხო მარა რაღაც გადაცემას ვუყურე ნასვამზეც ხო ბერვს ჭამ და იქ იყო რო სიტყვაზე 500 კალროიანი რაღაც რო ჭამო ეგ 500 კალორიას არ უდრისო თუ რაღაც ეგეთი ანუ არ გერგებაო ნასვამ მდგომარეობაში საჭმელი შეიძლება აქაც ეგრე იყოს არ ვიცი.ისე არ აპირებენ სამედიცინო მარიხუანის შემოტანას საერთოდ ლაპარაკი მაინც არი მაგ თემაზე?

კი საშინელებაა ბევრჯერ მიფიქრია რო დიდი წონის მაინც ვიყო უფრო ადვილად დავიგდებდი მომატება ჩემი აზრით ბევრად რთულია.

Posted by: Ar-Pharazôn 23 Jun 2013, 12:33
tp52
QUOTE
გაჭირვებაში მანაგუა?

ღვიძლისთვის არ არის მთლად კარგი. ჩვენ ხომ აქ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ ? biggrin.gif მარიხუანის მაქსიმალურად ჯანსაღი მიღება იდეაში შეიძლება ბონგებიდან და ბულბულატორებიდან, თუთუნის მირევის გარეშე. ან, ნამცხვრების სახით...

არსებობს კიდევ ანტიკონვულსანტები / ანტიფსიხოტური მედიკამენტები , რომლებიც მადასაც ამატებინებს და ისედაც ნივთიერებათა ცვლას ანელებს. ეგეც შეიძლება დაგეხმაროს, გვერდითა ეფექტები ცოტა აქვს სხვა.

Posted by: [kitika] 23 Jun 2013, 21:11
qionia
tp52

http://www.facebook.com/home.php#!/tabex.exsmoker

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ გვეერდს, ასევე აქაც დავდებ....

http://imageshack.us/photo/my-images/689/8jjy.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/24/ufes.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/842/4l8t.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/843/uv73.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

პრეპარატი იწარმოება ბულგარეთში, კომპანია "სოფარმას" მიერ, ეს არის მედიკამენტი და შესაბამისად არ არის მავნე, აქვს უკუჩვენებები მაგრამ არცერთი რეალურად არ გამოვლენილა, უბრალოდ კვლევების სახით შესწავლილია. ორსულებისთვის არ არის რეკომენტებული, ასევე მათთვის ვისაც გადატანილი აქვს ოპერაცია გულსისხლძარღვთა სისტემაზე. თუმცა მოგეხსენებათ მათთვის მოწევაც კატეგორიულად არ შეიძლება.


Posted by: Solveig 23 Jun 2013, 21:18
[kitika]

გავიგეთ, რომ ტაბექსთან საქმიანი ინტერესები გაკავშირებს და მინდა გითხრა, რომ უკვე ზედმეტი მოგდის რეკლამირება. კარგს იზამ, თუ შეწყვეტ.

ეს თემა გამოცდილების გასაზიარებლად შეიქმნა და არა იმისათვის, რომ ვინმემ "თავისი" საქონლის რეალიზაციის გაუმჯობესება სცადოს.

მით უმეტეს, სხვა საშუალებებიც არსებობს მოწევისათვის თავის დასანებებლად. უფასო ნებისყოფიდან დაწყებული.


* * *
Ar-Pharazôn
QUOTE
ყველაზე კარგი ვარიანტი არალეგალურებია სწორედ  მარიხუანა, THC-გადამცემებზე მოქმედი სუბსტანციები. საჭმელი 5-ჯერ უფრო გემრიელი გახდება და გრძნობით შეჭამ, დამიჯერე ))) თუმცა რთული საშოვნიც არის და კანონთან პრობლემებიც შეიძლება შეგექმნეს ამ ბედოვლათ ქვეყანაში მაგის გამო (სიგარეტს ბევრად ჯობია, ყველა ვარიანტში. არც შეჩვევა იცის ... იმდენად).

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების რეკლამირება დასჯადია.

QUOTE
არსებობს კიდევ ანტიკონვულსანტები / ანტიფსიხოტური მედიკამენტები , რომლებიც მადასაც ამატებინებს და ისედაც ნივთიერებათა ცვლას ანელებს. ეგეც შეიძლება დაგეხმაროს, გვერდითა ეფექტები ცოტა აქვს სხვა.

ძალიან სახიფათო რჩევას იძლევი!

გთხოვთ ყველას, მორჩეს ასეთი საუბრები აქ, სანამ ვორნებსა და ბანებზე გადავსულვარ. გეკუთვნოდატ ორივეს, მაგრამ ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლები.

Posted by: [kitika] 23 Jun 2013, 23:16
Solveig

როცა მეკითხებიან არ უნდა ვუპასუხო?

სოფარმას ტაბექსის გარდა იმდენი წამალი აქვს.............. smile.gif

პ.ს. მე არ გამოვრიცხავ სხვა საშუალებებს, უბრალოდ რაზეც მაქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე ვსაუბრობ და არ ვეხები სხვა არაფერს....

იმისათვის არსებობს ფორუმი რომ ინფორმაცია მივიღოთ და გავუზიაროთ, მე აქ ტყუილს არ ვწერ და არც მავნე რჩევებს ვიძლევი, მადლობა თქვით რომ ვინმე კომპეტენტური შემოდის და წერს

Posted by: i_k_s_1 24 Jun 2013, 00:14
კრიზისი რამდენი დღეა ფსიქოლოგიურად რომ მომვემზადო ? smile.gif

Posted by: tp52 24 Jun 2013, 01:00
QUOTE
i_k_s_1


სამი დღე სულ გინდა რა 3 დღის მერეც სულ გინდა პროსტა მთელი დღე აღარ გინდა ანუ გავიწყდება სიტყვაზე 7 დღეს შეიძლება მოგინდეს ძალიან მაგრა ისე რო დაიკიდო ის წინა 6 დღე და მოწიო მარა ეგ სურვილი თუ გადააგორე ვსო დაგავიწყდება ისევ შეიეძლება გავიდეს 3 საათი და ისევ მოგინდეს და ეგრე რა ანუ მერე მომენტებშI გინდება უკვე და თვეების მერე გავიწყდებაო როგორც ამბობენ მარა არ ვიცი.წეღან კინოს ვუყურებდი იქ იყო ზუსტი ფრაზა არ არსებობს მწეველი რომელსაც ცხოვრებაში ცუდი რამე მოუვიდეს და მოწევა ისევ არ დაიწყოსო.


ეხლა მე არ ვეწეოდი 1 კვირა მოვწიე მერე ვიფიქრე მოდი დღეში 1 ღერს მოვწევ თქო ორი დღე ეგრე ვიყავი ეხლა ორი დღე ორზე ავედი და დღეს კიდე ორი ღერის მოწევას ვაპირებsmile.gifდა ხვალიდან -0:)

ანუ ეგ აზრი არი მაგარი მაცდური თუ დაანებებ აღარცერთი ღერი არ უნდა მოწიო ერთი თუ მოწიე მაგ ერთი ღერის მერე დანებება ბევრად ძნელია.

Posted by: Ar-Pharazôn 24 Jun 2013, 03:55
Solveig
QUOTE
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების რეკლამირება დასჯადია.


უფრო პროპაგანდა იყო, ვიდრე რეკლამირება , თუმცა სენტიმენტში აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, მოდერ biggrin.gif ძალიან გამიტაცა საკითხმა... ით ვონთ ჰეფენ ეგენ

Posted by: tornike74 24 Jun 2013, 12:40
Solveig
QUOTE
ეს თემა გამოცდილების გასაზიარებლად შეიქმნა და არა იმისათვის, რომ ვინმემ "თავისი" საქონლის რეალიზაციის გაუმჯობესება სცადოს.

up.gif

Posted by: MMS 8 Jul 2013, 14:39
4 წელი ვეწეოდი დაახლოებით და 2 კვირის წინ უცებ დავანებე თავი smile.gif
ვერ ვიტყვი რომ არ მინდება ან ორგანიზმი აღარ მთხოვს, უბრალოდ თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლება საღეჭი რეზინით, ჩუპა-ჩუფსით და ა.შ
მოკლედ რავი, ხალხი რომ ისტორიებს ყვება ლომკებზე და ფერის დაკარგვაზე ეგეთი არაფერი დამმართნია, პირიქით biggrin.gif
ნებისყოფის ამბავია და მოტივაციის ჩემი აზრით. უნდა ხვდებოდე რატომაც აგდებ up.gif

Posted by: Ar-Pharazôn 9 Jul 2013, 16:19
ერთ კვირაში 5 თვეს შავასრულებ smile.gif

ჯერჯერობით იმ დონეზე ვერ მივედი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომ არ გამეპაროს ხელი, ან არ მომინდეს მაინც biggrin.gif მაგრამ ეს ხდება საშუალოდ თვენახევარში ერთხელ და ნიკოტინის ხსენებაც არ მინდა ფხიზელ და ყოველდღიურ მდგომარეობაში. აქოთებული რამეა


Posted by: Artanjelo 9 Jul 2013, 22:46
მეორე დღეა რაც დავიწყე ნიკოტინთან ბრძოლა.

გუშინ მოვწიე 1 ღერი და დღეს 3.


ერთხელ ოპერაციის შემდეგ 3 დღე საერთოდ არ მქონდა მოწერული (ფიზიკურად არ შემეძლო) და დამეწყო ღრძილების ქავილი და კბილების ტკივლი.

პალატიდან გავედი და მოვიწე.

არადა მაგრად მინდა რომ თავი დავანებო,მინდა რომ სიგარეტის მოწევის სურვილი გამიქრეს.


იქნებ ვინმემ რამე მირჩიოს თუ როგორ გადავაგდო სიგარეტი ?!


8-9 წელია ვეწევი.

Posted by: fel 10 Jul 2013, 10:08
დღეში 3-4 ღერი რა გავლენას ახდენს ორგანმიზმზე შეგიძლიათ მითხრათ??

მე როგორ მახსოვს ადრე ტელევიზორში მოვისმინე დღეში 2-3 ღერი არაფერი არ არისო)


QUOTE
Artanjelo

როგორ უნდა გადააგდო არ ვიცი და ზუსტად ვერ დავწერ მაგრამ არ შეამცირო ეგრევე გადააგდე ან გააგრძელე მასე შემცირებით ვერ დაანებებ))

Posted by: [kitika] 10 Jul 2013, 11:42
fel

პასიური მწეველობა ისევე მავნებელია ორგანიზმისთვის როგორც აქტიური!

თქვენ არ იცით რა გავლებას მოახდენს ის თუნდაც მცირე დოზა ნიკოტინის და კანცეროგენების რომელსაც იღებთ სიგარეტის მეშვეობით თქვენს ორგანიზმზე.....

გუშინ გავიგე რეალური ამბავი, რომ 50 წლამდე მამაკაცს ფილტვის სიმსივნე დაუდგინდა და რა თქმა უნდა მწეველია...

თქვენს თავზე ნუ გამოცდით, იქნებით თუ არა ის ადამიანი ვისაც ეს დაემართება. გარდა ფილტვის სიმსივნისა სხვა ბევრი რისკებია... რა ძალა გადგიათ რატო იღუპავთ თავს.

Posted by: fel 10 Jul 2013, 12:27
[kitika]
კი მადლობა მაგრამ შეგიძლია უფრო კონკრეტულად თუ იცი რა განხსვავებაა 3 ღერს და 20 ღერს შორის )))

QUOTE
გუშინ გავიგე რეალური ამბავი, რომ 50 წლამდე მამაკაცს ფილტვის სიმსივნე დაუდგინდა და რა თქმა უნდა მწეველია...

მე ეგ უფრო გენეტიკური მგონია ან ორგანიზმი )) მე 10 ბით შემთხვევა თვალით დავინახე 80 წლის ხალხხი მთელი ცხოვრება თუთუმს და 30 თეტრიან სიგარეტს რო ეწეოდა ამდენი ხანი იცოცხლა ))

Posted by: [kitika] 10 Jul 2013, 12:59
fel
3 ღერსა და 20 ღერს შორის სხვაობაა ის რომ ნიკოტინია ნაკლები და კანცეროგენებიც. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს "შედარებით" მცირე რაოდენობა და არ არის დამღუპველი...

ახლა ჩამოგითვლით დაავადებებს რომელსაც იწვევს თამბაქოს მოწევა:
1) პირველი და ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები
2) გულსისხლძარღვთა დაავადებები
ასევე მწეველს ემუქრება ისეტი დაავადებები როგორიცაა: მწეველის ბრონქიტი, მწეველის გასტრიტი, კანისა და პირის ღრუს დაავადებები, სხვადასხვა წყლულები, კატარაქტა და ა.შ. მთელი რიგი ბუკეტი დაავადებებისა.
გამომდინარე იქიდან რომ ნიკოტინი უსუსურს ხდის თქვენს იმუნიტეტს, შესაძლოა უბრალო ანგინაც კი სერიოზულ პრობლემად გექცეთ.
ასევე თამბაქოს მოწევა მოზარდობის ასაკიდან იწვევს გონებრივი განვითარების ჩამორჩენას, რადგან ნიკოტინი ხელს უშლის ტვინისთვის სისხლის მიწოდებას.

ახლა თავად განსაზღვრე გარისკავ თუ არა თუნდაც 1 ღერი სიგარეტის მოწევას, როცა წინ მთელი რიგი რისკები გაქვს.

კი შესაძლებელია ვიღაც 80 წელი ცხოვრობდეს, ვიღაც კი 20 წლის ასაკში იღუპებოდეს. მაგრამ ვის ორგანიზმს რა რეაქცია ექნება ამა თუ იმ დაავადებასთან გამკლავებისას კაცმა არ იცის...
გინდა საკუთარ თავზე გამოსცადო? კი ბატონო.... გაამდიდრე თამბაქოს მაგნატები და გაინადგურე ჯანმრთელობა... მერე დააკვირდი დაგემართება თუ არა რამე. იქნებ გაგიმართლოს.

Posted by: fel 10 Jul 2013, 13:07
[kitika]
ხო რა ორგანიზმზეა დამოკიდებული )
სამწუხაროდ გარისკული მაქვს მე უკვე ))biggrin.gif

და თან რო ივარჯიშო და მოწიო ამაზეც მითხარი რამე ერთი ორი სიტყვა )


Posted by: [kitika] 10 Jul 2013, 13:13
fel

რა უნდა გითხრა რასაც ხვდებსაც თავადაც კარგად smile.gif სასუნთქი ორგანოები ზიანდება, სისხლის მიმოქცევას ეშლება ხელი მოწევისას, მალე იღლები... ასე რომ ჯობია დაანებო თავი და ისე ივარჯიშო smile.gif


QUOTE
სამწუხაროდ გარისკული მაქვს მე უკვე ))

არასოდეს არ არის გვიან რომ დაანებო თავი smile.gif

Posted by: დიაბლო 10 Jul 2013, 19:33
ვეერ user.gif

Posted by: Artanjelo 10 Jul 2013, 19:55
ეჰ, ვერ გადავაგდე.

არაუშავს მაინც დავანებებ !

Posted by: Solveig 13 Jul 2013, 01:15


You don't always die from tobacco,
Sometimes you just lose a lung.
Oh, you don't always die from tobacco,
Sometimes they just snip out your tongue.
And you won't sing worth a heck
With a big hole in your neck,
Koz you don't always die from tobacco.
* * *
fel
QUOTE
მე 10 ბით შემთხვევა თვალით დავინახე 80 წლის ხალხხი მთელი ცხოვრება თუთუმს და 30 თეტრიან სიგარეტს რო ეწეოდა ამდენი ხანი იცოცხლა ))

ეგ ხალხი უფრო მეტს იცოცხლებდა, სიგარეტი რომ არ მოეწია.


Posted by: Bettoro 13 Jul 2013, 05:03
QUOTE
იქნებ ვინმემ რამე მირჩიოს თუ როგორ გადავაგდო სიგარეტი ?!

Artanjelo
ვეწეოდი 13 წელი

ერთ დღეს აღარ მოვწიე

4 თვე ჯოჯოხეთში გავატარე

და მორჩა

2 წელია აღარ ვეწევი

Posted by: fel 13 Jul 2013, 21:28
და იმაშიც ხო დიდი განსხვავებაა ვთქვათ წინსტონს ან წიტელ მალბოროს მოწევ თუ დავუშვათ კენტ 4 ნომერს ან რამე ლაითს ორჯერ შემცირებული ნიკოტინით??

Posted by: Ar-Pharazôn 17 Jul 2013, 22:58
fel
როგორც წესი ნაკლებად, რადგან ორგანიზმი მაინც იგივე ნიკოტინს ითხოვს და ლაითს უფრო ხშირად ეწევა. ნიკოტინი კი დიდი ხანი ძლებს სისტემაში (სადღაც 12 თუ 24 საათია), სიგარეტებს შორის ინტერვალიც უფრო მოკლედ გამოდის



Posted by: MRlurch 23 Jul 2013, 01:04
მოკლედ პირდაპირ დავწერ ეს არის რისი საშუალებითაც მე პირადად დავანებე სიგარეტს თავი, ვეწეოდი საკმაო ხანი 8 წელი მაინც, არ მეგონა რომ დავანებებდი მაგრამ ფაქტია რომ იანვრის შემდეგ ერთი ღერიც არ მომიწევია და არც სურვილი გამჩენია. ნახეთ თუ რაიმე კითხვა გექნებათ პმ smile.gif

Posted by: benito777 8 Aug 2013, 10:33


დაახლოებით ერთი კვირაა რაც არ მომიწევია და თავს რაღაც ვერ ვგძნობ კარგად, თითქოს ცხვირის ნესტოები დამიპატარავდა, ყელი დამიწვრილდა biggrin.gif
მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიკვირს ის არის, რომ მოწევის სურვილი საერთოდ არ მაქვს ამ ეტაპზე...

თან სხვას რომ ვუყურებ რომ ეწევა - რაღაც უსიამოვნო გრძნობა მეუფლება mo.gif


პ.ს. ჰო მართლა

აი ამ ვიდეს დამსახურებაა ეს ყველაფერი user.gif


Posted by: benito777 9 Aug 2013, 10:41
QUOTE
დაახლოებით ერთი კვირაა რაც არ მომიწევია და თავს რაღაც ვერ ვგძნობ კარგად, თითქოს ცხვირის ნესტოები დამიპატარავდა, ყელი დამიწვრილდა biggrin.gif
მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიკვირს ის არის, რომ მოწევის სურვილი საერთოდ არ მაქვს ამ ეტაპზე...



ვისაც გამოცდილება გაქვთ მითხარით რამე? user.gif

ამას გარდა რაღაც უსიამოვნო სუნთქვა მაქვს, რაც ადრე არ შეიმჩნეოდა.

Posted by: benito777 10 Aug 2013, 20:51


ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის


კვლავ არანაირი სურვილი არ მაქვს სიგარეტის მოწევის bis.gif

Posted by: ლიკლიკა 10 Aug 2013, 21:41
benito777
QUOTE
ვისაც გამოცდილება გაქვთ მითხარით რამე?

10 წლიანი სტაჟი მქონდა, 2007-ში დავანებე თავი და ჯერ არ მომიწევია. მანამდე რამდენიმე თვით დავანებე თავი ალენ კარის წიგნის დახმარებით, ეფექტი ჰქონდა, მაგრამ ცოტა ხნით, ისევ დავიწყე და ავედი დღეში 1-2 კოლოფზე.
სანამ გულწრფელად არ მომინდა გადაგდება და ნამდვილად არ გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ რაღაც გამხმარ რულეტს ვემორჩილებოდი , მანამდე ვერ გადავაგდე.
6 თვეში მომინდა სასწაულად, მერე წელიწადნახევარში, მაგრამ მენანებოდა ამდენი წვალების წყალში ჩAყრა. ახლა საერთოდ არ ვეკარები, ცეცსლს არ ვეთამაშები smile.gif)) ვიცი, ერთი თუ მოვწიე მერე ისევ მწეველი გავხდები, "ერთი ნაფაზი და ბოლი არ ჩამიყლაპავს და ისე სათამაშოდ მეჭირა ხელში " არ არსებობს, ან ხარ მწეველი ან არა.

გაცილებით ჯანსაღად ვგრძნობ თავს, ნაკლებად ვიღლები, უსიამოვნო სუნი და გემო აღარ მაქვს პირში, სახლი აღარაა გაბუღული, ეკლებზე არ ვზივარ როდის გავვარდები მოსაწევად (სადც მოწევა არ შეიძლება), თან ხარჯი იყო სასწაული,ოჯახში ორ ადამიანს დღეში 6 ლარი საშუალოდ გვინდოდა სიგარეტზე.

მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და ყველას ვგულშემატკივრობ , ვინც თავს ანებებს.

Posted by: benito777 10 Aug 2013, 22:26
ლიკლიკა
QUOTE
მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და ყველას ვგულშემატკივრობ , ვინც თავს ანებებს


up.gif

გილოცავ !

მეც ეგრე ვარ ზუსტად, ოღონდ ჯერ ეგ თემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია და ვისაც თავი აქვს დანებებული სიგარეტისთვის - ტვინს ვუბურგავ კითხვებით biggrin.gif
ისე მოწევის სურვილი არ მაქვს საერთოდ რაც მაკვირვებს, იმის ფონზე რომ თითქმის 15 წლიანი სტაჟი მაქვს.

Posted by: ლიკლიკა 10 Aug 2013, 22:49
benito777
QUOTE
გილოცავ !

გაიხარე, მეც მომელოცოს biggrin.gif

QUOTE
ვისაც თავი აქვს დანებებული სიგარეტისთვის - ტვინს ვუბურგავ კითხვებით

აქ ვარ თუ რამეში გამოგადება ჩემი პასუხები yes.gif

QUOTE
მოწევის სურვილი არ მაქვს

აი, ამას არ გაუთამამდე რა, გგონია უკვე გადაგდებული გაქვს და მერე უცბად ისეთ დროს მოგინდება, რომ უარის თქმა გიჭირს user.gif

Posted by: benito777 10 Aug 2013, 23:00
ლიკლიკა
QUOTE
აი, ამას არ გაუთამამდე რა, გგონია უკვე გადაგდებული გაქვს და მერე უცბად ისეთ დროს მოგინდება, რომ უარის თქმა გიჭირს



სხვათაშორის ვფიქრობ მაგას yes.gif

ანუ ვფიქრობ რომ ყველაფერი არც ისე მარტივადაა როგორც ამ ეტაპზე ჩანს
* * *
QUOTE
აქ ვარ თუ რამეში გამოგადება ჩემი პასუხები yes.gif


biggrin.gif 2kiss.gif კი გამომადგება აუცილებლად, მეხმარება საუბარი ამ თემაზე, უფრო ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და მეტი მოტივაცია მიჩნდება yes.gif

Posted by: ლიკლიკა 10 Aug 2013, 23:17
benito777
QUOTE
არც ისე მარტივადაა როგორც ამ ეტაპზე ჩანს

ზუსტად.

QUOTE
მეტი მოტივაცია

იმაზე მეტი მოტივაცია არ არსებობს მგონი, რომ კიბეზე ორ-ორად აირბენ აუქოშინებლად biggrin.gif
კიდევ ,იმაზე იფიქრე, ვინც გგულშემატკივრობს, ტეხავს იმედი რომ გაუცრუო. იმათზეც იფიქრე ვინც დაგცინებს, რისი დამნებებელი იყავიო lol.gif

საერთოდ, ნათქვამია ყველაზე მეტად ჭირს პირველი დათრობა, პირველი სექსი და პირველი ნერვიულობა დანებების შემდეგო ანუ როცა ყველაზე მეტად გინდება მოწევა.
რა ვიცი, თუ მართლა გადაწყვეტილი გაქვს და თქვი, უნდა გააკეთო კიდეც.
პ.ს. ჩემს გარშემო ბევრმა დაანება თავი, მაგრამ ერთ თვეში დაიწყეს, ყველაზე დიდი ვადა ორი წელი იყო, ორი წლის ჯაფა წყალს გაატანა vis.gif ყოველდღე დავცინი yes.gif

Posted by: benito777 10 Aug 2013, 23:50
ლიკლიკა


QUOTE
კიდევ ,იმაზე იფიქრე, ვინც გგულშემატკივრობს, ტეხავს იმედი რომ გაუცრუო. იმათზეც იფიქრე ვინც დაგცინებს, რისი დამნებებელი იყავიო lol.gif


biggrin.gif
რა თქმა უნდა ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის


დღეს მამაჩემმა დამაბრალა; აივანზე ვიყავი და მაინც მოსწიეო ხომ - სიგარეტის სუნი მცემსო. აუ მეთქი რა სიგარეტი ჰალუცინაციები ხომ არ დაგეწყოთქო! რაცას ქვია ავღშფოთდი biggrin.gif
კაი ხო გეხუმრებიო, დამტროლა და წავიდა დაიძინა lol.gif

Posted by: ლიკლიკა 10 Aug 2013, 23:54
benito777
QUOTE
დამტროლა და წავიდა დაიძინა

lol.gif

15 წელი საკმაო დროა და შეიძლება უბრალოდ არ ჯერა ,რომ შეძლებ, ვერ იჯერებს რა biggrin.gif

Posted by: Artanjelo 10 Aug 2013, 23:55
პოსლე ვკუსნავა აბედა რა კარგია პაპიროსი biggrin.gif

მაინც ვერ გადავაგდე.

Posted by: benito777 11 Aug 2013, 00:23
ლიკლიკა
QUOTE
15 წელი საკმაო დროა და შეიძლება უბრალოდ არ ჯერა ,რომ შეძლებ, ვერ იჯერებს რა


აჰა

ისე ამ 15 წლის განმავლობაში ერთხელ ვცადე თავის დანებება და კატასტროფული მარცხი განვიცადე (3 დღე გავძელი მარტო), მაგრამ მაშინ არ ვიყავი ფსიქოლოგიურად მზად და სპონტანურად გადავწყვიტე.



Artanjelo
QUOTE
პოსლე ვკუსნავა აბედა რა კარგია პაპიროსი biggrin.gif

მაინც ვერ გადავაგდე.


ეგ იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ გაქვს სურვილი თავი დაანებო. აი მართლა რომ მოგინდება გათავისუფლდე მაგ მავნე ჩვევისგან აუცილებლად შეძლებ თავის დანებებას yes.gif

წარმატებას გისურვებ !

Posted by: ლიკლიკა 11 Aug 2013, 00:34
QUOTE
კატასტროფული მარცხი განვიცადე (3 დღე გავძელი მარტო), მაგრამ მაშინ არ ვიყავი ფსიქოლოგიურად მზად და სპონტანურად გადავწყვიტე

QUOTE
ეგ იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ გაქვს სურვილი თავი დაანებო. აი მართლა რომ მოგინდება გათავისუფლდე მაგ მავნე ჩვევისგან აუცილებლად შეძლებ თავის დანებებას

http://ge.smiles.26l.com/smile.165755.html

Posted by: Solveig 11 Aug 2013, 01:03
benito777
QUOTE
დამტროლა და წავიდა დაიძინა


biggrin.gif

ლიკლიკა

ყოჩაღ ,.

QUOTE
იმაზე მეტი მოტივაცია არ არსებობს მგონი, რომ კიბეზე ორ-ორად აირბენ აუქოშინებლად

QUOTE
გაცილებით ჯანსაღად ვგრძნობ თავს, ნაკლებად ვიღლები, უსიამოვნო სუნი და გემო აღარ მაქვს პირში,

ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა მწეველი.

განსაკუთრებით, ქალები.

QUOTE
ეკლებზე არ ვზივარ როდის გავვარდები მოსაწევად (სადც მოწევა არ შეიძლება),


ეგ თქვი შენ.

მაგ გამხმარი რულეტი აიძულებს ჩემს სამსახურში მედპერსონალს საავადმყოფოს ფორმისამარა გამოიძუძგოს გარეთ ისეთ ყინვასა და უბედურებაში, ნერწყვი რომ გაგეყინება პირის ღრუში კაცს... მოწიოს ერთი ღერი და მერე ისევ შიგნით შეიძუძგოს სასწრაფო წესით... სულ ვფიქრობ-რატომ, რისთვის, შვილებო-მეთქი. თან ამასობაში განყოფილებაში უწევთ პაციენტები, რომლებიც, სიგარეტი რომ არა, იქნებ სულ არ მოხვედრილიყვნენ იქ.

Posted by: ლიკლიკა 11 Aug 2013, 11:08
Solveig
QUOTE
ყოჩაღ ,.

გმადლობ smile.gif

QUOTE
თან ამასობაში განყოფილებაში უწევთ პაციენტები, რომლებიც, სიგარეტი რომ არა, იქნებ სულ არ მოხვედრილიყვნენ იქ.

ეგ ვიფიქრე მეც, შენს სამსახურში კაციშვილი არ უნდა ეწეოდეს ასე მგონია facepalm.gif

Posted by: <<მარი>> 11 Aug 2013, 23:08
გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დანებება დაგაწყვიტე მწეველებთან მაგარი ნერვებია საჭირო, რომ სურვილი ისევ არ გაგიჩდეს.
მე პირადად დავანებე იმის გამო რომ შიშები დამეწყო, ყელი მტკივა ხშირად და ვაი თუ კიბო მაქვს მეთქი. თან მარტო ვარ მთელი დღეები და
მუგამი დამეკარგა. როგორც ყავის დალევა მარტო უგემურია ისე მოწევაც. უკვე 6 თვეზე მეტია საერთოდ არ ვეწევი, მაგრამ ორი დღით მეგობარი მესტუმრა და რომ დაჯდა მოსაწევად უკვე ცუდად გავხდი. იმ დღეს ორი ღერი მივახურდავე smile.gif ისე წონაში კი მოვიმატე, რაც აღარ ვეწევი.

Posted by: benito777 11 Aug 2013, 23:27
Solveig
QUOTE
მაგ გამხმარი რულეტი აიძულებს ჩემს სამსახურში მედპერსონალს საავადმყოფოს ფორმისამარა გამოიძუძგოს გარეთ ისეთ ყინვასა და უბედურებაში, ნერწყვი რომ გაგეყინება პირის ღრუში კაცს





არა ეს ისეთი ეპიკ-კონტრასტია lol.gif

აი დაახლოებით ისეთი ვეგეტარიანელს რომ ხაშლამაზე ნერწყვი მოსდიოდეს...
* * *


დღეს რაღაც ცუდი აზრები მომდის თავში


მაგრამ ჯერჯერობით წარმატებით ვიგერიებ biggrin.gif


Posted by: benito777 13 Aug 2013, 02:42
QUOTE
დღეს რაღაც ცუდი აზრები მომდის თავში



დავსძლიე ცუდი აზრები გუშინ biggrin.gif

Posted by: დიაბლო 13 Aug 2013, 14:23
წელიწად ნახევარია ვეწევი და
1 დღე არ გამიცდენია
ასე დილის 11 საათამდე ვძლებ ხოლმე smile.gif

დღეს არ მომიწევია, ჭამიდან 2 საათი გავიდა და ისე ვარ, თითქოს 1 წუთის გადაყლაპული მქონდესო ბოლო ლუკმა


სიგარეტის გარეშე, მონელება 0

Posted by: Kaiser 14 Aug 2013, 15:25
ბევრი მეთოდი ვცადე, წიგნიც, ტაბექსიც რარაც პერიოდი ვქაჩავ და მერე ვნებდები. რომ ვთქვა რომ არ მინდა დანებება ნამდვილად არაა მასე მაგრამ ვერა და ვერ შევეშვი. ყველაზე დიდი პერიოდი რაც გავქაჩე იყო 5 წლის წინ 7 თვე მქონდა დანებებული მაგრამ მთელი ეს 7 თვე სულ მინდოდა მოწევა, არადა თიტქოს 1 თვის მერე როცა სრულად გამოდის ორგანიზმიდან ნიკოტინი მოწევის სურვილი მინიმუმამდე დადის პრაქტიკულად ქრება და მაგის მერე რომ წარმოვიდგენ რომ ისევ ასე უნდა გავწვალდე ცირე მცდელობების მერე ისევ მალევე ვნებდები და ისევ ვიწყებ მოწევას sad.gif

Posted by: koba1973 16 Aug 2013, 10:03
Bridgeman
QUOTE
Ps. მაინც ვფიქრობ, რომ "მოწევა იწვევს 10000 ქრონიკულ დაავაადებას, კიბოს, იმპოტენციას" და ა.შ. ანტი კამპანიაა და მეტი არაფერი. ძაან გაბუქებულია. საახლობლოში,სანათესაოში არავისზე გამიგია სიგარეტის გამო რაიმე სერიოზული პრობლემა შექმნოდა და ვაფშე რამდენი მწეველია, ტყუპებს-ტყუპებს აკეთებენ : დ

როგორ არ მოქმედებს, რამდენიც გინდა იმდენ ფაქტს ნახავ შენს გარშემო თუკი რეალურად შეხედავ და არა მწეველის თვალით.
მასე მამაჩემიც ამბობს სიგარეტი არაფერს ვნებსო, მაგრამ როგორცექიმთან მივიყვანთ ტკივილის გამო (ათეროსკლეროზის გამო ერთი ფეხი უკვე ამპუტირებული აქვს და ეხლა ჯერი მეორეზეა მიმდგარი) და ექიმი ეტყვის ფეხი უნდა მოგაჭრათო, ეგრევე მოწევას თავს ანებებს და ფეხსაც ცოტა შეღავათი მიეცემა ხოლმე
* * *
[kitika]
QUOTE
კი შესაძლებელია ვიღაც 80 წელი ცხოვრობდეს, ვიღაც კი 20 წლის ასაკში იღუპებოდეს. მაგრამ ვის ორგანიზმს რა რეაქცია ექნება ამა თუ იმ დაავადებასთან გამკლავებისას კაცმა არ იცის...
გინდა საკუთარ თავზე გამოსცადო? კი ბატონო.... გაამდიდრე თამბაქოს მაგნატები და გაინადგურე ჯანმრთელობა... მერე დააკვირდი დაგემართება თუ არა რამე. იქნებ გაგიმართლოს.

რამე დადებითი ან სასიამოვნო რომ ქონდეს კიდე ხო. თავიდან გაბრუებას რაგაც მუღამი აქვს მერე არც არაფერი.უბრალოდ ლომკას იკლავ და ეგაა.
* * *
benito777
QUOTE
ვისაც გამოცდილება გაქვთ მითხარით რამე? 

ამას გარდა რაღაც უსიამოვნო სუნთქვა მაქვს, რაც ადრე არ შეიმჩნეოდა.

გაივლის ეგ ყველაფერი, ღრძილებიდან სისხლდენაც,ტავბრუსხვევაც და სხვაც. 20 წელი ვეწეოდი ამ საზიზღრობას და გადაჩვევა საკმაოდ რთული იყო. ერთადერთი რისი პრობლემაც გექნება არის კვების კონტროლი, რომ ტავიდან წონაში ძალიან არ მოიმატო
* * *
QUOTE
მეც ეგრე ვარ ზუსტად, ოღონდ ჯერ ეგ თემა ჩემთვის ძალიან აქტუალურია და ვისაც თავი აქვს დანებებული სიგარეტისთვის - ტვინს ვუბურგავ კითხვებით 
ისე მოწევის სურვილი არ მაქვს საერთოდ რაც მაკვირვებს, იმის ფონზე რომ თითქმის 15 წლიანი სტაჟი მაქვს.

ალენ კარის წიგნმა ძალიან მიშველა. წაიკითხე დაგეხმარება

Posted by: benito777 16 Aug 2013, 11:53
koba1973
QUOTE
ერთადერთი რისი პრობლემაც გექნება არის კვების კონტროლი, რომ ტავიდან წონაში ძალიან არ მოიმატო



ორი კილო მოვიმატე უკვე biggrin.gif

სიგარეტის მოწევის სურვილი არ მაქვს ფაქტიურად, მაგრამ თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება რომ ვეწევი და ძალიან უსიამოვნო განწყობით ვიღვიძებ biggrin.gif

მერე ვაანალიზებ რომ ეს სიზმარი იყო და მიხარია bis.gif

Posted by: Bridgeman 16 Aug 2013, 16:05
benito777
მერამდენე დღეა არ მოგიწევია?
koba1973
QUOTE
ერთადერთი რისი პრობლემაც გექნება არის კვების კონტროლი, რომ ტავიდან წონაში ძალიან არ მოიმატო

ადრე არ ვეწეოდი ( 17-18 წლამდე) და მაშინაც გამხდარი ვიყავი და ეხლაც გამხდარი ვარ. ოღონდ რამე მოვიმატო და თუნდაც მაგის გამო დავანებებ..

fuck.. 8 დღიანი სერია როგორ გავაფუჭე.

Posted by: benito777 17 Aug 2013, 00:13
Bridgeman


უკვე 2 კვირაა



QUOTE
fuck.. 8 დღიანი სერია როგორ გავაფუჭე.


თავიდან დაიწყე yes.gif

Posted by: koba1973 17 Aug 2013, 06:57
QUOTE
სიგარეტის მოწევის სურვილი არ მაქვს ფაქტიურად, მაგრამ თითქმის ყოველ ღამე მესიზმრება რომ ვეწევი და ძალიან უსიამოვნო განწყობით ვიღვიძებ

მერე ვაანალიზებ რომ ეს სიზმარი იყო და მიხარია 

ცჰვეულებრივი მოვლენაა, მერეც დაგესიზმრება ოღონდ ძალიან იშვიათად. მთავარი სირთულე გადალახული გაქვს.

Posted by: lego1975 17 Aug 2013, 17:24
მოგესალმებით, მე-6 დღეა სიგარეტს არ ვეწევი და დღეს ყველაზე მეტად მიჭირს... თითქოს დაბუჟებული ვარ და ყელიც თითქოს დაძაბული მაქვს... ვისაც გამოცდილი გაქვთ-გამივლის იმედია ხომ?smile.gif)) 20 წელია ვეწევი.

Posted by: koba1973 17 Aug 2013, 21:48
QUOTE
აივლის ეგ ყველაფერი, ღრძილებიდან სისხლდენაც,ტავბრუსხვევაც და სხვაც. 20 წელი ვეწეოდი ამ საზიზღრობას და გადაჩვევა საკმაოდ რთული იყო. ერთადერთი რისი პრობლემაც გექნება არის კვების კონტროლი, რომ ტავიდან წონაში ძალიან არ მოიმატო
* * *


Posted by: benito777 18 Aug 2013, 01:57
lego1975
QUOTE
მოგესალმებით, მე-6 დღეა სიგარეტს არ ვეწევი და დღეს ყველაზე მეტად მიჭირს... თითქოს დაბუჟებული ვარ და ყელიც თითქოს დაძაბული მაქვს... ვისაც გამოცდილი გაქვთ-გამივლის იმედია ხომ?smile.gif)) 20 წელია ვეწევი.



გაგივლის აუცილებლად, მეც რამოდენიმე კვირაა თავი დავანებე და დაახლოებით ეგეთი სიმპტომები მქონდა;
QUOTE
დაახლოებით ერთი კვირაა რაც არ მომიწევია და თავს რაღაც ვერ ვგძნობ კარგად, თითქოს ცხვირის ნესტოები დამიპატარავდა, ყელი დამიწვრილდა


ეხლა უკვე გამიარა

მთავარია არ შეცდე და არ მოსწიო, თორემ მაგრად გაგიტყდება მერე yes.gif

Posted by: lego1975 18 Aug 2013, 12:27
koba1973

benito777

გაიხარეთ. მტკიცედ მაქვს თავის დანებება გადაწყვეტილი და იმედია გამომივა

Posted by: Bridgeman 18 Aug 2013, 12:49
benito777
QUOTE
თავიდან დაიწყე

ხვალიდან ვიწყებ და საბოლოოდ გადავაგდებ იმედია

Posted by: benito777 18 Aug 2013, 20:57
lego1975
QUOTE
გაიხარეთ. მტკიცედ მაქვს თავის დანებება გადაწყვეტილი და იმედია გამომივა



აუცილებლად გამოგივა

თუკი მტკიცედ გაქვს გადაწყვეტილი up.gif

წარმატებას გისურვებ

Bridgeman
QUOTE

ხვალიდან ვიწყებ და საბოლოოდ გადავაგდებ იმედია


ამ ეტაპზე 6 დღიანი რეკორდი უნდა გააუმჯობესო biggrin.gif და მერე უკვე ხანგძლივი სერია დაგენანება გასაფუჭებლად wink.gif

წარმატებები შენც

Posted by: Bridgeman 18 Aug 2013, 23:53
benito777
QUOTE
ამ ეტაპზე 6 დღიანი რეკორდი უნდა გააუმჯობესო

8-ანი tongue.gif

წარმატებები აბა

Posted by: ლიკლიკა 19 Aug 2013, 01:29
გგულშემატკივრობთ. თუ გადაწყვიტეთ ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, სხვების დასაცინი არ გაიხადოთ თავი, არ ათქმევინოთ, რაის დამნებებელი იყავიო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Bridgeman 19 Aug 2013, 14:27
14 სთ და 30 წთ ..... wooooohoooooooo! chest.gif

Posted by: maverick16 19 Aug 2013, 18:04
19 დღის ვარ yes.gif

Posted by: lego1975 19 Aug 2013, 21:39
maverick16

რამე გართულებები გაქვს? როგორ მიდის პროცესი?? მე ეხლა მე8 დღეა და ხანდახან ძალიან მინდება, თუმცა თავს ვიკავებsmile.gif

Posted by: benito777 19 Aug 2013, 22:23
Bridgeman
QUOTE
14 სთ და 30 წთ ..... wooooohoooooooo!



up.gif

იმედი მაქვ სერია გრძელდება? biggrin.gif

Posted by: Bridgeman 19 Aug 2013, 23:54
benito777
QUOTE
იმედი მაქვ სერია გრძელდება?

კი კი. საღამოსკენ ცოტა გავირთულე საქმე და ლუდი დავლიე. მაინც არ შევცდი :დ

24 საათი !!

შენსკენ რა ხდება?

Posted by: benito777 20 Aug 2013, 01:26
Bridgeman
QUOTE
კი კი. საღამოსკენ ცოტა გავირთულე საქმე და ლუდი დავლიე. მაინც არ შევცდი :დ


კარგია up.gif

QUOTE
შენსკენ რა ხდება?



სიგარეტის გემო უკვე ბუნდოვნად მახსოვს biggrin.gif

Posted by: tornike74 20 Aug 2013, 15:09
Bridgeman
QUOTE
კი კი. საღამოსკენ ცოტა გავირთულე საქმე და ლუდი დავლიე. მაინც არ შევცდი :დ

მეც ეგრე არ შეევცდი სამი წლის წინ რომ დავანებე თავი სიგარეტს, ანუ ლუდის დალევის მეშინოდა მეთქი ეგრევე მოვუკიდებ თქო, ეგეც ფსიქოლოგიური მომენტი აღმოჩნდა, ერთხელ დავლიე და არ მოვუკიდე და მივხვდი, რომ ჩვეულებრივად შეიძლება დალიო და არ მოწიო. პახმელიაც ნაკლები იცისsmile.gif

Posted by: Bridgeman 20 Aug 2013, 16:23
კვირას, ღამის 12-ს მერე არ მომიწევია. ანუ ორშაბათიდან აღარ ვეწევი = 40სთ და 15 წთ. დიდი ლომკები არ მაქვს, ხან კინოს ვუყურებ, ხან ფეხბურთს... გარეთ ცოტახანი არამწეველებთან უნდა ვიდვიჟენიო :დ ( tornike74 ლუდის დალევაც საშიშია, მარა ყველაზე დიდი ჩათლახობა და საცდუნებელია სხვას რო ხედავ პაჩკიდან ღერს რო აძრობს და უკიდებს..)

+ ამ პროცესში ყველაზე მაგრად რაც მისწორდება - მგელივით მშია 24/7 biggrin.gif .... 10-15 კილო რო მომამატებინა up.gif

Posted by: maverick16 20 Aug 2013, 17:45
lego1975
QUOTE
რამე გართულებები გაქვს? როგორ მიდის პროცესი?? მე ეხლა მე8 დღეა და ხანდახან ძალიან მინდება, თუმცა თავს ვიკავებ

ჩვევებიღა დამრჩა რა მუშაობის დროს ვეწეოდი ბევრს და მაშინ მინდება ხოლმე, პივა ბევრჯერ დავლიე რამე განსაკუთრებული ლომკა ვერ შევნიშნე ნასვამზე, ხანდახან ჯიბეზე ხელს ვიკიდებ მერე მახსენდება რო აღარ ვეწევი biggrin.gif იტოგში სერიოზული არაფერი უკვე, აი პირველი 3-4 დღე ჯოჯოხეთი იყო

Posted by: benito777 20 Aug 2013, 20:25
Bridgeman
QUOTE
მარა ყველაზე დიდი ჩათლახობა და საცდუნებელია სხვას რო ხედავ პაჩკიდან ღერს რო აძრობს და უკიდებს..



სხვათაშორის ჩემზე უკვე საერთოდ არ მოქმედებს ეგ no.gif

სუნი რომ მომდის სხვა რომ ეწევა უკვე მართლა აღარ მსიამოვნებს
არაა კი მიკვირსმე როდესმე მე სიგარეტის სუნი თუ არ მესიამოვნებოდა biggrin.gif

Posted by: Darkside Of Me) 20 Aug 2013, 20:37
გიერთდებით მეგობრებო, ნელ-ნელა ოღონდ biggrin.gif

Posted by: Bridgeman 20 Aug 2013, 20:59
benito777
:დ
3საათი დარჩა და 2 დღე შემისრულდება alk.gif

Darkside Of Me)
welcome 2 club up.gif

Posted by: benito777 23 Aug 2013, 23:22


აბა როგორ ხართ

როგორ მიდის საქმეები? biggrin.gif

Darkside Of Me)
Bridgeman

Posted by: Bridgeman 23 Aug 2013, 23:35
benito777
QUOTE
აბა როგორ ხართ

როგორ მიდის საქმეები?

ეჰ, რო მიგვატოვე აქ როგორ ვიქნებით აბა user.gif
3 ღერზე მეტს არ ავსულვარ...
1 სექტემბრიდან ხელახლა ვცდი

Posted by: ozzy_ka10 24 Aug 2013, 00:20
ეჰ..

Posted by: Darkside Of Me) 24 Aug 2013, 01:32
benito777
Bridgeman


კაროჩე რა ხდება,

რაც მაკლია ბოლომდე რომ მივიღო გადაწყვეტილება მივხვდი,

ფსიქოლოგიურად უნდა განვეწყო რომ აღარ მინდა სიგარეტი რა.. biggrin.gif

მოკლებით მოვუკელი მაგრად.

ერთი პაჩკა 2-3 დღე მყოფნის, დაჟე მეტიც.

თქვენ ეგრევე გადააგდეთ თუ შეამცირეთ ჯერ?

Posted by: paranoid 24 Aug 2013, 01:43
Darkside Of Me)
QUOTE
თქვენ ეგრევე გადააგდეთ თუ შეამცირეთ ჯერ? 

შემცირებით შეიძლება 3-4 დღის განმავლობაში უბრალოდ რომ ღრძილებმა ძალიან არ შეგაწუხოს, თორემ თუ გადაწყვეტ უნდა თქვა და მორჩა, რეალურად 2-3 დღე ჭირს მერე უბრალოდ ფიქრი არ უნდა დაუშვა სიგარეტზე, არც უნდა წარმოიდგინო, მე ფილმს ვუყურე ბოლოს რაღაცას დიდი კორპორაციები როგორ გვსვავენ სიგარეტზე, გვშხამავენ და ა.შ. იტოგში გოიმი გამოდიხარ რა კაცი და მაგ მოტივით შევეშვი biggrin.gif თუ გულს ვიკეთებ რომ ვერ მაგოიმებენ არ ვიცი, ფაქტია ერთი კვირაა ჩემ გვერდზე ეწევიან და არ ვინდომებ და არც სურვილი მკლავს, დავიკიდე რა, ეხლაც წინ მიდევს პაჩკა მაგრამ არ ვფიქრობ მოწევაზე, ნაფაზზე ფიქრი უნდა დაივიწყო, როგორც კი წამოვა თავში ეგრევე მოაშთე, არ იფიქრო და თავისით მიგავიწყდება.

Posted by: Bridgeman 24 Aug 2013, 10:26
Darkside Of Me)
მე-4 დღეს ვაფშე აღარ მინდოდა, მარა შემომეწია ისეთი პონტი იყო. paranoid-მა მართალი თქვა, იმენა ცვეტში გვაგოიმებენ + მეც მაგრა მეძნელება განშორება, მარა სიგარეტი ჩვენი მეგობარი არ არის. მეგობრები არ გაკონტროლებენ, არ გშხამავენ, არ გწამლიან, ცუდად არ გხდიან და არ გკლავენ... biggrin.gif

1 სექტემბრიდან ვცადოთ..

Posted by: benito777 24 Aug 2013, 11:48
Bridgeman
QUOTE
ეჰ, რო მიგვატოვე აქ როგორ ვიქნებით აბა user.gif
3 ღერზე მეტს არ ავსულვარ...
1 სექტემბრიდან ხელახლა ვცდი



მთავარია არ იფიქრო რომ ვერ შეძლებ.

Darkside Of Me)
QUOTE
თქვენ ეგრევე გადააგდეთ თუ შეამცირეთ ჯერ?


ეგრევე არა, უბრალოდ როცა ძალიან მომინდებოდა ვეწეოდი ხოლმე, მაგრამ აღარ მსიამოვნებდა მაგრად biggrin.gif მერე ვიფიქრე; მაინც აღარ მსიამოვნებს და რატომ ვეწევითქო(სულ სამი დღე გაგრძელდა ასე ) ამ სამი დღის განმავლობაში მოვწიე დაახლოებით 6-7 ღერი და მერე მორჩა აღარ გავკარებივარ.
გავთავისუფლდი სანთებელებისგან და ბოლო დარჩენილი ღერებისაგან biggrin.gif როცა მომინდებოდა მოწევა იმაზე ვფიქრობდი; რომ მომეწია თუ რა მაგრად არ გამისწორდებოდა. მოკლედ პირველი 2 დღე იყო ასე თუ ისე კრიტიკული ისიც დიდი არაფერი, ამის შემდეგ უკვე მესამე კვირა მთავდრება არანაირი სურვილი არ მაქვს მოწევის no.gif

Posted by: nin777 24 Aug 2013, 21:26
არ ვეწევი მხოლოდ ,იმიტომ რომ საშინლად მოქმედებს კანზე .. აფუჭებს და აბერებს biggrin.gif


Posted by: benito777 26 Aug 2013, 00:41
nini_
QUOTE
არ ვეწევი მხოლოდ ,იმიტომ რომ საშინლად მოქმედებს კანზე .. აფუჭებს და აბერებს



სამაგიეროდ ახდუნებს და მუდამ ფორმაში ხარ wink.gif

biggrin.gif


პ.ს.
ძალიან კარგია რომ არ ეწევი

tan.gif

Posted by: nin777 26 Aug 2013, 08:21
benito777
QUOTE
სამაგიეროდ ახდუნებს და მუდამ ფორმაში ხარ

მაგით გამხდარი სიმახინჯეა biggrin.gif

ისედაც ფორმაში ვარ .....

QUOTE
ძალიან კარგია რომ არ ეწევი

chups.gif

Posted by: ლიკლიკა 26 Aug 2013, 08:34
nini_
QUOTE
არ ვეწევი

up.gif

Posted by: laff 26 Aug 2013, 08:36
კაროჩე ვიპი როა მაგას ვეწევი 2 დღეში გამომდის 1 პაჩკა სადღაც

Posted by: <<მარი>> 26 Aug 2013, 13:24
benito777
QUOTE
სამაგიეროდ ახდუნებს და მუდამ ფორმაში ხარ

მაგარი სისულელეა მაგითინ გახდომა. მეც მასე ვფიქრობდი რაღაც პერიოდი.
სხვათაშორის ბევრი მაგის იმედით იწყებს მოწევას.

Posted by: Lasha244 26 Aug 2013, 16:32
გამარჯობათ მეგობრებო,მიხარია რომ სურვილი არის იმისა,დაანებოთ ამ მავნე ჩვევას თავი.
დიახ,ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო,უნდა დაარწმუნო თავი რომ მე ამას შევძლებ
თან პრინციპის ამბავია.......
7 წელი ვეწეოდი საკმაოდ ბევრს,დაახლოებით პაჭკა ნახევარ ორ პაჭკამდე დღეში. ხან მეტს...
3 დღის წინ ბოლო ღერი ჩავაქრე და გადავწყვიტე რომ აღარ მოვწევ...
ძაან მიჭირს და ძაან ძნელია მაგრამ რას აღარ ვაკეთებ იმისთვის რომ არც გამახსენდეს
ხან ვკითხულობ ხან მუსიკას ვუსმენ ხან “ორბიტს“ ვღეჭავ და ასე ვირთობ თავს...
მაგრამ სახლში რომ ეწევიან შეგნებულად გავდივარ გარეთ,სასტიკად მინდება
მიჩვეული რომ ვიყავი თვალებს როცა გავახელდი ეგრევე ვეწეოდი პირველ ღერს..
პირველი ნაპასი და პირველი ჩასუნთქვა... იმაზეც ნერვები მეშლება ვინმეს რო ვხედავ რომ ეწევა...
მოკლედ მეც შემოგიერთდით და ვნახოთ რა გამოგვივა ერთად...
გავერთიანდეთ და ერთად დავანებოთ ამ აყროლებულ სიგარეტს თავი....... გუშინ ისე მომინდა კედლებზე ვიარე ლამის user.gif მაკანკალებდა ცვეტში user.gif მერე დავიძინე ძლივს და დღე ასე გავიყვანე user.gif
სხვათაშორის რაც აღარ ვეწევი ძალიან ბევრს ვჭამ უკვე და ხშირად მშია ;დ
უნდა გავუძლო როგორმე ამ კოშმარს მე მაინც მწამს რომ ვიპოვი გზას,რომელიც ამიყვანს მე იმ საოცარ მწვერვალზე სადაც სიბნელე არ არის და მუდამ ანათებს მზე...

Posted by: Limes 26 Aug 2013, 18:35
ვუერთდები თქვენს კლუბს smile.gif

...................................................

Posted by: benito777 26 Aug 2013, 23:28
<<მარი>>
QUOTE
სხვათაშორის ბევრი მაგის იმედით იწყებს მოწევას.



კი გეთანხმები

და ძალიან ბევრი სწორედ ამ მოტივით ვერ ანებებს თავს მოწევას yes.gif

Lasha244
QUOTE
ძაან მიჭირს და ძაან ძნელია მაგრამ რას აღარ ვაკეთებ იმისთვის რომ არც გამახსენდეს
ხან ვკითხულობ ხან მუსიკას ვუსმენ ხან “ორბიტს“ ვღეჭავ და ასე ვირთობ თავს...



მთავარია ყოველთვის გახსოვდეს რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.
იფიქრე იმაზე თუ როგორი სასარგებლოა შენი ორგანიზმისთვის ეს გადაწყვეტილება და გიხაროდეს რომ ასეთ საშინელებას უკვე აღარ ეწევი, რაც სინამდვილეში თამბაქოც კი არ არის (თუ ნანახი არ გაქვს უყურე ამ ვიდეოს)


Posted by: lego1975 27 Aug 2013, 13:33
ერთ ეამეს მივხვდი, თუ ძალიან მოინდომებ რამეს აუცილებლად შეძლებ.... 20 წლიანი სტაჟის შემდეგ მე-16 დღეა აღარ ვეწევი, რაღაც მომენტებში მინდება ძალიან მაგრამ ვგრძნობ რომ ეს სურვილიც ნელნელა, მაგრამ ქრება. წინა კვირას უფრო ხშირად მახსენდებოდა და მინდებოდა მოწევა. ერთად ერთი არ ვიცი რა იქნება როცა დავლევsmile.gif))), მაგრამ ამასაც გადავლახავ!

Posted by: Lasha244 27 Aug 2013, 18:05
QUOTE (benito777 @ 26 Aug 2013, 23:28 )
მთავარია ყოველთვის გახსოვდეს რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.
იფიქრე იმაზე თუ როგორი სასარგებლოა შენი ორგანიზმისთვის ეს გადაწყვეტილება და გიხაროდეს რომ ასეთ საშინელებას უკვე აღარ ეწევი, რაც სინამდვილეში თამბაქოც კი არ არის (თუ ნანახი არ გაქვს უყურე ამ ვიდეოს)


ხო რათქმაუნდა,საშინელებაა მკლავდა რა ))))) ეხლა ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს,დღეს 4 დღეა,მემგონი 2 კვირა გამიჭირდება მაქსიმუმ ეს კოშმარი და მერე ძნელი აღარ იქნება.
ეწეოდი შენც?

Posted by: benito777 27 Aug 2013, 21:57
Lasha244
QUOTE
ეწეოდი შენც?


15 წლიანი სტაჟი მაქვს yes.gif

მეოთხე კვირა მთავრდება რაც არ მომიწევია

თავს მშვენივრად ვგძნობ, დავისვენე ამ საზიზღრობისგან მართლა up.gif

lego1975
QUOTE
20 წლიანი სტაჟის შემდეგ მე-16 დღეა აღარ ვეწევი, რაღაც მომენტებში მინდება ძალიან მაგრამ ვგრძნობ რომ ეს სურვილიც ნელნელა



გეთანხმები,
უკვე შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ საერთოდ არ გამახსენდეს სიგარეტის არსებობა biggrin.gif yes.gif

Posted by: ლიკლიკა 27 Aug 2013, 22:36
benito777
QUOTE
მეოთხე კვირა მთავრდება რაც არ მომიწევია

up.gif

Posted by: Triangle 28 Aug 2013, 01:18
გიერთდებით მეგობრებო. როგორც იქნა გადავწყვიტე და იმედია ბოლომდე მივიყვან sad.gif 2 დღეა უკვე არ მომიწევია და მელანდება სიგარეტი მაგრამ ვითმენ.. იმის იმედით ვარ რომ ნელ ნელა გამივლის და აღარც მომინდება ეს საწამლავი..

Posted by: Limes 28 Aug 2013, 13:23
არმოწევის მეორე დღე smile.gif)

.......................................

Posted by: Lasha244 28 Aug 2013, 14:41
არმოწევის მეხუთე დღე : ))))))))))))

Posted by: benito777 29 Aug 2013, 03:42
Limes
Lasha244
Triangle

ეგრე გააგრძელეთ biggrin.gif

წარმატებები სამივეს up.gif

Posted by: Limes 30 Aug 2013, 17:28
არმოწევის მეოთხე დღე smile.gif

არ მიჭირს ჯერჯერობით

დღიურის პონში რა ეს biggrin.gif

benito777
გაიხარე smile.gif

Posted by: nin777 30 Aug 2013, 21:39
Lasha244
Limes
ჩემი აზრით რაც უფრო დღეებს ითვლით უფრო ცუდია .
ჯობია საერთოდ თავიდან ამოიგდოთ ვითომ არც ეწეოდით და არც არაფერი .
ესე უფრო უკეთესია )))

Posted by: ninika88 30 Aug 2013, 21:44
აუ სიგარეტი მინდა smile.gif თქვენთან უკაცრაავდ

Posted by: arxondas 30 Aug 2013, 23:31
უკვე მეათე დრეა რაც სიტარეტი დავტოვე და თავის ტკივილები დამეწყო თითქოს წნევა მიწევს ხაზნ უკან მტკივა ხან წინ ხან გვერდით მაგრამ ეს ტკივილები 1-2 წუთზე მეტს არ გრძელდება და მაინტერესებს ეს ნამდვილად სიგარეტის დატოვების ბრალია?

Posted by: maverick16 31 Aug 2013, 18:02
arxondas
QUOTE
უკვე მეათე დრეა რაც სიტარეტი დავტოვე და თავის ტკივილები დამეწყო თითქოს წნევა მიწევს ხაზნ უკან მტკივა ხან წინ ხან გვერდით მაგრამ ეს ტკივილები 1-2 წუთზე მეტს არ გრძელდება და მაინტერესებს ეს ნამდვილად სიგარეტის დატოვების ბრალია?

მე ყველაფერი მტკიოდა მარა პირველი 5 დღე ალბათ რა.

Posted by: Darkside Of Me) 1 Sep 2013, 15:59
ვსო, გაიზარდა ფასი, ხვალიდან თქვენთან ვარ ოღონდ ეხლა მართლა biggrin.gif


რა მაინტერესებს,
ნუ პირველი ორი კვირა რომ რთულია კი ბატონო.

მერე აღარ გახსენებთ თაავს?

სუნზე აღარ გინდებათ?

Posted by: Guluuu 1 Sep 2013, 16:09
19 წლის ვარ 10 წლიდან ვეწევი და დღეს დავიწყე თავის დანებება, ვნახოთ რა გამომივა. რამეს ხომ არ მირჩევთ?

Posted by: levvani 6 Sep 2013, 13:11
Guluuu
QUOTE
რამეს ხომ არ მირჩევთ?


აღარ გაეკარო ჩემი რჩევა ეს იქნება smile.gif

ნეტა მეც დამანებებინა თავი sad.gif

Posted by: learntofail 6 Sep 2013, 13:17
3 კვირაა რაც დავანებე და სუნთქვა მიჭირს ძაან მგონია რო ფილტვები დანახშირებული მაქ რა ვუშველო?

Posted by: levvani 6 Sep 2013, 13:22
learntofail

იბარჯიშე ოღონდ ტავს ძაან ნუ დაიტვირთავ თავიდან მსუბუქად ივარჯიშე დღეში დაახლოებიტ 2 3 კმ ძუნძული და სუნთქვითი ვარჯიშები wink.gif

Posted by: learntofail 6 Sep 2013, 13:25
levvani
სუნთქვითი ვარჯიშები რომელია?

Posted by: elarji 6 Sep 2013, 19:34
ეს სუფთა ფსიქოლოგიურია არაფერიც არ გაწუხებს სხვა რამეზე გადაერთე
რამდენი სიგარეტი მოგინდება ყლუპებით წყალი დალიე საკუთარი გამოცდილება
მალაპარაკებს ძალიან ეფეკტურია

Posted by: ლიკლიკა 6 Sep 2013, 21:24
ორგანიზმი 3 დღეში თავისუფლდება ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან, დანარჩენი ფსიქოლოგიურია.

Posted by: benito777 7 Sep 2013, 01:11
QUOTE
ორგანიზმი 3 დღეში თავისუფლდება ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან, დანარჩენი ფსიქოლოგიურია.



თვეზე მეტი გავიდა bis.gif

Posted by: levvani 7 Sep 2013, 09:01
learntofail

ღრმად ჩასუნთქვა სუნთქვის შეკავება და მერე ნელნელა განთავისუფლება ჰაერისგან.


ოღონდ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ცხვირით smile.gif

Posted by: ლიკლიკა 7 Sep 2013, 11:43
benito777
მართლა მიხარია bis.gif

Posted by: benito777 7 Sep 2013, 19:58
ლიკლიკა
QUOTE
მართლა მიხარია bis.gif



გაიხარე შენ! 2kiss.gif

Posted by: benito777 14 Sep 2013, 14:26
........UP......
...............UP......

ძლივს ვიპოვე ეს თემა biggrin.gif



Posted by: Nielsen 15 Sep 2013, 11:42
რა ბედნიერი ვყოფილვარ რომ არ ვეწევი smile.gif

Posted by: T@K 17 Sep 2013, 09:40
მე სხვა საკითხი მაწუხებს, როგორ გავუმკლავდე იმას რო არ დავიწყო ისევ მოწევა გაჩენის მერე facepalm.gif უკვე 6 ტვე გავიდა და სიევ დრობლი მომდის cry.gif

Posted by: [kitika] 17 Sep 2013, 10:18
T@K
QUOTE
მე სხვა საკითხი მაწუხებს, როგორ გავუმკლავდე იმას რო არ დავიწყო ისევ მოწევა გაჩენის მერე  უკვე 6 ტვე გავიდა და სიევ დრობლი მომდის 


ანუ ეხლა ორსულად ხარ და არ ეწევი?
რადგან გყოფნის იმის ნებისყოფა ეხლა არ მოწიო, შენი შვილის გამო, არც მომავალში არ უნდა მოწიო. პირველ რიგში ძუძუსწოვების პერიოდში, მერე კი ბავშვს უნდა შეუქმნა ჯანმრთელი გარემო, უფრო მერე კი ჯანმრთელი ხედვა და არ უნდა აყურებინო როგორ აბოლებ მის ცხვირწინ.

აი ამ სურათით ყველაფერი ნათქვამია

http://imageshack.com/i/f5q8xojUploaded with http://imageshack.com

Posted by: [kitika] 20 Sep 2013, 11:59
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/skhvadaskhva/35699-qali-romlis-istoriac-thambaqos-shegadzulebth.html

ტერი ჰოლმა სიგარეტი პირველად 17 წლის ასაკში გასინჯა და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში დაახლოებით 2 კოლოფს ეწეოდა. 40 წლის ასაკში ტერის ყელის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, რის გამოც ხორხის ამოჭრა გახდა საჭირო. მას შემდეგ ტერი გარშემომყოფებს მხოლოდ სპეციალური აპარატის მეშვეობით ეკონტაქტებოდა. "ჩემს შვილიშვილს არასდროს მოუსმენია ჩემი ნამდვილი ხმა - სინანულით ამბობდა ქალი 11 წლის ბიჭუნაზე. - მე აღარც კი მახსოვს, როგორი იყო ჩემი ხმა".

ჰოლი საკუთარი შემაძრწუნებელი ისტორიით, თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი სახე გახდა. ტერი რამდენიმე დღის წინ, 16 სექტემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Posted by: Ar-Pharazôn 21 Sep 2013, 17:45
4 დღის წინ 7 თვე შესრულდა რაც (ოფიციალურად და ეფექტურად) გავანებე bis.gif ვამაყობ თავით და ჩემს ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც პატარა სიხარული მივანიჭე )))

რამდენჯერმე ამ შვიდი თვის განმავლობაში მომიწია დალევა და იქ გავახალტურე ერთიორჯერ, მაგრამ ეგ არასოდეს არ არის იმის მიზეზი, რომ მეორე დილით ხელი ჩამექნია. რაც მთავარია, დალევისას სიგარეტის მოთხოვნილება და ჩავარდნები პირველ თვეებში ხდებოდა და ახლა ფაქტიურად დალეულზეც აღარ მინდება. თითქოს არასოდეს მომიწევია და თვეებია უკვე სიგარეტი არ მომნატრებია ფაქტიურად.


Posted by: benito777 26 Sep 2013, 10:45
Ar-Pharazôn
QUOTE
დალევისას სიგარეტის მოთხოვნილება და ჩავარდნები პირველ თვეებში ხდებოდა და ახლა ფაქტიურად დალეულზეც აღარ მინდება. თითქოს არასოდეს მომიწევია და თვეებია უკვე სიგარეტი არ მომნატრებია ფაქტიურად.


up.gif

წუხელ ისევ დამესიზმრა რომ მოვწიე biggrin.gif

არადა არ მენატრება საერთოდ, მაგრამ მაინც ხშირად მესიზმრება.

Posted by: tornike74 26 Sep 2013, 15:06
benito777
QUOTE
წუხელ ისევ დამესიზმრა რომ მოვწიე


იმიტომ, რომ ქვეცნობიერიდან ჯერ არ გასულა სურვილი, ორგანიზმში ბრძოლა მიდის. ეგ კი არა, 3 წელია თავი დავანებე და ვთვლი, რომ ცხოვრებაშ ერთერთი ყველაზე მაგარი რამ გავაკეთე ჩემთვის, საერთოდ აღარ მინდება, მარა ათასში ერთხელ რომ დავინახავ შეიძლება ისე გამკრას სურვილმა უცებ და გამიაროს. არ დანებდეთ!:)

Posted by: Choncxis mzera 26 Sep 2013, 17:07
სამი თვე გავიდა რაც მოწევას თავი დავანებე smile.gif)
პირველი თვე მინდებოდა , მესიზმრებოდა კიდეც (((
რამდენჯერ დამსზიმრებია რომ სიგარეტს ვეწევი (((
მერე რო ვიღვიძებდი მიხაროდა biggrin.gif biggrin.gif

ახლა არ მინდება საერთოდ smile.gif)
დარწმუნებული ვარ არც არასდროს მოვწევ

მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნებები მაქვს....

თითქოს ყელი დამიპატარავდაო და საერთოდ რო არ ვახველებ , უჩვეულოდ ვგრძნობ თავს...
რაღაც მაკლია თითქოს სუნთქვის დროს...

გქონიათ ასე?

Posted by: benito777 26 Sep 2013, 21:21
tornike74
QUOTE
იმიტომ, რომ ქვეცნობიერიდან ჯერ არ გასულა სურვილი,



ეგ კი yes.gif

სიგარეტს რომ მთხოვენ ხოლმე ინსტიქტურად მიმაქვს ხელი ჯიბისკენ და მერე მახსენდება რომ არ ვეწევი biggrin.gif

სახლიდან რომ გავდივარ და ჩემი უჯრიდან ნივთებს რომ ვიღებ წასაღებად - სანთებელასაც გავიყოლებ ხოლმე biggrin.gif


* * *
Choncxis mzera
QUOTE
თითქოს ყელი დამიპატარავდაო და საერთოდ რო არ ვახველებ , უჩვეულოდ ვგრძნობ თავს...


კი ზუსტად ეგრე ვიყავი მე

yes.gif


Posted by: tanamshromeli 27 Sep 2013, 15:54
ფილმებში ან კლიპებში სექსუალურად რო ეწევიან ხოლმე მაგ დროს მომდის მინი ინფარქტი ისე მინდება, მარა ვითმენ ))

პ.ს. მე-2 თვეა, ჯერ ყველაფერი წინაა, 1 წელი მაინც უნდა გავიდეს იმისთვის რომ დანებებულად ჩამეთვალოს.

მარა რაც გადავაგდე იმის მერე არ მომიწევია, დალევისასაც კი..

Posted by: TOMMY11 29 Sep 2013, 21:14
სასტავ სტრანნიი პრობლემასთან მაქვს საქმე და უნდა დამეხმაროთ. მოკლედ დანებებული მაქ უკვე მესამე თვეა, მაგრამ საკმარისია ერთი ბოთლი ლუდი დავლიო რო ვეწევი, ანუ კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც გამომდის მოწევა, როგორ ამოვაგდო ეს დალევის დროს მოწევის მომენტი????? მაგ დროს რო არ მოვწიო შეიძლება ტუჩები მოვიჭამო, არა და 2 კვირა რო გავა და ღერი არ გაქ მოწეული ეგეთი მურტალი ლომკა რატო უნდა გქონდეს ალკოჰოლზე?

Posted by: dito_Metalhead 30 Sep 2013, 23:44
აი ამ კოლოფსაც მოვწევ ბოლომდე და ვსო cry.gif

Posted by: tanamshromeli 1 Oct 2013, 14:40
TOMMY_HILFIGER


აბა დაუკვირდი სანამ ვინმე არ დაიწყებს მოწევას მანამდე არც გინდება დალევისას მოწევა, საკმარისია ვინმემ გაუკიდოს ეგრევე გეწყება ლომკა.

1-2 დალევისას შეიკავე თავი და მერე აღარც მოგინდება ))

Posted by: Domaci 1 Oct 2013, 17:12
ვარ 29 წლის. 14 წელი ვეწეოდი.
ძაან ხშირად გადამიწყვეტია თავის დანებება , მაგრამ მხოლოდ 2-3 დღით ვიკავებდი თავს , მერე ისევ ვიწყებდი , ხან ლუდი ხან რავიცი რა და ძაან მინდებოდა.

მერე სუნთვასთან შემექმნა პრობლემა + ძაან მალე ვიღლებოდი + სუნი საზიზღარი

მაგრამ ეხლა შემიძლია თამამად ვთქვა რომ სიგარეტოო შენი დედაც მოვღან. აღარ მოგწევ არასოდეს, 2 თვე ხდება რაც გადაგაგდე შენი ...... ფუუ შენიი .
დილით ვიღვიძებ ადრე, პირის ღრუშიც ყვეალფერი რიგზე მაქვს უკვე. ყნოსვა მაქვს ისეთი რომ მგლის დედას შევ.... ი , ყვავილების სუნი მცემს , დილით რა მაგარი სუნი ყოფილა ჩემ ეზოში და ამდენი ხანი არ ვიცოდი user.gif უფრო ენერგიული გავხდი ) აღარ ვიღლები )

Posted by: dito_Metalhead 2 Oct 2013, 02:56
Domaci
QUOTE
დილით ვიღვიძებ ადრე, პირის ღრუშიც ყვეალფერი რიგზე მაქვს უკვე. ყნოსვა მაქვს ისეთი რომ მგლის დედას შევ.... ი , ყვავილების სუნი მცემს , დილით რა მაგარი სუნი ყოფილა ჩემ ეზოში და ამდენი ხანი არ ვიცოდი  უფრო ენერგიული გავხდი ) აღარ ვიღლები

რამდენი ხნის მერე იგრძენით ეს ყველაფერ?

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


მართლა მაინტერესებს cry.gif



დღე შემიძლია არ მოვწიო, მარა ღამე სერიოზულად მენძრევა, თან უძილობა მაწუხებს 5-6 საათამდე ვერ ვიძინებ და მაგდროს როარ მოვწიო გავგიჟდები ალბათ user.gif

გადავიკითხე თემა მთლიანად, ვიწყებთ ბრძოლას! gigi.gif

Posted by: Domaci 2 Oct 2013, 10:35
dito_Metalhead

QUOTE
რამდენი ხნის მერე იგრძენით ეს ყველაფერ?


1 კვირაშიც იგრძნობ ამას.

რაც შეეხება ძილს, მეც იგივე მჭირდა, გვიანობამდე ვერ ვიძინებდი. სიგარეტს რომ შევეშვი ძილიც გამიუმჯობესდა და გაღვიძებითაც დილით ვდგები.

შეეშვი)

Posted by: ambergi 2 Oct 2013, 15:44
30 წლის ვარ. გამოვთვალე და ჩემი 15 წლიანი მწეველობის სტაჟის განმავლობაში დაახლოებით 100 000 ღერი სიგარეტი მოვწიე, რისთვისაც დავხარჯე 10 ათას ლარზე მეტი. სტატისიკაში გავითვალისწინე რომ პირველ;ი წლები ძალიან ცოტას ვეწეოდი, მერე შედარებით მეტს, ბოლო სამი წელი კი ყველა რეკორდი გავაუმჯობესე დ აკოლოფნახევარზე ავედი. გარდა ფინანსური დანახარჯისა, დავინგრიე ჯანმრთელობა. კერძოდ, ფილტვები და კუჭი ჩემი მუდმივი პრობლემაა და ბოლო ორი წლის განმვალობაში ძალიან მაწუხებს და სულ ვმკურნალობ. ჯამში მოწევაზე თავის დანებება იმ გამოშტერებულ (სიგარეტის პიარის გამო) მარკ ტვენზე ბევრჯერ ვცადე მაგრამ ამაოდ. გამოცდილი მაქვს გრინ სმოუკი, ნიკოტინის აბები, ნებისყოფის მეთოდი, ალან კარი... მე მგონი ყველა მეთოდი ვცადე. მაქსიმუმ 3 კვირა ისიც ტაბექსით. შემდეგ კი ბევრი ამ ფორუმელივით ტაბექსის დალევას დავანებე თავი და მოწევა გავნაგრძე.
ორი დღის წინ ისევ ტაბექსით დავიწყე გადაგდება. უკვე 24 საათია ნაპასიც აღარ დამირტყამს, პლიუს ვსვამ გრანდაქსინს (ნერვოზის პონტში) საკუთარ თავთან ომში ვარ და ეს ფორუმი მეხმარება. მადლობა ყველას ვინც აქ პოსტავს და ვისაც ჯერავს რომ დაანებებს მოწევას თავს და სხვებსაც გვარწმუნებს. თქვენი დახმარება შეუფასებელია მეგობრებო. წარმატებები ყველას

Posted by: dito_Metalhead 3 Oct 2013, 02:39
პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ძალიან არ გამჭირვებია, კამფეტებს ვჭამ მთელი დღეა gigi.gif მწეველ მეგობრებს მოვერიდო იქნებ რამენაირად 1 კვირა მაინც.

Posted by: ვიღაცაგადარეული 3 Oct 2013, 10:53
მე ეხლა ვიწყებ აეეე boli.gif

ერთი კოლოფი სამი დღე მყოფნის boli.gif


ხოდა რატო უნდა დავანებო თავი, ჯერ მისწორდება, :|

Posted by: FEDOR 4 Oct 2013, 01:29
უკანასკნელი ღერი მოვწიე და საფერფლეც ბანჯრიდან გადავაგდე user.gif

Posted by: dito_Metalhead 4 Oct 2013, 01:42
დღეს არც მომდომებია ვაბშე, ხვალ მწეველებთან მიწესვ ყოფნა მთელი დღე sad.gif

Posted by: ambergi 4 Oct 2013, 15:05
72 საათიანი მშრალი სერია მაქვს. ასე მგონია ფიზიკური ლომკის კრიზისი გადავლახე. წინ ფსიქოლოგიური ლომკაა დარჩენილი... 3 დღის მერე პირველად ვიგრძენი თავი ნორმალურად,

Posted by: Lasha244 13 Oct 2013, 18:35
უსიგარეტოდ ცხოვრება რა მშვენიერი და კარგი ყოფილა : ))))))).......

არმოწიო სიგარეტი სიგარეტი კლავს,
ის შენთან ერთად სხვასაც დაღუპავს,
ნუ ეწევი სიგარეტს სიგარეტი კლავს...

უკვე მერამდენე დღეა არ მძინებია,
თავი დაანებე თუ არ დაგინებებია...
ჩვენი მშველელია ღმერთი და წმინდა ხატი
ამდენი მოწევით კინაღამ გავხდი ფსიხაპატი
ამასთან ერთად უნდა გეშინოდეს მისი ენის
სხეულის სისუსტე,შეგრძნება გულის რევის...
1ღერი რაღაცა ნახევარი საათი გშველის
თავს თუ არ დაანებებ ძმაო სიკვდილი გელის))))
როცა ვეღარ არჩევ ქარს და მოსულ სიოს
თავი დაანებე ნუღარ ეწევი სიგარეტს
მან შეიძლება მთელი ცხოვრება რომ გადაგრიოს
და წლებით აწყობილი ერთ წამში დაგინგრიოს,
ძმაკაცს უთხარი რომ სიგარეტი მანაც არ მოწიოს,
ამდენი მოწევით ყველა პრობლემა წამოწიოს.....
დააკვირდი ამ ქიმიურ შხამის სიმპტომებს
არ გადაცდე საკუთარი გზის ნორმებს,
ის იმარჯვებს ვინც ბოლომდე ინდომებს...
მე უკვე დავანებე თავი ღვთის წყალობით
შეეშვი დამიჯერე,გეტყვი მე ამას თხოვნით...........

)))))))))

Posted by: pravinia 19 Oct 2013, 00:30
დანებებიდან 5 წელიწადში არამწეველის და მწეველის ჯანმრთელობის რისკები თანაბრდებაო,
ანუ სრულად იწმინდება ფილტვები;
ხოდა იმ ჭვარტლისაგან რაც დაგროვილი აქვს სტაჟიან მწეველს, როგორ შეიძლება ცოტა უფრო დაჩქარებული მეთოდებით განთავისუფლება,
ჩემს ბალღობაში მაქვს მოსმენილი ლეგენდები, რომ ფორთოხალი უნდა ჭAმო ცედრიანად და მთაში ახვიდე და ჩAმოხვიდე,
იმ ღAმეს ხველა გექნება და გაგეწმინდება ყველაფერიო;
მოკლედ მთAში წაუსვლელად, არის ფილტვების გასუფთAვების მეთოდები?
გაგიგიათ მსგავსი რამ?

Posted by: iMaximuSi 19 Oct 2013, 00:46
QUOTE
ფორთოხალი უნდა ჭAმო ცედრიანად და მთაში ახვიდე და ჩAმოხვიდე,
იმ ღAმეს ხველა გექნება და გაგეწმინდება ყველაფერიო;

ფანტაზიასაც აქვს საზღვარი

Posted by: tanamshromeli 19 Oct 2013, 01:13
რძე და რძე

როგორც ვიცი :შ .

Posted by: IGORA///M 19 Oct 2013, 01:20
7თვეა არმომიწევია უკვე,თანისერო არც სიზმრები მინახავს და არცარაფერი,მეორე დღესვე აღამინდოდა და საერთოდ სურვილიცაღარგამჩენია იმისმერე როცა ვთქვი რო აღარმოვწევ ხოდა ეხა ისევგძნობ თავს თითქოს არასოდეს მომიწევია,ჯერ მაგის პლიუსებს ვერვხედავს მაგრამ ერთი დიიდი მინუსი საკმაოდ კარგად ვიგრძენი და დავინახე _ 20 კილო მოვიმატე )))))))

Posted by: benito777 19 Oct 2013, 14:17
QUOTE
უსიგარეტოდ ცხოვრება რა მშვენიერი და კარგი ყოფილა : ))))))).......


+1000

მალე 3 თვე შემისრულდება
უსიგარეტოდ ცხოვრების bis.gif

Posted by: tvildo19 20 Oct 2013, 01:36
საერთოდ წინა დღის ქეიფის შემდეგ როცა საშინელ ''პახმელიაზე'' ვარ(ანუ მეორე დღეს) ვერ ვეწევი ხოლმე სიგარეტს და მესამე დღეა რაც მივაყოლე და მჩვევია ესე ხოლმე საერთოდ , მქონია შემთხვევა 3 კვირა 1 თვე დამინებებია და ისევ დამიწყია და ეხლა არც მაქ სურვილი ჩემდა გასაკვირად და რა ვუშველო რო რამით მივეხმარო სურვილი რო არ გამიჩნდეს ან დამიკიდებულება მომეხსნას? ოღონდ გრინ სმოუქი და ეგეთი საშინელი რამეები არა სხვა რამე თუ იცით

Posted by: DaNGeR_DaNGeR 21 Oct 2013, 12:44
IGORA///M
QUOTE
,ჯერ მაგის პლიუსებს ვერვხედავს მაგრამ ერთი დიიდი მინუსი საკმაოდ კარგად ვიგრძენი და დავინახე _ 20 კილო მოვიმატე )))))))



spy.gif

წონის მატება სიგარეტისთვის თავის დანებების კი არა ფსიქოლოგიური პრობლემის ბრალია, დიდი ტყუილია რომ ვითომ სიგარეტი ახდუნებს




და პლიუსებს საერთოდ ვერ გრძნობ? არ ხარ აყროლებული, აღარ გაქვს ჩაყვითლებული თითები და კბილები, კიბეებზე ასვლისას აღარ კვდები ხველებით, გულის ჩხვლეტები აღარ გაქვს და ა.შ.?

მე პირადად ამ ყველაფერს ვგრძნობ, პლიუს აქტიურ სპორტს მოვკიდე ხელი და ასე მგონია თავიდან დავიბადე

pravinia
QUOTE
დანებებიდან 5 წელიწადში არამწეველის და მწეველის ჯანმრთელობის რისკები თანაბრდებაო,


სპორტით და აქტიური ცხოვრების წესით უფრო მალე გაიწმინდება სხეული

Posted by: iMaximuSi 21 Oct 2013, 13:46
QUOTE
არ ხარ აყროლებული

არ მოწიო ასტრა და ისედაც არ იქნები აყროლებული

Posted by: [kitika] 21 Oct 2013, 13:49
iMaximuSi
QUOTE

QUOTE
არ ხარ აყროლებული

არ მოწიო ასტრა და ისედაც არ იქნები აყროლებული


კარგი რა ასტრას არ ეწევიან, მაგრამ მაინც ყარნან,,,,
თანამშრომელი მყვას გოგო, ფრონცკი, მარა ახალი მოწეული რომ აქვს ხომე და პირს რომ გააღებს გაქცევა მინდა... დავიჯერო ვინმეს ეს სუნი გსიამოვნებთ?

Posted by: DaNGeR_DaNGeR 21 Oct 2013, 13:59
iMaximuSi
QUOTE
არ მოწიო ასტრა და ისედაც არ იქნები აყროლებული



spy.gif ასტრა მას შემდეგ არ მაქვს მოწეული რაც 14 წლის მოზარდი ვიყავი

სულ რომ ლავანდის სურნელით გაჟღენთილი სიგარეტი მოიწიო მაინც კვამლის სუნათ ყარხარ, მწეველი ვერ ამჩნევს ამას რადგან მიჩვეულია, მაგრამ გარშემო ყველას აღიზიანებს.

Posted by: iMaximuSi 21 Oct 2013, 14:15
QUOTE
მწეველი ვერ ამჩნევს ამას რადგან მიჩვეულია, მაგრამ გარშემო ყველას აღიზიანებს.

კარგი რა, გვერდით თუ არ მიუჯექი ადამიანს არ იგრძნობა ისე არაფერი

QUOTE
თანამშრომელი მყვას გოგო, ფრონცკი, მარა ახალი მოწეული რომ აქვს ხომე და პირს რომ გააღებს გაქცევა მინდა... დავიჯერო ვინმეს ეს სუნი გსიამოვნებთ?

მე მაგარად არ მაინტერესებს ხოლმე ვის რა არომატი ასდის ასე რომ..

Posted by: DaNGeR_DaNGeR 21 Oct 2013, 14:35
iMaximuSi
QUOTE
კარგი რა, გვერდით თუ არ მიუჯექი ადამიანს არ იგრძნობა ისე არაფერი


ეხლა თუ თავს იმშვიდებ ან უბრალოდ გკიდია სხვა ღიზიანდება თუ არა სიგარეტის სუნით ეგ სხვა საქმეა

მე ვაბობ ის რაც არის, ნომალურ ადამაინს მეტნაკლებად აღიზიანებს მწეველი ადამიანის სუნი, განსაკუთრებიტ ახლადმოწეულზე

Posted by: Makaveli 22 Oct 2013, 01:43
ბიჭებო რა მაინტერესებს თითქმის ერთი თვეა არ მომიწევია და ღრძილებიდან კბილების გახეხვისას სისხლდენა მაქ და შეიძლება მაგის ბრალი.იყოს?

Posted by: temotemuka 22 Oct 2013, 02:40
ხვალ ვიწყებ ტაბექსის დალევას იმედია გამოვა რამე boli.gif boli.gif

Posted by: [kitika] 22 Oct 2013, 13:00


ძალიან პოპულარულ გადაცემაში "ცხოვრება მშვენიერია" რუსეთის პირველ არხზე არაერთხელ დაუთმეს დრო მოწევასთან დაკავშირებულ საკითხებს. გთავაზობთ ბოლო გადაცემის არქივს, სადაც არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ურჩიეს ტაბექსით დაანებონ თავი მოწევას...

Posted by: levvani 23 Oct 2013, 15:36
Makaveli

კი შეიძლება და ჯობია სტომატოლოგს რჩევა კიტხო და დაგარიგებს აუცილებლად.

Posted by: [kitika] 23 Oct 2013, 15:48
temotemuka
QUOTE
ხვალ ვიწყებ ტაბექსის დალევას იმედია გამოვა რამე   


კურსი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებთ სრულყოფილ ეფექტს.

Posted by: Choncxis mzera 23 Oct 2013, 16:02
ერთადერთი რაც დაგეხმარება არის - საკუთარი თავი !
რჩევა შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი , მაგრამ ყველა ვარიანტში შენ უნდა მოინდომო.

აი , ჩემ ახლობლებს რომ იცნობდეთ რომელიმე , ყველა გეტყვით , რომ ყველაზე უნებისყოფო ადამიანი ვარ !
და მე დავანებე თავი, 4 თვე გახდება უკვე.

დარწმუნებული ვარ , რომ არასდროს აღარმოვწევ ... განა იმიტომ , რომ ნებისყოფა განმივითარდა და რამე
არა
უბრალოდ , არ მინდა , ორგანიზმს არ უნდა .
აი , როგორც თქვენ არ გინდათ მაგალითად: ტალახის ჭამა ან ბინძური წყლის დალევა
აი ეგრე ვარ. ორგანიზმს აღარ უნდა , მეზიზღება ))

თქვენც ასე იქნებით !


არის რამოდენიმე "ხინჯი" , რაც გაფერხებთ
აქიდან უმთავრესია იმის განცდა , რომ - "მომავალში როგორ გავძლებ უსიგარეტოდ"
პასუხი: მშვენივრააად !

აი ეს - "მომავალში როგორ გავძლებ უსიგარეტოდ" გაფერხებთ და იმიტომ ვერ ანებებთ


არ იფიქროთ მომავალზე
ამოიგდე თავიდან - მომავალში რა მოხდება
ნუ უყურებთ თითქოს ძალიან რთული მისია გაქვთ "სიგარეტის გადაგდების"

3-4 დღე გაუძელით ამ ილუზიურ მოთხოვნილებას , ამ პრინციპით "მომავალში მშვენივრად ვიქნები უსიგარეტოდ" და სიგარეტს დაემშვიდობებით





Posted by: Hеllhаmmеr 23 Oct 2013, 19:37
6 წელია ვეწევი
ეხლა ვცდი რომ მთლიანად ვთქვა უარი

თუარ გამომივა , ნელ-ნელა დავანებებ

Posted by: i_k_s_1 25 Oct 2013, 17:28
Choncxis mzera
ეს სამი ოთხი დღე ჭირს ზუსტად და რა ვქნააათ smile.gif სიმფტომები
1. თავი გტკივა
2.ღრძილები გექავება
3. გაბრუებული ხარ
4. სულ რაღაც გინდა
5. გეძინება
რა უშველოოთ?

Posted by: MRlurch 25 Oct 2013, 18:01
ვინმეს რამეში თუ დაგეხმარებათ ამის გამო დავანებე მოწევას თავი ყოველგავრი წამლების ელექტო სიგარეტების და მაიმუნობების გარეშე. პირველი თვე გავძელი მყარად და მერე ვსო აღარც მინდება უკვე.
პ.ს ჭამა არ დაიწყოთ ბევრი შეგრძნებაა ვითომ გშია და ამ დროს არაფერი არ ხდება, ვარჯიში დაიწყოთ დანებებასთან ერთად ჯობია რომ წონაში არ მოიმატოთ.


Posted by: dito_Metalhead 27 Oct 2013, 21:07
26 დღე სიგარეტის გარეშე bis.gif

Posted by: Moor 28 Oct 2013, 19:18
გამარჯობათ

მე ვარ ზაზა მინიბუსის შოფერი

5 წელი არ ვეწეოდი, მარა ამ ზაფხულში ისევ დავიწყე მაიმუნობა

და აი

უკვე მესამე დღეა

კვლავ ვძლიე ეშმაკი ჩემში

Posted by: benito777 30 Oct 2013, 00:53
dito_Metalhead
QUOTE
26 დღე სიგარეტის გარეშე



მშვენიერია up.gif

ჩათვალე რომ 26 დღეა რაც ორგანიზმმა შვებით ამოისუნთქა yes.gif

Posted by: nin777 1 Nov 2013, 16:19
გადააგდეთ საწამლავია,ხიხიააა biggrin.gif

მომილოცავს ვინც დაანება თავი ეგრე განაგრძეთ biggrin.gif up.gif

Posted by: MrsT 2 Nov 2013, 13:53
მეორე თვე დაიწყო არ მომიწევია, ნელ-ნელა დანებება მივხვდი რომ სისულელეა,საღამოს ვეწეოდი 1 ღერს ხოლმე ,მაგრამ მივხვდი რომ ველოდებოდი საღამოს მოსვლას რომ ის 1 მომეწია. ავდექი და საერთოდ ავუკრძალე ჩემს თავს.გამიჭირდა დაახლოებით 1 კვირა,მაგრამ ახლა უკვე რეაქცია აღარ მაქვს.
არანაირი ტაბექსი და ა.შ არ გამომიყენებია,მთავარია საკუთარი თავი აიყვანო ხელში

Posted by: Ar-Pharazôn 3 Nov 2013, 18:46
9 თვე მისრულდება უსიგარეტოდ, უსაფერფლოდ, აყროლებული ტანსაცმლის გარეშე smile.gif

თუმცა ამ ბოლო დროს (ჩემი აზრით ზომიერად, თუნდაც) საყნოს თამბაქოს შევეჩვიე - რომლის ჯანმრთელობის მიმართ ზიანის შესახებ მონაცემები მწირიცაა და ერთმანეთის გამომრიცხავი (თუმცა, ფილტვის კიბო/მხუთავი აირები და კუპრის არარსებობას მიესალმება ყველა). მე კვებითი დარღვევების სიმპტომები (პოლიფაგიური მომენტები) მაქვს და მაგის გამო ვხმარობ თერაპიულად უკვამლო ნიკოტინს.
* * *
თუმცა ვის ვატყუებ, ამ ბოლო დღეებია მივეჩვიე ამ დედაარღნიან ბურნუთს sad.gif(((((( სიგარეტს კი ჯობია, მაგრამ ნიკოტინია და ვატყობ რომ დამოკიდებული ვხდები ისევ

Posted by: francefrance 6 Nov 2013, 19:31
4 დღეა არ მომიწევია და სუნი სიტყვაზე როგორც ჩვენ ვგრძნობთ ახალდანებებულზე მართლა ეგეთი აქ და არამწეველებიც მაგ სუნს გრძნობენ?

მზესუმზირა დამეხმარა მაგრა პირველი სამი დღე.

სიგარაც შეიცავს როგროც ვიცი ორჯერ მეტ ნიკოტინს და ცოტა ხანში ერთი სიგარა რო მოვწიო შემდეგ დღეს ისევ მომიწევს ამ ნიკოტინის 3-4 დღიანი ფიზიკური ლომკის გადატანა?
* * *
QUOTE
Ar-Pharazôn


ანუ ასუქებს თუ ახდუნებს ეგ უკვამლო ნიკოტინი?smile.gifთუ ვერ მიგიხვდი შეგიძლია ამიხსნა რა სიმპტომები გაქ მეც მაქ წონის პრობლემა და ერთადერთი მიზეზი ეგ იყო რატომაც დავანებე თავი.

Posted by: temotemuka 7 Nov 2013, 03:02
მეოთხე დღე დამთავრდა ტაბექსის მაგრამ შედეგი 0

Posted by: [kitika] 7 Nov 2013, 10:15
temotemuka
QUOTE
მეოთხე დღე დამთავრდა ტაბექსის მაგრამ შედეგი 0


მოიცა რა გინდა თქვათ რომ ტაბექსსაც სვამთ და თან ეწევით? საერთოდ არ შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა?

Posted by: temotemuka 7 Nov 2013, 14:36
[kitika]
QUOTE
მოიცა რა გინდა თქვათ რომ ტაბექსსაც სვამთ და თან ეწევით? საერთოდ არ შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა?

კი ესე მითხრეს რომ თან უნდა მოვწიო და მერე შემზიზღდება smile.gif) მეც ველოდები როდის შემძულდება სიგარეტი

Posted by: GoGol1 7 Nov 2013, 14:39
2 კვირის მეტი ვერ გავძელი უსიგარეტოდ mad.gif

Posted by: [kitika] 7 Nov 2013, 14:50
temotemuka

მომისმინე ეგრე არ ხდება... შენ ეხლა გამოდის რომ ორმაგად იღებ იმ ეფექტს რაც აქამდე გქონდა, ანუ სვამ ტაბექსს იღებ ციტიზინს და სიგარეტით იღებ ნიკოტინს
ნიკოტინს და ციტიცინს ერთიდაიგივე ეფექტი აქვს და უბრალოდ ციტიზინი არ არის ისეთივე მავნე, ამიტომ თუ იღებ პირველი 3 დღე 6 აბს , აუცილებლად უნდა შეგიმცირდეს სიგარეტის მითება, თუ 1 კოლოფს ეწეოდი 10 ღერზე ჩამოდიან ხოლმე დაახლოებით.
შეგზიზღდება ეს იმას კი არ ნიშნავს აი რძე რომ ეზიზღება ხალხს ისე, არამედ ციტიზინი ანაცვლებს ნიკოტინს, ანუ გლეხურად რომ აგიხსნა, თუ სიგარეტს მოწედვი და ცოტახანში მოწევა გინდებოდა, ტაბექსს თუ დალევ ეს სურვილი და "ლომკა" აღარ გაქვს და აღარ გინდება მოწევა... უბრალოდ გაქვს ცვევის მომენტი.

დააკვირდი საკუთარ თავს, მგონი რაღაც არასწორად აღიქვი მაგ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი, ჩვევის მომენტს ტაბექსი ვერ დაძლევს, საღეჭი რეზინი დაღეჭე, ან ჩუპა ჩუპსი (არ ვხუმრობ). ტაბექსი გიქმნის ცრუ კომფორტის შეგრძნებას, როგორც ნიკოტინი და სიგარეტზე მოთხოვნი;ლება აღარ გაქვს... გაქვს მხოლოდ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება სიგარეტის ხელში დაჭერის და იმ სიტუაციის

Posted by: lilu-1986 7 Nov 2013, 14:51
უკვე 10 წელია ვეწევი .
ყოველ დილით სიგარეტი და ყავა ეს ის მოუშორებელი ჩვევაა რომელსაც ვერ ვანებებ თავს. გაღვიძებისთანავე გავიფიქრებ რომ არ მოვწიო , მაგრამ სამსახურში მოსულს მავიწყდება ჩემი ჩანაფიქრი.

რამდენჯერმე ვცადე და ლამის ნერვოზი ავიკიდე ისე მენატრებოდა პროცესი სიგარეტის გახსნის, მოკიდების, დაფერფლების smile.gif)))

არადა ჩემი შვილი 2 წლისაც არ იყო უკვე რომ მეუბნებოდა : არ "გაწიო" სიგარეტი, მოკვდებიო )))))


Posted by: nin777 8 Nov 2013, 14:42
QUOTE
ბურნუთს

ერთხელ შევიყნოსე ეგ ბურნუთი და ცემინება დამაწყებინა ცრემლები მდიოდა


გამიგია გაციების დროს კაიაო და რავიცი givi.gif

Posted by: francefrance 8 Nov 2013, 22:36
7 დღეა არ მომიწევია პირველი სამი დღეს იმით გაუძელი რო მევთქვი ეს სამი დღე გავა და მერე აღარ მომინდება თქო არ ყოფილა ეგრე ეხლაც მომენტებში ისე მინდება ხანხადახან პირველი სამი დღე რო არ მომდომებია.


თუ გაცნობიერებული გაქ და გინდა დანებება უმარტივესია უმარტივესი არა მარა გაგიმარტივდება.თუ იმიტო ანებებ რო პროსტა სიგარეტი ცუდია გაგიგია და ცუდი სუნი ქონია მაგრა გაგიჭირდება 99 პროცენტი ტყუილა თავს გაიწვალებ და დაიწყებ ისევ რაღაც დროის მერე.

მთავარია დანებებამდე გაცე შენ თავს პასუხი რატო ანებებ და დამაჯერებელი თორე მერე იმდენი კითხვები წამოვა რო დაანებებ სწორი პასუხის გაცემა გაგიჭირდებათsmile.gif


არავინ არ თქვას რო თუ ვერ ანებებ უნებისყოფო ხარ და უმარტივესია დანებება.

აგერ დავანებე და კიდე კაი ხანი არ მოვწევ მარა უეჭველი ვიცი რო მერე ისევ მოვწევ და ეხლავე რო არ გავუკიდო მაგას ნებისყოფით ვიკავებ.

Posted by: Ar-Pharazôn 10 Nov 2013, 08:00
ეგ ბურნუთიც მოვისროლე. ჯანმრთელობის მხრივ 10ჯერ უფრო უსაფრთხოა ვიდრე მოწევაო, ამბობენ, მაგრამ თამბაქოს თუ ანებებ, ალბათ უნდა დაანებო. ნიკოტინზე დამოკიდებული რომ გახდები და ძნელად საშოვნელ ბურნუთს რომ ვერ დაითრევ ადგები და სიგარეტს იყიდი, ამიტომაც გავუშვი სანაგვეში

Posted by: pleita 10 Nov 2013, 09:36
103 დღე 15 საათი და 36 წთ bis.gif

Posted by: GoGol1 10 Nov 2013, 11:56
boli.gif boli.gif boli.gif boli.gif boli.gif

-

Posted by: Darsa 10 Nov 2013, 16:44
temotemuka
QUOTE
მეოთხე დღე დამთავრდა ტაბექსის მაგრამ შედეგი 0

მე მაგარი შედეგი მომცა 5 დღე დავლიე ზუსტად და საერთოდ აღარ ვეწევი მიუხედავად იმსა რო ძააან ბევრს ვეწეოდი და ძლეირ სიგარეტს უსიგარეტოტ ვერ ვაზროვნებდი ხოლმე სექტემბერში დვანებე ვსო მე იმედია აღარასდროს მოვწევ.. უბრალოდ ნასვამზე მოვწიე გუშინაც 2 ღერი ნასვამზე მიჭირს ძაან თავის შეკავება..
თუმცა მარტო ტაბექსი არ გიშველსი შენც უნდა შეეცადო ნაკლები მოწეი ტაბექს როცა სვავ

Posted by: udzila1 11 Nov 2013, 21:03
ეეხ საღოლ თქვენ ხალხო 2 თვე ისე ვიყავი დაბმა მჭირდებოდა თავს ძლივს ვიკავებდი კილომეტრზე მესმოდა თამბაქოს სუნი მარა მაინც ვერ დავანებე თავი მაინც მოვწიე და მეგონა ახლიდან დავიბადე ნეტა დამანებებინა თავი ისევ 2 კოლოფი მინდა დღეში რაღა არ ვცადე და ჩემი ####### ვერ ვანებებ sad.gif

Posted by: benito777 20 Nov 2013, 14:32
udzila1


რამდენ წლიანი სტაჟი გაქვს?




პ.ს. ოთხი თვე გახდება მალე bis.gif

Posted by: Ar-Pharazôn 21 Nov 2013, 10:55
ეგ ტაბექსი მეც შესაძლოა დამჭირდეს, იმიტომ რომ ბოლო ერთი კვირაა ელექტროსიგარეტი დავითრიე და ვაბოლებ ხშირად (თერაპიული მიზნების გამო. წოტა ბულიმიის მომენტები მაქვს და ნიკოტინი აკავებს), მოსაწევ სიგარეტს არ ვეკარები და მეზიზღება ორგანულად. ანუ , ნიკოტინზე ატვრაშენიას აჩენს?

Posted by: iMaximuSi 23 Nov 2013, 15:58
DaNGeR_DaNGeR
QUOTE
ეხლა თუ თავს იმშვიდებ ან უბრალოდ გკიდია სხვა ღიზიანდება თუ არა სიგარეტის სუნით ეგ სხვა საქმეა

მე ვაბობ ის რაც არის, ნომალურ ადამაინს მეტნაკლებად აღიზიანებს მწეველი ადამიანის სუნი, განსაკუთრებიტ ახლადმოწეულზე

ერთი კვირაა ფინანსური კრიზისის გამო შევამცირე მოწევა დღეში ორ სამ ღერამდე და ისეთ არომატებს ვგრძნობ ქუჩაში და ტრანსპორტში ერთი სული მაქვს როდის მოვწევ ორ სამ კოლოფს ერთად lol.gif

სიგარეტის სუნი აღიზიანებთ საქართველოში lol.gif

Posted by: dito_Metalhead 30 Nov 2013, 19:17
თითქმის ორი თვე გავიდა უკვე, ღამე ხველა თუ ამიტყდა ვეღარ ვჩერდები, მიღუტუნებს საშინლად თითქოს ბუმბულები მაქვს გაჩხერილი რო ვეწეოდი მაშინ არ მჭირდა ეგრე და რას დავაბრალო? biggrin.gif aba.gif

Posted by: [kitika] 30 Nov 2013, 20:52
dito_Metalhead
იქნებ რამე ალერგიული ფონია, რემონტი ხომ არ გაქვთ სახლში ან შინაური ცხოველი ხომ არ შეიძინეთ?


* * *
Ar-Pharazôn
კი ნიკოტინის მოთხოვნას აკმაყოფილებს ორგანიზმში

Posted by: TazoBMW_123 30 Nov 2013, 23:02
ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და რაის მოწევის დანებება
კარქით რა smile.gif

გადასარევი დიხანია მაქვს მერე რა რო 8 წელია ვეწევი

Posted by: Choncxis mzera 4 Dec 2013, 14:20
ვინმემ წონაში მოიმატეთ? მე ავიწონე და 15 კილო მაქვს მომატებული user.gif
მეუბნებოდნენ , გასუქდი მაგრაო .... და რავი ,ვერ ვატყობდი ასე თუ ვიყავი ტო....

5 თვეა გასული რაც თავი დავანებე...
მადა აშკარად მომატებული მაქვს

Posted by: IGORA///M 4 Dec 2013, 16:17
QUOTE
ვინმემ წონაში მოიმატეთ? მე ავიწონე და 15 კილო მაქვს მომატებული 
მეუბნებოდნენ , გასუქდი მაგრაო .... და რავი ,ვერ ვატყობდი ასე თუ ვიყავი ტო....

5 თვეა გასული რაც თავი დავანებე...
მადა აშკარად მომატებული მაქვს

ერთი წელია რაც დავანებე და 30 მოვიმატე,ვითომ არაფერ კავშირში არარის მაგრამ ძალიან დიდ კავშირშია, ტკბილეული და ხილი და რავიცი რა აღარ მინდოდა,არადა როცა მწეველი ვიყავი იმის ნახევრის ნახევარს არვჭამდი smile.gif

Posted by: Choncxis mzera 5 Dec 2013, 18:06
IGORA///M
QUOTE
როცა მწეველი ვიყავი იმის ნახევრის ნახევარს არვჭამდი

+1

თან ღამე ჭამაც დამჩემდა :დ
რძის პროუქტებს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი და ახლა თვით კეფირსაც სიამოვნებით ვსვავ givi.gif
ესე თუ გავაგრძელე, რავი ტო :დ ..... user.gif user.gif
როგორმე უნდა გავაკონტროლო smile.gif))
chups.gif

Posted by: Guano 9 Dec 2013, 12:48
წინა წლის 26 მარტს მოვწიე ბოლო ღერი,მის მერე საერთოდ არ გავკარებივარ.ძალიან გამიჭირდა რა აღარ მოვიგონე და რით აღარ დავკავდი რომ ყურადღება გადამეტანა.

QUOTE
ვინმემ წონაში მოიმატეთ? მე ავიწონე და 15 კილო მაქვს მომატებული



რასაც მიირთმევ გერგება და + მადა დაგიბრუნდა . ცოტა ივარჯიშე ხოლმე და წონას გააკონტროლებ,მე ასე ვშვები + ხალისს მმატებს,უფრო ენერგიული ვარ

Posted by: Dato_84 11 Dec 2013, 02:53
dito_Metalhead

მეც ეგრე ვიყავი და მეორე თვეში გადამიარა

Posted by: giobio 13 Dec 2013, 04:51
2 კილოფიანი ვარ დღეში დღეს დავიწყე დაგდება 6 ღერი მაგრამ საღამოს საშინელი სპაზმური ხველებები ამიტყდა დღე სპეციალურად ხველების წამლები დავიწყე მაგრამ მაინც არ მიშველა sad.gif
ამ ხველებას რა ვუშველო ტო თან სპაზმურია აბრატკამდე მივყავარ თორე ნებისყოფას კიდე ვებრძვი 15 წელია ალბად ვეწევი

Posted by: benito777 13 Dec 2013, 16:02
Choncxis mzera
QUOTE
ვინმემ წონაში მოიმატეთ?


ეხლა ავიწონე და ამ ოთხი თვის განმავლობაში 5 - კილო მომიმატია მარტო bis.gif


Posted by: Dato_84 13 Dec 2013, 16:06
giobio
ერთიანად გადაგდება არც ცადო!
---------------------------------------------

Posted by: giobio 14 Dec 2013, 08:00
QUOTE (Dato_84 @ 13 Dec 2013, 15:06 )
giobio
ერთიანად გადაგდება არც ცადო!
---------------------------------------------

ვერ გავქაჩე ისევ მივაწექი რა თან ნე ტრეზვი ვიყავი და ვუბერე და ვუბერე ეხლა დილის 7 საათზე სანამ მოვედი სახლში გადაღლილი ნახველის ხველების და ტაბექსები ვიყიდე იმენა გპს მოვიტანე სახლში და შევბერავ ხვალიდანsmile.gif
ბოლო ბოლო წამალი გადავაგდე და სიგარეტის დედა უნდა ატირდეს ამოვიდა რა ყელში ჩემი თავი მეზიზღება sad.gif

Posted by: [kitika] 14 Dec 2013, 23:08
giobio
QUOTE
ტაბექსები ვიყიდე იმენა გპს მოვიტანე სახლში


დაიცავით ინსტრუქცია, 25 დღე, მეტი არაა საჭირო. 1 კოლოფი საკმარისია სრული კურსისთვის

Posted by: giobio 15 Dec 2013, 13:19
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა 2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა 2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17

ეხლა ჯამფეტებზე გავაგზავნე და რო მომაწვება იმით ჩავანაცვლებ ჩემი აზრით უმჯობესია პირველი დღეები სახლში დაიწყოთ გარეთ გინდა არგინდა სულ სიგარეთი გეჩითება თვალში და გაღიზიანებს
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა 2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ  მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე  ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე  დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა  2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17

ეხლა ჯამფეტებზე გავაგზავნე და რო მომაწვება იმით ჩავანაცვლებ ჩემი აზრით უმჯობესია პირველი დღეები სახლში დაიწყოთ გარეთ გინდა არგინდა სულ სიგარეთი გეჩითება თვალში და გაღიზიანებს

ხალხნო მე ტაბექსი მკიდია არ დამჭირვებია მე გრიინ სმოუქ მკიდია და მაგარი ნების ყოფის პატრონები რომ ხართ კაია მიხარია მაგრამ მიაწეროთ იქნებ ვინ რამდენი ხანი ეწევით და დღEში რამდენს მოიხმარდით მე სადღაც 15 წელია და ბოლო 5 წელი რაც მახსოვს 2 კოლოფი არ მყოფნის და მანამდეც არ ვაკლებდი!
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა 2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ  მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე  ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე  დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა  2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17

ეხლა ჯამფეტებზე გავაგზავნე და რო მომაწვება იმით ჩავანაცვლებ ჩემი აზრით უმჯობესია პირველი დღეები სახლში დაიწყოთ გარეთ გინდა არგინდა სულ სიგარეთი გეჩითება თვალში და გაღიზიანებს
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ  მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე  ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე  დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა  2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17
* * *
QUOTE (giobio @ 15 Dec 2013, 12:19 )
[kitika]
2 საათში ერთხელ ვსვავდი გუშინ  მოვწიე 5 ღერი მთელი დღის მანძილზე ისე 2 კოლოფი არ მყოფნიდა smile.gif

დღეს დილით გავიღვიძე ზომბივით ეგრევე არ წავედი არ მქონდა ისეთი მოთხნოვნილება ნუ როგორც ადრე მინდოდა ხოლმე გაღვიძებისთანავე  ვნახოთ ვინ იქნება შემდეგშიsmile.gif)

გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე  დანარჩენიო
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი . 5 ღერი რო მქონდა მოწეული რამდენიმე დღის წინ სპაზმა რამის დამახჩო
* * *
მინდა როგორ არმინდა მაგრამ ისე გემრიელად აღარ ვეწევი და მოთხოვნილებაც ისე აღარ მინდა  2 ღერი მაქვს დღეს მოწეული 16:17

ეხლა ჯამფეტებზე გავაგზავნე და რო მომაწვება იმით ჩავანაცვლებ ჩემი აზრით უმჯობესია პირველი დღეები სახლში დაიწყოთ გარეთ გინდა არგინდა სულ სიგარეთი გეჩითება თვალში და გაღიზიანებს

ხალხნო მე ტაბექსი მკიდია არ დამჭირვებია მე გრიინ სმოუქ მკიდია და მაგარი ნების ყოფის პატრონები რომ ხართ კაია მიხარია მაგრამ მიაწეროთ იქნებ ვინ რამდენი ხანი ეწევით და დღEში რამდენს მოიხმარდით მე სადღაც 15 წელია და ბოლო 5 წელი რაც მახსოვს 2 კოლოფი არ მყოფნის და მანამდეც არ ვაკლებდი!

ამ დრომდე გავქაჩე მამენთ ეხლაც დავიკიდებდი რო არ მოვწიო მაგრამ აი შინაგანად ვგრძნობ რომ ძაან მინდა და თქვენის ნებართვის ერთ ღერს ვეახლები არადა მაგრად მეზარება smile.gif)

Posted by: [kitika] 16 Dec 2013, 10:34
giobio
QUOTE
გპს ში ვიყიდე და თავიდან ორი ლისტი წაიღეო თუ ატყობ გააგრძელებო მერე იყიდე დანარჩენიო


აუცილებლად ბოლომდე უნდა შესრულდეს კურსი, 5 ბლისტერი ანუ საჭიროა 100 აბი.... ანუ 1 კოლოფი.

QUOTE
უბრალოდ გუშინ დავიწყე დღეში 3 ჯერ ხველების წამლებს ვსვავ და ამითომ არ მაქვს ხველა თუ ტაბექსი მშველის ეგ ჯერ არვიცი

შეეშვი მაგ ხველების წამლებს და დალიე ტაბექსი, ეგ ტაბექსის დამსახურებაა.

ისე რა ხველების წამალს სვამ ან ვინ გირჩია???

Posted by: giobio 16 Dec 2013, 15:17
[kitika]
არა თან მანამდე გაციებულივით ვიყავი აღარ მახსოვს სახლში მიყრია რა დღეს სამსახურში ოთახში თავზე იმხობენ იმდენს ეწევიან და ჯერ ნაპასი არ დამირტყია smile.gif მაგრამ მოვწევ ცოტა ხანში მააინც ჯერ 3 დღე არ გასულაsmile.gif

Posted by: [kitika] 16 Dec 2013, 15:40
giobio

დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას, არ დაგძლიონ smile.gif უნდა აუკრძალო ოთახში მოწევა

Posted by: giobio 16 Dec 2013, 16:16
აქ სიგარეტის მოწევას ვინმე თუ აგძალავს გმირის ორდენით დააჯილდოვებენsmile.gif)
* * *
[kitika]
ვერ შველის ტაბექსი ხველას დღეს არ დამილევია ხველების წამლები და მახჩობს ღამე sad.gif
საღამოს ვაფსე არ დამირტყია ნაპასი შუა დღეს 2 ღერი

Posted by: giobio 18 Dec 2013, 01:43
QUOTE (giobio @ 16 Dec 2013, 15:16 )
აქ სიგარეტის მოწევას ვინმე თუ აგძალავს გმირის ორდენით დააჯილდოვებენsmile.gif)
* * *
[kitika]
ვერ შველის ტაბექსი ხველას დღეს არ დამილევია ხველების წამლები და მახჩობს ღამე sad.gif
საღამოს ვაფსე არ დამირტყია ნაპასი შუა დღეს 2 ღერი

დღესაც ჩვეულებრივად ტაბექს არ ჩამიგდია მაგრამ იგივე ნაირად ხველა ეს ხველა და ღრძილებია მთავარი რო გადამატანინოს აბა მეტი რა ლომკის დროს უნდა მიშველოს 4 დღეა თითქმის თორე ეს ხველებები თუ გადაიტანე რამდენიმე დღეში ისედაც გილაითდება რავი მოკლედ ჩემზე რო დავუფიქრდი რაც მინდოდა დაწყების გადაგდების დროს მომხმარებოდა ვერ მომეხმარა, ნუ პროგრამულად შეიძლება შველის და კაი რამეა მე მინდოდა ეს დაწყებითი დღეები დამხმარებოდა და თურმე რეალურად ის ხველების წამლები მიჩერებდნენ ხველას. მოკლედ ზა სტალინა ხვალიდან უტაბლეტოდ შევბერავ smile.gif

Posted by: gio_ooo 18 Dec 2013, 04:40
სიგარეტზე ტავის დასანებებელი კევები რო ოყიდებოდა ხოარ იცით იყიდება კიდეე?

Posted by: [kitika] 18 Dec 2013, 09:55
QUOTE
ვერ შველის ტაბექსი ხველას დღეს არ დამილევია ხველების წამლები და მახჩობს ღამე 

giobio
მოიცა შენ რასაც ამბობ შეიძლება სულაც არ იყოს სიგარეტის თავის დანებებისგან გამოწვეული
მამაჩემმა
QUOTE
საღამოს ვაფსე არ დამირტყია ნაპასი შუა დღეს 2 ღერი

იმიტომ რომ ნიკოტინის მოთხოვნილება დაკმაყოფილებული გაქვს

Posted by: giobio 18 Dec 2013, 13:04
[kitika]
ეგ რო დავწერე მაგის მერე მოვწიე მაგრამ მაინც არ მიშველა ღამე ორივე დღეს მკლავდა ხველება და გუშინ დაჟე ღრძილებიც ამტკივდა მოკლედ ადრე რაც მახსოვს თავს რო ვანებებდი ჩვეულებრივად დაწყებით დღეებში რა სიმპტომებიც მქონდა იგივე გამეჩითა ეხლაც რა ეს ღრძილები და ხველებებია პრობლემა თორე 1 კვირა თუ ისე გავქაჩე მერე ვაფსე ისედაც არ მექნება ესეთი ქაოსი ფიზიკური მოთხოვნილება და ფსიქოლოგიური ისედაც შარია. მოკლედ მე მაგრად გამიტყდა მე როგორც მინდოდა რო ეშველა დაწყებით დღეებში და "ლომკა" შეემცირებინა ვითომ რაღაცეები იფაფხუკა მაგრამ რეზულტატი არადამაკმაყოფილებელი. დღეს ვაფსე ისე დავიწყე გადაგდება

Posted by: [kitika] 18 Dec 2013, 16:03
giobio
რამდენ აბს იღებ ეხლა და რა შუალედით? მერამდენე დღეა რაც დაიწყე დალევა?

ამ გრაფიკით სვამ?
http://radikal.ru/fp/93ad1880c9ed48cc9cbb29874b5c1c7b

Posted by: giobio 18 Dec 2013, 16:07
[kitika]
კი კი ძვირფასო მადლობა ყურადღებისთვის ზუსტად მაგ გრაფიკით ვსავდი ნუ ორგანიზმაც ხო გაააჩნია მე უბრალოდ მინდოდა თავიდან დამხმარებოდა რა აი ეს ღრძილები და რამე ამარზენია და ხველა ცუდათ მხდის უბრალოდ.
დღეს საერთოდ აღარ დამილევია მიუხედავათ ორჯერ მივირთვი საჭმელი ისე ძაან არ მღრნის

Posted by: gio_ooo 18 Dec 2013, 19:05
მოვკვდი ამდენი სიგარეტის წევიიიიიიიიიიიიიიიიით
* * *
კარგით რაა ყველაერს აქვს საზღვარიი : )))

Posted by: giobio 18 Dec 2013, 22:03
gio_ooo
ეგენიც მქონდა ნიკორეტე ერქვა ამერიკიდან ჩამომიტანა მეგობარმა უარესია უფრო განდომებს სიგარეტს და მერე ბევრად გემრიელია დაჟეsmile.gif)

Posted by: gio_ooo 19 Dec 2013, 01:40
თამბაქოს მომხმარებლები აქ არ დაიშვებიან თუ რა ხდებაა? : ))))

Posted by: Nielsen 19 Dec 2013, 02:06
როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს


ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?

იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
მოდუნების განცდას;
კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).

რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.

ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება.


უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი
სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.


შეიარაღდით მხარდაჭერით
მოუყევით მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება ინტენსიური კონტაქტი გქონდეთ მათთან, ვისაც სიგარეტის გადაგდება გადაუწყვეტია. შეიძლება, ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართოთ, რომელიც პირველ ხანებში ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევაში დაგეხმარებათ.
მართეთ ემოცია
თუ გგონიათ, რომ ნიკოტინი მოდუნებაში გეხმარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ სტრესის მოხსნის სხვა საშუალება: რეგულარული მასაჟი, სასიამოვნო მუსიკა, იოგა, ჩაი.


იფხიზლეთ
ალკოჰოლური სასმელი მოწევის სურვილს აძლიერებს. ეს სიგარეტისკენ ლტოლვის ყველაზე გავრცელებული გამშვები მექანიზმია. ზოგიერთი მწეველისთვის საწყისი იმპულსია დილის ყავა, რომელიც დროებით შეიძლება ჩაით შევცვალოთ. მათ, ვისაც სიგარეტის გაბოლება სადილის შემდეგ სჩვევია, ნასადილევს სხვა საქმე უნდა იპოვონ, მაგალითად, კბილების გაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა.


დაასუფთავეთ სახლი
უკანასკნელი სიგარეტის მოწევის შემდეგ გადაყარეთ ყველა საფერფლე და სანთებელა. დაასუფთავეთ სახლი, დარეცხეთ ფარდები, ფარდაგები, ხალიჩები, რათა მოსპოთ ბინაში სიგარეტის კვამლის სუნი. თუ ამას არ გააკეთებთ, სუნი განუწყვეტლივ მოგაგონებთ სიგარეტს.


ისევ გადააგდეთ
ბევრი აბსტინენციას ვერ უძლებს და ხელახლა იწყებს მოწევას. გააანალიზეთ, რატომ მიუბრუნდით სიგარეტს. დათქვით დღე, როდესაც თავს ისევ დაანებებთ.


მეტი იმოძრავეთ
სირბილის, ფეხბურთის თამაშის დროს მოწევის სურვილი არ ჩნდება. აბსტინენციური სინდრომის შემსუბუქებაში ყოველგვარი მოძრაობა დაგეხმარებათ და დროებით მაინც დაგავიწყებთ სიგარეტს.


დაივიწყეთ დიეტა
ერთსა და იმავე დროს სიგარეტის გადაგდება და დიეტაზე ყოფნა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თუ მენიუ არ აკონტროლეთ, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ. ეცადეთ, ყოველდღიური რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამრავალფეროვნოთ - ასე წონას შეინარჩუნებთ.


თავი დაისაჩუქრეთ
სიგარეტის გადაგდების შემდეგ ფულსაც დაზოგავთ. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე ყოველდღიურად, ყოველ კვირა, ყოველ თვე. გადადეთ ეს თანხა და მაღაზიისკენ გაეშურეთ საკუთარი თავისთვის საჩუქრის შესაძენად.


გახსოვდეთ ჯანმრთელობა
მოწევაზე უარის თქმა ამცირებს არტერიულ წნევას და პულსის სიხშირეს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა ურთულესი ამოცანაა თანამედროვე ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს ნეგატიური ინფორმაციისა და სტრესების ოკეანეში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავიაზრებთ, რისთვის არის საჭირო მავნე ჩვევებზე გამარჯვება, ამისათვის კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.
წყარო: http://www.mkurnali.ge/mamakaci/rchevebi/2452-rogor-davaneboth-thavi-sigarets.html




Posted by: K O M B L E 23 Dec 2013, 11:34
გამარჯობათ .
ერთი კითხვა მაქვს იმ ხალხთან ვინც დაანება თავი სიგარეტს .
მოკლედ გულზე მქონდა პრობლემები და დამჭირდა სტენდირება , უკვე 3 კვირაა არ გავკარებივარ სიგარეტს , პირველი 2-3 დღე გამიჭირდა ცოტა , მერე ნელნელა მომეშვა და ეხლა არც კი მახსოვს , თავს კი არ ვიკავებ იმენა არ მინდება და არც ის მოქმედებს ვინმე თუ მოწევს ჩემ გვერდით . დაახლოებით ერთი კვირაა დამეწყო ნევროზი , მაინტერესებს შეიძლება ეს დანებებისგან იყოს ? რავი რო მინდოდეს და თავს ვიკავებდე გასაგებია მარა არ მინდება მოწევა და მაგას ვერ ვხვდები , არც ხველებას მოუმატია არც კბილების ტკივილი , ეს ყველაფერი ტყუილია თუ ჯერ წინ მაქვს ეგ ბედნიერება ? ხო დამავიწყდა მეთქვა 20 წლიანი სტაჟი მაქ წევის და ბოლო 3-4 წელი სტაბილნა 2 პაჩკაზე ვიჯექი მარა შიში მამაძაღლია biggrin.gif მოწევ და მიკვდებიო ხოდა სიცოცხლე ვარჩიე , თქვენც იგივეს გირჩევთ მწეველებო . wink.gif

Posted by: nuGa 23 Dec 2013, 12:09
გამარჯობა.

ძალიან მინდა, რომ მოწევას თავი დავანებო, ვარ 18 წლის და ვეწევი 3 წელია.
როდესაც სიგარეტს არ მოვწევ ვარ ძალიან ცუდ ხასიათზე, არავის დანახვა არ მინდა და არავის ხმის გაგონება.
იქმენ მირჩიოთ რამე წამალი რაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანს, ისეც არ მინდა, რომ ძალიან მომთენთოს ან რამე უკუჩვენება გამოიწვიოს

ამ ზადხულს დავანებე 1.5 კვირით მოწევას თავი მაგრა, ჩემი უხასიეთობის და დეპრესიის გამო ისევ დავიწყე მოწევა

Posted by: [kitika] 23 Dec 2013, 15:30
nuGa
QUOTE
როდესაც სიგარეტს არ მოვწევ ვარ ძალიან ცუდ ხასიათზე, არავის დანახვა არ მინდა და არავის ხმის გაგონება.


თუ მხოლოდ ცუდი ხასიათის პრობლემა გაქვს, უბრალოდ შეეცადე ტავი გაიხალისო, არავითარი დამატებიტი საშუალებები არ გჭირდება!


K O M B L E
QUOTE
დაახლოებით ერთი კვირაა დამეწყო ნევროზი ,

ნევროზი რით გამოიხატება?

Posted by: K O M B L E 23 Dec 2013, 17:25
[kitika]
უძილობა , ადვილად გაღიზიანება , შფოთვა , რავიცი გარეთ ვარ შიგნით მინდა , შიგნით ვარ გარეთ მინდა , მოუსვენრობა ერთი სიტყვით ნევროზი რაა .

Posted by: giobio 23 Dec 2013, 21:45
K O M B L E
ეგ მეც მქონდა თავიდან მაგრამ ნელ ნელა ეხლა 10 დღეა მგონი გასული ნორმალურად მძინავს არანაირ წამლებს დამაწყნარებლებს არ ვსვავ დღეს დაჟE ისეთ კაი ხასიეთზე ვიყავი ტიპები არ მიჯერებდნენ რაღაც გაქ მიღებულიოsmile.gif
ღრძილები ეხლაც მაწუხებს და მომენტებში მაგრად მინდება მოწევა მითუმეტეს რამე სანერვიულო თუა ეგრევე ვიწევ სიგარეტისკენ აი ეხლაც ღრძილები ტვინს ბურღავენ smile.gif)
სუნი მაწუხებს სხვები რო ეწევიან ვგრძნობ და მინდება მაგრამ მე მეორე მხრიდან ვუყურებ ამ ყველაფერს აბა როგორ გავუძლებ თქოsmile.gif)
ამ სიგარეტის შევა დედეცი smile.gif გამამაზუხისტაsmile.gif)

Posted by: K O M B L E 24 Dec 2013, 01:21
QUOTE
მომენტებში მაგრად მინდება მოწევა

მე არა მაქ ეგ პრობლემა , თვითონვე მიკვირს მარა მასეა , თავს კიარ ვიკავებ წევისგან იმენნა არ მინდება , რავი ეტყობა მაგრა შემაშინეს ექიმებმა , გადააგდეთ ყველამ ამის მომგონის დედაც , ჯანმრთელობა რო მოვისპოთ მაგაში ვიხდით ფულს , აბა ეგ ნორმალურია , ადრე სიგარეტი მაინც იყო და ეხლა რა ხიმიას ვეწევით კაცმა არ იცის , მე მომიქნია ცელი კაპიშონიანმა კაცმა და ავიცილე ჯერჯერობით biggrin.gif თქვენც უფრთხილდით .

Posted by: GENTLE GIRL 27 Dec 2013, 19:43
ძალიან მაინტერესებს ბოლო სიგარეტის მოწევიდან ზუსტად რამდენ ხანში იწმინდება ორგანიზმი ნიკოტინისგან?

ყველგან სხვადასხვა და ურთიერთსაწინააღმდეგო დრო მხვდება და იქნებ ვინმე ხართ კომპეტენტური და მიპასუხოთ smile.gif

Posted by: K O M B L E 29 Dec 2013, 21:03
ზუსტად ეგ არავინ იცის , მეც მაინტერესებდა და როგორც წავიკითხე დამოკიდებულია მწეველის სტაჟზე , ფილტვების მდგომარეობაზე და ორგანიზმზე საერთოდ . დაახლოებით 1 თვიდან 1 წლამდე გრძელდება , ზოგჯერ მეტიცო და სრულად აღარასდროს იწმინდებაო .

Posted by: i_k_s_1 11 Jan 2014, 12:13
დამღლა მაგრად ამ სიგარეტმა და ვერ შევარჩიე პერიოდი რო დავანებო. სურვილი მაქვს დიდი ძალიან smile.gif
1) სუნი აღარ აგდის
2) ყნოსვა განვითარებულიაო
3) უსიამოვნო გემო ქრება
4) საკვებს გემოს უგებ (იძახიან და რამდენად მართალია არ ვიცი)
5)თავს მსუბუქად გრძნობ
6) თანხას ზოგავ (ჩემს შემთხვევაში წელიწადში 600$ )
ეს ისინია რაც ეხლა მახსენდება და ამათზე რო ვფიქრობ უფრო და უფრო მინდება თავის დანებება. მაგრამ მეც შემაწეხებს, უძილობა, ნერვოზი და
ღრძილების ქავილი sad.gif არანაირი ტაბექსები და რაღაც სხვა მედიკამენტები არ მინდა მეთვითონ მინდა შევძლო smile.gif იმედია შევძლებ smile.gif

Posted by: Domaci 11 Jan 2014, 12:23
i_k_s_1

yes.gif


6 თვეა დავანებე თავი. 16 წელი ვეწეოდი.

QUOTE
1) სუნი აღარ აგდის

სუნი მერე სხვებს ასდით

QUOTE
2) ყნოსვა განვითარებულიაო
მგლის დედას ######


QUOTE
3) უსიამოვნო გემო ქრება

კი

QUOTE
4) საკვებს გემოს უგებ (იძახიან და რამდენად მართალია არ ვიცი)

მადაზე ხარ რა

QUOTE
5)თავს მსუბუქად გრძნობ
ენერგიჰაზე ხარ და აღარ ქოშინებ

Posted by: i_k_s_1 11 Jan 2014, 22:04
Domaci
მადლობა smile.gif და ძალიან მაინტერესებს :
1)როგორ დაანებე
2)აღარ გინდება?
3) რა პერიოდია რო ძალიან გინდება ანუ რამდენი დღე
4)წონაში მოიმატე?

მადლობა კიდევ ერთხელ .

Posted by: billy*jack 12 Jan 2014, 01:27
E-Liquid ვინმე ეწევით ელექტრო სიგარეტს(სითხე როაქისეთს)


სად ყიდულობთ ?

Posted by: IGORA///M 12 Jan 2014, 03:03
QUOTE
i_k_s_1

1)ვთქვი რომ ხვალ აღარ მოვწევ და აღარც მოვწიე )))
2)საერთოდ აღარ მინდება,პირიქით სუნზე უკვე ცუდი შეგრძნებები მაქვს და ვერიდები
3)არვიცი როგორ და რანაირად მაგრამ გადაგდების დღიდანვე მეორე დღესაც აღარმომდომებია,ეგრედწოდებული(ლომკა)არმქონია საერთოდ...
4)წონაში მოვიმატე საგრძნობლად ყველაფერს ჭამ რასაც არჭამდი ან იმდენს არჭამდი,ჩემი აზრით წონაზე ძალიან აისახება,ნუ პირადად ჩემზე ძალიან იმოქმედა მაგრამ არაუშავს წონასაც მოერევი და დაისვენებ!

წარმატებები )))

Posted by: i_k_s_1 12 Jan 2014, 18:22
IGORA///M
მადლობა smile.gif იმედია დავანებებ smile.gif

Posted by: GENTLE GIRL 12 Jan 2014, 23:46
K O M B L E
ხო ზუსტი დრო არ ექნება,ინდივიდუალურია,მაგრამ მიახლოებით,საშუალოდ რამდენი დრო უნდა ეგ მაინტერესებდა.
არამგონია სრულად არ გაიწმნიდოს ადამიანის ორგანიზმი,პირიქით...ჩვენი ორგანიზმი მიდრეკილია მოიშოროს "ზედმეტი" რაც აქვს...
მაგრამ ეს ვარაუდები ახლოსაც არ მოდის ერთმანეთთან,ზოგმა 3 კვირაო,ზოგმაც 3წელიო.... ))


i_k_s_1
დაანებებ აუცილებლად თუ გინდა. ალენ კარის წიგნი წაგიკითხავს?

IGORA///M
QUOTE
არვიცი როგორ და რანაირად მაგრამ გადაგდების დღიდანვე მეორე დღესაც აღარმომდომებია,ეგრედწოდებული(ლომკა)არმქონია საერთოდ...

ბოლო სიგარეტი რომ მოვწიე,ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და როდის გავიღვიძებდი არამწეველის ამპლუაში,ენდორფინები მოდიოდა და მოდიოდა,ძლივს ჩავიძინე. smile.gif

რაც მთავარია,წონაში არ ვიმატებ.საკვების მიღებიდან 3-4 სთ შუალედში რომ მშივდეობდა,ვიცოდი ეს "ლომკა" იყო და არაფერს ვიკარებდი.მერე დარეგულირდა.ეგ კი არა,კიდეც დავიკელი.
ანუ ყოველ 3სთ-ში ვიკვებებოდი,თორემ სავარაუდოდ მოვიმატებდი კიიი....
ადრე რომ დავანებე,ჭამად ვიქეცი,ნერვები დამაწყდა და 2 დღეში დავიწყე ისევ მოწევა.
ერთხელ ორი თვე დავანებე,ერთხელაც 6 თვე...
სიგარეტს იმიტომ ვუბრუნდებოდი,ვიცოდი მაშინ შევწყვეტდი,როდესაც მომინდებოდა...მაგრამ მერე მივხვდი,მონა ვიყავი რაღაცის და მომინდა თავისუფალი ვიყოფილიყავი ამ მიჯაჭვულობისგან.
აი მერე ალენ კარის წიგნშიც წავიკითხე ასეთი მიდგომა მის მეთოდში.თითქმის ყველაფერი,რაც მე მიფიქრია და რითიც გამადვიალებია დანებება,ვიპოვე კარის წიგნში და პლიუს ბევრი საინტერესო რამეც გავიგე.გირჩევთ წაიკითხოთ ვისაც არ წაგიკითხავთ. smile.gif

Posted by: i_k_s_1 14 Jan 2014, 00:20
GENTLE GIRL
არა არ წამიკითხავს smile.gif
ძველით ახალ წელს გილოცავთ მრავალს დაესწარით smile.gif

Posted by: GENTLE GIRL 14 Jan 2014, 00:39
i_k_s_1
შეგიძლია სცადო წაკითხვაც ))
დიდი მადლობა,შენც გილოცავ! და ყველა მწეველს,არამწეველს და EX-მწეველს კიდევ smile.gif



Posted by: Domaci 14 Jan 2014, 13:42
i_k_s_1
QUOTE
1)როგორ დაანებე

ექიმთან ვიყავი ბრონხებუ შევიმოწმე (სპირომეტრია გავიკეთე) და მითხრა სიგარეტი გკლავსო. თუ გინდა სიცოცხლე და თუ არ გინდა 40 წლის ასაკში 80 წლის კაცივით გამოიყურებოდეო , შეეშვი ამ დდ#####ულსიგარეტსო.
მეც ავდექი და შევეშვი. თან ისე რომ არც წიგნები წამიკითხავს და არც არაფერი..
QUOTE
2)აღარ გინდება?
2-3 თვე იყო გასული , ვსვავდით მეგობრები და დამაინტერესა როგორი იქნებოდა სიგარეტი ) გავსინჯე და ფუუუ იმენააა მაზუთი კვამლი იყო. იმის მერე არც მომდომებია . ანუ შენ თუ იმაზე იფიქრებ რომ აი ეხლა მომინდება , აი ეხლა მომინდება )) ეგრე სულ მოგინდება. სიგარეტს რომ გადააგდებ იფიქრე მარტო იმაზე თუ რა კარგი საქმე გაუკეთე შენს ორგანიზმს და რა მაგარი ტიპი ხარ რომ ყველას ეს არ შეუძლია ))

QUOTE
3) რა პერიოდია რო ძალიან გინდება ანუ რამდენი დღე


პერიოდი ალბათ 2 კვირა. არვიცი მე არ მქონია ეს პერიოდი. სიგარეტის თავის დანებებამ იმდენად კარგად იმოქმედა ჩემზე რომ არც ვფიქრობდი უკვე სიგარეტზე.
გამომისწორდა ძილი, ჭამა, სუნთქვა, ენერგია.

QUOTE
4)წონაში მოიმატე?

თავიდან კი ძაააან ცოტა 2-3 კგ მაქსიმუმ. მადა მომეცა და ბევრსაც ვჭამდი) მერე ისევ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

წონაში მომატებაზეც არ იფიქრო. ჭამა , სპორტი და იმ 2 კგ საც არ მოიმაებ )

Posted by: [kitika] 14 Jan 2014, 14:10
http://radikal.ru/fp/ed7b3993a8504b6fa4ea5dd2dcefa48a

ექს- მწეველებო გილოცავთ შობა ახალ წელს! იყავით ჯანმრთელნი და იზრუნეთ მომავალ თაობაზე!

Posted by: GENTLE GIRL 14 Jan 2014, 22:16
Domaci
QUOTE
სიგარეტის თავის დანებებამ იმდენად კარგად იმოქმედა ჩემზე რომ არც ვფიქრობდი უკვე სიგარეტზე.
გამომისწორდა ძილი, ჭამა, სუნთქვა, ენერგია.

100% ცხოვრება უმშვენიერესია სიგარეტის გარეშე და შენც ბევრად სხვა ადამიანად გრძნობ თავს,სხვად კი არა,იმად ვინც ხარ სინამდვილეში. smile.gif
QUOTE
2-3 თვე იყო გასული , ვსვავდით მეგობრები და დამაინტერესა როგორი იქნებოდა სიგარეტი ) გავსინჯე და ფუუუ იმენააა მაზუთი კვამლი იყო.

მაგრამ ამ მაზუთის და კვამლის მიუხედავად,ზოგი ისევ იწყებს და თავიდან სწავლობს სიგარეტის სიყვარულს. smile.gif

მე ვფიქრობ მწეველს მოუყვანო სტატისტიკა სიკვდილიანობის,უთხრა თუ რა მავნეა სიგარეტი,როგორ კლავს და ანადგურებს მას,უკუშედეგს გამოიღებს.
ალბათ სჯობია,როგორც ალენ კარმა გააკეთა თავის წიგნში,დაანახო რეალური სურათი თამბაქოს მახის და + პირადი გამოცდილება მიაშველო. smile.gif

[kitika] შენც გილოცავ! smile.gif

Posted by: Domaci 14 Jan 2014, 22:33
GENTLE GIRL

რა წიგნია? რა ქვია წიგნს?

Posted by: GENTLE GIRL 14 Jan 2014, 22:52
Domaci
http://lit.ge/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90/925/925
ეს ფილმი ახლა ვნახე,არ ვიცოდი,ნეტავ როგორია? http://myhit.ge/index.php?FID=1&id=2340

ისე ვიცი ადამიანები,ვინც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგაც გააგრძელა მოწევა,ასე რომ ყველაფერი ჩვენს ინდივიდუალურ სურვილზე და მიდგომაზეა დამოკიდებული. smile.gif

Posted by: shabur 15 Jan 2014, 15:32
მე ვეწეოდი, დღეში ორ კოლოფს,პიკი იყო 2008-ში,ომის დროს.მერე სიგარეტის უხარისხობის გამო, ვხვდებოდი,რომ არც ერთი სიგარეტი არ მომწონდა,ყოველი ''ბიჩოკის''გადაგდებისას ვხვდებოდი რა იდიოტობა იყო მოწევა,მოვინდომე და დავანებე,მთავარი იყო,რომ მავნე ჩვევა როგორმე მომეხსნა,ანუ თითქოს რაღაცა გაკლია და ის გაწონასწორებს,ეს მიჩვევა არის თავიდან ამოსაგდები,მაგ დროს მზესუმზირა არის კარგი,ორი სამი კვირის მერე უნდა იფიქრო და იამაყო,რომ როგორ ყოჩაღად იქცევი და ვეღარ გაცდუნებს ''ის ჩვევა''საბოლოოდ დავასკვენი მარტივად,თუ გინდა დაანებებ,და თუ ვერ ანებებ,ეგ ნიშნავს რომ არ გინდა და შენ თავს ატყუებ რომ ვითომ გინდა თავის დანებება.

Posted by: TT-KK 15 Jan 2014, 15:35
20 წლის წინ ჩემი მეგობარი დაჯდა და დაიანგარიშა რამდენი ლარის ზარალს აყენებდა თავის შვილებს სიგარეტის გამო, მეორე დღიდან აღარ მოუწევია.

Posted by: akosta 27 Jan 2014, 00:10
ჩემი ძმა ეწევა ორ პაჩკას დრეში და როგორც ჩანს არ უნდა თავის დანებება სახლში ძაან შეგვაწუხა რა მარა არ ესმის და ეს წამალი ტაბექსი რომ დავალევინოთ ისე რომ არ იცოდეს რისი წამალია ეშველება მასსაც და ჩვენ რამე ?

Posted by: [kitika] 27 Jan 2014, 12:16
akosta

პირველ რიგში მონდომებაა საჭირო რომ თავი დაანებოს სიგარეტს, არავიტარი წამალი არ უშველის. ტაბექსი უბრალოდ ლომკას უკლავს, ჩვევას თვითონ უნდა ებრძოლოს...

Posted by: Nielsen 27 Jan 2014, 22:13
მხოლოდ ძლიერი მოტივაციისა და მტკიცე ნებისყოფის შემთხვევაშია სიგარეტის დაანებება შესაძლებელი. რაც მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ. თუ არც ერთი არ გაქვთ თქვენი მოკლეხნიანი მცდელობა, მუდამ კრახით დასრულდება.

Posted by: kupara 28 Jan 2014, 19:57
მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია, რომ სიგარეტს თავის დაანებოს ადამიანმა. აქ მთავარი მაინც ფსიქოლოგიური პროცესი და ადამიანის პრინციპული ბუნებაა.

Posted by: akosta 28 Jan 2014, 21:26
[kitika]

თავისით ტრაკი არააქვს და მაგიტომ ვიძახი ...

Posted by: დილა 18 Feb 2014, 21:11
დღეს გახდა ერთი თვე რაც დავანებე თავი მოწევას.

შოკოლადი ვჭამე წეღან და ისე მაგრად მინდა ახლა სიგარეტი რომ ყმუილს დავიწყებ მალე mad.gif
არადა, სადღაც წავიკითხე, ხალხი შოკოლადით ანებებს თავს მოწევასო

Posted by: Brock 18 Feb 2014, 21:46
სიგარეტის თავის დანებება თუ გინდათ ვერაფერი დაგეხმარებათ გარდა თქვენი ნებისყოფისა, თავს ძალა უნდა დაატანო და არ მოწიო ასევე უნდა მოერიდო ისეთ ადგილებს სადაც მწეველები არიან, სიგარეტის სუნზე ყოფილ მწეველს უჩნდება მოწევის სურვილი...

Posted by: cruella 18 Feb 2014, 23:32
რატომ არ გამოსდით რომ ბალანსი დაიცვან?
დღეში საშუალოდ 2-3 ღერს ვეწევი ისიც როცა სიტუაციაა, ლომკებში არ ვვარდები და საზოგადოებრივ ადგილებში და სამსახურში ტუალეტში გამწარებული მოწევა არ მიწევს. როცა მინდა თვეობითაც არ გავკარებივარ და არც მომდომებია. თუ ვინმე დამარწმუნებს რომ ის 3 ღერი რამეს მაკლებს მნიშვნელოვანს მაგასაც დავიკიდებ. თუმცა მოწევა მეც სხვებივით სიამოვნებას მანიჭებს.

მოკლედ ფსიქოლოგიური პრობლემა მგონია სიგარეტი, რადგან მე არ მიჩნდება დამოკიდებულება რომელსაც ვერ ვაკონტროლებ. ფსიქოლოგიის (ანუ ნებისყოფის) გარდა რამეს ეხება რამდენად არის ადამიანი დამოკიდებულებისადმი მიდრეკილი სხვებზე მეტად თუ ნაკლებად? შესაძლოა ფიზიოლოგიიდანაც იყოს და საინტერესოა რა არის.

Posted by: nino877 21 Feb 2014, 16:40
8 დღე არ მომიწევია ,დღეს უკვე 4 ღერი მოვწიე :?
ბევრს არ ვეწევი დღის განმავლობაში 5-8 ღერი მაგრამ აი საღამოს თუ სადმე მივდივარ 3 საათში შეიძლება 20 ღერი მოვწიო
აღარ მინდა ვიყო მწეველი ისე ადვილად ვანებებდი თავს რომ მეც მიკვირდა ეხლა კი sad.gif

Posted by: GENTLE GIRL 24 Feb 2014, 15:21
აი უკვე წარმატებული ორი თვის თავი მაქვს სიგარეტის გადაგდებიდან,მაგრამ მესიზმრება ხოლმე რომ ვეწევი გემრიელად,რომ ვიღვიძებ მიხარია რომ სიზმარში მოვწიე.
ძააან მაგარი შეგრძნებაა არამწეველობა! bis.gif
ალკოჰოლი უფრო სასიამოვნო გახდა,რადგან სიგარეტი არ აჩქარებს და ზრდის ალკ-ის მოქმედებას და ბევრად უფრო ენერგიულად ხარ. ცეკვაც უკეთესია,ნერვიულობაც და ა.შ.

ცოტა ხნის უკან უამრავი პრობლემით დამშვენებული ვიყავი და რომ ვერაფრით ვინუგეშე თავი,შევიხსენე რომ სხვა თუ არაფერი არამწეველი ვარ და არ ვიმყრალება და ვინაგვიანებ სხეულს და ფსიქიკასთქო biggrin.gif პლუსები არ ილევა მოკლედ......... ))

მთავარია სწორი მიდგომა და სიგარეტის გადაგდება ყველაზე ადვილი და სასიამოვნო პროცესია ნამდვილად.თან ამ დროს შანსი სიგარეტის თუნდაც ერთი ნაპასის მოწევის ძალიან ცოტაა და თუ გაჩნდა სურვილი,მისი დაბლოკვაც შენს ხელშია.

Posted by: benito777 24 Feb 2014, 17:17
GENTLE GIRL
QUOTE
ძააან მაგარი შეგრძნებაა არამწეველობა!


up.gif

შვიდი თვე გახდება მალე, რაც არ გავკარებივარ სიგარეტს bis.gif

Posted by: GENTLE GIRL 24 Feb 2014, 17:32
benito777
QUOTE
შვიდი თვე გახდება მალე, რაც არ გავკარებივარ სიგარეტს

up.gif

და როგორ გგონია,არის შანსი იმისა,რომ ერთი ნაპასით დაიწყო და ისევ ჩაერთო ამ საზიზღარ წრეში? smile.gif

Posted by: fixyou^ 25 Feb 2014, 00:08
ელექტრო სიგარეტის მომხრებელი ვინც ხართ რო დაიტენება როგორ მივხვდე წითლად ანათებს და ჩაქვრება? : /

Posted by: benito777 25 Feb 2014, 10:59
GENTLE GIRL
QUOTE
და როგორ გგონია,არის შანსი იმისა,რომ ერთი ნაპასით დაიწყო და ისევ ჩაერთო ამ საზიზღარ წრეში?



არამგონია

იმიტომ რომ არ ვაპირებ ერთი ნაპასის დარტყმასაც biggrin.gif

სურვილი არ მაქვს საერთოდ მოწევის smile.gif

თან ვერ ვიტყვი იმ დადებით მომენტებზე უარს, რაც უსიგარეტობამ მოიტანა up.gif მიხარია რომ ჯადოს დავაღწიე თავი :დ მართლა ჯადოა და მეტი არაფერი biggrin.gif
yes.gif

Posted by: GENTLE GIRL 25 Feb 2014, 14:00
benito777
მეც შენსავით ვიყავი წინა დანებებაზე და 6 თვის შემდეგ მოვწიე,რადგან არ ვეცი პატივი ბევრ რამეს. ახლა სხვანაირად ვუყურებ და ამიტამოაც გკითხე,საფრთხე ყოველთვისაა,წამის მეასედში მაინც გაიფიქრებ ოდესღაც EX-მწეველი რომ მოწიო,მე ეგრე მგონია ))

ჯადოა კი,დიიიდი მოჯადოებული წრე,რომელიც გკლავს,გხარჯავს მატერიალურად და გამახინჯებს,თან არაფერში გჭირდება ))


პ.ს. ალენ კარისეულად ვსაუბრობ,მაგრამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თავისმა წიგნმა და გამამყარა გადაწყვეტილებაში smile.gif

Posted by: benito777 25 Feb 2014, 15:10
GENTLE GIRL
QUOTE
მეც შენსავით ვიყავი წინა დანებებაზე და 6 თვის შემდეგ მოვწიე,რადგან არ ვეცი პატივი ბევრ რამეს. ახლა სხვანაირად ვუყურებ და ამიტამოაც გკითხე,საფრთხე ყოველთვისაა


კი მიფიქრია რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან იშვიათად.

ამ ეტაპზე მყარად ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და ვფიქრობ ძალიან მცირე შანსია იმისა რომ მოწევა დავიწყო.
უკვე არც კი ვფიქრობ მაგაზე რომ ოდესღაც ვეწეოდი, თითქოს აქტუალურობა დაკარგა მაგ საკითხმა biggrin.gif თუმცა 7 თვე დიდი დრო არ არის ...

Posted by: GENTLE GIRL 25 Feb 2014, 19:50
benito777
ძალიან კარგი ყოჩაღ და წარმატებები! smile.gif
QUOTE
უკვე არც კი ვფიქრობ მაგაზე რომ ოდესღაც ვეწეოდი, თითქოს აქტუალურობა დაკარგა მაგ საკითხმა

ბოლო ღერი რაც მოვწიე და რიტუალი შევასრულე,მას მერე მეც იშვიათად ვფიქრობ. ძირითადად მწეველებში მიწევს ყოფნა და მაშინაც არ ვფიქრობ,უბრალოდ ვერ ვამჩნევ.

მაგრამ ვერიდები ხოლმე სხვა მწეველებთან სიგარეტის მოწევის იდიოტიზმზე საუბარს და არც ჩემს შეგრძნებეს ვახვევ თავზე,იმიტომ რომ მათაც უნდა გულის სიღრმეში იყვნენ არამწეველები და მეცოდებიან კიდევ რომ დავუმატო. ))

Posted by: benito777 26 Feb 2014, 00:12
GENTLE GIRL
QUOTE
ძალიან კარგი ყოჩაღ და წარმატებები! smile.gif



დიდი მადლობა

შენც წარმატებები
2kiss.gif

გგულშემატკივრობ up.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 26 Feb 2014, 00:24
benito777
QUOTE
არ ვაპირებ ერთი ნაპასის დარტყმასაც

სურვილი არ მაქვს საერთოდ მოწევის

თან ვერ ვიტყვი იმ დადებით მომენტებზე უარს, რაც უსიგარეტობამ მოიტანა  მიხარია რომ ჯადოს დავაღწიე თავი :დ მართლა ჯადოა და მეტი არაფერი 

up.gif

მეც ასე ვარ.
2 წელი და ცოტა მეტია, აღარ მომიწევია
არადა, თითქოს განგებ, ზუსტად მას შემდეგ დამეწყო რთული პერიოდი, რაც თავი დავანებე
მაინც არ მიხლია ხელი...

ყველას წარმატებები smile.gif

Posted by: ლიკლიკა 26 Feb 2014, 01:06
benito777
QUOTE
შვიდი თვე გახდება მალე

up.gif

QUOTE
არ ვაპირებ ერთი ნაპასის დარტყმასაც

+1
როგორც კი სიგარეტს პირში ჩავიდებ ისევ მწეველი გავხდები .

Posted by: benito777 26 Feb 2014, 01:33
TaTa_TaTuLi
QUOTE
ეც ასე ვარ.
2 წელი და ცოტა მეტია, აღარ მომიწევია


up.gif

ლიკლიკა

ადრე მახსოვს შენთან დიალოგი ამ თემაში



თქვენც გგულშემატკივრობთ : smile.gif)))

მიხარია რომ ბევრნი ვართ უკვე bis.gif

Posted by: GENTLE GIRL 26 Feb 2014, 11:37
benito777
TaTa_TaTuLi
ლიკლიკა
up.gif love.gif

QUOTE
როგორც კი სიგარეტს პირში ჩავიდებ ისევ მწეველი გავხდები .

რათქმაუნდა

Posted by: lego1975 26 Feb 2014, 13:50
მოგესალმებით, 7 თვე ხდება რაც სიგარეტს აღარ ვეწევი... ამ პერიოდში რამდენჯერმე სუფრაზე მოვწიე თითო ღერი. ბოლო 1 კვირაა ისე მაგრად მინდება მოწევა ალბათ პირველ დღეებში არ მქონია ასეთი მოთხვობნილება... მეშინია ხელი არ წამიცდეს...ვინმეს ხომ არ გამოგიცდიათ მსგავსი რამ?

Posted by: benito777 26 Feb 2014, 14:24
lego1975
QUOTE
ბოლო 1 კვირაა ისე მაგრად მინდება მოწევა



გადაგივლის ეგ სურვილი აუცილებლად

ოღონდ

ეს

QUOTE
ამ პერიოდში რამდენჯერმე სუფრაზე მოვწიე თითო ღერი.


არ გაიმეორო


წარმატებას გისურვებ
up.gif

Posted by: GENTLE GIRL 26 Feb 2014, 15:09
QUOTE
7 თვე ხდება რაც სიგარეტს აღარ ვეწევი...ამ პერიოდში რამდენჯერმე სუფრაზე მოვწიე თითო ღერი.

შეგისწორებ. აღარ ეწევი არა,იშვიათად ეწევი.

მიდგომა ან განწყობა დაამუშავე და საერთოდ არ გაგიჭირდება. მეც რა კარგ უფასო რჩევებს ვიძლევი არა? biggrin.gif არადა მართლა ეგრე,პრაქტიკიდან ვამბობ.

lego1975



Posted by: lego1975 26 Feb 2014, 17:49
benito777

გაიხარე... იმედია გადამივლის
GENTLE GIRL
QUOTE
შეგისწორებ. აღარ ეწევი არა,იშვიათად ეწევი.


7 თვის განმავლობაში სულ 3 ღერი მაქვს მოწეული და თუ მასე ქვია მასე იყოს! smile.gif))

Posted by: Pink_ Panther 26 Feb 2014, 18:39
3.5 თვის ორსული ვარ
და ეს პერიოდი არ მომიწევია.
რომ გავაჩენ ისევ მოვწევ დარწმუნებული ვარ.
დღეში 2-3 ღერს ვეწეოდი ისე და თითქოს
არ ვთვლი თავს მწეველად მაგრამ
ახლა ვრწმუნდები რომ თუნდაც დღეში
ერთ ღერამდე ჩამოვიყვან მაგრამ სულ ვერ დავანებებ რაuser.gif
ეს იმათ გასაგონად ვინც ეწევა და ფიქრობს როცა მოუნდება
დაანებებს..
მეც მასე ვიყავი და ახლა მივხვდი ასე არაა.

Posted by: bonvenon 26 Feb 2014, 23:52
ვისაც დანებება გინდათ, აუცილებლად წაიკითხეთ ალენ კარის წიგნი: Easy way to stop smoking
ქართულადაც იქნება ალბათ ნათარგმნი.

Posted by: GENTLE GIRL 26 Feb 2014, 23:53
lego1975
QUOTE
7 თვის განმავლობაში სულ 3 ღერი მაქვს მოწეული და თუ მასე ქვია მასე იყოს! ))

რათქმაუნდა ეს ძალიან მაგარია,მგონი ცუდად გამომივიდა smile.gif უბრალოდ მე იმას ვამბობ,რომ თუ გაარღვევ წრეს უნდა გაარღვიო და აღარ შეუშვა ნიკოტინი ორგანიზმში,თუნდაც წელიწადში ერთხელ და თუნდაც ერთი ღერი.

Posted by: TaTa_TaTuLi 27 Feb 2014, 00:33
GENTLE GIRL
QUOTE
თუ გაარღვევ წრეს უნდა გაარღვიო და აღარ შეუშვა ნიკოტინი ორგანიზმში,თუნდაც წელიწადში ერთხელ და თუნდაც ერთი ღერი.

yes.gif

მე რომ თავი დავანებე, თითქმის 1 ბლოკი დამრჩა, მაგრამ ხელი არ მიხლია.
მალევე რამდენიმე თვის ინტერვალით ზედიზედ 3 უახლოესი ადამიანი დავკარგე...
არც მაშინ გავკარებივარ, ხელშიც კი არ ამიღია...
ჩემი აზრით, მთავარია, ტვინში/გონებაში მომწიფდეს. მერე ფსიქოლოგიური ფაქტორი ისე ვეღარ მუშაობს, სულ უფრო სუსტდება...

Posted by: kompmany 27 Feb 2014, 19:28
პასიურმა მწეველებმა რა ქნან იქნებ ურჩიოთ რამე. თითქმის ყველა სამსახურში (განხაკუთრებით სახელმწიფო) ისეთი სიგარეტის ბოლია რომ ვერ შეხვალ იქ, ვინც იქ მუშაობს არამწეველი მათ რა ეშველებათ?

Posted by: GENTLE GIRL 28 Feb 2014, 01:17
TaTa_TaTuLi
QUOTE
მალევე რამდენიმე თვის ინტერვალით ზედიზედ 3 უახლოესი ადამიანი დავკარგე...

ძალიან რთული პერიოდი გქონია ნამდვილად...
QUOTE
ჩემი აზრით, მთავარია, ტვინში/გონებაში მომწიფდეს. მერე ფსიქოლოგიური ფაქტორი ისე ვეღარ მუშაობს, სულ უფრო სუსტდება...

ნამდვილად.
მეც ექსტრემალურ პირობებში დავანებე,მაგრამ სიგარეტის გადაგდებით თითქოს უფრო გამიადვლიდა,ესეც ალბათ "მომწიფების" ეფექტი იყო smile.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 1 Mar 2014, 20:59
GENTLE GIRL
QUOTE
ძალიან რთული პერიოდი გქონია ნამდვილად...

საშინელი sad.gif
QUOTE
მეც ექსტრემალურ პირობებში დავანებე,მაგრამ სიგარეტის გადაგდებით თითქოს უფრო გამიადვლიდა,ესეც ალბათ "მომწიფების" ეფექტი იყო

ზუსტად yes.gif

Posted by: ditosdeda 4 Mar 2014, 16:44
ტაბექსით დაანებეთ ვინმემ თავი მოწევას?
დგეს დავიწყე დალევა და მაინტერესებს ძალიან.ადრე ალენ კარი წავიკიტხე და 8 თვე არ მომიწევია მერე 1 ღერი მოვწიე და ისე დავიწყე მოწევა.თუ ვინმეს გიშველათ ტაბექსმა დაწერეთ რა
boli.gif boli.gif boli.gif

Posted by: kotiko1990 5 Mar 2014, 23:29
დღეს გავიდა 2 თვე რაც ერთო ღერიც არ მომიწევია smile.gif)))))))))))))))))

Posted by: ditosdeda 6 Mar 2014, 00:19
QUOTE (kotiko1990 @ 5 Mar 2014, 23:29 )
დღეს გავიდა 2 თვე რაც ერთო ღერიც არ მომიწევია smile.gif)))))))))))))))))

რა ბედნიერი ხარ ,როგორ გაანებე?

Posted by: GENTLE GIRL 6 Mar 2014, 12:40
მე კიდევ ისეთი მძიმე და რთული დღე მელის ასე მგონია ახლა რომ მოვწიო სიგარეტი,ეგრევე ყველაფერი თავისით მოგვარდება.
ისე მინდა სიგარეტის ღერი,მოვუკიდო ასანთით,სანთებელა არ მინდა და ძალიან ღრმად მოვქაჩო. ესეც იმიტომ გამიჩნდა პირველად 2,5 თვის შემდეგ,რომ ავყვევი ფიქრებს და რეალური პრობლემის შიშით ვფიქრობ ახალ "პრობლემაზე" ანუ სიგარეტის სასიკვდილო მოთხოვნილებაზე.
არადა ამაზე დიდი სისულელე ხომ არაფერია? ხოდა არ მოვწევ,რადგან მე ეს არ მინდა და პირიქით,ძალიან მინდა არ მოვწიო ა რ ა ს ო დ ე ს !

ისე ეს ენერგიას არ ართმევს ადამიანს ამდენი განსჯები? biggrin.gif -__-
თუმცა ღირს,თან ისევ ჩვენი ბრალია რომ ეს განსჯები გვაქვს,ასე რომ დავიმსახურეთ.
ერიჰაა...

Posted by: ditosdeda 6 Mar 2014, 20:00
QUOTE (GENTLE GIRL @ 6 Mar 2014, 12:40 )
მე კიდევ ისეთი მძიმე და რთული დღე მელის ასე მგონია ახლა რომ მოვწიო სიგარეტი,ეგრევე ყველაფერი თავისით მოგვარდება.
ისე მინდა სიგარეტის ღერი,მოვუკიდო ასანთით,სანთებელა არ მინდა და ძალიან ღრმად მოვქაჩო. ესეც იმიტომ გამიჩნდა პირველად 2,5 თვის შემდეგ,რომ ავყვევი ფიქრებს და რეალური პრობლემის შიშით ვფიქრობ ახალ "პრობლემაზე" ანუ სიგარეტის სასიკვდილო მოთხოვნილებაზე.
არადა ამაზე დიდი სისულელე ხომ არაფერია? ხოდა არ მოვწევ,რადგან მე ეს არ მინდა და პირიქით,ძალიან მინდა არ მოვწიო ა რ ა ს ო დ ე ს !

ისე ეს ენერგიას არ ართმევს ადამიანს ამდენი განსჯები? biggrin.gif -__-
თუმცა ღირს,თან ისევ ჩვენი ბრალია რომ ეს განსჯები გვაქვს,ასე რომ დავიმსახურეთ.
ერიჰაა...

არ მოწიო ,მერე ძალიან ინანებ.1 ღერს თუ მოწევ მერე მეორეც მოგინდება და მესამეც.ბედნიერი ხარ რომ არ ეწევი yes.gif

Posted by: GENTLE GIRL 6 Mar 2014, 22:30
ditosdeda
QUOTE
არ მოწიო ,მერე ძალიან ინანებ.1 ღერს თუ მოწევ მერე მეორეც მოგინდება და მესამეც.ბედნიერი ხარ რომ არ ეწევი

ხოო ვიცი.... არ ვაპირებდი,მაგრამ ავყევი გრძნობებს და რომ დავწერე გადამიარა.ახლა ისევ ძველებურად ვარ,მიხარია რომ არ ვეწევი. შენც შეგიძლია გახდე ბედნიერი ამ კუთხით სურვილის შემთხვევაში smile.gif

Posted by: ლიკლიკა 6 Mar 2014, 23:08

მე მქონდა პერიოდი , საოცრად მინდოდა, სტრესს ვაბრალებ. ვიაზრებდი რომ სიგარეტი ვერც დამამშვიდებდა და ვერც დამეხმარებოდა, მაგრამ მაგრად მინდოდა.
როგორც კი მომინდებოდა მეუღლესთან გავრბოდი და ვეუბნებოდი უნდა მოვწიოთქო, ისიც მეხმარებოდა და ცდილობდა ყურადღება გადამეტანა სხვა რამეზე. გაფრთხილებული მყავდა წინასწარ და მაკონტროლებდა smile.gif))) ერთ თვეში გადამიარა.

Posted by: TaTa_TaTuLi 8 Mar 2014, 21:53
ლიკლიკა
QUOTE
მე მქონდა პერიოდი , საოცრად მინდოდა, სტრესს ვაბრალებ. ვიაზრებდი რომ სიგარეტი ვერც დამამშვიდებდა და ვერც დამეხმარებოდა

აბსოლუტურად!
მთავარია რაციონალური აზროვნება smile.gif
QUOTE
როგორც კი მომინდებოდა მეუღლესთან გავრბოდი და ვეუბნებოდი უნდა მოვწიოთქო, ისიც მეხმარებოდა და ცდილობდა ყურადღება გადამეტანა სხვა რამეზე. გაფრთხილებული მყავდა წინასწარ და მაკონტროლებდა ))) ერთ თვეში გადამიარა.

რესპექტები ორივეს 2kiss.gif

Posted by: ლიკლიკა 9 Mar 2014, 05:34
TaTa_TaTuLi
2kiss.gif


QUOTE
მთავარია რაციონალური აზროვნება

yes.gif


Posted by: ditosdeda 12 Mar 2014, 00:57
მესამე დღეა რაც არ მომიწევია ,რომ მახსენდება 3 დღე არ მომიწევია მიხარია .13 წელია ვეწეოდი და ერთხელ მქონდა 8 თვე განებებული,მერე ერთი ღერი მოვწიე და ისევ ძველებური მწეველი გავხდი. ნერვებზე მოქწმედებს და მზესუმზირაზე და ხილზე ვცდილოფ გადავიტანო ყურადგება,იმედია დავანებებ საბოლოოდ
cry.gif cry.gif

Posted by: ¤Gallardo¤ 12 Mar 2014, 03:07
ვარ 24წლის, ვეწევი პასიურად, დღეში 5-6ღერს წლებია. ნუ პირველი კურსიდან სადღაც. მინდა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორო ეს მავნე ჩვევა. გემოც ხანდახან ისე საშინლად არ მსიამოვნებს რამის გული ამერიოს, საზიზღარი გემო აქვს. ეხლა რაში არის პრობლემა, როდესაც ნერვები მეშლება უნდა მოვწიო, თუ ლუდს მაინც დავლევ ცოტას მაინც, უნდა მოვწიო. ყოველი ჭამის მერე უნდა მოვწიო. ღამე უნდა მოვწიო. ჩვევად მაქვს, ძირითადად ნერვების მოშლის გამო ვეწევი, რამე თუ არ დამევასება სადმე რატომღაც biggrin.gif

იქნებ მირჩიოთ რითი შემიძლია ჩავანაცვლო სიგარეტი, არის ისეთი რამე საკვები არ ვამბობ კოქტეილებზე და სალათებზე და კვერცხის გული მამლის ბიბილოსთან ნარევი დღეში 100ჯერ. რამე პროდუქტი არის რამაც შეიძლება შეამციროს ნიკოტინის მოთხოვნა ორგანიზმში. თუ ისევ ნერვები მომეშლება რა გავაკეთო ხოლმე სიგარეტის აღების მაგივრად რა მიშველის რა ჩამინაცვლებს მას. მირჩიეთ სანამ მყარად მაქვს გადაწყვეტილი biggrin.gif help.gif

user posted image

Posted by: Noctis 12 Mar 2014, 03:13
მთავარია მოიწადინო და შენს თავს პირობა მისცე, რომ შეეშვები მოწევას. სიმულატორად შეგიძლია ტკბილეული და ზოგადად საკვები გამოიყენო, მაგრამ უმთავრესი მაინც მოტივაციაა.

პ.ს არ გქონდეს გრინ სმოუქის იმედი, ან რაღაც გაურკვეველი შემცველობის საღეჭი რეზინების : )

Posted by: ლიკლიკა 12 Mar 2014, 03:30
ditosdeda
რაღაც პერიოდი პასტით ხელში ვლაპარაკობდი biggrin.gif რაც დაგეხმარება რომ "ჩაანაცვლო" სიგარეტი ყველაფერი მოსინჯე, დროთა განმავლობაში მზესუმზირასაც, პასტებსაც და კევებსაც შეეშვები და საბოლოოდ გათავისუფლდები.

მე მოვიმატე კატასტროფულად, დავიწყე ვარჯიში მაქსიმალური დატვირთვით, გრამი ვერ მოვიკელი სანამ 5- 6 თვე არ გავიდა. მერე ორგანიზმი მიხვდა ეტყობა, რომ სიგარეტის შანსი არ ჰქონდა და მოვიდა ჭკუაზე biggrin.gif მიღირდა ის რამდენიმე თვე წვალება smile.gif

Posted by: ¤Gallardo¤ 12 Mar 2014, 03:32
QUOTE (Noctis @ 12 Mar 2014, 03:13 )
მთავარია მოიწადინო და შენს თავს პირობა მისცე, რომ შეეშვები მოწევას. სიმულატორად შეგიძლია ტკბილეული და ზოგადად საკვები გამოიყენო, მაგრამ უმთავრესი მაინც მოტივაციაა.

პ.ს არ გქონდეს გრინ სმოუქის იმედი, ან რაღაც გაურკვეველი შემცველობის საღეჭი რეზინების : )

ხო მაგრამ რით ჩავანაცვლო? ნერვები თუ მომეშალა რა გავაკეთო, ასე რომ მოვწევ ყურადღება გადამაქვს და თავისთავად ცოტა მივლიან ოფოფები მარა საჭმელი ვერ მიშველის მაგ დროს. მაშ რა ვქნა? biggrin.gif რას მირჩევ? არა გრინ სმოუქების და ელქეტრო სიგარეტების არასდროს მჯეროდა, საღეჭი რეზინების მითუმეტეს, ეგეთ ჯადოებს არ ვეკარები საერთოდ და არ მჯერავს biggrin.gif

Posted by: Noctis 12 Mar 2014, 03:37
¤Gallardo¤

ნუ მოიშლი ნერვებს, ეცადე ყველაფერში ნათელი მხარე დაინახო biggrin.gif მოწევის ჩვევის დასაკმაყოფილებლად სიგარეტი გქონდეს ყოველთვის და თუ ძალიან მოგინდა მოწევა, მოუკიდებელი ღერი ხელში ატრიალე და მოწევის ილუზია შეიქმენი.

Posted by: Lomes 12 Mar 2014, 04:20
ეს თემა მიშველის ვითომ? )))

2 თვე დავანებე თავი და მარტო იმიტომ,რომ აკვიატებები დამეწყო, მეგონა ფილტვებზე და ყელზე გამიჩნდებოდა სიმსივნე..მერე ერთი ღერით დავიწყე (არ მესიამოვნა,მაგრამ მაინც) და ბოლო 4 თვეა დამავიწყდა საშიშროებები

ახლა შემდეგი ეტაპი მაქვს, შეიცვალა ჩემი სიგარეტის დიზაინი და ძველი ჩანაცვლდება ახლით,ახალი არ მომწონს (მგონია,გემოც შეუცვალეს) და ძველი რომ გაქრება მერე ხომ არ დავანებო-თქო?! დიეტის არ იყოს ,არ დადგა ის ორშაბათი




Posted by: ozzy_ka10 12 Mar 2014, 04:28
¤Gallardo¤
არ დაანებო.
-------------------

Posted by: [kitika] 12 Mar 2014, 10:01
Lomes

სიგარეტთან ბრძოლა პირველ რიგში ფსიქოლოგიური მომენტია, ის რაც დამოკიდებულებას გიჩენს ადვილი დასამარცხებელი არ არის, თუ მყარად არ გაიაზრებ რომ არ გინდა ამ მავნე და საშიშ ჩვევაზე იყო დამოკიდებული...

ბევრი უთქვამს რომ ტაბექსი არ იყო ეფექტური და ა.შ. მაგრამ მათ გონიათ რომ ის სასწაულს მოახდებს და დაავიწყებს სიგარეტს... ესე არ არის ის მხოლოდ ნიკოტინის შემცვლელია და ლომკას გიხსნის, დანარჩენი ფსიქოლოგიური მომენტია და თავად უნდა ებრძლოლო, ამიტომ ახლა შენ თავს უნდა გაუმკლავდე და თქვი რომ მე არ მომწონს ეს სიგარეტი, ცუდი გემო აქვს და შეიზიზღე....

Posted by: Lomes 12 Mar 2014, 14:26
[kitika]

მოკლედ, დღეს გადავწყვიტე ,რომ ეს ბოლო კოლოფია.დღის ბოლომდე მეყოფა და მეტს არ ვიყიდი (იგულისხმება,სხვებსაც არ ვთხოვ,მომაწევინეთ-თქო ))) )

ვაპირებ საღამოობით ,1 ან 2 საათი ფეხით სიარულს, ეს ხვალისთვის გადაიდება,დღეს ბოლომდე მოვწევ )))))

მერე დღეებს დავითვლი , ვნახოთ




Posted by: Solveig 12 Mar 2014, 15:54
¤Gallardo¤


უზარმაზარი თემა გვაქვს სიგარეტისათვის თავის დანებებაზე.

Posted by: ditosdeda 13 Mar 2014, 00:39
ლიკლიკა
მეოთხე დღეა რაც არ მომიწევია და სტიმულს ის მაძლევს და კარგ ხასიათზე ის მაყენებს რომ აღარ ვეწევიsmile.gif ისე ,ადვილად ვბრაზდები და ჭამაზე კი გადამაქვს,ჯანდაბას გავსუქდე ცოტა ხნით, ოღონდ სიგარეტი დამავიწყდეს სამუდამოდ

Posted by: Lomes 13 Mar 2014, 00:43
ბოლო ღერი მოვწიე


შემიძლია ათვლა დავიწყო , ხვალიდან ვიწყებ რეაბილიტაციას

Posted by: lilu-1986 13 Mar 2014, 14:52
მეც მინდა რეაბილიტირება . ვიცი რომ შემიძლია არ მოვწიო, მაგრამ რატომ არ ვანებებ თავს არ მესმის .

დილის მერე არ მომიწევია )
ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს ეს მოთმინება . რამდენი გადავწყვიტე რომ აღარ მოვწევ ) ვერ შევძელი. ჰოდა ეხლა იქნებ გამოვიდეს.

ცუდი ისაა რომ ვზივარ, ვერ ვმუშაობ და სიგარეტზე მეფიქრება biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 13 Mar 2014, 15:46
ditosdeda
up.gif ასე გააგრძელე. მე რამდენჯერმე დავანებე , მერე ისევ დავიწყე, მაგრამ როცა გულწრფელად მომინდა გადაგდება, არ გადავდე ორშაბათამდე და თვის დასაწყისამდე, მაშინ გამომივიდა . თუ გიხარია რომ არ ეწევი ე.ი. შეძლებ კიდევ საბოლოოდ გატავისუფლებას smile.gif

Lomes
lilu-1986
წარმატებები

Posted by: akaki 13 Mar 2014, 16:03
Lomes
ditosdeda

და ყველას ვინც თავი დაანება გაეცანით და იამაყეთ! smile.gif

http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=188&cat_id=2

თავის დანებებიდან 20 წუთის შემდეგ: გულისცემის სიხშირე ნორმას უბრუნდება.

12 საათის შემდეგ: სისხლში ნახშირჟანგის დონე ნორმას უბრუნდება.

2-12 კვირის შემდეგ: სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.

1-9 თვის შემდეგ: ხველება და ქოშინი მცირდება. ჰაერგამტარი გზების ლორწოვანზე არსებული წამწამები ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს, გამოდევნის ლორწოს, ასუფთავებს ფილტვებს და ინფექციის რისკს ამცირებს.

1 წლის შემდეგ: გულის იშემიური დაავადების რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

5-15 წლის შემდეგ: ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორც არამწეველებში.

10 წლის შემდეგ: ფილტვის კიბოს რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

15 წლის შემდეგ: გულის იშემიური დაავადების რისკი არამწეველებისას უთანაბრდება.

Posted by: lilu-1986 13 Mar 2014, 16:05
ლიკლიკა
მადლობა, ესე უბრალოდ გადავწყვიტე რომ აღარ და ვსო .

10 წელია ვეწევი . მე შევძლებ smile.gif

Posted by: ლიკლიკა 13 Mar 2014, 16:22
lilu-1986
QUOTE
ესე უბრალოდ გადავწყვიტე რომ აღარ და ვსო .

QUOTE
10 წელია ვეწევი

QUOTE
მე შევძლებ

ჩემი ნაწერი მგონია biggrin.gif

Posted by: akaki 13 Mar 2014, 17:01
QUOTE
მადლობა, ესე უბრალოდ გადავწყვიტე რომ აღარ და ვსო .



QUOTE
ჩემი ნაწერი მგონია 


სამწუხაროდ მე ესე უბრალოდ არ გამომდის, როგორ ახერხებთ? თითქმის ერთი თვეა აღარ ვეწევი და გახედვაც არ მინდა, მარგამ აი სადილის შემდეგ, სამსახურიდან გამოსვლისას და ესეთი რიტუალურ სიტუაციებში საოცრად მიჭირს

თუმცა შემართებით და მოტივაციით ვარ smile.gif სტაჟი 12 წელი

Posted by: [kitika] 13 Mar 2014, 17:29
akaki
QUOTE

სამწუხაროდ მე ესე უბრალოდ არ გამომდის, როგორ ახერხებთ? თითქმის ერთი თვეა აღარ ვეწევი და გახედვაც არ მინდა, მარგამ აი სადილის შემდეგ, სამსახურიდან გამოსვლისას და ესეთი რიტუალურ სიტუაციებში საოცრად მიჭირს


ყველაზე რთული დასაძლევი ზუსტად ეს არის "რიტუალი" "ჩვევა" რაც გინდა ის დავარქვათ, თუ ამას დაძლევთ ჩათვალეთ რომ გადააგდეთ სამუდამოდ.

Posted by: ¤Gallardo¤ 13 Mar 2014, 18:35
QUOTE (Solveig @ 12 Mar 2014, 15:54 )
¤Gallardo¤


უზარმაზარი თემა გვაქვს სიგარეტისათვის თავის დანებებაზე.

კი ვიცი, უბრალოდ იმ მომენტში ვერ ვნახე. ძალიან ძნელია ფსიქოლოგიურად, მონდომება და ნიკოტინის ნდომა იმდენად ძლიერი არაა, რამდენადაც იმაზე ფიქრი რომ უნდა მოწიო, ყოველი ჭამის წინ თუ მერე. თუ დალიე 1გრამი მაინც ხომ მაგაზე ფიქრიც ზედმეტია, რატთმაუნდა უნდა დააყოლო რომ კარგად ჩავიდეს smile.gif)) მაგრამ ყველაზე ძნელი მაშინაა თავის შეკავება როდესაც ნერვები გაქვს მოშლილი... ამიტომ ჩემ შემთხვევაში, ეს უფრო მავნე ჩვევაა ვიდრე დაავადება.

[kitika]
ძნელია ჩემო კარგო ძნელია, ლომკები საერთოდ არ აქვს სიგარეტს, ნუ ჩემ შემთხვევაში, შემიძლია ავიტანო უმისობა. მაგრამ როგორც ანტიდეპრესანტი და დროის გასაყვანი საშინელი ჩვევაა. რა მოვუხერხო არ ვიცი, უფროსწორად არ ვიცოდი სანამ წერილი არ ვნახე და აბა ვნახოთ რა გამოვა...

Posted by: lilu-1986 13 Mar 2014, 19:46
akaki
დარმუნებით ვერც მე ვიტყვი რომ გამომივა მაგრამ 1 დღე "გადავაგორე " ესე ვთქვათ )))
ხვალ მეორეც ასეთივე იქნება იმედია biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 13 Mar 2014, 21:21
akaki
QUOTE
ესე უბრალოდ არ გამომდის, როგორ ახერხებთ?

ადრეც დავწერე, თუ რამე გულწრფელად გინდა შეძლებ კიდეც.
მეორე მომენტი ისაა,ყელში ამოვიდა რომ ეს თამბაქოს რულეტი თავის ჭკუაზე მატარებდა, იყო ადგილები სადაც ვერ ვეწეოდი (ოჯახი სადაც ბავშვია, კინოსეანსის დროს, სპექტაკლზე, ქუჩაში, ადამიანებთან რომლებმაც იცოდნენ ვეწეოდი , მაგრამ არ სიამოვნებდათ და მათი თანდასწრებით არ ვეწეოდი, და ა.შ. ) ამის გამო გამოვრბოდი სახლში, შევრბოდი კაფეში, ბევრი ნიოუანსია, ერთიანობაში გამოდის ,რომ დისკომფორტს მეტს მიქმნიდა , ვიდრე მეხმარებოდა სიგარეტი biggrin.gif

lilu-1986
QUOTE
ხვალ მეორეც ასეთივე იქნება იმედია

მე ვფიქრობ ,რომ იქნება. რატომ ვარ დარწმუნებული არ ვიცი biggrin.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 13 Mar 2014, 21:52
ditosdeda
QUOTE
მეოთხე დღეა რაც არ მომიწევია და სტიმულს ის მაძლევს და კარგ ხასიათზე ის მაყენებს რომ აღარ ვეწევი

მეც ასე ვიყავი smile.gif
QUOTE
ჯანდაბას გავსუქდე ცოტა ხნით, ოღონდ სიგარეტი დამავიწყდეს სამუდამოდ

რა კარგად თქვი, ვიხალისე 2kiss.gif ივარჯიშებ, რა პრობლემაა... დაივიწყებ აუცილებლად


Lomes
QUOTE
შემიძლია ათვლა დავიწყო , ხვალიდან ვიწყებ რეაბილიტაციას

არაჩვეულებრივია, საკუთარ თავს მეტი პატივისცემით მოეკიდე და სიგარეტისკენ გახედვა აღარ მოგინდება


lilu-1986
QUOTE
10 წელია ვეწევი . მე შევძლებ

აუცილებლად შეძლებ. მე გაცილებით მეტ ხანს ვეწეოდი და პირველივე მცდელობაზე გამომივიდა. შენ - მით უმეტეს

¤Gallardo¤
QUOTE
ჩემ შემთხვევაში, ეს უფრო მავნე ჩვევაა ვიდრე დაავადება

გეთანხმები, მავნე და
QUOTE
დროის გასაყვანი საშინელი ჩვევაა

და რადგან ეს გააზრებული გაქვს, მგონია, რომ გამოგივა

akaki
მართალს ამბობენ [kitika] და ლიკლიკა

QUOTE
ყველაზე რთული დასაძლევი ზუსტად ეს არის "რიტუალი" "ჩვევა" რაც გინდა ის დავარქვათ, თუ ამას დაძლევთ ჩათვალეთ რომ გადააგდეთ სამუდამოდ.

+10000000000000000000

Posted by: akaki 13 Mar 2014, 23:05
[kitika]
QUOTE
ყველაზე რთული დასაძლევი ზუსტად ეს არის "რიტუალი" "ჩვევა" რაც გინდა ის დავარქვათ, თუ ამას დაძლევთ ჩათვალეთ რომ გადააგდეთ სამუდამოდ.


გეთანხმები, ამას ნელნელა ვაცნობიერებ, თუმცა ეხლა ამ პოზიციიდან საუბარი უკვე მიღწევაა.. 1 თვის წინ ეს წარმოუდგენელი იყო

lilu-1986
კი გამოგივა აუცილებლად! ამ დღეებში თვე ისე გავა ვერ გაიგებ smile.gif

ლიკლიკა
ცოტა მოთმინება, ნებისყოფა და იმედია ამ ჭირს საბლოოდ გადავაგდებთ.. თან ამდენი დადებითი მაგალითი გვაქვს თემაში. უბრალოდ წლები რომ გადის და ეწევი გრძნობ რამდენად აზიანებ ჯანმრთელობასაც..

TaTa_TaTuLi
QUOTE
აუცილებლად შეძლებ. მე გაცილებით მეტ ხანს ვეწეოდი და პირველივე მცდელობაზე გამომივიდა. შენ - მით უმეტეს

თავიდან ისე რთული იყო, არც მჯეროდა რომ დავანებებდი, როგორ მხოდა რომ არ ავიღე და არ მოვწიე არ ვიცი, 1 თვის შემდეგ ეხლა უკე მომწონს რომ მალე მეც შენსავით ვიტყვი smile.gif

Posted by: Lomes 13 Mar 2014, 23:34
akaki

QUOTE
12 საათის შემდეგ: სისხლში ნახშირჟანგის დონე ნორმას უბრუნდება.


ამ ეტაპზე ვარ ახლა, ალბათ smile.gif

მომენტებში ვეშვები და ვფიქრობ,რატომ არ უნდა მოვწიო-თქო?!ის საერთოდ დავიწყებული მაქვს,გულზე ცალი პარკუჭი რომ წესრიგში არაა , მეჩვენება ,რომ ფილტვები დამძიმებული მაქვს და ა.შ

TaTa_TaTuLi

QUOTE
სიგარეტისკენ გახედვა აღარ მოგინდება


2 თვე არ ვეწეოდი, სექტემრიდან ,მაგრამ მერე გავხედე და ))))) მოვწიე კიდეც

კარგად ჩაიარა დღემ, ხვალაც ,ზეგაც და შემდეგაც კარგად ვიქნები,თითქმის დარწმუნებული ვარ! მახსენდება ჭამის დროს,მომენტებში წამოვდგები,რომ მოსაწევად გავიდე ,მაგრამ ... ჩემი ფეხები )))))))

1 საათი ფეხით ვიარე საღამოს, დაახლოებით 3.5 - 4 კილომეტრი

Posted by: TaTa_TaTuLi 14 Mar 2014, 00:28
akaki
QUOTE
თავიდან ისე რთული იყო, არც მჯეროდა რომ დავანებებდი

ჩემს შემთხვევაში ასე იყო:
ბოლო 2 წელი ძალიან მინდოდა თავის დანებება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად რაც უფრო მიძლიერდებოდა სურვილი, მით უფრო მეტს ვეწეოდი, ხანდახან 2 კოლოფამდეც...
თან უკვე ისე მინდოდა დანებება, რომ უმეტესად აღარც კი მსიამოვნებდა, საშინელ გემოს ვგრძნობდი, მაგრამ ჩვევას ვერ ვიშორებდი.
ამან ისე შემაწუხა, რომ ლამის საკუთარი თავის პატივისცემა დავკარგე, საშინლად ვბრაზობდი. ზოგადად არ ვარ უნებისყოფო, მაგრამ აქ აშკარად გავიჭედე.
ჰოდა, ეტყობა ერთხელაც მეტისმეტად შემრცხვა ჩემი სისუსტის და დილით 2 ღერის მოწევის შემდეგ მესამე და შემდეგი აღარ ყოფილა.
ყოველგვარი სტრესებისა და შფოთების გარეშე დავემშვიდობე სიგარეტს და, იმედია, სამუდამოდ

Lomes
QUOTE
კარგად ჩაიარა დღემ, ხვალაც ,ზეგაც და შემდეგაც კარგად ვიქნები,თითქმის დარმუნებული ვარ! მახსენდება ჭამის დროს,მომენტებში წამოვდგები,რომ მოსაწევად გავიდე ,მაგრამ ... ჩემი ფეხები )))))))

რა კარგია!
QUOTE
1 საათი ფეხით ვიარე საღამოს, დაახლოებით 3.5 - 4 კილომეტრი

მეც ვაპირებ, უნდა მოვახერხო როგორმე...

Posted by: lilu-1986 14 Mar 2014, 11:58
akaki
მეორე დღეა და საათებს ვითვლი რომ ჩემი თავი შევიქო smile.gif)))
TaTa_TaTuLi
QUOTE
აუცილებლად შეძლებ.

სტიმული მემატება smile.gif)


Posted by: Lomes 14 Mar 2014, 19:28
დღეს ძალიან მიჭირს, რამდენჯერ გადავიფიქრე ,ვერ გეტყვით.. არა და ,საღამოა უკვე. გავალ ისევ ფეხით ვივლი, დიდხანს და იმედი მაქვს ,გადავიტან. მარტო სიგარეტი მიტრიალებს თავში

Posted by: ditosdeda 15 Mar 2014, 00:50
დღეს მეც ცოტა გამიჭირდა დღის პირველ ნახევარში,საღამოსკენ უფრო ადვილი იყო, ეხლა ბედნიერი ვარ რომ არ წამიცდა ხელიsmile.gifხვალ კიდევ უფრო ადვილი იქნება ალბათ smile.gif
TaTa_TaTuLi.
მადლობა გამხნევებისთვისsmile.gif

Posted by: Lomes 15 Mar 2014, 03:52
ditosdeda

ხვალ მესამე დღეა ჩემთვის, ჭამას ვარეგულირებ,მეტიც რაც მოსაკლები მაქვს, ვეჭიდები, ბევრი რამ წამოვიწყე ერთად )))

დავდივარ ფეხით ,სვამ წყალს ბევრს და ვცდილობ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გავათავისუფლო ))) ჯერ კიდევ მძიმე მგონია ფილტვები

წარმატებებს გისურვებ და არ შეჩერდე))

Posted by: akaki 15 Mar 2014, 22:57
Lomes
ditosdeda
lilu-1986


აბა როგორ ხართ??? ვიიკენდებზე ხელი ხომ არ წაგიცდათ ვინმეს smile.gif

ჩემთნ მეორე თვე დაიწყო ჯერ ჯერობით მშვდობით smile.gif

Posted by: ditosdeda 16 Mar 2014, 00:09
Lomes
akaki
დღეს სანერვიულო შემხვდა ბევრი და მეგონა მხოლოდ სიგარეტი მიშველიდა, მერე დავფიქრდი და ავუხსენი ჩემს თავს რომ ეხლა რომ მომეწია მერე ამაზეც ბევრს ვინერვიულებდი .ეხლა კმაყოფილი ვარ ჩემი თავით smile.gif ძნელი იმის მიტოვება, რასაც ძალან დიდი ხანი მიჩვეული ხარsmile.gif მაგრამ შეუძლებელი არაფერია .წარმატებები თქვენც და მეც smile.gif

Posted by: Lomes 16 Mar 2014, 03:49
akaki

არა,მივდივარ მშვიდად,თუმცა ხშირად ვფიქრობ,რატომ ვამბობ უარს , ნუ მერე მახსენდება გული (მაინც არ მყოფნის). მერე სუნი (აქ ცოტათი ვთმობ) და ფილტვები (ნუ ,ალბათ რამე უნდა დამემართოს,რომ მოტივაცია არ გაქრეს )

მინდა ჩვევად ვაქციო უსიგარეტობა!

2 თვიანი შესვენების მერე დავიწყე და საერთოდ არ მომწონდა თავიდან . გინდება ახლა?

ditosdeda

არ მოეშვა, არ გაბედო smile.gif


პ.ს. დაახლოებით 8დან 10 კილომეტრამდე მივლია დღეს ფეხით, სახლში მოძრაობას არ ვგულისხმობ, ბროსედან ჭავჭავაძის მესამედი გავიარე ფეხით და უკან ,ლოკომოტივის სტადიონიდან ბროსემდე

წონაში მომატება უსიგარეტობის ფონზე,ჩემს შემთხვევაში ,იქნება უსამართლობა!

Posted by: The Secret 16 Mar 2014, 21:23
fucking day 4 without tobacco biggrin.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 16 Mar 2014, 21:48
Lomes
ditosdeda
akaki

ძალიან მაგრები და კარგები ხართ, ძალიან!!!


The Secret

გაგიჭირდება იმდენად, რამდენსაც დაუშვებ...
ამიტომ Lomes როგორც ამბობს
QUOTE
არ მოეშვა, არ გაბედო


Posted by: ditosdeda 17 Mar 2014, 00:03
Lomes
akaki
სეირნობა მეც ძალიან მშველის,მაგრამ ვერიდები ისე სიტუაციებს სადაც ბევრს ვეწეოდი დღეს ერთ-ერთ ასეთ სიტუაციაში მოვხვდი და ვამაყობ ჩემი თავით და სხვათა შორის ჩემი ახლობლებიც ამაყობენsmile.gif და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს.ყველაზე ძნელი არის ჩვევის მოშლა,თორემ ნიკოტინი არაფერია

Posted by: Lomes 17 Mar 2014, 03:39
ახლა დავბრუნდი ,მთელი დღე იმდენჯერ მინდოდა მოწევა,ვერც დავითვალე )))

თითქმის ყველა მწეველია ჩემს ირგვლივ, დღევვანდელი დღე გადავლახე))) გვიან ,როცა ყველა აივანზე გალაგდა დაახლოებით 8 ადამიანი,დავრჩი ოთახში

არამწეველი გახდე, კარგი პონტია რა ))))




კარგ მდგომარეობაში ვარ

Posted by: ლიკლიკა 17 Mar 2014, 14:17
ვინმე ხომ არ ცდუნდა თემაში? biggrin.gif

რამდენიმე დღის წინ მქონდა "გაფართხალება" ამდენი წლის მერე. უცბად მომინდა, მაგრამ არა გემო, ხელში ჭერის მომენტი უფრო იყო.
დავცინე ამ სურვილებს და გამეშვნენ lol.gif

Posted by: Lomes 17 Mar 2014, 14:39
ლიკლიკა

QUOTE
ვინმე ხომ არ ცდუნდა თემაში? 


აქ არ დაუწერიათ და რა გითხრა smile.gif

ყველა შემართებით მივყვებით ))

Posted by: lilu-1986 17 Mar 2014, 18:02
5 დღე და 1 ღერი smile.gif

რატომ მოვწიე არ ვიცი, ფაქტია რომ არანაირი საიმოვნება არ მიმიღია.

Posted by: The Secret 17 Mar 2014, 18:27
TaTa_TaTuLi
QUOTE
The Secret

გაგიჭირდება იმდენად, რამდენსაც დაუშვებ...
ამიტომ Lomes როგორც ამბობს
QUOTE
არ მოეშვა, არ გაბედო

რა გამიჭირდება? ან რატომ? არაფერიც არ მიჭირს smile.gif

Posted by: likable 17 Mar 2014, 19:31
ძალიან მინდა, რომ როგორმე თავი დავანებო მაგრამ ვერაფრით ვერევი საკუთარ თავსsmile.gif 2 ღერზე ჩამოვედი, მაგრამ აი იმ ორი ღერის შეძღუდვას ვეღარ ვახერხებ:
sad.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 17 Mar 2014, 20:28
The Secret
QUOTE
რა გამიჭირდება? ან რატომ? არაფერიც არ მიჭირს

ძალიან კარგი smile.gif

likable
QUOTE
ძალიან მინდა, რომ როგორმე თავი დავანებო მაგრამ ვერაფრით ვერევი საკუთარ თავს 2 ღერზე ჩამოვედი, მაგრამ აი იმ ორი ღერის შეძღუდვას ვეღარ ვახერხებ:

ე.ი. ჯერ საკმარის კონდიციამდე არ მისულხარ biggrin.gif

ასეთი პერიოდი მეც გავიარე. თითქოს მინდოდა და ვერ ვანებებდი. ერთ ამბავს მოვყვები:

ერთხელაც ოკეანის იქით გამგზავრება მომიხდა.
ვიცოდი, რომ იმ სასტუმროში ფანჯრები არ იღებოდა. ზიმა-ლეტას მაგვარით რეგულირდებოდა ტემპერატურა ნომერში.
მწეველი კი ვიყავი, მაგრამ სუნს ვერასოდეს ვიტანდი. აქაც სულ ღია მქონდა ფანჯარა ან სარკმელი.
ამიტომაც ვიფიქრე ახლა მაინც მეშველება, ფანჯრები არ იღება, სიგარეტის სუნს ვერ ავიტან და შესაბამისად ვეღარც მოვწევდი.
სულ ტყუილად. ჩავედი საღამოს. რეგისტრაციისას გავარკვიე, რომ ნომრები ორივე კატეგორიისთვის ჰქონდათ - მწეველებისათვის და არამწეველთათვის.
ეს რომ გავიგე, რატომღაც ჩავთვალე, რომ მწეველთა ნომრებში ფანჯრები იღებოდა და კიდევ ერთხელ დროებით გადავავადე სიგარეტისთვის თავის დანებება.
შევედი ნომერში და სუნთქვა შემიჩერდა. ყარდა იქაურობა. ფანჯრები კი არ იღებოდა.
დაუნდობლები...ასე, სუნში უნდა ამოვიხრჩოთ მწეველები?! აღვშფოთდი ჩემთვის და იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მეშველებოდა .
ჩავრთე ვენტილაცია ოთახში და აბაზანაში, გავედი ქუჩებში საბოდიალოდ და დავბრუნდი გვიან. იმ სუნს ასე უცებ რა გააქრობდა...ძლივს გავათენე...
მიშველა იმან, რომ მეორე დილას სხვა შტატში მივფრინავდი რამდენიმე დღით. დავტოვე ვენტილაციაზე და რომ დავბრუნდი, სუნი აღარ იყო.
მივმართე ასეთ ხერხს: როცა სასტუმროში ვიყავი (დილით ან საღამოს), ვეწეოდი კარგამოკეტილ აბაზანაში. თან ვანიავებდი. ოთახში კი სიგარეტის სუნი საერთოდ გავაქრე... biggrin.gif

ასე, რომ სანამ ძალიან, ძალიან არ მომწიფდება ტვინში გადაწყვეტილება, მანამ ყოველთვის იქნება ფორიაქი და წვალება smile.gif

Posted by: likable 17 Mar 2014, 20:43
TaTa_TaTuLi
არა ძალიან დიდი ხანია მინდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაჯობე.
აეროპორტში მომიწია ყოფნა 5 საათი ოთახი იყო მწეველებისთვის გამოყოფილი რომელიც ალბათ იქნებოდა სამი კვადრატი, ისეთი კვამლი იდგა ხალხი უკან გარბნოდა, მე თამამად 3 ჯერ შევედი 5 საათის განმავლობაში, ძალიან მეშლებოდა ჩემ თავზე ნერვები, მაგრამ მაინც იგივეს ვაკეთებდი. წამლების საშუალებით დანებება არც მიცდია და არც სურვილი მაქვს, ჩვევის მომენტი ნამდვილად არ არის, ნიკოტინის მოთხოვნილება მაქვს..

Posted by: GENTLE GIRL 17 Mar 2014, 23:37
რაღაც მინდა მოვყვე.

მოკლედ უცებ მოხდა ძაან დიდი გარღვევა და გასკდომა,აი უცებ.კონკრეტუალდ არ ვიტყვი,გაიწელება.უბრალოდ ყველაზე წარმოუდგენელი და მოსაზამდებელ პერიდს რომ საჭიროებს დიდს ისეთი რამე სულ რაღაც წუთებში... გადავირიე. ისეთი რამ იყო რისიც პანიკურად მეშინოდა და მაგიჟებდა ფიქრიც კი.
ავირიე,ავიწეწე და უცებ ბრაახ! მომინდა მოწევამ,რადგან ავირიე დროში,დავკარგე კონტროლი და ვიფიქრე,მოდი უბრალოდ მოწიე,აი აიღე და მოწიე ნელ-ნელა და თან მკაცრად საბოლოოდტქო.
თან ამ დროს ვიღაც მეპატიჟება თუ ეწევი გამოდი გარეთ და მოვწიოთო...
ავიყვანე კონტროლზე თავი,ვუთხარი რომ აღარ ვეწევი,მადლობათქო.
შემდეგ გავიხსენე ვინ ვარ,რა მინდა და სად ვარ...
დავმშვიდდი.
გადავლახე ეიფორია,დავლაგდი და ჩავდექი კალაპოტში.
მერე დღეებში კიდევ ეს თემა და ჩემი პოსტები გამახსენდა,ასევე თქვენთან საუბრები დრო და დრო და ვიფიქრე ვინმე რომ ჩემსავით აქ ასე მოქცეულიყო,ეპოსტა ძაან დასტოინად და თავის გადწყვეტილებაში ფესვგადგმული აზრებით,შედმეგ ასეთი დებბბილობა დაეპოსტა,რომ სადღაც მოწია,საბოლოოდ ჩავიქნევდი ხელს ადამიანის სიტყვის დაჯერებაზე biggrin.gif

მე ამ შემთხვევით ბევრი ვისწავლე და ახლა ასმაგად გავმყარდი გადაწყვეტილებაში რომ არასოდეს არ მოვწევ 1 ღერსაც კი.

ეს თემა კი იმიტომ გამახსნედა,რომ სიგარეტის ტემაზე მარტო აქ ვსაუბრობ,ოჯახი კიდევ არც გაიკვირვებდა. ადრეც დამინებებია,თუმცა მაშინ ეს განწყობა და ხედვაარ მქონდა,რაც ახლა მაქვს.

უჰ როგორ მიხარია რომ არ შევცდი და ისევ თავიდან არ გამიხდა ამ თვეების არამწეველობის დროის თავიდან გაყვანა და ახალი ათვლის წერტილი ამ საკითხზე ))

Posted by: ლიკლიკა 18 Mar 2014, 00:07
GENTLE GIRL
up.gif
მესიამოვნა შენი პოსტი.

Posted by: GENTLE GIRL 18 Mar 2014, 00:48
ლიკლიკა
მიხარია smile.gif
მეც მესიამოვნა ამ ამბის ბოლოს ჩემი სიმტკიცე და აზრები,ანუ ეს პოსტი,ოღონდ ჩემს ფიქრებში ))

Posted by: TaTa_TaTuLi 18 Mar 2014, 01:00
GENTLE GIRL

შენ ჩემზე ძლიერი ყოფილხარ yes.gif
მე საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა მოსამზადებლად...
თუმცა უნდა ვთქვა, რომ მომენტი, როდესაც მომდევნო ღერის მოწევაზე თავი შევიკავე
თავისთავად, ძალდატანების გარეშე და ჩემთვის მოულოდნელად დადგა.
ასე არ ყოფილა, რომ მეთქვას მოდი თანდათან შევამცირებ, ხვალიდან აღარ მოვწევ, ან ეს ბოლოა და მორჩა...
უცებ შევჩერდი და მას შემდეგ აღარასოდეს მომიკიდია ხელი.
მერე დაიწყო ჩემი ნებისყოფის დიდი გამოცდა...და გადავლახე.
ყველაზე დიდი უბედურება რომ დამატყდა თავს, თან რამდენჯერმე, სწორედ მაშინ გავძლიერდი...მეც არ ვიცი როგორ...

Posted by: ditosdeda 18 Mar 2014, 02:03
დღეს უფრო ადვილი იყო smile.gif მიხარია რომ არ ვეწევი და ეს მაძლევს სტიმულს.
სხვები როგორ ხართ?

Posted by: Lomes 18 Mar 2014, 03:14
კარგად ვარ smile.gif ახლა მოსაწევად წამოდგომა აღარ მინდება, მაგრამ გარემო (სადაც ყველა ეწევა) მოქმედებს,მივხდი.

კითხვები მიჩნდება:
ნუ რა მოხდება,ერთი ღერი ხომ არ შეცვლის არაფერს?
რატომ აღარ ვეწევი ? და ა.შ )))

ჰო,კიდევ ერთი, გამიტყდებოდა აქ დაწერა)))))))

მე-6 დღე

Posted by: akaki 18 Mar 2014, 21:34
lilu-1986
QUOTE
5 დღე და 1 ღერი 

რატომ მოვწიე არ ვიცი, ფაქტია რომ არანაირი საიმოვნება არ მიმიღია.


ერთ ღერი ცოტა სახიფათოა, უბრალოდ შემდეგი ერთი ღერი აღარ გინდა.. თან თუ არ გსიამოვნებს.

ditosdeda
QUOTE
დღეს უფრო ადვილი იყო  მიხარია რომ არ ვეწევი და ეს მაძლევს სტიმულს. სხვები როგორ ხართ?

ყოველი შემდეგი დღე უფრო ადვილი იქნება, უბრალოდ თუ მოახერხებ და მწეველბის გარემოს თავს მოარიდებ გაგიადვილდება


Lomes
TaTa_TaTuLi
ერთი ღერის ფსიქოლოგიამ დამაბრუნა მწეველებში 2 წლის წინ 8 თვის პაუზის შემდეგ smile.gif ეს ერთი ღერია რაცაა.. მაგრამ ეხლა უკვე ის ერთი ღერის მარცხის გამოვცადე და უბრალოდ აღარ მინდა, ეხლა როგორც სხვები აქ ვტკბები უსიგარეტო ცხოვრებით, დვილით უფრო ხალისიანად ვიღვიძებ, კიბებზეც უკეთ ავდივარ, სიგარეტის არომატებიც მოვიშორე ტანსაცმელიდან და მანქანიდან... სამსახურიდან გარეთ აღარ გავრბივარ მოსაწევათ, რამდენი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, და ყველაფერი ესე ხელშესახებია

Posted by: Lomes 18 Mar 2014, 21:51
QUOTE
ვტკბები უსიგარეტო ცხოვრებით, დვილით უფრო ხალისიანად ვიღვიძებ, კიბებზეც უკეთ ავდივარ, სიგარეტის არომატებიც მოვიშორე ტანსაცმელიდან და მანქანიდან... სამსახურიდან გარეთ აღარ გავრბივარ მოსაწევად


bis.gif ზღაპრული ამბავია )))

Posted by: akaki 18 Mar 2014, 22:35
QUOTE

QUOTE
ვტკბები უსიგარეტო ცხოვრებით, დვილით უფრო ხალისიანად ვიღვიძებ, კიბებზეც უკეთ ავდივარ, სიგარეტის არომატებიც მოვიშორე ტანსაცმელიდან და მანქანიდან... სამსახურიდან გარეთ აღარ გავრბივარ მოსაწევად


ზღაპრული ამბავია )))


smile.gif) კიი ესეა..

დამღალა კოშმარმა 12 წელი, სიგარეტი ყველგან.. ჯიბეში, მანქანაში, სახლში, მაგიდაზე, კოლოფები, სანთებელა.. მოწევა, საფერფლე, კვამლი, დილით უსიამოვნო გემო, ხველება.. ნუ ხომ შეიძლება რომ ეს ყველაფერი მოვიშორო და აივანზე ყოველ ნახევარ ან ერთ საათში არ ვიარო მოსაწევათ და მერე სიგარეტის სუნით და კვამლით ბავშვთან არ შემოვიდე.. თქვენც მოიშორეთ და მართლა ზღაპარია ცხოვრება შემდეგ

Posted by: TaTa_TaTuLi 18 Mar 2014, 23:59
akaki

QUOTE
სიგარეტის არომატებიც მოვიშორე ტანსაცმელიდან და მანქანიდან... სამსახურიდან გარეთ აღარ გავრბივარ მოსაწევათ, რამდენი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, და ყველაფერი ესე ხელშესახებია

აბაა, რამდენი უსიამოვნება მოვიშორეთ smile.gif

ისიც მიხარია, რომ ჩემს გარშემო რამდენიმემ უკვე დაანება თავი
კარგი მაგალითი გადამდებია ხშირად smile.gif

Posted by: akaki 19 Mar 2014, 09:57
QUOTE
აბაა, რამდენი უსიამოვნება მოვიშორეთ 

ისიც მიხარია, რომ ჩემს გარშემო რამდენიმემ უკვე დაანება თავი
კარგი მაგალითი გადამდებია ხშირად


ძალიან კარგი! მიხარია ყველას წარმატება, ყოველი დღე უსიგარეტოდ ერთი დიდი ნაბიჯია

ბევრი უსიამოვნება მოვიშორეთ და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ უსიამოვნებებში ფულს ვიხდიდით ყოველდღე, ყოველდღე მიდიხარ და ფულს იხდი იმაში რაც ცხოვრებას გიმახინჯებს

Posted by: ditosdeda 20 Mar 2014, 00:22
სულ მეფიქრება სიგარეტზე მაგრამ ვიცი რომ არ უნდა მოვწიო და უკვე თავს ვერევიsmile.gif,ყველაზე დიდ სტიმულს ის მაძლევს რომ ჩემს ახლობლებს უხარიათ ჩემი ახალი დამოკიდებულება სიგარეტთანsmile.gifდღეს ვფიქრობდი , კარგი იქნბოდა სიგარეტი სასარგებლო რომ ყოფილიყოsad.gif ნეტა მაშინაც ას გვეყვარებოდა? სხვები როგორ ხართ?

Posted by: Lomes 20 Mar 2014, 01:21
ditosdeda

QUOTE
კარგი იქნბოდა სიგარეტი სასარგებლო რომ ყოფილიყო


ეს მეც მიფიქრია ))) სიყვარულის რა გითხრა ,დამოკიდებულება არ შემეცვლებოდა ალბათ ,ვიქნებოდით მე და უვნებელი სიგარეტი განუყრელად ))))

არც ერთი ღერის მოწევა არ ღირს, თუმცა ვფიქრობ ,დადგება მომენტი,როცა ვიტყვი,რომ ერთი დასაშვებია.ვნახოთ გავუმკლავდები თუ არა

Posted by: akaki 20 Mar 2014, 11:13
ditosdeda
Lomes

რთულია ფსიქოლოგიურად ადვილი არაა.. ადვილი რომ იყოს ნარკოტიკი აღარ იქნებოდა და ყველა დაანებებდა, მთელი ტექნოლოგიებია დამუშავებული რომ ადამიანი მიეჩვიოს რაც შეიძლება ძლიერად და დამოკიდებული გახდეს

ვინც თავს ანებებს რეალურად მართლა ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანია

მეც მინდება და სურვილი მაქვს ზოგჯერ, მარგამ ჯერ ჯერობით არ მიფიქრია რომ ერთი ღერი მოვწიო, ერთი ღერის მოწევა უკვე ნიშნავს ნელნელა ისევ დაწყებას, იმედია დადგება დრო როდესაც ხადახანაც არ მომინდება smile.gif

Posted by: kanian_U 20 Mar 2014, 23:23
თითქმის 2 წლის წინ დავიწყე მოწევა გამიზნულად, მაინტერესებდა მეც სხვებივით შევეჩვეოდი თუ არა და უფრო ის მაინტერესებდა, მერე გადავაგდებდი თუ არა.
1 თვე გავქაჩე, შემზიზღდა რასაც ქვია, თავიდან არაფერი, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევამჩნიე რომ თითები მიყროლდებოდა, ყოველთვის ხო ვერ დაიბან ხელებს, გადავიდა ტანსაცმელზე, სხეულზე, მოწევის შემდეგ სადმე რო გავჩერდებოდი, ვგრძნობდი როგორ მოდიოდა სიგარეტის სუნი ჩემი ტანისამოსიდან...შემზიზღდა რასაქ ქვია, გადავაგდე კი არა ისე სიხარულით მოვისროლე ბოლო შეკვრა კენტი აივნიდან რო მეტი არ შეიძლებოდა, იმის მერე ვერ ვიტან რომ ჩემთან ეწევიან, ადრე რეაქცია არ მოქნდა, მაგრამ ახლა ოოო smile.gif

Posted by: Lomes 21 Mar 2014, 03:16
akaki

QUOTE
რთულია ფსიქოლოგიურად


აი,მაგალითად,რამე რთულ და დამღლელ საქმეს რომ მოვრჩები,ინთება "მოწევის დროა" ))) სტრესის მოხსნაში დამეხმარება,ვფიქრობ,მაგრამ

მაგრამ არ მოვწევ !

kanian_U
QUOTE
ყოველთვის ხო ვერ დაიბან ხელებს


მე ბოლო პერიოდში ჭურჭლის სარეცხი ფეირით ვიბანდი ხელებს ))))) არც საპონი,არც ჭურჭლის სარეცხი არ ცვლიდა არაფერს))) მეჩვენებოდა რა, ფეხძმიმეებს ტოქსიკოზი რომ ემართებათ,ეგ მჭირდა დილაობით smile.gif ჩემს ლამაზ თმებზე არაფერს ვამბობ biggrin.gif

Posted by: ditosdeda 21 Mar 2014, 13:53
akaki 1 ღერი ნიშნავს რომ ახლიდან გახდბი მწეველი,ეს უკვ ვიცი ამის გამოცდილრბა მაქვსsad.gif
kanian_U ძალიან კარგი, ბედნირი ხარ
Lomes მე ვერ ვგრძნობდი სუნს,მაგრამ უკვე ისე ვიყავი დაღლილი ზოგჯერ აღარ მინდოდა და მაინც ვეწეოდი რადგან ჩვევა მქონდა ასეთი.
ჩემს ოჯახში არავინ ეწევა ,არც ჩემი მეუღლე მე კი საშინლად ვიყავი დამოკიდბული სიგარტზე ,ეხლა ყველას ისე უხარია რომ არ ვეწევი ეს მაძლევს სტიმულს.

Posted by: GENTLE GIRL 21 Mar 2014, 17:12
TaTa_TaTuLi
შეიძლება არაცნობიერში დიდი ხნით ადრე იყავი მზად სიგარეტის გადასაგდებლად და ცნობიერში მოხდა უცებ ცვლილება.
თანდათან შემცირება მე სწორი მეგონა,არადა არა ყოფილა ეგრე.
აი მე რომ წინა დღეებში შევიაკვე თავი და არ მოვწიე,იმის მერე ბევრად გაბედული გავხდი და გავმყარდი.

ისე,მართლა საინტერესოა,ასე უცბ რომ გადააგდე და თან როგორი მძიმე ცხოვრებისეული პერიოდი დაგიდგა,მაინც არ მოწიე. შეიძლება თავდაცვა იყო ეს,იმ დიდი ტკივილის კომპენსაციას არაცნობიერი ცდილობდა მავნებლობაზე წარმატებით უარის თქმით და ცნობიერამდე არაღწევდა ეს,უბრალოდ აღარეწეოდი? ასეც შეიძლება კი.

ditosdeda
აბა,როგორ მიდის საქმეები? smile.gif

Lomes
QUOTE
კითხვები მიჩნდება:

სცემ პასუხებს მერე კითხვებს?

akaki
QUOTE
ყოველი შემდეგი დღე უფრო ადვილი იქნება, უბრალოდ თუ მოახერხებ და მწეველბის გარემოს თავს მოარიდებ გაგიადვილდება

მაგრამ შეიძლება ერთი წლის ან თვის შმედეგ მოგინდეს მოწევა,ამისტვიოს მზად უნდა იყო და გაუძლო. მე კდიევ შეგეწმინააღმდეგები,მწეველთა გარემოს,დრესასწაულებს და სტრებეს კი არ უდნა მოერიდო,პირიქით! უნდა წახვიდე და გაერთო,დააკვირდე მწეველის მავნე და იდიტოტურ ჩვევას,შეადარო შენი ჯანსაღი ქცევა მათსას,დატკბე სიტუაციით და გაერთო. მე ასე გამომიცდია და ალენ კარიც იგივეს წერს biggrin.gif დამეხმარა ძაან თავისი წიგნით.

პ.ს. წაგიკითხავთ ალენ კარის "ბოლო სიგარეტი" ?

Posted by: TaTa_TaTuLi 21 Mar 2014, 20:05
GENTLE GIRL
QUOTE
შეიძლება არაცნობიერში დიდი ხნით ადრე იყავი მზად სიგარეტის გადასაგდებლად და ცნობიერში მოხდა უცებ ცვლილება.

ახლა რომ ვუკვირდები ვრწმუნდები რომ ასე იყო. ბოლო წლები სულ ეს მიტრიალებდა თავში,
მაგრამ მაშინ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ არ ვიყავი მზად, არ შემეძლო...

QUOTE
თანდათან შემცირება მე სწორი მეგონა,არადა არა ყოფილა ეგრე.

ერთმა ჩემმა ახლობელმა მირჩია, რადგან გინდა და ვერ ანებებ თავს, ასეთი რამ გააკეთე,
როცა მოწევა მოგინდება, ცოტა მოითმინე და მოწიე თუნდაც 2-3 წუთით გვიან თუ მეტით არა... საბოლოოდ უფრო ნაკლებს მოწევო...
მაგრამ ამით მაინცადამაინც ვერ მოვიხიბლე. ეტყობა უფრო რადიკალი ვარ, ან ვეწევი, ან არა...

QUOTE
აი მე რომ წინა დღეებში შევიაკვე თავი და არ მოვწიე,იმის მერე ბევრად გაბედული გავხდი და გავმყარდი.

მეც მქონდა ასეთი მომენტები და ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი გზაა. ყოჩაღ!

QUOTE
ისე,მართლა საინტერესოა,ასე უცბ რომ გადააგდე და თან როგორი მძიმე ცხოვრებისეული პერიოდი დაგიდგა,მაინც არ მოწიე

ჯერ ყველაზე უახლოესი და საიმედო მეგობარი, შემდეგ მამა, შემდეგ დედა sad.gif sad.gif sad.gif
ყველა მოულოდნელად...აზრადაც ატ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა...

QUOTE
შეიძლება თავდაცვა იყო ეს,იმ დიდი ტკივილის კომპენსაციას არაცნობიერი ცდილობდა მავნებლობაზე წარმატებით უარის თქმით და ცნობიერამდე არაღწევდა ეს

ზუსტად მიხვდი. მეც ასე მგონია yes.gif კარგი ფსიქოლოგი ხარ 2kiss.gif

მწეველების გარემო საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე და არც იმ რთულ წუთებში ახდენდა გავლენას, როცა ყველაზე მეტად მიმძიმდა
უცებ და დაიბლოკა ტვინში და იმედია საბოლოოდ...

რამდენი დამიწერია. ეტყობა მინდოდა ამაზე ლაპარაკი... ნეტავ რატომ...აუტოთერაპიაა თუ..



Posted by: Lomes 21 Mar 2014, 22:19
GENTLE GIRL

QUOTE
სცემ პასუხებს მერე კითხვებს?


ბუნდოვნად .. ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს და მიპრობლემებს რა smile.gif

მე-9 დღეა დღეს ,ამ 9 დღეში მინდება,კი ,მაგრამ მარტო ერთჯერ მივედი იმ მომენტამდე ,რომ ვიფიქრე,არ დავაშავებ,ერთ ღერს თუ მოვწევ-თქო. 2-3 წუთში მივხვდი,რომ კარგად მოვიქეცი chups.gif

Posted by: ditosdeda 22 Mar 2014, 00:03
GENTLE GIRL ჯერჯერობით კარგათ მიდის ყველაფერი
ისე ხშირად აღარ ვფიქრობ სიგარეტზე როგორც წინა დღეებშიsmile.gif მიხარია რომ არ ვეწვი და ესაა დიდი სტიმული.
Lomes სასიამოვნოა ძაან რომ გადალახვ კრიზის და არ მოწევ იმ ერთ ღერსsmile.gif2 დღიას წინ მქონდა ასე და საღამოს ბედნიერი ვიყავი რომ არ მოვწიე
TaTa_TaTuLi ყოჩაღ,ძალიან მინდა როდესმე მეც იგივე დამოკიდებულება მქონდეს სიგარეტთან

Posted by: TaTa_TaTuLi 22 Mar 2014, 00:18
ditosdeda

QUOTE
ძალიან მინდა როდესმე მეც იგივე დამოკიდებულება მქონდეს სიგარეტთან

გექნება 2kiss.gif
მთავარია ნებელობა...და ყველაფერი გამოვა yes.gif


Posted by: BAKURMEFE 22 Mar 2014, 00:35
ჩემი სიმდიდრე და სიამაყე biggrin.gif
სიგარეტს თავი რომ დავანებე მესამე დრეს ტესტი ჩავუტარე ჩემს თავს, დავლიე.
ნასვამზე თუ სიაგრეტს არ მოვწევდი ესეიგი შევძლებდი დანებებას, ხოდა არ მოვწიე და დავრწმუნდი რომ აღარასდროს არარ მოვწვედი smile.gif
ძააან ბევრი პლიუსები აქ, 6-7 წელი ვეწეოდი ინტენსიურად და რამდენი რამე დამიკარგავს ამ 6-7 წელში მიხვდვი.
ხო კიდე ეს კარგად იცოდეთ, ერთი ღერის მომწევიც მწეველია და ერთი პაჭკის. მნიშვნელობა არ აქვს რამდენს მოწევ, მწეველი ხარ მაინც. ან საერთოდ არ ეწევი ან ეწევი იმდენს რამდენიც შეგიძლია

Posted by: Algophobia 22 Mar 2014, 20:58
სუსტი ნებისყოფა მაქვს, 1 კვირა იყო ჩემი მაქსიმუმი

ხშირად ინსტიქტურად ვუკიდებ სიგარეტს და ვეწევი, მერე ვხვდები ხოლმე. პრინციპში ალკოჰოლის მიღებაზეც ასე ვარ, მაგრამ უფრო უყურადღებობის ბრალია რა

Posted by: akaki 22 Mar 2014, 21:16
GENTLE GIRL

QUOTE
მაგრამ შეიძლება ერთი წლის ან თვის შმედეგ მოგინდეს მოწევა,ამისტვიოს მზად უნდა იყო და გაუძლო. მე კდიევ შეგეწმინააღმდეგები,მწეველთა გარემოს,დრესასწაულებს და სტრებეს კი არ უდნა მოერიდო,პირიქით! უნდა წახვიდე და გაერთო,დააკვირდე მწეველის მავნე და იდიტოტურ ჩვევას,შეადარო შენი ჯანსაღი ქცევა მათსას,დატკბე სიტუაციით და გაერთო. მე ასე გამომიცდია და ალენ კარიც იგივეს წერს  დამეხმარა ძაან თავისი წიგნით.

პ.ს. წაგიკითხავთ ალენ კარის "ბოლო სიგარეტი" ?


ალენ კარის წიგნი არ წამიკითხავს, ფილმი მაქვს ნანახი ნაწილობრივ, სრულად არა, თუმცა ეგ მეთოდი არ ვიცი, ისე მგონი საინტერესო ჩანს, დღეს სხვათა შორის სხვაზე დაკვირვება და მათზე გართობა ძალაუნებრუად გამომივიდა, სახლში მუშები მყავს მოყვანილი და როცა ვხედავ როგორ ეწევიან.. მიხარია რომ მე არ ვეწევი და საინტერესოა პრინციპში smile.gif ცოტა ეგოისტური კი გამოდის ისე smile.gif

Posted by: ლიკლიკა 22 Mar 2014, 21:53
akaki
ალენ კარით დავანებე თავი პირველად. ძალიან იმოქმედა წიგნმა. დავიწყე რამდენიმე თვეში. შედეგიანი მხოლოდ მაშინ აღმოჩნდა ჩემი მცდელობა როცა ბოლომდე გააზრებული მქონდა რა მინდოდა და რატომ.

Posted by: ditosdeda 22 Mar 2014, 23:51
akaki
ლიკლიკა
13 წლის მანზილზე მხოლოდ 8 თვე მქონდა დანებებული ალრნ კარი რომ წავიკითხე.მერე 1 ღერი მოვწიე გბრაზებულზე და იდევ ძველებური მწეველი გავხდე
დღეს 12 დღეა და მიხარია რომ არ ვეწევიsmile.gifთუმცა საგრძნობლად მოვიმატეsad.gif

Posted by: Lomes 23 Mar 2014, 02:14
ditosdeda

QUOTE
თუმცა საგრძნობლად მოვიმატე


მე ერთდროულად შევწყვიტე მოწევა და ღამით ჭამა, 3-4 საათში ერთხელ ვჭამ,პურის გარეშე, ხორცეულს, ყველს,ბოსტნეულს ,ვსვამ 2ლიტრამდე წყალს და დავდივარ ფეხით.

მომატებით არ მომიმატია,დაკლებას ვისურვებდი ))

ცადე ჭამის დარეგულირება

Posted by: ditosdeda 23 Mar 2014, 20:47
QUOTE (Lomes @ 23 Mar 2014, 02:14 )
ditosdeda

QUOTE
თუმცა საგრძნობლად მოვიმატე


მე ერთდროულად შევწყვიტე მოწევა და ღამით ჭამა, 3-4 საათში ერთხელ ვჭამ,პურის გარეშე, ხორცეულს, ყველს,ბოსტნეულს ,ვსვამ 2ლიტრამდე წყალს და დავდივარ ფეხით.

მომატებით არ მომიმატია,დაკლებას ვისურვებდი ))

ცადე ჭამის დარეგულირება

რა კარგი ნებისყოფა გქონია,მე ჭამაზე გადამაქვს ძალიან,ფეხით სეირნობა მეც ძალიან მშველის მაქრამ ტირილამდე ვჭამ facepalm.gif ყოჩაღ, ნამდვილად იმსახურებ ქებას yes.gif

Posted by: Lomes 24 Mar 2014, 01:20
ditosdeda

QUOTE
ყოჩაღ, ნამდვილად იმსახურებ ქებას


დიდი მადლობა, ახლა ვჭამე )))))

დილიდან ისევ რეჟიმი rolleyes.gif

Posted by: MRlurch 24 Mar 2014, 13:52
წელიწადზე მეტი იქნება აღარ მომიწევია up.gif . სურვილი კი მაქვს ხოლმე მარა მომენტალური უცებ გამივლის ხოლმე smile.gif.

Posted by: GENTLE GIRL 25 Mar 2014, 12:27
TaTa_TaTuLi
2kiss.gif ფსიქოლოგი ვერ ვარ,მაგრამ პრაქტიკული გამოცდილებით და გულწრფელად ვსაუბრობ ხოლმე,ალბათ ეს არის მთავარი რომ საუბარი ორივე მხარისთვის იყოს ერთგვარი აუტოთრეაპია როგროც თქვი. კარგია მერე,შეიძლება ისეთ თემებზე ისაუბრო,რაც გაწუხებდა და გამოუთქმელი გეგონა. ნუ ეს კიბერნეტიკულადაც ხდება,მარამ ლაივში უკეთესია.
QUOTE
როცა მოწევა მოგინდება, ცოტა მოითმინე და მოწიე თუნდაც 2-3 წუთით გვიან თუ მეტით არა... საბოლოოდ უფრო ნაკლებს მოწევო...

და შუალედებში ისედაც სიაგრეტის მონამ იფიქრო როდის გავა დათქმული დრო და მოწიო შემდეგი ღერი. აი წიგნში ასეა და მეც მომეწონა ეს ხედვა,მგონია რომ მართლაც ასეა.
აი მე მაგალითად როდესაც ბედნიერი ვიყავი მაშინ უფრო მეტს ვეწეოდი,ენდორფინები მთხოვდა თიტქოს სიაგრეტს. იყო მომენტები,ძალიან ცუდად ვიყავი,სტრესებში და ა.შ. და ამ დროსდ სიგარეტი უფრო მსტრესავდა და ისეთ სასოწარვეთასდ ვგრძნობდიი....
იმედია და გვჯეროდეს რომ არასოდეს მოგვინდება მოწევა smile.gif
მე თუ ამ ხედვამ გადამიარა და მომინდა მოწევა,თავს არ/ვერ შევიკავებ და მოვწევ.მაგრამ უბრალოდ მოწევის სურვილი რაღაცატო სხვაა და ხედვის შეცვლა სხვა ))


Lomes
QUOTE
მე-9 დღეა დღეს ,ამ 9 დღეში მინდება,კი ,მაგრამ მარტო ერთჯერ მივედი იმ მომენტამდე ,რომ ვიფიქრე,არ დავაშავებ,ერთ ღერს თუ მოვწევ-თქო. 2-3 წუთში მივხვდი,რომ კარგად მოვიქეცი

დაშავებიტ მართლაც არაფერს დააშავებ,მაგრამ შენ ხომ გინდა აიღო ათვლის წერტილი,საიდანაც იწყება შენი და ნიკოტინის ბრძოლა.ხოდა აი მოწიე ერთი თვის შედმეგ ერთი ღერი,შემოვიდა ნიკოტინი შენში და ეს დრო დაკარგე,ახალი ათვლის წერტილი უნდა აიღო ანუ...

მიდგომა უნდა შეცვალო და ამაზე ადვილი,სასიამოვნო მართლაც არაფერია. თუ არადა IMHO არ ღრის მცდელობები,თუ ადამიანს არ სიამოვნების სიგარეტიოს გადაგდების პროცესი და ლომკებიც კი,არ უნდა იწვალოს,ამას სჯობია ფსიქოლოგიურად დამუშავდეს და სანამ დამუშავდება მოწიოს რამდენიც უნდა. ნუ ახლა წლები ნუ შეალევს,აი მე ერთ კვირაში გავმყარდი მაგალითად.

ditosdeda
QUOTE
ჯერჯერობით კარგათ მიდის ყველაფერი

იმედია ახლაც smile.gif

akaki
QUOTE
ალენ კარის წიგნი არ წამიკითხავს, ფილმი მაქვს ნანახი ნაწილობრივ, სრულად არა, თუმცა ეგ მეთოდი არ ვიცი, ისე მგონი საინტერესო ჩანს, დღეს სხვათა შორის სხვაზე დაკვირვება და მათზე გართობა ძალაუნებრუად გამომივიდა, სახლში მუშები მყავს მოყვანილი და როცა ვხედავ როგორ ეწევიან.. მიხარია რომ მე არ ვეწევი და საინტერესოა პრინციპში  ცოტა ეგოისტური კი გამოდის ისე

ფილმი არ ვიცი,წიგნი კი შემიყვარდა და ალენ კარიც ძაან შემიყვარდა,ტიპმა გული ჩადო ასე მგონია. თან ეგ წიგნი დაწერა ერთ-რთი კლიენტისთვის სპეციალურად,რომელცმას მგონი ვერ დაანაბა თუ რაღაც smile.gif
აუ მე კიდევ საზ.თავშეყრის ადგილებში ვღადაობ მაგარს,ეგოსიტური არა მგონია ოღონდ,იმიოტმ რომ მწეველს არასდოეს ვაკრიტიკებ,დავცინი ან რამე,არც ჩემს წარმატებაზე ვესაუბრები,მაქსიმუმ 1-2 კორექტული მოწიწებული რაღაც ვუთხრა,გულში ვიცინი მხოლოდ biggrin.gif ეს უკვე ეგოიზმზე ცუდია მგონი smile.gif


Posted by: ლიკლიკა 25 Mar 2014, 12:39
გუშინ ვიგრძენი "მაგნა"-ს გემო smile.gif)))))
არის კიდევ ეგ სიგარეტი, არ შემიმჩნევია არავის ხელში.

Posted by: Lomes 25 Mar 2014, 17:21
GENTLE GIRL

მინდა ვიყო არამწეველი,ესაა სულ,ხანდახან მავიწყდება და მერე ვიწყებ ფიქრს მოწევაა-არმოწევაზე)))

მე13 დღეა და უკვე შემიძლია იმის თქმა,რომ ბოლო 2-3 დღეა, არ მომდომებია. (ეს არ ნიშნავს ,არ მომინდება,წინა პერიოდის გამოცდილებიდან)

შაბათ-კვირას "გამოცდა" მელის

ლიკლიკა

ვიღაცას ჰქონდა მოტანილი სამსახურში ,ვიხილე smile.gif

Posted by: kaliboka 25 Mar 2014, 18:39
თვითმკვლელნო !! givi.gif givi.gif

რამე ორგანიზაცია არ არსებობს რომელიც დაგვეხმარება სიგარეტის გადაგდებაში?

სიგარეტის კოლოფებს ნომრები რო აწერია დაგვირეკეთ თავის დანებების მსურველებმაო 1 დიდი და 3 მოკლე ზუმერია და ტელეფონი იბლოკება :დ სხვა გზა თუ არსებობს რამე ორგანიზაციის ან ჯგუფების თვალსაზრისით ვგულისხმობ.
* * *
ხო კიდევ 1 დაახლოებით 6 წელია ვეწევი. პირადაპირ შემიძლია ვთქვა რომ: მინიმუმ 2190 დღის განმავლობაში არ გასულა არც ერთი დღე და ღამე რომ არ მეთქვას ამ ღამის მერე ან დილის მერე აღარ მოვწევ თქო მაგრამ... ხომ იცით ისედაც smile.gif)

ყველაზე დიდი დრო როდესაც თავი დავანებე 2 თვე იყო და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, მაგრამ შემდეგ ისევ გავაგრძელე დიდი იმედგაცრუბის შემდეგ ესეც გეცოდინებათ ალბათ სამწუხაროდ. ე.წ "ნერვიულობის დროს მოწევა" .

ისე ყველას გისურვებთ თავი დაანებოთ ამ საშინელებას..


* * *
QUOTE (akaki @ 22 Mar 2014, 21:16 )
GENTLE GIRL

QUOTE
მაგრამ შეიძლება ერთი წლის ან თვის შმედეგ მოგინდეს მოწევა,ამისტვიოს მზად უნდა იყო და გაუძლო. მე კდიევ შეგეწმინააღმდეგები,მწეველთა გარემოს,დრესასწაულებს და სტრებეს კი არ უდნა მოერიდო,პირიქით! უნდა წახვიდე და გაერთო,დააკვირდე მწეველის მავნე და იდიტოტურ ჩვევას,შეადარო შენი ჯანსაღი ქცევა მათსას,დატკბე სიტუაციით და გაერთო. მე ასე გამომიცდია და ალენ კარიც იგივეს წერს  დამეხმარა ძაან თავისი წიგნით.

პ.ს. წაგიკითხავთ ალენ კარის "ბოლო სიგარეტი" ?


ალენ კარის წიგნი არ წამიკითხავს, ფილმი მაქვს ნანახი ნაწილობრივ, სრულად არა, თუმცა ეგ მეთოდი არ ვიცი, ისე მგონი საინტერესო ჩანს, დღეს სხვათა შორის სხვაზე დაკვირვება და მათზე გართობა ძალაუნებრუად გამომივიდა, სახლში მუშები მყავს მოყვანილი და როცა ვხედავ როგორ ეწევიან.. მიხარია რომ მე არ ვეწევი და საინტერესოა პრინციპში smile.gif ცოტა ეგოისტური კი გამოდის ისე smile.gif

მწეველისთვის ყველაზე მაგარი გრძობაა როდესაც სხვას უყურებ ეწევა და შენ აღარ ეწევი და აღარც გინდა რომ მოწიო smile.gif

ძალიან მაგარია ნეტავ კიდევ ვიგრძნო სამუდამოდ. რაც მთავარია ეს ბოროტი გრძნობა არ არის რადგან გულწრფელად მოგინდება რომ იმ ადმიანმაც ეს იგრძნოს სხვაზე, სხვამ კდიევ სხვაზე და ა.შ smile.gif

Posted by: akaki 25 Mar 2014, 20:22
ძალიან მაგრი თემაა, ვკითხულობ და მიხარია როგორ იშორებთ სიგარეტს, ყოჩაღ ყველას!

თვე და 10 დღე გავიდა უკვე და ზემოთაც ეწერათ უფრო და უფრო იშვიათად მახსენდება სიგარეტი, როცა მახსენდება სურვილიც მალ გაივლის ხოლმე, პირველ კვირეებში, სახლიდან სასახურამდე დილით სულ სიგარეტი მინდოდაsmile.gif


kaliboka

QUOTE
მწეველისთვის ყველაზე მაგარი გრძობაა როდესაც სხვას უყურებ ეწევა და შენ აღარ ეწევი და აღარც გინდა რომ მოწიო


ეს დღეები სულ მწეველების ირგვლის მიწევს ყოფნა სახლში რეონტის გადამკიდე, ვუყურებ ამ წითელ LM როგორ ეწევიან და დგას ბუღი სახლში და უფო და უფრო მზიზღდება ეს სუნი და კვალი..

Posted by: TOMMY11 25 Mar 2014, 22:14
მოკლედ 3 თვეა დავანებე ისე რომ ღერი არ მომიწევია და ეხლა უფრო მინდება ვიდრე პირველ დღეებში და ეგ რა პონტია?

Posted by: akaki 25 Mar 2014, 22:32
TOMMY_HILFIGER

ისე თავს როგორ გრძნობ სამი თვის შემდეგ, უფრო ენერგიაზე არა ხარ? რა შეიცვალა? ხომ მოგშორდა კვამლი, სუნი და ასე შემდეგ?

Posted by: kaliboka 26 Mar 2014, 00:06
QUOTE (TOMMY_HILFIGER @ 25 Mar 2014, 22:14 )
მოკლედ 3 თვეა დავანებე ისე რომ ღერი არ მომიწევია და ეხლა უფრო მინდება ვიდრე პირველ დღეებში და ეგ რა პონტია?

ჩემი აზრით ფიქრობ რომ: "ამდენი ხანი გავძელი და 1 ღერი რომ მოწვიო რა მოხდება მერე კიდევ აღარ მოვწევო"

უბრალოდ დაიკიდე ეგ გრძნობა გაიხსენე რა საშინელება იყო სიგარეტის მოწევა და ეგაა.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ იფიქრო რომ არ შეგიძლია თავის დანებება იმიტომ რომ მაინც მოგინდა. ჩათვალე რომ სიხარულით გაგცილეთ მწეველთა კლუბიდან მეგობარო smile.gif თუმცა თუ მოხდა შემთხვევა და მოწიე არც ეგ არის პრობლემა, ერთ სტატიაში ამოვიკითხე აქვე ინტერნეტში რომ ეს მოწეული 1 ღერი მწეველთა რიგებში არ გაბრუნებსო და ასეც არის smile.gif) მაგრამ ამის საჭიროება დარწმუნებილი ვარ არ გექნება და არც არსებობს.

ყოჩაღ smile.gif

Posted by: TOMMY11 26 Mar 2014, 01:31
kaliboka


მადლობა რჩევისთვის და მხარდაჭერისთვის smile.gif არ ვაპირებ მოწევას, არაფერს არ ცვლის ნამდვილად ეგ ერთი ღერი ამიტომაც უაზრობა იქნება, 9 წლიანი სტაჟის მერე პირველად გამოვიხედე თვალებში და ვგრძნობ რო სისხლი მოძრაობს ორგანიზმში რასაც თუნდაც ერთ ღერზე აღარ გავცვლი, უბრალოდ გამიკვირდა რატო მომინდა ესე მაგრად ამდენი ხნის შემდეგ smile.gif

Posted by: ditosdeda 26 Mar 2014, 01:34
QUOTE (kaliboka @ 26 Mar 2014, 00:06 )
QUOTE (TOMMY_HILFIGER @ 25 Mar 2014, 22:14 )
მოკლედ 3 თვეა დავანებე ისე რომ ღერი არ მომიწევია და ეხლა უფრო მინდება ვიდრე პირველ დღეებში და ეგ რა პონტია?

ჩემი აზრით ფიქრობ რომ: "ამდენი ხანი გავძელი და 1 ღერი რომ მოწვიო რა მოხდება მერე კიდევ აღარ მოვწევო"

უბრალოდ დაიკიდე ეგ გრძნობა გაიხსენე რა საშინელება იყო სიგარეტის მოწევა და ეგაა.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ იფიქრო რომ არ შეგიძლია თავის დანებება იმიტომ რომ მაინც მოგინდა. ჩათვალე რომ სიხარულით გაგცილეთ მწეველთა კლუბიდან მეგობარო smile.gif თუმცა თუ მოხდა შემთხვევა და მოწიე არც ეგ არის პრობლემა, ერთ სტატიაში ამოვიკითხე აქვე ინტერნეტში რომ ეს მოწეული 1 ღერი მწეველთა რიგებში არ გაბრუნებსო და ასეც არის smile.gif) მაგრამ ამის საჭიროება დარწმუნებილი ვარ არ გექნება და არც არსებობს.

ყოჩაღ smile.gif

8 თვე მქონდა განებებული 1 ღერი მოვწიე და ისევ ზველებური მწეველი გავხდი,გააჩნია ადამიანს,უნდა ებრზოლო თავს და მიხვდერომ სიგარეტი არც დარდს , არც გაბრაზებას და არც არაფერს შველის,უფრალოდ გჟღინთავს ბოლითsmile.gif
ეხლა უკვე აგარ მახსენდება ისე ხშირად yes.gif

Posted by: kaliboka 26 Mar 2014, 02:43
გეთანხმები რომ სრულიად განწყობაზე და ნებისყოფაზეა დამოკიდებული, თუმცა არ ვიცი რისი თქმა გინდა 8 თვიანი შვებულების შემდეგ მოწევაზე, მაგრამ მე მჯერა რომ "თვითმკვლელები" biggrin.gif biggrin.gif მხოლოდ ერთხელ იკლავენ თავს, ხოლო მცდელობა შეიძლება ბევრჯერ ჰქოდნეთ, მე 2 თვე დავანებე და იმ ერთმა ღერმა დამღუპა ვითომ დარდგასაქარვებელმა biggrin.gif დამ ით biggrin.gif

მხოლოდ კეთილი განზრახვებით !!

სალუტ smile.gif)

Posted by: GENTLE GIRL 26 Mar 2014, 08:46
Lomes
QUOTE
მინდა ვიყო არამწეველი,ესაა სულ,ხანდახან მავიწყდება და მერე ვიწყებ ფიქრს მოწევაა-არმოწევაზე)))

მე13 დღეა და უკვე შემიძლია იმის თქმა,რომ ბოლო 2-3 დღეა, არ მომდომებია. (ეს არ ნიშნავს ,არ მომინდება,წინა პერიოდის გამოცდილებიდან)

შაბათ-კვირას "გამოცდა" მელის

წარმატებები შაბაღ-კვირას და არამარტო smile.gif
მე ბოლო ღერის მოწევიდან მთელი ერთი თვე გამოცდები მელოდა წინ,გადავლახე კი არა,სიხარულით გადავიფრინე მართლა smile.gif

kaliboka
QUOTE
ძალიან მაგარია ნეტავ კიდევ ვიგრძნო სამუდამოდ. რაც მთავარია ეს ბოროტი გრძნობა არ არის რადგან გულწრფელად მოგინდება რომ იმ ადმიანმაც ეს იგრძნოს სხვაზე, სხვამ კდიევ სხვაზე და ა.შ
და მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით არა? smile.gif
ეს ბოროტი კი არა,კეთილშობილი აზრი გქონია,მე ასე არ შემიხედავს. უბრალოდ ვუყურებ და მიხარია რომ ამ იდიოტობის მონაწილე არა ვარ. ნუ როგორც ვთქვი,მწეველს ამას არც ვეუბნები და არც ვაგრძნობინებ.

Posted by: kaliboka 26 Mar 2014, 12:31
GENTLE GIRL
კი მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით biggrin.gif (თუ მეც დავანებე თავი, ალბათ მალე ასეც მოხდება). ნეტავ მთელი ქვეყანა არამწეველი იყოს მართლა smile.gif

Posted by: ditosdeda 26 Mar 2014, 13:18
დღეები ამერია smile.gifმირჩიეს არ დაითვალოო და ამერიაsmile.gif სადღაც 16-17 დღეა და თავს უკვე კარგათ ვგრძნოფ ისე აღარ მახსენდება მიხარია რომ არ ვეწევიsmile.gif
kaliboka
მე ჩემი გამოცდილებიდან დავწერე თუ დიდი ხნის და აქტიური მწეველი ხარ და თავს დაანებებ,აღარც ის ერთი ღერი არ უნდა მოწიო დიდი ხნის მერე ძალიან რომ მოგინდებაsmile.gif ამიტომაა სიგარეტის თავის დანებება ასე ძნელი ,გგონია ეს ერთი და ვსიო და ამ დროს ახლიდან იწყებ იგივესsmile.gif ცემ შემთხვევაში ასე იყო

Posted by: dustribushen 27 Mar 2014, 02:19
მართალია ზუსტად ის ერთი ღერია დამღუპველი რადგან იმ ერთს მეორე მოყვება და ის დიდი გრძნობა ამოტივტივდება ტვინში და ჩათვალე ისევ მწეველთა კლუბში ხარ. მე უკვრ დღეიდან ვანებებ თავს და იმედია დეხმარება ეა ფირუმიც.. მთელი დღეა ფსიქოლოგიურად ვამზადებ ჩემ თავს და ამის შედეგია რო ვეღარც ვიძინებ იმის შიშით რო მალე არ გათენდეს..... არადა 9წელია ვეწევი და და გამეს სიგარეტით ვამთავრებ და დილას ასევე ამ შხამით ვიწყებ, საშინელებაა პირდაპირ

Posted by: Lomes 27 Mar 2014, 03:32
ditosdeda

QUOTE
დღეები ამერია მირჩიეს არ დაითვალოო და ამერია


მე ფორუმის პოსტებიდან დავითვალე დღეები. 13 დან დავიწყე)))

აი,შენი პოსტი და ითვალე რამდენიც გინდა))))))) 9დან დაიწყე სადღაც

QUOTE
გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 00:57  #40169476     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მესამე დღეა რაც არ მომიწევია ,რომ მახსენდება 3 დღე არ მომიწევია მიხარია .


გადაწყვეტილი არ მქონდა,რომ დავანებებდი თავს , ამ თემის ბოლო გვერდს გადავხედე და ხომ არ მოვეშვა-თქო? თან მალბორო თაჩი გამოვიდა ახალი,რომელიც არ მომეწონა და ასე დაიწყო ყველაფერი )))))))

dustribushen

წარმატებას გისურვებ

Posted by: dustribushen 27 Mar 2014, 12:24
დილა ნორმალურად დაიწყო. არადა ყველა მწეველი დამეთანება რომ დილა სიგარეტის გარეშე ეს საშინელებააsmile.gif ფსიქოლოგიური მომენტია რა თავს თუ კარგად შეამზადებ აუცილებლად გამოვა ყველაფერი.. წუხელ მთელი ღამე სიგარეტი მესიზმრებოდა :-d
* * *
QUOTE (Lomes @ 27 Mar 2014, 03:32 )
ditosdeda

QUOTE
დღეები ამერია მირჩიეს არ დაითვალოო და ამერია


მე ფორუმის პოსტებიდან დავითვალე დღეები. 13 დან დავიწყე)))

აი,შენი პოსტი და ითვალე რამდენიც გინდა))))))) 9დან დაიწყე სადღაც

QUOTE
გამოგზავნილია: 12 Mar 2014, 00:57  #40169476     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მესამე დღეა რაც არ მომიწევია ,რომ მახსენდება 3 დღე არ მომიწევია მიხარია .


გადაწყვეტილი არ მქონდა,რომ დავანებებდი თავს , ამ თემის ბოლო გვერდს გადავხედე და ხომ არ მოვეშვა-თქო? თან მალბორო თაჩი გამოვიდა ახალი,რომელიც არ მომეწონა და ასე დაიწყო ყველაფერი )))))))

dustribushen

წარმატებას გისურვებ

ერთი კვირა თუ გადავლახე მერე ნელნელა შემოვდგავ ფეხს არამწეველთა კლუბში.. ეს ერთი კვირა კრიზისულია ამის გამოცდილება ორჯერ მაქ ორივეჯერ ერთიკვირის თავზე მოვწიე ..

Posted by: kaliboka 27 Mar 2014, 15:44
dustribushen

აბა შენ იცი მეგობარო წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: ditosdeda 27 Mar 2014, 19:14
Lomes
მადლობააა2kiss.gif 18 დღეა უკვე და ძალიან მიხრია,რა დრო გასულააsmile.gif)
ყველას წარმატებას გისურვებთ შეუძლებელი არაფერია.თავიდან დილით ყავის დალვაც კი მიჭირდა ,უფრო ფსიქოლოგიური მომენტია,ვფიქრობდი როგორ ვიქნებოდი იუსიგარეტოდ და უფრო ადვილიიყო იყო ვიდრე მეგონაsmile.gifფორუმიც ძალიან დამეხმარა.

Posted by: dustribushen 27 Mar 2014, 20:45
ყველას მადლობა თანადგომისთვის.. ეს თემაც თავის როლს ასრულებს დადებითს რათქმაუნდა. დღე იწურება და არ მომიწევია ცოტა კი მიჭირს მაგრამ იმდენად ვარწმუნებ თავს რომ მგონია მოვერევი ამ საშინელ სენს.. ყველას ვურჩევ ვინც ანებებს თავს რო არც ერთი ღერი არ მოწიოს.. ერთს მოვწევ და მერე აღარ ეს ყერმინი გააქრეთ გონებიდან :-) წარმატებები თქვენც

Posted by: akaki 27 Mar 2014, 22:43
ditosdeda

18 დღე უკვე სერიოზული შედეგია! სუპერ, გილოცავ!

ვინც თავი დაანებეთ, რითი შეცვალეთ ეს ჩვევა? ვთქვათ სიგარეტი რომ გინებათ რამეს აკეთებთ? თუ კი რას?

მე რაც შემეხება სულ ჭამა მგონი ბევრი მომდის უკვე smile.gif უნდა მოვუკლო აშკარად

თვე და 2 კვირა! smile.gif)

Posted by: ფრენოლოგი 27 Mar 2014, 23:13
ნევროზის და შფოთვების დროს სიგარეტისთვის თავის დანებება ღირს?

არ ვიცი მინდა თუ არა რომ დავანებო, შაკიკი მაქვს და მიმწვავებს მგონი უფრო, თან რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე რომ უბრალოდ მომბეზრდა მწეველი რომ ვარ

მაგრამ მეშინია უაესად არ გავხდე დაძაბულობისგან, თან კიდევ ერთი სტრესი იქნება ორგანიზმისთვის.

ჯობია დაველოდო როდის ვიქნები ცოტათი მაინც გაწონასწორებულ მდგომარეობაში ?

Posted by: Lomes 28 Mar 2014, 01:26
akaki

QUOTE
ვინც თავი დაანებეთ, რითი შეცვალეთ ეს ჩვევა? ვთქვათ სიგარეტი რომ გინებათ რამეს აკეთებთ? თუ კი რას?


ერთდროულად გადავწყვიტე თავის დანებება & ფორმაში ჩადგომა .. ამიტომ დღის რაციონი შემუშავებული მაქვს და ვერც ვჭამ მოკლედ))))მხოლოდ 4 ჯერ დღეში, სამწუხაროდ ტკბილს ვერაფერს (სიგარეტზე მეტად მიყვარს

ჩემი აზრით, 15 დღის შემდეგ ის პერიოდია,რომ გასაძლებად აღარ უნდა მქონდეს საქმე.წარმატებას ვუსურვებ საკუთარ თავს და თქვენც))

Posted by: gloneli1 28 Mar 2014, 01:56
QUOTE
უბრალოდ მომბეზრდა მწეველი რომ ვარ

მსგავსი დამემართა მეც,მაგრამ იმდენად დიდი იყო ფსიქოლოგიური მომენტი-რითი შემეცვალა ეს ჩვევა,რომ უფრო მეტის მოწევა მიწევდა სიგარეტთან განშორებაზე ფიქრში.
ძალიან დამეხმარა ტაბლეტები (champix).პირველად,როცა დალევა დავიწყე,ძალიან ირონიულად ვიყავი განწყობილი.თან თაბლეტებს ვიღებდი,თან ვეწეოდი,მაგრამ
უკვე მეორე დღიდან ვხვდებოდი,რომ სიგარეტს სხვა გემო ჰქონდა.კვირის თავზე საერთოდ აღარ მომიწევია.თვენახევარი მივიღე ეს ტაბლეტები და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე,რომ მისი მიღება დამვიწყებია,სიგარეტი ხომ საერთოდ არ გამხსენებია.ასე დავანებე თავი უკვე 2 წელია.აღარც ჩვევაზე ვფიქრობ.ძალიან ადვილი ყოფილა უსიგარეტოდ ცხოვრება

Posted by: [kitika] 28 Mar 2014, 09:52
https://www.facebook.com/#!/groups/502730676471136/

არამწეველთა კლუბი

შემოგვიერთდით!

Posted by: SkitterZ 28 Mar 2014, 11:34
მე სამსახურში აღარ ვეწევი bis.gif და მოვისენე ყველაზე მეტს აქ ვეწეოდი, ახლა მარტო დალევის პონტი თუ იქნა მაშინ boli.gif

Posted by: ditosdeda 28 Mar 2014, 13:23
akaki
სამწუხაროდ ჯერჯერობით მეც საჭმელი ჩავანაცვლე ,მაგრამ ამის გაკონტროლებაც უკვე შეიძლება.
Lomes ყოჩაღ ,შენ ყველაზე კარგი რამე ჩაგინაცვლებია smile.gif) ყოჩაღ
წარმატებები ყველასსს

Posted by: ლიკლიკა 28 Mar 2014, 14:22
ფრენოლოგი
წარმოდგენა არ მაქვს.

მე ბოლოს კარგად და ძირფესვიანად გავიაზრე , რომ ვბნერვიულობდი, ვეწეოდი დასამშვიდებლად, მერე ორმაგად ვშფოთავდი, მერე ისევ ვეწეოდი ... და მერეე უკვე ათმაგად ვშფოთავდი უკვე ნერვიულობისგან და ბევრი სიგარეტისგან. მივედი დასკვნამდე, რომ სიგარეტი უარესად მოქმედებდა, მხოლოდ სიგარეთის პირთან მიტანის და ბოლის გამოშვების დროს ვმშვიდდებოდი . ამიტომ, გადავაგდე სიგარეტი და ნერვიულობის დროს უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ, ეფექტი გაცილებით უკეთესია lol.gif

შენ ძაან ფუმფულა და ლამაზი ვიღაც გყავს სახლში თუ სწორად მახსოვს, ეგაა შფოთვა-ფორიქოების პირველი წამალი love.gif

Posted by: dustribushen 28 Mar 2014, 14:57
140400 წამია არ მომიწევია და თავს ბედნირრ ადამიანად ვთვლი :-) ყველას ვუსურვებ ამ გრზნობის განცდას :-) აქედან 11700წამი გამონთავისუფლებული დრო დამრჩა რასაც სიგარეტის მოწევას ვამდომებდი.. ფინანსებს და იმ ზიანს აგარ დავწერ რასაც ეს საწამლავი გვაყენებს ჩვენ და ჩვენ ორგანიზმს

Posted by: Lomes 29 Mar 2014, 13:53
ამ თემას ნუ ჩაძირავთ,თორემ დავიწყებ მოწევას))))))



Posted by: bavaria87 29 Mar 2014, 14:13
არანაირი ელექტროსიგარეტი,შემცვლელები და ათასი სისულელეები. გინდა თავის განებება ძმაო? თქვი რომ ამ წუთიდან აღარ ვეწევი და მორჩა. მაქსიმალური ნებისყოფა უნდა გამოავლინო. სამი წელია რაც გავანებე მე თავი სიგარეტს და ამ ხნის განმავლობაში ნაპასიც არ დამირტყავს,არც ვაპირებ და არც მინდა. biggrin.gif სამაგიეროდ ჯანმრთელობა მაქვს სასწაულად მაგარი. სატრაბახოდ არ ვამბობ მაგრამ წელიწადნახევარია გაციება, სიცხე და ტკივილი არ ვიცი რა არის. 37 იც კი არ მქონია ამდენი ხანია. ამის მიზეზი მარტივია.ჯანსაღი ცხოვრების წესი- წესიერი და ნორმალური კვება, უარი ალკოჰოლსა და სიგარეტს და ვარჯიში,სირბილი.კაროჩე ფორმაში ყოფნა რა. და დამიჯერეთ საკაიფოდაც იქნებით და კარგადაც იგრძნობთ თავს

Posted by: ფრენოლოგი 29 Mar 2014, 15:04
ლიკლიკა
QUOTE
შენ ძაან ფუმფულა და ლამაზი ვიღაც გყავს სახლში თუ სწორად მახსოვს, ეგაა შფოთვა-ფორიქოების პირველი წამალი

ზოგჯერ კი, მაგრამ 6 სთზე რომ წამომაგდებს ხოლმე, ან ფარდებზე რომ დაფრინავს და შპალერს ანადგურებს მაშინ უნდ ანახო ჩემი სფოთვები :დ



Posted by: დილა 29 Mar 2014, 15:10
ფრენოლოგი

შპალერს როდის ვანადგურებ... mo.gif

Posted by: ფრენოლოგი 29 Mar 2014, 15:44
დილა
user posted image

Posted by: ვეგა 29 Mar 2014, 17:07
გმირები ხართ smile.gif

იმედია მეც მალე შემოგიერთდებით არადა მაგრად მევასება სიგარეტი მარა ისე მვნებს რო ატაშორი მინდა ავუღო, ფსიქოლოგიურად ვერ განვეწყვე რაც ყველაფრის წინაპირობაა

Posted by: akaki 29 Mar 2014, 22:21
დღეს მაღზიაში სიგარეტის დახლი მომხვდა თვალში, სანამ რიგში ვიყავი გადავხედე ერთ თაროზე დაახლოებით 40 კოლოფამდე იდო.. ეს ის რაოდენობაა რასაც მოვწევდი რომ არ დამენებებია თვი.. და გამიხარდა smile.gif წარმოგიდგენიათ 40 კოლოფის სიგარეტის კვამლი, ჭვარტლი და ბოლი ფილტვებში smile.gif

მაგრამ ფაქტია რომ ჯერ კიდევ მახსენდება სიგარეტი და მინდება ხოლმე.. თუმცა გაცილებით ნაკლებად

Posted by: ლიკლიკა 30 Mar 2014, 00:53
akaki
QUOTE
ფაქტია რომ ჯერ კიდევ მახსენდება სიგარეტი

2007-ში დავანებე თავი და დღემდე მახსენდება და წელიწადში ერთხელ, მაგრამ მაინც მინდება. მთავარია არ მოვწიოთ biggrin.gif


ფრენოლოგი
QUOTE
6 სთზე რომ წამომაგდებს ხოლმე, ან ფარდებზე რომ დაფრინავს და შპალერს ანადგურებს

ა, კაი, ჩათვალე არაფერი მითქვამს lol.gif

VAN-WEGA
QUOTE
გმირები ხართ

ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეა. რომ მახსენდება რომ შევძელი და შევეშვი საოცარი კმაყოფილების გრძნობა მეუფლება bis.gif

Posted by: Lomes 30 Mar 2014, 02:30
შაბათი გადაილახა, თან ისე,რომ არც მიფიქრია მოწევა,ხვალაც და... მერე ისევ რეჟიმი

Posted by: RedBulla 30 Mar 2014, 14:24
სადღაც 7 წელი ვეწეოდი smile.gif
ნუ 1 კოლოფი მყოფნიდა 2 დღეს
აი 1 იანვრიდან კიდე არ მომიწევია bis.gif

Posted by: dustribushen 30 Mar 2014, 15:53
მეოთხე დღეა მიუხედავად იმისა რო მაგრად მინდება მაინც არ ვეწევი.. ხშირად ვატრიალებ იმ აზრს რო ერთი ღერიც რო მოვწიო წასულია ჩემი საქმე:-) ხოდა ვუძლებ ჯერჯერობით, იმაზე კაი შეგრძნება არაფერია რო ძვდები როგორ სუფთავდება ორგანიზმი და და თითქოს ჰაერმაც გემო იცვალა და უფრო სასიამოვნო გახდა სუნთქვა

Posted by: Lomes 30 Mar 2014, 16:46
RedBulla

QUOTE
აი 1 იანვრიდან კიდე არ მომიწევია


bis.gif

მე -18 დღეა ... ვითვლი ))

dustribushen

არც ერთი ღერი არ ღირს. პირველ ღერს კარგად ვერ მოწევ და მერე, გემრიელად მოსაწევად ,მე-2 მოგინდება, მერე კიდევ ერთიც- გაასამებ )))))) და ასე იწყებ ხელახლა

Posted by: Nemewisu 30 Mar 2014, 16:57
კაკრას მანდ გავჭედე გუშინ,

მესამე თვეა არ მივკარებივარ და მეთქი ერთი ღერი ან ერთი ნაპასი რას იზამსთქო =) მაგრამ გავუძელი და ეხლა ვფიქრობ უეჭველი კიდე მოვწევდი და დღესაც გავაგრძელებდი დილიდან =)

არ გირჩევთ არავის თუ გაქაჩეთ დიდი ხანი ერთი ღერი ყველაფრის წყალში ჩაყრის ტოლია

Posted by: dustribushen 30 Mar 2014, 17:50
QUOTE (Lomes @ 30 Mar 2014, 16:46 )


dustribushen

არც ერთი ღერი არ ღირს. პირველ ღერს კარგად ვერ მოწევ და მერე, გემრიელად მოსაწევად ,მე-2 მოგინდება, მერე კიდევ ერთიც- გაასამებ )))))) და ასე იწყებ ხელახლან

მართალი ხარ არ ღირს არც ერთი ღერის მოწევა.. სიგარეტთან თამაშიც არ ღირს ზოგი რო აიღებს და ხან მოუკიდებელს ათამაშებს და ასე შემდეგ

Posted by: Lomes 31 Mar 2014, 12:51
შაბათ-კვირამ ჩაიარა მშვიდად, გავუძელი ცდუნებას ! ვამაყობ..აღარ მგონია,ამაზე ერთულ სიტუაციაში აღმოვჩნდე )))

Posted by: F4R2 31 Mar 2014, 15:13
თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი გამოცდილება გთხოვთ მირჩიოთ:
1. რომელია ხარისხიანი და ნორმალური ელექტრონული სიგარეტი?
2. ელექტრონული სიგარეტისა და ტაბექსის კომბინირებული გამოყენება თუ შეიძლება და მავნებელი ხომ არაა?


Posted by: dustribushen 31 Mar 2014, 16:53
ამის დედაც მოვწიე მოვეიე მოვწიე... ამ ქვეყანაში ხო სანერვიულო არ ილევა ხოდა სტრესმა მომიღო ბოლო ვიტმინე ვიტმინე და ვერ მოვითმინე... ჩავფლავდი რა

Posted by: ditosdeda 31 Mar 2014, 17:16
QUOTE (dustribushen @ 31 Mar 2014, 16:53 )
ამის დედაც მოვწიე მოვეიე მოვწიე... ამ  ქვეყანაში ხო სანერვიულო არ ილევა ხოდა სტრესმა მომიღო ბოლო ვიტმინე ვიტმინე და ვერ მოვითმინე...  ჩავფლავდი რა

cry.gif 1 ღერი მოწიე? ხდება ხოლმე,გააგრძელე ისევ ღთითქოს არ მოგიწევია.
მე ისევ სათვალავი ამერია მერამდენე დღეაsmile.gif)) ზოგჯერ ძალიან მინდება ,მაგრამ ისე ძალიანაც არა თავი რომ ვერ მოვთოკო


Lomes
როგორ მიდიდის საქმეები? მე და შენ გადავლახეთ მგონი კრიზისიsmile.gif

Posted by: Lomes 31 Mar 2014, 17:30
dustribushen

არა,სანერვიულოს ნუ დააბრალებ ))) თუ გინდა,არ მოწევ და გაუმკლავდები

ditosdeda

მივდივარ მშვიდად )) რთული დღეები გადაილახა

დაახლოებით ,9 მარტიდან აღარ ეწევი

Posted by: dustribushen 31 Mar 2014, 17:43
QUOTE (ditosdeda @ 31 Mar 2014, 17:16 )

cry.gif 1 ღერი მოწიე? ხდება ხოლმე,გააგრძელე ისევ ღთითქოს არ მოგიწევია.
მე ისევ სათვალავი ამერია მერამდენე დღეაsmile.gif)) ზოგჯერ ძალიან მინდება ,მაგრამ ისე ძალიანაც არა თავი რომ ვერ მოვთოკო

ბევრი მოვწიე და ხვალაც იგივე მელის რადგან ცუდი რამეები ხდება ჩემსკენ.. ვეცდები ზეგიდან ისევ გავაგრზელო და დგეს და ხვალ იმაზე ნაკლები მოვწიო რასაც ადრე ვეწეოდი.. ცუდია როცა რაღაც კარგს ცდილობ და გზად დიდი განსაცდელები გევლინება

Posted by: ლიკლიკა 31 Mar 2014, 18:08
dustribushen
ცუდ რამეს დავწერ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ იმედი მაქვს შენზეც და სხვაზეც ეს დადებითად იმოქმედებს სიგარეტის დანებების ამბავში.
ქორწინებიდან 9 წლის თავზე ველოდებოდი პირველ შვილს. მოხდა ისე, რომ ჩემი გადარჩენა მოახერხეს , მაგრამ სამშობიაროდან ცარიელი წამოვედი.
ყველა და ყველაფერი მეკიდა, მაგრამ მოვახერხე იმდენი და გავიაზრე რომ სიგარეტი ვერავის დამიბრუნებდა და ვერც დამამშვიდებდა. გადავაგორე ის ეტაპიც და ახლა უკვე მაგრად მიხარია ისევ რომ არ დავიწყე smile.gif

Posted by: dustribushen 31 Mar 2014, 19:26
მძიმე მოსასმენია ეს ამბავი და ნამდვილად სამაგალითო. იმედია ახლა ყველაფერი წესრიგში გაქვს ცხოვრებაში

Posted by: F4R2 31 Mar 2014, 21:31
QUOTE
თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი გამოცდილება გთხოვთ მირჩიოთ:
1. რომელია ხარისხიანი და ნორმალური ელექტრონული სიგარეტი?
2. ელექტრონული სიგარეტისა და ტაბექსის კომბინირებული გამოყენება თუ შეიძლება და მავნებელი ხომ არაა?


boli.gif

user.gif

Posted by: dustribushen 2 Apr 2014, 11:33
QUOTE (F4R2 @ 31 Mar 2014, 21:31 )
QUOTE
თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი გამოცდილება გთხოვთ მირჩიოთ:
1. რომელია ხარისხიანი და ნორმალური ელექტრონული სიგარეტი?
2. ელექტრონული სიგარეტისა და ტაბექსის კომბინირებული გამოყენება თუ შეიძლება და მავნებელი ხომ არაა?


boli.gif

user.gif

არ მიქარო და ეგ სიგარეტი არ იყიდო ორმაგად დამოკიდებული გახდები და ცალკე ნერვებს დაიწყვეტ ორ სამ ნაპასში ჯდება და მტელიდღე მაგის ტენვას უნდები.. თანაც ეგ თხევად ნიკოტინს შეიცავს და Vერ დაგანებებინებს თავს, ახლა კარტრიჯების ყიდვა და ვაფშე ნერვების საშლელია და არ გირჩევ

Posted by: F4R2 2 Apr 2014, 12:31
dustribushen
QUOTE
არ მიქარო და ეგ სიგარეტი არ იყიდო ორმაგად დამოკიდებული გახდები და ცალკე ნერვებს დაიწყვეტ ორ სამ ნაპასში ჯდება და მტელიდღე მაგის ტენვას უნდები


გრინსმოუქი-ს ელექტრონული სიგარეტიც ცუდია? sad.gif

Posted by: ditosdeda 2 Apr 2014, 20:11
დღეს ძალიან მინდება სიგარეტი არ ვიცი რატომ;((( რა თქმა უნდა არ მოვწევ მაგრამ დღეს თავს უბედურად ვგრძნობ მარტო იმიტომ რომ არ ვეწევი.ხო სისულელეა მაგრამ ეხლა ასე ვფიქრობ.მაინც არ მოვწევ და მერე გამეხარდება.რა მჭირს დღესსსსსსსსსსსსსსსსს

Posted by: mate111 2 Apr 2014, 21:09
აღარ უნდა მოწიო და ვსო ნელ-ნელა თავის დანებებას აზრი არააქვს ტყუილა არ ეცადოთ

Posted by: Lomes 2 Apr 2014, 21:36
ditosdeda

კარგი რა, წარმოუდგენელი შაბათ -კვირა გადავლახე და + მუდმივად სთულ სიტუაციაში ვარ , არ გაბედო მოწევა )))

დაწექი ,დაიძინე ))))))

Posted by: Kobalty 2 Apr 2014, 23:34
QUOTE (F4R2 @ 2 Apr 2014, 12:31 )
dustribushen
QUOTE
არ მიქარო და ეგ სიგარეტი არ იყიდო ორმაგად დამოკიდებული გახდები და ცალკე ნერვებს დაიწყვეტ ორ სამ ნაპასში ჯდება და მტელიდღე მაგის ტენვას უნდები


გრინსმოუქი-ს ელექტრონული სიგარეტიც ცუდია? sad.gif

ხუმრობთ?
ძალიან მაგარი სიგარეტია გრინსმოუქი.
ეფექტურიც, შეჩვევაც მიზერული აქვს და თანდათან კლებულობს..
არც დატენვაა პრობლემა, კარგი ბატარია აქვს..
9-10 თვე ისე დამანებებინა თავი 15 წლის მოწევის სტაჟიან კაცს, რომ 1 ნერვი არ ამტოკებია..
მე ორი ხელით ყველას ვურჩევ ამ სიგარეტს..

Posted by: tojina22 3 Apr 2014, 15:36
ჯანდაბააააა !
იმდენს ვჭამ, რომ დავანებო და უცებ ბრახ და მერე გავსუქდე??? აი მერე რა ვქნა ??? ( ეს ყველაზე ისეთი პრობლემააა რა , და მიზეზი , დებილური ... )
სინამდვილეში , 6 წელია ვეწევი და საკმაოდ დამოკიდებული ვარ ...
რა ჯანდაბა ვქნა sad.gif
როგორ ,,გადავაგდო'' ეს ოხრობა? sad.gif
დიხანია აღარ მაქვს...
ვხვდები , რომ მაგრად მვნებს , მაგრამ მაინც ვერ ... პახოდუ ნუ ფინანსებიც... mad.gif
ალენ კარის ,, ბოლო სიგარეტი'' რომ ვცადო ?
ან ის რაღაც ახალი წამალი რომ გამოვიდა???
გამომივა ნეტავ რამე ? sad.gif

Posted by: kaliboka 4 Apr 2014, 00:33
QUOTE (tojina22 @ 3 Apr 2014, 15:36 )
ჯანდაბააააა !
იმდენს ვჭამ, რომ დავანებო და უცებ ბრახ და მერე გავსუქდე??? აი მერე რა ვქნა ??? ( ეს ყველაზე ისეთი პრობლემააა რა , და მიზეზი , დებილური ... )
სინამდვილეში , 6 წელია ვეწევი და საკმაოდ დამოკიდებული ვარ ...
რა ჯანდაბა ვქნა sad.gif
როგორ ,,გადავაგდო'' ეს ოხრობა? sad.gif
დიხანია აღარ მაქვს...
ვხვდები , რომ მაგრად მვნებს , მაგრამ მაინც ვერ ... პახოდუ ნუ ფინანსებიც... mad.gif
ალენ კარის ,, ბოლო სიგარეტი'' რომ ვცადო ?
ან ის რაღაც ახალი წამალი რომ გამოვიდა???
გამომივა ნეტავ რამე ? sad.gif

ყველაფერი გამოგივა და აუცილებლად უნდა ცადო smile.gif გასუქებას რაც შეეხება სუფთა ფსიგოლოგიური ამბავია. მე პირადად ყველაზე დიდ ხანს 2 თვე მქონდა დანებებული, და დავანებე წყლის სმით, როცა მომინდებოდა სიგარეტი ძალიან ბევრ წყალს ვსვამდი. წყალი არ გაგასუქებს და პირიქით სასარგებლოც კია smile.gif ალენ კარის წიგნს აქებენ მაგრამ, მე წავიკითხე დიდი ხნის წინ და სიმართლე რომ ვთქვა გამაღიზიანა იმიტომ რომ მუდმივად იკითხებოდა ქვეტექსტი "შენ არ გინდა სიგარეტი" "შენ არ ხარ დამოკიდებული" და ა.შ თან ამ ყველაფერს შეიძლება ხვდებდე მაგრამ ალბათ დადებითად უნდა იმოქმედოს, პირადად ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა მაგრამ მაინც ცადე. სამწუხარო სტაჯი 7 წელი მაქვს.

და 1 კითხვა მაქვს, რამე ორგანიზაცია არ არსებობს რომ გავწევრიანდეთ და ერთობლივი შეკრებებით დანებება იქნებ უფრო გაგვიადვილდეს?!

Posted by: Lomes 4 Apr 2014, 01:23
kaliboka

QUOTE
ორგანიზაცია არ არსებობს რომ გავწევრიანდეთ და ერთობლივი შეკრებებით დანებება იქნებ უფრო გაგვიადვილდეს?!


სიგარეტის კოლოფს რომ აწერია გახსოვს? " მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ 116001, ზარი უფასოა " - დაგირეკავს? ))) არც კი გადის ზარი

შემოგვიერთდი ფორუმზე, თუ მანდამაინც სეანსები არ გინდა)))))) (წრეში დამსხდარნი რომ ვისაუბრებთ,ისეთი )

13 რიცხვიდან აღარ ვეწევი. იშვიათად მინდება ,მინდება როცა არ ვაკეთებ არაფერს, ტვინის ზოგ უჯრედს რომ აღაგზნებს უსაქმურობა,აი , იმ დროს და მეგობრებთან ერთად როცა ვარ, ვსვამთ და ეწევიან..

ასეთ ადგილებში გაუჩერებლად ვჭამ,რამდენ ღერსაც მოვწევდი ,იმდენ ჯერზე ვიღებ საჭმელს. ბოლო პერიოდის ფოტოებში მე თავჩარგული ვარ, ისინი თავაწეული ეწევიან))))))))

Posted by: kaliboka 4 Apr 2014, 02:18
QUOTE (Lomes @ 4 Apr 2014, 01:23 )
kaliboka

QUOTE
ორგანიზაცია არ არსებობს რომ გავწევრიანდეთ და ერთობლივი შეკრებებით დანებება იქნებ უფრო გაგვიადვილდეს?!


სიგარეტის კოლოფს რომ აწერია გახსოვს? " მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ 116001, ზარი უფასოა " - დაგირეკავს? ))) არც კი გადის ზარი

შემოგვიერთდი ფორუმზე, თუ მანდამაინც სეანსები არ გინდა)))))) (წრეში დამსხდარნი რომ ვისაუბრებთ,ისეთი )

13 რიცხვიდან აღარ ვეწევი. იშვიათად მინდება ,მინდება როცა არ ვაკეთებ არაფერს, ტვინის ზოგ უჯრედს რომ აღაგზნებს უსაქმურობა,აი , იმ დროს და მეგობრებთან ერთად როცა ვარ, ვსვამთ და ეწევიან..

ასეთ ადგილებში გაუჩერებლად ვჭამ,რამდენ ღერსაც მოვწევდი ,იმდენ ჯერზე ვიღებ საჭმელს. ბოლო პერიოდის ფოტოებში მე თავჩარგული ვარ, ისინი თავაწეული ეწევიან))))))))

smile.gif)

კი დამირეკავს და მეც ვერ ვესაუბრე ვერავის, lol.gif lol.gif აქ ფორუმზე კაი ხანია ვარ ისედაც, უბრალოდ კარგი იქნებოდა რაიმე ორგანიზაცია, მაგრამ ერთი აზრი არ მასვენებს.

ხომ იცი რო ფიქრობ, აი სოგარეტს რო თავი დავანებო, როცა ვეწეოდი მაგ დროს რა უნდა გავაკეთოო? და შენს გონებას რომ ებრძვი, უფრო სწორად გონებაში რო აბრძოლებ რაღაცეებს რომ არ გინდა რაიმე ალტერნატივა მოუძებნოს ამ მოწევის დროის შეცვლას lol.gif lol.gif აი ეგრე ვფიქრობდი რო დავუშვათ, მივედი ამ ორგანიზაციაში თქო, იქედან რო გამოვალ მერე უფრო უკეთ რო დავფიქრდე სიგარეტის გადაგდებაზე, ხომ უნდა მოვწიო თქო help.gif help.gif "დარდთა განსაქარვებლად" :დ

Posted by: ლიკლიკა 4 Apr 2014, 02:38
dustribushen
QUOTE
ახლა ყველაფერი წესრიგში გაქვს ცხოვრებაში

yes.gif

QUOTE
სიგარეტის კოლოფს რომ აწერია გახსოვს? " მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ 116001, ზარი უფასოა

ნაცნობი ესაუბრა ვირაცას და მერე ბრაზობდა, ფასიანი ყოფილაო biggrin.gif

Posted by: Lomes 4 Apr 2014, 03:18
kaliboka

QUOTE
იქედან რო გამოვალ მერე უფრო უკეთ რო დავფიქრდე სიგარეტის გადაგდებაზე


ჯერ არ ხარ მზად "გადასაგდებად" ))))

მე თემა რომ აღმოვაჩინე, მგონი მე2 დღესვე მოვეშვი ,გაუაზრებლად, სიმართლე გითხრა . ნუ მანამ ,2-2 თვიანი მცდელობა მქონდა და "1 ღერის მოწევით რომ არ შავდება არაფერი და ისევ მწეველი ხდები " კატეგორიაში აღმოვჩნდი.

არ გჭირდება არანაირი სეანსი, 2 კვირაში ნაკლებად მოგინდება,მთავარია გადაეჩვიო ხელების ქნევას (სიგარეტის ამოსაღებად ) , წამოხტომას (მოსაწევად აივანზე გავდიოდი ) რიტუალებს ( გაღვიძებისას,დაძინებისას ,ჭამის შემდეგ მოწევას)

მოკლედ, დაეხმარე საკუთარ თავს ,რომ მოგინდება მაშინ )))

Posted by: tojina22 4 Apr 2014, 11:14
kaliboka
ღამე ვუყურებ ხოლმე სერიალს, ,,კრიმინალური აზროვნება'' ... ხო და ეგ რომ მთავრდება, ყოველთვის ვდგებოდი , ვეწეოდი, მერე ვწვებოდი და ვიძინებდი ...
და გუშინ , რომ დამთავრდა , ის-ის იყო ადგომა დავაპირე, რომ უცებ გონებაში დამარტყა, როგორ უნდა გავიყინო აივანზე ... biggrin.gif მოძუძგული ვიდგე და თან ვამთქნარებდე... მერე შემოვიდე გაყინული , ხელები აუცილებლად უნდა დავიბანო,კბილებიც უნდა გავიხეხო მეორედ და ისევ კრემი უნდა წავისვა, (რომ სუნმა არ შემაწუხოს) მერე ჩავწვე ჩემს ქუნქულა საწოლში და მაინც შემაწუხოს ამ ჩემივე სიგარეტის სუნმა....
ხო და აღარ ავდექი biggrin.gif
გადავტრიალდი, დასაძინებლად, ცოტა კი გამიჭირდა , მაგრამ მაინც მოვახერხე smile.gif
იქნებ ჯერ ეგრე დავიწყო, რომ ღამით აღარ ავდგე ხოლმე მოსაწევად... smile.gif

QUOTE
და 1 კითხვა მაქვს, რამე ორგანიზაცია არ არსებობს რომ გავწევრიანდეთ და ერთობლივი შეკრებებით დანებება იქნებ უფრო გაგვიადვილდეს?!

არა მგონია sad.gif , რავი ყოველშემთხვევაში მე არ გამიგია ,ასეთი ორგანიზაციის არსებობაზე არაფერი ...

Posted by: kaliboka 4 Apr 2014, 22:04
tojina22
biggrin.gif ხო ეგ ძაან ცუდი მომენტია მაგრამ დარწმუნებული ვარ გაუძლებ ამ კრიზისულ მომენტებს, მოკლედ პირველი კვირა და მეორე მესამე თვეა საშინელება.

Lomes

საერთოდ ჩემი უდიდესი პრობლემა ისაა რომ მგონი ნებისყოფა საერთოდ არ მაქვს ეგეთ რამეებში. როგორც ვთქვი 2 თვე მქონდა დანებებული ყველაზე მეტი და მერე ვითომ რაღაც პრობლემის შემდეგ გავაგრძელე ისევ, არადა მიზეზს ვეძებდი უბრალოდ, საშინელებაა... smile.gif)

ბარემ, აქ მგონი ყველა ჩვენები ვართ და biggrin.gif ჩემს პრობლემასაც დავწერ.

სიგარეტი მე პირადად პირდაირი მნიშვნელობით მკლავს, სიგარეტს რომ ვეწევი დაახლოებით ნახევარს რომ ჩავცლი შემდეგ ფეხებში ძალა აღარ მაქვს, თავბრუ მეხვევა, და ძილისკენ მაქვს მიდრეკილება და რაც ყველაზე მთავარია ვეღარ ვაზროვნებ ნორმალურად, მეცვლება "ხედვა" ყველაფერს რაღაც შენელებულ კადრებში ვხედავ და თუ რამე "ასწრაფდება" იქაურობას თუ არ გავერიდე შეიძლება ცუდად გავხდე. ეს რა საშინელი გრძნობაა ვერც კი გადმოგცემთ. არადა ეს უკვე დაახლოებით მე-5 წელია გრძელდება. სულ 7 წელია რაც ვეწევი პირველი 2 წელიწადი ეგეთი რამ არ მაქხსოვს. ველოსპორტსმენი ვიყავი და სულით ახლაც ვარ და ვიქნები სიკვდილამდე. ვფიქრობ ველოსიპედით სიარულით იქნებ გადავაგო თქო...
ეს შეგრძნება ყველაფერში ხელს მიშლის, სამსახურში,სწავლაში, მეგობრებთან, ოჯახში და ა.შ
მოკლედ ყველას გისურვებთ ჩვენი "ნისლმოცული" კლუბიდან წასვლას smile.gif

Posted by: dustribushen 5 Apr 2014, 03:40
პირველად როცა ეს თემა ვნახე მეორე დილით დავანებე თავი ნუ სულ 4 დღე გავძელი და ერთმა ღერმა დამღუპა მეც. ახლა დილიდან ისევ უნდა ვცადო გადაგდება. 4დღე ბევრი არაა მარა საკმარისი აღმოჩნდა რომ მეგრძნო თუ როგორ სუფთავდებოდა ორგანიზმი და ვიწყებდი სრულფასოვნად სუნთქვას. ვიწყებ შეტევას და იმედია ამ ცდაზე გადავლახავ ამ დაბრკოლებას ან უარეს შემთხვევაში წინა შედეგს მაინც გავაუმჯობესებ :-) წარმატებები ყველას

Posted by: kaliboka 5 Apr 2014, 12:45
QUOTE (dustribushen @ 5 Apr 2014, 03:40 )
პირველად როცა ეს თემა ვნახე მეორე დილით დავანებე თავი ნუ სულ 4 დღე გავძელი და ერთმა ღერმა დამღუპა მეც. ახლა დილიდან ისევ უნდა ვცადო გადაგდება. 4დღე ბევრი არაა მარა საკმარისი აღმოჩნდა რომ მეგრძნო თუ როგორ სუფთავდებოდა ორგანიზმი და ვიწყებდი სრულფასოვნად სუნთქვას. ვიწყებ შეტევას და იმედია ამ ცდაზე გადავლახავ ამ დაბრკოლებას ან უარეს შემთხვევაში წინა შედეგს მაინც გავაუმჯობესებ :-) წარმატებები ყველას

აბა შენ იცი მეგობარო, აუცილებლად გადააგდებ smile.gif წარმოიდგინე როგორ მოგსდევთ მწეველები ჩვენი კლუბიდან რომ გაგაძევოთ biggrin.gif ხანჯლების ჰაერში ტრიალით biggrin.gif

Posted by: type-r 5 Apr 2014, 13:35
ვაა მაგარი თემაა
ყველას ვუსურვებ თავის დანებებას სიგარეტზე
მეც 5 თვეა აღარ ვეწევი არადა ძალიან დამოკიდებული ვიყავი და ბევრს ვეწეოდი
სიგარეტთან ერთად ყავასაც ბევრს ვსვავდი
ეხლა სიგარეტს და ყავას ერთად დავანებე თავი smile.gif
არავინ არასოდეს თქვას როდესაც მინდა მაშინ დავანებებ თავს სიგარეტს, დიდი ნებისყოფა მაქვსო
როდესაც ამას ამბობს გულში სხვაგვარად ფიქროსბს იცის რომ ძალიან გაუჭირდება და თავს თვითონ იიმედებსbiggrin.gif
ხო კიდევ მინდა ავღნიშნო რომ, გამონათქვამი: ნელ-ნელა სიგარეტს თავს დავანებებ ესეც სუსტი ნებისყოფის ადამიანის გამონათქავამია ( შეურაწმყოფად არავინ მიიღოს)
ნელ ნელა სიგარეტზე თავის დანებება მე პირადად აფსურდად მიმაჩნია ვერ ანებებ თავს მაინც
თუ ანებებ ან ერთი ხელის მოსმით უნდა გადააგდო ( და ყველაზე მთავარ 4-5 დღიან ჯოჯოხეთში იცხოვრო და შემდეგ მთელი ცხოვრება სამოთხეში გაატარო)
თუ არადა უნდა დანებდე ეშმაკს და მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთში იყო
მე პირადად ერთი ხელის მოსმით გადავაგდე
როდესაც მინდებოდა სასუსნავებს მივირთმევდი, ყურადღება ან თამაშებზე გადამქონდა, ან უცბად სუფთა ჰაერზე გავდიოდი და ღრმად ჩავისუნთქავდი და ცოტას შვებას ვგრძნობდი
4-5 დღე ძალიან გამიჭირდა
ჯირყვლების ტკივილი და პირის ღუს გამოშრობა, მაგრამ წყალსაც ვსვავდი ბლომად ძალიან ეხმარება მოთხოვნილების დაძლევაში
4-5 დღის მერე უკვე ნელ ნელა შემიმცირდა მოთხოვნილება , 10 დღის მერე სუნი ოდნავ ცუდად მხდიდა
30 დღის შემდეგ სულ გამიქრა მოთხოვნილება
მოვიმატე წონაში 7-8 კილო
მაგრამ ვარჟიში დავიწყე და კარგ ფორმაშიც ჩავჯექი smile.gif
ეხლა მაგრად მისწორდება რომ არამწეველების რიცხვს მივეკუთვნები
ცხოვრებას სულ სხვა თვალით უყურებ
ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ
თავიდან სრულიად გამიქრა ის ფიქრები რომ როდესმე ცუდი ავადმყოფობა შემხვდება სიგარეტის მოწევის გამო ( ეს ფიქრები ყველა მწეველს თან დაყვება მუდამ)
და ყველაზე მთავარი მინდა აღვნიშნო !!!!!!!!! ნერვოზი მქონდა ძალიან ძალიან საშინელი და რაც სიგარეტს და ყავას თავი დავანებე 40-50% ით შემიმცირდა სიმპტომები

ეს იყო ჩემი ისტორია biggrin.gif

ყველას წარმატებებს გისურვებთ



Posted by: kupara 5 Apr 2014, 17:38
ნელ-ნელა დანებებას აზრი არააქვს ერთიანად უნდა შეძლო და მოიშორო ეს ჭირი რა

Posted by: ditosdeda 6 Apr 2014, 01:25
25 დღეა და არ ვეწევ, ჯერჯერობით მაინც მინდება მაგრამ უკვე შემიძლია უარის თქმა ჩემი თავისთვის. ყველას წარმატება შეუძლებელი არაფერია ვისაც უნდა დანებება აუცილებლად დაანებებსwink.gif






type-r უკვე აღარ გინდება საერთოდ?

Posted by: ditosdeda 7 Apr 2014, 15:51
რა ხდება აბა როგორ ხართ? ხომ აღარ გეწევინებათwink.gif მე უკვე ნელ ნელა მავიწყდება ,ვხვდები რომ ,კონკრეტულ შემთხვერვაში სიგარეტი არ მიშველისwink.gif ძალიან მიხარია რომ არ ვეწევი

Posted by: tojina22 7 Apr 2014, 15:57
ditosdeda
მეც მინდა რომ აღარ ვეწეოდეეეეე.... sad.gif არ ვყიდულობ სპეციალურად, ამდენმა მათხოვრობამაც დამღალა და მემგონი ისევ ჯობია ვიყიდო biggrin.gif

Posted by: imerelo 7 Apr 2014, 17:34
ყველას გილოცათ ხარებას რაც შეეხება თემას მაგარი თემაა მეც დავანებე სიგარეტს თავი მე და დავანებე იმით რომ გულზე შემაწუხა თუ სადმე გულის ექიმი იყო ყველგან ვიყავი და არაფერი არ გჭირსო სიგარეტი გიშვებაო პულს მიტოვებდა რაც თავი დავანებე ძელიან კარგათ ვგრძნობ თავს თან ვარჯიშიც დავიწყე ვინც ეწევით ყველას გირჩევთ დაანებოთ მართლა საწამლავია გისურვებთ ჯანმრთელობას

Posted by: Lomes 9 Apr 2014, 03:50
28-ე დღეა არ ვეწევი bis.gif





თემას ნუ ჩაძირავთ!

Posted by: რერე 9 Apr 2014, 10:25
რა მტკივნეულია ხოა რიცით ჩემთვის ეს თემა sad.gif მგონია რომ,ყველაზე დიდი "ლომკა" მაქვს თქვენ შორის. გულის პრობლემები შემექმნა და მაინც ვერ ვანებებ სიგარეტს თავს... მე მეგონა იქნებ ეხლა მაინც დავანებო თქო მაგრამ,ვერა რა ვერა... დამეხმარეთ რა smile.gif ყველაზე მარტივი გზა მირჩიეთ როგორ დავანებო თავი ?

Posted by: marta007 9 Apr 2014, 13:59
F4R2
QUOTE
თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი გამოცდილება გთხოვთ მირჩიოთ:
1. რომელია ხარისხიანი და ნორმალური ელექტრონული სიგარეტი?

მე სუმთლად თავის დანებება არ გამომდის...
ერთი კვირაა რაც ე-სიგარეტზე გადავედი, ჩვეულებრივი სიგარეტი აღარ მინდება,
რავი მავნებელი არააო და თავს თუ სულ ვერ დავანებებ, ესეც შეღავათია.

რომელი უფრო ხარისხიანია ვერ გეტყვი, მე საშუალო ფასის ვიყიდე ჩინურია, MS ქვია,
გარეგნულად სიგარეტს გავს. ერთი ნაკლი ისაა, დატენვა ხშირად ჭირდება.
არის სხვაგვარებიც, რომელიც მთელი დღე დაუტენავად ძლებს, ორი დღეც...
მოკლედ გარკვევა უნდა ტექნიკურ ამბებში რასაც კონსულტანტი ჩაგიტარებს.
ცუდი ისაა, რომ რაც გამიგია მხოლოდ გუდვილში და ეკო მაღაზიაში იყიდება ე-სიგარეტი და
კატრიჯები.
პ.ს. ახალი თემა ხომ არ გაგვეხსნა ე-სიგარეტელებისთვის?
რავი, ხელი არ შევუშალოთ, ვისაც დანებება უნდა.

QUOTE
2. ელექტრონული სიგარეტისა და ტაბექსის კომბინირებული გამოყენება თუ შეიძლება და მავნებელი ხომ არაა?

ეს ნაღდად არ ვიცი, ისე არსებობს ე-სიგარეტისთვის ხსნარები, რომელიც თანდათან
ანებებინებსო და რავი აბა...

Posted by: tojina22 10 Apr 2014, 10:54
რერე
მემგონი მე და შენ ჯობია გავერთიანდეთ sad.gif საშინლად ვარ ...

Posted by: [kitika] 10 Apr 2014, 17:08
QUOTE
UOTE
2. ელექტრონული სიგარეტისა და ტაბექსის კომბინირებული გამოყენება თუ შეიძლება და მავნებელი ხომ არაა?


ტაბექსი არის მედიკამენტი და ანაცვლებს ნიკოტინს ციტიზინით, ელ სიგარეტი კი როგორც ვიცი არის განსხვავებული აკრტრიჯებით და ზოგი შეიცავს ნიკოტინს, ანუ გამოვა რომ იღებ ორმაგ დოზას მსგავსი ნივთიერების ერთის მხრივ ციტიზინს და მეორეს მხრივ ნიკოტინს, ამან შეიძლება გამოიწვიეს ისეთივე შეგრძნება როგორიცაა დოზის გადაჭარბების დროს....

რა თქმა უნდა არაა სასურველი! თუ ელ სიგარეტი არ იქნება უნიკოტინო.

ტაბექსი ვისაც დაულევია იცის რომ სიგარეტის მოწევის სურვილი იმიტომ იკარგება რომ ნიკოტინზე მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ორგანიზმში და შენ თუ დამატებით კიდევ ნიკოტინს მიაწვდი ელ სიგარეტით რა გამოვვა??? იგივე რაც სიგარეტი მოგიწევია.

Posted by: glueker 10 Apr 2014, 18:14
9დღეა არ მომიწევია. პირველი სამი დღე თავი მტკიოდა და პირი სულ გამომშრალი მქონდა.ახლა თავი აღარ მტკივა, მაგრამ პირის სიმშრალე კიდევ მაქვს ხოლმე. წარმოვიდგენ 1 ღერი, რომ მოვწიო რამხელა სიამოვნებას მივიღებ მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერევი თავს

Posted by: kerilyn 11 Apr 2014, 01:22
ზუსტად შვიდი წელია ვეწევი და არასდროს არ დამინებებია თავი და არც მომდომებია დანებება .ეს ბოლო პერიოდია სუკლ ვფიქრობ რომ უნდა დავანებო მაგრამ ვერაფერს ვერ ვშვები sad.gif

Posted by: რერე 11 Apr 2014, 05:33
QUOTE (tojina22 @ 10 Apr 2014, 10:54 )
რერე
მემგონი მე და შენ ჯობია გავერთიანდეთ sad.gif საშინლად ვარ ...

შენ არ ვიცი მაგრამ, მე აი ეს ღამის თენება მაქ უკვე ცხოვრების წესად გადაქცეული და 1 პაჩკა სიგარეტს რათქმაუნდა ვეწევი ხოლმე gigi.gif მერე სანამ გული არ გამიტრაკებს მანამდე თუ არ ვეწევი, მოკიდებული მაინც მაქვს ხოლმე სიგარეტზე gigi.gif gigi.gif რავქნა არვიცი. აი ვერ ვანებებ თავს და რავქნა biggrin.gif დავანებებ თქო ვიძახდი ეს დღეები მაგრამ ვიღვიძებ თუარა მავიწყდება წინადღის ნაფიქრი და გადაწყვეტილი ყველაფერი biggrin.gif

Posted by: ANGELofDEATH 11 Apr 2014, 06:31
9 წელია უკვე ვეწევი, მეც მინდა დავანებო თავი... გარშემო თითქმის ყველა ეწევა... და ვერ მივედი იმ წერტილამდე რომ გადავწყვიტო საბოლოოდ ! რამოდენიმე დღეა ტაბექსი ვიყიდე, მემგონი დროა დავიწყო დალევა, ვნახოთ რა გამოვა.

ნორმალური ელ სიგარეტი სად შეიძლება რომ შევიძინო და რა ღირს ხომ არ იცით?

ამ ყურზე დასამაგრებელ პატარა მაგნიტს ძალიან კარგი გამოხმაურებები აქვს რუსულ ფორუმებზე. ვინმეს გამოგიყენებიათ? ან იცით აქ სადმე თუ იყიდება?
http://ne-kurim.ru/articles/medicine/zerosmoke/
წარმატებები smile.gif

Posted by: jumbo 12 Apr 2014, 07:41
15 წელი ვეწეოდი სიაგრეტს, დღეში მინიმუმ 1 კოლოფს, არც ცუდად არ ვგრძნობდი თავს, არც სუნთქვაზე ახდენდა გავლენას, არც ხველა მქონდა....
მაგრამ ერთ ღამეს მოვწიე ბოლო სიგარეტი, და მე-2 დილას ვთქვი რომ აღარ მინდა....მას შემდეგ 4 წელი გავიდა და საერთოდ არ მომიწევია....სიმართლე გითხრათ არც მინდა.....
ერთადერთი მინუსი..... +4 კოლოგრამი...

ამასაც მონდომება უნდა და დავიკლებ... smile.gif

Posted by: dustribushen 15 Apr 2014, 02:00
შეგნებულად აღარ ვპოსტავდი ამ ათი დღის განმავლიბაში იმიტომ რომ ნაკლებად ვტვირთავდი გონებას სიგარეტზე ფიქრით.. მგონი გადავლახე რაღაც ეტაპი და უკვე აგარ მინდება ისე საშინლად როგორც პირველ დღეებში.. მართალია კოშმარი გამოვიარე მაგრამ ეს ამად ღირს. შეუძლებელი არაფერია თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოგივათ. წარმატებები ყველას

Posted by: Lomes 15 Apr 2014, 04:04
ერთი თვე და ერთი დღე




მიხარია.. დღეს მომენატრა მოწევა

Posted by: kaxa-lom 15 Apr 2014, 04:18
წელიწადი გამიხდა, არ უნდა ამას ბორგვა დავაი ვიში, ეს მომივა, ის მომივაო, მომენტალურად ავიღე და ხევში გადავაგდე, ვსიო, მორჩა ზღაპარი. სულიერად განეწყვე და შეიზიზღე, წარმოიდგინე რა გზას გადის ორგანიზმში, როგორ გსპობს, შეაძულე შენ თავს, უტარე შენს თავს ანტი პროპაგანდა და მიაღწევ მიზანს, მოიძულებ როგორც ვიღაცა ან საზიზღარ ძველ მოგონებას

Posted by: ვეგა 15 Apr 2014, 12:26
QUOTE
ტაბექსი

მაგასაც კაი ბლომად უკუჩვენებები უწერია

Posted by: Stalker563 15 Apr 2014, 18:20
მეგობრებო სხვა თემა ვერ ვნახე უბრალოდ არ ვიცოდი სად დამეწერა, ვიფიქრე აქ დავწერ თქო, ბოდიში თუ უადგილო ადგილას დავწერე.

ესეიგი ვარ 17 წლის და ვეწეოდი 4-5 თვე დღეში მაქსიმუმ 4-5 ღერს , ბოლო დროს დავაფიქსირე, რომ ყოველი ღერის მოწევის შემდეგ ვგრძნობდი ტკივილებს გულ-მკერდის არეში. 3 დღეა არ მომიწევია მაგრამ ტკივილები ისევ მაქვს, ყრუდ ხან ერთი მხარე ამტკივდება ხან მეორე :@ რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძაან მეშინია :/

Posted by: temotemuka 15 Apr 2014, 23:49
დავამთავრე ტაბექსი ერთი თვის წინ და დღეს კვლავ ვეწევი ველოდები ორი თვის გასვლას ახლიდან რომ დავიწყო დალევა :დ

Posted by: nin777 16 Apr 2014, 01:21


რაღადროს სიგარეტია

.....................................

ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

Posted by: Lomes 16 Apr 2014, 02:34
temotemuka

ტაბექსის გარეშე შეძლებ თავის დანებებას .. როცა მოგინდება

Stalker563

ექიმი გჭირდება და კარდიოგრამაც ალბათ, ნუ მოწევ chups.gif

Posted by: benito777 16 Apr 2014, 12:46
ვისაც მოტივაცია გჭიირდებათ თავის დასანებებლად ერთს გეტყვით;

8 თვეზე მეტია რაც თავი დავანებე, სურვილი რომ არ მიჩნდება მოწევის ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ.

უბრალოდ ადრე სამსახურის მერე მკვდარივით რომ ვიყავი და ერთი სული მქონდა სახლამდე მომეღწია რომ წამოვწოლილიყავი, ეხლა რას ვაკეთებ?



ვვარჯიშობ სამსახურის მერე givi.gif

ვერწ კი წარმოიდგენთ რას კარგავთ მაგ სიგარეტის გამო smile.gif

Posted by: Lomes 16 Apr 2014, 16:11
QUOTE
ვერც კი წარმოიდგენთ რას კარგავთ მაგ სიგარეტის გამო


benito777

ვერ ვხვდები ჯერ,როგორც ჩანს ))))) მენატრება მოკიდება,მოწევა და გაბოლება )))

ვარჯიშის ამბავში,მეც .. ადრე 20 საფეხურის ავლა ძალიან მიჭირდა ახლა დავრბივარ და აქტიურად ვვარჯიშობ, წონაში არ მომიმატია თვე და 3 დღეა ,მეტიც, დაკლებას ვაპირებ

Posted by: JeuANeT-GiO 16 Apr 2014, 16:25
გუშინ ვიპოვე ეს თემა და გავწყვიტე მეც დამენებებინა თავი, 5 წლიანი სტაჟი მაქვს,
გუშინს მერე სიგარეტი არ მომიწევია და კვდები მგონია, რას არ ვაკეთებ რო არ ვიფიქრო სიგარეტზე მაგრამ არ გამომდის იქნება რამე მირჩიოთ თOრე ძალიან ცუდად ვაარ : ( sad.gif sad.gif

Posted by: nin777 16 Apr 2014, 23:59
benito777
Aქამდე რატო არ Dააბებე მერე
8 ტვე არაა Bევრი biggrin.gif

P.ს სიცხიანი ვპოსტავ biggrin.gif

Posted by: goga555 17 Apr 2014, 12:34
ელექტრო სიგარეტს ვეწევი უკვე 1.5 თვეა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ამ ხნის მანძლიზე ერთხელ გავსინჯე და რაღაც ცუდიშეგრძნება მქონდა და ძალიან მძიმედ მომეჩვენა
აი ესაა ვისაც გჭირდებათ გირჩევთ ამას http://d-ecigarette.com/index.php?route=product/product&path=67&product_id=83

Posted by: isset 17 Apr 2014, 14:38
რავი იქნებ გადაგდოთ სიგარეტი
https://www.facebook.com/photo.php?v=10152357239324414&set=vb.89775004413&type=2&theater

Posted by: tojina22 17 Apr 2014, 15:07
ვსო, იმ კვირიდან , ტრენაჟორებსაც ვიწყებ , სიგარეტსაც თავს ვანებებ , ჯანსაღ საკვებსაც ვეძალები და კაცებშიც აღარ დავდივაააააააააარ biggrin.gif lol.gif lol.gif


(ბოლო ხუმრობით , მაგრამ დანარჩენი რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავაკეთო tongue.gif )

Posted by: isset 17 Apr 2014, 15:13
tojina22
ამ ვიდეოს პონზე ? biggrin.gif

Posted by: ditosdeda 17 Apr 2014, 17:40
9-ში გახდა 1 თვე რაც აღარ ვეწევი .ზოგზერ ძალიან მენატრება ,ზოგჯერ არც მახსენდება და სხვა რომ ეწევა ვღიზიანდები.წონაში მოვიმატე საგრძნობლად,მაგრამ ყველაფერს ეშველევბა მთავარია არ ვეწევი

Posted by: nin777 17 Apr 2014, 17:54
კარგიტ რა ხალხო სიგარეტმა Uნდა გაჯიბოთ?
აღAრ მოწიო და მორჩA )

Posted by: tojina22 17 Apr 2014, 19:19
isset
QUOTE
ამ ვიდეოს პონზე ?

აბა ვიდეო ? tongue.gif

Posted by: forumelikaci 17 Apr 2014, 19:29
მწეველი 17 წლიანი სტაჟით ,,,თითქმის 2 წელია აგარ ვეწევი,ნუ ჯერ არ ვეწევი მერე როგორ იქნება არვიცი, ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

ადრე ყოველთვის სტროგად ვიყავი 69-75 კილო,,ანუ ზაფხულში 69-70 კილო მაქსიმუმ და ზამტარში 73-75 კილო მაქსიმუმ (ნუ ახალი წელი და ა.შ)
ეხლა კი რაც თავი დავანებე სიგარეტს 75-83 კილო ვარ ,ანუ ზაფხულში დაფიქსირდა მინიმუმი 75 კილო და ამ ზამთარს ვიყავი 85 კილო,

ანუ მოშნად მოვიმატე წონაში help.gif

შეიძლება ასაკმაც იცის 37 + წლის ვარ

Posted by: isset 17 Apr 2014, 22:16
tojina22
https://www.facebook.com/photo.php?v=10152357239324414&set=vb.89775004413&type=2&theater

Posted by: tojina22 18 Apr 2014, 15:02
isset
ისედაც ვაპირებდი , მაგრამ ამ ვიდეოს დღეს ვუყურე უკვე 5 ჯერ biggrin.gif და ამ დროისთვის მხოლოდ 1 ღერი მაქვს მოწეული tongue.gif boli.gif

Posted by: isset 18 Apr 2014, 23:27
tojina22
ეგრე გარძელე, და ერთი ღერის მეორედიც გეყოფა ცოტახანში

Posted by: tojina22 18 Apr 2014, 23:57
isset
5 საათამდე გავქაჩე, sad.gif სამაგიეროდ 5 საათიდან ამ დრომდე 6 ღერი მოვწიე უკვე sad.gif

Posted by: ვეგა 21 Apr 2014, 22:27
ალბათ იქნებოდა ამ თემაში ელექტრონულ სიგარეტზე საუბარი და ღიირს გადასვლა?

ვაბშე რა ფენომენია და რაღაცას ასხავ ხო? თუ ეგენიც სხვადასხვანაირია ? და თვითონ მავნებელი არაა?

Posted by: Q 7 22 Apr 2014, 01:50
tojina22

პირადი გამოცდილებიდან გეტყვი რომ ეგრე ცოტცოტათი უფრო გაგიჭირდება და ვერც დაანებებ,
მაგრამ ეგ პერიოდი საჭიროა თუ მართლა გინდა დანებება.
დანებების პირველი მტერი არის ფიქრი სიგარეტზე, საერთოდ რომ არ იფიქრებ აღარც მოგინდება war.gif




Posted by: ლიკლიკა 22 Apr 2014, 14:55
forumelikaci
QUOTE
შეიძლება ასაკმაც იცის 37 + წლის ვარ

yes.gif არ დაიწყო მოწევა, წონას ვერ დაარეგულირებს სიგარეტი უკვე.

Q 7
QUOTE
ცოტცოტათი უფრო გაგიჭირდება და ვერც დაანებებ,

yes.gif

Posted by: Ciara 22 Apr 2014, 17:36
ჯერ ძლიერი სურვილი
მერე საკუთარი თავის კონტროლის უნარი და ბოლოს დიდი ნებისყოფა

Posted by: Lomes 26 Apr 2014, 01:37
1 თვე და კიდევ ნახევარი !



მენატრება,მაგრამ გასაძლებად boli.gif

Posted by: imerelo 2 May 2014, 18:16
ხალხო დაანებეთ თავი მაგ ეშმაკის მოგონილმა როგორ უნდა გაჯობოთ თავ რატო იავადმყოფებთ ჯერ ისედაც მოწამლულია ჰაერი და კველანაირი პროდუქტი რას ვჭამთ არავინ იცის და კიდე მაგას ეწევით მეც ვეწეოდი რათქმაუნდა მეც გამიჭირდა დანებება მაგრამ ეხლა იმას ვნანობ რატო აქამდე არ დავანებე თავი ყველას მოგიწოდებთ მწეველებს სერიოზულ დაავადებებს იწვევს მე თამბაქოს ქარხანაში ვმუშაობდი და ვიცი სიგარეტის უარყოფითები დადებითი არაფერი არაქ ძალიან ცუდია გისურვებთ მალე დანებებას და ჯანმრთელობას

Posted by: SnowFlakes 3 May 2014, 02:01
რაც ბაზარზე შემოდის (საქართველოში მითუმეტეს) რათქმა უნდა არ არის სუფთა პროდუქტი. აქედან გამომდინარე სიგარეტი არის ქიმიური ნაერთი რომელიც ნამდვილად სპობს ორგანიზმს,აბერებს,პროვოცირებას უკეთებს კიბოს უჯრედების წარმოქმნას და იწვევს ნევროზს/დეპრესიას,უძილობას და განუკურნებელ სიზარმაცეს!

კიდევ ბევრი უკუჩვენებებია,რისი ჩამოთვლაც ახლა არ შემიძლია.

უნდა გაიაზროს ეს ყველა მწეველმა და მოინდომო იყო ჯანმრთელი,ენერგიული,აგდიოდეს უკეთესი სუნი და იყო პროდუქტიული.

ვეწეოდი ონ ენდ ოფფ 12 წელი. ხშირი თავის დანებებებით.
ამჯერად დავანებე და შანსი არაა მოვწიო,ატანა აღარ მაქვს სიგარეტის.

არაფერი დამილევია,არც ნელ ნელა დამინებებია. ერთ დღეს აღარ მოვწიე და თურმე რა მშვენიერია სმოუქ ფრი ცხოვრება bis.gif
* * *
დილით დაღლილს მეღვიძებოდა.
ახლა ადვილად ვდგები და გემრიელი ყავაც მშვენივრად მერგება.

თავი მტკიოდა ხშირად და წნევა მქონდა დაბალი.

სიგარეტი ნამდვილად კლავს! smile.gif

Posted by: fiamifero 8 May 2014, 11:21
დანებებაში გამოცდილი ხალხი ხართ და რამე მირჩიეთ რა. მეორე კვირაა რაც დავანებე 12 წლიანი მწეველობის შემდეგ და სადღაც მესამე დღიდან ვიხრჩობი ხველებით. ამდენი არ მიხველებია მთელი სოცოცხლის მანძილზე. ლამისაა ისევ დავიწყო მარტო იმის გამო, რომ ეს მთელი ღამე ხველება შეწყდეს როგორმე.

მსგავსი პრობლემა თუ გქონიათ და რით გიშველიათ? smile.gif

Posted by: Lomes 11 May 2014, 14:38
fiamifero

გადაივლის ,12 წლის ამბავია ))
მე დავლევდი სპაზმის მომხსნელს,ან დამამშვიდებელს ,ან რამეს ,რა ვიცი ))


2 თვე გახდება 13 ში .... სიზმარში მოვწიე ღამით, მომეწონასავით.. მაწუხებს დილით საშინელი გემო,სიგარეტის მოწევის დროს ამაზე უარესი არ იყო . დიდხანს უნდა გაგრძელდეს?

Posted by: tchumba 11 May 2014, 20:07
Mec davanebe,magram Rom davlie gavafutune Da es damgupavs mgoni,magram mainc unda davanebo

Posted by: GENTLE GIRL 16 May 2014, 19:35
როგორ ხართ აბა?
მე ღირსეულად ვაგრძელებ ჩემს სასურველ არამწეველობას.

პირველი ღერიდან ბოლო ღერამდე შუალედია 10 წელი.ამ ათი წლიდან ბოლო 6 წელი აქტიური მწეველი ვიყავი.ანუ არამწეველობის მინიმუმ 6 წელი მჭირდება,რომ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ორგანიზმისადმი.

biggrin.gif

Posted by: ვეგა 16 May 2014, 21:16
Lomes
გემო სხვა ფაქტორსაც შეუძლია, მაგალითად კუჭნაწლავის პრობლემას smile.gif

Posted by: gentoo 16 May 2014, 21:47
12 წლიდან 28 წლამდე აქტიური მწეველი ვარ ანუ რამდენი დამჭირდება რომ სრულად გამოვიყსყიდო დანაშაული?

Posted by: type-r 17 May 2014, 13:08
https://www.facebook.com/photo.php?v=776046422436357&set=vb.335270636513940&type=2&theater

ეს ვიდეო გაიხსენეთ მაშინ როდესაც სიგარეტზე მოკიდებას დააპირებთ

Posted by: tojina22 22 May 2014, 14:32
1 000 000 - ჯერ ვთქვი უკვე და ვიფიქრე, ეს ბოლო ღერია, ეს ბოლო კოლოფი სიგარეტი ვიყიდე, ამასაც მოვწევ და ვსო , ამ კოლოფსაც ჩავცლი და ვსო ....
ვსო და ჯანდაბა ჩემს თავს...
ისტერიულად მინდა რომ გადავაგდო , აღარ მინდა ვეწეოდე ... sad.gif
როგორ შევძლო , როგორ მოვიკლა ეს სურვილი ? რა ჯანდაბა გავაკეთო ??? არაფერი გამომდიიიიიიიიიიის და ნერვები მეშლება ჩემს თავზე... mad.gif sad.gif

Posted by: Lomes 22 May 2014, 19:42
tojina22

მეტად მოინდომე smile.gif მოეშვი ბევრ ფიქრს და ერთ დღეს ,როცა საერთოდ არ ელოდები,გადაწყვეტ smile.gif მე ახლა არ მახსოვს,რატომ გადავწყვიტე და მოვეშვი ))

მოწევა მინდება ყოველ დღე და მოუწეველ დღეს ვაპლუსებ . 2 თვე და კიდევ 10 დღეა არ ვეწევი

VAN-WEGA

ნო, ნელ-ნელა გადის smile.gif


Posted by: TaTa_TaTuLi 23 May 2014, 00:24
tojina22

QUOTE
ისტერიულად მინდა რომ გადავაგდო , აღარ მინდა ვეწეოდე ...

ზუსტად შენსავით ვიყავი. მეც არაფერი გამომდიოდა smile.gif

ერთ მშვენიერ დღეს კი ჩემთვისაც მოულოდნელად სტრესებისა და ზედმეტი ძალდატანების დავამთავრე.
არაფერია შეუძლებელი, როცა რაღაც ძალიან გინდა. შენც გამოგივა აუცილებლად smile.gif
აი, Lomes-იც ამას ამბობს
QUOTE
ერთ დღეს ,როცა საერთოდ არ ელოდები,გადაწყვეტ




პ.ს. უკვე 2 წელი, 4 თვე და 10 დღეა არ ვეწევი smile.gif

Posted by: tojina22 23 May 2014, 11:24
Lomes
TaTa_TaTuLi
ასე მგონია მაგის ნებისყოფა არ მაქვს sad.gif და ძალა არასდროს მეყოფა რომ ეს გავაკეთო ...
არა და იმდენი რამე/ვინმე ,,გადამიგდია'' ცხოვრებაში tongue.gif და ამ რაღაც ,,ჯოჯოხეთის მაშხალას'' როგორ ვერ უნდა მოვერიო ??? mad.gif sad.gif

Posted by: benito777 4 Jun 2014, 17:09


მგონია საუკუნე გავიდა რაც ბოლო ღერი მოვწიე, არადა სულ რაღაც 10 თვეა smile.gif


უბრალოდ მოთმინება იქონიეთ და გაქრება მოწევის სურვილი.

თითქოს არც არასოდეს ვეწეოდი, ვერ წარმომიდგენია უკვე ჩემი თავი სიგარეტთან ერთად baby.gif

Posted by: ლიკლიკა 4 Jun 2014, 23:29
benito777
QUOTE
თითქოს არც არასოდეს ვეწეოდი, ვერ წარმომიდგენია უკვე ჩემი თავი სიგარეტთან ერთად

up.gif
ყოჩაღ შენ. საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდე და მიხარია, რომ გამოგივიდა 2kiss.gif

Posted by: benito777 4 Jun 2014, 23:47
ლიკლიკა
QUOTE
ყოჩაღ შენ. საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდე და მიხარია, რომ გამოგივიდა 2kiss.gif



გაიხარე შენ

დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Lomes 6 Jun 2014, 00:48
მომინდა ისევ დაწყება... არა და მიტყდება საკუთარი თავის!

Posted by: ვეგა 7 Jun 2014, 13:01
ამ რაღაც დასატენ კაფსულებიან სიგარეტს აქებენ და თქვენ რას იტყვით???

Posted by: ლიკლიკა 7 Jun 2014, 20:17
Lomes
არ გინდა. თუ მოწევ მერე უფრო გაგიტყდება, მერე გაბრაზდები საკუთარ თავზე, სრული დისკომფორტი გექნება, არ გინდა რაა .

Posted by: bum 8 Jun 2014, 11:56
ოთხი წელი ვეწეოდი

მეოთხე თვე დაიწყო მემგონი არღარ მომიწევია


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Lomes 8 Jun 2014, 16:25
ლიკლიკა

ჰო,ნამდვილად არ მინდა, სიგარა ვცადე და საერთოდ როგორ ვეწეოდი,მიკვირს







13 ში 3 თვე გახდება !

Posted by: STAFFI_1991 8 Jun 2014, 19:06
11 წელი ვეწეოდი და დავანებე, არც ლომკა მაქ არც არაფერი აი ესე რა ჩვეულებრივად აღარ ვეწევი და მორჩა biggrin.gif

Posted by: Hеllhаmmеr 15 Jun 2014, 17:02
ამოვწევ
ბოლო გუშინ მოვწიე , ინგლისი-იტალია რომ მორჩა user.gif
ცუდად ვარ და რამე user.gif

Posted by: GENTLE GIRL 25 Jun 2014, 01:13
ისტორიული თარიღია,ზუსტად ნახევარი წელია ერთი ნაპასიც არ მომიწევია.

არანაირი ლომკა,ნევროზი,გასუქება არ ყოფილა.

up.gif up.gif up.gif

Posted by: მაქსი 25 Jun 2014, 06:25
4 წელი ვეწეოდი სისტემატიურად და ამავდროულად წინა ზახზულს დავიწყე ვარჯიში დარბაზში , შემდეგ სირბილზეც გადავედი გარეთ დავიწყე სირბილი და მივხვდი რომ აშკარად ხელს მიშლიდა ნიკოტინი ,იმდღესვე დავანებე თავი , ხველებ-ხველებით დავრბოდი 3-4 თვე ნახველი მქონდა , ეხლა უკვე 1 წელი გავიდა რაც აღარ ვეწევი და მართლა რასაც ქვია ზიზღი მაქვს სიგარეტის მიმართ , ჯერ მხოლოდ ნაპასს რომ ურტყავ და მოშვებას რო გრძნობ უცაბედ გამოფიტვას , მარტო მაქედან ეტყობა თუ როგორ ასუსტებს ორგანიზმს ნელ-ნელა მაგრამ ძლიერად , ეხლა ჯანმრთელი ვარ უკვე ათლეტური აღნაგობით გოგოების ყურადღებასაც ვიქცევ , თუ გინდათ ნებისმიერ მწეველს ვესპარინგები და დავიფიცები რომ პირველივე რაუნდში გავგზავნი ნოკაუტში , კიდე სიბერეში გარანტი აქვს არა მწეველ და ჯანსაღი ცხოვრებით მცხოვრებ ხალხს რომ ვიღაცის მოსავლელი არ იქნება და თავის თავს თვითონ მოუვლის რადგან სირბილი ფეხებს ამაგრებს და საერთოდ ყველა კუნთის ვარჯიში სასარგებლოა აწყმოსთვის და მომავლისთვისაც.

Posted by: რერე 29 Jun 2014, 01:15
8 წელი ვეწეოდი სიგარეტს და 3 დღის წინ ვთქვი აღარ მოვწევ მეთქი და არ მომიწევია smile.gif დღეს 1 ღერი მქონდა სახში და ნაპასი რო დავარტყი მაგრად არ მესიამოვნა smile.gif დავანებებ,აუცილებლად დავანებებ mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: zuhonda 2 Jul 2014, 00:01
QUOTE (i_k_s_1 @ 11 May 2013, 11:14 )
ავიდეს თემა მაღლა და ყველამ დაწეროს ვინც თავი დაანება, როგორ ხერხს მიმართა.

ყველაზე ეფექტურ მეთოდს ვწერ,ესე დავანებე თავი,რომ გადავაგდე შემდეგს უკვე აღარ მოვუკიდე და ეგაა.

Posted by: Lomes 3 Jul 2014, 04:09

QUOTE
ველაზე ეფექტურ მეთოდს ვწერ,ესე დავანებე თავი,რომ გადავაგდე შემდეგს უკვე აღარ მოვუკიდე



მოწევა კლავს

Posted by: rati nwt 13 Jul 2014, 17:00


მენტალისტი გამოგადგებათ სიგარეტისთვის თავის დანებებაში.

yes.gif

Posted by: Domaci 13 Jul 2014, 17:14
QUOTE
მომინდა ისევ დაწყება... არა და მიტყდება საკუთარი თავის!



1 წელი მქონდა დანებებული და ისევ ვაქუილებ ეხლა .


ამაზე დიდი ###ობა ცხოვრებაში არ მიქნია .

Posted by: TaTa_TaTuLi 13 Jul 2014, 23:01
Domaci
QUOTE
1 წელი მქონდა დანებებული და ისევ ვაქუილებ ეხლა .

რა დასანანია sad.gif
გამოასწორე მერე, რაღას ელოდები smile.gif

Posted by: ლიკლიკა 14 Jul 2014, 17:16
Lomes
რა ხდება შენთან?

Posted by: Domaci 15 Jul 2014, 12:40
TaTa_TaTuLi

QUOTE
რა დასანანია  
გამოასწორე მერე, რაღას ელოდები 



კარგი თუთუნი მაქვს ეხლა . მოვრჩები და დავანებებ.

ძაან ცუდია რა სიგარეტი.

მოტივაცია მომიკლა საერთოდ
გამაზარმაცა
რეჯიმიც ამერრია
პროდუქტიულობა 0

Posted by: T1TAN 18 Jul 2014, 07:42
დავანებე თავი bis.gif

ოღონდ ორი საათია, ვირბინე, და არ მთხოვს ორგანიზმი. ეხლა რომ დავიძIნებ და გამეღვიძება მერე თქვი შენ.
3 დღე გადამატანინა, ისე პრიონციპშI ნიკოტინის ტაბლეტებიც მაქვს და დავღეჭავ თუ რამეა.

..
გადააგდეთ ხალხნო გადააგდეთ ეს საწამლავი, 10 კილომტერს შეუსვენებლივა გავრბოდი და ეხლა მე-5 კილომეტრზე ლამის მოვკვდი მარცხენა მხარე საერთოდ გამიჩერდა

დედაც რა სიგარეტის ვინები აკეთებენ ჩვენზე ფულს!!!

Posted by: Domaci 21 Jul 2014, 13:22
T1TAN





QUOTE
დავანებე თავი 

ოღონდ ორი საათია, ვირბინე, და არ მთხოვს ორგანიზმი. ეხლა რომ დავიძIნებ და გამეღვიძება მერე თქვი შენ.
3 დღე გადამატანინა, ისე პრიონციპშI ნიკოტინის ტაბლეტებიც მაქვს და დავღეჭავ თუ რამეა.

..
გადააგდეთ ხალხნო გადააგდეთ ეს საწამლავი, 10 კილომტერს შეუსვენებლივა გავრბოდი და ეხლა მე-5 კილომეტრზე ლამის მოვკვდი მარცხენა მხარე საერთოდ გამიჩერდა

დედაც რა სიგარეტის ვინები აკეთებენ ჩვენზე ფულს!!!



1 წელი რომ გავა დანებებიდან მერე გამოეხმაურე ამ პოსტს ))

Posted by: MRlurch 21 Jul 2014, 14:08
წელიც გავიდა და მეტიც რაც დავანებე, ვარჯიში რაც დავიწყე სულ დაკიდებული მაქ სიგარეტი. უბანში კი მიფუილებენ ხოლმე ცხვირ პირში მარა მაინც არ მაქ ისეთი მოთხოვნა რო აუ თუ არ მოვწიე მოვკვდები, ხანდახან მახსენებს თავს მარა წამიერია და ქრება up.gif up.gif . არაფერი არ გამომიყენებია ავდექი ერთ დღეს და გადავაგდე არც კლებით არც ელექტროთი არც ნიკოტინის რამით იმენა პროსტა კარგად მახსოვს 8 ნომერი კენტის პაჩკა მედო ჯიბეში 2 ღერით დავკუჭე და გავუშვი ნაგავში yes.gif .

Posted by: GIOXxXGIO 22 Jul 2014, 12:54
გლანდების ოპერაცია გავიკეთე 5 დღეა არ მომიწევია სახლიდან არ გავსულვარ და ალბათ მაგიტომაც არ მაქ ლომკები 7 წელია ვეწევი დანებებას ვაპირებ ალბათ გრინ სმოუქს დავიხმარებsmile.gif ვნახოთ რა გამოვა
* * *
კიდე მაინტერესებს დალევის დროს რო მოვწიო მარტო..საშუალოდ დალევა თვეში 2 ჯერ 3 მჯერ მიწევს სიფხიზლეში არ მოწევისგან ხელს შემიშლის? ანუ მეორე დღეს უფრო მომინდება? რახან წინა ღამეს მოვწიე მთვრალზე?

Posted by: DEME. 24 Jul 2014, 13:20
3 დღეა არ მომიწევია
bis.gif

Posted by: T1TAN 26 Jul 2014, 05:38
გრძელდება ნიკოტინთან ბრძოლა sa.gif

Posted by: choko_ 17 Aug 2014, 01:05
ამოვწევ ამ თემას

იმედია შემოგიერთდებით დღეიდან

არ ვიყიდე სპეციალურად სიგარეტი და ვნახოთ აბა ...

Posted by: Slow 17 Aug 2014, 03:02
-მე მიყვარს ჩემი სხეული
-სიგარეტი მას ანადგურებს
-არავის და არაფერს მივცემ უფლებას ის დააზიანოს
-მე აღარ ვეწევი ...

Posted by: 2kS1N 19 Aug 2014, 01:41
ბიჭოო ერთხელ ვცადე და მესამედღეს იმენა ვერ გავძელი მაგრად მომინდა და მოვწიე.
ეხლაც მესამე დღეა აღარ ვეწევი და სასტიკად მეწევინება. რამდენი ხანი უნდა ვიყო ასე? user.gif
არადა ისე მევასება სიგარეტი რო უნდა დავანებო თავი. იშვიათად გაბოლებით უნდა ვიკაიფო.

Posted by: DreAmeRshalva 25 Aug 2014, 15:37
მოკლედ დღეში ვეწევი 2 კოლოფ სიგარეტს.
ჩავანაცვლე ელექტრო სოგარეტით (ერთი ორი ღერი თუ შემომეწია მაქსიმუმ)

საბოლოოდ ვინმემ გამაგებინეთ, ეს ელექტრო სიგარეტი უფრო მალე მომკლავს თუ 2 კოლოფი სიგარეტი დღეში smile.gif

Posted by: rAtI:* 2 Sep 2014, 21:55
QUOTE (DreAmeRshalva @ 25 Aug 2014, 15:37 )
მოკლედ დღეში ვეწევი 2 კოლოფ სიგარეტს.
ჩავანაცვლე ელექტრო სოგარეტით (ერთი ორი ღერი თუ შემომეწია მაქსიმუმ)

საბოლოოდ ვინმემ გამაგებინეთ, ეს ელექტრო სიგარეტი უფრო მალე მომკლავს თუ 2 კოლოფი სიგარეტი დღეში smile.gif

არ ქნა ეგ ვარესად მავნეა ვარესად ფილტვებს ანადგურებს სპობს არ უყურებ არაფერს ტო
* * *
QUOTE (GIOXxXGIO @ 22 Jul 2014, 12:54 )
გლანდების ოპერაცია გავიკეთე 5 დღეა არ მომიწევია სახლიდან არ გავსულვარ და ალბათ მაგიტომაც არ მაქ ლომკები 7 წელია ვეწევი დანებებას ვაპირებ ალბათ გრინ სმოუქს დავიხმარებsmile.gif ვნახოთ რა გამოვა
* * *
კიდე მაინტერესებს დალევის დროს რო მოვწიო მარტო..საშუალოდ დალევა თვეში 2 ჯერ 3 მჯერ მიწევს სიფხიზლეში არ მოწევისგან ხელს შემიშლის? ანუ მეორე დღეს უფრო მომინდება? რახან წინა ღამეს მოვწიე მთვრალზე?

არ ქმა ეგრე ვქენი 3 თვე არ ვეწეოდი და უცებ ბახ და პირველივე დალევამ არ შემაბრუნა აი მერე უმატე შეუგნებლად დალევას რო მომეწია ლუდი და აი ისევ დავიწყე საბოლაოდ ყველაფერს წყვეტს ნებისყოფა 1 თვე 3 დღეა ლომკა დანარჩენი უკვე ჩვევა, შენ ჩვევა უნდა დაძლიო მწეველებს არ ერიდო ეს ისე არ აღიქვა თითქოს რაღაცას კარგავდე ... ესეთი აზრით დავანებე და აბა თქვენ რავიცი

Posted by: ლიკლიკა 2 Sep 2014, 23:19
Domaci
QUOTE
1 წელი მქონდა დანებებული და ისევ ვაქუილებ ეხლა .


ამაზე დიდი ###ობა ცხოვრებაში არ მიქნია .

mo.gif



-------------------------
რამდენიმე დღის წინ მომინდა სასტიკად. 7 წელია აღარ ვეწევი. ისე არაადამიანურად მომინდა ჩამქრალი სიგარეტი "მოვწიე "
ასე იწყებენ მოწევას, ჯერ ჩმქრალი, მერე ანთებული ნაპასის გარეშე, მერე კვირაში ერთი ღერი, მერე დღეში ნახევარი და ეს ყველაფერი გამახსენდა და შემეშინდა, გადავაგდე ის ერთი ღერიც.
ან საერთდ რატომ იყო და საიდან ის ერთი ღერიც mo.gif

Posted by: natia_natia9 18 Sep 2014, 12:04
სიგარეტი ყელის კიბოს მართლა აჩენს? :დდ

Posted by: maroko 7 Oct 2014, 23:06
რა ქენით, ყველამ დაანებეთ? თუ ყველამ ისევ დაიწყო?

მე დღეს დავიწყე ტაბექსი, სიგარეტს ვეწევი, რაოდენობაც არ შემიმცირებია, მეგონა ეს თავისთავად მოხდებოდა და რამდენსაც მინდოდა, იმდენს ვეწეოდი, წეღან კოლოფში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ არაფეროც არ შემიმცირებია. სიგარეტს კი შეეცვალა თითქოს გემო, გამწარდა.
ხვალ ვაპირებ დავანებო.
სტაჟი 15 წელი აქტიური მწეველი

Posted by: starshi12345 16 Oct 2014, 01:33
დილიდან ვაპირებ თავის დანებებას, სოეციალურად უსიგარეტოდ დავრჩი ამაღამ და ვნახოთ რა იქნება მგონი ადრეც ვპოსტავდი აქ მაგრამ ვერ გავანებე 1 კვირაზე მეტი და ახლა ვნახოთ აბაა

Posted by: levvani 16 Oct 2014, 10:59
maroko
QUOTE
მე დღეს დავიწყე ტაბექსი, სიგარეტს ვეწევი


ტაბექსს რამოდენიმე დღეში აქვს ეფექტი


Posted by: pelevin 24 Oct 2014, 17:06
ე-სიგარეტი

Origen v.2 + Mech Mod NEMESIS (18350 accu) + Kick Module

user posted image

KayFun Lite + Eleaf iStick 20W

user posted image

Posted by: nit123 18 Nov 2014, 18:08
2 თვეა დავანებე სიგარეტს თავი..
მაგრამ, მაქვს ძალიან მძემე შეგრძნება ბრონქებთან.... თითქოს ნახველი მაქვს, რომელიც არ ამომდის... არ მახველებს, მაგრამ სპაზმივით მაქვს
... რისი ბრალია?

Posted by: fel 19 Nov 2014, 13:48


nit123
ექიმთან მიდი და რამე ნახველის ამოსაღები უთხარი რო გაათხელოს ან ექიმიც არ გინდა აფთიაქში იკითხე

Posted by: datkaaa 24 Nov 2014, 12:56
24 დღე არ მომიწევია
ეს რაიყო... drug.gif 3 კოლოფი დღეში user.gif

Posted by: pelevin 26 Nov 2014, 16:14
ე-სიგარეტი
უფრო სწორედ "ინჰალატორი", რადგან ელექტრონული "ბოლი" სინამდვილეში ორთქლია.
user posted image

Posted by: anna2266 26 Nov 2014, 22:41
მეც ბევრჯერ ვცადე დანებება მაგრამ უშედეგოდ sad.gif( უბრალოდ სუსტი ფსიქოლოგია მაქვს და მეტი არაფერიიი smile.gif))

Posted by: koba1973 27 Nov 2014, 06:56
anna2266
QUOTE
მეც ბევრჯერ ვცადე დანებება მაგრამ უშედეგოდ ( უბრალოდ სუსტი ფსიქოლოგია მაქვს და მეტი არაფერიიი ))

ალენ კარის ნაშრომი ძალიან დაგეხმარება. უფასოდ დევს ნეტში. 4 წელზე მეტია აღარ ვეწევი მაგის დახმარებით. არადა ვერაფრით ვანებებდი თავს.

Posted by: nia4u 1 Dec 2014, 19:03

3 მარტივი რჩევა სიგარეტის თავის დანებების მსურველებს
http://www.lollipop.ge/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
იქნებ გამოადგეს ვინმეს...

Posted by: GentlеGirl 2 Dec 2014, 23:37
მიყვარს ეს თემა smile.gif

22 დღეში გახდება ერთი წელი,რაც სიგარეტი გავაძევე ჩემგან, ერთი ნაფაზიც კი არ მომიწევია.

ამ ერთი წლის განმავლობაში იყო შემთხვევები,როდესაც ალკოჰოლით იმდენად გაბრუვდა ტვინი,მეორე დღეს მეგონა ერთი ღერი მოვწიე,რომელიც თითქმის არ მახსოვსთქო... ყველას ვეკიტხებოდი და ვაფიცებდი დედამიწას მართლა მოვწიე თუ არათქო. საბედნიეროდ არ მომიწევია.

ისე, მარიხუანა რომ მოწიო, სუფთად და ჯანსაღად მოყვანილი, არ შეურიო თამბაქო და ისე გააბოლო, მაინც მწეველი გერქმევა?

ჰო, მთავარი, სიგარეტი ისე გადავაგდე, ლომკა არ განმიცდია.
არცერთი გრამი მომიმატია და ნერვები უფრო მშვიდად მქონდა გადაგდების პირველ პერიოდში.

Posted by: white__widow 5 Dec 2014, 00:33
11 წლიდან ვეწევი 1 წელი მქონდა გადაგდებული. კარგი იყო გადაგდება.

ახლა მგონი მოვმწიფდი მენტალურად იმისთვის რომ დავანებო სამუდამოდ. ტექნიკა დამუღამებული მაქვს.
ლომკა 15 დღე მექნება. 30 დღეში მომეშვება ცოტა. 3 თვეში გამიქრება საერთოდ ყველანაირი სურვილი მოწევის.
6 თვეში ნოსტალგია შემომაწვება. 1 წელიდაწდში დამავიწყდება საერთოდ.

პრველი 15 დღე დანერვოზებული ვირთხასავით ვიქნები. ღამე კოშმარები. გაღიზიანება და დეპრესია მექნება.

მოწევის მომენტი მენატრება ხოლმე ხოდა რამე ელექტრო ორთქს გავიჩხერ თუ რამეა.

ბოლო ღერი მოვწიე smile.gif ჩელენჯიცაა

Posted by: natia_natia9 5 Dec 2014, 01:01
white__widow
აუფ... ას. ძNელი თUა დანებება, იყოს მოვწევ :დ :დ

Posted by: B/S 5 Dec 2014, 01:07
QUOTE
1 წლიდან ვეწევი 1 წელი მქონდა გადაგდებული. კარგი იყო გადაგდება.

ახლა მგონი მოვმწიფდი მენტალურად იმისთვის რომ დავანებო სამუდამოდ. ტექნიკა დამუღამებული მაქვს.
ლომკა 15 დღე მექნება. 30 დღეში მომეშვება ცოტა. 3 თვეში გამიქრება საერთოდ ყველანაირი სურვილი მოწევის.
6 თვეში ნოსტალგია შემომაწვება. 1 წელიდაწდში დამავიწყდება საერთოდ.

პრველი 15 დღე დანერვოზებული ვირთხასავით ვიქნები. ღამე კოშმარები. გაღიზიანება და დეპრესია მექნება.

მოწევის მომენტი მენატრება ხოლმე ხოდა რამე ელექტრო ორთქს გავიჩხერ თუ რამეა.

ბოლო ღერი მოვწიე  ჩელენჯიცაა

როგორ აღწერე, მე შემეშინდა lol.gif
6 წელი ვწეოდი, ერთ დღეში დავანებე თავი (რათქმაუნდა რამოდენიმე ცდის მერე) მის მერე ერთი ნაფაზიც არ მომიწევია.
საერთოდ არ არის ეგეთი შემდეგი ეტაპიროგორც აღწერე, მთავარია დანებეა გინდოდეს

Posted by: white__widow 5 Dec 2014, 01:17
ნატია9

ძნელია ხო.

ჩემთვის.
შენ ალბათ ცოტას ეწევი. ცოტა ხანი. რაც უფრო დიდი სტაჟი გაქ მით ნაკლები შანსი დანებებისა.

მე თან კვირაში ერთხელ ფეხბურთს ვთამაშობ და ვვარჟიშობ. რო არ დავანებო დიდი დისკომფორტი მექნება.
ცოტა ფულიც დამეზოგება და იმ ფულად რამე სასარგებლოს ვიზამ chups.gif

Posted by: natia_natia9 5 Dec 2014, 01:18
B/S
ჰო არ მგონია მასე ძNელი, ჩEმმა ძMამ უპრობლემოდ დაანება თAნ 5 წელი ეწეოდა
white__widow
რამდენიმე თვეა ხო, მაგრამ მინდა დანებება, ყველაზე აუტანელი ეს ცუდი გემოა პირშI, დღEშI 8-ჯერ ვიხეხავ კბილებს მაგრამ აზრი არ აქვს, თQვენც ასე ხართ თU მხოლოდ მე? sad.gif

Posted by: white__widow 5 Dec 2014, 01:25
natia_natia9
ძნელი რომ არ იყოს ამდენი წიგნები დაიწერებოდა? smile.gif
გადაიკითხე ყველას ამ წიგნს აჩეჩებენ დაგეხმარება ძმაო და ა.შ

არაფერი წიგნი არ გინდა უნდა ადგე და დაანებო.
აბებიც არ გინდა.

დაანებებ თუ გინდა.


ცუდი გემოს ატანას ასევე ცუდი სუნის

ჯობს


აიტანო პატარა გაღიზიანება. ყურადღების გაფანტვა. მცირედი დეპრესია. ღამე მე სიგარეტი მესიზმრება smile.gif))
და ვიღვიძებ ცუდი შეგრძნებით.


სულ ესაა


ავიტან.



challenge accepted bitchessssss

Posted by: მაქსი 6 Dec 2014, 17:17
მწეველი ვიყავი 4 წელი , მერე უბრალოდ 1ვიდეოს ვუყურე და გავაანალიზე რომ არც ისეთ დიდ სიამუვნებას ვღებულპბდი სიგარეტისგან რომ მთელი რიგი დაავადებების გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო, ის კოლოფი რაც მქონდა ავიღე და ურნაში ჩავაგდე მერე 2 წლის შემდეგ უბრალოდ მომინდა 1ღერის მოწევა პირველი გაბოლების თანავე ჩავაქვრე
ჩემმმა ნავარჯიშებმა სხეულმა და გონებამ ვერ აიტანა ეს სიდებილე ვერ აიტანა ეს გამოგონილი სიყალბე , რომ ვითომ შეუძლებელია ან რაიმე დიდ ძალისხმევას მოითხოვს სიგარეტის დანებება
ჩემი აზრით ეს უსაქმურების და ზნედაცემული ხალხის ჩვევაა აი ისეთების ბევრი ფიქრი რომ არ ძალუდთ
რა სიგარეტის დასიზმრება რეებს ბოდიალობთ
თქვენ ალბათ სექს სიგარეტით ანაცვლებდით
და ინტიმი გქოდათ მასთან , ვარჯიში დაიწყეთ სპორტდარბაზში გოგოებს ემარიაჯეთ , წელში გამართულებმა იარეთ , ნუ იქნებით მოდუნებულები და მწეველები თორე 40ის მერე მე კი ამიდგება თქვენ იკითხეთ თვარა ჰაჰ!

Posted by: Vivo per Lei 30 Dec 2014, 22:45
მე გავანებე თავი 2-3 კვირაა და ვარ ჭაკად, გული რომ ხელში დაიჭირო და უჭერდე შიგადაშიგ, ეგეთ შეგრძნებები მაქვს, მაგას დავუკავშირო თუ ვეწვიო კარდიოლოგს?

ალერგიის წამალიც დავლიე, კორსიზიც დავაყოლე, მდგომარეობა უცვლელია, ერთადერთი ჰაერზე და დღისით ვარ ცოტა უკეთ.
ხვალ თუ იქნება ნეტა ვინმე იმედის კლინიკაში, ვინც მიმიღებს და სიკვდილს არ მისურვებს...

ყოფილხართ ვინმე ასე? წერილს ხომ არ წავიღებ თუ იცით.

Posted by: taryel 31 Dec 2014, 17:47
QUOTE
გული რომ ხელში დაიჭირო და უჭერდე შიგადაშიგ, ეგეთ შეგრძნებები მაქვს

ეგრე ვარ ახლა, ოღონდ გუშინ ვაბოლებდი რაღაც თამბაქოს მთელი დღე
ჰოდა წუხელს აქეთ გული მაქვს სასტიკად აჩქარებული, პლიუს შიშები დამეწყო
გუგლში დავძებნე სიმპტომები და ნიკოტინი მოგივიდა ზედმეტიო mo.gif
ჰოდა მერხვის

Posted by: starshi12345 5 Jan 2015, 03:13
ისეთი ფინანსური პრობლემები მაქვს მეც მალე შევეჭიდები ამ საქმეს





თან აქციზი ძვირდებაო აანონსებენ

Posted by: gdaviti 5 Jan 2015, 03:37
ტაბექსით დაანევეთ ვინმემ მოწევას თავი? მინდა მოვსინჯო და მაინტერესებს რამდენად ეფექტურია...

Posted by: B/S 5 Jan 2015, 04:32
natia_natia9
არა ნამდვილად არ არის ეგეთი.ძნელი.
უბრალიდ ძლიერი ადამიანი უნდა იყო.

თუ გაიაზრებ სიღრმისეულად რა გინდა, აუცილებლად შეძლებ.
ჩისტა ფსიქოლოგიური მომენტია ი ვსო.

მე თითოეული დღე მიხაროდა თავიდან უსიგარეტოდ გათენებული, ეხლა მკიდია ვაფშე.
არ მეგონა მანამდე თუ ამას შევძლებდი.
white__widow
როგორ მიდის სიგარეტზე თავის დანებების გამოწვევა?

Posted by: Lenstaber 7 Jan 2015, 23:29
გამარჯობათ მაინტერესებს ელექტრონული სიგარეტი Green Smoke მავნეა თუ არა ჯანმრთელობისათვის და რას ვნებს? ზოგმა მითხრა გულს ურხევსო ზოგმა ფილტვებში წყალს აყენებსო იტოგში ან სიგარეტს უნდა შეეშვა ვაფშე ან ისევ ჯობს სიგარეტი მოწიოვო და რამდენად მართალია? ვის რა გამოცდილება გაქვთ?

Posted by: jurika 12 Jan 2015, 12:26
გამარჯობა. 1 კვირაა დავანებე მოწევას თავი და მაინტერესებს რაში გამოიხატება უკეთესობა, როგორ ვიგრძნობ რო უკეთესია არამწეველობა?

ერთი ისაა ეხლა რა ცვლილებასაც ვამჩნევ დილას ნახველი აღარ მაქვს.

და ადრე მეღვიძება ძაან. როცა მანამდე 1 საათამდე მეძინა, ეხლა 8 ზე მღვიძავს.


* * *
QUOTE (jurika @ 12 Jan 2015, 12:26 )
გამარჯობა. 1 კვირაა დავანებე მოწევას თავი და მაინტერესებს რაში გამოიხატება უკეთესობა, როგორ ვიგრძნობ რო უკეთესია არამწეველობა?

ერთი ისაა ეხლა რა ცვლილებასაც ვამჩნევ დილას ნახველი აღარ მაქვს.

და ადრე მეღვიძება ძაან. როცა მანამდე 1 საათამდე მეძინა, ეხლა 8 ზე მღვიძავს.

არავინაა კომპეტენტური ამ საკითზე?? smile.gif)) გამეცის პასუხები ვინმემ smile.gif

Posted by: dustribushen 13 Jan 2015, 03:36
ბედნიერი ხარ მოწევას თუ დაანებე თავი ასე გააგრძელე და არასდროს მოწიო ის ერთი ღერიც კი რაცარუნდა მაგრად მოგინდეს

Posted by: vbdfsjkncjsacb 13 Jan 2015, 12:58
ჩემს შემთხვევაში როცა არ ვეწევი:

დილით დაღლილობის შეგრძნებით არ მეღვიძება
უფრო თავისუფლად ვსუნთქავ და ვმოძრაობ
არ მახველებს

Posted by: dustribushen 13 Jan 2015, 15:39
რამდენი ხანია რაც დაანებე თავი? ერთი კვირა მაქვს დანებებული და შედეგს მართლა ვხედავდი მაგრამ მაინც მძლია მავნე ჩვევამ

Posted by: jurika 13 Jan 2015, 15:58
ხველით არც მანამდე მახველებდა, ისაა რო დილას ადრე მეღვიძება biggrin.gif

Posted by: vbdfsjkncjsacb 13 Jan 2015, 20:28
3 დღეა არ მომიწევია არანაირი ლომკები არ მაქვს, პრივიჩკის დონეზე კი ხან პასტას დავავლებ ხელს ინსტიქტურად ხან აივანზე გავდივარ ვითომ მოსაწევათ, მეტი არაფერი

ის პრივიჩკაც კარგად რო გავიაზრე ახალი დაწყებული რომ მქონდა მოწევა იმ გემოს გამოა, 3 წელია ვეწევი და პირველი ერთი ორი თვის მერე არანაირი სიამოვნება არ მიმიღია სიგარეტისგან იმიტომ რომ ყველა ნაგავია რაც იყიდება თამბაქოს მეტი ყველაფერი ყრია შიგნით
* * *
white__widow
QUOTE
ტექნიკა დამუღამებული მაქვს.
ლომკა 15 დღე მექნება. 30 დღეში მომეშვება ცოტა. 3 თვეში გამიქრება საერთოდ ყველანაირი სურვილი მოწევის.
6 თვეში ნოსტალგია შემომაწვება. 1 წელიდაწდში დამავიწყდება საერთოდ.

პრველი 15 დღე დანერვოზებული ვირთხასავით ვიქნები. ღამე კოშმარები. გაღიზიანება და დეპრესია მექნება.

ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა და წელიწადზე მეტი ხანი ვიტანჯებოდი მაგ ტექნიკით და დღეების თვლით

სინამდვილეში უბრალოდ არ ეწევი და მორჩა, ლომკაც შენს ტვინშია და შეგიძლია გააქრო

Posted by: simebi 26 Jan 2015, 16:10
რამე პრეპარატი არ არსებობს თავი რომ დამანებებინოს 3 წელია უკვე დღში 2-3 კოლოფს ვეწევი და სერიოზულად მირხევს

Posted by: [kitika] 26 Jan 2015, 17:43
simebi

პრეპარატები არსებობს, ქვია ტაბექსი ღირს 20 ლარის ფარგლებში. კიდევ არის ჩამპიქსი 87 ლარი ღირს . ორივე ანტინიკოტინური პრეპარატია, ოღონდ სხვადასხვა შემადგენლობით.

Posted by: simebi 26 Jan 2015, 17:52
QUOTE ([kitika] @ 26 Jan 2015, 17:43 )
simebi

პრეპარატები არსებობს, ქვია ტაბექსი ღირს 20 ლარის ფარგლებში. კიდევ არის ჩამპიქსი 87 ლარი ღირს . ორივე ანტინიკოტინური პრეპარატია, ოღონდ სხვადასხვა შემადგენლობით.

რომელი ჯობია? ააქვთ რეალური ეფექტი?

Posted by: [kitika] 26 Jan 2015, 17:56
simebi

რეალური ეფექტი ორივეს შემთხვევაში დამოკიდებულია თქვენს განწობაზე, თუ რეალურად გაქვთ გადაწყვეტილი დაანებოთ თავი, ეს პრეპარატები მოგიხნიან ე.წ. ლომკას, მაგრამ დამოკიდებულებას თქვენ უნდა გაუმკლავდეთ.

მე ამ საკითხში სუბიექტური ვარ და გირჩევდით ტაბექსს, თქვენ გადაწყვიდეთ.

Posted by: simebi 26 Jan 2015, 18:00
QUOTE ([kitika] @ 26 Jan 2015, 17:56 )
simebi

რეალური ეფექტი ორივეს შემთხვევაში დამოკიდებულია თქვენს განწობაზე, თუ რეალურად გაქვთ გადაწყვეტილი დაანებოთ თავი, ეს პრეპარატები მოგიხნიან ე.წ. ლომკას, მაგრამ დამოკიდებულებას თქვენ უნდა გაუმკლავდეთ.

მე ამ საკითხში სუბიექტური ვარ და გირჩევდით ტაბექსს, თქვენ გადაწყვიდეთ.

კარგით დიდი მადლობა, მთავარია ლომკა მომიხსნას და "პრივიჩკას" რამენაირად მოვერევი.

Posted by: Moretimer 9 Feb 2015, 15:26
მოგესალმებით,
მაინტერესებს ელექტრონულ სიგარეტზე ვინმეს თუ გაქვსთ ინფორმაცია?
BBC - ს საიტზე ცწავიკითხე სტატია, სადაც წერია, რომ
ელექტორნული სიგარეტი შეიცავს ტოქსინებს, ასევე ისიც ეწერა, რომ DNM - ის უჯრედებს აზიანებსო ..

არადა კარგად მეხმარება თავის დანებებაში ..
(ამ კონკრეტულ ელექტრონულ სიგარეტს ვეწევი - ego-ce4)

user posted image

Posted by: first 13 Feb 2015, 12:06
მე გეტყვით როგორ დავანებე თავი,
ჯერ ის იყო მთავარი რო ყველაფერი ყარდა, ტანსაცმელი, ხელი , ოთახი მოკლედ დისკომფორტს ვგრძნობდი ამ მხრივ.
მეორე ის რომ გავაცნობიერე რომ კარგს არაფერს ვაკეთებდი, და შევიმუშავე ესეთი სტრატეგია biggrin.gif

როცა მომინდებოდა მოწევა მარტო მაშინ ვეწეოდი,
მაგრამ თუ მექნებოდა იმის შეგრძნება რომ მინდა მოწევა არ ვეუბნეოდი თავს უარს.
აუნუ ვიღებდი მხოლოდ იმდენ ნიკოტინს რასაც ორგანიზმი მთხოვდა.
თუ სხვას უნდა მოწევა ვისთან ერთადაც ვეწეოდი ხოლმე უბრალოდ მივყვები უსიგარეტოდ და იქვე ვდგები ( ჩემი აზრით ეს პრივიჩკის ამბავში, თან ჯდომა რომ გწყინდება ხო უნდა ადგე და ეგაა რა)
თვეში ეხლაც შეიძლება რომ 1-2 ღერი მოვწიო მაგრამ შუამდე ძლივს ისიც და უფრო მეტად მძულდება. ეხლაც რო მომინდეს მოვწევ მაგრამ აღარ მინდა, ძალით ხოარ მოვწევ biggrin.gif


კიდევ ერთი ნიუანსი, შეიძლება ჭამის მერე მოგინდეთ მოწევა მაგრამ 1 წუთი მოიცადეთ და არ მოწიოთ, მერე იმ 1 წუთის მერე თუ მოგინდება მოწიეთ .

ესე ნელნელა, ორგანიზმი დააგდებს იმ დოზას რასაც მიეჩვია. ჩემი აზრით მე არ ვარ მწეველი როცა მინდა მაშინ მოვწევ ( თვეში 1 ხელ ალბათ smile.gif ) ეგრე ხალხი ხანდახან სხვა რამეებსაც ეწევიან მარა ნარკომანები ხოარ არიან biggrin.gif

P.S. როცა არ გინდა არ მოწიო, ( არც სხვისი გულისთვის, თუ გინდა მარტო რო არ იყოს, ან ჯდომა მოგბეზრდა , კიბატონო გაყევი , მაგრამ ნუ მოწევ როცა არ გინდა)

Posted by: gdaviti 13 Feb 2015, 16:31
მოკლედ 1 თვე სოგარეტის გარეშე უკვე... smile.gif))

გეტყვი როგორ დავანებე:
მოკლედ დავიწყე Tabex ის მირება, საკმაოდ კარგი საშვალებაა იმისთვის რომ სიგარეთის გემო შეგზიზღდეს... 5 დღე ვეწეოდი და ვიღებდი ტაბექს ინსტუქციის მიხედვით მერე ვთქვი ვსო და მოკლედ აღარ მომიწევია იმის მერე, მოკლედ ტაბექსი კარგი საშვალებაა მაგრად ლომკას არ ხნის... უბრალოდ გაზიზღებს მოწევას...

შემდეგ მართალია მოთხოვნა მქონდა მარა არ ვეწეოდი, თავს ვირთობდი კამფეტით, ბატიბუთით და ჩიფსებით biggrin.gif

მართალია ცოტა წონაში მოვიმატე მარა არ მეშინია მალევე ჩავდგები ფორმაშია... მთავარია თავს აღარ ვიწამლავ...

smile.gif


Posted by: Attila 14 Feb 2015, 19:21
simebi
მეც მასე ვყავი და ერთი გადაგდებით დავანებე, პრეპარატის დედაც ვატირე როცა ჯანმრთელი სურვილი არსებობს

Posted by: nrjones 14 Feb 2015, 23:54
QUOTE
first


ისეთ ხერხს წერ მაგით დაანებება კი არა დაწყება მომინდა ისევ 1 კვირის დანებებულს)

პირველი 3 დღეა ფიზიკურად ძნელი მაგარი მერე უკვე ფსიქოლოიურად გაწუხებს და გარკვეულ მომენტებში ფიზიკურად გირტყავს.

ყველაზე კაია დანებება თუ გინდათ გაციებას ან სიცხე დაამთხვიოთ ის პირველი 3 დღე ბევრად გაგიმატრივდებათ მზემსუმზირაც შველის.

Posted by: blowers daughter 15 Feb 2015, 11:02
QUOTE (nrjones @ 14 Feb 2015, 23:54 )
QUOTE
first




ყველაზე კაია დანებება თუ გინდათ გაციებას ან სიცხე დაამთხვიოთ ის პირველი 3 დღე ბევრად გაგიმატრივდებათ მზემსუმზირაც შველის.

საშინლად რომ გტკივა ყელი და პლუს სიცხე
ვის მოუნდება მაგ დროს სიგარეტი
ან თუ მოგინდება და მოწევ ისეთი საშინელი შეგრძნება გექნება ეგრევე გადააგდებ
მე ერთი სამი დღე თუ არ მოვწევ ხოლმე
მერე უკვე რომ ვეწევი პირველ ღერს აშკარად არ მსიამოვნებს
ყველაზე მეტად რისიც მეშინია წონაში მომატებიაა დანებების მერე
სულ რო გინდა რაღაც ჭამო user.gif
აი ეს პრობლემა როგორ უნდა გადავჭრა? იქნებ იცით ვინმემ და გვიმალავთ givi.gif

Posted by: Peon Trollson 15 Feb 2015, 17:10
QUOTE
ყველაზე მეტად რისიც მეშინია წონაში მომატებიაა დანებების მერე
სულ რო გინდა რაღაც ჭამო 
აი ეს პრობლემა როგორ უნდა გადავჭრა? იქნებ იცით ვინმემ და გვიმალავთ 

"ჟუაჩკა ბაბული" გქონდეს ყოველთვის და დაანებებ თავს მთავარია ყურადღება გადაიტანო

Posted by: nrjones 15 Feb 2015, 17:48
QUOTE
blowers daughter

ჩემ ირგვლივ არ ვიცნობ არავის რო დაენებებინოთ და არ მოემატათ წონაში და აქ წაკითხული მაქ ზოგი წერდა არ ვიმატებო.ჟუაჩკა ნაწილობრივ გეხმარება რო არ ჭამო რავი მე იმიტო დავანებე პირიქით რო ვჭამო)


ეგეც წიკია რა ერთი ორჯერ თუ გადაიტან და არ შეჭამ მერე მიეჩვევი როგორც უსიგარეტობას ისე უსაჭმლობას.

Posted by: rebelrebel 15 Feb 2015, 21:50
მგონია რომ ვერასდროს ვერ დავანებებ თავს და ჯანდაბა გავაკეთო არ ვიცი

Posted by: Peon Trollson 15 Feb 2015, 21:59
საერთოდ რა საჭიროა თავის დანებება. მაინც ყველა მოვკვდებით smile.gif

Posted by: blowers daughter 15 Feb 2015, 22:02
QUOTE (Peon Trollson @ 15 Feb 2015, 21:59 )
საერთოდ რა საჭიროა თავის დანებება. მაინც ყველა მოვკვდებით smile.gif

რო დავანებოთ ცოტა გვიან მოვკვდებით gigi.gif

Posted by: Peon Trollson 16 Feb 2015, 10:12
QUOTE
რო დავანებოთ ცოტა გვიან მოვკვდებით

"ცოტას" გამო ახალგაზრდობის გამწარებას არ ვაპირებ biggrin.gif

Posted by: nrjones 16 Feb 2015, 17:43
ერთი 3-4 ჯერ მაქ დანებებული 1-1 კვირა მაქსიმუმ ერთხელ ერთი ორი წლის წინ ამას ვუყურე და ეგრე მარტივად არასდროს არ დამინებებია თავი ნახეთ აბა.

http://www.kinopoisk.ru/film/87477/
* * *
და ვისაც დანებებული გაქვთ დიდი ხანი რა უნდა გკითხოთ დღესაც დაახლოებით 1 კვირაა გასული რაც დავანებე და მთელი დღეა მაგრა მინდა.და სიტყვაზე ესე მენდომება კიდე 1 თვე მთელი ცხოვრება თუ აი ეგ როგორ არი?

წინებზეც იმიტო დავიწყე რო 1 კვირა რო გადიოდა კიდე მინდოდა და ვფიქრობდი მთელი ცხოვრება ესე ხო არ ვიქნები თქო და ვიწყებდი.

Posted by: simebi 23 Feb 2015, 14:31
2 დღეა არ მომიწევია, არადა რა ლომკა მაქვს მარა მკიდია რა ჩემს თავს უნდა ვაჯობო biggrin.gif , რამდენ ხანში გამიქრება ისე ლომკა? თავიდან ვერ ამომდის სიგარეტი.

Posted by: nzt 23 Feb 2015, 21:08
QUOTE
simebi


მეც ერთი ორი კვირაა არ მომიწევია და ერთ 10-12 დღეში უფრო იშვიათად მინდებოდა ანუ უფრო მარტივად გადაიტან ერთი 10 დღის მერე და დალშე მეც არ ვიციsmile.gifმარა პირველი 3-4 დღე ბევრად ძნელია.

Posted by: Attila 23 Feb 2015, 21:17
nzt
გააჩნია რა განწყობით და შემართებით მიუდგები. ჩემი აზრით არანაირად არაა რთული რო ადგე და კაი ვაჟკაცი უარი ლეწო სიგარეტს არნაირად არ გირთულდება არცერთი დღე smile.gif

Posted by: Cymbaline 23 Feb 2015, 23:34
აღვფრთოვანებული ვარ, არ მეგონა ასე მარტივად თუ დავანებებდი გვერდითი ეფექტების გარეშე. თან ეს იყო სულ რაღაც მესამე სერიოზული მცდელობა (წინა ორი, თავისთავად კრახით დასრულდა:დ)
Peon Trollson
QUOTE
"ცოტას" გამო ახალგაზრდობის გამწარებას არ ვაპირებ

აბა მაგ თვითდესტრუქციული რელსებიდან ჯანმრთელობის ვექტორისკენ აიღე გეზი. wink.gif

Posted by: Peon Trollson 27 Feb 2015, 21:49
QUOTE
აბა მაგ თვითდესტრუქციული რელსებიდან ჯანმრთელობის ვექტორისკენ აიღე გეზი.


ეგ არ გამომდის თორე სიგარეტს დღესვე დავანებებდი თავს wink.gif

Posted by: fermina 28 Feb 2015, 00:23
MRlurch
QUOTE
ვარჯიში რაც დავიწყე სულ დაკიდებული მაქ სიგარეტი.

++++

ჩემი პირადი გამოცდილებიდან ერთადერთი, რაც მშველის.

უბრალოდ აღარ მინდება და აღარ მახსენდება.

Posted by: tojina22 5 Mar 2015, 14:44
დავანებეეეეეეეეეე !!!!!! როგორც იქნა 5 წლის და (მანამდე 2 წლის ) შემდეგ დავანებეეეეეეეეეეეეეეე smile.gif)))
ისე მიხარია რომ აი არ ვიცი ... სიგარეტის სუნზე ცუდად ვხდები , 12 დღეა არ მომიწევია smile.gif
პირველი 3-4 დღე იყო აბსოლიტური კოშმარი , ძააან გამიჭირდა, ისე რომ აი არ ვიცი , მარტო კი არ გამიჭირდა , ირგვლივ მყოფები შემზიზღდა ყველა...
ეხლა ნელ-ნელა მოვდივარ ხოდზე. smile.gif
ყველას გისურვებთ რომ დაგენებებინოთ თავი ... ბევრად უფრო მარტივად და თავისუფლად ვარ smile.gif

Posted by: Attila 5 Mar 2015, 15:09
QUOTE
12 დღეა არ მომიწევია 

ეგ დანებება არ არის. spy.gif

Posted by: nzt 5 Mar 2015, 17:54
QUOTE
tojina22


ეგრე ვიყავი მეც პირველი დღეები დეპრესია მქონდა.3-4 დღე ხ საერთოდ.)

ეხლა მოგინდება ხოლმე კიდე აი რაღაც მომენტში ძაან მოგინდეს შეილება და პროსტა წუთების ამბავია და არ აყვე.30 დღეა მეც რაც არ მომიწვია 20 ის მერე უფრო აღარ მინდებოდა.და რო ვიკითხე 40 ის მერე უფრო დაგავიწყდებაო.

Posted by: tojina22 6 Mar 2015, 14:31
Attila
საერთოდ 12- დღე რომ ,,გავქაჩე'' ეს უკვე ძალიან დიდი საოცრებააა, მითუმეტეს ჩემი მწეველობიდან გამომდინარე ... smile.gif

nzt
ხოოოო, რაღაც მომენტებში ისე ძალიან მინდება რომ აი ცუდად ვხდები , მაგრამ არა , პირობა მივეცი ჩემს თავს და აღარ მოვწევ , მარტო ერთხელ მთვრალი ვიყავი ძალიან და ნახევარი ღერი ძლივს მოვწიე და ისიც გადავაგდე... იმედია ცოტა ხანში გამივლის ყველანაირი სურვილი ... smile.gif

Posted by: :უზერ:: 6 Mar 2015, 14:34
bis.gif bis.gif bis.gif

ჩემს საუკეთესო მეგობარს თავიდან ვიშორებ

Posted by: გიორგი XII 6 Mar 2015, 20:37
დღეიდან ვაპირებ თავის დანებებას თემის გადაკითხვა მეზარება და ძირითადი რჩევები არსებობს რაც შეიძლება დამეხმაროს?

Posted by: ViRuS333 8 Mar 2015, 00:21
სიგარეტს დავანებე 3 თვეა , თითქოს მიქრებოდა მოთხოვნა საერთოდ მაგრამ დღეს ძალიან ძლიერი ლომკა მაქვს რატომღაც და არ მინდა დაწყება ისევ. და ნიკოტინის შემცველი პლასტირები ან კევები როა იშოვება ეგ საქართველოში ? სად ვიყიდო იქნებ მიმასწავლოთ ვინმემ ...

Posted by: nia4u 8 Mar 2015, 00:33
ViRuS333
სხვა რამეზე იფიქრე!
რამე შეჭამე...
ჩვეულებრივი საწუწნი კანფეტიც შველის ან მზესუმზირა...
QUOTE
ნიკოტინის შემცველი პლასტირები ან კევები როა იშოვება ეგ საქართველოში ? სად ვიყიდო იქნებ მიმასწავლოთ ვინმემ ...

ეს არ ვიცი...

Posted by: T1TAN 8 Mar 2015, 06:04
გიორგი XII

QUOTE
დღეიდან ვაპირებ თავის დანებებას თემის გადაკითხვა მეზარება და ძირითადი რჩევები არსებობს რაც შეიძლება დამეხმაროს?


ვარჯიში.

ViRuS333

QUOTE
სიგარეტს დავანებე 3 თვეა , თითქოს მიქრებოდა მოთხოვნა საერთოდ მაგრამ დღეს ძალიან ძლიერი ლომკა მაქვს რატომღაც და არ მინდა დაწყება ისევ. და ნიკოტინის შემცველი პლასტირები ან კევები როა იშოვება ეგ საქართველოში ? სად ვიყიდო იქნებ მიმასწავლოთ ვინმემ ...


რისი კევა და რა პლასტირი, ელქეტრო სიგარეტი და რაღაც მაიმუნობები. დაანებებ სიგარეტს და გახდები ამათზე დამოკიდებული, სანამ დაღეჭავ ან შეიყნოსავ მაგ ელქტრო სიგარეტს?

ჩემი რჩევაა ირბინო., თუ ვერ ახერხებ უნდა მონახო დრო. ძალიან შველის სირბილი



Posted by: რაიკომის_მდივანი 8 Mar 2015, 08:23
Bridgeman
QUOTE
Ps. მაინც ვფიქრობ, რომ "მოწევა იწვევს 10000 ქრონიკულ დაავაადებას, კიბოს, იმპოტენციას" და ა.შ. ანტი კამპანიაა და მეტი არაფერი. ძაან გაბუქებულია. საახლობლოში,სანათესაოში არავისზე გამიგია სიგარეტის გამო რაიმე სერიოზული პრობლემა შექმნოდა და ვაფშე რამდენი მწეველია, ტყუპებს-ტყუპებს აკეთებენ : დ

ეხლა მაგის გამო აღარ დაიწყო მოწევა.

მე ვერ ვანებებ. ეს თემა ვნახე ეხლა. გადავხედავ იქნებ რამე მიშველოს

Posted by: Bridgeman 9 Mar 2015, 21:53
რაიკომის_მდივანი
QUOTE
ეხლა მაგის გამო აღარ დაიწყო მოწევა.

მე ვერ ვანებებ. ეს თემა ვნახე ეხლა. გადავხედავ იქნებ რამე მიშველოს

ეჰ, ორი წლის წინანდელი პოსტია.. 8 დღე იყო მაქსიმუმი და მაგის მერე ნორმალურად აღარც მიცდია სიგარეტისთვის თავის დანებება..

Posted by: handy 10 Mar 2015, 15:56
4 წელია ვეწევი დღეში კოლოფ ნახევარს, 5 დგეა 1 ღერიც არ მომიწევია ისე მინდა ისე რო რავი biggrin.gif ყველაზე მეტად მინდა ამ საზიზღრობას აღარ გავეკარო

Posted by: zabzu 10 Mar 2015, 16:03
ცხოვრებაში არ მომიწევია და არც მოვწევ სიგარეტს

Posted by: nia4u 10 Mar 2015, 16:56
როგორ დავანებოთ მოწევას თავი
ხალხური მედიცინის უნიკალური ნაყენები, რომლებიც სიგარეტზე უარის თქმაში დაგეხმარებათ,
ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ და მავნე ჩვევასაც საბოლოოდ დააღწევთ თავს.
http://1tv.ge/ge/videos/view/102364.html

Posted by: გიორგი XII 10 Mar 2015, 19:06
არა ვერა 3 დღე გავძელი მარა მაინც მიმტყუვნა ნერვებმა
ღერს რომ გავუკიდე და ნაფაზი დავარტყი მეგონა ჯოჯოხეთიდან ამოვძვერი.

ვერასდროს დავანებებ.

Posted by: handy 12 Mar 2015, 15:59
აბა რას შვებით შეეშვით ამ საზიზღარ ჩვევას ? smile.gif 1 კვირაა 1 ღერიც არ მომიწევია ვნახოთ როგორ გავუძლებ

Posted by: nia4u 21 Mar 2015, 13:29
აი,ასეთ სტატიას წავაწყდი და წამოვიღე აქ.
იმის მიხედვით, თუ რისი ჭამის ან მიღების სურვილი გიჩნდებათ,
შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ვიტამინი ან მინერალი აკლია თქვენს ორგანიზმს.
ჰოოოდა, თურმე მოწევის სურვილის გაჩენას განაპირობებს ის, რომ
თქვენს ორგანიზმს აკლია
1. კრემნი ანუ სილიციუმი, რომელიც სავარაუდოდ ჟურნალისტმა ვერ თარგმნა...
(სიმართლე რომ ვთქვა, ეს ელემენტი არც გამიგია აქამდე,
მაგრამ მზესუმზირით რომ მოწევის სურვილს იკლავენ, ეს ბევრჯერ გამიგია smile.gif )
მას შეიცავს: თხილი, მზესუმზირა.
ასევე დავძებნე და ეს ინფო ვიპოვე
http://tbiliselebi.ge/?mas_id=12736&year=2011&rubr_id=8&jurn_id=43
2. თიროზინი
მას შეიცავს: ფორთოხლისფერი, მწვანე და წითელი ხილი და ბოსტნეული. აგრეთვე, მიიღე C ვიტამინი.
სხვათაშორის, თიროზინის ნაკლებობა ჭაღარის გაჩენასაც უწყობს ხელს თურმე.
მოკლედ, აი, წყაროც, ბურთიც და მოედანიც...
http://www.marao.ge/janmrtheloba/rchevebi/6096-ra-produqti-gindebath-anu-romeli-vitamini-aklia-thqvens-organizms.html?fullComments=1
წარმატებები ყველას! smile.gif

Posted by: folkman 22 Mar 2015, 04:54
2 კოლოფს ვეწევი დღეში. 9 წლის წინ დავიწყე.
გადავწყვიტე დავანებო. ადრე კი დავანებე თავი 1 წელი, მაგრამ მერე ისევ დავიწყე.
ეგრევე დანებება მართლა ცუდია კბილებისთვის?

QUOTE
მაგრამ მზესუმზირით რომ მოწევის სურვილს იკლავენ, ეს ბევრჯერ გამიგია

up.gif ხო ეს შევამჩნიე. მზესუმზირას არ უხდება. biggrin.gif

გაციებულზეც ადვილია თავის დანებება.

Posted by: Tornike Alashvili 22 Mar 2015, 13:44
QUOTE (nia4u @ 21 Mar 2015, 13:29 )
აი,ასეთ სტატიას წავაწყდი და წამოვიღე აქ.
იმის მიხედვით, თუ რისი ჭამის ან მიღების სურვილი გიჩნდებათ,
შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ვიტამინი ან მინერალი აკლია თქვენს ორგანიზმს.
ჰოოოდა, თურმე მოწევის სურვილის გაჩენას განაპირობებს ის, რომ
თქვენს ორგანიზმს აკლია
1. კრემნი ანუ სილიციუმი, რომელიც სავარაუდოდ ჟურნალისტმა ვერ თარგმნა...
(სიმართლე რომ ვთქვა, ეს ელემენტი არც გამიგია აქამდე,
მაგრამ მზესუმზირით რომ მოწევის სურვილს იკლავენ, ეს ბევრჯერ გამიგია smile.gif  )
მას შეიცავს: თხილი, მზესუმზირა.
ასევე დავძებნე და ეს ინფო ვიპოვე
http://tbiliselebi.ge/?mas_id=12736&year=2011&rubr_id=8&jurn_id=43
2. თიროზინი
მას შეიცავს: ფორთოხლისფერი, მწვანე და წითელი ხილი და ბოსტნეული. აგრეთვე, მიიღე C ვიტამინი.
სხვათაშორის, თიროზინის ნაკლებობა ჭაღარის გაჩენასაც უწყობს ხელს თურმე.
მოკლედ, აი, წყაროც, ბურთიც და მოედანიც...
http://www.marao.ge/janmrtheloba/rchevebi/6096-ra-produqti-gindebath-anu-romeli-vitamini-aklia-thqvens-organizms.html?fullComments=1
წარმატებები ყველას! smile.gif

სილიციუმს არანაკლები მნიშვნელობა აქვს ძვლებისთვის , ვიდრე კალციუმს. უმრავლესობა შემთხვევაში ექიმები კალციუმს რომ უნიშნავენ -სილიციუმის უკმარისობაა და ესიწვევს რაქიტს თუ ოსტეოპოროზს და სათანადოთ შედეგის მაგივრად უკუშედეგს ღებულობენ. სიგარეტის მოთხოვნა არამც და არამც არ მეტყველებს სილიციუმის უკმარისობაზე. საერთოდ მოყვანილი სტატია საინტერესოა, მაგრამ არაზუსტი. კარგია, რომ ამგვარად აყენებს საკითხს,მაგრამ ამოხსნა ვერ არის დონეზე. ბევრად მიტი ცმასალაა გასაანალიზირებელი,რომ დაასკვნა რისი ნაკლოვანების დროს რა მოთხოვნები ეუფლება ადამიანს. ჰომეოპათიაში გვაქვს მრავალი ამგვარი დაკვირვება. მაგალითად ვისაც კალციუმი აკლია ვერ იტაბნენ რძეს და კვერცხი კი უნდებათ ხშირად. გაზირებული სასმელების მოთხოვნა ფოსპორის ცვლის დარღვევაზე უფრო მეტყველებს და ა. შ.

Posted by: nia4u 22 Mar 2015, 16:07
folkman
QUOTE
ეგრევე დანებება მართლა ცუდია კბილებისთვის?

მე ეგრევე დავანებე, 22 წლის სტაჟის შემდეგ,
პირველი ორი თვე მეგონა, რომ ნაწილებად ვიშლებოდი...
მაგრამ გადავრჩი და კბილებიც ადგილზე მაქვს biggrin.gif
QUOTE
ხო ეს შევამჩნიე. მზესუმზირას არ უხდება.

ხო, და რძიან ყავას კიდევ... sad.gif

* * *
Tornike Alashvili
QUOTE
ჰომეოპათიაში გვაქვს მრავალი ამგვარი დაკვირვება.

მადლობა გამოხმაურებისთვის.
მსმენია თქვენზე ბევრი კარგი რამ smile.gif
სინამდვილეში, მე უკვე აღარ ვეწევი,
მაგრამ ამ ინფორმაციას გასახდომად ვიყენებ.
კარგი იქნებოდა, თქვენი დაკვირვებების საფუძველზე რჩევებს თუ მოგვცემდით smile.gif

Posted by: Tornike Alashvili 22 Mar 2015, 20:12
nia4u
QUOTE
კარგი იქნებოდა, თქვენი დაკვირვებების საფუძველზე რჩევებს თუ მოგვცემდით

დავწერ ცოტას, მაგრამ ამ თემაში არა.
არის თემა ჰომეოპათიაზე გვერდზე და იქ განვიხილავ ამ საკითხს
https://forum.ge/?act=ST&f=43&t=34091203&st=780#entry44112554


აქ რეკლამად ვინმემ არ ჩაგვითვალოს

Posted by: folkman 26 Mar 2015, 05:02
4 დღეა მზესუმზირაზე ვარ. biggrin.gif
აშკარად მშველის... დღეში 3 ღერს ვეწევი smile.gif)

Posted by: tojina22 26 Mar 2015, 11:45
დავანებე და აი სულ დავანებე მაგრამ გავსუქდი biggrin.gif ალბატ ერტი 3 კილო მოვიმატე იმიტომ რომ სულ ვჭამ biggrin.gif smile.gif))) ცოტა ხანში დიეტტაზე დავდგები smile.gif და გავხდები ისევ ისეთი გოგო smile.gif
კარგია თავისუფლად ვარ smile.gif და მეტი ენერგია მაქვს smile.gif მიხარია ძალიან smile.gif არ მეგონა თუ შევძლებდი smile.gif ერთი თვე და სამი დღე გავიდა უკვე smile.gif

Posted by: nia4u 26 Mar 2015, 15:44
folkman
QUOTE
4 დღეა მზესუმზირაზე ვარ.
აშკარად მშველის... დღეში 3 ღერს ვეწევი )

არ გაწელო, საერთოდ ნუღარ მოწევ, ეგრე ჯობია smile.gif
ყველა კვლევა ამტკიცებს, რომ ერთბასად დანებება უფრო კარგ შედეგს იძლევა smile.gif
tojina22
გილოცავ smile.gif

Posted by: Faniack 27 Mar 2015, 16:53
https://www.youtube.com/watch?v=JgT46c_ZtXE


ძალიან სერიოზული რამეა უყურეთ !


Posted by: i_k_s_1 28 Mar 2015, 01:22
თვეზე მეტია არ მომიწევია smile.gif ხანდახან წამიერად მინდება მაგრამ დაიკიდეთ. დალევით იშვიათად ვსვავ, ერთხელ დავლიე და მოვწიე, თუმცა მერე აღარ გამიგრძელებია.
ყნოსვა გაქვს მგელს არ აქვს ისეთი smile.gif მომწონს უსიგარეტოდ ცხოვრება smile.gif მანქანაში მუშტუკის სუნი არაა (თან რაც არ ვეწევი ახალი ავტომობილი მყავს )
დილით ხოდზე დგები , აი საერთოდ სხვანაირად ცხოვრობ.
სიგარეტის გარეშე ცხოვრებას სულ სხვა მუღამი აქვს. ხელფასი 100 ლარით გემატება biggrin.gif .
ყველას წარმატებას გისურვებთ.

Posted by: lukako93 28 Mar 2015, 01:38
მეგობრებო მაინტერესებს თუ იყიდება აქ ნიკოტინის პლასტირები? და რა ღირს?

ჩემმა დამ ჩამომიტანა პლასტირები და 4 ცალი პლასტირით 20 დღე გავქაჩე მოწევის გარეშე. მართლა მაგრად მშველოდა.

ლომკის დროს ვიკრობდი და იმენა სიგარეტი არც მახსენდებოდა.

ჰო და კიდე რა მაინტერესებს. კიბოს განვითარებას რამდენი წელი უნდა? 3 წელია ვეწევი და ჩემი ფილტვებიც ისეთივე გაშავებული იქნება როგორიც მოწევის საწინააღმდეგო ვიდეოებშია? sleep.gif

კლასელი გარდაიცვალა სიმსივნეთი და მაგრად დაიზმენებული მაგ დამპალ დაავადებაზე

Posted by: [kitika] 28 Mar 2015, 22:55
lukako93
რა აზრი აქვს პლასტირს ისიც ნიკოტინია. მე მგონი აღარ არის აქ

Posted by: lukako93 28 Mar 2015, 23:35
[kitika]
QUOTE
რა აზრი აქვს პლასტირს ისიც ნიკოტინია. მე მგონი აღარ არის აქ


ის აზრი აქვს რომ სიგარეტი გადამაგდებინა.

4 პლასტირი მქონდა და 20 დღე არ მოვწიე.

სიგარეტის სუნზე გული მერეოდა, ვიგრძენი უკეთესობა და მოკელდ ჯიგრობა იყო.

წარმოიდგინე ახალი წლის დღეებში მომიწია გადაგდება, მაგ დროს ვსვამდი და არ ვეწეოდი პლასტირის ხარჯზე. მერე ძველით ახალი წლისკენ მაინც მოვწიე sleep.gif ჰოდა აღარ მინდა რა, ხიხინი მესმის სუნთქვის დროს და აღარ მინდა ორგანიზმის გაფუჭება

Posted by: GentlеGirl 29 Mar 2015, 16:25
ალენ კარის "ბოლო სიგარეტის" წაკითხვის შემდეგ აგერ უკვე 1 წელი, 3 თვე და 5 დღეა არც ერთი გრამი და ნაფაზი არ მომიწევია.
წიგნის წაკითხვა დავასარულე ღამის 5 სთ-ზე, მოვწიე ბოლო ღერი ისე, როგორც წიგნში იყო და მეორე დღიდან ყოველგვარი "ლომკის" და ალტერნატივების გარეშე დავიწყე არამწეველის ცხოვრება. 4-5 დღეში კი მოვიდა ახალი წელი, სადაც წავედი, ყველგან მწეველების და ალკოჰოლის გარემოცვაში აღმოვჩნდი, მაგრამ სურვილი კი არა, ფიქრიც არ გამჩენია მოწევაზე.

მაგრამ... წუხელ დამესიზმრა რომ ვეწეოდი. როდესაც გავიღვიძე მოულოდნელად მეგონა ისევ ვეწეოდი და ყავასთან ერთად უნდა მომეწია ისევ, როგორც ადრე ხდებოდა და მეგონა მწეველი ვიყავი ისევ. სუნიც ვიგრძენი სიგარეტის და ყავის ერთად.

რა უაზრობაა, ამდენი ხნის შემდეგ დამესიზმრა და თან რატომ ვერ ვხვდები, მე ხომსიგარეტის მოწევა საერთოდ არ მინდა.

Posted by: Africa 30 Mar 2015, 21:04
რაც უფრო რთულად მიუდგებით უფრო გაგიჭირდებათ დანებება.არ უნდა დღეებს და წუთებს თვლა ვაბშე არ მახსოვს რამდენი ხნის წინ დავანებე.მოკლედ თავის მოტყუებას ვინც დაიწყებს ის მოწევასაც დაიწყებს.ყველაზე ძნელი დანებებაში ის არი რო თავი არ მოიტყუო.

დავამატებ რა შეიცვალა.ნაღდად არ მეგონა რო ამდენ რამეზე მოქმედებდა.ცუდი გემო დილას პირში და ცუდი სუნი იმის მეათასედია რასაც მერე მიხვდებით თურმე რამდენ რაღაცაში გიშლიდათ ხელს და ისეთი მიმართულებებით თან ვაბშე ერთი შეხედვით რო არაფერშუაშია.

Posted by: ThelicH 31 Mar 2015, 20:02
ვეწევი ერთი 7-8 წელია, სერიოზული მწეველი და დღეში 3 პაჩკა არ მომიწევია არასოდეს, სტანდარტულად 1 კოლოფი მყოფნის, თუმცა გაუგებარია ჩემთვის აი როგორც ვეწევი, სიტყვაზე სახლში ვარ მთელი დღე და აი საქმე არ მაქ ვუყურებ ტელევიზორს, სიგარეტის არსებობა საერთოდ არ მახსოვს არც ლომკა მაქ, და ესე რო გაგრძელდეს 3 დღეც არ მომინდება მოწევა, აი ვინმე რო მოვიდეს სტუმრად და გავიდეს აივანზე მოსაწევად ეგრევე მინდება მეც.. ანუ ეს ფსიქოლოგიური მომენტია როგორც ვხვდები, ნუ გარეთ გასვლიშ შემთხვევაში უეჭველი მინდება ანუ გარეთ მაქ ლომკა და სახლში როგორც ავღნიშნე საერთოდ არ მახსენდება smile.gif ეს რა პონტია ? ანუ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა რაღაც გარემოზეა დამოკიდებული.. თან დანებება მინდა ძალიან შევამცირე უკვე 2-2.5 დღე მყოფნის 1 კოლოფი მაგრამ აი იმ კონკრეტულ სიტუაციებში ვერ ვამბობ უარს სიგარეტზე რა sad.gif(

Posted by: little___mermaid 5 Apr 2015, 17:38
1 თვეა უკვე დავანებე თავი. ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა წონაში მომაგება იყო, მაგრამ საბედნიეროდ 500 გრამო მაქვს დაკლებულიsmile.gif))))

Posted by: ფორთოხალიიი 5 Apr 2015, 17:40
ThelicH
QUOTE
ვეწევი ერთი 7-8 წელია, სერიოზული მწეველი და დღეში 3 პაჩკა არ მომიწევია არასოდეს, სტანდარტულად 1 კოლოფი მყოფნის, თუმცა გაუგებარია ჩემთვის აი როგორც ვეწევი, სიტყვაზე სახლში ვარ მთელი დღე და აი საქმე არ მაქ ვუყურებ ტელევიზორს, სიგარეტის არსებობა საერთოდ არ მახსოვს არც ლომკა მაქ, და ესე რო გაგრძელდეს 3 დღეც არ მომინდება მოწევა, აი ვინმე რო მოვიდეს სტუმრად და გავიდეს აივანზე მოსაწევად ეგრევე მინდება მეც.. ანუ ეს ფსიქოლოგიური მომენტია როგორც ვხვდები, ნუ გარეთ გასვლიშ შემთხვევაში უეჭველი მინდება ანუ გარეთ მაქ ლომკა და სახლში როგორც ავღნიშნე საერთოდ არ მახსენდება  ეს რა პონტია ? ანუ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა რაღაც გარემოზეა დამოკიდებული.. თან დანებება მინდა ძალიან შევამცირე უკვე 2-2.5 დღე მყოფნის 1 კოლოფი მაგრამ აი იმ კონკრეტულ სიტუაციებში ვერ ვამბობ უარს სიგარეტზე რა (

მეც ზუსტად ეგრე ვარ , " პრივიჩკაა" რა , გარეთ რო გავიდე შეიძლება დღეში 2 პაჩკა მოვწიო მაგრამ სახლში როცა ვარ და კომპტან ვზივარ ან რამე 10 ღერი მაქსიმუმ მეტი არა

Posted by: fordman 10 Apr 2015, 00:06
ყოფილი ძალიან აქტიური მწეველი ვარ. ვეწეოდი არანორმალურად ბევრს- დღეში 3 კოლოფს. ხან მეტსაც. დანებებაზე ბევრი ვიწვალე და ბოლოს გამომივიდა. 10 წელია აღარ ვეწევი. დავდებ აქაც ჩემს შედეგს.

Posted by: Africa 10 Apr 2015, 01:55
ორი თვეა არ მომიწევია და რა მაინტერესებს აი რო ანებებთ და მერე იწყებთ ეგ რაზეა?მინდება ხოლმე მეც მარა ისე არა რო მოწევა დავიწყო.მე ვფიქრობ ეხლა ძალით თუ დავიწყებ მოწევას თორე აწი ლომკა ნაღდად არ დამაწყებინებს თუ ვცდები?

Posted by: გადადექი 28 Apr 2015, 00:42
Africa
QUOTE
ორი თვეა არ მომიწევია და რა მაინტერესებს აი რო ანებებთ და მერე იწყებთ ეგ რაზეა?მინდება ხოლმე მეც მარა ისე არა რო მოწევა დავიწყო.მე ვფიქრობ ეხლა ძალით თუ დავიწყებ მოწევას თორე აწი ლომკა ნაღდად არ დამაწყებინებს თუ ვცდები?

1 კვირის წინ ვცადე დანებება სამი დღე არ მოვწიე და მერე დავთვერი ისე მომინდა დავიწყე ისევ მოწევა

ეხლა 28 საათია უკვე არ ვეწევი და მინდა ძააან. იმედია ამაზე დიდი ლომკა არ მექნება
* * *
https://www.youtube.com/watch?v=fLbQfMmrISE

რა კაია მარა რა ძნელია

Posted by: გადადექი 29 Apr 2015, 03:21
უკვე 2 დღეა არ ვეწევი smile.gif

....................................

კბილებზე რაღაც მჭირს



Posted by: SoulTaker 30 Apr 2015, 11:22
მესამე დღეა არ ვეწევი 8 წელი ვეწეოდი აქტიურად.
არ მინდა დავიწყო, ყველაფერი წავიკითხე დანებებაზე, ლომკაზე და ა.შ.

ჩამოვწერე რატომ აღარ მინდა მოვწიო, როცა მოწევა მინდა ან თავს ცუდად ვგრძნობ ვაკეთებ ჩანაწერებს:

გავიდა 57 საათი ბოლო ღერიდან
დღეს დილით ვივარჯიშე, მერე ფეხით ვიარე. თურმე როგორი სასიამოვნო სუნი აქვს დილას. ისეთი შეგრძნება მაქვს, თავისუფლების, სიხარულის და ჯანმრთელობის. ასე მგონია ნარკოტიკებს შევეშვი. ალბათ ასეცაა. ეს არ უნდა დამაიწყდეს. როცა ძალიან მომინდება მომავალში თავიდან დავიწყო ეს საშინელება და ვიფიქრებ რომ „მერე რა, ერთი რას მიზამს“ ეს უნდა მახსოვდეს.
ისევ საშინლად მახველებს და ბრონხები მტკივა. იმედია მალე გამივლის და ისევ თავისუფლად ვისუნთქებ. ვარჯიშს გავაგრძელებ. ვარჯიში აუცილებელია, თორემ ცოტაც და პასპორტის სურათს დავემსგავსები smile.gif


აი ასე smile.gif
ყველა დადებით და უარყოფით შეგრძნებას ვწერ, მერე როცა ნასვამზე ვიფიქრებ რომ "ერთ ღერს არაუშავს" - უნდა მახსოვდეს კარგად
ერთხელ უკვე მქონდა დანებების მცდელობა. 2 კვირა არ ვეწეოდი და მერე თითო ღერით დავიწყე.
ახლა მინდა რომ საბოლოო იყოს. ასე რომ უფრო გლობალურად ვუდგები biggrin.gif
წარმატებები ვინც ახლა დაიწყო "დაჭკვიანება" biggrin.gif

Posted by: i_k_s_1 2 May 2015, 10:52
ორ თვეზე მეტი გავიდა არ მომიწევია, მაგრამ რაღაც პრობლემა მქონდა და ორი თვის თავზე ორი დღე ვეწეოდი ერთი 15 ღერი მოვწიე და მაგ ორ დღეში მივხვდი, რომ აი სიგარეტი ანგრევს ადამიანს და ცხოვრებას უცვლის ოღონდ მართლა. იმ ორი დღის მერე გავიდა 4 დღე და კიდე არ მომიწევია, არ მინდა ისევ მწეველი გავხდე.
ვინც ანებებს ჩემი რჩევაა მხოლოდ ფსიქოლოგიურად მოემზადოს და დაანებებს. ვისაც უნდა რო არამწეველი იყოს იქნება დაანებებს თავს 80% smile.gif
მე ვიცი რომ მწეველი აღარასოდეს გავხდები.

Posted by: SerIouS 2 May 2015, 12:21
QUOTE (temotemuka @ 13 May 2013, 03:57 )
ჩემ გარშემო სამმაა კაცმა დაანება თავი ტაბექსით ყველაზე რეალური გზა მგონი ესაა იქითა კვირიდან მეც ვიწყებ სმას და შეგატყობინებთ რამე თუ გამოვა..

მეც ტაბექსით დავანებე, დღეში ორი კოლოფი არ მყოფნიდა, რამდენად იყო ტაბექსის დამსახურება არ ვიცი.
უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ვცადე დანებება, მალ მალე, ესეიგი უსიგარეტობის განცდას კარგად ვიყავი შეჩვეული,
თან დავამუღამე რო მთავარი საშინელება ის წამი და მომენტია როცა უბრუნდები იმ ერთი ღერით.. და ერთხელაც მაგ მომენტს გამოვუცხადე სასტიკი ბრძოლა,
შვიდი დღის უსიგარეტობის შემდეგ ძალიან ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად მახსოვს ლამის პირში ჩამთხარა სიგარეტი ტაქსის მძღოლმა, და არ დამანახო მეთქი gigi.gif
თან ყველგან ვამბობდი მეორე მესამე დღიდანვე, მე თუ სიგარეტს დავუბრუნდი, ჩემზე დებილი გამო... არავინ იქნება მეთქი, ასეც იქნებოდა.
რასაც ქვია უნდა ებრძოლო, გაბრაზებული, როგორც მტერს, ხშირად ვამბობდი, მაინც არ მოვწევ! აბა ვნახავ რას მიზავს და რა მომივა უსიგარეტოთ!,
თურმე არაფერიც არ მომივა, უკეთესად ვარ smile.gif

ჩემდა გასაკვირად ერთი კვირის თავზე სიგარეტი უბრალოდ მახსენდებოდა... თორე მოთხოვნილების შეგრძნება უკვე აღარ მქონდა,
შემეძლო საქმე უკეთესი შემართებითაც კი მეკეთებინა სიგარეტის გარეშე, უბრალოდ მახსენდებოდა ხოლმე.. ბოლოს და ბოლოს 10 წლიანი ჩვევა sad.gif
* * *
QUOTE (Bridgeman @ 15 May 2013, 09:43 )
Solveig
არაა დასაცინი რა თქმა უნდა + კაი ანეკდოტი იყო biggrin.gif

Ps. მაინც ვფიქრობ, რომ "მოწევა იწვევს 10000 ქრონიკულ დაავაადებას, კიბოს, იმპოტენციას" და ა.შ. ანტი კამპანიაა და მეტი არაფერი. ძაან გაბუქებულია. საახლობლოში,სანათესაოში არავისზე გამიგია სიგარეტის გამო რაიმე სერიოზული პრობლემა შექმნოდა და ვაფშე რამდენი მწეველია, ტყუპებს-ტყუპებს აკეთებენ : დ

მსგავსი პოსტები გადავიკითხე smile.gif
მე რაც მახსენდება საკმარისია ჩემთვის:
1. მჭირდებოდა მინიმუმ 200 ლარი თვეში. ფაქტიურად ერთი უბრალო სამსახური ვიშოვე თავის დანებებით.
2. დილით ვიღვიძებდი დაღლილი, ასევე გაღვიძება არ მიხაროდა. მიხარია გაღვიძება )
3. სიგარეტი იყო > პრობლემის მოგვარების გზა რომელი პრობლემაც რჩებოდა გადადებული ან უღიმღამოდ ვუდგებოდი.
ეხლა რქებით ვუტევ პრობლემას და გაქვს ამის ძალაც.
4. არ მაქვს დაკავებული ერთი ჯიბე მუდმივად სიგარეტით და სანთებელით.
5. არ მიწევს სიგარეტის საყიდლად შუა ღამით ბოდიალი ხოლმე, თუნდაც დღის განმავლობაში.
6. არ ვიკავებ თავს კოცნისგან, ამისათვის ყოველთვის მზად ვარ.
7. არ ვაწუხებ ჩემი კვამლით არავის, და საერთოდაც... სიგარეტი უკვე არის "გრეხი",
დასაცინი და უნებისყოფო საცოდავი ხარ, როცა ეწევი, მეც არ მომწონდა ჩემი თავი სახალხო ადგილას რომ ვწრუპავდი წაკიდებულ სიგარეტს.

დანარჩენი თქვენ მიამატეთ, ჩემი აზრით ზემოაღნიშნული 7 პუნქტიც საკმარისია.
წარმატებები smile.gif

Posted by: SoulTaker 4 May 2015, 12:49
SerIouS
QUOTE
1. მჭირდებოდა მინიმუმ 200 ლარი თვეში. ფაქტიურად ერთი უბრალო სამსახური ვიშოვე თავის დანებებით.
2. დილით ვიღვიძებდი დაღლილი, ასევე გაღვიძება არ მიხაროდა. მიხარია გაღვიძება )
3. სიგარეტი იყო > პრობლემის მოგვარების გზა რომელი პრობლემაც რჩებოდა გადადებული ან უღიმღამოდ ვუდგებოდი.
ეხლა რქებით ვუტევ პრობლემას და გაქვს ამის ძალაც.
4. არ მაქვს დაკავებული ერთი ჯიბე მუდმივად სიგარეტით და სანთებელით.
5. არ მიწევს სიგარეტის საყიდლად შუა ღამით ბოდიალი ხოლმე, თუნდაც დღის განმავლობაში.
6. არ ვიკავებ თავს კოცნისგან, ამისათვის ყოველთვის მზად ვარ.
7. არ ვაწუხებ ჩემი კვამლით არავის, და საერთოდაც... სიგარეტი უკვე არის "გრეხი",

8. არ ხარ დამოკიდებული რაღაცაზე. როცა ვერ ეწევი მუდმივად არ ფიქრობ "მინდა"
9. სახის კანი გიახალგაზრდავდება და ავადმყოფის ფერი აღარ გადევს
10. გიბრუნდება საკუთარი ბუნებრივი სუნი და სუნამოს შხაპით აღარ გიწევს "საფერფლის" ეფექტის მოშორება smile.gif

Posted by: QERBI 4 May 2015, 12:56
მე დავანებე თავი, არ მახსოვს რამდენი ხნის წინ, არ დამიმახსოვრებია.
ჩემს თავს ვუთხარი- ხვალიდან შენ აღარ ეწევი და იმის მერე, აღარ გამხსენებია სიგარეტი, არც მოწევის სურვილი მაქვს.

Posted by: [kitika] 13 May 2015, 14:44
მოგესალემბით, გადაცემა ექიმებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ შეგვეხმიანოთ პმ, ვინც ტაბექსით დაანებეთ თავი მოწევას. ასევე თუ ვინმეს გაქვთ ფილტვებზე გადატანილი რაიმე ოპერაცია, ან დაგიდგინდათ სიმსივნე და იყავით მწეველი. გთხოვტ მომწეროთ პმ.

Posted by: MissionAC 15 May 2015, 14:41
ოოო. სიგარეტი ჩემი უდიდესი სისუსტეა. ბრალოდ წარმოუდგენელია. უამრავჯერ ვცადე უამრავი ხერხი მაგრამ არაფერი გამოვიდა. დღემდე ამაოდ ცდილობ. მაგრამ არიან ადამიანები რომელსაც შინაგანათ აქვთ მიდრეკილება ხასიათშიც უზით და ფიზიკურათაც ძლიერდამოკიდებულები ხდებიან მეც ეს კატეგორია ვარ. სიგარეტს რომ არ მოვწევ ცხოვრება ხალისს კარგავს არაფერი მაინტერესებს და არ მინდა. მკლედ ძნელია ჩემი დაკვირვებით ადვილად ანებებენ სულელები დებილები და ძლიერი ნებისყოფის ხალხი რომელიც ბოლოს უმეტესობა მაინც იწყებს მოწევას. ძლიერი ნებისყოფიზ ხალხს ვგულისხმომ. დებილები და სულელების ლომკა არც აქვთ. აგერ ერთი მყავს დებილი ნაცნობი სამი საათი მქონდა ლომკა და ეგიყო სულო. ერთმა კიდე 10 წლის ნარკოტიკის მომხმარებელმა 1 დღეში გადააგდო წამალი რავიცი ფენომენი. აქ ალბათ მთელი გენეტიკა შინაგანი ხასიათი ყველაფერი როლს თამაშობს ასე ადგე და გადააგდო რავიცი

Posted by: little___mermaid 15 May 2015, 15:16
MissionAC
რა გინდა თქვა რომ სულელები ანებებენ და ჭკვიანები ეწევიან?))))) 13 წელი ვეწეოდი, სიგარეტი რო არ მქონდა ვერ ვიძინებდი, ისეთი ლომკა მქონდა ვერავის და ვერაფერს ვიტანდი უსიგარეტოდ, მაგრამ მოვიდა დრო რომ ყოველგვარი ლომკის გარეშე დავანებე თავი. ვთქვი და მორჩა აღარ მომიწევია და აღარც მომნდომებია. მთავარია მართლა მოგინდეს დანებება გულით, გააზრებულად და არა იმიტომ რომ იცი მავნებელია და კარგი იქნება თუ დაანებებ. ეგრე არაფერი გამოგივა. smile.gif

Posted by: MissionAC 15 May 2015, 15:57
little___mermaid

სწორედ ვერ გაიგე ნათქვამი ან აზრი ვერ გადმოვეცი ნათლად. პროსტა დებილებს და სულელებს ისეთი შინაგანი და ფსიქოლოგია აქვთ ზედაპირულები არიან და აგდებენ ადვილად. სამაგიეროდ ხო დავწერე ძლიერი ნეიბსოყოფის ხალხზეც. გამონაკლისებიც არის შენ შემთხვევაშიც ლომკის გარეშე დაგინებებია. მაგრამ უმეტესად იმ კატეგორიას არ აქ ლომკები რომელიც ვთქვი. იმის თქმა მინდა მთელი შინაგანი სტრუქტურ როლს თამაშობს. ხასიათი ძირითადად.

Posted by: nia4u 15 May 2015, 17:09
MissionAC
QUOTE
ჩემი დაკვირვებით ადვილად ანებებენ სულელები დებილები და ძლიერი ნებისყოფის ხალხი რომელიც ბოლოს უმეტესობა მაინც იწყებს მოწევას. ძლიერი ნებისყოფიზ ხალხს ვგულისხმომ. დებილები და სულელების ლომკა არც აქვთ. აგერ ერთი მყავს დებილი ნაცნობი სამი საათი მქონდა ლომკა და ეგიყო სულო.

რაიო?

rolleyes.gif

Posted by: SerIouS 16 May 2015, 02:54
QUOTE (MissionAC @ 15 May 2015, 14:41 )
ოოო. სიგარეტი ჩემი უდიდესი სისუსტეა. ბრალოდ წარმოუდგენელია. უამრავჯერ ვცადე უამრავი ხერხი მაგრამ არაფერი გამოვიდა. დღემდე ამაოდ  ცდილობ. მაგრამ არიან ადამიანები რომელსაც შინაგანათ აქვთ მიდრეკილება ხასიათშიც უზით და ფიზიკურათაც ძლიერდამოკიდებულები ხდებიან მეც ეს კატეგორია ვარ. სიგარეტს რომ არ მოვწევ ცხოვრება ხალისს კარგავს არაფერი მაინტერესებს და არ მინდა. მკლედ ძნელია ჩემი დაკვირვებით ადვილად ანებებენ სულელები დებილები და ძლიერი ნებისყოფის ხალხი რომელიც ბოლოს უმეტესობა მაინც იწყებს მოწევას. ძლიერი ნებისყოფიზ ხალხს ვგულისხმომ. დებილები და სულელების ლომკა არც აქვთ. აგერ ერთი მყავს დებილი ნაცნობი სამი საათი მქონდა ლომკა და ეგიყო სულო. ერთმა კიდე 10 წლის ნარკოტიკის მომხმარებელმა 1 დღეში გადააგდო წამალი რავიცი ფენომენი. აქ ალბათ მთელი გენეტიკა შინაგანი ხასიათი ყველაფერი როლს თამაშობს ასე ადგე და გადააგდო რავიცი

ჩემი აზრით არის ერთი თეორიაც, ბედისწერასავითაა,
10 წელი ვეწეოდი და ფეხებით რო დავეკიდე ვინმეს მაინც მოვწევდი სიგარეტს ნებისმიერ ეტაპზე იმ 10 წელში,
ანუ ვერანაირად ვერ შევძლებდი თავის დანებებას, მარა დადგა რაღაც დრო და მომენტი როცა ძან მარტივად გადავაგდე,
და მის მერე სიხარულის გრძნობით დავდივარ როცა ვიაზრებ რო აღარ ვეწევი, სიგარეტს აჯობე... რა მაგარი ხარ.. სასიხარულოა აშკარად სატირალი როარ იყოს.
მიდგომა შემეცვალა გარკვეულად და ასე ანებებს ყველა მოწევას თავს,
თორე იმ დოზის ლომკებს რასაც ეხლა შენ განიცდი.. ნებისყოფა და ჭკუა ადვილად ვერ გაუძლებს wink.gif

Posted by: MissionAC 16 May 2015, 15:16
SerIouS

არის კი ეგ მომენტიც. თითქოს რესურს ამოწურავ და მერე ადვილად ანებებ. ან უბრალოდ თავისთავად რაღაც ისე ეწყობა რო ძლიერი მწეველიც ადვილად გადააგდებს. კარგია რო გადააგდე ის შეგრძბებები რასაც წერ გამომიცდია მხოლოდ რამდენიმე საათი biggrin.gif
რამდენიმე საათიც საკმარისია იმხელა ცვლილებას ენერგიას. ხალისს გრძნობ ადამიანი. მოკლედ კაია ჯანსაღი ცხოვრება...

პს. ისე ყველაზე კაი ეფექტი აქ შუადღის მერე არ მოწიო. ისე დაიძინოთ. ცადეთ მეორე დღეს და შედეგი სხვადაც გაუზიარეთ დანებებაზე დროც გარემოც ამინდიც მაგრად მოქმედებს.

Posted by: [kitika] 26 May 2015, 19:49
მოგესალმებით, უკვე ტრადიციად დამკვიდრდა რომ ყოველი წლის 31 მაისს ვატარებთ უფასო გამოკვლევას ავერსის კლინიკაში მწეველებისთვის.

Posted by: little___mermaid 12 Aug 2015, 22:33
ხო არ იცით მოწევის შეწყვეტიდან რამდენი ხანი შეიძლება ხველება გაგრძელდეს? სანამ თავს დავანებებდი ბრონხიტს არასდროს შევუწუხებივარ. რაც აღარ ვეწევი 5 თვეში 3 ჯერ მქონდა ბრონხიტი. ორი კვირა მახველებს, მერე გამივლის მერე ისევ მეწყება 1 თვეში. ნორმალურია?

Posted by: herminewolf 1 Sep 2015, 00:31
5 დღეა არ მომწევია. ასე ავდექი და აღარ მოვწიე საერთოდ. ფორთოხლის წვენი და ვარჯიში მეხმარება. თუმცა ეგ მწეველობის პერიოდშიც იყო smile.gif მაინტერესებს გვერდითი მოვლენები რა შეიძლება ქონდეს სიგარეტის თავის დანებებას? მოწევის სურვილზე მეტად მაწუხებს თავის ტკივილი, შედარებითი უმადობა, ყელის ოდნავი ტკივილი და ხანდახან ნახველი ოდნავ სისხლინი გამონადენით. ამ ბოლო რაღაცის მეშინია, გაციებულიც ვიყავი შეიძლება იმის ბრალიცაა მაგრამ მაინც. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი სიმპტომები მომწერეთ პლზ.

Posted by: kvirosi 1 Sep 2015, 13:08
ახლა კამფეტები ვიყიდე და დროის შუალედი უნდა გავზარდო შემდეგ იმედია თავს დავანებებ smile.gif

Posted by: Lasha244 3 Sep 2015, 01:36
მეხუთე თვე უსიგარეტოდ : ))))))))))))))))))))))))))))))

Posted by: ლიკლიკა 3 Sep 2015, 12:06
Lasha244
გილოცავ 2kiss.gif
ამასობაში ჩემთან 8 წელი გამხდარა bis.gif

Posted by: TaTa_TaTuLi 3 Sep 2015, 17:06
მეხუთე წელი უსიგარეტოდ smile.gif

ძალიან მაგარია bis.gif

Posted by: Sattelite 12 Sep 2015, 22:00
უკვე ერთი თვეა დავანებე თავი. არც კი მახსოვდა საჭმელი ასეთი გემრიელი თუ იყო biggrin.gif. ქუჩაში ძლიერი გამონაბოლქვის სუნი თუ იდგა.
იმენა სხვა სამყაროში გავეძრე.
სამსახურში რამოდენიმე კაციანი ჯგუფის მართვა მიწევს. მეგონა სიგარეტი სტრესთან გამკლავებაში მეხმარებოდა, თურმე სად ბანაობ რა სტრესთან გამკლავება, იმენა პარაზიტია ენერგიის და ნერვების. ათჯერ მეტი ენერგია მაქვს და ბევრად უფრო მობილიზებული გავხდი უსიგარეტოდ.
დიდი ხანი ვეწეოდი საკმაოდ, განათლებით მედიკოსი ვარ თან და ვიცი რასაც იწვევს მოწევა, ორგანულ და უჯრედულ დონეზე, მაგრამ მაგის შიშით ნამდვილად არ დამინებებია.

რა უცნაურიც არ უნდა იყოს ამ რეკლამამ ჩამაფიქრა. შემარცხვინა. თავი ამ პატარა კოლოფის მონად ვიგრძენი.

http://therealcost.betobaccofree.hhs.gov/costs/addiction/index.html?bully-gif

პირველი კვირა მაგრად გამიჭირდა, გრიპის მსგავსი სიმპტომები მქონდა, მახველებდა პირით ვერ ვსუნთქავდი წესიერად ცხვირიც მეჭედებოდა. მოკლედ კაი ნარკომანივით ლომკები მომცა მაგრამ მაინც არ დავიწყე. ახლა სიგარეტის მოწევა აღარ მინდება. სუფრაზე სადაც ყველა ეწეოდა და სადაც ძალიან ბევრი დავლიე ერთი ღერიც არ მომიწევია. ეგ გამოცდაც ჩაბარებულია.

biggrin.gif.


Posted by: charliXL 17 Sep 2015, 00:05
ჩემი მეგობარი (გოგო) ეწევა სადღაც 4-5 წელია უკვე, გადახვევა არ უნდა მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც სულ ცუდად არის და სიგარეტს ვაბრალებ იასნა არ მიჯერებს, და რა ვუყო რა ვუთხრა ისეთი რით გადავაჩვიო დამეხმარეთ რაა

Posted by: გეტო 3 Oct 2015, 13:11
6 წელია უკვე ვეწევი და ეხა განებება მინდა, 20 წლის ვარ ეხლა, ხოდა გუშინ დღიდან ვცდილობ მარა რაღაც ცუდად ვარ ხასიათი ძაან გამიფუჭა, დათრგუნული ვარ, თავი გაბრუებული მაქ, საწოლიდანაც არ ვდგები ვწევარ ორი დღეა და გულიც ცუდად მაქ, ეს რისი ბრალია, ზედმეტად დამოკიდებული გავხდი სიგარეტზე? რამდენი ხანი ვიქნები ესე ?

Posted by: SerIouS 10 Nov 2015, 18:46
TaTa_TaTuLi
6 თვე უსიგარეტოდ
ძალიან მაგარია yes.gif
=====================================

Posted by: simebi 25 Nov 2015, 22:58
მთავარი პრობლემა იცით რა მაქვს , ასე მგონია სიგარეტს თუ არ მოვწევ ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ მივიღებ, ვერც სწავლით, ვერც გართობით, ვერც მეგობრებთან ურთიერთობით, ვერც ყავის სმით და მეშინია რომ ეს მთელი ცხოვრება გამყვება ესაა ჩემი მთავარი პრობლემა, და ვერა და ვერ დავძლიე ეს "ცხოვრების სიამოვნებისგან განშორების შიში" და რამეს ხომ ვერ მირჩევთ ?

Posted by: პაპუნა_ 30 Nov 2015, 12:43
simebi
ზუსტად შენნაირად ვიყავი დამოკიდებული აი ზუსატად მასე შენ რაც დაწერე,ასე მეგონა სადმე თუ ქეიფში ან რამე სუფრაზე მოვხვდებოდი ყველაფერს ელფერი ეკარგებოდა თუ არ მოვწევდი,ან გარეთ უბანში ვერ დავდგებოდი,მოკლედ ტვინით ვიყავი დამოკიდებული და არაორგანიზმით,ყველაზე დიდ სიამოვნებად მიმაჩდა მოწევა,1 წელი და 8 თვეა რაც დავანებე smile.gif ალბად ვერც დავანებებდი შეყვარებულს მთელი გულით რომ არ ეთხოვა (ეხლა უკვე ჩემი მეუღლეა ის ადამიანი) 3 თვე მაგრად გამიჭირდა აი დღედაღამე სულ სიგარეტი მელანდებოდა,ვერც სუფრაზე ვერ ვჩერდებოდი 3 ჭიქის მერე ცოფიანი ძაღლივით ვიწევდი მაგრამ მაინც გაუძელი,3 თვის მერე უკვე გავიწყდება ნელნელა გადის მაგაზე ფიქრი smile.gif ძალიან რომ არ გავაგრძელო 3 თვე თუ გაუძლებ მერე აღარ მოგინდება smile.gif

Posted by: simebi 30 Nov 2015, 13:17
პაპუნა_

გავანებე 4 დღეა თავი, ნელ-ნელა უკვე იკლებს ლომკა. მოკლედ 3 თვეც მოვითმენ რამენაირად მთავარია გადამიაროს თორემ ასეთ დიდ ხაფანგში დარჩენით სერიოზულად დავინგრევ ჯანმრთელობას (3 კოლოფამდე ვეწეოდი). მადლობ გამხნევებისთვის და გისურვებ აღარც შენ და არც არავის აღარ გაესინჯოს ეს საწამლავი.

Posted by: პაპუნა_ 1 Dec 2015, 01:57
simebi
გაიხარე smile.gif მიდი არ მოგერიოს გაუძელი არაფერია მერე სულ დაგავიწყდება დამიჯერე.3 თვე ეგ მე დამჭირდა თორე შენ შეიძლება 1 კვირაშიც აღარ მოგინდეს.აი ვაფშე არ იფიქრო მაგაზე თუ ძალიამ მაგრად დაიკიდე და ეგაა რა.2 კოლოფს მე ვეწეოდი განსაკუთრებით სამსახურში.გახსენებაც აღარ მინდა მადლობა უფალს ეს საშინელი სენი რომ მომაშორა.

Posted by: Lasha244 4 Dec 2015, 01:35
აბა როგორ მიდის საქმეები ხალხო?

7 თვეა არ გავკარებივარ ამ აყროლებულ სიგარეტს,და საერთოდ რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მიჩნდება კითხვა რატომ ვეწეოდი და ამით რა სარგებელი მქონდა? გარდა ცუდისა...

რა ბედნიერებაა როცა ტანსაცმელზე აღარ აგდის მყრალი სუნი,არ გიყარს პირი,რაღაც პერიოდის მერე იმდენად აღარ გახველებს, და ასე შემდეგ...

ჩვენ ადამიანები ვართ,თავიდან ამოიგდეთ - აღარ შემიძლიაო აღარ თქვათ! გახსოვდეთ რომ არსებობს ძნელი,მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი...

მივმართავ იმ ადამიანებს რომლებმაც დაანებეს და ისევ დაიწყეს 1 კვირის მერე,1 თვის მერე ან რაღაც პერიოდის მერე....

მეც მქონდა ბრძოლები,მოთხოვნილება (ჩვენ რომ ლომკას ვეძახით) განსაკუთრებით მაშინ როდესაც ნასვამი ვიყავი.....

ეხლაც თითქმის სულ ისეთ ადგილებში და საზოგადოებაში მიწევს მოძრაობა სადაც ყველა ეწევა,მაგრამ მაქსიმალურად ვერიდები,დაინახე რო ეწევა? გამოეცალე ცოტახანი და შორს დადექი,მოგინდა? გაიხსენე რომ შენ ის ცუდის მეტს არაფერს მოგიტანს,და მან შეიძლება ისეთი დაავადებები გამოიწვიოს როგორიცაა: ყელის კიბო,ფილტვის კიბო და ასე შემდეგ...

გადააგდეთ სიგარეტი ამ წუთიდან და აღარ მიუბრუნდეთ მას,უნდა იბრძოლო თუ გინდა მიზანს მიაღწიო... საერთოდ ნებისმიერ რამეში ადამიანი აიძულებს საკუთარ თავს...

მერე ჩნდება პრობლემა წონისა,მაგრამ ესეც უნდა გადალახოთ!

აი მაგალითად მე რაც დავანებე საგრძნობლად მოვიმატე წონაში და ვერ ვგუობ... თუ ვიყავი 65 ახლა ვარ 80

:დდდდდ

ყველაფერი კარგად იქნება,ნებისყოფა გამოიჩინეთ!

Posted by: revaza28 6 Dec 2015, 16:15
ჩემი აზრით ყველაფერი ფსიქოლოგიურია და არა რამე ლომკა, 9 წელი ვეწეოდი სიგარეტს და ძალიან ბევრჯერ მქონდა მცდელობა მარა უშედეგოდ იყო მომენტები 1 თვით ვანებებდი მარა მერე ისევ ვიწყებდი, ერთხელ ჩემზე ორჯერ უფროსმა ხალხმა შემომთავაზა ფეხბურთის თამაში, თამაშის დროს ისინი უფრო კარგად დარბოდნენ ვიდრე მე იმ მომენტიდან მივხვდი რას ვუშვებოდი ჩემს ჯანმრთელობას და ყველაფერი სიგარეტს მივაწერე, აგარ ვეწეოდი და როგორცვე მომინდებოდა მაშინვე ის , მომენტი მახსენდებოდა ჩემზე ორჯერ უფროსი და ორჯერ მსუქანი კაცი როგორ დარბოდა მეტს ვიდრე მე მაგ მომენტმა ჩამიბეჭდა რომ აღარ გავეკარებოდი სიგარეტს, უკვე ერთი 9 თვეა არ მომიწევია არის მომენტები როცა მინდება მაგრამ უკვე ისე ვარ რომ გამორიცხულია გავეკარო, მიუხედავად იმისა რომ მისი კვამლი ჩემთვის სასიამოვნოც კია ზოგ მომენტებში....

Posted by: GoGoNNa 7 Dec 2015, 20:19
გამარჯობა.. მოკლედ მთლიან თემას ვერ გადავიკითხავ და დამეხმარეთ რა.. ვარ უნებისყოფო ადამიანი არ შემიძლია თავის დანებება.. როგორ გადავეჩვიო?(( აღარ მინდა მოწევა მართლა დამღალა.. მაგრამ თუ არ მოვწევვხდები აგრესიული და ყველაფრია ხალისი მეკარგება..

Posted by: XVTIURI 12 Dec 2015, 01:03
მე ვფიქრობ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სიგარეტის გადაგდება, არანაირი მიზეზები...
ნებისყოფას ნუ დავაბრალებთ , ერთი ვიცი და დავრწმუნდი რომ სიგარეტის მოწევა არის ბინძური პრივიჩკა....

Posted by: Lasha244 14 Dec 2015, 15:43
GoGoNNa
ნებისყოფა და მოთმინება თუ არ გაგაჩნია,ვერაფერს იზამ სამწუხაროდ... შენ შენი თავი უნდა აიძულო რომ ეგ სიმყრალე გადააგდო!
ჩვევაა და მეტი არაფერი.
კარგს არაფერს რომ არ მოგიტანს შენ რა არიცი? აზიანებ შენ თავსაც და სხვასაც,ვინც მაგ შხამიან ბოლს ისუნთქავს...

Posted by: GoGoNNa 15 Dec 2015, 14:21
Lasha244

ყველაფერი კარგად ვიცი და ვერ ვიაზრებ კარგად.. ხან ვიდეოებს ვუყურებ, ხან ინფორმაციებს ვკითხულობ და უცბად თავს ვიმშვიდებ რაღაც ჩემებური თეორიებით sad.gif( ვერ ვიტან საფერფლის სუნი რო ამდის mo.gif

XVTIURI

რას დავაბრალო არ ვიცი აბა.. არ შემიძლია მის გარეშე და რა ვქნა? :|

პ.ს ორსულობაში ძლივს დავანებე თავი mad.gif

Posted by: Lasha244 15 Dec 2015, 20:30
GoGoNNa
შენ თუ შენ თავში არ მონახე ძალა,ვერც ვიდეო ვერ გიშველის და ვერც ინფორმაცია... მითუმეტეს ამბობ "ვიციო" კარგად გააცნობიერე მერე და მერე შენს ჯანმრთელობას რას უზამს და მალევე მოგინდება გადაგდება : )))

Posted by: XVTIURI 15 Dec 2015, 21:06
GoGoNNa
QUOTE
რას დავაბრალო არ ვიცი აბა..

ადამიანი მთავარია მონდომებული იყოს და ყველაფერი გამოუვა, მთავარია მონდომება.
QUOTE
არ შემიძლია მის გარეშე და რა ვქნა? :|

გეუბნები უბრალოდ ცუდი პრივიჩკა არის

Posted by: GoGoNNa 16 Dec 2015, 13:07
Lasha244
XVTIURI
მადლობა გამხნევებისთვის! იმედია მალე დადგება ის დღე როცა აღარ მოვწევ და შემძულდება სამუდამოდ

Posted by: Lasha244 16 Dec 2015, 20:16
GoGoNNa
წარმატებებს გისურვებ,ძალიან ძალიან კარგ რამეს იზამ თუ აღარ მოწევ...

Posted by: XVTIURI 17 Dec 2015, 00:35
GoGoNNa
QUOTE
მადლობა გამხნევებისთვის! იმედია მალე დადგება ის დღე როცა აღარ მოვწევ და შემძულდება სამუდამოდ

იმედი გვაქვს მთელ ფორუმს yes.gif bis.gif

Posted by: otokarcobra 17 Dec 2015, 12:38
10 დეკემბრის დილიდან არ მომიწევია არც ერთი ღერი. როგორც კი მინდება, ეგრევე ვახსენებ ჩემ თავს რო "ეს როგორ უნდა მოგერიოს" და მშველის.......

ყოველდღე უმჯობესდება სუნთქვა ვატყობ.......გემრიელად ვჭამ და ყელში ჩამდის, აღარ მიკეტავს

Posted by: Estrella 24 Dec 2015, 13:54
სულ დამავიწყდა აღნიშნვნა, აქ ვწერ ხოლმე და ერთი დღით გადავაცილე.

დღეს არის ჩემი მილიარდად ღირებული არამწეველობის ორი წლისა და ერთი დღის იუბილე!
წინ უძღოდა მწეველობის სრული სტაჟი 10 წელი. ინტენსიური მწეველობის 6 წელი.

Posted by: kukuruzi003 24 Dec 2015, 16:22
რა საშინელებაა ეს სიგარეტი. მეც მინდა და ვერ ვანებებ თავს

უნებისყოფო ვარ ალბათ

Posted by: Lomes 25 Dec 2015, 03:21
ამ თემაში ჩემს პოსტებს როგორ ვიპოვი მარტივად? smile.gif

Posted by: გიორგი XII 5 Jan 2016, 18:32
8 წელია აქტიური მწეველი ვარ , დღეში 1 ან 1.5 შეკვრას ვეწეოდი, პირველიდან დავანებე თავი სიგარეტს და აღარც მინდება , სამაგიეროდ ასოციალური გავხდი და გარეთ გასვლა არ მინდა სანამ არ გადავაგორებ ცოტა ხანი ამ მდგომარეობას, ფილტვებში არის დისკომფორტი , მაგრამ ვგრძნობ უკვე შედეგებს , მაგალითად ძალიან თავისუფლად ვსუნთქავ თითქოს ყოველდრე გამოდის ორგანიზმიდან ეს შხამი , ჩასუნთქვაც აღარ მიჭირს.

დილით რომ ვიღვიძებ ძალიან თავისუფლად მაქვს ყველაფერი..

უნდა გავუძლო.


Posted by: Georgian92 5 Jan 2016, 18:49
გიორგი XII
კარგია მე 3 წელი ვეწეოდი და დავანებე 2 კვირა ჭირს თავიდან. მერე ისე აღარ გინდება მესამე კვირაც გავა და ეგაა აღარ მოგინდება მერე . თავისუფლად ისუნთქებ ნახველი არ დაგიგროვდება კარგი სუნი აგივა კბილები არ დაგეშლება მეტი რაგინდა არ ღირს დანებება? biggrin.gif

Posted by: გიორგი XII 5 Jan 2016, 19:19
Georgian92
QUOTE
კარგია მე 3 წელი ვეწეოდი და დავანებე 2 კვირა ჭირს თავიდან. მერე ისე აღარ გინდება მესამე კვირაც გავა და ეგაა აღარ მოგინდება მერე . თავისუფლად ისუნთქებ ნახველი არ დაგიგროვდება კარგი სუნი აგივა კბილები არ დაგეშლება მეტი რაგინდა არ ღირს დანებება?


როგორ არ მიღირს , თითქოს თავიდან დავიბადე...
შეგილია გამიზიარო ის 2 კვირა თავიდან რა გჭირდა_

Posted by: Georgian92 5 Jan 2016, 19:49
გიორგი XII
პირველი 2 კვირა იყო საშინელება მთავარია 2 კვირა გაუძლო მესამეც ლაითად უკვე და ვაფშე აღარ მოგინდება.ძალიან მინდებოდა აი ორგანიზმი რო გთხოვს უკვე ეგრე ვიყავი როგორც კი მომინდებოდა მაღაზიაში მივდიოდი ჩიფსს ან სემიჩკას ვყიდულობდი ლუდი თუ გიყვარს შუშის ბოთლში დაითრიე ხოლმე კომპთან ან ტელევიზორთან თუ იქნები ნელნელა წრუპე ხოლმე. მწეველებთან ერთად არ დადგე და არ დააბირჟაო ეგ სანამ 3 კვირა გავა მანამდე თორე მერე პრობლემა აღარ გექნება. სანთებელა თუ გაქვს სადმე შემორჩენილი ან სიგარეტის კოლოფი მოიცილე ყველაფერი . ეცადე 3 კვირის მანძილზე არ დატვრე თორე სიმთვრალეში მოწევ smile.gif ვსო ეგაა მთელი ისტორია smile.gif

Posted by: გიორგი XII 5 Jan 2016, 22:56
QUOTE
პირველი 2 კვირა იყო საშინელება მთავარია 2 კვირა გაუძლო მესამეც ლაითად უკვე და ვაფშე აღარ მოგინდება.ძალიან მინდებოდა აი ორგანიზმი რო გთხოვს უკვე ეგრე ვიყავი როგორც კი მომინდებოდა მაღაზიაში მივდიოდი ჩიფსს ან სემიჩკას ვყიდულობდი ლუდი თუ გიყვარს შუშის ბოთლში დაითრიე ხოლმე კომპთან ან ტელევიზორთან თუ იქნები ნელნელა წრუპე ხოლმე. მწეველებთან ერთად არ დადგე და არ დააბირჟაო ეგ სანამ 3 კვირა გავა მანამდე თორე მერე პრობლემა აღარ გექნება. სანთებელა თუ გაქვს სადმე შემორჩენილი ან სიგარეტის კოლოფი მოიცილე ყველაფერი . ეცადე 3 კვირის მანძილზე არ დატვრე თორე სიმთვრალეში მოწევ smile.gif ვსო ეგაა მთელი ისტორია

გაიხარე რჩევებისთვის დამეხმარება მაგრად.
დალევაც პრობლემა იყო ჩემთვის სერიოული მაგასაც თავი დავანებე მოკლედ ორ საქმეს ვაკეთებ ერთად.

gigi.gif

Posted by: LuxoNika 9 Jan 2016, 13:25
ელექტრო სიგარეტს ან რაიმე მსგავს არაქვს აზრი? 4 წელია ვეწევი, ბევრჯერ 1-2 კვირით დამინებებია თავი მაგრამ ისევ ვიწყებდი, ახლა კი როვიტყვი ვსო ბოლო ღერია მოვრჩი მოწევას მაგ სიტყვებიდან 1 საათსაც ვეღარვძლებ, ის მცირედი ნებისყოფაც დავკარგე biggrin.gif არადა მაგრად მინდა თავის დანებება საჭმლის გემოს ვეღარ ვიგებ ნორმალურად და დილით პირში საშინელი გემოთი და ხშირადე ყელის ტკივილის ვიღვიძებ, რომელსაც ზედიზედ მოწეული 2-3 ღერი შველის, რამე შემცვლელი არარსებობს დავიჯერო? sleep.gif წამლები ან რამე რავი...

Posted by: გიორგი XII 9 Jan 2016, 15:17
მოკლედ შესრულდა 9 დღე რაც არ მომიწევია, გუშინ გარეთ გავედი და არც იქ მომდომებია დიდად, რაც საგრძნობლად შევამჩნიე დიხანიის მომატებაა, აღარ ვიღლები + ადვილად ვსუნთქავ.
ნელნელა ვთავისუფლდები ამ მავნე ჩვევისგან , ძალიან რთულია მაგრამ ღირს მეგობრებო smile.gif

წარმატებები ყველას.


Posted by: GioL 9 Jan 2016, 15:24
QUOTE (გიორგი XII @ 9 Jan 2016, 15:17 )
მოკლედ შესრულდა 9 დღე რაც არ მომიწევია, გუშინ გარეთ გავედი და არც იქ მომდომებია დიდად, რაც საგრძნობლად შევამჩნიე დიხანიის მომატებაა, აღარ ვიღლები + ადვილად ვსუნთქავ.
ნელნელა ვთავისუფლდები ამ მავნე ჩვევისგან , ძალიან რთულია მაგრამ ღირს მეგობრებო smile.gif

წარმატებები ყველას.

წარმატებები შენც და გაუძელი მოტივაცია იქნება ბევრისთვის მაგალითად ჩემთვის ,თუმცა ჯერ ჯერობით ვერ ვანებებ ,გრინ სმოუქი ვიყიდე მაგრამ ჯერ არ გამომიყენებია და ღირს ვინმეს თუ გიცდიათ?

Posted by: Choncxis mzera 9 Jan 2016, 17:35
3 წელია არ მომიწევია

----------

ამობეჭდეთ ეს ნაწერი , ან ამოწერეთ და ჯიბეში როცა მოგინდება მოწევა წაიკითხე
თუ ამას იზამ არ მოწევ . განა ისე რო იძახიან 2 დღე უნდა გაუძლო ან რამე , არა
წაიკითხავ აღარ მოწევ
წაიკითხავ აღარ მოწევ
წაიკითხავ და ნახავ როგორ გაქრება
თუ დააპირა მოსვლა ისევ წაიკითხავ

ოღონდ იმენა ერთიდაიგივე ჯიბეში უნდა გედოთ
ერთიდაიგივე ჯიბით



აი ეს ტექსტი
სპოილერში ჩავსვავ მაინც

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «






როცა მოგინდებათ მოწევა წაიკითხეთ ეს თავიდან ბოლომდე ამავე ემოციით და არ მოწევთ სიგარეტს



პ.ს.
შემოვა ხალხი და გააქილიკებს ამას , მაგრამ მე გეუბნებით ამას გააკეთებთ და სიგარეტს აღარ მოწევთ





Posted by: illiterate 9 Jan 2016, 20:41
QUOTE (Choncxis mzera @ 9 Jan 2016, 17:35 )
3 წელია არ მომიწევია

----------

ამობეჭდეთ ეს ნაწერი , ან ამოწერეთ და ჯიბეში როცა მოგინდება მოწევა წაიკითხე
თუ ამას იზამ არ მოწევ . განა ისე რო იძახიან 2 დღე უნდა გაუძლო ან რამე , არა
წაიკითხავ აღარ მოწევ
წაიკითხავ აღარ მოწევ
წაიკითხავ და ნახავ როგორ გაქრება
თუ დააპირა მოსვლა ისევ წაიკითხავ

ოღონდ იმენა ერთიდაიგივე ჯიბეში უნდა გედოთ
ერთიდაიგივე ჯიბით



აი ეს ტექსტი
სპოილერში ჩავსვავ მაინც

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «






როცა მოგინდებათ მოწევა წაიკითხეთ ეს თავიდან ბოლომდე ამავე ემოციით და არ მოწევთ სიგარეტს



პ.ს.
შემოვა ხალხი და გააქილიკებს ამას , მაგრამ მე გეუბნებით ამას გააკეთებთ და სიგარეტს აღარ მოწევთ

რამსიგრძეა და რა უწმაწური, ამის წაკითხვას ისევ მოწევა მირჩევნიაbiggrin.gif

Posted by: Legal-Gunner 12 Jan 2016, 01:18
გამარჯობათ.რჩევა მჭირდება,მოკლედ 10 დღეა დავანებე თავი მოწევას წონაში უკვე მოვიმატე 3-4 კილო დაკლებაზე ვჩალიჩობ და კიდე თუ მოვიმატე ძაან გავსივდები,რას მირჩევთ რა ვქნა წონის მატება რო შევაჩერო?

Posted by: [kitika] 12 Jan 2016, 09:33
Legal-Gunner
ეს დღეები სულ დღესასწაულები იყო და იქნებ ამიტომ მოიმატეთ? smile.gif

Posted by: LuxoNika 19 Jan 2016, 19:30
4 დღეა აღარ ვეწევი, ეხლა საბოლოოს შევეშვი გონი biggrin.gif მაგრამ 2 კილო მოვიმატე უკვე თან ვვარჯიშობ და...
პროსტა გაბრუებულივარ, მეხსიერებასთან ცოტა ვეღარვარ კარგად, გავაგრესიულდი, იუმორის გრძნობა სულ დავკარგე, სულდაგრუზულივარ :/
* * *
QUOTE (Legal-Gunner @ 12 Jan 2016, 01:18 )
გამარჯობათ.რჩევა მჭირდება,მოკლედ 10 დღეა დავანებე თავი მოწევას წონაში უკვე მოვიმატე 3-4 კილო დაკლებაზე ვჩალიჩობ და კიდე თუ მოვიმატე ძაან გავსივდები,რას მირჩევთ რა ვქნა წონის მატება რო შევაჩერო?

ვარჯიში და სწორი კვება, ყველაზე კარგი ვარიანტია...

Posted by: ვეგა 20 Jan 2016, 16:59
ნერვოზი არ აიკიდეთ ვინც შეეშვით თამბაქოს? smile.gif


მე შევეშვი და აშკარად მოქმედებს

Posted by: lamasia88 23 Jan 2016, 01:10
თუ არ ვცდები მეოთხე დღეა დავანებე მოწევას თავი, მაგარ ბრძოლებში ვარ მაგრამ არ მომიწევია.
ჩემს გარჩემო მინდა არ მინდა ყველა ეწევა დღის განმავლობაში ამასაც გაუძელი sad.gif
მაგრამ ვეღარ უძლებ mad.gif
მაქვს გრინ-სმოუქი ოდესღაც ნაყიდი ჰოდა მაშინ მახსოვს ერთხელ მოვწიე და მეორე დღიდან ისევ თამბაქოს წევა დავიწყე
რა ვქნა რას მირჩევთ ვიხმარო ეს სიგარეტი? აი როდის მინდა იცით ძალიან რო გადავდივარ ჭკუიდან ისე რო მინდება მაშინ რამოდენიმე ნაპასი რო ამოვარტყა ანუ სულ ხელში საჭერად არ მინდა ვითმენ როგორღაც.
კიდევ მაქვს ამის კატრირჯები მოყოლილი, გაუხსნელებია ეხლა ინსტრუქციას გადახედე და გაუხსნეს ვარგისიანობა 4-6 თვე აქვსო ანუ ახლებია საყიდელი ვინც ხართ მომხმარებელი იქნებ მიპასუხოთ?
რაც შეეხება ელექტრო სიგარეტის ზიანს, რავიცი ყველა იძახის არ არის მავნებელიო რაღაც სტატიაც კი წავიკითხე ამერიკაში მეცნიერების დოქტორები ალეგალიზებენ და არ გმობენ პირიქით..
ანუ აბაზანაში რო ორთქლი ისუნთქო ხო არაფერს იზამს? ისეთივე პრინციპიაო.. არ ვიცი რა მარა მაგარ ბრძოლებში ვარ mad.gif


Posted by: Nirvana11 24 Jan 2016, 23:22
თან დავფიქსირდები და თან ჩემს პატარა ისტორიას დავწერ, მოკლედ 1 კვირაა აღარ ვეწევი, ყველაზე მეტად სუფრაზე მოხვედრის მეშინოდა, თან ჩემს სამეგობროში ყველა ეწევა, ჰოდა გუშინ ქორწილში ვიყავი სადაც ყველა ეწეოდა, დაჟე ის ხალხიც ეწეოდა ვინც როგორც წესი არ ეწევა, ჰოდა თავიდან როგორც ასეთ დროს ხდება ამეკვიატა აზრი, რომ შენ მაინც ბევრი შეძელი 1 კვირა საერთოდ არ მოგიწევია, ეხლა თუ 1 ღერს მოწევ ამით შენი მიღწეული არ დაკნინდება, ისედაც ცოდო ხარ, რა მოხდა 1მა ღერმა რა უნდა გიქნას .... გავიწიე კიდეც იმ დედა#####ული 1 ღერისთვის, მაგრამ მაინც საღმა აზრმა გაიმარჯვა და იმენა იმ კონკრეტულ 1 ღერზე უარი ვთქვი, რის შემდეგაც თითქოს სიგარეტის მთელი საზიზღრობა ერთიანად დამიდგა თვალწინ, სუნიც გულს მირევდა და სურვილის ნაცვლად საზიზღრად აღვიქვამდი, ასე რომ ეგ გამოცდაც გავიარე.

სიმართლე გითხრა ყოველი ახალი დღე საამაყოა, თან კაიფი დავუჭირე ერთგვარი შიდა დიალოგებს, რომელიც სიგარეტის მოწევა არ მოწევას ეხება, როცა დრო მაქვს ამ ყველაფერს ვიწერ ხოლმე და მერე ვკითხულობ :დ ზოგადად ის შეგრძნებები უნდა ჩაიწეროთ, რომელიც ამ პატარ-პატარა გამარჯვებების შემდეგ გეუფლებათ.

ხო, რომ გითხრათ დღეში 2 კოლოფს ვეწეოდი, თან ძალიან მძიმე შემადგენლობით, მაქსიმუმი იყო მასში კუპრიც მხუთავი აირიც და ნიკოტინიც.

ასე რომ წარმატებები ყველას, ეს დღეებია ჰაერის სუნი ვიგრძენი და ეს ისეთი მაგარი გრძნობა ყოფილა თითქოს ბავშვობაშ დავბრუნდი :დ


Posted by: QERBI 25 Jan 2016, 10:45
QUOTE
ნერვოზი არ აიკიდეთ ვინც შეეშვით თამბაქოს?

no.gif

მარტში გახდება 1 წელი, რაც აღარ ვეწევი.

Posted by: Nirvana11 26 Jan 2016, 23:39
მოკლედ, როგორც ჩანს ყოფილ მწეველებს გახსენება აღარ უნდათ მწეველებს კიდიათ ეს თემა და დანებების პროცესში არავინაა, რომ არავინ პოსტავს თემაში :დ

მე მაინც დავწერ, ე.ი ყველაზე მძიმე ყოფილა გონებრივი გადაღლის შემდეგ სიგარეტზე უარის თქმა, დაჟე სუფრაზე სადაც ყველა ეწეოდა არ მომდომებია, მაგრამ დღეს ისე დავიღალე სამსახურშ და ისე მომინდა სიგარეტი, ვფიქრობდი ალბათ 1 ნაპასი რომ დავარტყა 10 წლის სიცოცხლე მომემატება-მეთქი, მაგრამ მაინც არ დავარტყი, და კიდევ ერთი დაბრკოლება გადავლახე, ამის დედაც, ეს მახინჯი აყროლებული პატარა არსება როგორ უნდა მაშანტაჟებდეს ასე.

Posted by: Estrella 27 Jan 2016, 02:13
Nirvana11
QUOTE
მოკლედ, როგორც ჩანს ყოფილ მწეველებს გახსენება აღარ უნდათ მწეველებს კიდიათ ეს თემა

რატომ? მე ორი წელზე მეტია მოვისროლე თავის ადგილზე სიგარეტი და მას მერე პერიოდულად სულ ვპოსტავ. პირიქით, იქეთ პასიურობენ სიგარეტის მოშორების მსურველები, თორემ უფრო ხშირად და გულიანად დავპოსტავდი, თუ ვინმეს დაეხმარებოდა.

უდიდესი სიკეთე არამწეველობის, ალკოჰოლთან სიყვარულ-გაგება-ჩახუტება-ამბავში გატარებული ღამის და შედეგად დილის ნაბახუსევისას მხნეობას მაინც გრძნობ, გული ადგილზეა, ფილტვი ჟანგაბდს გაწვდის მომაკვდავ სისხლში. smile.gif აი ეს ყოფილა დალოცვა. რომ ვეწეოდი, მაშინდელი ნაბახუსევი ძაან რთული იყო. ვიგუდებოდი ხოლმე.

Posted by: Nirvana11 27 Jan 2016, 21:18
ESTRELLA
QUOTE
ე ორი წელზე მეტია მოვისროლე თავის ადგილზე სიგარეტი და მას მერე პერიოდულად სულ ვპოსტავ. პირიქით, იქეთ პასიურობენ სიგარეტის მოშორების მსურველები, თორემ უფრო ხშირად და გულიანად დავპოსტავდი, თუ ვინმეს დაეხმარებოდა.

up.gif

მოკლედ მე ერთი შეცდომა დავუშვი, პირველ ოთხ დღეზე იმდენი რამე მქონდა მოსმენილი, განწყობა შევიქმენი რომ მართლა რთული იქნებოდა და ეხლა რომ ვაკვირდები ამ წინასწარი განწყობის გამო იყო, მართლა რთული.

საქართველოში სიგარეტზე თავის დანებება რთული იმიტომ არის რომ სტიმულს არავინ გაძლევს, პირიქით, ხელს გიშლიან, დაჟე რასაც ვაკვირდები ბევრს შურს კიდეც, რომ შენ მასზე მეტი ნებისყოფა აღმოგაჩნდა.

Posted by: თოვლი_ 27 Jan 2016, 21:23
მე ახლა დავიწყე biggrin.gif ასწორებს

მარიხუანაზე ვოცნებობ და სიგარეტს ვეწევი sad.gif((

მერე კოკაინსაც გავჩითავ ხოლმე იმედია, თან კარგი ხარისხისას........

ტეხავს მაგრად ჩემი აზრით ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, პიდარასტულია ძალიან..... გოგოების შემთხვევაში ლესბოსური....

Posted by: Lord_Crusader 27 Jan 2016, 21:50
QUOTE
ტეხავს მაგრად ჩემი აზრით ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, პიდარასტულია ძალიან

down1.gif

როგორც ყოფილი მწეველი გირჩევთ,რამენაირად გაუძლოთ თვენახევარი-ორი თვე და მერე თქვენ თითონ აღარ მოწევთ.

Posted by: Nirvana11 27 Jan 2016, 22:13
თოვლი_
რამდენი წლის ხარ 13 თუ 14? biggrin.gif

Posted by: Estrella 28 Jan 2016, 02:33
Nirvana11
QUOTE
საქართველოში სიგარეტზე თავის დანებება რთული იმიტომ არის რომ სტიმულს არავინ გაძლევს, პირიქით, ხელს გიშლიან, დაჟე რასაც ვაკვირდები ბევრს შურს კიდეც, რომ შენ მასზე მეტი ნებისყოფა აღმოგაჩნდა.

ჩემი "დაქალები" (ქათმები) , რომ დავანებე მაშინ ისე დაიწყეს სიგარეტის ქება-დიდება, მე მაბანძებდნენ დელიკატურად... ჩუმად ვიყავი. შემდეგ წამოცდათ აქა-იქ, თუ როგორ უნდათ არამწეველობა, მაშინაც ჩუმად ვიყავი. ბოლოს მოვატყუე, რომ დავიწყე მოწევა და სიგარეტის კოლოფი დააგდო კმაყოფილმა, "უუუფფ, ძლიიივს!" ეგრე ამოიძახა. smile.gif მაშინაც არ ამომიღია ხმა. უბრალოდ ახლა ჩემს გვერდით არ არიან.
და კიდევ ბევრი ასეთი დეტალი.

QUOTE
მოკლედ მე ერთი შეცდომა დავუშვი, პირველ ოთხ დღეზე იმდენი რამე მქონდა მოსმენილი, განწყობა შევიქმენი რომ მართლა რთული იქნებოდა და ეხლა რომ ვაკვირდები ამ წინასწარი განწყობის გამო იყო, მართლა რთული.

ნუ მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ალენ კარის წიგნის მიხედვით სულ სხვანაირად წერია. წიგნამდე ბევრჯერ ვეცადე, არ გამოდიოდა. წიგნის დახმარებით კი სიამოვნება იყო პირველი დღიდანვე. შეიძლება დაემთხვა, შეიძლება წიგნმა იმოქმედა.

Posted by: kukuruzi003 28 Jan 2016, 09:59
მე მინდა დანებება და ვარჯიშის გარეშე ვერ შევძლებ ალბათ

Posted by: Nirvana11 28 Jan 2016, 20:37
ESTRELLA
ჰო, ეგრეა, ყველაზე ძნელი ადამიანისთვის სხვა ადამიანის წარმატების გაზიარებაა.

პ.ს ე.ი დღეს პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, დანებებიდან თავს ვარიდებდი ისეთ ადგილებში ყოფნას სადაც ტოტალური და ყოველისმომცველი კვამლი დგებოდა, ჰოდა დღეს მანქანაშიც მოვაწევინე მეგობარს და სამსახურში ,,კურილკასთანაც" დავდექი (ეს მენატრება ყველაზე მეტად, ,,კურილკური" საუბრები), ჰოდა კიდევ ერთხელ ვიგრძენი ზიზღი, მოკლედ ეჭვი მქონდა რომ ბოლომდე არ მქონდა გააზრებული დანებება, ,,საჭIრო" დროს და გარემოში მაინც მოვწევდი, მაგრამ დავრწმუნდი რომ ვცდებოდი, ჩემი ქვეცნობიერი და ცნობიერი შეთანხმდა მასზედ, რომ საზიზღრობაა სიგარეტი biggrin.gif

Posted by: Estrella 29 Jan 2016, 01:18
Nirvana11
QUOTE
ჰო, ეგრეა, ყველაზე ძნელი ადამიანისთვის სხვა ადამიანის წარმატების გაზიარებაა.

ან საკუთარი მარცხის აღიარება უჭირთ. მე მგონია თვითონაც ვერ ხვდება ადამიანი ბოლომდე რაშია საქმე და სხვას უშავებს მერე.

QUOTE
,,კურილკური" საუბრები

ჰოო, ეს ყველაზე მაცდური თემაა შორიდან. თუმცა თუ სწორად გააკეთებ, ამ ტიპის საუბრისასაც კი სიგარეტის მომენტი შენს მიღმა დარჩება.

მე დანებების დღიდან მწეველებში ვიყავი. ერთ კვირაში ახალი წელი დადგა. მაგრამ დავიჭირე სწორი კურსი და ისე მოხდა, რომ სიგარეტი არც გამხსენებია.

მაგრამ ამ ბოლოს მომინდა ისე სასწაულად, რაღაც სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომელშიც მწეველობის ჟამს გემრიელად ვაბოლებდი ხოლმე. ავირიე დროში და ვერ გავიაზრე ის იყო რეალობა თუ ეს, მე არამწეველი იმ პირობებში. ნუ გადამიარა მალევე.
ადრეც მქონდა ასე ორჯერ ან სამჯერ.


Posted by: wolfchant 29 Jan 2016, 01:31
შემიძლია 5დღე ან 1 კვირა არ მოვწიო, მაინცდამაინც განსაკუთრებული არაფერი მემართება, ნევროზები და რამე.
ისე 2-3 დღეში 1 კოლოფს ვეწევი , მაგათ შორის პერიოდები საერთოდ არ ვეწევი ხოლმე.
რამე ისეთი თუ მოხდება, რასთანაც მძაფრი გრძნობები და ემოციებია დაკავშირებული მაშინ მერხევა :დ დაა თუ მთავაზობენ, შემიძლია უპრობლემოდ ვუყურო ხალხს, რომელიც ეწევა, მაგრამ თუ შემომთავაზეს მერხევა.

Posted by: Elenea 29 Jan 2016, 01:38
ამდენ წვალებას მგონი ისევ ჯობია არ დაანებო
დღეში მარტო განსაზღვრული რაოდენობა მოწიო
და ისეთ სიგარეტზე გადახვიდე კუპრი და ნიკოტინი რო ნაკლები აქ biggrin.gif

Posted by: Estrella 29 Jan 2016, 01:48
Elenea
სწორედ ეგაა საქმე, წვალება კი არა, სიამოვნება უნდა იყოს გადაგდების პირველივე წამებიდან. თუ არადა, ე.ი. არ აკეთებ სწორად.

მე ზოგადად ყველაფერზე ასე გამომიცდია. შესაბამისად, თუ რაღაც ძაან აუცილებელია, მაგრამ მე ვწვალობ, ვიკიდებ, თუნდაც ამან ბევრი რამ გააფუჭოს ან ვცდილობ მოვძებნო სადაა ხარვეზი. თუ არადა საერთოდ ვეშვები დროებით და ვაცდი. ლეთ ით ბის ვარიანტში. smile.gif

წვალებით არასოდეს არაფერი გამიკეთებია. უფრო სწორედ არაფერს ვაკეთებ სიამოვნების გარეშე. რა ვუყო ახლა ამის გამო თუ უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ვჩანვარ გარედან. მე ვიცი რას რატომ ვაკეთებ.


Posted by: davit_arsenal 29 Jan 2016, 02:23
5 წელი ვეწეოდი, 3 თვეა დავანებე პრობლემის გარეშე. მანამდეც მქონდა მცდელობები მაგრამ უშედეგო.
Allen Carr ის წიგნმა მიშველა, ეხლაც არ მჯერა რო აღარ ვეწევი biggrin.gif მოკლედ ვისაც უჭირს დანებება ვურჩევ წაიკითხოს ამ ადამიანის წიგნი, არის ინტერნეტში.
კი გარდაიცვალა მარა მინდა მადლობა ვუთხრა ამ დანატოვარისთვის smile.gif ისეთი ფსიქოლოგიური ხრიკები შექმნა რომელიც საკმაოდ კარგად მოქმედებს მწეველის გონებაზე და ყველანაერად ცდილობს რომ მოწევას შეგაშვებინოს, ნუ როგორც ჩანს ჩემზეც გაჭრა smile.gif ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ გსიამოვნებს არამწეველი რო ხარ smile.gif
ძალით თუ ცდილობ დანებებას და წვალობ აზრი არ აქვს, ჯობია ისევ ეწეოდა და ნერვები რიგზე გქონდეს smile.gif

Posted by: Hеllhаmmеr 29 Jan 2016, 02:29
davit_arsenal


მანახე რა

Posted by: davit_arsenal 29 Jan 2016, 02:36
Hеllhаmmеr
http://bin.ge/dl/214334/-s-Easy-Way-to-Stop-Smoking.pdf.html
ეს წიგნია რაც წავიკითხე, იმედია ინგლისური იცი smile.gif
ნუ რუსულადაც იქნება ისე ინტერნეტში ალბათ )))

Posted by: Hеllhаmmеr 29 Jan 2016, 02:40
QUOTE (davit_arsenal @ 29 Jan 2016, 02:36 )
Hеllhаmmеr
http://bin.ge/dl/214334/-s-Easy-Way-to-Stop-Smoking.pdf.html
ეს წიგნია რაც წავიკითხე, იმედია ინგლისური იცი smile.gif
ნუ რუსულადაც იქნება ისე ინტერნეტში ალბათ )))

წავიკითხავ და გეტყვით თუ გამოვა რამე

Posted by: davit_arsenal 29 Jan 2016, 02:53
QUOTE (Hеllhаmmеr @ 29 Jan 2016, 02:40 )
QUOTE (davit_arsenal @ 29 Jan 2016, 02:36 )
Hеllhаmmеr
http://bin.ge/dl/214334/-s-Easy-Way-to-Stop-Smoking.pdf.html
ეს წიგნია რაც წავიკითხე, იმედია ინგლისური იცი smile.gif
ნუ რუსულადაც იქნება ისე ინტერნეტში ალბათ )))

წავიკითხავ და გეტყვით თუ გამოვა რამე

წარმატებები smile.gif
კარგი იქნება უბრალოდ ისე არ წაიკითხო პროსტა და სწარაფად, ეცადე მიხვდე რას გეუბნება და მიყვე. )))

Posted by: მჭედელი 29 Jan 2016, 12:17
რამენიმე დღეა ვცდილობ დანებებას და დღეში რამდენიმე ღერს ვეწეოდი, დღეს დილიდან კი საერთოდ არ მომიწევია და არ ვიცი როდამდე გავძლებ ასე. რამე წამალი ან საშუალება არ იცით მოთხოვნილება რომ შემიმციროს და ასე ძალიან არ ვიტანჯებოდეეsad.gif

Posted by: davit_arsenal 29 Jan 2016, 18:56
მჭედელი
თუ ანებებ ერთიანად უნდა დაანებო, ანუ საერთოდ აღარ უნდა მოწიო.
ეს დღეში რამდენიმე ღერი უარესია, უბრლოდ თავს იტყუებ.
რომც დაანებო ეგრე სიგარეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იქნება შენთვის მაგ პერიოდში არის სიგარეტი.
მერე თუ მოწევ ამ სიგარეტს რაღაც ტანჯვის შემდეგ, თუნდაც ერთი ნაპასი რო ამოარტყა თავს იგრძნობ უკეთ და ეგ დაბრალდება სიგარეტს, და გააგრძელებ მოწევას.
ფსიქოლოგიური მომენტია, შენ თავს გონია რომ რაღაც ღირებულს აგდებს, ასე არაა, პირიქით ყველაზე კარგ საქმეს აკეთებ შენი თავისთვის რაც შეიძლება მწეველმა გააკეთოს.ბევრს ამის გაკეთებაც არ უნდა რომ უბრალოდ ცადოს.

Posted by: [kitika] 29 Jan 2016, 21:36
მჭედელი

ტაბექსზე გსმენიათ რამე? წამალია და დაგეხმარებათ უფრო მარტივად დაანებოთ თავი. ნახეთ ინფორმაცია ინტერნეტში.

Posted by: მჭედელი 29 Jan 2016, 22:22
[kitika]
დამილევია ადრე და შედეგი ვერ ვიგრძენი ან უბრალოდ არ მინდოდა მეგრძნოsmile.gif

davit_arsenal
ყველაზე ცუდი და შემაფერხებელი მომენტი ის არის რომ ერთი ორი დღე ვერ განვმარტოვდი რომ აღარ წამძლიოს სულმა. ხვალ აგარაკზე ავდივარ განმარტოვების მიზნით, შაბათ კვირას იქ გავატარებ და შანსი არაა მოვწიო და მერე წესით აღარ გამიჭირდება ისე ძალიან. 14 წელია ვეწევი და ბოლო სამი წელია 2კოლოფზე ავედი დღეში. თავს არარაობად ვგრძნობ ერთი ღერი სიგარეტი თავის ჭკუაზე რომ მატრიალებს ამხელა კაცსsad.gif

Posted by: Dhamika 31 Jan 2016, 14:37
8 დღეა დღეს რაც თავი დავანებე, პირველ დღეებში საერთოდ არ გამიჭირდა და ეს ბოლო 3 დღეა სერიოზული სტრესი მაქვს და უხასიათობა, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ, დავიჯერო ბოლო დღეებში იჩინა თავი? თან ისიც არის რომ სიგარეტისმოთხოვნილება საერთოდ არ მაქვს, უბრალოდ საშინელ ხასიათზე ვარ. თქვენც გქონიათ მსგავსი რა?

Posted by: ZOR-666 31 Jan 2016, 15:19
17 წელია ვეწევი.თან აი ბანძი მწეველი ვიყავი. უაზროდ ვეწეოდი.3 კოლოფზე ვიყავი ასული. დილაობით საშინელი სიგარეტის პახმელია მქონდა. რა არ ვცადე რომ თავი დამენებებინა მაგრამ არაფერმა არ მიშცელა 2/3 დღის მერე ისევ ვიწყებდი მოწევას. 4 თვის წინ იმდენად შემაწუხა ამ ყველაფერმა რო ელექტრო სიგარეტი ვიყიდე. მოკლედ მეთითონაც გამიკვორდა და უპრობლემოდ და გართულებების გარეშე დავანებე სიგარეტს თავი. ეხლა ელექტროს ვეწევი უკვე ძალიან ცოტა ნიკოტინით.რავი მშცენივრად ვგრძნობ თავს. ყველას გირჩევთ ვინც სიგარეტს თავს ვერ ანებებთ

Posted by: chakusa 31 Jan 2016, 16:17
მთავარი მონდომებაა და მერე ყველაფერი გამოვა,მამაჩემი 20 წლის განმავლობაში ეწეოდა,ბოლოს უკვე დღეში სამი კოლოფი აღარ ყოფნიდა და ერთი წელია რაც გადააგდო,თავის თავს ჩააგონა,რომ აღარ მოეწია და აღარც მოუწრვია მას შემდეგ..

Posted by: ZOR-666 31 Jan 2016, 20:48
ეგ არის მცდარი აზრი. ყველა ინდივიდუალურია მამაჩემი 20 წელი ეწეოდა და 1 დღეში დაანება უპრობლემოდ. მე 17 წელია ვეწევი და დანებება რომ ვცადე მე 4 დღეს საავანდყოფოში ამოვყავი თავი საკმაოდ ძლიერი ინტოკსიკაცოით.. ზოგის ორგანიზმი ესე ერთ დღეში გადაგდებას ვერ უძლებს

Posted by: Nirvana11 31 Jan 2016, 20:55
მოკლედ მეც გვიან დამეწყო ნერვული აშლილობები, ამის დედაც, სიგარეტი მეზიზღება, არც მოწევა მინდა, მაგრამ საზიზღარ ხასიათზე ვარ, ამიტომ დღეს მაღალგრადუსიანი ლუდები დავლიე და ეხლა კარგად ვარ, მართალია ეხლა მთვრალი ვარ, მაგრამ იმედია ხვალ გადამივლის ეს მახინჯი ფორიაქი.

Posted by: davit_arsenal 31 Jan 2016, 21:29
Nirvana11
სიგარეტი არაფერ შუაშია თუ ცუდ ხასიათზე ხარ ახლა.
როცა ეწეოდი მაშინაც გექნებოდა ცუდი დღეები.
შენ თავს შეახსენე ხოლმე როცა ცუდი დღე გექნება ან უბრალოდ ნერვებზე იქნები, რომ შეიძლება ჩემი ცხოვრების ეს მომენტი არის არასასიამოვნო თუმცა, დიდი ბონუსი მაქვს სიგარეტს რო აღარ ვეწევი და შეაქე საკუთარი თავი. თავს უკეთ იგრძნობ. ყველას ვურჩევ ამას smile.gif
განსაკუთრებით იოლია ვინც ანებებს სიგარეტს თავს რომ, რაც კი რამე ცუდი ხდება უსიგარეტობას დააბრალოს biggrin.gif ვყოფილვარ მანდ, არაფერია გაივლის smile.gif

Posted by: chakusa 1 Feb 2016, 00:53
QUOTE (ZOR-666 @ 31 Jan 2016, 20:48 )
ეგ არის მცდარი აზრი. ყველა ინდივიდუალურია მამაჩემი 20 წელი ეწეოდა და 1 დღეში დაანება უპრობლემოდ. მე 17 წელია ვეწევი და დანებება რომ ვცადე მე 4 დღეს საავანდყოფოში ამოვყავი თავი საკმაოდ ძლიერი ინტოკსიკაცოით.. ზოგის ორგანიზმი ესე ერთ დღეში გადაგდებას ვერ უძლებს

ჩემი აზრით,აქ ორგანიზმის შეუგუებლობა კი არაა,საკუთარ თავებშია პრობლემა,მამაჩემი რომ ეწეოდა,დენად ცუდად მხდიდა კვამლი,გულიც მიმდიოდა და ხშირად დახრჩობოს სცენებსაც ვთამაშობდი,მაგრამ შენც არ მომიკვდე biggrin.gif ლომკაში ვარდრბოდა და თავს ვერ ანებებდა,დრო მოვა და შენც შეეშვები ალბათ,ისე რომ საავადმყოფოშიც არ წაგიყვანენ,ტვინი გეთამაშება ფსიქოლოგიურ თამაშებს და არა ჯანმრთელობა smile.gif)

Posted by: ZOR-666 2 Feb 2016, 19:00
chakusa
მე მე3 თვეა სიგარეტს აღარ ვეწევი და გემრიელ ელექტრო სიგარეტზე ვარ გადასული და თავს მშვენივრად ვგრძნობ;;)

Posted by: Crow1 3 Feb 2016, 00:36
რამდენი დგე უნდა გავძლო რო გამოვიდეს ნიკოტინი კვირაზე მეტია არ მომიწევია და ძლივს ვძლებ

Posted by: Excelsiorer 3 Feb 2016, 07:14
ელექტრო სიგარეტი რაღაც სისულელეა,დაიწყეთ ვარჯიში,კვება ჯანმთელად და რაც მთავარია შეძახილი შენ თავს-მე სიგარეტის მოწევა არ მინდა და არა მე სიგარეტს თავს ვანებებ,შენ უნდა უთხრა შენ თავს რომ არგინდა მაგის გაკეთება და მორჩა,რადგან ყველამ ვიცით რომ ფსიქოლოგიური მიდგომა პირველია სიგარეტს რომ თავი დააანებო

Posted by: zura666 4 Feb 2016, 22:38
13 წლიდან ვეწევი ამ ნაგავს ვცადე ერთი ორჯერ გადაგდება მაგრამ ვერ გადავიტანე კანკალი მეწყება ეგრევე თუ არ მოვწიე იქნებ ვინმემ მითხრAთ ხერხი და დამეხმაროთ ( 10 წელია ვეწევი უკვე ) ორშაბათიდან ისევ მინდა ვცადოდ ა გადავაგდო მაგრამ 1 კვირაზე მეტი ვერ ვქაჩავ როგორც ზევბით ავღნიშნე კანკალი მეწყება და ნერვოზიც მიტევს ხოლმე მიშველეთ smile.gif)))) თუ ვინმემ რამე ხერხი იცით გთხოთ პირადში მომწერეთ

Posted by: Dhamika 8 Feb 2016, 18:10
აუ გამოცდილებმამიპასუხეთ რა გავიდა 2 კვირა რაც თავი დავანებე, მაგრამ გაქანებული ნევროზი მაქვს ყველაფერი მაღიზიანებს, უაზრო ფიქრები მეკვიატება, სიგარეტის მოთხოვნილება არ მაქვს, მაგრამ ეს დამპალი პერიოდი როდის გავა მითხარით რა.

Posted by: davit_arsenal 9 Feb 2016, 15:45
Dhamika
სიგარეტი არაფერ შუაშია, უბრალოდ შენ გონებას უნდა რომ სიგარეტს დააბრალოს ეგ ყველაფერი.
სიგარეტის დანებება ტანჯვა არ უნდა იყოს, მიხვდი ამას.
მუდამ უნდა იცოდე რომ დიდი და კარგი საქმე გააკეთე შენი თავისთვის სიგარეტზე თავის დანებებით, და ეს უთხარი ხოლმე საკუთარ თავს.
შემდეგ ცხოვრებაც იოლი გახდება სიგარეტის გარეშე, თუ ამ ფსიქოლოგიურ ბორკილებს მოვუხსნით საკუთარ თავს რომელიც სიგარეტზე ჩამოვიყალიბეთ და არის სრულიად დამახინჯებული და საშინელი.
წინა გვერდზე წიგნის ლინკი დავდე, თუ შეგიძლია წაიკითხე, გიშველის ))

Posted by: Dhamika 9 Feb 2016, 18:17
davit_arsenal
ეგ გასაგებია, მაგამ ყველაფერი ფსიქოლოგიამდე არ დაიყვანება, სიგარეტი საერთოდ არ მინდა, მაგრამ უბრალოდ ფიზილოგიურად ვერ ვარ კარგად, მოთენთილი, უხასიათო, დეპრესიული, თორემ რომ გითხრა ვფიქრობ ამ ყველაფრიდან სიგარეტი გამომიყვანს-თქო არ იქნება სწორი, უბრალოდ საშინლად ვარ რა.

Posted by: MaR1_ShaGraTh 10 Feb 2016, 00:51
სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების მერე ხველება თუ ვინმეს გქონიათ რამდენი ხანი გრძელდება?
12 დღეა დავანებე მოწევას თავი და 12 დღეა მაგრა მახველებს. გაციებულისავით კი ვიყავი თავიდან და ხველება მრჩება ხოლმე, მარა 12 დღე ნამეტანია...

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 01:20
რამე რჩევა მომეცით როგორ დავანებო თავი?
sad.gif

Posted by: klubnika 10 Feb 2016, 01:27
QUOTE (Neptunne @ 10 Feb 2016, 01:20 )
რამე რჩევა მომეცით როგორ დავანებო თავი?
sad.gif


მეც მომეიცით რჩევა


მე არ მინდა რომ დავანებო
და როგორ დავანებო?

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 02:24
QUOTE (klubnika @ 10 Feb 2016, 01:27 )
QUOTE (Neptunne @ 10 Feb 2016, 01:20 )
რამე რჩევა მომეცით როგორ დავანებო თავი?
sad.gif


მეც მომეიცით რჩევა


მე არ მინდა რომ დავანებო
და როგორ დავანებო?

არ დაანებო up.gif

-----------

Posted by: klubnika 10 Feb 2016, 09:39
Neptunne
QUOTE
არ დაანებო

რა პონტში არ დავანებო?
კაკ მინიმუმ ტანსაცმელზე სიგარეტის სუნი რომ ამდის არ მომწონს .

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 10:27
QUOTE (klubnika @ 10 Feb 2016, 09:39 )
Neptunne
QUOTE
არ დაანებო

რა პონტში არ დავანებო?
კაკ მინიმუმ ტანსაცმელზე სიგარეტის სუნი რომ ამდის არ მომწონს .

იპონტში რომ დანებება არ გინდა yes.gif

სახლში ეწევი? ყოველთვის ჯობია ჰაერზე გახვიდე ნაკლებს მოწევ და არც ტანსაცმელს შეუდინდება სუნი up.gif

Posted by: klubnika 10 Feb 2016, 11:16
Neptunne
QUOTE
იპონტში რომ დანებება არ გინდა 

სახლში ეწევი? ყოველთვის ჯობია ჰაერზე გახვიდე ნაკლებს მოწევ და არც ტანსაცმელს შეუდინდება სუნი 

არა სახლში არ ვეწევი
მაგრამ მანქანაში ძალიან სუნი დგება და მეც ამდის ,
სადაც მივდივარ ყველა ეწევა და სახლში რომ მივდივარ ტანსაცმელს ისეთი სუნი ასდის ხოლმე ძალიან ნერვები მეშლება,..
ახლაც ვგრძნობ რომ ხელებზე და ზედაზე სუნი ამდის და ძალიან არ მსიამოვნებს

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 14:02
QUOTE (klubnika @ 10 Feb 2016, 11:16 )
Neptunne
QUOTE
იპონტში რომ დანებება არ გინდა  

სახლში ეწევი? ყოველთვის ჯობია ჰაერზე გახვიდე ნაკლებს მოწევ და არც ტანსაცმელს შეუდინდება სუნი 

არა სახლში არ ვეწევი
მაგრამ მანქანაში ძალიან სუნი დგება და მეც ამდის ,
სადაც მივდივარ ყველა ეწევა და სახლში რომ მივდივარ ტანსაცმელს ისეთი სუნი ასდის ხოლმე ძალიან ნერვები მეშლება,..
ახლაც ვგრძნობ რომ ხელებზე და ზედაზე სუნი ამდის და ძალიან არ მსიამოვნებს

აი მეც ზუსტად მასე ვიყავი..
დაახლოებით 1 თვე აღარ ვეწეოდი, მაგრამ ისევ დავიწყე
მანქანაში არ ვეწევი, არც სახლში, მაქსიმალურად ვიცავ თავს სუნისგან.
ისეთ სიტუაციაში სადაც ყველა ეწევა ვერაფერს ვერ მოახერხებ user.gif

Posted by: klubnika 10 Feb 2016, 17:06
Neptunne
QUOTE
დაახლოებით 1 თვე აღარ ვეწეოდი, მაგრამ ისევ დავიწყე

ეგეც რა შეღავათია მეც მინდა
აი უნდა ავიღე და 2-3 დღე არ მოვწიო რაა
არც მიცდია არასოდეს არ მოწევა

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 17:42
QUOTE (klubnika @ 10 Feb 2016, 17:06 )
Neptunne
QUOTE
დაახლოებით 1 თვე აღარ ვეწეოდი, მაგრამ ისევ დავიწყე

ეგეც რა შეღავათია მეც მინდა
აი უნდა ავიღე და 2-3 დღე არ მოვწიო რაა
არც მიცდია არასოდეს არ მოწევა

მასალა მოიძიე.. თუ ნახავ ალენ კარის წიგნი იყიდე წაიკითხე და თუ სუნი გაწუხებს მითუმეტეს აღარასდროს აღარ მოწევ yes.gif
მე ეგ არ წამიკითხავს მაგრამ ინტერნეტში მასალა მოვიძიე და 1-2 საათი ვუყურებდი.. ზიზღი გამოიწვია user.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: klubnika 10 Feb 2016, 18:24
Neptunne
QUOTE
აღარასდროს აღარ მოწევ

არადაა ასწორებს მოწევა

Posted by: Neptunne 10 Feb 2016, 20:36
QUOTE (klubnika @ 10 Feb 2016, 18:24 )
Neptunne
QUOTE
აღარასდროს აღარ მოწევ

არადაა ასწორებს მოწევა

აჰამ.. yes.gif
ნამდვილად boli.gif

user posted image

Posted by: Lasha244 11 Feb 2016, 19:13
აბა როგორაა საქმეები?
დაანებეთ თავი თუ ეწევით კიდევ?
რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო ვნანობ რომ ვეწეოდი... :დ

8 თვეე მეტია რაც აღარ ვეწევი yes.gif

Posted by: davit_arsenal 12 Feb 2016, 15:12
4 თვეა უკვე რაც დავანებე და ახლაღა მივხვდი რომ სიგარეტს არანაერი დადებითი არ გააჩნია, არანაერი პლიუსი,პირიქით.
ყოველთვე დაახლოებით 100 ლარი მიქონდა ჩემი ჯიბიდან
ჯანმრთელობას მართმევდა
საშინელი სუნი მქონდა და კომპლექსი არამწეველ ადამიანთან კონტაქტის, ვიცოდი რო ვყარდი სიგარეტის სუნად და ამის გამო მიტყდებოდა.
მეგონა რომ მამშვიდებდა და მეხმარებოდა რელაქსაციაში, როცა პირიქით იყო, თუმცა ამას მაშინ ვერ ვხვდებოდი.
და კიდევ ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო biggrin.gif
მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ, არაფერი არ მოუცია იმ 5 წლის განმავლობაში სიგარეტს როცა ვეწეოდი, უბრალოდ ჩემ თავს ვაჯერებდი რომ მსიამოვნდებდა და არ შემეძლო გადაგდება, ერთხელ მწეველი მუდამ მწეველი და მსგავსი სისულელეები. თუმცა აქ ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ სიგარეტის გარეშე და ალბათ არც არასდროს აღარ მოვწევ და ამას სიამოვნებით ვაკეთებ )))
არ არის რთული, თქვენც შეგიძლიათ დაანებოთ ვინც ეწევით და გახდეთ არამწეველი, თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ yes.gif

Posted by: mister gibbs 12 Feb 2016, 22:27
1 თებერვლიდან აღარ ვეწევი (უწყვეტი სტაჟი 23წელი)სიგარეტის გადაგდებიდან ერთ კვირაში ვიყიდე ტაბექსი ,(მაგარი შევწუხდი სულ მოწევაზე ვფიქრობდი) გავიკითხ-გამოვიკითხე სხვა არაფერიც არ იყიდება ჩვენთან არც საღეჭი რეზინა არც პლასტირი... არაფერი ! რეკლამას არ ვუკეთებ სხვას რომც გინდოდეთ ვერაფერს იყიდით !
მეორე-მესამე აბის მერე
1)უაზრო ჭამის სურვილი მართლა გამიქრა
2)ყველას და ყველაფერს დედის ტ###ს აღარ ვაგინებ
3)მოწევის ფიზიოლოგიური მოთხოვნაც შემიმცირდა


მორფეუსი ნეოს რომ წითელ აბს აძლევს მსგავს ეფექტს ნუ ელით ! smile.gif
ნებისყოფა თუ არ გაქვთ აზრი არ აქვს !
მოკლედ ასე შევაფასებ ! კარგი დამხმარე საშუალებაა !

Posted by: Nirvana11 15 Feb 2016, 00:30
მოკლედ მეგობრებო დავმარცხდი 1 თვის თავზე, დედა #####ან ამის, ნუ მოკლედ მიზეზებს აზრი არ აქვს რატომაც, მაგრამ იცოდეთ ეგ დედამოდღნული 1 ღერი არ მოწიოთ, 1 ღერი მოვწიე და მეორე დღეს 3 კოლოფი, რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ნუ მოწევთ დანებების შემდეგ თუნდაც მაგ დამპალ 1 ღერს, იცოდეთ ფიქრი იმაზე რომ მეტს არ მოწევ სისულელეა, ეგაა დასასრულის დასაწყისი.

Posted by: [kitika] 15 Feb 2016, 14:22
mister gibbs
QUOTE
1 თებერვლიდან აღარ ვეწევი (უწყვეტი სტაჟი 23წელი)სიგარეტის გადაგდებიდან ერთ კვირაში ვიყიდე ტაბექსი ,(მაგარი შევწუხდი სულ მოწევაზე ვფიქრობდი) გავიკითხ-გამოვიკითხე სხვა არაფერიც არ იყიდება ჩვენთან არც საღეჭი რეზინა არც პლასტირი... არაფერი ! რეკლამას არ ვუკეთებ სხვას რომც გინდოდეთ ვერაფერს იყიდით !
მეორე-მესამე აბის მერე
1)უაზრო ჭამის სურვილი მართლა გამიქრა
2)ყველას და ყველაფერს დედის ტ###ს აღარ ვაგინებ
3)მოწევის ფიზიოლოგიური მოთხოვნაც შემიმცირდა


მორფეუსი ნეოს რომ წითელ აბს აძლევს მსგავს ეფექტს ნუ ელით ! 
ნებისყოფა თუ არ გაქვთ აზრი არ აქვს !
მოკლედ ასე შევაფასებ ! კარგი დამხმარე საშუალებაა !


მიხარია რომ კმაყოფილი ხართ , ნამდვილად ხარისხიანი და ეფექტური საშუალებაა თუმცა მონდომება აუცილებელია!

Posted by: Luarsab1 15 Feb 2016, 14:37
davit_arsenal
Wonashi ar moimate?

Posted by: shavparosaniii14 16 Feb 2016, 00:12
ელექტრო სიგარეტები ჭრიის?

ნუ ჭრიის რაა პპრივიჩკას ხომ შეცვლის არა? სიგარეტის ჭერისა.

ან კარგი რომელია ხომ არ იცით?

Posted by: chukius 16 Feb 2016, 03:37
shavparosaniii14
QUOTE
ელექტრო სიგარეტები ჭრიის?

ეგ მგონი სიგარეტზე უარესია. ხალხმა მაგით სცადა თავის დანებება და ისე შეჯდნენ, მერე სიგარეტით ცდილობდნენ ელექტროსიგარეტის ჩანაცვლებას gigi.gif არ ქნა მოკლედ.




Posted by: davit_arsenal 16 Feb 2016, 18:47
QUOTE (Luarsab1 @ 15 Feb 2016, 14:37 )
davit_arsenal
Wonashi ar moimate?

არა, თუმცა ნაკლებად იყო ეს სიგარეტის არ მოწევასთან დაკავშირებული.
ბოლო 1 წელია დიეტას ვიცავ ამიტო წონას ვაკონტროლებ.
ხო თუმცა ალბათ ვინც ანებებს თავს სიგარეტს პირველი ორი სამი კვირა შიმშილის გრძნობასავით აქვს, მეც მქონდა smile.gif
თუმცა ეს სხვაგვარი შიმშილია, ის პატარა მონსტრი რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია მწეველის სხეულში ნიკოტინს ითხოვს და რო ვერ იღებს ამას უმეტესობა ჭამით კლავს ამას და ამიტომაც ხდება ხოლმე წონაში მომატებები სიგარეტის მერე.
ყველაზე კარგი ვარიანტია აკონტროლო პორცია რამდენსაც მიირთმევ და ზოგადად დიეტაც კარგია, რომ ფორმაში იყო ანებებ სიგარეტს თავს თუ არა.
გაქვს სურვილი რომ სიგარეტს შეეშვა თუ უკვე შეეშვი და აღარ ეწევი? smile.gif

Posted by: Luarsab1 18 Feb 2016, 15:15
davit_arsenal
Minda da vici ro kvelanairad kargia magram verc ki wqrmomidgenia chemi cxovreba sigaretis gareshe gavrekav albat. Tan wonashi momatebac ar minda midrekili var simsuqnisken da kbilebit mihiravs wona smile.gif

Posted by: jahnikol 24 Feb 2016, 19:29
ზდაროვა ბანდა იტოგში სადგაც 1 წლის წინ ვიყავი გაზომბებული ყველაფერი მეზარებოდა უყურებდი ცხოვრებას ნეგატიურად თვითშეფასების უნარი მქონდა დაკარგული ტახიკარდეიბი გულის ფრიალი და ნერვოზი უაზრო შიშები კონცეტრაცის დაკარგვა ჩაკვიატებული აზრები სიარულის დროს თავბრუსხვევა ცხოვრება აგარ მინდოდა ასე ვთქვათ ვეწეოდი დგეში 2 პაჩკას ხან პაჩკა ნახევაარს ... უყურებდი სხვებს და ჩემგან განსხვავებით სხვანარარდ იყვნენ უფრო კარგად და დავიწყე ფიქრი სანამ ვეწეოდი თუ როგორ ვიყავი და ამან მიშველაა ადრეეე ეს სიმპტომები არ მქონდა ჯანსაღი ცხოვრებით ვიყავი დაკავებული.. და ბევრი ცდები შედეგად მივედი იმ დასკვნამდე რო სიგარეტისთვის თავი უნდა დამენებებინა ნუ ამბობენ ხოლმე გააჩნიაა ორგანიზმსოო და სავსებით ესეააა !!! ზოგზე არ მოქმედებს ისე როგორც ჩემზე მოქემედებდა და გავარკვიე ეს იყო სიგარეტისგან გამოწვეული ნერვოზი რაც მჭირდაა სრულიად 10 დღეში იმხელა ენერგია მომივიდა მე თითონ მიკვირდა თვალები არ მტიკიოდა კონცეტრაცია დამიბრუნდა და დღითი დღე გამიუმჯობესდაა ფიზიკურო და სულიერი მდგომარეობა ))) შეიძლება ზოგისთვის ვბოდავ რაგაცას მარა მართლა ესე იყოო .. დანებეთ თავი და შედეგი გარანტირებული გაქვთ .. უბრალოდ იცოდეთ ერთი რამ სიგარეტის დანებება მოქმედებს ხასიათზე შეიძლება რაგაც კეთილშობილი გახდე და ასე შემდეგ შეიძლება ბრაზიანი მარა ეს დროებით უნდა გაუძლო სიგარეტიც დაგესიზმრება ღამე და მოგინდება მოწევა სავსებით ნორმალურია და ყოველდღე რო გაგივიძებ გაიფიქრებ მე ამდენი ხანი არ მომიწევიაოო )) დიდი ხანი იქები ესე სანამ სიგარეტზე მნიშვნელოვანი რაგაც არ მოხდება შენ ცხოვრებაში და სხვა რაგცაზე არ გადაიტან ყურადღებას შეუძლებელი არაფერი არაა )) მთავარი ჯამრთელობაა სხვა დანარჩენი ისედაც იქნება ყოველთვის ) სულ რაგაც რამოდენიმე თვეში ლომკაც მოგეხსნებათ და ვინმე რო დაიწყებს მოწევას რო არ ეწეოდით პირველი შეგრძნებები დაგიბრუნდებათ )) წარმატებები და ვისაც დაეხმარება ეს პოსტი კაიაა :********

Posted by: LuxoNika 28 Feb 2016, 02:46
ელექტრო სიგარეტზე რას იტყვით? ვისაც გამოგიყენებიათ.

Posted by: ZOR-666 13 Mar 2016, 00:22
LuxoNika
მე დავანებე ელექტროთი. 17 წელი ვეწეოდი და 1 დღეში გადავაგდე. მართალია ეხლა ელექტრო სიგარეტზე ვარ მაგრამ ნიკოტინი სულ ამოვაგდე. და დანარჩენი კიდე არაა ისეთი მავნებელი.

Posted by: Choncxis mzera 22 Mar 2016, 16:04
ძმებო , ომი გამოუცხადეთ

აი პიროვნებად აქციეთ . . . ( პერსონიფიცირება ქვია ფსიქოლოგიაში )


დაარქვით რამე სახელი ისეთი (ჯუჯუ მაგალითად )
ხოდა, ამ ჯუჯუს გამოუცხადეთ ომი რასასც ქვია

3 დღე უნდა ეომოთ (ესეც მაქსიმუმია.. ზოგი საათებში აცნობიერებს რომ საერთოდ არაფერი არ არის ) მერე გაიქცევა , 100 % იყავით დარწმუნებული რომ გაიქცევა ჩაჩმორებული ჯუჯუ


აი ნახეთ რა კაცია როგორ დაამარცხა ყველაფერი
ამანაც ზუსტად პერსონიფიცირება მოახდინა





მოშნად აგინეთ დაჟე მუშტებით დაუდექით და დაუღრიალეთ

მტერია რა და უნდა მოუსპოთ



ცადეთ ეს ! მცდელობა უკვე გამარჯვებაა





Posted by: რერე 23 Mar 2016, 04:27
წონაში მომატებაც მინდა, სიგარეტიც მეზიზღება,ვარჯიში დავიწყე მაგრამ, მაინც ვერ ვანებებ smile.gif sad.gif ნებისყოფა არ მყოფნიიიის რავქნააააა sad.gif

Posted by: Bobgure 23 Mar 2016, 05:50
jahnikol

კარგი რამე დაწერეთ. საინტერესოა. წარმატებები

Posted by: [kitika] 23 Mar 2016, 13:35
Magazine "City" Khoperia Eka
ჩვენი ახალი კონკურსი და ახალი კაპმანია ჯანსაღი ცხოვრებისაკენ! "დაანებე სიგარეტს თავი "სითისთან" და Tabex-თან ერთად 25 დღეში!
მინდა ვიყო ჯანმრთელი, მინდა ვარჯიშის დროს არ მქონდეს სუნთქვის პრობლემა, მინდა მქონდეს იდეალური კანი, ჯანსაღი ღიმილი, არ მინდა მუდმივად სიგარეტის სუნი მქონდეს, არ მინდა შვილებისათვის ვიყო ცუდი მაგალითი, არ მინდა თბილისში ადგილებს იმ ნიშნით ვარჩევდე, შეიძლება თუ არა იქ მოწევა, არ მინდა ვიყო სიგარეტზე დამოკიდებული!
ამ ადამიანებმა ეს შეძლეს და მათი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. შემოგვიერთდით , დაწერეთ მცირე ბლოგი იმის შესახებ, თუ რატომ გსურთ დაანებოთ მოწევას თავი, ატვირთეთ თქვენი ფოტო, ათი დღის ვადაში "სითი" გუნდი Tabex-თან ერთად შეარჩევს 5 კონკურსანტს და დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში!
გამარჯვებულებისათვის ყველაზე დიდი პრიზი ამ დამოკიდებულებაზე გამარჯვება იქნება, ამაზე დიდ საჩუქარს საკუთარ თავს ვერაფერს გავუკეთებთ, თუმცა "სითი" თქვენ განსაკუთრებულ სიურპრიზს გიმზადებთ!
შემოგვიერთდით, ერთად დავანებოთ მოწევას თავი ! დამატებით ინფორმაციას კონკურსზე და პრეპარატ Tabex-ზე პერიოდულად მოგაწვდით!!!

https://www.facebook.com/Magazine-City-Khoperia-Eka-112589202132129/

Posted by: pato-7 27 Mar 2016, 00:07
მაგარი მწეველისთვის რას მირჩევდით, მამაჩემი უნდა გადავაჩვიო როგორმე

Posted by: [kitika] 1 Apr 2016, 10:09


რა ხდება მას შემდეგ როცა მოწევას ანებებთ თავს.

Posted by: niniaa 1 Apr 2016, 14:35
pato-7
QUOTE
მაგარი მწეველისთვის რას მირჩევდით, მამაჩემი უნდა გადავაჩვიო როგორმე


პირველ რიგში თვითონ უნდა უნდოდეს გადაჩვევა. რამდენიმე თვის წინ ტვ-ში ჰყავდათ უცხოელი სტუმარი, რომელმაც თქვა,რომ დაადგინეს, სიგარეტის მწეველის თავის ტვინში იქმნება უბანი, რომელიც იწვევს სიგარეტზე დამოკიდებულებას, ამიტომაა, რომ ზოგი ვერ ახერხებს გადაჩვევას მიუხედავაად დიდი მცდელობისაო. ჰოდა,უკვე ვცდით პრეპარატს, რომელიც ამ უბნის ნეიტრალიზებას ახდენსო.ასე, რომ იქნებ მოიძიოთ ამ პრეპარატის შესახებ ინფორმაცია/სამწუხაროდ, მე არ მივაქციე ყურადღება ,ამიტომ არ დამიმახსოვრებია/,მაშინ უპრობლემოდ გადააჩვევთ.

Posted by: [kitika] 1 Apr 2016, 15:40
niniaa
QUOTE

პირველ რიგში თვითონ უნდა უნდოდეს გადაჩვევა. რამდენიმე თვის წინ ტვ-ში ჰყავდათ უცხოელი სტუმარი, რომელმაც თქვა,რომ დაადგინეს, სიგარეტის მწეველის თავის ტვინში იქმნება უბანი, რომელიც იწვევს სიგარეტზე დამოკიდებულებას, ამიტომაა, რომ ზოგი ვერ ახერხებს გადაჩვევას მიუხედავაად დიდი მცდელობისაო. ჰოდა,უკვე ვცდით პრეპარატს, რომელიც ამ უბნის ნეიტრალიზებას ახდენსო.ასე, რომ იქნებ მოიძიოთ ამ პრეპარატის შესახებ ინფორმაცია/სამწუხაროდ, მე არ მივაქციე ყურადღება ,ამიტომ არ დამიმახსოვრებია/,მაშინ უპრობლემოდ გადააჩვევთ.


სანამ მაგას ცდიან, უკვე არსებობს გამოცდილი და დარეგისტრირებული პრეპარატები რომლებიც საქართველოში იყიდება:
ჩამპიქსი (Varenicline)
ტაბექსი (Cytisine)
ესენი არ შეიცავენ ნიკოტინს და არც შეჩვევას შესაბამისად, ჩამპიქსი ღირს სადღაც 100 ლარის ფარგლებში თუ იშოვით სადმე, და ტაბექსი 25 ლარი და იყიდება ყველა აფთიაქში.

ნიკვიტინი (Nicotine)
ეს შეიცავს ნიკოტინს და ვერ ვნახე სადმე თუ იყიდება,

ესენია რეგისტრირებული საქართველოში დღესდღეობით წამლის სააგენტოს მიერ, შესაბამისად არსებობს კვლევები და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

Posted by: newgl2011 2 Apr 2016, 10:02
დღეს მეოთხე დღეა ტაბექს ვსვამ ორ საათში ერთხელ თითო აბს, მაგრამ როგორც ჩანს ჩემსა და ნიკოტინს შორის არაფერი იცვლება კლვავაც ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე. რას მირჩევთ გავაგრძელო აბების სმა თუ შევწყვიტო იმიტომ რომ, ვატყობ ეს ფიზიკური დამოკიდებულება არ იცვლება.

Posted by: charliXL 4 Apr 2016, 12:53
Bridgeman
ნუ კი არის გაზვიადებული მარა არც მთლად ტყუილია, ჩემი ძმაკაცის ბიძა იმენა მწეველი იყო და მაგის გამო მოკვდა და ეს ბიჭიც იმენა ეზიზღება სიგარეტი ვისაც კი დაინახავს სიგარეტით ხელში იმენა დარიგებებით ავსებს, არადა შეყვარებული მაგისი ეწევა და უბდა ნახო რა დღეში ყავს, ხან ღერებს უთვლის, ხან აფუჭებს სიგარეტებს რა რავიცი რას აღარ უკეთებს რო გადააჩვიოს მარა ვერ შეიგნო რო კი არ უნდა დააძალოს იმ გოგოს არამედ იმ გოგომ თვითონ უნდა მოინდომოს თირე მასე მოწევს მის გარეშეც ჩუმად და ეგაა...
მე კვირაში ან ზოგჯერ თვეში ერთხელ ვეწეოდი და ამ ბოლო ხანებში ყოველდღე დავიწყე და დღეს გადავწვიტე აღარ მივეკარო თორე ვგრძნობ უკვე რაღაც ცვლილებებს, თან ეს საზიზღატუ სუნიი, სახლში სულ დაძაბული ვარ სუნი არ იგრძნონთქო,
ეხლა ჩემ ძმამაც და ვაფშე მთლიანმა საძმაკაცომ თავი დაანებეს და ისე გამიხარდა და მერე შენრცხვა რო მე ისევ ვეწევი და ჩემ ძმამ თავი დაანება...

Posted by: [kitika] 4 Apr 2016, 17:31
newgl2011
QUOTE
დღეს მეოთხე დღეა ტაბექს ვსვამ ორ საათში ერთხელ თითო აბს, მაგრამ როგორც ჩანს ჩემსა და ნიკოტინს შორის არაფერი იცვლება კლვავაც ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე. რას მირჩევთ გავაგრძელო აბების სმა თუ შევწყვიტო იმიტომ რომ, ვატყობ ეს ფიზიკური დამოკიდებულება არ იცვლება.


სიგარეტის ღერების რაოდენობა თუ არ შეამცირეთ მაშინ შეწყვიტეთ, გირჩევთ ჯერ ფსიქოლოგიურად მოემზადოთ, ტაბექსი უბრალოდ ე.წ. ლომკას მოგიხსნით.
საერთოდ როგორც წესი ჩამოდიან ხოლმე 5-10 ღერზე დღეში თავიდან და მეხუთე დღიდან აღარ ეწევიან საერთოდ.
შეინახეთ ეგ ტაბექსი და როცა უფრო განეწყობით ფსიქოლოგიურად მერე დალიეთ. აუცილებელია საკუთარი თავი შეამზადოთ, რომ ნამდვილად გსურთ დანებება.

Posted by: Bridgeman 5 Apr 2016, 09:35
charliXL
ყველა მასე იწყებს, ჯერ კვირაში ერთი, მერე თვეში 3-4, მერე ყავაზე, სასმელზე, ნებისმიერ რამეზე მაგრა მიდის და ნელ-ნელა უმატებ და უმატებ ღერების რაოდენობას ასე რომ რაც მალე გადაწყვეტ თავის დანებებას მით უკეთესი. აგერ ჩემი თანამშრომელი 28 წლისაა, ცხოვრებაში არ მოუწევია, რაღაც პრობლემები ქონდა ოჯახური და ერთი ღერი მოწია ვითომ დასამშვიდებლად. facepalm.gif იმის მერე 6-7 თვე გავიდა და კოლოფს ეწევა დღეში.

Posted by: charliXL 6 Apr 2016, 00:39
Bridgeman
შაბათის მერე აღარ მომიწევია არადა სულ მწეველები მყავს გარშემო სახლშიც კი, ხოდა რაღაც მომენტებში კი ვარ ჯანდაბას მოვწევ მაგრამ არა, აქ უკვე ჩემ პრინციპებს ეხება საქმე, თან შვებაც ვიგრძენი რო დისკომფორტი აღარ ვარ, კევს ვღეჭავ ხოლმე ან დღეს ბატიბუტი ვიყიდე და სანამ ისინი ეწეოდნენ მე ვჭამდი biggrin.gif მე თვითონ ვერ ვიტანდი გოგო რომ ეწეოდა და ბოლოს მევე გავხდი მწეველი... მაგრამ არაა, ეხლა ჩემ დაქალსაც ვეჩალიჩები რო შეეშვას და მგონი გამომდის biggrin.gif

Posted by: Bridgeman 6 Apr 2016, 09:35
charliXL
good girl : )

ვაფშე აღარ იფიქრო სიგარეტზე, თითქოს არასოდეს მოგიწევია, არც დღეები ითვალო და არც წამები.
3-4 დღე და საერთოდ აღარ მოგინდება.
Ps. ყველას უთხარი რო ხიხიაა. ერთად უფრო მარტივად დაანებებთ.

Posted by: charliXL 6 Apr 2016, 10:03
Bridgeman
როცა სახლში ვარ არც ვფიქრობ, მხოლოდ გარეთ მწეველების გარშემო მიჭირს მარა ეგაც გამივლის ვიცი..
ხოო ვეტყვი და ჯერ ჩემ დაქალს ვეჩალიჩები, კოლოფში რამდენიმე ღერიღა დამჩაო ამას მოვრჩები და ვსიოო აღარ ვიყიდიო biggrin.gif

Posted by: Bridgeman 6 Apr 2016, 10:49
charliXL
QUOTE
კოლოფში რამდენიმე ღერიღა დამჩაო ამას მოვრჩები და ვსიოო აღარ ვიყიდიო

ნწ ნწ ნწ givi.gif რამდენჯერ მითქვამს მასე..
პირველ გვერდზე როა ჩემი პოსტები 2013 წელი იყო. მაშინ მქონდა ყველაზე დიდი შანსი დანებების მარა სამწუხაროდ დღემდე ვერ დავანებე. უკვე 8 წელი იქნება რაც ვეწევი.
დღეს დავთქვავ, მოვემზადები და უეჭველი მოვიშორებ ამ ჭირს.

Posted by: charliXL 6 Apr 2016, 12:27
Bridgeman
ერთხელ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს მწეველებზე, 2 ნაწილად გაყვეს, ერთი ნაწილი ეგრევე უნდა შეშვებოდა სიგარეტს, ხოლო მეორე ნელ-ნელა და შედეგად იმ ნაწილმა რომელმაც ეგრევე შეეშვა უფრო შედეგი გამოიღო ვიდრე მეორემ, ასე რომ თუ გადაწყვეტ ეგრევე შეწყვიტე, ნურც წინასწარ დაგეგმავ, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო და რაც მთავარია ვიღაც გვერდში უნდა გედგას მაგ დროს რომ ხელი თუ წაგცდა იმან არ მოგცეს ნება, მასე მე უკვე მზად ვიყავი მომეწია ამ დაქალმა კი ნება არ მომცა ხოდა შედეგი გამოიღო.

წარმატებებს გისურვებ, მთავარი მონდომებაა და არა სურვილი..

Posted by: SerIouS 8 Apr 2016, 02:55
როგორც ვიცი, 21 დღე არის საჭირო ადამიანი შეეშვას იმას რასაც აკეთებდა, ანუ ჩვევას, რომ გადაეჩვიოს.
ფსიქიკის დონეზე, ესეა.
ჩემი აზრი არ არის, დადგენილია.

ანუ თუ 21 დღე არ შეჭამ, შეიძლება ჭამის ინსტიქტი დაგავიწყდეს gigi.gif

Posted by: charliXL 8 Apr 2016, 10:43
SerIouS
მართალია, მეც წამიკითხავს,, ანუ 15 დღეღა დამრჩა, ანუ 2 კვირა და დავრწმუნდები რო შევეშვი,, მე როგორც ვიცი თავიდან შეგიძლია შეწყვიტო და მერე ერთხელ მაინც ისე მოგივლის რო სიგიჟენდე გენდომებაო და აი ეგ თუ გადალახე ვსიო ესეიგი ნაღდში შეეშვიო და სიმართლეა თუ ინდივიდუალურია?

Posted by: R_U_R 8 Apr 2016, 14:27
ვაიმე რაცმ მე ომები მაქ სიგარეტის დანებებაზე გამოვლილი მტრისას biggrin.gif

არვიცი ერთი ვიცი მარადიული ჯოჯოხეთისთვის უნდა მოემზადო ამქვეყნად ჩემ შემთხვევაში ასეა. აი რო ვანებებ საშინელება ხდება საშინლად აგრესიული
ძილშის სიგარეტს ვეწევი დავდივარ ფიქრებში სიგარეტს ვეწევი. მოკლედ რაა. მოკლედ რო ვთქვათ ცხოვრება აზრს კარგავს აი არაფერი მინდება საერთოდ როცა არ ვეწევი. ერთ ახლობელ კაც ვკითხე როგორ დაანებეთქო 10 წელი ეწეოდა . მიპასუხა ერთდღესაც არ მოვწიე ნახევარი საათი გამიჭირდაო მის მერე არ შეუწუხებივარო და საერთოდ არ მინდებაო. ლამის ვცემე ისე გავმწარდი biggrin.gif

11 წლიდან დავიწყე სიგარეტით მაიმუნობა ეწ. გაბოლება. 12 წლისას უკვე პაჭკა მედო ჯიბეში. მის მერე ბევრი წელი გავიდა და ეხლა არანრმალურად მწეველი ვარ 2 პაჭკა ისე მინდა ვითომც არაფერი დღეში ხშირად სამიც

საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივედი. არავითარი შემცირება არ შველის ან ნახადუ აგდებ და ჯოჯოხეთის ხელშეკრულებას ხელს აწერ ან ეწევი და მაინც ჯოჯოხეთთან გაქ ხელშეკრულება გაფორმებული


ისე რახან თემას შეესაბამება ერთ ისტორიას მოვყვები მე და ძმაკაცი საბანაოდ ვიყავით ჰოდა ერთ კაცს ცავუარედ წამოწოლილი იყო მზეს ეფიცხებოდა დატანჯული სახით. თურმე სიგარეტისთვის თავი დაუნებებია. და გაცი გაწამბული იყო ჩვენ კიდე ელემს ვაბოლობდით და ისე ჩავუარეთ ( გეხსომებათ ელემი სანამ გაფუჭდებოდა რა არმოატი და სუნი ქონდა) ხოდა ეს კაცი ინსტიქტურად მოტრიალდა ბოლს სუნზე biggrin.gif გონება უარესად დაებინდა რამოდენიმე წამი გვიყურა და ბიჭებო ერთი პაპიროსი თუ გაქვთ მომაწევინეთო. ჩვენც მვეცით მოვუკიდეთ. ნუ ჯიგრულად გვმოძრვრა ცუდია ჯერ პატარები ხართ ჯანმთელობას ინადგურებთ და ა.შ ხოდა მოვუკიდეთ ამ კაცს სიგარეტზე თითქოს შინაგანად იდხანს ემზადებოდა ამ მომენტისთვის თვალები ცოტა მოადუნა სახე თიტქოს მზეს მიუშვირაო და ისეთი გაიწოვა სიგაეტის ბოლი ჩაწვა კარგა საგრძნობლად პირველივე ნაპასში და ეგრევე შეეტყო მაგრი დაბოლდა გაბრუვდა biggrin.gif 1-2 ნაპასიც ამოარტყა და ცოტა შვება რო იგრძნო პირზე ხელი მოისვა ბრძენკაცივით და ამბის თხრობას შეუდგა ეს სიგარეტი დიდი შობელძაღლია ერთ დროს მაინც მოწევ ადამიანიო. გემის კაპიტანზე ხო იცით ეგ ამბავიო გვკითხა. ვუპასუხეთ არაო. ჰოდა ერთი კიდევ ჩაარტყა ნაპასი და დაიწყო. მოკლედ გემი ზღვაში შეცურდა და გზად დიდ გზა ქონდათ გასავლელიო და მარაგად ბლოკებით სიგარეტები ქონდათ დიდი რაოდენობითო. და კაპიტანმა ბრძანა მოწევას თავს ვანებებ და თქვენც უნდა დაანებოთო და ბრძანა სიგრეტები წყალში გადაეყარათო და გადაყარესო. მის მერე კაი მანძილი გაცურეს დიდი დრო გავიდაო. და გემი აისბერგს შეეჯახა და იძირებოდაო. კაპიტანი ჩამოჯდა და ჩაფიქრდა და თვქა სიგარეტი მომეცითო ეკიპაჟმა უპასუხა კაპიტანო სიგარეტი არ გვაქ თქვენი ბრძანებით გადავყარეთო. აი ასეა შვილებო ერთ დღეს მწეველი მაინც მიუბრუნდება სიგარეტსო და ფილტრამდე ჩამწვარი ბიჩოკი მოისროლა და სევდიანი თვალები გააყოლა. ერთ ღერიც მომეცით ბიჭებო რო სანამ წავალ ( საბანაოს გულისხმობდა ) ორი ღერი მივეცით ვიცოდით რო ამ ერთ ღერსაც ეგრევა ჰაერში გაბდღვნიდა და ერთიც ზაპასად დავუტვეთ და გზა განვაგრძეთ biggrin.gif

Posted by: thug 13 Apr 2016, 06:22
ვისაც გინდათ განებება და ვერ ანებებთ.
ან უბრალოდ მიზეზი გინდათ რომ გაანებოთ.

Tabex.

ეს იყიდეთ და დალიეთ როგოროც მითითებულია დოზები.
გარანტიას გაძლევთ რომ თუ ამ წამალს დალევთ ძალიანაც რომ გინდოდეთ მოწევა მეორე მესამე დღეს უკვე გული აგერევათ სიგარეტზე.

მე გუშინ დავიწყე დალევა გუშინვე მოვწიე ნახევარი პაჩკა, ანუ იმის ნახევარი რასაც რეგულარულად ვეწევი.
დღეს 5-6 ღერი მოვწიე სულ და ბოლოს საღამოს ნახევარ ღერზე უკვე გული მერეოდა და გადავაგდე.


ნაღდად არ მეგონა თუ ესე იმოქმედებდა მირჩიეს და 1 თვე მედო სახლში რომ ვიყიდე გუშIნ გადავწყვიტე დამეწყო.


Posted by: nino7ka 13 Apr 2016, 14:49
გადავხედე რამდენიმე პოსტს და გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მაგალითი.

საკმაოდ დიდი ხანი ვეწეოდი, თითქმის 17 წელი, მეტი თუ არა. უკვე მესამე თვე სრულდება სიგარეტი აღარ მომიწევია. ყოველგვარი წამლებისა და ელექტრონული სიგარეტის გარეშე შევეშვი. უბრალოდ სურვილი და იმის გაცნობიერებაა საჭირო, რომ არ ხარ სიგარეტზე დამოკიდებული და შედეგი არ დააყოვნებს.

ერთადერთი, რაც გასათვალისწინებელია, სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ, სუნთქვითი ვარჯიშებია კარგი, რათა ფილტვებიდან გამოიდევნოს მავნე ნივთიერებები.

Posted by: kukuruzi003 13 Apr 2016, 17:53
მე დავანებე უკვე ერთი დღეა :


მარააააააააააააა

არ შეილება ისე რომ გავაკეთო, აი დღეში 3-4 ღერი მოვწიო მარტო?

არ მინდება ფიზიოლოგიურად, მარა ფსიქოლოგიურად მინდა რაააააააა.

ხოდა ვისაც გქონიათ გამოცდილება ეხლა ერთი ღერის მოწევა თავდაყირა დააყენებს ყველაფერს?

Posted by: ბენი 14 Apr 2016, 14:54
აი 8ში დავანებე თავი, დილით გავიღვიძე და აღარ მოვწევ თქო, 1 კვირა გავიდა და არც მახსენდება ხოლმე
ვარჯიში დავიწყე, თან დიეტაზეც ვარ და არ მიჭირს

წინაზე 6 თვე მქონდა დანეBებული და დავიწყე მერე ისევ
მაგის მერე 3 თვე დავანეBე და ისევ დავიწყე

თან როცა ვეწევი, ვეწევი უაზროდ ბევრს, არც მისწორდება, პროსტა მიჭირავს ხელში და ვეწევი სულ
2+ პაჩკას

წინაზე რო დავიწყე მოწევა ცოტას მოვწევ თქო და 10 ღერს ვეწეოდი 2-3 დღე, მერე ისევ ავედი 2 პაჩკაზე და მეტზე

16 წლიდან ვეწეოდი, 22ის ვარ ეხლა, მარა მქონდა პერიოდები როცა ვანებებდი ხოლმე თავს

ხოდა რისი თქმა მინდოდა, სპორტით დაკავდით და გაგიადვილდებათ, რამდენჯერაც შევეშვი ვარჯიშს იმდენჯერ გავაგრძელე
სიგარეტის მოწევა, როცა ვვარჯიშობ არ ვეწევი
და როცა ვანებებ არასდროს ნაფასსაც არ ვურტყამ, ხელშიც არ ვიჭერ პაჩკას, 1 ნაფასიც რო დავარრტყა დანებებულზე ვიცი რო ისევ დავიწყებ ხოლმე

რამდენი ვწერე :|


Posted by: barcabarcabarca 15 Apr 2016, 14:11
20 წუთის წინ დავანებე.
შეგატყობინებთ ხოლმე პროგრესს.
წამლების და მაქინაციების არ მჯერა.

3 კოლოფს ვეწევი (ოდი) დღეში ბოლო 5-6 თვეა.

მაგიდა გადავწმინდე. საფერფლეები გავრეცხე და შევინახე. სიგარეტის ნიშანწყლები გავაქრე და აბა ვნახოთ რა გამოვა : )


პ.ს. ადრე დანებებული მქონდა ორი თვე და ყველაზე კარგი საშუალება არის კომპიუტერს მოწყდეთ (მეტწილად) და რამე საინტერესო წიგნი იკიხოთ. თავი ჩარგოთ და აღარ აიღოთ : ) ვაშლი, ხილი რამე-რუმე მოიდგით გვერდით. და თუ ძაან მოგინდათ საფერფლეს დასუნეთ ახლოდან გული აგერევათ lol.gif

თავს ვამშვიდებ

Posted by: D-G 25 Apr 2016, 00:54
მე დიდი ხანია სიგარეტს თავს ვანებებდი მაგრამ უშედეგოდ, გამოვლილი მაქვს ტაბექსი, ელექტრონული სიგარეტიც თუმცა ისევ უშედეგოდ, მაგრამ დღეს უკვე ორი თვეა მწეველი აღარ ვარ და არც არასოდეს აღარ ვიქნები.

ერთს, გეტყვით განსაკუთრებით ემოციურ ადამიანებს! პრობლემას იმ აზროვნებით ვერ მოაგვარებთ რომლითაც ის შექმენით.


თავის დანებება მანამ გაგიჭრდებათ სანამ ნიკოტინის მოთხოვნილება თქვენს ემოციად აღიქვავთ, არა ბატონებო! ნიკოტინი ანუ იგივე "გრემლინი" ჩასახლებულია თქვენს ემოციებში და როდესაც რაციონალური აზროვნება ამბობს რომ სიგარეტი იგივე ჩუმი და ნელი მკვლელია და აღარ მოვწევო, აი მაშინ ემოციაში ჩასახლებული "გრემლი" იმდენად ძლიერია რომ უკუაგდებს რაციონალურ აზროვნებას და იცით როგორ? ის გვაფიქრებინებს რომ სიგარეტის გარეშე არ შეგვიძლია, ის ყველთვსი თვას გვახსენებს და გვეუბნება რომ თითქოს სრულყოფილებისთვის რაღაც გვაკლია და ეს რაღაც თითქოს ნიკოტინია ))))) არა ბატონებო ნიკოტინი ეს ჩუმი და ნელი მკვლელია რომელსაც თითეული ღერი სიგარეტით მომაკვდილებელი ინექციები შეჰყავს ჩვენს სხეულში.

ისე თუ სურვილი გაქვთ ამის შესახებ უფრო ვრცლად შემიძლია საუბარი.


Posted by: Attila 25 Apr 2016, 10:14
lol.gif სგ თქვენ აქ რა ფილოსოფიას აწვებით. გადააგდებ და მორჩა აღარ მოწევ ასეა ეს და არა ისე როგორც იხლართებით ათას აზრში და ვითომ გამოსავალში lol.gif

Posted by: D-G 25 Apr 2016, 10:41
Attila
მართლა? სად იყავი აქამდე გეთქვა შეკაცო რას ტანჯავ ყოველ მეორე მწეველს ვისაც თავის დანენებება უნდა .... გამოდი ტელევიზით და შეატყობინე მწეველებს რომ ეს ესე მარტივი ყოფილა.. )))))

მწერალი მარკ ტვენი ამბობდა შენსავით სიგარეტის თავის დანენებეა ძალიან მარტივიაო მე პირადად 74 ჯერ დავანებე თავიო ))))))))))). ასე რომ რამდენაც მარტივია თავის დანებება იმდენადვე მარტივია მისი ისევ დაწყება ცნობისთვის. (არ გვულისხმობ ძალიან იშვით გამონაკლისს)

Posted by: Choncxis mzera 25 Apr 2016, 14:16
QUOTE (pato-7 @ 27 Mar 2016, 00:07 )
მაგარი მწეველისთვის რას მირჩევდით, მამაჩემი უნდა გადავაჩვიო როგორმე


35 წელზე მეტი ეწოდა მამაჩემი , ერთხელ ვაყურებინე ეს ვიდეო და იმის მერე არ მოუწევია



Posted by: Attila 25 Apr 2016, 20:17
D-G
ადვილია, უბრალოდ ამის აღიარება არ უნდათ wink.gif.ჰოპ ერთი ჯადოსნური სიტყვა გინდა "აღარ მოვწევ" და მორჩა ტანჯვა smile.gif

Posted by: D-G 26 Apr 2016, 22:22
Attila
QUOTE
ადვილია, უბრალოდ ამის აღიარება არ უნდათ .ჰოპ ერთი ჯადოსნური სიტყვა გინდა "აღარ მოვწევ" და მორჩა ტანჯვა


ვისთვის როგორ smile.gif სტატისტიკურად საქართველში ყოველი მესამე მწეველია რაც ნიშნავს რომ ყოველწლიურად სიგარეტის მიერ გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით 11 000 ადამიანი იღუპება ანუ დღეში 30 ადამიანი მხოლოდ იმის გამო იღუპება რომ ისინი მწეველები არიან და ესე მარტივი რომ იყოს რატომ იკლავენ ეს ადამიანები თავს?

ავხსნი რატომაც არ არის მარტივი

სიგარეტი ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც იმონებს ადამიანს და ხდის მასზედ დამოკიდებულს.

ფიზიკურად: სიგარეტის მოწევის დროს ნიკოტინი ხვდება სისხლში სისძარღვები ვიწროვდება სწევა იზრდება გულიცემა და სუნთქვა ჩქარდება და ამ დროს გამოიყოფა ადრენალი რაც ადამიანს სიამოვნებას ანჭებს.

ფსიქოლოგიური დამიკიდებულება: ნიკოტინი ასევე ხვდება ტვინში და იქ უკვე გამოიყოფა დოფამინი იგივე სიამოვნების ნივთიერება რაც ასევე სიამოვნებს ადამიანს.

ამიტომ ეს ჯადონური სიტყვა "აღარ მოვწევ" ვერ მუშაობს მწეველთა უმრავლესობაზე და საჭიროა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ბრძოლა რომ დაამარცხონ ნიკოტინისადმი დამოკიდებულება.

Posted by: Attila 26 Apr 2016, 22:41
D-G
ჩემთან იმუშავა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ნაღდად არ მაქვს მყარი ნერვები smile.gif

Posted by: D-G 27 Apr 2016, 00:31
Attila
QUOTE
ჩემთან იმუშავა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ნაღდად არ მაქვს მყარი ნერვები


ძალიან კარგია რომ შენთან მუშაობს, მაგრამ ბევრთან ვერ მუშაობს "მარტივი პრინციპი" განსაკუთრებით კი ემოციურ ადამიანებთან.

თვალსაჩინოებისთვის გეტყვი, რომ ადამიანს აქვს აზროვნების ორი ფორმა, ერთი რაციონალური, ხოლო მეორე ემოციური.


ნიკოტინისადმი მოთხოვნილება პირდაპირ ემოციური აზროვნებაა, მარტივად რომ ვთქვათ რაციონალურად ჩვენ ვიცით რომ სიგარეტი მავნებელია, რომ ის ჩუმი და ნელი მკვლელია, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მოწევს. რატომ? იმიტომ რომ იმდენად დიდია მისგან გამოწვეული ემოციური შემოტევა რომ იძულებული ვხდებით უარი ვთქვათ ჩვენ ჯანმრთელობაზე..... ამიტომ ხშირ შემთხვევაში მწეველებს რომლებსაც სურთ სიგარეტზე თავის დანებება უხდებათ გარკვეული აზროვნების ცვლილება, რომ დაამარცხონ ემოციური შემოტევები. "

პრობლემას იმ აზროვნებით ვერ მოვაგვარებთ რომლითაც ის შევქმენით" smile.gif

Posted by: SerIouS 27 Apr 2016, 01:39
QUOTE (Attila @ 26 Apr 2016, 22:41 )
D-G
ჩემთან იმუშავა თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ნაღდად არ მაქვს მყარი ნერვები smile.gif

იგივეს ვიტყოდი givi.gif
ნამდვილად არ უნდა ამდენი ფილოსოფია,
უნდა დადო და გამოუცხადო ბრძოლა, როგორც მტერს.
მოუგებ ან წააგებ, მუდმივად წააგებ, ვის არ წაუგია..


მე დღეს შემისრულდა 1 წელი რაც თავი დავანებე მოწევას smile.gif
ზუსტად 1 წლის წინ ამ დროს სადღაც.. მოვწიე ბოლო ღერი.
აღარ მაქვს გულის პრობლემები..
ჯანზე ვარ, მგონია თავპირს დავანგრევ ნებისმიერს war.gif

Posted by: D-G 27 Apr 2016, 02:15
SerIouS
QUOTE
აღარ მაქვს გულის პრობლემები..

შენ უკვე სერიოზუი საბაბიც გქონია რომ თავი დაგენებებინა. მთავარია რომ აღარ ეწევი.

QUOTE
ნამდვილად არ უნდა ამდენი ფილოსოფია,

QUOTE
უნდა დადო და გამოუცხადო ბრძოლა, როგორც მტერს.


აი აქ იწყება სწორედ ფილოსოფია smile.gif

ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაანებებ თავს, ვიღაცა მარტივად ანებებს ვიღაცა რთულად და ვიღაცა საერთოდ ვერ ან არ ანებებს smile.gif

Posted by: MR.LACOSTE 1 May 2016, 23:09
-------------------------------------------------------------------

Posted by: wox1997 3 May 2016, 02:18
აი მე მაგალითად თან რომ ვეწევი და თან არც მინდა თავის დანებება მანდ როგორ არის საქმე? biggrin.gif
არადა სულ რაღაც 1 წელია რაც ვეწევი 19 წლის ვარ

Posted by: Nirvana11 4 May 2016, 22:39
wox1997
ეგრე ვიყავი მეც, სინამდვილეში ყველაფერი გააზრების თემაა, მოკლედ აქ ითქვა რაციონალურ და ემოციურ აზროვნებაზე, სინამდვილეში ემოციურად კიარა რაციონალურად ვართ დამოკიდებულები, მაგალითად მე მეხმარეობდა კონცენტრაციაში, აზროვნებაში, ფიქრში, მამშვიდებდა, სიგარეტს როცა მოვწევდი თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, ყველა პრობლემა, შემდეგ ვიფიქრე, რომ ესენი მოჩვენებითია და არა რეალური, ამიტომ დავანებე თავი 1 თვით, ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ სიგარეტი არაფერშI მჭირდებოდა, 1 თვის თავზე დამეწყო საშIნელი დეპრესია, ე.წ სიგარეტის არანორმალური მოთხოვნილებები/ლომკები, და მოვწიე 1 ღერი იმის შემდეგ გავარძელე დღეში 1 კოლოფის მოწევა შემდეგ 2 ანუ იმაზე მეტი სანამ დანებებამდე ვეწეოდი. შემდეგ კი შევცვალე სტრატეგია და ასე მივუდექი რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მართლა მეხმარება რაღაცეებში, საბოლოო ჯამში მანგრევს ფიზიკურად, მთელი ცხოვრება ვარჯიშობდი სანამ მოწევას დავიწყებდი და სულ ჯანზე ვიყავი, ეხლა მე-3 სართულზე ლიფტს ვიძახებ, ყელი მტკივა პერმანენტულად, მახველებს, საშინელი სუნი მაქვს, კბილები მოვისპე, ამიტომ მირჩევნია აზრები ვერ დავალაგო ვიდრე ჯანმრთელობა მოვისპო, თანაც ნელნელა აზრებსაც მშვენივრად ვალაგებ. რაცარუნდა უცნაური იყოს კითხვა დამეხმარა სიგარეტის გადაგდებაში, როცა სიგარეტი მინდებოდა ვიწყებდი კითხავას. ვკითხულობდი მოტივაციურ აზრებს და გამონათქვამებს, ჰოდა ეხლა სადღაც 2 თვეა არ მომიწევია.


Posted by: wox1997 4 May 2016, 22:55
Nirvana11

ეგ ყველაფერი გასაგებია. მე ისედაც არ მაქვს კარგი ჯანმრთელობა და ეხლა სიგარეტსაც ვუმატებ, მითუმეტეს ქალაქის ცენტრალურ უბანში ვცხოვრობ და ყოველდღე ოთახში ვიქნები, ეზოში თუ აივანზე გამონაბოლქვს ვსუნთქავ მანქანების , ამას დამატებული სიგარეტი. მაგალითად 1 კვირის წინ 2 დღე საჭმელი არ მომინდა რო მეჭამა და მარტო სიგარეტს ვეწეოდი, მსუბუქად შოკოლადს და ესეთ რაღაცეებს ვჭამდი და უცებ ისეთი ტკივილი დამეწყო მუცლის რომ საერთოდ შემზიზღდა სიგარეტი , იჟოგები და რავიცი. 3 დღე არ მოვწიე, მარა მერე პარლამენტი რო იყო დეფიციტში და მერე ისევ შემოვიდა ისევ დავიწყე მოწევა. ნერვოზი მაქვს ძალიან მაგარი, ზოგჯერ ხელები მიოფლიანდება წყალივით გამდის ხოლმე პატარა რამეზე თუ ამეშალა ნერვები. ხოდა რო ვეწევი ყურადღება გადამაქ რა , ცოტა სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ და იმდენად აღარ ვნერვიულობ და ჩემ შემთხვევაში შეიძლება სიგარეტის მოწევა ჯობდეს ვიდრე არ მოვწიო და ვინერვიულო.

Posted by: levvani 5 May 2016, 02:52
Attila
რაც არ გინდა ამტკიცო ფაქტი ფაქტად რჩება. რამოდენიმე თვეა დავანებე თავი. ნახევარი საათის წინ კი წამოვხტი საწოლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრი გავიარე რომ სიგარეტი მეყიდა და მომეწია.

Posted by: Attila 5 May 2016, 21:31
levvani
არაფერს ვამტკიცებ, რაც ფაქტია იმას ვამბობ ძალით ირთულებთ არჩევანს და გგონიათ მართლა ებრძვით რაღაც ჯოჯოხეთურ სურვილს lol.gif .
p.s ვიღაცა 40 წელი რომ ეწევა მაგ ხალხზე არ მაქვს საუბარი. 5-6 წელი რომ ეწევიან აი ეგეთი ხალხი მყავს მხედველობაში.

Posted by: wox1997 6 May 2016, 00:36
Attila
levvani

ბაბუაჩემი ეწეოდა სიგარეტზე სიგარეტს რასაც ქვია, თან CCCP -ის დროს ნამდვილი თუთუნი მაინც რომ ეყარა biggrin.gif
ხოდა მოკლედ ერთხელ გახდა თურმე ცუდად და ნემსები და რაღაცეები დაჭირდა. იმის მერე შეზიზღდა სიგარეტი, აი ბოლსაც ვერ იტანს.
ბიძაჩემი აივანზე რომ გავა მოწევს და შემოდის, ეჩხუბება ხოლმე ცოტახანი იდექი განიავდი და მერე შემოდიო biggrin.gif

20 წელია რაც აღარ მოუწევია, 80 წელს კი მიუკაკუნებს მალე

Posted by: D-G 9 May 2016, 11:45
ე.ი. ვისაც სურს სიგარეტზე თავის დანებება მოიწონეთ ეს გვერდი https://goo.gl/jbB8WW და მალე დავიწყებთ ინტენსიურ სეტევებს ცნობიერებაზე.... რომელიც მუშაობს და რომლის შედეგადაც შევაღწევთ იქ სადაც ნიკოტინისადმი მოთხოვნილება იმალება გამოვავლენთ მას და მოვისვრით ჯანდაბაში smile.gif ასე რომ თუ სურვილი გაქვთ და ვერ ანებებთ მე გპირდებით რომ დაანებებთ

Posted by: pleita 9 May 2016, 17:11
სულ მაინტერესებს კოლოფებს რომ აწერია "მოწევისთვის თვის დანებებისთვის (თუ როგორცაა) დარეკეთ" ო აი იქ რას მეტყვიან biggrin.gif რამდენჯერაც დავრეკე ვერ დავუკავშირდი.
პ.ს წელიწადზე მეტი იქნება არ მომიწევია boli.gif
რეკორდია ბოლო 12 წლის განმავლობაში

Posted by: shavparosaniii14 26 May 2016, 00:55
ელექტრონულ სიგარეტებთან ვის გქონიათ შეხება?

მე ვიყიდე ეხლა დაა რია ვიცი მგონი წაუბრაკებს, არადა 40 ლარი კი მივეცი.

ეს შედარებით იაფიანები კარგებია?

ან რომელი ელექტრონული ჯობია?

Posted by: TROJAN 26 May 2016, 20:19
მეც იგივე კითხვა მაქვს.
ელექტრონული სიგარეტის ყიდვას ვაპირებ და რომელს მირჩევთ?

უხარისხო და ბრაკები არ მინდა რომ ვიყიდო. რახან ვყიდულობ მირჩევნია ძვირი გადავიხადო მაგრამ ხარისხიანი იყოს.

რომელ ბრენდს და მოდელს მირჩევთ?
სითხეებიც რო იშოვებოდეს ისეთი მინდა

Posted by: levvani 27 May 2016, 00:06
Attila
wox1997
უნდა ადგე დილით გადაწყვიტო რომ დღეიდან აღარ მოწევ. დადო სიგარეტი ისეთ ადგილას სადაც სახლი მოსვლის შემდეგ აუცილებლად დაინახავ და თან ნიშნის მოგებით ეტყვი ხომ ხედავ ვერ მერევი

მე დავანებე უკვე wink.gif

Posted by: Attila 28 May 2016, 11:09
levvani
QUOTE
უნდა ადგე დილით გადაწყვიტო რომ დღეიდან აღარ მოწევ. დადო სიგარეტი ისეთ ადგილას სადაც სახლი მოსვლის შემდეგ აუცილებლად დაინახავ და თან ნიშნის მოგებით ეტყვი ხომ ხედავ ვერ მერევი

მე დავანებე უკვე 

გმადლობ მაგრამ ეგ ხუთიანზე ვიცი და გავაკეთე კიდეც wink.gif

Posted by: beckett 30 May 2016, 11:04
shavparosaniii14
TROJAN
სიგარეტის თავის დანებების მიზნით თუ ყიდულობთ ელ. სიგარეტს გეტყვით, რომ არანაირი აზრი არ აქვს!

Posted by: Franke 30 May 2016, 17:34
გამოცდილმა ელ მწეველებმა მირჩიეთ კარგი ფირმის ელ სიგარეტი.
მადლობა წინასწარ.

Posted by: გიორგი XII 30 May 2016, 18:45
მეორე დღეა არ მომიწევია ვიტანჯები საშინლად , იმედია გავძლებ.
წინაზე 10 დღე გავქაჩე და დავნებდი........



მარა ბოლო დღეები საოცრება იყო.
აფსოლუტურად სხვა ადამიანი ხდები ფიზიკურად მაგარი გრძნობაა...


მაგის მერე დავარტყი თუ არა ნაპასი , ეგრევე იმ მდგომარეობაში დამაბრუნა, გამაბრუა და ეგრევე ძალას გართმევს .....
მაგარი დედა ნატირები რამე ყოფილა.




Posted by: Nirvana11 30 May 2016, 23:07
3 თვე გავიდა, მოკლედ მემგონი საბოლოოდ დავანებე, მაგრამ დღეს ბარშI ერთმა გოგომ ისე გაუკიდია, კინაღამ ჩავყევი ნაპასთან ერთად biggrin.gif

მაგრამ წამიერი იყო და ეხლა მეცინება და მკიდია მაგრად biggrin.gif


Posted by: wox1997 30 May 2016, 23:37
გიორგი XII

ჩემთვის მოწევას ზიანთან ერთად იმდენი დადებითიც მოაქვს, რომ ჯობია მოვწიო ვიდრე ნერვიულობისგან და ნერვოზისგან გულის შეტევით მოვკვდე biggrin.gif

Posted by: გიორგი XII 31 May 2016, 13:08
wox1997

gigi.gif


პირველად გავდივარ ეხლა გარეთ, ასე მგონია მოვკვდები

ღორივით მინდა მოწევა

Posted by: ChoosenVIP 31 May 2016, 13:13
მართლა ვერ ვხვდები რა პრობლემას ხედავთ სიგარეტის მწეველები თავის დანებებაში : ))) დაახლოებით 8-9 წელი ვეწეოდი სიგარეტს და 1 თვის წინ გადავწყვიტე რომ აღარ მოვწიო და აღარც მომიწევია, არც არაფერი მტანჯავს და არც არაფერი მაწუხებს, თან დილით რომ იღვიძებ და საერთოდ სხვანაირად გრძნობ თავს მაგ შეგრძნებას ნაღდად არ ჯობია სიგარეტის არცეთი ნაფაზი : )))

Posted by: ბიჭური 31 May 2016, 14:05
გამარჯობა, სად შეიძლება ტაბექსი ვიყიდო და რამდენად? რამდენი ტაბლეტია ერთ შეკვრაში?
როგორ უნდა მივიღო? დამაკვალიანეთ რა


ბოლო რამდენიმე დღეა საშინელი ხველება მაქვს + ნახველი დილაობით და ღამე , აუცილებლად უნდა დავანებო თავი და სპორტით დავკავდე.

ტაბექსით მინდა დავიწყო

Posted by: Bloomy 31 May 2016, 19:39
shavparosaniii14
TROJAN
Franke
მე ერთი თვეა LIQUA-ს ფირმის ელ სიგარეტზე გადავედი და კმაყოფილი ვარ, (სხვა ელ სიგარეტი არ მქონია, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი)10 წლიანი სტაჟი მაქვს მოწევის. ელექტრო სიგარეტებს მოყვება სითხეები სხვადასხვა ნიკოტინის დოზებით, მაგალითად მე ლურჯ სობრანიეს ვეწეოდი და ელ სიგარეტის სითხე #12 საკმარისია ჩემთვის... #18 ძალიან ძლიერი მომეჩვენა

გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. საშინლად მახველებდა, აღარ მახველებს + სუნს საერთოდ არ ტოვებს.

იმედია ამასაც ნელნელა დავანებებ თავს.

Posted by: გიორგი XII 31 May 2016, 21:19
მაინც მოვწიე ამის დედა ვატირე .

სრაზუ დამაგდო.


Posted by: Raven 31 May 2016, 21:35
1 თვე გადის უკვე რაც ელ. სიგარეტზე გადავედი, ეს რა მაგარი რამე ყოფილა......
ცხოვრებაში აღარ გავეკარები ჩვეულებრივ სიგარეტს.
დავიწყე ego AIO თი. 20 ლარიანებს ნუ ყიდულობთ ხალხო ფულის ყრაა ტყუილი......
მინიმუმ 70-80 ლარი უნდა კარგს დამწყებისთვის
აგერაა ყოლიფერი.............
https://www.facebook.com/groups/vaping.ge/?ref=bookmarks

Posted by: Cele 1 Jun 2016, 04:19
ჩვეულებრივ სიგარეტს მოწევ თუ ელექტრო ქიმიას მგონი დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.

ეხლა არ დამიწყოთ ეგ ელ-სიგარეტები არაა მავნე და რაღაც, ერთადერთი მავნე რაც არაა ესაა ჰაერი პილტვიცეს პარკში.

Posted by: Raven 3 Jun 2016, 01:07
QUOTE
ჩვეულებრივ სიგარეტს მოწევ თუ ელექტრო ქიმიას მგონი დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.

ძალიან დიდი სხვაობაა, გადახედე ნეტს, 95%-ით ნაკლებად მავნეა ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

Posted by: [kitika] 3 Jun 2016, 17:38
QUOTE
95%-ით ნაკლებად მავნეა ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.

Raven
რა სისულელეააა?

სიგარეტით იმას მაინც აკონტროლებ რამდენ ნიკოტინს იღებ და ელ. სიგარეტით ვერა.

ასე რომ მალე ელ. სიგარეტის გადაგდებაზე მოუწევს ხალხს თავის დანებება smile.gif

Posted by: Attila 3 Jun 2016, 17:53
QUOTE
სიგარეტით იმას მაინც აკონტროლებ რამდენ ნიკოტინს იღებ და ელ. სიგარეტით ვერა.

spy.gif spy.gif ვინ აკონტროლებს მწეველი? თუ საიდუმლო არაა რა თქმა უნდა smile.gif .

Posted by: [kitika] 5 Jun 2016, 23:40
Attila
კი მწეველი, კონკრეტული ღერი სიგარეტი, კონკრეტული რაოდენობის ნიკოტინს შეიცავს.
როცა ელ. სიგარეტს ეწევი ნიკოტინის მიღებულ რაოდენობას ვერ აკონტროლებ და შეიძლება იმაზე მეტი ნიკოტინი მიიღო ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევისას.

Posted by: Attila 6 Jun 2016, 20:45
[kitika]
კი აკონტროლებს სწორი ხარ. yes.gif

Posted by: shavparosaniii14 6 Jun 2016, 23:59
ყველაზე იაფად სად აერის ელ სიგარეტები?

საქართველოში?

Posted by: Raven 7 Jun 2016, 00:05
QUOTE
როცა ელ. სიგარეტს ეწევი ნიკოტინის მიღებულ რაოდენობას ვერ აკონტროლებ და შეიძლება იმაზე მეტი ნიკოტინი მიიღო ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევისას.

facepalm.gifმართლაცდა რა სისულელეა

Posted by: [kitika] 7 Jun 2016, 15:27
Raven
QUOTE

QUOTE
როცა ელ. სიგარეტს ეწევი ნიკოტინის მიღებულ რაოდენობას ვერ აკონტროლებ და შეიძლება იმაზე მეტი ნიკოტინი მიიღო ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევისას.

მართლაცდა რა სისულელეა


მართლა? რატომ დაასაბუთეთ? მე მგონი დავწერე არგუმენტი და თქვენგან სისულელეას მეტი არაფერი მესმის. დაასაბუთეთ!

Posted by: gdaviti 7 Jun 2016, 18:25
მეგობრებო green smoke _ის გამოწერა მინდა და რომელი არის უფრო ეფექტური და კარგი ხარისხის ხო ვერ მეტყვით?

Posted by: [kitika] 7 Jun 2016, 22:42
ბიჭური
ტაბექსი იყიდება აფთიაქებში. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით ის არის მედიკამენტი, კლინიკურად დამტკიცებული ეფექტით. ჩატარებულია კვლევები და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

არსებობს კიდე ჩამპიქსი მაგრამ საქართველოში აღარ იშოვება, იმას ცოტა სხვა მოქმედების მექანიზმი აქვს, მაგრამ ორივე ნიკოტინიზმის სამკურნალო საშუალებაა.

Posted by: amsona69 8 Jun 2016, 16:55
მე ვეწევი უკვე მესამე თვეა ელსიგარეტს
საერთოდ ერთი ნაპასიც არ დამირტყია ისე სიგარეტზე მაგის მერე.32 წელიწადი ვეწეოდი დღეშო ორ კოლოფს მინიმუმ
დავიწყე 18 მგ ნიკოტინის შემცველი სითხით და ჩამოვედი 6 ზე.
საერთოდ არა მაქვს იმის მოთხოვნილება რო სიგარეტი მოვწიო.სხვა რო ეწევა ჩემს გვერდით რეაქცია არა მაქვს(არ მინდება)
მქონდა 50 ლარიანი ელ სიგარეტი.ეხლა მაჩუქა მეგობარმა,რაღაც ოხრობაა biggrin.gif თავში რო ცაარტყა კაცს გათიშავ იმხელაა.ბოლი გამოდის ფეჩის ტრუბა მიმიქარავს.
ვაზავებ ეხლა 6 მილიგრამიანს ნულიოვკასი და ისე ვეწევი.
მარა წვავს მოშნად.უნდა ვისწავლო ჩემით დამზადება მაგ სითხის.
მაგარი რამეა.არ ყარხარ სიგარეტის სუნით,გარშემომყოფებს არ აწუხებ,ნაკლებად მავნეა,იაფია.
ჩემს გარშემო ხუთმა კაცმა დაიწყო მაგის მოწევა ჩემს სემდეგ

Posted by: amsona69 8 Jun 2016, 17:03
.........................................................................................................................................................

Posted by: datmeni 9 Jun 2016, 11:46
amsona69
ძალიან დიდი პერიოდი ვწიე მსგავსი მოწყობილობით, სანამ არ მივხვდი რომ უფრო მაზიანებდა, კუჭის ტკივილი, დომოკიდებულს მხდიდა, გაუგებარი წარმომავლობის სითხე, რომელის არსებითი დატვირთვა ვერ გავიგე თუ სიგარეტის მაგივრად ამას მოვწევდი, არადა ესეც მაჩვევდა.ასეთი მოწყობილობის აზრი წევის გადაგდება და ნიკოტინზე უარი უნდა იყოს-რომელიც ასე არაა, თავად ამბობ რომ სამი თვეა ეწევი, ახლა იმის ახსნას თუ შეეცდები რომ არ გაზიანებს მაგრად არ იქნება სწორი,მაგრამ გეთანხმები: არ ყარს, სუნი აღარ აგდის და ა.შ.........მაგაზე ბევრი სტატია დაიდო რომ უფრო ზიანის მომტანია.

P.S. თამბაქოს (ნიკოტინის) გადაგდების კოდი თავშია და აკონტროლებს ნებისყოფა.
აგერ გამოსავალი, ნამდვილი ნედლეული კუბიდან, რომ დამწიფდება გაგაბოლებინებთ gigi.gif .....:

Posted by: Raven 10 Jun 2016, 00:50
[kitika]
სიგარეტი თუ მოგიწევია საერთოდ?

Posted by: ZOR-666 10 Jun 2016, 01:02
datmeni
არ ხარ აშკარად ჩახედული მაგ თემაში და ინფორმაციაც არაა სწორი. ელექტრო სიგარეტი რათქმაუნდა მავნებელია მაგრამ როგორც უკვე 10000 მა კვლევამ დაამტკიცა არის სიგარეტზე 7000 ჯერ ნაკლებად მავნებელი. ელექტრო სიგარეტი უნდა მოწიო მაშინ როცა ვერ ანებებ სიგარეტს თავს. ყველა არაა ეგრე რო აიღოს და დაანებოს თავი. მე პირადად 17 წელი ვეწეოდი და ვერაფრით ვერ დავამებე . ამიტომ ეხლა ელექტრო სიგარეტს ვეწევი და ბევრახ კარგად ვგრძნობ თავს. და ვერცერთი ადამიანი ვერ დამიმტკიცებს რომ სიგარეტზე მავნებელია იმიტომ რომ საკმაოდ ჩახედული ვარ უკვე მაგ თემაში..
p.s დაიმახსოვრეთ მთავარი სიგარეტის მოწევის დროს ფილტვებში უშვებთ ნამწვავს რომელიც ძალიან მავნეა ორგანიზმისთვის . ელექტრო სიგარეტის მოწევის დროს ფილტვებში უშვებ ორთქლს რომელიც შემადგენლობით იგივეა რაც ინგალაცია და არაა იმდენად მავნებელი...

Posted by: otiko_otiko2 10 Jun 2016, 01:41
გამარჯობათ , მე წლიწადი და 1 თვეა გავანებე სიგარეტს და ელექტროს ვეწევი , kayfun v4 და cloupor mini 30w მაქვს , ვეწევი 16მგ ნიკოტინით , განებებას ჯერ არ ვაპირებ , უბრალოდ ჩავანაცვლე ე.სიგარეტით, ჯიბეში ფული გამიჩნდა აღარც სხვას ვაწუხებ, აღარც სუნი ამდის, დილით სიგარეტის პახმელიაზე აღარ ვარ და პირველ რიგში ჭამა მინდება, როცა ვეწეოდი სიგარეტს - ჩემი საუზმე ყავა და სიგარეტი იყო. 1 თვის სამყოფი სითხე მიჯდება 17 ლარამდე, ვიწერ ჩინეთიდან(ე.სიგარეტის სამშობლოდან smile.gif ) . ვის არ აქვს გასინჯული ჩემი სიგარეტი და რამდენი გადავიყვანე. არა მწეველისთვის რეკომენდირებული არაა ანუ რაღაც მავნებლობა ექნება, მაგრამ სიგარეტთან შედარებით ელექტრო - სამოთხეა ფილტვებისთვის. სიგარეტში 100-ზე მეტი ნივთიერებაა და აქედან უმეტესობა სახიფათო ჯანმთელობისთვის. ე.სიგარეტში 5 კომპონენტია მხოლოდ : საკვები გლიცერინი,პროპილენგლიკოლი,წყალი და სამედიცინო ნიკოტინი(სუფთა) არცერთი არაა მავნე მხოლოდ ნიკოტინი და ნიკოტინი ხომ ისედაცაა ტრადიციულ სიგარეტში , არ ჯობია მარწყვის ან რაიმე კარგი არომატით მოვოღო სიგარეტისგან ის რაც მინდა (ნიკოტინი) ვიდრე გამონაბოლქვის არომატით . ვინც გადაწყვეტს ელეკტრონულ სიგარეტზე გადასვლას - ეგრევე მაღალ სიმძლავრიანი იყიდეთ და ისეთი , რომ ფითილი და სპირალი შენთვითონ გაუკეთო, კვირაში 1 -ხელ ფითილს ვუცვლი(იაპონურ კოტონს ვუკეთებ).

Posted by: [kitika] 10 Jun 2016, 09:54
ZOR-666
QUOTE
10000 მა კვლევამ


რა კვლევამ სადაა ეგ კვლევები? ვინ ჩაატარა???

მსოფლიოს არცერთი ჯანდაცვის ორგანიზაცია არ აღიარებს ელ. სიგარეტს როგორც ნიკოტინიზმის სამკურნალო საშუალებას.

თქვენ საუბრობთ მხოლოდ გამონაბოლქვის და კანცეროგენების მავნებლობაზე, თუმცა ნიკოტინის მავნებლობაზე არაფერს ამბობთ.

თავად ნიკოტინი იწვევს პოტენციის დაქვეითებას და არ აქვს მნიშვნელობა ელ. სიგარეტით მიიღებ მას თუ ჩვეულებრივი სიგარეტით.
ნიკოტინი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ხელს უწყობს ინსულტის განვითარებას, თრომბების და ავთვისებიანი სიმსივნის.
სიმსივნე მხოლოდ ფილტვებში კი არა კუჭირ, ხორხის, კანის და ა.შ. არიც გამოწვეული ნიკოტინის მოხმარებით. და ის რომ გამონაბოლქვით სხვას არ აწუხებს კი დიდი შეღავათია სხვისთვის, მაგრამ თქვენ თუ ნიკოტინს იღებთ ელ. სიგარეტით მაშინ ისევ ისეთივე საფრთხის ქვეშ ხართ.
აი ეს ყველაფერი დამტკიცებულია და ყველასთვის ცნობილია! მაგრამ თავს თუ იშტერებთ და აჯერებთ თავს რომ ელ. სიგარეტის მოწევა ნიკოტინის მავნებლობისგან გადაგარჩენთ ძალიან ცდებით ჩემო თანაფორუმელებო.
ნიკოტინი არის ალკალოიდი რომელიც იწვევს შეჩვევას და თუ სურვილი გაქვთ და გგონიათ რომ თავს ანებებთ სიგარეტს ელ. სიგარეტით, იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვეულებრივი სიგარეტითაც. შეამციროთ ღერების რაოდენობა და მერე საერთოდ შეეშვათ.

Posted by: kukuruzi003 10 Jun 2016, 10:02
[kitika]


ოოოო კაი რაა ათასჯერ დაიწერა რომ ელექტრო არაა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საშუალება, მარა სიგარეტს რომ მილიონ ტრისტაჯერ ჯობია რად უნდა ამას კამათი.

ნიკოტონის სიგარეტით მირებას ისევ ელექტროთი მიღება ჯობია

Posted by: [kitika] 10 Jun 2016, 11:46
kukuruzi003

საერთოდ ჯობია სიგარეტისთვის თავის დანებება და ჯობია მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.


Posted by: ZOR-666 10 Jun 2016, 21:33
[kitika]
და ვინ ამბობს რომ სამკურნალოა?? სამკურნალო და ჯარმთელობისთვის კარგი რომ არაა ყველამ იცის მაგრამ სიგარეტს ბევრად ჯობია. რაც შეეხება ნიკოტინს. სიგარეტში ნიკოტინი ყველაზე ნაკლები პრობლენაა. ნიკოტინი შემადგენლობით არის კოფეინის ოჯახის წევრი და თუ ყავას სვავ და არ გეშინია რომ მოგკლაცს არც ნიკოტინის უნდა გეშინოდეს. თუ არა და არის სითხეები რონელშიც სულ არ არის ნიკოტინი..

მოკლედ ერთი და იგივეს წერს ყველა და დავიჯერო არ ესმით?? ელ სიგარეტი არის სიგარეტზე ბევრად ნაკლები საფრთხის მატარებელი ტორე სამკურნალო და სასარგებლო რომ არაა ისედაც ყველამ იცის . მაგრამ თუ სიგარეტს ეწევი ჯობია ელ სიგარეტზე გადახვიდე..

Posted by: txili 13 Jun 2016, 10:52
გამარჯობა! სიგარეტს 4 წელია დავანებე თავი, როგორც კი გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, და მას შემდეგ აღარც გავკარებივარ, თუმცა 17 წლის "სტაჟი" მქონდა. მაგრამ ამ ბოლოს დამჩემდა მეორე მგონი მავნე ჩვევა, ზამთარში განსაკუთრებით შემიყვარდა უშაქრო ლომონიანი ჩაი, შემდეგ დავაკვირდი რომ ჩაიზე მეტად მასში ჩაგდებული ლიმონი მომწონდა, რომელსაც მივირთმევდი კანიანად. ნელნელა ჩაი ჩაანაცვლა მხოლოდ ადუღებულმა წყალმა, რომელსაც ვასხამდი უკვე ერთ მთლიან დაჭრილ ლიმონზე, ვაჩერებდი და შეგრილებულს მივირთმევდი კანიანად, ახლა უკვე 2 ლიმონი მინდა დღეში.. (ოღონდ ქართული თხელკანიანი ლიმონი) მაწუხებს ის რომ კი არ შემიყვარდა ეს წყალში დამბალი ლიმონი, არამედ უკვე "ლომკა" მაქვს. უცებ დილით რომ გამახსენდება და ჩქარჩქარა მოვდივარ რომ გავიკეთო და თან ნერწყვი მახრჩობს, კბილები მეკვეთება, როგორც კი გავჭეღავ ამ ლიმონს მაშინვე ვმშვიდდები. საღამოს წინასწარ ვიმარაგებ მეორე დღის მარაგს. მაინტერესებს დავუბერე თუ აქვს რაიმე ამ ციტრუსს, რაც იწვევს მიჩვევას?

Posted by: mixa 13 Jun 2016, 16:05
QUOTE
თუ სურვილი გაქვთ და გგონიათ რომ თავს ანებებთ სიგარეტს ელ. სიგარეტით, იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვეულებრივი სიგარეტითაც. შეამციროთ ღერების რაოდენობა და მერე საერთოდ შეეშვათ.

არ შეგიძლია საქმეც მაგაშია, მქონია დანებების 2-3თვიანი მცდელობები მაგრამ მერე ისევ დამიწყია.
და შენს მიერ ნაქები ტაბექსის ყიდვას ჯობდა 3 ბოთლი წესიერი სითხე მეყიდა...


3 წლის წინ ვცადე ელ.სიგარეტი და ისეთი ბანძი იყო რო მეც სკეპტიკურად განვეწყვე, მარა დაახლოებით 2 თვის წინ ვიყიდე ახალი და ისე მაგრა ასწორებს საერთოდ აღარ მინდა სიგარეტის გახსენება. ეს რო 15 წლის წინ ყოფილიყო ეხლა ვიქნებოდი მაგარი ჯანმრთელი biggrin.gif
ეხლა ვეწევი ხან 0მგ ხან 3მგ ნიკოტინიანს და ყველა მწეველს გირჩევთ ნორმალური(ijust2 ჩემი აზრით კარგია დამწყებისთვის) ელექტროსიგარეტის ყიდვას და ცდას. რა მაგრა იცვლება ყველაფრის გემო და ეგეთ რამეებს არ ჩამოგითვლით თქვენით სანამ არ ნახავტ არ დაიჯერებთ smile.gif

Posted by: otiko_otiko2 13 Jun 2016, 22:33
QUOTE
გამარჯობა! სიგარეტს 4 წელია დავანებე თავი, როგორც კი გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი, და მას შემდეგ აღარც გავკარებივარ, თუმცა 17 წლის "სტაჟი" მქონდა. მაგრამ ამ ბოლოს დამჩემდა მეორე მგონი მავნე ჩვევა, ზამთარში განსაკუთრებით შემიყვარდა უშაქრო ლომონიანი ჩაი, შემდეგ დავაკვირდი რომ ჩაიზე მეტად მასში ჩაგდებული ლიმონი მომწონდა, რომელსაც მივირთმევდი კანიანად. ნელნელა ჩაი ჩაანაცვლა მხოლოდ ადუღებულმა წყალმა, რომელსაც ვასხამდი უკვე ერთ მთლიან დაჭრილ ლიმონზე, ვაჩერებდი და შეგრილებულს მივირთმევდი კანიანად, ახლა უკვე 2 ლიმონი მინდა დღეში.. (ოღონდ ქართული თხელკანიანი ლიმონი) მაწუხებს ის რომ კი არ შემიყვარდა ეს წყალში დამბალი ლიმონი, არამედ უკვე "ლომკა" მაქვს. უცებ დილით რომ გამახსენდება და ჩქარჩქარა მოვდივარ რომ გავიკეთო და თან ნერწყვი მახრჩობს, კბილები მეკვეთება, როგორც კი გავჭეღავ ამ ლიმონს მაშინვე ვმშვიდდები. საღამოს წინასწარ ვიმარაგებ მეორე დღის მარაგს. მაინტერესებს დავუბერე თუ აქვს რაიმე ამ ციტრუსს, რაც იწვევს მიჩვევას?


აქ წაიკითხე , მარტო არ ხარ smile.gif , http://www.woman.ru/health/medley7/thread/3982029/

Posted by: txili 14 Jun 2016, 05:55
otiko_otiko2
QUOTE
აქ წაიკითხე , მარტო არ ხარ  , http://www.woman.ru/health/medley7/thread/3982029/

მადლობა... პასუხი მასაც ვერავინ გასცა . ფაქტია რომ იწვევს შეჩვევას.

Posted by: [kitika] 14 Jun 2016, 14:40
txili
QUOTE

QUOTE
აქ წაიკითხე , მარტო არ ხარ  , http://www.woman.ru/health/medley7/thread/3982029/

მადლობა... პასუხი მასაც ვერავინ გასცა . ფაქტია რომ იწვევს შეჩვევას.


http://fawesome.ifood.tv/health/415807-how-to-fight-lemon-addiction

mixa
QUOTE
და შენს მიერ ნაქები ტაბექსის ყიდვას ჯობდა 3 ბოთლი წესიერი სითხე მეყიდა...

ტაბექსი და ჩანტიქსი წამლებია და მოდი რაღაც გაურკვეველ სითხეებს ნუ შევადარებთ მათ.


Posted by: otiko_otiko2 14 Jun 2016, 16:17
ოო ცუდი შედეგები მოაქვს , აუცილებლად უნდა გაანებო . არ მეგონა ლიმონმაც თუ შეჩვევა იცის , მალე გამოიგონებენ ალბათ ელეკტრო ლიმონსაც givi.gif

Posted by: giig 15 Jun 2016, 13:19
გამარჯობა მწეველებო და არამწეველებო! smile.gif) კითხვა მაქვს და იქნებდ დამეხმაროთ, საქართველოში არ ვარ დროებით, მარტო ვარ წასული და არ ვარ მწეველი, მაგრამ გუშინ მოვწიე რამდენიმე ღერი და მერე რაგაც ცოტა ცუდად გავხდი, გული მქონდა სუსტად, ძლივს დავიძინე, მაგრამ მეორე დღესაც ახლაც არ მაქ ნორმაში, აჩქარებული მაქვს. აქამდეც მომიწევია მაგრამ ასე არ დამმართნია. რას მირჩევთ? რა გავაკეთო? რეალურად რა შეიძლება მჭირდეს? ....იქნებ დამეხმაროთ

Posted by: kukuruzi003 15 Jun 2016, 17:40
giig

იქნება და სხვა რამის გამოა?

თუ ყველაფერი რიგზე გაქვს ეგეთი რაღაც არ უნდა დაგმართვნოდა.

ექიმთან მიდი, თუ სხვა რამეზე არ გაქვს ეჭვი

Posted by: ყაყა_ჩო 15 Jun 2016, 17:51
ვინმე გამოცდილი არ ხართ გადაგდებული რო გქონდეთ, 9 თვეა ზუსტად ღერი არ მომიწევია და იშვიათად მარა თუ მომინდა ძალიან მინდება და როდის აღარ მომინდება biggrin.gif

Posted by: kukuruzi003 15 Jun 2016, 18:52
ყაყა_ჩო

არ გაბედო და არ გაეკარო თორე ჩაგითრევს ეგრევე

Posted by: giig 15 Jun 2016, 23:37
kukuruzi003
არ ვიცი რა შეილება იყოს, ყავა დავლიე და სიგარეტი იღონ მივაყოლე ერთბაშად რამდენიმე და სჰეიდზლება მაწყინა

Posted by: kukuruzi003 16 Jun 2016, 11:41
amsona69

აი ზუსტად შენნაირი ელ. სიგარეტი მაქვს მეეც და ეს დედა მო###ული ნაპასს რომ ვარტყავ ისეთი ცხელი ჰაერია ყელს მიწვავს.

და ამ სიგარეტზე შეიძლება მაგისი რეგულირება? უფრო გრილი ჰაერი რომ წამოვიდეს ?

Posted by: Raven 16 Jun 2016, 23:10
QUOTE
და ამ სიგარეტზე შეიძლება მაგისი რეგულირება? უფრო გრილი ჰაერი რომ წამოვიდეს ?

დაუწიე ვატებს და წამოვა გრილი ჰაერი..................

Posted by: Solveig 17 Jun 2016, 01:36
kukuruzi003

კორექტულად წერე.

Posted by: ყაყა_ჩო 21 Jun 2016, 13:41
kukuruzi003

არ ვეკარები ველოდები როდის დავიკიდებ ბოლომდე :დ

Posted by: LuxoNika 26 Jun 2016, 22:08
ტაბექსს სვამთ ვინმე?

ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

Posted by: Choncxis mzera 26 Jun 2016, 23:15







ფაქტით გეუბნებით......

40 წელი ეწეოდა მამაჩამი... 2 კოლოფი დღეში
ერთხელ უყურა და იმის მერე არ მოუწევია .... აგერუ უკვე მეოთხე წელია უკვე.

ჩააქრო და არ მოუწევია

დასალევსაც სვავს (მითი რომ არის ვითომ ნასვამზე რამეს აკეთებს ნიკოტინი) , კიდეც სანერვიულო შეხვდა , მაგრამ არ გაჩენია სურვილი მოწევის


ვისაც რეალურად უნდა დანებება : უყურეთ , ერთი საათი გამოყავით , განმარტოვიდით და უყურეთ....








.


Posted by: Machiaveli 30 Jun 2016, 12:48
მთლიანი ნაბორი, ჩამოტანილია ამერიკიდან.

ფასი: 100 გელა

მოდელი: Limited Edition Vapor Zeus Kit (ლიმიტირებული გამოშვება)


Posted by: simebi 6 Jul 2016, 14:27
მოკლედ გუშინ დავანებე თავი, "პაჩწი" 1 დღეა არ მომიწევია, წარმატებები მისურვეთ აბა sa.gif

Posted by: Choncxis mzera 6 Jul 2016, 14:42
ბიჭებო უყურეთ მე რო ვიდეო დავდე იმას რა
სიყვარულით გეუბნებით ცუდი რატომ უნდა გირჩიოთ ?




ცადეთ მაინც ... თუ არ იმოქმედა გეცოდნებათ მაინც რომ ეს მეთოდი არ ჭრის


ცადეთ...

Posted by: otiko_otiko2 6 Jul 2016, 21:43
QUOTE
მოკლედ გუშინ დავანებე თავი, "პაჩწი" 1 დღეა არ მომიწევია, წარმატებები მისურვეთ აბა sa.gif


წარმატებები... თითოეული წამით დადკბი უ სიგარეტოდ.



QUOTE
ბიჭებო უყურეთ მე რო ვიდეო დავდე იმას რა
სიყვარულით გეუბნებით ცუდი რატომ უნდა გირჩიოთ ?




ცადეთ მაინც ... თუ არ იმოქმედა გეცოდნებათ მაინც რომ ეს მეთოდი არ ჭრის


ცადეთ...



მადლობა , მოგვიანებით ვუყურებ აუცილებლად , ელექტროს ვეწევი და მეც მეხება ეგ ვიდეო ? smile.gif

Posted by: timshemexe 10 Jul 2016, 15:36
დღეს პირველი ღერი ახლა მოვწიე
რამე წამალი ან რამე არ იცით?

Posted by: otiko_otiko2 11 Jul 2016, 00:20
QUOTE
დღეს პირველი ღერი ახლა მოვწიე
რამე წამალი ან რამე არ იცით?


ელექტრო სიგარეტზე გადადი, ფილტვები დაისვენებს, ჩვევას შეიცვლი , შხამებს აღარ მიიღებ და მერე ბევრად ადვილად გაანებებ მაგასაც , ოღონდ ხარისხიანი უნდა იყიდო , თუ დაინტერესდები დაგაკვალიანებ

Posted by: gdaviti 11 Jul 2016, 09:57
QUOTE (timshemexe @ 10 Jul 2016, 15:36 )
დღეს პირველი ღერი ახლა მოვწიე
რამე წამალი ან რამე არ იცით?

ტაბექსი კაერგი და ეფექტური წამალია.

მე ტაბექსით დავანებე თავი 1 წელი არ ვეწეოდი. მერე როგორც ხდება ერთი ღერი გავსინჯე, მეორე მესამე და ისევ დაუბრუნდი ჩველ წესს..

Posted by: Qop4 11 Jul 2016, 10:52
მოგესალმებით მწეველებო <3

რამდენი ხანია თავის დანებება მინდა მაგრამ ვერაფრით ვერ ვქენი,

ტაბექსზე ამბობენ ძაან ბევრი გვერდითი მოვლენები აქვსო და sad.gif

Posted by: sandroia 11 Jul 2016, 18:06
QUOTE

QUOTE
დღეს პირველი ღერი ახლა მოვწიე
რამე წამალი ან რამე არ იცით?


ელექტრო სიგარეტზე გადადი, ფილტვები დაისვენებს, ჩვევას შეიცვლი , შხამებს აღარ მიიღებ და მერე ბევრად ადვილად გაანებებ მაგასაც , ოღონდ ხარისხიანი უნდა იყიდო , თუ დაინტერესდები დაგაკვალიანებ

პარასკევს 6 საათიდან ელექტრო სიგარეტზე გადავედი,
კვირას მომიწია სოფელში წასვლა და იქ დამიჯდა ეს ელექტრო, გზაში რომ წამოვედი ვიყიდე სიგარეტი და 3 ღერი მოვწიე
დღეს ორშაბათია და დღესაც სამი ღერი მაქვს მოწეული sad.gif
გამოვა ჩემგან სიგარეტის გადამგდები? biggrin.gif
პ.ს. პარასკევამდე დღეში 2 კოლოფს ვეწეოდი

Posted by: akaki 12 Jul 2016, 01:16
ყველას მოგესალმებით
ძალიან მაგარი თემაა, ადრეც შემოვსულვარ როცა ერთი პერიოდი სადგაც 6 თვემდე არ ვეწეოდი, დავპოსტო ხოლმე და ძლიან დამეხმარა ეს თემა, ყველას მადლობა ვინც პოსტავთ

ეხლა რა ხდება 15 წლამდე სტაჟი მაქ წევის 1 კოლოფის ფარგლებში
რამდენიმე თვით მიწევს ევროპაში ყოფნა
ბევრ თქვენი თვალით გაქთ ნანახი მაგრამ მე მაინც მინდა გითხრათ აქ რა ხდება
ბინა სადაც ვიქირავე აქ მოწევა არ შეიძლება, არც ეზოში უნდა გახვიდე სახლიდან 200-300 მეტრზე მოწიო მოხვიდე
სამსახურში 8 სართულიანი შენობიდან უნდა ჩამოხვიდე და სადღაც 200-300 მეტრში მოსაწევი ადგილია იქ მოწიო დაბრუნდე
სადმე ერთად მივიდვართ თანამშრომლები მიტყდება სიგარეტის მოწევა 10 კაციდან 1 თუ ეწევა,
პარალერულად ყველა დარბის, ვარჯიშობს, ველოსიპედით დადის

მოკლედ მაგარ მაიმუნად ვიგრძენი თავი

ყველაფერ ამას 8 ევრო ერთი კოლოფი, როგორი სახდელია 20 ლარი ერთ კოლოფში

ეხლა 3 დღეა აღარ ვეწვი, გარემო ხელს მაგრად მიწყობს იქნებ მეშველოს smile.gif)

ყველას წარმატებები კიდევ ერთხელ

Posted by: akkai 12 Jul 2016, 01:24
akaki
მაგარი თემა გამახსენე ეხლა
ამერიკაში ვიყავი 2 კვირით.
1 ბლოკი სიგარეტი წავიღე და თუ დამიჯერებ 4 კოლოფი მომრჩა. ნუ უკან არ ჩამომიტანია იქ დავუტოვე.
ვერსად ვერ ვეწეოდი.
ვერც სასტუმროში (მინუს 10 იყო და გარეთ გამოსვლა მეზარებოდა ) ვერც ტრენინგზე.ვერც საჭმელად რო გავდიოდი .ქუჩაშიც კი შენობებიდან განსაზღვრული იყო მანძილი სად შეილებოდა და სად არა.
რო გითხრა გამიჭირდა მეთქი მოვიტყუებ smile.gif
მავმე ჩვევაა და დამოკიდებული ვხვდებით ამ მავნე ჩვევაზე smile.gif

Posted by: akaki 12 Jul 2016, 01:32
QUOTE
რო გითხრა გამიჭირდა მეთქი მოვიტყუებ


100% იანი ხარ აქ უფრო ნაკლებად რთულია, გარმოს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩანს, როგორია გარეთ ზიხარ 4 კაცთან ერთად, ლუდს სვავ, ნუ ვთქვათ მოწევა შეიძლება მაგრამ როცა იცი არცეთი არ ეწევა ვერ მოუკიდებ და ვერ შეაბოლებ, უხერხულია უბრალოდ

ჯანსაღი ცხოვრების პრობაგანდაა მაღალ დონეზე და ეს იწვევს მწეველების დაბალ რაოდენობას აქ, თან სიგარეტი ძალიან ძვირი

Posted by: akkai 12 Jul 2016, 01:38
akaki
მასა ზოგადად არ ეწეოდა ვაშინგტონში თან გარემოა ისეთი რო ურნის ნახვაც გიჭირს ე.წ. ბიჩოკი რო გადააგდო შემდეგ.. ყველა დარბოდა სიცივის მიუხედავად.

N.y -ში ბევრი ხალხია და იქ რა ხდება ვერ გაიგებ.
ქუჩაში ვიღაცამ სიგარეტი მთხოვა და მერე დოლარიანი მომაწოდა.კი დავიბენი და როგორც მერე ამიხსნეს თურმე მოსული თემაა ერთი ღერი სიგარეტის ყიდვა.
ისე ეს ელექტროსიგარეტი ფრენის დროს ნეტა სალონში ნებადართულია ?
აეროპორტში კი ეწეოდნენ და სალონში არ შემხვედრია არავინ

Posted by: simebi 13 Jul 2016, 20:44
კარგი ელექტრონული სიგარეტი მირჩიეთ რა , ოღონდ მაღაზიაში რომ ვიყიდო გამოწერა რამე რუმე მეზარება, თუ აქვე იყიდება კარგი. საბოლოო მიზანი მაინც ნიკოტინის შემცირება, უნიკოტინოზე გადასვლა და თავის განებებაა.

Posted by: Phosphorescence 17 Jul 2016, 02:08
სწორი გზის არჩევაა მთავარი, თავის დანებებისას.

ეტაპობრივად დანებება არ ამართლებს. ერთ დღეს უნდა მოიკრიბო მთელი ნებისყოფა და გადააგდო.

Posted by: grigalaaa 17 Jul 2016, 02:12
QUOTE
სიგარეტისათვის თავის დანებება


სხვისი არ ვიცი და ჩემთვის პრობლერმას არ წარმოადგენს. ნებისმიერ დროს შემიძლია გადაგდება.

ნებისყოფის ამბავია.

Posted by: sandroia 20 Jul 2016, 21:06
ხალხ ე-სიგარეტი ვიყიდე აქ ფორუმზე vapor4life
ხოდა კარტრიჯი მოყვა 4 ცალი
ერთი დღის მერე სათითაოდ ოთხივე ბოლს აღარ უშვებდა
ჩავასხი სითხე და მერე ისევ ერთ დღეში აღარ უშვებს არცერთი ბოლს
რა ჭირი ეტაკა?
რომ ვეწევი ზოგი ვაფშე იმ სითხეს უშვებს მუნდშტუკში და საშინელი გემო აქვს

Posted by: Obita1993 23 Jul 2016, 19:08
დავანებეეე თავიიიიიიიიიიიიიი 5 თვეაა ვაფშე არ მინდება 6 წელი ვეწეოდიი სიგარეტს #####აან მომგოონი წამე დალიე დარეჭე ორბიტი biggrin.gif

Posted by: otiko_otiko2 23 Jul 2016, 20:19
QUOTE
პარასკევს 6 საათიდან ელექტრო სიგარეტზე გადავედი,
კვირას მომიწია სოფელში წასვლა და იქ დამიჯდა ეს ელექტრო, გზაში რომ წამოვედი ვიყიდე სიგარეტი და 3 ღერი მოვწიე
დღეს ორშაბათია და დღესაც სამი ღერი მაქვს მოწეული sad.gif
გამოვა ჩემგან სიგარეტის გადამგდები? biggrin.gif
პ.ს. პარასკევამდე დღეში 2 კოლოფს ვეწეოდი


კარგი ელ.სიგარეტი იყიდე , მოიმარაგე სატენები მანქანის, სახლის,პაუერ ბანკი, სათადარიგო ელემენტი, სითხეები 18 ან 24მლ ნიკოტინით და ნახე თუ არ დაანებო. მე რომ ელექტრო ვიყიდე პირველად - უბრალო საწერ კალამს რომ გავს , მეც ვაყოლებდი 3-4 ღერს, მაგრამ როცა კარგი ელ.სიგარეტი ვიყიდე წელიწადი და 3 თვე არ მომიწევია,სულ დამავიწყდა სიგარეტის მოწევის რიტუალები, ეხლა ამ ელეკტროს სულ გავანებებ და ეგააა

Posted by: sandroia 25 Jul 2016, 11:44
otiko_otiko2
QUOTE
სათადარიგო ელემენტი,

ელემენტები ეცვლება ამ ელ.სიგარეტებს?
ჩემი ვერ დავჩალე რატომღაც
ვერ ავამუშავე ეს ოხერი ელ. სიგარეტი sad.gif
ერთი კვირა იმუშავა და მერე ვსიო არცერთი კარტრიჯი (4-დან) არ მუშაობს
არადა რომ ვტენი მაჩვენებს რომ იტენება, წითელსაც ანთებს და მერე მწვანეზე გადადის

Posted by: otiko_otiko2 25 Jul 2016, 20:44
QUOTE
ელემენტები ეცვლება ამ ელ.სიგარეტებს?
ჩემი ვერ დავჩალე რატომღაც
ვერ ავამუშავე ეს ოხერი ელ. სიგარეტი sad.gif
ერთი კვირა იმუშავა და მერე ვსიო არცერთი კარტრიჯი (4-დან) არ მუშაობს
არადა რომ ვტენი მაჩვენებს რომ იტენება, წითელსაც ანთებს და მერე მწვანეზე გადადის



ალბათ ატომაიზერი გაფუჭდა, სპირალი გაუწყდებოდა. სხვა იყიდე მე ეს მაქ cloupor mini + kayfun v4

Posted by: SweeTy-Flower 26 Jul 2016, 15:37
საშინელი ხველება დამეწყო ბოლო ერთი თვეა.
ნახველთან ერთAდ.
3 წელია რაც ვეწევი და ამ ხველების გამო პირველად გადავწყვიტე თAვის დანებება.
გულზე მაგრად მაწვება.ვშიშობ ონკოლოგია არ იყოს.. sad.gif(
ყველას ასე აქ თუ მარტო მე ?

როგორც ასეთი ხშირია ხველა მაგრამ .. .აშკარად რაა დამტაჯა ისეთი სპაზმები მაქ

Posted by: libertad 27 Jul 2016, 08:56
სიგარეტს რომ თავს ანებებ ყველა ვარიანტში სუქდები?
ანუ კვების რეჟიმიც და რაოდენობაც იგივე რომ დარჩეს

Posted by: niniaa 28 Jul 2016, 01:01
სიგარეტისთვის თავის დასანებებლად ნიკოინის სპრეი თუ უხმარია ვინმეს?
NICOIN SPRAY ნიკოინის სპრეი
არის ნატურალური, საუკეთესო საშუალება მოწევისგან თავდასაღწევად.
სულ რაღაც სამი კვირის მანძილზე მომხმარებელი თავისუფლდება სიგარეტის მოწევის სურვილისგან და ჯერ ამცირებს შემდეგ სრულიად წყვეტს მოწევას.
სპრეი ეხმარება ორგანიზმს შეწყვიტოს მოწევა ადვილად, ნიკოინის მომხმარებელთა 99 % მა დაანება მოწევას თავი სამუდამოდ და სპრეის მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც აღარ დაუბრუნდნენ ამ მავნე ჩვევას.
რატომ არის სპრეი ნიკოინი რეკომენდირებული ყველა მწეველისთვის ვისაც სურს თავის დაღწევა ნიკოტინისგან?
➡ მოხმარებიდან 21 დღის შემდეგ ნიკოტინზე დამოკიდებულება ქრება სამუდამოდ.
➡ 99% მა სპრეის მომხმარებლებმა უკვე შეწყვიტეს მოწევა სამუდამოდ.
➡ მოწევის შეწყვეტასთან პარალელურად ორგანიზმი იწმინდება გაცილებით სწრაფად, ოთხი კვირის შემდეგ კი სრულიად, ნიკოტინისგან.
➡ პროდუქტის ფასი გაცილებით დაბალია ვინემ სიგარეტისთვის განკუთვნილი თვიური ბიუჯეტის თანხა.
➡ და ბოლოს, პროდუქტი უმარტივესია მოსახმარად, შეისხურება პირის ღრუში 1-2 ჯერ დღეში.
როგორ ეხმარება ნიკოინი მწეველს შეწყვიტოს მოწევა:
სტატისტიკურად მწეველების მხოლოდ 3-4 % მა დააღწია მოწევას თავი საბოლოოდ, ნიკოტინზე დამოკიდებულება აღიარებულია ერთ-ერთ უძლიერეს დამოკიდებულებად, ფიზიოლოგიურად ადამიანის ტვინი არ აღიქვამს მოწევას როგორც სასიკვდილო ჩვევას, ამიტომ მოითხოვს უფრო და უფრო დიდი ოდენობით მას.
უმცირესობას, რომლებმაც დააღწია თავი მოწევას საკუთარი ძალისხმევით რჩებათ ისეთი სერიოზული პრობლემები როგორიცაა:
წონის მატება, კონტროლის დაკარგვა სხეულის წონაზე, ნერვული გამოვლინებები, ორგანიზმის მძიმე სტრესული მდგომარეობა, პანიკა, აკვიატებული აზრები, ქრონიკული დეპრესია..
90 % ყოფილი მწეველი გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ უბრუნდება მოწევას.
აი ამ პრობლემებთან ბრძოლისთვის შეიქმნა უნიკალური სპრეი მწეველთათვის. როგორ მუშაობს იგი?
სპრეი კლავს მოწევის მთავარ მიზეზს - მოწევის სურვილს. ნიკოინი ამცირებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას 99,99 % ით, ეხმარება ორგანიზმს გამოდევნოს ტოქსინები, აუმჯობესებს შეგრძნებებს, აქრობს ქოშინს, ცუდ სუნს, ქრონიკულ დაღლილობას.
ნიკოინი აძლიერებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას, მომხმარებელი ივიწყებს სტრესს, მუდმივი მოწევის სურვილს, მუდმივ ნერვიულობას.
ნიკოინი ამშვიდებს გადაჭარბებულ მადას, თქვენ არ გაქვთ სურველი ბევრი ჭამის რადგან თქვენი ორგანიზმი დამშვიდებული და რელაქსირებულია.https://www.facebook.com/1402268236740425/photos/a.1531679600465954.1073741842.1402268236740425/1531679603799287/?type=3&theater
თუ მართალია,რაც ანოტაციაში წერია,იქნებ ვინმე გამოგვეხმაუროს.

Posted by: ქართლოსი 29 Jul 2016, 08:31
ძროხის ფსელს ურევენო თურმე სიგარეტში.
საერთოთ უნდა აიკრძალოს სიგარეტი.

Posted by: Accident 29 Jul 2016, 09:00
libertad
QUOTE
სიგარეტს რომ თავს ანებებ ყველა ვარიანტში სუქდები?
ანუ კვების რეჟიმიც და რაოდენობაც იგივე რომ დარჩეს


ამას იმით ხსნიან, რომ ნიკოტინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
რადგან ნიკოტინი, როგორც კოფეინი სტიმულატორია და მისი მიღების შემდეგ ჩქარდება გულისცემა, ეს მეტ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად მეტ კალორიას ხარჯავს.

მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ კი, კვების იმავე რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაშიც, ეს კალორიები აღარ იწვება.

Posted by: niniaa 29 Jul 2016, 12:16
ეს ნიკოინ სპრეის შემადგენლობაა:
Спрей уникален не просто своими компонентами, а и тем, в какой дозировке они подобраны.
1.Витамин РР или никотиновая кислота. Не пугайтесь слову «никотиновая» - оно не имеет ничего общего с тем ядом, что вы вдыхали на протяжении многих лет. Эта кислота выделяется из самого никотина во время сгорания сигареты. Но в организм этот витамин, к сожалению, не попадает – сразу испаряется. Выделенный специальными технологиями, витамин РР помогает в составе спрея насыщать кровь кислородом, нормализует потоки крови, очищает дыхание, снижает уровень холестерина.
2.Экстракт боярышника. Этот компонент при правильном использовании оказывает невероятное действие! У вас поднимается настроение, мир приобретает новые краски, повышается тонус, чувствуется прилив бодрости. Курильщик абсолютно не чувствует того, что он не получает необходимой ему дозы никотина. Мозг получает сигнал, что организму хорошо – и остается доволен. Боярышник – мини-имитация сигареты.
Нельзя употреблять экстракт боярышника в чистом виде без предписания врача! В спрее Nicoin четко установленная дозировка.

3.Экстракт зверобоя. Он нужен как раз для тех, у кого адаптация к новому состоянию проходит болезненно. Интересно, почему медики не назначают эту траву для лечения нервной системы? Ведь именно зверобой быстро снимает стресс, смягчает вспышки нервной системы, успокаивает и блокирует раздражительность. Поэтому купить спрей Nicoin – это вызвать скорую помощь для нервной системы.
4.Эфирные масла. Всем известные эвкалипт, мелиса, мята и ментол делают дыхание свежим, укрепляют иммунную систему, уничтожают болезнетворные бактерии. Эти компоненты являются прекрасным лечебным средством от кашля, который сопровождает курильщика постоянно.
სპრეის შემთხვევაში ელექტროსიგარეტისაგან განსხვავებით არც ნაფაზია და არც ხელში სიგარეტის ჭერის ჩვევის რეფლექსი.
მოკლედ,საინტერესო რამეა.
ნუთუ არვის უცდია ამ სპრეით სიგარეტისთვის თავის დანებება?

Posted by: barcabarcabarca 29 Jul 2016, 13:01
კაროჩე
დანებება თუ გინდათ, ვარჯიში ყველაზე კარგი საშუალებაა.
2 კოლოფს ვეწევი დღეში ანუ 6 ლარს ვხარჯავ.
6X30 = 180

ანუ, სავარჯიშო დარბაზი მაქს 100 ლარი ღირს (უფრო იაფადაც იშოვით)
შესაბამისად, ფული არ მაქვს და ა.შ. თავის მართლება არ გამოვა.
დაანებე, წადი ივარჯიშე.
არც გასუქდები და პახოდუ ორ თვეში სხეული ისე გაგიუმჯობესდება ავტომატურად სიგარეტის დანებებასთან დააკავშირებ.
კაი დემაგოგი ვარ ისე, სიგარეტით ხელში.
მე ვის რას ვეუბნები biggrin.gif
მაგრამ თქვენი საქმის თქვენ იცით და თავის მოტყუება არაა ახლა ეგ ელექტრო სიგარეტები და ათასი უბედურება?
13 წელია ვეწევი, ბოლო ხუთი წელია დღეში ორ კოლოფს.
მოკლედ, მალე მოვკვდები ალბათ biggrin.gif
მარა
გავკარი ელექტრო სიგარეტს.
ან საერთოდ დაანებე
ან ეს სანახევროდ დანებება რა არის ვერ ვიგებ.
არც დანებებული გაქვს და არც ეწევი, შუაში ხარ გაჩხერილი.
თუ სიგარეტის დანებების მთავარი მოტივატორი ჯანმრთელობაა.
ივარჯიშეთ.
დამიჯერეთ.
პირველ დღეს 5 წუთზე მეტს ვერ ივარჯიშებთ.
მეორე დღეს 7 წუთს
და ასე.

Posted by: libertad 29 Jul 2016, 16:04
Accident
გასაგებია.
მეხუთე დღეა 1ღერიც არ მომიწევია,არადა 5წელია რაც ყოველდღიურად ვეწევი.
არც არასდროს მდომებია დანებება,უბრალოდ ეს დღეები საავადმყოფოში ვიწექი და რადგან მიება რამდენიმე დღე ბარემ დავანებებთქო.
ცოტა მიკვირს ესე მარტივად რო ხდება ჩემთან ყველაფერი,ოდნავი დისკომფორტიც არ მაქვს+ჩანთაში სავსე კოლოფი მიდევს და არც კი მიჩნდება სურვილი მოვწიო.
არ ვიცი 5დღეა ცოტა და ჯერ "ყველაფერი" წინ მაქვს თუ 5 წელია ცოტა სტაჟი ლომკისთვის))
* * *
აუ რიჟა ბაზარი
მოვწიე
user.gif
..................

Posted by: sandroia 30 Jul 2016, 12:12
libertad
QUOTE
Accident
გასაგებია.
მეხუთე დღეა 1ღერიც არ მომიწევია,არადა 5წელია რაც ყოველდღიურად ვეწევი.
არც არასდროს მდომებია დანებება,უბრალოდ ეს დღეები საავადმყოფოში ვიწექი და რადგან მიება რამდენიმე დღე ბარემ დავანებებთქო.
ცოტა მიკვირს ესე მარტივად რო ხდება ჩემთან ყველაფერი,ოდნავი დისკომფორტიც არ მაქვს+ჩანთაში სავსე კოლოფი მიდევს და არც კი მიჩნდება სურვილი მოვწიო.
არ ვიცი 5დღეა ცოტა და ჯერ "ყველაფერი" წინ მაქვს თუ 5 წელია ცოტა სტაჟი ლომკისთვის))
* * *
აუ რიჟა ბაზარი
მოვწიე

დაწერე კოლოფი მიდევს ჩანთაშიო და ეტყობა იფიქრე უი კოლოფი ხომ მიდევს ჩანთაშიო და მოწიე? biggrin.gif

otiko_otiko2
QUOTE
ალბათ ატომაიზერი გაფუჭდა, სპირალი გაუწყდებოდა. სხვა იყიდე მე ეს მაქ cloupor mini + kayfun v4

ეგ ატომაიზერი ხომ კარტიჯია? ხოდა ოთხივე ერთდროულად როგორ გაფუჭდა? sad.gif

Posted by: pato-7 30 Jul 2016, 12:29
ალბათ ბევრი სვამს ამ კითხვას, მეც ვიკითხავ ბარემ: ელექტრო სიგარეტი ან ნიკოტინის აბები თუ რაც ქვია ამართლებს? რომელს მირჩევდით?

Posted by: otiko_otiko2 30 Jul 2016, 22:49
QUOTE
ეგ ატომაიზერი ხომ კარტიჯია? ხოდა ოთხივე ერთდროულად როგორ გაფუჭდა? sad.gif



მაშინ ელემენტის და კარტრიჯის კონტაკტები ვერ ეხება ერთმანეთს , ან ელემენტში იქნება აწყვეტილი სადენი, ტესტერის ხმარება თუ იცი (თუ არ იცი და ინეტით კი ისწავლი, ტესტერი თუ არ გაქ - 10 ლარი ღირს, იყიდე და სხვა რამეებშიც გამოგადგება smile.gif ) წინაღობა გაუზომე კარტრიჯს კორპუსს და კონტაკს შორის- თუ წინაღობას დაგიწერს ესეიგი სპირალი მთელია და ელემენტს ვოლტაჟი გაუზომე- თუ აჩვენებს ვოლტებს ესეიგი კარტრიჯს და ელემეტს შორის არ გაქვს კონტაქტი.

Posted by: Obita1993 30 Jul 2016, 22:53
6 თვეა არ მომიწევია არ ვაპირებდი დანებებას მაგრამ ერთ დილით წარმოიდგინეთ და ვიყიდე ერთი კოლოფი სობრანიე წვრილი მოუკიდე სიგარეტს და რომ მოვწიე არ ვიცი რამ წამომიარაა. პაჭკა სანაგვეში გადავაგდე იმ დღის მერე არ მომიწევია..
პ.ს
8 წელი ვეწეოდიიი ისე რო ერთი დღეც არ მქონდა თავი დანმებებული wink.gif

Posted by: otiko_otiko2 30 Jul 2016, 23:35
დღეს მომიყვა ერთმა : პირველი როა სიგარეტი - მაგის ქარხანაში რაღაცას ვარემონტებდითო და ჩემმა თანამშრომელმა პირველს მოუკიდაო , იქნვე იყო მაგ ქარხნის თანამშრომელიო : მაგას რა გაწევინებსო , გამოართვა 1 ღერი და წყალში ჩაყარა თუთუნიო, წყლის ზემოდან დარჩა ცელოფნის პარკივით რაღაცაო, მაგას ურევენ რომ სიგარეტი არ ჩაქვრესო, მოკლედ ამ სიგარეტებში მენდელეევის ცხრილია შიგ + ყველაზე მთავარი ინგრედიენტი საქონლის შარდი. მიხარია რომ კუპრი , მხუთავი აირი, ძროხის შარდი და ა.შ - ჩავანაცვლე მარწყვის არომატით smile.gif

Posted by: akaki 4 Aug 2016, 12:10
ესეიგი ორი კვირაა ხელჩართული ბრძოლა გვაქ მე და სიგარეტს smile.gif) 15 წელია ვეწევი და არც ისე ადვილი ჩანს დანებების ამბავი

ვუყურე კარნეგის ერთ საათაინ ფილმს და ფსიქოლოგიურად მომეხმარა - გირჩეთ, წინა გვერდებზე დადეს ლინკი

დავრბივარ ყოველ საღამოს 2-3 კილომეტრს, ნელნელა ვუმატებ თავიდან ეგრევე ქოშინი მეწყებოდა, მაგრამ ეხლა გუშინ არაუშავდა კარგად ვირბინე

ეს მწარე ნიკოტინის გემო კიდე ამომდის პრიში დილით, რა გაჟღენთილი ვარ ესეთი.. წარმომიდგენია რა ხდება ორგანიზმში

რომ გითხრათ რომ ადვილია არა, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვძლიე თავს, თითეული ღერი ერთი ნაბიჯით გაშორებს ჯანმრთელობას და საყვარელ ადამიანებს, იფიქრეთ მათზე და გაგიადვილდებათ

წარმატებები ყველას

Posted by: შოთა.03. 4 Aug 2016, 12:30
akaki
წარმატებები, ეხლა მივდივარ ელ.სიგარეტის საყიდლად. მეც 15 წლიანი სტაჟი მაქ და არ ვიცი რა მეშველება smile.gif

Posted by: akaki 4 Aug 2016, 13:40
QUOTE
akaki
წარმატებები, ეხლა მივდივარ ელ.სიგარეტის საყიდლად. მეც 15 წლიანი სტაჟი მაქ და არ ვიცი რა მეშველება


წარმატებები, ელექტორნული როგორ დაგეხმაროს დაწერე მერე! თუმცა მე ელექტორნულის იდეის მოხმრე რაღაცატო არ ვარ.

მეც ესე ვარ არ ვიცი რა მეშველება მაგრამ, ერთი კი ვიცი სიგარეტს მარტო პრობლემები მოაქ ჯამრთელობაზე, დიხანიაზე და ცხოვრების ხარისხზე, ნარკოტიკზე ზიხარ ფაქტიურად და თავის დაზიანებაში ფულს იხდი smile.gif თეორიაში ყველა მაგრები ვართ smile.gif ეხლა პრაქტიკაში გვჭირდება განხორიცელება smile.gif

Posted by: 110iani 4 Aug 2016, 22:42
2 დღეა წაუკიდებელ ღერებს ვეწევი
1 პაჩკა სავსე მქონდა რო გადავწვიტე თავს დავანებე თქო
ჰოდა ვიღებ ღერს, არ ვუკიდებ და ისე ვურტყამ ნაფაზებს? მერე ვაგდებ თითქოს ჩაიწვა biggrin.gif
ორი დღეა ესე ვიბოლებ თავს
ერთი ღერიღა დამრჩა "მოსაწევი", მერე რა ვქნა არ ვიცი, წაკიდება ისევ არ მინდა და მთლად ჰაერში ფულის გადაყრაც აღარ

Posted by: toyota555 4 Aug 2016, 22:47
1 თვეა დავანებე ძალიან მაგრად ვარ, უბრალოდ მადა მომემადა ტკბილეულის მიმართ არ ვიცი რატომ ადრე ასე არ ვყოფილვარ ტკბილეულზე, რაც სიგარეტში მიმდიოდა ფული ახლა შოკოლადებში მიმდის)))))))))

Posted by: forumge 5 Aug 2016, 12:11
toyota555
biggrin.gif biggrin.gif
ხო მეც მასე ვარ

Posted by: Benvenuti 7 Aug 2016, 09:42
აი გუშინ ღამით ლომკა მქონდა, ძალიან მინდოდა ეხლაც მინდა , თან მინდა დავანებო თავი და აღარ მოვწიო, მაგრამ მაინც მინდაააააააააა sad.gif

Posted by: toyota555 7 Aug 2016, 09:48
მე ისევ დავიწყე მოწევა. 1 თვე გავქაჩე მაგრამ გუშინ ლუდი დავლიე და მომინდა და მივაყოლე ერთი ღერი, მერე მაღაზიაში გავედი და 1 პაჩკა ვიყიდე.

Posted by: chukius 8 Aug 2016, 13:38
QUOTE (libertad @ 29 Jul 2016, 16:04 )
Accident
გასაგებია.
მეხუთე დღეა 1ღერიც არ მომიწევია,არადა 5წელია რაც ყოველდღიურად ვეწევი.
არც არასდროს მდომებია დანებება,უბრალოდ ეს დღეები საავადმყოფოში ვიწექი და რადგან მიება რამდენიმე დღე ბარემ დავანებებთქო.
ცოტა მიკვირს ესე მარტივად რო ხდება ჩემთან ყველაფერი,ოდნავი დისკომფორტიც არ მაქვს+ჩანთაში სავსე კოლოფი მიდევს და არც კი მიჩნდება სურვილი მოვწიო.
არ ვიცი 5დღეა ცოტა და ჯერ "ყველაფერი" წინ მაქვს თუ 5 წელია ცოტა სტაჟი ლომკისთვის))
* * *
აუ რიჟა ბაზარი
მოვწიე
user.gif
..................

lol.gif lol.gif lol.gif

არადა ეგრევე ფრუსტრაციაში ვვარდებოდი შენი პოსტის შუაში biggrin.gif მე მარტო დღეს დილიდან არ მომიწევია და უკვე პანიკა მეწყება და ამას საერთოდ ლომკაც არ აქვს მეთქი. 11 წლიდან ვეწევი. საერთოდ არც მახსოვს ის დრო, როდესაც არ ვეწეოდი, იმდენად ღრმად მაქვს გამჯდარი ეს ქცევა. ფაქტობრივად ჩემი იდენტობის ნაწილია სიგარეტი და შევძლებ ეხლა ვითომ რამეს? cry.gif არასოდეს დამინებებია თავი.

Posted by: forumge 8 Aug 2016, 13:46
ვერ გადავწყვიტე რა მოვწიო თუ არა მაგრად მევასება მოწევა და რატო დავანებე საერთოდ არ ვიცი biggrin.gif

Posted by: LanceInMyPants 8 Aug 2016, 15:10
ზუსტად 4 თვე გავიდა ..

სულ 3 ღერი მოვწიე ამ დროის განმავლობაში, ისიც "გასულზე"


ჰოდა
1 კვირის წინაც არ ვიყავი ფხიზელი (წინა დღისით მომინდა მოწევა ერთი ღერის ძაან)
თან განცდებში ვიყავი და განმარტოებულად მოვწიე , (ისიც იმიტო რო ჯიბეში მეგდო 1 ღერი) ბალახებში წამოკოტრიალებულმა

არ მქონდა შემდეგი დღეები არც ლომკა არაფერი

ეს ორი დღე მაწვება ძაან,
რო მოვწიო, დიდი ალბათობით დავიწყებ
ჰოდა იქნებ რამე მირჩიოთ

პ.ს.
თან ორ დღეში გავდივარ ქალაქიდან და
ისეთ სივრცეში მომიწევს ყოფნა,სადაც კვამლი და სიგარეტი სულ იქნება

Posted by: libertad 9 Aug 2016, 01:12
chukius
biggrin.gif

რკინის ნებისყოფა თუ გაქვს,შეძლებ yes.gif

Posted by: chukius 10 Aug 2016, 14:42
libertad
რა რკინის ნებისყოფა შუადღის 4 საათამდეც ვერ გავქაჩე facepalm.gif

Posted by: libertad 10 Aug 2016, 22:22
chukius
რაოდენობა შეამცირე,ეცადე მაინც
დღეში თუნდაც 2-3ღერით ნაკლებიც კი ნიშნავს რაღაცას

Posted by: toyota555 10 Aug 2016, 22:45
მე ისევ დავიწყე მოწევა მაგრამ ბევრს აღარ ვეწევი. ერთი პაჩკა მყოფნის 2 დღე თავისუფლად. ანუ დღეში 10 ღერი

Posted by: Luka211 11 Aug 2016, 13:04
8 წელი ვეწეოდი ვიყიდე ელექტრო სიგარეტი ( ხარისხიანი და არა 25 ლარები რო ღირს) შემიცვალა სიგარეტი მერე ჩემ ძმას მივეცი ეხლა აღარც ელექტროს ვეწევი აღარც სიგარეტს ნახევარი წელია სადღაც. საერთოდ არ მინდება არანაირი მოთხოვნა აღარ მაქ არც ჭამის,სექსი,დალევის და ა.შ . ძალზედ მარტივია მთავარია პირველი ეტაპები გადალახო

Posted by: helle 13 Aug 2016, 08:10
რახდება აბა ვინ დაიწყეთ ისევ მოწევა? :დ

მეც დამეხმარეთ sad.gif

დავაკოპირებ აქაც

გამარჯობათ. დღეს გულმა ძლიერ შემწუხა სასწრაფოს გამოძხება გახდა საჭირო ბოლო დროს ისედაც მაწუხებდა. მოკლედ გულზე ბზარიაო. მკლედ რთულად მაქ საქმე ხოდა როგორც ყველა ბრიყვმა პირველი რაც ვიკითხე მოწევის ამბავში როგორ იქნებოდა საქმე ჰოდა კატეგორიულად გასავსავა ხელები ექიმმა არავითარშემთხვევაშიო. ხოდა დღეს დავიწყე ინფოების ქექვა თამბაქოზე დამეთანხმებით ძალიან რთულია. საიმედო ვერაფერი ვიპოვე ადრეც მიცდია და ვიცი რა რთულია ლომკა სტაჟიანი მწეველი ვარ 18 წელი ვეწევი ბოლო 5 წელი იქნება 2 პაჭკაზე ნაკლები არ მომიწეევია. საქმეს ისიც ართულებს მიდრეკილებაც მაქ სიამოვნებას ვიღებ ამისგან. ეხლა კითხვა რაში მდგომარეობს ამბობენ ეწ ლომკა ზოგჯერ 7 დღეში გადისო ზოგჯერ მთელი ცხოვრება რჩებაო ( ისეთი ჯანმთელობის დედაც და სიცოცხლისაც თუ მთელი ცხოვრება იტანჯა კაცი) ასევე ამბობენ მალევე გადისო ზოგმა მწეველზეა დამოკიდებულიო დანარჩენი ფსქოლოგიური მომენტია და ის მთელი ცხოვრება გაგყვებაო (კაშმარ) მაგრამ მე ეს მკიდია საკმაოდ მყარი და პრინციპული ფსიქიკა მაქ როცა რამეს ვაკეთბ მთელი შეცნობით და გააზრებით ვაკეთებ და ვინს მოოვსვამ რაც მინდა ესე უნდა იყოს და ისიც არ მეწინააღმდეგება. მაგრამ ვერ გავივგე ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაში რა იგულისხმება? ჩვევა პრივჩკა? ეს რო ამიხსნათ ვრცლად. სხვა ეწევა მეც მინდა? ის ეწევა მე რავაკეთო და ა.შ? რა იგულისხმება? თუ ესაა მაგარი მკიდია ეს ზეგავლენას არმოახდენს. მოიტივაციაც დიდი მაქ. მთავარია ფიზიკური ლომკა მომეხსნას ან როგორ მოვიხსნა?

რამე თქვენი გამოცილებაც გაგვზიარეთ იქნებ სხვებსაც გამოადგეს. და ფსიქოლოგიურ მომენტებში რას მივაქციო ყურადღება?

თუ არ გამოვა არმინდა ტყუილად თავი დავიტანჯო. გადის კი ეს დედა ნატრები ლომკა?

Posted by: J B S 22 Aug 2016, 12:35
დაანებეთ ამ ნაგავს თავი 10 წელი ვეწეოდი და დავანებე ერტი ხელის მოსმით, თავიდან გამიჭირდა ძაან მაგრამ ერთი წელიხდება რაც აღარ ვეწევი
ფილტვებიდან გუდრონი მდიოდა ესეთი არაფერი გამიგია ))

Posted by: Goodman 23 Aug 2016, 17:36
QUOTE (LanceInMyPants @ 8 Aug 2016, 16:10 )
ზუსტად 4 თვე გავიდა ..

სულ 3 ღერი მოვწიე ამ დროის განმავლობაში, ისიც "გასულზე"


ჰოდა
1 კვირის წინაც არ ვიყავი ფხიზელი (წინა დღისით მომინდა მოწევა ერთი ღერის ძაან)
თან განცდებში ვიყავი და განმარტოებულად მოვწიე , (ისიც იმიტო რო ჯიბეში მეგდო 1 ღერი) ბალახებში წამოკოტრიალებულმა

არ მქონდა შემდეგი დღეები არც ლომკა არაფერი

ეს ორი დღე მაწვება ძაან,
რო მოვწიო, დიდი ალბათობით დავიწყებ
ჰოდა იქნებ რამე მირჩიოთ

პ.ს.
თან ორ დღეში გავდივარ ქალაქიდან და
ისეთ სივრცეში მომიწევს ყოფნა,სადაც კვამლი და სიგარეტი სულ იქნება

)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

lol.gif

Posted by: ლ_ე_ქ_ს_ო 26 Aug 2016, 18:36
წელიწადი და 6 თვე არ ვეწეოდი, 2 თვეა დავიწყე ისევ და ვეღარ ვანებებ თავს ამ ნაგავს ორმაგად ჩამითრია, ერთი ღერი მოვწიე ნასვამზე და მის მერე ასე ვარ sad.gif

Posted by: Attila 26 Aug 2016, 18:48
ვანებებინებ თავს მოწევაზე მსურველები შემეხმიანონ, მამაპაპური გინების გადარტყმით 50 ლარი და თავისუფალია კაცი lol.gif

Posted by: goga555 31 Aug 2016, 12:42
მოგესალმებით, თქვენი რჩევა მჭირდება, მოკლედ ვაპირებ ელ სიგარეტის ყიდვას და მაინტერესებს მირჩევთ თუ არა ამ კონკრეტულ მოდელს? JOYETECH EGO AIO 1500 MAH, თქვენი გამოცდილება იქნებ გამიზიაროთ...
http://esigareti.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98/ego-aio-kit-1500-mah-2/
http://radikal.ru/big/67d03b1cb54f4c559623f56774e9191c

Posted by: Lomes 26 Oct 2016, 12:10
მე-7 დღეს ვითვლი წარმატებულად. ეს პირველი არ არის, ამ თემაში მოიპოვება ჩემი პოსტები, 3 თვიანი შესვენება მქონია


ხან ვერ ვხვდები, რატომ არ ვეწევი, ისე მომწონდა პროცესი... მერე ჩემი რენტგენის სურათს წარმოვიდგენ, შავი იყო და ღრუბლიანი )))) ხან რას ვიგონებ, ხან რას საკუთარი თავის გასამხნევებლად biggrin.gif იმედი მაქვს, ერთი 2-3 თვის მერეც ბედნიერად დავპოსტავ baby.gif

პ.ს იმის თქმა დამავიწყდა, რომ ვიღრინები fig.gif

Posted by: Lomes 17 Nov 2016, 11:40
2 დღეც და ერთ თვე გავა





boli.gif


Posted by: otiko_otiko2 17 Nov 2016, 15:31
Lomes

up.gif
ტაკ დერჟატ

ღრენა შეინიშნება კიდევ? smile.gif

Posted by: Lomes 17 Nov 2016, 18:01
otiko_otiko2

QUOTE
ღრენა შეინიშნება კიდევ?


არა, გამიარა
chups.gif

პ.ს ნაცნობ ადგილებში მოხვედრისას მოწევის სურვილიც გადავაგორე. კლუბში და კაფეებშიც უსიგარეტოდ მოვახერხე. მოკლედ, მთავარი ნაწილი გადალახულია.

Posted by: otiko_otiko2 17 Nov 2016, 19:48
ყავაც ხო დალიე უსიგარეტოდ ?! მაშინ მოსალოცად გაქ საქმე up.gif smile.gif

Posted by: Lomes 18 Nov 2016, 10:00
otiko_otiko2

ყავას იშვიათად ვსვამ, ჩაია ჩემი სასმელი და სიგარეტი არ უხდება biggrin.gif





პ.ს ვისურვებდი ამ თემის გააქტიურებას rolleyes.gif

Posted by: toyota555 18 Nov 2016, 10:20
Lomes

მერე გავააქტიუროთ რა პრობლემაა. მეც ვეწევი მაგრამ ამ ბოლო დროს მაგრად მისწორდება არ ვიცი რატომ აი ნერვებს მიწყნარებს და დროც გამყავს.

Posted by: Lomes 18 Nov 2016, 11:44
toyota555

უ, იმხელა პოსტი წამეშალა )))))))

სამსახურში თავის მოსაფხანად არ მცალია, დროის გაყვანა კი არა...

თან მოსაწევად 7 სართულით ქვემოთ ჩავდიოდი, დღეში მხოლოდ 2-3 ჯერ, სამაგიეროდ საღამოს ვინაზღაურებდი.
ახლა ფეხით ამოვდივარ ამ 7 სართულს, ლიფტებს აღარ ველოდები. არ მიჭირს, დილით ვიღვიძებ თავისუფლად და არადაღლილი. მოწევა მაინც მინდება, იშვიათად

Posted by: toyota555 18 Nov 2016, 15:17
სექსი ყოფილა მოწევის დანებებისათვის ერთ ერთი კარგი საშვალება ერთმა ექიმმა მითხრა ანუ ხშირად დაკავდით სექსითო და სიგარეტი აღარ მოგინდებაო.
დავკავდეთ სექსით ჯანმრთელობაა და სიამოვნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Lomes 18 Nov 2016, 18:18
toyota555

QUOTE
დაკავდით სექსითო და სიგარეტი აღარ მოგინდებაო.


მაგრა მ.ოუ.ტ.ყუებიხარ biggrin.gif

Posted by: toyota555 19 Nov 2016, 03:14
Lomes

კი აბა რა სექსი ხომ ცუდია დამცირებაა, უუხ ვინც ეგ მოიგონა მე იმის........
mad.gif

Posted by: Lomes 21 Nov 2016, 10:17
toyota555

QUOTE
ი აბა რა სექსი ხომ ცუდია დამცირებაა, უუხ ვინც ეგ მოიგონა მე იმის........


რა შუაშია? რაებს წერ?

სექსით თუ დაკავდები, სიგარეტი არ მოგინდებაო რომ გითხრა, ეგაა ტყული boli.gif მწეველს სიგარეტი უნდება


პ.ს ერთი თვე და 2 დღე popcorn.gif

Posted by: Pato 23 Nov 2016, 14:18
first day without smoke
------------------------------------------------------
11ზე გავიღვიძე და ძალიან მინდა
ჭამის შემდეგ არ მოწევა გადავაგორე
მკიდია არ მოვწევ

Posted by: Lomes 24 Nov 2016, 12:01
Pato

"ვინც მოითმენს, ის მოიგებს" თუ რაღაც ასეთ რამეს ვაყოლებდით თამაშის დროს ბავშვობაში ))))))))))))

წარმატებას გისურვებ.

Posted by: Pato 24 Nov 2016, 12:32
Lomes
მადლობა
დანებებით უეჭვველი დავანებებ იმიტომ რომ გადაწყვეტილი მაქვს
უბრალოდ რამდენად გამიჭირდება ეგაა რა
6 წელია ერთი ჩვევა რომ გაქვს რასაც ყოველდღიურად ყველაფერზე მეტჯერ აკეთებ რთულია რაა
მეორე დილაა და ძაან მინდა

Posted by: Lomes 25 Nov 2016, 11:04
Pato

მე რომ გადავწყვიტე დიდხანს მაწვალებდა აზრი, რა მოხდება რომ მოვწიო-მეთქი. ვერ ვიხსენებდი, თუ რატომ აღარ მინდოდა მოწევა )))

რთულია მოკლედ, ერთ თვეზე მეტი გავიდა და ხანდახან ისევ მინდა მოვუკიდო და გავააბოლო. boli.gif

Posted by: Pato 26 Nov 2016, 14:32
QUOTE (Lomes @ 25 Nov 2016, 11:04 )
Pato

მე რომ გადავწყვიტე დიდხანს მაწვალებდა აზრი, რა მოხდება რომ მოვწიო-მეთქი. ვერ ვიხსენებდი, თუ რატომ აღარ მინდოდა მოწევა )))

რთულია მოკლედ, ერთ თვეზე მეტი გავიდა და ხანდახან ისევ მინდა მოვუკიდო და გავააბოლო. boli.gif

მეც ძალიან მინდება მაგრამ ჩემს თავში დარწმუნებული ვარ რომ არ მოვწევ
დიდი ხანია დაანებე შენ?
საერთოდ აღარ გინდება?

Posted by: Pato 28 Nov 2016, 15:28
მეექვსე დღე
------------------------
საერთოდ არ მომიწევია სიგარეტი
მარიხუანა მხოლოდ
ღამე მესიზმრება ხოლმე
ნელნელა ვეჩვევი რომ არ ვეწევი ;D

Posted by: otiko_otiko2 28 Nov 2016, 20:54
QUOTE
მეექვსე დღე
------------------------
საერთოდ არ მომიწევია სიგარეტი
მარიხუანა მხოლოდ
ღამე მესიზმრება ხოლმე
ნელნელა ვეჩვევი რომ არ ვეწევი ;D


ყველანაირ მოსაწევს გაანებე თავი mad.gif

Posted by: Pato 29 Nov 2016, 00:14
otiko_otiko2
QUOTE
ყველანაირ მოსაწევს გაანებე თავი


რატომ ;მად;

Posted by: Lomes 29 Nov 2016, 09:54
Pato

QUOTE
დიდი ხანია დაანებე შენ?
საერთოდ აღარ გინდება?


19 ოქტომბრიდან არ ვეწევი. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად მინდება, კი.


Posted by: otiko_otiko2 29 Nov 2016, 10:36
Pato
QUOTE
რატომ ;მად;


ფილტვებს თუ უფრთხილდები smile.gif . საღეჭი მარიხუანა ან დასაკრობი არ გამოუშვიათ ნეტა givi.gif

Posted by: Pato 30 Nov 2016, 03:21
otiko_otiko2
QUOTE
ფილტვებს თუ უფრთხილდები

ჰო მაგრამ კვირაში ერთხელ ავნებს ფილტვებს? არამგონია
Lomes
QUOTE
19 ოქტომბრიდან არ ვეწევი. ბოლო პერიოდში უფრო ხშირად მინდება, კი.

მართლა? მეგონა 2 კვირის შემდეგ საერთოდ არ მომინდებოდა
არ მოწიო რაა

Posted by: Lomes 1 Dec 2016, 11:31
Pato

როცა დამოკიდებულება ქრება, მერე გინდება პონტში მოწევა. ბარში, კლუბში, მეგობრების გარემოცვაში, ყველგან, სადაც ეწევიან. ფილმს რომ ვუყურებ და ვინმე ამოიღებს სიგარეტს, მოუკიდებს, აი, მაშინაც იმპულსი მერთვება ტვინში ))))))))

მე არ მოვწევ. ფეხით ბევრს დავდივარ, ვვარჯიშობ. სამსახურში მე-7 სართულზე, ყოველ დღე ფეხით ამოვდივარ, ლიფტი დავივიწყე. საკმაოდ ბევრი საფეხურია სართულებს შორის. გემოს რეცეპტორი მანამაც მშვენივრად მქონდა განვითარებული, მაგრამ ყნოსვის რეცეპტორები უფრო კარგად მუშაობს.

ამ ბოლო პერიოდში ვაპროტესტებ, ჯერ მხოლოდ შინაგანად, რომ მწეველების სივრცეში მიწევს მაინც ყოფნა. სუნი ჩასაცმელზე და თმებზე არ მშორდება biggrin.gif


Posted by: Pato 2 Dec 2016, 02:32
Lomes
QUOTE
როცა დამოკიდებულება ქრება, მერე გინდება პონტში მოწევა. ბარში, კლუბში, მეგობრების გარემოცვაში, ყველგან, სადაც ეწევიან.

გეტყვი ეხლა
ბასიანზე არ მოვწიე ძაან არაფხიზელ მდგომარეობაში ;D
მეგობართან სასმელი მქონდა დალეული არც მანდ მოვწიე
და ყველაზე მეტად როცა მომინდა იყო დღეს, სპეკტაკლიდან რომ გამოვედი და ყველამ წაუკიდა გავრეკე კინაღამ ;D

QUOTE
ფილმს რომ ვუყურებ და ვინმე ამოიღებს სიგარეტს, მოუკიდებს, აი, მაშინაც იმპულსი მერთვება ტვინში ))))))))

ყინვაში მაყენებდა ხოლმე და გავყავდი აივანზე ესეთ მომენტებს და ეხლა რა მემართება ხო წარმოგიდგენია ;D


QUOTE
მე არ მოვწევ. ფეხით ბევრს დავდივარ, ვვარჯიშობ. სამსახურში მე-7 სართულზე, ყოველ დღე ფეხით ამოვდივარ, ლიფტი დავივიწყე. საკმაოდ ბევრი საფეხურია სართულებს შორის. გემოს რეცეპტორი მანამაც მშვენივრად მქონდა განვითარებული, მაგრამ ყნოსვის რეცეპტორები უფრო კარგად მუშაობს.

არც მე მოვწევ პონტია
ის მაძლიერებს, რომ დარწმუნებული ვარ არ მოვწევ ;D
მე სუნთქვა გამოვასწორე საგრძნობლად
ღრმად სუნთქვა დავამუღამე ;D

QUOTE
სუნი

მეზიზღებოდა ქურთუკი და ზედები სახლში დაბრუნებულს
ჯინსსაც სიგარეტის სუნი ასდიოდა ხოლმე საშინელებაა

მოკელდ კარგია უსიგარეტოდ
წარმატებები ჩვენ

Posted by: Lomes 2 Dec 2016, 10:08
Pato

QUOTE
ბასიანზე არ მოვწიე ძაან არაფხიზელ მდგომარეობაში


ზუსტად, ოღონდ მე ძააან ფხიზლად ვიყავი და ვიდექი იმასავით biggrin.gif , ვიდექი რა, ვცეკვავდი. გამოვედი აყროლებული, 4 საათზე სახლის გზას დავადექი, ვერ გავძელი biggrin.gif

მოკლედ, მწეველების გარემოში მიჭირს, სუნში, უფრო სწორად.



chups.gif chups.gif

წონის პრობლემა ხომ არ დადგა?

Posted by: [kitika] 2 Dec 2016, 14:11
QUOTE
მოკლედ, მწეველების გარემოში მიჭირს, სუნში, უფრო სწორად.

Lomes

რადგან ამ დროს პასიური მწეველობის ზემოქმედების ქვეშ ხართ. ნიკოტინს ისუნთქავთ და ის აღიზიანებს თქვენს რეცეპტორებს. ახსენდება ძველი პერიოდი და იწვევს ნიკოტინურ წყურვილს.
ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ უნდა გადალახოთ და სასურველია მოეიდოთ მწეველთა გარემოწვაში ყოფნას. პასიური მწეველობაც მავნეა თქვენი ჯანმრთელობისთვის.


Posted by: Lomes 2 Dec 2016, 14:35
[kitika]

მოწევა კლავს, მოწევა იწვევს გულის დაავადებას, იმპოტენციას, ნაყოფის სიკვდილს და ა.შ. ვიცი, კი

შეუძლებელია გაერიდო/მოერიდო იმ გარემოს, სადაც სულ ხარ. ვიცი, რომ მავნეა, მაგრამ მაშინ პატარა კოლბაში მომიწევს ცხოვრება, რაც არ მინდა smile.gif

პ.ს არ გამოდის ეგ ამბავი. 2kiss.gif

Posted by: Pato 3 Dec 2016, 15:54
Lomes
QUOTE
ზუსტად, ოღონდ მე ძააან ფხიზლად ვიყავი და ვიდექი იმასავით  , ვიდექი რა, ვცეკვავდი. გამოვედი აყროლებული, 4 საათზე სახლის გზას დავადექი, ვერ გავძელი 

ჰეჰ ;D
მე არა
გუშინაც არ მოვწიე
QUOTE
წონის პრობლემა ხომ არ დადგა?

არა არასდროს არ მქონია წონის პრობლემა
ყველაფერი ისეა როგორც ინდურ ფილმებში, ვჭამ და არ ვსუქდები ;D შენ?

QUOTE
შეუძლებელია გაერიდო/მოერიდო იმ გარემოს, სადაც სულ ხარ. ვიცი, რომ მავნეა, მაგრამ მაშინ პატარა კოლბაში მომიწევს ცხოვრება, რაც არ მინდა 

როგორც გავარკვიე თავდანებებულ ადამიანებთან საუბრებიდან, მაქსიმუმ 1წელში შევეგუებით, რომ არამწეველები ვართ და აღარ გაგვიჩნდება სურვილიც კი
რას დავიწყე ვაფშე რა მინდოდა
ჩემს წრეში ყველაზე გვიან მე დავიწყე, დიდი ხანი ვითმენდი

Posted by: Lomes 4 Dec 2016, 15:11
Pato

QUOTE
ყველაფერი ისეა როგორც ინდურ ფილმებში, ვჭამ და არ ვსუქდები ;D შენ?


ასე ბედნიერად არ ვარ მე. დავწერე კიდეც, ფიზიკური აქტივობა გავაორმაგე, ვარჯიში, კვება ადამიანურად (მე უსაშველოდ ბევრს ვჭამ, აი იმდენს, რომ შეგრცხვება ჩამოთვლა), ვარჯიში.

QUOTE
ჩემს წრეში ყველაზე გვიან მე დავიწყე, დიდი ხანი ვითმენდი


მე არ ვითმენდი, არც მიფიქრია მოწევაზე. სამსახურში, 5 წუთიანი შესვენებების გამო ვიყებენდი, ერთობლივად მოწევას ხომ მუღამი აქვს? ))) აი, ახლაც მევასება "წამო, მოვწიოთ" biggrin.gif 4-5 წლის წინ, გააზრებულ ასაკში დავიწყე მოწევა, 2-3 თვიანი შუალედიც მქონდა, 2-ჯერ, დანებების მცდელობა რა smile.gif

QUOTE
მაქსიმუმ 1წელში შევეგუებით, რომ არამწეველები ვართ და აღარ გაგვიჩნდება სურვილიც კი


ამინ! თუ ერთი წელი გადავაგორეთ....

Posted by: Pato 6 Dec 2016, 07:48
Lomes
QUOTE
აი, ახლაც მევასება "წამო, მოვწიოთ"

კი ასწორებს ცოტათი მოწევა, მაგრამ უარყოფითი თვისება მრავალჯერ მეტი აქვს სიგარეტს ვიდრე დადებითი biggrin.gif
QUOTE
ამინ! თუ ერთი წელი გადავაგორეთ....

რითი იკლავენ თავს, კარგი რომ იყოს დაგვასწრებდა ვინმეე? :ბოლი:

Posted by: Lomes 6 Dec 2016, 15:00
Pato

ვწეროთ მე და შენ ამ თემაში, არაა საშველი

QUOTE
რითი იკლავენ თავს, კარგი რომ იყოს დაგვასწრებდა ვინმეე? :ბოლი:


biggrin.gif

პ.ს უსიგარეტობის 49-ე დღე

Posted by: Pato 6 Dec 2016, 20:40
Lomes
QUOTE
ვწეროთ მე და შენ ამ თემაში, არაა საშველი

ჰო ;D
მოდიხარ კრავიზზე?

QUOTE
უსიგარეტობის 49-ე დღე

მარტოობის 100 წელიწადი
ჩემთან მე-15 დღეა მგონი

Posted by: Kobalty 7 Dec 2016, 01:36
ეჰ, რამდენი ტანჯვა მაქვს გამოვლილი დანებებისთვის..
ალბათ 20ჯერ მაინც მექნება დანებებულიძდაწყებული..


3 თვეზე მეტია აღარ ვეწევი..
ენერგია გამიათმაგა.. user.gif

Posted by: Pato 7 Dec 2016, 03:59
Kobalty
QUOTE
ეჰ, რამდენი ტანჯვა მაქვს გამოვლილი დანებებისთვის..
ალბათ 20ჯერ მაინც მექნება დანებებულიძდაწყებული..


3 თვეზე მეტია აღარ ვეწევი..
ენერგია გამიათმაგა..


არ მოწიო არა
ჩვენ დაჟე იმათზე მეტი პრივილეგია გვაქვს, ვისაც არასდროს მოუწევია ;D

Posted by: Phono 7 Dec 2016, 04:43
მეგობრებო სალამი, სიგარეტს ვეწეოდი 7 წელი და ადრე დავანებე მაქსიუმი იყო 2 თვე, მერე ისევ შევბერე ეხლა 15 დღეა არ მომიწევია აი ესე უბრალოდ ვთქვი და დავანებე და ბევრად კარგად ვგრძნობ თავს დღეს დარბაზზში ფეხბურთი ვითამაშე ამ თამაშამდე ხშირად როცა ვთამაშობდი ვიბრიდებოდი აჩქარებაეც კი დღეს ვიფრინე ენერგიით სავსე ვიყავი მოკლედ
სიგარეტის დედას ###### მაგაზე ცუდი არაფერი არაა თან სამედიცინოში ვსწავლობ და კიდე უფრო ვაფასევ ჯანმრთელობას! შეეშვიით! ყველაფერზე მოქმდება გულზე ნერვებზე რავიცი ტვინზე! კაროჩე როგორც "კაიფი" გადავაგდე ბიოები და მსგავსი ###ობები ისე სიგარეტიცნ ესე ვთქვინდა ვსო რა! პ.ს ბასსიანზე ხეირად აღარ დავდივარ მაგ მიზეზის გამოsmile.gif ორი დალევა გადავაგორე უსიგარეტოდ ამ 15 დღეში. ნინა კრავიცზე წავალ ოდნავ ნასვამი გავერთობი მაინც მუსიკას მაინც სხვანაირად ფხიზელიც ძაან ღრმად ვუსმენ!!!

Posted by: Lomes 7 Dec 2016, 12:14
Pato

9- ში და 10-ში მივდივარ, 10-ში თუ ვიქნები ენერგიული, იმ შემთხვევაში. წინასწარ 16-ის ამბავი არ ვიცი.

QUOTE
მარტოობის 100 წელიწადი


ნწ, უსიგარეტობის 50-ე დღე.

Phono

QUOTE
ენერგია გამიათმაგა..


+ მე.

3-4 თვის შემდეგ, ვფიქრობ ნაკლებად გამიჩნდება მოწევის სურვილი. იმედი მაქვს, უფრო სწორად.

Phono

მოწოდებებით რატომ გამოდიხარ? biggrin.gif შევეშვით, კი, მაგრამ მაინც )))

პ.ს მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწვევს ისე, როგორც სიგარეტი yes.gif

Posted by: simebi 7 Dec 2016, 12:17
Kobalty

QUOTE
3 თვეზე მეტია აღარ ვეწევი..


ეხლა როგორ გრძნობ თავს, გააქ ლომკა?

Posted by: Kobalty 7 Dec 2016, 16:18
simebi
არა, ნულოვანი ლომკა..

მარა შემზიზღდაო და რამე - ვერ ვიტყვი.
ხვალვე რო გავიგო რო ჯანმრთელობაზე აღარ იმოქმედებს ცუდად, ხვალვე მოვწევ სიამოვნებით.. user.gif

Posted by: Pato 7 Dec 2016, 16:31
Lomes
QUOTE
9- ში და 10-ში მივდივარ, 10-ში თუ ვიქნები ენერგიული, იმ შემთხვევაში. წინასწარ 16-ის ამბავი არ ვიცი.

10-ში გუდაურში წამო, სეზონის გახსნაა და ტურს ვაკეთებ, ძაან მაგარი გამოდის ხოლმე

Phono
QUOTE
ენერგია გამიათმაგა..

ჯიქიაზე ვცხოვრობ და ქავთარაძეზეც კი არ ჩავსულვარ მანქანის გარეშე არასდროს
ჰოდა გუშინ სალონში მივდიოდი და ჩავყევი ფეხით, ქავთარაძეზე დაკეტილი იყო და ბოლოს ვაჟას მეორე კვარტალში ისე აღმოვჩნდი ვერც ვიგრძენი ;D ამის მერე როგორ მოვწევ.
გუშინ დამესიზმრა მოვწიე და რომ გამეღვიძა გამიხარდა რომ სიზმარი იყო

Posted by: PikasosGogo 7 Dec 2016, 16:38
ესეიგი ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებ მეასედ help.gif ვანებებ, პირველი სამი დღე - 1 კვირა მიჭირს, ვერიდები მწეველ ხალხს, სახლში ვიკეტები ძირითადად, მერე გამოვდივარ, უკვე გადაჩვეული, ბედნიერი და ამაყი, და ვინც ეწევა ყველა სუსტი ნებისყოფის მგონია smile.gif ეს მდომარეობა გრძელდება 1-2 თვე, მერე თავში მივარდება, მაინც დავანებე და მაგარივართქო და ერთ ღერს გავეთამაშები "ზა კამპანიუ", მერე მეორე დღესაც მეორე ღერს და 1 კვირაში ჰოპ და ისევ მწეველი ვარ mad.gif არადა ხო შემეძლო რო ის ერთი ღერი აღარ მომეწია თუ არ შემეძლო და თავს ვიტყუებ? ყელში ამოვიდა ეს მუდმივი ბრძოლა vis.gif

Posted by: Phono 7 Dec 2016, 18:48
Lomes
გეჩვენება ეხა შენ რაღაცები)) პ.ს მარიხუანა არა ბრატ ბიოოო ბიოოოოოოოორომელიც ალბათ რ მოგიწეგია რომ იძახი არ იცის მიჩვევაო))))

Posted by: Lomes 7 Dec 2016, 23:11
Kobalty

QUOTE
იგო რო ჯანმრთელობაზე აღარ იმოქმედებს ცუდად, ხვალვე მოვწევ სიამოვნებით..


სუნი რომ არ მაწუხებდეს, ფილტვებს არ მიშავებდეს, რა მიჭირს?! ვერ გამაგდებინებდი ხელიდან.

Pato
ბასიანის მერე რაის გუდაურში წამომსვლელი ვარ smile.gif

Phono

არა, ბრატ. მე კაი გოგო ვარ. არ ვეწევი

Posted by: Phono 8 Dec 2016, 00:39
Lomes
აუ გოგო ხარ?))) ბოდიში არ ვიცოდი თორე რა ბრატ)))

Posted by: CL55AMG 9 Dec 2016, 23:12
დღეიდან თავს ვანებებ. დიდი არაფერი სტაჟი არ მაქვს 4 წელია ვეწევი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს 1.5-2 პაჩკას(თან რათქმაუნდა შემცველობა შვიდზე ნაკლები არ უნდა ქონდეს აბა როგორ facepalm.gif )
ბოლო პერიოდში ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ერთი დღეც ვერ გავძელი, მაქსიმუმი 2 დღე იყო ისიც თავიდან რო დავიწყე სადღაც 1 წლიან სტაჟზე.პროსტა ეხლა თავს რაღაცნაირად შემართებულად ვგრძნობ და მჯერა, რომ აღარ მოვწევ, თან ახალწლებამდე გადაგდება დიდი გამოწვევაა smile.gif

Posted by: Pato 10 Dec 2016, 06:40
QUOTE (CL55AMG @ 9 Dec 2016, 23:12 )
დღეიდან თავს ვანებებ. დიდი არაფერი სტაჟი არ მაქვს 4 წელია ვეწევი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს 1.5-2 პაჩკას(თან რათქმაუნდა შემცველობა შვიდზე ნაკლები არ უნდა ქონდეს აბა როგორ facepalm.gif )
ბოლო პერიოდში ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ერთი დღეც ვერ გავძელი, მაქსიმუმი 2 დღე იყო ისიც თავიდან რო დავიწყე სადღაც 1 წლიან სტაჟზე.პროსტა ეხლა თავს რაღაცნაირად შემართებულად ვგრძნობ და მჯერა, რომ აღარ მოვწევ, თან ახალწლებამდე გადაგდება დიდი გამოწვევაა smile.gif

დაანებებ არ არის რთული

Posted by: romis-papi 10 Dec 2016, 07:08
QUOTE
თან ახალწლებამდე გადაგდება დიდი გამოწვევაა

მართლაც pop.gif

Posted by: Qop4 10 Dec 2016, 23:43
ჩამოვედი 2 დღეში 1 პაჭკა მაგრამ რავი sad.gif მაინც ბოლომდე ვე გადაავაგდებ თქო მგონია

Posted by: Pato 12 Dec 2016, 20:28
ნახევარი ღერი მოვწიე შაბათს გუდაურში მაგარმა დაბოლილმა ;D
გული დამწყდა მაგრამ მაინც არაფერი შეცვლილა, დანებებული მაქვს რააა

Posted by: Lomes 13 Dec 2016, 12:23
Pato

QUOTE
ნახევარი ღერი მოვწიე


mad.gif

ბასიანს გადავურჩი, სურვილი არ მქონია. მეგობრის ელექტროსიგარეტს ნაპასიც ვერ დავარტყი და დავიკიდე.

Posted by: Pato 13 Dec 2016, 16:25
QUOTE (Lomes @ 13 Dec 2016, 12:23 )
Pato

QUOTE
ნახევარი ღერი მოვწიე


mad.gif

ბასიანს გადავურჩი, სურვილი არ მქონია. მეგობრის ელექტროსიგარეტს ნაპასიც ვერ დავარტყი და დავიკიდე.

კარგი გოგონა ხარ chups.gif chups.gif

Posted by: ბენი 14 Dec 2016, 11:41
ბოლო 2 წლის მანძილზე, 3-4 ჯერ დავანებე თავი

პირველად რო ვთქვი არ მოვწევ თქო 6 თვე 1 ნაპასიც არ დამირტყამს
მერე დავიწყე ისევ, მერე კიდე გადავაგდე 6 თვით
მერე ისევ დავიწყე, მერე ისევ გადავაგდე 3 თვით


ეხლა 2კვირაა არ მომიწევია, მაინცდამაინც მინდება თქო ვერ ვიტყვი

ვვარჯიშობ და მიადვილდება უფრო რო არ მოვწიო

Posted by: Lomes 14 Dec 2016, 15:33
ბენი

6 თვე, 3 თვე..დიდი შუალედებია.

ხან ვფიქრობ, დავიკიდო ყველაფერი და მოვწიო. დეპრესიულ ფონს ვქმნი, ძალით, რომ გავაპრავო, ეტყობა. biggrin.gif მომაჭერით თავი aba.gif

Posted by: ბენი 14 Dec 2016, 16:08
Lomes
როცა ვაგდებ სიგარეტს, შანსი არაა 1 ან 2 დღით გადავაგდო

3თვე მინიმუმ biggrin.gif მაქსიმუმი 6 თვე იყო
მაგრამ ამ პერიოდებში საერთოდ არ ვეწევი, არც ერთ ნაფასს

სიგარეტის ბრალი რამდენადაა არ ვიცი მაგრამ, ღამე რო ჩამეძინებოდა ხოლმე შფოთვებივით მქონდა, აი წყალში რო ხარ ჩაყვინთული, სუნთქვა აღარ გყოფნის, ეგეთი შეგრძნება მქონდა, სუნთქვა მეკვრებოდა და მეღვიძებოდა ხოლმე,ღრმად ამოვსიუნთქავდი და აჩქარებული მქონდა გული. ეხლა რაც შევეშვი აღარ მაქვს

Posted by: Lomes 14 Dec 2016, 17:16
ბენი

QUOTE
სიგარეტის ბრალი რამდენადაა არ ვიცი მაგრამ, ღამე რო ჩამეძინებოდა ხოლმე შფოთვებივით მქონდა, აი წყალში რო ხარ ჩაყვინთული, სუნთქვა აღარ გყოფნის, ეგეთი შეგრძნება მქონდა, სუნთქვა მეკვრებოდა და მეღვიძებოდა ხოლმე,ღრმად ამოვსიუნთქავდი და აჩქარებული მქონდა გული. ეხლა რაც შევეშვი აღარ მაქვს


მე ვიღვიძებდი დაღლილი, ეგრევე ვეწეოდი გამოსაფხიზლებლად. რა თქმა უნდა, უზმოზე biggrin.gif კიბეზე ასვლისას, გული მტკიოდა. ახლა ვვარჯიშობ, ყოველ დღე 7X23 საფეხურს ავივლი ერთი ამოსუნთქვით, ხან დღეში 2-ჯერ. სუნი არც თმაზე მაქვს, არც ხელზე და არც ჩასაცმელზე. პირზე არაფერს ვიტყვი რა ))))))) მოკლედ, კარგია უსიგარეტოდ. მოწევა მაინც მენატრება smile.gif

მაქსიმუმ, 3 თვე გამიქაჩავს სიგარეტის გარეშე. 19 დეკემბერს 2 თვე გახდება baby.gif

Posted by: ბენი 14 Dec 2016, 17:31
Lomes
უზმოზე არ ვეწეოდი არასდროს, 1 ლუკმას მაინც ვჭამდი ან რამეს ვსვამდი სანამ მოვწევდი

დილით დამძიმებულივით მქონდა ხოლმე გული მეც

მარა ყველაზე საშინელება ეგ იყო, როგორც კი ჩამეძინებოდა ეგრევე წამოვხტებოდი ხოლმე, სუნთქვა არ მყოფნიდა და ვქოშინებდი რო მეღვიძებოდა

ღამეში 2-3ჯერ მქონდა ხოლმე ეგრე, ეხლა 2 კვირაა არ მომიწევია და გუშინ მქონდა მარტო, ისიც ლაითად

ხო სუნი საშინელებაა სიგარეტის, + კბილების პონტშიც ტეხავს, აშავებს


Posted by: Lomes 14 Dec 2016, 18:25
ბენი

ბრეკეტს ვატარებ და რეზინებს მიშავებს, ფერადი როცა მიკეთია იმასაც კი. მოხსნის პერიოდი მოდის. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ თავი დამენებებინა. მოხსნის მერე გათეთრება კეთდება და სიგარეტი ვეღარ ავნებს ჩემს კბილებს ))))

მოკლედ, გისურვებ გახდე არამწეველი, ხანგრძლივად/ხარისხიანად. fig.gif

Posted by: ბენი 14 Dec 2016, 18:38
Lomes
მეც მეკეთა ბრეკეტები, ბავშვობაში yes.gif

შენც გისურვებ

Posted by: Pato 15 Dec 2016, 16:35
ბენი
QUOTE
მარა ყველაზე საშინელება ეგ იყო, როგორც კი ჩამეძინებოდა ეგრევე წამოვხტებოდი ხოლმე, სუნთქვა არ მყოფნიდა და ვქოშინებდი რო მეღვიძებოდა

ღამეში 2-3ჯერ მქონდა ხოლმე ეგრე, ეხლა 2 კვირაა არ მომიწევია და გუშინ მქონდა მარტო, ისიც ლაითად


სიგარეტის ბრალია/? მეც ხშირად მემართება

Posted by: tatanashvili1 15 Dec 2016, 22:27
როგორცც იქნააა გავიდა უკვე 11 დღე უსიგარეტოთ...

Posted by: Pato 17 Dec 2016, 17:03
3 ღერი მივსექსე გუშინ კრავიზის თვალწინ ;D

Posted by: Lomes 18 Dec 2016, 23:23
Pato

ბედნიერი ხარ?



30 ღერი

Posted by: Hеllhаmmеr 18 Dec 2016, 23:44
2 ღერი მოვწიე დღეს სიცხე მაქ და არ მომინდა ვაბშე

Posted by: Pato 19 Dec 2016, 13:21
Lomes
QUOTE
ბედნიერი ხარ?

არააა ძაან გამიტყდა მართლა
თან არ იყო აუციელბელი და მაინც მოვწიე, უფრო მომდომებია და არ მომიწევია
მააგრამ არაუშავს

Posted by: L1onheart 21 Dec 2016, 18:38
დღე პირველი.. user.gif biggrin.gif

Posted by: Lomes 23 Dec 2016, 11:26
გარემო, სადაც ეწევიან გახდა ჩემთვის აუტანელი. ყველა ჩასაცმელს მივაქანებ გასარეცხად სახლში დაბრუნების შემდეგ. ქურთუკს ყოველ დღე ხომ არ გავრეცხავ?!
რეალურად, 2 მეგობართან ვიყავი, 2-ვესთან სახლში ეწევიან. როგორ იძინებენ, მიკვირს sad.gif ანიავებენო, არ თქვათ

პ.ს 2 თვე და 5 დღე უსიგარეტოდ


Posted by: -Richelieu 23 Dec 2016, 20:38
დღე მესამე biggrin.gif საერთო ჯამში, დიდად არ მინდება მოწევა, მაგრამ არის მძიმე წუთებიც biggrin.gif

Posted by: -Richelieu 26 Dec 2016, 04:14
მეექვსე დღე დაიწყო jump.gif ხანდახან თავბრუსხვევას და უენერგიობას ვგრძნობ, შეიძლება ამის ბრალია, მაგრამ, ძირითადად, უკეთ ვსუნთქავ და უფრო მსუბუქად ვმოძრაობ biggrin.gif

Posted by: ilo_elo 28 Dec 2016, 13:36
მეოთხე კვირა დაიწყო არ მომიწევია, არც მინდა, ელექტრო სიგარეტი ვიყიდო მაინც? რაღაც მუღამი მაქვს ყიდვის და რას მირჩევთ

Posted by: -Richelieu 28 Dec 2016, 17:53
ilo_elo

თუ არ გაქვს მოწევის სურვილი, რათ გინდა?

პ.ს. მერვე დღე სიგარეტის გარეშე biggrin.gif

Posted by: ilo_elo 28 Dec 2016, 18:48
ნაპასის დარტყმა და ბოლი მისწორდებოდა : (((

Posted by: Attila 28 Dec 2016, 19:36
კარგით ბიჭო რა გჭირთ ელემენტარული მავნე სურვილის მოთოკვის თემაა, ბაბუები ანებებენ თავს და ამ ახალგაზრდებს რა გემართებათ.ორგანიზმი ითხოვს არა იხვის ტოლმა, ეგ არის ზღაპარი პირველი 1-2 დღე და მერე მორჩა. კაცი რო 1 კვირით დაანებებს და მერე იტყვის ორგანიზმი მთხოვდა და ისევ დავიწყეო, ის არის მაგარი აფერისტი და უნებისყოფო საკუთარი მავნე სურვილის მონა მეტი არაფერი lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Lomes 28 Dec 2016, 20:04
Attila

QUOTE
იხვის ტოლმა


იხვის ტოლმა!

ნებისყოფის არქონა გასაგებია, აფერისტობა არაფერ შუაშია. სწორედ მავნე სურვილები არ გვასვენებს tongue.gif

Posted by: Attila 28 Dec 2016, 20:46
Lomes
აფერისტობაა მეტი არაფერი კაცი 1კვირა თავს რომ დაანებებს და ტვინს ჭედავს მერე ვერ ვძლებ ორგანიზმი ითხოვსოო.უტყდებათ აღიარება რომ სურვილის მონები არიან )))) იხვის ტოლმა !

Posted by: Lomes 29 Dec 2016, 10:09
Attila

ჩემი აზრით, ჩვევები და ტვინის იმპულსები გჭამს, მეტი არაფერი ("ორგანიზმი გთხოვს" შეიძლება ერქვას ამას) ჰო და ზოგჯერ მაგრა იკიდებ. ჩამოწერილი არგუმენტები მქონდა, თუ რატომ არ უნდა მომეწია და მომენტებში, ყველა მათგანი მავიწყდებოდა))))))

იხვის ტოლმა!

Posted by: gramatikikina 6 Jan 2017, 20:44
ტაბექსი ვის დაგილევიათ ან ბუპროპიონი?
ბუპროპიონს ვერ ვშოულობ
და ტაბექსს ვსვამ მეორე დღეა
გუშინ 2 კოლოფიდან ერთზე ჩამოვედი givi.gif
დღეს 13 ცალი ისევ მიდევს კოლოფში. რაღაცას შვრება აშკარად
ოღონდ ტაბექსი ჩემთვის არ შეიძლება და ბუპროპიონი სად ვიშოვო მომწერეთ

Posted by: iRRa 8 Jan 2017, 14:40
გუშინ დილით ნაყიდი კოლოფიდან 7 ღერი კიდევ მაქვს,ვამცირებ და საერთოდ დავანებებ ალბათ,უტაბექსოდ მინდა მოვაგვარო ეს პრობლემა და ვნახოთ რა გამოვა.
პ.ს. 25 წლიანი მოწევის მერე რამე ეშველება ჩემ ფილტვებს დანებების შემთხვევაში? smile.gif

Posted by: monogamist 8 Jan 2017, 17:24
ზოგჯერ ერთი ღერის მოწევაც საშინლად მთენთავს და თავს მტკენს

Posted by: LuxoNika 10 Jan 2017, 12:23
QUOTE (gramatikikina @ 6 Jan 2017, 20:44 )
ტაბექსი ვის დაგილევიათ ან ბუპროპიონი?
ბუპროპიონს ვერ ვშოულობ
და ტაბექსს ვსვამ მეორე დღეა
გუშინ 2 კოლოფიდან ერთზე ჩამოვედი givi.gif
დღეს 13 ცალი ისევ მიდევს კოლოფში. რაღაცას შვრება აშკარად
ოღონდ ტაბექსი ჩემთვის არ შეიძლება და ბუპროპიონი სად ვიშოვო მომწერეთ

ტაბექსი ნაცადიმაქვს, ყოველგვარი წამლების გარეშე თუგიცდია დანებებება და სტრესში გაგდებდა უსიგარეტობა, აგრესიულს გხდიდა და ა.შ...
მაგას ხნის,
თორე თუმოწევა გინდა ტაბექსი ვერ გადაგაფიქრებინებს...


Posted by: Lomes 11 Jan 2017, 09:59
შევეპარე. ჯამში 10 ღერი 10 დღეში, დაახლოებით.











აღარ გავალ სახლიდან! თავს დავისჯი

Posted by: Attila 11 Jan 2017, 10:18
Lomes
გაწუხებს რამე? სუნთქვა გიჭირს? Gახველებს? Gულძმარვა გაქ?

Posted by: [kitika] 11 Jan 2017, 11:21
gramatikikina
QUOTE
ტაბექსი ჩემთვის არ შეიძლება


რატომ არ შეიძლება თქვენთვის? შეგიძლიათ მომწეროთ?
თუ სიგარეტს ეწევით არამგონია ტაბექსმა მოგაყენოთ ზიანი smile.gif უბრალოდ როგორც ყველა წამალს მასაც უამრავი უკუჩვენებები აქვს ჩამონათვალში.

რაც შეეხება ბუპროპიონს, ის არ არის საქართველოში რეგისტრირებული. ის არის ანტიდეპრესანტი რომელიც ასევე გამოიყენება თამბაქოს მოწევის საწინააღმდეგოდ.
როგორც ყველა ანტიდეპესანტს მასაც სჭირდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დანიშვნა. არ გირჩევდით მის მიღებას დამოუკიდებლად, ის რეცეპტორულია, განსხვავებით ტაბექსისგან რომელიც მცენარეული პრეპარატია.

Posted by: Lomes 11 Jan 2017, 12:49
Attila

QUOTE
გაწუხებს რამე? სუნთქვა გიჭირს? Gახველებს? Gულძმარვა გაქ?


19 -ში 3 თვე გახდება, რაც არ მომიწევია-მეთქი როგორ ვთქვა? არ მახველებს, არც სუნთქვა მიჭირს. დილით უსიამოვნო შეგრძნებები დაბრალდა სიგარეტს. სახლში დავბრუნდი ისევ ჩასაცმელ და თმააყროლებული. გახსენებაც არ მინდა.

Posted by: gramatikikina 11 Jan 2017, 13:02
[kitika]
ჰიპერთირეოზი მაქვს და წერია, რომ ჰიპერთირეოზის დროს უნდა დავიცვათ განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან არ არის კლინიკური გამოცდილება და არ ვიცი რას ნიშნავს ეს
ფარისებრი თუ გამეზრდება ზომაში ამის გამო, არ მაწყობს
QUOTE
არ გირჩევდით მის მიღებას დამოუკიდებლად, ის რეცეპტორულია

ეგ მაგალითად ჩემთვის არ არის პრობლემა
ვერკვევი მეტნაკლებად და შემიძლია მართვა

Posted by: Attila 11 Jan 2017, 13:39
Lomes
აზრიანად მოწიე ყოველი ღერი და ძალიან მალე უაზრობაში გადავა.ყოველი ნაპასი სულისშემძვრელად მაგარი უნდა იყოს იქამდე სანამ თავს არ მოგაბეზრებს ერთიდაიგივეს გამეორება. დატესტილია 100% მუშაა wink.gif

Posted by: [kitika] 11 Jan 2017, 16:24
gramatikikina
QUOTE
ჰიპერთირეოზი მაქვს


ჰიპერთირეოზის პროვოცირებას ახდენს სიგარეტის მოწევა, ანუ ნიკოტინი. თუ სიგარეტის მოწევის არ გეშინოდათ ტაბექსისაც ნუ შეგეშინდებათ smile.gif
ციტიზინი რომელიც არის ტაბექსის აქტიური ნივთიერება არის ნიკოტინის მსგავსი და ამიტომ გიკლავთ ლომკას, თუმცა ის არ იწვევს შეჩვევევას განსხვავებით ნიკოტინისგან და მოწოდებულია სამკურნალო მიზნებისთვის.

სიგარეტის მოწევა პროვოცირებას ახდენს ჰიპერთირეოზზე. ამიტომ აუცილებლად უნდა დაანებოთ მოწევას თავი, სულ თუ არაფერს დაიხმართ მით უკეთესი.


Posted by: gramatikikina 11 Jan 2017, 16:30
[kitika]
საყვარელო, გასაგებია შენი დამოკიდებულება მწეველების მიმართ
მაგრამ მე არ დამისვამს კითხვა, რას იწვევს სიგარეტი
QUOTE
ჰიპერთირეოზის პროვოცირებას ახდენს სიგარეტის მოწევა

ძალიან კარგად ვიცი უკვე, რაც ფარისებრის პრობლემები აღმომაჩნდა, იმის მერე გავერკვიე
QUOTE
ანუ ნიკოტინი

სიგარეტი რომ ნიკოტინია ეგეც ვიცი :დ
QUOTE
თუ სიგარეტის მოწევის არ გეშინოდათ ტაბექსისაც ნუ შეგეშინდებათ

აქ უკვე ნერვებმა გიმტყუნა lol.gif facepalm.gif
მოკლედ იმედი მაქვს მეც ეგეთი არ გავხდები, როცა მოწევას თავს დავანებებ
მაგარი არაადეკვატურები ხართ არამწეველები :დ
* * *
QUOTE
ციტიზინი რომელიც არის ტაბექსის აქტიური ნივთიერება არის ნიკოტინის მსგავსი და ამიტომ გიკლავთ ლომკას, თუმცა ის არ იწვევს შეჩვევევას განსხვავებით ნიკოტინისგან და მოწოდებულია სამკურნალო მიზნებისთვის.

სიგარეტის მოწევა პროვოცირებას ახდენს ჰიპერთირეოზზე

მარტივი ლოგიკაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ თუკი ტაბექსის აქტიური ნივთიერება მოქმედებს ნიკოტინის მსგავსად, ხოლო ნიკოტინი აპროვოცირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას, მაშინ სულ ერთია ნიკოტინს მიიღებ თუ ტაბექსს
და რომ გამომწვევი აქ არის არა დამოკიდებულების ჩამომაყალიბებელი მოქმედება, რაც ტაბქსს არ გააჩნია, არამედ მასტიმულირებელი მოქმედება ან რაიმე სხვა ჩემთვის უცნობი მოქმედება ორივე ნივთიერების
ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, იქნება თუ არა ტაბექსი ჩემი ფარისებრისთვის უარესი, ვიდრე ნიკოტინი
რაზეც კითხვით მივმართავ ჩემს ენდოკრინოლოგს, როცა ვნახავ
ხოლო რა კითხვაც აქ დავსვი ბუპროპიონზე, იმაზე მივიღე შენგან პასუხი, რომ არ იყიდება საქართველოში და გიხდი დიდ მადლობას bis.gif

Posted by: [kitika] 11 Jan 2017, 16:51
gramatikikina

დამშვიდდით!


არ ვცდილობ ჭკუა დაგარიგოთ, უბრალოდ ავხსენი, ირ რაც თქვენთვის შეიძლება მარტივი ლოგიკა იყოს, სხვისთვის კი გაურკვეველი.

მე ჰიპოთირეოზი მაქვს თუმცა ცხოვრებაში არასდროს მომიწევია, ასე რომფარისებრი ჯირკვლის პრობლემების გამომწვევი პირდაპირ შეიძლება არც არის ნიკოტინი, უბრალოდ ერთ ერთი მაპროვოცირებელია.

Posted by: Lomes 12 Jan 2017, 00:16
Attila

ვეცდები აღარ მოვწიო

mo.gif

Posted by: Attila 12 Jan 2017, 00:57
Lomes
კაცური სიტყვა დადე, ვეცდები და ხვალიდან გადავაგდებ ძველი ლექსებია up.gif

Posted by: Pac. 12 Jan 2017, 01:06
ანებებ მაგრამ იმდენად მურტალია ეს დამოკიდებულება, რომ მგონია მთელი ცხოვრება ამასთან მომიწევს ბრძოლა...
გავა 1-2-3 წელი მაგრამ მაინც ბომბი სადღაც ახლოს იქნება და პატარა მოდუნება ეგრევე თავიდან დაწყება იქნება .

Posted by: Lomes 12 Jan 2017, 09:21
Attila

ქალურ სიტყვას ვდებ-მეთქი რომ ვთქვა, რა აზრი აქვს ))))))) ისედაც ვცდილობ, ოღOნდ ვიმაიმუნე.

ის რაც მოვწიე, არც ერთი მინდოდა, არც ტვინს, არც ხელებს, არც სხეულს მონდომებია.

Posted by: Bridgeman 12 Jan 2017, 11:15
თემის პირველ გვერდზეა ჩემი "სიგარეტის გადაგდების" პირველი მცდელობა. 2013 წელი იყო. 8 დღე გავქაჩე. მეცხრე დღეს მოვწიე, ისე რო ფაქტიურად გადაგდებული მქონდა სიგარეტი. არც ლუდს ვიკლებდი, არც ყავას, საერთოდ აღარ მინდებოდა, მარა ხზ მოვწიე და იმის მერე აღარ მიფირია დანებება.

მას შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა. ისევ იმ პონტში ვარ, შობის მერე არ მომიწევია, ანუ მე-5 დღეა. ცოტა ჭამის მერე მინდება თორე დიდად არ მკლავს ლომკები. დღეც ჩვეულებრივ გადის ,არ მაქვს იმის ფიქრები თუ რა გავაკეთო, დრო როგორ გავიყვანო და ა.შ.

ვნახოთ რა გამოვა war.gif

PS. Solveig
QUOTE
ასევე, მწევლების მუდმივი თანმხლებია ბრონქიტი და ამის გამო რთულად გადააქვთ სასუნთქი გზების ინფექციები, იოლად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.


ანუ, 4 წლის წინ თუ არაფერი მაწუხებდა, ეხლა: ჰაერის უკმარისობა, კანკალი, გულის მხარეს დაწოლისას ეგრევე ფრიალები და შხუილები, იზმენები, შფოთვა, არითმია, თითEბის დაბუჟება ფეხზე/ხელებზე, და რავი რა ჩამოთვლის. იმის თქმა მინდა, რომ გულზე და სუნთქვის მხრივ მაგრად დამირხია სიგარეტმა და ეს 5 დღე რაც არ მომიწევია, პრაქტიკულად ნორმალურ მდგომარეობას თუ არა, მნიშვნელოვნად გავიუმჯობესე სიტუაცია.

Posted by: Lomes 12 Jan 2017, 12:06
Bridgeman

QUOTE
4 წლის წინ თუ არაფერი მაწუხებდა, ეხლა: ჰაერის უკმარისობა, კანკალი, გულის მხარეს დაწოლისას ეგრევე ფრიალები და შხუილები, იზმენები, შფოთვა, არითმია, თითEბის დაბუჟება ფეხზე/ხელებზე, და რავი რა ჩამოთვლის. იმის თქმა მინდა, რომ გულზე და სუნთქვის მხრივ მაგრად დამირხია სიგარეტმა


ეგაა, შემიძლია ჩემი გამოცდილებით გითხრა. როგორც კი დავანებე თავი, სუნთქვა, გულის აჩქარება, არითმია, მოგვარდა.

გამოკვლევაც არ გაწყენს ისე, რაც ჩამოთვალე იმის გათვალისწინებით smile.gif

Posted by: Bridgeman 12 Jan 2017, 12:10
Lomes
ცხრა გამოკვლევა/ანალიზი ჩავიტარე. ორგანულად ყველაფერი წესრიგში გაქვს, არაფერი გჭირსო. რაღაც უცნაურ სახელიანი ნევროზიაო

Posted by: Lomes 12 Jan 2017, 12:36
Bridgeman

არ მოწიო, თუ გაძლებ. ნელ-ნელა დალაგდება yes.gif

Posted by: gramatikikina 12 Jan 2017, 14:44
[kitika]
სხვა რა შუაშია? :დ ყველამ იცის, რომ სიგარეტი მავნებელია და ვინც აქ შემოდის, ყველას დანებება უნდა. ამიტომ შენიშვნები მწეველობის გამო უადგილოა და შესაბამისად გამაღიზიანებელი.


Posted by: [kitika] 12 Jan 2017, 15:18
QUOTE
ამიტომ შენიშვნები

gramatikikina

ეს შენიშვნები არ არის ეს არის სიმართლე. მე უბრალოდ დავწერე ის რაც სიმართლეა და მეტი არაფერი. მე თქვენთვის შენიშვნა არ მომიცია. მე მაპატიეთ თუ ასე მიიღეთ.

Posted by: Bridgeman 12 Jan 2017, 17:07
[kitika]
QUOTE
(Человек человеку - волк)

а зомби зомби зомби ? givi.gif

--


ვაააახ ჯიგარეტი მინდა user.gif

Posted by: gramatikikina 12 Jan 2017, 23:15
[kitika]
QUOTE
მე მაპატიეთ თუ ასე მიიღეთ.

კიბატონო გაპატიებთ:დ
Bridgeman
დალიე ტაბექსი :დ ხვალ მივდივარ ენდოსთან და დავიწყებ მეც

Posted by: Attila 13 Jan 2017, 00:44
Lomes
QUOTE
ქალურ სიტყვას ვდებ-მეთქი რომ ვთქვა, რა აზრი აქვს )))))))

ქალი ხარ კაცოო? mad.gif
პ.ს არაა ძნელი მეც ეგრე მეგონა და 7 წლიანი ფილტვხრჩოლვის შემდეგ დავანებე. წარმატებები ))

Posted by: Bridgeman 13 Jan 2017, 09:08
gramatikikina
არ მინდა ტაბექსი, ისეც მშვენივრად ვუმკლავდები აგერ უკვე მე-6 დღეა.

--

პროსტა დანებება არ მინდა drug.gif givi.gif

Posted by: Lomes 13 Jan 2017, 09:51
Attila

QUOTE
ქალი ხარ კაცოო?


რატომ გაგიკვირდა? mad.gif

პ.ს 38 წელი ეწეოდა ჩემი ოჯახის წევრი (ბოლოს 2 კოლოფ წითელ მალბოროს biggrin.gif ) ერთ დღეს უთხრეს, რომ მოკვდებოდა თუ მოწევდა, გულის ოპერაციის საჭიროება დადგა. იმავე დღეს დაანება თავი. მაგალითისთვის კი მყავს, მაგრამ რად გინდა? )))

გუშინ შემომთავაზეს მეგობრებმა, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ხომ მოვწიე და .... გავიაზრე თუ არა, დავფიქრდი, გემო წარმოვიდგინე, არ მინდა-მეთქი rolleyes.gif

Posted by: Attila 13 Jan 2017, 10:20
Lomes
ელ სიგარეტით მოიტყუე უკვე თავი თუ ჯერ ვერ მოასწარი? spy.gif

Posted by: Lomes 13 Jan 2017, 10:27
Attila

QUOTE
ელ სიგარეტით მოიტყუე უკვე თავი თუ ჯერ ვერ მოასწარი?


არა, არ მხიბლავს მაიმუნობები.

Posted by: [kitika] 13 Jan 2017, 10:48
Bridgeman
QUOTE
kitika]
QUOTE
(Человек человеку - волк)

а зомби зомби зомби ?


Зомби к зомби - человек
biggrin.gif

Posted by: Bridgeman 13 Jan 2017, 14:39
რაღაც სტრანნი გრძნობაა.
საერთოდ არ მინდა სიგარეტი,
6 დღეა გასული, რაც არ მომიწევია

უბრალოდ მინდა რო მოვწიო .. boli.gif

Posted by: gramatikikina 13 Jan 2017, 15:01
Bridgeman
მე უკვე აღარ მინდა რომ ვეწეოდე და ვერ ვანებებ
17 წლიდან ვეწევი და მიყვარდა ეგ საქმე givi.gif
მაგრამ ბოლო დროა ავყროლდი და ისიც წარმომიდგენია, რომ არ მოვწევ რა უნდა ვაკეთო
აქამდე იმასაც ვერ ვგრძნობდი, ჩემი ოთახიდან რომ სუნი გამოდიოდა
თუ არ მაწუხებდა რა ვიცი ნორმალური მეგონა
სიგარეტი რომ ძვირდება ყოველკვირა ეგეც დამეხმარა ალბათ პროტესტის გრძნობის წარმოშობაში givi.gif
უკვე ვეღარ ვიტან მაღაზიის გამყოდველს, რომ მივალ და ღიმილით მეუბნება შენი სიგარეტი გააძვირდაა და მე მაინც ვყიდულობ

Posted by: Bridgeman 13 Jan 2017, 15:46
gramatikikina
QUOTE
რომ არ მოვწევ რა უნდა ვაკეთო

ამის მეც მეშინოდა, ვერ წარმომედგინა მთელი დღე სამსახურში უსიგარეტოდ რა გაძლებდა მარა კი გავიდა კვირა
ხო და ეხლა ვერ გამიგია რა მინდა givi.gif

Posted by: ვეგა 13 Jan 2017, 15:54
სიგარეტს რომ შევეშვი იმდენად მოთხოვნილება არ მქონდა როგორც ფსიქოლოგიური პრობლემები, გაღიზიანებული ვიყავი უზომოდ და ეს გრძელდებოდა თვეობით

ვინმეს ესე რთულად გადაგიტანიათ ან მსგავსი გქონიათ?

Posted by: Bridgeman 18 Jan 2017, 09:24
VAN-WEGA
დღეს მეთერთმეტე დღეა და პირიქით, რაც თავი დავანებე სიგარეტს, პირველივე დღიდან უფრო დავმშვიდდი, თAვისუფლად ვგრძნობ თავს და არანაირი გაღიზიანება, ცხოვრების მუღამზე ვარ მოსული givi.gif

Posted by: gramatikikina 18 Jan 2017, 14:14
დავიწყე ტაბექსი და 16 ღერზე ქვევით ვერ ჩამოვედი გუშინ
თან სახლშიც ვიყავი უსაქმურად და შეიძლება მაგის გამო
გუშინწინ მგონი ნაკლები მოვწიე არ დამითვლია
ძალით ვეწევი idea.gif

Posted by: ვეგა 18 Jan 2017, 14:31
gramatikikina


QUOTE
ძალით ვეწევი 

უნდა ისარგებლო მაგ მომენტით რო რაც შეიძლება ნაკლები დალიო ეგ შხამი, ანუ თუ მოგცა უკვე ეფექტი უნდა ისარგებლო და ნებისყოფა მაქსიმუმამდე მიახმარო, ანუ უფრო ნებისყოფის ხარჯზე გადაადგო ვიდრე მაგ ტაბლეტის, პრინციპში მაინც ნებისყოფის გარესე ვერ გამოვა ეგ საქმე და ჯობია მალევე მიახმარო, მე მასე ვქენი და ბოლო ლისტი არარ დამილევია თუ ბოლო ორი

Posted by: gramatikikina 18 Jan 2017, 14:50
VAN-WEGA
კი, მივხვდი. უბრალოდ ნებისყოფა ჩემთვის უცხო ხილია, არასდროს არ მქონია და ეხლა ვეცნობი :დ
მე მგონი დავანებებ თავს საბოლოო ჯამში

Posted by: ვეგა 18 Jan 2017, 14:58
gramatikikina
წარმატებები,

ერთხელ მაინც თუ დაანებებ და დადგები სიგარეტზე მაღლა მერე გაგიადვილდებახოლმე biggrin.gif biggrin.gif მე მეორეთ გადავაგდე

Posted by: Bridgeman 18 Jan 2017, 15:07
gramatikikina
ტატბექსს თუ სვავ 16 ღერზე ქვევით რა ძალით ვერ ჩამოხვედი? givi.gif
ალბათ დიდი სტაჟი გავს მოწევის..

Posted by: gramatikikina 18 Jan 2017, 16:21
VAN-WEGA
up.gif biggrin.gif
Bridgeman
lol.gif არ ვიცი, დეგენერატი ვარ 24 წელი, თუ მეტია, ვეწევი
სადღაც 20 წლის წინ მქონდა დანებების მცდელობები და იმის მერე აღარ

Posted by: Bridgeman 18 Jan 2017, 16:39
gramatikikina
QUOTE
24 წელი, თუ მეტია, ვეწევი

QUOTE
20 წლის წინ მქონდა დანებების მცდელობები

lol.gif lol.gif ცოტა ახლო-ახლო დაშორებებით რო გქონოდა მცდელობები ვერა? givi.gif

Posted by: gramatikikina 18 Jan 2017, 17:18
Bridgeman
ვერა, მაშინ ისეთები ვაკეთე, საერთოდ დავყარე ფარხმალი :დ
ეხლა ცოტა თავმოყვარეობაზე იმოქმედა სიგარეტის გაძვირებამ
მტრად აღვიქვამ გამყიდველს givi.gif

Posted by: [kitika] 19 Jan 2017, 20:18
სიგარეტი გაძვირდა და ტაბექსიც გაძვირდა. ჩვენმა ძვირფასმა საბაჟომ გადაწყვიტა რომ დღგ-თი დაბეგროს. მიუხედავად იმისა რომ რეგისტრირებული წამალია.

Posted by: Lasha244 22 Jan 2017, 19:23
აბა როგორაა საქმეები ხალხნო?
მეცხრამეტე დღეა რაც დავანებე თავი და
ყველგან სიგარეტი მელანდება biggrin.gif
გარშემო რომ ყველა ეწევა და ვხედავ მინდება ძაან
თან აი ორგანიზმი მთხოოვს cry.gif
ყველანაირად ვცდილობ შევიკავო თავი და
დაწყებული საქმე არ ჩავყარო წყალში...
მაგრამ ყველგან კევებით და კამფეტებით ხომ ვერ ვივლი biggrin.gif
თან თუ სვამ სიკვდილია პირდაპირ რა aba.gif

Lomes

QUOTE
ხან ვფიქრობ, დავიკიდო ყველაფერი და მოვწიო. დეპრესიულ ფონს ვქმნი, ძალით, რომ გავაპრავო, ეტყობა. მომაჭერით თავი  aba.gif


ახლა ვარ მასე...
მეფიქრება რა მაგარი იქნება ერთი ღერი გემრიელად მივსექსო მეთქი cry.gif lol.gif lol.gif

Posted by: Lomes 23 Jan 2017, 09:28
Lasha244

QUOTE
ახლა ვარ მასე...
მეფიქრება რა მაგარი იქნება ერთი ღერი გემრიელად მივსექსო მეთქი


თუ არ მოწევ კარგია და თუ მხოლოდ ერთი ღერი გაგაბედნიერებს, ცადე )))

Posted by: wish1234 23 Jan 2017, 09:35
2 თვე არ მქონდა მონაწევი ნაპასიც კი არ დამირტყამს 2 დღის წინ მთვრალმა კაი 5 ღერი ჩავუშვი boli.gif
არადა ეს 2 თვეა იმენა სულ მინდოდა აი მაგარს ვიბრძოდი რო არ მომეწია ხოდა მთვრალზე რო მოვწიე იმდენად აღარ გამისწორდა რა სულ სხვა გემო ქონდა ხოდა აღარ მომიწევია იმის მერე და აღარც მინდა უკვე რა
ზოგიჭირიმარგებელიასავითვიბაზრერაღაც up.gif

Posted by: Lasha244 23 Jan 2017, 12:54
Lomes

QUOTE
თუ არ მოწევ კარგია და თუ მხოლოდ ერთი ღერი გაგაბედნიერებს, ცადე )))


შენ დაანებე თუ დაიწყე ისევ? biggrin.gif

Posted by: Lomes 23 Jan 2017, 16:51
Lasha244

QUOTE
შენ დაანებე თუ დაიწყე ისევ?


დავანებე 3 თვეა და რამდენიმე ღერი მოვწიე, ამ წელს. წინა წელს არც ერთი

Posted by: Bridgeman 23 Jan 2017, 17:19
მე მოვწიე ნათლისღებას.. მე-11 დღე იყო.
იმის მერე .. ეჰ boli.gif

Posted by: Lasha244 23 Jan 2017, 17:55
Lomes

QUOTE
დავანებე 3 თვეა და რამდენიმე ღერი მოვწიე, ამ წელს. წინა წელს არც ერთი


აჰამ...
ბოლომდე მაინც ვერ თმობ,
ისეთი ლომკები მაქვს მტრისას biggrin.gif

Posted by: Lomes 23 Jan 2017, 18:02
Lasha244

QUOTE
ბოლომდე მაინც ვერ თმობ,
ისეთი ლომკები მაქვს მტრისა


დავგმე და დავთმე biggrin.gif

Posted by: zaza1993 24 Jan 2017, 20:07
მესამე დღეა არ მომიწევია. ექიმმა მითხრა შეიძლება ალერგია მოგცესო და გიჟს ვგავარ უკვე, რამდენი ხანი გავძლებ არ ვიცი cry.gif

Posted by: Lasha244 25 Jan 2017, 16:12
სიზმარშიც რომ სიგარეტს ხედავ ალბათ ესაა ტრაგედიაა biggrin.gif cry.gif

Posted by: ზღვისეული 26 Jan 2017, 01:52
Lomes
ჩემი ოჯახის წევრიც დიდხანს ეწეოდა და ძალიან ბევრს, მაგრამ რომ უთხრეს, შვილი არ გეყოლება, თუ არ შეეშვებიო, დაანება თავი მაშინვე. ასე რომ, ფორუმელებო, მხოლოდ ქალი არაა პასუხისმეგებელი მუცლად ყოფნის დროს, მანამდეც, მერეც ბავშვის ჯანმრთელობაზე.

გისურვებთ უსიგარეტო ცხოვრებას.. არ დანებდეთ!
ღირს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sham 26 Jan 2017, 09:58
წელიწადში რამოდენიმე მცდელობა მაქვს თავის განებების,

მაქს 2 კვირა არ ვეწევი და მერე ისევ ვიწყებ...

არა და მაგრად მიშლის ხელს ჯანმრთელობის პონტში...

ელექტრო სიგარეტი სისულელეა ხო ?

Posted by: Lasha244 26 Jan 2017, 15:01
sham

QUOTE
ელექტრო სიგარეტი სისულელეა ხო ?


მაგარი თანაც ))))

Posted by: Winterblade 26 Jan 2017, 16:03
რამდენჯემე რომ დაანებებ, მერე იოლად მიდის biggrin.gif
უკვე ერთი წელია არც მომიწევია და აღარც მომდომებია. სულ პირველად რომ გადავწყვიტე დანებება, იმიტომ გადავწყვიტე, რომ შევატყე დამოკიდებული ვხდებოდი და არ მომეწონა თავი უნებისყოფო ტიპის როლში. აი საზიზღარი ლომკები მქონდა რამდენიმე კვირა, სიგარეტის მეტზე ვერაფერზე ვფიქრობდი. მერე უცებ რაღაც გადამიტრიალდა და მივხვდი, რომ არ მესიმპათიურებოდა მწეველი ჩემი თავი. ორი წელი დანებებული მქონდა და მერე ისევ დავიწყე დეპრესიის ფონზე biggrin.gif მოკლედ ერთი დასკვნაა რა, თუ მართლა არ გინდა, ვერაფერსაც ვერ დაანებებ, მაგრამ ლომკების პერიოდს ერთხელ თუ გადალახავ, მეორედ აღარ გაგიჭირდება. biggrin.gif

Posted by: gramatikikina 30 Jan 2017, 01:20
მაგრად მშველი ტაბექსი
არ ვიცი იმედია კიბოს არ გამიჩენს lol.gif ეგეთი მოქმედი წამალი ჯერ არ მინახავს
ბოლო კოლოფი მესამე დღეა მაქვს და არ გამომიმჟღავნებია არანაირი სახის ნებისყოფა :დ
მეზარება მოწევა
ეხლა 1 ღერი მაქვს დარჩენილი და ახალი კოლოფი რომ არ მოვიმარაგე, ეგ ხომ ფანტასტიკაა და არც მამაჩემს ვართმევ ორ ღერს ძალიან წყნარად ვარ
თან დღეს არც ტაბექსი დამილევია
მგონი არც გუშინ idea.gif
Lasha244
QUOTE
მაგარი თანაც ))))

ყველაზე ძალიან მაგის დაჯერება არ უნდა ხალხსgivi.gif

Posted by: The13thFloor 30 Jan 2017, 18:30
QUOTE (sham @ 26 Jan 2017, 09:58 )
ელექტრო სიგარეტი სისულელეა ხო ?

ელექტროსიგარეტი ძალიან მაგარი რამეა
ნორმალური უნდა შეარჩიო ოღონდ

Posted by: Des 2 Feb 2017, 14:24
ვა 2 დღემდე იქნება არ მომიწევია საერთოდ და დილიდან მაგაზე ვფიქრობ უკვე, როგორ გაძელით sad.gif

Posted by: CarterPSP 4 Feb 2017, 03:01
როგორ დავანებო სიგარეტს თავი მითხარით რამე მეთოდებიარ იცით ეფექტური? ტაბექსზეც მითხარით რა ღირს რამდენი ტაბლეტი უნდა ვიყიდო რამდენი ხანი უნდა ვსვა და დღეში რამდენი? მადლობა წინასწარ

Posted by: Estrella 4 Feb 2017, 20:24
გამარჯობა :უნიკოტინობოლი:

ამ თემაში მიწერია უკვე, შევხსენდები - 2013 წლის 24 დეკემბერს დავანებე თავი. NO ლომკა, NO წონის მატება, NO ელ-სიგო, NO "ტაბექსი"
მცდელობები მანამდეც მქონდა, მაგრამ მხოლოდ ალენ კარის შემდეგ დავანებე ძალდატანების, წვალების გარეშე.

ახლა, 2017 წლის 2 და შემდეგ 7 იანვარს მოვწიე თითო-თითო ღერი. არ მომინდა მოწევა, უბრალოდ, შეგნებულად ავდექი და მოწიე, აკრძალვები არ მომწონს
ცხოვრებაში და ამის გამო თითქოს ეს აკრძალვა გავაქრე. პირველი ღერის შემდეგ ორი დღე ფილტვებში ნიკოტინის გემოს ვგრძნობდი. მეორე ღერის შემდეგ აღარ.

ამით რა მინდოდა მეთქვა. ჰო, სიგარეტი, სინამდვილეში, მავნე კი არა უაზრო ჩვევაა და ადამიანი, როგორც მწეველი, არ არსებობს.
კიდევ, თუ ადამიანს გულწრფელად სიამოვნებს მოწევა, არ ხდის დამოკიდებულს და არ უშლის ხელს - დაე, მოწიოს რამდენიც უნდა და ეს ცუდი ტონი
არ უნდა იყოს. საკითხავი ისაა, თუ არსებობს ასეთი რამ ბუნებაში, რომ მწეველი იყოს ბედნიერი და თავისუფალი, ის ხომ დამოკიდებულია სიგარეტზე?
ჩემი დანებების მოტივიც ეს იყო - არ მომწონს დამოკიდებულება რამეზე ან ვინმეზე. კიდევ ის, რომ ქალს განსაკუთრებულად აზიანებს და აუშნოვებს
სიგარეტი.

ხოლო, ახალ წლებზე იმ ორი ღერის მოწევით, რაღაცნაირად შევურიგდი ჩემს ძველ მეგობარს და უკვე აკრძალული კი არაა, კონტაქტი აღარ მაქვს უბრალოდ.
ნუ, მას შემდეგ ერთხელ კიდევ მომინდა. უკვე მომინდა, თუმცა იმ მომენტში არ მქონდა ის ერთი ღერი და ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება იმან
გადაწყვიტა ჩემი გზა, შეიძლება ცოტა ხანში მეოთხეც მომეწია და კვლავ იგივე ციკლი - მწეველობის და შემდეგ დანებების.

შეიძლება ვინმეს გამოგადგეთ ჩემი გამოცდილება. wink.gif

Posted by: [kitika] 4 Feb 2017, 22:46
QUOTE
ტაბექსზეც მითხარით რა ღირს რამდენი ტაბლეტი უნდა ვიყიდო რამდენი ხანი უნდა ვსვა და დღეში რამდენი?

CarterPSP
http://psponline.ge/index.php?option=com_virtuemart&page=shop.product_details&product_id=655&flypage=flypage.tpl&category_id=273&Itemid=54
მიღების წესი
გამოყენების წესი: ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის მიყოლებით.
დოზირება: მკურნალობა ტარდება შემდეგი სქემის მიხედვით:
- 1-3-ე დღე – 1 ტაბლეტი დღეში 6-ჯერ (2 საათში). ამ დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოწეული სიგარეტების რიცხვის თანდათან შემცირება. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება 2-3 თვეში შეიძლება. დამაკმაყოფილებელი ეფექტის დროს (სიგარეტების რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირება) მკურნალობის მე-3 დღის შემდეგ მკურნალობა სქემის მიხედვით გრძელდება;
- მე-4-12 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 2.5 საათში (5 ტაბლეტი დღეში);
- მე-13-16 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღეში);
- მე-17-20 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღეში);
- 21-25-ე დღე – 1-2 ტაბლეტი დღეში.

გაძვირდა კურსის გამოც და თან იბეგრება უკვე, ადრე 20 ლარი ღირდა.

Posted by: gramatikikina 5 Feb 2017, 19:11
[kitika]
მე არ დამჭირდა მაგდენის სმა
3-4 აბი მაქსიმუმ და ბევრი დღე საერთოდ გამოვტოვე
ნელ-ნელა ვამცირებ რაოდენობას, ოღონდ ნებისყოფის გარეშე :დ
ბოლო ორი კვირა ალბათ 7-8 ღერზე მეტი არ მომდომებია და ბოლო დღეები ბოლომდე ვერ ვეწევი ერთ ღერს
ესეთი უცნაური წამალი ჯერ არ მინახავს baby.gif

Posted by: [kitika] 5 Feb 2017, 21:37
gramatikikina
უცნაურში რას გულისხმობთ?

კურსი ბოლომდე უნდა ჩაამთავროთ იმისათვის რომ მოწევას თავი დაანებოთ. ეფექტი აქვს თუ არა თქვენზე მაგას 5 დღეში გაიგებთ, მაგრამ დალევა არ უნდა შეწყვიტოთ.

http://www.tabex.ru/#4
მალე საქართველოშიც ასეთი შეფუთვა იქნება და უფრო ადვილი იქნება დრეების გაკონტროლება. ზედ აწერია დღეების მიხედვით რამდენი და როგორ მიიღო ბლისტერს.

Posted by: gramatikikina 5 Feb 2017, 22:54
[kitika]
QUOTE
კურსი ბოლომდე უნდა ჩაამთავროთ იმისათვის რომ მოწევას თავი დაანებოთ. ეფექტი აქვს თუ არა თქვენზე მაგას 5 დღეში გაიგებთ, მაგრამ დალევა არ უნდა შეწყვიტოთ.

ხოდა მე იმას ვამბობ, რომ არ დამჭირდა მაგდენის სმა მეთქი
ისედაც მუშაობს

Posted by: kushman 6 Feb 2017, 13:57
დაილოცოსსსსსს ტაბექსი, ხალხნო მუშაობსსსსსს, ერთი კვირააა არ მომიწევია . ბოლომდე ვაგრძელებ კურსსს , ვგრძნობ როგორ ვმსუბუქდები. 38 ვარ და ბოლო 20 წელი მწეველი. 3 პაჩკაზე ავდიოდი დრეში.

დამელია ადრევეეეეეეე ეს დედა ნაქაჩი

Posted by: casper89 17 Feb 2017, 01:50
ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ 2 თვეა რაც დავანებე თავი, ვეწეოდი 13 წელი და არ ყოფილა დღე რომ ერთი დღეც ჩამეგდო. თავიდან ტაბექსი დამეხმარა მეც, ვიფიქრე შევამცირებ მოწევია ოდენბას თქო 2 კოლოფზე ვიყავი ბოლო 3 წელი ასული, და სისულელეა მე თუ მკითხავთ ნელნელა დანებება. რადგან თავს თავს იტანჯავთ, მუდამ სიგარეტზე ფიქრობ ისეც და ასეც. ერთი სიტყვით ნელნელა დანებება არ გამომივიდა ძააან დამტანჯა. ბოლოს უბრალოდ აღარ მოვწიე და ტაბექსიც დავიხმარე. მაგრად გამიჭირდა ასეც, ის რომ ყველგან სიგარეტი მელანდებოდა და მახსენდებოდა ამაზე აღარ ვსაუბრობ. მანქაში ჩაჯდომისას გადმოსცლილას მოძრაობისას ყავაზე ჭამაზე აი ვაფშე ყველგან რა, მარა ნელანელა ეს ფაქტორიც გაქრა, ეხლა 2 თვეა გასული რაც დავანებე, ხშირად მაიმც.მინდება მინდება კი არა უფრო სწორედ მახსენდება. რომ მკითხოთ სიგარწტის გემო მახსოვს თუ არა ვეტც გავიხსენებ. რამინდა ზუსტად არც ვიცი. უფრო ფსიქოლოგიურია, ასევე დამეხმარნენ მეგობრები ნათესავები თანამშრომლები იმით რომ დავანებე თავი თუ არა პირველივე წუთიდან ყველას ვუთხარი. ვინმე ნაცნობს ვნახულობდი თუ არა ყველას ვეუბნებოდი, როდესაც ყველაზე მეტად მოგინდებათ სიგარეტი მაშინ ფიქრობ იმაზე რომ ამდენ ხალხში როგორ უნდა თქვა ეხლა რომ სიგარეტმა გაჯობა, ან საკუთარ თავთან ფიქრობ იმაზე რომ რა გზა გამოიარწ რომ დაგენებებინა თავი, ასევე ძალიან მაგარია სპორტით დაკავება, ან სპორტ დარბაზში სიარული, მე ეს ძააან დამეხმარა ამ ბოლო დროს, საერთოდ დამავიწყა სიგარეტი, ხო კიდე დალევაზეც გითხრა თუ ფიქრობთ იმაზე რომ დალევის დროს უფრო მოგინდებათ ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო, პირიქით დალევის დროს მაგრად მკიდია, თან მგონია რომ უფრო მეტ სასმელსაც ვიტან, პახმელიაც თითქოს აღარ მაქვს და ასე შემდეგ, უცნაური ისაა რომ 13 წელი ვეწეოდი თანაც ძალიან აის ხველება და რაღაცა მასეთი რამე არასდროს ვიცოდი, დანებების მერეც რავი ჩვეილებრივად განვაგრძობ ცხოვრრბას, სადღაც 12 კილო მოვიმატე მინიმუმ სულ მშია biggrin.gif ამას ვერ ვშველი ვერაფერს იქნებ ამ მხრივ ვინმე დამეხმაროს, რა ვუშველო.მომატებულ წონას

Posted by: ilo_elo 17 Feb 2017, 12:26
ორთვენახევარია დავანებე, ნაპასის დარტყმა მინდება ხოლმე ხანდახან, ელექტრო სიგარეტი ვიყიდო ? რას ფიქრობთ

Posted by: lukage78 17 Feb 2017, 12:40
20 წელი აქტიური მწეველი ვარ. ერთხელ ვიყავი ძალიან გაციებული და სამი დღე ვერ ვეწეოდი მახსოვს ძალიან ამტკივდა კბილები მოვწიე თუ არა ყველფერმა გადამიარა. არადა ძალიან მინდა სიგარეტის თავის განებება. თქვენი რჩევა მინდა

Posted by: ინაველ 17 Feb 2017, 13:54
lukage78

შენი ორგანიზმია მიჩვეული ნიკოტინს და სხვა ნივთიერებებს. ამიტომ ნელნელა უნდა დაანებო თავი. ერთჯერადად არ გამოგივა ან თუ გამოგივა, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე.

თან 20 წელია ეწევი როგორც ამბობ და ამდენი ხნის მიჩვეულს, ნელნელა გადაჩვევა სჭირდება.

ნელნელა გადაჩვევაში ორი რამ იგულისხმება - უნდა გადააჩვიო შენი ორგანიზმი ნიკოტინზე დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შენი ფსიქიკა და ცხოვრების წესიც უნდა გარდაქმნა შესაბამისად. ამ ყველაფერს კი სჭირდება დრო. ფსიქიკის გადაჩვევას შეიძლება უფრო მეტი დროც კი დასჭირდეს, ვიდრე ორგანიზმის გადაჩვევას.

ამიტომ არანაირი ფორმულა სიგარეტის გადაგდების არ გამოგადგება. შენ თავად უნდა შეიმუშავო შენი ორგანიზმიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოწევის გადაგდების გეგმა და ამ გეგმას უნდა მიჰყვე. და ეს გეგმა უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა და შემცირება - ვიდრე არ მიხვალ სრულ ამოღებამდე.

პირველ რიგში უნდა გაიაზრო რომ ნამდვილად გინდა სიგარეტისთვის თავის დანებება და მზად ხარ რომ შენს ცხოვრებაში და აზროვნებაში ცვლილებები შეიტანო. უნდა გაიაზრო რომ მოწევისთვის თავის დანებება ცვლილებებს მოითხოვს შენს აზროვნებაში და ცხოვრების წესში. არ უნდა მიუდგე ამ საკითხს ერთიანი პრინციპით - ავუკრძალო ჩემ თავს მოწევა, მე საკმარისი ნებისყოფა მაქვს რომ ეს გადავიტანო და ა.შ. ეს არ მოქმედებს. პირიქით, უნდა გაიაზრო, რომ ნელნელა გადაგდება არის ერთადერთი რეალური საშუალება.

შემდეგ უნდა შეადგინო დანებების გეგმა. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელიც. ამას ზუსტად ვერავინ გეტყვის. შენ თავად უნდა განსაზღვრო როდის რა დოზით შეამცირო სიგარეტის დღიური რაოდენობა.

განსაზღვრე რამდენ ღერს ეწევი დღეში და დაიწყე ნელნელა შემცირება, ვიდრე სრულად არ ამოიღებ.

ვთქვათ დღეში ეწევი 10 ღერს. ადექი და შემაცირე რაოდენობა. ოღონდ ბრმად ნუ შეამცირებ და რადიკალურად ნუ შეამცირებ. დასაწყისისთვის ამოიღე 1 ღერი. ოღონდ ამასაც ბრმად ნუ ამოიღებ. განსაზღვრე როდის ეწევი ხოლმე. აუცილებლად დაუკავშირებ დღის რაღაც მონაკვეთებს. ჰოდა ადექი და ერთ-ერთი ასეთი მოწევა ამოიღე. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვან ღერს ნუ ამოიღებ. არამედ ამოიღე ის ღერი, რომელიც ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია. განსაზღვრე როდის არის აუცილებელი დღეში რომ სიგარეტი მოწიო - ყოველთვის ხომ ერთნაირად არ გინდა? ზოგჯერ ძალიან გინდა, ვთქვათ ჭამის შემდეგ და ზოგჯერ ნაკლებად. ადექი და დღიური 10 ღერიანი ნორმიდან ამოიღე 1 ღერი ამოიღე იმ მომენტიდან, როცა შედარებით ნაკლებად აუცილებელია სიგარეტის მოწევა შენთვის. მაგალითად, შუადღისას, როცა არაფერს აკეთებ და უბრალოდ უსაქმობის გამო ეწევი.

შემდეგ მიჰყევი ამ გეგმას იქამდე, სანამ ეს 9 ღერიანი გეგმა არ გაგიჯდება ისე, რომ თავს კომფორტულად იგრძნობ და 9 ღერზე მეტი აღარ დაგჭირდება დღეში.

როცა თავს მყარად იგრძნობ ამ გეგმაში და შენი ფსიქიკაც გადმოეწყობა ახალ რეალობაზე, შემდეგ ადექი და უკვე 2 ღერი ამოაგდე 9ღერიანი გეგმიდან. ესეც ასე, რაც შეიძლება ნაკლებად საჭირო მომენტები ამოიღე - ვთქვათ ღამე, ძილის წინ თუ ეწევი, ამოიღე. ან დილას, მშიერზე თუ ეწევი, ეს ღერი ამოიღე. შემდეგ ისევ შენარჩუნების ეტაპი გაიარე - ეს 7 ღერიანი გეგმა ბოლომდე გაითავისე.

და ამ პრინციპით განაგრძე ბოლომდე, სანამ არ ამოიღებ საერთოდ.

ასე ნელნელა გადაეჩვევა შენი ორგანიზმიც და ფსიქიკაც და ნელნელა დაანებებ თავს. ასეთი მეთოდით შენს ორგანიზმს ყველაზე ნაკლები ზიანი მიადგება და შენს ფსიქიკასაც ექნება დრო და შესაძლებლობა რომ ნელნელა და ნაკლებმტკივნეულად გადაეწყოს ახალ რეალობაზე და გადაეჩვიოს მოწევას.

წარმატებები.

Posted by: pleita 17 Feb 2017, 13:57
100 დღე შემისრულდა.დღეს bis.gif
ნეტავ გამაგებინა რა ძალა და ეშმაკი.მაწყებინებს ხოლმე მოწევას. ბოლო 6 წელია წელიწადში 2-3 თვეს ვეწევი, რატომ-რისთვის ვერ გავიგე.. rolleyes.gif

Posted by: BerG 17 Feb 2017, 15:27
ერთი თვეა დავანებე თავი მოწევას. ვფიქრობ წერტილი დავუსვი 28 წლიან სტაჟს.

ელექტრო სიგარეტის ხარჯზე მოვახერხე. ის "პრივიჩკა" რომ უნდა მოუკიდო და გააბოლო, მაინც არ მაძლევს მოსვენების საშუალებას და ამით ჩავანაცვლე. არც ისეა რომ ამაზე შევჯექი. არა. იმდენად უხერხული რამაა რომ ესეც მალე მოვიცილო მინდა.

ამასობაში დაიწყო რაღაც უხერხული გამოვლინებები: დილდილობით სისხლის გემო პირის ღრუში, ძალიან ამტკივდა თირკმელები, ადრე თუ 2-3 საათზე ვიძინებდი რამის, ახლა 12 საათამდე ვეღარ ვქაჩავ. sad.gif

სიგარეტი როგორც ასეთი საერტოდ არ მინდება. ვფიქრობ დავძლიე!

Posted by: beckett 17 Feb 2017, 17:25
QUOTE
100 დღე შემისრულდა.დღეს
ნეტავ გამაგებინა რა ძალა და ეშმაკი.მაწყებინებს ხოლმე მოწევას. ბოლო 6 წელია წელიწადში 2-3 თვეს ვეწევი, რატომ-რისთვის ვერ გავიგე..

თითქმის one in one ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკანასკნელი 4 წელი და წელიწადში 1-2 თვე smile.gif

Posted by: lukage78 17 Feb 2017, 18:38
QUOTE (ინაველ @ 17 Feb 2017, 13:54 )
lukage78

შენი ორგანიზმია მიჩვეული ნიკოტინს და სხვა ნივთიერებებს. ამიტომ ნელნელა უნდა დაანებო თავი. ერთჯერადად არ გამოგივა ან თუ გამოგივა, ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე.

თან 20 წელია ეწევი როგორც ამბობ და ამდენი ხნის მიჩვეულს, ნელნელა გადაჩვევა სჭირდება.

ნელნელა გადაჩვევაში ორი რამ იგულისხმება - უნდა გადააჩვიო შენი ორგანიზმი ნიკოტინზე დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შენი ფსიქიკა და ცხოვრების წესიც უნდა გარდაქმნა შესაბამისად. ამ ყველაფერს კი სჭირდება დრო. ფსიქიკის გადაჩვევას შეიძლება უფრო მეტი დროც კი დასჭირდეს, ვიდრე ორგანიზმის გადაჩვევას.

ამიტომ არანაირი ფორმულა სიგარეტის გადაგდების არ გამოგადგება. შენ თავად უნდა შეიმუშავო შენი ორგანიზმიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე მოწევის გადაგდების გეგმა და ამ გეგმას უნდა მიჰყვე. და ეს გეგმა უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა და შემცირება - ვიდრე არ მიხვალ სრულ ამოღებამდე.

პირველ რიგში უნდა გაიაზრო რომ ნამდვილად გინდა სიგარეტისთვის თავის დანებება და მზად ხარ რომ შენს ცხოვრებაში და აზროვნებაში ცვლილებები შეიტანო. უნდა გაიაზრო რომ მოწევისთვის თავის დანებება ცვლილებებს მოითხოვს შენს აზროვნებაში და ცხოვრების წესში. არ უნდა მიუდგე ამ საკითხს ერთიანი პრინციპით - ავუკრძალო ჩემ თავს მოწევა, მე საკმარისი ნებისყოფა მაქვს რომ ეს გადავიტანო და ა.შ. ეს არ მოქმედებს. პირიქით, უნდა გაიაზრო, რომ ნელნელა გადაგდება არის ერთადერთი რეალური საშუალება.

შემდეგ უნდა შეადგინო დანებების გეგმა. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელიც. ამას ზუსტად ვერავინ გეტყვის. შენ თავად უნდა განსაზღვრო როდის რა დოზით შეამცირო სიგარეტის დღიური რაოდენობა.

განსაზღვრე რამდენ ღერს ეწევი დღეში და დაიწყე ნელნელა შემცირება, ვიდრე სრულად არ ამოიღებ.

ვთქვათ დღეში ეწევი 10 ღერს. ადექი და შემაცირე რაოდენობა. ოღონდ ბრმად ნუ შეამცირებ და რადიკალურად ნუ შეამცირებ. დასაწყისისთვის ამოიღე 1 ღერი. ოღონდ ამასაც ბრმად ნუ ამოიღებ. განსაზღვრე როდის ეწევი ხოლმე. აუცილებლად დაუკავშირებ დღის რაღაც მონაკვეთებს. ჰოდა ადექი და ერთ-ერთი ასეთი მოწევა ამოიღე. ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვან ღერს ნუ ამოიღებ. არამედ ამოიღე ის ღერი, რომელიც ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანია. განსაზღვრე როდის არის აუცილებელი დღეში რომ სიგარეტი მოწიო - ყოველთვის ხომ ერთნაირად არ გინდა? ზოგჯერ ძალიან გინდა, ვთქვათ ჭამის შემდეგ და ზოგჯერ ნაკლებად. ადექი და დღიური 10 ღერიანი ნორმიდან ამოიღე 1 ღერი ამოიღე იმ მომენტიდან, როცა შედარებით ნაკლებად აუცილებელია სიგარეტის მოწევა შენთვის. მაგალითად, შუადღისას, როცა არაფერს აკეთებ და უბრალოდ უსაქმობის გამო ეწევი.

შემდეგ მიჰყევი ამ გეგმას იქამდე, სანამ ეს 9 ღერიანი გეგმა არ გაგიჯდება ისე, რომ თავს კომფორტულად იგრძნობ და 9 ღერზე მეტი აღარ დაგჭირდება დღეში.

როცა თავს მყარად იგრძნობ ამ გეგმაში და შენი ფსიქიკაც გადმოეწყობა ახალ რეალობაზე, შემდეგ ადექი და უკვე 2 ღერი ამოაგდე 9ღერიანი გეგმიდან. ესეც ასე, რაც შეიძლება ნაკლებად საჭირო მომენტები ამოიღე - ვთქვათ ღამე, ძილის წინ თუ ეწევი, ამოიღე. ან დილას, მშიერზე თუ ეწევი, ეს ღერი ამოიღე. შემდეგ ისევ შენარჩუნების ეტაპი გაიარე - ეს 7 ღერიანი გეგმა ბოლომდე გაითავისე.

და ამ პრინციპით განაგრძე ბოლომდე, სანამ არ ამოიღებ საერთოდ.

ასე ნელნელა გადაეჩვევა შენი ორგანიზმიც და ფსიქიკაც და ნელნელა დაანებებ თავს. ასეთი მეთოდით შენს ორგანიზმს ყველაზე ნაკლები ზიანი მიადგება და შენს ფსიქიკასაც ექნება დრო და შესაძლებლობა რომ ნელნელა და ნაკლებმტკივნეულად გადაეწყოს ახალ რეალობაზე და გადაეჩვიოს მოწევას.

წარმატებები.

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის.

Posted by: zaza1993 19 Feb 2017, 18:22
ვინმესთვის სიგარეტს ალერგია მოუცია?

Posted by: kenj22 26 Feb 2017, 05:43
7 წელი ვეწეოდი მაგრათ შემაწუხა დამაბერა რაასაც ქვია ახალგააზრდობაში, ყველაფერი მეზარებოდა საღამოს რო მოხვალ სახლში და ტელევიზორთან წამოწვები მოხუცი კაცივით მასე ვიყავი, თითქოს ძაან ადრე დავბერდი biggrin.gif ნუ სხვა უარყოფით თვისებებზე აღარ გავაგრძელებ, დაახლოებით 10 ჯერ მქოდნა დანებებული 4 -4 დღით, მოკლედ გადავწვყიტე სერიოზულათ თავის დანებება ფსიქოლოგიურათ ვიყავი მზად 100 % ით და დავანებე, მაგრათ გამიჭირდა თAვიდან ყველაზე მეტად რაც მოქმედებდა ეს იყო რო 2 თვის მერეც მინდებოდა, რამეზე თუ ავიშლებოდი მაგრათ მინდებოდა მარა არ მომიწევია საერთოდ. 7 თვე გავიდა უკვე რაც არ გავკარებივარ რასაც ქვია ენერგია მომემატა ცხოვრების მუღამზე მოვედი საერთოდ ახლა დღე ისე გადის რო არ მახსენდება შესაბამისათ არავითარი მოთხოვნილებაც აღარ მაქ, ყნოსვა დამიბრუნდა, თურმე ქალაქი ყარს და არ ვიცოდი biggrin.gif სიგარეტით რო ვხედავ ხალხს კმაყოფილება მიჩნდება ჩემი თავის მიმართ რო ამ ნაგავს მოვშორდი, ზემოდან ვუყურებ მწეველ ხალხს biggrin.gif

ყველაზე მთავარი მაინც ფსიქოლოგიური მომენტია რა თუ გინდა დანებება შინაგათ უნდა იყო მზად და ერთ ღერს მოვწევ მერე რა მოხდა და ასე შემდეგ თავის მოტყუება იქნება, წარმატეტები ყველას alk.gif

Posted by: [kitika] 25 Mar 2017, 16:12
მოგესალმებით ყველას!

ვისარგებლებ ამ თემით და გთხოვთ შემივსოთ გამოკითხვა, ნუ დაგეზარებათ თქვენ მაქსიმუმ 5 წუთს წაგარტმევთ, მე კი ძალიან დამეხმარება. smile.gif

https://goo.gl/forms/ailF88W0kAEADEzX2

Posted by: lisbeth 25 Mar 2017, 16:40
პირველი თებერვლიდან აღარ ვეწევი ,მომილოცეთ
მქონდა თავის ტკივილები,ღრძილების და კბილების ტკივილები,ხველა
საშინელ ხასიათზე ვიყავი,ვიყავი გაღიზიანებული,არც მეგონა თუ ეს ყველაფერი მექნებოდა ,ერთი კოლოფი სამი დღე მყოფნიდა,ცოტას ვეწეოდი
აქამდე ათასჯერ ვცადე დანებება,გადავაგდებდი კოლოფს,ვიტყოდი მორჩა აღარ მოვწევ,მერე რაღაცაზე ვინერვიულებდი და ვიწყებდი
თებერვლის დასაწყისში ბავშვისგან გადამედო ვირუსი,ძალიან ცუდად ვიყავი და გადავწყვიტე ისე მეცადა,სიგარეტი არ გადავაგდე შევინახე
და გამოვიდა,ბერჯერ მომინდა მაგრამ არ მოვწიე bis.gif მიხარია მაგრად
უი ხო +1 კილო ვარ
ყველაფერს გემო მიეცა და ყველაფერი ათჯერ უფრო გემრიელია.

Posted by: datoo 28 Mar 2017, 12:07
lisbeth

გილოცავ ყოველი ესეთი წარმატებული ისტორია უფრო ძალას მმატებს
....................................................
15 წელი ვეწეოდი 12 წლიდან
ბოლო 3-4 წელი დღეში 2 კოლიფიც ხშირად აღარ მყოფნიდა

დღეს 16 დღე მაქ სუნი გემო სუნთქვა ყველაფერი გამიუმჯობესდა და მგონი მეოთხე თუ მეხუთე კლასის შემდეგ პირველად ვისაუზმე

+ 5 კგ თითქმის :დდ

ჩვეულებრივი კომბაინი გავხდი 24/7 ვჭამ


Posted by: lisbeth 29 Mar 2017, 09:52
QUOTE
გილოცავ

მადლობა დიდი,მაგრად მიხარია
QUOTE
15 წელი ვეწეოდი

იგივე სტაჟი მაქვს ,15 წელი


QUOTE
დღეს 16 დღე

გილოცავ შენც
up.gif

Posted by: kamechistavi 2 Apr 2017, 14:58
მოგესალმებით სიგარეტის
თავის დანებება მინდა იქნებ მირჩიოთ რამე წამალი თუ არსებობს ან ეს ელექტრო სიგარეტები არი მავნებელი ჯანმრთელობისთვის რომ გადავაგდო სიარეტი და ეს ელექტრო მინდა მოვსინჯო

Posted by: Tornike Alashvili 3 Apr 2017, 00:14
QUOTE (zaza1993 @ 19 Feb 2017, 18:22 )
ვინმესთვის სიგარეტს ალერგია მოუცია?

რა ფორმითაა ალერგია? .

Posted by: sham 3 Apr 2017, 15:21
დღე პირველიიიიიიიიიიიიიიიიი !!!!!!!!!

biggrin.gif

თავს ვგრძნობ მშვენივრად ..........

Posted by: Miria 3 Apr 2017, 22:03
ერთმა ნაცნობმა მითხრა - ტაბექსის ტაბლეტებმა მიშველაო.
რა დოზებიც ეწერაო ისე დავლიე და 17 ტაბლეტმა მიშველაო.
აღარ მაქვს ნდომაო.

გიცდიათ?

Posted by: zaza1993 3 Apr 2017, 23:00
Tornike Alashvili
მადლობა გამოხმაურებისათვის. ჭინჭრის ციება, უკვე მესამე თვეა. ექიმებმაც ვერაფერი მმიშველეს, დიეტაზეც ვარ მაგრამ მე მაინც სიგარეტს ვაბრალებ

Posted by: davit_arsenal 3 Apr 2017, 23:10
დაანებეთ დაანებეთ ხალხო biggrin.gif წარმატებები )))
5 წელი ვეწეოდი და აგერ უკვე სადღაც წელიწადი და 6 თვეა სიგარეტის გარეშე ვარ.

Posted by: GrigolS 4 Apr 2017, 11:48
Estrella
QUOTE
ამით რა მინდოდა მეთქვა. ჰო, სიგარეტი, სინამდვილეში, მავნე კი არა უაზრო ჩვევაა და ადამიანი, როგორც მწეველი, არ არსებობს.
კიდევ, თუ ადამიანს გულწრფელად სიამოვნებს მოწევა, არ ხდის დამოკიდებულს და არ უშლის ხელს - დაე, მოწიოს რამდენიც უნდა და ეს ცუდი ტონი
არ უნდა იყოს. საკითხავი ისაა, თუ არსებობს ასეთი რამ ბუნებაში, რომ მწეველი იყოს ბედნიერი და თავისუფალი, ის ხომ დამოკიდებულია სიგარეტზე?
ჩემი დანებების მოტივიც ეს იყო - არ მომწონს დამოკიდებულება რამეზე ან ვინმეზე. კიდევ ის, რომ ქალს განსაკუთრებულად აზიანებს და აუშნოვებს
სიგარეტი.

საერთოდ არ მაქვს არანაირი დამოკიდებულება. როცა მინდა ვეწევი, როცა არ მინდა - არ ვეწევი. შაბათს და კვირას არ ვეწევი საერთოდ. კვირის დღეებში - უბრალოდ კომპიუტერიდან რომ ავდგე და გავიარო სიგარეტი მშვენიერი იდეაა და ვეწევი. 1 კოლოფი მყოფნის მთელი კვირა, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.

მე თU მკითხავ დამოკიდებულებაზე მეტად უბრალოდ ჩვევაა. საათი არ გაგფუჭებიათ? რამდენი ხანი დაგჭირდათ რომ მარცხენა/მარჯვენა ხელზე 30 წუთში ერთხელ არ დაგეხედათ smile.gif)

PS ამ რეჟიმზე გადავედი დაახლოებით 3 წლის წინ. მანამდე ვეწეოდი დაახლოებით 10 წელი. დანებებამდე ბოლო 3-4 თვე სტაბილურად ვყიდულობდი დღეში 3 კოლოფს. უბრალოდ მერე ძალიან მომბეზრდა დილით ის საშინელი გემო და აუტანელი სუნი ტანსაცმელზე, ამიტომ გადავწყვიტე დანებება და 1 წელი საერთოდ არ მომიწევია. ამის მერე გადავედი ამ რეჯიმზე რაზეც ახლა ვარ. ახლა ვაპირებ ელექტრო სიგარეტის ყიდვას - მოვსინჯე უნიკოტინო სითხეებზე სქელ ბოლიანი ვერსიები და ძალიან გამისწორდა. სიგარეტს ნამდვილად ჯობია, თან ღერის მერე რაღაც "პრივკუსი" არ გაქვს და არ ყროლავ smile.gif, სამაგიეროდ ბოლს მაინც უშვებ givi.gif

Posted by: sham 4 Apr 2017, 16:34
დღე მეორე....

ასე მარტივად ცხოვრებაში არ დამინებებია biggrin.gif

სულ ღლეზეც მკიდია სიგარეტი,

იმედია 1 თვე მაინც მექნება მსგავსი განწყობა.

Posted by: Estrella 4 Apr 2017, 17:35
GrigolS
მგონი, მეც შენს გზას ვიზიარებ ნელ-ნელა. ვეწეოდი. დავანებე სამი წელზე მეტი, არც კი მიფიქრია ან მომნდომებია მოწევა.
აი, ამ წელს კი, ე.ი. 2017-ში ერთი 4-5 ღერი მოვწიე შეგნებულად. პირველი სამი ნაფაზი სასიამოვნოა, ბოლოებზე უკვე ვიბოლები და შემდეგ სუნი მაწუხებს 2-3 დღე.
მაგრამ იცი რა არის? ჩემთვის ეს რამდენიმე ნაფაზი რაღაცნაირი საგზურივითაა იმ ადგილებში და განზომილბებეში, სადაც მე ვეწეოდი და იქ ძალიან ბევრი რამ დამრჩა,
რომელიც დამავიწყდა. რაღაცნაირად ცნობიერების მოგზაურობას ვახდენ ამ პროცესში და ეს მსიამოვნებს. გარდა ამისა, სიგარეტის მოწევის პროცესი საკმაოდ მიმზიდველია.
იმედია, ისევ მწეველი არ გავხდები. მხოლოდ განსაკუთრებულ კომპანიონთან ერთად მოვწევ სადმე მშვიდ გარემოში ან მხოლოდ მარტო, როდესაც "თრიფი" მომინდება.
მეცინება ახლა ამას რომ ვწერ, რაის თრიფი და განზომილებები, მაგრამ რეალობა ესაა, მართლა გადავდვიარ ხოლმე საკუთარი დროის სხვა და სხვა მონაკვეთებში. smile.gif


QUOTE
სამაგიეროდ ბოლს მაინც უშვებ

givi.gif up.gif
ელექტროს არ აქვს ის ეშხი, რაც ნაღდს. ისაა კარგი, კანზე რომ გრძნობ და რომ იწვება ნელ-ნელა. ნუ, ბოლის გამოსაშვებად კარგია, კი. tongue.gif

უსიგარეტოდ გაძლებ? ისე, მაინც ფრთხილად იყავი, შეიძლება ისევ დაბრუნდე იქ, სადაც 3 კოლოფი გჭირდებოდა. ნუ, ჩემი ვარაუდით.



sham
QUOTE
ასე მარტივად ცხოვრებაში არ დამინებებია

givi.gif
მარკ ტვენი. smile.gif

Posted by: GrigolS 4 Apr 2017, 18:00
Estrella
რავი, ჯერ ვუძლებ. ამ კვირაში გადავალ ელექტროზე. რამდენჯერმე ვცადე და ძალიან ვიკაიფე. უბრალოდ სიგარეტი იმდენად აღარ მსიამოვნებს, თან ოჯახში ყველა წუხდება და 16 წლის ბავშვივით ფრთხილად მოწევა რომ სუნი არ ამივიდეს ძალიან მომბეზრდა smile.gif

უსიგარეტოდ გაძლება არ უნდა გამიჭირდეს. თან რომ გამიჭირდეს რაა რო? მივალ მაღაზიაში და ვიყიდი biggrin.gif

Posted by: nia4u 4 Apr 2017, 20:01
GrigolS
QUOTE
უსიგარეტოდ გაძლება არ უნდა გამიჭირდეს. თან რომ გამიჭირდეს რაა რო? მივალ მაღაზიაში და ვიყიდი

აი, ამ აზრმა, რომ როცა მინდა, მაშინ მოვწევ და ხელს ვერაფერი შემიშლის, დამანებებინა თავი,
თუმცა უკვე მეოთხე წელია და დღემდე მაგით ვინუგეშებ თავს, რომ როცა მინდა მოვწევ biggrin.gif facepalm.gif
ისე, როგორ ვთქვა და დღემდე მენატრება... sad.gif
kamechistavi
QUOTE
ეს ელექტრო სიგარეტები არი მავნებელი ჯანმრთელობისთვის რომ გადავაგდო სიარეტი და ეს ელექტრო მინდა მოვსინჯო

მე არ გირჩევდი, ბოლომდე მაგის შედეგები გამოკვლეული არ არის
და ეგეც იწვევს შეჩვევას,
და რომელი ჩვევა შეგაწუხებს, სიგარეტი, ელექტრო თუ ყავის სმა ან შაქრის ჭამა - რა მნიშვნელობა აქვს?!

Posted by: natia_natia9 4 Apr 2017, 20:06
ეჰ... ერთიანად გადავაგდებ-მეთქი ვიფიქრე მარა ვერა. დღეში 3-5 ღერს მაინც ვეწევი.

მეზიზღება ჩემი თავი sad.gif

Posted by: eddie153 5 Apr 2017, 01:13
ორი სამი დღე შემიძლია არ მოვწიო მაგრამ ვინმე როგორც კი გამიბოლებს ახლომახლო, რომ შევხედავ ეწევა და სუნიც მცემს იქ მერხევა sad.gif



natia_natia9
მთავარია 5 6 ღერიდან ერთ კოლოფამდე არ ახვიდე ნელნელა

sham
ერთი კვირის შემდეგ იწყება ყველაზე რთული პერიოდი, სუფთა ფსიქოლოგიური ბრძოლა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება

Posted by: Estrella 5 Apr 2017, 07:44
GrigolS
QUOTE
უსიგარეტოდ გაძლება არ უნდა გამიჭირდეს. თან რომ გამიჭირდეს რაა რო? მივალ მაღაზიაში და ვიყიდი

givi.gif user.gif
მშვენიერი მიდგომაა. არასდროს მომიწევია ელექტრო. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. გავსინჯავ ერთხელ.
ჰო, არამწეველები მწვავედ რეაგირებენ მწეველებზე. ჩემთანაც არ ეწევიან და სამი წლის შემდეგ რომ სიგარეტი გავაბოლე,
დედაჩემი დაშოკილი იყო, თვალები ფიზიკურად გადაუვიდა კეფაზე, განა ფიგრუალურად.

ამ ორი ღერის მოწევას დაემთხვა ჩემი გაციება, თან "ბრეიქინგ ბედის" ყურება დავიწყე და წარმოვიდგენ,
რომ კაი მწეველი ანზორა ვარ და იმის გამო მახველებს, თან ფილტვის კიბოიან ვოლტერთან სინქრონში. (ვინც იცის სერიალი, მიხვდება.)




nia4u
შენც ადექი და ერთ მშვენიერ საღამოს მოკალათდი სადმე და გემრიელად მოწიე ერთი ღერი, აღმოჩნდება, რომ როდესაც გინდა ეწევი და აღარ მოგენატრება.




natia_natia9
QUOTE
მეზიზღება ჩემი თავი

მასე ნუ იტყვი, ადვილი ხომ არაა, ზოგი მთელი ცხოვრება ებრძვის. (ნუ ჩემთვის ძაან ადვილი იყო, სიამოვნებასაც კი ვიღებდი ამ პროცესით, ეგრე დავიმუშავე თავი.)

Posted by: sham 5 Apr 2017, 10:06
eddie153
QUOTE
ერთი კვირის შემდეგ იწყება ყველაზე რთული პერიოდი, სუფთა ფსიქოლოგიური ბრძოლა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება


კი გეთანხმები....

დავიწყე გუშინ სირბილი, დამეხმარება უეჭველი დანებებაში ... yes.gif

Posted by: datoo 13 Apr 2017, 12:56
დღეს 1თვე შემისრულდა bis.gif

ბოლო 1 კვირაა ზოგჯერ დღე ისე გადის არც მახსენდება სიგარეტი კი არა საერთოდ არ მახსოვს ოდესმე თუ ვეწეოდი
მაგრამ პატარ პატარა craving ები მაინც მაქვს იშვიათად

+7 კგ

Posted by: Tiperson 14 Apr 2017, 00:11
QUOTE (pleita @ 17 Feb 2017, 13:57 )
100 დღე შემისრულდა.დღეს bis.gif
ნეტავ გამაგებინა რა ძალა და ეშმაკი.მაწყებინებს ხოლმე მოწევას. ბოლო 6 წელია წელიწადში 2-3 თვეს ვეწევი, რატომ-რისთვის ვერ გავიგე.. rolleyes.gif

ზუსტად აღარ მახსოვს 4-5 ჯერ მაინც მექნება დანებებული ოღონდ ვანებებ ხოლმე რამდენიმე წლით ყოველი დანებების მერე როცა ვიწყებ ისევ ჯანმრთელობაზე უფრო და უფრო ცუდად ისახება მაგალითად ბოლოს დავანაბე იმიტომ რო ღამე ძალიან ვოფლიანდებოდი და ვიხრჩობოდი ისე ვახველებდი ძილში რამდენჯერმე გამაღვიძეს ლოგინი სველი იყო ოფლისგან და ყოველი მომდევნო დანებება უფრო მიჭირს ხოლმე ეს ყველაფერი ასაკის ბრალია თუ იმუნიტეტი დასუსტდა ამდენი დანებება მოწევით

ეხლა ვაპირებ ევროპაში მოგზაურობას და 2-3 თვით მინდა მოვწიო სიგარეტი , მაინტერესებს რაიმე მეთოდი თუ არსებობს ისეთი ნაკლებად საზიანო რო იყოს მოწევა , შენი ორგანიზმი როგორ იტანს ამ წელიწადში 2-3 თვიან მოწევის კურსებს , არ გიჭირს დანებება ? ჯანმრთელობაზე როგორ ისახება ?

Posted by: casper89 14 Apr 2017, 02:09
4 თვეა დავანებე თავი, ხანდახან ძალიან მინდება ხოლმე. და ჩილიმი რომ მოვწიო, თუ იცით რამე ლომკას ხო არ გამიჩენს სიგარეტის ან რამე ასეთი?

Posted by: მილანელი 14 Apr 2017, 03:02
7 წელი ვეწეოდი.

თვეზე მეტია უკვე არ მომიწევია. ელექტროთი გადავაგდე და უკვე ერთი კვირაა ელექტროც გადავაგდე smile.gif

თავიდან 0.3 ნიკოტინიანი სითხეებით დავიწყე, პირველი ორი კვირა და შემდეგ უნიკოტინოზე გადავედი. ეს ტაბექსი არ ვიცი რა ღირს, მაგრამ სითხეებში საკაიფოდ ვყარე ფული, ნუ ელექტროშიც 300 ლარამდე გადავიხადე. მოკლედ სადღაც 500 ლარამდე დამიჯდა სიგარეტის გადაგდება. ძაან იშვიათად თუ მომინდება ხოლმე დღის განმავლობაში, მაგრამ უმნიშვნელო შეტევებია და ვუმკლავდები. თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ აღარ მოვწევ სიგარეტს.

მოკლედ ერთი + ელექტროს ჩემგან, უბრალოდ ჯობს კარგი იყიდოთ თავიდანვე, 150 ვატამდე მაინც რომ ქონდეს რესურსი, რომ კარგად ისიამოვნოთ და დაგავიწყდეთ სიგარეტი.

სითხეებსაც მნიშვნელობა აქვს. თავიდან გრანდ რეზერვის ჰავანა ბიჩი ავიღე, თამბაქოს არომატიც ქონდა და ძაან დამეხმარა ეგ, რომ უმტკივნეულოდ გადავსულიყავი ელექტროზე.

წარმატებები ყველას!

Posted by: pleita 15 Apr 2017, 10:12
QUOTE (Tiperson @ 14 Apr 2017, 00:11 )
QUOTE (pleita @ 17 Feb 2017, 13:57 )
100 დღე შემისრულდა.დღეს bis.gif
ნეტავ გამაგებინა რა ძალა და ეშმაკი.მაწყებინებს ხოლმე მოწევას. ბოლო 6 წელია წელიწადში 2-3 თვეს ვეწევი, რატომ-რისთვის ვერ გავიგე.. rolleyes.gif

ზუსტად აღარ მახსოვს 4-5 ჯერ მაინც მექნება დანებებული ოღონდ ვანებებ ხოლმე რამდენიმე წლით ყოველი დანებების მერე როცა ვიწყებ ისევ ჯანმრთელობაზე უფრო და უფრო ცუდად ისახება მაგალითად ბოლოს დავანაბე იმიტომ რო ღამე ძალიან ვოფლიანდებოდი და ვიხრჩობოდი ისე ვახველებდი ძილში რამდენჯერმე გამაღვიძეს ლოგინი სველი იყო ოფლისგან და ყოველი მომდევნო დანებება უფრო მიჭირს ხოლმე ეს ყველაფერი ასაკის ბრალია თუ იმუნიტეტი დასუსტდა ამდენი დანებება მოწევით

ეხლა ვაპირებ ევროპაში მოგზაურობას და 2-3 თვით მინდა მოვწიო სიგარეტი , მაინტერესებს რაიმე მეთოდი თუ არსებობს ისეთი ნაკლებად საზიანო რო იყოს მოწევა , შენი ორგანიზმი როგორ იტანს ამ წელიწადში 2-3 თვიან მოწევის კურსებს , არ გიჭირს დანებება ? ჯანმრთელობაზე როგორ ისახება ?

მეც ზუსტად მასე, ყოველ დაწყებაზე უარესად მოქმედებს , კანი საშინელ დღეში, ხმა, დილას პირში ნადები (ფუჰ) , თავის ტკივილები ცალკე თემაა (სისხლძაღვების შევიწროვება მაქვს და ყოველ ღერზე საშIნლად მტკივდება თავი)
და გაცილებით მეტს ვეწევი ვიდრე პერმანენტული მწეველობის დროს rolleyes.gif
ვინაზღაურებ ალბათ დანაკლისს biggrin.gif
მოკლედ, არა, არ არსებობს მოწევა ზიანის გარეშე! biggrin.gif
ასაკიც თავისას შვება ალბათ, biggrin.gif
ერთი, სულ პატარა დადებითი თვისება მაინც ჰქონდეს ამ ოხერს mad.gif





Posted by: iMaximuSi 17 Apr 2017, 02:08
მეხუთე თვეა დაიწყება მალე რაც დავანებე და გამოვხატავ ჩემს აზრს

QUOTE
ერთი კვირის შემდეგ იწყება ყველაზე რთული პერიოდი, სუფთა ფსიქოლოგიური ბრძოლა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება

სისულელეა მიუხედავად იმისა რომ მანამდე მეც ასე ვფიქრობდი და აქაც მექნება დანაწერი მსგავსი რეჩები


სინამდვიელში არ არსებობს ე.წ "ლომკა". ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ ამ მოთხოვნილებას. თუ ფსიქოლოგიურად მზად ხარ გადააგდო, არანაირი ფიზიკური მოთხოვნილება არ გჭამს(ნუ ერთი გამონაკლისი რომ კბილებზე ცუდად მოქმედებს უცებ დანებება smile.gif ) და პირიქით რარაც დოზით კაიფიც მოაქვს იმ გრძონაბს რომ ყოველ დრე უფრო უკეთესად სუნთქავ და უფრო ნაკლებად ხარ რაღაცაზე დამოკიდებული. თუ არ გვაქვს გაცნობიერებული რატო ვაგდებთ, რატო არ გვინდა მოვწიოთ, თუ საკმარისი მიზეზი არააქვს ტვინს ამისთვის, მერე იწყება პანიკური შიში რა ვქნათ უსიგარეტოთ, რაც იწვევს მერე იმ ვითომ ცუდად ყოფნას და "ფსიქოლოგიურ ბრძოლას". ანუ ემი აზრით დანებებამდე უნდა გააანალიზოს ტვინმა ყველაფერი და მერე მარტივად გადალახავს.


ჩემს შემთხვევაში გაცნობიერებული მქონდა და ფიზიკურად ცუდად არ მიგვრძვნია თავი, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მახსენდებოდა მაგრამ სხვა დეტალებზე გადამქონდა ყურადღება.

ჰო კიდე, "ნელნელა შევამცირებ", "დღეს მოვწევ და ორშაბათიდან აღარ ვიყიდი" ეს მიდგომები თავის მოტყუებაა, მე მაგიდაზე მიდევს დღესაც ნახევარი კოლოფი დარჩენილი და პრინციპულად არ ვეკარები. ესეც ფსიქოლოგიურ მომენტია ჩემი აზრით, არ უნდა ჩაინერგო ის აზრი რომ სიგარეტს რო ხედავ მოწევა გინდება, სხვებს რო უყურებ ვერ იკავებ თავს და ა.შ. ზუსტად ამის გამო აგრძელებენ პირველივე ბოთლ ლუდზე მოწევას

Posted by: IKIN 17 Apr 2017, 02:37
15 წლის უწყვეტი სტაჟი.. მინიმუმ კოლოფი დღეში.. 2 წელია დავანებე და დავისვენე bis.gif

Posted by: david572 9 May 2017, 16:40
შესაძლებელია თუ არა, რომ მოწევა დაიწყო და ყელი აგტკივდეს ამის გამო?

Posted by: Miria 10 May 2017, 03:38
david572
შეეშვი - სანამ დროა
smile.gif
.................................

Posted by: folmec 10 May 2017, 20:06
მოტივაცია უდა გქონდეს თორე ძალიან ძნელია

Posted by: vatexa2020 11 May 2017, 23:43
ხალხო მირჩიეთ რამე 1 თვე და დღეები იქნება რაც მოწევას დავანებე თავი და ხველება მკლაავს ნადები ამოდის ცოტ ცოტა კიდე და რით დავაღწიო თავი ? ძალიან მაწუხებს ეს ხველება თან .
* * *
დეპრესია სტრესი 1 თვიდან იწყება და ძალიან რთულია ეხლა უფრო მიჭირს ვიდრე დასაწყისში რომ დავანებე .

Posted by: datoo 13 May 2017, 22:11
vatexa2020

2 თვე შემისრულდა დღეს და ხველება აბსოლიტურად გამიქრა ...

დაელოდე გადაგივლის ძალიან მალე წესით ...

QUOTE
დეპრესია სტრესი 1 თვიდან იწყება და ძალიან რთულია ეხლა უფრო მიჭირს ვიდრე დასაწყისში რომ დავანებე .

იდეაში მგონი პირიქით უნდა იყოს ჩემთვის საწყისი 10 დღე მართლა კოშმარი იყო

....................

2 თვე + 11 კგ

ა ჰო არ შეგეშინდეთ ინდივიდუალურია წონის ამბავი ...
ანუ მე მინდოდა მომატება და გაძლიერებულ კვებაზე და ვარჯიშზე ვარ გადასული
.................................



1 თვის მერე კიდევ დავაპდეითდები ამ თემაში ...





Posted by: vano22 15 May 2017, 16:25
ეს რა არის ვერ მეტყვით? ...........

Posted by: vatexa2020 17 May 2017, 19:51
vano22 თუთუნს ვინც ეწევა ქაღალდია შესახვევი სიგარეტი რო შეაკეთოს რამოდენიმე ცალი აწყვია მაგ პარკში )

Posted by: chicharito12 18 May 2017, 12:33
ჯამათნო, მაგარი განგრეული მთვრალი ვიყავი იმდღეს და რო მოვწიე ვაფშე არ დამატრიალა, დატრიალება კი არაა, ვერაფერი ვიგრძენი, წვის გარდა biggrin.gif

ჩვეულებრივი მომენტია თუ სიმთვრალი გამო ?

Posted by: vatexa2020 18 May 2017, 13:59
chicharito12
მწეველი ხარ ისე ? თუ რამდენიხანია დაანებე თავი ?

Posted by: chicharito12 18 May 2017, 14:22
vatexa2020

ნუ პირველად გავაბოლე მაშინ, იმას თუ არ ჩავთვლით 5 წლისას რო მოვწიე

Posted by: Miria 19 May 2017, 03:14
vano22
vatexa2020

ფილტრიო - აწერია პტიოსნად
smile.gif


Posted by: OKELA84 20 May 2017, 18:30
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მეც და მხოლოდ ის მითხარით, დანებებიდან რამდენ კვირაში ან თვეში დგება მომენტი როდესაც სიგარეტი გეზიზღებათ და სიგარეტის დანახვაზე ან სუნზე სულ მცირე მოწევის აღარანაერი სურჩილი აღარ გაქვთ.

მინახავს ისეთი ადამიანები რომლებიც რამდენიმე წელი ან თვე ანებებენ თავს და ისევ იწყებენ, ჰოდა იქნებ მითხრათ ამ დროს რა მოვლენასთან გვაქვს საქმე ? ანუ გამოდის რომ დამოკიდებულებისგან ვერასდროს გავთავისუფლდები თუ დავანებე ?

Posted by: lisbeth 20 May 2017, 19:13
OKELA84
რომ ვხედავ მინდა,ვცდილობ მოვერიდო როცა ეწევიან,
სუნიც მსიამოვნებს რავი
ოთხი თვეა დავანებე,ერთხელაც არ მომიწევია იმის მერე

კბილების და თავის ტკივილმა ერთ თვეში ბოლომდე გამიარა

Posted by: OKELA84 20 May 2017, 22:06
lisbeth
მადლობა გამოხმაურებისთვის, მაგრამ თქვენი პასუხი დამაიმედებელი არ აღმოჩნდა sad.gif ყოველ მცდელობაზე ის იზრი მიტევს რომ დიდხანს გაგრძელდება ჩემი წამება და მომენტალურად ვიწყებ მოწევას


ვნახოთ აბა ისინი ვინც ერთ წელზე მეტია დაანებეს რას მეტყვიან

Posted by: malkhazi_ 21 May 2017, 14:19
მე 7 მარტს მივატოვე მაგის მერე მარტის თვეში 7 ღერიღა მოვწიე მეტი არა, უკვე მალე 3 თვე იქნება ძალიან კარგადაც ვგრძნობ თავს მივხდი რო ეს პირველ რიგში ჩვევაა ხოლო მერე დამოკიდებულება, როცა ვხედავ რო ეწევიან ვცდილობ აზრი უცებ მომენტალურად სხვა რაღაცაზე გადავიტანო დავივიწყო ოღონდ უცებ მომენტალურად იმ წამსვე, და მასე გადავიტანე დამიჯერეთ გამოგივათ...

Posted by: OKELA84 21 May 2017, 14:36
malkhazi_
გასაგებია, მადლობა გამოხმაურებისთვის

QUOTE
ვნახოთ აბა ისინი ვინც ერთ წელზე მეტია დაანებეს რას მეტყვიან


Posted by: malkhazi_ 21 May 2017, 14:43
QUOTE (OKELA84 @ 21 May 2017, 14:36 )
malkhazi_
გასაგებია, მადლობა გამოხმაურებისთვის

QUOTE
ვნახოთ აბა ისინი ვინც ერთ წელზე მეტია დაანებეს რას მეტყვიან

მე ისეთებიც ვიცი ვინც 1 -2 წელი არ ეწეოდნენ და ისევ დაიწყეს..

Posted by: lisbeth 21 May 2017, 15:37
QUOTE
მადლობა გამოხმაურებისთვის

არაფრის,წარმატებები


როდესაც მინდება მოწევა ვფიქრობ იმაზე რომ ოთხი თვე დიდი დროა და წყალში არ უნდა ჩავყარო ეს ამდენი წვალება ორი წუთის გამო,რასაც ქვია ჭირი მოვიშორე
რამდენიმე წუთში აღარ მინდა ხოლმე მოწევა
QUOTE
ეს პირველ რიგში ჩვევაა ხოლო მერე დამოკიდებულება,

კი ეგრეა.ერთი კვირა ორგანიზმი ითხოვს ნიკოტინს,დანარჩენი დრო ფსიქოლოგიური მომენტია
ჭამით ჩავანაცვლე სიგარეტი და მოვიმატე3 კგ წონაში პირველ თვეს,მერე მალევე დავიკელი,ყველაფერს გემო მიეცა თითქოს
ყნოსვის და გემოს შეგრძნება გამიასმაგდა

Posted by: OKELA84 21 May 2017, 16:05
malkhazi_
QUOTE
მე ისეთებიც ვიცი ვინც 1 -2 წელი არ ეწეოდნენ და ისევ დაიწყეს

ანუ გამოდის რომ სურვილი არ ქრება არასდროს (((


Posted by: fork 21 May 2017, 16:22
11 წლისამ ვცადე...
20 წელი გავიდა მას შემდეგ...
ის ერთი ღერი რჩება ჩემი ჯანმრთელი ფილტვების შავ ლაქად!

მამაჩემმა 10 წლის უკან დაანება თავი და გული ერევა ახლა სუნზეც კი.
არადა 15 წლიდან 47 წლამდე დღეში 2 კოლოფს აფუტებდა.

Posted by: OKELA84 21 May 2017, 20:04

fork
QUOTE
მამაჩემმა 10 წლის უკან დაანება თავი და გული ერევა ახლა სუნზეც კი.


შეგიძლიათ ჰკითხოთ დანებებიდან დაახლოებით რამდენ თვეში ან წელიწადში გაუჩნდა ზიზღი ?

Posted by: maverick16 22 May 2017, 10:18
OKELA84
მე მქონდა 8 თვე განებებული და ისევ დავიწყე, საერთოდ თავის დანებება იმიტომ გადავწყვიტე რო პაჩკანახევარზე ავედი რაც ჩემთვის ბევრი იყო და სიამოვნებას ვეღარ ვღებულობდი სიგარეტისგან სულ რეფლექსურად ვეწეოდი, ყავას ვიხმარებდი რო მომეწია, თუ რამე მიზეზის გამო 3 საათი მაინც ვერ მოვწევდი მიხაროდა მაგის მერე მოწევა, ზიზღი ისე არ გამჩენია არც არასდროს, პირველი პერიოდი ყურადღება გადამქონდა სხვა რაღაცეებზე და მოთხოვნილება გამიქრა უბრალოდ იმ მომენტებში როცა ვეწეოდი ხოლმე რეფლექსურად ხელს ვიდებდი ჯიბეზე რო ამომეღო სიგარეტი, ეგეც გამიქრა მალე სულ 3 თვეში. მეორედ მოწევა სრულიად გაუაზრებლად დავიწყე ანუ არა იმიტომ რო ეს 8 თვე სუ ვითმენდი და ვეღარ გავძელი, არა უბრალოდ მამაჩემს ქონდა სახლში რამდენიმე ღერი და გავაბოლე ერთი თან წითელი მალბორო იყო რომელსაც აქტიური მწეველობის დროს ვერც კი ვეწეოდი.

აი მაშინ ვიგრძენი ზიზღივით ისეთი საზიზღარი გემო ქონდა როგორც პირველ სიგარეტს ბავშვობაში, მაგრამ თან მაგრად ჩამაკაიფა და გამისწორდა ნახევარი სააათი ვეღარ ვდგებოდი ფეხზე biggrin.gif მერე დავიწყე კვირაში ერთი ღერის "გაბოლება" და ასე კაიფი ანუ ფაქტიურად ნიკოტინს მივაჩვიე ისევ ორანიზმი და ბოლოს ძლიერი სტრესის დროს პაჭკა ვიყიდე და ეგ იყო. ეხლა მეორედ ვცდილობ დავანებო და უფრო ძნელია, ეხლა დანებება იმიტო მინდა რო დღეში 4 ლარის გადახდა ნამდვილად არ მომწონს იმაში რაც მკლავს, არადა იაფიანსაც ვერ ვეწევი. ამიტომაც მიჭირს რო ბოლომდე მზად არ ვარ.

არ იფიქროთ იმაზე რომ სიგარეტის გარეშე ვერ გაძლებთ, იფიქრეთ იმაზე რომ მალე სიგარეტი აღარ დაგჭირდებათ სიამოვნებისთვის.
უფრო მეტიც,როცა მოემზადებით სიგარეტის გადასაგდებად იმაზე იფიქრეთ რომ სიგარეტი სიამოვნებას არ განიჭებთ, სიამოვნებას განიჭებთ იმ ლომკის დაკმაყოფილება რომელსაც თვითონ სიგარეტი ქმნის, ისიც იმ შემთხვევაში როცა იშვიათად ეწევით, თორე ღერი ღერზე მოწევას არც მოაქვს სიამოვნება ხომ ესეა.
ეს იმას გავს თქვენთვის საძულველი საჭმელი ძალით შეიყვაროთ რო მერე მის გარეშე ვეღარ გაძლოთ ხო სისულელეა? biggrin.gif

Posted by: fork 22 May 2017, 10:24
OKELA84
3-4 თვეში უკვე აღარ სიამოვნებდა,ამ ხნის განმავლობაში მგონი ერთი 10 კილო პიტნის კამფეტი შეჭამა. biggrin.gif

Posted by: OKELA84 22 May 2017, 17:05
maverick16
მადლობა მეგობარო, თქვენი გამოცდილებიდან კარგად ჩანს რომ ცნობისმოყვარეობიდან მწეველობამდე ნახევარი ნაბიჯია.

მწეველობიდან არამწეველობამდე კი გაცილებით დიდი და მტანჯველი გზაა weep.gif


fork
მამათქვენის დანებების ისტორია ბევრად დამაიმედებელია, მადლობა კიდევ ერთხელ.

რამდენიმე თვის შემდეგ მოგახსენებთ ყველას თქვენი რჩევების შედეგებს. დღემდე ჩემი რეკორდი 1 კვირაა და ისიც დაახლოებით 15 წლის წინანდელი რეჟორდია lol.gif

Posted by: Lasha244 22 May 2017, 21:55
ბლინ..... შევჯექი ისევ....
არადა რამდენიმე თვიანი წვალება ჩავყარე წყალში...
ნებისყოფაც უნდა გქონდეს და გარემოც ხელს უნდა გიწყობდეს რა...
რომ დალევ გინდება და რომ ხედავ სხვები ეწევიან,ძაღლივით იწევ ერთი მეც მიმასექსინეთო...

დამღალა ამ მყრალმა სუნმა ტანსაცმელზე,
ყოველ დილით თითქმის სულ ცუდ განწყობაზე გაღვიძებამ
და ა.შ.....

არ არის ჩვენი საშველი? facepalm.gif

Posted by: senko 25 May 2017, 01:57
უნდა აიღო ორი ფურცელი, ერთზე დადებითი მხარეები ჩამოწერო მეორეზე უარყოფითი.
ცადეთ რას კარგავთ, მგონია ერთი ფურცელი მთლად ცარიელი დაგრჩებათ.
მე ეს არ გამიკეთებია, ღმერთის წყალობით ისე შევძელი, ზუსტად 20 წელი ვეწეოდი,
მეშვიდე წელი შესრულდა არც გამიხედია სიგარეტისკენ.
სვით ღვინო, მოეფერეთ ქალებს და მოუსმინეთ დუდუკებს smile.gif))

Posted by: akaki 27 May 2017, 09:10
სალამი ყველას
ამ თემაში ადრეც დავწერე, მქონდა რამდენიმე თვიანი, რამდენიმე კვირანი 2 დანებების მცდელობა

სტაჟი 18 წელი - 1 კოლოფი დღეში (ჯამში 20 000 ლარი) - 3 ლარზე ვიანგარიშე დღეში, ბოლოს 4.5 ვიხდიდი მაგრამ ადრე იაფი ღირდა

ეხლა მორიგი 1 თვე გავიდა რაც აღარ ვეწევი

უსიამოვნო ნადები/გემო, თავის ტკივილი და ბილების ტკვილი ვერ მოვიშორე, განსაკუთრებით ღამე, რამე მედკამენტს ხომ არ იღებთ ხოლმე ამ დროს ეს მაინტერესებს




Posted by: senko 27 May 2017, 18:49
მედიკამენტებს არა მაგრამ სულ ვისუსნებოდი რაღაცას, ან კამფეტს ან მიწის თხილს
ან წყალი ბლომად smile.gif

Posted by: akaki 27 May 2017, 19:21
QUOTE
მედიკამენტებს არა მაგრამ სულ ვისუსნებოდი რაღაცას, ან კამფეტს ან მიწის თხილს
ან წყალი ბლომად


კი ჭამა, სმა შეუჩერებლივ smile.gif მოვიმატე 3-4 კილო ალბათ უკვე, მეტი თუ არა, არასდროს წონის პრობლემა არ მქონია, და სავარაუდოდ მიჩნდება, სასწრაფოდ პური ცომი და ესეთები უდნა ამოვიღო მგონი დროა


Posted by: DD111 27 May 2017, 19:36
akaki
QUOTE
კი ჭამა, სმა შეუჩერებლივ  მოვიმატე 3-4 კილო ალბათ უკვე, მეტი თუ არა, არასდროს წონის პრობლემა არ მქონია, და სავარაუდოდ მიჩნდება, სასწრაფოდ პური ცომი და ესეთები უდნა ამოვიღო მგონი დროა


მადა მოგემატა სიგარეტს რო თავი დაანებე და წონის მატებაც მაგის ბრლია? თუ ზოგადად მოწევას რო ანებებ წონაშI იმატებ

Posted by: senko 27 May 2017, 19:48
მთავარია პრინციპულობა, თუ გადაწყვიტე ბოლომდე მიიყვანე 1 თვე გაგიჭირდება სულ მაგის ფიქრში იქნები მერე მარტო დალევის დროს გაგახსენდება მერე ვსიო smile.gif) 10 კილომდეც რომ მოიმატო არ გაგიკვირდეს, მაგრამ არაუშავს ღირს მაგად მერწმუნე smile.gif

Posted by: akaki 28 May 2017, 01:16
მადა მომემატა ნამდვილად, თუმცა გაცილებით მეტს არ ვჭამ უფრო ვატყობ რომ კარგად მერგება smile.gif და ვიმატებ.. რავიცი ამას კიდე არ ვინერვიულებ ეს თავის ტკივილი და გამის ძილი გამომისწორდებოდეს

აქვე მეტი მოტივაციისთვის ვინც დროზე უშველა თავს

https://bpn.ge/finansebi/34809-sigareti-kidev-gadzvirda.html?lang=ka-GE

სიგარეტი კიდევ გაძვირდა

ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სიგარეტის ფასმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოიმატა.

მაგალითად, ერთი კოლოფი „პარლამენტი“ და „სობრანიე“ 4.50 ლარიდან 4.70 ლარამდე გაძვირდა. 20 თეთრით გაძვირდა ერთი

კოლოფი „ქემელის“ მარკის სიგარეტი და დღეს მისი ფასი 4 ლარია.

Posted by: Miria 28 May 2017, 19:58
senko
QUOTE
სვით ღვინო, მოეფერეთ ქალებს და მოუსმინეთ დუდუკებს

givi.gif
* * *
უკვე 2 ადამიანი ვნახე წელს - ვინც მითხრა რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანება იმ რაღაც ტაბლეტების მეშვეობით.
ტავექსი თუ ტაბექსი რომ არის.
ორივე სტაჟიანი მწეველი იყო.
1 ეწეოდა 12 წლის განმავლობაში 1 პაჭკას დღეში.
ვიყიდეო ის ტაბლეტები 20 ტაბლეტი (5 ლარამდე ღირსო), და მთელი არც დამჭირდაო, მხოლოდ 17 ტაბლეტი დამჭირდაო.
ტაბლეტები რაც დაიწყო - სიგარეტი აღარ მოუწევია შეგნებულად.
რამოდენიმე დღეში აღარ მოუნდა აღარც სიგარეტი და აღარც ტაბლეტები, არა და მწველთან ერთად ცხოვრობს სახლში smile.gif
წონაში მოვიმატეო და ახლა დიეტაზეა.
6 თვეა რაც აღარ ეწევა და არც უნდება რომ მოწიოს.

მე2ეს 20 წლიანი სტაჟი აქვს მწეველობის.
იმას უფრო მეტი ტაბლეტები დასჭირდა, მაგრამ ალაბთ იმიტომ რომ ის ტაბლეტებთან ერთად სიგარეტსაც ეწეოდა პერიოდულად.
1 წელია რაც შეეშვა მოწევას და არც უნდება. 3-4 კილო მოიმატა წონაში.
მანამდე ძვალი და ტყავი იყო და ახლა ცოტა დაემსგავსა ცოცხალ ადამიანს smile.gif


მე პირადად ეგ საზიზღრობა ცხოვრებაში ფილტვებში არ ჩამიშვია და არც ჩავუშვებ (არანაირი ბოლი, მხოლოდ ჟანგბადი smile.gif )
ასე რომ ყველა მწეველს გისურვებთ ერთ დღეს ჩემსავით ყოფილიყავით: სიგარეტის მოწევა რომ არასოდეს მოგინდეთ და შეგეზიზღოთ მისი სუნიც კი - როგორც მე მეზიზღება smile.gif

2018 წლიდან რომ უნდა აკრძალონ დახურულ სივრცეებში სიგარეტის მოწევა - ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს

love.gif

Posted by: senko 28 May 2017, 22:18
არ მსმენია მაგ ტაბლეტებზე, ისე არსებობს ეგეთი მეთოდი როდესაც
ორ-სამ კოლოფს ეწევი ზედიზედ დღის განმავლობაში (ჩაუქრობლად)
მოკლედ სანამ ცუდათ არ გახდები და თუ გადარჩი ისეთი ზიზღი გიჩნდება რომ
ცხოვრებაში ახლოს აღარ გაეკარები რასაც ბოლი გაზდის smile.gif

Posted by: Miria 28 May 2017, 22:52
senko
QUOTE
და თუ გადარჩი

ხოოოოო
აი ეს ძალიან სარისკოა
smile.gif

მოკლედ, იმ პირველმა მითხრა:
დილით რომ გავიღვიძე - უკვე აღარ მქონდა სახლში არც ერთი ღერი სიგარეტიო და დავიწყე ჩვეულებრივი დღე, საუზმე, ყავა.
სიგარეტი რომ მომინდა დავლიე ის ტაბლეტიო.
მერე რამოდენიმე საათი აღარ მომინდაო სიგარეტი.
რომ მომინდებოდა - იმ ტაბლეტს ვსვამდიო.
ოღონდ ტაბლეტსა და ტაბლეტს შუა მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა იყოსო გასული, სტროგად - არ შეიძლებაო ნაკლები დრო თუა გასული.
თუ მაინც მოგინდაო - რამით უნდა გადააგორო დრო რომ 2 საათი შესრულედეს ტაბლეტიდან ტაბლეტამდეო.
მე პირადად არ დამჭირვებიაო დროის გაყვანა იმიტომ რომ არ მინდებოდაო სიგარეტი ასე მალე.
ხო და რამოდენიმე დღეში აღარ სიგარეტის მოთხოვნილება ჰქონდა.

პ.ს. წარმოდგნენა არ მაქვს რას განიცდიან მწეველები ან მოწევის დროს ან მისი ლომკის დროს
biggrin.gif

Posted by: Lasha244 28 May 2017, 23:33
akaki

QUOTE
არასდროს წონის პრობლემა არ მქონია, და სავარაუდოდ მიჩნდება, სასწრაფოდ პური ცომი და ესეთები უდნა ამოვიღო მგონი დროა


საქმე რაშია მეგობარო იცი?
შენ თავს აჯერებ რომ რაც სიგარეტს შეეშვი,იმის მერე დაიწყე მომატება,
ეს ფიქრი აგეკვიატა უბრალოდ....
არ მიაქციო მსგავს რაღაცებს ყურადღება,იკვებე ნორმალურად,დაიხმარე საღეჭი რეზინი,ტკბილეული და ა.შ ოღონდ ზომიერების ფარგლებში....

ერთი კვირააა რაც დავანებე მეც თავი და ვნახოთ აბა რა იქნება...
საერთოდ როცა რაღაცაზე ხარ დამოკიდებული ძალიან ცუდია,
როგორმე უნდა მოვიშოროთ ეს მყრალი სიგარეტი....

ჩვენ ხომ მიჩვეულები ვიყავით უზმოზე მოწევას,მე გავიღვიძებდი თუ არა ეგრევე სიგარეტს ვუკიდებდი...
მერე ყავასთან ერთად,იფ იფ რაკაია რომ გემრიელად ატან lol.gif აი ეს ფიქრები მკლავს.
ჭამის მერე მოწევაც ხომ თემა იყო...

სიზმარშიც უკვე მაგას ვხედავ,ვერ ვისვენებ
თან გარეთ რომ ხედავ ისეთი მომენტია.... lol.gif

Posted by: akaki 29 May 2017, 02:25
ტაბლეტებისკენ არ მიმიდის გული, თუ დანებებაა დანებება იყოს, ვიცი რომ რთულია მაგრამ არ მიდნა კიდევ ქიმია ვსვა ან ელექტრო სიგარეტი და ასე შემდეგ

თუმცა რთულიც აღარაა უკვე რაც ერთ თვეს გადავაბიჯე, ვატყობ ცოტა ჯანზე ვარ ნელნელა smile.gif მიუხედავად იმისა რომ მცირე თავის ტკივილები, უსიამოვნოგ გემო და სხვა დსკომფორტები კიდევ მაქვს, ერთ ექიმს ვესაუბრე წინა დღეს და მითხრა რომ ნიკოტინი ძალიან ნელა გამოდის ორანიზმიდანო და ამიტომ გრძელდება ამდენ ხანს ეს პროცესი

QUOTE
საქმე რაშია მეგობარო იცი?
შენ თავს აჯერებ რომ რაც სიგარეტს შეეშვი,იმის მერე დაიწყე მომატება,
ეს ფიქრი აგეკვიატა უბრალოდ....
არ მიაქციო მსგავს რაღაცებს ყურადღება,იკვებე ნორმალურად,დაიხმარე საღეჭი რეზინი,ტკბილეული და ა.შ ოღონდ ზომიერების ფარგლებში...



არა ნეტა ვაჯერებდე კომბაინივით ვარ გავივლი გამოვივლი ყველაფერს ვჭამ smile.gif) 96 ზე ავედი 90 ის ფარგლებში ვიყავი ყოველთვის, თუმცა მართლა არ მადარდებს სიამოვნებით ვიხდი უკეთეს სადილში მეტ ფულს ვიდრე აქამდე, დავიმსახურეთ არა?smile.gif)

Posted by: Miria 29 May 2017, 03:22

akaki
QUOTE
სიამოვნებით ვიხდი უკეთეს სადილში მეტ ფულს ვიდრე აქამდე, დავიმსახურეთ არა?)


მთავარია რაოდენობას არ მოუმატო, თორემ ჭამე რაც გინდა smile.gif

Posted by: Lasha244 29 May 2017, 14:03
akaki

დილით როგორ ხასიათზე გეღვიძება?


Posted by: nostradamusi 29 May 2017, 22:44
3 საათია მოწევას თავი დავანებე და ბედნიერი ვარ ^-^

Posted by: assassin23 30 May 2017, 00:04
წადით ჩემი ვეიპი დაითრიეთ ... 1 თვეა სიგარეტი არ მიყიდია და ჯიბებიც მძიმე მაქ უკვე ....
<>>>> სუფთა კვალიფიციური რჩევა ჯ

Posted by: akaki 30 May 2017, 00:41
Lasha244
QUOTE
დილით როგორ ხასიათზე გეღვიძება?


ნუ მეორე-მესამე კვირა იყო ძალიან ცუდი , ნიკოტინის გემოთი ვიღვიძებდი, სხვა ისეთი არაფერი, თუმცა ეხლა უკვე ესეც ქრება, მშვენიერ განწყობაზე ვარ ხოლმე, მთავარია უზმოზე ბალკონზე მოსაწევათ აღარ გავრბივარ, რა ბედნიერებაა, საფერფლე სიგარეტი სანთებელა მოვისროლე, მანქანაში, ტანსაცმელზე სუნი აღარ დგას, სამაგიეროდ დილით ერთი ათი წუთი "ვვარჯიშობ" და მთელი დღე ვგეგმავ სად და რა ვჭამო smile.gif)

ეხლა უკვე მე-5 კვირაა და რომ ვთქვა სამშვიდობოს ვარ ჯერ ალბათ არა, მთელი ცხვორების ჩვევა უნდა გდავაგდო

Samsung health რომ დავაყენე და ყოველდღე ნაბიჯებს ვითვლი ესეც სიახლეა, ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი ვიარო, შესვენებაზე ან საღამოს რომ 6000 ნაბიჯი ყოველდღე გავიარო, რაღაც მუღამში ჩავვარდი, ჯერ ჯერობით სორტულ დარბაზებს არ ვეკარები ბევრი არ მომივიდესsmile.gif ალბათ რაღაც პერიოდში დავიწყებ თუ ვნახე ნორმალრუი დარბზი ინსტრუქტორით, რა უნდა ვქნა და როგორ დავიწყო წარმოდგენა არ მაქვს თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება, როგორ დაიწყეთ რამდენ ხნიანი ვარჯიშები და ასე შემდეგ დაწერეთ თუ არ დაგეზარებათ. მიტო რომ ვატყობ მარტო სახლში ვარჯიში და სიარული არ მეყოფა მალე


Posted by: senko 30 May 2017, 00:58
ლისის ტბის გარშემო 3 კმ ზუსტად, საღამოს 22:00 ავდივართ ხოლმე.
ეხლა უკვე მეორე წრეზეც გავუთამამდით, ველოსიპედითაც ბევრი სეირნობს,
განათებულია და ჯანსაღი სული ტრიალებს

Posted by: akaki 30 May 2017, 08:07
QUOTE
ლისის ტბის გარშემო 3 კმ ზუსტად, საღამოს 22:00 ავდივართ ხოლმე.
ეხლა უკვე მეორე წრეზეც გავუთამამდით, ველოსიპედითაც ბევრი სეირნობს,
განათებულია და ჯანსაღი სული ტრიალებს


up.gif up.gif up.gif

ძალიან მაგარია, 6 კილომეტრი უკვე სერიოზული ამბავია

Posted by: GrigolS 30 May 2017, 12:24
QUOTE
4 Apr 2017, 17:00  #50295894 

QUOTE
რავი, ჯერ ვუძლებ. ამ კვირაში გადავალ ელექტროზე. რამდენჯერმე ვცადე და ძალიან ვიკაიფე. უბრალოდ სიგარეტი იმდენად აღარ მსიამოვნებს, თან ოჯახში ყველა წუხდება და 16 წლის ბავშვივით ფრთხილად მოწევა რომ სუნი არ ამივიდეს ძალიან მომბეზრდა

უსიგარეტოდ გაძლება არ უნდა გამიჭირდეს. თან რომ გამიჭირდეს რაა რო? მივალ მაღაზიაში და ვიყიდი

Status Update:
სიგარეტისთვის თავის დანებების ნაწილში ელექტრო სიგარეტი ნამდვილად კარგი რამეა. უბრალოდ:
1. არ იყიდოთ იაფიანი ელ. სიგარეტი - საბოლოოდ ძვირიანზე მაინც გადახვალთ და ტყუილად მოგიწევთ ფულის გადახდა 2-ჯერ.
2. მეტი დაგიჯდებათ ვიდრე სიგარეტი
3. ფრთხილად იყავით ნიკოტინის შემცველობასთან. თუ დღეში 1 კოლოფ 0.6-იან სიგარეტს ეწეოდით, 3მგ-იანი სითხე შეიძლება იმაზე მეტი იყოს ვიდრე სიაგრეტის მოწევა (გააჩნია მოდს). რაც მეტ ბოლს უშვებს აპარატი, მით უფრო მეტ ნიკოტინს მოიხმართ. შესაბამისად, თუ რამე ეტაპზე იგრძენით თავბრუსხვევა, გულისრევა, გულის აჩქარება ან მსგავსი, ნიკოტინის პერედოზის სიმპტომი - მოუკელით ნიკოტინის დოზას. თუ ვერ ნახავ ნაკლებ ნიკოტინიან სითხეს, იყიდეთ 3 მგ-იანი და 0-იანი იგივე სითხე. ერთმანეთში გადარევით შეამცირებთ ნიკოტინის კონცენტრაციას. სხვადასხვა სითხე ერთმანეთთან არ აურიოთ, რაღაც საზიზღობა გამოდის 90%.
4. სვით მეტი წყალი. ელ. სიგარეტი, რომელიც ბევრ ბოლს უშვებს რაღაც დონეზე იწვევს დეჰიდრაციას. რომ აირიდოთ კანის გამოშრობა, ყელის ტკივილი და სასუნთქი გზების გაღიზიანება - სვით წყალი.
5. გაითვალისწინეთ, რომ ელ. სიგარეტი იკავებს მეტ ადგილს ვიდრე სიგარეტის კოლოფი და სანთებელა, მძიმეა და ჭირდება დატენვა. თუ მოდი ცოტა დიდია, ვერც ჯიბეში ჩაიდებთ მარტივად, მით უმეტეს ზაფხულში.
6. Vape მოდი ძალიან ბევრ ბოლს უშვებს. სუნი არავის აწუხებს, მაგრამ ბოლი მძიმეა და განიავება არც ისე იოლი. კომპიუტერთან ჯდომისას მოწევით ოთახში შესამჩნევად სქელი ნისლი 30 წუთში დგება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადგილი არ კრძალავს ელ. სიგარეტის მოწევას, თუ ასეთი აპარატი გაქვთ, ხალხი მაინც შეწყუხდება.
7. აპარატს უნდა წმენდა. არ აქვს მნიშვნელობა რა აპარატი (მოდი) გაქვთ - ის უნდა გაწმინდოთ. ბევრს თუ არ ეწევით, კვირაში ერთხელ გაწმენდა ეყოფა. თუ ბევრს ეწევით - 2-3 დღეში ერთხელ გაწმინდეთ. მე ვეწევი დღეში 4-6 მილილიტრს სითხეს, ვწმენდ ატომაიზერს პრაქტიკულად ყოველ დღე, საფუძველიან წმენდას (ბამბის გამოცვლა, სპირალის გამოწვა და ა.შ.) ვაკეთებ 3 დღეში ერთხელ.
8. მოიმარაგეთ მშრალი და სველი სალფეთქები - დაისვრებით, სითხე დაგეღვრებათ და ეს ყვეალფერი უნდა აწმინდოთ smile.gif

მოკლედ, სახალისო რამეა, ოჯახს არ აწუხებთ სუნით (ბოლის გამო მაინც აივანზე მოგიწევთ გასვლა), ხელზე ყოველთვის კარგი სუნი აგდით და თან თავს არ იკლავთ იგივე დოზით როგორც იკლავდით. ნიკოტინიანი სითხე მე პირადად ძალიან მალე მოვიშორე და უნიკოტინოზე გადავედი, მაგრამ ფილტვებზე და კუჭზე შვებას ნიკოტინიანითაც მალე დაინახავთ. გულს ნიკოტინი ურტყავს, ასე რომ მანდ მხოლოდ უნიკოტინოზე გადასვლით თუ უშველით თავს.

PS უნიკოტინო სითხეს მეტს ეწევი ვიდრე ნიკოტინიანს. ამასაც აქვს მნიშვნელობა.

PSS თუ სითხე უადგილო დროს გაგითავდა და სიგარეტის მოწევა გადაწყვიტე - წინასწარ იცოდე რომ ორ ნაპასში სიგარეტს ჩააქრობ. ნუ მოუკიდებ ხელახლა, ჯობია მოითმინო რომ ის პირველი ცუდი გემო დიდ ხანს გაგყვეს. smile.gif

Posted by: senko 30 May 2017, 12:56
QUOTE (GrigolS @ 30 May 2017, 12:24 )
QUOTE
4 Apr 2017, 17:00  #50295894 

QUOTE
რავი, ჯერ ვუძლებ. ამ კვირაში გადავალ ელექტროზე. რამდენჯერმე ვცადე და ძალიან ვიკაიფე. უბრალოდ სიგარეტი იმდენად აღარ მსიამოვნებს, თან ოჯახში ყველა წუხდება და 16 წლის ბავშვივით ფრთხილად მოწევა რომ სუნი არ ამივიდეს ძალიან მომბეზრდა

უსიგარეტოდ გაძლება არ უნდა გამიჭირდეს. თან რომ გამიჭირდეს რაა რო? მივალ მაღაზიაში და ვიყიდი

Status Update:
სიგარეტისთვის თავის დანებების ნაწილში ელექტრო სიგარეტი ნამდვილად კარგი რამეა. უბრალოდ:
1. არ იყიდოთ იაფიანი ელ. სიგარეტი - საბოლოოდ ძვირიანზე მაინც გადახვალთ და ტყუილად მოგიწევთ ფულის გადახდა 2-ჯერ.
2. მეტი დაგიჯდებათ ვიდრე სიგარეტი
3. ფრთხილად იყავით ნიკოტინის შემცველობასთან. თუ დღეში 1 კოლოფ 0.6-იან სიგარეტს ეწეოდით, 3მგ-იანი სითხე შეიძლება იმაზე მეტი იყოს ვიდრე სიაგრეტის მოწევა (გააჩნია მოდს). რაც მეტ ბოლს უშვებს აპარატი, მით უფრო მეტ ნიკოტინს მოიხმართ. შესაბამისად, თუ რამე ეტაპზე იგრძენით თავბრუსხვევა, გულისრევა, გულის აჩქარება ან მსგავსი, ნიკოტინის პერედოზის სიმპტომი - მოუკელით ნიკოტინის დოზას. თუ ვერ ნახავ ნაკლებ ნიკოტინიან სითხეს, იყიდეთ 3 მგ-იანი და 0-იანი იგივე სითხე. ერთმანეთში გადარევით შეამცირებთ ნიკოტინის კონცენტრაციას. სხვადასხვა სითხე ერთმანეთთან არ აურიოთ, რაღაც საზიზღობა გამოდის 90%.
4. სვით მეტი წყალი. ელ. სიგარეტი, რომელიც ბევრ ბოლს უშვებს რაღაც დონეზე იწვევს დეჰიდრაციას. რომ აირიდოთ კანის გამოშრობა, ყელის ტკივილი და სასუნთქი გზების გაღიზიანება - სვით წყალი.
5. გაითვალისწინეთ, რომ ელ. სიგარეტი იკავებს მეტ ადგილს ვიდრე სიგარეტის კოლოფი და სანთებელა, მძიმეა და ჭირდება დატენვა. თუ მოდი ცოტა დიდია, ვერც ჯიბეში ჩაიდებთ მარტივად, მით უმეტეს ზაფხულში.
6. Vape მოდი ძალიან ბევრ ბოლს უშვებს. სუნი არავის აწუხებს, მაგრამ ბოლი მძიმეა და განიავება არც ისე იოლი. კომპიუტერთან ჯდომისას მოწევით ოთახში შესამჩნევად სქელი ნისლი 30 წუთში დგება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადგილი არ კრძალავს ელ. სიგარეტის მოწევას, თუ ასეთი აპარატი გაქვთ, ხალხი მაინც შეწყუხდება.
7. აპარატს უნდა წმენდა. არ აქვს მნიშვნელობა რა აპარატი (მოდი) გაქვთ - ის უნდა გაწმინდოთ. ბევრს თუ არ ეწევით, კვირაში ერთხელ გაწმენდა ეყოფა. თუ ბევრს ეწევით - 2-3 დღეში ერთხელ გაწმინდეთ. მე ვეწევი დღეში 4-6 მილილიტრს სითხეს, ვწმენდ ატომაიზერს პრაქტიკულად ყოველ დღე, საფუძველიან წმენდას (ბამბის გამოცვლა, სპირალის გამოწვა და ა.შ.) ვაკეთებ 3 დღეში ერთხელ.
8. მოიმარაგეთ მშრალი და სველი სალფეთქები - დაისვრებით, სითხე დაგეღვრებათ და ეს ყვეალფერი უნდა აწმინდოთ smile.gif

მოკლედ, სახალისო რამეა, ოჯახს არ აწუხებთ სუნით (ბოლის გამო მაინც აივანზე მოგიწევთ გასვლა), ხელზე ყოველთვის კარგი სუნი აგდით და თან თავს არ იკლავთ იგივე დოზით როგორც იკლავდით. ნიკოტინიანი სითხე მე პირადად ძალიან მალე მოვიშორე და უნიკოტინოზე გადავედი, მაგრამ ფილტვებზე და კუჭზე შვებას ნიკოტინიანითაც მალე დაინახავთ. გულს ნიკოტინი ურტყავს, ასე რომ მანდ მხოლოდ უნიკოტინოზე გადასვლით თუ უშველით თავს.

PS უნიკოტინო სითხეს მეტს ეწევი ვიდრე ნიკოტინიანს. ამასაც აქვს მნიშვნელობა.

PSS თუ სითხე უადგილო დროს გაგითავდა და სიგარეტის მოწევა გადაწყვიტე - წინასწარ იცოდე რომ ორ ნაპასში სიგარეტს ჩააქრობ. ნუ მოუკიდებ ხელახლა, ჯობია მოითმინო რომ ის პირველი ცუდი გემო დიდ ხანს გაგყვეს. smile.gif

უკაცრავად მაგრამ რეკლამას გავს ეს ყველაფერი

Posted by: GrigolS 30 May 2017, 14:23
senko
QUOTE
უკაცრავად მაგრამ რეკლამას გავს ეს ყველაფერი

რის? რეკლამა ბრენდის გარეშე მე არ გამიგია smile.gif

ნამდვილად არაფერს ვარეკლამებ. უბრალოდ დავწერე ის რაც რომ მცოდნოდა უფრო კარგი იქნებოდა სანამ რამეს ვიყიდდი smile.gif


Posted by: senko 30 May 2017, 15:48
ჩვენ ვლაპარაობთ და სურვილი გვაქვს რომ მავნე ჩვევას გადავეჩვიოთ და
არა სხვა ანალოგიურით თუნდაც ნაკლებად მავნებლით
(ჯერ კიდევ გასარკვევია რომელი უფრო მავნებელია) ჩავანაცვლოდ.
თქვენ ლაპარაკობთ როგორი "სახალისო", "სასიამოვნოა" და "შვების მომგვრელია"
და 2-3 დღე დანებებულებს ისედაც ნერვებდაწყვეტილებს მაგით აქეზებთ - რა თავს იკლავ აგერ მოწიე...

Posted by: [kitika] 30 May 2017, 17:11
ხვალ 31 მაისს არის დღე "მსოფილიო თამბაქოს გარეშე"
ავერსის კლინიკა და ტაბექსი კვლავ ატარებენ უფასო ფილტვის სიმსივნის სკრინინგ აქციას მწეველებისთვის.
თქვენ ჩაგიტარდებათ: გულმკერდის რენდგენოსკოპია, ექიმ თერაპევტის კონსულტაცია და სპირომეტრია (ჩვენების შემთხვევაში).
ავერსის კლინიკების მისამართები: ცენტრალური ფილიალი - ვაჟა ფშაველას ქ. #27; ისნის ფილიალი -
ნავთლუღის ქ. 11/13 და ბ/ხმელნიცკის ფილიალი - ბ/ხმელნიცკის ქ 153/ა დილის 9-დან საღამოს 9სთ-მდე.
გელოდებით!

2012 წლიდან ტარდება ეს აქცია და უკვე უამრავი მწეველი გამოვკვლიეთ, ბევრი მათგანი დარწმუნდა იმაში რომ იდგა გადაუდებელი აუცილებლობის წინ დაენებებინა მოწევისთვის თავი.

Posted by: GrigolS 31 May 2017, 12:18
senko
პირდაპირ დავწერე:
QUOTE
თან თავს არ იკლავთ იგივე დოზით როგორც იკლავდით.

ამაზე უკვე უამრავი კვლევაა, რომელიც ადასტურებს სიგარეტზე ნაკლებ ზიანს.

პირადად მე "ატდიშკა" აღარ მაქვს ისეთი როგორიც მქონდა და არც დილით ის საშIნელი გემო, ასე რომ დიახ - სიგარეტის მოწევას ნამდვილად ჯობია.

ნებისმიერი სახის ნივთიერების მოწევრა რომ მავნე ჩვევაა, მგონი მანდ კითხვა ზდასრულ და საღად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა უჩნდებოდეს. მეორე საქმეა რა რამდენ ზიანს გაყენებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ - მე დავწერე ის, რისი ცოდნაც მე დამეხმარებოდა თავის დროზე. თუ ვინმეს გონია რომ ელექტრო სიგარეტი მავნე ჩვევა არ არის - ბოდიში ბატონო, ცდებით.

Posted by: ms__calypso 31 May 2017, 12:45
10 დღეა აღარ ვეწევი და ამაზე სრულფასოვანი ცხოვრება არ არსებობს! რამოდენიმე კგ ხო მოვიმატე (მჭირდებოდა) უფრო სახე გამინათდა და გავლამაზდი ასე მგონია, იმდენად კმაყოფილი ვარ, კუს ტბა ხომ გადავატრიალე, საკაიფოდ ვვარჯოშობ, მოკლედ...ჯანსაღი ცხოვრება სიგარეტის გარეშე უაღრესად ასწორებს smile.gif))

Posted by: akaki 31 May 2017, 19:58
ms__calypso

10 დღეში ესეთი ცვლილებები მოხდა? ინდივიდუალურია ალბათ ყველაფერი, უკვე მე-5 კვირაა რაც არ ვეწევი და ეხლა მოვდივარ ცოტა ენერგიაზე, ხასიათზე, და ფერიც ცოტა შემეცვლა აშკარად. რამდენი წელი ეწეოდი?

Posted by: senko 31 May 2017, 20:05
აუ, რა კარგი დღე არის!
აუ, რამდენი ქალია!

Posted by: akaki 31 May 2017, 20:59
senko
QUOTE
აუ, რა კარგი დღე არის!
აუ, რამდენი ქალია!


სად არის ეგ ამბავი? ლისის სტბაზე? smile.gif

რომელ კრუგზე ხარ? up.gif up.gif up.gif

Posted by: Lasha244 7 Jun 2017, 01:46
როგორ მიდის დანებების ამბავი ? boli.gif

Posted by: hondacbr1000 7 Jun 2017, 01:49
კაროჩე 15 წლიდან ვეწევი უკვე 25 წლის ვარ ხოდა ახლა გადავწყვიტე შევეშვა ამ დედა#####ულობას რამდენჯერმე ვცადე კიდეცმარა არ გამომდის sad.gif

ისე რომელს მირჩევთ ავდგე და საერთოდ აღარ მოვწიო თუ ყოველდღიურად შევამცირო მოწევა რომელი უფრო ადვილია

ან ვინმემ მასწავლეთ როგორ შეეშვით

Posted by: akaki 7 Jun 2017, 05:57
QUOTE
როგორ მიდის დანებების ამბავი ? 


მშვიდოით მიდის, თვე ნახევარს მივუკაკუნე უკვე smile.gif თუმცა კარგად ვერ მიდის სიგარეტის სურვილი და მოლანდებბეი ისევ მაქვს smile.gif) თუმცა უძილობა, თავი ტკივილები და ესეთი რაღაცეები ნაკლებად მაწუხებს, გაგიჟებული საჭმლის ძებნა და სულ ჭამასაც შევეშვი წონა კონტროლის ქვეს მოვიყვანე smile.gif)

შენთან როგორ მიდის?

QUOTE
კაროჩე 15 წლიდან ვეწევი უკვე 25 წლის ვარ ხოდა ახლა გადავწყვიტე შევეშვა ამ დედა#####ულობას რამდენჯერმე ვცადე კიდეცმარა არ გამომდის 

ისე რომელს მირჩევთ ავდგე და საერთოდ აღარ მოვწიო თუ ყოველდღიურად შევამცირო მოწევა რომელი უფრო ადვილია

ან ვინმემ მასწავლეთ როგორ შეეშვით


ნელნელა შემცირება დაივიწყე საერთოდ, თუ დაანებებ უბრალოდ დაანებე ერთბაშად, მეც თქითმის 20 წელის ვეწეოდი, რომ დაანებებ შეეგუე რომ 2 კვირა აგერევა ძილი, ლომკები გექნება და ასე შემდეგ

მე როგორ დავანებე გეტყვი, რომ გადავწყვიტე დანებება ვთქვი რომ ეს იქნებოდა დროებით, ანუ არაფერი არ ამიკრძალია თავისთვის, რომ არ დავპანიკებულიყავი რომ 20 წელია ვეწევი და მთელი ცხვორება ვეღარ მოვწევ და ასე შემდეგ, 2 კვირა არ მოვწიე, შემდეგ სუფრასთან მოვწიე რამოდენიმე ღერი, და ჩემ თავს ვუთხარი, რომ უბრალოდ არ ვარ დამოკიდებული როცა მინდა მოვწევ როცა მინდა არ მოვწევ. ესე გავარგძელე შემდეგ კიდევ 1 თვ, ეხლა ეს დროებით დანებება ისე მომეწონა რომ სუფრასთანაც აღარ მოვწევ. თუ მოვწევ კიდევ ვიცი რომ უბრალოდ რმოდენიმე ღერი იქნება, მიტო რომ მე გავიგე უსიგარეტოდ ცხოვრების ხიბლი smile.gif

ყველაზე მაგარია რომ ისუნთქებ ადამიანივით, სიარულისას არ დაიღლები, კოლოფზე რაც აწერია იმას არ ვიმეორებ, უბრალოდ მართლა ჯანმრთელობას ანადგურებს. უბრალოდ 2 ჯობია 3 კვირა არ მოწიო შეისვენე და დაწერე შემდეგ როგორ იქნები, თუ მოგეწონოს შესვენება მერე კდიევ გააგრძელე biggrin.gif

მე არ მჯერა იმის რომ არცეთი ღერი და ასე შემდეგ, ვთვლი რომ ეს აკრძალვა არაა, უბრალოდ სურვილია გინდა მოწევ არ გინდა არ მოწევ, უბრალოდ უნდა მიხვდე რომ როცა არ ეწევი გაცილებით უკეთესია, და ამას თუ 2-3 კვირა მაინც არ დაანებე ვერ მხივდები როგორია უსიგარეტოდ



Posted by: Attila 7 Jun 2017, 06:42
hondacbr1000
მაგას ვერავინ ვერ გირჩევს. სცადე სხვადასხვა ხერხი რომელსაც უფრო ეფექტურად მიიჩნევ ის გამოიყენე.ზაზა დოზის შემცირებით როცა ანებებს ელენეს ეს არ შეუძლია და სვამს რაღაც ჯანდაბას.უშანგის კიდევ ორივე ჰკიდია და ერთი გადაგდებით ანებებს. შენ ი თავის შსს უნდა გახდე რა მოუსმინე და იმოქმედე :დ

Posted by: Des 7 Jun 2017, 21:03
ელექტრო სიგარეტზე რა აზრის ხართ? ჩემი ძმაკაცები ეწევიან 1 თვეა თითქმის და რავი მეც ხო არ დავიწყოთქო ვფიქრობ

Posted by: hondacbr1000 8 Jun 2017, 00:23
დღეს დავიწყე ჯერ არ მომიწევია და საშინელი გრძნობა მაქვს :X მაგრამ გავუძლებ ამის დედაც

Posted by: Chickpea 8 Jun 2017, 14:41
ნიკოტინს და c ვიტამინს აქვთ ანტაგონისტური მოქმდება.
ვინც დანებებას ცდილობთ, კარგი ხარისხის c ვიტამინი მიახმარეთ ორგანიზმს.

Posted by: სნუპ დოგი 8 Jun 2017, 23:23
სიგარეტის მოწევას არდაანებოთ თავი! მე მაგარი მისწორდება მოწევა boli.gif

ვინც მწეველებიხართ გირჩევთ თუ გინდათ დანებება დაანებეთ საბოლოოდ არაა საჭირო მერე ჭიჭყინი და ლომკები და თავის გაგიჟებები ეს უფრო ვარესია ვიდრე მოწევა. biggrin.gif

Posted by: Protector 9 Jun 2017, 16:12
8 წლიანი აქტიური მოხმარების შემდეგ მესამე დღეა არ მომიწევია...სამუდამოდ გადაგდებას ვაპირებ, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი....ვინც უკვე დაანება ამ საშინელებას თავი, მითხარით წონაში მოიმატეთ?

Posted by: akaki 9 Jun 2017, 16:57
QUOTE
ნიკოტინს და c ვიტამინს აქვთ ანტაგონისტური მოქმდება.
ვინც დანებებას ცდილობთ, კარგი ხარისხის c ვიტამინი მიახმარეთ ორგანიზმს.


ძალიან კარგი რჩევაა + რძის პროდუქტები ვისაც გიყვართ დაგეხმარებათ ნიკოტინისგან ორგანიზმის მალე გათავისუფლებაში

Protector
QUOTE
8 წლიანი აქტიური მოხმარების შემდეგ მესამე დღეა არ მომიწევია...სამუდამოდ გადაგდებას ვაპირებ, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი....ვინც უკვე დაანება ამ საშინელებას თავი, მითხარით წონაში მოიმატეთ?


მოვიმატე პირველი პერიოდი ერთბშად 6-7 კილო, მაგრამ ეხლა უკვე ფორმაში ჩავდექი და დავარეგულირე კვება, თავიდან ბევრს ვჭამო არ იფიქრო, რაც გინდა და რამდენიც გინდა ჭამე smile.gif თუ ეს მოწევის გადაგდებაში დაგეხმარება და მერე უკვე ნელნელა გააკონტორლე

Posted by: Protector 10 Jun 2017, 08:15
akaki
როგორც ვიცი ციტრუსებია სასარგებლო კიდე,....

72 საათი სიგარეტის გარეშე - ძლიერი და ხშირი ხველა, უძილობა, სამსახურში მოთენთილობა (პახმელიის მსგავსი), მუდმივი შიმშილი.....
იმედია მალე გადამივლის ეს პაბოჩნი ეფექტები რა...თვითონ სიგარეტისაკენ გული არ მიმიწევს, არ მინდება.....

Posted by: Lasha244 12 Jun 2017, 14:18
akaki

QUOTE
მშვიდოით მიდის, თვე ნახევარს მივუკაკუნე უკვე  თუმცა კარგად ვერ მიდის სიგარეტის სურვილი და მოლანდებბეი ისევ მაქვს ) თუმცა უძილობა, თავი ტკივილები და ესეთი რაღაცეები ნაკლებად მაწუხებს, გაგიჟებული საჭმლის ძებნა და სულ ჭამასაც შევეშვი წონა კონტროლის ქვეს მოვიყვანე


კარგია... ნებისყოფა გაქვს როგორც ჩანს.... არ დანებდე,ყველაფერი გამოვა.

QUOTE
შენთან როგორ მიდის?


ეჰ,არ გეკითხა მაინც....

Posted by: datoo 13 Jun 2017, 11:27
3 თვე

აქამდე სად ვიყავი :დდდ

+ 15 კგ
.................................

Posted by: akaki 13 Jun 2017, 17:26
სალამი მეგობრებო, როგორ მიდის საქმეები? როგორი წარმატებები გაქვთ?

datoo
QUOTE
+ 15 კგ


ეგ არაფერი, მთავარია სიგარეტი მოიშორე! გილოცავ!

Lasha244
QUOTE
ეჰ,არ გეკითხა მაინც...


ანუ უკვე გამცოდილება გაქვს და იცი სიგარეტის დანებაბს რა მოყვება და როგორია, ასე რომ შეგიძლია ხელახლა დაიწყო, ეხლა უფრო გამოიგივა. ხელახლა მოწევა შეიძლება კარგიც იყო, რომ შეიხსენო თუ რამხელა ტვირთია სიგარეტი

QUOTE
კარგია... ნებისყოფა გაქვს როგორც ჩანს.... არ დანებდე,ყველაფერი გამოვა.


რომ გითხრა რომ არ მინდება მოგატყუებ, უბრალოდ დღითი დღე ნაკლებად მახსენდება და ნაკლებად მინდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩემს ცხოვრებაში smile.gif)

Posted by: casper89 14 Jun 2017, 22:26
QUOTE (datoo @ 13 Jun 2017, 11:27 )
3 თვე

აქამდე სად ვიყავი :დდდ

+ 15 კგ
.................................

15 მოვიმატე მეც 6 თვე გავიდა რაც დავანებე, წონამ ძაან შემაწუხა, როდის წამოვა უკან ჯერ არ ვიცი :X

Posted by: Qop4 15 Jun 2017, 08:04
ვერ გავიგე რატომ იმატებს ადამიანიწონაში როცა თავს ანებებს ? მე 2 წელზე მეტია ვეწევი და ნელნელა ღერებით ვუკლებ საგრძნობლად და მაონტერესებს უეჭველი ჩემწონაზე იმოქმედებს ?

Posted by: Attila 16 Jun 2017, 13:00
Qop4
QUOTE
ვერ გავიგე რატომ იმატებს ადამიანიწონაში როცა თავს ანებებს ? მე 2 წელზე მეტია ვეწევი და ნელნელა ღერებით ვუკლებ საგრძნობლად და მაონტერესებს უეჭველი ჩემწონაზე იმოქმედებს ?

რასაც დაინახავ ყველაფერი არ უნდა გაიქანო მუცელში.
p.s უაზრო მითებს და ლეგენდებს ნუ აჰყვები.

Posted by: Des 22 Jun 2017, 10:18
4 დღე დაიწყო სრულიად უსიგარეტოდ და მშვენივრად ვარ ჯერ ჯერობით, არანაირი უძილობა და ტკივილები არ მაწუხებს, გუშინ ლუდიც ჩავისხი და დიდი სურვილიც არ გამჩენია მოწევის, რაღაც კარგი მოტივაციით დავიწყე და ფსიქოლოგიურად არ მიჭირს იმედია დიდხანს გავქაჩავ

Posted by: akaki 24 Jun 2017, 00:20
Des

წარმატებები! დაწერე შენი პროგრესი, 2 კვირაა ყველაზე რთული, მერე უკვე სამშვიდობოს ხარ

სხვები როგორ ხართ? როგორ მიდის უსიგარეტო ცხოვრება?

მე უკვე 2 თვეა სიგარეტის გარეშე ვცხოვრობ, ჩვევაც ჩავაბარე წარსულს, რესტორანში 2-3 ღერი მოვწიე, ლაითი წინა კვირას მაგრამ მეორე დღეს აღარც გამხსენებია. ამით მივხვდი რომ ჩვევაც აღარ მაქვს უკვე

Posted by: Des 24 Jun 2017, 12:26
akaki
გაიხარე გაიხარე, 1 კვირა გავიდა თითქმის და არანაირი დეპრესია პირიქით ძალიან კარგად ვარ, 10 წელი ვეწეოდი და რომ გითხრა ეხლა ძალიან მიჭირს და მენატრებათქო მოგატყუებ, სულაც არა, ალბათ კარგი მოტივაცია მაქვს და მაგიტომ. კი არის მომენტები რომ მიწევს ბრძოლა ჩემ თავთან მაგრამ სუხოის მოვუგებ ვიცი biggrin.gif biggrin.gif

Posted by: iverski 25 Jun 2017, 09:39
1 კვირა, 2 თვე, 5 ე დღეა... smile.gif
ნუ ითვლით, თორემ ისევ დაიწყებთ
ქაღალდში გახვეული ბალახისა და გუდრონის მყრალი ნაზავი, რომელზეც აწყობილი მარკეტინგით ბობოლები ბიზნესს ჩარხავენ და ხალხი კაი მაყუთს ისვრის ჯანმრთელობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
2 - 3 კოლოფს ვეწეოდი
არ მახსოვს როდის დავანებე თავი, ალბათ 10 წელი იქნება.
სუნი მეზიზღება უკვე

Posted by: დოჩანა 25 Jun 2017, 09:43
დანებების დროა, კაპიკი არ მაქვს რა მესიგარეტება

Posted by: pvm 29 Jun 2017, 23:33
Varenicline (Champix®) ეგ წამალი ვინმემ თუ იცით მირჩიეთ რა რამე...........
ამბობენ ძAლიან ეფექტურია სიგარეტის გადასაგდებადო.

https://patient.info/health/varenicline-champixr

Posted by: Estrella 30 Jun 2017, 00:23
ამ თემაში ბევრჯერ და თავმომწონედ მაქვს დაწერილი, რომ წლებია არამწეველი ვარ. რომ დავანებე ყოველგვარი ელ-სიგარეტების, ტაბლეტების, წონის მატების და ლომკის გარეშე. რომ დანებების პირველი წუთიდან ვგრძნობდი შვებას და სიხარულს. რომ ამაში დამეხმარა ალენ კარის წიგნი.

ხოდა,
2017 წლის 2 იანვარს დავიბედე მოწევა. შემდეგი ღერი 2 თვეში მოვწიე. გაზაფხულზე უფრო მოვუხშირე, კვირა დღე გამოვაცხადე "მოწევის დღედ" და 3-4 ღერს ვეწეოდი. ივნისში ყოველ საღამოს ერთ ღერს ვეწეოდი, მინდოდა რაღაც რიტუალური ყოფილიყო, მაგრამ გემო ვერ ჩავატანე, არ მსიამოვნებდა.

საინტერესო ისაა, რომ მოთხოვნილება არ მიჩნდება მოწევის, რომ ვეწევი არ მსიამოვნებს. ფიზიკურად კი, ხან ყელი ამატკივა, ხან მკერდი, ხან გული ამიფრიალა და ა.შ. თან, სისტემატურად ვვარჯიშობ, ბალანსირებულად ვიკვებები, კანს, თმას, კბილს ვუვლი და ამათ გვერდით თითქოს ვერ ვუძებნი ადგილს სიგარეტს - რა აზრი აქვს დაისკრაბო კანი და ნიღაბი დაიდო თავზე, მიიღო სუფთა საკვები თუ ამის შემდეგ სიგარეტით გაბოლავ და გაბიდნავ შენს თავს?! რა აზრი აქვს ვარჯიშს და მის სიკეთეებს შენს კანზე, სისხლძარღვებზე და შინაგან ორგანოებზე, თუ ამის შემდეგ სიგარეტით წაახალისებ მოედოს ჭუჭყი, დაჭკნეს და ცელულიტს შეეწყოს ხელი? თან, ყველაზე მეტად არ მინდა დავკარგო "დიხანია" და გამძლეობა, რაც ვარჯიშმა მომიტანა. ძაან სასიამოვნოა დაღლა ვარჯიშში და ნიკოტინიანი სხეულით ეს ვერ გამოდის.

ამიტომ, ჩემი "მოწევის კვირა" შევწყვიტე სამი დღით ადრე, დღეს საღამოს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემგან მწეველი ვერ დადგება! biggrin.gif არამწეველობის წლების შემდეგ, ესე 6 თვე ვიყავი არაადეკვატური მწეველი. ალბათ, 3-4 კოლოფი შემომეწია ამ პერიოდში.

ისე, რომ მსიამოვნებდეს მოწევა, კვირაში 1-2 ღერს სიამოვნებით
გავაბოლებდი, რიტუალურად. biggrin.gif მაგრამ ვერ ვიღებ სიამოვნებას...?

საერთოდ კი, ჩემი აზრი ეგეთია, თუ ადამიანი სიამოვნებას ვერ იღებ დანებების პროცესით,
უნდა გადადო ან შეეშვა. ეს მოდელი ყველაფერს ესადაგება,
პრინციპში ---> Do It Right

Posted by: xucishvili 30 Jun 2017, 10:26
5 დღეა შევეშვი მახსემდება გაღვიძების და ჭამის შემდეგ , არანაირი კბილების ქავილი ლომკა და სხვა არ არსებობს ყველაფერი ცრუ რწმენაა

Posted by: Des 30 Jun 2017, 12:09
QUOTE (iverski @ 25 Jun 2017, 09:39 )
1 კვირა, 2 თვე, 5 ე დღეა... smile.gif
ნუ ითვლით, თორემ ისევ დაიწყებთ
ქაღალდში გახვეული ბალახისა და გუდრონის მყრალი ნაზავი, რომელზეც აწყობილი მარკეტინგით ბობოლები ბიზნესს ჩარხავენ და ხალხი კაი მაყუთს ისვრის ჯანმრთელობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

სადღაც მართალი ხარ, ესე დღეების თვლა არ შეიძლება მაგრამ თავიდან მართლა წუთებს ითვლი და ერთგვარი შვებაა როცა ამას სხვებსაც უზიარებ gigi.gif აგერ მგონი 11 დღეა , არცერთი ღერი, სუფთა ვარ და დარწმუნებული ვარ ესე გავაგრძელებ

Posted by: Lasha244 20 Jul 2017, 09:49
akaki

QUOTE
ანუ უკვე გამცოდილება გაქვს და იცი სიგარეტის დანებაბს რა მოყვება და როგორია, ასე რომ შეგიძლია ხელახლა დაიწყო, ეხლა უფრო გამოიგივა. ხელახლა მოწევა შეიძლება კარგიც იყო, რომ შეიხსენო თუ რამხელა ტვირთია სიგარეტი


მართალი ხარ... 2kiss.gif სამ კვირაზე მეტია არ გავკარებივარ... ჩვენზე უკეთ ვინ იცის რამხელა ტვირთია სიგარეტი... და რა რთული ბრძოლააა ეს....

Posted by: დოჩანა 20 Jul 2017, 10:35
ალან კარის წიგნს რომ ჩავუჯდე (კომპში მაქვ გადმოწერილი) დავანებებ?

Posted by: Des 23 Jul 2017, 14:45
თვეზე მეტია გავიდა, მაგრამ დალევის დროს მაინც მაქვს მოწეული 5 ღერამდე სულ sad.gif მაგრამ ფხიზელზე არანაირი სურვილი აღარ მაქვს, პირიქით აღარც მსიამოვნებს რომ ეწევიან ჩემთან ერთად, ასე რომ მაინც დავანებებ და დალევის დროსაც აღარ გავეკარები

Posted by: lukage78 25 Jul 2017, 22:06
სამი თვე გავიდა დღეს რაც სიგარეტი არ მომიწევია, ეხლა მეშლება ჩემს თავზე ნერვები თუ სად ვიყავი აქამდე და 25 წელი რას ვაკვლევინებდი თავს.
ესე ადვილად თუ გავანებებდი თავს არ მეგონა არავითარი დეპრესიეპი, არავითარი სურვილი მოწევის ამ სამი თვის მანძილზე პირიქით ძალიან მაღიზიანებს სიგარეტი.



Posted by: 11. 27 Jul 2017, 19:15
ვერაფრის დიდებით ვანებებ თავს biggrin.gif რამდენჯერმე მქონდა მცდელობა და მაქსიმუმ. 2 თვე არ მომიწევია, მერე ისევ გავაგრძელე facepalm.gif ახლა მინდა ვცადო თავიდან და მოდი, დავწერ, მოვწელ ახლა ბოლო ღერს და ეს იქნება დასასრული biggrin.gif რომ შემოვალ და ჩემი პოსტი დამხვდება, იქნებ კიდევ უფრო შემრცხვეს givi.gif

Posted by: Lasha244 28 Jul 2017, 11:30
დალევის დროს სასწაულად მინდება ხოლმე... ამიტომ აღარ ვეკარები არც სასმელს,და თუ ვსვამ ძალიან ცოტას,თუ თავი არ გააკონტროლე და არ იბრძოლე,არაფერი გამოვა...

+10 კილო მაქვს მომატებული და ეს მადარდებს უფრო facepalm.gif

Posted by: akkai 1 Aug 2017, 22:12
3 კვირაა არ ვეწევი.
ექიმთან ვიყავი და ზოგადი ანკეტის შევსებისას ამაყად მივუთითე რომ არამწეველი ვარ და თან დავამატე 3 კვირაა არ გავკარებივარ მეთქი
ექიმმა შემომხედა...2 წამია ი ფიქრის შემდეგ მწეველის გრაფა შემოხაზა ისე რომ არც დაფიქრებულა დიდად.
გაპროტესტება არ მაცალა.
თვითონვე მითხრა 3 კვირა კი არა 3 თვე და 3 წიც რომ გავიდეს მაინც რჩ3ბი ნიკოტინდამოკიდებული და ამ ეტაპზე ასე დაგაფიქსირებო:/
#მოტივაციადამიკარგაექიმმა

Posted by: sanfol 1 Aug 2017, 22:24
რაზე იხოცავთ თავებს არ მესმის
როცა გინდა აიღე მოწიე
როცა აღარ მოგინდება ნუ მოწევ შენი ნება არ არის?

Posted by: akkai 1 Aug 2017, 22:30
sanfol
არ გამოდის ეგრე.
კოლოფს თუ იყიდი ვეღარ აკონტროლებ თავს.

და სულ სხვასს ხო არ გამოართმევ 1-2 ღერს

Posted by: iMaximuSi 2 Aug 2017, 17:40
akkai
QUOTE
მოტივაციადამიკარგაექიმმა

პირიქით შეხედე



Posted by: simebi 28 Aug 2017, 21:04
რამე ნიკოტინის შემცვლელი არ იცით, საღეჭი რეზინი ან რამე, ნაკლებად მავნებელი რომ იყოს ? დანებება არ შემიძლია..

Posted by: Ghost-warrior 13 Sep 2017, 14:53
11 წელი ვიყავი აქტიური მწეველი ბოლო 4 წელი დღეში 2 კოლოფი . 20 დღის წინ გადავწყვიტე რომ აღარ მომეწია და ნაფაზიც კი არ დამირტყავს სიგარეტისთვის ხოდა მის მერეა მხოლოდ და მხოლოდ თავის ძლიერი ტკივილი მაწუხებს ... ვინც დაანებეთ მოწევას თავი გქონიათ მსგავსი სიმპტონები ? ზოგადად ექიმებთან სიარული არ მიყვარს და დავუშვათ ამ შემთხვევაში გადავლახე ეს ბარიერი რის ექიმთან უნდა მივიდე დამეხმარეთ რა smile.gif

Posted by: ჟონეტი 20 Sep 2017, 11:08
გამარჯობა. რა ღირს ტაბექსი ბიჭებო მომზადებული რომ მივიდე აფთიაქში biggrin.gif

Posted by: ევროპელი... 9 Jan 2018, 05:20
ბანს თუ არ მოაყოლებთ კაი იქნება lol.gif


მოკლედ რაშია ეხლა საქმე. 3 დღე მქონდა სიგარეტზე თავი დანებებული. ისეთი სტრესი ავიკიდე ისეთი დეპრესია ცოფიანივით ვყავი. იმენა რო მელაპარაკებდნენ ვყვიროდი lol.gif ყველაფერი მაღიზიანებდა ნერვებზე მხვდებოდა. ეხლა გავაბოლე და დავწყნარდი დავისვენე რა. მაგრამ ისვ უნდა გადავაგდო და ისევ რო დამეწყება ეგ შფოთვა დეპრესია გაღიზიანება უძილობა. მოკლედ რამე მაგარი ბომბა წამალი მირჩიეთ რო მოხსნას ეგ სიმპტომები რამე ძლიერ დმაშვიდებელი რამე კომა


ვალერიანი და საწუწნი კამფეტები არმინდა

Posted by: ევროპელი... 9 Jan 2018, 05:40
გამარჯობათ


3 დღე მქონდა დანებებული თავი და საშინელი ნევროზი და დეპრესია დამემართა რო გამეგრძელებინა გავრეკავდი ხოდა მოვწიე. ისევ უნდა ვცადო დანებება და ეს შფოთვა გაღიზიანება დეპრესია სტრესი უძილობა თქვენც გჭირთ ან გაივლის და თუ გაივლის რამდენხანში?

ძაან აგრესიული ვხდები ხოლმე და თავს ვერ ვაკონტროლებ. რამე ძლიერ დამაშვიდებელს ვერ მირჩევთ


ტაბექსი არმინდა სრული ნაგავია down1.gif

Posted by: lisbeth 9 Jan 2018, 13:47
ისევ დავიწყე drug.gif
.............
* * *
QUOTE
ვინც დაანებეთ მოწევას თავი გქონიათ მსგავსი სიმპტონები ?

თავის საშინელი ტკივილები მქონდა,ცალ ყურში შუილით,,ასევე კბილების ტკივილი,ერთი კბილზე კარიესია ოდნავ დაწყებული და გადამიყვანა ჭკუიდან კინაღამ
სამ დღეში ერთი კოლოფი თეთრი პალ მალი,ანუ ბევრს არ ვეწეოდი მაგრამ მაინც რატომღაც ეს ყველა სიმპტომი მქონდა

Posted by: ევროპელი... 9 Jan 2018, 14:37
კაროჩე ის თმაა ძაღლები რო შეიკრიბებიან და მძრრენის ჭამას შევეშვათო. შეთანხმდებიან კაიო. ერთი ბებერი ძაღლი ადგება და შევეშვათ კაიო მარა დასუნვა მაინც იყოსო

ეგრეა რა ერთხელ რო მოწევ ვეღარასდროს მოიშორებ

ეწევი დანებებაზე ფიქრობ. გადააგდებ იტანჯები მოწევაზე ფიქრობ. და ეს გრძელდება მთელი ცხოვრება

down1.gif

Posted by: temo_777 9 Jan 2018, 14:58
არასდროს ვეწეოდი და არც არასდროს მოვწევ tongue.gif
მთელი 30 წლის მანძილზე ჰა-ჰა მაქსმიმუმ 2 პაჩკა სიგარეტი მქონდეს გასინჯული

Posted by: kenj 9 Jan 2018, 15:15
2 წელია დავანებე boli.gif თავიდან მაგრათ გამიჭირდა 2 თვის მერეც მქონდა მოთხოვნილება, მახსენებდა ხოლმე თავს..
ჰოდა მეთქი თუ ასე გაგრძელდება ისევ დავიწყებ აღარ შემიძლია თქო მარა არ მოვწიე მაინც,, დაახლოებით 4 თვის შემდეგ ყველანაირი მოთხოვნილება გამიქრა და წუთითაც აღარ მახსენებდა თავს....

პ.ს. ნუ იმის თქმა მინდა რომ 10 დღე და მერე აღარ მოგინდება მთავარია პირველი დღეები გაძლო მითია ჩემი აზრით yes.gif

Posted by: X2D3T9 9 Jan 2018, 17:03
სად ვიკითხო არ ვიცი რა ....
1 წელი ხდება დავანებე თავი მოწევას
ხველება დამრჩა რაღაც ცუდი
ეს დღეებია თავს მახსენებს რა თითქოს მეწვის ყელი თუ არ ამოვახველე არ მივლის ამ ბოლო დროს მომიხშირა და სულ "ხრუტუნით" დავდივარ აღარ შემიძლია რა თითქოს ყელში მაქვს გაჩხერილი რაღაც და რომ ამოვახროტინებ მივლის
სად ვიკითხო ის მაინც დამაკვალიანეთ რამე ხომ არ მჭირს ? sad.gif
ფილტვებზე მოვასმენინე და არაფერი გჭირსო რამოდენიმე თვის წინ

ვითომ ნევროზიო ერთმა ექიმმა მითხრა მაგრა ვატყობ არ არის ნევროზი რომ ვიკავებ და ვცდილობ არ ცამოვახველო ასე თითქოს ყელში მომებრჟინება და წამომახველებინებს მშრალი ხველ მაქვს თან და ყელიც თითქოს მეწვის

Posted by: Solveig 10 Jan 2018, 03:02
ევროპელი...

სიგარეტის მოწევისათვის თავის დანებებაზე უზარმაზარი თემაა და გადახედე.

QUOTE
რამე უცებ მირჩიეთ რა

ასეთი სათაურის თემები იხურება ხოლმე, რომ იცოდე შემდეგისათვის.

ფორუმის წესების მიხედვით, სათაურში პრობლემის შინაარსი უნდა იყოს ასახული.

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 03:13
Solveig

ოკ გავითვალისწინებ

თემა რო გავხსენი მერე ვნახე სიგარეტზე თეა

Posted by: Protector 22 Jan 2018, 23:43
გამარჯობათ...2 დღეა სიგარეტს არ ვეწევი, მაინტერესებს ვინ რამდენი მოიმატეთ წონაში, ზოგადად ისედაც მაქვს წონის პრობლემა და კიდე მომატება არ მინდა sad.gif გამიგია რომც არ ჭამო ბევრი, მაინც იმატებო თავისითო რა sad.gif

Posted by: Infini 24 Jan 2018, 01:33
მეგობრებო გახლდით მწეველი ასე 15 წლის სტაჟით, ბოლო ორი წელია ვეწეოდი წითელ მალბოროს, გავანებე მოწევას თავი დაახლოებით ერთი თვეა, დავანებე ძალიან მარტივად, ფსიქოლოგიურად ისე განვეწყვე რომ კვამლიც კი უსიამოვნო განცდას მიქმნის.
ეხლა მთავარი განებებიდან მალევე დამეწყო გულის ფრიალი, გულის აჩქარებები, ხანდახან სიზმარში ვეწევი სიზმარშივე ვაცნობიერებ, რომ დანებებული მაქვს რატო მოვწიე თქო და მეღვიძება ეგრევე.
და რა მაინტერესებს გული რა შუაშია ექიმებო მცოდნეებო მიპასუხეთ. პირველად ვპოსტავ აქ და იმედია შედეგიანადაც

Posted by: benqsi96 26 Jan 2018, 02:09
მე დავანებე თავი 11 თვეა ..საშინელი უჰაერობები მქონდა და ბოლოს კისტები გამიჩინა ფილტვზე 2 ჯერ გამისკდა მაგის გამო ფილტვი და ბოლოს თურქეთში დამჭირდა ოპერაციები და კიდევ არ დასრულებულა ჯერ ბოლომდე
და სულაც არ არის დანებენა ასეთი ძნელი

Posted by: CL55AMG 26 Jan 2018, 04:11
benqsi96
ვერ დაგმართნია კარგი ამბავი. ღმერთმა სულ ჯანმრთელად გამყოფოს. 4 წელია ვეწევი თან ამ ბოლო დროს ზედმეტად მეტს 2 პაჩკამდე დღეში. ჯანმრთელობა ჯანმრთელობად და ფული ფულად. არადა რჩევასაც ვერავის ვეკითხები, აზრი არ აქვს რა თუ შენ არ მიხვედი იმ დასკვნამდე რო ვსიოო რა. ფსიქოლოგიურად უნდა დავდგე ისე რო ავდგე და შევეშვა ამ სირობას sad.gif

Posted by: levan80 26 Jan 2018, 11:11
მე პირადად ძალიან მარტივად დავანებე ელექტრო სიგარეტის საშუალებით, თუმცა წონაში მოვიმატე

Posted by: _LegenDa_ 26 Jan 2018, 22:41
benqsi96

QUOTE
მე დავანებე თავი 11 თვეა ..საშინელი უჰაერობები მქონდა და ბოლოს კისტები გამიჩინა ფილტვზე 2 ჯერ გამისკდა მაგის გამო ფილტვი და ბოლოს თურქეთში დამჭირდა ოპერაციები და კიდევ არ დასრულებულა ჯერ ბოლომდე
და სულაც არ არის დანებენა ასეთი ძნელი


ღადაობ?
სულ არ დავანებებ თავს smile.gif

Posted by: tbilisi_georgia 26 Feb 2018, 01:55
ძალიან მინდა თავი დავანებო მოწევას ძლიერ მოტივირებულიც ვარ მაგრამ ყოველგვარი მოტივაცია მიქრება როცა ვფიქრობ თუ რა მძიმე და დეპრესიული ცხოვრება მექნება biggrin.gif

კარგად რო შეჭამ და სიგარეტს ვერ დააყოლებ გემრიელად
ქალთან სექსი გექნება სექსის მერე ვერ წამოწვები ვერ გააბოლებ
სადმე დასასვენებლად გასართობად წახვალ ვერ მოწევ
ქუჩაში სამსახურში ხალხში ურთიერთობისას ყველა ეწევა შენ ჯიბეებში ჩაილაგე ხელი და არმოწიო
იმის თქმა მინდა რომ ცხოვრებას აზრი ხალისი ეკარგება. ვიცი მესმის სიგარეტი არც აზრს აძლევს ცხოვრებას არც ხალისს მაგრამ გეხმარება განტვირთვის მხრივ. რაუნდა ვაკეთო სამსახურში ისედაც სტრესულ სამსახურში თავი რით განვიტვირთო? ან სამსახურიდან დაღლილი რო მოხვლა და ვერ წამოწვები და ვერ გააბოლებ
არვიცი სხვისთვის როგორ არის მაგრამ ჩემთვის ცხოვრება აზრს კარგავს. რამდენიმე მცდელობისას ისეთი დეპრესია დამეწყო ისეთი აღრენილი დავდიოდი ორჯერ შარშიც გავეხვიე თავს ვერ ვაკონტროლებდი biggrin.gif

მოკლედ მთელი დღე რაუნდა აკეთო ესე მუდოსავით იჯდე არ მოწიო და რაუნდა აკეთო? მე მზესუმზირას და საწუწნ კამფეტებს ვერ ჩავანაცვლებ სისულელეა უფრო გამაგიჟებს biggrin.gif

ან თავისუფალ დროს რა ვაკეთო პოემები ვწერო? biggrin.gif

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მოწევასთან 18 წლიანი სტაჟი მაქ და ეს 18 წელი ძალიან ბევრს ვეწეოდი. ბოლო დროს 15-20 წუთში ვეწევი ხოლმე როგორც ჩავაქრობ ეგრევე ვუკიდებ მოკლედ მოწევაში ძალიან თავზე ვარ გასული. მოკლედ მომსპო გამანადგურა აუცილებლად უნდა დავანებო. მაგრამ მერე უხალისო ცხოვრება მაშინებს. სიგარეტის მოწევით სიამოვნებას ვიღებ. ვიღვიძებ ვეწევი. შევჭამ ვეწევი. სახლიდან გავდივარ ვეწევი. სამსახურში ვარ ვეწევი მოკლედ ყველგან ცხოვრებას მიადვილებს. და უცებ ჰოპ პენსიონერივით დავიწყო ხელები უკან და ესე ვიარო biggrin.gif ეხლა სოფელში ვარ და იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია დლით მზის ამოსვლისას აივანზე რო გააბოლებ. მუხის ძირას სუფრას რო გაშლი და აბოლებ და თუ გადავაგდებ ალბათ სოფელშიც აღარ ჩამოვალ სიამოვნებას ვერ მივიღებ რავქნა ბაღჩა ვთოხნო? შრომის მერე ლობიო ვჭამო არ გავაბოლო და დავიძინო? არვიცი თქვენ როგორ ხართ მაგრამ ჩემთვის სრული კოშმარია. სიგარეტის დანებება ჩემთვის ცხოვრების თავისუფლების წართმევის ტოლფასია მის გარეშე არაფერი მინდა არაფერს ვაკეთებ ცხოვრება ქვრება უფერულდება/ ჰოდა რავქნა ვისნმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა დაწრეთ როგორ გაუმკლავდით?



Posted by: SHahiii 26 Feb 2018, 20:57
QUOTE (levan80 @ 26 Jan 2018, 11:11 )
მე პირადად ძალიან მარტივად დავანებე ელექტრო სიგარეტის საშუალებით, თუმცა წონაში მოვიმატე

თავს არ გატკივებდა ელექტრო სიგარეტი? ვერც ამ სითხეებს დავუმუღამე რომელია კარგი არცერთის არომატი არ მომწონს
* * *
QUOTE (Protector @ 22 Jan 2018, 23:43 )
გამარჯობათ...2 დღეა სიგარეტს არ ვეწევი, მაინტერესებს ვინ რამდენი მოიმატეთ წონაში, ზოგადად ისედაც მაქვს წონის პრობლემა და კიდე მომატება არ მინდა sad.gif გამიგია რომც არ ჭამო ბევრი, მაინც იმატებო თავისითო რა sad.gif

გამიგია 10 კილოზე მეტს ვერ მოიმატებ სიგარეტის გამო, მაგრამ ეგეც ინდივიდუალურია. ვარჯიში დაიწყე

* * *
QUOTE (X2D3T9 @ 9 Jan 2018, 17:03 )
სად ვიკითხო არ ვიცი რა ....
1 წელი ხდება დავანებე თავი მოწევას
ხველება დამრჩა რაღაც ცუდი
ეს დღეებია თავს მახსენებს რა თითქოს მეწვის ყელი თუ არ ამოვახველე არ მივლის ამ ბოლო დროს მომიხშირა და სულ "ხრუტუნით" დავდივარ აღარ შემიძლია რა თითქოს ყელში მაქვს გაჩხერილი რაღაც და რომ ამოვახროტინებ მივლის
სად ვიკითხო ის მაინც დამაკვალიანეთ რამე ხომ არ მჭირს ? sad.gif
ფილტვებზე მოვასმენინე და არაფერი გჭირსო რამოდენიმე თვის წინ

ვითომ ნევროზიო ერთმა ექიმმა მითხრა მაგრა ვატყობ არ არის ნევროზი რომ ვიკავებ და ვცდილობ არ ცამოვახველო ასე თითქოს ყელში მომებრჟინება და წამომახველებინებს მშრალი ხველ მაქვს თან და ყელიც თითქოს მეწვის

ანგინა გექნება ბრატ............................................................

* * *
QUOTE (kenj @ 9 Jan 2018, 15:15 )
პ.ს. ნუ იმის თქმა მინდა რომ 10 დღე და მერე აღარ მოგინდება მთავარია პირველი დღეები გაძლო მითია ჩემი აზრით yes.gif

მე 6 თვე მქონდა განებებული (ბოლო დროს ვეწეოდი 3 კოლოფანდე სუტკაში 15 წელზე მეტი მქვს სტაჟი) რაც დრო გადიოდა უფრო მინდებოდა და ერთხელაც ვეღარ გაუძელი ცდუნებას და გავაბოლე 2 ჯერ წავიკითხე ალენ კარის "ბოლო ღერი სიგარეტი " ელექრტო სიგარეტიც ვცადე ტაბექსიც მარა ვერა რაა არადა მახრჩობს ყოველ დილა მერე გადამივლის და მთელიდღე ერთს არ წამომახველებს

Posted by: tbilisi_georgia 26 Feb 2018, 23:41
დღესაც ვფიქრობდი ამ საკითხზე და მივხვდი მხოლოდ სიკვდილი გვიხსნის სიგარეტისგან biggrin.gif

ყველაზე საშინელი რამ რაც ადამიანმა მოიფიქრა სიგარეტია

ერთი დასკვნა გავაკეთე დებილები მარტივად ანებებენ თავს და ლომკებიც არ აქვთ yes.gif

Posted by: sandroia 1 Mar 2018, 14:28
QUOTE
ერთი დასკვნა გავაკეთე დებილები მარტივად ანებებენ თავს და ლომკებიც არ აქვთ 

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ამ თემაში არ უნდა დაგეწერა ეს biggrin.gif

Posted by: likaka 4 Mar 2018, 22:41
3 თვეა დავანებე და ძირითადად გული მერევა სუნზეც კი, ზოგჯერ კი ერთი ნაფასის დარტყმის სურვილი მიჩნდება, ამ დროს საკუთარ თავს არ უნდა აუკრძალო, როგორც კი მოვწევ საშინელი თავბრუსხვევა მეწყება და ეგრევე ვაგდებ. სამ თვეში ალბათ 5-6 ნაფასი თუ მექნება დარტყმული. + 10 კგ მოვიმატე და დიეტა დავიწყე.საკმაოდ მოსაწყენი მეჩვენება ცხოვრება უსიგარეტოდ , მაგრამ არასდროს არ მოვწევ ზუსტად ვიცი

Posted by: SHahiii 5 Mar 2018, 20:52
QUOTE (tbilisi_georgia @ 26 Feb 2018, 23:41 )
ყველაზე საშინელი რამ რაც ადამიანმა მოიფიქრა სიგარეტია


კიი ბრატ 1000% მართალიხარ .....................................................................................................................................

Posted by: Jedi Warrior 5 Mar 2018, 21:07
QUOTE (tbilisi_georgia @ 26 Feb 2018, 01:55 )
კარგად რო შეჭამ და სიგარეტს ვერ დააყოლებ გემრიელად
ქალთან სექსი გექნება სექსის მერე ვერ წამოწვები ვერ გააბოლებ
სადმე დასასვენებლად გასართობად წახვალ ვერ მოწევ
ქუჩაში სამსახურში ხალხში ურთიერთობისას ყველა ეწევა შენ ჯიბეებში ჩაილაგე ხელი და არმოწიო

დაიწყე შემდეგით:

ნუ მიანიჭებ სიგარეტს მთავარ როლს ამ ცხოვრებისეულ სიამოვნებებში რაც ჩამოთვალე – სიგარეტის გამო არ არ ხდებიან ისინი უკეთესი, ან უარესი... ამ ყველაფერს ნიკოტინზე დამოკიდებული ტვინი წარმოიდგენს, რომ სიგარეტის გარეშე ეს ყველაფერი ისე სასიამოვნო აღარ იქნება.

დანებებას მხოლოდ მაშინ შესძლებ, თუ ძალიან გინდა, რომ დაანებო თავი. სხვანაირად არ გამოგივა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასე იყო.

დასაწყისისთვის შეიძლება სცადო ელექტროთი ჩანაცვლება – ამ ცხოვრებისეული მომენტების 'უკეთ შესაგრძნობად' დაგეხმარება ეგეც.

წარმატებები.

Posted by: Estrella 8 Mar 2018, 16:13
გამარჯობა.
არამწეველი ვიყავი 3.5 წელი.
ბოლო ერთი წელი სიმბოლური მწეველი, აქა-იქ ვეწეოდი 1-2 ღერს.
იმდენი ვიძახე, სიგარეტზე დამოკიდებული ფიზიკურად ვერ ვხდები-მეთქი, რომ ბოლო ერთი თვე კოლოფითაც ვყიდულობდი და სულ ვეწეოდი.
ძალიან შემაწუხა და დამღალა. მეოთხე დღეა არ ვეწევი, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მსუბუქად, სუფთად, საყვარლად. არა ლომკა, არა დისკოფმორტი.

მააააგრამ, სულ მშია. სულ მშიი-აააა.... კუჭი არ ჩუმდება, ვერაფრით ვართობ და მაბრაზებს!!!
იმედია, ამ კვირის ბოლოს დასრულდება ეს გაძლიერებული მადა.
ვარჯიშსაც გავაძლიერებ და უფრო დამირეგულირდება წესით.

დებილობაა სიგარეტი.
ნუ, პროცესი ლამაზი და მიმზიდველია,
მაგრამ მაგის გამო მარტო არ ღირს.

Posted by: Emptiness 8 Mar 2018, 16:22
სიგარეტს შევაჭმევინებ და დავასუსტებინებ ეხლა თავს რა .

მეტი ჯავრი არა მაქვს

Posted by: tbilisi_georgia 15 Mar 2018, 12:05
Jedi Warrior

QUOTE
ნიკოტინზე დამოკიდებული ტვინი წარმოიდგენს, რომ სიგარეტის გარეშე ეს ყველაფერი ისე სასიამოვნო აღარ იქნება.


ამაზე არ დავფიქრებულვარ. ნაღდია ილუზიაა. ქვეცნობიერში ჩალექილი ცრუ ინფორმაცია.

QUOTE
წარმატებები.


მადლობა. გაიხარე. კაი რჩევა იყო

Posted by: rostislav-pere 26 Mar 2018, 16:01
წელიწადში ორჯერ, მოწევას დავტოვებდი, მაგრამ ელექტრონული სიგარეტი ორჯერ დაარღვია,

Posted by: D-G 29 Mar 2018, 21:23
tbilisi_georgia
QUOTE
ერთი დასკვნა გავაკეთე დებილები მარტივად ანებებენ თავს და ლომკებიც არ აქვთ 

ეგ უფრო პირიქით არის smile.gif მარტივად აგიხსნი, ტვინი რომელიც ვერ აცნობიერებს თუ რა ზიანს აყენებს ორგანიზმს ზუსტად ამ დროს საკუთარ ტოტს იჭირის და როდესაც ჯანსაღი ტვნი აცნობიერებს, წყვეტს ტოტის მოჭრას, ზღუდავს ლომკებს და ყველა ცრუ სიგნალებს. ახლა დასკვნები თავად გამოიტანე რომელია დებილი smile.gif

Posted by: pinkbeetle 30 Mar 2018, 21:19
ვინმემ ხომ არ იცით თბილისში green smoke-ს ყიდვა სად შეიძლება? ადრე ქონდათ ვებ-გვერდი, ეხლა ვეღარ ვპოულობ. ამერიკიდანაც ვერ ვიწერ, American issued ID უნდა ატვირთო მაგათ ვებსაიტზე რომ რამის გამოწერა შეძლო...

Posted by: NorthSea 31 Mar 2018, 21:52
გადადით ჯერ დაბალ ნიკოტიკიან სიგარეტზე. მერე შეამცირეთ დღიური ნორმა. და სადღაც 2 თვეში შეგიძლიათ სრულიად დაანებოთ თავი. უბრალოდ უნდა მართლა გინდოდეთ, და არა ისე სიტყვისთვის.

Posted by: alahambra 31 Mar 2018, 22:26
32 -ე საათი უსიგარეტოდ(სტაჟი 30 წელი)...ნიკოტინს მაინც ვიღებ საღეჭი რეზინის საშუალებით,უმაგისოდ გავაფრენდი ალბათ,სამაგიეროდ ფილტვები მადლობას მიხდიან,ტვინიც ჟრიალებს))) ეტყობა სისხლი უკეთესად რომ მიეწოდება მაგის გამო,ყურები დახშული მაქვს ოდნავ..ჰმმ..არ მომწონს ეს ამბავი....user posted image

Posted by: tete_tete 1 Apr 2018, 00:19
ამ საღეჭ რეზინს სად ყიდულობთ? თბილისში არ მინახია.

Posted by: Kobalty 1 Apr 2018, 01:14
7 თვეა დანებებული მაქვს..
მაინც ყოველდღიურად ბრძოლა მიწევს ჩემს თავთან რო არ მოვწიო ხოლმე..
ლომკა არ მაქვს, უბრალოდ ფიქრების მოზღვავება - რომ უამრავი არამწეველი კვდება მწეველზე ბევრად ადრე, რომ მაინც არიოლი რეშკაა როდის გაგაჩნდება კიბო, პოხუისტური განწყობაც დაემატება ხოლმე და...
თვეში 2-3 ღერი გამომდის ჯამში..

პროსტა დავიღალე ამდენი ბრძოლით და ნებისყოფის დაძაბვით..user.gif

Posted by: Lev! 4 Apr 2018, 01:00
აუ მოკლედ აქ ვკითხულობ 3 კოლოფზე ავდიოდი დღეშიო, მე 3-4 ღერს ვეწევი ზოგჯერ ნაკლებს და საშინლად მსიამოვნებს უფრო და ამიტომ ახლა რო დავფიქრდი აღარ მოვწევ მეთქი ძალიან მიჭირს biggrin.gif
არადა ცოტას რომ ვეწევი ნეტა ლომკები თუ მექნება დიდი ხანი user.gif
ცოტას რომ ეწევი უფრო სასიამოვნოა ალბათ user.gif

Posted by: Freestyle 4 Apr 2018, 21:31
2 თვეა დავანებე და ყველაფერმა ახლა შემაწუხა ტო, კუჭი ცალკე, გული ცალკე, რაღაც ხოდზეც ვერ ვარ და უნდა დავიწყო ისევ biggrin.gif

Posted by: forumge 10 Apr 2018, 12:12
Freestyle
მეც ეგრე ვარ 2 თვეზე მეტია დავანებე და შემაწუხა მაგრად მგონი ჯობია ისევ დავიწყო უკეთესად ვიქნები. აქამდე ჩვეულებრივად ვიყავი და ერთი ორი კვირაა უკვე ძაან მაწუხებს

Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 16:08
forumge
ცოტაც მოითმინე ძმაოო ზუსტად ეგრევიყავი 2 თვე 3 თვის შემდეგ მეც ძაან ცუდად ვგრძნოობდი თავს მაგრამ ახლაა 2 წელია ერთი ნაფაზიც კი არ დამირტყავს და საერთოდ სუნიც კი მაგიზიანებს უკვე სიგარეტის

Posted by: Attila 11 Apr 2018, 18:06
boli.gif იფ იფ იფ https://youtu.be/YFyccwnjSqA

Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 19:15
იიიფ იიიფ იიიფ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

https://www.youtube.com/watch?v=zvP3X_PIUs8

Posted by: forumge 14 Apr 2018, 19:03
Romeru_Lukaku
მართალია 1 ღერი მოვწიე მაგრამ ვეცდები მაინც გავითვალისწინო შენი რჩევა. იმდენად არ მესიამოვნა იმედია აღარ მოვწევ არასდროს.

Posted by: Blacksm1th 21 Apr 2018, 01:55
ამ წამს გადავაგდე .

Posted by: lilythedall 1 May 2018, 01:33
ძალიან მინდა დავანებო და არ ვიცი როგორ მოვახერხო. ფსიქოლოგიურად იმდენად დამოკიდებული ვარ რომ ვერ ვიგებ როგორ მოვიცილო ეს დამოკიდებულება - ანუ რამე გზა ხომ უნდა არსებობდეს ?

Posted by: nrnaaa 1 May 2018, 01:44
ძაან მარტივია ვისაც ნამდვილად უნდა გადააგდოს გადააგდებს . მე აღარ მინდოდა მოწევა, შემძულდა სიგარეტი (როცა ვეწეოდი მიყვარდაsmile.gif .) და აღარ ვეწევი არც მახსენდება საერთოდ, შეიძლება ოდესმე დავიწყო ისევ არვიცი მაგრამ მეეჭვება რაღაც

Posted by: lilythedall 1 May 2018, 01:48
მე სერიოზულად ვარ განწყობილი რომ დავანებო. ძალიან ბერვს ვეწევი და უკვე სიამოვნებას ვერ ვიღებ სიგარეტით, უბრალოდ დამოკიდებულება მაქვს და შედეგად ვეღარ ვსუნთქავ sad.gif

Posted by: Coin 1 May 2018, 14:12
27 წლის ვარ და 12 წელია ვეწევი
გუშინ გადავწყვიტე თავის დანებება, დღეს პირველი დღეა. ესეიგი ოფლი მასხამს, თვალები ამოღამებული მაქვს და გულისრევის შეგრძნება მაქვს სასწაული. გქონიათ ასეთი გამოცდილება? sad.gif

Posted by: სუბლიმაძია 1 May 2018, 17:00
ActionCoin

გულის რევა არა, მაგრამ ოფლი და თვალების ჩაღამება იცოცხლე და მომატებული მადა.

ისე მეც 12 წელზე მეტია რაც ვეწევი მაგრამ ბევრჯერ მქონდა დანებებული 2 თვე 3 თვე 8 თვე და 13 თვე ბოლოს მაგრამ 3 თვეა დავიწყე ხვალიდან იმედია საბოლოოდ შევეშვები. ხოდა ერთი რამე დავასკვენი ე.წ ლომკა 5-7 დღის შემდეგ იწყებს კლებას და სადაც 15 დღის შემდეგ საერთოდ აღარ გაქვს, მაგრამ რაც შეეხება "პრივიჩკის" დონეზე მთელი ცხოვრება გახსენდება და გაგიელვებს ალბათ სხვადასხვა სიტუაციებში. ახლა რჩევები პირველ დღეებში. ვანებებთ დილიდან და ერთიანად. კარგი დამხმარეა ყავა, მზესუმზირა, მენთოლიანი კამფეტები და საღეჭი რეზინა. გაღიზინებაც გაივლის ერთი კვირის მერე. არ დაიგრუზოთ თუ გული ვერაფერს დაუდეთ ამ ერთ კვირაში. ხოდა მთავარი ალკოჰოლს რაც შეეხება არსებობს მოსაზრება და შიში რომ ნასვამზე მაინც დაიწყებ ამიტომ ჩემი უცნაური რჩევა იქნება რომ დანებებიდან მეორე მესამე დღეს როცა მოტივაცია მაღალია მიიღეთ ალკოჰოლი და რომ არ მოწევ შიშიც დაძლეულია და თან უკვე მეორე გამარჯვება იქნება (პირველი ვფიქრობ როცა გადაწყვეტ სერიოზულად დანებებას ეგაა). აბა წარმატებები და მტკიცე ნებისყოფა ყველას.

Posted by: lilythedall 1 May 2018, 23:22
მე ჯერ დაკლება გადავწყვიტე და 20 ღერის ნაცვლად დღეს 5 მოვწიე. იმედია ასე ნელ ნელა კვირის ბოლოს ერთ ღერზე ჩAმოვალ

Posted by: Coin 2 May 2018, 13:03
მეორე დღეა აღარ ვეწევი და ძალიან მიხარია sa.gif
დღეში მინიმუმ 1 კოლოფს ვეწეოდი, 7 წლის მანძილზე, ცოტა მეტის.
წარმატებები ყველას.

Posted by: gvanci13 2 May 2018, 17:33
მეგობრებო facebook-ზეც გავხსენით გრუპა და იქაც საინტერესო მასალებს დავდებთ ასე რომ გაწევრიანდით და ერთად დავამარცხოთ ეს საზიზრარი ნიკოტინის მოტხოვნილება

https://www.facebook.com/groups/512104935853740

Posted by: MmSs 2 May 2018, 18:22
სიგარეთს მოუკიდეთ და ანთებული მხარიდან ჩაიდეთ პირში,დამიჯერეთ ასე ადვილად გადაეჩვევით...

Posted by: ZEPTER 3 May 2018, 16:35
ვფიქრობ რომ ვეწეოდე და მსურდეს დანებება დავანებებდი მაგრამ არ ვარ მწეველი და ვერასოდეს გავიგებ რა გრძნობაა ასეთი რომ ვერ ანებებთ თავს

Posted by: Coin 7 May 2018, 09:21
1 კვირაა არ მომიწევია. ალკოჰოლიც მივიღე რამდენიმე დღის წინ, ცოტათი კი მომინდა, მაგრამ გავუძელი. მიხარია რო თენდება

Posted by: Pac. 8 May 2018, 18:22
ActionCoin
QUOTE
1 კვირაა არ მომიწევია. ალკოჰოლიც მივიღე რამდენიმე დღის წინ, ცოტათი კი მომინდა, მაგრამ გავუძელი. მიხარია რო თენდება


არ დანებდე მიაწექი ბოლომდე
1 ღერის მოწევა და უკან მიბრუნება ერთი და იგივეა smile.gif
მეც ვებრძვი ეხლა ჩემ თავს ვანებებ, მაგრამ დიდი ყურადღებას არ ვაქცევ ამ ბრძოლას, ჩუმად და წყნარად მინდა ამვოაგდო არც ვფიქრობ რო აღარ ვეწევი
ვარჯიში არის ძალიან კარგი, რო ვარჯიშობ ის საღამო აღარც მაქვს მოთხოვნილება მოწევის

Posted by: borbolia777 8 May 2018, 18:25
სულ ვკითხულობდი წიგნებს სიგარეტის მავნებლობის შესახებ. ბოლო დროს მივატოვე ................................... კითხვა smile.gif))))))))

Posted by: dadu____ 8 May 2018, 22:13
დილით გაიღვიღვიძე და აღარ მოვწიე, 10 თვეა არ მომიწევია, სიგარეტი ლომკა ძირითადად ფსიქოლოგიურია და არა ნიკოტინის ნაკლებობა ორგანიზმში

Posted by: Estrella 24 May 2018, 12:15
ასეთი რამე თუ გამოგიცდიათ?
სიგარეტის უპრაგონო, აქა-იქ მოწევის და შემდეგ ისევ განებების პირველ პერიოდში დამახასიათებელია მუცლის შებერილობა like a helium balloon?
ასე მგონია ჩემი მუცელი გიგანტური კუ არის, ოღონდ დედამიწა ბაკანზე კი არა მუცელში ჰყავს.
არა და, რომ ვეწეოდი ლამის ხერხემალს ვგრძნობდი კუჭით ისეთი მსუბუქი და slender posture მქონდა.
წონა არ მომიმატია, მხოლოდ მუცელია გაბერილი და დამღლელი სატარებლად.
გეცნოთ ვინმეს? და კავშირშია სიგარეტთან?
ორი ადამიანი ვარ, მუცლის იქეთ დარჩენილი და მუცლის აქეთ გადმოყოლილი, ჩვენს შორის მანძილი 3 კილომეტრი.

Posted by: kventintarantino 24 May 2018, 12:20
კაროჩე ალკოჰოლს რო ვსვავ და ყავას, აი მაშინ მინდებამ ოწევა.

არადა ისე არ ვეწევი საერთოდ, იმენა პრივიჩკა ავიკიდე, სახლში რო ვარ საერთოდ არ ვეწევი....გარეთ რო გავდივარ არ ვეწევი....

რა ჯანდაბა ვქნა ? biggrin.gif

Posted by: Poppysmic 24 May 2018, 14:09
Estrella
მეც ასე ვიყავი თავი რო დავანებე სიგარეტს, სადღაც მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. მერე გამიარა.
სიგარეტის თავის დანებებისას იცის გაუვალობა, რაც მუცლის შებერვასაც იწვევს smile.gif

Posted by: weasel 24 May 2018, 18:55
1 იანვარს დავანებე თავი.
ორი თვე არ მქონდა მოწეული. მერე დავფიქრდი ნეტა რატომ არ ვეწევი, მაინც არ ვეწეოდი ბევრს [კვირაში 1, მაქსიმუმ 2 კოლოფს ვეწეოდი]
ჰოდა დავიწყე ისევ, მაქსიმუმ 3 კოლოფი მექნება ნაყიდი მას შემდეგ, ისიც დასალევად როცა ვიყავი სადმე მაშინ.
მერე ყოველ დღე ერთ ღერს ვეწეოდი, მამაჩემის სიგარეტს.
ახლა მეოთხე დღეა არ მომიწევია, არც მაქვს სურვილი.

დაკვირვებული ვარ, 98 პროცენტი რომ ვეწეოდი არ მინდოდა და არ მსიამოვნებდა იმიტომ ვეწეოდი რომ უბრალოდ მიჩვეული ვიყავი, ან ორგანიზმი მთხოვდა ნიკოტინს. იმენა ინერციით ვეწეოდი.

მაგრამ აი, არის მომენტები მაგრად მომინდება ერთი ღერის გაბოლება. და აი რომ გავაბოლო ვიცი მაგრად მესიამოვნება. იშვიათადაა, მაგრამ მაინც. biggrin.gif

Posted by: _LegenDa_ 24 May 2018, 19:11
weasel

ყველა ვარიანტში შენც მწეველი გქვია კარგად დაიმახსოვრე!!
სულ ნუ მოწერ

Posted by: Estrella 25 May 2018, 12:27
Poppysmic
QUOTE
მეც ასე ვიყავი თავი რო დავანებე სიგარეტს, სადღაც მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. მერე გამიარა.
სიგარეტის თავის დანებებისას იცის გაუვალობა, რაც მუცლის შებერვასაც იწვევს

კი, და გარდა ამისა კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც ცვლილებები ხდება,
ყველაფერი ერთად კიდევ ისე გბერავს....
ერთი კვირაა რაღაც ფართე სარაფანის მეტი ვერაფერი ჩავიცვი. გავრცხავ - ჩავიცვამ, გავრეცხავ - ჩავივამ.

და ისეთი სიმპტომები ჰქონია კიდევ ფიზიკური, მე ეგენი არ გამომიცდია თავი რომ დავანებე.
მოკლედ, კაი რთული და საშარო საქმე ყოფილა ზოგისთვის.




weasel
აი, როცა ეგრე ხარ, ნი რიბა ნი მიასა მწეველი ანუ ლომკები არ გაქვს,
ერთადერთი პრინციპია, რაც გიშველის, სიტყვა მისცე თავს, არც ერთი ღერი.
მეც ზუსტად შენნაირად ვარ, ლომკა არ მაქვს და სიგარეტის გარეშე უკეთ ვარ.
მაგრამ შევაპარე და "წევითი ქცევის აშლილობა" დავარქვი ჩემს მდგომარეობას. biggrin.gif


წუხელ უნდა მომეწია, მაინც არ მაქვს ლომკები და ერთ ღერს კი მოვწევდი-მეთქი რიტუალურად,
მაგრამ ღერებზე ვინც ყიდდა ის წასული დამხვდა სახლში.

ახლა მეცინება, მაგრამ რეალურად გაკვირვებული და მობეზრებული უფრო ვარ ჩემი ამ არაადეკვატურობით.
რა მეშველება არ ვიცი და როდის მომეხსნება ჯადო. smile.gif

Posted by: Svoloch1987 30 May 2018, 20:01

ბიჭებო კაი ჩიბუხს სად დავითრევ ხოარ იცით ? biggrin.gif სერიოზულად smile.gif

Posted by: ✡inside✡ 31 May 2018, 14:51
Svoloch1987

სიგარეტი არის რაღაც კოდივით ტვინში ცაწერილი ინფორმაცია რომელსაც ვერასდროს ვერ ამოშლი. მაგის მომგონის ოჯახს დავეცი

Posted by: სუბლიმაძია 31 May 2018, 15:58
QUOTE (MmSs @ 2 May 2018, 18:22 )
სიგარეთს მოუკიდეთ და ანთებული მხარიდან ჩაიდეთ პირში,დამიჯერეთ ასე ადვილად გადაეჩვევით...

ბაზარი არაა 5-7 წლის ვიქნებოდი სადღაც მთვრალ ბაბუას რო ვუთხარი მეც მომაწევინეთქო და აჰაო და უკუღმა მომაწოდა თუ ჩამიდო აღარ მახსოვს მაგრამ მახსოვს რომ 16 წლამდე აღარ გავკარებივარ ისე დამეწვა ტუჩები ახლაც მახსოვს lol.gif

Posted by: Svoloch1987 31 May 2018, 16:38

✡inside✡

ეგრეა სამწუხაროდ

Posted by: hbh.ge 18 Jun 2018, 16:48
გამარჯობათ!

სიგარეტზე დამოკიდებულება ორი მიმართულებით ხდება ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ანუ პირველ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მომენტი თავად უნდა მოაგვაროთ, ხოლო ფიზიკური მოთხოვნილების გასანეიტრალებლად შეგიძლიათ გამოიყენეოთ სხვადასხვა საშუალებები, მაგალითად ეს ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინი შიგიძლიათ სცადოთ https://www.marketge.com/sigaretis-danebebis-sashulebebi

Posted by: sandriko_80 19 Jun 2018, 11:40
ახლა ვდებ სიტყვას ჩემ თავთან რომ ამ ღერის მეტს აღარ მოვუკიდებ და არ მოვწევ. არცერთს არც ერთ პაპასზ აღარ დავარტყაბ.

Posted by: სუბლიმაძია 19 Jun 2018, 13:53
sandriko_80

წარმატებები. მე ხვალიდან შევუტევ უკვე მერამდენდ მაგრამ ახლა სერიოზულად ვარ მონდომებული.

Posted by: Estrella 9 Jul 2018, 12:57
ხალხნო, კენტი რომაა წვრილი ერთიანი, Kent #1
ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი აირი, ყველაფერი აქვს 1 მილიგრამი.
სხვა სიგარეტებს მინიმუმ 5 და მეტი.

ეგ რომ მოწიო, ხომ მინიმუალურად იღებ ნიკოტინს და სხვა მომწამლავებს და ნაკლებად დამოკიდებული ხდები?
ანუ ელექტრო სიგარეტის მაგივორბაც კი შეიძლება გაწიოს, თუ გინდა შეეშვა მოწევას ხო?
ანუ ამის 7 ღერის მოწევა უდრის სხვა სიგარეტების 1 ღერის მოწევას?

Posted by: dantist778 9 Jul 2018, 13:09
ზუსტად 1კვირაა არმომიწევია,გლანდების ოპერაცია გავიკეთე და მიზეზი ესაა. არც მინდა საერთოდ,უბრალოდ მომენატრა biggrin.gif მარა განებებას მაინც არ ვაპირებ,მიყვარს.ალბათ ორ კვირაში მივცხობ

Posted by: Estrella 9 Jul 2018, 13:23
dantist778
QUOTE
ზუსტად 1კვირაა არმომიწევია,გლანდების ოპერაცია გავიკეთე და მიზეზი ესაა. არც მინდა საერთოდ,უბრალოდ მომენატრა  მარა განებებას მაინც არ ვაპირებ,მიყვარს.ალბათ ორ კვირაში მივცხობ

down1.gif

3 წელზე მეტი არ ვეწეოდი.
წელიწადნახევრის უკან დავიწყე, ჯერ ორ თვეში ერთი ღერი, შემდეგ ერთ თვეში, შედმეგ კვირაში.
3 თვეა სულ ვეწევი.

down1.gif


Posted by: dantist778 9 Jul 2018, 16:55
Estrella
შენც გყვარებია up.gif

Posted by: Estrella 9 Jul 2018, 20:43
dantist778
QUOTE
შენც გყვარებია
down1.gif

მხოლოდ ბოლი მერიტუალურება up.gif

Posted by: dantist778 9 Jul 2018, 22:05
Estrella
ჭამის მერე რა კოხტაა,რა მშვენიერი love.gif

Posted by: Estrella 9 Jul 2018, 23:33
dantist778
უზმოზეა კარგი და მშიერზე.
აუ, არ ვიცი. ახლა ერთ მილიგრამიანს ვეწევი ანუ ჩვეულებრივ სიგარეტზე 5-6-ჯერ მსუბუქს და ეს მომწონს უფრო.
დებილობაა საბოლოო ჯამში, უბრალოდ, არ მინდა ჭამად ვიქცე და შესაბამის მომენტს ველი შესაწყვეტად.

Posted by: dantist778 9 Jul 2018, 23:58
Estrella
და როცა გეძინება მაგდროსაც კაია.
გლანდები თუ გაქვს ამოიჭერი და ეგარის,აღარც გაიხედავ სიგარეტისკენ და ჭამადაც ვერ გადაიქცევი biggrin.gif ყველა არ იმატებს წონაში დანებების მერე,სწორად იკვებო მთავარია.

Posted by: Estrella 10 Jul 2018, 00:07
dantist778
როცა გეძინება, გაფხიზლებს შენ? მე პირიქით, რომ მეძინება მაშინ მოწევა ძალიან ძალიან ძალიან არ მსიამოვნებს და მთიშავს.
გლანდები არ მაქვს ამოსაჭრელი, ამის გამო ვერ ვეცემი ახლა, ნაყინის ხათრით უფრო შეიძლება. ბევრი ნაყინი გამოგიწერეს ხო? smile.gif
მაგრამ სწორი განწყობითა და მიდგომით, სასიამოვნო პროცესად ვიქცევ სიგარეტის მოშთობას, სულ მალე.
მეხერხება მე ეგეთები და ნებისყოფა რკინის მაქვს, თუ დამჭირდა. smile.gif

Posted by: dantist778 10 Jul 2018, 12:50
Estrella
კი მაფხიზლებს. მანქანით როცა მოვდივარ ვთქვათ დასავლეთიდან და შემოვედი ავტობანზე, მგზავრობისგან უკვე დაღლილს,მონოტონურად 1სიჩქარით სიარულზე მეყვინთება ხოლმე მაგრად biggrin.gif და მაგ დროს მოწევა მაგრად მშველის. ნაყინი მარტო პირველ დღეს დამინიშნეს sad.gif ნეტა არმქონოდა გლანდები ამოსაჭრელი და სიგარეტს ისე არმოვწევდი 3კვირა biggrin.gif ნებისყოფა მეც მაქვს მარა მიყვარს რაა

Posted by: Asklipiodotaa 10 Jul 2018, 13:15
ფიზიკურად არ მინდება მე, უფრო ფსიქოლოგიურად, რადგან არის მომენრინრომ სულ მავიწყდება მოწევა და რომ მახსენდება არ მომიწევია, მაშინ ვეწევი biggrin.gif

Posted by: Estrella 10 Jul 2018, 18:58
dantist778
QUOTE
კი მაფხიზლებს. მანქანით როცა მოვდივარ ვთქვათ დასავლეთიდან და შემოვედი ავტობანზე, მგზავრობისგან უკვე დაღლილს,მონოტონურად 1სიჩქარით სიარულზე მეყვინთება ხოლმე მაგრად  და მაგ დროს მოწევა მაგრად მშველის.

ჩემი თეორიის თანახმად შენ ხარ "სულიერად მწეველი ადამიანი" smile.gif
ახლა მეზარება თავიდან დაწერა ჩემი თეორიის, სადღაც მიწერია და მგონი, რომ სწორი მიგნება მაქვს.


QUOTE
ნაყინი მარტო პირველ დღეს დამინიშნეს  ნეტა არმქონოდა გლანდები ამოსაჭრელი და სიგარეტს ისე არმოვწევდი 3კვირა  ნებისყოფა მეც მაქვს მარა მიყვარს რაა

მალე გამოკეთდი smile.gif
მე არ მიყვარს სიგარეტი, ბოლი მიზიდავს და ახლა უკვე ეგ ბოლიც მომბეზრდა.
ზოგადად, მბეზრდება ყველაფერი რუტინად ქცეული, უძრავი ან ჩვევაში გადასული.
საწოლსაც კი ვერ ვაჩერებ ერთ ადგილზე დიდი ხნით, დავათრევ აქეთ-იქეთ პერიოდულად.
სულ უნდა ვცვალო და ვამოძრავო ყველაფერი, აბსტრაქტული თუ მატერიალური, მაშინ ვარ კარგად. smile.gif

Posted by: dantist778 10 Jul 2018, 23:06
Estrella
და რას ნიშნავს ეს სულიერი მწეველი,ეშველება რამე? biggrin.gif
გაიხარე მადლობა,იმედია მალე დასრულდება ჩემი ტანჯვა smile.gif
რადგან ყველაფერზე მასე ხარ,ეგ ბოლიც მოგენატრება ვგონებ და გარკვეული პერიოდის მერე ისევ მიჰყოფ ფილტვებს მოწევას smile.gif

Posted by: Qarmisela 10 Jul 2018, 23:52
თავიდან ასეთი მეთოდი მქონდა, ყოვეკ დღე ვყიდულობდი იმ 4 ლარით რაღაც ნივთს, რაც სიგარეტში უნდა დამეხარჯა. უმეტესად წიგს ბუკინისტებთან, ან ჯიბის სარკეს ან უკეთეს კბილის ჯაგრისს და სხვა წვრილმანებს. 1 თვეში იმდენი საყვარელი ნივთი დამიგროვდა. ჩემ თავს ვასაჩუქრებდი ყოველი დღისთვის.

მერე ისევ გადავწყვიტე მოწევა, მოწყენილი პერიოდი იყო და ვიფიქრე გავერთობითქო, მაგრამ ვეღარ მოვწიე. უკვე ნაპასზეც გული მიჩქარდებოდა. ახლა ვიცი, რომ მწეველი ფიზიკურად ვეღარ გავხდები.

თავიდან პატარა მობდომებაა საჭირო და მერე უკვე სხეული იზიზღებს ამ გემოს. მთავარია არ შეხედო, როგორც დაუძლეველ რამეს და არ განადიდო ეს მიზანი. ჩვეულებრივი მარტივი პროცესია.

Posted by: klubnika 11 Jul 2018, 03:44
სიგარეტის მოწევა სირცხვლია
მე ვარ უთავმოყვარეო იდიოტი
10 წელზე მეტია ვეწევი
საკუთარი თავი მეზიზღება
მინდა რომ თავი დავანებო და ვერ ვანებებ
რა ვქნა? sad.gif

Posted by: MePilmene 11 Jul 2018, 13:14
QUOTE (klubnika @ 11 Jul 2018, 03:44 )
სიგარეტის მოწევა სირცხვლია
მე ვარ უთავმოყვარეო იდიოტი
10 წელზე მეტია ვეწევი
საკუთარი თავი მეზიზღება
მინდა რომ თავი დავანებო და ვერ ვანებებ
რა ვქნა? sad.gif

ისეთ სიგარეტზე გადადი აი ძალით რომ მოწევ, რო გეზიზღება მოწევა იმდენად შენი რომ არ არის და მოკლებით მოუკლებ დანებებისა რა გითხრათ

Posted by: Estrella 11 Jul 2018, 14:52
dantist778
QUOTE
და რას ნიშნავს ეს სულიერი მწეველი,ეშველება რამე?

კი, საშველი არის. დამოკიდებულების, დანებების და შეგრძნებების სპეციფიკა განსხვავდება უბრალოდ. smile.gif
თუ გავიხსენე სად ვაწარმოე ეგ თეორია, დაგილინკავ.

QUOTE
მიჰყოფ ფილტვებს მოწევას

biggrin.gif
არ ვიცი........ smile.gif


Qarmisela
QUOTE
თავიდან ასეთი მეთოდი მქონდა, ყოვეკ დღე ვყიდულობდი იმ 4 ლარით რაღაც ნივთს, რაც სიგარეტში უნდა დამეხარჯა. უმეტესად წიგს ბუკინისტებთან, ან ჯიბის სარკეს ან უკეთეს კბილის ჯაგრისს და სხვა წვრილმანებს. 1 თვეში იმდენი საყვარელი ნივთი დამიგროვდა. ჩემ თავს ვასაჩუქრებდი ყოველი დღისთვის.

მერე ისევ გადავწყვიტე მოწევა, მოწყენილი პერიოდი იყო და ვიფიქრე გავერთობითქო, მაგრამ ვეღარ მოვწიე. უკვე ნაპასზეც გული მიჩქარდებოდა. ახლა ვიცი, რომ მწეველი ფიზიკურად ვეღარ გავხდები.

თავიდან პატარა მობდომებაა საჭირო და მერე უკვე სხეული იზიზღებს ამ გემოს. მთავარია არ შეხედო, როგორც დაუძლეველ რამეს და არ განადიდო ეს მიზანი. ჩვეულებრივი მარტივი პროცესია.

up.gif
საყვარლად მშვიდი და იმედისმომცემი მეთოდი და მიდგომაა ისე ეს.


klubnika
ნუ გალანძღავ ეგრე თავს, თორემ უფრო ვერ დაანებებ yes.gif



ჩემს ოჯახში არავინ ეწევა. მამამ კაი მრავალწლიანი სტაჟის შემდეგ 15 წელზე მეტია თავი დაანება და არც კი გაუხედავს მისკენ.
ახლა მოწევა ისევ რომ დავიწყე, მარტო ძმამ იცის. დედამ ლაითად, რადგან როდესაც შევეპარე, მთხოვა, გეხვეწები აღარ დაიწყოო მოწევა.
ჩემი ძმა ზოგჯერ ეწეოდა და ახლა შეეშვა კაი თვეებია. წინა დღეს მოუწევია, აივანზე ფერფლი დაუვარდა და იმით მივხვდი, ისეთი ბანძი გამოჩნდა ჩემს თვალში.
და ალბათ მე არ ცუდი სანახავი ვარ მისი თვალით გვერდიდან?
სხვათა შორის, ეს მეხმარება, რომ აზრზე მოვიდე და შევეშვა, სანამ დროა.
რადგან გულწრფელ სურვილს ვგრძნობ მისგან არ ვიყო მწეველი და თან ისე მამცირებს ხოლმე სიგარეტით რომ გავიშოტები არხეინად. biggrin.gif user.gif
თან, ერთხელ მითხრა, ფრთხილად, ისევ არ შეჯდეო სიგარეტზე და თუ 1-2 თვე საერთოდ არ ვეწეოდი, უხაროდა ხოლმე.

რაღაც უნაური მომენტია, რომ სხვა მაძლევს სტიმულს დავანებო.
ზოგადად, საკმაოდ უნამუსო და უპასუხისმგებლო ვიყავი ასეთ თემებში, ჩემი თავის გარდა არავის ვითვალისწინებდი და მომწონდა ძალიან, მეკიდა ერთი სიტყვით.
და მეუცხოვება ახლა ეს მომენტი, რომ სტიმული და მოტივია ჩემი ახლო და გულწრფელად კეთილისმსურველი ადამიანი ანუ ძმა, მაგრამ თან მომწონს ეს ცვლილება.

არა, ვიტყუები, საერთოდ არ მომწონს ეს ცვლილება. ადრე უკეთესი იყო, ფეხებიდან სამ მეტრზე რომ მეკიდა ყველაფერი. yes.gif

Posted by: No-Logic 12 Jul 2018, 13:04
გამარჯობა ყველას. გადავაწყდი ჩემთვის საინტერესო თემას.

2 დღეა ვანებებ თავს და უკვე ვწვალობ smile.gif რამდენი ხანი ვიქნები ესე?

14 წლიანი სტაჟი მაქ და პირველი მცდელობაა smile.gif

წარმატებები ყველას.

Posted by: dantist778 16 Jul 2018, 22:35
ზუსტად 2კვირაა არ მომიწევია,სურვილიც არ გამჩენია ჯერჯერობით,და ნეტა ასე გაგრძელდება? ნუ ჯერ ბოლომდე გამოკეთებული არვარ პრინციპში..

Posted by: Poppysmic 2 Aug 2018, 10:38
აგერ 10 აგვისტოს 4 თვე მისრულდება love.gif

არ მჯერა cry.gif

Posted by: xomasa520 6 Aug 2018, 02:43
ზდ სასტავ. მოკლედ გეტყვით ჩემ თავგადასავალს, მარტის თვეში გადავწყვიტე განებება, გამოვითვალე საუკეთესო დრო ამისთვის და დავადგინე რომ იყო 1 აგვისტო, ამ დროის განმავლობაში ყველას ვუთხარი რო ვანებებდი, ფსიქოლოგიურად იმენა დუხზე დავდექი. ამ დროს ვეწეოდი 1-2 კოლოფს დღეში, 7 წლიანი სტაჟი, ხოდა აგერ მეექვსე დღეა უკვე აღარ მომიწევია, იმენა ეგრევე ყველაფრის გარეშე გავანებე თავი სიგარეტს. არანაირი ლომკა არ მაქვს ახლა, მაშინ როცა განებებამდე ცუდად ვხდებოდი თუ არ მქონდა. ალბათ ფსიქოლოგიურად მაგრად დავიტენე მარტიდან აგვისტომდე. უბრალოდ კარგი ანტიდეპრესანტი იყო ჩემთვის სიგარა და ეგ მენატრება. საოცრად დამოკიდებული ვიყავი, 6 საათში 1 კოლოფს ვეწეოდი თავისუფლად მაგრად გავანებე მგონი მარტივად. იგივე სტილში გირჩევთ თქვენც დანებებას

Posted by: klubnika 6 Aug 2018, 03:20
xomasa520
აუ როგორ მშურს
მინდა რომ დავანებო და არაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ დავანებო


Posted by: Domaci 6 Aug 2018, 15:03
2 დღეა დავანებე თავი


ძლივს ვაზროვნებ, მოთენთილი და მეძIნება თითქს ისე ვარ.
თუთუნის სუნი მცემს მოწევა მინდა ამის დდ###### მარააა. არაააააააა დამაბით ბლიადდდდდდ.

არადა ვიცი 2-3 დღეც და ვაბშე აღარ ვიფიქრებ ამ ###ობაზე.


წარმატებები ყველას

Posted by: წილო 21 Aug 2018, 12:26
მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება

რა მეთოდებს მირჩევთ?

Posted by: Natuka NGN 21 Aug 2018, 13:44
წილო
https://forum.ge/?act=ST&f=43&t=34527728
სანამ თემას გახსნდე, ნახე კატალოგი.

Posted by: Poppysmic 23 Aug 2018, 13:11
ბოლოს ისე ვიყავი ერთი კოლოფი ძლივს მყოფნიდა მაგრამ უფრო ძლიერს ვერ ვეწეოდი.
მთელი დღე სამსახურში ვიყავი და ოთახში არავინ ეწეოდა, მარტო მე ვიყავი მწეველი და გარეთ მიწევდა გასვლა. არ მეზარებოდა ოღონდ მომეწია.
მერე გავხდი ავად 40 სიცხით, ფეხზე ვერ ავდექი 3 დღე, ვერ ვაზროვნებდი ისე ვიყავი. იმის მერე არ მომიწევია და სუნიც კი ცუდად მხდიდა.
ისეთი საშინელი სუნი მიიღო ჩემთვის სიგარეტის ბოლმა და თვითონ თუთუნმაც რომ მე თვითონ ვარ გაოგნებული.

სამაგიეროდ მოვიმატე love.gif

ალბათ გარემოზეცაა დამოკიდებული, სამსახურში რახან არავინ არ ეწევა არც მახსენდება, სამეგობროში ეწევიან მაგრამ იმდენად მაწუხებს სუნი რომ მაინც ვერ განვაახლე მოწევა. ერთი ნაფაზიც კი არ დამირტყავს ამდენი ხანია და მიხარია ამ ჯოჯოხეთს რომ თავი დავაღწიე..

Posted by: alfinio 23 Aug 2018, 14:01
8 წელია ვეწეოდი, ერთხელ ვთქვი ურალოდ, მოდი და არ მოვწევ-თქო, მოთმინებას გამოვცდი-თქო და 30 იანვრის მერე არ მომიწევია ნაფასიც არ დმაირტყავს...

ვიცი, რომ დავიწყებ ისევ მოწევას, უბრალოდ, ნებისყოფა გამოვცადე და მქონია smile.gif ))

Posted by: REBEL1 29 Aug 2018, 21:58
საშინლატ აუტანელი ხასიათი მიხდება იმენა კოშმარია ნამდვილი საშინლად აგრესიული და საშიში ვხდები იმდენად მელეწება ნერვები მეშინია ვინმე არ შემომაკვდეს. lol.gif საკუთარი თავისაც მეშინია გაოგნებული ვარ ასე მონსტრად როგორ ვიქცევი ხოლმე იმენა გონდაკარგული ჭკუიდან შეშლილი რაღაც ვიჩითები. ეს რა უბედურებაა კაი ჰაა რამდენიმე დღე თავს შევაკლავ მოვითმენ მაგრამ გაივლის ეს სიგიჟე/? თუ მუდამ ესე გრძელდება დაწერეთ გთხოვთ თორე ლამისაა ფანჯრიდან ვისკუპო ამის დ ე დ ა ცა !!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: beqa_90_24 30 Aug 2018, 13:46
ყველა მასეა ვინც სიგარეტს ანებებს უნდა გაუძლო სადღაც 1 კვირა და მერე უკვე ორგანიზმი აღარ მოგთხოვს და დაგრჩება ფსიქოლოგიური მომენტი მაგალითად რო გახსოვს ჭამის მერე რო სიგარეტი ასწორებდა , ყავასთან ერთად რო მაგარი იყო და ა.შ

Posted by: REBEL1 30 Aug 2018, 15:31
beqa_90_24

მადლობა. ფსიქოლოგიურ მომენტს არ ვჩივი მთავარია ეს უბედურება მომეხსნას. ფსიქოლოგიურ მომენტს დავძლევ ნელნელა

Posted by: muse1994 1 Sep 2018, 16:54
ყველა ეგრეა, მე საშინლად აგრესიული ვიყავი ყველას ვეჩხუბებოდი... მარა მე პირადად 5დღეც არ დამჭირდა ვიღაცა რო ეწეოდა მინდებოდა მარა სუნი არ მომწონდა... ახლა კი გავიდა 3 თვეზე მეტი რაც არ მომიწევია

Posted by: REBEL1 1 Sep 2018, 17:05
muse1994

QUOTE
გავიდა 3 თვეზე მეტი რაც არ მომიწევია


ანუ ეხლა ამდროის მანძილზე სტრესი დეპრესია არარ გაქ მოგეხსნა? ფიზიკური ლომკა რასაც ქვია? ფსიქოლოგიურს თუარჩავთვლით. ეხლაც საშინლად ვიჩხუბე ვიყვირე
კითხვაც კი მარიზიანებს რამეს რო მეკიტხებიან biggrin.gif 4 დღეა ჯერ რაცარმომიწევია გამივლის იმედია biggrin.gif


Posted by: akaki 8 Sep 2018, 01:05
QUOTE (beqa_90_24 @ 30 Aug 2018, 13:46 )
ყველა მასეა ვინც სიგარეტს ანებებს უნდა გაუძლო სადღაც 1 კვირა და მერე უკვე ორგანიზმი აღარ მოგთხოვს და დაგრჩება ფსიქოლოგიური მომენტი მაგალითად რო გახსოვს ჭამის მერე რო სიგარეტი ასწორებდა , ყავასთან ერთად რო მაგარი იყო და ა.შ

ეს ალბათ ჩვეულებრივი ხალხისთვის, ჩემნაირებისთვის ვინც მთელი ცხოვრება ეწევა 1 კვირა მარტო კვამლის ამოსვლას უნდა, უკვერ რამდენიმე კრვირაა აღარ ვეწევი, ნიკოდინის გემო კიდევ არ მშორდება

3 თვე მაქ მაქსიმუმი სიგარეიტადნ შესვენების

ეხლა ვნახოთ იმდი მაქვს ყველა რეკორდა მოვხსნი, განწყობა და შემართება კარგი

აი სტრესი ფიქრებ ისიგარეტზედა ფსიქოლოგიური ამბები მძიმედ მიდის

Posted by: Qop4 17 Sep 2018, 14:59
პირველი დღე, არ მომიწევია, სულ ვჭამ სულ სიგარეტზე მეფიქრება ნერვიულ აშლილობას გავს ტუჩებს ვიჭამ , თან ჯერ დილაა , ღამით სასწაულად გამიწირდება და მოვწევ ეგრე მგონია , ვერანაირად ვერ ვძლებბ, რამე საშუალება არის თუ იცით ? ან ტაბექსი, ან კიდე "სმოკე აუტ" რომაა რამე მორჩიეთ თუ ვინმემ იცით რამე რა

Posted by: akaki 20 Sep 2018, 05:23
QUOTE (Qop4 @ 17 Sep 2018, 14:59 )
პირველი დღე, არ მომიწევია, სულ ვჭამ სულ სიგარეტზე მეფიქრება ნერვიულ აშლილობას გავს ტუჩებს ვიჭამ , თან ჯერ დილაა , ღამით სასწაულად გამიწირდება და მოვწევ ეგრე მგონია , ვერანაირად ვერ ვძლებბ, რამე საშუალება არის თუ იცით ? ან ტაბექსი, ან კიდე "სმოკე აუტ" რომაა რამე მორჩიეთ თუ ვინმემ იცით რამე რა


სალამი, გადააგორე რთული დღეები?

ალბათ ეხმარება ეს ტაბექსი მე არ გამომიყენებია, თუ ვინმემ იცის დაწერს. 3-4 კვირა ისე გავიდა ნიკოტინის გემო კიდევ ვერ მოვიშორე

Posted by: Qop4 22 Sep 2018, 08:48
akaki
ვერა, ვერანაირად დღეში 5 -6 ღერზე დავჯექი საბოლოოდ

Posted by: დიაბლო 24 Sep 2018, 13:06
akaki
QUOTE
3 თვე მაქ მაქსიმუმი სიგარეიტადნ შესვენების

3 თვე ძალიან დიდი დროა და აღარ უნდა დაგეწყო. გადაგდებული გქონდა ფაქტობრივად

Posted by: akaki 24 Sep 2018, 21:59
Qop4

QUOTE
akaki
ვერა, ვერანაირად დღეში 5 -6 ღერზე დავჯექი საბოლოოდ


1-2 დღე დაანება ხოლმე, შემდეგ ისევ მოწიე, შემდეგ კიდევ და უბრალოდ მიხვდები რომ დანებაბადია.. რაღაც მომენტში ისევ დაიწყებ სრულად დანებებას.

დიაბლო

QUOTE

QUOTE
3 თვე მაქ მაქსიმუმი სიგარეიტადნ შესვენების

3 თვე ძალიან დიდი დროა და აღარ უნდა დაგეწყო. გადაგდებული გქონდა ფაქტობრივად


კი 100% იან იხარ, მაგრამ მაშინ ყოველდღე სიგარეტზე ვიფქრობდი, დღეებს ვითვლიდი რამდენი დღე მქოდნა დანებებული და იტოგში ძლაინ დამოკიდებული ვიყავი. ეხლა თქვეზე მეტი გავიდა, ნიკოტინის ყველანაირი კვალი მოვიშორე და გაცილებით ნაკლებად ვფიქრობ სიგარეტზე, ხან დღე გავა 1-2 ჯერ თუ გამეფიქრება, შეიძლება საერთოდაც არა. პროგრეს ვატყობ და თავს ვინუგეშებ smile.gif)

Posted by: horizont 28 Sep 2018, 13:09
5-6 წლიანი სტაჟი
დღეში 1 შეკვრა, თავიდან წითელი მარლბორო, ბოლოს უკვე პარლამენტი ნაითი

6 დღეა შევეშვი
ვაფშე სხვა ადამიანი ვარ
არც კი მინდება რავი, იმ დონეზე კომფორტულად ვარ
ტიპი 1 კილომეტრზე ვგრძნობ სუნს უკვე mad.gif

Posted by: LadyDay___ 28 Sep 2018, 20:31
მეც ეგრევე ფსიქოზი მეწყება და გრაფიკის გადამკიდე არ მაქვს ფუფუნება რო სადმე წყნარად შევიყუჟო და ნერვებს გავუმკლავდე. ახლა ელექტროსიგარეტს ვაპირებ, კი არადა, ვიყიდე უკვე, მაგრამ დებილობა ვქენი და უნიკოტინო წვენი ვიყიდე და ახლა ნიკოტინს ვეღარ ვშოულობ იმ ქალაქში სადაც ვარ. ამიტომ ისევ სიგარეტზე ვარ. რომ ჩამოვალ ვიყიდი ნიკოტინიანს და ვნახოთ, მგონი სიგარეტზე უკეთესი კი უნდა იყოს, რას იტყვით?

Posted by: akaki 29 Sep 2018, 08:38
მე წონა გამექცა ცოტა არ იყოს, 10 კილო უკვე მოვიმატე, გემრიელი საჭმელები გახდა სიგარეტის ჩამნაცვლებელი და შედეგიც სახეზეა smile.gif)


Posted by: .Ruud 1 Oct 2018, 13:29
ტაბექსით დაგინებებიათ ვინმეს? ნიკოტინს თუ არ ვიღებ, მეც არაადამიანურად აგრესიული ვხდები და თუ არსებობს რამე სხვა საშუალება, რატომაც არა..

Posted by: .Ruud 3 Oct 2018, 00:24
ესეც მეორე დღე კაროჩე უსიგარეტოდ. არის მომენტები სასწაულად მინდება მოწევა.. დღეს უკვე უნდა მომეკიდებინა ღერისთვის და ბოლო წამს ჩავიდე უკან სანთებელა. ყველაზე ცუდი შეგრძნება რაც მქონია ის არის რომ 100ჯერ მაინც დავმარცხდი და თავი ვერ დავანებე და თითოეული ჩავარდნა უფრო მწარეა. მოკლედ ახლა დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გამომივა..

ვინმე ებრძვით კიდე? biggrin.gif

Posted by: akaki 3 Oct 2018, 05:35
.Ruud

მთავარია არ მოეშვა, რაც შეეხება " ჩავარდნას" ეგ ჩავარდნა არაა, პირიქით კარგია რომ ხშირად გქონდა მცდელობა და ნაკლები სიგარეტი მოწიე ამის შედეგად, პატარა პატარა დანებებები გარწმუნებს რომ უსიგარეტოდ ცხოვრება შეიძლება. ეგ დანებება-დაწყება ყველას აქ, ხშირად 1 დღე არ მომიწევია, 2 დღე და ასე შემდეგ

ეხლა ორი თვეა თითქმის აღარ ვეწევი, უბრალოდ წონა გამექცა და ვებრძვი ეხლა smile.gif)

წარმატებები და არ გინდა ამ სანთებელა სიგარეტს ნუ დაატარებ მოაშორე თვალს და ჯიბეს


Posted by: thug 3 Oct 2018, 07:12
.Ruud

10 დღე გაქაჩე მაქსიმუმ და გადაგივლის ყველანაირი მოთხოვნილება

* * *
xomasa520

და სიგარა მოწიე რა პრობლემაა
მე გავანებე სიგარეტს თავი მარა სიგარას ვეწევი ზოგჯერ

აი სიგარის მერე სიგარეტი თუ მოგიწევია მაშინ ხვდები რა ნაგავისგან კეთდება სიგარეტი biggrin.gif


Posted by: .Ruud 3 Oct 2018, 14:18
thug
akaki

გაიხარეთ love.gif სირთულეებთან ერთად რა თქმა უნდა დადებითი მხარეებიც ჩანს უკვე

Posted by: thug 3 Oct 2018, 15:45
.Ruud

არანაირი მინუსი არ აქვს თავის განებებას
მოწევას კიდევ არანაირი პლიუსი არ გააჩნია
smile.gif

მე ბოლოს 2 წლის განმავლობაში მეოთხედ გავანებე თვენახევრის წინ
მგონი ბოლოა ეს აღარ ვარ დამწყები ნაღდად

Posted by: horizont 4 Oct 2018, 16:40
უფრო ცქმუტი და მხიარული გავხდი drug.gif biggrin.gif

11 დღე გავიდა

მინდება ცოტაზე, მარა იმდენად მაღიზიანებს სუნი, რომ გამორიცხულია როდესმე მოვწიო mus.gif
ზატო მარილიან ჩხირებს ვუჩენ ტყვნას boli.gif
+3 კგ

Posted by: thug 5 Oct 2018, 02:44
ჭამა-სმა იხარე მაგარს თოხლაობ რო ანებებ თავს
გემრიელია ყველაფერი გემო და სუნი გიბრუნდება

Posted by: akaki 6 Oct 2018, 07:41
thug

ესეა 100% ,

წონის პროლემა ადრე არ მქონია და არც ჭამის შეზღუდვა არასდროს დამჭირვებია, ეხლა კიდევ მომიწიოა რაღაცეებზე თავის შეკავებამ თორე 100 კილოზე ზემოთ მივდიოდი

მაგრამ პრობლემა ისაა რომ სიგარეტიდან მიღებულ " სიამოვნებას" ჭამით ვანაცველ და ამას ჯერ კიდევ ვე მოვერიე

Posted by: Oqrialeli 9 Oct 2018, 16:35
პირველი დღეა არ ვეწევი. მქონია 8თვიანი, 5თვიანი, 4თვიანი ერთ თვიანი და ერთ კვირიანი.უამრავჯერ ვცადე და მაინც მიყვარს ეგ დედა აფეთქებული და მერომანტიკულება
უბრალოდ ვვარჯიშობ და ვხვდები რო ვარჯიში და სიგარეტი არ მიდის.ის უფრო სასიანოვნოა რო ივარჯიშებ და ძალის მოზღვავებას იგრძნობ.სხეული უფრო დაგეკუნთება და ა.შ
სიგარეტი მხოლოდ ერთი ორი ღერი დღეში არის სასიანოცნო და ჯანმრთელობა სულ

Posted by: kenj 10 Oct 2018, 13:32
QUOTE (thug @ 3 Oct 2018, 07:12 )
.Ruud

10 დღე გაქაჩე მაქსიმუმ და გადაგივლის ყველანაირი მოთხოვნილება

* * *

ვითომ ? 10 დღე კი არა 2 თვის მერეც მახსენებდა თავს და მეთქი თუ ასე გაგრძელდება დავიწყებ ისევ თქო, მარა არ დამიწყია, რასაც ქვია გათავისუფლებას მე პრიადად დაახლობით 4 თვე და ცოტა მეტი დამჭირდა მაგისთვის, ვერ წარმომიდგენია კაი მწეველმა კაცმა 10 დღეში როგორ უნდა შეეშვას მაგაზე ფიქრს/მოთხოვნილებას.

Posted by: Attila 10 Oct 2018, 14:11
არ გიცდიათ თქვენი თავისთვის, ნამდვილი ადამიანური სიტყვის მიცემა რომელსაც არასგზით არ გადახვალთ?

Posted by: Beroname 10 Oct 2018, 14:18
ვფიქრობდი და ეხლაც ვფიქრობ დანებებას...მაგრამ როგორც მე ვეწევი, დიდად ხელს არ მიშლის...ცურვაზე რომ ვიარე ცოტა ხანი, უნებლიეთ შემიმცირდა, სურვილი არ მიჩნდებოდა. ისე კი, სიგარეტის მაგივრად თუთუნს ვეწევი...ავტომატურად არ ვეწევი, თითო მოწევაზე შეხვევაა საჭირო. ყველგან არ დამაქვს დღის განმავლობაში. 3-4 ღერი გავახვიო ხოლმე მაქსიმუმ დღეში და ეგეც ხანდახან არ მინდება…

მაგრამ როცა მინდება, უნდა მქონდეს user.gif

Posted by: akaki 10 Oct 2018, 23:09
სალამი, დრო და დრო პირის გაშრობა, დილით განსაკუთრებით შეიძლება სიგარეტის დანებებიდან გამოწვეულ იყოს? გქონიათ ესე ვინმეს? და რამდენ ხანს

Posted by: Estrella 10 Oct 2018, 23:23
sad.gif
ღმერთო, რა მოჯადოებული წრეა.
3 წელი არ ვეწეოდი. ხოლო, რამდენიმე თვეში, ორი წელი გახდება, რაც არარეგულარულად და პერიოდულად ვეწევი.
წინა თვეში, ცხოვრებაში პირველად მქონდა ე.წ. "ლომკა" და გამყვა. ადრე არ მქონია, პირიქით.
ძალიან მინდა ან ბედნიერი მწეველი ვიყო ან ბედნიერი არამწეველი. ეს ჭრელო პეპელა მკლავს.
ერთი კარგი ისაა, რომ ერთ ნომერ კენტს ვეწევი, ფაქტიურად ქაღალდს და იმასაც ცოტას.
რა გავაკეთო? sad.gif


akaki
ეგ სიმპტომი სიგარეტის დანებების შეიძლება არის.
მაგრამ პირისი გაშრობა სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებამაც იცის.
შეიმოწმე. უმარტივესი პროცედურაა.

Posted by: thug 11 Oct 2018, 01:00
kenj

ფიქრი ერთია და მოთხოვნილება მეორე
ფიქრით შეიძლაბ 20 წლის მერეც იფიქრო

ფიზიკური მოთხოვნილება არ გექნება 10 დღის მერე შანსი არაა
რავი მე ვეწეოდი 15 წელი და 4 ჯერ გავანებე ბოლო 2 წლის მანძილზე 5-7 დღეზე მეტი არ მქონია ლომკა


Posted by: Oqrialeli 13 Oct 2018, 00:00
დღე მეოთხე დასრულდა.პლანმა მიმიზიდა ბოლო დროს და ვიცი რო შეილება იმიტო დავბოლდე რო მერე "ვერ მოვითმინო და მოვწიო და მოსაწევს დაბრალდეს სიგარეტის დაწყება" გავკარი პლანს მარა თუ მხოლოდ მაგას მივწევ თვეში ერტხელ კიდე ჰო.მარა ვერ გავჩერდები.ნო სმოქინგ ყველაფერზეა რა

Posted by: დოჩანა 13 Oct 2018, 20:05
ამბობენ შიზოფრენიით დაავადებულები უფრო ვერ ანებებენო და მართალია?

Posted by: Underdog 18 Oct 2018, 01:42
2 კვირაა თავი დავანებე მაგრამ ეხლაც მაგრად მინდა მოწევა

Posted by: akaki 26 Oct 2018, 00:53
2 თვის არ მოწევის შემდეგ წინა კვირაში მქონდა ნებისყოფის ვერ მოთოკვა და რამდენიმე დღიანი მოწევა ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღების დროს, მაგრამ როგორც კი გამოვედი პახმელიაზე ეგრევე შევეშვი ისევ, და რაც მთავარია ეხლა უკვე არ მოწვეა ჩვევის ნაწილი ხდება და მარტივი იყო უკან კალაპოტში დაბრუნება

Posted by: happy-go-lucky 10 Nov 2018, 18:47
მივიღებ ყველანაორ რჩევას sad.gif

არ ვიცი ააე ყოფილხართ ვინმე? იმდენს ვეწევი უკვე გული მერევა, მოწევის სემდეგ რაღაცა ვერ ვგრზნობ ტავს კარგად მაგრამ მაინც ვეწევი...პირველ რიგში ამიტომმგადავყვიტე დანებება

ალბათ მე-5 ედ მაგრამ ახლა ვფიქრობ უფრო აერიოზულად და საბოლოოდ .. ასეთI რთული არ მეგონა

Posted by: akaki 13 Nov 2018, 12:29
happy-go-lucky

ერთი რაც მე ძალიან მშველის, უბრალოდ ჩემი გონებაში შევუშვი რომ როდესაც სიგარეტი მინდება არ ვეუბნები ჩემ თავს რომ ცხოვრებაში აღარ მოვწევ და სიგარეტის გარეშე უდნა ვიცხოვრო და ასე შემდეგ. უბრალოდ ეხლ არ მოვწევ, ამ ეტაპზე უსიგარეტოდ ვიქნები, მოწევის მაგივრად სხვა რამე გააკეთე. წყალ იდალიე, რამე შეჭამე, უბრალოდ იარე ან რავიცი რამე მოიფიქრე, მზესუმზირა იყიდე

როცა მოგინდება მოწევა ყოველთვის გადაავადე მოწევა, ან თქვი რომ მოდი ახალ წელს მოვწევ და ელოდე ახალ წელს, გარწმუნებ ახალ წლამდე თუ არ მოწევ მერე აღარ მოგინდებ.. თუნდაც მოწიე ახალ წელს, შეუსრულე პირობა შენ თავს, არაა პრობლემა უბრალოდ არ გახადო სიგარეტი შენი კერპი, გააუფასურე მისი ძალა როგორც შეგიძლია smile.gif


Posted by: [kitika] 14 Nov 2018, 12:48
happy-go-lucky
არსებობს მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც მე პირადად გირჩევთ, რადგან მათი ეფექტურება კვლევებით დადასტურებულია.
საქართველოში ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგი მედიკამენტები:
1) ტაბექსი (ციტიზინი) რომელსაც არ სჭრიდება რეცეპტი და მოყვება ინსტრუქცია რომლის დაცვის შემთხვევაში მიიღწევე ეფექტი.
2) ჩამპიქსი (ვარენიკლინი), ეს რეცეპტორული მედიკამენტია და ექიმის დანიშნულების გარეშე ვერ გირჩევთ.
3) ნიკორეტე სპრეი (ნიკოტინი) ეს არის ნიკოტინის შემცველი მედიკამენტი, არარეცეპტორული. თუმცა ტაბექსისგან განსხვავებით აქ იღებ ნიკოტინს, რაც ასევე მავნეა ჯანმრთელობისთვის.

Posted by: GeorgeSword 14 Nov 2018, 13:54
მეათე დღე უსიგარეტოდ up.gif up.gif



.....................................................................

Posted by: happy-go-lucky 16 Nov 2018, 10:50
akaki
მადლობა, რამდნი ხანია აღარ ეწევით ?

Posted by: giorgi-02 21 Nov 2018, 15:02
მე გეტყვით ჩემს მეთოდს თუ როგორ დავანებე თავი, თუ დაგეხმარებათ ძალიან მოხარული ვიქნები

akaki
QUOTE
როცა მოგინდება მოწევა ყოველთვის გადაავადე მოწევა, ან თქვი რომ მოდი ახალ წელს მოვწევ და ელოდე ახალ წელს, გარწმუნებ ახალ წლამდე თუ არ მოწევ მერე აღარ მოგინდებ.. თუნდაც მოწიე ახალ წელს, შეუსრულე პირობა შენ თავს, არაა პრობლემა უბრალოდ არ გახადო სიგარეტი შენი კერპი, გააუფასურე მისი ძალა როგორც შეგიძლია

ვეთანხმები ამ ადამიანს და ავხსნი რატომ

არსებობს ორი კატეგორია მწეველების:

I.რომელიც ეწევა ბევრს
II.რომელიც ეწევა ცოტას

მე პირველს განვეკუთვნებოდი დაახლოებით 5 წელი. ვეწეოდი ორ კოლოფამდე, ხანდახან მესამეზეც გადავდიოდი და აუცილებლად ძლიერს, დავიწყე მაშინ ჯერ კიდევ ოქროსფერი სობრანიეთი და ავედი წითელ მალბორომდე.

ძალიან ბევრჯერ ვეცადე თავის დანებებას, მაგრამ ერთი სრული დღეც ვერ ვძლებდი უსიგარეტოდ. ერთადერთი რეკორდი მქონდა 1 კვირა, ისიც ანგინა დამემართა მაღალი სიცხეებით და მაშინ უბრალოდ მთელი დღეები მეძინა, როგორც კი კარგად გავხდი ისევ განვაახლე.

ჩემი მეთოდი რაში მდგომარეობს

ზუსტად როგორც აკაკიმ თქვა, უნდა გააუფასურო სიგარეტი შენს ცხოვრებაში, მაგალითად საღამოს 10 საათზე დაგიმთავრდა? არ ჩახვიდე არ იყიდო. 10 საათზე 2 ღერი სიგარეტით მოდიხარ სახლში და უნდა იყიდო? არ იყიდო. დილით ყავასთან ერთად ეწევი? მარტო ყავა დალიე და გარეთ როდესაც გახვალთ შემდეგ მოწიეთ და მრავალი სხვა მსგავსი ხრიკით. გააუფასურეთ ის თქვენს ცხოვრებაში. ესე გაგიადვილდებათ, იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად ტვინმა იცის, რომ მაინც მოწევთ ოღონდ ეხლა არა. იმიტომ, რომ როდესაც თავს ვანებებდი ნიკოტინის მოთხოვნილება იმდენად არ იყო, რამდენადაც უბრალოდ სიგარეტი, რომ არ მქონდა. მოწევის დროსაც ტრაგედია იყო ჩემთვის სიგარეტის არ ქონა უბრალოდ. შეიძლება ჯიბეში მდებოდა და რაღაც პერიოდით საერთოდ არ გამხსენებოდა ან ისეთ ადგილას ვიყავი, რომ ვერ მოვწევდი და დიდად არც მინდებოდა, მაგრამ როგორც კი სიგარეტი ჯიბეში არ მქონდა ან 10 ღერს თუ ჩამოცდებოდა უკვე პანიკები მეწყებოდა, მარტო სიგარეტის არ ქონაზე ან მის ცოტა რაოდენობაზე ვფიქრობდი.
ბოლოს რა გავაკეთე, ესეთი დაკიდებით 2 კვირაში 2 კოლოფიდან 5-6 ღერზე ჩამოვედი და კვირა დღეს ვუთხარი თავს, რომ უბრალოდ ყოველდღიურად არ მოვწევდი და დალევის შემთხვევაში მოვწევდი, არც კოლოფი გადამიგდია (14 ღერი იყო შიგნით givi.gif ) შევინახე უჯრაში, ანუ რას ნიშნავს ეს? სიგარეტი მქონდა, მაგრამ უბრალოდ არ ვეწეოდი და გაცილებით მშვიდად ვიყავი ამის გამოც და იმის გამოც, რომ როცა დავლევდი მაშინ მოვწევდი. 1 თვის შემდეგ აღმოვჩნდი სუფრაზე, სადაც ჩემი სიგარეტი წავიღე და მოვწიე კიდეც 4-5 ღერი. შემდეგ მეორე სუფრაზე შემთხვევით აღმოვჩნდი, როდესაც სიგარეტი არ მქონდა წაღებული და არც მომიწევია (სხვას არასდროს არ ვართმევდი არც ერთ ღერს). შემდეგ ისევ დაგეგმილ სუფრაზე წავიღე და იქაც 4-5 ღერი მოვწიე და ესე. ერთი 4 ლარიანი კოლოფი რამდენიმე საათი რომ მყოფნიდა ეხლა რამდენიმე თვე მეყო biggrin.gif

არის კატეგორია, ვინც იძახის, რომ მაინც მწეველი ხარ და ა.შ. დაე ჩათვალონ ესე.

ალკოჰოლი - ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველდღიურად კლავს
მარიხუანა - ხანდახან კარგია, მაგრამ ყოველდღიურად შეიძლება არ კლავს, მაგრამ ორგანიზმს მაინც სპობს
სიგარეტიც - იგივე

და სტატიებშიც და წიგნებშის ზუსტად ის არის, რომ თქვენ დაანებებთ სიგარეტს თავს და არასდროს აღარ მოწევთ. რაც აპანიკებს ადამიანს, იმიტომ, რომ უყვარს ის სიგარეტი რაც არუნდა ეზიზღებოდეს, გონია, რომ კარგ სიტუაციებში დასალევთან ერთად როდესაც მართლა ასწორებს, ვეღარ მოწევს და ამ სიამოვნებას ვეღარ მიიღებს და კარგავს მისთვის იმ სიამოვნებას ის ყველა ადგილი და სიტუაცია და შემდეგ მაინც ეწევა.

ამიტომ ამ დედამიწაზე თითქმის ყველაფერი კლავს ყოველდღიური და გადამეტებული, ამ მეთოდით მიუდექით, ვისაც მსგავსი ფიქრები გაქვთ და თუ ეცდებით 100% შედეგს გამოიღებს. ყველაზე არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ეს ე.წ. "ლომკები" სხვადასხვანაირი აქვთ ადამიანებს.

მაგრამ თავიდან ხო ყველამ გასართობად დავიწყეთ? და მიეცით გასართობი სახე ისევ და არა "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი" და აუცილებელი როგორიც ჭამა, კბილების გახეხვა, ბანაობა და ა.შ. არის

რაც შეეხება კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ერთ მარტივ მაგალითს შევხედოთ: პროცენტულად ჩემი აზრით სიგარეტის გამო მწეველ ქალებს უფრო ნაკლებად ემართებათ ვიდრე კაცებს და რატომ? იმიტომ, რომ ქალები ეწევიან სუსტ სიგარეტს და ცოტას (ყველა არა რათქმაუნდა), კაცები ძირითადად ძლიერს და ბევრს + სვამენ ბევრს.

როდესაც "პა პრაზდნიკამ" ვეწევით არამგონია იმდენად ზრდიდეს ამ დაავადების რისკებს, როგორც ისედაც არამწეველ ადამიანს შეიძლება დაემართოს.

ეს ვისაც ჰიპოქონდრია აწუხებს. ამით დაიმშვიდეთ თავი, ღმერთმა ყველას გვაშოროს მსგავსი დაავადებები მწეველებსაც და არამწეველებსაც 2kiss.gif

წარმატებები, რამდენი მიწერია smile.gif

Posted by: Miria 22 Nov 2018, 02:50
ჩემი მეგობრის მამა წევს ახლა უკანასკნელებში..
ფილტვების ანთება რომ გაუგრძელდა და არანაირმა ანტიბიოტიკმა არ უშველა - ფილტვების ტომოგრაფიაზე გააგზავნეს და დაუდგინეს ფილტვების კიბო, მე4ე სტადია.
(არანაირი ქიმიები და სხივები აღარ უშველის, ტყუილად არ ტანჯოთო, უთხრეს ექიმებმა).
ეს რომ უთხრეს - მხოლოდ მაშინ შეეშვა სიგარეტის მოწევას.
მანამდე სულ ამბობდა - სიგარეტი არ იწვევსო არაფერსო.
და რა საინტერესოა რატომ აღარ ეწევა, ახლა, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში - თუ სიგარეტი არაფერს არ იწვევს და არც მისი ეს ფილტების კიბო არ გამოუწვევია?

იგივე აზრზეა ერთი ჩემი მეგობარი - სიგარეტი არაფერს ცუდს არ იწვევსო და აფუილებს და აფუილებს ამ სიგარეტს.
ის რაღაც დაავადებები რომ ემართება ხალხს - სხვა მიზეზებით ემართებათო, რომ არ მოეწიათ - მაინც დაემართებოდათო.

ნეტავ, რა სტატისტიკაა ფილტვის კიბოზე - ამ ავადმყოფობით გარდაცვლილი ადამიანების რამდენი % იყო მწეველი და რამდენი არამწეველი?
სადმე ხომ არ დევს სტატისტიკა?

Posted by: [kitika] 22 Nov 2018, 11:27
QUOTE
ჩემი მეგობრის მამა წევს ახლა უკანასკნელებში..

Miria

საად?

Posted by: kaxa-lom 27 Nov 2018, 20:47
ნასვამებს სუფრაზე სტუმრის ბავშვმა დაგვაფიცა, მწეველობის დანებებაზე რომ წავიდა სურვილი. მანამდე ბევრჯერ ვცადე და უშედეგოდ, მართლა ფსიქოლოგიური მომენტია. ვიფიქრე მოდი ამ კოლოფს გამოვცლი თქო და დილას რომ ავდექი ნახევარ კოლოფზე მეტი დამხვდა, ახლაც სახლში მიგდია 2 ცალ სანთებელასთან ერთად. 2 კვირამდეა და არაფრად არა ვთვლი. ერთი მაგისიც. ვინ მიგდია სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ჯიბის ფული შევწირო. მანამდე როცა დანებება მინდოდა ვიყიდე ცოტა, რომ გავედი სულ სურვილი მიტრიალებდა თავში. ქუჩაში მინდებოდა მოწევა. ავდექი და მაინც ვიყიდე ხოლმე.
მადლობელი ვარ იმ ბავშვის. 2 კაცი გადაგვარჩინა. smile.gif

Posted by: akaki 1 Dec 2018, 02:19
giorgi-02
მშვენივრად ჩამოყალიბებული მიდგომა, ბევრზე დადებითად იმოქმედებს ვინც მიხვდება და შეძლებს მიყვეს

ჩემი გეგმის შესაბამისად შემდეგი მოწევა 2 იანვარს იგეგმებაsmile.gif მანამდე ვტკბები ბევრი სიარულით, უკეთესი სუნთქვით, ფულის არ გადაყრით.


Posted by: Moor 1 Dec 2018, 12:58
QUOTE (klubnika @ 11 Jul 2018, 04:44 )
სიგარეტის მოწევა სირცხვლია
მე ვარ უთავმოყვარეო იდიოტი
10 წელზე მეტია ვეწევი
საკუთარი თავი მეზიზღება
მინდა რომ თავი დავანებო და ვერ ვანებებ
რა ვქნა? sad.gif

17 აგვისტოს მოვწიე ბოლოს. მანამდეც ერთი თვე არ ვეწეოდი. გასკდით შურით

Posted by: akaki 5 Dec 2018, 22:39
აქ როგორი სიწყნარეა..

რა სიახლეებია თეთრი სასიკვდილო კვამლის წინაარმდეგ ბრძოლაში?


Posted by: lisbeth 6 Dec 2018, 01:05
მეხუთე დღეა არ მომიწევია
..............................................

Posted by: kenj 6 Dec 2018, 13:50
ამ ბოლო დროს ''2 ღერის'' გაბოლებას დავეჩვიე ჰოდა მომცა ლომკა mad.gif მერე დაჟე ჯამრთელი ფაჭკა ვიყიდე bis.gif ყველაზე ცუდი მაინც 2 ღერის თემაა, დილით და საღამოს ისე მისწორდება რო საშინელ ლომკას მაძლევს, არავითარი 1 კოლოფი და რამე აი პროსტა 2 ღერი მისწორდება სასტიკად vik.gif

Posted by: beqa_90_24 6 Dec 2018, 15:18
QUOTE (kenj @ 6 Dec 2018, 13:50 )
ამ ბოლო დროს ''2 ღერის'' გაბოლებას დავეჩვიე ჰოდა მომცა ლომკა mad.gif მერე დაჟე ჯამრთელი ფაჭკა ვიყიდე bis.gif ყველაზე ცუდი მაინც 2 ღერის თემაა, დილით და საღამოს ისე მისწორდება რო საშინელ ლომკას მაძლევს, არავითარი 1 კოლოფი და რამე აი პროსტა 2 ღერი მისწორდება სასტიკად vik.gif

აუ მეც შენს დღეში ვარ 2 მაქსიმუმ 3 ღერს ვეწევი დღეში ჭამის მერე რა უფრო და მაგრად მისწორდება იმ პერიოდს მახსენებს სიგარეტის მოწევა რო ახალი დაწყებული მქონდა და მაგრად მისწორდებოდა lol.gif

Posted by: kenj 6 Dec 2018, 15:42
beqa_90_24
ხოო ჭამის მერე შვებაა რასაც ქვია, მარა აი საღამოს რო ასწორებს ისე არ ვიცი სიცივე ქარი უხდება სიგარეტს აივანზე რო გააბოლებს ყინვაში,, თოვლში ხო საერთოდ სასწაულია love.gif boli.gif დღეში 2 კოლოფი არ მყოფნიდა და ასე შემდეგ გამოვრიცხავ ამაყროლებს, არც 10 ღერზე ჩამოვალ და რამე დანებებული მქონდა კაი ხანი,, პროსტა ეს 2 ღერი მისწორდება სასწაულად მთელი პრობლემა მიაქვს თითქოს წამალივით არი მეტი არც მინდება არც ვექაჩები პროსტა 2 ღერი user.gif

Posted by: akaki 6 Dec 2018, 16:30
kenj

beqa_90_24

რამდენიმე კოლოფიდან 2-3 ღერზე ჩამოსვლა უკვე რამხელა ამბავია, წარმოუდგენლად დიდი!

მე აგვისტოდან უკვე აღარ ვარ მწეველი, მქონდა ნოემბერში რამოდენიმეჯერ ალკოჰოლთან ერთად მოვწიე და ტუმცა მალევე შევეშვი. მთავარია ისევ უკან არ ჩაგვითრიოს ამ ჭირმა.

თან რა მაგარი კაიფია უსიგარეტოდ, თავისუფლად სუნთქვა, გემრიელი ჭამა, ცოტა ვარჯისიც, და სულ ბალკონზე რომ არ დადიხარ ადამიანი და სახლში აუტანელი სუნი არ შემოგაქ.

Posted by: kenj 6 Dec 2018, 16:39
akaki
მე თითქმის 2 წლიანი პაუზა მქონდა, იქამდე 6 წელი ვეწეოდი და დავანებე მაგრა გამიჭირდა და დავანებე მაინც, ახლა რამ ამტეხა არ ვიცი რატო დავიწყე მოწევა ისევ ვერ ვხდები, ზუსტად ვიცი რო გადავაგდებ შანსი არაა კიდევ არ შევჯდები ამის დედა ვატირე პროსტა ეს 2 ღერომანია დამემართა ახლა givi.gif

პ.ს. ნუ უსიგარეტოთ ცხოვრება რო მაგარი რამეა ეგ უკვე გამოვცადე, ენერგია მქონდა არ ვიცი ბოლოს ვარჯიშიც კი დავიწყე არ ვიცოდი სად წამეღო ამდენი ენერგია მერე ისიც გავიგე რო თურმე ქუჩაში საშინელი სუნია იქამდე ვერ ვხდებოდი, ფერზე მოვედი საჭმელს გემო ჰქონდა ცხოვრება მშვენიერი იყო :დ გადავაგდებ ისევ აუცილებლათ თავის დროზე ისე გავუძელი ეს არ იქნება დიდი პრობლემა, ზუსტად ვიცი უბრალოდ დროს ვწელავ და ეგ არ მომწონს,,,, ენერგიასაც მართმეს აი ყველაფერი მეზარება მერე ამის დდშვც ამან როგორ უნდა მაჯობოს ახალ წელს უსიგარეტოთ შევხვდები vik.gif vik.gif

Posted by: გამოწვევა 13 Jan 2019, 23:08
ცუდი ჩვევა რომ არის არახალია, ძველია...
მაგრამ პირდაპირ ჯოჯოხეთია ყოველდღიურად რომ უნდა იყიდო დღეში 2-3 კოლოფი.

კანფეტი და ყავა შველის მგონი, ანუ ყავას სიგარეტის მაგივრად საწუწნი კანფეტი რომ მიაყოლო. ეხლა ვცადე და არ მომინდა მოწევა იმდენად.

იქნე გავთავისუფლდე ამ ხერხით, კანფეტებით? smile.gif
რას იტყვით, იქნებ თქვენ უკეთესი რჩევები მომცეთ და უკეთესი ხერხები იცოდეთ?

Posted by: X_Datka_X 17 Jan 2019, 21:30
გამოწვევა

ზუსტად მეორე დღეა რაც არ მომიწევია. თავბრუს ხვევა მაქვს საზიზღარი, ძილი არ მყოფნის, სულ მშია.

თუ ძაან მაგრად მომინდა მოწევა შოკოლადს ვჭამ ბევრს. ერთი 2-3 საათი არც მახსენდება სიგარეტი smile.gif) და ყავას ვერიდები თითქმის სუულ, კოფეინის მერე მოწევას ვარ მიჩვეული და მანდომებს რა ყოველთვის smile.gif ჩაისაც ვერიდები, ეგეც ხო კოფეინია.

7 წელი სტაჟი, ყოველდღე 1 პაჩკა.

თავს არ მისცე საშუალება რომ დანებდე და რომ მოგაწვება გაუძეეელიიიი რაც შეგიძლია მთელი ძალებით. მალე გადაგივა და მოგეშვება.

Posted by: გამოწვევა 17 Jan 2019, 21:34
X_Datka_X
გაიხარე მეგობარო. მე ვერ დავანებე. ეხლა პაჩკა ნაკლული მალბორო მაქვს . ამას რომ მოვწევ ხვალ არ ვიყიდი და ვეცდები. საშინელებაა რთულია.

წლებია ათეულზე მეტი, დღეს 2 კოლოფს მაინც ვეწევი.

Posted by: X_Datka_X 17 Jan 2019, 21:41
სულ დააჯერეთ თავს რომ მოწევა არის ღლეობაააა. 7 წელი ვეწეოიდ და 2 დღეა არ ვეწევვი უკვე biggrin.gif baby.gif ბავშვივით მიხარია, სულ უმეორეთ თავს რომ მოწევა საზიზღრობაა და როგორ უნდა დაიღუპო თავი ამით ახალგაზრდა ადამიანმა და ა.შ. და ა.შ. თქვენ იცით აბა. თუ ვერ გავქაჩე შეგატყობინებთ აუცილებლად.

Posted by: X_Datka_X 17 Jan 2019, 23:39
გამოწვევა

რთულია კიიი. რამდენჯერაც ვცადე სულ დავუბრუნდი. ახლა არ ვიცი 2 დღე როგორ გავძელი, მესამეა დაწყებული პრინციპში. ვნახოთ როგორ გავუძლებ.

ახლა იზჟოგაც მაქვს, არ ვიცი რატომ. დიეტურად ვიკვებები საერთოდ, მარილიანსაც არ ვჭამ smile.gif რა ხდება არვიი.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სანამ მიატოვებდე, 1 პაჩკამდე მაინც ჩამო. 2 დან რთულია უარი თქვა. 40 ღერის სიგარეტი ყოველდღე მოწიო ნიშნავს ყველა ნახევარ საათში ერთხელ წაუკიდო ახალ ღერს smile.gif დამიჯერე ვერ შეძლებ ეგრე მიტოვებას.

ელექტრო სიგარეტები კარგი რამაა კიდევ შემიძლია გირჩიო. ამბობენ ცუდიაოო ჯანმრთელობისთვისო, მეც თავს ვერ დავდებ რომ კარგია მაგრამ მთელი 100 პროცენტით გეტყვი რომ ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს ელექტრო სიგარეტს რომ ვეწეოდი. ნიკოტინიც არ მქონდა დილით რომ იცის პირში ჩაგროვება, სუნთქვაც არ მიჭირდა, ენერგიასთანაც კარგად ვიყავი და ყველაფერი კარგი რა. ვეიპი დაითრიე უფრო ჯობს, ოღონდ კოილიანი არა, ბამბიანი დაითრიე. კვირაში ერთხელ დაგჭირდება 40 ლარის სითხე, 6 მგ ნიკოტინიდან დაიწყებ და ჩამოხვალ ნელ-ნელა 0 მგმდე და მერე გადააგდებ ვაფშე. პროსტო დრო გინდა.

Posted by: გამოწვევა 18 Jan 2019, 12:16
X_Datka_X
ელექტრო არ მ ომწონს , არ შემიძლია მაგის წევა. უნდა შევამცირო და მერე დავანებო როგორმე .
დიეტურად რომ იკვებები კარგია, წონაში არ მოიმატებ.

როგორ დავანებო მაინც არ ვიცი. სურვილი რომ მქონდეს დიდი ალბათ შევძლებდი, ეტყობა სურვილიც არ მაქვს

Posted by: Beroname 18 Jan 2019, 15:40
შემცირებული მაქვს საკაიფოდ, თუთუნს ვეწევი მე, სიგარეტს ვეღარ ვგუობ, არც გემო მომწონს და არც შედეგი.
თუთუნს კიდე 2-3 ღერს ვახვევ ხოლმე დღეში, მაგრამ შემიძლია მთელი დღე არ მოვწიო, სახლში ვტოვებ ხოლმე, არ მომაქვს სამსახურში და ვქაჩავ ასე თუ ისე.
სახლში რომ ავდივარ ვახვევ და ვეწევი ხოლმე ხამივით, თითქოს ვინმე მიკრძალავს სამსახურში წამორებას mo.gif მაგრამ რომ წამოვიღო მერე მეტს ვეწევი, ავსულვარ 5-6 ღერზე დღის განმავლობაში, როდესაც საერთოდ არ მინდებოდა თან რომ არ მქონდა.

ხოდა მაგიტომ ვფიქრობ რომ შემიძლია რომ არ მოვწიო რა...

Posted by: mikheill1 19 Jan 2019, 14:00
მოკლედ აქტიური მწეველიც ვიყავი, მერე ერთი წელი დავანებე და ისევ დავიწყე. ეხლა კი ისევ გავანებე თავი.
მთლიანობაში ერთი კვირა გაქვს ლომკა. პიკს აღწევს მეორე-მესამე დღეს. ერთი კვირის შემდეგ საგრძნობლად მცირდება ორგანიზმის მოთხოვნა.
აქ მხოლოდ ორგანიზმის მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებულება. ეს არის მრავალი წლის მანძილზე გამომუშავებული ჩვევა.
აბა წარმოიდგინეთ დღეში 20-ჯერ ან მეტჯერ ერთი და იგივე პროცესი წლების მანძილზე. გონება ავტომატურად გაიძულებს მოწიო. ამას ემატება ორგანიზმის მოთხოვნაც. ნამდვილმა მწეველმა რამდენი ხანიც არ უნდა დაანებოს თავი სიგარეტს, ნოსტალგია რჩება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი, ან ორი წლის მერე ისევ დაიწყებს მოწევას.
3 კვირაა რაც გადავაგდე სიგარეტი და მიუხედავად იმისა ორგანიზმი არ მთხოვს, თითქოს რაღაც მაკლია სადღაც, ასეთი განცდა მაქვს მომენტებში.
წარმატება ყველას. თუ უმრავლესობა არ მოწევს, მომავალი თაობაც ჯანსაღი იქნება. 21-ე საუკუნეში იმდენად მრავალფეროვანია ცხოვრება, სიგარეტზე არ უნდა იყოს კაცი დამოკიდებული.

Posted by: negatoni 19 Jan 2019, 14:26
ფიქსირ. თვის ბოლოს მე და ნიკოტინის 15 წლიანი ურთიერთობა სამუდამოდ გაწყდება .

Posted by: X_Datka_X 19 Jan 2019, 19:49
mikheill1

ზუსტად შემიძლია ავღნიშნო ეგ ფაქტიც, რომ 2- 3 დღეს ლომკის პიკია. დღეს მეხუთე დღე დაიწყო რაც არ გავკარებივარ და შემიძლია ვთქვა, რომ ორგანიზმს არ უნდა ნიკოტინი. გუშინ ბახტრიონი ფეხით ამოვიარე და ისეთი სიმსუბუქე მქონდა ფილტვებში, მაგრად გამისწორდა smile.gif აწი თუ გონებრივად არ გადავიხარე არ დავიწყებ მოწევას.

ახლა ის მიჭირს რო საჭმლის და ნებისმიერი სახის კოფეინის მიღების მერე მაგრად მინდება, მარა თავს ვიჩერებ მაქსიმალურად. ვნახოთ რა იქნება.

რორამედა ხშირად შემოიხედე აქ, გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები. კარგია შენნაირად წამებულ ხალხს რომ ხედავ biggrin.gifდდდდ მეტია სტიმული
negatoni

თუ მიტოვება გინდა იმ წამიდან დაიწყე როდედანაც გადაწყვეტ. ეგრე როგორაც ამბობ შეუძლებელია. მე გირჩევ რომ როგორც კი ამას წაიკითხავ ეგრევე გადატეხე ყველა ღერი და არ იფიქრო რომ სიგარეტი არ გაქვს და პანიკებში არ ჩავარდე. გაუმეორე შენს თავს რო ამის დედაც ჯეკ, როგორ მოვაკვლევინო თავი. რომც არ გინდოდეს მაინც გაუმეორე , და მერე მოვა ხსნა smile.gif)))

Posted by: გამოწვევა 19 Jan 2019, 23:58
სიგარეტი რომ მითავდებოდა ადრე უფრო მაგრად ვპანიკდებოდი, ახლა ეტყობა ისე ძაან დამოკიდებული აღარ ვარ ამ საგანზე. აი ეხლა გამითავდა და ყავას ვსვამ მარტო უსიგარეტოდ და მკიდია ის რომ სიგარეტი არ მაქვს, მარა დილა რომ გათენდება და თუ არ მაქვს და არც საყიდელი ფული არ მაქვს სრული პიზდეცია..

Posted by: Dimitry762 22 Jan 2019, 09:09
გამოწვევა

QUOTE
უნდა შევამცირო და მერე დავანებო როგორმე .


გირჩევდი ერთიანად და მთლიანად დაგენებებინა თავი. უფრო ეფექტური იქნება. 4 წლის წინ, მე, მასე ერთიანად შევეშვი და დღემდე არ მომიწევია.

QUOTE
როგორ დავანებო მაინც არ ვიცი. სურვილი რომ მქონდეს დიდი ალბათ შევძლებდი, ეტყობა სურვილიც არ მაქვს


საკუთარ თავს ჩაუტარე გამოწვევა wink.gif
წესით ძლიერი ნებისყოფა უნდა გქონდეს, არ ჩანხარ სუსტი იუზერი.

Posted by: გამოწვევა 22 Jan 2019, 20:58
Dimitry762
მადლობა , კეთილი სიტყვებისთვის მეგობარო. ახლა მაქვს ცოტა სიგარეტი და ხვალ დილიდან არ ვიყიდი და ვცდი ერთიანად მოშორებას.

Posted by: Dimitry762 23 Jan 2019, 09:24
გამოწვევა

QUOTE
მადლობა , კეთილი სიტყვებისთვის მეგობარო. ახლა მაქვს ცოტა სიგარეტი და ხვალ დილიდან არ ვიყიდი და ვცდი ერთიანად მოშორებას.

არც სხვას გამოართვა და როდესაც მოხვდები ისეთ გარემოში სადაც წევას დაიწყებენ თავიდან მაინც, ცოტა გაერიდე ხოლმე.

წარმატებები up.gif up.gif up.gif

Posted by: akkai 23 Jan 2019, 09:32
3 კვირის წინ მქონდა ვირუსი.
მაღალი სიცხით და ყელის ტკივილით.


3 კვირაა არ მომიწევია

bis.gif

ძლივს რაღაც სასარგებლო ვნახე ვირუსიდან smile.gif

Posted by: X_Datka_X 23 Jan 2019, 09:54
akkai

ძაან ნუ გაუთამამდები იმას რომ ვირუსმა მიგატოვებინა. მოტივაცია არ დაკარგო თორემ ისევ დაიწყებ ცოტა ხანში. დედა#####ულია ეს სიგარეტი რა.

მერვე დღე მიდის უკვე რაც არ ვეწევი. მაგარი გრძნობაა ძაან თან რომ არ გინდა და თან რომ არ ეწევი :დდ

Posted by: akkai 23 Jan 2019, 11:21
X_Datka_X
საერთოდ არ მინდა;

ეგ განსხვავებაა ეხლა მე და შენში smile.gif


არადა 20 წლის სტაჟი მაქ მოწევის smile.gif

Posted by: Poppysmic 24 Jan 2019, 12:13
2 თვეც და 1 წელი გახდება bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: okupanti 24 Jan 2019, 19:53
ყველანაირი ხერხით მიცდია დანებება: პირდაპირი გზით, ტაბლეტებით, ელექტრო სიგარეტით, კანფეტებით, ტანჯვით მაგრამ ვერაფერს გავხდი. ბოლოს მივაგენი ერთ ხერხს სრულიად შემთხვევით. ცოტა ექსტრემალურია მაგრამ 100 % შედეგი აქ, 2-3 დღე შეიძლება ცუდად იყო მარა მინიმუმ 6 თვე ვერც მიუახლოვდები სიგარეტს.

ეხლა მეორე, დღეში 2 კოლოფი არ მყოფნიდა დავანებე თავი მოწევას მსგავსი მეთოდით, და არანაირი ლომკა არანაირი ნასვამზე 1 ღერის მოწევა და ა.შ. დაჟე ქუჩაში გზის მეორე მხარეს რომ ტიპს ვხედავდი ეწეოდა გული მერეოდა და თვითონ ის ტიპიც მეზიზღებოდა. მაგრამ დაახლოვებით 4 თვეში დავიწყე წონაში უკონტროლოდ მომატება, საერთო ჯამში 1 წელში 30 კილო მოვიმატე(ვერ ვიტყვი რომ იმაზე ბევრად მეტს ვჭამდი ვიდრე როცა ვეწეოდი), 6 თვის მერე დამეწყო კუჭნაწლავის პრობლემები, შებერილობა და ა.შ. სიგარეტს ისეთი არაფერი უქნია რაც წონის მატებამ დამმართა, დაღლილობა, უხასიათობა, დეპრესია.

1 წლის მერე ისევ დავიწყე მოწევა, კუჭნაწლავის პრობლემები მომეხსნა, აღარ მაწუხებს აღარც შებერილობა, ერთადერთი პრობლემა მაქვს ვეწევი ბევრს. ეხლა შეიძლება ვინმემ თქვას უნდა ივარჯიშო და დიეტა დაიცვაო, მაგრამ ვერ ვახერხებ ყოველდღიური პრობლემების გამო.

ვეიპს რაც შეეხება ძალიან კარგი საშუალებაა სიგარეტის ჩასანაცვლებლად, ის აზრი რომ მავნებელია ვისაც შეხება ქონია იმან იცის რომ დიდი სისულელეა. მეთვითონ ვამზადებდი სითხეებს და ვიცი რა შემადგენლობა აქვს. მაგრამ ვეიპით სიგარეტის მხოლოდ ჩანაცვლება შეგიძლია

Posted by: X_Datka_X 28 Jan 2019, 11:05
akkai

მალადეც ძმაო 20 წელიწადი ეწევი და ასე ერთი მისვლით მიატოვე.

8 წელიწადი მაქვს სტაჟი. 14 დღე მიდის უკვე რაც არ მომიწევია smile.gif)) ძაან მაგრად მისწორდება და ეგეთი ტალღა თუ დავიჭირე ვაფსე მაგარი იქნება. მთავარია არ მომინდეს.

თუ მგოაწვა მაინც რას აკეთებ? რამეს ჭამ თუ უბრალოდ გადაგაქვს ? :დდ

Posted by: mindo90 28 Jan 2019, 12:12
სიგარეტის გაგდება დიდიხანია მინდა და ვვდილობ...მაგრამ ერთ რაღაც მივაღწიე მხოლოდ.....როცა მოვწევ ნამწვავს ვაგდებ....

Posted by: fermina 28 Jan 2019, 12:43
okupanti
QUOTE
ყველანაირი ხერხით მიცდია დანებება: პირდაპირი გზით, ტაბლეტებით, ელექტრო სიგარეტით, კანფეტებით, ტანჯვით მაგრამ ვერაფერს გავხდი. ბოლოს მივაგენი ერთ ხერხს სრულიად შემთხვევით. ცოტა ექსტრემალურია მაგრამ 100 % შედეგი აქ, 2-3 დღე შეიძლება ცუდად იყო მარა მინიმუმ 6 თვე ვერც მიუახლოვდები სიგარეტს.


ბარემ დაგეწერა, რა მეთოდია.

Posted by: akkai 28 Jan 2019, 15:42
X_Datka_X
QUOTE
თუ მგოაწვა მაინც რას აკეთებ? რამეს ჭამ თუ უბრალოდ გადაგაქვს ? :დდ



საერთოდ არ მინდება თუ დაიჯერებ..
მეთვითონ მიკვირს ჩემი თავის


Posted by: okupanti 29 Jan 2019, 15:14
QUOTE
ბარემ დაგეწერა, რა მეთოდია

ნიკოტინით ინტოქსიკაცია. იყიდება თხევადი ნიკოტინი. 1-2 გრამი საკმარისია, პირში ჩაიგუბე სადამდეც გაუძლებ გააჩერე და გადაყლაპე, ძალიან მწარეა, შეიძლება გულიც აგერიოს(ეგ კარგიცაა, მალე მოყომარდები), თუ არადა ეგ დღე და მეორე დღე ცუდად იქნები(ისე არა გაუსაძლისად, პროსტა გეზიზღება საკუთარი თავი და ყველა ვისაც სიგარეტის სუნი ასდის). პირველი 1 თვე მწეველების გარემოცვაში ვერ გაჩერდები(იმიტო კი არა გაგიჭირდება, ან თავს ვერ შეიკავებ და მოწევ, ფიზიკურად ვერ გაჩერდები ცუდად გახდები, მოწევაზე ზედმეტია საუბარი).
მოკლედ ზემოთაც დავწერე რომ ექსტრემალურია ცოტა, მაგრამ გარანტიას გაძლევ მინიმუმ 6 თვე ზიზღი გექნება ისეთი ვერც კი მიუახლოვდები ვერც სიგარეტს და ვერც ვეიპს

Posted by: tatia_aquarius 3 Feb 2019, 18:11
იცით რა არის ყველაზე დიდი შეცდომა? საქვეყნოდ გავრცელებული აზრია რომ სიგარეტი ადუნებს და ამშვიდებს, რაც წარმოუდგენელი ალოგიკური ტყუილია, იმიტომ რომ ნიკოტინი იწვევს პირიქით ნერვული სისტემის აგზნებადობას და ამ დროს მთელი რიგი სიმპტომები გამოიყოფა რაც პირიქით ეიფორიას და ადრენალინს იწვევს და არა მოდუნებას და სიმშვიდეს, ამიტომ ეს ამბავი პირიქითაა. სიგარეტის მოწევა ისევე როგორც ყავის დალევა იწვევს ზედმეტი ენერგიის გამოყოფას, რადგან კოფეინი და ნიკოტინი იწვევენ აგზნებადობას. ნიკოტინი არ ადუნებს, ნიკოტინი არ ამშვიდებს! ადამიანს ამშვიდებს თვითონ ეს რიტუალი, რასაც მოწევა ეწოდება ეს ერთგვარი ობსესიურ-კომპულსური ამბავია, როცა მიმართავ რაიმე სახის რიტუალს (ქმედებას) დასამშვიდებლად, ხოდა სიგარეტის მოწევაც ასეთი ქცევა და რიტუალია, რითიც ადამიანი თავს აჯერებს რომ მას ეს ქცევა დაამშვიდებს, რეალურად კი პირიქით არის ეს მას უფრო ანევროზებს, ამიტომ ჯერ სიგარეტის მოწევა უნდა გავიაზროთ როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა და მიზეზები აქ უნდა ვეძებოთ, ასე უნდა გავიაზროთ როგორც რიტუალი და ამგვარად ვიმუშაოთ ამაზე თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მოწევისთვის თავის დანებება არ იქნება გამოსავალი, რადგან ადამიანი შემდეგ სხვა რიტუალს მოძებნის იმისთვის რომ განიტვირთოს ფსიქიკურად და ეს შეიძლება უარესი აღმოჩნდეს.

Posted by: Lev! 3 Feb 2019, 19:03
ვერ ვანებებ cry.gif


................

Posted by: FromTime 3 Feb 2019, 22:01
QUOTE (Solveig @ 5 May 2013, 01:30 )
ცე

ისაუბრეთ ნებისმიერ მეთოდზე და გაუზიარეთ სხვებს გამოცდილება. smile.gif

ჩემს რს გამოვთქვავ, გამოცდილების გათვალისწინებით. არანაირი მეთოდები ამას არ სჭირდება. თუ გინდა, რა თქმა უნდა დაანებებ თავს. ისტერია-ვაიმე მინდა, და ვერ დამინებებია, და ვაი-უი, დედიკო-მამიკო, - უბრალოდ ძალიან გოიმობაა. თინეიჯერობის პერიოდიდანაც რო ეწეოდეს ადამიანი, ამ დროს მისი ორგანიზმი ფიზიკურადაც და ემოციურადაც რა ტქმა უნდა ნიკოტინზე "შემჯდარია". მაგრამ თუ უნდა მაინც დაანებებს. დიდი დიდი 3-4 კვირა ქონდეს "ლომკები", მაგრამ მოითმენს და გადააგდებს. ამიტომ არ მჯერა ამ "ვერ დანებების". რა თქმა უნდა ესე ინდივიდუალურია, ყველა ერთნაირი არაა, მაგრამ მაინც არ მჯერა. 3 წელი მქონდა გადაგდებული. მაგრამ მერე ვიფიქრე. ჯანმრთელ ცხოვერბას ვეწევი, სპორტზე დავდივარ, შეყვარებული მყავს, ნორმალური სექს ლაიფი მაქვს, სამსახური, შემოსავალი, სახლი, ვეგანისტურად ვიკვებები, არ ვსვავ და ეს ყველაფერ ამას დაძალებით კი არა და სიამოვნებისთვის ვაკეტებ. ჰო და ერთადერთი რაც კიდევ მომწონს მაგრამ არა ჯანმრთელია - არის მოწევა. smile.gif ვაცნობიერებდი რო ცუდს ვაკეთებდი. მაგრამ მაინც დავიწყე ისევ. მომწონს და იმიტომ.

თუმცა რო არ მომწონდეს აჯობებდა. ცუდი შეყვარებულივითაა მოკლედ smile.gif იცი რომ ცუდი გიყვარს, მაგრამ გიყვარს და ჰა! wink.gif

Posted by: kenj 4 Feb 2019, 12:12
QUOTE (FromTime @ 3 Feb 2019, 22:01 )

ჩემს რს გამოვთქვავ, გამოცდილების გათვალისწინებით. არანაირი მეთოდები ამას არ სჭირდება. თუ გინდა, რა თქმა უნდა დაანებებ თავს. ისტერია-ვაიმე მინდა, და ვერ დამინებებია, და ვაი-უი, დედიკო-მამიკო, - უბრალოდ ძალიან გოიმობაა. თინეიჯერობის პერიოდიდანაც რო ეწეოდეს ადამიანი, ამ დროს მისი ორგანიზმი ფიზიკურადაც და ემოციურადაც რა ტქმა უნდა ნიკოტინზე "შემჯდარია". მაგრამ თუ უნდა მაინც დაანებებს. დიდი დიდი 3-4 კვირა ქონდეს "ლომკები", მაგრამ მოითმენს და გადააგდებს. ამიტომ არ მჯერა ამ "ვერ დანებების". რა თქმა უნდა ესე ინდივიდუალურია, ყველა ერთნაირი არაა, მაგრამ მაინც არ მჯერა. 3 წელი მქონდა გადაგდებული. მაგრამ მერე ვიფიქრე. ჯანმრთელ ცხოვერბას ვეწევი, სპორტზე დავდივარ, შეყვარებული მყავს, ნორმალური სექს ლაიფი მაქვს, სამსახური, შემოსავალი, სახლი, ვეგანისტურად ვიკვებები, არ ვსვავ და ეს ყველაფერ ამას დაძალებით კი არა და სიამოვნებისთვის ვაკეტებ. ჰო და ერთადერთი რაც კიდევ მომწონს მაგრამ არა ჯანმრთელია - არის მოწევა. smile.gif ვაცნობიერებდი რო ცუდს ვაკეთებდი. მაგრამ მაინც დავიწყე ისევ. მომწონს და იმიტომ.

თუმცა რო არ მომწონდეს აჯობებდა. ცუდი შეყვარებულივითაა მოკლედ smile.gif იცი რომ ცუდი გიყვარს, მაგრამ გიყვარს და ჰა! wink.gif

ანუ ისევ მწეველი ხარ.
ცოტა უცნაური განმარტება მოვისმინე იგივე ლოგიკით ნებისმიერი მწეველი გეტყვის რო ძალიან დიდ კაიფს/სიამოვნებას იჭერს და მაგიტო ვერ ანებებს, იგივეს ამბობ თავადაც... იმდენად ჯამრთელი ცხოვრების წესი მაქვს ზედმეტი არაფერი არ ვარგაო და სიგარეტი დაიწყე ისევ მაინც-და-მაინც სიგარეტი givi.gif ჰოდა იგივეს აკეთებენ სხვებიც ანუ დამოკიდებული ხარ პროსტა არ უტყდები თავს და სხვანაირად შეატრიალე მწეველობის არგუმენტი ნუ ჩემი აზრით.

Posted by: Qop4 4 Feb 2019, 16:19
ვერ ვანებებ , :დ სახეს მაძრობს ნიკოტინის ნაკლებობა :დ

Posted by: kenj 4 Feb 2019, 16:25
Qop4
მე პირიქით ვარ რო ვეწევი არ მსიამოვნებს/და. რაც თავი დავანებე პერიოდულად ვეწევი 1 ღერს ვიხსენებ რა საშინელი მყრალი გემო აქვს და მოტივაცია მემატება დანებების ამბავში,, აი იმ ხალხის საერთოდ არ მესმის არ შეცდეთ და არ მოწიოთ ერთი ღერიც დანებების მერეც თორე დაიწყებთო მე პირიქით ვარ ვეწევი და უფრო მიმყარდება რწმენა რო არ ვარგა არაფრად :დ ერთადერთი მინუსი აქვს ჭამა, შოკოლადებს ვყიდულობ პატარა ბავშვივით სულ givi.gif

პ.ს. 3 დღის მერე ლომკა პირველადი ქრება ჩემი გამოცდილებით და მერე ფსიქოლოგიური მომენტი იქნება ასე 2 თვე და მორჩა თავისუფალი ხარ.

Posted by: Lev! 4 Feb 2019, 17:28
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დავანებო თავი
აი გაფიქრებაც არ შემიძლია
რავიცი რა
თან ბევრ რამეზე მახსენდება მოწევა
ჭამაზე ვფიქრობ, მახსენდება.
დალევაზე, მახსენდება.
ფილმამდე, სიგარეტი არ მოწიოთო რეკლამა რომ არის მაგითაც მახსენებენ და ვეწევი facepalm.gif

Posted by: X_Datka_X 4 Feb 2019, 23:42
Lev!

მეც მასე ვიყავი. მასეთ პერიოდში ვერ მიატოვებ გამორიცხულია. აი იმენა ყელში უნდა ამოგივიდეს რა და მაგ დრო უნდა იხელთო. როცა არ გისწორებს უკვე ბევრი ღერის მოწევა smile.gif) მასეთი დრო ვიხელთე და მეოცე დღეა უკვე არ ვეწევი და ბედნიერი კაცი ვარ :დდდდ

Posted by: giorgevich23 5 Feb 2019, 04:43
ელექტრო სიგარეტით ჩავანაცვლე და მეოთხე წელი დაიწყო ამას ვეწევი,არანირი დისკომფორტი არ მაქვს,როგორც სიგარეტის მოწევისას მქონდა.ფილტვებმაც გასუფთავება დაიწყო კაი ხანია და რენტგენზე კარგად ჩანს ეს.კიდევ ერთი დიდი პლიუსი-ხარჯი შემიმცირდა -სიგარეტი თუ მინდოდა გაძვირებამდე რაც ფასი ქონდა-200 ლარის თვეში,ეხლა 40 ლარის სითხე მყოფნის.ისევ სიგარეტის მწველი რომ ვიყო თვეში ალბათ 300 ლარზე მეტი დამეხარჯებოდა.
ვინც ამბობს რომ შეუძლებელია ელექტრო სიგარეტზე გადასვლა-იყიდოს ხარისხიანი მოდი და აუცილებლად გაუქრება სიგარეტის მოწევის სურვილი.

Posted by: X_Datka_X 5 Feb 2019, 09:44
giorgevich23

მეც ბევრჯერ ჩავანაცვლე ელექტროთი, ვეიპით ოღონდ. კვირაში მინდოდა მარტო 50 - 60 ლარის სითხე :დდ

სხვათაშორის ბევრად უკეთესია ელექტრო, აი ბევრად smile.gif) გრძნობ თანდათან როგორ თავისუფლდები ნიკოტინისგან მარა დამოკიდებულება ისევ გაქვს რა ეგაა ერთი. ვეიპი რომ არ მქონოდა თან შეიძლება მომეწია სიგრეტი.

Posted by: giorgevich23 5 Feb 2019, 12:12
X_Datka_X
QUOTE
ვეიპი რომ არ მქონოდა თან შეიძლება მომეწია სიგრეტი.

ეგ ბუნებრივია,ორგანიზმი ნიკოტინს მაინც ითხოვს ,მქონია ეგ მომენტიც რო დამოიჯდა მოდი ან სითხე გამითავდა ისეთ ადგილზე სადაც ვერც დავტენიდი და ვერც ვიყიდიდი და ამ დრროოს დამირტყია ერთი -ორი ნაპასი,მაგრამ იმდენად საზიზღარი გემოო აქ სიგარეტს მერე რო მთლიანი ღერი ვერ მომიწევია

Posted by: X_Datka_X 5 Feb 2019, 15:35
giorgevich23

ბაზარი არაა აი ზუსტად. საზიზღრად ცუდი გემო აქვს მარა ფსიქოლოგიურად მაინც ეწევი რა, განა იმიტო რო გსიამოვნებს, უბრალოდ ეგოს უნდა რა biggrin.gif

Posted by: bizonikluchi 13 Feb 2019, 10:32
https://esigareti.ge/product/smok-novo-pod-starter-kit/



ვინც ერკვევით, ამას მირჩევთ? თუ არადა ესეთი სტილის 100 ლარის ფარგლებში მაქსიმუმ მირჩიეთ რა რომელია კარგი, ბოლი გასდიოდეს,არომატი ქონდეს და სიგარეტი ჩაანაცვლოს, არ მინდა ჩილიმივით გამოყენება და ამბები

Posted by: KhAtiaAa 13 Feb 2019, 11:50
QUOTE (X_Datka_X @ 5 Feb 2019, 15:35 )
giorgevich23

ბაზარი არაა აი ზუსტად. საზიზღრად ცუდი გემო აქვს მარა ფსიქოლოგიურად მაინც ეწევი რა, განა იმიტო რო გსიამოვნებს, უბრალოდ ეგოს უნდა რა  biggrin.gif

აი, ეგ არის სწორედ "ტრიპაჩობა", რაც შემდგომ ჩვევაში გადადის, აი, ვინც კი მოწევა დაიწყო, უკლებლივ, ყველამ "ტრიპაჩობის" გამო დაიწყო, რატომღაც, კარგ ტიპობად ითვლება მწეველობა facepalm.gif ჩემმა ორმა დეიდაშვილმა, 25 წელს ზემოთ დაიწყო მოწევა, რატომ? მოდას ხომ არ უნდა ჩამორჩნენ, არადა რამხელა ზიანს აყენებენ ორგანიზმს, ან პატარა მე-7 კლასელ ბავშვებს რომ ვხედავ, სიგარეტით ხელში, გული მიკვდება, facepalm.gif ვაკვირდები ხალხს და რაც კი უვარგისი, სულელური და საზიანოა, ყველაფერი მოდაში როგორაა ჩვენთან, მარტო მოწევას არ ეხება, ძალიან არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს უმეტესობა ჩვენთან. არადა, იმდენადაა გარემო დაბინძურებილი , განსაკუთრებით, ცენტრალურ თბილისში, რომ ყველა ისედაც მწეველები გამოვდივართ - ბენზინის, ჰაერი თითქმის აღარაა და კიდევ სიგარეტს უნდა გააუბედურებინოთ თავი? facepalm.gif
* * *
პ. ს. კარგია, რომ ამ თემაში ხართ შემოსულები და ცდილობთ თავის დანებებას. smile.gif

Posted by: X_Datka_X 13 Feb 2019, 15:10
KhAtiaAa

1) კი, მართალი ხარ. მოწევა დავიწყე 13-14 წლის ასაკში და ნამდვილოდა "ტრიპაჩობის" მიზეზით.
2) დამიჯერე 21 წლამდე რომ მოვსულიყავი სუფთა ფილტვებით არც დავიწყებდი მოწევას smile.gif იმიტომ რომ არ მაქვს ის განცდა, რომ ჩემს იმიჯს სიგარეტი მოუხდება. ვაფშედა სიგარეტის მოწევა არ მესმის რატომაა "ტრიპაჩობა" ? biggrin.gif 13 - 14 წლის ჭკუით, ხო ვხვდები რატომაცაა. მარა ზრდასრული გონებით ვეღარ biggrin.gif boli.gif
3) სულ მაგრა მეკიდა სიგარეტს რომ ვეწეოდი მოდა. დამოკიდებული ვიყავი უბრალოდ და ეგაა smile.gif თითქოს რაღაც ისეთს ვაკეთებდი რაც ჩვეულებრივია. ახლა და ახლა ვხვდები ამას.
4) რაც ვთქვი ის ტრიპაჩობასთან არ არის დაკავშირებული. ალბათ არ ხარ მწეველი და მაგიტომაც ამბობ. თუ ეგრეა ვერ მიმიხვდი რა ვთქვი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

29 დღეა რაც სიგარეტი არ მომიწევია. მომენტებში დამკრავს სურვილი, მარა საბოლოოდ მაინც ჩემი თავის გამხნევებით გადამაქვს sa.gif

Posted by: Grlfona 14 Feb 2019, 23:24
აიქოსსზე მაინტერესებს რა და თუ იცით აქ ვიყიდო გამოვიწერო თუ როგორ მოვიქცე დმაკვალიანეთ.

Posted by: Domaci 15 Feb 2019, 00:00
ერთი დღე თავისუფლად ვაგდებ სიგრარეტს მაგრამ მერე მენძრევა . მეწყება თავბუს ხვევა, მოდუნება, ძილი მინდება სულ.

Posted by: X_Datka_X 17 Feb 2019, 23:56
Domaci

უნდა გაუძლო 3 დღე მაინც smile.gif 1 კვირის მერე საერთოდ მოგეცსნება. ძილიანობას ვერ უშველი.

Posted by: Domaci 21 Feb 2019, 13:09
X_Datka_X

ხოდა ამ მოდუნებას და თითქოს ორგანიზმში რაღაცის ნაკლებობას რითი აბალანსებ ეს 2-3 დღე?

Posted by: thug 22 Feb 2019, 00:33
ფიზიკური ლომკა სიგარეტის
5-7 დღეზე მეტი არ არსებობს

ამიტომ ძალიან ადვილია სიგარეტზე თავის განებება.


Posted by: თამუნა 22 Feb 2019, 04:33
ღმერთო, რამდენი ხანია აქ არ დამიპოსტავს :/
მოკლედ 12 წელია ვეწევი, არადა 30 წლის ვარ.
ერთ პაჩკაზე მეტს არ ვეწევი დღეში მაგრამ წარმოიდგინეთ, 12 წელი ყოველდღე, არ ყოფილა ერთი დღეც კი რომ არ მომეწია ან თავი დამენებებინა.

:| დღეს მეორე დღეა არ მომიწევია, მენატრება და მესიზმრება.
გამივლის ეს ყველაფერი? დაწერეთ როგორია თავს რო დაანებებთ, რა შეგრძნებაა და ა.შ
ყველაფერი პოზიტიური დაწერეთ :|

Posted by: thug 22 Feb 2019, 04:43
თამუნა

გაგივლის არაფერი არაა ისეთი რომ ვერ გაუძლო.

ფიზიკური მოთხოვნილება გაგივლის 1 კვირაში...

მერე უკვე ცდუნებას უნდა გაუძლო გაგახსენდება ხშირად მოწევა.


აი უყურე რა ხდება შენს თავს როცა ანებებ smile.gif




Posted by: temo58 22 Feb 2019, 09:53
Domaci

დათკა ვარ, ბანი მადევს და ამ იუზერით გიპასუხებ :დდ

მოკლედ, ისეთი არაფერი არაა ეს ლომკა რო მოკვდე ან კოკაინის ლომკასთან იყოს რამე კავშირში :დდ შენზეა დამოკიდებული, თავს დააჯერე მაქსიმალურად რომ არ მოწევ და ცუდია და ა.შ. მონოლოგოები გქონდეს ხშირად და ეგაა smile.gif)ისე გაივლის 3 დღე ვერც შეამჩნევ :დდ მე სულ ვჭამდი და სულ მეძინა :დდ

თამუნა

სიზმრებს ვერ მოიშერებ კაიხანი. 6 თვე არის ჩემი რეკორდი. წარმოიდგინე მაინც მესიზმრებოდა რომ ვეწეოდი :დდ ოფლში ვიღვიძებდი , არადა შენზე 5 წლით ნაკლები სტაჟი მაქვს. ახლა 38 დღეა რაც არ გავკარებივარ და ზუსტად დღეს დამესიზმრა როგორ ვუბათქუნებდი ნაპასებს :დდ

Posted by: თამუნა 22 Feb 2019, 10:10
thug
აუ ეგ ყველაფერი გადაღეჭილი მაქვს :დ მაგრად მშველის მსგავსი რაღაცეების ყურება/წაკითხვა
ანუ რეალური ადამიანისგან მინდა მოსმენა, რო ძააან მაგარია დანებება :დ

temo58
როგორ ხარ 38-ე დღეზე?
უკეთესია ცხოვრება ? თუ კი- რატო? smile.gif)))

Posted by: temo58 22 Feb 2019, 10:59
თამუნა

არც მე ვიცი როგორ მოვიშორე სიგარეტი, რამდენჯერაც მქონდა მცდელობა მაქსიმუმ 12 საათი გამეძლოს ეგეც ბევრია :დდ ის დღეები როგორ გადავიტანე არ ვიცი.

კიი ბევრად მაგარია. ადრე კიბეებს რომ ავდიოდი ჯერ ერთი რო ენერგიისგან სწრაფად ვიცლებოდი, მეორე რო ფილტვებში დისკომფორტს ვგრძნობდი და ა.შ. smile.gif საჩვენებელი თითის ფრჩხილი ჩაყვითლებული მქონდა, ყველა დანარჩენ ფრჩხილს არ ქონდა ადამიანური ფერი :დდ ეგ 2 კვირა რომ გავიდა ეგრევე სიყვითლეც მომშორდა და ბუნებრივი ფერიც დამედო ხელებზე smile.gif რაც მთავარია, არ მაქვს ის ფიქრები რო აი სიგარეტი არ მაქვს და პიზდეც დამერხა, რა უნდა ვქნა და ა.შ. ყველა ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას ვგრძნობ რომ თავისუფალი ვარ :დდ ფულიც არ მეხარჯება და რავიცი უკეთესია ბევრად უკეთესი.

Posted by: bizonikluchi 22 Feb 2019, 15:14
თამუნა

4 წელი ნაპასი არ მქონდა დარტყმული, ისე დავანებე თავი, საჭმლის გემო, სურნელი შევიგრძენი. ისევ ისე ვიღლებოდი როგორც მწეველი მაგრამ მალევე ვისვენებდი,ვსუნთქავდი



პ.ს სამწუხაროდ ისევ დავიწყე მოწევა

Posted by: thug 22 Feb 2019, 18:28
თამუნა

გეუბნები რეალური ადამიანი რომ კარგია განებება biggrin.gif

ყველანაირი + აქვს როცა არ ეწევი
არანაირი + არ აქვს მოწევას

მეტი როგორ გითხრა biggrin.gif


Posted by: bizonikluchi 22 Feb 2019, 20:16
thug



ბაზარი არაა,ამით ხო არ დაბადებულა ადამიანი,სიგარეტთან ერთად როგორ უნდა მოვკვდე

Posted by: tatia_aquarius 27 Feb 2019, 00:00
მთავარი არის რომ ძალიან "გვიანი" არ იყოს თავის დანებება და რამე სერიოზულად არ დააზიანოს სიგარეტმა ორგანიზმში.. სამწუხაროდ, როცა ასეთი სერიოზული დაზიანებებია ზოგიერთი მაშინაც არ წყვეტს მოწევას ურჩევნია იტანჯოს და თავი გაწიროს. ჩემი აზრით, ყველა მწეველმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა სიცოცხლე ურჩევნია თუ სიგარეტი?

Posted by: LUNATIKI 28 Feb 2019, 22:12
გადადით ელექყრო სიგარეტზე და დაისვენებთ სამუდამოდ. ეხლა ძალიან მაგარი დევაისების ხანა წამოვიდა რომელიც ერთი ერთში სიგარეტის ეფექტზეა და თანხობრივათაც თვეში მაქსიმუმ 60 ლარი გიჯდებათ smile.gif

Posted by: tatia_aquarius 2 Mar 2019, 12:35
QUOTE (LUNATIKI @ 28 Feb 2019, 22:12 )
გადადით ელექყრო სიგარეტზე და დაისვენებთ სამუდამოდ. ეხლა ძალიან მაგარი დევაისების ხანა წამოვიდა რომელიც ერთი ერთში სიგარეტის ეფექტზეა და თანხობრივათაც თვეში მაქსიმუმ 60 ლარი გიჯდებათ smile.gif

ელექტრო სიგარეტით მართლა დავანებე მოწევას თავი, მაგრამ რამდენიც ვიყიდე ყველა მალე გაფუჭდა და ამდენი ფული ტყუილად ვხარჯე sad.gif თქვენ რომელ ელექტრო სიგარეტზე წერთ? რომელია ეგეთი კარგი და სად იყიდება?

Posted by: Giga82 2 Mar 2019, 21:07
ვინმეს დანებებაში თუ დაეხმარა/გამოადგა "ნიკორეტე"-ეს შესაშხურებელი?

Posted by: Kama 3 Mar 2019, 01:56
QUOTE (Giga82 @ 2 Mar 2019, 21:07 )
ვინმეს დანებებაში თუ დაეხმარა/გამოადგა "ნიკორეტე"-ეს შესაშხურებელი?

1 თვეა რაც დავანებე და საერთოდ არაფერი გამომდგომია.

ავდექი და დავანებე..

: )

Posted by: thug 14 Mar 2019, 06:47
ტაბექსი დალიეთ და ძალიანაც რომ გინდოდეთ ვერ მოწევთ.
გული გერევა იმენა სიგარეტზე.

Posted by: Qop4 14 Mar 2019, 11:36
ტაბექსით მე ვცადე და გულის რევის შეგრძნება მქონდა, ახლა ჩამოვედი და ერთი პჭკ მყოფნის ორ სრულ დღეს :დ
ერთი კვირა თუ მეყოფა ერთი პაჭკა არ დავანებებ მისი დედაც ჯეკ

Posted by: X_Datka_X 14 Mar 2019, 17:30
QUOTE (X_Datka_X @ 17 Jan 2019, 21:30 )
გამოწვევა

ზუსტად მეორე დღეა რაც არ მომიწევია. თავბრუს ხვევა მაქვს საზიზღარი, ძილი არ მყოფნის, სულ მშია.

თუ ძაან მაგრად მომინდა მოწევა შოკოლადს ვჭამ ბევრს. ერთი 2-3 საათი არც მახსენდება სიგარეტი smile.gif) და ყავას ვერიდები თითქმის სუულ, კოფეინის მერე მოწევას ვარ მიჩვეული და მანდომებს რა ყოველთვის smile.gif ჩაისაც ვერიდები, ეგეც ხო კოფეინია.

7 წელი სტაჟი, ყოველდღე 1 პაჩკა.

თავს არ მისცე საშუალება რომ დანებდე და რომ მოგაწვება გაუძეეელიიიი რაც შეგიძლია მთელი ძალებით. მალე გადაგივა და მოგეშვება.

ჰა უკვე 58 დღეა რაც არ მომიწევია gigi.gif თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად, ჯიბეც ეგრევე yes.gif 2kiss.gif

Posted by: [kitika] 25 Mar 2019, 13:05
Qop4
QUOTE
ტაბექსით მე ვცადე და გულის რევის შეგრძნება მქონდა, ახლა ჩამოვედი და ერთი პჭკ მყოფნის ორ სრულ დღეს :დ
ერთი კვირა თუ მეყოფა ერთი პაჭკა არ დავანებებ მისი დედაც ჯეკ


კი გულის რევის შეგრძნება გაქვთ მოწევაზე, ანუ როცა ნიკოტინს იღებთ, რაც მეტს ირებთ მით უფრო მეტად გაქვთ ეგ შეგრძნება.
კურსი ჩაამტავრეთ? 25 დღე უნდა დალიოთ და დაანებებთ მოწევას თავს.

Posted by: tavgrili 27 Mar 2019, 05:45
მეორედ დავანებე თავი. პირველად მოვიმატე 40 კილო 75 დან გავხდი 117, მეორედ ახლახანს 1 თვეში 10 კილო დავიმატე, ყოველდღე დავრბივარ 5 კილომეტრს ან ვცურავ 1 კილომეტრს, დღეგამოშვებით მაგარამ ვერაფერს უხერხებ წონაში მატებას, ნუ არაფერს ვიძახი ენერგიის მატებაზე 1000% სასწაული რამეა მაგარმ ეს წონა მაფიქრებს, რას მირჩევთ?
წინასწარ მადლობა
* * *
QUOTE (Giga82 @ 2 Mar 2019, 21:07 )
ვინმეს დანებებაში თუ დაეხმარა/გამოადგა "ნიკორეტე"-ეს შესაშხურებელი?

უსაშინლესიგემო აქვს ნიკორეტეს. გერმანული წამალია ფარმადეპოში იყიდება ის იყიდეთ, სახელი აღარ მახსოვს და დღეში 3 ტაბლეტით დაიწყეთ შანსი არაა რომ არ დაანებოთ 2 კოლოფს ვეწეოდი მინიმუმ დღეში wink.gif

Posted by: X_Datka_X 27 Mar 2019, 10:28
tavgrili

ხოდა 2 კოლოფს რომ ეწეოდი იმიტომაა მაგდნი რომ მოიმატე. ასაკი გექნება 35 ზე მაღლა smile.gif მეტაბოლიზმის ამბავია.

Posted by: tavgrili 27 Mar 2019, 13:26
QUOTE (X_Datka_X @ 27 Mar 2019, 10:28 )
tavgrili

ხოდა 2 კოლოფს რომ ეწეოდი იმიტომაა მაგდნი რომ მოიმატე. ასაკი გექნება 35 ზე მაღლა smile.gif მეტაბოლიზმის ამბავია.

კი მართალი ხარ 37ვარ , მაგარამ პირველად რომ დავანებე 25 ვიყავი თანაც მონასტერში, არანაირაი განსაკუთრებული კვება მაგარამ მაინც მოვიმატე.

Posted by: X_Datka_X 27 Mar 2019, 14:00
tavgrili

მე ვარ 20 წლის, რომ დავანებე 7 კილო მოვიმატე ეგრევე. არადა ძალიან სწრაფი მეტაბოლიზმი მაქვს. ეგ ის თემაა რო როდესაც ნიკოტინი გადის ორგანიზმიდან ცხიმის ჯირკვლები ანაცვლებს, კეტონები რა. თუ მიდრეკილი ხარ სიმსუქნისკენ აუცილებლად გაგბერავს დაძლიან დიდი წონით. მარა ნელნელა დაიგდებ მაგ წონას.

ნიკოტინი საშინელი რამაა რა. 70 დღეა უკვე აღარ ვეწევი და დღითიდღე ვხვდები რომ ორგანიზმს უხარია biggrin.gif

Posted by: kenj 27 Mar 2019, 14:40
QUOTE (tavgrili @ 27 Mar 2019, 05:45 )
მეორედ დავანებე თავი. პირველად მოვიმატე 40 კილო 75 დან გავხდი 117, მეორედ ახლახანს 1 თვეში 10 კილო დავიმატე, ყოველდღე დავრბივარ 5 კილომეტრს ან ვცურავ 1 კილომეტრს, დღეგამოშვებით მაგარამ ვერაფერს უხერხებ წონაში მატებას, ნუ არაფერს ვიძახი ენერგიის მატებაზე 1000% სასწაული რამეა მაგარმ ეს წონა მაფიქრებს, რას მირჩევთ?
წინასწარ მადლობა
* * *

ანალოგიური მქონდა მეც პირველად რო დავანებე არასრულ 1 თვეში + 6 კილო მქონდა უკვე მაგრამ ვჭამდი ყველაფერს რაც ნაგავია შოკოლადები ცომეული შემწვარი და ასე შემდეგ ნუ ყველაფერი გემრიელი იყო ეგ გასაგებია მაგრამ აქაც იგივე ამბავია მოტივაცია,, თუ ვარჯიშობ მადა კიდევ უფრო მოგემატება ეგ გასაგებია მარა გააჩნია რას ჭამ,, ზეთიანს ტკბილეულს და ასე შემდეგ უნდა მოერიდო თუ შეგიძლია უარი თქვა მოწევაზე არც ეს უნდა იყოს დიდი პრობლემა, ჭამე ხილი ბოსტნეული მოხარშული ხორცი კვერცხი და მისი ჯანი, გასუქებს ის რაც ისედაც ასუქებს პროსტა მოწევის დროს ბეევრად ნაკლებს ჭამ ადამიანი და ეგაა...

პ.ს.მე პირადად მეორე დანებებისას ეგრე გავაკეთე და იქეთ დავიკელი პირველ 10 დღეში// ანუ ისე გამოვიდა მარტო მოწევას კი არ შევეშვი საერთოდ შევიცვალე ცხოვრების წესი კვების კუთხითაც და გადავედი იმ პროდუქტებზე რაც მგონია რო ჯანსაღი და ადამიანისთვის საჭიროა,, ასე კარგად ჯერ არ ვყოფილვარ 7 საათზე მეტი ძილი არ მჭირდება ენერგია მაქვს უაზროდ მომატებული ხასიათიც სასწაულად გამოსწორებული მოკლედ ხოდზე ვარ რა givi.gif

Posted by: tavgrili 27 Mar 2019, 20:25
kenj ტკბილი არ მიყვარს, არც მწარე არც ცხარე ,ზოგადად არც შემწვარი ხორცი არანაირი, მოხარშულს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, ყველი და პური აქ არაა ( ჩინეთში ვარ) wink.gif ვეწეოდი და 120 დან 85 ჩამოვედი 6 თვეში ძველი კუნთები ამომივიდა და რამე wink.gif ახლა 2 ჯერ მეტს ვვარჯიშობ და მაინც ვიმატებ sad.gif

Posted by: J B S 27 Mar 2019, 21:45
აუ ნუ შემაშინეთ 14 დღეა არ მიმიწევია და მგონი დამეწყო წონის მატება , აქ რეებიც№წავიკითხე№დავიწყებ მოწევას ისევ )))))) 15 წელი ვეწეოდი პაჩტი და დავანებე როგორც იქნა

Posted by: shavi_kheli 28 Mar 2019, 20:08
Blin ra vqna haa

Davanebe da 1 tveshi 15 Kilo movimate sad.gif


Bevr tkbils vcham magram mainc bevria 15 Kilo

Posted by: chicharito12 29 Mar 2019, 00:36
shavi_kheli

როგორ დაანებე?

მე ვაცოტავე, მარა ვერა და ვერა რა. უფრო რო მინდიდა და იმ ერთ ღერს მოვწევდი, მისწორდებოდა. მერე სულ მინდოდა მოწევა, მარა რეალობაში ხომ ბევრს რომ ეწევი უფრო არ გისწორდება

Posted by: tavgrili 29 Mar 2019, 19:33
არ ვიცი რამდენად დაგეხმარებათ მაგარამ მგონია რომ უნდა იმუშოს wink.gif
მაცივარზე გააკარით ღიპიანი კაცის სურათი რამდენი მიხვალთ საჭმელად იმდენი ეს სურათი დაგხვდებათ wink.gif ფსიქოლოგიურად წესით შიმშილს ამან უნდა ძლიოს რადგან არავის არ გვინადა წონაში მოამატება და მამაპაპური ღიპით სიარული wink.gif

Posted by: Qop4 29 Mar 2019, 19:36
კაროჩე ბიჭები დღეს საღამოს ვიყიდე ელექტრო სიგარეტი, მისი სითხეებით....
და ვნახოთ აბა რანაირად იმოქმედებსსს , და გადამაგდებინებს თუ არა სიგარეტს.....

Posted by: X_Datka_X 1 Apr 2019, 14:02
Qop4

მოთხოვნილება აუცილებლად გექნება თუ ელექტროზე იქნები.

Posted by: J B S 1 Apr 2019, 20:27
QUOTE (chicharito12 @ 29 Mar 2019, 00:36 )
shavi_kheli

როგორ დაანებე?

მე ვაცოტავე, მარა ვერა და ვერა რა. უფრო რო მინდიდა და იმ ერთ ღერს მოვწევდი, მისწორდებოდა. მერე სულ მინდოდა მოწევა, მარა რეალობაში ხომ ბევრს რომ ეწევი უფრო არ გისწორდება

გაციებას დაემთხვა და გამიადვილდა უფრო დანებება მაგრამ ყველას გირჩევთ ჩუპა ჩუპსი ჭამეთ კაი დროის მოსაკლავია მოგეხმარებათ

Posted by: chicharito12 1 Apr 2019, 22:26
J B S


კი გაციებასთან ცუდად მიდის სიგარეტი, ეგაც კაი მომენტიამ თან სულ რაღაც ერთი კვირა და ყველაფერს აიტან, სიგარეტი რა არი დაგავიწყდება

Posted by: Qop4 2 Apr 2019, 10:09
აზრი არ აქქქ ვერ შევეშვი, 1 პაჭკა 2 დღეს მყოფნის , ღერებს მოვუუკელი თანდათან მაგრამ , ძილის წინ და დილით იმენაა მინდება,

ყოჩაღ ბიჭებს ვისაც ნებისყოფა გაქვთ <3

Posted by: X_Datka_X 2 Apr 2019, 16:07
Qop4

თუ ეგრე დააჯერებ თავს რომ აზრი არააქვს , რა თქმა უნდა ვერ დაანებებ biggrin.gif biggrin.gif იგივე სკოლა გავიარე მეც.

Posted by: Qop4 2 Apr 2019, 20:45
X_Datka_X
ცუდად მხდის პირდაპირი გაგებით , ხასიათი მიფუჭდება და რაღAცეების დალეწვა მინდება , და რავიცი რა უნდა ქნას კაცმა არ ვიცი რა

Posted by: X_Datka_X 3 Apr 2019, 10:03
Qop4

ნუ გგონია რომ მარტო შენ ხარ ეგრე. მეც იგივენაირად გავიარე ზუსტად. აღრენილი, ყოველაფერზე რომ იკბინება როჟა გავიჩითე. 3 - 7 დღე უნდა გაუძლო და მერე ჩადგები ფორმაში. ნებისყოპფაა მთავარი და სურვილი.

Posted by: Dybala 4 Apr 2019, 17:09
1 წელი მქონდა დანებებული მოწევას თან ბევრი წვალებით კი არა, აი ხვალიდან აღარ მოვწევთქო და მასე. (7 წლიანი 1 კოლოფი დღეში მოწევის სტაჟით).

მერე სიგარა მოვწიე მეთქი სიგარეტი ხო არაათქო და მანდ მივქარე. მას შემდეგ რამდენიმე თვეა სიგარეტს ვეწევი.


ეხლა მინდა რომ შევყვიტო მოწევა საერთოდ.

https://en.wikipedia.org/wiki/The_Easy_Way_to_Stop_Smoking

ეს წიგნი მირჩიეს. თუ დავუჯერებთ ბოლომდე ვინც წაიკIთხა 95% დაანებაო. ხზ ვნახოთ. 100+ გვერდია რა ფაილიც მე მაქვს და 50 უკვე წავიკითხე.


მეოთხე დღეა უსიგარეტობის biggrin.gif
თან წონა რომ არ გამექცეს, მაგ პონტში დიეტაზეც ვარ.

წინაზე დანებების შემდეგ 102-ზე ავედი და ეხლა ძლივს ვარ ჩამოსული 87-ზე და სიმსუნქეს ისევ ფილტვის კიბო ვარჩიო ჯობია smile.gif))

მოკლედ პოლნი პიზდეც biggrin.gif

Posted by: erik9 4 Apr 2019, 18:49
3 წელი ვეწეოდი აქტიურად. ახალი წლის მერე არ მომიწევია ერთი ღერიც. უნდა ადგე და შეეშვა თუ რათქმაუნდა გინდა. თვითგანადგურება ყველას არჩევანია. არავის არ აქვს იმის თქმის უფლება აუ რატო ეწევი და ა.შ
ეხლა მოვიმატე ცოტა მაგრამ საშინლად კარგად ვგრძნობ თავს. ნახველიც უკვე აღარ მაქ. სუფთავდება ფილტვები. ვიტამინებს ვიღებ. ხილს ვჭამ ბევრს ვვარჯიშობ. თვეში 2 ჯერ მარიხუანა და ეგ არის მთელი სიამოვნება.

Posted by: matemate30 4 Apr 2019, 18:53
6 თვე არ ვეწეოდი ზუსტად. აი არც ნაპასი დამირტყამს არაფერი.
პროსტა სიგარეტის დანებების მეორე დღიდანვე ეს მთელი 6 თვე მქონდა ჰაერის უკმარისობები, იმენა ფილტვებში არ ჩადიოდა მეგონა ჰაერი და მაგრა ცუდად ვხდებოდი, საშინელი გემო პირში, რაღაცნაირად ვიყავი მეგონა ვლპებოდი ცოცხლად
პირველი 2 კვირა ყველაფერმა გამიარა თუ მანამდე რამე მაწუხებდა, გინდა კუჭის თემაში გინდა ფსიქოლოგიური წიკები, მადაც მაგარი მქონდა, აი უკვე 1-2 თვის მერე ყველაფერი ისევ ისეთი საშინელი გახდა როგორც მოწევის დროს, ვაფშე შვებას ვერ ვგრძნობდი, მადაც მომაკლდა და ის მომატებული მოფუშფუშებული ლოყებიც ჩამეჩუტა, აი თოთქოს მწეველივით ვიყავი, იგივენაირად დაჟე უარესად ვიდრე მოწევისას.
მერე თბილისშუ გადმოვედი და სადღაც 2 კვირაა ისევ დავიწყე მოწევა და გადამიარა ამ ჰაერის უკმარისობებმა, მაგრამ სიგარეტის სიმპტომები დამიბრუნდა ისევ. კიბოთი მოვკვდე მირჩევნია ისევ ვიდრე ის ჰაერის უკმარისობების და საშინლად რო ვიგუდებოსი მეგონა ისინი. ისევ ვფიქრობ ახლა ავდგე და დავანებო ისევ თავი.
ვინმეს გქონიათ მსგავსი სიმპტომები?

Posted by: C.R.E.A.M. 4 Apr 2019, 18:55
ყველაზე კარგი მიდგომა არდაწყებაა

Posted by: Dybala 1 May 2019, 14:41
1 თვე გავიდა არ ვეწევი და ფიზიკური ლომკა არა, მაგრამ ფსიქოლოგიური კიდევ მაქვს.
თUმცა მგონი დანებებული მაქვს და ეგაა, შეიზლება ერთი ან ორი ღერი ოდესმე მოვწიო, მაგრამ იმენა მწეველი აღარ გავხედები

Posted by: X_Datka_X 1 May 2019, 15:03
Dybala

არასდროს არ მოწიო ერთი და ორი ღერი. არ მიცე თავს მაგის საშუალება თორემ გაგიხსენებს smile.gif) 3 თვე მივატოვე და 1 კვირაა იმენა ძველებურად ვუქიშინებ. არადა ერთი ნაპასი მივარტყი

Posted by: Estrella 2 May 2019, 01:28
Dybala
ახლა აზრი არ აქვს რომ გითხრა, ერთს მოწევ და ისევ დაიწყებ-თქო. მე ვერ წარმომედგინა ეგ რას ნიშნავდა. 3 წელი ვიყავი სრული არამწეველი. შემდეგ ორი წელი არარეგულარული. თან გულწრფელად მჯეროდა, არ მერქვა მწეველი. ერთ დღესაც მივხვდი, ორი წელი გასულა ამასობაში. 9 დღეა არ მომიწევია. კომფორტულად ჩაიარა ყველაფერმა. ახლა უკვე ვიცი, თუ მინდა ვიყო არამწეველი, საერთოდ არ უნდა მოვწიო! smile.gif

Posted by: kenj 3 May 2019, 21:29
საკმაოდ გავრცელებულია ეს ''არ მოწიოა 1 ღერიც არ შეცდე აზრი'' ვერაფრით ვერ ვხვდები თუ კი ჩამოყალიბებული ხარ , როგორ, რატო არ გინდა მოწევა და დაანებე, როგორ შეიძლება 1-2 მა ღერმა დაგაწყებინოს თავიდან, მაგას რო მეუბნებოდნენ ძალით ვაბოლებდი 1-2 ღერს,, მოკლედ იმის თქმა მინდა რეალური სურვილი უნდა გქონდეს დანებების და მოიშორებ. შიში კი იმას ნიშავს რო საკუთარ თავშო დარწმუნებული არ ხარ თორე 1-2 ღერი ვერ შეგაშინებს.

Posted by: Estrella 4 May 2019, 12:09
kenj
გააჩნია როგორ შეხედავ.
შანსი იმისა, რომ 1-2 ღერის მოწევისას, შენმა ძველმა გამოცდილებამ და ჩვევამ ისე გაიღვიძოს, ძველ რუტინაზე გადაგაწყოს, რადგან მიდრეკილია ამისკენ, არის დიდი.
გარდა ამისა, ყველა ინდივიდუალურია. რაღაც კლასიფიკაციები კი არის ისე, შემიძლია გამოვყო, რაც მე მინახავს და დაკვირვებივარ.


12 დღეა არ მომიწევია. რაც სულაც არაა გასაკვირი. ზოგჯერ 3-4- თვე არ ვეწეოდი. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ 1-2 ღერს და მოწევის დღეებს აღარ მოვიწყობ. 28 წლის ასაკის ქალს ეს უმსამართლო სამყარო არ გაძლევს უფლებას და ფუფუნებას, რომ მოწიო უდარდელად, კოლაგენი ისედაც ყოველ დღე გვეცლება და გვეცლება სახის კანიდან. mad.gif smile.gif

Posted by: kenj 4 May 2019, 21:11
Estrella
მოვა დრო ისევ დაიწყებ ასეთია მწეველის ბედი დროა გამოვუტყდეთ თავს რომ ჩვენ ის გვიყვარს. user.gif

გააბოლებდა კაცი წითელ ლაქი სთრაიქს ახლა სიამოვნებით mad.gif user.gif

Posted by: Estrella 5 May 2019, 20:02
kenj
QUOTE
მოვა დრო ისევ დაიწყებ ასეთია მწეველის ბედი დროა გამოვუტყდეთ თავს რომ ჩვენ ის გვიყვარს.

მწეველის ბედი კი, ასეთია smile.gif

QUOTE
გააბოლებდა კაცი წითელ ლაქი სთრაიქს ახლა სიამოვნებით 

ბლააყ...

Posted by: niniaa 6 May 2019, 20:51
ალენ კარის წიგნის,,სიგარეტის გადაგდების იოლი გზა,, ელექტრონული ვერსია ვინმეს ხომ არ გაქვთ?

Posted by: Oqrialeli 9 May 2019, 17:31
დავანებე შარშან 28 თებერვალს და დავიწყე აგვისტოში,შემდეგ ისევ მოვერიე 2 დეკემბერს.სადღაც 5 თვეზე მეტია დავანებე. ერთი ღერიც რომ მოვწიო ვიცო ღორივით მოვწევ სულ ცოტა ხანში მაგ წამიდან.
ფსიქოლოგიურად არ ვიცი როგორ უნდა დაანებო,სუნი ეხლაც მსიამოვნებს სხვა რომ ეწევა. ვიცი პირველი დღეები რომ დავიწყო ძაან განისწორდება,კაიფო იქმება მარა მალე უსაზიზღრესი მჟავე გემო(ბევრი მოწევისგან) დაღლა და სუნთქვის დაზარება თუარ ვეწევი,ესენი ფამეწყება
ეხლა ვვარჯიშობ თან მუღამი მაქვს. ჰოდა ესე რო გავუძლო ვითომ არ იქნება დანებება? საკმაოდ მთვრალიც ვყოფილვარ ბევრჯერ ეს პერიოდი. აი ბარებში დვიჟენიის დროს მინდება,ჯერ უსოგარეტპდ ვერ დავუმუღამე
* * *
17 წლამდე უფრო ჯანმრთელი ვიყავი,ფეხბურთსაც ვთამაშობდი საკაიფოდ დავრბოდი, მზესუმზირასაც კო არ ვჭამდი და ვერიდებოდი biggrin.gif მერე ტრამვა მივიღე, მოწევაცაგ პერიოდში დავიწყე. იმის თქმა მინდა რომ ძაან დიდად არ შევცვლილვარ,ღირებულებები ხედვა და რწმენა მაინც ის მაქვს და პრინციპში,ის ტიპი სულაც არ იყო შემდეგ მე-ზე ცუდი.პირიწით თუ არ ჯობდა,გამოუცდელობის გარდა. ჰოდა გავიხსენო ის ტიპი და უსიგარეტობაც არიქნება წარმოუდგენელი,არც იყო მაშინ თამბაქოს ადგილი,ისედაც მერომანტიულებოდა ყოფა

Posted by: Estrella 31 May 2019, 13:38
recovery bis.gif


user posted image

Posted by: La_La_Land 31 May 2019, 23:13

Posted by: დოჩანა 19 Aug 2019, 10:35
ალან კარი აფერისტი და შარლატანია თუ ღირს მაგის წიგნის წაკითხვა?

Posted by: Likri 21 Aug 2019, 22:14
Mokled danebebuli mqonda
Stresuli periodi da daviwye. Nu nervozisas ragac burtivit maqvs yelshi.tirqos parisebrtan da michrra .agram ragac yelic mawuxebs
Mowevisaa? Gqoniat ase??

Posted by: GoGoNNa 22 Aug 2019, 07:57
გამარჯობა.. გთხოვთ ყველაფერს ნუ წამაკითხრბთ.. გადავწყვიტე ეს მავნრ ჩვევა გადავაგდო, ოღონდ არ ვიცი როგორ.. არც ნებისყოფა მაქვს და არც ფსიქოლოგიურად ვარ მზად.. ვიცი ყველაფერი რა ზიანს მაყენებს და ა.შ მაგრამ ვერ ვითავისებ.. არსებობს რამრ საშუალება?(

Posted by: დოჩანა 23 Aug 2019, 19:58
GoGoNNa
ალენ კარის წიგნი წაიკითხე.

Posted by: Qop4 24 Aug 2019, 10:23
დოჩანა
პდფ ვერსია ხომარ მოგეპოვებათ სადმე ??

Posted by: დოჩანა 24 Aug 2019, 11:22
Qop4
ინგლისურად კი არის ნეტში, მაგრამ ქართულად არ მაქვს

Posted by: x360Soulja 25 Aug 2019, 01:04
9 წელია ვეწევი აქტიურად, თუმცა პაჩკას და მეტს არ ვეწეოდი არასდროს. 16 წლისამ დავიწყე მოწევა და უნივერსიტეტის პირველი კურსის შემდეგ, ნელ-ნელა შემცირება დავიწყე. ჯერ 10 ღერზე ჩამოვედი, მერე 7-8 და ასე, მოკლედ ბოლოს უკვე დღეში 2-ზე ჩამოვედი - ეგეც სამუშაო დღეებში, თორემ შაბათ-კვირას 1-1 ს ძირითადად. ბოლო 3 წლის მანძილზე შემიძლია რამდენიმე დღე გავიხსენო, როდესაც 6 ან მეტი ღერი მოვწიე, ეგეც დალევის და ღამის გათენების დროს.


ამ 9 წლის მანძილზე, რამდენჯერმე მქონია რამდენიმე კვირიანი და რამდენიმე დღიანი მომენტები, როდესაც საერთოდ არ ვეწეოდი. ეხლაც ეგ პერიოდი მაქვს, ერთი კვირაა უკვე რაც არ მომიწევია და გასაკვირი ისაა, რომ ამ დროის მანძილზე საერთოდ სურვილიც კი არ გამჩენია მოწევის - თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახლში ვარ ძირითადად ეს 1 კვირაა და საღამოს თუ გავალ ხოლმე სასეირნოდ ისიც მარტო, ჩემ პონტში.

ასეთი პაუზა ბოლოს შარშან იანვარში გავაკეთე 12 დღე "დავასვენე" ფილტვები, თუმცა მაშინ მაგრა ვიგოიმე user.gif . ამ პაუზის შემდეგ პირველი ღერი მოვწიე აი ვაფშე პროსტა, სურვილიც კი არ მქონდა, უბრალოდ მეგობართან ვიყავი ავიღე სიგარეტს გავუკიდე და მოვწიე ;დდ
შარშან ამ 12 დღიანი არამწეველობის შემდეგ, არაერთი დღე "ჩავაგდე" და ისე, რომ საერთოდ არც გამჭირვებია.


მოკლედ, როგორც ზევით დავწერე დღეში 1 ღერსაც საკმაოდ ხშირად ვეწეოდი განსაკუთრებით ბოლო ხანებში, მაგრამ ვატყობდი, რომ სურვილი საერთოდ არ მქონდა და უბრალოდ უნდა მომეწია მომენტი მიდგებოდა ხოლმე ძირითადად ღამის საათებში, თითქოს ვალს მოვიხდიდი 1 ღერს მოვწევდი და შემდეგ საერთოდ აღარ მახსენდებოდა სიგარეტის არსებობის შესახებ. :დდ

2 ღერზე ჩამოსვლა ბოლოს, სიგარეტის სამსახურში დატოვებით შევძელი, ყოველდღე სახლში არ მქონდა სიგარეტი და არც სურვილი მიჩნდებოდა მოწევის. ხოდა ორშაბათს ვბრუნდები სამსახურში და არ ვიცი ნეტა ამ მომენტში მართლა საბოლოოდ დავიკიდებ და გადავაგდებ თუ გავაგრძელებ ისევ, რასაც ვატყობ საერთოდ არ უნდა გამიჭირდეს საბოლოოდ უარის თქმა, მაგრამ არ ვიცი რა იქნება.

ფაქტია, რომ გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, წლებია მეთოდურად და ეტაპობრივად გადაგდებისკენ მივდივარ და რეავიცი, შეიძლება დადგა კიდეც ის დრო, როდესაც საერთოდ დავიკიდებ ;დ user.gif
* * *
ხო.. ისიც აღსანიშნავია ალბათ, რომ სლიმ სიგარეტს ვეწევი უკვე ბოლო ერთი წელია, რასაც სხვები ჰაერს ეძახიან, მაგრამ რავი ჩემთვის კი იყო საკმარისი ;დდ

Posted by: Poppysmic 14 Sep 2019, 01:18
2 წელია რაც არ ვეწევი <3

მეთვითონ გაოგნებას ვარ sleep.gif

Posted by: Estrella 6 Nov 2019, 16:21
ესე იგი, ბოლო 2.5 წლიანი შიგა და შიგ მოწევის ციკლი გავწყვიტე 1 სექტემბერს და მას მერე არ გავკარებივარ. არც ვაპირებ გავეკარო ოდესმე. ოდესმე. თუნდაც 1 ნაპასს! 29 წლის ასაკში ამის ფუფუნება აღარ აქვს ჩემს კანს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 3 წლიანი არამწეველობის შემდეგ 2017 წლის 2 იანვარს მოვწიე პირველი ღერი. და შემდეგ პერიოდულად ვეპარებოდი. და 2 წელი მჯეროდა, არ ვიყავი მწეველი. თურმე, ვყოფილვარ. ზოგიერთ ლეგალურ მწეველზე მწეველიც კი.

მოკლედ, ესე. უბედნიერესი ვარ და უშეგნებულესი მაქვს ჩემი არჩევანი. ამას ვაკეთებ არც ფილტვის გამო და არც გულის. ამას ვაკეთებ სახის კანისა და კბილების გამო ანუ კონკრეტული მიზეზი მაქვს. აქამდე მხოლოდ ზოგადი და აბსრაქტული. აქამდე არც 29 წლის ვიყავი და იმიტომ.

ვაიმე, თუ მჯეროდეს 29 წლის რომ ვარ wow.gif

Posted by: kenj 6 Nov 2019, 19:49
Estrella
სამაგიეროდ მე დავიწყე ისევ bis.gif ნერვული ფონი შემიმცირდა და წონა დავიკელი bis.gif დილით ყავა შავი შოკოლადი და სიგარეტი. love.gif

Posted by: Estrella 7 Nov 2019, 02:31
kenj
QUOTE
სამაგიეროდ მე დავიწყე ისევ  ნერვული ფონი შემიმცირდა და წონა დავიკელი  დილით ყავა შავი შოკოლადი და სიგარეტი.

ესე იგი, ნერვიულობისას იმატებ და ვერ ეწევი? სწორად გავიგე მგონი. მაშინ, ეგეთი ატრიბუტებიანი და განწყობილი დილა მშვენიერია.

წინა გვერდზე ვნახე ჩვენი პოსტები ერთმანეთში, ჩემი ჭრელო პეპელა თემებიც, სახალისო იყო. biggrin.gif

Posted by: Oqrialeli 7 Nov 2019, 10:14
2 დეკემბერს გახდება 1 წელიწადი ზუსტად. ვიცი რო უსაშინლესი სიამოვნებაა ის "ერთი კოლოფი" სულ თავიდან, მაგრამ მკიდია. ფეხბურთის თამაში დავიწყე, ტრამვის მერე მთელი 10 წელი შეწყვეტილი მქონდა და თითქოს 10 წლით გავახალგაზრდავდი. ფეხბურთი მეტი კაიფია, არ იცით, ტრამვირებული რას გრძნობ, თურმე ერთი რაღაც საერთოდ მიტოვებული რომ გეგონა ცხოვრებაში, რომ ამოტივტივდება 10 წელზე მეტის მერე და ისევ ახალგაზრდობაში გადადიხარ. ყველაფერი შეცვლილია, თუმცა პრინციპები იგივეა. რამდენი რამ დამვიწყებია, მოგების ადრენალინი. ჰოდა, გაუმარჯოს ახალგაზრდობას, გავკარი მოწევას, დალევით ვიკაიფო ჯობია თუ მაინც და მაინც

Posted by: Estrella 7 Nov 2019, 12:18
QUOTE (oqrialeli @ 7 Nov 2019, 10:14 )
2 დეკემბერს გახდება 1 წელიწადი ზუსტად. ვიცი რო უსაშინლესი სიამოვნებაა ის "ერთი კოლოფი" სულ თავიდან, მაგრამ მკიდია. ფეხბურთის თამაში დავიწყე, ტრამვის მერე მთელი 10 წელი შეწყვეტილი მქონდა და თითქოს 10 წლით გავახალგაზრდავდი. ფეხბურთი მეტი კაიფია, არ იცით, ტრამვირებული რას გრძნობ, თურმე ერთი რაღაც საერთოდ მიტოვებული რომ გეგონა ცხოვრებაში, რომ ამოტივტივდება 10 წელზე მეტის მერე და ისევ ახალგაზრდობაში გადადიხარ. ყველაფერი შეცვლილია, თუმცა პრინციპები იგივეა. რამდენი რამ დამვიწყებია, მოგების ადრენალინი. ჰოდა, გაუმარჯოს ახალგაზრდობას, გავკარი მოწევას, დალევით ვიკაიფო ჯობია თუ მაინც და მაინც

up.gif მაგარია.


მე ყნოსვა მიუმჯობესდება და მიუმჯობესდება, რაც ჩემთვის ჯადოსნური და ფასდაუდებელია, პლიუს აღარ ამდის და მალექია არც გარედან და არც შიგნიდან ნიკოტინის საშინელი სიმყრალე.
* * *
QUOTE (x360Soulja @ 25 Aug 2019, 01:04 )
9 წელია ვეწევი აქტიურად, თუმცა პაჩკას და მეტს არ ვეწეოდი არასდროს. 16 წლისამ დავიწყე მოწევა და უნივერსიტეტის პირველი კურსის შემდეგ, ნელ-ნელა შემცირება დავიწყე. ჯერ 10 ღერზე ჩამოვედი, მერე 7-8 და ასე, მოკლედ ბოლოს უკვე დღეში 2-ზე ჩამოვედი - ეგეც სამუშაო დღეებში, თორემ შაბათ-კვირას 1-1 ს ძირითადად. ბოლო 3 წლის მანძილზე შემიძლია რამდენიმე დღე გავიხსენო, როდესაც 6 ან მეტი ღერი მოვწიე, ეგეც დალევის და ღამის გათენების დროს.


ამ 9 წლის მანძილზე, რამდენჯერმე მქონია რამდენიმე კვირიანი და რამდენიმე დღიანი მომენტები, როდესაც საერთოდ არ ვეწეოდი. ეხლაც ეგ პერიოდი მაქვს, ერთი კვირაა უკვე რაც არ მომიწევია და გასაკვირი ისაა, რომ ამ დროის მანძილზე საერთოდ სურვილიც კი არ გამჩენია მოწევის - თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახლში ვარ ძირითადად ეს 1 კვირაა და საღამოს თუ გავალ ხოლმე სასეირნოდ ისიც მარტო, ჩემ პონტში.

ასეთი პაუზა ბოლოს შარშან იანვარში გავაკეთე 12 დღე "დავასვენე" ფილტვები, თუმცა მაშინ მაგრა ვიგოიმე user.gif . ამ პაუზის შემდეგ პირველი ღერი მოვწიე აი ვაფშე პროსტა, სურვილიც კი არ მქონდა, უბრალოდ მეგობართან ვიყავი ავიღე სიგარეტს გავუკიდე და მოვწიე ;დდ
შარშან ამ 12 დღიანი არამწეველობის შემდეგ, არაერთი დღე "ჩავაგდე" და ისე, რომ საერთოდ არც გამჭირვებია.


მოკლედ, როგორც ზევით დავწერე დღეში 1 ღერსაც საკმაოდ ხშირად ვეწეოდი განსაკუთრებით ბოლო ხანებში, მაგრამ ვატყობდი, რომ სურვილი საერთოდ არ მქონდა და უბრალოდ უნდა მომეწია მომენტი მიდგებოდა ხოლმე ძირითადად ღამის საათებში, თითქოს ვალს მოვიხდიდი 1 ღერს მოვწევდი და შემდეგ საერთოდ აღარ მახსენდებოდა სიგარეტის არსებობის შესახებ. :დდ

2 ღერზე ჩამოსვლა ბოლოს, სიგარეტის სამსახურში დატოვებით შევძელი, ყოველდღე სახლში არ მქონდა სიგარეტი და არც სურვილი მიჩნდებოდა მოწევის. ხოდა ორშაბათს ვბრუნდები სამსახურში და არ ვიცი ნეტა ამ მომენტში მართლა საბოლოოდ დავიკიდებ და გადავაგდებ თუ გავაგრძელებ ისევ, რასაც ვატყობ საერთოდ არ უნდა გამიჭირდეს საბოლოოდ უარის თქმა, მაგრამ არ ვიცი რა იქნება.

ფაქტია, რომ გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, წლებია მეთოდურად და ეტაპობრივად გადაგდებისკენ მივდივარ და რეავიცი, შეიძლება დადგა კიდეც ის დრო, როდესაც საერთოდ დავიკიდებ ;დ user.gif
* * *
ხო.. ისიც აღსანიშნავია ალბათ, რომ სლიმ სიგარეტს ვეწევი უკვე ბოლო ერთი წელია, რასაც სხვები ჰაერს ეძახიან, მაგრამ რავი ჩემთვის კი იყო საკმარისი ;დდ

წავიკითხე.
ხოდა, ეხლა რას შვები? smile.gif
მეცნო აღწერა, მეც ზუსტად ესე ვიყავი, არანაკლებ დამღლელი მდგომარეობაა. თანაც დისორდერული. ეგრე დავარქვი. smile.gif

Posted by: kenj 7 Nov 2019, 14:17
QUOTE (Estrella @ 7 Nov 2019, 02:31 )
kenj
QUOTE
სამაგიეროდ მე დავიწყე ისევ  ნერვული ფონი შემიმცირდა და წონა დავიკელი  დილით ყავა შავი შოკოლადი და სიგარეტი.

ესე იგი, ნერვიულობისას იმატებ და ვერ ეწევი? სწორად გავიგე მგონი. მაშინ, ეგეთი ატრიბუტებიანი და განწყობილი დილა მშვენიერია.

წინა გვერდზე ვნახე ჩვენი პოსტები ერთმანეთში, ჩემი ჭრელო პეპელა თემებიც, სახალისო იყო. biggrin.gif

ხოოო მყარი ფსიქიკა არ მაქვს და მადა მემატება + ბავშობიდან გურმანი ვარ წონას ვერ ვაკონტროლებ სპორტცმენობის პერიოდშიც კი მაწუხებდა user.gif არ მინდა ეს ტაბლეტები და რაღაცაები ვსვა მოვწევ სიგარეტს და ყველაფერი უკეთესია წონაც იკლებს და ნერვებიც ნორმაშია. yes.gif
არც გენეტიკაში მყოლია ჯვარი აქაურობას და კიბოთი გარდაცვლილი ხალხი თანაც მწეველები იყვნენ უმეტესობა, ხოდა მოვწვე მეც რა დაშავდება user.gif ჯერ არა და მერე მეც დავანებებ..
პ.ს. ისე ძაან თავდაჯერებული ნუ იქნები რა იცი როდის მოგაწვება სენტიმენტები სიგარეტის სიყვარული არ იკურნება ჭეშმარიტ გაბოლების მუღამში შესული ადამიანების ცნობიერებაში ჩემი მეცნიერული დასკვნაა . yes.gif

Posted by: Estrella 7 Nov 2019, 16:28
kenj
It's Ok მთავარია, თავი იგრძნო კომფორტულად, უკეთ და მშვიდად, თუ ახლა ამაში სიგარეტი გეხმარება, მშვენიერია. მოწიე სინდისი ქენჯნის გარეშე, შეიძლება ეს ნაბიჯიც იყოს შენი პერდიოული დისკომფორტების მოხსნაში. smile.gif

ისე, რეაგირება სტრესზე და დამოკიდებულება საკვებთან ცვალებადია. 25 წლამდე სტრესის დროს ემოციურად მინდებოდა ჭამა, შესაბამისად ვიმატებდი ხოლმე. უკვე რამდენიმე წელია, ნერვიულობისას ჩემი ემოციები აღარ მიიწევს ჭამისკენ, რაც ვერ წარმომედგინა. არც ჰაერზე მომხდარა, მოხდა ცვლილებები ცნობიერებაში.
მაგ პერიოდში ნერვიულობისას სიგარეტს ვერ ვეკარებოდი. ახლა ეგრე არ ვიყავი, მაგრამ არც სიგარეტი მახსენდებოდა პირველი.
შეიძლება ესე შევაჯამო, არსასდ გარბის ჩემო ემოციური ფონი თავშესაფრად.
თუ საიდუმლო არაა, შენ რამდენი წლის ხარ?

თავდაჯერებული ვარ არც ისე სასიხარულო მიზეზებით, ესაა კანის ასაკობრივი ცვლილებები. და არ მესმის 28 წელს ზემოთ ქალებს გული როგორ არ უსკდებათ და ჭკუიდან როგორ არ ირყევიან, როდესაც სიგარეტით უწყობენ ხელს პროცესებს...მართლა არ მესმის. და კიდევ სხვა ქალური თემები. მოკლედ, სიგარეტი ქალის ორგანიზმისთვის არ შეიძლება და რაც უფრო იმატებს ასაკი, მეტად აზიანებს ქალის ორგანიზმს.

Posted by: kenj 7 Nov 2019, 17:55
Estrella
26 ის
ხოო ფსიქოლოგიაში რო მიჭირს მადა მემატება უაზროდ და ალკოჰოლის მიმართაც მაქვს სენტიმენტები, არჩევანს ვაკეთებ ასე შეიძლება ითქვას ალკოჰოლი თუ სიგარეტი და სიგარეტი მირჩევნია, ნუ ტაბლეტებს გამოვრიცხავ, მარიხუანაც ცუდად მოქმედებს + უმოქმედოს მხდის და მაგას დიდი ხანია აღარ ვეკარები.
რო ვიხსენებ იმ პერიოდს როცა არ ვეწეოდი ნუ შედარებაც არაა 100 ჯერ მეტი ენერგია და 3 კილომეტრამდე შემეძლო სირბილი ვვარჯიშობდი კიდეც ახლა ამ მხრივ მოხუცი კაცივით ვარ, ქალებს რაც შეეხება ხოო ნუ სიგარეტი რო აბერებს მაგას არ სჭირდება დიდი დაკვირვება და მეცნიერული ნაშრომების წაკითხვა მარტივად აღქმადია, თან ქალის მოტივაცია მაგ მხრივ მეტი იქნება ბუნებრივია თუმცა, მეორეს მხრივ ძალიან მიმზიდველია პირადად ჩემთვის ქალი და სიგარეტი რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ერთის მხრივ ძაან უხდება ერთგვარი თავისუფლების გამოხატულების მსგავსია(კონსერვატიულ ქვეყანაში) და მეორეს მხრივ რატო უნდა ეწეოდეს ქალი ამ აყროლებულ სიგარეტსსო გაიფიქრებ კნინდება კიდეც.

Posted by: Estrella 7 Nov 2019, 21:53
kenj
აჰამ, ეკრანის წყალობით ოდესღაც სიგარეტი აქსესუარად და იმიჯის ნაწილად ჩამოყალიბდა smile.gif

ჯანმრთელობის მთავარი განმსაზღვრელი მაინც განწყობაა და გაწონასწორებული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და არა მაინც და მაინც მოწევა-არ მოწევა yes.gif


Posted by: Oqrialeli 8 Nov 2019, 09:21
Estrella

ნიკოტინს ჰო, საშინელი სიმყრალე აქვს. მაგრამ ერთი დეტალი გამახსენდა

მანქანით( უფრო მარშუტკით, დიდი გაბარიტების გამო) მგზავრობისას , იმ დროსაც კი როდესაც არ ვეწეოდი, ბავშვობაში, ვიღაც სხვა როდესაც გააბოლებდა, საოცრად ტკბილი და სასიამოვნო სუნი ჰქონდა ჩემთვის თითქოს-და მოძრაობაში ჰაერის მიერ გაფილტურლ თამბაქოს ბოლს. ეხლაც შევნიშნავ ხოლმე ამას და რა ფიზიკური მოვლენაა?

Posted by: Estrella 8 Nov 2019, 13:32
oqrialeli
QUOTE
მანქანით( უფრო მარშუტკით, დიდი გაბარიტების გამო) მგზავრობისას , იმ დროსაც კი როდესაც არ ვეწეოდი, ბავშვობაში, ვიღაც სხვა როდესაც გააბოლებდა, საოცრად ტკბილი და სასიამოვნო სუნი ჰქონდა ჩემთვის თითქოს-და მოძრაობაში ჰაერის მიერ გაფილტურლ თამბაქოს ბოლს. ეხლაც შევნიშნავ ხოლმე ამას და რა ფიზიკური მოვლენაა?

მეც ზუსტად ეგრე.
კიდევ სოფელში ხომ სულ გაშლილი სივრცეა და ისე სასიამოვნოდ გამხსენებია ხოლმე იქაური ზაფხული, სტუმრები, მათი სიგარეტის გაბოლება და სურნელი. ნოსტალგიური, ტკბილი. smile.gif
თვითმფრინავშიც ეწეოდნენ ადრე ხო? და ძველ ჩანაწერებში ექიმი პირდაპირ კაბინეტში ეწევა პაციენტის მიღებისას. დღეს სხვა რეალობით ვართ. და ცოტა არ იყოს ზედმეტი მოსდით, მწეველთა უფლებებს თელავენ და ლახავენ უხეშად.

Posted by: Oqrialeli 8 Nov 2019, 13:44
QUOTE (Estrella @ 8 Nov 2019, 13:32 )
oqrialeli
QUOTE
მანქანით( უფრო მარშუტკით, დიდი გაბარიტების გამო) მგზავრობისას , იმ დროსაც კი როდესაც არ ვეწეოდი, ბავშვობაში, ვიღაც სხვა როდესაც გააბოლებდა, საოცრად ტკბილი და სასიამოვნო სუნი ჰქონდა ჩემთვის თითქოს-და მოძრაობაში ჰაერის მიერ გაფილტურლ თამბაქოს ბოლს. ეხლაც შევნიშნავ ხოლმე ამას და რა ფიზიკური მოვლენაა?

მეც ზუსტად ეგრე.
კიდევ სოფელში ხომ სულ გაშლილი სივრცეა და ისე სასიამოვნოდ გამხსენებია ხოლმე იქაური ზაფხული, სტუმრები, მათი სიგარეტის გაბოლება და სურნელი. ნოსტალგიური, ტკბილი. smile.gif
თვითმფრინავშიც ეწეოდნენ ადრე ხო? და ძველ ჩანაწერებში ექიმი პირდაპირ კაბინეტში ეწევა პაციენტის მიღებისას. დღეს სხვა რეალობით ვართ. და ცოტა არ იყოს ზედმეტი მოსდით, მწეველთა უფლებებს თელავენ და ლახავენ უხეშად.

ჰო, ბუნებაში(ნაკლები ასფალტის პირობებში) პირდაპირპროპორციულად იზრდება თამბაქოს რომანტიზმი და სიამოვნება,ეხამება თითქოს.. რამდენი ადგილი შეიძლება გაგახსენდეს სიგარეტი რომ გაგსწორებია. მაგრამ ცუდიც ბევრი მახსოვს

მე ვფიქრობ არ ლახავენ, იქამდე სანამ თეატრში სპექტაკლის დროს მოწევასაც არ აკრძალავენ , როგორც თავშეყრის ადგილზე.. მე რო ვეწეოდი პრობლემას ვერ მიქმნიდა ეს და ვერც ეხლა შემიქმნიდა))

Posted by: Estrella 8 Nov 2019, 13:50
oqrialeli
სპექტაკლისას მოწევა შეიძლება? eek.gif მგონი ვერ მივხვდი რას წერ.
დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა მშვენიერია ყველასთვის.
სხვა რამეები ვიგულისხმე, ფასების ზრდა, ხარისხის გაფუჭება, კოლოფებზე ცუდი ნახატების აკვრა. მალე ღია სივრცეში მოწევაზეც შემოიღებენ რეგულაციებს.
ამ დროს ადრე ყველგან სიგარეტის მიმზიდველობა რეკლამდებოდა. თბილისში მოდური ქოვბოი მოხეენილ ქოუგერლთან, ვინსტონის რეკლამის ბანერი ახლაც მახსოვს. საკაიფო ჯინსებში. biggrin.gif smile.gif

Posted by: Oqrialeli 8 Nov 2019, 14:08
Estrella

კი რავი, რაც მინახავს თეატრში თითქმის ყველა სპექტაკლზე აბოლებენ, ოღონდ თანამედროვე დროში ხდებოდეს მოქმედება და არა ანტიკურ საბერძნეთში.
მესმის რასაც ამბობ, თუმცა რომანტიკასმაინც ვერ დაუკარგავს ეს რეგულაციები, უბრალოდ დროებითი შეტევაა, აი ამიტომ და ამიტომ ვაძვირებთო, ხსნიან. რაც შეეხება გარეკლებას, მარლბოროს ჰქონდა სულ ყოველთვის საუკეთესო რეკლამა, როგორც კოკაკოლას დაახლოებით ეგეთპონტში. ფასები იზრდევა იმიტო რომაინც იყიდიან, რხლა თუთუნი ხდება აქციზური. ერთიაგას ვნანობ რო არ შემიხვევია და არ მომიწევია

Posted by: Estrella 8 Nov 2019, 15:13
oqrialeli
ააა... მივხვდი. მეთქი მაყურებლები აბოლებეენ... smile.gif
თუ ნანობ, შეგიძლია მხოლოდ ერთხელ და ერთჯერადად შეახვიო და მოწიო. მთავარია ეგ წინაპირობა არ გახდეს მომდევნო გამონაკლისის მომავალში. smile.gif

რომანტიკა დაეკარგება ნელ-ნელა, ჩემი აზრით, როგორც შექმნეს, ისევე დაუკარგავენ მასიურად და დრო დასჭირდება. ხარისხი კი დაუკარგეს, კოლოფიდან თუთუნამდე. რომ ვეწეოდე დიდი პროტესტი მექნებოდა.


QUOTE
მარლბოროს ჰქონდა სულ ყოველთვის საუკეთესო რეკლამა, როგორც კოკაკოლას დაახლოებით ეგეთპონტში.

აჰა, ესე იგი სწორად მახსოვს ^_^

კოკა-კოლას შესანიშნავმა საახალწლო რეკმალამაც ვერ მაიძულა დამელია ეგ გაუგებარი ჯიშის სითხე. smile.gif
მაგრამ კოკა-კოლას ისტორიაზე დოკუმენტურფილმს ვუყურე და სულ პირველი ჩამოსხმები ძალიან მომინდა. კოხტები და რეტროები, რეკლამა პინ-აპ არტის სტილში. smile.gif

Posted by: Oqrialeli 8 Nov 2019, 16:49
Estrella
სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ ერთ ღერზე ვერ შევჩერდები, ეგეთი მტკიცე ნებისყოფა რომ მქონდეს, კაი იქნება. რომანტიკა ვითომ "მათ" შეუქმნეს? მე ზოგადად მერომანტიკულებოდა, იდეა საერთოდ ინდიელებიდან მოდისო, მშვიდობის ნიშნად ერთად ეწეოდნენ ტომის ბელადები..თან ფული მართავს ყველაფერს და ვინ შეეწინააღმდეგება? ვითომ ანტი კამპანია მიდის მაგრამ წლის პოპულარული ფილმის საუკეთესო მომენტში ისე გააბოლებს სუპერსტარი რო კბილებს აგიკაწკაწებს biggrin.gif

კოკაკოლას გემო არ მოგწონს? იშვიათია ძაან. რეტრო ყოველთვის მიმზიდველია, თუმცა ეხლაც ყველაფერთან მიდის, ნასვამზეც მისწორებს მაფხიზლებს და ნაჭამზეც biggrin.gif

Posted by: x360Soulja 8 Nov 2019, 22:15
Estrella
QUOTE
წავიკითხე.
ხოდა, ეხლა რას შვები? smile.gif
მეცნო აღწერა, მეც ზუსტად ესე ვიყავი, არანაკლებ დამღლელი მდგომარეობაა. თანაც დისორდერული. ეგრე დავარქვი. smile.gif

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მწეველი გავხდი. აღარ ვეწევი სახლში და სამსახურში, თუ გარეთ გავალ ან სადმე "პონტში" გავიჩითები 2-3 ღერს ვეწევი. რაც მთავარია, 18 აგვისტოს შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ რასაც მონდომება ქვია სიგარეტი რამდენჯერმე მომინდა, 2-3ჯერ ალბათ. არ შემიზღუდავს თავი, მოვწიე ერთი ყოველ ჯერზე ღერი და დავასტოპე მანდ.

ამ პერიოდში ცოტა სანერვიულო ამების გადატანაც მომიწია და 1-1 ღერი მოვწიე იმ კრიტიკულ დღეებში ;დ


თუმცა ყოფილა ისეთი "პონტებიც" როცა არ მომიწევია, უბრალოდ სურვილი არ მქონდა. მოკლედ დამოკიდებულება როგორც ასეთი გამქრალი მაქვს, კვირაში შეიძლება 1 დღე მოვწიო, შეიძლება გავიდეს ერთი და ორი კვირა ისე, რომ საერთოდ არც გამახსენდეს. თან ეს ისეთ სიტუაციაში როცა სიგარეტი ჩანთაში მიდევს. მაინც ყოველდღიურად ვატარებ, მაგრამ არ ვეწევი :დ



მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო - აქტიური მწეველობიდან გადავინაცვლე სოციალურ მწეველობაზე, ეს სრულ დანებებას არ ნიშნავს, მაგრამ რავი ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია.

Posted by: Estrella 9 Nov 2019, 03:25
oqrialeli
ინდიელი ბელადი და მშვიდობის ჩიბუხი <3

QUOTE
კოკაკოლას გემო არ მოგწონს? იშვიათია ძაან. რეტრო ყოველთვის მიმზიდველია, თუმცა ეხლაც ყველაფერთან მიდის, ნასვამზეც მისწორებს მაფხიზლებს და ნაჭამზეც

ალბათ, ჩვევაა ორივე, სიყვარულიც და არ სიყვარულიც smile.gif
ჩემი სასმელი ჩაია.




x360Soulja
QUOTE
მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო - აქტიური მწეველობიდან გადავინაცვლე სოციალურ მწეველობაზე, ეს სრულ დანებებას არ ნიშნავს, მაგრამ რავი ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია.

ლომკები რომ არ გაქვს და გამუდმებით არ ეწევი, უკვე კარგია. yes.gif

Posted by: Oqrialeli 9 Nov 2019, 08:34
Estrella

მაღლივში, მარკეტინგის ლექტორმა, კვლევა ჩაატარეთ რამე მოხმარების საგანზეო და მე დიიდი ყვითელი ავტობუსები რო იყო, იმაში ვიჯექი როცა გამახსენდა. სანამ მივიდოდი სიგარეტის გასაღების ბაზარზე, ისტორიაზე და გავლენაზე დავუწყე წერა. ისე ჩამითრია, ლექტორმა მერე კათედრაზე წაიღო და სხვებს წააკითხა, ნახეთ რა საინტერესოაო biggrin.gif ბოლოს კი მითხრა ეს კვლევა არააო, მაგრამ ჩაგითვლიო
ერთდროს ჩემიც ჩაი იყო
* * *

იტოგში, ისეთი მაგალითები მაქვს სახლში დანებების, ბაბუა ბიძა, რო ეგრევე თქვეს და ვსო. მეკიდე მეათედ დავანებე და ეხლა რომ დავიწყო მეტი ბრძოლის თავი აღარ მაქვს. ამიტომ აღარ ვუღრმავდები, რო კიდე არ მომინდეს და არ შევცდე, თუნდაც გალეწილი მთვრალი. ბაბუაჩემი მეუბნება, ზოგჯერ ეხლაც სასიამოვნოა თამბაქოს სუნი და მოწევა მომდომებიაო. უბრალოდ რაც დრო გავა უფრო იშვიათად გაგახსენებს თავს, წელიწადში ერთხელ და მტკიცე ხდები შენც, ბერივით))

Posted by: Lamorac 11 Nov 2019, 12:16
16 წლიდან ვეწევი

სისტემატურად ბოლო 6 წელია. ეხლა 26ის ვარ.

თავის დანებებას ვცდილობ 2 წელია დაახლოებით. აი 2x365 დღე ვიღვიძებ იმ მოტივაციით რომ დავანებო თავი და მაინც ვერ ვეშვები წარმოიდგინეთ. თითქმის ყოველდღე ხდება შემთხვევა ნახევარი კოლოფი სიგარეტი თავის სანთებელიანად ნაგავში რომ მომისვრია მარა 1 საათში ისევ მიყიდია ორივე. მაგარი ###ობაა.

ჯერჯერობით 24 საათია რაც არ მომიწევია alk.gif

Posted by: ჰერმიონაა 11 Nov 2019, 16:33
oqrialeli
QUOTE
მაღლივში, მარკეტინგის ლექტორმა, კვლევა ჩაატარეთ რამე მოხმარების საგანზეო და მე დიიდი ყვითელი ავტობუსები რო იყო, იმაში ვიჯექი როცა გამახსენდა. სანამ მივიდოდი სიგარეტის გასაღების ბაზარზე, ისტორიაზე და გავლენაზე დავუწყე წერა. ისე ჩამითრია, ლექტორმა მერე კათედრაზე წაიღო და სხვებს წააკითხა, ნახეთ რა საინტერესოაო  ბოლოს კი მითხრა ეს კვლევა არააო, მაგრამ ჩაგითვლიო


ატვირთე სადმე და ჩვენც წაგვაკითხე. იქნებ ვინმეს მოტივაციაც მოემატოს.

Posted by: Oqrialeli 11 Nov 2019, 21:12
ჰერმიონაა

ის ქაღალდი 2009 წელში დავწერე, მის მერე რატომ უნდა შემენახა, ისე მოვყევი. მოტივაცია დანებებისთვის? ყველაზე კარგი ვარჯიშიაჩლ ჩემი აზრით, რომვარჯიშპბ და რეალურ განსხვავებას გრძნობ, ხელშესახებს.

Lamorac

მომენტი აუცილებლად ჩაგივარდება, თუნდაც სიცხე რომ მქონია საერთოდ არ მომდომებია, ინერციით მომიწევია ორი სამი ღერი

Posted by: Lamorac 11 Nov 2019, 21:38
oqrialeli
მომენტი ჩამივარდა ეხლა ყელი მტკივა და აგერ თითქმის 48 საათია არ/ვერ მომიწევია

Posted by: Oqrialeli 12 Nov 2019, 17:29
Lamorac

ჰო ეგაა მაგას ვამბობ, პროსტა რო მოკეთდები რამით უნდა დაკავდე. ვარჯიში ყველაზე კაია, ვიდრე მზესუმზირის ჭამა:დ

Posted by: kurt. 12 Nov 2019, 17:40
მე8 დღეა უსიგარეტობის, არ მეგონა ესეთი ადვილი თუ იქნებოდა გადაგდება biggrin.gif
მოწევის სტაჟი გძეტა : 7 წელლი boli.gif


Posted by: Lamorac 12 Nov 2019, 21:12
QUOTE (oqrialeli @ 12 Nov 2019, 17:29 )
Lamorac

ჰო ეგაა მაგას ვამბობ, პროსტა რო მოკეთდები რამით უნდა დაკავდე. ვარჯიში ყველაზე კაია, ვიდრე მზესუმზირის ჭამა:დ

მთელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ

კაი ფიზიკურ ფორმაში ვარ და მაინც ვეწევი წარმოიდგინე.

მე-3 დღეა არ მომიწევია

Posted by: Oqrialeli 15 Nov 2019, 07:52
Lamorac

რა მდგომარეობაა აბა?

Posted by: Lamorac 17 Nov 2019, 12:05
oqrialeli
QUOTE
რა მდგომარეობაა აბა?


9 ნოემბრის მერე არ მომიწევია

ჩემთვის დიდი მიღწევაა.

სიგარეტი მაგრად მინდება. განსაკუთრებით სამსახურში.


ჯერჯერობით დადებითს რასაც ვატყობ არის ძალა მომემატა. დარბაზში გაცილებით ეფექტური ვარ ვიდრე მანამდე ვიყავი

Posted by: Oqrialeli 17 Nov 2019, 13:39
Lamorac

მეც მქონდა დანებებული ამ ბოლოს წინ და სად მაგდროს რო ვვარჯიშობდი, და სად მერე,ისევ რო დავიწყე. იმენა ვიღლებოდი მალე, გული მივარდებოდა. ეხლა ღმერთმა ნუ ქნას და რო დავიწყო ვარჯიშის სურვილიც დამეკარგება
ძალაც გემატრბა ,მეტ მისვლას აკეთებ ნაკლებ დროში, ყველაფერი იმატებს
* * *
მონდომება ერთი კვირა თუ გადალახე, დაიკლებს. ასწორებს მერე უკვე რაღაც დრო რო "გიჭირავს ხელში"და კრიტიკულ მომენტებს ებრძვი, ამდენი ხანი გავძელიო და ეხლა ახლიდანბრძოლის დაწყება რა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება გრძნობ ამას

Posted by: goodtrip 30 Nov 2019, 03:10
7 წელი ვეწევი არც ისე დიდი სტაჟია მაგრამ არც ისე პატარა რომ გაგდება იოლი იყოს. წელს ძაან შემაწუხა, გაზაფხულზე ვცადე გაგდება 1 კვირა ნორმალურად ვიყავი, მე 9 დღეს ისევ დავიწყე მაგარი გამიტყდა რომ ვერშევძელი მაშინ გაგდება.10 დღის უკან გავიკეთე გლანდების ოპერაცია 21 დღე ისედაც არშეიძლება მოწევა და არც მოვწევ

Posted by: Domaci 9 Dec 2019, 01:14
მოწევის სტაჟი 17 წელი

4 დღეა არ მომიწევია, გადაგდება გადავწყვიტე

მარა რა ხდება

1. ღამე მეღვიძება 2-3 ჯერ
მაგრამ მაინც ენერგიულად ვდგები. ძილი მევასება და სულ გვიან ვდგებოდი. ეხლა ადრე მაღვიძეებს და თან ენერგიაზე ვარ ვატყობ

2. რაღაც დარეტიანრბული დავდივარ ქუჩაში. მაგრამ აღმართზე დაღმართივით დავდივარ და მისეორდება ეს ენერგია


რამდენ ხანში მეშველება? ძილი როდის გამოსწორდება და რეტი როდის გაქრება?

Posted by: turatura 9 Dec 2019, 01:32
QUOTE (Domaci @ 9 Dec 2019, 01:14 )
რამდენ ხანში მეშველება? ძილი როდის გამოსწორდება და რეტი როდის გაქრება?

ძილზე არ მქონია არანაირი ცვლილება, რეტში ალბათ იმას გულისხმობ შუბლის არეში მქონდა უცნაური შეგრძნება თითქოს რომ ბურღავენ შუბლს, სადღაც 2 კვირა გასტანა. 2თვე მქონდა დანებებული, მერე 1 ღერს რაუჭირსთქო ... , ერთს მეორე მოყვა და აღვიდგინე სტატუს ქვო მალევე biggrin.gif მერე კიდევ მქონდა მეორე მცდელობა ისევ ვერ გავძელი, მაგრამ ამჯერად მეოთხედს ვეწევი ანუ შევზღუდე ცოტა რაოდენობა.

სანთებელა , საფერფლე თვალთახედვის არეში არ დაიდო , რაც სიგარეტს გაგახსენებს.

Posted by: Moor 12 Dec 2019, 23:58
QUOTE (Moor @ 1 Dec 2018, 13:58 )
QUOTE (klubnika @ 11 Jul 2018, 04:44 )
სიგარეტის მოწევა სირცხვლია
მე ვარ უთავმოყვარეო იდიოტი 
10 წელზე მეტია ვეწევი
საკუთარი თავი მეზიზღება
მინდა რომ თავი დავანებო და ვერ ვანებებ
რა ვქნა? sad.gif

17 აგვისტოს მოვწიე ბოლოს. მანამდეც ერთი თვე არ ვეწეოდი. გასკდით შურით

+1 წელი უსიგარეტოდ bis.gif






----------

Posted by: Oqrialeli 13 Dec 2019, 20:05
ორ დეკემბერს წლისთავი აღვნიშნე. არ მინდება ხშირად. სიზმარში გავაბოლე ამასწინათ, მაშინვე ვხვდებოდი რო ნამდვილად არ ვეწეოდი smile.gif

Posted by: X_Datka_X 13 Dec 2019, 20:07
oqrialeli

მიტოვებული რო მქონდა სიზმრები მომდიოდა რო ცეწეოდი და აი მაგაზე მეტი კაიფი არ იყო რო გამომეღვიძებოდა და რო ვიცოდი რო არ ვეწრვი სიგარეტს :დდ მქონია მომენტი რო ოფლშიც ვიღვიძებდი :დდ

Posted by: Oqrialeli 16 Dec 2019, 10:02
X_Datka_X

სიზმრები საწყის თვეებში იცის, და მართალი ხარ, ასწორებს რო გეღვიძება და იცი სუფთა ხარ biggrin.gif ეს სიზმარი იმიტო აღვნიშნე, უკვე ჩემს თავშიც დარწმუნებული ვარ რო დავიკიდე biggrin.gif


Posted by: hondacbr1000 20 Dec 2019, 06:12
3 დღეა ყოველ ღამე ჩემ თავს ვებაზრები რომ ეს ###ობა სიგარეტი გადავაგდო, 17-18 წლიდან ვეწევი ახლა 28 ის ვარ,

და ვსო 20 დეკემბერი არის დღე როცა მივედი იმ აზრამდე რო დროა შევეშვა,

ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება 3-4 საათია არ მომიწევია და უკვე ცუდად ვარ ხველება დამეწყო, მაგრამ მკიდია რაღაც ძალიან მონდომებული ვარ ,

იმედია შევეშვები, წარმატებები მე და თქვენც ჩვენ ეს შეგვიძლია, ნუ მოვაკვლევინებთ თავს ამ სირობას

Posted by: akaki 28 Dec 2019, 05:19
სალამი მეგობრებო, ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. მე ცოტა დიდი სტაჟი მქონდა და პრობლემა მეტად ფუნდამენტური, უკვე გულზე ცუდად მოქმედებდა. რამდენიმეჯერ ადრე დავანებე ხოლმე, 2-3 თვით მაგრამ ისევ ვიწყებდი. ეხლა მედიკამენტს მივმართე chantix თუ გაგიგიათ და 5-6 თვეა აღარ ვეწევი - ყოველგვარი დანებების წინა ტანჯვა ავიცილე თავიდან + ვარჯიში სპორტულ დარბაზში თითქმის ყოველდღე. და წონა პირიქით მოვიკელი. ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხზე აღარაფერს ვამბობ.

ჩემ წარმატბას მაინც ფიზიკური აქტიობის მომატებაშია, რომ ერთი ჩვევა მეორეთი ჩავანაცვლე. ეს გზა ყველაზე საინტესოა, სიახლეს რომ შემოიტანთ და უკვე მწეველებს რომ უყურებ სურვილი გიჩნდება ელაპარაკო და აუხსნა თუ რა ცუდია სიგარეტი.

Posted by: X_Datka_X 9 Jan 2020, 15:56
მაქვს სიგარეტის გადაგდების რაღაც გამოცდილება. ორჯერ მოვახერხე თავის დანებება. ერთი 5 თვით მეორე 3 თვით, ორივეჯერ მეგონა რომ არასდროს დავიწყებდი მოწევაას, მაგრამ სამწუხაროდ ორივეჯერ წამცდა ხელი. ახლა გეტყვით რამდენიმე საინტერესო რამეს და გაითვალისწინეთ აუცილებლად, წარმოუდგენლად მაგრად ფაგეხმარებათ გადაგდებაში.

ამდილით ცუდ ხასიათზე ავდექი, მოკლედ იმდენად ცუდზე, რომ სიგარეტიც მაღიზიანებდა. დავლიე ყავა, მივურტყი ერთი ღერი და აი რატომღაც თავში დამარტყა რომ უნდა მივატოვო. ხოდა მეც მოტივავია თუ მაქვს მეტი რაღა მინდა. მოვკიდე პაჭკას ხელიი, ჩავაგდე სანაგვეში და სანსახურში სანამ წავედი ეს ნაგავი გადავყარე. ლომკა ისეთი რამაა, რომ არ მეყიდა სიგარეტი მაგის ნაგვის ჩიჩქვნას დამაწყებინებდა. ნუ მოკლედ, ნამწვავებიც მივაყოლე. ჩავიწერე აპლიკაცია, დროს მითვლის რამდენი ხანი არ მომიწევია და იმ თანხას მითვლის რასაც სიგარეტში ვხარჯავდი და დავხარჯავდი. პატარა სტიმულივითაა, არ არის ზედმეტი ნაღდად. ახლა რა რჩევებს მოგცემთ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ გადააგდოთ მოწევაა !! :

1. არ იფიქროთ იმაზე, რომ რთულია დანებება და არც იმაზე იფიქროთ რომ მარტივია. უბრალოდ არ იფიქროთ და საკუთარ თავს ესაუბრეთ, იმაზე თუ რამდენად ძლოერი ხართ და როგორ ვერ დაგაჩოქებთ მოწევის სურვილი და რომ საკუთარი თავის პატრონი ხარ და შენ წყვეტ რა უნდა ქნა და ა.შ. სიამაყე მოგემატებათ.
2. სულ ის ილაპარაკეთ მწეცეველებში, რომ სიგარეტი ცუდია და როგირ ეწევით ამ საზიზღრობას და ა.შ. , ეგეც დამატებითი სტიმულია. თქვემ თვითონ მიხვდებით რატომაც.
3. შაქრის შემცველი არაფერი ჭამოთ პირველი 3 დღეე.
4. ყავა არ დალიოთ დილაობით. ჯობს გამოუფზიზლებელი წახვიდეთ სამსახურში. ყავა აგიჟებს იმენა.
5. წყალი სვით ბევრი. ცივი წყალი.
6. ყველას სხვადასხვანაირი ლომკა აქვს, მე მაგალითად მთენთავს და ღრძილების ქავილი მეწყება. ასეთ დროს იფიქრებთ რომ ერთი ღერი გიშველით, მარა არ მოწიოთ. გადაიტანთ უპრობლემოდ მთავარია სალუთარ თავს ებრძოლოთ განუწყვეტლივ. ( 1 პუნქტი )
7. ერთი ნაპასიც არ გასინჯოთ!!! ეგ ღუპავს 100%. აი დამიჯერეთ ერთ ნაპასს რომ მიარტყამთ მერე უკვე უეჭველი ჩვეულ რიტმში გააგრძელებთ მოწევას.
8. არცერთი ნაპასი კიდევ ერთხელ!!! თორემ წყალში ჩაგეყრებათ მთელი შრომა. გინდ 3 თვე გავიდეს, გინდ 5 გინდ 12. არასდროს არ დაარტყათ ნაპასინთორემ დაიღუპეთ ჩათვალეთ.
9. თუ სურვილი გაქვთ და ვერ აბამთ თავს დანებებას და მაინც მაგრად გისწორებთ სიგარეტი, ჯობს ასეთ დროს გააგრძელოთ მოწევა და სულ იმაზე იფიქრეთ, რომ მიტოვება გინდათ. ჩანაფიქრივით გქონდეთ. ერთი დღეც გათენდება და თქვენ თბითონ გადაწყვეტთ ყველაფერს და ყველაფერს მოაბამთ თაბს. ამ დროს უფრო მარტივია სიგარეტის გადაგდება.

წარმატებები.

პ.ს. მე უკვე 12 საათია არ მომიწევია, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. მაგრამ მკიდია, უნდა მივატოვო და აუცილებლად ვიზამ ამას !!!

Posted by: X_Datka_X 12 Jan 2020, 10:45
3 დღე შესრულდება ცოტახანში რაც სიგარეტს არ გავკარებივარ smile.gif დღითიდღე მარტივი ხდება მაგის გარეშე

Posted by: akaki 17 Jan 2020, 01:25
X_Datka_X

როგორ მიდის საქმეები?



Posted by: elchi 17 Jan 2020, 09:16
არავითარი დაგინება და დაფიცება.
თუ გსიამოვნებთ, მოწიეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი, პირიქით, საშიშია.
თუ გწყენთ და ატყობთ რომ მავნებელია თქვენი ორგანიზმისთვის, აიღეთ და მოისროლეთ.
ადვილია.
ამას მწეველი გეუბნებით.
არაერთხელ მომისროლია ნაგავში.
ვეწევი, მაგრამ ძალიან შეზღუდულ რაოდენობას.
შანსი არაა დახურულ შენობაში გავაბოლო, თუნდაც გარეთ ვიყვე, სხვისი თანდასწრებით არ მოვწევ, ვთვლი რომ დანაშაულია.

თუ დღეში 5-6 ღერის გაბოლებას მწეველობაში ჩამითვლით, მივიღებ შენიშვნებს.


Posted by: X_Datka_X 17 Jan 2020, 12:18
akaki

18 წუთის წინ შესრულდა ზუსტად 8 დღე რაც არ მონიწევია smile.gif ძაან კარგად ვგრძნობ თავს

Posted by: დოჩანა 17 Jan 2020, 22:58
ვერ ვანებებ თავს
და რატომ ვერ ვანებებ იმასაც ვერ ვხვდები

Posted by: akaki 19 Jan 2020, 23:06
X_Datka_X

მშვენივრად მიდიხარ! 8 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა ყველაზე რთული პერიოდია. ფაქტია რომ გდომია დანებება და შეგიძლია კიდეც. წარმატებები!

დოჩანა

უდიდესი ნარკოტიკია. არ გაგიკვირდეს, და ჩათვალე რომ ცხვორებისთვის ბრძოლაში ხარ. ორონდ არ ვაჭარბებ, მათლა ესეა.
დაანებე, თუ დაიწყე ისევ დაანებე, არასდროს მოიშორო აზრი რომ უნდა დაანებო აუცილებლად!

Posted by: X_Datka_X 22 Jan 2020, 23:15
akaki

14 დღე შესრულდება 12 საათში. ძალიან მარტივია რა მიტოვება თუ სწორი მოტივაცია გაქვს. არ უნდა შეუშინდე უსიგარეტობას და ეგაა რა, მოთხოვნილებასაც მარტივად გადაიგდებ.

მადლობა დიდი! წარმატებები!!!

დოჩანა

ჩემი პოსტი წაიკითხე. თუ გინდა და ვერ აგდებ და მაინც ეწევი არაუშავს. ყველა ეგრეა, უბრალოდ არ მოიშორო ეგ ფიქრები და აუცილებლად გაგითენდება ისეთი დღე აი სიგარეტის ყველა ღერს რო გადატეხავ და მიატოვებ! პ.ს. მიტოვებას თუ დააპირებ არ იფიქრო რო პაჩკას ჩავცლი და მერეო. დამიჯერე ტყუილია ეგ ამბავი :დ

Posted by: დოჩანა 22 Jan 2020, 23:38
akaki
X_Datka_X
ვერ ვანებებ ცუდად ვხდები დიდი ხანს რომ არ მოვწევ
ტუ დავანებე ჩავთვლ რომ სასწაული მოხდა
* * *
დღეს შეიძლებ დავანებო იმიტომ რომ აღარ მაქვს სიგარეტი არც ფული
* * *
ისე იმაზე რას იტყვით, როომ ამბობენ რარაც მისაჩვევებს ურევენო თამბაქოს რომ ვერ დაანებოს თავი ადამიანმა და უფრო გაუჭირდეს დანებება და უფრო შეეჩვიოსო?
* * *
X_Datka_X
ეგ აპლიკაცია მიმასწავლე თუ შეიძლება რომ თვლის რამდენი ხანი არმ ოგიწევია და რამდენი დაზოგე სიგარეტის არ ყიდვით

Posted by: X_Datka_X 23 Jan 2020, 18:22
დოჩანა

კი, არის ნივთიერებები შიდ ისეთი, რომელიც იწვევს ამ დამოკიდებულებას. ეგ ნიჩეო, საკუთარი თავის ძალაზე დიდი მაინც არაა ეგ ლომკა. მთავარია დაარწმუნო თავი რომ არ გინდა მოწევა და ეგაა რა. ნუ იფიქრებ რომ ვერ მიატოვებ, იფიქრე სულ იმაზე რომ არ გინდა მოწევა და დაელოდე რა. ასე უცებ ვერ მოიშორებ.

Smoke Free ჩაწერე აპლიკაცია ნებისმიერი.

Posted by: დოჩანა 23 Jan 2020, 18:32
X_Datka_X
ვეცდები აბა , ჰო ვნახე ეგ აპლიკაცი მადლობა.

ვერც აზარტს ვერ ვეშვები მე ეგეც სიგარეტივითაა

Posted by: horizont 24 Jan 2020, 13:06
ზუსტად 1 წელი და 5 თვე გავიდა რაც აღარ ვეწევი

ყველაზე ცუდი რაც მახსოვს, პირველი თვე საერთოდ ვერ ვიძინებდი, ნუ როგორც გავიგე ეს ინდივიდუალურია
ცოტა "ცქმუტი" გავხდი და მიჭირს ერთ ადგილას გაჩერება :დ
დანებების შემდეგ ამტკივდა ყველაფერი biggrin.gif
ნაღვლის ბუშტსა და კუჭზე მკურნალობა და გამოკვლევა მომიწია

კარგი რაც არის:
მოვიმატე 10 კილო
შემიმცირდა ხარჯები
სუნი აღარ ამდის
მწეველებს ზემოდან ვუყურებ biggrin.gif
და ალბათ ჯანმრთელი ფილტვებიც მაქვს. არვიცი givi.gif

მაგრამ როცა ავნერვიულდები, მაინც მინდება ხოლმე user.gif

Posted by: დოჩანა 25 Jan 2020, 01:51
უნდა ვცადო დანებება პრაქტიკულად შეუძლებელია ალბათ, მაგრამ მაინც
ყოველდღე უნდა ვცადო...

Posted by: da2cha 25 Jan 2020, 01:58
დოჩანა
QUOTE
უნდა ვცადო დანებება პრაქტიკულად შეუძლებელია ალბათ, მაგრამ მაინც
ყოველდღე უნდა ვცადო...



სოიოს ზეთით დაზეთილი რულეტკის წინ უნდა დაიწყო გადაგდება ისე აზრი არ აქ ამ პარასკევ დღეს smile.gif

მე მივაღწიე იმას რომ როცა მინდა ვეწევი როცა არა ძალიან მინდა მოწევა biggrin.gif

Posted by: დოჩანა 25 Jan 2020, 02:06
da2cha
ყავა და სიგარეტს უნდა შევეშვა
არცერთი არ ა რის კარგი

როცა არ ვეწევი მეც ძალიან მინდა მოწევა
შევეშვები ალბათ ფილტვები დაისვენებენ

Posted by: da2cha 25 Jan 2020, 02:27
დოჩანა

ყველაზე მურტალი როდისაა იცი რო არ ეწევი ? smile.gif












უნიტაზზე რო დაჯდები და ვერ ხვდები რატო დაჯექი smile.gif.....

Posted by: natia_natia9 25 Jan 2020, 02:30
უნდა დავანებო მოწევას თავი როგორმე. boli.gif

Posted by: Tormund 25 Jan 2020, 23:06
25 დღეა არ მომიწევია მაგრამ არ ქრება სურვილი sad.gif
* * *
QUOTE
7. ერთი ნაპასიც არ გასინჯოთ!!! ეგ ღუპავს 100%. აი დამიჯერეთ ერთ

ნასვამზე მოვწიე ერთი ღერი



QUOTE
3. შაქრის შემცველი არაფერი ჭამოთ პირველი 3 დღეე

ეს ვერ მივხდი, რატო?

Posted by: X_Datka_X 26 Jan 2020, 14:21
Tormund

ახლა 18 დღე მიდის რაც არ მომიწევია. ერთი ნაპასი მაინც რომ დავარტყა ჩათვალე წყალში ჩამეყარა ყველაფერი, უეჭველი ვიცი გავაგრძელებ მოწევას.

ტკბილი გლუკოზის დონეს წევს სისხლში რაც სიგარეტს ანდომებს. როგორც კოფეინი ისე ეგეც.

Posted by: gruzinski777 26 Jan 2020, 16:22
QUOTE
ახლა 18 დღე მიდის რაც არ მომიწევია. ერთი ნაპასი მაინც რომ დავარტყა ჩათვალე წყალში ჩამეყარა ყველაფერი, უეჭველი ვიცი გავაგრძელებ მოწევას.


14 დღეა დავანებე სიგარეტს თავი, მართალია ერთი ნაფასიც რომ დაარტყა წყალშია ჩაყრილი ყველაფერი


ახლა მეორე პრობლემას წავაწყდი , წონა smile.gif ამას რითი ვუშველო, ვარჯიში რას შველის იმდენს ვჭამ რომ კაროჩე

ეს მადა რითI დავაგდო თორე გავხდი დათვი

Posted by: X_Datka_X 27 Jan 2020, 09:31
gruzinski777

მე სულ არ მაწუცებს ეგ საკითხი. პირიქით სუსტიი ვაარ :დდ მარა მადა ლამის გამისამმაგდა, სულ მშია და სულ მგელივით ვჭაამ.
* * *
gruzinski777

მე სულ არ მაწუცებს ეგ საკითხი. პირიქით სუსტიი ვაარ :დდ მარა მადა ლამის გამისამმაგდა, სულ მშია და სულ მგელივით ვჭაამ.

Posted by: da2cha 27 Jan 2020, 16:16
თითქმის აღარ ვეწევი...
დღეში 2 ჰა ჰა 5 ღერი smile.gif
ხო არ ითვლება? biggrin.gif

Posted by: gruzinski777 27 Jan 2020, 16:25
X_Datka_X

მაშინ გილოცავ ძმაო, წარმატებები ბოლომდე მყარად დადექი , არ დანებდე


ბოლომდე მიაწექი !

Posted by: X_Datka_X 27 Jan 2020, 17:00
da2cha

გადააგდე ვაფშე smile.gif ეგეც დამოკიდებულებაა. მიდი ახალ ვაფშე მოშორებაზე იფიქრე.

gruzinski777

გაიხარე ! შენც ასევე.

Posted by: da2cha 27 Jan 2020, 18:09
X_Datka_X

რა არი იცო...
დღის განმავლობაში თითქმის მკიდია...
დილით გზაში ვეწევი სანამ სამსახურამდე მივალ...
მერე უკანა გზაზე smile.gif 1 შეიძლება დღის განმავლობაშიც მოვწიო და ძილის წინ....
ანუ ჯანმრთელობის მხრივ 1 პაჭკიდან 4 5 ღერზე გადმოსვლა მგონი კარგია...

Posted by: X_Datka_X 28 Jan 2020, 09:42
da2cha

თავის მოტყუება უფროა მე თუ მკითხაავ. მაინც უკან დაგაბრუნებს ეგ ეკონომია smile.gif

Posted by: Qop4 28 Jan 2020, 11:14
X_Datka_X
სულ არაობას ხომ ჯობია და რაღაც საკუთარი თავის რწმენას გმატებს რომ თუ შეამცირებ გადაგდება შეგიძლია?

მე ეგეც ვერ ვქენი sad.gif ..................

Posted by: da2cha 28 Jan 2020, 11:53
Qop4

QUOTE
სულ არაობას ხომ ჯობია და რაღაც საკუთარი თავის რწმენას გმატებს რომ თუ შეამცირებ გადაგდება შეგიძლია?


მე მაგალითად იმით ვკაიფობ რომ ხშირად აღარ ვეწევი smile.gif მოსაწევად გავიდნენ დღეს სამსახურში ყავა დავითრიე და დავაბირჟავე smile.gif...


Posted by: X_Datka_X 28 Jan 2020, 12:49
Qop4

ჯობს იმ მხრივ რო არ ეწევი ბევრს. თორემ მიტოვების მხრივ არაფერს არ ცვლის. სიგარეტი დედა#####ული რაამაა რა.

19 დღეა უკვე არ ვეწევი სიგარეტს, 3 კილო მოვიმატე. მადაა მაქქვს ნუ იკიითხავთ :დდ სულ ვჭააამ იმენა :დდ

Posted by: da2cha 28 Jan 2020, 12:53
QUOTE
მადაა მაქქვს ნუ იკიითხავთ


კიდევ კარგი მადის მომატებას არ ვუჩივი ალბათ ცოტას მაიცნ რომ ვეწევი მაგიტომ ?
ხო მანდ კიდევ ის ვარიანტია რომ უმადობას არც არასდროს არ ვუჩიოდი... gigi.gif

Posted by: X_Datka_X 28 Jan 2020, 15:46
da2cha

ხინკლის ვიდეოები ვნახე და დღეს ხინკალზე მივდივარ უეჭველი :დდდ ღამის თერთმეტ საათზე შაურმა მომინდება ჩავდივარ ვყიდულობ იმენა ისე ვარ :დდ რესპუბლიკურთან ვცხოვრობ აი სულ შაურმები როოაა ისეთ ადგილთან 20 მეტრში და სუნი თუ შემაწუხებს ვგიჟდები რო არ ვჭამო არ შემიძლია :დდდ

საბოლოოდ საჭმელში უფრო მეტს ვხარჯავ ვიდრე სიგარეტში ვხარჯავდი biggrin.gifდდ

Posted by: Tormund 28 Jan 2020, 20:17
gruzinski777

ვარჯიშით უფრო მოვიმატე. მაშინ უნდა იდიეტო, ამ დროსდიეტა კიდე შეუძლებელიასიგარეტის “ლომკა” და დიეტა ერთად)

Posted by: da2cha 28 Jan 2020, 20:25
X_Datka_X

თუ იმიტომ ანებებ რომ იწეწები გაგიჭირდება დანებება smile.gif...
ექიმმა მითხრა დაგერხევაო (ასთმა მქონია) ამიტომ შევამცირე .

Posted by: Qop4 29 Jan 2020, 09:12
X_Datka_X
ძაან მაგარია მერე , მე გადმოცემით ვიცი რომ ძალაც გემატება და უფრო აქტიური ხდები, მადაც მოგდის შესაბამისად ეგენი ერთმანეთს რომ შეერწყმება საკაიფო ჯანზეც მოხვალ და ფორმაც მაგარი გექნება :დ

Posted by: X_Datka_X 30 Jan 2020, 10:52
Qop4

კიიი აქტიურიც ვარ და ბევრად ჯანიანიც smile.gif) სერიოზულად smile.gif)

გუშიინ ვსვამდიიით დაა კაროჩე ისე მომინდააა მოწევაა ჩავავლე ხელი ერთ ღერს და სანამ აივანზე გავიდოდი სანთებელას ვეძებდი. ძებნის პერიოდში კაი გემრიელად დავფიქრდი რო რატო უნდა მოვწიო ერთი ამის დედაცთქო და დავჯექი გავაგრძელე სმა :დდ კიდევ კარგი სანთებელა ვერ ვიპოვე :დდდ

Posted by: bolota 31 Jan 2020, 15:09
მოკლედ რა მაინტერესებს ვარ პასიური მწეველი დღეში თუ მოვწევ მაქსიმუმ 5 ღერს ან ორ დღეში ერთხელა 2-3 ღერს ბოლომდე თავს ვერ ვანებებ, როგორც ამბობენ ეს უფრო მეტად საზიანოა ვიდრე აქტიური მწეველი რო ხარ და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს ??

Posted by: da2cha 31 Jan 2020, 16:23
bolota
QUOTE
ვარ პასიური მწეველი


პასიური მწეველი არის ის ვინც არ ეწევა და მწეველებთან არის სულ იმათაც კიდიათ და ეწევიან smile.gif...

Posted by: Tormund 1 Feb 2020, 16:12
QUOTE
პასიური მწეველი არის ის ვინც არ ეწევა და მწეველებთან არის სულ იმათაც კიდიათ და ეწევიან

yes.gif

Posted by: X_Datka_X 4 Feb 2020, 11:24
26 დღეხე ვარ ბიჭებო და მომენტებში ვებრძვი თავს რო არ მოვწიო:დდ ინენა სასწაული ტანჯვაა როდესაც გინდა მაგრად და არ ეწევი :დდ

Posted by: Amigo-Amo 4 Feb 2020, 11:32
მე მოწევის დაწყება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი lol.gif lol.gif ნასვამდე მოვწიე რამოდენიმეჯერ და უფრო წამიღო. მაგრამ, ფხიზელზე ვცადე რამოდენიმეჯერ და მამკლა, აბრატკას მაძლევს იმენა biggrin.gif გული მერევა, თავბრუ მეხვევა და ყველაფერი მემართება იმენა.

Posted by: Qop4 4 Feb 2020, 11:39
X_Datka_X
ნახევარი დღეა არ მომიწევია და საშინლად გაღიზიანებული ვარ და საზიზღრად ცუდად
წარმომიდგენია შენროგორ იქნები :@

Posted by: X_Datka_X 4 Feb 2020, 12:17
არაეგრეც არ ვარ მარა თავიდან 3-4 დღე მაგარი ცუდი დღეშინმქონდა ნერვები

Posted by: nnn_lll 4 Feb 2020, 13:30
სიგარეტისგან თავის დანებების შემდეგ (უკვე 9-ე თვეა რაც აღარ ვეწევი), მეტაბოლიზმი ძალიან შემინელდა და სადღაც 7 კილო მოვიმატე
ეს ასე დარჩება?
იმდენად ცოტა კალორიებს ვიღებ, პლუს ვვარჯიშობ, მაგრამ მაინც ვსუქდები, ვერ ვიკლებ ერთ კილოსაც კი. ვარ 87 კილო და უნდა ვიყო 75-80 კილომდე.

Posted by: dantist778 11 Feb 2020, 22:27
nnn_lll

მეც ზუსტად,77-80 კგ ვიყავი და ახლა 87 ვარ,18თვეა რაც აღარ ვეწევი. თან ღიპის გარშემოწერილობა იზრდება ამ კილოგრამების მომატებით. არადა სასტიკად აღარ მინდა სიგარეტს რომ დავუბრუნდე

Posted by: nnn_lll 15 Feb 2020, 21:43
dantist778
ცხადია, თუ ამ ორიდან არჩევანია გასაკეთებელი, მე ღიპს ვირჩევ biggrin.gif
მაგრამ ეს ღიპიც არ მაქვს მე დიდად მომატებული, მთლიანობაშია გადანაწილებული ცხიმი, რაც ძალიან არ მომწონს.

Posted by: X_Datka_X 16 Feb 2020, 18:39
1 თვე 1 კვირა. კარგააად მივდივააარ. ტრფობა მაინც მაქვს სიგარეტის მიმართ sad.gif

Posted by: dantist778 17 Feb 2020, 22:59
nnn_lll
არც მე ვარ აღფრთოვანებული ამ ღიპით მარა ვერაფერს ვშველი ჯერჯერობით,თუმცა სიგარეტს ისევ ეს მირჩევნია biggrin.gif ისე ნივთიერებათა ცვლა რეგულირდება მოწევას როცა ანებებს ადამიანი თავს და მეტაბოლიზმის შენელებაც შესაძლოა მაგან გამოიწვიოსო,ამბობენ
* * *
X_Datka_X

მე მთელი ერთი წელი მენატრებოდა თავად პროცესი მოწევის,დილით ყავაზე,ჭამის მერე, ლუდზე,ძილის წინ,განერვიულებულზეც კი biggrin.gif 1 წლის მერე ეგ მონატრებაც გაქრა,ეხლა კი სუნიც მაღიზიანებს უკვე

Posted by: X_Datka_X 18 Feb 2020, 10:09
dantist778

რას ამბობ, სხვა რო ეწევა და რო ვუყურებ მადა მომდოს მოწევის sad.gif სუნიც ისეა თუ ასეა მაიამოვნებს, არ ვიცი რატომ sad.gif მარა დაწყებას გავუძლო მირჩევნია.

Posted by: nnn_lll 18 Feb 2020, 12:17

Posted by: natia_natia9 19 Feb 2020, 22:58
რაღაც მაინტერესებს, ვინც ეწევით რამდენად ხშირად ახველებთ, ან ახველებთ თუ არა საერთოდ?

Posted by: დოჩანა 19 Feb 2020, 23:01
natia_natia9
კი ვახველებ, მაგრამ ხშირად არა.

Posted by: Tormund 23 Feb 2020, 10:29
აბა როგორ ხართ?

მე ჩევისვარე user.gif




მაგრამ კიდევ უნდა ვცადო
vik.gif

Posted by: LS3 23 Feb 2020, 11:24
მე3 დღეა არ მომიწევია და ჯერჯერობით ნორმალურად ვარ.. როცა შემოტევები მეწყება ელექტროთი ვანეიტრალებ lol.gif

Posted by: X_Datka_X 23 Feb 2020, 14:16
natia_natia9

არ დამიხველებია ამ 6 კვირის მანძილზე ერთხელაც

Posted by: tatia23 24 Feb 2020, 15:01
პირველია დღეა sad.gif

საშინელებაა sad.gif

ერთი ღერისთვის სულს გავყიდი user.gif user.gif

Posted by: Likri 25 Feb 2020, 15:29
მოვაშოროთ

sad.gif popcorn.gif
.........

Posted by: Estrella 26 Feb 2020, 18:40
6 თვე სიგარეტის გარეშე
3 თვე ყავის გარეშე

Posted by: Likri 26 Feb 2020, 20:12
სიგრეტის მოწევისას ყელი გტკიენიათ?
გლანდები არააა
რომ ვანებებ აღარ მტკივა
მარა მოწევისას და მერეც ცალ მხარეს მტკივა მარტო გქონიათასწ??

Posted by: Tormund 28 Feb 2020, 07:56
Estrella

ყავა რატო?




დღეიდან კივევ უნდა ვცადო boli.gif

Posted by: ladusha2 13 Mar 2020, 14:31
ესეიგი 4 დღეა არ მომიწევია, ვეწეოდი 14 წელი , არ დამინებებია არსდროს, იმედიც არ მქონდა რომ 1 დღესაც ცავაგდებდი მოწევის გარეშე ისეთი დამოკიდებულება მქონდა, ბევრმა ჩემა თანამშრომელმა დანება და მოვიკითხედა ტაბექსით დავანებეთო, მეც ვიყიდე დავლიე ერთი ტაბლეტი და ოპა 2 საათი არ მომინდა , მერე 2 დავლიე 2 საათში ერთხელ გიწევს დალევა 6 ჯერ შეგილია დალიო დღეში, მერე უკლებ დოზებს და ა.შ.
ანუ ძალიან მეხმარება ეს ტაბექსი რომ არ მოვწიო 1 ღერიც აღარ მომიწევია, რაც დავიწყე დალევა ამ წამლების პირველი 3 დღე დილიტ მეღვიძებოდა ადრე ესე 7 სკენ და მი/წირდა შებრუნება ანუ ვხიზლდებოდი, გუშინ დაძიენბაც გამიჭირდა და ალაბა 10 ჯერ გამეღვიძა, და შებრუნება მიჭირდა, ნდამდვილად ვგღძნობ რომ ორგანიზმში ცვლილებეი მიდის ამ შახამის დანებების შემდეგ, მონდომებით მინდება კიდე რატკმაუნდა მოწრვა და ისევ ამ ტაბექსის იმეედზე ვარ, კურცი არის 25 დღიანი შემცირებით დოზებით.

იმედი მაქვს მოვერევი ამ საშინელ ჩვევას, იქნებ თქვენც დაწეროთ როგორ დანებეთ თავი, და პროცესები გაიარეთ უძილობის თუ სხვა.

Posted by: Laashk 13 Mar 2020, 17:36
ესეიგი 10 წელი ვეწეოდი სიგარეტს, მეტიც შეიძლება, ბოლოს მოვწიე 2 თებერვალს,
3 თებერვალს რაღაცნაირი ცუდი შეგრძნება მომცა სიგარეტის მოწევამ და არ მესიამოვნა საშინლად, ისე საერთოდ არც მსიამოვნებდა მაინცდამაინც სიგარეტის მოწევა ბოლო პერიოდში, ანუ მოთხოვნილება მქონდა და ძალიან მინდოდა მარა რო მოვწევდი შუა ღერზე უკვე აღარ მსიამოვნებდა მოწევა, ხოდა ავდექი და 3 თებერვლიდან აღარ მოვწიე, პირველი 3 დღე იმდენად მაღიზიანებდა რომ მოთხოვნილებაც არ მქონია 3-4 დღის შემდეგ დამწყო მოვლითი მოთხოვნილება ისიც ძალიან უსაქმურად თუ ვიქნებოდი მაშინ მაგრამ მარტივად ვაგორებდი და სადღაც მარტის დასაწყისიდან იმდენად დავივიწყე რომ ეხლა მგონია რო მოვწიო გული ამერევა იმდენად მეზიზღება ))

ხო პლიუს არანაირი ხველება არ მქონია ამ პერიოდის განმავლობაში
არანაირი კბილების ტკივილი არ მქონია ამ პერიოდის განმავლობაში

ერთადერთი თავის ტკივილი გამიმძაფრდა და დღემდე მომსდევს თავბრუსხვევაც მოვლითი და იმედი მაქ რო იცის ამ ამბავმა.

ძალიან მარტივად ვლაპარაკობ სეილება მაგრამ აი ეხლა იმდენად გაძვირდა სიგარეტი რო უბრალოდ პრინციპის გამოც უნდა დავანებოთ თავი.


მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები ყველას!

დამიჯერეთ სიგარეტის გარეშე ძალიან კარგია ცხოვრება smile.gif


P.S არცერთი ღერი არ მომიწევია 3 თებერვლიდან და ნელ ნელა დანებების არ მჯერა smile.gif)

Posted by: S_U_S_E 15 Mar 2020, 22:03
გუშინ დილის მერე არ მომიწევია... ვნახავ ერთი თუ გავქაჩავ...

Posted by: negatoni 15 Mar 2020, 23:57
10 დღე არ ვეწეოდი . ეხა კი მოვწიე დდშვც დამიბრუნეთ ჩემი დაკარგული 10 დღე არ გინდა ეხა თავიდან დაიწოო

Posted by: ladusha2 16 Mar 2020, 13:42
negatoni

რამ მოგაწევინა 10 დღის მერე? დალიე? დაისტრესე თუ რა შეგემთხვა.?
ტაბექს თუ ხმარობ?

Posted by: ladusha2 18 Mar 2020, 17:51
9 დღეა არ მომიწევია, თან რაღაც მოტივაციასავითა მაქვს რომ აღარ მოვწიო, მომენტებში ისე მინდება რო ფიქრები მიდის ერთი ღერი რას მიზავს , მაგრამ ვიცი რომ 1 ღერი დამღუპავს და მაგასაც არ მოვწევ. ვერიდებოდი დალევას , ამ კორონავირუსის გამო რათქმაუნდა გამიადვილდა აღარვის აღარ ვნახულობ, ვარ სახლში სამსახურშიც არ დავიდვარ 2 კვირით. ცუდი - ვარ სულ მშიერი, შევჭამ და ნახევასათში გრძნობა მაქვს რო კიდე მშია. ძილით პირველი ერთი კვირა საშინლად მეძინა ეხა უკეთესობისკენ მიდის, გუშინ კარგად მეძინა.

Posted by: S_U_S_E 18 Mar 2020, 23:39
QUOTE
ვნახავ ერთი თუ გავქაჩავ...

ჯერჯერობით ვქაჩავ... ერთია რომ სულ მშია, სუხარს ვაკნატუნებ ხოლმე... მწეველ ხალხს ვერიდები და თან პერიოდია ისეთი... ვცდილობ ჩვევას ვებრძოლო და არა სიგარეტს...

Posted by: negatoni 19 Mar 2020, 01:58
ladusha2
პირველ დღეს მინდებოდა მაგრად და შემდეგი 9 დღე საერტოდ არა ათაში ერთხელ თუ შემახსენებდა თავს , ხო და 11 ე დღეს რომ გავიგვიძე ისე ძალიან მომინდა რომ მთელი 2 საათი ყურადგება სხვა რამეზე ვერ გადავიტანე ხო და ავდექი და მოვწიე ჯერ მოსაწევი და შემდეგ ერთი ღერი სიგარეტიც დავაყოლე [[[

Posted by: verdijjj 19 Mar 2020, 04:04
გადავწყვიტე და არ ვეწეოდი 5 დღე. მოკლედ მე6 დღეს ისეთი ნერვოზი და დეპრესია ავიკიდე რო არ მომეწია ვფიქრობდი რო თავის ქალა ამძვრებოდა. ავდექკ და მოვწიე წითელი ელემი. ზედიზედ 2 ღერი . ძალიან ვინანე. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ეხლა კვლავ თავდან უნდა დავიწყო. ალან კაარის ვიდეო 10 კერ მექნება ნანახი მაგრამ უკვე ტვინიც მიეჩვია რა...

Posted by: Likri 24 Mar 2020, 14:12
შევეშვი.
ვნახოთ
ყელის წვას და ტკივილს მიტოვებდა რამდენი დღე და ჯერ კიდევ მაქვს.თქვენც ასე ხართ?

Posted by: fork 24 Mar 2020, 14:53
ცხოვრებაში არ მომიწევია, თუ არ ჩავთვლით გასინჯვას დაახლოებით 21 წლის წინ,13 წლის ასაკში.
დრიმი თუ ვაისროი-აღარ მახსოვს.
იმის მერე მძაგს.
საზტრანსპორტში ახალმოწეული ტიპი რომ მიდგება გვერდზე გულისრევის შეგრძნება მაქვს.

მამაჩემმა დაანება თავი 15 წლის წინ,არადა მგონი აკვნიდან უკიდეგანო მწეველი იყო,დღეში ორ კოლოფს ანელებდა, თან ასტრას და პრიმას.
პირველ თვეს გადაგდებისას სულ პიტნის კანფეტს ჭამდა როდესაც მოწევა უნდებოდა რის მერეც სიგარეტის გემო და სუნი აღარ მოსწონდა, მერე და მერე გადაეჩვია კანფეტსაც და სიგარეტს ხომ საერთოდ.
ახლა გული ერევა სუნზეც კი.

სცადეთ თქვენც რაიმეთი ჩანაცვლება,ზოგს შეიძლება გაუჭრას პიტნის კანფეტმა,ზოგს კოწახურისამ.
ზოგზე ეგებ ტყემლის ტყლაპმა გაჭრას. biggrin.gif


Posted by: X_Datka_X 24 Mar 2020, 15:49
ზუსტად 2 თვე და 15 დღე გავიდა რაც არ მომიწევია smile.gif აქ დავპოსტე პირველივე დღეს. ცოტას მახსენებს თავს მარა მაინც ვიკაცებ თავს და არ ვეწევი smile.gif

365 დღე მაქვს მიზნად. 75 გადავლახე

Posted by: ladusha2 24 Mar 2020, 18:34
15 დღეა რაც დავანებე , აქაც დავწერე, ძალიან ადვილად მივდიოდი დღეს მთელი დღეა ფიქრები სიგარეტზეა 1 ღერი ხომ არ მოვწიო, რა მაგარი იქნება და ეგეთი სისულელები. როგორც ადრე დავწერე ტაბეხს ვხმარობ დასანებებლად და მაგი მაგარად მომეხმარო ისე შანსი არ მქონდა , ეხა ისეთი გრძნიბა მაქვს რო გათრუხდა არა ვეხარ მეხმარება. ტვინი ითხოვს და მილიონ ვერიას ამუშავებს ფიქრების რომ შემაცდინოს თუ მოთხხოვნილებ დაიკმაყფილოს.. მთავარი რასაც ვგრზნობ არი რო არც ტკივილი და არაფერი უბრალოდ გინდა და ვსო. მაგალითად რომ გშია მაგრად, რო არ ჭამო არაფერი რა დიეტაზე რო ხარ, მაგას გავსsmile.gif

აი კორონა რო მორჩება და კაი პურმარილი გაიშლება მადნ რავკნა დღეს ვნერვიულობsmile.gif მაგიც უნდა გადავაგორო მუღამი მაკ რო მაგარად დავლიო და 1 ღერიც არ მოვწიო.
* * *
ხო დამავიწყდა და სხვებისგანაც მაინტერესებს, 15 წელი ვეწეოდი და გულთან რაღაც შეგძნებები მკონდა , ამოვრდნები , ხან ჭვალვასავით მემგონი. ანუ ძაან არმაწუხებდა უბრალოდ შეგძნებები იყო. რაც დავანებე ვაბშე გაქრა.

Posted by: david572 11 Apr 2020, 02:22
4 წელია ვეწევი, საშუალოდ დღეში კოლოფს. განებება მიცდია, მაგრამ იდეის დონეზე მხოლოდ. ერთხელ 10 დღე გავქაჩე, გაციებული ვიყავი მაგრად როგორც კი მოვრჩი დავიწყე. ეს დღეები ვცდილობ, ვარჯიში დავიწყე, არც ტაბლეტები, არც ელექტრო, პირდაპირ ვაპირებ რომ აღარ მოვწიო, მაინტერესებს რამდენად რეალურია? აი ცუდ ხასიათზე რო ვდგები მაშინ ვიკიდებ ყველაფერს და ვეწევი, ეს მაღაზიაც იმენა პადიეზთან მაქვს, პირველზე ვცხოვრობ თან 30 წამის საქმეა ყიდვა თორე დაგეზარებოდა კაცს

Posted by: tatia_aquarius 14 Apr 2020, 02:08
იმდენ ტანჯვას რაც სიგარეტზე თავის დანებებას მოყვება მირჩევნია სულ არ დავანებო..

Posted by: ladusha2 15 Apr 2020, 23:19
tatia_aquarius

ზუსტად ეგრე ვიყავი 10 წელი და თანმშრომლებმა დანებეს ტაბექსით, მეც მითხრე 1 წელი გავიდა რაც ვიცი ეგ ტაბექსი და უნდა მეყიდა სუ მეზარებოდა, და თან ვიძახდი წამალი როგორ დავლიო , თან ალბათ გულის თუ ტვინის სიღმეში დანებებაც არმინდოდა. ხოდა ერთ დღესაც შევედი და ვიყიიდე , ჰოდა საუცრებავ ეგრევე მიღებიდან 2 სათი მომიხსნა ეს ტანჯვის შეგრძნებები, მივყევი ინსტრუქიაც რაც წერია. და თვე ნახევარია არ მომიწევია, ვაბშე აღარ მინდება ეხა. ვარ თვითდაჯერებული, ბევრად უკეთეს ხასიათზე, ნელნელა ვგღზნობ უფრო ხოდზე რო მოვდივარ, კიბებზე ამოვრბივარ რასაც კაი ხანი ვეღარც ვაკადრებდი ჩემ თავს ადიშკების გამო. სიმართლე გითხრა ბევრად უკეთესი გახდა ჩემი წცხოვრება , ვითომ არაფერი ხო , მარა ფაქტია.

Posted by: beqa108 15 Apr 2020, 23:45
david572
2 თვეა არ ვეწევი ყველაფრის გარეშე .

ცუდ ხასიათზე ყოფნა ,ან ცუდი ამბავის გაგება და აშ ყველაფერი სიგარეტს მოგანდომებს ,მარა უნდა დაფიქრდე რო მაგ მოწევით არაფერი მოგემატება ,ხოლო ბრაზი და ცუდი ხასიათი გადაგივლის - ჩემ შემთხვევაში იმოქმედა ასეთმა მიდგომამ. მეორე მხრივ 10 კილო მოვიმატე ამ 2 თვეში
* * *
კიდე ჯამრთელობის მხრივ თუ რამე დისკომფორტს გიქმნის, იმაზე იფიქრე იმ მომენტში ,როცა მოწევა მოგინდება . მე მაგალითად სუნთქვის პრობლემები მქონდა

Posted by: tatia_aquarius 16 Apr 2020, 01:08
QUOTE (ladusha2 @ 15 Apr 2020, 23:19 )
tatia_aquarius

ზუსტად ეგრე ვიყავი 10 წელი და თანმშრომლებმა დანებეს ტაბექსით, მეც მითხრე 1 წელი გავიდა რაც ვიცი ეგ ტაბექსი და უნდა მეყიდა სუ მეზარებოდა, და თან ვიძახდი წამალი როგორ დავლიო , თან ალბათ გულის თუ ტვინის სიღმეში დანებებაც არმინდოდა. ხოდა ერთ დღესაც შევედი და ვიყიიდე , ჰოდა საუცრებავ ეგრევე მიღებიდან 2 სათი მომიხსნა ეს ტანჯვის შეგრძნებები, მივყევი ინსტრუქიაც რაც წერია. და თვე ნახევარია არ მომიწევია, ვაბშე აღარ მინდება ეხა. ვარ თვითდაჯერებული, ბევრად უკეთეს ხასიათზე, ნელნელა ვგღზნობ უფრო ხოდზე რო მოვდივარ, კიბებზე ამოვრბივარ რასაც კაი ხანი ვეღარც ვაკადრებდი ჩემ თავს ადიშკების გამო. სიმართლე გითხრა ბევრად უკეთესი გახდა ჩემი წცხოვრება , ვითომ არაფერი ხო , მარა ფაქტია.

მართლა? და რამეს არ აზიანებს ეგ წამალი ვითომ?

Posted by: X_Datka_X 17 Apr 2020, 11:56
3 თვე და 7 დღეა რაც გავთავისუფლდი სიგარეტისგან smile.gif ვერ წარმოიდგენთ რამაგარიიიაა smile.gif)

Posted by: ზურატი96 17 Apr 2020, 14:58
QUOTE (X_Datka_X @ 17 Apr 2020, 12:56 )
3 თვე და 7 დღეა რაც გავთავისუფლდი სიგარეტისგან smile.gif ვერ წარმოიდგენთ რამაგარიიიაა smile.gif)

ერთი თვე და ოთხი დღე bis.gif

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.ncdc.tavsvanebeb&hl=en

კაი აპლიკაციაა yes.gif ეხლა პროსტა დღეების დასათვლელადღა ვიყენებ biggrin.gif ისე პირველი დღეებისთვის კაი რამეა

Posted by: X_Datka_X 17 Apr 2020, 16:11
ზურატი96

მაგარი რამაა ეგ აპლოკაცია თავიდან, მაგრად გგეხმარება ფსიქოლოგიური ბარიერის გადასალახად smile.gif

Posted by: ზურატი96 17 Apr 2020, 18:16
QUOTE (X_Datka_X @ 17 Apr 2020, 17:11 )
ზურატი96

მაგარი რამაა ეგ აპლოკაცია თავიდან, მაგრად გგეხმარება ფსიქოლოგიური ბარიერის გადასალახად smile.gif

კი yes.gif

პირველად დაანებე თავი შენ? მე მეორედ >> მაგრამ ამჯერად ყველაზე მემტად მჯერა რომ აღარ დავიწყებ user.gif

ისედაც დიდი ხანია ვხვდებოდი რომ სისულელე იყო biggrin.gif პრინციპში თავიდანვე

სამი დღეა დიეტაც დავიწყე biggrin.gif სიგარეტთან არ ვაკავშირებ წონაში მომატებას, უბრალოდ სადაც სიგარეტისთვის თავის დანებება შევძელი, უფრო მეტად მინდა შევიყვარო ჩემი თავი, ამასაც თU შევძლებ


ნეტა უკვე ბევრად მეტი დრო იყოს გასული თავის დანებებიდან biggrin.gif ჯერ ისე ამაყად ვერ ვამბობ რო დავანებე biggrin.gif ესეთი დანებებები ბევრი მინახავს და მეც წინაზე ასე ერთი თვე არ ვეწეოდი..

ისიც ემხმარება რომ>> ოჯახში არავინ ეწევა. დღეს მაღაზიაში გავედი და გზის იქიდან ვიგრძენი სიგარეტის სუნი, მაგრად მემყრალა. ნეტა მე რამდენჯერ შემიწუხებია სხვები facepalm.gif facepalm.gif


Posted by: tatia_aquarius 19 Apr 2020, 01:36
თავიდან რომ ანენებ მაგარი ენთუზიაზმი გეუფლება) მესმის თქვენი რომ გიხარიათ) ასწორებს თავი ყველაზე ძლიერი გგონია და ემზადები ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისთვის მაგრამ...მაგრამ სტრესის და სანერვიულოს დროს შეიძლება ვერ შეიკავო თავი მოწევისგან..ამის გადალახვაც თუ შეგიძლიათ მაშინ გამართლებულია ნაადრევი ენთუზიაზმი)

Posted by: beqa108 19 Apr 2020, 11:54
tatia_aquarius
ეგრეა , თავიდან მოტივაცია გაქვს , მოგწონს ის პროცესი რო გემო და სუნი გაგიუმჯობესდა ,და კიბეებზე სიარული ფილტვების ამოვდებას აღარ ნიშნავს , მაგრამ დრო რო გადის მოტივაცია ქრება და ვისაც ხედავ რო ეწევა ,გინდება შენც მოწეცა , ასე ვთქვათ,. ომი გაქვს შენ თავთან , თავში თუ ჩაგიჯდა .

Posted by: Glorfindel 19 Apr 2020, 11:57
QUOTE
ეგრეა , თავიდან მოტივაცია გაქვს , მოგწონს ის პროცესი რო გემო და სუნი გაგიუმჯობესდა ,და კიბეებზე სიარული ფილტვების ამოვდებას აღარ ნიშნავს , მაგრამ დრო რო გადის მოტივაცია ქრება და ვისაც ხედავ რო ეწევა ,გინდება შენც მოწეცა , ასე ვთქვათ,. ომი გაქვს შენ თავთან , თავში თუ ჩაგიჯდა .


ასეა.

გავიდა წელიწადზე მეტი და გაუთავებელი ბრძოლა გრძელდება.
ამ თვეების მანძილზე კვირა არ გასულა რო არ მომდომებოდა.
სულ მინდა მოწევა.
რა გამოდის? მთელი ცხოვრება უნდა მინდოდეს სიგარეტი, მაგრამ ვიკლავდე ამ მოთხოვნილებას?

ყველა არამწეველს ამას ვურჩევ. არ მოწიოთ!

Posted by: ladusha2 19 Apr 2020, 21:38
tatia_aquarius
ურეცეპტოთ იყიდება არ გამიგია რამეს აზიანებდეს. ჩემა თანამშრომლებმაც დანებეს. ასევე დაგოგლე და ბევრ აქვს მაგ წამლით დანებებული.
წამლის ანოტაცია:

https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=73087

Posted by: perchatki 30 Apr 2020, 01:27
მოკლედ დიდი ხანი არაა რაც ვეწევი რა სადღაც ასე 7-6 თვეა, დანებებაც მინდა მარა ანუ ისე არ ვარ რო ლომკები დამეწყოს მარა არც ბევრი ა რმიკლია ხოდა ნუ დღეში 4 ღერს ვეწევი ეს კარანტინის დღეებია, რაც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა არის ის რო კბილების გაყვითლება და პირში სუნი ხოდა პირში სუნი აი სიგარეტის რასაც მწეველებისგან ვგრდზნობდი ჩემს პირის ღრუშიც ვიგრძენი და მინდა დავანებო მარა ვიცი ადვილიც არაა, ნუ გადავწყვიტე მოვუკლო ნელნელა მაგალითად რეს მხოლოდ ორი ღერი მოვწიე, ხვალაც ასე მარა ძლიერსაც არ ვეწევი, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია (ფილიპ მორისს ვეწევი კაფსულიანს)


თან დავაკვირდი რო როცა ვეწევი ბევრ ნერწყვს გამოვყოფ ესეც არ ვიცი რისი ბრალია , ხოდა ახლა მოვისმენ მაინც რჩევებს როგორ ჯობია დანებება რომელი ხერხი ?

Posted by: T1TAN 31 May 2020, 14:51
სატანაზე ადრე დაბადებული ნარკოტიკია ......((((

Posted by: Malena_ 1 Jun 2020, 21:10
მე დავანებე

.......................................

Posted by: LS3 15 Aug 2020, 20:32
მე5 დღეა "დავანებე" , უცებ მაგრად მომინდა და ვფიქრობ მოვწიო თუ მივაფურთხო ეშმაკს facepalm.gif

Posted by: Ika39 30 Aug 2020, 02:23
ვისაც თვეზე მეტია რაც დანებებული გაქვთ ნერვები უფრო იოლად არ გეშლებათ რაღაც დეტალებზე ? თუ მარტო მე ვარ ასე

Posted by: giorgevich23 6 Sep 2020, 17:16
ორ თვე უსიგარეტოდ და +7 კილოგრამი sad.gif
სულ მშია ,დღეში 4-5 ჯერ ვჭამ როცა 2 ჯერ ვჭამდი მწეველობისას.
პლიუს ამას ხანდახან მაინც წამომივლის ხოლმე მოწევის ძლიერი სურვილი,ძირითადად პახმელიაზე.
ხო მართლა,ეს მეოთხე თავის დანებებაა.
პირველზე 2 თვე გავძელი,მეორეზე 4,მესამეზე 8 თვე.
.................................................
დანებებისას პირველ დღეს ვსვავდი ყოველ ერთ საათში ერთ აბ ტაბექსს.ენის ქვეშ ვიდებდი აბს და ვაცდიდი თავისით დაშლა შეწოვას..
მეორე დღეს ყოველ საათნახევარში ერთს.
მესამე დღეს ყოველ ორ საათში და ასე შემდეგ,ყოველ დღე ნახევარ საათს ვამატებდი.
სანამ ძლიერი სურვილი წამოგივლის,მანამდე უნდა დალიო,მერე აზრი არ აქვს,სურვილს ვეღარ ერევა.

Posted by: დოჩანა 6 Sep 2020, 17:29
მე მინდა დანებება ყველანაირი ტაბექსების გარეშე, ასე მგონია ორგანიზმი ნაკლებად მთხოვს , უფრო ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მაქვს.

Posted by: giorgevich23 6 Sep 2020, 22:02
დოჩანა
QUOTE
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მაქვს.

ყველას ეგრე გვაქვს,ტვინმა თუ არ დაივიწყა სიგარეტი,10 წელი რო გავიდეს მაინც შეგახსენებს მოწევის სურვილი თავს.

Posted by: დოჩანა 7 Sep 2020, 13:01
giorgevich23
ხო ეგ ძან ცუდია.
ფიზიკური მოთხოვნილების დაძლევა იმდენად რთული არაა, რამდენადაც მიჩვევის და ფსიქოლოგიურის . ტვინს მალიმალ ახსენდება სიგარეტი, რაც ყველაზე ცუდია.

Posted by: Domaci 8 Sep 2020, 19:40
მე 4 დღეა არ მომიწევია.
გუშინწინ გამიჭირდა ღამე სულ სიგარეტის სუნი მცემდა, მთელი დღე რაღაცეებს ვჭამდი, ტკბილეული, სემიჩკა, წვენი ბევრი დავლიე .. ძილითაც ვერ ვიძინე.
გუშინ ენერგია ვიგრძენი. 20 აჯიმანიაზე გული აღარ ფეთქავს 2000ჯერ წამში.
დღეს ძაან კარგად ვარ. ენერგია + ყნოსვა დეზლად ნორმაში მაქვს. + კბილები თითქოს თეთრი მაქვს შედარებით

დილით მაფიქრებინა ცოტა სიგარეტმა ეხლა ###ზე მკიდიაა..

Posted by: [kitika] 11 Sep 2020, 17:05
ხალხო დაანებეთ მოწევას თავი!
მამაჩემი არის კაცი რომელსაც არაფერი არ აწუხებდა და სულ იმას იძახდა სიგარეტი არაფერს მიშავებსო, დაემართა ინსულტი, საბედნიეროთ გამოვძვერით, მაგრამ აბსოლუტურად არც შაქარი აქვს არც რაიმე სხვა დაავადება რომ ჩაგვეთვალა მიზეზად. მაგრამ მისი სისგლძარღვები 50% სისხლს ძლივს ატარებს და რატომ??? იმიტომ რომ მწეველია მთელი ცხოვრება.

ახლა დადის ერთი ექიმიდან მეორესთან და ისმენს რა მავნეა სიგარეტი. სანამ ინსულტი არ დაემართა არ სჯეროდა. კტ-ზე რომ შეყავდათ საავადმყოფოში იქაც სიგარეტის ლომკა კლავდა და მომაწევინეთ არ შეიძლებაო?
user posted image

Posted by: Domaci 11 Sep 2020, 17:24
[kitika]

QUOTE
კტ-ზე რომ შეყავდათ საავადმყოფოში იქაც სიგარეტის ლომკა კლავდა და მომაწევინეთ არ შეიძლებაო?


მაგარი კაცია lol.gif








მე - 6 დღეა არ მომიწევია და მგონი აღარც მოვწევ.
მაგრამ ეხლა კბილებს რომ ვიხეხავ სისხლი მომდის ღრძილებიდან და ეს ნორმალურია?

6 დღე გავიდა და . სუნთქვაც გამომისწორდა, გემოები, ენერგიაც. ძილიც .
ამ აპს ვიყენებ. მიწერს ხომე რამდენ ხანში რა ჩადგება ნორმაშიო.

14 წელში ინფარქტის დონე გაუტოლდება არამწეველის დონეს facepalm.gif
user posted image

Posted by: [kitika] 11 Sep 2020, 20:38
Domaci
რამე სენსოდინის მაგვარი გამოიყენე აბა.

კარგი გადაწყვეტილება მიგიღია, ყოჩაღ!

Posted by: X_Datka_X 11 Sep 2020, 21:46
QUOTE (X_Datka_X @ 17 Apr 2020, 11:56 )
3 თვე და 7 დღეა რაც გავთავისუფლდი სიგარეტისგან smile.gif ვერ წარმოიდგენთ რამაგარიიიაა smile.gif)

მოკლედ გავაახლებ პოსტს.

8 თვე 1 დღე და 2 საათია რაც სიგარეტს არ ვეწევი gigi.gif

1-2 თვის წინ შემოტევები მქონდა, მოწევა მინდოდა, მარა დავძლიე და ერთი ნაპასიც კი არ მიმირტყამს gigi.gif მაგარია უსიგარეტობა ძააალიან 2kiss.gif

Domaci

მიტოვებიდან დღემდე სისხლი მომწდის ღრძილებიდან კბილის ხეხვის დროს givi.gif

Posted by: Domaci 12 Sep 2020, 00:07
X_Datka_X

8 თვე უკვე კუშია )))


მაქს. 1 წელუ მქონდა გადაგდებული. მერეც იცის შემოტევები.
დღეს რამის აიქოსი შემომეყიდა . ფუ ეშმაკა მეთქი კიდევ კარგი არ მივქარე. კბილია პასტა ვიყიდე დღეს რაღაც ინდური წესიტ უნდა გიშVელოსი ექიმმა . დავწერ ხვალ დასახელევას

Posted by: X_Datka_X 12 Sep 2020, 12:56
Domaci

აი აიქოსსზე ვფიქრობდი მეც, ვითო ვიყიდითქო მაინც არაა ისეთი მავნებელი და ა.შ. ყველანაირი ეშმაკი მესაუბრებოდა biggrin.gif მარა მაინც დავძლიე. იმენბა რა ყოფილა ეს სიგარეტი რა ყოველი დღე საკუთარ თავთან ბრძოლააა mad.gif

Posted by: [kitika] 12 Sep 2020, 20:04
X_Datka_X
QUOTE
აი აიქოსსზე ვფიქრობდი მეც


არ დაიჯერო ზღაპრების. ნიკოტინი რა ფორმითაც არ უნდა მიიღო მავნეა.

Posted by: Domaci 14 Sep 2020, 10:26
უძილობა გჭირთ ვინმეს?

პირველი 2 დღე სკარგად დამეძინა.

ეხლა ვაბშე ვეღარ ვიძინებ. სიგარეტზე ფიქრში biggrin.gif

Posted by: SHahiii 15 Jan 2021, 23:33
ალენ კარით გავანებე მე მეორედ უკვე , პირველად 6 თვე მქონდა განებებული, გირჩევთ წაიკითხოთ ვისაც სურვილი გაქვთ შეეშვათ მოწევას

Posted by: chicharito12 19 Jan 2021, 00:27
Domaci
ვარჯიში მიახმარე,ძმა

მეტი რა გითხრა. კარდიო არის ყველაზე უკეთესი გამოსავალი

ისე დაანებებ დიგარეტს თავს, ვერც გაიგებ

შეცოტავებას ააზრი არ აქვს ვაფშე, უფფრო გიტკბება მერე და მერე

Posted by: bada_bing 21 Jan 2021, 13:22
11 დღეა bis.gif და აღარ დავიწყებ აღარასდროს იმედია

მარტი-აპრილი დანებებული მქონდა. 70 დღეზე მეტი არ მქონდა მოწეული მაგრამ როგორც კი სახლიდან გამოვედი, ისევ დავიწყე.

ტაბექსით ვფიქრობდი თავის დანებებას ზაფხულის მერე და ვერ დავადგი საშველი. ახლა როგორც იქნა დავანებე და უცნაური ისაა რომ თითქოს არც ვეწეოდი არასდროს biggrin.gif არ მინდება რატომღაც. სახლშიც ეწევიან არადა.

ძაღლი მყავდა მობარებული რამდენიმე კვირა და დილით სეირნობებმა მომცა მოტივაცია რო შევშვებოდი საერთოდ biggrin.gif გუშინ ვარჯიშიც დავიწყე , 1.38 კმ ვირბინე და დღეს უკვე 2 კილომეტრს ავცდი bis.gif თითქმის 6 წელი ვეწეოდი

Posted by: Oqrialeli 22 Jan 2021, 15:06
იტოგში მესამე წელზე წავედი. უჰუუ. დეკემბერში გახდება 3 წელი


პროსტო ცოტა ვიქეშავე, პლანი-მლანი, ეგეც იმიტო ტო მთვრალზე ერთი ნაპასით თამბაქოს სუნი გამისწორდა biggrin.gif

მაგრამ არ მოვწევ არა

Posted by: illmatic 24 Jan 2021, 15:47
უნიდან შესვენებაზე რომ გამოვიოდით ხოლმე ბიჭები, 3-3 ღერს ზედიზედ ვეწეოდით. 2 საათი მეცადინეობა და შესვენებაზე პაპიროსის ქაჩვა

ერთხელაც, მეთქი აღარ მოვწევ. მეორე დილას პრივიჩკასავით მქონდა, მოთხოვნილება არ მქონდა. შუადღეს ძაან ჩამაჭირა biggrin.gif და გადავიტანე რაღაცნაირად. საღამოს უკვე მთხოვდა ორგანიზმი.
მეორე დღე
მესამე დღე
გავუძელი რაღაცნაირად

უნიში რომ მთავაზობდნენ, უარს ვეუბნებოდი. შანსი არაა, ვერ დაანებებო :დ სადღაც მეოთხე დღეს აღარც ორგანიზმი მთხოვდა, აღარც პრივიჩკა. 1 კვირის მერე აღარც მახსოვდა თუ მწეველი ვიყავი biggrin.gif

შიგადაშიგ მქონდა ხოლმე მოწევის სურვილი, განსაკუთრებით ჭამის მერე ან მთვრალზე, მაგრამ რაწამს სხვა რამეზე გავიფიქრებდი, ეგრევე მავიწყდებოდა. პლანს თუ სხვებთან ერთად ვეწეოდი, იქ მიწევთა თუთუნთან კოკნტაქტი, მარტო როცა ვიყავი, არ ვაყრიდი.

ასე გავიდა წელიწადი და 4 თვე. მერე რაღაცაზე დავიგრუზე და გასახვევი თუთუნი ვთხოვე მეგობარს, შემიკეთა და მეც გავუკიდე. მაგის მერე ისევ დავიწყე მოწევა, მძ#ნერი ვჭამე რა.

ახლა შუადღეს ყავაზე ვეწევი 3-4 ღერს, მეტჯერ აღარ. სადმე თუ მოვხვდი დასალევად, მანდ მეტს ვეწევი.


ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ელექტრო, აიქოსი, გასახვევი, 1 ღერს მოვწევ და მეტს აღარ - ტყუილია.
რაწამს სიგარეტი მოგინდებათ, ეგრევე სხვა რამეზე გადაიტანეთ ყურადღება და რაღაც გამოგივათ

Posted by: Agonist 29 Jan 2021, 07:27
ძაან ცუდი რო დღეებს ითვლით ფსიქოლოგიურად, ომხელა მნიშვნელობა ენიჭება რო აი 10 დღეა თავი დავანებე აი 11 რო რაღაც საუცრებად აღიქვამთ, პირიქით ის დამოკიდებულება უნდ აგქონდეს რო მკიდია შემოდგომიდან აღარ ვეწევი მომდომებია მაგრად 1 2 კვირა მართლა თავს ვიკავებდი სასტიკად მწეველთან არვდგებოდი როცა ვერ ვხედავ არც მინდებოდა მერე 1 თვისთავზე დახლოებით მოვწიე ნახევარი ღერი მოსაწევს დავაყოლე და იმდენად ცუდი შეგრძენბა იყო ლამის გული ამერია ახლა უკვე მეზიზღება როწარმოვიდგენ იმ გრძნობას რა ცუდი იყო

Posted by: გიორგი XII 3 Feb 2021, 12:05
რა დრო გასულა ამ თემაში რო ვპოსტავდი lol.gif


აგერ უკვე მე-4 წელი დაიწყო რაც თავი დავანებე , ხანდახან თუ დამესიზმრება ხოლმე და გულგახეთქილი მეღვიძება მართლა ხო არ მოვწიე მეთქი...


ამისათვის ღირდა ვაფშე ყველაფერი, ვისაც ჯერ არ დაგინებებიათ დაფიქრდით სხვა ადამიანი ხდებით საერთოდ...
ჩემთვის გარდამტეხი იყო ალენ კარის წიგნი , დამეხმარა იმაში რომ სიღრმისეულად გამეანალიზებინა სიგარეტი თვითონ როგორც ნივთი და ჩვევა.

მოკლედ წარმატებები ყველას up.gif

Posted by: bada_bing 12 Feb 2021, 12:37
ერთი თვე გავიდა უკვე და თითქოს სულ არამწეველი ვიყავი biggrin.gif არც მახსენედბა სიგარეტი, არადა ეწევიან სახლშიც.

ერთი ისაა რომ ამ ერთ თვეში, სულ ორჯერ დავლიე და ორჯერვე ცოტა მოვწრუპე და იმედია სადმე სიმთვრალეში არ გავუკდიებ მომავალში sad.gif sad.gif და შევახსენებ თავს ყოველთვის ერთი ღერიც კი არ მოვწიო

Posted by: SHahiii 16 Mar 2021, 23:27
დედას ###### 2 თვე არ მოვწიე და მაინც შევცდი მერე იმ იმედით რო ხო დავძლიე საწყისი და შემდეგაც ვიზავთქო მარა რამდენჯერაც დავლიე იმდენჯერ მომეწევინა. ფხიზელი არ ვეწევი, ეხლა ვფიქრობ დალევასაც დავანებო თავი , და ალბათ ცოტახანი გათხოვებაზე არ ვიფიქრებ 3 შვილის მამა biggrin.gif

Posted by: fermina 20 Mar 2021, 10:19
Estrella
QUOTE
თვითმფრინავშიც ეწეოდნენ ადრე ხო?


მე მომიწევია თვითმფრინავში biggrin.gif (ლეგალურად)

Posted by: forumistvis 20 Mar 2021, 10:50
უნდა დააანებოს კაცმა თავი
არ ღირს წევა
მთელი ცხოვრება
ვინც არ ეწევა არ უნდა დაიწყოს

Posted by: se-w910 26 Mar 2021, 22:16
17 დღე უსიგარეტოდ !

ამ ორ თემაში გაბნეულია საინტერესო და გამოსადეგი პოსტები , მოკლედ მე ჩემსად დავწერ, ეგებ ვინმეს რამე გამოადგეს:

დაახლოებით ერთი კვირა ვემზადებოდი სიგარეტთან საბრძოლველად, საღამის 6-7 საათის მერე აღარ ვეწეოდი მეორე დილის ათ საათამდე , აი ლომკას ვტესტავდი ასე ვთქვათ , დავიწყე ტაბექსის დალევაც , სიგარეტს გემო შეეცვალა, მაგრამ მოწევით უფრო მეტს ვეწეოდი ერთ დღესაც აღარ მოვწიე, მივაყარე ტაბექსი ყოველ ერთ საათში და როგორღაც ის დღე გადავიტანე, ტაბექსი ლომკას ასუსტებს მხოლოდ, რაღაც ქიმიური ნიკოტინია , ცოტა ფრთხილად უნდა მოქცევა,.მეორე დღეს პიტნის დიროლი, პიტნის კამფეტი , მიწის თხილი, ტაბექსი და აი იმენნა სულ სიგარეტზე ფიქრით დავაღამე , სადღაც მეოთხე დღიდან უკვე ტაბექსის ლომკა მქონდა და არა სიგარეტის ) , ხოდა ესეც დავაპაშოლე , რამდენიმე დღიანი შესუსტებული ლომკით ერთკვირიანი უნიკოტინობა დავდე , უკვე მოთხოვნა დროში შემცირდა, დღეში რამდენჯერმე ძლიერი წამოვლა უკვე ასატანი გახდა , მწეველებში დაბირჟავებაც და კითხვა, რატომ ეწევიან , რა მაგარი უაზრობაა , უკვე წელში იშლები, აღარ ვეწევი ძმაო ) .

ძნელია კი, მაგრამ არა შეუძლებელი. არავითარი ხველა არ მქონია, კბილის ტკივილი და სხვა აუტანლობები, დამიბრუნდა გემო და ყნოსვა , გავიგე რომ სხვადასხვა წყალს სხვადასხვა გემო ჰქონია, მაგარი უგემურია ზედაზენის პლასტმასის ლიმონათი, კოკაკოლას უკვე ეტყობა რომ ძალიან ტკბილია, და გაზაფხულის სუნი, რამდენ სიამოვნებაზე ვამბობდი უარს ამ სიგარეტისგან აყროლებული ,
საფულეში ფულმაც ბარაქა მოიკიდა .


ჯერჯერობით ვებრძვი და ვამარცხებ ამ სატანის მოგონილს , იმის გაფიქრება, რომ ვიღაცამ ნარკომანად მაქცია და ჩემი ჯანმრთელობის დაკიდებით ის ფულს შოულობს , ძალას მმატებს , უნდა სცადო რა , ვერ დავანებებ უნდა დასძლიო კაცმა

Posted by: [kitika] 27 Mar 2021, 14:38
se-w910
ტაბექსი ქიმიური ნიკოტინი არაა. ტაბექსი არის ციტიზინი, რომელიც არ არის მავნე და არ იწვევს შეჩვევას ნიკოტინისგან განსხვავებით. უბრალოდ ის მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე იგივენაირად როგორც ნიკოტინი და აკმაყოფილებს ორგანიზმში ნიკოტინზე მოთხოვნილებას.
ტაბექსზე ლომკა შეუძლებელია გქონდეთ, ეს არის იმ შეგრძნებებზე ლომკა რასაც ნიკოტინმა მიგაჩვიათ. ამიტომაც არის 25 დღიანი კურსი ტაბექსის რომ ნიკოტინისგან სრულად გათავისუფლდეთ. მიეჩვიოთ მის გარეშე ცხოვრებას. კურსიც ნელ ნელა მცირდება რომ წამალი მთლიანად მოიხსნას.

Posted by: shavi_kheli 5 Apr 2021, 09:14
დავანებე და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არც ვყოფილვარ მწეველი და არც გავხდები.

უბრალოდ მოთხოვნილება გამიქრა.

სასწაულია.

Posted by: fermina 6 Apr 2021, 19:45
სამი დღეა არ მომიწევია, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მიჭირს. მშველის სუფთა ჰაერი და ბუნებაში ყოფნა, სიმშვიდე, სიწყნარე, ცხოველებთან ურთიერთობა.
არ მინდა იდეა ფიქსად ვიქციო დანებება, მერე უფრო მიჭირს ხოლმე, კატეგორიული როცა ვარ. ასე ნელ-ნელა ვეცდები თუ გამომივა smile.gif ეს სამი დღე მშვენივრად გადავაგორე.

Posted by: DarK 7 Apr 2021, 09:53
ეს საყურებელია სანამ ეგრევე დაანებებთ სიგარეტს თავს




Posted by: fermina 14 Apr 2021, 21:36
აქ როგორც წავიკითხე, ძილის რეჟიმის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თავდაპირველ ეტაპზე. ღამე მეღვიძება ხოლმე ასე 3-4 საათზე და მერე ძლივს ვიძინებ, მაგრამ არა სიგარეტის მოთხოვნილებით, საერთოდ აღარც მახსოვს. ნუ რაღაც გიჟური მადა კიდევ ცალკე უბედურებაა biggrin.gif

Posted by: kenj 17 Apr 2021, 16:54
fermina
10 დღის შემდეგ უკვე აშკარა გამოხატული ცვლილებები ჩემის აზრით
ყნოსვის დაბრუნება- როგორი ჰაერია, რას სუნთქვავ ვის რა სუნამო ასხია ყველაფერს გრძნობ
მადის სასწაული მატება - ყველაფერი გემრიელია, ისეთი რაღაცაებიც კი რასაც ადრე არ შეჭამდი
ტკბილელული თუ გიყვარს დიდი შანსია წონა მოიმატო, პატარა ბავშვივით ტკბილელულის ჭამა დავიწყე, შოკოლადებში ვხარჯავდი ბევრ ფულს.
2 კვირის შემდეგ უკვე ენერგიის მატებაც შესამჩნევია და უკვე ნელ ნელა გადაწყობას იწყებ.
უბრალოდ ერთი რამეა რო სიგარეტის ლომკა როგორც ასეთი 2-3 თვე გაგყვებათ დაჟე 8 თვის შემდეგაც შეიძლება გაგახსენოს ძველი ტკბილი მოგონებები,
სადღაც 1 წლის მერე უკვე მენტალურ დონეზე ანებებ თავს ჩემი დაკვირვებით ანუ აღარ გინდება რა ფსიქოლოგიური მომენტიც ბოლომდე გადალახულია.
პირველი მცდელობა წარუმატებელი როგორც წესი რამდენიმე ცდის შემდეგ ანებებ ოფიციალურად. yes.gif

პ.ს. 15 კილო მოვიმატე რო დავანებე არასრულ 3 თვეში yes.gif

Posted by: fermina 18 Apr 2021, 10:36
kenj
რასაც ცალსახად ვგრძნობ, არის სუნთქვის გაუმჯობესება და სიარულის, მოძრაობის, კიბეზე ასვლის აშ. დროს გაცილებით გაადვილებული სუნთქვა, საერთოდ აღარ ვიღლები.
წონა უნდა ვაკონტროლო, ისედაც მომატებული ვარ ამ პანდემიის ერთი წლის განმავლობაში და ახლა ესეც თუ დაემატა, მთლად კატასტროფული მდგომარეობა მექნება, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავიწყო დიეტა და ვარჯიში.

Posted by: yazro 23 May 2021, 00:56
ტაბექსმა არ მიშველა.ზუსტად იგივენაირად მინდებოდა სიგარეტი.სხვა რამე წამალი არ არსებობს რომ შემაზიზღოს?

Posted by: [kitika] 24 May 2021, 15:05
yazro
რამდენად სწორედ იღებდით? შეგიძლიათ დეტალურად მოგვწეროთ როგორ იღებდით და რა შეგრძნებები გქონდათ.

არის წამლები ნიკორეტე სპრეი (შეიცავს ნიკოტინს) და ჩამპიქსი (ვარენიკლინი), ეს უკვანასკნელი ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ, რადგან ანტიდეპრესანტია და რთული უკუჩვენებები აქვს.

Posted by: bada_bing 6 Jul 2021, 12:32
QUOTE (bada_bing @ 12 Feb 2021, 12:37 )
ერთი თვე გავიდა უკვე და თითქოს სულ არამწეველი ვიყავი biggrin.gif არც მახსენედბა სიგარეტი, არადა ეწევიან სახლშიც.

ერთი ისაა რომ ამ ერთ თვეში, სულ ორჯერ დავლიე და ორჯერვე ცოტა მოვწრუპე და იმედია სადმე სიმთვრალეში არ გავუკდიებ მომავალში sad.gif sad.gif და შევახსენებ თავს ყოველთვის ერთი ღერიც კი არ მოვწიო

ამის მერე იმდენჯერ დავთერი და ისეც, ხან არაფერიც რო არ მახსოვდა მაგრამმ, სიგარეტის ერთი ნაპასი არ დამირტყავს yes.gif bis.gif

ასე უბრალოდ war.gif

Posted by: dedistraki11 15 Jul 2021, 22:15
მე ერთიანად დავანებე, როცა გავაანალიზე, ძვირი ჯდებოდა და აღარ მსიამოვნებდა. biggrin.gif

Posted by: ladusha2 31 Aug 2021, 11:48
ესეიგი 2020 წლის მარტში დავანებე თავი სიგარეტს ტაბექსის დახმარებით, რათქმაუნდა სურვილი დიდი იყო ტაბექსმაც მომიხსნა დისკომფორტი, ანუ შფოთვები რაც აქვს ნიკოტინის მოთხოვნას. ოქტომბრიდან დავიწყე სიგარეტი და მელევე მივხვდი რო შეცდომა დაუშვი , მაგრამ უკვე კარგად მქონდა შეტოპილი და ვერ დავანებებდი, მალევე ჩანაცვლება გავაკეთე და გადავედი აიქოსზე, გამისწორდა თავიდან სიგარეთან შედარებით ბევრი დადებითი შეფასება შემილია მივცე ჩემთვის. ეგეც უკვე მომბეზდა და 1 თვეა ვფიქრობ დანებებაზე , დღეს დილიდან ტაბექსი ვგლიჯე და ვნახოთ აბა იქნებ მეორე სერია გავიმეორო და დავანებო ამ უაზრობას, რომელსაც არაფერი აზრი არაქვს ადამიანისთვის გარდა ფულის და ჯამთელობის განიავების.


Posted by: Qop4 22 Sep 2021, 10:23
ladusha2
ტაბექს როგორ სვავ შეგიძლია დაგვიწერო ?

Posted by: [kitika] 23 Sep 2021, 11:02
Qop4
ტაბექსის მიღების წესი ასეთია:
1-3 დღე- თითო (1) ტაბლეტი ყოველ 2 საათში (6 ტაბლეტი დღეში). ამ დღეების განმავლობაში მოსლაოდნელია მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება. თუ რეზულტატი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება შესაძლებელია 2-3 თვის მერე. დამაკმაყოფილებელი ეფექტის შემდეგ (მოწეული სიგარეტის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება), მესამე დღის მერე მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:
- 4 - 12 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 13 - 16 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 17 - 20 დღე – 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღე-ღამეში)
- 21 - 25 დღე – 1 -2 დღე-ღამეში.

Posted by: lato 28 Sep 2021, 01:01
გამარჯობა მეგობრებო, ტაბექსზე მაინტერესებს უკუჩვენებები რამდენად ხშირად ემართებათ ამ პრეპარატის მომხმარებლებს?

[kitika]
უცხოეთში ვაპირებ 3 თვით წასვლას და პარალელურად მინდა სიგარეტზე თავის დანებება გასაგები მიზეზების გამო (ძაან ძვირია ევროპაში) biggrin.gif ტაბექსის დალევა რო დავიწყო და ნელ-ნელა სიგარეტის შემცირება, უძილობა და გაღიზიანება მაინც მექნება? ან გემოს და ყნოსვის დაკარგვა? ახლა ძაან შარია ძმაო გემოს და ყნოსვის დაკარგვა biggrin.gif სიგარეტს რო ანებებ თავს უძილობა და ა.შ. თან ახლავს რაღაც პერიოდი და ტაბექსი თუ დავლიე იგივე სიმპტომები მაინც მექნება? :///

Posted by: [kitika] 28 Sep 2021, 15:39
lato
ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ არის აბსტინენციის სინდრომი ნიკოტინის მიერ გამოწვეული (ლომკა) , ანუ ნიკოტინისგან თავის შეკავების დროს გეწყება ლომკა და ტაბექსი ზუსტად მაგისთვისაა სექმნილი რომ ეგ სიმპტომები შეამსუბუქოს ან გააქროს.
ამიტომ დაიწყეთ მოსინჯვა, არაა აუცილებელი თავიდანვე მთელი კოლოფის ყიდვა, ერთი ბლისტერი იყიდეთ და დააკვირდით. როგორც ზემოთ დავწერე თუ 3 დღეში ვერ აღმოაჩინეთ ეფექტურობა დაანებეთ თავი დალევას.

Posted by: Your unique security code 4 Nov 2021, 15:10
.........................


....

Posted by: Qop4 18 Nov 2021, 12:07
ხართ კიდე ვინმე ვინც ვერ დაანებეთ თავი ? ვერ დავანებე თავი, აქ რო შემოვდივარ და ხალხის კომენტარებს ვკითხულობ თუ რამდენმა დაანება და როგორ ძალიან მისწორდება და შეიძლება 1-2 დღე არ მოვწიო ხოლმე, მარა მერე ისევ იგივე.....

ხოდა გავაკეთოთ ფბ ზე ჩათი და მივეხმაროთ ერთმანეთს, მოტივაცია მივცეთ, გავუზიაროთ შთაბეჭდილებები და მდგომარეობები ,

სხვანაირად უშედეგოა ყოველი ჩემი მცდელობა,

თუ ვინმე იქნებით მსურველები მომწერეთ ფბ და რავიცი ვცადოთ ასეც smile.gif)

Posted by: gruzinski777 19 Nov 2021, 21:58
Qop4

მე დავანებე თავი, მარტივი არაა,მაგრამ არც შეუძლებელი

უბრალოდ პირველი კვირა ხალხთან ურთიერთობას უნდა მოერიდო რამენაირად , მხედველობაში მაქვს მწეველბი

უბრალოდ უნდა იაღო კოლოფი გადატეხო სიგარეტი და გადააგდო და თქვა რომ არ მოწევ , ეცი შენ თავს პატივი


ხალხი გერაინს და მძიმე ნარკოტიკებს ანებებს თავს, სიგარეტი რა გახდა biggrin.gif


ფსიქოლოგიური მომენტია მაგის გადაგდება

Posted by: Aleqto 20 Nov 2021, 00:28
gruzinski777

QUOTE
ფსიქოლოგიური მომენტია მაგის გადაგდება

მოწევაც...

რამდენი ხანია რაც თავი დაანებე?

Posted by: gruzinski777 20 Nov 2021, 18:55
Aleqto
6 თვეა არ მომიწევია , აღარ მაქ სურვილი . ჯანმრთელობას ტყუილად გავიფუჭე რაც მოვწიე მეყოფა smile.gif ივარჯიშეთ ჯანსაღი ცხოვრების ფასი არაფერია , მერე ასაკშიც არავინ რომ არ შეაწუხო ჯობია იცხოვრო მავნე ჩვევისს გარეშე . წარმატებები

Posted by: shavi_kheli 21 Nov 2021, 22:29
მე დავანებე რაღაც სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ აღარ მინდა ნიკოტინის გემო და ვსო.


Posted by: vadagasuli 22 Dec 2021, 22:51
უკვე 17 დღეა არ მომიწევია bis.gif
ჩემზე ამაყი კაცი არ დადის

მეც ერთ დღეს გავიღვიძე და გავიფიქრე, ახლა თუ მოვწევ, გული ამერევა მეთქი. ამ შეგრნებამ 2 კვირას გასტანა და შემომენება :შ მაგრამ მინდა ხოლმე ლაპარაკი, გაზიარება, რა კარგად ვგრძნობ თავს.

მოწევის დაწყებაზე დიდი სისულელე ცხოვრებაში არ გამიკეთებია

მოწევისთვის თავის დანებებაზე უკეთესს ცხოვრებაში ვერაფერს გავაკეთებ

Posted by: dantist778 23 Oct 2022, 12:55
QUOTE (dantist778 @ 16 Jul 2018, 22:35 )
ზუსტად 2კვირაა არ მომიწევია,სურვილიც არ გამჩენია ჯერჯერობით,და ნეტა ასე გაგრძელდება? ნუ ჯერ ბოლომდე გამოკეთებული არვარ პრინციპში..

4 წელი და ცოტა მეტი გაკეცილა მას მერე რაც სიგარეტს შევეშვი თურმე smile.gif

Posted by: natia_natia9 18 Dec 2022, 11:24
QUOTE (dantist778 @ 23 Oct 2022, 12:55 )
QUOTE (dantist778 @ 16 Jul 2018, 22:35 )
ზუსტად 2კვირაა არ მომიწევია,სურვილიც არ გამჩენია ჯერჯერობით,და ნეტა ასე გაგრძელდება? ნუ ჯერ ბოლომდე გამოკეთებული არვარ პრინციპში..

4 წელი და ცოტა მეტი გაკეცილა მას მერე რაც სიგარეტს შევეშვი თურმე smile.gif

ვა, მაგარია.

მეც უნდა დავანებო თავი.

Posted by: natia_natia9 19 Dec 2022, 19:56
მესამე დღეა არ მომიწევია და თითქმის სულ მეტირება, ნორნალურია ეს? ვერ გავიგე რა მჭირს, რა…

Posted by: tchumba 11 Mar 2023, 08:42
დავანებე თავი უკვე მერამდენედ,მაშტაბური იყო 3 წელი,2 თვიანი მინიმუმ 5 მცდელობა.ახლა კვლავ მყარად გადაწყვეტილი,უამრავი ბენეფიტით,უამრავი სუნით.

Posted by: Tornike Alashvili 11 Mar 2023, 09:40
სიგარეტზე თავის დანებება ჯობია სპეციალისტის კონტროლის და მკურნალობის ქვეშ. სამწუხაროდ ასეთი სპეციალისტი კონვენციურ მედიცინაში არ არის. მხოლოდ ჰომეოპათები ვართ. ჯერ ერთი გაწმენდაა ორგანიზმის საჭირო. მერე ფარისებული ჯირყვლის კონტროლი და მისი ფუნქციის კორექცია. შესაძლოა ჰიპოთირეოზი განვითარდეს. შეიძლება გამწვავდეს ფონიები ან დეპრესია.

Posted by: sham 11 Mar 2023, 10:18
მე-5 თვე გავიდა, სანამ კარგად არ გამოთბება, არ ვაპირებ მოწევას ...

Posted by: ahavaG 11 Mar 2023, 12:05
ტყუილია რომ დანებება უნდა და ვერ ანებებს
სიგარეტი ქუჩაში არ იზრდება, ყიდულობ
თუ არ იყიდი არც მოსწევ

Posted by: Nketia1983 28 Mar 2023, 17:14
წინა გვერდებს გადავხედე ბევრი ახსენებს ტაბექსს რეალურად შველის ეს წამალი მოწევას?

Posted by: nrvous 17 Apr 2023, 13:23
ფიზიკურად არაფერი არასდროს გამჭირვებია(ლომკები, კბილების კაწკაწი, ნერვების შლა და სხვა), მაგრამ სურვილი მაქვს გაკიდების და მოქაჩვის. აი ეს რანაირადაა ასე ძლიერი.


Nketia1983
მე არ მიშველა, ჩვეულებრივი მწეველი გავიჩითე მაგის სმის მერე

Tornike Alashvili
ვარჯიშით და მცენარეული კვებით მშვენივრად იწმინდება ორგანიზმი. ყოველთვის ყველაფერში სპეციალისტი არაა საჭირო. სპეციალისტებიც იყვნენ ახლა მართლა მცოდნეები რა biggrin.gif

Posted by: გიო88 15 May 2023, 00:21
თავი დავანებე და დავისვენე კიდეც.

Posted by: sasaki 23 May 2023, 02:46
ეს ერთადერთი მეგობარი მყავს და ამას ვერანაირად დავანებებ თავს.

ამასაც რო გავეშვა გავაფრენ.
თან დასაკარგიც არაფერი მაქვს.

Posted by: D-G 9 Oct 2023, 21:23
QUOTE
თან დასაკარგიც არაფერი მაქვს.

არადა ეგ გაკარგვინებს ყველაზე მთავარს "ჯანმრთელობას" wink.gif

Posted by: Panic_Attack 21 Oct 2023, 11:15
მეორე დღეა არ მომიწევი და დღეს დილაც გადავაგორე სიგარეტის და ყავის გარეშე და ცოტა არ იყოს მთელი ტანი მექავებასავით ალბათ სისძარღვების ბრალია მგონი ისე ძილი იკაიფედ და უკვე გამომისწორდა ადრე მეღვიძებასავით

Posted by: hellboy13 23 Oct 2023, 11:38
10 დღე სიგარეტის გარეშე

boli.gif

Posted by: cmpt 27 Oct 2023, 16:35
პლასტირები იყიდება სადმე? ნიკორეტე ან ანალოგიური?


Posted by: bada_bing 18 Jan 2024, 14:49
QUOTE (bada_bing @ 6 Jul 2021, 12:32 )
QUOTE (bada_bing @ 12 Feb 2021, 12:37 )
ერთი თვე გავიდა უკვე და თითქოს სულ არამწეველი ვიყავი biggrin.gif არც მახსენედბა სიგარეტი, არადა ეწევიან სახლშიც.

ერთი ისაა რომ ამ ერთ თვეში, სულ ორჯერ დავლიე და ორჯერვე ცოტა მოვწრუპე და იმედია სადმე სიმთვრალეში არ გავუკდიებ მომავალში  sad.gif  sad.gif  და შევახსენებ თავს ყოველთვის ერთი ღერიც კი არ მოვწიო

ამის მერე იმდენჯერ დავთერი და ისეც, ხან არაფერიც რო არ მახსოვდა მაგრამმ, სიგარეტის ერთი ნაპასი არ დამირტყავს yes.gif bis.gif

ასე უბრალოდ war.gif

სამწუხაროდ ამ ბოლო ბოსტის დაწერიდან მალევე, ისევ დავიწყე მოწევა givi.gif ახლა ორი წლის და რამდენიმე თვის შემდეგ, ისევ დავანებე თავი და უკვე თვეზე მეტია ნაპასი არ დამირტყამს. იმედია ეს მაინცაა ბოლო დანებება facepalm.gif

ა ხო, 2022 წლის ზამთარშიც დავანებე თვეზე მეტით და მაინც დავიწყე მერე facepalm.gif მოკლედ მაგარ ბრძოლებში ვარ biggrin.gif არადა როცა ვანებებ სააერთოდ არ მინდა ხოლმე და უცებ მაინც რაღაც მომენტში, წკაპ და ვუკიდებ

Posted by: JahNiko 31 Jan 2024, 23:52
სიგარეტს თავი ვერ დავანებე მარა მარტო ყავასთან ვეწევი და ეგაც დიდი შეღავათია მართალია დრამაში გადამივიდა

Posted by: bada_bing 11 Apr 2024, 12:07
JahNiko
QUOTE
სიგარეტს თავი ვერ დავანებე მარა მარტო ყავასთან ვეწევი და ეგაც დიდი შეღავათია მართალია დრამაში გადამივიდა


ნამდვილად.

მე 120ე დღე მაქვს დღეს. ვარჯიშიც დავიწყე და რავი, არ მახსოვდა ამხელა ენერგია თუ მქონდა.

ფულიც საკაიფოდ იზოგება. სიგარეტის ბიზნესი არის ყველაზე დიდი აფიორა ამ სამყაროში. საერთოდ რომ არ ეარსება სიგარეტს, მაგის საჭიროებას ვერავინ იგრძნობდა ვერასდროს. პრინციპში რას ვწერ ისეთს რაც ისედაც ყველამ არ ვიცით.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)