Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > საქართველოს ნაკრები, ბორჯღალოსნები


Posted by: giorgi77 4 Sep 2008, 15:41
ქართული რაგბის თემა დახურა ნუკრიმ... აქ დავწეროთ ნაკრებზე, ყველა ასაკის....



ოფ ტოპიკ - ნუკრი როგორა ხარ??? რასაც არ უყურე ოლიმპიადას ყველგან შენ და ჭანო იყავით, ქართული დროშებით up.gif


Posted by: Servie 4 Sep 2008, 16:33
ხალხნო ნოებმერში შოტლანდიას მართლა ვეთამაშებით?

დიდი საქართველოს დროშა სად ვიყიდო? აი ისეთი ტანზე რო შემოვიხვიო

Posted by: baxabaxa 4 Sep 2008, 17:06
http://www.baxabaxa.890m.com/

ამ საიტზე ყოველ დღე დაიდება მინიმუმ ერთი სრული რაგბის თამაში ჩემს მიერ.

Posted by: Servie 4 Sep 2008, 17:15
მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის ბახაბახ. იქნებ სხვაბმაც მოგბაძონ

Posted by: baxabaxa 4 Sep 2008, 17:51
QUOTE
იქნებ სხვაბმაც მოგბაძონ


მეც იმედი მაქ.

ისე რო შემომიერთდით.

Posted by: giorgi77 4 Sep 2008, 20:19
მალაღურა ყოჩებში ითამაშებს 6 თვე... მაგრად გამიხარდა რო რუსულ კლუბში არ წავიდა... ჯიგარია. 6 თვეში მაგარ კლუბში გადავა დარწმუნებული ვარ.

_____________________________________________


მალაღურაძე მშობლიურ კლუბს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მე-10 ნომერმა ლაშა მალაღურაძემ უკრაინული კლუბი “კრედო” დატოვა, საქართველოში დაბრუნდა და 6 თვით მშობლიურ “ყოჩებს” შეუერთდა.
მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოს ჩემპიონატი დასრულდება და მალაღურაძეს სურს, რომ გუნდს ჩემპიონობის და თასის მოპოვებაში დაეხმაროს, ისე კი, თვალი ისევ უცხოეთისკენ უჭირავს, ოღონდ არა უკრაინისკენ. მას კარიერის გაგრძელება ძლიერი სარაგბო ქვეყნის კლუბში სურს, რაც რაღა თქმა უნდა თავად მორაგბესაც წაადგება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც.
საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების მიზეზზე და სამომავლო გეგმებზე მალაღურაძემ “მსოფლიო სპორტთან” ისაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
- ჯერჯერობით ასე გამოვიდა. ნახევარი წლით საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშებ, მერე კი ისევ უცხოეთში ვგეგმავ წასვლას.

- უცხოური კლუბებიდან შემოთავაზება არ გქონდათ?
- რეალური არაფერი იყო და საქართველოში ამის გამო დავბრუნდი. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, რადგანაც, რამდენჯერაც რაიმე ვიწინასწარმეტყველე, არაფერი გამომივიდა.

- უკრაინიდან ვერ მოახერხებდი სხვა გუნდის მოძებნას?
- “კრედოსთან” მოქმედი კონტრაქტი დამისრულდა. ისინი ახალი კონტრაქტის გაფორმებას ერთი წლით მთავაზობდნენ, მე კი ახალი გუნდის მოძებნა 6 თვის შემდეგ მინდა და ამის გამო ვარჩიე უკრაინაში დარჩენას, საქართველოში დაბრუნება.

- ბევრად განსხვავდება უკრაინის და საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დონე?
- თითქმის ერთი დონისაა. ხარისხის და დაძაბულობის მხრივ, ალბათ ჩვენი ჩემპიონატი ოდნავ უკეთესია, თუმცა, ინფრასტრუქტურა და პირობები იქ უკეთესია.

- ამ 6 თვის გატარება მაინცდამაინც “ყოჩებში” რატომ გადაწყვიტე?
- “ყოჩები” ჩემი მშობლიური კლუბია. სწორედ აქ დავიწყე რაგბის თამაში და ასარჩევი არც არაფერი მქონდა.

- გუნდი რა მიზნისთვის იბრძოლებს?
- მიზანი იგივეა, რაც გასულ წელს. ანუ ჩემპიონობის და თასის მოპოვება გვინდა.

- “ყოჩები” გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა. რამდენად შესაძლებელად მიგაჩნიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა?
- თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ჩემპიონატის ჩატარების სისტემას, ფლეი-ოფში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა და მიზნის მიღწევა, სრულიად შესაძლებელია.

- სანაკრებო თამაშებისთვის საქართველოში უკეთ მოემზადები?
- ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაფერი პირადად ჩემზეა დამოკიდებული. მთავარია მოინდომო, მომზადება კი ყველაგნ შესაძლებელია.

- რაგბის წესებმა ცვლილება განიცადა და ის ფეხით თამაშსაც ეხება. არ გაგიჭირდება ახალ სტილზე გადართვა?
- ვვარჯიშობ და ვნახოთ, თამაშებზე გამოჩნდება.


ზურა ქსოვრელი

http://www.msofsport.com/more.aspx?id=11763

Posted by: baxabaxa 5 Sep 2008, 19:47
არა რა ეხლა ვუყურე ახლგაზრდულ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რო საქართველოსთვის ნომერ პირველი გუნდური სპორტი არის რაგბი და მივაწვეთ რაც ვიცით და გამოგვდის იმას.

Posted by: giorgi77 5 Sep 2008, 20:02
რუსეთის ნაკრებმა დღეს წააგო საფრანგეთის სამოყვარულო ნაკრებთან (მგონი ფედერალში მოთამაშე მორაგბეებით არის დაკომპლექტებული ეგ ნაკრები)

ჩანაწერს გავჩითავდი მაგრამ ჩვენამდე რუსები გერმანელებს ეთამაშებიან მგონი და კიდევ ვიღაცას... ლეინს და ლეონსიოს ექნებათ საშუალება გაარჩიონ რუსების თამაში

Posted by: zvintik 5 Sep 2008, 20:18
ვენაცვალე ჩვენს რაგბისტებს alk.gif
ფეხბურთის დედაც %$%^$%^#%#$%^

Posted by: giorgi77 5 Sep 2008, 21:12
user posted image

გია ნიჟარაძე: “ბორჯღალოსნები” რუსებს სამყაროს ნებისმიერ წერტილში დაამარცხებენ!”

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, კრასნოიარსკში, თოვლსა და ყინვაში ქართველ მორაგბეთა მიერ რუსეთის ნაკრების გვემის (18:12) შემდეგ გამართული პრესკონფერანციის ერთი ფრაგმენტი გაიხსენა. კერძოდ, ერთ-ერთ კრასნოიარსკელ ჟურნალისტს “ბორჯღალოსანთა” ავსტრალიელი მწვრთნელის, ტიმ ლეინის მისამართით ასეთი ფრაზა უსვრია - თქვენ ძალისმიერი რაგბის მიმდევრები ხართ და თოვლ-ყინვა ქართველთა წისქვილზე ასხამდა წყალსო. ამას “ბორჯღალოსანთა” ავსტრალიელი მწვრთნელი სულ მთლად გაუქართველებია - “თოვლში, ყინვაში, წვიმაში, სიცხეში, უდაბნოში... თუნდაც, ჩრდილოეთ პოლუსზე! საქართველოს ნაკრები რუსეთს ყველგან დაამარცხებს!” - ასეთი იყო ლეინის პასუხი.
2009 წლის 24 მარტამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი. სწორედ ამ დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს უნდა ესტუმროს. მატჩის გამართვის კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნიჟარაძე ამბობს, რომ “ბორჯღალოსნები” არაფერს არ უფრთხიან და თოვლში თუ ყინვაში, წვიმაში თუ სიცხეში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რუსეთს სამყაროს ნებისმიერ წერტილში დაამარცხებს!!!
თამაშის ჩატარების ადგილი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის განახლებსა თუ მუდმივ შეწყვეტაზეა დამოკიდებული. რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) გადაწყვეტილებას იმ მომენტისთვის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს და არც ისაა გამორიცხული, რომ მატჩი ნეიტრალურ მოედანზეც ჩატარდეს.
რუსთა აგრესიამ სრულიად საქართველო დააზარალა, რის გამოც რაგბის კავშირმა ერთი პერიოდი, საკუთარ ძირითად საქმიანობას თავი ანება და დევნილთა პატრონობა ითავა. თავიდან ის 3 საბავშო ბაღში გადანაწილებულ დევნილებს პატრონობდა, მოგვიანებით კი, 112-ე საბავშო ბაღსა და 151-ე სკოლაში განთავსებული დევნილებიც საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანა. რაგბის კავშირის პატრონობის ქვეშ მყოფი 545 დევნილიდან, დღეისთვის 200-მდე საკუთარ სახლს დაუბრუნდა, დანარჩენ კონტიგენტს კი ისევ რაგბის კავშირი პატრონობს.
“თავიდან ყურადღებას 3 საბავშო ბაღს ვაქცევდით, მაგრამ მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად ვნახეთ, რომ 112-ე საბავშო ბაღსა და 151-ე საშუალო სკოლაში განთავსებულ დევნილებს ყურადღება აკლდათ. ადამიანური რესურსის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვქონდა, თუმცა მარტო საკუთარი ფინანსებით, შორს ვერ წავიდოდით. მართალია, ქართველ ლეგიონერებს მაღალი ხელფასები არ აქვთ, მაგრამ მათ მაინც გახსნეს ფონდი, სადაც გარკვეული თანხები ირიცხება და სულ მალე მათ მიერ შეგროვილი თანხა დევნილთა დახმარების ფონდში გადაირიცხება”, - განაცხადა გია ნიჟარაძემ.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, 7 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და ლიგებში, ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. განახლებიდან ერთი ტურის შემდეგ, გამოცხადდება 3-კვირიანი შესვენება და მას საქართველოს 7-კაცა რაგბის ჩემპიონატი შეავსებს, რომელშიც უმაღლესი ლიგის 8-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ეს 3-კვირიანი შესვენება კი, საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობითაა გამოწვეული. 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთის ქალაქ სოპოტში 13 სექტემბერს გაემგზავრება, 20-ში მეოთხედფინალში ითამაშებს, ხოლო ფინალური მატჩი 28-შია დაგეგმილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად რუმინეთის, რუსეთის, ესპანეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ, გამარჯვებული გუნდი კი, 2009 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის ქვედა დონეზე თამაშის უფლებას მიიღებს.
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებმა ტურნირისთვის ნორმალურად მომზადება ვერ მოახერხა. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა 19-წლამდელთა ნაკრებს კონკრეტულ მიზანს არ უსახავს და გუნდისგან მხოლოდ ლაღი თამაშის ჩვენება სურს, ამ ლაღი თამაშით კი, შესაძლოა, მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვოს.
ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, თბილისში ტიმ ლეინი დაბრუნდება, რომელიც თან ფიზმომზადების მწვრთნელს, დაცვით თამაშზე ორიენტირებულ, ტონგური წარმოშობის ასისტენტს ჩამოიყვანს და ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინაცია სწორედ მაშინ მოხდება.


ზურა ქსოვრელი

http://www.msofsport.com/more.aspx?id=11809

Posted by: ტემპერა 5 Sep 2008, 21:13
ძაალიან გამიხარდა სორელი რომ კაცი აღმოჩნდა...

ვენცვალე მაგას!

Posted by: giorgi77 5 Sep 2008, 21:26
ჩვენი ხალხი როდის დააფასებს მორაგბეებს??? მე ჯერ არ მახსოვს ერთი თამაში მაინც რომ მათ ქართველი გულშემატკივრისთვის გული გაეტეხოთ.....

აი ოქტომბერში აპირებენ შოტლანდიელები (A ნაკრები) ჩამოსვლას და იქებ მაშინ მაინც გაივსოს სტადიონი. მაინც და მაინც რუსეთი უნდა ჩამოვიდეს რომ სტადიონი გაიძეძგოს..... თან აწი აღარ მგონია რუსები თბილისში ჩამოსვლას დათახმდნენ.

Posted by: Atomic 5 Sep 2008, 21:30
ტემპერა
ნამდვილად! ყოჩაღ სორელს, კაცურად მოიქცა!

Posted by: amalun 5 Sep 2008, 22:26
ყველას სალამი!
გამიხარდა რომ ფორუმი ჩაირთო! იმედია ყველა კარგათ ხართ!!
ეხლა მოვედი სირი რუსების და საფრანგეთის ფედერალ 2 ნაკრების თამაშიდან! რუსებმა მასე თამაში თუ გააგრძელეს მინიმუმ 20 ქულით მოუგებთ, დაცვაში საშინლად თამაშობენ და შერკინებაში ფრანგები აქეთ იქით აგორებდნენ!!


გაუმარჯოს საქართველოს!!!!

Posted by: OSTAP 5 Sep 2008, 22:51
იქნებ დადოთ რა ეგ თამაში ვინმემ. დივანაზე მაინც ატვირთეთ რა.

Posted by: giorgi77 6 Sep 2008, 00:02
QUOTE
იქნებ დადოთ რა ეგ თამაში ვინმემ. დივანაზე მაინც ატვირთეთ რა.
ჩაგიწერ თუ გინდა მაგ თამაშს



amalun გაუმარჯოს! როგორა ხარ? :-)

Posted by: amalun 6 Sep 2008, 10:28
giorgi77 რავი გიო როგორ უნდა ვიყო მტრის ბუნაგში!? smile.gif

Posted by: giorgi77 6 Sep 2008, 15:02
QUOTE
რავი გიო როგორ უნდა ვიყო მტრის ბუნაგში!?
"ვზაიმნა" ჯიგარო :-)


ოსტაპ ჩავწერე რუსების საცოდაობა ფრანგ მოყვარულებთან და ეხლა დავაპატარავებ და დივანაზე დავაგდებ...

პ.ს. როგორც იქნა ის ავადმყოფი პოპოვი მოაცილეს რაგბის ტრანსლაციებს და ეხლა სხვა ბიჭია, შედარებით ადეკვატური

Posted by: Q10 6 Sep 2008, 16:22
რო დადებ გვითხარი! მეც მაინეტერსებს!

Posted by: maradiora 6 Sep 2008, 16:50
QUOTE
ძაალიან გამიხარდა სორელი რომ კაცი აღმოჩნდა...

QUOTE
ნამდვილად! ყოჩაღ სორელს, კაცურად მოიქცა!

სორელი რა შუაშია ჯიგრებო?ლეინს ხო არ გულისმობდით,თუ რამე გამოვტოვე?
amalun
giorgi77
გამარჯობათ ქართველებო,მაგრად იდექით და თავი არ დაუხაროთ მაგ ნაბოზვრებს,დრო მოვა და ყველას მიეზღება,ჩვენ კი ჩვენი სიმართლით ყველგან გავიტანთ
რაც გუშინ ფეხბურთში გვიქნეს ათი იმდენი რაგბიში ავკიდოთ
თქვენი არ იყოს და თუ სიტუაცია არ შეიცვალა მეც მეეჭვება ეგენი აქით ჩამოვიდნენ,მარა ჯერ დიდი დროა და ვნახოთ რა მოხდება,მთავარი კი ისაა ლეინის და გიას თქმის არ იყოს მაგათ თბილიშიც და მოსკოვშიც,ციმბირშიც და ეკვატორზეც ყველგან დავამარცხებთ

Posted by: kaxelo-1987 8 Sep 2008, 12:44
ეხლა კი 10000000000000000% ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭები რუსებს ისე მოუგებენ ცხოვრებაში რომ არ წაუგიათ.

Posted by: giorgi77 9 Sep 2008, 20:07
სოპოტში გასამართ ტურნირზე, 19წლამდე ნაკრებებს შორის (20-28 სექტემბერი)


Posted by: amalun 9 Sep 2008, 20:57
მაშ 21 სექტემბერს იწყება ნორჩ რუსების ჟღლეტვა!!

Posted by: giorgi77 9 Sep 2008, 22:05
რუსების გარდა, თუ მოვიგეთ ეგ ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის ბ დივიზიონში ვითამაშებთ.... მოკლედ ირბ-მა აღარ იცის როგორ ჩაახშოს რაგბი ..... იქნებ სოპოტის შესარჩევიც ჩაეტარებინათ.... ნაკრებები არ ეყოFათ თორემ მაგასაც გააკეთებდნენ.... ბ დივიზიონში თამაშს რაღა შესარჩევი უნდა


არა რა, უნდა მოგვეტYნა ირლანდია საფრანგეთში... ეგეთი შანსი როდის გაგვიჩნდება კიდევ კაცმა არ იცის...

Posted by: Santa_papa 10 Sep 2008, 09:41


ეხლა იმედია ჩვენი ტელევიზია აჩვენებს ამ ტურნირს, კუანა ფუტბალერინების საცოდაობა თუკი გვაყურებინეს smile.gif)

ეხლა მოგება როგორ უნდა და რუსების ჩახდა ეგეც გვანახონ, ველოდებით ტრანსლაციებს საზმაუზე!!!!

Posted by: OSTAP 10 Sep 2008, 10:47
ვუყურე რუსების საცოდაობას ფრანგებთან. რა იყო კაცო ზახვატი არ უსწავლიათ მაგ დედა ძაღლებს????? ვერ მივხვდი რა ითამაშეს. კი იძახდა კომენტატორი ეს ექსპერიმენტული სასტავიაო, მაგრამ ჩვენმა ექსპერიმენტულმა სასტავმა ირბ-ს ერთა თასზე, სულელური ზანოსის გამო დაიკავა მეორე ადგილი, თორემ აფრიკასაც გახევდა მემგონი. ასე რომ წინ დიდი ამბავი ელის რუსეთს ჩვენგან. ისე იცი რა მაინტერესებს, რუსები თუ აქ არ ჩამოვლენ, ჩვენები იქ რატომ უნდა ჩავიდნენ. მაშინ ვითამაშოთ ნეიტრალურზე. თუნდაც აზერბაიჯანში ან სომხეთში. საყურებლადაც წავა კაცი.

Posted by: giorgi77 10 Sep 2008, 18:11
QUOTE
ისე იცი რა მაინტერესებს, რუსები თუ აქ არ ჩამოვლენ, ჩვენები იქ რატომ უნდა ჩავიდნენ. მაშინ ვითამაშოთ ნეიტრალურზე. თუნდაც აზერბაიჯანში ან სომხეთში. საყურებლადაც წავა კაცი.
ისე არ გამოვიდეს რომ ჩვენები ციმბირშ წავიდნენ დიდ გულზე და მერე კიდე რუსებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვან.....

Posted by: maradiora 10 Sep 2008, 18:25
ხო მაგ თამაშს რაც ეხება,ვერც მე ვნახე რამე მოსაწონი,ძალზე უხეირო,უშნო რაგბი იყო,ჩაკეტილი,ძალაზე თამაში იყო
პირველ რიგშI იმას ვიტყვი ფრანგების გუნდი აშკარად სამოყვარულო იყო,თან ისეთი თავმოყვარე ნაკრები ნახევარი ძალით რო მიასხავდა,ჩემდა გასაკვირად ვერცერთისგან ვერ ვნახე გაშლილი,ფეხით თამაში
რუსები თავიანთსავე ანდაზას ამართლებდენ :სილა იესტ უმა ნე ნადა,ეს ახალი მწვრთნელი იმთავითვე არაფრისმაქნისი ჩანს,მაგის ხელში ვგონებ გერმანიასთანაც ჩაივრიან(გასვლაზე მაინც),ამდენი შეცდომა რაც ვანიებმა მთელ თამაშში დააქუჩეს,მთელ რუმინულ ტურნირზე არ აგვიღია,ორივე მხრიდან დიდი წუნი დაღს ასვამდა თამაშის ხარისხს
მარა ისიც სათქმელია რო არა რუსის გასიმბინება ვეჭვობ ფრანგები რამეს გამხდარიყვნენ,შეიძლება ითქვას ორი თანაბარი ძალის გუნდი იყო მოედანზე რუსების მცირე უპირატესობით
ამათ აქაც და ციმბირშიც,ენგურზეც და ლიახვზეც ყველგან სულს გავაძრობთ

Posted by: Servie 11 Sep 2008, 11:57
ხალხო შოტლანდიასთან ტესტზე როა ლაპარაკი მხედველობაში აქვთ A ნაკრები? A ნაკრებთან თამაში რა ჩვენ ყლედ გვინდა პირველ ნაკრებსაც მოვუგებთ თბილისში

Posted by: maradiora 11 Sep 2008, 15:26
QUOTE
ხალხო შოტლანდიასთან ტესტზე როა ლაპარაკი მხედველობაში აქვთ A ნაკრები? A ნაკრებთან თამაში რა ჩვენ ყლედ გვინდა პირველ ნაკრებსაც მოვუგებთ თბილისში

ეგეც საკითხავია მოვიგებთ თუ არა
არსებითი კითხვა კი ისაა უნდათ კი შოტლანდიელებს და IRB ს ჩვენთან სპარინგი?!
A ნაკრებებთან თამაში მართლა ყელში ამოვიდა მაგას ჯობდა კანადა ან USA ან ურუგვაი ან სხვა ნაკრების პირველი გუნდი ჩამოვიდეს და არც ჩვენ ვიტყოდით უარს იქ წასვლაზე,მარა ამით რეიტინგი მოგვემატება და ეგ კი იRB არ აწყობს ალბათ

Posted by: Red_Scorpion 11 Sep 2008, 16:54
ამერიკა ან კანადა მართლა ძალიან კარგი იქნებოდა.....
მარა სად არის user.gif

Posted by: giorgi77 11 Sep 2008, 17:36
user posted image

ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში არიან

13 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ბაკრები პოლონეთში მიემგზავრება, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის, 21 სექტემბრიდან კი ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება. ჩვენი 19-წლამდელების შემადგენლობა და სატურნირო ინფორმაცია ასე გამოიყურება.

ევროპის 19-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატი. სოპოტი (პოლონეთი)
1. რუმინეთი
2. საქართველო
3. რუსეთი
4. ესპანეთი
5. პორტუგალია
6. პოლონეთი
7. ჰოლანდია
8. ბელგია


საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
# გვარი, სახელი დაბადების თარიღი კლუბი სათამაშო ამპლუა

1 ცირეკიძე გიორგი 1/14/1989 არმაზი 1 / 8
2 კაკოვინი ვასილი 12/1/1989 უნივერსიტეტი 2 / 3
3 ლომიძე თორნიკე 3/19/1990 ქუთაისი 1 / 3
4 ბარბაქაძე დავითი 2/8/1990 ყოჩები 3
5 გაბელია გიორგი 3/2/1990 ლელო 2
6 ნარიაშვილი მიხეილი 5/25/1990 ქუთაისი 2
7 ნიკოლაიშვილი ბექა 5/3/1989 ყოჩები 5 / 8
8 გაჩეჩილაძე მიხეილი 12/24/1990 აკადემია 5 / 7
9 მეტრეველი ერეკლე 12/14/1990 ყოჩები 4 / 5
10 რევიშვილი ირაკლი 3/6/1989 ქუთაისი 6 / 8 / 5
11 კვერნაძე ვასილი 2/23/1990 ლელო 6 / 7
12 გუნიავა ლადო 3/8/1989 უნივერსიტეტი 6 / 8
13 კოლელიშვილი ვიქტორი 10/9/1989 ლელო 6 / 8
14 მახარაშვილი შალვა 4/3/1989 ყოჩები 9
15 გოგია ლევანი 2/7/1989 უნივერსიტეტი 9
16 გაბუნია გიგი 1/4/1989 არმაზი 10
17 გოგლიჩაძე ზურაბი 8/30/1990 ქუთაისი 10
18 კორკელია გიგა 3/1/1989 ლელო 12 / 13
19 ლომინაძე გიორგი 11/23/1989 ლელო 12 / 13
20 გრძელიშვილი დავითი 2/14/1989 ყოჩები 12 / 13
21 ინაშვილი სანდრო 9/22/1989 ყოჩები 11 / 13
22 ხუციშვილი რატი 6/29/1989 უნივერსიტეტი 11
23 ნოზაძე გიორგი 11/7/1990 ლოკომოტივი 14 / 15
24 ჯოგლიძე გოდერძი 9/3/1989 ლელო 15
25 წიკლაური ბექა 2/9/1989 ლოკომოტივი 15 / 10
26 კავთიძე ვახტანგი 7/10/1989 უნივერსიტეტი 15 / 10


გუნდის მენეჯმენტი
# გვარი, სახელი თანამდებობა
1 ჩავლეიშვილი დავითი - მთ. მწვრთნელი
2 ფულარია დიმიტრი - მწვრთნელი
3 იაშვილი ოთარი - მენეჯერი

ტურნირის განრიგი:
21 სექტემბერი (კვირა)
მატჩი 1. რუმინეთი – ბელგია
მ2. საქართველო – ჰოლანდია
(დას. : 16:00 სთ. პოლონეთის დროით, გდანსკის “ავფისის“ სტადიონზე)
მ3. რუსეთი – პოლონეთი
მ4. ესპანეთი – პორტუგალია

24 სექტემბერი (ოთხშაბათი)
მ5. მ1-ის გამარჯვებული – მ4-ის გამარჯვებული
მ6. მ2-ის გამარჯვებული – მ3-ს გამარჯვებული
(დას. : 16:00 სთ., სოპოტის “ოგნივოს” სტადიონზე)
მ7. მ1-ის წაგებული – მ4-ის წაგებული
მ8. მ2-ის წაგებული – მ3-ის წაგებული

27 სექტემბერი (შაბათი)
ფინალი
მ9. მ5-ის გამარჯვებული – მ6-ის გამარჯვებული
(დას.: 15:00 სთ., სოპოტის “ოგნივოს“ სტადიონზე)

მატჩი მე-3 ადგილისთვის
მ10. მ5-ის წაგებული – მ6-ის წაგებული

მატჩი მე-5 ადგილისთვის
მ11. მ7-ის გამარჯვებული – მ8-ის გამარჯვებული

მატჩი მე-7 ადგილისთვის
მ12. მ7-ის წაგებული – მ8-ს წაგებული



http://www.msofsport.com/more.aspx?id=11999

Posted by: maradiora 11 Sep 2008, 17:56
საინტერესო ონფორმაციაა,კარგი რუსებთან გვიწევს შეხვედრა,აი მანდ გამოჩნდება ნამდვილი ქართული ახალგაზდული ჟინი ვაჟკაცური სული
რაც ფეხბურთელებმა შეგვარცხვინეს კარგი იქნება ერთ ორად აუნაზღაუროთ

Posted by: giorgi77 11 Sep 2008, 18:02
QUOTE
საინტერესო ონფორმაციაა,კარგი რუსებთან გვიწევს შეხვედრა,აი მანდ გამოჩნდება ნამდვილი ქართული ახალგაზდული ჟინი ვაჟკაცური სული რაც ფეხბურთელებმა შეგვარცხვინეს კარგი იქნება ერთ ორად აუნაზღაუროთ

yes.gif 24-ში იქნება ეგ თამაში თუ სასწაული არ მოხდა.

დედას უტირებენ რუსებს!

Posted by: datoch 12 Sep 2008, 16:47
"სარბიელი"

# 210
09.12.2008

კარიერა არ გაილია: ზედგინიძე მოდის!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე რაგბის უბრუნდება.

ბორჯღალოსნების მორკინალმა და ყოფილმა ყოჩმა სარაგბო კარიერა შარშან, საფრანგეთის მსოფლიოს თასზე დაასრულა, როდესაც ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, ირლანდიასთან ხმაურიანი მატჩისას ტრავმა მიიღო და ორჯერ ნაოპერაციები მუხლი სარაგბოდ თითქოს ვეღარ გაუქაჩავდა.

მაშინ ილია ზედგინიძემ ისიც თქვა, თამაშს ვეღარ შევძლებ, ქრონიკული ტრავმა თავისას შვრება და თანაც დავიღალეო. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ექიმებს გაესინჯა და მათაც თამაშის ნება დართეს.

ახლა ილია ზედგინიძე საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგის კლუბ "ქსინ-პროვანაში" სრული დატვირთვით ვარჯიშობს, ოქტომბრისთვის თამაშს და ნაკრებში დაბრუნებასაც აპირებს, იმ ნაკრებში, რომელშიც 48 მატჩი ითამაშა, აქედან 32-ჯერ უკაპიტნა და 14 ლელო გაიტანა.

http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/210/210-1.htm


"სარბიელი"

# 210
09.12.2008

ძველი კაპიტნის შემობრუნება: ილია ზედგინიძე რაგბის მეორედ ეჩვევა
ბაჩო სვანიძე

სულ რაღაც ორი მატჩი აკლდა, რომ 50-ე სანაკრებო კეპი მოეხვეჭა და საქართველოს ნაკრებს ღვაწმოსილებში, ანუ 50 კეპიანებში გარეულიყო. ილია ზედგინიძეზე ვამბობთ, ჩვენი ბორჯღალოსნების კაპიტანზე, რომელმაც კარიერა შარშანდელ მსოფლიოს თასზე დაასრულა. ილომ ტრავმა ირლანდიასთან ხმაურიანი მატჩისას მიიღო და ორჯერ ნაოპერაციები მუხლი რომ გაუსიჯნეს, იქვე თქვა თამაშს თავს ვანებებო. რომ არა ტრავმა ილია ზედგინიძე ნამიბიასთანაც ითამაშებდა და მასპინძელ საფრანგეთთანაც და 50-ე სანაკრებო მატჩს ჩაატარებდა.

მაშინ ილია ზედგინიძე რაგბიდან კი წავიდა, მაგრამ საფრანგეთში დარჩა და პირად საქმეებს აგვარებდა. ახლა კი ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი რაგბის უბრუნდება... ილია ზედგინიძე, ვისაც ნაკრებში 48 მატჩი აქვს ნათამაშები, აქედან 32-ჯერ გუნდის ყოჩი იყო და 14 ლელოს გატანაც მოასწრო, უკვე ვარჯიშობს და დიდი შანსია, რაგბის და ნაკრებს დაუბრუნდეს...- უკვე ერთი თვეა, რაც ვარჯიში დავიწყე. ჯერჯერობით არის რეალური იმედი, რომ რაგბის დავუბრუნდე - გვითხრა ილია ზედგინიძემ, საფრანგეთში რომ დავუკავშირდით.

- ექიმებმა დაგრთეს ვარჯიშის ნება.

- როგორც იტყვიან, მწვანე შუქი ამინთეს. შარშან, როდესაც რაგბის თამაშს თავი დავანებე, მაშინ მითხრეს, რომ თუ ვივარჯიშებდი, შეიძლებოდა, ინვალიდი დავრჩენილიყავი. საშინელ მდგომარეობაში მქონდა მუხლი. სპეციალური სახვევებით და რკინაში ჩასმული მუხლით დავდიოდი. სიარულიც კი მიჭირდა. მთელი ერთი წელი ექიმებთან სიარულში გავატარე, ტრადიციული და არატრადიციული მეთოდებით ვიმკურნალე და ამან შედეგი გამოიღო. ბოლოს რომ მივედი ტრავმატოლოგებთან და მუხლი ვაჩვენე, გაოცდნენ, არ გვეგონა, თუ ტრავმას საბოლოოდ მოირჩენდი და ვარჯიშსაც კი შეძლებდიო. ერთი სიტყვით, დატვირთვისთვის მზად ვარ, დანარჩენი კი მალე გამოჩნდება.

- სრული დატვირთვით ვარჯიშობ.

- ორი კვირაა, რაც სრული დატვირთვით დავიწყე ვარჯიში. ტრენაჟორები, კროსები, აზიდვები, ბურთთან ერთად ვარჯიში...

- ინდივიდუალურად ვარჯიშობ, თუ რომელიმე კლუბს შეუთანხმდი.

- ახლა "ექსან-პროვანსში" ვარ, სადაც ადრე ჩემი ლეგიონერობის პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. ამ კლუბის უფროსობასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლაც ყველანაირად გვერდში მიდგანან. "ექსან-პროვინსი" საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში, ფედერალ-1-ში თამაშობს. ეს ლიგა ნახევრად პროფესიონალური, ნახევრად სამოყვარულოა. ასეა კლუბიც, თუმც ამ ეტაპზე ჩემთვის სწორედ რომ ზედგამოჭრილი გუნდია. იმედია, ეტაპობრივად შევძლებ რაგბიში დაბრუნებას...

- კლუბთან კონტრაქტი გააფორმე.

- წინასწარი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული, რადგან სრული დატვირთვით კი ვვარჯიშობ, მაგრამ რასაც ნამდვილი კონტაქტური რაგბი ჰქვია, ამას ჯერ ვერიდები. წესით, ოქტომბრის ბოლოს უნდა შევძლო თამაში, იქამდე კი კონტაქტურ ბრძოლას ნელ-ნელა შევაჩვევ სხეულს. ძლივს რაგბიში დაბრუნების რეალური შანსი გამიჩნდა და არ მინდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ყველაფერი წყალში ჩავყარო. თუ ღმერთმა ინება და ოქტომბრიდან თამაში დავიწყე, "ექსან-პროვინსში" გაისამდე დავრჩები, მერე კი ვნახოთ...

- არის შანსი, რომ თამაში ვერ შეძლო.

- არის, მაგრამ ძალიან მინიმალური... ჯანზე ვარ, მუხლიც გამიმაგრდა და საშიში არაფერია. უბრალოდ, სანამ თამაშს არ დავიწყებ, იქამდე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ტიმ ლეინს ესაუბრე.

- არა, რადგან ჯერ ადრეა მასთან რაიმე კონკრეტულზე საუბარი. როდესაც თამაშს დავიწყებ და იმედია, ფორმაშიც შევალ, ამას ლეინი უჩემოდაც გაიგებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, გამომიძახებს. მაგრამ ახლა ჩემს ნაკრებში დაბრუნებაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ისე, ძალიან მომენატრა რაგბი და ნაკრები.

- თანაც დიდი შანსია, შენთვის მესამე მსოფლიოს თასზე ითამაშო...

- ჯერ 30 წლის ვარ, თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა და ნაკრებშიც დავბრუნდი, მესამე მსოფლიოს თასზეც ვითამაშებ. მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი მორაგბე, სამი მსოფლიოს თასი რომ ჰქონდეს ნათამაშები, მერე კი საბოლოოდ წავალ რაგბიდან.

http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/210/210-33.htm

Posted by: giorgi77 15 Sep 2008, 16:07
http://www.opentext.org.ge/08/sarbieli/211/211-36.htm


საქართველო ფავორიტობას კისრულობს: გამოუშვით რუსეთი
ზურაბ მიგრიაული


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს პოლონეთის ქალაქ სოპოტში მიემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ტურნირამდე ერთკვიარინ შეკრებას ადგილზევე გაივლიან და უკვე 21 სექტემბერს პირველ შეხვედრას გამართავენ ჰოლანდიის ნაკრებთან. ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ

დავით ჩავლეიშვილს საქართველოს რაგბის კავშირში შევხვდით. იგი წინასამგზავრო გაწამაწიაში იყო, მაგრამ ჩვენთან ინტერვიუსთვის დრო მაინც გამონახა...- როდის შეკრიბეთ 19-წლამდელთა ნაკრები და კმაყოფილი ხართ თუ არა მოსამზადებელი პერიოდით.

- პირველად ივლისის ბოლოს შევიკრიბეთ, მაგრამ შემდეგ იძულებითი პაუზის გაკეთება მოგვიხდა. მომზადების მეორე ეტაპი კი 18 აგვისტოდან დავიწყეთ. მალთაყვაში გვინდოდა შეკრების ჩატარება, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო ვერც ეს მოვახეხეთ. ისღა დაგვრჩენოდა, რომ თბილისში გვევარჯიშა არასრული დატვირთვით. აქედან გამომდინარე, მოსამზადებელი პერიდით უკმაყოფილო ვარ.

- თბილისში ჩატარებულ ვარჯიშებზე აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთეთ, თუ ტაქტიკურსა და ხელით თამაშზე.

- თბილისში მხოლოდ უბრალო ვარჯიშები ჩავატარეთ. განსაკუთრებული ყურადღება არც ერთი კომპონენტისთვის არ მიგვიქცევია.

- სოპოტის შეკრებაზე რა მხრივ დატვირთავთ თქვენს მორაგბეებს.

- ჩემი ბიჭები ფიზიკურად მეტ-ნაკლებად კარგ ფორმაში იმყოფებიან. პოლონურ შეკრებას უფრო ტაქტიკური მომზადებისთვის და კომბინაციების დამუშავებისთვის გამოვიყენებთ.

- საპოლონეთო შემადგენლობა ოპტიმალურია.

- შემადგენლობა ნამდვილად ოპტიმალურია, ვფიქრობ, საქართველოში ამ ასაკის ყველაზე საუკეთესო და ნიჭიერი მორაგბე შევკრიბეთ.

- ტრავმები ხომ არ აწუხებთ.

- განსაკუთრებული არაფერი. მიკრო ტრავმები აქვთ, ეს კი მოსამზადებელი პერიოდისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

- დაბოლოს, როგორ გგონიათ, რა შედეგს მიაღწევს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.

- გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩვენი ვარაუდებით რუმინეთის ნაკრებს ფინალში უნდა ვეთამაშოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონობის ამბიცია გვაქვს. კიდევ, როგორც ქართველ მწვრთნელს, მინდა, რომ გზად რუსეთის ნაკრებს გადავეყაროთ და დავამარცხოთ.

- ესე იგი ფავორიტად რუმინეთის ნაკრებს მიიჩნევთ.

- ტრადიციულად რუმინეთის ნაკრები ძლიერი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ჩემპიონატზე ფავორიტობას საქართველოს ნაკრებიც იკისრებს.


Posted by: keen 16 Sep 2008, 16:42
აი ბორჯღალოსნების თავდადების შედეგი ... ეს ფორუმული გამოკითხვაა smile.gif

QUOTE

რომელი სპორტი გინდათ იყოს წინა პლანზე წამოწეული საქართველოში
ფეხბურთი [ 26 ]  [43.33%]
კალათბურთი [ 4 ]  [6.67%]
რაგბი [ 23 ]  [38.33%]
ჭიდაობა [ 0 ]  [0.00%]
ჩოგბურთი [ 1 ]  [1.67%]
ჭადრაკი [ 1 ]  [1.67%]
წყალბურთი [ 0 ]  [0.00%]
კარატე [ 1 ]  [1.67%]
ფარიკაობა [ 1 ]  [1.67%]
სხვა (დაასახელეთ) [ 3 ]  [5.00%]


Posted by: OSTAP 16 Sep 2008, 18:10
სად იყო ეს გამოკითხვა? მე არ მიმიცია ხმა sad.gif

Posted by: keen 16 Sep 2008, 18:11
OSTAP
QUOTE
სად იყო ეს გამოკითხვა? მე არ მიმიცია ხმა 


http://forum.ge/?f=68&showtopic=33883636

Posted by: Servie 17 Sep 2008, 20:49
აუ მომენატრა ბორჯღალოსნების თამაში
მალე იყოს რააააა
გეხვეწებით ყველას ვისაც ხელგეწიფებათ მატჩის ორგანიზება tongue.gif

ეს ტიპი რა გვარია?
http://www.radikal.ru

Posted by: wilkinson 18 Sep 2008, 00:36
გაუმარჯოს!!!!!

იმედია რუსეთს ისე მოვუგებთ ჩვენსკენ გამოხედვა აღარ მოუნდეთ თან დიდი ჟინით თამაშობენ ბიჭები და ვნახოთ რა იქნება.

წინა წელს ყველა მატჩი მოვიგეთ და იმედია იქითა წელსაც მაგრად ვითამაშებთ

უნდა იყოს ამ სპორტის მხარდაჭერა ასე არ შეიძლება ბოლოსდაბოლოს ფეხბურთს რომ ვუყურე თან რუსეთთან თამაშს ახალგაზრდული ნაკრების რავიცი რა რაღა უნდა თქვა კაცმა

მსოფლიო თასზე ირლანდიას რომ ვეთამაშეთ ცოცხლად ვერ ვნახე თამაში სოფელში ვიყავი და იმ დროისთვის საშუალება არ იყო

შუაღამისას გამეღვიძა და 7:0 წავიკითხე მობილურ ინტერნეტ საიტზე მეთქი ეგაა მორჩა დამთავრდა მეთქი და დილით რომ ვნახე მობილურ ინტერნეტ საიტზე 14:10 რავიცი რა საოცარი გრძნობა იყო ეს ანგარიში რომ ვნახე და მერე ნათესავთან მივედი და რა მატჩი გამოტოვე აფსუსო ისეთი ლელო დადეს ჩვენება გაგიჟდებოდიო,თურმე ამ ჩემს ნათესავს ისე უყვირია ლელოს დადებისას ბებიამისა წამოახტუნა. ინტერესი გამიღრმავდა თბილისში რომ ჩამოვედი თამაშ ვუყურე მერე ფორუმები დავათვალიერე მაინტერესებდა რას წერდნენ ვნახე ბრიტანელების შეფასებები და მართლა ძალიან ამაყი ვიყავი

მინდა ბიჭებს ამ სიხარულისთვის მადლობა გადავუხადო ამდენი რამ გააკეთეს ჩვენთვის და დაფასება უნდათ ასე რომ იმედია ეს მალე მოხდება

ილია ზედგენიძის დაბრუნებას აწეული ხელებით მივესალმები და ძალიან გამიხარდა რომ გავიგე


Posted by: maradiora 18 Sep 2008, 00:53
wilkinson
QUOTE
გაუმარჯოს!!!!!

გაგიმარჯოს !!
შენი და შენი მეზობლის საპატივსაცემოდ აგერ შკინინის ლელოსაც დავდებ http://bin.ge/file/203195/Shkininis-ulamazesi-lelo.avi.html wink.gif

Posted by: QOMAGI 26 Sep 2008, 12:19
რა ხდება ბოლოს და ბოლოს რა გადაწყდა ჩვენს ტეტსტებთან დაკავშირებით? შოტლანდიის A ნაკრებზე საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება? საერთოდ რა მდგომარეობაა? ნოემბერში ვთამაშობთ საერთოდ თუ არა? არა და მთელი სარაგბეთს ტესტები ექნება ჩვენ???

ვინმემ რამე თუ იციცთ ახალი გთხოვთ დაწეროთ...

Posted by: giorgi77 30 Sep 2008, 00:29
ჩვენი ლენინი როდის ჩამოდის, ახლა ფიზ მომზადების მწვრთნელთან ერთად? :-)

Posted by: maradiora2 30 Sep 2008, 00:34
“ბორჯღალოსნები” მსოფლიოს მე-14 გუნდად რჩებიან

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ახალ რეიტინგში 69.43 ქულა შეინარჩუნა და კვლავაც მსოფლიოს მე-14 გუნდად რჩება.
ვინაიდან გასულ კვირაში ტესტ-მატჩები არც დანარჩენ მოწინავე გუნდებს ჩაუტარებიათ, ვითარება უცვლელი დარჩა ლიდერთა შორისაც.
რეიტინგის პირველ საფეხურზე ახალი ზელანდიის ნაკრები იმყოფება, რომელსაც კვალში სამხრეთ აფრიკისა და ავსტრალიის გუნდები უდგანან.

IRB-ს რეიტინგი 29 სექტემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92.04
2 (2). სამხრეთ აფრიკა 87.75
3 (3). ავსტრალია 85.69
4 (4). არგენტინა 83.36
5 (5). ინგლისი 83.16
6 (6). უელსი 80.12
7 (7). საფრანგეთი 78.99
8 (8). ირლანდია 77.18
9 (9). შოტლანდია 76.92
10 (10). იტალია 75.57
11 (11). ფიჯი 75.24
12 (12). სამოა 72.57
13 (13). ტონგა 70.05
14 (14). საქართველო 69.43
15 (15). კანადა 68.81
16 (16). იაპონია 67.35
17 (17). რუმინეთი 67.20
18 (18). რუსეთი 63.94
19 (19). ურუგვაი 63.69
20 (20). აშშ 63.11
21 (21). ესპანეთი 61.55
22 (22). ს.კორეა 59.02
23 (23). პორტუგალია 58.88
24 (24). ჩილე 57.07
25 (25). გერმანია 57.05

საინტერესოა გვეღირსება ამ შემოდგომით ან უკვე დაგეგმილი შოტლანდიის A ნაკრებთან გაჯიბრება ან რეიტინგში უშუალო მეტოქესთან,ტონგას ნაკრებთან ჯახი?!

Posted by: Hurricanes 30 Sep 2008, 09:04
QUOTE
საინტერესოა გვეღირსება ამ შემოდგომით ან უკვე დაგეგმილი შოტლანდიის A ნაკრებთან გაჯიბრება ან რეიტინგში უშუალო მეტოქესთან,ტონგას ნაკრებთან ჯახი?!


ეგ მართლაც საინტერესოა და რატო ვერ დააზუსტეს დღემდე ვერ ვიგებ რა ამის დედაც ვაიტრე

Posted by: Unknown 30 Sep 2008, 13:20
QUOTE
ან რეიტინგში უშუალო მეტოქესთან,ტონგას ნაკრებთან ჯახი?!

აი ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად ამ ეტაპზე, ეს თამაშI იქნებოდა მაგარი საინტერესო და რამე, ნეტა ჩატარდეს მართლა ასეთი შეხვედრა...

Posted by: David_S 30 Sep 2008, 13:56
Unknown
ნოემბერში მხოლოდ შოტლანდიის "ა" ნაკრების ჩამოყვანაზეა საუბარი >>> ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ უფრო კი ვიდრე არაო

ტონგა დიდი ხნის წინ გამოირიცხა

Posted by: giorgi77 30 Sep 2008, 14:27
David_S
ტონგა არც ჩამოვიდოდა, იციან რომ დამარცხდებიან თან რეიტინგშიც გადაუსწრებთ. ორმაგი დატვირთვა ექნებოდა მათთან შეხვედრას.

მოკლედ ირბ-მა რაც დაგვპირდა ყველაფერი პირიქით გაგვიკეთა. ყველანაირად ხელს გვიშლიან.

Posted by: giorgi77 30 Sep 2008, 16:43
სოხაძე რა ნომრად თამაშობს კრასნი იარში? 10-ზე?

იქნებ გამოსცადონ ნაკრებში, მალაღურას შემცვლელად, ღმერთმა დაგვიფაროს და მას რომ ფეხი გადაუბრუნდეს ვინ უნდა შემოვიდეს??? მეკო გამორიცხულია, შვიდკაცას სჭირდება :-)

Posted by: maradiora2 1 Oct 2008, 00:13
QUOTE
სოხაძე რა ნომრად თამაშობს კრასნი იარში? 10-ზე?

თუ არ ვცდები 15

Posted by: David_S 1 Oct 2008, 00:26
giorgi77
მალე გაიმართება პრესკონფერენცია და ყველაფერს მოჰფენენ ნათელს >>> პატარა ცვლილებები არის, მაგრამ საერთო ჯამში მაინც არა უშავს

საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე გაშალე ფეხიო


maradiora2
სოხაძე იარში 10-ზე თამაშობს და ძალიან შედეგიანადაც

მაგრამ ნაკრებში მხოლოდ 15-ზე თუ დავაყენებთ, ისიც იმ შემთხვევაში თუ დაცვას მიხედავს და უფრო საიმედო იქნება მაგ კომპონენტში

დანარჩენი, მოედნის ხედვა და ფეხით თამაში, ძალიან კარგი აქვს
* * *
აგერ დაპირებული ბმულები

http://www.sendspace.com/file/f4aebm

http://www.sendspace.com/file/6odp5y

Posted by: giorgi77 1 Oct 2008, 09:36
David_S მადლობა დავით. ეხლა სამსახურში ვარ და ვიწერ. მოაქვს გლიჯინ-გლიჯინით

Posted by: baxabaxa 1 Oct 2008, 09:45
QUOTE
აგერ დაპირებული ბმულები

http://www.sendspace.com/file/f4aebm

http://www.sendspace.com/file/6odp5y


არ მაწერინებს cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: maradiora2 1 Oct 2008, 09:47
David_S
QUOTE
აგერ დაპირებული ბმულები

http://www.sendspace.com/file/f4aebm

http://www.sendspace.com/file/6odp5y

სპასიბა

Posted by: datiko 62 1 Oct 2008, 10:01
David_S
გაიხარე, მეც დავეწაფე smile.gif

Posted by: QOMAGI 5 Oct 2008, 02:28
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს შოტლანდიაში ( ნაცვლად თბილისისა sad.gif ) A ნაკრებთან ითამაშებსო, 9-ში საფრანგეთში შეიკრიბებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკება უელსთანო რომ შოტლანდიის შემდეგ 21-ში უელსის A ნაკრებს ვეთამაშოთო ცხადია უელსში.

თბილისში დავრჩით ისევ სანაკრებო რაგბის გარეშე sad.gif
* * *
შაბათის ლელოში ეწერა ეს ყველაფერი ...

Posted by: maradiora2 5 Oct 2008, 02:33
QUOTE
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს შოტლანდიაში ( ნაცვლად თბილისისა) A ნაკრებთან ითამაშებსო, 9-ში საფრანგეთში შეიკრიბებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკება უელსთანო რომ შოტლანდიის შემდეგ 21-ში უელსის A ნაკრებს ვეთამაშოთო ცხადია უელსში.

თბილისში დავრჩით ისევ სანაკრებო რაგბის გარეშე

დედას შ###ცი ბლიად mad.gif mad.gif mad.gif
გამოგვიჩხრიკეს რა პატარა საბაბი და დაიხვიეს ხელზე,ფიფამ დაგვრთო შინ თამაშების გამართვის ნება და ეგენი ვინ ჩემი სიიკოები არიან
მოკლედ ამ ღამიან რაღამ შემომიყვანა ფორუმზე,ტყვილა ავიშალე ნერვები

Posted by: keen 5 Oct 2008, 16:50
QUOTE
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს შოტლანდიაში ( ნაცვლად თბილისისა  ) A ნაკრებთან ითამაშებსო, 9-ში საფრანგეთში შეიკრიბებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკება უელსთანო რომ შოტლანდიის შემდეგ 21-ში უელსის A ნაკრებს ვეთამაშოთო ცხადია უელსში.

თბილისში დავრჩით ისევ სანაკრებო რაგბის გარეშე 
* * *
შაბათის ლელოში ეწერა ეს ყველაფერი ...


sad.gif

Posted by: spenser 5 Oct 2008, 18:49
შოტლანდია თუ არა უელსის მიღებაზე იქნებ დაგვრთონ ნება

Posted by: baxabaxa 5 Oct 2008, 19:04
როგორ დავიჯერო რო რაგბისტთა ნაკრები შოტლანდიას ვგულისხმობ დაძაბული სიტუაციის გამო ჩამოსვლაზე უარს ამბობს მაშინ როცა იგივე პერიოდში აქ ჩამოდიან კვიპროსისა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებები. უბრალოდ მათ თავს მოგვახვიეს თავიანთი პირობები.
მორიგი ზევიდან ყურება ბობოლების მიერ, ჩვენი ფედერაციის უნიათობა და ირიბის მთელ ხელმძღვანელობას ასრულებოდეს რასაც მე მაგათ ვამკობ.
წყევლასავით არ გამომივიდა biggrin.gif

Posted by: maradiora2 5 Oct 2008, 19:17
QUOTE
შოტლანდია თუ არა უელსის მიღებაზე იქნებ დაგვრთონ ნება

ნების დართვაზე მაინც არ მგონია ვფიქრობ თითონ ქვეყნები იკავებენ თავს sad.gif

Posted by: spenser 5 Oct 2008, 19:21
მაგრად გატეხა.ვილიამ ვოლასის სიმამაცე სულ დაავიწყდათ მაგათ sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: CENTURIONI 5 Oct 2008, 23:02
სადღაა წულიამ ვოლასისი სიმამაცე მარტო ერთი ადგილის სიმყუდროვესა და მის გადარჩენაზე ზრუნავენ ახლანდელი სოტლადიოლნი თუ საერთიოდ ევროპელები.ცუდია თუ შოტლანდისს ძუნძგლიანი ა ნაკრებიც კი არ ჩამოდის თბილისში

Posted by: leprikole 6 Oct 2008, 00:03
იქნებ იმაზე ვიფიქროდ რომ როგორმე გავჭრათ ფანჯარა მწვანე კონტინენტის მიმართულებით ფაქტია არ გამოდის ურთიერთობა ამ ევროპელ ქათმებთან

Posted by: K O R A D O 6 Oct 2008, 00:26
QUOTE
იქნებ იმაზე ვიფიქროდ რომ როგორმე გავჭრათ ფანჯარა მწვანე კონტინენტის მიმართულებით ფაქტია არ გამოდის ურთიერთობა ამ ევროპელ ქათმებთან

მოდი ისიც გავიგოთ თუ რატომ არ გამოგვდის მაინცადამაინც ჩვენ ევროპელებთან ურთიერთობა? ჯერ ევროპაში უნდა გავჭრათ ფანჯარა და მერე სხვა მიმართულებით...

Posted by: chombe 6 Oct 2008, 00:30
ისე, არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ჩვენი "კავშირიც" ზედმეტად ინერტულის შთაბეჭდილებას ტოვებს,
ცოტა მიდგენ, მოდგენ შეაწუხონ ხალხი, რა გახდა ბოლობოლო, ერთი-ორი ნორმალური ტესტის გაჩარხვა?!

Posted by: leprikole 6 Oct 2008, 00:44
უთანასწორო ურთიერთობებში ჩარჩენას ჯობია საერთოდ უარი ვთქვათ ასეთზე და ვიფიქროდ სხვა უფრო გრძელ და შრომატევად გზაზე ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დადგება დრო როცა ყელის გამოღადვრით შეგვეხვეწებიან ტესტმატჩებისათვის
* * *
კელტური კოზა ნოსტრა გააფთრებით იცავს თავს და მის ადგილს არ უნდათ ახალი კონკურენტების ყოლა და მითუმეტეს მატ გაძლიერებაში წვრილის შეტანა და შეეცი თუ გინდა პრინციპში მაგათი გაგებაც შეიძლება საკმაოდ მწარე მაგალითი აქვთ წიN ინგლისის სახით ეს ხალხი დიდხანს ფიქრობდა რომ ფეხბურთი მათი თამაში იყო alk.gif

Posted by: geor-gien 6 Oct 2008, 16:23
ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა ირბ-მ, ისევ 14-ზე ვართ.
http://www.irb.com/rankings/full.html

Posted by: Natuca 8 Oct 2008, 03:12
უკაცრავად და საქარტველოს რაგბის ნაკრების კაპიტნის გვარი მჭირდება და იქნებ მითხრათ smile.gif

Posted by: David_S 8 Oct 2008, 08:25
Natuca
QUOTE
უკაცრავად და საქარტველოს რაგბის ნაკრების კაპიტნის გვარი მჭირდება და იქნებ მითხრათ

ირაკლი აბუსერიძე

Posted by: keen 8 Oct 2008, 13:37
რა ხდება, დავრჩით ტესტების გარეშე თუ არის კიდევ იმედი? user.gif

Posted by: datiko 62 8 Oct 2008, 13:42
მამუკამ მითხრა გორგოძემ შემდეგი რამ-ar vici memgoni 14 shi aris shotlandiashi da yelszec chalichobeno da vnaxot ra ikneba

Posted by: maradiora2 8 Oct 2008, 13:52
datiko 62
თქვენი დახმარებით ბატონო დავით მეც გავიცანი გულივერა და ასევე გიო ჩხაიძე smile.gif
მაგარი შემართულები არიან ბიჭები და მოკლედ თუ კაი ამინდი იყო უეჭველი მოვიგებთო biggrin.gif

Posted by: keen 8 Oct 2008, 13:55
QUOTE
მამუკამ მითხრა გორგოძემ შემდეგი რამ-ar vici memgoni 14 shi aris shotlandiashi da yelszec chalichobeno da vnaxot ra ikneba


ანუ გრძელდება ციკლი თემაზე: ამბავი ქართული რაგბისა NN sad.gif

Posted by: datiko 62 8 Oct 2008, 13:57
maradiora2

თქვენი დახმარებით ბატონო დავით მეც გავიცანი გულივერა და ასევე გიო ჩხაიძე
მაგარი შემართულები არიან ბიჭები და მოკლედ თუ კაი ამინდი იყო უეჭველი მოვიგებთო [/quote]
ბატონობა გადავარდა biggrin.gif wink.gif up.gif up.gif

Posted by: Hurricanes 8 Oct 2008, 14:04
datiko 62

დათიკოს ვენაცვალე, მსოფლიოში ყველაზე კარგ ძიას biggrin.gif

Posted by: datiko 62 8 Oct 2008, 14:05
Hurricanes
გაიხარე გიორგი, ოთკუდხედ ტარიანი დროშა მაგრა მევასა biggrin.gif

Posted by: Hurricanes 8 Oct 2008, 14:09
datiko 62

ხოდა ტარს გათხოვებთ თუ ვინმე გაგაბრაზებთ biggrin.gif

Posted by: datiko 62 8 Oct 2008, 14:15
Hurricanes
მტრებს ერთად დავცხოთ,ძალა ერთობაშია, ვაი იმის პატრონს, ვისაც ეგ მოხვდება.. biggrin.gif

Posted by: Hurricanes 8 Oct 2008, 14:30
datiko 62

მე სხვა რაღაც მაქ იდეაში biggrin.gif მერე რა რო ოთკუთხედია და არა მრგვალი biggrin.gif

Posted by: datiko 62 8 Oct 2008, 18:19
Hurricanes
QUOTE
მე სხვა რაღაც მაქ იდეაში  მერე რა რო ოთკუთხედია და არა მრგვალი 

biggrin.gif yes.gif

Posted by: maradiora2 9 Oct 2008, 16:57
OSTAP
შენთან ერტი კითხვა მაქვს და მგონი მიპასუხებ აქ თუ ვერა PM ში მაინც
თედო ზიბზიბაძე ნაკრების ერთერთი ნათელი წერტილი.
როდის და რა ამბავს მოყვა თედორეს მოკვეთა ნაკრებიდან?
რო ველაპარაკე ნაკრებზე მტკივნეულად მიიღო,არმგონია როდესმე დავბრუნდეო და დავინტერესდი რა გახდა მისი გაგდების ზუსტი მიზეზი
იმედია უარს არ მეტყვი ამ პატარა კიტხვაზე და ცჰემ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებ

Posted by: spenser 9 Oct 2008, 18:24
QUOTE
როდის და რა ამბავს მოყვა თედორეს მოკვეთა ნაკრებიდან?

მაგ ამბავზე თავის დროზე სერიოზული სკანდალი ატყდა

Posted by: leprikole 9 Oct 2008, 19:03
QUOTE
შენთან ერტი კითხვა მაქვს და მგონი მიპასუხებ აქ თუ ვერა PM ში მაინც
თედო ზიბზიბაძე ნაკრების ერთერთი ნათელი წერტილი.
როდის და რა ამბავს მოყვა თედორეს მოკვეთა ნაკრებიდან?
რო ველაპარაკე ნაკრებზე მტკივნეულად მიიღო,არმგონია როდესმე დავბრუნდეო და დავინტერესდი რა გახდა მისი გაგდების ზუსტი მიზეზი
იმედია უარს არ მეტყვი ამ პატარა კიტხვაზე და ცჰემ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებ

ეს საქართველოს ნაკრებია და თედო ზიბზიბაძე მისი ასაკის მიუხედავად ერთ-ერთი გამორჩეული და სწრაფად მზარდი მორაგბე იყო რატომ არ უნდა ვიცოდეთ მიზეზი მისი წასვლისა ნაკრებიდან ყველა იმან ვისაც ეს აინტერესებს რატომ არის ეს ტაბუირებული თემა?

Posted by: spenser 9 Oct 2008, 21:53
სერიუზული რაღაცა მოხდა ჩემი აზრითაც სწორი იყო რომ საჯაროდ არ გახმაურდა

Posted by: David_S 10 Oct 2008, 08:39
leprikole
maradiora2
ეგ ნაკრების შიდა სამზარეულოა >>> ბიჭებმა ასე გადაწყვიტეს, რომ გარეთ არ გამოეტანათ ეგ ამბავი ე.ი ასეა საჭირო sad.gif

Posted by: GIORGI_KAVTARADZE 10 Oct 2008, 21:26
ერთი ის გამაგებინეთ ჩვენ ნაკრებს თამაში როდის აქვს რიცხვი მაინტერესებს ???

Posted by: Q10 10 Oct 2008, 21:49
დღეს ბატონმა ზაალა თქვა რომ 14 ში ნოემბერს ვეთამაშებით შოტლანდიას... აუ მაგარი გამიხარდა...

Posted by: K O R A D O 10 Oct 2008, 23:20
QUOTE
დღეს ბატონმა ზაალა თქვა რომ 14 ში ნოემბერს ვეთამაშებით შოტლანდიას... აუ მაგარი გამიხარდა...

შოტლანდიაში მგონი ხო? sad.gif

Posted by: GIORGI_KAVTARADZE 11 Oct 2008, 10:36
მაგარია რა მაგრად მომენატრა თამაში ჩვენი ნაკრების

Posted by: Skulls & Bones 12 Oct 2008, 00:09
ისე შოტლანდია როდის იქნება ? გადაწყდა ?

Posted by: GIORGI_KAVTARADZE 12 Oct 2008, 09:30
14 ნოემბერიო ........................

Posted by: David_S 12 Oct 2008, 18:53
14 ნოემბერს ჩვენი და შოტლანდიის "A" ნაკრების შეხვედრა გადაწყვეტილი ამბავია

უელსის "A" ნაკრებთან თამაში გამოირიცხა

პ.ს თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც დიდი იმედია, რომ გამოვა wink.gif

Posted by: K O R A D O 13 Oct 2008, 00:03
QUOTE
უელსის "A" ნაკრებთან თამაში გამოირიცხა

პ.ს თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც დიდი იმედია, რომ გამოვა 

რა ვარიანტია? თბილისში იქნება?

Posted by: David_S 13 Oct 2008, 08:52
K O R A D O
არა ძმობილო, რასი თბილისი >>> ევროპის შუაგულში

მოკლედ ბევრი რომ აღარ "გაწვალოთ" >>> იტალია "A"-ზეა საუბარი, ოღონდ მართლა "A" და არა "B" ან "C", როგორც აქამდე იყო

Posted by: BULA 13 Oct 2008, 10:54
იტალიის ა ნაკრები წესით უნდა შევჭამოთ, ასევე შოტლანდია და მერე ეგ სირები იძულებულები იქნებიან თავიანთი მთავარი ნაკრებებიც გამოიყვანონ ჩვენთან სათამაშოდ

Posted by: David_S 13 Oct 2008, 11:11
BULA
QUOTE
იტალიის ა ნაკრები წესით უნდა შევჭამოთ, ასევე შოტლანდია

მოვუგოთ და მაგაზეც თანახმა ვარ

გაითვალისწინე, რომ ჯერ არ ვიცით რა შემადგენლობას მოვუყრით თავს sad.gif

Posted by: giorgi77 13 Oct 2008, 20:31
QUOTE
იტალიის ა ნაკრები წესით უნდა შევჭამოთ,
ოღონდ უნამუსო იტალიელი მსაჯების ფაქტორი უნდა გამოირიცხოს... რამდენჯერ უნდა მოუგოთ მაგ იტალია A-ს რომ პირველი ნაკრები გამოგვიყვანონ................

Posted by: BULA 13 Oct 2008, 22:51
QUOTE
გაითვალისწინე, რომ ჯერ არ ვიცით რა შემადგენლობას მოვუყრით თავს 

ხო მაგაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მაგრამა რც ის უნდ ადაგვავიწყდეს, რომ რუმინეთში ორჯერ მოვიგეთ იტალიის ა ნაკრებს და არცერთხელ ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავდა, შეიძლება მთლად ა ნაკრები არც იმათი იყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები მაინც ყავდათ, ჩვენ კიდე აშკარად გამოუცდელებით ვიყავით ორივეჯერ

Posted by: giorgi77 13 Oct 2008, 23:08
მაინც კარგია ორი ტესტი, ერთს ჯობია ნაღდად.

Posted by: baxabaxa 13 Oct 2008, 23:30
QUOTE
მაინც კარგია ორი ტესტი, ერთს ჯობია ნაღდად.


ხარისხი cry.gif მაგათთან ბურთაობას რა აზრი აქვს ადგილის ტკეპნაა.

Posted by: BULA 13 Oct 2008, 23:32
არა, შოტლანდიის და იტალიის ა ნაკრებებთან თამაში ადგილის ტკეპნა ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი მთელ სარაგბო სამყაროს დაანახებ რეალურად რა დონეზე ხარ, თუ მაგათ აჯობე და მეორეც, ორივე კაი გუნდია და სულ პორტუგალია, რუსეთი და რუმინეთთან თამაშს ისევ მაგათთან შეხვედრა ჯობია წინსვლის თვალსაზრისით

Posted by: K O R A D O 14 Oct 2008, 00:58
სულ არარაობას იყოს თუნდაც იტალიისა და შოტლანდიის ა ნაკრებები, თუნდაც არა თბ-ში...არა მგონია ჩვენი ნაკრებიც ა ნაკრებისგან შორს იყოს...

Posted by: QOMAGI 14 Oct 2008, 22:57
QUOTE
14 ნოემბერს ჩვენი და შოტლანდიის "A" ნაკრების შეხვედრა გადაწყვეტილი ამბავია

უელსის "A" ნაკრებთან თამაში გამოირიცხა

პ.ს თუმცა არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც დიდი იმედია, რომ გამოვა 


რა გახდა ჩვენთვის რაგბიში ტესტების გამართვა, იტალიის და შოტლანდიის A ნაკრებები სახვეწარი გვაქვს არა და წლების წინ საფრანგეთის და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებების აქეთ ჩამოყვანა მოხერხდა... იქნებ ფედარაცია ვერ მუშაობს ამ საკითხზე ისე როგორც საჭიროა? აბა სხვანაირად როგორ გავიგოთ, რომ რაც უფრო მეტად ვამტკიცებთ რომ ძლიერი გუნდი ვართ მით უფრო ჭირს ძლიერების თუნდაც A ნაკრებებთან ტესტი... მსმენია ირბ -ი რა ურჩხული ორგანიზაციაცაა, მაგრამ ადრე სხვანაირი იყო ?

ისე ჩვენი ფეხბურთელების არ გაიშვა, მაგრამ მაინც რაგინდარა დონის ნაკრებებთან გვქონია ამხანაგურები... (თურქეთ, გერმანია,ურუგვაი, პორტუგალია, უელსი, დანია, ბულგარეთი , აგერ ნოემბერში რუმინეთთან ვითამაშებთ) და რაგბის რატომ არ გვეთამაშებიან გაცილებით უკეთესი ნაკრები გვყავს...

ვიცი უეფას და ირბ-ის შედარება არ შეიძლება, მაგრამ არც ჩვენი რაგბისტთა და ფეხბურთელთა ნაკრებთა შედარებ შეიძლება და წელიწადში ერთხელ 1 ნორმალური ტესტს მიუხედავად ყველაფრისა კი უნდა ებმებოდეს თავი ჩემი აზრით....

Posted by: maradiora2 15 Oct 2008, 00:07
QUOTE
რა გახდა ჩვენთვის რაგბიში ტესტების გამართვა, იტალიის და შოტლანდიის A ნაკრებები სახვეწარი გვაქვს არა და წლების წინ საფრანგეთის და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებების აქეთ ჩამოყვანა მოხერხდა... იქნებ ფედარაცია ვერ მუშაობს ამ საკითხზე ისე როგორც საჭიროა? აბა სხვანაირად როგორ გავიგოთ, რომ რაც უფრო მეტად ვამტკიცებთ რომ ძლიერი გუნდი ვართ მით უფრო ჭირს ძლიერების თუნდაც A ნაკრებებთან ტესტი... მსმენია ირბ -ი რა ურჩხული ორგანიზაციაცაა, მაგრამ ადრე სხვანაირი იყო ?


არა,აქ უფრო ომის ფაქტორია,რო არა ეგ ამბები თბილიში ერთ ლამაზ სანახაობას მოვაწყობდით,მარა ომმა და არეულობამ ჩვენაც და "ოღრაშებსაც" აურია კვალი
და სულაც ეგ თამაშებიც რო გამოიძებნა გინდ საზღვარგარეთ მადლობის თქმად ღირს ჩვენი ჩინოსნებისთვის

Posted by: Vereli luka 15 Oct 2008, 09:45
ომი არა-ვაჟკაცი ფეხბურთელებისთვის არ იყო? თუ მარტო მორაგბეებს შეეშინდათ?

Posted by: QOMAGI 15 Oct 2008, 10:09
QUOTE
სულაც ეგ თამაშებიც რო გამოიძებნა გინდ საზღვარგარეთ მადლობის თქმად ღირს ჩვენი ჩინოსნებისთვის


მადლობა მაშინ ჩინოსნებ!


QUOTE
ომი არა-ვაჟკაცი ფეხბურთელებისთვის არ იყო? თუ მარტო მორაგბეებს შეეშინდათ?


+1
მითუმეტეს ეს თამაში ნოემბერში უნდა ყოფილიყო არადა სექტემბერ - ოქტომბერში კვიპროსი, ბულგარეთი, სუმხიმპრო, სარკოზი, კუშნერი, სოლანა, პეტრე, ივანე და რავიცი ვინ აღარ ჩამოვიდა თბილისში smile.gif "ჩმორიკი" smile.gif ირლანდიის გარდა ყველა - ისიც კიდე უფრო ჩვენი ფეხ. ფედერაციის (შეცდომის ან ვერ გარისკვის) ბრალი მგონია, მათაც კიდე თბილისში თამაშის შეეშინდა მაყურებლის ზეწოლის პონტში ვიდრე ომის wink.gif (იასნია ერჩივნათ ნეიტრალურზე).

Posted by: keen 15 Oct 2008, 10:35
QUOTE
რა გახდა ჩვენთვის რაგბიში ტესტების გამართვა,

sad.gif საპროტესტო აქცია გავმართოთ... რატომღაც მგონია, რაგბის კავშირს მეტი აქტიურობა მართებს და ტესტები არაა პრობლემა user.gif

Posted by: spenser 15 Oct 2008, 11:35
თუ ნაკრების ყველა წამყვანმა მოთამაშემ მოახერხა ჩამოსვლა მაშინ მემგონი მოგება არ გაგვიჭირდება.
ისე პატარა შეკრებაც არ აწყენდათ smile.gif

Posted by: maradiora2 15 Oct 2008, 15:10
მაშინ ასე ვთქვათ ომი და მისი შედეგები საბაბად გამოიყენეს irb ს "ოღრაშებმა"

QUOTE
თუ ნაკრების ყველა წამყვანმა მოთამაშემ მოახერხა ჩამოსვლა მაშინ მემგონი მოგება არ გაგვიჭირდება. ისე პატარა შეკრებაც არ აწყენდათ

აი მე კი მგონია რო მაგას კაი ხანი ვერ გავახერხებთ sad.gif ვგულისხმობ ფრანგული დივიზიის ჩამოყვანას სრული შემადგენლობით,თორე აქაური და რუმინული სასტავის შეკრება ნაკლებად პრობლემატურია

Posted by: spenser 15 Oct 2008, 16:29
არადა როგორ მომენატრა ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ყვირილი.
QUOTE
აი მე კი მგონია რო მაგას კაი ხანი ვერ გავახერხებთ

იმედია მათ გარეშეც მოვუგებთ alk.gif

Posted by: K O R A D O 15 Oct 2008, 23:50
შესაძლოა რაგბის კავშირი შეგნებულადაც პასიურობს ტესტ მატჩების ჩატარებაზე ფინანსების არქონის ან დაზოგვის მიზნით sad.gif

Posted by: maradiora 16 Oct 2008, 09:36
QUOTE
შესაძლოა რაგბის კავშირი შეგნებულადაც პასიურობს ტესტ მატჩების ჩატარებაზე ფინანსების არქონის ან დაზოგვის მიზნით

ეგრე რო იყოს ეგ არ დაიმალებოდა და თან არც მგონია სამაგისო ფინანსები არ გვქონდეს

Posted by: Santa_papa 16 Oct 2008, 11:19


ფინანსების არქონის მიზეზით არ უნდა დავბოლდეთ, მე მაგალითათ გამიგია რო მაგ ფინანსების პირად ჯიბეებში გადამისამართების ხერხები უყვე გამოიყენეს.

იმედია ფეხბურთის პედერაციას არ დაემსგავსებიან down1.gif

Posted by: SanJox 16 Oct 2008, 16:54
ჩვენი ნაკრების უახლოესი თამაშების განრიგი დაწერეთ რა პლზ

Posted by: David_S 16 Oct 2008, 17:11
SanJox
14 ნოემბერს შოტლანდია "A" ვესტუმრებით

იმედია რომ 21-ში იტალია "A-სთანაც მოვახერხებთ გაჯიბრებას

წლეულს ამით დავკმაყოფილდებით და მომავალი წლიდან შევუდგებით ერთა თასის შეჯიბრს, რომლის 2 წლიანი ციკლი 2011 წლის ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევიცაა იმავდროულად

1-2 ადგილებზე გასული ნაკრებები აქედანვე დაიჯავშნიან ზელანდიის საგზურს

Posted by: maradiora2 16 Oct 2008, 18:25
SanJox
QUOTE
ჩვენი ნაკრების უახლოესი თამაშების განრიგი დაწერეთ რა პლზ

2009
საქართველო #1
7/02 გერმანია #6გ
14/02 პორტუგალ #5შ
28/02 ესპანეთი #4გ
14/03 რუმინეთი #3შ

21/03 რუსეთი #2გ

+ 14 ნოემბერს ამხნაგური შოტლანდიის A ნაკრებთან

Posted by: Skulls & Bones 16 Oct 2008, 18:42
ნოემბერს ამხანაგური თბილისშია თუ ედინბურგში? spy.gif

Posted by: BULA 16 Oct 2008, 23:48
QUOTE
ფინანსების არქონის მიზეზით არ უნდა დავბოლდეთ, მე მაგალითათ გამიგია რო მაგ ფინანსების პირად ჯიბეებში გადამისამართების ხერხები უყვე გამოიყენეს

საიდან გაქვს ეგ ინფორმაცია? მე ნამდვილად არ გამიგია კავშირის ამ ხელმძღვანელებზე ჯერ ეგეთი ამბები, რომ ფულს რომელსაც იღებენ საკუთარ ჯიბეში იდებდნენ.

Posted by: giorgi77 24 Oct 2008, 15:39
ANNOUNCEMENT FROM SRU

History will be made next month when one of rugby's emerging nations, Georgia, visit Scotland on their first ever tour of the UK.

The Georgians will play the Scotland 'A' team at Firhill, home of Glasgow Warriors, on Friday 14 November (kick-off 6pm). They will also play Edinburgh the following week, the time and venue of which will be announced soon.

The A team will be coached once again by Edinburgh head coach, Andy Robinson, who led the side to two victories from two last season against Italy A in Rome and a record-breaking result against Ireland A at McDiarmid Park in Perth.

Looking forward to an exciting autumn fixture at Firhill for the A team, who reached the Churchill Cup final in Chicago in June, Robinson said: "I enjoyed the experience of coaching the Scotland A team last season. I was very impressed with the attitude of the players and their work ethic was exemplary.

I'm also pleased that the game is being staged at Firhill where I hope the Glasgow public will get behind the A team."

Robinson's coaching team will be announced next week along with ticket prices and details on how to purchase.



მოკლედ ორ თამაშს გამართავს ჩვენი ნაკრები შოტლანდიაში, პირველს შოტლანდიის A ნაკრებთან გლაზგოში (გლაზგო ვორიორსის სტადიონზე - ფირჰილ არენა) 16:00სთ-ზე ადგილობრივი დროით. ხოლო ერთი კვირის თავზე მეორე თამაშს ედინბურგთან (მეორე თამაშის გამართვის ადგილი და დრო უცნობია ჯერ)

საკმაოდ ვრცელი სტატიაა და წაიკიტხეთ, ბოლოში ბილეთებზეცაა ინფორმაცია მგონი

http://www.glasgowwarriors.org/index.php?option=com_content&task=view&id=1294&Itemid=1

http://www.scottishrugby.org/sru/international/scotland/news.cfm?news_uuid=2E028112-F2F9-031E-354975EF116FEFE2


ესეც გლაზგოს სტადიონი რომელზეც ბორჯღალოსნები ითამაშებენ

Posted by: Hurricanes 24 Oct 2008, 15:56
იმედია პირდაპირი რეპორტაჟი იქნება

QUOTE
ესეც გლაზგოს სტადიონი რომელზეც ბორჯღალოსნები ითამაშებენ


სტადიონის მაგივრად ვიღაც კაბიანი ის სურათი დაგიდია biggrin.gif biggrin.gif : D შენც მაგარი ხარ რაღა biggrin.gif

Posted by: giorgi77 24 Oct 2008, 16:17
QUOTE
იმედია პირდაპირი რეპორტაჟი იქნება
პირდაპირი არა და.... თბილისიდან ძლივს აკეთებენ პირდაპირს....

ნეტავი შოტლანდიელებმა მაინც აჩვენონ და მერე ჩანაწერს ვიშოვით...

Posted by: Donnie 24 Oct 2008, 16:31
სარეიტინგო არცერთი თამაში არ იქნება?

Posted by: maradiora2 24 Oct 2008, 17:40
QUOTE
სარეიტინგო არცერთი თამაში არ იქნება?

ეს არა და სხვაზე ლაპარაკი ნაადრევია

Posted by: QOMAGI 28 Oct 2008, 12:23
რა სიაახლეა წინასმატჩოდ? მწვრთნელი ჩამოვიდა? პლეიოფებს ხომ დაესწრება? შემადგენლობა, როგორი იქნება ნეტა? ტოპ 14 -ის და პროდ2 -ის ლეგიონრები იქნებიან ? თუ ისევ მხოლოდ საქართველო, რუმინეთი, რუსეთი ჩემპიონატების და საფრანგეთის ფედერალის მოთამაშეებით მოგვიწევს ფონს გასვლა?!

Posted by: maradiora 28 Oct 2008, 14:34
QUOTE
როგორი იქნება ნეტა? ტოპ 14 -ის და პროდ2 -ის ლეგიონრები იქნებიან ? თუ ისევ მხოლოდ საქართველო, რუმინეთი, რუსეთი ჩემპიონატების და საფრანგეთის ფედერალის მოთამაშეებით მოგვიწევს ფონს გასვლა?!


ძლიერ სასტავს ვკრებთ(რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება): გორგოძე,შველიძე,მაჩხანელი,ჩხაიძე და სხვები

Posted by: David_S 28 Oct 2008, 16:33
maradiora
QUOTE
ძლიერ სასტავს ვკრებთ

დარწმუნებული ხარ?

QUOTE
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი, თბილისს 30 ოქტომბერს, ტონგოელ ფიტნეს-მწვრთნელ ჯონი ნამუსთან ერთად ეწვევა.
როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯონი ნამუ ფიტნეს-მწვრთნელობის გარდა, სამხრეთ ნახევარსფეროში დაცვითი თამაშის ერთ-ერთ უძლიერეს სპეციალისტადაც ითვლება და ის ავსტრალიელს გუნდის დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაშიც დაეხმარება.


http://www.msofsport.com/more.aspx?id=13763

Posted by: QOMAGI 28 Oct 2008, 16:46
QUOTE
ძლიერ სასტავს ვკრებთ(რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება): გორგოძე,შველიძე,მაჩხანელი,ჩხაიძე და სხვები


ეგ სურვილია თუ რეალობა? smile.gif

Posted by: giorgi77 28 Oct 2008, 17:56
QUOTE
ძლიერ სასტავს ვკრებთ(რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება): გორგოძე,შველიძე,მაჩხანელი,ჩხაიძე და სხვები


no.gif sad.gif


საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობას ტიმ ლეინი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაასახელებს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ “ბორჯღალოსნები” უძლიერესი შემადგენლობით ისევ ვერ შეიკრიბებიან. დავით ზირაქაშვილი და ირაკლი გიორგაძე ტრავმირებულები არიან. გოდერძი შველიძეს “მონტობანი” ვერ ელევა. ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაგბის კავშირი დათმობაზე წავიდა იმ პირობით, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. კლუბი არ ათავისუფლებს აქვსენტი გიორგაძესაც. მალხაზ ურჯუკაშვილს ყბის ძვალი ჰქონდა დაზიანებული და მას მერე მოედანზე პირველად საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამოჩნდა, ამიტომ ნაკრების ხელმძღვანელობამ არ გარისკა და ურჯუკაშვილს დასვენების საშუალება მისცა. თბილისში ვარჯიშის დროს მყესები გაიწყვიტა რევაზ გიგაურმა და მას აღდგენითი პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, დავით ხინჩაგიშვილი კი “ბორჯღალოსნებს” მხოლოდ პირველ შეხვედრაში დაეხმარება.

http://www.msofsport.com/more.aspx?id=13767

Posted by: David_S 28 Oct 2008, 19:59
მაშასადამე უკვე შეიძლება კონტურების მოხაზვა თუ ვინ დაგვაკლდება:

I ხაზი: ზირაქა, შველიძე, ავქსენტი >>> რეალურად ჩვენი საუკეთესო პირველი ხაზი

უკანა ხაზი: მახო, გიგაური, პატარა გლობუსა >>> შუამარბებში პრობლემები გვექნება

Posted by: giorgi77 28 Oct 2008, 21:04
David_S აქვსენტიმ საერთოდ აღარც მახსოვს ბოლოს როდის ითამაშა ნაკრებში, მგონი მსოფლიოზე.... მაგ ექვსი კაცის გარდა თუ სხვა დანაკლისი არ გვექნა კიდევ შეიძლება მოგება, არა და საკმაოდ კარგი შემადგენლობა ეყოლებათ შოტლანდია A-ს...

ფირას ფორუმზე უკვე დაიწყეს კაკანი უაზრო დასკვენების კეთება..... მოკლედ ისევ უნდა "გავაოცოთ" თურმე ევროპა და ორივეს უნდა გადაურბინოთ რომ მომავალში უკეთესი ტესტების ღირსად ჩაგვთვალონ....

Posted by: maradiora 29 Oct 2008, 00:17
David_S
QUOTE
დარწმუნებული ხარ?

ვინც ჩამოგითვალე იმათგანვე ვიცოდი რო მოდიოდენ და გოდერძაზე უკვე ვეღარაფერს გეტყვი sad.gif

QUOTE
საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობას ტიმ ლეინი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაასახელებს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ “ბორჯღალოსნები” უძლიერესი შემადგენლობით ისევ ვერ შეიკრიბებიან. დავით ზირაქაშვილი და ირაკლი გიორგაძე ტრავმირებულები არიან. გოდერძი შველიძეს “მონტობანი” ვერ ელევა. ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაგბის კავშირი დათმობაზე წავიდა იმ პირობით, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. კლუბი არ ათავისუფლებს აქვსენტი გიორგაძესაც. მალხაზ ურჯუკაშვილს ყბის ძვალი ჰქონდა დაზიანებული და მას მერე მოედანზე პირველად საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გამოჩნდა, ამიტომ ნაკრების ხელმძღვანელობამ არ გარისკა და ურჯუკაშვილს დასვენების საშუალება მისცა. თბილისში ვარჯიშის დროს მყესები გაიწყვიტა რევაზ გიგაურმა და მას აღდგენითი პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, დავით ხინჩაგიშვილი კი “ბორჯღალოსნებს” მხოლოდ პირველ შეხვედრაში დაეხმარება.

სერიოზული დანაკლისია,მარა ამას უკვე მიჩვეული ვართ

Posted by: Hurricanes 29 Oct 2008, 11:30
ვაა რა უბედურებაა კაცო. არა უშავს მაინც გავხევთ შოტლანდიელებს. რეპორტაჟზე რამე ახალი ხო არაა?

Posted by: datoch 29 Oct 2008, 11:36
საფრანგეთის პირველობაზე შეიძლება გარისკვა და ნაკრების თამაშზე არა?

Posted by: Hurricanes 29 Oct 2008, 11:58
datoch
QUOTE
საფრანგეთის პირველობაზე შეიძლება გარისკვა და ნაკრების თამაშზე არა?


ეგეც საკითხავია biggrin.gif

Posted by: QOMAGI 29 Oct 2008, 13:40
QUOTE
ვაა რა უბედურებაა კაცო. არა უშავს მაინც გავხევთ შოტლანდიელებს. რეპორტაჟზე რამე ახალი ხო არაა?


"საგულისხმოა, რომ თუკი შოტლანდიის რომელიმე ტელეარხი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის A ნაკრების ტელერეპორტაჟს გადასცემს, მაშინ ქართველ გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვის საშუალება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საშუალებით ექნება"

http://www.msofsport.com/more.aspx?id=13767

Posted by: Hurricanes 29 Oct 2008, 13:41
QOMAGI

ვააა რა კარგიააა. იმედია შოტლანდიის რომელიმე არხი გადასცემს war.gif

Posted by: maradiora 29 Oct 2008, 14:20
QUOTE
ვააა რა კარგიააა. იმედია შოტლანდიის რომელიმე არხი გადასცემს


A ნაკრების თამაშს?იმედია,მარა საეჭვოა
პახოდუ მაგ დღეებში შოტლანდიის მთავარ ნაკრებს სამი სპარინგი აქ შინ და სამივეს რეპორტაჟი გარანტირებულია
მითუფრო იმავე დღეებში ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკასთან ჯახს მთელი კუნძული სულმოუთქმელად ელის
ამადაც მგონია ჩვენი თამაშის მიმართ ყურადღება განელებული იყოს

Posted by: K O R A D O 3 Nov 2008, 19:19
კანადა წამოგვეწია, უკვე მათ სუნთვას ვგრძნობთ:
IRB World Rankings - 03 November 2008 Position (last week) Member Union Rating Point
1(1) NEW ZEALAND 92.41
2(2) SOUTH AFRICA 87.75
3(3) AUSTRALIA 85.32
4(4) ARGENTINA 83.36
5(5) ENGLAND 83.16
6(6) WALES 80.12
7(7) FRANCE 78.99
8(8) IRELAND 77.18
9(9) SCOTLAND 76.92
10(10) ITALY 75.57
11(11) FIJI 75.24
12(12) SAMOA 72.57
13(13) TONGA 70.05
14(14) GEORGIA 69.43
15(15) CANADA 69.12
16(16) JAPAN 67.35
17(17) ROMANIA 67.20
18(18) RUSSIA 63.94
19(19) URUGUAY 63.69
20(20) USA 63.11
21(21) SPAIN 61.55
22(22) KOREA 59.02
23(23) PORTUGAL 58.57
24(24) CHILE 57.07
25(25) GERMANY 57.05
26(26) NAMIBIA

Posted by: giorgi77 4 Nov 2008, 16:44
ყველა თამაში უნდა მოვიგოთ


................................................................ -მალე ეროვნულ ნაკრებს შოტლანდიაში უწევს თამაში. ბორჯღალოსნები ვერც ამ შეხვედრისთვის იკრიბებიან ოპტიმალური შემადგენლობით. ეს სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის ჩვენ გუნდს?

-შოტლანდიაში სერიოზული თამაში გველის. ამ ქვეყნის რაგბი წინ მიდის, ვითარდება. კლუბები საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ ევროპის საკლუბო ტურნირებში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, მაინც იმედიანად ვართ. შოტლანდიაში ორი ისეთი მოთამაშე იქნება ნაკრებში, რომალსაც ჩემი ხალმძღვანელობით ჯერ არ უთამაშიათ: ირაკლი მაჩხანელი და დავით ხინჩაგიშვილი. მათ მალე ავუხსნით ნაკრების თამაშის ახალ ნიუანსებს და იმედია შოტლანდიელებს დავამარცხებთ.

-მომავალი წლიდან მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი იწყება. რუსეთის ნაკრებთან, IRB-ის გადაწყვეტილებით ნეიტრალურ მოედანზე მოგვიწევს თამაში. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება და როგორ მომზადებული შეხვდება შესარჩევ ტურნირს საქართველოს ნაკრები?


-შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება მართებულია. რაც შეხება შესარჩევი ტურნირის თამაშებს, კარგია, რომ მატჩების თარიღი IRB-ის მიერ დადგენილ ღია ფანჯარას დაემთხვა. ეს საშუალებას მოგვცემს ნებისმიერი მორაგბე შეუფერხებლად გამოვიძახოთ ეროვნულ გუნდში. იმედი მაქვს, რომ ერთი და იგივე შემადგენლობით თუნდაც სამ მატჩში ვითამაშებთ. შედეგი კი, ისეთივე უნდა ვაჩვენოთ როგორიც წელს. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ.

სრულად ინტერვიუ კლუბ "ლელოს" საიტზე >>>>> http://www.lelorugby.ge/index.php?option=com_content&task=view&id=217&Itemid=1


user posted image

Posted by: Hurricanes 5 Nov 2008, 13:02
აუ რა კაი მაიკა აცვია ამ ჩემისას. მინდა jump.gif

Posted by: maradiora 5 Nov 2008, 13:20
QUOTE
აუ რა კაი მაიკა აცვია ამ ჩემისას. მინდა


კეპის ლოგოზე რა აქ მიკერებული ? spy.gif

Posted by: Hurricanes 5 Nov 2008, 13:26
maradiora

გიტარის მედიატორი user.gif

Posted by: maradiora 5 Nov 2008, 13:48
QUOTE
გიტარის მედიატორი


ეხ,კარქი გაჩერდი რა givi.gif

Posted by: Hurricanes 5 Nov 2008, 14:00
http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: Hurricanes 6 Nov 2008, 14:54
ეს თემა აპინული რატომ არაა ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: giorgi77 8 Nov 2008, 23:48
QUOTE
ეს თემა აპინული რატომ არაა ხომ არ იცით ვინმემ?

rolleyes.gif


ახალი ტონგელი მწვრთნელი John Ngauamo. გუგლით ვეძებე და ეს სურათი ვიპოვე.

Posted by: David_S 9 Nov 2008, 00:33
giorgi77
დაიწყო უკვე მაგან ჩვენი ბიჭების წურთვნა >>> ზოგიერთებს ფულკიე გაახსენდათ wink.gif

Posted by: giorgi77 9 Nov 2008, 00:41
QUOTE
დაიწყო უკვე მაგან ჩვენი ბიჭების წურთვნა >>> ზოგიერთებს ფულკიე გაახსენდათ


up.gif


Posted by: QOMAGI 9 Nov 2008, 01:21
ხალხნო რამოდენიმე კითხვა მაქვს, ორიაკში (საფრანგეთში, პროდ2) რომ ჟღენტია რამდენი წლისააა და I ხაზში რა ნომერზე დგას? ასევე მაინტერესებს ქუბრიაშვილი და ფეიქრიშვილი რამდენი წლისანი არიან? მაგრაქველიძე და ხინჩიგაშვილი? ამ უკანასკნელს აქამდე რატომ არ იწვევდნენ ხოლმე ნაკრებში? (ანუ თვითონ თქვა უარი თუ კონკურეციის ამბავი იყო?)


Posted by: K O R A D O 9 Nov 2008, 01:46
David_S
QUOTE
დაიწყო უკვე მაგან ჩვენი ბიჭების წურთვნა >>> ზოგიერთებს ფულკიე გაახსენდათ 

ანუ ფულკიეს დროს დატვირტვა უფრო ცოტა ჰქონდათ თუ სხვა რამის გამო გაახსენდათ?

Posted by: David_S 9 Nov 2008, 10:38
QOMAGI
გიორგი ჟღენტი >>> დაბადებულია 1984-ში >>> 3 ნომერი

ქუბრიაშვილი >>> 1986

ფეიქრიშვილი >>> 1987

მაგრაქველიძე >>> 1977

ხინჩიგაშვილი >>> 1982 >>> 18 ტესტი აქვს ნათამაშები

აქ ნახე ყველა თამაში და ბორჯღალოსანი >>> http://www.geocities.com/krivi_olimpshi/Zanzalaki/KA_Borjhalosnebi.htm
* * *
K O R A D O
QUOTE
ანუ ფულკიეს დროს დატვირტვა უფრო ცოტა ჰქონდათ თუ სხვა რამის გამო გაახსენდათ?

იმავე კალიბრისაა, საქმეც იცის wink.gif

Posted by: K O R A D O 9 Nov 2008, 12:45
QUOTE
იმავე კალიბრისაა, საქმეც იცის 

ძალიან კარგიიი...

Posted by: Unknown 9 Nov 2008, 16:40
შოტლანდისთან თამაშ აჩვენებს საზმაუ, მაგარია, თემურმა და ზაალმა თქვეს ცოტა ხნის წინ ფინალის მატჩის ტრანსლაციის დროს.
14 ში, 22 საათზე

Posted by: giorgi77 9 Nov 2008, 17:02
კიდევ ახალი ამბები, შოტლანდიაში დაგვაკლდებიან კიდევ ნემსაძე, და დათუნაშვილი. სამაგიეროდ ნაკრებს უბრუნდება ნაკრების კაპიტანი, ილია ზედგენიძე


Posted by: baxabaxa 9 Nov 2008, 18:19
QUOTE
შოტლანდისთან თამაშ აჩვენებს საზმაუ, მაგარია, თემურმა და ზაალმა თქვეს ცოტა ხნის წინ ფინალის მატჩის ტრანსლაციის დროს. 14 ში, 22 საათზე


მაგარიააააააააააააააააააააააააა
bis.gif bis.gif alk.gif boli.gif chups.gif jump.gif love.gif sa.gif

Posted by: QOMAGI 9 Nov 2008, 18:42
QUOTE
David_S


მადლობა

QUOTE
ხინჩიგაშვილი >>> 1982 >>> 18 ტესტი აქვს ნათამაშები


ბოლო დროს რატომ არ იძახებდნენ თქო ... (შარშან ტოპ 14-ში იყო, წელს პორდ2-შია, როცა ფედერალებიდან და რუმინეთიდან იწვევდნენ ბურჯებს, ჩვენი სამი საუკეთესო პირველხაზელის არყოფნაში, ასაკიც კარგი ჰქონია... ეტყობა არც მაგას უშვებდნენ გუნდიდან ბოლო პერიოდში ... )

Posted by: giorgi77 13 Nov 2008, 11:59
user posted image


კაპიტანი ნაკრებს დაუბრუნდა!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღვაწლმოსილი კაპიტანი ილია ზედგინიძე, "ბორჯღალოსნებს" გლაზგოში, შოტლანდიის A ნაკრებთან 14 ნოემბერს გასამართ ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდება.
ის გუნდს ბრიტანეთში შეუერთდა და ძნელი დასაჯერებელია, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, მას თამაში დაუშალოს. არადა, 2007 წლის საფრანგეთის მსოფლიოს თასზე მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ, მის მოედანზე ხელახალ დაბრუნებას, ნამდვილად არავინ ელოდა.
მაგრამ, ილოს რაგბის სიყვარულმა ყველანაირი გაჭირვება დააძლევინა. მან მიმდინარე სეზონში ვარჯიში ფრანგულ კლუბ "ექს-ან-პროვანსში" განაახლა და მიხვდა რა, რომ ფორმა აღიდგინა, ნაკრებს ბრიტანეთშივე ჩააკითხა.

ვრცლად აქა >>>>>>>>>>>>>>> http://www.msofsport.com/more.aspx?id=14413

Posted by: mike d 13 Nov 2008, 12:32
giorgi77
მაგარი ფოტოა, up.gif იმედია ფორმაშია ილო, აუ უნდა მოვუგოთ რაა smile.gif

Posted by: giorgi77 15 Nov 2008, 13:42
user posted image

ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებთან დამარცხდნენ საქართველოს მორაგბეთა გუნდი შოტლანდიის ა ნაკრებთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. ბორჯღალოსნებს გლაზგოში გამართულ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის 10–ზე მეტი მორაგბე აკლდათ. ორ მოთამაშეს კი სანაკრებო დებიუტი ჰქონდა. სტაბილური პირველი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი პრობლემა დაცვის ხაზში შეექმნა. ერთადერთი შედეგიანი საჯარიმო დარტყმა კი შოტლანდიის წინააღმდეგ ოთარ ბარკალაიამ შეასრულა. გუშინელ მატჩში ბრიტანელებმა 11 ლელოს გატანა მოახერხეს და საბოლოოდ 69–3 გაიმარჯვეს. შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთწლიანი შესვენების შემდეგ ილია ზედგინიძემ ითამაშა. ტიმ ლეინის გუნდი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 18 ნოემბერს გამართავს. ბორჯღალოსანთა მეტოქე ედინბურგის სარაგბო კლუბთა ნაკრები იქნება.

http://www.gpb.ge/moambe_news.php?lang=geo&tm_id=0&news_id=19640

Posted by: iberieli_3 16 Nov 2008, 17:29
მაგრა გამიხარდა ილოს დაბრუნება!!!! ვაჟკაცი კაცია და უეჭველად დაიბრუნებს თავის სათამაშო ფორმას!

Posted by: David_S 16 Nov 2008, 18:19
iberieli_3
ჯერ ფორმა უნდა აღიდგინო და ნაკრებში მერე დაბრუნდე!!!

Posted by: alexander g 16 Nov 2008, 18:50
მართალია ღვაწლმოსილი კაცია მაგრამ ჩააფლავა ტამაში და ნაკრების ხელმძღვანელობას თუ არ ესმის მაგდენი თვითონ უნდა ესმოდეს
ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ და არა სახელები

როცა ფორტმას აღიდგენს კი ბატონო

Posted by: maradiora 16 Nov 2008, 19:27
ტესტი იმისაა ნაკრების კანდიდატები გამოცადო და არა საუკეთესოებს დაუთმო ასპარეზი
ელემენტარულია,მარა კი დაგავიწყდათ

Posted by: David_S 16 Nov 2008, 20:18
maradiora
QUOTE
ტესტი იმისაა ნაკრების კანდიდატები გამოცადო და არა საუკეთესოებს დაუთმო ასპარეზი ელემენტარულია,მარა კი დაგავიწყდათ

ელემენტარულად გავიწყდება, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტესტს ჩვენთვის!!!

ცოტა გლობალურად რომ შევხედოთ საკითხს, არ გაინტერესებთ როგორ არის საქართველოში ნაკრებისათვის კანდიდატების მოძიების და მათი ეროვნულში ინტეგრაციის საკითხი ორგანიზებული?
1. არსებობს თუ არა ჩამოყალიბებული მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს ნაკრების თითოეულმა წევრმა ან/და წევრობის კანდიდატმა სათამაშო ამპლუის მიხედვით?
2. უტარდებათ თუ არა ნაკრების წევრებს შესაბამისი ტესტები თუნდაც მათი ფიზიკური მზადყოფნის შესამოწმებლად?
3. როგორ ხდება ჩვენთან კანდიდატების იდენტიფიცირება? არსებობს თუ არა სელქტორების ინსტიტუტი საქართველოში, რომლებიც ადგილობრივი ჩემპიონატის გარდა უცხოეთში მოთამაშე ჩვენებურების თამაშებსაც გაარჩევენ და მუდმივი კონტაქტი ექნებათ მათი კლუბის მწვრთნელებთან?
a. რატომ არ ტარდება საქართველოში მოთამაშე კანდიდატებისაგან შემდგარი კვაზი გუნდების შეხვედრა ზელანდიური “possible” vs “probables” ანალოგიურად?
b. ამ ხერხით შერჩეული “გუნდი” შეიძლება ეთამაშოს სპარინგს ადგილობრივ კლუბებს და მოსინჯოს თავისი შესაძლებლობა >>> გარდა სათამაშო გამოცდილებისა კანდიდატები დახვეწენ ეროვნული ნაკრების სათამაშო სქემებს და სისტემას
4. არის თუ არა ჩამოყალიბებული ნაკრების კანდიდატის ეროვნულ გუნდში ინტეგრაციის სტრატეგია?
a. რამდენად გამართლებულია, რომ მოთამაშე, რომელსაც არც ერთი წუთი არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში და არასოდეს არ ყოფილა გამოძახებული ნაკრების შეკრებაზე, ხვდება სასტარტო შემადგენლობაში და მონაწილეობას ღებულობს ტესტ მატჩში?
b. ხომ არ ჯობია, რომ
i. ნაკრების თითოეული ტესტის წინ შეკრება გაიაროს გაფართოებულმა შემადგენლობამ, რომელშიც უშუალოდ ნაკრების წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ შერჩეული კანდიდატებიც >>> ეს საშუალებას მისცემს კანდიდატს არა მარტო შეეგუოს ნაკრების გარემოს, არამედ გაუთვალისწინებელი ტრამვის შემთხვევაში ნაკრებს ეყოლება სათადარიგო მოთამაშე
ii. კანდიდატების სათამაშო დრო თავიდან განისაზღვროს ბოლო 15–20 წუთით და მხოლოდ გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ მიეცეთ სასტარტოში ადგილი >>> არა მგონია, რომ უცებ აკიაფდეს ისეთი კაშკაშა ვარსკვლავი, რომ მისი “მოცდენა” ფუფუნებად ჩაითვალოს

საერთოდ ვინმე ფიქრობს ასეთ საკითხებზე?

Posted by: CENTURIONI 16 Nov 2008, 20:37
+1

რაც ჩამოთვალე მაგეზე რომ არავინ ფიქრობს იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად.ამჟამად ლეონსიოს ვინც მოწონს ისინი თამაშონბენ ნაკრებში და არა ისინი ვინც შესაძლოა უკეთესები იყვნენ და იმსახურებდნენ ნაკრებში თამაშს

Posted by: QOMAGI 16 Nov 2008, 21:17
QUOTE
David_S


+100000 ნაკრების მწვრთნელობის N1 კანდოდატი ხარ ჩემს თვალში!!! smile.gif

Posted by: giorgi77 16 Nov 2008, 22:08
David_S მაგის ნახევარს მაინც რომ ფიქრობდეს ან ხვდებოდეს კავშირი, რაღა გვიჭირს მაშინ.

შენ რაც ჩამოწერე მაგასაც დაფინანსება უნდა??? რა უშლით ხელს???

თუნდაც ეს
QUOTE
რატომ არ ტარდება საქართველოში მოთამაშე კანდიდატებისაგან შემდგარი კვაზი გუნდების შეხვედრა ზელანდიური “possible” vs “probables” ანალოგიურად? b. ამ ხერხით შერჩეული “გუნდი” შეიძლება ეთამაშოს სპარინგს ადგილობრივ კლუბებს და მოსინჯოს თავისი შესაძლებლობა >>> გარდა სათამაშო გამოცდილებისა კანდიდატები დახვეწენ ეროვნული ნაკრების სათამაშო სქემებს და სისტემას


Posted by: maradiora 16 Nov 2008, 23:56
David_S
რაც ჩამოთვალე კარგია,ბევრი რაგბის ქომაგი დაგეთანხმება,მარა ჩემ წინა პოსტს არაფრით ეწინააღმდეგება
QUOTE
ელემენტარულად გავიწყდება, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტესტს ჩვენთვის!!!

ყველა თამაში მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულია,მაგრამ ეს ტესტი მხოლოდ საერთათასო მომ ზადებად განიხილებოდა და სამართლიანადაც,დანარჩენი თუ რატო წავაგეთ ამ შედეგით,მიზეზებზე და სხვა ყველაფერზე უკვე ბევრიო ითქვა და ბევრსაც მომავალი გვიჩვენებს
ილოზე კი იმის თქმა რომ ტესტმატჩში ძირითადს არ იმსახურებდა არ გეთანხმები,ჯობდა დღეს გამოგვეცადა ბევრი არაფრისმომცემ თუ დამკარგავ თამაშში ვიდრე ერთა თასზე,ბევრად მეტი მნიშვნელობისაში,საერთო წარმოდგენა შეიქმნა ტრენერმა ილოზე და მის შესაძლებლობებზე,მიიწვევს თუ არა ერთა თასის თამაშებში სწორედ ამ ორ თამაშში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული
ილო კი ნახევრადფორმააღდგენილიც იმსახურებს ნაკრებში თამაშის შანსს

Posted by: K O R A D O 17 Nov 2008, 00:20
David_S
ძალიან საყურადღებო ნიუანსები ახსენე და მადლობა ამისათვის. როგორც ჩანს მათი უმრავლესობის გათვალისწინება სამწუხაროდ არ ხდებოდა ფედერაციის მხრიდან...იმედია ახლა მაინც დაფიქრდებიან, სულ მცირე სხვის გონივრულ რჩევას (კარგი იქნება თუკი ვინმე მიაწვდის ფედერაციას აქ ჩამოთვლილ პუნქტებს) გაითვალისწინებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც აუცილებლად მოუწევთ პოსტების დატოვება...აღარაა საკმარისი მხოლოდ რუსეთზე, პორტუგალიაზე და თუნდაც რუმინეთზე გამარჯვება, დროა უკვე თანამედროვე რაგბი ვისწავლოთ, დროა საქმე პროფესიონალურად ვაკეთოთ !

Posted by: maradiora 17 Nov 2008, 18:30
ქართველები დაქვეითებას გადაურჩნენ, არგენტინამ ოთხეულში შეაღწია

მიუხედავად შოტლანდიის A ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხისა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ახალ რეიტინგში 69.43 ქულა და მე-14 ადგილი შეინარჩუნა.
აღნიშნული შეხვედრა ტესტ-მატჩად არ განიხილებოდა, ამდენად, “ბორჯღალოსნებს” ცვლილებები არ შეხებიათ.
მე-4 პოზიციამდე აღზევდა არგენტინის გუნდი, რომელმაც ტურინში იტალიელებს 22:14 მოუგო და ავსტრალიასთან დამარცხებული (14:28) ინგლისის ნაკრები ჩამოაქვეითა.
აღსანიშნავია, რომ 1 დეკემბერს გასამართ 2011 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფების კენჭისყრისას, რეიტინგის 4 მოწინავე გუნდი პირველ ადგილებზე განითესება, ამდენად, არგენტინელთათვის წინსვლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
იტალიელთა წარუმატებლობის ხარჯზე ათეულში უბრძოლველად შეაღწია ფიჯის ნაკრებმა, “ერთა თასზე” ესპანეთთან მარცხის გამოისობით კი, გერმანიამ 25-ე პოზიცია “ბორჯღალოსნებისთვის” კარგად ნაცნობ ნამიბიას დაუთმო.

IRB-ს რეიტინგი 17 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია - 92.41
2 (2). სამხრეთ აფრიკა - 88.45
3 (3). ავსტრალია - 86.70
4 (5). არგენტინა - 82.82
5 (4). ინგლისი - 82.11
6 (6). საფრანგეთი - 80.13
7 (7). უელსი - 79.58
8 (8). ირლანდია - 77.18
9 (9). შოტლანდია - 76.76
10 (11). ფიჯი - 75.24
11 (10). იტალია - 74.64
12 (12). სამოა - 72.57
13 (13). ტონგა - 70.05
14 (14). საქართველო - 69.43
15 (15). კანადა - 69.12
16 (16). იაპონია - 67.74
17 (17). რუმინეთი - 67.20
18 (18). რუსეთი - 64.63
19 (19). აშშ – 63.86
20 (20). ურუგვაი - 62.55
21 (21). ესპანეთი - 61.18
22 (22). ს.კორეა - 59.02
23 (23). პორტუგალია - 58.57
24 (24). ჩილე - 57.07
25 (26). ნამიბია - 56.82
26 (25). გერმანია - 56.73
27 (27). ბელგია - 55.12
28 (28). ბრაზილია - 55.00
29 (29). ტუნისი - 53.37
30 (30). ჰონგ კონგი - 53.16
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14615

Posted by: Datiko1964-3 17 Nov 2008, 23:22
სალამი ყველას!

David S გეთანხმები ყველაფერში,მე და შენ ხშირად გვილაპარაკია ნაკრებზე და ვიცი შენი აზრები.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების მენეჯმენტს ერთ რამეს ვითყვი მხოლოდ,ისინი უბრალოთ მხოლოთ პატრიოტიზმით არიან განმსჭვალულნი მაგრამ კვალიფოკაცია მგონი ნამდვილად აკლიათ და ამ ბოლო ხანებში ცოტა წნევაც აუვარდათ.
მოკლედ კარგი იქნება თუ დავითის კონცეპტუალურ აზრებს თუ გაიზიარებს ჩვენი რაგბის მამები და რაც ადრე მით უკეთესი ყველასტვის.
წინ საქართველო!!!!!!!!!!

Posted by: David_S 18 Nov 2008, 08:56
maradiora
QUOTE
ეს ტესტი მხოლოდ საერთათასო მომ ზადებად განიხილებოდა და სამართლიანადაც

რე ვიცი, რე ვიცი, ამა საფიხვნოს თამაშისწინა პერიოდის პოსტებს რომ გადავხედოთ, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ახლა მაინც დავუმტკიცოთ, რომ ღირსი ვართ მაგათ პირველ ნაკრებებთან გაჯიბრებისო

შეიძლება გულშემატკივარი ფიქრობდა ასე და მწვრთნელებს სხვა აზრი ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი

QUOTE
არაფრისმომცემ თუ დამკარგავ თამაშში

ამ თამაშში ჩვენმა ნაკრებმა ამდენი წლის შრომით და ოფლით მოპოვებული "ბოლომდე მებრძოლი და გაუტეხელი" გუნდის სახელი >>> ამაზე დიდი რაღა უნდა დაეკარგათ?

ღმერთმა დაგვიფაროს და რამდენიმე ასეთი "თამაში" და მაყურებლის სიყვარულსაც დაკარგავს >>> გულშემატკივარს ხომ სწორედ ეგ ჯიგარი და რუსთა ძლევა აინტერესებს მხოლოდ sad.gif

QUOTE
ილო კი ნახევრადფორმააღდგენილიც იმსახურებს ნაკრებში თამაშის შანსს

არ დაფიქრებულხარ, რომ მაგის უფლებას საკუთარ თავს ზელანდიაც კი არ აძლევს, როცა ვთქვათ საქმე ეხება იგივე მაკქოუს ან კარტერის სასტარტოში დაყენებას? მათი "ნახევარი ფორმა" კი ბარეორისას გადაწონის თავისუფლად sad.gif

K O R A D O
QUOTE
აღარაა საკმარისი მხოლოდ რუსეთზე, პორტუგალიაზე და თუნდაც რუმინეთზე გამარჯვება, დროა უკვე თანამედროვე რაგბი ვისწავლოთ

+1

QUOTE
დროა საქმე პროფესიონალურად ვაკეთოთ

ეგ მიკლავს გულს ყველაზე მეტად >>> ჩემნაირი მწვანე მოყვარული რომ მიხვდება კავშირის აშკარა ლაფსუსებს >>> მართლა პროფესიონალი ხომ დასაბმელი გაგვიხდება sad.gif

Posted by: Santa_papa 18 Nov 2008, 17:53
ისე შემოდის აქ ხო ერთი კავშირის მუშაკი?, რა უჭირს რომ ეს კითხვები დაუსვას მაგალითათ სანაკრებო კომიტეტის თავჯდომარეს?
ან იგივე TV ში ტრანსლაციების ამბავზე მიაწვდინოს ჩვენი ხმა საზმაუს.
მაგრამ მე მგონი showsportis პროგრამის გამოქვეყნების გარდა ნაკლებათ აინტერესებს რამე.

Posted by: bagrationimaria 18 Nov 2008, 19:25
QUOTE
ისე შემოდის აქ ხო ერთი კავშირის მუშაკი?, რა უჭირს რომ ეს კითხვები დაუსვას მაგალითათ სანაკრებო კომიტეტის თავჯდომარეს? ან იგივე TV ში ტრანსლაციების ამბავზე მიაწვდინოს ჩვენი ხმა საზმაუს. მაგრამ მე მგონი showsportis პროგრამის გამოქვეყნების გარდა ნაკლებათ აინტერესებს რამე



სამწუხაროდ გეთანხმებით
და მგონი ეს კომენტატორები,უფრო ზაალი ცოტა წაიშოვინისტებს

Posted by: giorgi77 26 Nov 2008, 14:53
ირბის საიტის მიხედვით პირველი იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი Regulation 9, რომელიც შეეხება ლეგიონრების კლუბებიდან ნაკრებში სათამაშოდ გათავისუფლებას.

კავშირმა თუ არ იცის იქნებ შეატყობინოს ვინმემ, აწი კლუბებს არ აქვთ უფლება არ გამოუშვან მოთამაშე მსოფლიოს შესარჩევი თამაშისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, შვიდკაცას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.... დანარჩენი ქვემოთ.

user posted image
user posted image

http://www.irb.com/newsmedia/mediazone/pressrelease/newsid=2027792.html#irb+adopts+player+availability+regulation

Posted by: maradiora 26 Nov 2008, 16:52
QUOTE
ირბის საიტის მიხედვით პირველი იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი Regulation 9, რომელიც შეეხება ლეგიონრების კლუბებიდან ნაკრებში სათამაშოდ გათავისუფლებას.

კავშირმა თუ არ იცის იქნებ შეატყობინოს ვინმემ, აწი კლუბებს არ აქვთ უფლება არ გამოუშვან მოთამაშე მსოფლიოს შესარჩევი თამაშისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, შვიდკაცას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.... დანარჩენი ქვემოთ.

ძალიან გაუჭირდებათ ამ პროგრამის ამუშავება,სრულყოფილად გამხორციელება
კლუბმა შეიძლება ვერ აიძულოს სპორტსმენს დარჩენა,მაგრამ შეიძლლება გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს და იგივე მორაგბემ თავისი სურვილით არჩიოს გუნდში დარჩენა,აი ეს არის ქართველი მორაგბეების სენი და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ამის განკურნება ჩვენ არ ძალგვიძს და არც IRB იჩენს სამაგისო ინიციატივას

Posted by: QOMAGI 26 Nov 2008, 23:06
QUOTE (maradiora @ 26 Nov 2008, 16:52 )
QUOTE
ირბის საიტის მიხედვით პირველი იანვრიდან ამოქმედდება ახალი კანონი Regulation 9, რომელიც შეეხება ლეგიონრების კლუბებიდან ნაკრებში სათამაშოდ გათავისუფლებას.

კავშირმა თუ არ იცის იქნებ შეატყობინოს ვინმემ, აწი კლუბებს არ აქვთ უფლება არ გამოუშვან მოთამაშე მსოფლიოს შესარჩევი თამაშისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, შვიდკაცას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.... დანარჩენი ქვემოთ.

ძალიან გაუჭირდებათ ამ პროგრამის ამუშავება,სრულყოფილად გამხორციელება
კლუბმა შეიძლება ვერ აიძულოს სპორტსმენს დარჩენა,მაგრამ შეიძლლება გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს და იგივე მორაგბემ თავისი სურვილით არჩიოს გუნდში დარჩენა,აი ეს არის ქართველი მორაგბეების სენი და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ამის განკურნება ჩვენ არ ძალგვიძს და არც IRB იჩენს სამაგისო ინიციატივას

ხო, მაგრამ სამაგიეროდ გარკვეული იქნება და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა... ვინ არ ჩამოვიდა და ვინ ვერ ჩამოვიდა ... და ესეც კარგია

Posted by: K O R A D O 26 Nov 2008, 23:12
ბოლობოლო რაგბის მამებიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა საკლუბო ტაიმ-აუტების აღება მაშინ როცა ნაკრებები თამაშობენ, ეროვნული ჩემპიონატებიც შესაბამისად აეწყობა...მსგავსად ფეხბურთისა.

Posted by: maradiora 27 Nov 2008, 00:09
IRB-მ კლუბებსა და ნაკრებებს შორის ურთიერთობა დაარეგულირა

http://www.msofsport.com/more.aspx?id=14972

3 დღიანი შეკრებების იდეაც მოწონებას იმსახურებს

Posted by: QOMAGI 27 Nov 2008, 13:29
QUOTE
IRB-მ კლუბებსა და ნაკრებებს შორის ურთიერთობა დაარეგულირა
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14972

ე.ი. 5 დღით ადრე უნდა გაათავისუფლონო, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად თებერვალში ვინაიდან ორი თამაში ზედიზედ შაბათებზე გვაქვს (7 და 14) ფაქტიურად 2-დან 14-მდე უძლიერესი შემადგენლობით გუნდი უნდა იყოს მწვრთნელის განკარგულებაში, რაც თითქმის 2 კვირაა, ეს ჩემი აზრით რაღაც დონეზე საკმარისია იმისთვის, რომ მწვრთნელთა ხელი დაეტყოს გუნდს, კომბინაციები, აუტები... ასე რომ რისი მაქნისია მწვრთნელი ნაწილობრივ გამოჩნდება პორტუგალიასთან საშინაო მატჩში 14-ში... ანალოგიური "ხანგრძლივი" შეკრება გამოგვდის მარტშიც (14, 21 - რუმინეთი რუსეთი)...

ე.ი. რა გამოდის 2009-ში ერთა თასის ყველა მატჩის და კიდევ 6 ტესტის (თუ მოგვცეს) გამართვის უფლება გვაქვს უძლიერესი შემადგენლობით - მშვენიერია smile.gif... დანარჩენი ფედერაციაზე (ტესტების გაჩარხვა) და მოთამაშეებზეა (ნაკრებში ჩამოსვლა)... III ფაქტორი - "კლუბები" აღარ არსებობს wink.gif

Posted by: keen 27 Nov 2008, 13:30
QUOTE
დანარჩენი ფედერაციაზე (ტესტების გაჩარხვა) და მოთამაშეებზეა (ნაკრებში ჩამოსვლა)... III ფაქტორი - "კლუბები" აღარ არსებობს

yes.gif

Posted by: David_S 27 Nov 2008, 16:18
QUOTE
III ფაქტორი - "კლუბები" აღარ არსებობს

ჯერ ძალიან ადრეა მაგ ფაქტორის უგულვებელყოფა >>> მერე თავში საცემად არ გაგვიხდეს საქმე

დაველოდოთ თებერვალ-მარტს

Posted by: kaxelo-1987 27 Nov 2008, 16:35
QUOTE
ე.ი. რა გამოდის 2009-ში ერთა თასის ყველა მატჩის და კიდევ 6 ტესტის (თუ მოგვცეს) გამართვის უფლება გვაქვს უძლიერესი შემადგენლობით - მშვენიერია

ტესტები აუცილებნლად უნდა გაიჩარხოს.თორე მარტო ერთა თასით შორს ვერ გავფრინდებიტ

Posted by: K O R A D O 27 Nov 2008, 16:43
QUOTE
ტესტები აუცილებნლად უნდა გაიჩარხოს.თორე მარტო ერთა თასით შორს ვერ გავფრინდებიტ

tongue.gif:
* * *
QUOTE
ტესტები აუცილებნლად უნდა გაიჩარხოს.თორე მარტო ერთა თასით შორს ვერ გავფრინდებიტ

up.gif
უეჭველი

Posted by: David_S 27 Nov 2008, 16:51
აი რა გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს თამაშს სქოთებთან >>> Georgia were massively disappointing in Scotland - so much so that they've knocked back any argument for challenging the right to be anywhere near the six nations at least until after RWC 2011. They blew it!


Posted by: keen 27 Nov 2008, 17:00
QUOTE
Georgia were massively disappointing in Scotland - so much so that they've knocked back any argument for challenging the right to be anywhere near the six nations at least until after RWC 2011. They blew it!


როგორი სერიოზულობითაც მივუდექით შოტლანდიაში ტესტებს, სწორედ ისეთი შედეგი მივიღეთ sad.gif

Posted by: K O R A D O 27 Nov 2008, 19:15
David_S
რაც მართალია მართალია, ახია ჩვენზე....სად დაიწერა ეგ?
ახლა მოგვიწევს კიდევ ბევრი ოფლის ღვრა, რომ თუნდაც ის დაკარგული პოზიცია დავიბრუნოთ...

Posted by: giorgi77 27 Nov 2008, 19:38
QUOTE
Georgia were massively disappointing in Scotland - so much so that they've knocked back any argument for challenging the right to be anywhere near the six nations at least until after RWC 2011


2011-მდე კი არა იმის იქითაც არავინ შეგვიშვებს 6 ერში, სულ რომ მოგვეგო შოტლანდიასთან... მაგრამ შეიძლება სულ სხვანაირად წავიდეს ყველაფერი, თუ მაგალითად ჩერჩილზე მიგვიწვიეს და იქ იმარჯვა ნაკრებმა, ან მომავალი წლის ტესტებში. კი ძალიან შევრცხვით ევროპაში მაგრამ ევროპელებიც ამუქებენ ვითომ შოტლანდია A-სთვის რომ მოგვეგო 6 ერზე შეგვიშვებდნენ 2011-წლამდე??? მაგ თამაშზე რომ ყოფილიყო ეგ საკითხი დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ ყველა ლეგიონერი ჩამოვიდოდა და ბურთსაც დაახევდნენ თავზე სქოთებს. :-)


ირბის ნაბიჯები რომ არა კანონზომიერია ისიც მეტყველებს რომ რეგრესის მქონე რუმინეთი ბობოლებში გადაიყვანა (რითი დაიმსახურეს, მხოლოდ მდიდარი ტრადიციების გამო???) ჩვენ კი მაჩანჩალებში ჩაგვტოვეს. ამის გამო დღემდე არ გვაქვს A ნაკრების ყოლის უფლება...

Posted by: baxabaxa 27 Nov 2008, 19:54
QUOTE
ირბის ნაბიჯები რომ არა კანონზომიერია ისიც მეტყველებს რომ რეგრესის მქონე რუმინეთი ბობოლებში გადაიყვანა (რითი დაიმსახურეს, მხოლოდ მდიდარი ტრადიციების გამო???) ჩვენ კი მაჩანჩალებში ჩაგვტოვეს. ამის გამო დღემდე არ გვაქვს A ნაკრების ყოლის უფლება...


მაგ ყველაფრისთვის მარტო კარგი თამაში არ კმარა კარგი ხელმძღვანელიც უნდა ამ სპორტს, ფედერაციაზე ვამბობ.


Posted by: giorgi77 27 Nov 2008, 20:05
QUOTE
მაგ ყველაფრისთვის მარტო კარგი თამაში არ კმარა კარგი ხელმძღვანელიც უნდა ამ სპორტს, ფედერაციაზე ვამბობ.
yes.gif


ეგ არცაა საკამათო... კავშირმა უნდა უზრუნველყოს ნაკრების შეკრება, პირობები, ტესტები, ფორმები, გამოშვება-არგამოშვება კლუბებიდან... ნაკრების მოთამაშემ მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქროს. შეკრებას და ტესტებსაც მორაგბეები ხომ არ მოაწყობენ....

აქ იმ აზრმაც გაიელვა რომ გულშემატკივრებსაც შეგვიძლია ამ მხრივ რაღაცის გაკეთება და არ ვაკეთებთ. :-)

Posted by: K O R A D O 27 Nov 2008, 22:35
QUOTE
ირბის ნაბიჯები რომ არა კანონზომიერია ისიც მეტყველებს რომ რეგრესის მქონე რუმინეთი ბობოლებში გადაიყვანა (რითი დაიმსახურეს, მხოლოდ მდიდარი ტრადიციების გამო???) ჩვენ კი მაჩანჩალებში ჩაგვტოვეს. ამის გამო დღემდე არ გვაქვს A ნაკრების ყოლის უფლება...

ტრადიციები, საკლუბო დონე და გამართული სარაგბო ინფრასტრუქტურა-მნიშვნელოვნად გვისწრებენ ამ კომპონენტებში და გასაკვირი არაფერია.

Posted by: mike d 28 Nov 2008, 10:33
QUOTE
ამის გამო დღემდე არ გვაქვს A ნაკრების ყოლის უფლება...

აი ამ ფენომენს ვერ ჩავწვდი რა, რატომ გვეკრძალება რა გრეხია?

აი მაგალითად გვინდა რომ ვეთამაშოდ უფრო დაბალი რანგის ნაკრებებს, თუნდაც მეზობლებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს (დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდებიან), მაგათთან ძირითად ნაკრებს ხომ არ გავიყვანთ, აზრი არ აქვს, სამაგიეროდ A ნაკრებს ვათამაშებდით, ეს ჩვენც ძალიან წაგვადგებოდა და მეტოქესაც.

არ მესმის რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია ეს ხომ მთლიანობაში მსოფლიო რაგბის განვითარებასაც წაადგება და რატომ უნდა შეაფერხონ ხელოვნურად განვითარება არ მესმის.

კაი თუ დახმარება ეზარებათ (ენანებათ) რაღად გვიშლიან ხელს, ჩვენც და სხვებსაც.

Posted by: keen 28 Nov 2008, 10:46
QUOTE
აი ამ ფენომენს ვერ ჩავწვდი რა, რატომ გვეკრძალება რა გრეხია?

აი მაგალითად გვინდა რომ ვეთამაშოდ უფრო დაბალი რანგის ნაკრებებს, თუნდაც მეზობლებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს (დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდებიან), მაგათთან ძირითად ნაკრებს ხომ არ გავიყვანთ, აზრი არ აქვს, სამაგიეროდ A ნაკრებს ვათამაშებდით, ეს ჩვენც ძალიან წაგვადგებოდა და მეტოქესაც.

არ მესმის რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია ეს ხომ მთლიანობაში მსოფლიო რაგბის განვითარებასაც წაადგება და რატომ უნდა შეაფერხონ ხელოვნურად განვითარება არ მესმის.

კაი თუ დახმარება ეზარებათ (ენანებათ) რაღად გვიშლიან ხელს, ჩვენც და სხვებსაც.


ალბათ, როცა ჩვენს ქვეყანაში რაგბისადმი სერიოზული მიდგომა იქნება ყველა დონეზე, მაგის უფლებასაც მოგვცემენ smile.gif

Posted by: bodbeli 1 Dec 2008, 15:01
ალბათ დაგაინტერესებთ შემდეგი ზუსტი ინფორმაცია:

გერმანია-საქართველოს შეხვედრა რაგბში შედგებე 7 თებერვალს ქალაქ ჰაიდელბერში Fritz-Grunebaum-Sportpark-ზე(ეს ქალაქი შტუტგარტთან ახლოს არის). თამაში სავარაუდოდ დაიწყება 14 საათზე. იგეგმება მიუნხენიდან გამგზავრება ავტობუს(ებ)ით. დაწვრილებით მოგვიანებით შეგატყობინებთ.

Posted by: maradiora 1 Dec 2008, 15:50
QUOTE (bodbeli @ 1 Dec 2008, 15:01 )
ალბათ დაგაინტერესებთ შემდეგი ზუსტი ინფორმაცია:

გერმანია-საქართველოს შეხვედრა რაგბში შედგებე 7 თებერვალს ქალაქ ჰაიდელბერში Fritz-Grunebaum-Sportpark-ზე(ეს ქალაქი შტუტგარტთან ახლოს არის). თამაში სავარაუდოდ დაიწყება 14 საათზე. იგეგმება მიუნხენიდან გამგზავრება ავტობუს(ებ)ით. დაწვრილებით მოგვიანებით შეგატყობინებთ.

სასიამოვნო ინფორმაციაა

წარმატებები

Posted by: chanichano 1 Dec 2008, 16:17

bodbeli
QUOTE
ალბათ დაგაინტერესებთ შემდეგი ზუსტი ინფორმაცია:

გერმანია-საქართველოს შეხვედრა რაგბში შედგებე 7 თებერვალს ქალაქ ჰაიდელბერში Fritz-Grunebaum-Sportpark-ზე(ეს ქალაქი შტუტგარტთან ახლოს არის). თამაში სავარაუდოდ დაიწყება 14 საათზე. იგეგმება მიუნხენიდან გამგზავრება ავტობუს(ებ)ით. დაწვრილებით მოგვიანებით შეგატყობინებთ.


მადლობა ინფოსთვი.

Posted by: bodbeli 1 Dec 2008, 16:39
დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ახლა გავიგე:

ბილეთების გაყიდვა დაიწყება იანვრიდან და სავარაუდო ფასია 10 ევრო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Dec 2008, 11:08
მრავლის მთქმელი ცხრილები
კავშირის საითის ყდაზე

http://www.rugby.ge/

წლის შეჯამება,
ყველა ბორჯღალოსანი და ყველა მატჩი,
ბოლო ერთა თასის პოსტერი
21-ე საუკუნის ერთა თასის მატიანე
2011 მსოფლიო თასის წილისყრა

@

Posted by: eclipsee 19 Dec 2008, 17:09
მაგრები ვართ რაგბში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! aba.gif

Posted by: bodbeli 20 Dec 2008, 02:02
http://www.radikal.ru

Posted by: maradiora 20 Dec 2008, 13:08
აბა თქვენ იცით,მაჟორულ ნოტაზე გამგზავრებას და უკეთესი განწყობით გამომგზავრებას გისურვებთ
ღმერთი გფარავდეთ !!!

Posted by: giorgi77 30 Dec 2008, 12:31
კალენდარი გავაკეთე მომავალი წლის..... სურათზე რაც კი მნიშვნელოვანი მოხდა 2008 წელს ქართულ რაგბში შევეცადე ამესახა... თუ მოგეწონებათ გამოიყენეთ...

PDF ფაილია >>>>>>>>>>>>>>>>> http://www.sendspace.com/file/ki4aol


user posted image

Posted by: David_S 12 Jan 2009, 11:58
ოოოოოო, მაშინ ხოოოოოოოო, მაშინ ხოოოოოოოოოოო

ცვლილებები განხორციელდაო ნაკრების ხელმძღვანელობაშიოოოოო

ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, მაგრამ არა უშავს, დრო კიდევ არის

ვნახოთ ვნახოთ spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: giorgi77 12 Jan 2009, 12:51
QUOTE
ოოოოოო, მაშინ ხოოოოოოოო, მაშინ ხოოოოოოოოოოო

ცვლილებები განხორციელდაო ნაკრების ხელმძღვანელობაშიოოოოო

ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, მაგრამ არა უშავს, დრო კიდევ არის

ვნახოთ ვნახოთ


და რა ცვლილებებია დავით???

Posted by: datoch 12 Jan 2009, 12:59
David_S


მოყევი დაწვრილებით!

----------------------------

Posted by: David_S 12 Jan 2009, 13:06
giorgi77
datoch
ლეონსიო და ვიქტორა ნაკრების მწვრთნელები აღარ არიან

Posted by: giorgi77 12 Jan 2009, 13:08
QUOTE
ლეონსიო და ვიქტორა ნაკრების მწვრთნელები აღარ არიან

მარტო ლეინი და ფიზმომზადების მწვრთნელი?


Posted by: David_S 12 Jan 2009, 13:09
giorgi77
ჯერჯერობით ეგრეა

* * *
giorgi77
datoch
რას იტყვის ამ ახალ ამბავზე პატივცემული საზოგადოება?

Posted by: giorgi77 12 Jan 2009, 13:21
ჩეხეთის და ესპანეთის შემდეგ ველოდი მაგ გადაადგილებებს.... yes.gif სწორი ნაბიჯია. მთავარია ეს ცვლილებები შიდა დაპირისპირებაში და განხეთქილებაში არ გადავიდეს... თუ პროფესიონალები არიან არ უნდა გადავიდეს ... ნაკრებზე ცუდად იმოქმედებს


ფაქტიურად რა გამოდის... რომ ლეინი წელს იწყებს მუშაობას... თან მსოფლიოს შესარჩევზე

Posted by: David_S 12 Jan 2009, 13:32
giorgi77
QUOTE
ჩეხეთის და ესპანეთის შემდეგ ველოდი მაგ გადაადგილებებს.... yes.gif სწორი ნაბიჯია. მთავარია ეს ცვლილებები შიდა დაპირისპირებაში და განხეთქილებაში არ გადავიდეს... თუ პროფესიონალები არიან არ უნდა გადავიდეს ... ნაკრებზე ცუდად იმოქმედებს

ფაქტიურად რა გამოდის... რომ ლეინი წელს იწყებს მუშაობას... თან მსოფლიოს შესარჩევზე

ყველა შენს სიტყვაზე ვაწერ ხელს... ჩემი სათქმელი თქვი...

Posted by: datoch 12 Jan 2009, 14:04
David_S

მგონი ლეინს საკმარისი დრო ჰქონდა ადაპტაციისთვის. ზუსტად იცის ვინ ვინ არის, შემადგენლობის ჩამომწერი ხალხი აღარ ჭირდება.
+ ილო დაემატა თავისი ავტორიტეტით, ჩავთვალოთ რომ მოთამაშე მწვრთნელია IMHO

Posted by: K O R A D O 12 Jan 2009, 17:28
სწორი გადაწყვეტილებაა, რაც უნდა აისახოს კიდეც ნაკრების უკეთ თამაშზე...

Posted by: chanichano 12 Jan 2009, 17:34
QUOTE
რას იტყვის ამ ახალ ამბავზე პატივცემული საზოგადოება?

მიუხედავად ლეონსიოს დამსახურებისა, ეგ ქეცბაისას კატეგორიაში ვერ მოხვდება, სამწუხაროდ(ან მინიმუმ ჯერჯერობით)

Posted by: OSTAP 12 Jan 2009, 18:28
მივესალმები მივესალმები. მთავარ მწვრთნელს უნდა ჰონდეს თავისუფლდ ურთიერთობის და არჩევის საშუალება. მტავარია როგორ ფლობს სიტუაციას საფრანგეთში მოთამაშე ბიწების შესახებ. არიან იქ ბიჭები, რომელთა გამოძახებაც საჭიროა და რომლებიც შეიძლება არ იცოდეს ტიმმა. ამაში ხელი უნდა შეუწყოს ყველამ.

Posted by: Datiko1964-3 12 Jan 2009, 18:31
სალამი ყველას!

მწვრთნელების გაშვება ამ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო.
ლეინი საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებს და გამომდინარე აქედან მას მოეკიხება აწი ყველაფერი და არა ზემოთ ხსენებულ წყვილს. შესაბამისად ის ალბათ ფიქრობს რომ გაერკვა ასე თუ ისე ჩვენი რაგბის მეურნეობაში და იწყებს თავის იდეების სრულად განხორციელებას.
ლეონსიო კი უკვე აქ ზედმეტი რგოლია,მიუხედავად მისი უდიდესი პატრიოტიზმისა და ავტორიტეტისა ქართულ და არა მარტო ქართულ რაგბში.
ეხლა სწორედ ის ეტაპი იწყება სადაც ლეინს არავინ აღარ აპატიებს არაფერს და შოტლანდიის მწარე გამოცდილებაც მას უბიძგებს იქიტკენ რომ უფრო თამამდ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.
მოკლედ ჰა ოვალი და აბა საქმე.
ასე,რომ მე ამას ველოდი და არ დაგიმალავთ უფრო ადეც,მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს...........
წინ ქართველებო!
შევეცი რუსებს!!!!!!!!!!!!!!!!
* * *
სალამი ისევ ყველას!

ერთი კაი ამბავიც მოხდა.
თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში მააშ.
ყველაფერი დალაგდა ხვთის მსახურების გამოისობით.
სწორედ რომ მალამოსავით დაედება ჩვენ ნაკრებს თედოია უკანა ხაზში.
წინა ქართველებო!!!!!
შეგეცით რუსებო!!!!!!!!!


Posted by: emre 12 Jan 2009, 20:07
QUOTE (Datiko1964-3 @ 12 Jan 2009, 18:31 )

ერთი კაი ამბავიც მოხდა.
თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში მააშ.
ყველაფერი დალაგდა ხვთის მსახურების გამოისობით.
სწორედ რომ მალამოსავით დაედება ჩვენ ნაკრებს თედოია უკანა ხაზში.
წინა ქართველებო!!!!!
შეგეცით რუსებო!!!!!!!!!

ჩამოვა რო... user.gif
... ... ...

Posted by: CENTURIONI 12 Jan 2009, 21:12
QUOTE
ლეონსიო და ვიქტორა ნაკრების მწვრთნელები აღარ არიან

მე პირადად მივესალმები მაგ ამბავს.მთავარია ახლა ვინმე კვალიფიციური მოიყვანონ შერკინების მწვრთნელად.ალალად ვთქვათ კაცმა არ იცის რა დონის კვალიფიკაცია და გამოცდილება ქონდათ ლეონსიოს ან ვიქტორას მწვრთნელობისა რომ ნაკრებში ემუშავათ ეგრევე
* * *
QUOTE
თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში მააშ.

ეს ნამდვილად კარგი ამბავია მთავარია სურვილი ქონდეს ნაკრებში თამაშისა.აშკარად გამოგვადგება ხაზში მითუმეტეს შოტლანდიის ამბების მერე.ხაზის კარგი გამჭრელი და ბურთის კარგი წამღები ბიჭია ზიბზიბაძე

Posted by: datoch 12 Jan 2009, 21:43
QUOTE
თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში


ძალიან კარგი ამბავია, როგორც გავიგე თავადაც არ არის უარზე!!!

Posted by: OSTAP 12 Jan 2009, 22:24
საღოლ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მაგრა გამიხარდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! თედოია მაგარი კაცია ძალიან და ეგეთი არავინ არ გვყოლია მაგ პოზიციაზე!!!!!!!!!!!!!!!!!11

Posted by: donmixo777 13 Jan 2009, 09:46
ეს ბევრი რამ სასიკეთო წერია ზემოთ, მაგრამ მე ერთი რამ მაინტერესებს -- რუსეთთან მატჩი სად გაიმართება, და როდის?

Posted by: mike d 13 Jan 2009, 10:22
QUOTE
თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში

ვააა ამას არ ველოდი, არადა აშკარად გამოგვადგება, ძაან გამოცდილია, საკმაოდ კლასიანი მოთამაშეა.

მწვრთნელების გაშვების სისწორეზე მსჯელობა მგონი ჯერ ადრე უნდა იყოს, დაიწყება ერთა თასი და გამოჩნდება თეთრი და შავი.

მთავარია რომ შოტლანდიური შოკი ერთჯერადი აღმოჩნდეს, და ერთა თასი (შეცდომით ექვსი ერი დავწერე და ღმერთმა ქნას რომ ენამ მიყივლა biggrin.gif) ჩვეულად მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

ისე შარშანდელ გათამაშებას თუ გავიხსენებთ, ყველა თამაში კი მოვიგეთ, მარა თამაშიდან თამაშამდე ვუკლებდით ასე რომ წელს უნდა გაითვალისწინონ შარშანდელი შეცდომები, თორემ უკვე შესარჩევი იწყება და შეცდომებს აღარ გვაპატიებენ.

Posted by: datoch 13 Jan 2009, 10:29
donmixo777

21 მარტს, უკრაინაში

Posted by: maradiora 13 Jan 2009, 11:06
QUOTE
ერთი კაი ამბავიც მოხდა. თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში მააშ. ყველაფერი დალაგდა ხვთის მსახურების გამოისობით. სწორედ რომ მალამოსავით დაედება ჩვენ ნაკრებს თედოია უკანა ხაზში. წინა ქართველებო!!!!! შეგეცით რუსებო!!!!!!!!!

ჩამოვა რო...

აუცილებლადsmile.gif

Posted by: donmixo777 13 Jan 2009, 14:50
QUOTE
donmixo777

21 მარტს, უკრაინაში



და ეგ თამაში სახლში უნდა გვეთამაშა თუ გასვლაზე?

Posted by: David_S 13 Jan 2009, 14:57
donmixo777
ეგ გასვლაზე >>> მომავალ წელს საფრანგეთში კიდე ჩვენ ვიქნებით "მასპინძლები"

Posted by: BULA 13 Jan 2009, 15:27
თედოს დაბრუნება ძალიან გასახარი ამბავია, ხო არც ლეონსიოს გაშვებაა გულდასაწყვეტი smile.gif

Posted by: QOMAGI 13 Jan 2009, 15:51
QUOTE (giorgi77 @ 12 Jan 2009, 13:21 )
ფაქტიურად რა გამოდის... რომ ლეინი წელს იწყებს მუშაობას... თან მსოფლიოს შესარჩევზე

კი ეგრე გამოდის, თუმცა ყველას შესაძლებლობები უკვე კარგად იცის (უნდა იცოდეს წესით smile.gif )
ზიბზიბაძის დაბრუნებაც კარგია

ცვლილებები გარდაუვალი იყო...

Posted by: Datiko1964-3 13 Jan 2009, 18:26
სალამი ყველას,
ერთი ამ რუსების ტრენერის თავში ჩამახედა ამ ნაგლი ნერუშის,ერთ ინტერვიუში რას წერს ეს ღრმად პატივცემული რაგბის დიდი ავტორიტეტი,ციტატა მისი ინტერვიუდან :
Если мы сыграем с должным настроем и подготовкой, наша команда способна победить любого соперника.
ისემც არა აგიდგეს გვერდები შენ,კაია ესეთ თავდაჯერებულ იდიოტებთან რომ გვაქვს საქმე.
წინ ქართველებო!!!!!!!!!

Posted by: chanichano 13 Jan 2009, 21:36
David_S
QUOTE
ლეონსიო და ვიქტორა ნაკრების მწვრთნელები აღარ არიან


მსოფლიო სპორტზე ჯერ არაფერი ისმის ამის შესახებ

Posted by: maradiora 13 Jan 2009, 22:04
QUOTE
ლეონსიო და ვიქტორა ნაკრების მწვრთნელები აღარ არიან



მსოფლიო სპორტზე ჯერ არაფერი ისმის ამის შესახებ


ჭორია არ დაიჯეროთ biggrin.gif

Posted by: comus-74 13 Jan 2009, 22:38
QUOTE
ერთი კაი ამბავიც მოხდა.
თედოია ზიბზიბაძეს დაუძაძეს ნაკრებში მააშ.

jump.gif jump.gif jump.gif
კარგი ინფოა ძალიან მეამა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jan 2009, 00:33
http://www.geocities.com/saiubileo/

რასა იქმთ, ბორჯღალოსნებო ...

ანუ ვის რამდენად ტვირთავენ

Posted by: OSTAP 14 Jan 2009, 09:33
იკაიფე 800 წუთი აქვს თედოიას ნათამაშები. 10/10 თამაში.

Posted by: MAKARSKA 14 Jan 2009, 18:11
რაგბის კავშირმა გამოსცა 2009 წლის კალენდარი.
საკმაოდ კარგი. ღირს 10 ლარი. იყიდება მაღაზიებში და რაგბის კავშირშიც.

Posted by: chanichano 14 Jan 2009, 18:18
QUOTE
რაგბის კავშირმა გამოსცა 2009 წლის კალენდარი. საკმაოდ კარგი. ღირს 10 ლარი. იყიდება მაღაზიებში და რაგბის კავშირშიც.


თუ ვინმეს ხმა მიგიწვდებათ რაგბის კავშირთან, იქნებ უთხრათ რომ, გერმანიაშიც წამოიყონ რაღაც ატიბუტიკა(იგივე კალენდარი) გასაყიდად.


Posted by: Datiko1964-3 14 Jan 2009, 19:19
MAKARSKA

ბიჭო შენ რაგბის კავშირის კომერციულ მენეჯერად ხო არ აგიყვანეს?

biggrin.gif

Posted by: MAKARSKA 15 Jan 2009, 18:50
QUOTE
ბიჭო შენ რაგბის კავშირის კომერციულ მენეჯერად ხო არ აგიყვანეს?


რა შენი ჭრიჭინა ტაკოს საქმეა?

Posted by: MAKARSKA 16 Jan 2009, 19:43
დათკა შე ჭრიჭინა. გერმანიაში რა შემადგენლობა მიდის იცი?
რომ გაიგებ (ნეტა საიდან გაიგებ?) გული შეგიწუხდება. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: giorgi77 16 Jan 2009, 20:05
QUOTE
დათკა შე ჭრიჭინა. გერმანიაში რა შემადგენლობა მიდის იცი?რომ გაიგებ (ნეტა საიდან გაიგებ?) გული შეგიწუხდება.

უკვე იცი? rolleyes.gif

Posted by: chanichano 16 Jan 2009, 20:09
QUOTE
ომ გაიგებ (ნეტა საიდან გაიგებ?) გული შეგიწუხდება

იქნებ ბოლომდე გაამხილო "ცოდვა".

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jan 2009, 21:34
რაა, ბლინდააააჟ, ვეღარ შეადგინეს სია თუ
კიდო ეხვეწებიან კლიუბებსა?

წელს რელიზი ჯერ არ მომსვლია და
ვერთობი ისტორიითა
http://www.geocities.com/matiane50



Posted by: maradiora 16 Jan 2009, 22:00
MAKARSKA
QUOTE
გერმანიაში რა შემადგენლობა მიდის იცი?რომ გაიგებ (ნეტა საიდან გაიგებ?) გული შეგიწუხდება.


თქვიიი,რაღა smile.gif

Posted by: giorgi77 20 Jan 2009, 13:24
ეხლაღა შევამჩნიე.... ბოლო ინტერვიუში პრეზიდენტი საგერმანიო შემადგენლობაზე რომ საუბრობდა - გერმანიაში მოთამაშე სოხაძეც გაისინჯებაო (ლაბაძე დაუბრუნდებაო ნაკრებსო),.... სოხაძე კრასნი იარში არ თამაშობდა და გერმანიაში გადავიდა???

http://www.opentext.org.ge/09/lelo/011/011-26.htm


ლაბაძე რომ უბრუნდება ნაკრებს მაგრად გამიხარდა.

Posted by: donmixo777 20 Jan 2009, 13:46
გერმანია ალბათ წელს ჩაერთო ერთა თასის გათამაშებაში... აქამდე გერმანულ რაგბიზე არაფერი გამიგია და თქვით ერთი როგორ გუნდი ჰყავთ???

ისე არა მგონია მაგათი დამარცხება გაგვიჭირდეს! მთავარია გულით მიუდგნენ ბიჭები საქმეს, და პორტუგალიასთან განცდილი გაკვეთილის შემდეგ არა მგონია აგეთი რამე შეეშალოთ....
* * *
წლწვანდელ გათამაშებაში პირადად ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი რუსეთის ნაკრების ორსავე შეხვედრაში დამარცხებაა, თან დამარცხება ისე რომ უკან მოსახედიც არ დარჩეთ...


მაგრამ მთავარი და თან ძალიან ცუდიც ის არი რომ მგონი მატჩი საქართველოში არ გაიმართება. არადა როგორ მინდოდა ბოლომდე შევსებული ,,დინამოს" სტადიონის ნახვა yes.gif sa.gif თან გულმხურვალე ქომაგობა, და რუსებს დედის ტYVნას რომ გაუჩენდით იმ დროს სტადიონზე მყოფი ათიათასობით ქართველის გულმხურვალე შეძახილები რ უ ს ე თ ს რ ა???? დედის ტYVნა!!!!!!!!!

იმედი მაქვს ბიჭები ერივე მატჩში იტყვიან თავიანთ სიტყვას... და იტყვიან ისე რომ აგვისტოს შემდეგ გატეხილი გული ცოტა ხნით მაინც უნდა გაამთელონ, და გაამთელონ ისე, რომ თუნდაც 1-2 დღით მაინც დაგვავიწყდეს აგვისტოს ქარცეცხლი....

აღსდექ საქართველოვ sa.gif sa.gif sa.gif vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: datoch 20 Jan 2009, 14:50
giorgi77

ლელოს საიტზე იგივე ინტერვიუა, მაგრამ წინადადება სხვაგვარად გამოიყურება:

ფულ ბეკის პოზიციაზე გაისინჯება გერმანიაში თემურ სოხაძე, რომელმაც გასული სეზონი კრასნოიარსკის "კრასნი იარში" გაატარა.


http://www.lelorugby.ge/index.php?option=com_content&task=view&id=239&Itemid=1

Posted by: giorgi77 20 Jan 2009, 14:57
datoch
ხო ეტყობა შეცდომაა... თუმცა იქნება მართლა გადავიდა გერმანიაში.

Posted by: chombe 20 Jan 2009, 15:53
donmixo777
QUOTE
გერმანია ალბათ წელს ჩაერთო ერთა თასის გათამაშებაში... აქამდე გერმანულ რაგბიზე არაფერი გამიგია და თქვით ერთი როგორ გუნდი ჰყავთ???

გერმანელების დღევანდელი რაგბი ნაღდად დიდი ვერაფერი შვილია,
მაგათი თამაში ერთხელ ნანახიცა მაქვს 12-13 წლის წინათ თბილისში ბრძადებოდნენ, ჩვენებმა თამაში რა თქმა უნდა მოიგეს , მაგრამ ეს არ აკმარეს და კარგათაც თეთქვეს ფრიცები... biggrin.gif
ჩვენი უმთავრესი მეტოქე, ალბათ, ისევ რუმინეთი იქნება!
რაც შეეხებათ ღრუსებს მანდ ორი აზრი არაა, ყველა თამაშში დღვნა და შიმშილი უნდა გამოვუწეროთ!!!! vik.gif vik.gif vik.gif

Posted by: David_S 20 Jan 2009, 18:40
chombe
QUOTE
გერმანელების დღევანდელი რაგბი ნაღდად დიდი ვერაფერი შვილია,

სხვათაშორის მე ვუყურე მაგათ თამაშს ესპანეთთან ამ ორი თვის წინ და ბევრი არაფერი დაუთმიათ იბერიელებისათვის


Posted by: giorgi77 20 Jan 2009, 18:50
დავითი მართალს ამბობს, წელს სუსტი მეტოქე არ გვეყოლება... ამიტომ ყველას ისე უნდა ეთამაშონ ჩვენები, როგორც რუსების წინააღმდეგ... ოდნავი მოდუნება და ზერელე დამოკიდებულება და მარცხი არ აგვცდება.

Posted by: K O R A D O 20 Jan 2009, 21:22
QUOTE
გერმანელების დღევანდელი რაგბი ნაღდად დიდი ვერაფერი შვილია,


სხვათაშორის მე ვუყურე მაგათ თამაშს ესპანეთთან ამ ორი თვის წინ და ბევრი არაფერი დაუთმიათ იბერიელებისათვის

მართალია, გერმანია ჩეხეთზე ძლიერი ჩანს...

Posted by: comus-74 21 Jan 2009, 08:24
უნდა გვახსოვდეს დეიდა მერკელი და ისიც რა წილი მიუძღვით კგბ-შნიკების წახალისებაში უკეთეს მოტივაციას ძალიანაჩ რომ გინდოდეს ვერც მოუგონებ საკუთარ თავს

Posted by: OSTAP 21 Jan 2009, 09:00
დაიკიდეთ ეს პოლიტიკა კაცო. მერკელის დედა იქ ვატირე და მედვედევის კიდე ციმბირში. მთავარია 2011 წელს მსოფლიო თასია და იქ უნდა გავიდეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!! ეს კიდე თავისტავად მოიცავს და მოითხოვს ყველა მეტოქის დამარცხებას

Posted by: K O R A D O 21 Jan 2009, 20:29
QUOTE
ეს კიდე თავისტავად მოიცავს და მოითხოვს ყველა მეტოქის დამარცხებას

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ მოგება, არამედ კონკრეტულ გუნდის რაღაც განსაზღვრული სხვაობით დამარცხება- სანამ ამ სახით არ დავამტკიცებთ ჩვენს ძლიერებას მანამ არავინ გაიფიქრებს ჩვენს დაწინაურებაზე...6 ერზე მაქვს საუბარი ან ტესტ თამაშებზე ბობოლა გუნდებთან.

Posted by: kaxelo-1987 22 Jan 2009, 15:39
ფორუმის ყველაზე მაგარი განყოფილების იუზერებო როგორ ხართ?

რა ხდება ახალი იცით ნაკრების შემადგენლობა?

Posted by: iverieli 22 Jan 2009, 20:57
მემგონი უკვე გარკვეული უნდა იყოს შემადგენლობა გერმანიისთვის და პორტუგალიისთვის. როდის იკრიბება ნაკრები ვინმემ ხომარიცის?

Posted by: David_S 23 Jan 2009, 09:31
შეკრება იწყება 1 თებერვალს საფრანგეთის ქ. მასში

შემადგენლობის მონახაზი ცნობილია, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 2 ტურია საფრანგეთში და ახლა აზრი არა აქვს გვარების ჩამოწერას

ისე კი უძლიერესი შემადგენლობის ჩაყვანა არის დაგეგმილი smile.gif

Posted by: giorgi77 23 Jan 2009, 12:19
QUOTE
შეკრება იწყება 1 თებერვალს საფრანგეთის ქ. მასში

შემადგენლობის მონახაზი ცნობილია, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 2 ტურია საფრანგეთში და ახლა აზრი არა აქვს გვარების ჩამოწერას

ისე კი უძლიერესი შემადგენლობის ჩაყვანა არის დაგეგმილი


up.gif

Posted by: iverieli 23 Jan 2009, 23:20
up.gif smile.gif თუ Uძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა არუნდა გაგვიჭირდეს ამ ამ ერთა თასზე. ისე თუ ყველა თამაში მოვიგეთ ჩერჩილის თასზეც დაგვიშვებენ მგონი, იყო საუბარი ამის შესახებ

Posted by: kaxelo-1987 24 Jan 2009, 11:45
iverieli
QUOTE
ისე თუ ყველა თამაში მოვიგეთ ჩერჩილის თასზეც დაგვიშვებენ მგონი, იყო საუბარი ამის შესახებ

მე ეგ ამბავი გარკვეული მეგონა.ჯერ არ არის გადაწყვეტილი?

Posted by: giorgi77 25 Jan 2009, 01:36
ზირაქა შეცვალეს დღეს მეორე ნახევარში შარქსთან... მთავარია რამე სერიოზული ტრავმა არ იყოს, ფრანგებს უწერიათ კუნთი დაეჭიმაო...

Posted by: Imeli 26 Jan 2009, 14:43
QUOTE
მართალია ღვაწლმოსილი კაცია მაგრამ ჩააფლავა ტამაში და ნაკრების ხელმძღვანელობას თუ არ ესმის მაგდენი თვითონ უნდა ესმოდეს ნაკრებში იმ მომენტისთვის საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ და არა სახელები


+1

Posted by: giorgi77 27 Jan 2009, 10:02
user posted image

კარგი და სასიხარულო ამბავი. დადასტურდა წელს ბორჯღალოსნების ჩერჩილის თასზე თამაში და ჯგუფში მეტოქეების ვინაობაც ცნობილია :-) გავცდით ბუქარესტს როგორც იქნა.

Posted by: novator 27 Jan 2009, 10:39
QUOTE
კარგი და სასიხარულო ამბავი. დადასტურდა წელს ბორჯღალოსნების ჩერჩილის თასზე თამაში და ჯგუფში მეტოქეების ვინაობაც ცნობილია :-) გავცდით ბუქარესტს როგორც იქნა.



ვაუ მაგარია, და სად ჩატარდება ტურნირი ხომ არ იცით?

Posted by: giorgi77 27 Jan 2009, 10:59
QUOTE
ვაუ მაგარია, და სად ჩატარდება ტურნირი ხომ არ იცით?


კანადაში და აშუშუში :-)

Posted by: giorgi77 27 Jan 2009, 11:06
ბოლოს სამი თამაში ამ სტადიონზე იქნება

Posted by: OSTAP 27 Jan 2009, 12:23
მაგარია ძალიან. მაგრა გაასწორა. იმედიაამ პერიოდისთვისაც შესაძლებელი იქნება უძლიერესი შემადგენობის შეკრება.

Posted by: David_S 27 Jan 2009, 12:23
giorgi77
QUOTE
კარგი და სასიხარულო ამბავი.

უუუუუუუუუფრო კარგი და სასიხარულო ამბის დადასტურებას ველით wink.gif

Posted by: K O R A D O 27 Jan 2009, 14:30
მაგარია !
ერთი ნაბიჯი წინ ელიტისკენ smile.gif იმედია "შოტლანდიური ფანჯრის გაჭრის" ანალოგიურად არ გამოგვივა და შევინარჩუნებთ მუდმივი წევრის სტატუსს...

Posted by: maradiora 27 Jan 2009, 14:39
იმედია წაგვადგება ჩერჩილა wink.gif

Posted by: QOMAGI 27 Jan 2009, 14:43
QUOTE
კარგი და სასიხარულო ამბავი. დადასტურდა წელს ბორჯღალოსნების ჩერჩილის თასზე თამაში და ჯგუფში მეტოქეების ვინაობაც ცნობილია :-) გავცდით ბუქარესტს როგორც იქნა.


ოოო, მართლაც სასიხარულო ამბავია

QUOTE
უუუუუუუუუფრო კარგი და სასიხარულო ამბის დადასტურებას ველით


ნეტა რა არის ? smile.gif

Posted by: BULA 27 Jan 2009, 14:53
აუ რა მაგარი პაესტკა გამოდით ბიჭებს, აუუუუუუ lol.gif არა კარგია, ახლა რაღაც ახალსაც ნახავს ჩვენი ნაკრები, თან აშკარად ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდებია, ვიდრე რუმინეთში ვეთამაშებოდით. ნაკრების გაზრდისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება

Posted by: giorgi77 27 Jan 2009, 16:38
QUOTE
უუუუუუუუუფრო კარგი და სასიხარულო ამბის დადასტურებას ველით


pop.gif

Posted by: nikode 27 Jan 2009, 17:33
მაგრად გამიხარდა ეგ ამბავი... თან ირლანდია "ა" არის ჩვენს ჯგუფში, უნდა გადაუაროოოოოოოოთ smile.gif
* * *
აი აქ გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა... ისე სხვათა შორის აქ ჩერჩილის თასზე ტოპიკი მქონდა გახსნილი და ახლა დავაკვირდი მოუშლიათ smile.gif

Posted by: maradiora 27 Jan 2009, 18:38
nikode
QUOTE
ისე სხვათა შორის აქ ჩერჩილის თასზე ტოპიკი მქონდა გახსნილი და ახლა დავაკვირდი მოუშლიათ


ამოვწიე,ჩაძირული იყო!!! wink.gif

Posted by: CENTURIONI 27 Jan 2009, 20:34
ნამდვილად კარგი სიახლეა.რაც აუცილებლათ უნდა გამოიყენოს ნაკრებმა.ადრე მაგ ტურნირზე შოტლანდიის ა და ახალი ზელანდიის მაორები თამშობოდნენ ხოლმე,ახლა კი არგენტინად ად ჩვენ ვართ დამატებული რა ძალიან კარგია.სამი კარგი თამში ექნება ნაკრებს ამ ზაფხულს სათამაშო.თან ბევრად უკეთესიდონის გუნდებთან ვიდრე ნებისმიერი ერთათასი მეტოქეები არიან

Posted by: kaxelo-1987 28 Jan 2009, 13:21
კარგი ამბავია ძალიან.

ირლანდიას უნდა მოვუგოთ და მით უმეტეს კანადას.რეიტინგზე ძალიან წაგვადგება.

და გერმანიასტან რა შემადგენლობაა არ თქვეს?გუშინ არ უნდა ყოფილიყო?

Posted by: kobalt 28 Jan 2009, 22:54
აბა ერთი ეს ნახეთ ჩერჩილის თასის საიტია მარჯვენა ზედა კუთხეში მონაწილე გუნდების ღერბებია და......................
http://www.churchillcuprugby.net/leagues/front_pageChurchillCup.cfm?leagueID=10901&clientID=3731&link=ChurchillCup

Posted by: maradiora 28 Jan 2009, 23:30
QUOTE
ირლანდიას უნდა მოვუგოთ და მით უმეტეს კანადას.


ბრიტები A ნაკრებით იქნებიან და რეიტინგისთვის არაფრად გვარგია smile.gif

Posted by: comus-74 29 Jan 2009, 05:27
ნუთუ გვეღირსა მიჭირს დაჯერება

Posted by: OSTAP 29 Jan 2009, 10:01
რეიტინგის დედა ვატირე, თამაშის დონისთვისა რის ძალიან კარგი

Posted by: mike d 29 Jan 2009, 11:07
QUOTE
თან ირლანდია "ა" არის ჩვენს ჯგუფში, უნდა გადაუაროოოოოოოოთ

შოტლანდია ა-სავით არ მოგვივიდეს smile.gif

მაგარია ისე ჩერჩილზე ასპარეზობა, ახალ მეტოქეებს ნახავენ, და თან კანადა და აშშ ჩვენ კონკურენტები არიან და დაახლოებით ერთნაირი ძალის გუნდები ვართ, ჰოდა ასმაგად საინტერესო იქნება მაგათთან შერკინება თუ მოხდა smile.gif

Posted by: Hurricanes 29 Jan 2009, 11:14
kaxelo-1987
QUOTE
ირლანდიას უნდა მოვუგოთ და მით უმეტეს კანადას.რეიტინგზე ძალიან წაგვადგება.


ირლანდიასთან უნდა მოვიგოთ? შენ არ იყავი შოტლანდიის ა ნაკრებთან თამაშზე ჯერ პასტა და ფურცელი რო მოიმარჯვე და მერე არაყის სმა რო დაიწყე. biggrin.gif
ძაან ეჭვი მეპარება ირლანდიის ა ნაკრებს მოვუგოთ biggrin.gif

Posted by: mike d 29 Jan 2009, 11:24
QUOTE
ძაან ეჭვი მეპარება ირლანდიის ა ნაკრებს მოვუგოთ 

თანაც რამდენადაც მახსოვს შოტლანდიის იგივე ფორმაციის ნაკრებზე ძლიერი გუნდი ყავთ.

Posted by: giorgi77 29 Jan 2009, 11:59
შოტლანდიაში რაც მოხდა ეგ იყო მასხარაობა, მასხრად აგდება ქართული რაგბის. ჩერჩილამდე ჯერ ერთა თასის თამაშებია გადასაგორებელი, ამის მერე უკვე გვეცოდინება დაახლოებით რისი ტავი აქვს საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობას. ფაქტიურად მსოფლიოს მერე ძირითადი შემადგენლობა არ შეკრებილა.

Posted by: Hurricanes 29 Jan 2009, 12:15
giorgi77

შოტლანდიაში რამოდენიმეს გამოკლებით ძირითადის შემადგენლობა იყო.
თავს ვერ გავიმართლებთ ცუდი შემადგენლობა გვყავდაო და მარტო შერკინებას ვერ დავაბრალებთ სამარცხვინო ანგარიშით წაგებას. კაი ბატონო შეტევა ვერ დავიწყეთ ნორმალურად მაგრამ დაცვაშიც რომ პრახადნოი დვორი გვქონდა მაგასაც შერკინებას ხომ არ დავაბრალებთ.

Posted by: dmamporia 29 Jan 2009, 12:17
[quote]შოტლანდიაში რაც მოხდა ეგ იყო მასხარაობა, მასხრად აგდება ქართული რაგბის. ჩერჩილამდე ჯერ ერთა თასის თამაშებია გადასაგორებელი, ამის მერე უკვე გვეცოდინება დაახლოებით რისი ტავი აქვს საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობას. ფაქტიურად მსოფლიოს მერე ძირითადი შემადგენლობა არ შეკრებილა. [/quote
შოტლანდია სამარცხვინო იყო ეგრე უჯიგროდ ფეხბურთელებსაც არ უთამაშიათ, მაგრამ ეხლა ერთა თასზე იმედი მაქვს, რომ რაღაც უკეთესად ითამაშებენ, ტუმცა მსოფლიო თასის ჯგუფი რომ ვნახე, ჯობია მეორეზე გავიდეთ

Posted by: David_S 29 Jan 2009, 12:20
Hurricanes
QUOTE
მაგრამ დაცვაშიც რომ პრახადნოი დვორი გვქონდა მაგასაც შერკინებას ხომ არ დავაბრალებთ

დაცვის დაწყობა არც თუ მცირე დროს და ძალიან კარგ ურთიერთგაგებას მოითხოვს მოთამაშეებს შორის

თუ შენს შიგნითა მხარეს მდგომის იმედი არა გაქვს და მასთან კოორდინაციაც მოიკოჭლებს, შენს არხს ვერ დაკეტავ sad.gif


http://images.planetrugby.com/09/01/247/Umaga-s-last-toulon-match_1853056.jpg

Posted by: giorgi77 29 Jan 2009, 12:24
Hurricanes ნაკრები არ იყო განწყობილი სათამაშოდ, მოედანზე საბრძოლველად. კაცს ვერ ბოჭავდნენ ნორმალურად, მესამე, მეოთხე შებოჭვაზე აჩერებდნენ მეტოქეს.... არაფერი არ გამოსდიოდათ, და არც ქონდათ ამის სურვილი. მაგიტომ ვთქვი მასხარაობა იყო თქო. გახსენებაც არ მინდა მაგ თამაშის... მაგაზე დიდი ანგარიშებითაც წაგვიგია მაგრამ მოედანზე უშეღავათო ბრძოლა იყო ყოველთვის. მანდ კიდე ბრძოლის ნასახი არ იყო, მოედანზე ერთი ნაკრები თამაშობდა და რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ

Posted by: nikode 29 Jan 2009, 16:14
ცირკი ის იყო დენი რომ გამოგვირთეს და წადით ბიძია სახლში დაგვანებეთ თავიო რომ გვითხრეს smile.gif

Posted by: Hurricanes 29 Jan 2009, 16:43
nikode

ედინბურგთან თამაშზე ხო?
20 წუთი გვაცადეს და რო მიხვდნენ ჩვენები იმავე თამაშს თამაშობდნენ რაც ა ნაკრებთან ითამაშეს მეცხრე ბლოკი გაეთიშათ biggrin.gif

Posted by: maradiora 29 Jan 2009, 18:00
Hurricanes
QUOTE
20 წუთი გვაცადეს და რო მიხვდნენ ჩვენები იმავე თამაშს თამაშობდნენ რაც ა ნაკრებთან ითამაშეს მეცხრე ბლოკი გაეთიშათ

lol.gif

მანდაც ჩვენების ხელი ურევია 100% biggrin.gif

p.s. ზამენები გაიპარნენ და რაღაც მაქინაციებით სქოთები უშუქოდ დატოვეს,ეგ მაინც ყველაზე უკეთ გვეხერხება biggrin.gif

Posted by: giorgi77 29 Jan 2009, 18:20
ფირას ფორუმიდან http://www.fira-aer-rugby.com/forum2007/viewtopic.php?f=2&t=2784&start=270


24 კაციანი სია გერმანიისთვის


ფორვარდები:

დავით ზირაქაშვილი
გოდერძი შველიძე
ირაკლი ნატრიაშვილი
აქვსენტ გიორგაძე
დავით ხინჩაგიშვილი
სიმონ მაისურაძე
ილია ზედგინიძე
მამუკა გორგოძე
დიმიტრი ბასილაია
კახაბერ უჩავა
ლევან დათუნაშვილი
გიორგი ჩხაიძე
გია ლაბაძე
რატი ურუშაძე


ბეკები:

ირაკლი აბუსერიძე
ბიძინა სამხარაძე
მერაბ კვირიკაშვილი
ოთარ ბარკალაია
ლაშა მალაღურაძე
დავით კაჭარავა
ირაკლი ჩხიკვაძე
ირაკლი გიორგაძე
ირაკლი მაჩხანელი
თედორე ზიბზიბაძე


მშვენიერი შემადგენლობაა yes.gif

Posted by: chanichano 29 Jan 2009, 18:28
QUOTE
მშვენიერი შემადგენლობაა yes.gif

up.gif

Posted by: OSTAP 29 Jan 2009, 18:53
აბა სოხაძე იქნებაო??? მაგრა მაინტერესებს ეგ ბიჭი. და ვინ დადო ფირას ფორუმზე ხომ არ იცით. ეს სასტავი კარგი კი არა ერთერთი ყველაზე ოპტიმალური სასტავია.

Posted by: teonala 29 Jan 2009, 18:59
გერმანიაში მცხოვრები ქართველები ველოდებით მთელი გულით და სულით საქართველოს ნაკრების თამაშს. ორგანიზებულად მივდივართ სტადიონზე და იმედი მაქვს იქიდან მოგებით გახარებულები გამოვალთ .
წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს და რათქმა უნდა გამარჯვებას.
გვეამაყებით და თქვენტან ვაააააააართ!!!!!!

bis.gif

Posted by: comus-74 29 Jan 2009, 19:11
ქუბრიაშვილი
გუნდიშვილი
შკინინი
სოხაძე
ლელოს 8 და 10ნომერი
აკლია თვალს


Posted by: maradiora 29 Jan 2009, 19:32
შემადგენლობას გადავავლე თვალი და ძალიან გამიხარდა ასე ძლიერი გუნდი თუ შეიკრიბა,ბოლოს როდის ვითამაშეთ ასე ძლიერი გუნდის ვერ ვიხსენებ,მგონი მსოფლიოს მერე ლეგიონერების თავმოყრა მუდმივი პრობლემა იყო

QUOTE
ქუბრიაშვილი გუნდიშვილი შკინინისოხაძე ლელოს 8 და 10ნომერი აკლია თვალს

ყველა კარგია,მარა არსებულიდან რომელს ამოაგდებდი??? კონკურენციაა და ამ კონკურენციის პიროებში დღეს განაცხადში ვინცაა ვფიქრობ ის უფრო იმსახურებს თამაშს

პ.ს. შკინინის ამბავი მეც მაინტერესებს

Posted by: Q10 29 Jan 2009, 20:06
ნაკრები უძლიერესი შემადგენლობითაა ! არავინ გვაკლია... ერთი შეილება ვთქვათ რო გოშა!
OSTAP
რაც შეეხება თემუკა სოხაძეს,მან ტრავმა მიიღო ვარჯიშებზე და ვერ იტამაშებს !

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jan 2009, 20:37
QUOTE (OSTAP @ 29 Jan 2009, 18:53 )
ვინ დადო ფირას ფორუმზე ხომ არ იცით

პრეს კონფერენცია რომ იყო თქვენი თათბირის შემდეგ,
იქ დარიგდა

იხილეთ www.rugby.ge
ყდაზე პრეს რელიზი

Posted by: David_S 29 Jan 2009, 21:14
მშვენიერი შემადგენლობაა,

გერმანიასთან თამაშში ცოტა შეთამაშდებიან ბიჭები >>> ერთი კვირის თავზე ხომ პორტუგალიას უნდა ვუმასპინძლოთ

Posted by: giorgi77 29 Jan 2009, 21:20
და Kooga-ზე სიმართლეა???
_____________________________________
თამაშის ჩანაწერი იქნებაო გერმანელმა.....

Posted by: CENTURIONI 29 Jan 2009, 21:21
შაკმაოდ კარგი სემადგენლობაა და მოსაწონია მარა ამ შემადგენლობიდან ან სამი კაცის გამო კითხვა მექნებოდა თU რატომ არიან ანაც რატომ არ არიან? 1.ლაბაძის ყოფნა ჩემთვის ცოტა გაურკვეველია .ის უკვე გავლილი ეტაპია ჩემის აზრით ნაკრებში.დაბერდა საკმაოდ თავის გუნდის შემადგენლობსე საერთოდ ვერ ხვდება და როგორც ვიცი ნაკრებისთვის თავიც ქონდა დანებებული. 2 ნატრიაშვილი რატომაა ნაკრებში და რატომ არაა იგივე ლაბაძის გუნდელი ქუბრიაშვილი რომელიც სულ მუდამ შირითადშია ტულონში და არც თუ ისი ცუდად ირჯება მგონი ამ ჟამად აშკარად ჯობია ნატრიაშვილს..მახო ურჯუკაშვილის არყოფნაც გასაკვირია თუ ტრავმა არა აქვს. დანარჩენი კი საკმაოდ იდეალურთან ახლოსაა და წარმატებებს ვუსურვებ.აგერ ბურთი და აგერ მოედანი
ისე რვა ნომერზე გორგოძე რომ დააყენონ არ იქნება რუიგო საკამოდ კარგათ თამაშობს რვაზე თავის გუნდში და აშკარად გამოგვადგებოდა ამ პოზიციაზე
ფორვარდები:

დავით ზირაქაშვილი
გოდერძი შველიძე
ირაკლი ნატრიაშვილი
აქვსენტ გიორგაძე
დავით ხინჩაგიშვილი
სიმონ მაისურაძე
ილია ზედგინიძე
მამუკა გორგოძე
დიმიტრი ბასილაია
კახაბერ უჩავა
ლევან დათუნაშვილი
გიორგი ჩხაიძე
გია ლაბაძე
რატი ურუშაძე

ბეკები:

ირაკლი აბუსერიძე
ბიძინა სამხარაძე
მერაბ კვირიკაშვილი
ოთარ ბარკალაია
ლაშა მალაღურაძე
დავით კაჭარავა
ირაკლი ჩხიკვაძე
ირაკლი გიორგაძე
ირაკლი მაჩხანელი
თედორე ზიბზიბაძე

Posted by: maradiora 29 Jan 2009, 21:42
QUOTE
მახო ურჯუკაშვილის არყოფნაც გასაკვირია თუ ტრავმა არა აქვს.

ტრავმა აქ


Posted by: QOMAGI 29 Jan 2009, 21:47
QUOTE (maradiora @ 29 Jan 2009, 21:42 )
QUOTE
მახო ურჯუკაშვილის არყოფნაც გასაკვირია თუ ტრავმა არა აქვს.

ტრავმა აქ

ბოლო ტურში ითამაშა და შეცვალეს (შესაძლოა ტრამვის გამო შეცვალეს)

http://www.opentext.org.ge/09/lelo/020/020-30.htm

კვლავ განაგრძობს წაგებათა სერიას მალხაზ ურჯუკაშვილის, ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ჟღენტის � ორიაკი�. ორიაკელებმა ზედიზედ მეხუთე მარცხი იგემეს. ამჯერად შინ მამუკა მაგრაქველიძის �ტარბთან� - 17:37. ურჯუკაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. ჟღენტი და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.



Posted by: maradiora 29 Jan 2009, 22:04
QOMAGI
QUOTE
ბოლო ტურში ითამაშა და შეცვალეს (შესაძლოა ტრამვის გამო შეცვალეს)


დღეს ურუშაძემ თქვა ჩვენი ერთადერთი დანაკლისი ტრავმირებული ურჯუკაშვილიაო

Posted by: BULA 29 Jan 2009, 22:18
QUOTE
2 ნატრიაშვილი რატომაა ნაკრებში და რატომ არაა იგივე ლაბაძის გუნდელი ქუბრიაშვილი რომელიც სულ მუდამ შირითადშია ტულონში და არც თუ ისი ცუდად ირჯება მგონი ამ ჟამად აშკარად ჯობია ნატრიაშვილს

იმიტომ, რომ ეგ ორი სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობენ, ერთი ბურჯია, მეორე კიდე კვაჭი(ჰუკერი). ხოდა გამოძახებულ ბურჯებში ქუბრიაშვილი ვერცერთს ვერ ჯობია, სამივე ხინჩაგაშვილი, ზირაქაშვილი და შველიძე მაგაზე გაცილებით უფრო მაღალი დონის მოთამაშეები არიან.
ლაბაძე კიდე ტვინია და ძალიან მაღალი დონის მოთამაშე, რომელიც ნებისმიერ დროს გამოადგება ნაკრებს, თუნდაც თავისი გამოცდილების გამო

Posted by: David_S 29 Jan 2009, 22:32
BULA
[quote]იმიტომ, რომ ეგ ორი სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობენ, ერთი ბურჯია, მეორე კიდე კვაჭი(ჰუკერი). ხოდა გამოძახებულ ბურჯებში ქუბრიაშვილი ვერცერთს ვერ ჯობია, სამივე ხინჩაგაშვილი, ზ

Posted by: BULA 29 Jan 2009, 22:37
[quote]BULA [quote]იმიტომ, რომ ეგ ორი სხვადასხვა პოზიციებზე თამაშობენ, ერთი ბურჯია, მეორე კიდე კვაჭი(ჰუკერი). ხოდა გამოძახებულ ბურჯებში ქუბრიაშვილი ვერცერთს ვერ ჯობია, სამივე ხინჩაგაშვილი, ზ[/quote]
ვერ გავიგე?

Posted by: David_S 29 Jan 2009, 22:42
BULA
წაშალა უშნოდ

ვეთანხმები შენს პოსტს თქვა


ხო, მახო კიდე წელს ვერ დაგვეხმარება >>> კლუბი მერე აღარ დააყენებს შემადგენლობაში და კონტრაქტი რომ ამოეწურება წელს, ნორმალურ გუნდს ვერ იშოვის



Posted by: Hurricanes 29 Jan 2009, 22:48
აუ მაგარი შემადგენლობაა. ეხლაც თუ არ მოვიგეთ მტრისას biggrin.gif

Posted by: BULA 29 Jan 2009, 23:02
QUOTE
BULA წაშალა უშნოდ

ვეთანხმები შენს პოსტს თქვა

გაიხარე smile.gif

Posted by: QOMAGI 29 Jan 2009, 23:36
QUOTE (David_S @ 29 Jan 2009, 22:42 )
BULA
წაშალა უშნოდ

ვეთანხმები შენს პოსტს თქვა


ხო, მახო კიდე წელს ვერ დაგვეხმარება >>> კლუბი მერე აღარ დააყენებს შემადგენლობაში და კონტრაქტი რომ ამოეწურება წელს, ნორმალურ გუნდს ვერ იშოვის

ანუ ტრამვა არ აქვს ? ისევს გუნდის პრობლემაა... ნუ არაუშავს 1 გამონაკლისი კიდე ასატანია, რუმინეთი რუსეთთან მაინც დაგვახმარონ....

Posted by: teonala 30 Jan 2009, 00:37
Lukas & Nikos Mama

ვაიმე რა საკალელი ნიკია. შენ ალბათ პაროლებათ სულ შენი შვილების სახელები გაქვს smile.gif





როდის არის რუმინეთ რუსეთთან თამაში?

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 08:54
teonala
QUOTE
ვაიმე რა საკალელი ნიკია. შენ ალბათ პაროლებათ სულ შენი შვილების სახელები გაქვს


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ისე ეგ კაცი რაგბის კომენტატორია. ხმაზე გეცოდინება. ტელევიზორშიც იჩითება ხოლმე წვერებიანი კაცია

QUOTE
როდის არის რუმინეთ რუსეთთან თამაში?


ჯერ გერმანიასთან გვაქ. ეგენი ცოტა მოგვიანებითაა


აუ ამ განყოფილებაში გოგო რო იჩითება აღვეგზნები ხოლმე biggrin.gif ეს ისეთი პონტია ჯარში რო გოგო გაიჩითოს biggrin.gif

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 10:08
QUOTE
ვაიმე რა საკალელი ნიკია. .....

up.gif

-------------------------------

მსოფლიო სპორტმა დაწერა როგორც იქნა...

http://www.worldsport.ge/more.aspx?id=17477

Posted by: mike d 30 Jan 2009, 10:27
ლაბაძე მერამდენედ დაბრუნდა ნეტავ ნაკრებში. ფენიქსია ? biggrin.gif

კაი შემადგენლობაა შეკრებილი, შარშან ერთ თამაშზეც არ გვყოლია ასეთი ძლიერი შემადგენლობა.

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 12:31
ეს წაიკითხეთ? საინტერესოა, ცუდი ნაღდად არ უნდა იყოს



Posted by: David_S 30 Jan 2009, 12:36
giorgi77
ტიმი ძაააააალიან აქებს, აი ძააააააალიან

ვნახოთ ბიჭები რას იტყვიან

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 12:38
David_S
ეხლა ვეძებ გუგლით, იქნებ რამე ამოვქექო, ბიოგრაფია, სად თამაშობდა და რას წარმოადგენს...

******************************

და იმაზე დავით შენ რომ მითხარი "ძონძებზე", ახალი არაფერი არ ისმის?

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 12:42
QUOTE
და იმაზე დავით შენ რომ მითხარი "ძონძებზე", ახალი არაფერი არ ისმის?


რა ხდება ძონძების მაღაზიას ხოარ ხსნით? biggrin.gif

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 12:45

OFFTOPIC:
QUOTE
რა ხდება ძონძების მაღაზიას ხოარ ხსნით?
რეგბიიკების და ბურთების სექონდჰენდზე ვმუშაობთ, თუ გამოვიდა, 300 კგ შემოვიტანთ....


Posted by: David_S 30 Jan 2009, 12:47
giorgi77
QUOTE
და იმაზე დავით შენ რომ მითხარი "ძონძებზე", ახალი არაფერი არ ისმის?

ჯერ არაფერი, თუ რაიმეს გავიგებ შეგატყობინებ

QUOTE
რეგბიიკების და ბურთების სექონდჰენდზე ვმუშაობთ, თუ გამოვიდა, 300 კგ შემოვიტანთ....

განბაჟება არ იქნება პრობლემა, მაგრამ მერე დღგ-ს გადამხდელად არ მინდა დარეგისტრირება, იქნებ 100K-ში ჩავეტიოთ

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 12:51
ვაა მაგარი იქნება ბოზანდარა ვიყო. თბილისში?

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 13:02

OFFTOPIC:
QUOTE
იქნებ 100K-ში ჩავეტიოთ
აი რას ნიშნავს კანონების ცოდნა. 100კგ იყოს. მე 100კგ, შენ 100კგ და ვინმეს ფორუმელებიდან კიდევ ჩავრთავთ.


Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 13:29
აგერ მგონი ეს უნდა იყოს...

Damian was education at St Benedict’s School in Ealing and went on to complete a PGCE in Physical Education at Exeter University. Damian played for Middlesex Country Cricket Club 2nd XI between 1983 and 1987 and is a current MCC playing member. From1987 to 1998 Damian taught PE at Saintbridge School and Chosen Hill School in Gloucester. At the same time he played 210 caps for Gloucester Rugby Football Club 1st XV, played for Anglo-Scots RFC in the Scottish trial matches and played for Anglo-Welsh RFC and Newport RFC 1st XV for one season in 1994.

From 1998 to 2006, Damian taught at Hereford Cathedral School as Director of Sport (1st XV Rugby World ‘team of the month’ November 2005).


პ.ს. 5 შვილი ყოლია

Posted by: David_S 30 Jan 2009, 14:15
giorgi77
QUOTE
OFFTOPIC: QUOTE იქნებ 100K-ში ჩავეტიოთ აი რას ნიშნავს კანონების ცოდნა. 100კგ იყოს. მე 100კგ, შენ 100კგ და ვინმეს ფორუმელებიდან კიდევ ჩავრთავთ.

არა ჩემო კარგო, 100 000 ლარი ვიგულისხმე, მაგდენია ზედა ზღვარი, რის შემდეგაც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულოა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 14:17
giorgi77
QUOTE
5 შვილი ყოლია


ღმერთმა სუ ჯანმრთელები და გახარებულები უმყოფოს ხუთივე biggrin.gif სიმპატიური კაცია გული მიგრძნობს კაი ქალიშვილები უნდა ყავდეს. ნეტა გამაცნობდეს ერთერთს, არ ურჩევნია ქართველი სიძე ავსტრალიელ გამოხლევებულს biggrin.gif თან რაგბიც მიყვარს. პიანინოზეც ვუკრავ. დალევას თავს დავანებებდი და პატიოსნად ვიცხოვრებდი. მოსიყვარულე ოჯახი მექნებოდა და მეც 5 შვილი მეყოლებოდა. ბიჭებს რაგბიზე მივიყვანდი გოგოებს ქართულ ცეკვაზე. რო გაიზრდებოდნენ მე მუშაობას თავს დავანებებდი და ეგენი შემინახავდნენ. უმცროსი ბიჭი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებდა და ხშირად წავიდოდით მე და ჩემი მეუღლე რამოდენიმე დღით საფრანგეთში. მერე მადეირა დამირეკავდა და ინტერვიუს მთხოვდა ჩემი შვილის შესახებ. მე ვეტყოდი პოსტებს რო მიშლიდი შენ არ იყავი თქო და ყურმილს დავუხეთქებდი.

ძია დამიენ, გამაცანით თქვენი ქალიშვილი

Posted by: David_S 30 Jan 2009, 14:23
Hurricanes
ჩაგეთვალა, კარგი იყო wink.gif

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 14:28
ამდენი კარგა ხანია არ მიცინია.
Hurricanes მაიცა ეხლა დავძებნი და გავიგებ ქალიშვილებზე... ტელეფონის ნომრები თუ ვიპოვე გამოგიგზავნი

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 14:29
David_S

2kiss.gif

მადლობა რო დამაფასე. ჩემი შვილი რაგბისტი რო იქნება მაგის მაიკას გაჩუქებ, ოღონდ ძონძების მაღაზიაში არ გაყიდოთ შენ და გიორგიმ

giorgi77

აუ რა ჯიგარი ხარ. მიპოვე და რაგბისტ შვილს შენ მოგანათლინებ.

Posted by: maradiora 30 Jan 2009, 14:37
Hurricanes
QUOTE
ღმერთმა სუ ჯანმრთელები და გახარებულები უმყოფოს ხუთივესიმპატიური კაცია გული მიგრძნობს კაი ქალიშვილები უნდა ყავდეს. ნეტა გამაცნობდეს ერთერთს, არ ურჩევნია ქართველი სიძე ავსტრალიელ გამოხლევებულსთან რაგბიც მიყვარს. პიანინოზეც ვუკრავ. დალევას თავს დავანებებდი და პატიოსნად ვიცხოვრებდი. მოსიყვარულე ოჯახი მექნებოდა და მეც 5 შვილი მეყოლებოდა. ბიჭებს რაგბიზე მივიყვანდი გოგოებს ქართულ ცეკვაზე. რო გაიზრდებოდნენ მე მუშაობას თავს დავანებებდი და ეგენი შემინახავდნენ. უმცროსი ბიჭი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებდა და ხშირად წავიდოდით მე და ჩემი მეუღლე რამოდენიმე დღით საფრანგეთში. მერე მადეირა დამირეკავდა და ინტერვიუს მთხოვდა ჩემი შვილის შესახებ. მე ვეტყოდი პოსტებს რო მიშლიდი შენ არ იყავი თქო და ყურმილს დავუხეთქებდი.

ძია დამიენ, გამაცანით თქვენი ქალიშვილი


lol.gif მოსიარულე კურიოზი ხარ რა lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: comus-74 30 Jan 2009, 15:56
Hurricanes lol.gif up.gif კარგი იყო

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 16:09
maradiora
comus-74

2kiss.gif

Posted by: teonala 30 Jan 2009, 17:07


QUOTE
5 შვილი ყოლია


აუ მაგას ძალიან გრძელი ნიკი ექნება ფორუმზე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


Hurricanes
QUOTE
ჯერ გერმანიასთან გვაქ. ეგენი ცოტა მოგვიანებითაა


და როდის მოგვიანებით? წელიწადის რომელ დროს იქნება ის მაინც მითხარი დაახლოებით.


QUOTE
ეს ისეთი პონტია ჯარში რო გოგო გაიჩითოს biggrin.gif




დაახლოებით მაგ მიმართულებით ვარ tongue.gif

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 17:09
teonala

მარტშია რუმინეთთან და რუსეთთან

QUOTE
აუ მაგას ძალიან გრძელი ნიკი ექნება ფორუმზე


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: QOMAGI 30 Jan 2009, 17:50
QUOTE
Hurricanes


biggrin.gif წააკითხონ რა იცი რა ხდება ...

აქაც წერია http://www.worldsport.ge/more.aspx?id=17477 (ალბათ ნახავდით უკვე smile.gif ) Hurricanes -ის სასიმამროზე... ინგლისში და უელსში უთამაშიაო




Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 18:26
QOMAGI

ხო მაღალ დონეზე თამაშობდაო რობერტიჩი biggrin.gif

Posted by: მადეირა 30 Jan 2009, 19:04
ფაქტობრივად სარაგბო მიხეილუსიც გვყავს biggrin.gif

--------------------

Posted by: giorgi77 30 Jan 2009, 19:07
QUOTE
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=17477
ბოდიში ოფტოპიკისთვის Hurricanes მარა ეხლაღა დავაკვირდი შემადგენლობას, რა უნდა აბუსერიძეს ორიაკში... ორლეანში თამაშობს, ფედერალში

Posted by: Hurricanes 30 Jan 2009, 20:49
მადეირა

მიხეილუსი ვიღაა კაცო?

giorgi77

ხო აშკარად ორლეანში თამაშობს

Posted by: K O R A D O 4 Feb 2009, 22:12
საინტერესო ინტერვიუ ტიმ ლეინთან "კვირის პალიტრაში":
ექსკლუზივი

«საქართველოს ნაკრებს უდიდესი პოტენციალი აქვს»

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთშია. ჩვენი გუნდი შეკრებას ქალაქ მასიში გადის, 7 თებერვალს კი, ჰაიდელბერგში ესტუმრება გერმანიის ნაკრებს. ბორჯღალოსანთა ავსტრალიელ თავკაცს, ტიმ ლეინს საფრანგეთში გამგზავრებამდე შევხვდით და არაერთ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. აქამდე, ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნდა, თუმცა, ცალკეულ საკითხში, კონკურენტებიც ვყოფილვართ. საქმე ის არის, რომ ბატონი ლეინის გადასაბირებლად, თურმე, აშშ-ის რაგბის კავშირიც იბრძოდა, მაგრამ... ავსტრალიელი სპეციალისტი საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. რაგბის გარდა ქართულ ღვინოზე, სერფინგსა და თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისელ მძღოლებზეც კი გვესაუბრა, ბოლოს კი, «კვირის პალიტრის» მკითხველს ავტოგრაფიც დაუტოვა...

- არჩევანი საქართველოს ნაკრებზე რატომ შეაჩერეთ?

- დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს საქართველოს ნაკრების შთამბეჭდავ გამოსვლას 2007 წლის მსოფლიო თასზე და სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს. ალბათ, იცით, რომ საქართველოს ნაკრების პარალელურად, ჩემს გადასაბირებლად აშშ-ის მორაგბეთა ნაკრებიც იბრძოდა. თუმცა, თქვენი ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ საქართველოში უნდა მემუშავა...

- ავსტრალიაში რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ნაკრებში თქვენს დანიშვნას?

- თავდაპირველად იფიქრეს, რომ ჯორჯიის შტატში წავედი სამუშაოდ (იცინის)... კარგად არა, მაგრამ უკვე ჩემს სამშობლოშიც იცნობენ საქართველოს და გაუხარდებათ, თუ რაგბის განვითარებაში დაგეხმარებით.

- ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა გქონდათ, მაგრამ ასე გკითხავთ: რას ელოდით და რა დაგხვდათ საქართველოში?

- შეიძლება ითქვას, რომ ის დამხვდა, რასაც ვფიქრობდი. ველოდი, რომ 2008 წელს საქართველოს ნაკრები მოახერხებდა ერთა თასის მოგებას. ბიჭებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ ამოცანას. სამწუხაროდ, განვლილ სეზონში, ფრანგულმა კლუბებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნეს მოთამაშეების გამოშვებასთან დაკავშირებით და ყველაზე დიდი იმედგაცრუება - შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით მარცხიც ამის ბრალია. ძირითადი შემადგენლობის 13 მორაგბე გვაკლდა... თუმცა, იმ კონტინგენტითაც გვმართებდა უკეთ თამაში, მაგრამ მწარე გაკვეთილმა ბევრი რამ ასწავლა ბიჭებს და მსგავსი რამ აღარ განმეორდება...

- ფრანგული კლუბების თავნებობა წელსაც ხომ არ გაგრძელდება?

- საბედნიეროდ, არა! ნაკრების ყველა მატჩი საერთაშორისო «ფანჯარას» ემთხვევა და პრობლემებს ვეღარ შეგვიქმნიან.

- უკვე ერთი წელია საქართველოში მუშაობთ. როგორც ფიქრობთ, აქვს თუ არა ჩვენს გუნდს იმის პოტენციალი, ოდესმე მსოფლიო რაგბის გრანდებს გაუტოლდეს?

- ამ ერთი წლის განმავლობაში, ოპტიმალური შემადგენლობა ერთხელაც ვერ შევკრიბე. ერთა თასის რამდენიმე მატჩის, უფრო ზუსტად კი, რუსებთან შეხვედრის შემდეგ უფრო ზუსტად შევძლებ იმის თქმას - რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს (იცინის). თუ ტრავმები არ შეგვიშლის ხელს და ერთსა და იმავე შემადგენლობასთან თანამიმდევრულ მუშაობას შევძლებთ, პროგრესი აუცილებლად იქნება. პოტენციალის ნაკლებობას კი, ქართული რაგბი ნამდვილად არ უჩივის...

- ბიჭები იოლად ითვისებენ თქვენს დარიგებებს, ადვილად «მოგყვებიან»?

- ძალიან კარგი «მოსწავლეები» არიან. გამაოცეს კიდეც, ისე ადვილად აითვისეს ყველაფერი. ზუსტად ერთი წლის წინ, 3 თებერვალს ვეთამაშეთ პორტუგალიელებს. მაშინ უამრავი ახალი კომბინაცია დავამუშავეთ და იმის მიუხედავად, სამი დღის გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი, ბრწყინვალედ აითვისეს.

- საქართველოს ნაკრებში არაერთი გამორჩეული მოთამაშეა. ყველაზე მეტად ვისი გეიმედებათ?

- გუნდურ სახეობაში რომელიმე მოთამაშის ამორჩევა რთული საქმეა. თუმცა, მამუკა გორგოძე რომ არ აღვნიშნო, არ შემიძლია. მას თავისუფლად შეუძლია, წარმატებით ითამაშოს «ზე-14»-ში. სხვათა შორის, პირველი ხაზის ქართველი მოთამაშეებით (რომლებითაც ცნობილია თქვენი ქვეყანა) ავსტრალიური კლუბები სერიოზულად არიან დაინტერესებული. თუმცა, არანაკლებ პერსპექტიული უკანახაზელებიც გვყავთ... გორგოძის გარდა, გამოვყოფდი ხინჩაგაშვილს, შველიძეს, ზირაქაშვილს...

- მომავალ თამაშებზე რას იტყვით? 7 თებერვალს გერმანიას ესტუმრებით, 14-ში კი პორტუგალიელ «მგლებს» უნდა დაუხვდეთ...

- გერმანიის ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და სამწუხაროდ, მათი მატჩების ვიდეოჩანაწერიც ვერ მოვიპოვეთ. შედარებით უკეთ ვიცნობთ პორტუგალიელებს და ისიც ვიცით, მწყობრად, დალაგებულად თამაში რომ შეუძლიათ. იოლი მატჩები ნამდვილად არ გველოდება, რადგან ჩვენი არ იყოს, მსოფლიო თასზე მოხვედრა სხვა გუნდებსაც ძალიან უნდათ. უნდა ვეცადოთ, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ და თითოეულ შეხვედრას ისე მივუდგეთ, თითქოს უკანასკნელია ჩვენს კარიერაში.

- ჩვენი ქვეყანა თუ მოგწონთ?

- ჯერჯერობით აქ ბევრი რამ ნამდვილად არ მინახავს. თბილისს, მეტ-ნაკლებად უკვე ვიცნობ, ვიყავი ქუთაისშიც და თქვენ წარმოიდგინეთ, სათევზაოდაც კი მოვასწარი წასვლა. ძალიან მაინტერესებს ზღვისპირეთის ნახვაც და რადგან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მომიწევს საქართველოში მუშაობა, ყველაფერს დავათვალიერებ. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, სტუმართმოყვარე, თბილი ხალხი...

- მე გავაგრძელებ: ქართული კერძები, ღვინო...

- (იცინის) უნდა ვთქვა, რომ ქართული ღვინო ზედმეტად კარგიც არის და საჭიროზე მეტი «შემოგესმევა» კაცს. ძალიან გემრიელი კერძები გაქვთ, - ქართული სამზარეულო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კახეთში მიმიწვიეს და მოხიბლული დავრჩი იქაური ღვინით, სიმღერებით, ხალხით...

- თქვენს ოჯახს როდის უნდა აჩვენოთ საქართველო?

- ძალიან მინდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს რთული საქმე იქნება. ჩემი უფროსი შვილი სამხრეთ აფრიკაში სწავლობს, უმცროსი - ავტრალიაშია, თუმცა, სერფინგის ნამდვილი ფანია და ავსტრალიის სანაპიროდან მისი მოწყვეტა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უნივერსიტეტში სწავლობს ჩემი ქალიშვილი და ერთდროულად მათი სადმე წაყვანა არ ხერხდება. იმედი მაქვს, 2010 წელს მაინც შევძლებთ ერთად გესტუმროთ.

- სერფინგი თქვენც ხომ არ გიყვართ?

- მთლად შვილებივით არა, მაგრამ, ცოტ-ცოტას მეც ვახერხებ... ძალიან მიყვარს გოლფი და გული მწყდება, აქ რომ ვერ ვთამაშობ ხოლმე. ავსტრალიაში ყოფნისას ხშირად მნახავთ მშობლების ფერმაში, ცხენით მოსეირნეს. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო...

- ავსტრალიის შესახებ რას ეტყვით ქართველ მკითხველს?

- ძალიან ლამაზი ქვეყანაა - ულამაზესი პლაჟებით, განსხვავებული კლიმატური ზოლებით. ქართველებივით თბილი ხალხი ცხოვრობს და შესანიშნავი სპორტული ტრადიციები გვაქვს. მოკლედ, კარგი ქვეყანაა...

- ბოლოს, ისიც გვითხარით, საქართველოში ყოფნისას რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- იმ საოცარმა წესებმა, ქართველი მძღოლები რომ იცავენ ქალაქში მოძრაობისას (იცინის)... ეს ხუმრობით, ისე კი, მართლაც აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით: გამორჩეულად თბილი ხალხი ხართ, ყველა ცდილობს, ოჯახის წევრად მიგიღოს... ჩემთვის, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, მე ხომ აქ მარტო ვარ...

რატი შელეგია
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm

Posted by: maradiora 5 Feb 2009, 01:22
კარგია,მალე ყველა სპორტულ გუნდურ ნაკრებს ახალი ფორმები შეეკერებათ და ეს რათქმაუნდა რაგბსაც ეხება

ვნახოთ რა გამოვა smile.gif

Posted by: chanichano 5 Feb 2009, 14:28
QUOTE
საინტერესო ინტერვიუ ტიმ ლეინთან "კვირის პალიტრაში":

up.gif alk.gif


QUOTE
გერმანიის ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით და სამწუხაროდ, მათი მატჩების ვიდეოჩანაწერიც ვერ მოვიპოვეთ. შედარებით უკეთ ვიცნობთ პორტუგალიელებს და ისიც ვიცით, მწყობრად, დალაგებულად თამაში რომ შეუძლიათ. იოლი მატჩები ნამდვილად არ გველოდება, რადგან ჩვენი არ იყოს, მსოფლიო თასზე მოხვედრა სხვა გუნდებსაც ძალიან უნდათ. უნდა ვეცადოთ, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ და თითოეულ შეხვედრას ისე მივუდგეთ, თითქოს უკანასკნელია ჩვენს კარიერაში.


აი ამაზე მეშლება ნევრები, ცადენ რომ ვერ მიიღენ?!!!
მე ვუშოვიდი ალბათ ადვილად ვიდრე ეგენი sad.gif

Posted by: dmamporia 5 Feb 2009, 14:47
QUOTE
მე ვუშოვიდი ალბათ ადვილად ვიდრე ეგენი

იქნებ ტაქტიკური ჩანაფიქრია და არ ამჟღავნებს?
lol.gif

Posted by: giorgi77 5 Feb 2009, 14:51
QUOTE
აი ამაზე მეშლება ნევრები, ცადენ რომ ვერ მიიღენ?!!! მე ვუშოვიდი ალბათ ადვილად ვიდრე ეგენი
ან რა შოვნა უნდა, ბოლო თამაში ესპანელებთან დივანაზე დევს და მგონი აქვთ კიდევაც ეგ მაგ თამაშის დისკი

Posted by: David_S 5 Feb 2009, 14:53
chanichano
QUOTE
აი ამაზე მეშლება ნევრები, ცადენ რომ ვერ მიიღენ?!!! მე ვუშოვიდი ალბათ ადვილად ვიდრე ეგენი

მე მაქვს გერმანია-ესპანეთის თამაშის ჩანაწერი კომპში

მოითხოვეს და არ მივეცით???

Posted by: dmamporia 5 Feb 2009, 14:59
QUOTE
მოითხოვეს და არ მივეცით???

ჰოდა ჩვენ და გერმანელებს ერთად გვაბოლებენ.............

Posted by: BULA 5 Feb 2009, 14:59
არა რა ასე ნაღდად აღარ შეიძლება, ყველამ კარგად იცის სად და როგორ შეიძლება ამ თამაშების მოძებნა, სხვა თუ არაფერი ფორუმის არსებობა ხო მაინც იციან, ადრე იგივე აქ მყოფი ხალხისგან არ შოულობდნენ ბევრი თამაშის ჩანაწერს. ახლა გერმანია ხო ვერ ნახეს, თურმე პოტუგალიის საქსონებთან თამაშიც ვერ უშოვიათ, ისედაც ხო კარგად ვიცით რა გუნდია პორტუგალიაო, მიდი რა მოძებნე, ეგება და რამე სიახლე აქვთ გუნდში.

Posted by: Hurricanes 5 Feb 2009, 15:01
ეხ ტიმ ტიმ







----------------------

Posted by: giorgi77 5 Feb 2009, 15:02
David_S
იქნებ გადაამოწმო ეს ინფორმაცია, მე მაინც არა მგონია სიმართლე იყოს.

Posted by: nikode 5 Feb 2009, 15:04
ჰოდა უთხრას ფედერაციასთან დაახლოებულმა ვინმე ფორუმელმა რომ არსებობს დივანა smile.gif, ან სხვა საიტები საიდანაც შეიძლება თამაშების გადმოწერა, თუ ფედერაციაში კიდე კასეტებზე არიან? smile.gif

Posted by: giorgi77 5 Feb 2009, 15:10
ამ ჰარიჰარალე დამოკიდებულებას ვერ ელევიან რა... სისხლშია გამჯდარი... mad.gif

Posted by: David_S 5 Feb 2009, 15:18
BULA
QUOTE
თურმე პოტუგალიის საქსონებთან თამაშიც ვერ უშოვიათ, ისედაც ხო კარგად ვიცით რა გუნდია პორტუგალიაო, მიდი რა მოძებნე, ეგება და რამე სიახლე აქვთ გუნდში

მაქვს ეგ თამაშიც კომპში, ჩავწერ დისკზე და მივართმევ აუცილებლად

giorgi77
რა ინფო გადავამოწმო, ვერ მიგიხვდი sad.gif

nikode
QUOTE
ჰოდა უთხრას ფედერაციასთან დაახლოებულმა ვინმე ფორუმელმა რომ არსებობს დივანა

იციან მაგის არსებობა, ნუ გეფიქრებათ

Posted by: giorgi77 5 Feb 2009, 15:27
QUOTE
რა ინფო გადავამოწმო, ვერ მიგიხვდი
არა მჯერა რომ ნანახი არა აქვთ და იქნება რატის ჰკითხო თუ დაუკავშირდები.



წელსაც არ აგვცდება ნერვიულობა ისე ვატყობ...

Posted by: kobalt 5 Feb 2009, 15:32
არა რაღაც გვაბოლებენ ეგენი თორე დარწმუებული ვარ თამაშიც ექნებათ ნანახი და საიტიც ეცოდინებათ წარმოუდგენეია გამოქვაბულში ხომ არ ცხორობენ ბოლოს და ბოლოს.

Posted by: David_S 5 Feb 2009, 15:56
giorgi77
QUOTE
არა მჯერა რომ ნანახი არა აქვთ და იქნება რატის ჰკითხო თუ დაუკავშირდები.

საქსონებთან თამაში არ ჰქონდათ ნანახი, დისკზე უნდა გადავუწერო და მივუტანო რომ ჩამოვლენ

გერმანია-ესპანეთს ერთად ვუყურეთ

Posted by: chanichano 5 Feb 2009, 15:59
giorgi77
QUOTE
წელსაც არ აგვცდება ნერვიულობა ისე ვატყობ...


საბავშვო ბაღს დაემსგავსა ეს ყველაფერი, ფორმები არაო, ვიდეოს, თან ეროვნული ნაკრებების(ხარისხზე არა აუბარი) შოვნა პრობლემატურია 21-ე საუკუნეშიო

იგივე სიტუაცია იყო შვიდკაცაზე სანამ დუბაიში წავიდოდნენ, ბოლო თამაშები არ მოგვცეს გერმანელბმაო.
მე დავრეკე და მითხრეს რომ მთელი ტრუნირი(ყველა თამაშები) ღირსო 35 ევრო+ გამოგზავნა.
* * *
ვინაიდან და რადგან
ვაყანებ აქ ჩემს ჩავს, როგორც ოფციალურ კანდიდატურას გერმანიიასთან ურთიერთობის დარგში(რაგბის სალითხებშიდა არა მარტო) + უხელფასოდ biggrin.gif

Posted by: chanichano 12 Feb 2009, 22:41
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18054

Posted by: George:) 14 Feb 2009, 18:29
ვფიქრობ,დღევანდელი ფრე არ იყო მეტოქის შეუფასებლობის ბრალიsmile.gif

არც მომავალში გველის იოლი ცხოვრება

ვინაიდან ახალი წესების გამო,მოლი ფაქტიურად საერთოდ აღარ არსებობს...საქართველოს ნაკრების შეტევითი პოტენციალი
განახევრდა..

საქართველო მოლის გარეშე იგივეა,რაც ვილკინსონი ფეხის გარეშე


გამოსავალი? ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ,მაგრამ რეავიცი,რეავიცი.................


Posted by: Hurricanes 14 Feb 2009, 19:06
George:)


QUOTE
ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ

QUOTE
ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ

QUOTE
ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ

QUOTE
ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ

QUOTE
ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ

QUOTE
ხელით თამაში უნდა ვისწავლოთ


Posted by: cool510 19 Feb 2009, 17:18
ბიჭებო რაღაც უნდა გკითხოთ და არ მეჩხუბოთ, ვინმემ ხო არ იცით ყავს თუ არა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ილო ზედგინიძეს ცოლი?

Posted by: David_S 19 Feb 2009, 17:28
cool510
ახლახანს დაოჯახდა user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Feb 2009, 19:49
საღოლ!

ვინ მოიყვანა?
ფრანგი თუ ქართველი,
ვაკელი თუ ვერელი?

Posted by: Ninachkina 19 Feb 2009, 19:53
ქართველი...ზაფხულში აქვთ ქორწილი...თუ ძალიან გაინტერესებთ პმ ში მოგწერთ სახელს და გვარსsmile.gif)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Feb 2009, 20:23
არა, მაგ დონეზე არ მაინტერესებს
უბრალოდ კარგია, რომ დაოჯახდა

Posted by: giorgi77 20 Feb 2009, 12:59
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=18362

კაჭარავა და ურუშაძე შეიძლება ფრანგულ კლუბებში გადავიდნენ up.gif

Posted by: cool510 20 Feb 2009, 16:44
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 19 Feb 2009, 20:23 )
არა, მაგ დონეზე არ მაინტერესებს
უბრალოდ კარგია, რომ დაოჯახდა

რა არი კაი, მე პირადად საერთოდ არ გამიხარდა. თუ მე ბოროტი ვარ ნეტა? weep.gif

Posted by: Hurricanes 20 Feb 2009, 16:50
cool510

გულს ნუ გაიტეხ. ვაისალე სერევი მგონი უცოლოა

Posted by: cool510 20 Feb 2009, 17:19
QUOTE (Hurricanes @ 20 Feb 2009, 16:50 )
cool510

გულს ნუ გაიტეხ. ვაისალე სერევი მგონი უცოლოა

ეგ საერთოდ ვინაა პირველად მესმის.cry.gif ვინმემ თუ იცით ილოს შეუღლების დეტალები ყველაფერი მოყევით რა.

Posted by: Hurricanes 20 Feb 2009, 17:24
cool510

ეგ არ იცი ვინაა კაცო? ილოსნაირს 7 კაცს ატყუებდა ცრუ მოძრაობით და ლელოს დებდა. აი ნახე როგორი ვაჟკაცია

http://www.radikal.ru

რაც შეეხება შეუღლების დეტალებს Q10 და giorgi77 მოგიყვებიან მაგის შესახებ. მაგათ ეცოდინებათ

Posted by: Q10 20 Feb 2009, 17:55
QUOTE
რაც შეეხება შეუღლების დეტალებს Q10 და giorgi77 მოგიყვებიან მაგის შესახებ. მაგათ ეცოდინებათ


სიმართლე გითხრა მე არ ვიცი არაფერი ... აქ შევიტყვე მეც ყველაფერი !

Posted by: xvtiso1110 20 Feb 2009, 23:01
რუსეთთან აპირებს ვინმე გაყვეს ნაკრებს?

Posted by: გიო81 21 Feb 2009, 14:06
ბორჯღალოსნები პირველები არიან საქართველოში,ყველგან და ყველაფერში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: cool510 21 Feb 2009, 18:07
QUOTE (Hurricanes @ 20 Feb 2009, 17:24 )
cool510

ეგ არ იცი ვინაა კაცო? ილოსნაირს 7 კაცს ატყუებდა ცრუ მოძრაობით და ლელოს დებდა. აი ნახე როგორი ვაჟკაცია

http://www.radikal.ru

რაც შეეხება შეუღლების დეტალებს Q10 და giorgi77 მოგიყვებიან მაგის შესახებ. მაგათ ეცოდინებათ

ნუ ეხლა მაგ ლოგიკით ხუან მარტინ ერნანდესმა მარტომ მოუგო საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე. თან გაცილებით სიმპატიურია, ვიდრე თუნდაც ილო და როგორც მორაგბე საერთოდ. ყველაზე მაგარი 10 ნომერია ჩემი აზრით. მეკოს ფანებს არ გეწყინოთ biggrin.gif

Posted by: Hurricanes 21 Feb 2009, 18:29
cool510

გარეგნობა ხო არაა მთავარი? შინაგანი კულტურით სერევი ჰერნანდესზე გაცილებით მაღლა დგას

Posted by: Santa_papa 21 Feb 2009, 21:11
ე მაგასა ისეთი გამოხედვა და ბიცეპსი ააქ რო მგონი კულტურასაცა კლავს smile.gif

ილო კიდე ისევ კაპიტანი უნდა გახდეს აუცილებლათ , აბუ სკამზე, რიჟა მოედანზე !

Posted by: Hurricanes 21 Feb 2009, 21:18
Santa_papa

მთელი დღე მაგიტო იყავი ფორუმზე რომ ეგ დაგეწერა?
რა კაი ტიპი ხარ პაპა 2kiss.gif

Posted by: giorgi77 21 Feb 2009, 22:05

Posted by: kotorashvili 21 Feb 2009, 23:30
ერთი კითხვა მაქ, ბენდიაშვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელია?? smile.gif

Posted by: giorgi77 21 Feb 2009, 23:33
http://www.rugby.ge/KA2009/0221_EspRazmi.htm

QUOTE
თემურ ბენდიაშვილი  მრჩეველი

Posted by: გიო81 22 Feb 2009, 18:31
ცაბაძე და დიდებულიძე ნაკრებში რატო აღარ არიან? ეგენი რო იყვნენ მაშინ ყველა თამაში მოიგეს,შარშან

Posted by: kotorashvili 22 Feb 2009, 21:49
QUOTE
ცაბაძე და დიდებულიძე ნაკრებში რატო აღარ არიან? ეგენი რო იყვნენ მაშინ ყველა თამაში მოიგეს,შარშან


კავშირის პრეზიდენტმა ბრძანა ფინანსები არ გვაქო, რო გვექნება დავაბრუნებთო, მანამდე შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონო.

მორიგი კითხვა მაქ :ბის: ჭკვიან ხალხთან, 26-ში ტოპ 14 ტურია და 28-ში კიდე ჩვენი თამაში და ლეგიონერების ამბავი როგო იქნება vik.gif

Posted by: Q10 22 Feb 2009, 22:13
QUOTE
ლეგიონერების ამბავი როგო იქნება


როგორ და IRB-ს ახალი წესის თანახმად ყველა კლუბი ვალდებულია გამოუშვას მოთამაშეები თავიანთ ნაკრებეში როცა გახდება საჭირო მაშინ! შესაბამისად ჩვენები 26 -ში არ ი თამაშებენ ტურს !

Posted by: giorgi77 22 Feb 2009, 22:17
QUOTE
მორიგი კითხვა მაქ :ბის: ჭკვიან ხალხთან, 26-ში ტოპ 14 ტურია და 28-ში კიდე ჩვენი თამაში და ლეგიონერების ამბავი როგო იქნება


ირბ-ის ახალი დებულების თანახმად უფლება არა აქვს კლუბს არ გაათავისუფლოს მოთამაშე საერთაშორისო თამაშისთვის (ერთი კვირით ადრე) თუ ეს თამაში იმართება, ემთხვევა ირბის მიერ დადგენილ თარიღს. 28 თებერვალს ჩვენი თამაშის გარდა ექვსი ერის თამაშებიცაა.... საერთაშორისო თამაშებისთვის გამოყოფილი დღეა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Feb 2009, 01:01
რომც არ ემთხვეოდეს ექვს ერს,
ირბ-ის დებილობაში ეგეც წერია,
რომ მსოფლიო თასზე, შვიდკაცას თასზე და ოლიმპიადაზე
(სამივეს შესარჩევებიანად) უნდა გამოუშვან

ეგენია DESIGNATED EVENTS

მაგრამ მეკაოს თურმე საშვიდკაცოდ არ უშვებდნენ და
მაგიტომ ეხლა, მადრიდის ნაცვლად მივიდა კლუბში,
რომ გაუშვან დუბაიში

Posted by: kotorashvili 23 Feb 2009, 17:20
QUOTE
მაგრამ მეკაოს თურმე საშვიდკაცოდ არ უშვებდნენ და
მაგიტომ ეხლა, მადრიდის ნაცვლად მივიდა კლუბში,
რომ გაუშვან დუბაიში



მაგის მწვრთნელი დიდებულიძე არ არის? და არ უშვებს?? biggrin.gif




Posted by: Fuckerrr 23 Feb 2009, 21:07
QUOTE
ცაბაძე და დიდებულიძე ნაკრებში რატო აღარ არიან? ეგენი რო იყვნენ მაშინ ყველა თამაში მოიგეს,შარშან



რაგა დროს ცაბაძე და დიდებულიძეა ტოოოო biggrin.gif დაბერდნენ biggrin.gif 2007-ზე დიდებულიძეს რა უნდოდა ვაბშე ??? lol.gif

Posted by: solo-solo 23 Feb 2009, 21:18
QUOTE (Fuckerrr @ 23 Feb 2009, 21:07 )
QUOTE
ცაბაძე და დიდებულიძე ნაკრებში რატო აღარ არიან? ეგენი რო იყვნენ მაშინ ყველა თამაში მოიგეს,შარშან



რაგა დროს ცაბაძე და დიდებულიძეა ტოოოო biggrin.gif დაბერდნენ biggrin.gif 2007-ზე დიდებულიძეს რა უნდოდა ვაბშე ??? lol.gif

ეგენი მწვრთნელები იყვნენ შარშან, მოთამაშეები კი არა gigi.gif

Posted by: გიო81 23 Feb 2009, 21:19
Fuckerrr ლეინის თანაშემწეები რო იყვნენ იმას ვიძახდი ტოოოო
keh.gif

Posted by: solo-solo 23 Feb 2009, 21:59
http://www.itsrugby.fr/match_49305.html ახლა ვნახე ამ საიტზე რეზო გიგაურს მასის შემადგენლობაში პირველი თამაში უთამაშია და ლელოც დაუდია. აქამდე რატომ არ თამაშობდა სხვა გუნდიდან გადავიდა თუ ტრავმირებული იყო. ისე წელს არც ნაკრებში უთამაშია, არადა ახლაგაზრდაა და რაც მახსოვს კარგადაც თამაშობდა.

Posted by: kaxelo-1987 24 Feb 2009, 14:24
QUOTE
ახლა ვნახე ამ საიტზე რეზო გიგაურს მასის შემადგენლობაში პირველი თამაში უთამაშია და ლელოც დაუდია. აქამდე რატომ არ თამაშობდა სხვა გუნდიდან გადავიდა თუ ტრავმირებული იყო. ისე წელს არც ნაკრებში უთამაშია, არადა ახლაგაზრდაა და რაც მახსოვს კარგადაც თამაშობდა.

წელს არ უთამაშია საერთოდ საინტერესოა ლეინი რატომ არ იძახებს?

Posted by: QOMAGI 24 Feb 2009, 15:09
QUOTE
ხლა ვნახე ამ საიტზე რეზო გიგაურს მასის შემადგენლობაში პირველი თამაში უთამაშია და ლელოც დაუდია.

up.gif + მეკოს 5 ჯარიმა გაუტანია (გარდასახვები ვერა)

QUOTE
ქამდე რატომ არ თამაშობდა სხვა გუნდიდან გადავიდა თუ ტრავმირებული იყო. ისე წელს არც ნაკრებში უთამაშია, არადა ახლაგაზრდაა და რაც მახსოვს კარგადაც თამაშობდა.


ტრამვირებული იყო დიდი ხნით და ეს პირველი თამაშია ტრამვის შემდეგ თუ არ ვცდები...

მეკოს აქაც უთამაშია და ნეტა 7 კაცაზე არ გაუშვეს თუ როგორაა საქმე?

Posted by: Fuckerrr 26 Feb 2009, 20:14
QUOTE
ლეინის თანაშემწეები რო იყვნენ იმას ვიძახდი ტოოოო




მაგათზე ბანძი ტრენერერები ჯერ არ ყოლია ნაკრებს ტოოოოოოოოოოოოოოოოოო keh.gif wink.gif

Posted by: გიო81 27 Feb 2009, 22:20
QUOTE
მაგათზე ბანძი ტრენერერები ჯერ არ ყოლია ნაკრებს ტოოოოოოოოოოოოოოოოოო
თუ არ ყოლია როგორ გამოაცხო 7 მატჩიანი წაუგებელი სერია ნაკრებმა მაშინ ტოოოოოოოოო
givi.gif
ქართველი და თან ცაბაძის და დიდებულიძის ნაირი ლეგენდები ნაკრებთან უნდა იყვნენ,მარტო ცაბაძეს მთელი სარაგბო ევროპა იცნობს.

Posted by: Fuckerrr 28 Feb 2009, 13:39
giog81 ცაბაძე მართლა მაგარი იყო როგორც რაგბისტი.. მარა როგორც ტრენერი არ იყო მაგარიი ... smile.gif

Posted by: გიო81 28 Feb 2009, 14:39
Fuckerrr მაგარი იყი თუ არა ეგ მერე გამოჩნდება როცა რომელიმე გუნდის შედეგებზე იქნება პასუხისმგებელი,აბა ეხლა საიდან უნდა გაიგო მაგარი ტრენერია თუ არა
smile.gif

Posted by: kaxelo-1987 4 Mar 2009, 13:43
Fuckerrr
QUOTE
ცაბაძე მართლა მაგარი იყო როგორც რაგბისტი

რაგბისტი უძლიერესი იყო ნამდვილად.

მაგრამ ყველა კარგი რაგბისტი ნაკრებში რომ ამუშაონ მწვრთნელად ავშენებულვართ რა,

Posted by: გიო81 5 Mar 2009, 19:29
QUOTE
მაგრამ ყველა კარგი რაგბისტი ნაკრებში რომ ამუშაონ მწვრთნელად ავშენებულვართ რა,

რავი,თავის საქმეს ვერ აკეთებდა? გასაშვები არ იყო არანაირად,უცხოელებით გადავსებული სამწვრთნელო შტაბიც არ ვარგა.

Posted by: maradiora 5 Mar 2009, 19:38
giog81
QUOTE
რავი,თავის საქმეს ვერ აკეთებდა? გასაშვები არ იყო არანაირად,უცხოელებით გადავსებული სამწვრთნელო შტაბიც არ ვარგა.

სხვადასხვა აზრი არსებობს მაგ თემაზე,ვინ მართალია მომავალი გვიჩვენებს wink.gif

Posted by: გიო81 6 Mar 2009, 02:37
QUOTE
სხვადასხვა აზრი არსებობს მაგ თემაზე,ვინ მართალია მომავალი გვიჩვენებს 
ღმერთმა ქნას კაი მომავალი გვქონდეს და გამარჯვებულებს არ ასამართლებენო ნათქვამიაsmile.gif

Posted by: GSM1800 6 Mar 2009, 10:47
რუმინეთთან როდისაა თამაში?

და დასწრების ამბავი როგორაა? smile.gif

Posted by: keen 6 Mar 2009, 10:59
QUOTE
რუმინეთთან როდისაა თამაში?

და დასწრების ამბავი როგორაა? smile.gif


14 მარტს და დასწრებაში რას გულისხმობ? თუ ადგილებს.. კი იქნება yes.gif

Posted by: GSM1800 6 Mar 2009, 11:01
keen
QUOTE
დასწრებაში რას გულისხმობ

სადაა თამაში, რომელ საათზეა, ბილეთი რა ღირს ...
ამნაირი წვრილმანები smile.gif



P.S. პირველად უნდა დავესწრო რაგბის biggrin.gif

Posted by: David_S 6 Mar 2009, 11:04
GSM1800
QUOTE
სადაა თამაში, რომელ საათზეა,

დინამოზე, 4-ზე

Posted by: keen 6 Mar 2009, 11:07
თამაში სავარაუდოდ იქნება ეროვნულ სტადიონზე...16 საათზე ალბათ... ბილეთი სავარაუდოდ 2-5 ლარი და ადგილებზეც არ იქნება პრობლემა

ზუსტად იმ კვირაში გვეცოდინება ყველაფერი smile.gif

პ.ს. დავიდ_ს-ს დაუსწრია biggrin.gif

Posted by: GSM1800 6 Mar 2009, 12:04
David_S
keen
მადლობა
აგაშენათ ღმერთმა bis.gif

Posted by: გიო81 8 Mar 2009, 11:07
კიდე ერთი ნერვიულობა biggrin.gif
შემადგენლობა დაასახელეს?

Posted by: solo-solo 10 Mar 2009, 10:28
http://www.itsrugby.fr/match_55085.html რეზო გიგაურის მორიგი ლელო ახალ კლუბში. ნელნელა შედის ფორმაში და ალბათ ნაკრებშიც დააბრუნებენ, კონკურენციაც კიდევ უფრო გაიზრდება შუმარბებში.

Posted by: iPod 10 Mar 2009, 14:55
რუსეთი საქართველოზე უკრაინაში დასასწრები ბილეთი აქედან წასვლა წამოსვლა და რამე რა ჯდება ხო არიცით ?

Posted by: giorgi77 10 Mar 2009, 15:04
QUOTE
რუსეთი საქართველოზე უკრაინაში დასასწრები ბილეთი აქედან წასვლა წამოსვლა და რამე რა ჯდება ხო არიცით ?


http://forum.ge/?f=17&showtopic=33935472&st=45

Posted by: exploit 10 Mar 2009, 16:53
QUOTE
ყველა კარგი რაგბისტი ნაკრებში რომ ამუშაონ მწვრთნელად ავშენებულვართ რა

ნამდვილად yes.gif
ცაბაძე ლეგენდაა ქართული რაგბის მაგრამ მწვრთნელად არაფერი ესაქმება IMHO

Posted by: mike d 10 Mar 2009, 19:10
QUOTE
ნამდვილად
ცაბაძე ლეგენდაა ქართული რაგბის მაგრამ მწვრთნელად არაფერი ესაქმება IMHO

და მიზეზს ვერ დამისახელებ?

Posted by: გიო81 12 Mar 2009, 13:28
QUOTE
ცაბაძე ლეგენდაა ქართული რაგბის მაგრამ მწვრთნელად არაფერი ესაქმება IMHO
რატო არ ესაქმება? იმუშავა სადმე და ვერ გაქაჩა? ნაკრებში მუშაობდა და მაშინ ნაკრებს თამაში არ ჩაუგდია,შანსი მიცენ და თუ ვერ გაქაჩავს მერე თქვით მწვრთნელად არაფერი ესაქმებაო

Posted by: David_S 12 Mar 2009, 14:01
giog81
ჯერ კლუბის დონეზე იმუშაოს და შესაბამისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი ბატონო

ნაკრებში ნამდვილად ვერ გაქაჩა

mike d
თავის დროინდელ რაგბს ათამაშებდა შერკინებას და იმიტომ

Posted by: გიო81 13 Mar 2009, 00:14
QUOTE
ვერ გაქაჩა
რა გააფუჩა? იმას ვიძახი რო ერთი ქართველი მაინც უნდა იყოს ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად,სულ უცხოელებით გადავსებაჩ არ ვარგა,ქართველი მწვრთნელების ნაკრები არ იყო მსოფლიო თასსზე ლამის მეორე თამაშიც რო მოიგო?

Posted by: David_S 13 Mar 2009, 09:04
giog81
QUOTE
რა გააფუჩა?

მწვრთნელს იმით კი არ აფასებენ რა გააფუჭა, არამედ იმით რა შექმნა

QUOTE
მას ვიძახი რო ერთი ქართველი მაინც უნდა იყოს ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად

კი უნდა იყოს, მაგრამ გამოცდილი მწვრთნელი, როგორიც ძროხა და ცუნცულა იყვნენ და არა ახალბედა, როგორიც ლეონსიო იყო

Posted by: გიო81 13 Mar 2009, 22:35
QUOTE
ახალბედა, როგორიც ლეონსიო იყო
თუ არ იმუშავა სულ ახალბედა იქნება ეგრე,ჯერ ერთ-ერთ მწვრთნელად უნდა ამუშაონ

Posted by: BULA 13 Mar 2009, 23:02
QUOTE
თუ არ იმუშავა სულ ახალბედა იქნება ეგრე,ჯერ ერთ-ერთ მწვრთნელად უნდა ამუშაონ

სულ ახალბედა რო არ იყოს უნდა იმუშავოს მწვრთნელად ეგ მართალია, მაგრამ მწვრთნელობის პირდაპირ ნაკრებში დაწყება უაზრობაა, ამიტომ გამოცდილება სადმე კლუბში უნდა მიიღოს, იაროს სტაჟირებაზე უცხოეთში და მერე დაბრუნდეს ნაკრებში, სხვანაირად არაფერი გამოვა

Posted by: გიო81 13 Mar 2009, 23:12
ნაკრების მწვრთნელთა საბჭოში არის ქართველი?

Posted by: exploit 13 Mar 2009, 23:20
mike d
giog81
რამდენადაც მითხრეს პირადი სიმპატიით აყენებდა "სასტავს" ისე მთლად ჩახედული არ ვარ რაგბის შიდა სამზარეულოში და შეიძლება ვცდებოდე

Posted by: giorgi77 13 Mar 2009, 23:29
QUOTE
სულ ახალბედა რო არ იყოს უნდა იმუშავოს მწვრთნელად ეგ მართალია, მაგრამ მწვრთნელობის პირდაპირ ნაკრებში დაწყება უაზრობაა, ამიტომ გამოცდილება სადმე კლუბში უნდა მიიღოს, იაროს სტაჟირებაზე უცხოეთში და მერე დაბრუნდეს ნაკრებში, სხვანაირად არაფერი გამოვა


+1

ეს საკამათოც არ უნდა იყოს.

Posted by: გიო81 14 Mar 2009, 00:13
exploit პირადი სიმპატიებით ვერ დააყენებდა,მაგას მთავარი მწვრთნელი წყვეყს

Posted by: comus-74 14 Mar 2009, 08:51
არაფერი ისმის გუნდიშვილის შესახებ გააქვთ რამე ინფო?
რატომ არ არის შემადგენლობაში ჩხიკვაძე ტრამვირებულია?
ლაშა ხმალაძე თუ ვარჯიშობს ნაკრებთან ერთად ესეც მაინტერესებს

Posted by: David_S 14 Mar 2009, 12:15
comus-74
QUOTE
რატომ არ არის შემადგენლობაში ჩხიკვაძე ტრამვირებულია?

არ არის ტრამვირებული...

QUOTE
ლაშა ხმალაძე თუ ვარჯიშობს ნაკრებთან ერთად

არ ვარჯიშობს

Posted by: Amadeo 14 Mar 2009, 12:37
http://forum.ge/?f=76&showtopic=33943190

აქაც იყოს smile.gif

Posted by: Q10 14 Mar 2009, 17:20
ძალიან მაგარი ამბავი გავიგე.... პირველ არხზე საინფორმაციოში გამოაცხადეს და კადრებიც აჩვენეს რომ გაიხსნა რაგბის ხელოვნურ საფარიანი სტადიონი დიდ დიღომში... აშენდება ასევე ველოტრეკი.....

პროექტი განახორციელა ვისოლმა და ჩემი აზრით ეს სტადიონი იქნება კლუბ ლელოს საკუთრება რადგან კადრში გია ნიჟარაძესთან ერთად ბათუ კევლიშვილს მოვკარი თვალი(ლელოს მფლობელი და დამაარსებელი)

Posted by: გიო81 14 Mar 2009, 19:30
ნეტა სერიოზული ფული ჩაიდოს რაგბში

Posted by: achiko891 15 Mar 2009, 00:09
აი, მშვენიერი სიახლე smile.gif



QUOTE
დიდი დიღმის ტერიტორიაზე ძირითადი და სათადარიგო მოედნებით აღჭურვილ სარაგბო კომპლექსს კომპანია “ვისოლი” აშენებს. “ვისოლმა” არსებული ტერიტორია ამ ადგილის სპორტული პროფილის შენარჩუნებითა და 10 წლის განმავლობაში სპორტული კომპლექსის აშენების უფლებით შეისყიდა.

სარაგბო მოედნების მშენებლობა 1 წელია მიმდინარეობს. სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედანი უკვე მწყობრშია და უახლოეს დღეებში ამ მოედანზე ვარჯიშების ჩატარება შესაძლებელი იქნება, რაც შეეხება ძირითად არენას, ეს სარბიელი შენების პროცესშია და მისი დასრულება 2009 წლის მაისის მიწურულს იგეგმება.

მთლიანი ტერიტორიის ფართობი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს 33 ათასი კვადრატული მეტრია. ბუნებრივი სარაგბო მოედნის პარამეტრებია 125/74 მეტრი, (125 მ. სიგრძე, 74 მ. სიგანე), ხოლო სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის -90/50 მეტრი.

ბუნებრივსაფარიანი მოედანზე აშენდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. სპორტულ კომპლექსი აღჭურვილი იქნება 2 ადმინისტრაციული შენობით, სადაც გასახდელები და საშხაპეები განლაგდება. სარაგბო მოედნის გვერდით, კომპანია “ვისოლი” ველოტრეკის მშენებლობასაც აწარმოებს, რომლის ცენტრში ჩოგბურთის კორტები მოეწყობა. ტრეკის მშენებლობა, სადაც ველომრბოლელებისათვის 10 ბოქსი განთავსდება, თითქმის დასრულებულია. სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება მშვილდოსანთათვის არენის მოწყობაც.

Posted by: maradiora 15 Mar 2009, 01:27
QUOTE
დიდი დიღმის ტერიტორიაზე ძირითადი და სათადარიგო მოედნებით აღჭურვილ სარაგბო კომპლექსს კომპანია “ვისოლი” აშენებს. “ვისოლმა” არსებული ტერიტორია ამ ადგილის სპორტული პროფილის შენარჩუნებითა და 10 წლის განმავლობაში სპორტული კომპლექსის აშენების უფლებით შეისყიდა.

სარაგბო მოედნების მშენებლობა 1 წელია მიმდინარეობს. სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედანი უკვე მწყობრშია და უახლოეს დღეებში ამ მოედანზე ვარჯიშების ჩატარება შესაძლებელი იქნება, რაც შეეხება ძირითად არენას, ეს სარბიელი შენების პროცესშია და მისი დასრულება 2009 წლის მაისის მიწურულს იგეგმება.

მთლიანი ტერიტორიის ფართობი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს 33 ათასი კვადრატული მეტრია. ბუნებრივი სარაგბო მოედნის პარამეტრებია 125/74 მეტრი, (125 მ. სიგრძე, 74 მ. სიგანე), ხოლო სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის -90/50 მეტრი.

ბუნებრივსაფარიანი მოედანზე აშენდება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. სპორტულ კომპლექსი აღჭურვილი იქნება 2 ადმინისტრაციული შენობით, სადაც გასახდელები და საშხაპეები განლაგდება. სარაგბო მოედნის გვერდით, კომპანია “ვისოლი” ველოტრეკის მშენებლობასაც აწარმოებს, რომლის ცენტრში ჩოგბურთის კორტები მოეწყობა. ტრეკის მშენებლობა, სადაც ველომრბოლელებისათვის 10 ბოქსი განთავსდება, თითქმის დასრულებულია. სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე იგეგმება მშვილდოსანთათვის არენის მოწყობაც.

კარგია რო არსებობენ ცოტა მაინც ადამიანები ქართული სპორტის მომავალზე რო ზრუნავენ up.gif

Posted by: გიო81 15 Mar 2009, 21:54
რუსეთთან იგივე შემადგენლობა იქნება თუ შეიცვალა ვინმე?

Posted by: Judas Iscariot 16 Mar 2009, 01:06
maradiora
QUOTE
კარგია რო არსებობენ ცოტა მაინც ადამიანები ქართული სპორტის მომავალზე რო ზრუნავენ

კამოს ქუჩაზე ველოტრეკი რომაა, სანაცვლოდ ის გადაეცათ.

Posted by: გიო81 16 Mar 2009, 14:33
ჩვენი დროით რომელ საათზეა რუსეთთან თამაში?
* * *
რა უაზრო რეიტინგის თვლა აქვს ირბს,რეიტინგში თითქმის მეზობელს მოვუგეთ და მეათასედი ქულა დაგვეწერა

Posted by: QOMAGI 17 Mar 2009, 16:00
"სარბიელი"
# 14
ორშაბათი, 16 მარტი, 2009 წელი

უილკინსონი ლაბაძესთან ? ბუჯელალი ჯონის ტულონში ექაჩება

ირაკლი ფირაშვილი

ხმა დაირხა, ჯონი უილკინსონი კლუბს იცვლისო. თუმცა რაღა ხმები, თავადაც სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ინგლისის "გინეს პრემიერშიპის" უკიდურეს ჩრდილოურ "ნიუკასლიდან" გადაბარგდეს საფრანგეთის უკიდურეს სამხრეთში, ტოპ 14-ის "ტულონში".

დიახ, იმ "ტულონზეა" საუბარი, რომელშიც აგერ მერამდენე წელია ირიცხება საქართველოს ნაკრების ყველაზე ასაკოვანი წევრი გია ლაბაძე. იქვეა ჯეელი ბორჯღალოსანი ბურჯი დავით ქუბრიაშვილიც...

უილკინსონი გაზეთ "ტაიმსში" ყოველ კვირა წერს სვეტს და იქ გაამხილა, "ტულონში" გადასვლაზე სერიოზულად ვფიქრობო. ყველა დროის ყველაზე ჩუბინი დამრტყმელი მხოლოდ 29 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო თვეები კი არა წლები გაუცდა, მაინც რეკორდსმენად რჩება ნაკრებში მოხვეჭილ ქულებში.

უილკომ ახლახანს მოიშუშა მორიგი ტრავმა და ამ უქმეებზე კლუბში ითამაშა. ის მთელი ცხოვრება "ნიუკასლ ფალკონზში" თამაშობს და ვინ იცის რის გამო მოიწადინა საფრანგეთში გადაბარგება. დიდი შანსია, ფინანსური მოტივი ამოძრავებდეს. "ტულონის" მეპატრონე მურად ბუჯელალი ხომ თავის გუნდში სახელიანი ვეტერანების შეკრების იდეითაა შეპყრობილი. ეს ის ბუჯელალია, რომელმაც ორი წლის წინ მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ახალზელანდიელი ტანა უმაგა მიიწვია. ამასთან მოკლევადიანი, მაგრამ სარფიანი კონტრაქტებით მიიზიდა კიდევ ორი სამხრეთელი ლეგენდა - ჯორჯ გრეგანი და ენდი მერთენსი. ეს ორნი უკვე აღარ ირიცხებიან გუნდში. უმაგა დღემდე რჩება მთავარ მწვრთნელად, თუმც განსაკუთრებული წარმატებით ვერ ათამაშებს "ტულონს" - 14-გუნდა ჩემპიონატში 12-ე ადგილი ვერაა სატრაბახო.

უმაგას ხელქვეით სხვა ვარსკვლავებიც შეკრიბა ბუჯელალმა - 28 წლის ახალზელანდიელი ჯერი კოლინზი და მისი კბილა სამზრეთაფრიკელი ჯო ფან ნიკერკი. ორივენი მსოფლიოს საუკეთესო მესამეხაზელთა რიგებში არიან და მათთან კონკურენციის გამო ვეღარ ხვდება ჩვენებური გია ლაბაძე შემადგენლობაში. გია თვითონ უმაგას ტოლია და 7 წლით უმცროს ვარსკვლავებთან მეტოქეობა, რაღა თქმა უნდა, უჭირს. არადა, ახლო წარსულში ის გუნდის ვიცე-კაპიტანიც გახლდათ...

http://www.opentext.org.ge/09/sarbieli/14/14-24.htm

Posted by: lelos 20 Mar 2009, 21:42
ძალიან გასაკვირი და სამწუხაროა რომ გუნდი დაახლოებით 8 წელია თამაშობს რეალურ შედეგზე და ორჯერ გავიდა მსოფლიო თასზე, საქართველოში არ მოიძებნა არც მსურველი და არც იდეის მატარებელი რომ მომხდარიყო რაგბიზე რამე დოკუმენტური ფილმის გადაღება. არადა დრო გავა ეს თაობა წავა და მატიანეში არ დაგვრჩება არაფერი გარდა სტატისტიკისა და თამაშებისა. საინტერესო იქნებოდა იმის ჩვენება თუ როგორი განწობა სუფევს ხოლმე წვრთნების, მწვრთნელის დარიგებების მოსმენის და თვითონ თამაშის წინა მომზადების დროს. ასევე რეალ;ურად ხდება ხოლმე მესამე ტაიმში. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ფილმის გადაღება შეიძლებოდა sad.gif

Posted by: Hurricanes 20 Mar 2009, 21:49
მეგობრებო შემოდით და მხარი დაუჭირეთ მომავალ კომოდერს აქ http://forum.ge/?act=ST&f=33&t=33945570

Posted by: გიო81 20 Mar 2009, 22:10
lelos კაი იდეაა
up.gif
განხორციელება კი რა გითხრა,მაგაზე კავშირმა უნდა იჩალიჩოს

Posted by: Hurricanes 20 Mar 2009, 22:59
giog81

არც ესაა ცუდი იდეა http://forum.ge/?act=ST&f=33&t=33945570 შემოდი და შენი აზრი დააფიქსირე

Posted by: chanichano 20 Mar 2009, 23:33
lelos
QUOTE
ძალიან გასაკვირი და სამწუხაროა რომ გუნდი დაახლოებით 8 წელია თამაშობს რეალურ შედეგზე და ორჯერ გავიდა მსოფლიო თასზე, საქართველოში არ მოიძებნა არც მსურველი და არც იდეის მატარებელი რომ მომხდარიყო რაგბიზე რამე დოკუმენტური ფილმის გადაღება. არადა დრო გავა ეს თაობა წავა და მატიანეში არ დაგვრჩება არაფერი გარდა სტატისტიკისა და თამაშებისა. საინტერესო იქნებოდა იმის ჩვენება თუ როგორი განწობა სუფევს ხოლმე წვრთნების, მწვრთნელის დარიგებების მოსმენის და თვითონ თამაშის წინა მომზადების დროს. ასევე რეალ;ურად ხდება ხოლმე მესამე ტაიმში. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ფილმის გადაღება შეიძლებოდა sad.gif

მე ვიცნობ ერთ რეჟისორს, ახაალგაზრდა ბიჭია და ვუთხარი და ვნახოთო საინტერესოაო

Posted by: lelos 20 Mar 2009, 23:38
chanichano

QUOTE
მე ვიცნობ ერთ რეჟისორს, ახაალგაზრდა ბიჭია და ვუთხარი და ვნახოთო საინტერესოაო


კარგია თუ დაინტერესდა...მაგრამ ხომ გესმის თუ არავინ ამოუდგა გვერდში მარტო რას გახდება. არადა მაგრად გაასწორებდა რა.

ახლა რომ ვუყურებთ ხოლმე დიდი სიამოვნებით ფილმებს 1964 წელს ტაშკენტში მოპოვებულ გამარჯვებაზე ...გავა წლები და რაგბიზე არც არაფერი გვექნება.

Posted by: გიო81 20 Mar 2009, 23:43
QUOTE
მე ვიცნობ ერთ რეჟისორს, ახაალგაზრდა ბიჭია და ვუთხარი და ვნახოთო საინტერესოაო
3-4 კაცისთვის ძაან ძნელი იქნება,კავშირი უნდა ამოუდგეს გვერდში

Posted by: მადეირა 27 Mar 2009, 12:55
ავპინოთ
------------------------------------------

Posted by: giorgi77 27 Mar 2009, 13:43
QUOTE
ავპინოთ ------------------------------------------

up.gif

Posted by: lelos 27 Mar 2009, 19:01
ჩვენებს თურმე ერთა თასი მოუგიათ, მდაააააააა ასეთი ბარდაგის მნახველი არა ვარ

http://www.opentext.org.ge/09/lelo/071/071-9.htm

Posted by: keen 27 Mar 2009, 20:16
QUOTE
ჩვენებს თურმე ერთა თასი მოუგიათ, მდაააააააა ასეთი ბარდაგის მნახველი არა ვარ


spy.gif

QUOTE
როგორც ირკვევა, FIRA AER-ს 2008 წლის დეკემბერში გამართულ კონგრესზე მიუღია გადაწყვეტილება, ერთა თასი ყოველწლიურად გაათამაშოს, ისე როგორც ეს ელიტური ექვსი ერის შემთხვევაში ხდება.

სად დევს ნეტავ ეგ ინფო? spy.gif

Posted by: მადეირა 27 Mar 2009, 21:23
keen
სად და... ფირას საიტზე

დებილები, იმენნა რაგბის განვითარებას აფერხებენ და ხალხის თვალში პრესტიჟს უკარგავენ

sad.gif

Posted by: keen 27 Mar 2009, 21:26
QUOTE
სად და... ფირას საიტზე

დებილები, იმენნა რაგბის განვითარებას აფერხებენ და ხალხის თვალში პრესტიჟს უკარგავენ


ერთა თასი რომ მოგვიგია, ეგ ვნახე და თვითონ მაგ გადაწყვეტილების შესახებ ვიკითხე smile.gif

Posted by: PING 27 Mar 2009, 21:37
რად გვინდა სტადიონი რაგბისტებს რო მისცეს, ხელოვნური საფარი ვჭამოთ? mad.gif


































































































აქ გივის სმაილი უნდა იყოს?

Posted by: გიო81 27 Mar 2009, 21:42
QUOTE
დებილები, იმენნა რაგბის განვითარებას აფერხებენ და ხალხის თვალში პრესტიჟს უკარგავენ
და რატო აფერხებენ ვერ ვხვდები,მარტო იმიტო რო მსოფლიო ათეულს არ მიუახლოვდნენ დანარჩენები? თუ მართლა დებილები ზიან იქ და მაგარს უ......ვებენ

Posted by: giorgi77 27 Mar 2009, 21:52
ფირა რა შუაშია... კავშირი სად იყო აქამდე... 2008 წელს რატომ არ გაცხადდა ამ ცვლილების შესახებ... ამ რუსებს უნდა გადავაყოლოთ ყველაფერი- ამას ქვია რაგბი ერთი დღით - როცა რუსეთს ვხვდებით..... mad.gif

თასს რა გადაცემა უნდოდა, ისდაც თბილისში არაა. შარშანდლიდან. ეთქვათ მაინც თამაშის წინ რომ ერთა თასი ორწლიანი ტურნირი აღარაა... ძნელი იყო ეტყობა

Posted by: keen 27 Mar 2009, 21:54
QUOTE
თასს რა გადაცემა უნდოდა, ისდაც თბილისში არაა. შარშანდლიდან. ეთქვათ მაინც თამაშის წინ რომ ერთა თასი ორწლიანი ტურნირი აღარაა... ძნელი იყო ეტყობა


ფაქტია, აქ არსად გაჟღერებულა ეგ ინფორმაცია smile.gif

Posted by: გიო81 27 Mar 2009, 21:57
???????????????????????????????????????????????????????????? ესე რაგბი ვერ განვითარდება,რეკლამა პირველ რიგში კავშირმა და ფირამ უნდა გაუწიოს

Posted by: giorgi77 27 Mar 2009, 22:02
QUOTE
ფაქტია, აქ არსად გაჟღერებულა ეგ ინფორმაცია
კი ეგრეა. არასად არ გაჟღერებულა. ამიტომაც გავატარეთ მაკარსკას ლინკი

ეტყობა თვითონ კავშირშიც დაავიწყდათ. რუსეთის თამაშზე ისეთი ამბავი იყო, ერთა თასი ვიღას ახსოვდა... მარა მანამდე სად იყვნენ... ეს ყველაფერი ხომ კარგა ხნის წინ იყო ცნობილი

Posted by: Red_Scorpion 28 Mar 2009, 00:46
სხვას არაფერი დავაბრალოთ, რომ არ გვაფასებენ რაგბის ოღრაში მამები ისევ ჩვენი - ქართველების (ვისაც მოეკითხება რაგბზე ზრუნვა ქვეყანაში იმათ ვგულისხმობ ) ზერელე დამოკიდებულების ბრალია ამ სპორტის მიმართ. რასაც ვთესავთ იმას ვიმკით. მარტო დაპირებებით კიდევ ამხელა შეგეგები რომ გვაქვს გასაკვირია. ბიჭების ოფლითა და სისხლითაა ყველაფერი რაც გვაქვს, უდიდესი პოტენციალი გვაქვს ქართველებს ამ სპორტში და გულსატკენია რომ სათანადო ყურადღება არ ექცევა, ეს თასის ამბავის ასე მიფუჩეჩება რა იყო კიდევ...საწყენია....

Posted by: გიო81 28 Mar 2009, 00:51
ეხლა ითქვა ბიჭები თავისი ხარჯებით ჩამოდიან ნაკრების თამაშებზეო.

ნამუსი აღარ აქვთ რა.

ფეხბურთელებს და კალათბურთელებს ეგეთი რამე რო გაუბედონ საქართველოსკენ საერთოდ აღარ გამოიხედებიან.

რასაც ხარჯავენ მაგათთვის ეგეც არამია შედეგებს თუ გავითვალისწინებთ

Posted by: chombe 28 Mar 2009, 01:57
lelos
QUOTE
ჩვენებს თურმე ერთა თასი მოუგიათ, მდაააააააა ასეთი ბარდაგის მნახველი არა ვარ

http://www.opentext.org.ge/09/lelo/071/071-9.htm


როგორ ? wow.gif
ყველანი ჩვენ უამრავ ინფოებს ვნახულობდით, ქართველები არაფერს იძახოდნენ, არც ღრუსები იყვნენ გაგნებაში, მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზეც არ უთქვამთ, კომენტირებისას ბატონი ზაალსაც არ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება და არავინ როგორ არ იცოდა ტო?
ნაღდად რაღაც შეცდომაა yes.gif

Posted by: Q10 28 Mar 2009, 10:33
რაო რა ხდება ? მორჩა ერთა თასი ? 1 წრიანი იყო ? გამაგებინეთ რა ხდება .........

Posted by: Conte 28 Mar 2009, 10:45
მე რაგბში არც ისე ჩახედილი ვარ და ერთი კითხვა მაქვს და იმედია მიპასუხებთ: ეხლა ვნახე IRB-ზე რეიტინგი და ჩვენ 13-ზე გადავსულვართ, ტონგას გავუსწარით და იტალიას 1 ქულაზე ნაკლებით ჩამოვრჩებით. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა რომ იტალიასაც გადავუსწროთ და ამ შემთხვევაში ჩავანაცვლებთ თუ არა იტალიას 6 ნაციათა თასზე?
smile.gif

Posted by: chombe 28 Mar 2009, 11:01
Conte
QUOTE
მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა რომ იტალიასაც გადავუსწროთ და ამ შემთხვევაში ჩავანაცვლებთ თუ არა იტალიას 6 ნაციათა თასზე?


იტალიის გადასწრება პრინციპში როგორ არ შეიძლება, მაგრამ 6 ერზე მაინც არ გაგვიშვებენ ამ ეტაპზე სამწუხაროდ.

Posted by: Ika’s Dominion 28 Mar 2009, 11:31
ჩერჩილის თასზე კარგად გამოვიდეთ და იტალიაც უკან დარჩება!

---

ესეც პირველი წერილი ფორუმზე, ამაზე სასიამოვნო თემაში სად დავპოსტავდი?

smile.gif

Posted by: giorgi77 29 Mar 2009, 21:03
ზაალის მწვანე საითი http://www.geocities.com/saiubileo/index.htm ვინმესთან იხსნება??? ჩემთან არ იხსნება :-(

Posted by: keen 29 Mar 2009, 21:12
QUOTE
ზაალის მწვანე საითი http://www.geocities.com/saiubileo/index.htm ვინმესთან იხსნება??? ჩემთან არ იხსნება :-(


no.gif

Posted by: Unknown 29 Mar 2009, 21:41
QUOTE
ზაალის მწვანე საითი http://www.geocities.com/saiubileo/index.htm ვინმესთან იხსნება??? ჩემთან არ იხსნება :-(


აბა ასე ვცადოთ:
http://us.geocities.com/saiubileo/index.htm
შედის ;-)

ან თუნდაც ასე:
http://geocities.com/saiubileo/index.htm

Posted by: giorgi77 29 Mar 2009, 21:47
Unknown არა ჯიგარ არ შვება მაინც.

მიწერს დროებით სერვისი ხელმიუწვდომელიაო - Sorry, Service Temporarily Unavailable.



Posted by: Unknown 29 Mar 2009, 21:51
giorgi77
არა გიო, ნაღდად შედის მასე! 100%, თორე არც დავწერდი!
შემო სკაიპში კაი?

http://www.geocities.com/saiubileo/index.htm
ასე მაგას წერს ზუსტად შენ რომ დაწერე მარა ასე:
http://us.geocities.com/saiubileo/index.htm
შედის 100%, აი მე თვითონ ვარ შესული ახლა და ვკითხულობ რაღაცეებს...

Posted by: keen 29 Mar 2009, 21:57
ჩემთან იხსნება Unknown-ის დადებული ორივე ლინკი smile.gif

Posted by: Unknown 29 Mar 2009, 21:58
რა ვი რა ჭირს აბა, რაღაც სერვისი ახურებს ალბათ, ჩემგან შედის ახლა...
ტევადობის პრობლემააო შეიძლებაო ან გატიშულია სერვერიო და შეიძლება ზოგი მიმართვიდან შედის, ზოგიდან არა...

Posted by: datiko 62 29 Mar 2009, 22:06
keen
Unknown
არც ჩემთან არ იხსნება.

Posted by: datvita 29 Mar 2009, 22:28
ეს პოსტი თავისუფალი თემა რომ არის იქ დავპოსტე მაგრამ ალბათ საქართველოს ნაკრების თემასაც ეხება. იმიტომ რომ რაგბის პოპულარიზაციას ეხება. რადგან რადგან თემის გახსნის შესაძლებლობა არ მაქ როგორც ახლად დარეგისტრირებულს გადავწყვიტე აქ დამეპოსტა და მეთხოვა რომელიმე ძველი იუზერისათვის გაეხსნა თემა (თუ ჩათვლით საჭიროდ) რომლის შინაარსიც -იქნება - ქართული რაგბისა და მორაგბეების პოპულარიზაცია. მაინც რეკლამა ყველაფერს ახდენს და რაც ადრე დაიწყება რეალური რეკლამა რაგბისა ალბათ საბოლოოდ კომპანიებიცა და სახელმწიფოც ადრე თუ გვიან რეალურად დაინტერესდება და არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მატჩის წინ გახდება ნათელი რომ თურმე ეს სპორტის სახეობაც ყოფილა საქართველოში. (ეს რა თქმა უნდა არ ეხება ამ თემის სტუმრებს.). მიუხედავად იმისა რომ ამ სფეროში ნაკლებად გამეგება ალბათ ჩვენი მორაგბეებისა და რაგბის პოპულატრიზაციაში დიდი ღვაწლის შეტანა შეუძლიათ ჩვენ ქვეყანაში მომუშაცე სარეკლამო სააგენტოებს. ელემენტარულად თავიანთ სარეკლამო რგოლებში მორაგბეების გადაღებით, ერთი ატრიბუტის, რაგბის ბურთის აუცილებელი თანხლებით. ამით ალბათ ადრე თუ გვიან ეს სპორტის სახეობაც საბოლოოდ მიიქცევს ყურადღებას და ასევე ჩემის აზრით ის მორაგბეებიც იხეირებენ ვინც რეკლამებში იქნებიან. ვგულისხმობ იმას რომ თუნდაც რაიმე პროდუქტის რეკლამის ბილბორდზე მე პირადად მირჩევნია ვხედავდე საქართველოს ნაკრების რომელიმე მორაგბეს ვიდრე გაურკვეველი წარმოშობის ვიღაცას. თქვენი რა მოსაზრებები გექნებათ? ააქვს აზრი ასეთი თემის გახსნას და იქ ჩვენი იდეების ჩამოყრას რომელსაც ალბათ როდისმე ვინმე გამოიყენებს თუ ჯობია აქ ვისაუბროთ ამ საკითხზე თუ გაინტერესბთ რა თქმა უნდა ასეთი თემა

Posted by: Unknown 29 Mar 2009, 22:31
QUOTE
არც ჩემთან არ იხსნება.

მოკლედ სხვადასხვა კომპიდან ვცადე ახლა, სხვადასხვა ინეტიდან, ხან შედის ხან არა ერთი და იგივე ადგილიდან რაღაც მომენტში,მემგონი სერვერი აქვთ დატვირთული.
* * *
აი ახლა სტაბილურად გასწორდა მემგონი სერვერი, ყველ აკომპიდან და ნებისმიერი ბრაუზერიდან (shift+f5 ით ვარეფრეშებდი მანამდეც და ახლაც, რო კეშიდან ინფოს ამორების ვარიანტი გამომერიცხა ბრაუზერისთვის) შედის სტაბილურად.

Posted by: giorgi77 29 Mar 2009, 23:06
Unknown
კი ახლა შედის, გაიხარე კარგი ამბისთვის.
* * *
რა მაგარი სახელია - Georgian Rugbyshire :-)

"ასე დაგვიფრთიანდნენ" სტატია ზაალის საიტზე, წაიკითხეთ >>>> http://www.geocities.com/saiubileo/J3/25_GEO-Pedigree.htm

Posted by: lelos 30 Mar 2009, 13:28
ისე ერთი რამ მიკვირს. სორელი რომ გვყავდა, ცუდი იყო თუ კარგი, საფრანგეთში ჩვენებს გაუკვალა გზა, ნაკრებს საფრანგეთის A ნაკრებთან თამაში გაუხერხა, ნაკრები სისტემატიურად ჩადიოდა და ფრანგულ კლუბებთან თამაშებს ატარებდა. ლეინის შემთხვევაში რაღაც ამ მიმართულებით აქტივობა არ ჩანს. შეიძლება ვცდები და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არაფერი დაწერილა ამ კუთხით. ბოლო-ბოლო ვორათაზი რამდენიმე წლის წინათ რუსეთს ეწვია (მართალია დუბლიორებით მაგრამ მაინც), და ჩვენც რომ გვქონოდა რამე კონტაქტები კარგი იქნებოდა. სად მაინც სამხრეთულ გუნდებთან თამაში და სად ჩრდილოეთის. მე ჩემი სუბიექტური თვალსაზრისით მერჩივნა მაგალითად ჩერჩილის თასს, ავსტრალიაში განხორცილებული შეკრება იქაურ გუნდებთან თამაში. უფრო სასარგებლო იქნებოდა. მართალია სარეიტინგო არც ერთი არ იქნებოდა მაგრამ თამაშების დონე სულ სხვა იქნებოდა.

Posted by: გიო81 30 Mar 2009, 20:18
ესეთი ნაკრები მთლიანად საქართველოს არ ყოლია არც ერთ სახეობაში და კიდე კარგა ხანს არც ეყოლება,საქართველოში რაგბს და ჭიდაობის სახეობებს კონკურენტი არ ყავს

Posted by: giorgi77 30 Mar 2009, 21:00
lelos
საკლუბო კონტაქტები აუცილებელია. მაგაზე კამათიც არაა საჭირო.

აი წელს უნდა გაიჭირვოს ყველამ და რამენაირად უნდა გავიყვანონ ერთი კლუბი ჩელენჯზე. სულ რომ ყველა თამაში წააგონ მაინც დიდი საქმე გაკეთდება. გაიცნობენ ქარტულ კლუბს ევროპაში, ქართველი მოტამაშეებიც ნახავენ თუ რა დონეზეა ევროპული რაგბი საქართველოს შიდა პირველობასთან შედარებით.

Posted by: გიო81 31 Mar 2009, 01:28
giorgi77 კარგად არ ვიცი რაგბის საკლუბო ამბები და რა უშლის ჩვენი კლუბის ევროთასზე გაყვანას?ჩემპიონის აუცილებლად.
ადრე მახსოვს რომელიღაც თასზე რო თამაშობდნენ ჩვენი კლუბები თუ რეგიონის ნაკრებები

Posted by: giorgi77 31 Mar 2009, 13:49
giog81 უფულობა და უსახსრობა, და ალბათ ჩინოვნიკების უნიათობაც. თორემ რუმინელების ბუქრესტიც ნაკრები არაა. არაა აუცილებელი ჩემპიონი იყოს. გააკეთონ მაგალითად თბილისის კლუბი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეებიდან.

საშვილიშვილო საქმე გაკეთდება თუ წელს მოაბეს ამას თავი.


საინტერესო სტატიაა ლელოში - http://www.opentext.org.ge/09/lelo/074/074-24.htm

Posted by: kotorashvili 31 Mar 2009, 13:55
ა ნაკრები შეკრიბონ და გააფორმონ კლუბად baby.gif

Posted by: giorgi77 31 Mar 2009, 14:04
QUOTE
ა ნაკრები შეკრიბონ და გააფორმონ კლუბად
ხო ეგ იქნება ჩვენი ა ნაკრები ფაქტიურად. ფორმალურად არ გვაქვს უფლება ჯერ.


QUOTE
საინტერესო სტატიაა ლელოში - დიდი გამარჯვება მარიუპოლში

ეხლა-ღა ვნახე ზედა სტატიის ავტორი - ჭანო ყოფილა :-)




Posted by: გიო81 31 Mar 2009, 15:27
QUOTE
ა ნაკრები შეკრიბონ და გააფორმონ კლუბად

:up

Posted by: giorgi77 31 Mar 2009, 16:52
კაჭარავას ვაჟი შეძენია, მივულოცოთ!!! შეიძლება არაა ახალი ამბავი... მე დღეს გავიგე, ფეისბუქში დაწერეს.




Posted by: K O R A D O 31 Mar 2009, 16:57
QUOTE
კაჭარავას ვაჟი შეძენია, მივულოცოთ!!! შეიძლება არაა ახალი ამბავი... მე დღეს გავიგე, ფეისბუქში დაწერეს.

პატარა კაჭის გაუმარჯოს! ვულოცავ...


Posted by: keen 31 Mar 2009, 17:19
QUOTE
კაჭარავას ვაჟი შეძენია, მივულოცოთ!!! შეიძლება არაა ახალი ამბავი... მე დღეს გავიგე, ფეისბუქში დაწერეს.


უი უი, მაგარი ამბავია ... ვულოცავთ! smile.gif კიდევ ერთი ბორჯღალოსანი შეემატა ქვეყანას bis.gif

Posted by: გიო81 31 Mar 2009, 19:03
QUOTE
კაჭარავას ვაჟი შეძენია, მივულოცოთ!!! შეიძლება არაა ახალი ამბავი...

alk.gif

Posted by: datiko 62 31 Mar 2009, 19:21
QUOTE
კაჭარავას ვაჟი შეძენია, მივულოცოთ!!! შეიძლება არაა ახალი ამბავი... მე დღეს გავიგე, ფეისბუქში დაწერეს.

ვულოცავ, სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს.

Posted by: QOMAGI 31 Mar 2009, 20:09
QUOTE
პატარა კაჭის გაუმარჯოს! ვულოცავ...


გაუმარჯოოს... ვულოცავ კაჭარავას...

QUOTE
კიდევ ერთი ბორჯღალოსანი შეემატა ქვეყანას


უეჭველი biggrin.gif

Posted by: Unknown 31 Mar 2009, 22:11
QUOTE
კაჭარავას ვაჟი შეძენია, მივულოცოთ!!! შეიძლება არაა ახალი ამბავი... მე დღეს გავიგე, ფეისბუქში დაწერეს.

ვაჰ მთელი გულით ვულოცავ! დიდი ქართველი ბიჭი გაზრდილიყოს!

Posted by: chanichano 1 Apr 2009, 00:39

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

აბა ეხლა ამ სტატიას შეესიეთ პროფესიონალებო, smile.gif

Posted by: maradiora 1 Apr 2009, 00:57
ვულოცავ კაჭის ოჯახს და პირადად დავითსაც მომავალი მორაგბის დაბადებას

Posted by: giorgi77 1 Apr 2009, 09:11
QUOTE
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები

აბა ეხლა ამ სტატიას შეესიეთ პროფესიონალებო,


რაღაცეებს ჩავამატებ, ხომ შეიძლება?

Posted by: keen 1 Apr 2009, 09:47
QUOTE
რაღაცეებს ჩავამატებ, ხომ შეიძლება?


QUOTE
აბა ეხლა ამ სტატიას შეესიეთ პროფესიონალებო, smile.gif


rolleyes.gif

Posted by: გიო81 1 Apr 2009, 15:28
ჩერჩილის თასი ივნისშია? რაგბისტები რო არ თამაშობენ სიცარიელეა ქართულ სპორტში wink.gif

Posted by: chanichano 1 Apr 2009, 15:34
giorgi77
QUOTE
რაღაცეებს ჩავამატებ, ხომ შეიძლება?

შეიძლება რას მიქვია, ჩაამატეთ ვინც რა იცით და თუ წყაროსაც მიუთითებთ მით უკეთესი.

მე ეხლა სურათები გამომიგზავნეს და ავტვირთავ ამ დღეებში.


Posted by: borjgali1964 1 Apr 2009, 21:42
გაუმარჯოს დიდი პატარა ადამიანის მოსვლას ამ ქვეყანაზედ შინა!!!!
დიდება რაგბისთვის დაბადებულ კაცებს!!!!!!!!!!!!!!1

Posted by: giorgi77 1 Apr 2009, 21:55
chanichano სკრიპტები ამიხსენი,... რაღაცეები ვერ გავიგე....

Posted by: chanichano 1 Apr 2009, 21:57
QUOTE
გაუმარჯოს დიდი პატარა ადამიანის მოსვლას ამ ქვეყანაზედ შინა!!!! დიდება რაგბისთვის დაბადებულ კაცებს!!!!!!!!!!!!!!1

+1



giorgi77
QUOTE
chanichano სკრიპტები ამიხსენი,... რაღაცეები ვერ გავიგე....

ვიკიპედიას თემაში გადავიდეთ და კერძოდ რა გაინტერესებს?

Posted by: გიო81 2 Apr 2009, 18:40
ნაკრების ვიდეოები არ გაქვთ მულტიმედიაში რო დადოთ ხოლმე? ლელოები,კაი მომენტები,ისტორიიდან რამე

Posted by: giorgi77 2 Apr 2009, 22:21
26 მარტს დუბლინში შეიკრიბებიან ერთა თასში მონაწილე ქვეყნების კავშირის პრეზიდენტები... ალბათ იქ გადაწყდება მომავალი წლის თამაშების განრიგიც

http://www.fira-aer-rugby.com/article_detail.php?article=892

Posted by: გიო81 2 Apr 2009, 22:26
QUOTE
26 მარტს დუბლინში შეიკრიბებიან ერთა თასში მონაწილე ქვეყნების კავშირის პრეზიდენტები... ალბათ იქ გადაწყდება მომავალი წლის თამაშების განრიგიც

კაი იქნება თუ ისევ ექვსი ერის განრიგს დაამთხვევენ,მორაგბეების გამოსაშვებად

Posted by: Red_Scorpion 2 Apr 2009, 22:30
26 მარტი ხომ ჩავლილია უკვე, მგონი უკვე იყო ეგ შეხვედრა, ევროპაში რაგბის განვითარებაზე ილაპარაკესო, მეტი არაფერი.....

Posted by: გიო81 2 Apr 2009, 22:35
QUOTE
ევროპაში რაგბის განვითარებაზე ილაპარაკესო, მეტი არაფერი.....
მაგათიც რა,საქმეს არ აკეთებენ და ილაპარაკონ და იყვნენ ეგრე
ამ სურათში ნიჟარაძე არ არის?

Posted by: giorgi77 2 Apr 2009, 22:50
QUOTE
26 მარტი ხომ ჩავლილია უკვე, მგონი უკვე იყო ეგ შეხვედრა, ევროპაში რაგბის განვითარებაზე ილაპარაკესო, მეტი არაფერი.....


კი ეგრეა. ეს იმის ნიშანია რომ ტვინი აღარ მიმუშავებს, ძილის დროა ჩემთვის. biggrin.gif

Posted by: geor-gien 3 Apr 2009, 18:52
მართალია რომ ერთა თასის გამარჯვებულად გამოგვაცხადეს?
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=19927

ფაქსის თარიღი 1-აპრილია და ხუმრობა ხომ არაა?

Posted by: გიო81 3 Apr 2009, 18:54
QUOTE
ფაქსის თარიღი 1-აპრილია და ხუმრობა ხომ არაა?
არამგონია
smile.gif

Posted by: Atomic 3 Apr 2009, 19:33
giorgi77
ჩვენი ნაკრების საერთო სტატისტიკა დალინკე, ფლიზ!

smile.gif

Posted by: kotorashvili 4 Apr 2009, 00:28
Atomic

http://www.geocities.com/krivi_olimpshi/Zanzalaki/KA_Borjhalosnebi.htm

20 წლის სტატისტიკა აქ გახლავთ.

Posted by: chanichano 4 Apr 2009, 00:50
32 ილია ზედგინიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმა ობოლაძე; 10 ირაკლი აბუსერიძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე
ამ ხალხის სათამაშო პოზიციები ნაკრებში და მათი კლუბები(ბოლო ვინც აღარ თამაშობს) ხომ არ ივის ვინმემ?

Posted by: Atomic 4 Apr 2009, 00:58
kotorashvili
დიდი მადლობა!

Posted by: Judas Iscariot 4 Apr 2009, 10:01
Atomic
QUOTE
ჩვენი ნაკრების საერთო სტატისტიკა დალინკე, ფლიზ!

Red_Scorpion
QUOTE
26 მარტი ხომ ჩავლილია უკვე, მგონი უკვე იყო ეგ შეხვედრა, ევროპაში რაგბის განვითარებაზე ილაპარაკესო, მეტი არაფერი.....

giorgi77
QUOTE
26 მარტს დუბლინში შეიკრიბებიან ერთა თასში მონაწილე ქვეყნების კავშირის პრეზიდენტები... ალბათ იქ გადაწყდება მომავალი წლის თამაშების განრიგიც


რა დროს განრიგი და სტატისტიკაა, ამხანაგებო...
მოლის ჩაქცევა აუკრძალიათ!
საცდელი წესი იყო ეგ და არ გაამართლაო.

დაგვერხა. რაც გვასწავლა ახალმა ტრეინერმა, ჩაიყარა წყალში....
რვიდან 6 ლელო ხაზმა რომ გაიტანა ბოლო ორ მაჩტში, ეგ დაივიწყეთ.

და გაიხსენეთ 31-12 რო მოვუგეთ რუსებს ტფილისში და ხუთი მოლი რო შევუტანეთ!



Posted by: keen 4 Apr 2009, 12:03
QUOTE
6 ლელო ხაზმა

+
QUOTE
ხუთი მოლი რო შევუტანეთ!


გაორმაგდება ლელოების რაოდენობა?... boli.gif

Posted by: Judas Iscariot 4 Apr 2009, 16:03
keen
QUOTE
გაორმაგდება ლელოების რაოდენობა?...

არა. მოლებიდან, ჯაჯგურიდან, კედელზეშუბლითშესკდომიდან გატანილი ლელოების ხვედრითი წილი გაიზრდება.
მგონი გასაგებად წერია.
აი ქალთა ნაკრები რა ტაქტიკით ითამაშებს, ეგ არ ვიცი.

Posted by: keen 4 Apr 2009, 16:10
QUOTE
არა. მოლებიდან, ჯაჯგურიდან, კედელზეშუბლითშესკდომიდან გატანილი ლელოების ხვედრითი წილი გაიზრდება. მგონი გასაგებად წერია.

ეგ ვიხუმრე და რატომ გაიზრდება მოლებიდან გატანილი ლელოების წილი, თუ მწვრთნელი სხვა რამეს ასწავლის და დაავალებს? smile.gif

თან უკანახაზელების ახალი თაობაც კარგი მოდის, იმედია საქართველოში მომავლის რაგბი უფრო დინამიური და სანახაობრივი იქნება...ეგ კი არა და შერკინების პირველ ხაზელებიც ბეკებივით დარბიან, მაგ. ნატრიაშვილი wink.gif

QUOTE
აი ქალთა ნაკრები რა ტაქტიკით ითამაშებს, ეგ არ ვიცი.

ეგეთიც არსებობს? biggrin.gif

Posted by: Judas Iscariot 4 Apr 2009, 17:21
keen
QUOTE
ეგ ვიხუმრე და რატომ გაიზრდება მოლებიდან გატანილი ლელოების წილი, თუ მწვრთნელი სხვა რამეს ასწავლის და დაავალებს?

ინსტინქტი უკარნახებს.
მარცხენა ხელით რომ გასწავლონ წერა გაჭირვების დროს მაინც მარჯვენით დაწერ.
ანუ ექსტრემალურ (და ხშირად არაექსყრემალურ) ვითარებაში მაინც მოლებისკენ გაუწევთ გული - იმ საქმისკენ, რაც უკეთ იციან.

Posted by: keen 4 Apr 2009, 17:29
QUOTE
ინსტინქტი უკარნახებს. მარცხენა ხელით რომ გასწავლონ წერა გაჭირვების დროს მაინც მარჯვენით დაწერ. ანუ ექსტრემალურ (და ხშირად არაექსყრემალურ) ვითარებაში მაინც მოლებისკენ გაუწევთ გული - იმ საქმისკენ, რაც უკეთ იციან.


ნაწილობრივ ეგრეა, მაგრამ მეორეს მხრივ.. .ვიღას უკარნახებს ინსტიქტი? ახალგაზრდები ეგეთ რაგბს აღარ თამაშობენ და ის პლიუსი რაც ქართველებს გვაქვს, მოლი და ფიზიკური ძალა, რითაა ურიგო, თუ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ? yes.gif

მოკლედ, მოლის არჩაქცევა, არცთუ ისე კატასტროფაა და სულაც არ განაპირობებს ისევ თამაშის ძველ სტილზე დაბრუნებას, ჩემის აზრით smile.gif

Posted by: giorgi77 4 Apr 2009, 17:35
QUOTE
ექსტრემალურ

ლელოს ხაზთან ნახევარი საათი ჯახირი და წვალება აღარ დაგვჭირდება ლელოს დასადებად.... მოლი და... biggrin.gif

QUOTE
ანუ ექსტრემალურ (და ხშირად არაექსყრემალურ) ვითარებაში მაინც მოლებისკენ გაუწევთ გული - იმ საქმისკენ, რაც უკეთ იციან.
არა მგონია ლეინმა რამე შეცვალოს.
მე ახლანდელი ნაკრების თამაში უფრო მომწონს ვიდრე ლეინამდელი, ბევრი ნაკლოვანების მიუხედავად.

Posted by: George:) 4 Apr 2009, 18:27
QUOTE
ლელოს ხაზთან ნახევარი საათი ჯახირი და წვალება აღარ დაგვჭირდება ლელოს დასადებად.... მოლი და..


+1


აუტს რო მოვიგებთ 5 მეტრში,რატო უნდა ვიწვალოთ? მოლი და ეგაა რა

იმედია შეცვლიან წესს ისევ

Posted by: chombe 4 Apr 2009, 18:28
მოლის ჩაქცევის ისევ აკრძალვა მხოლოდ სასიკეთოდ წაგვადგება, რადგანაც ამ კომპონენტში მართლაც ძლიერები ვართ და რადგანაც ახალმა წესებმა მოლი ფაქტიურად მოკლა, ამით ჩვენ ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი კოზირი დავკარგეთ და უბრალოდ არ მესმის, რანაირად შეიძლება ეს კარგი იყოს???
რაც შეეხება ხაზით თამაშს, გაუგებარია, ვინ გვიშლის ამის დამხეცებას, მთავარია, განვითარების სწორი სტრატეგია გვქონდეს დასახული.

რაგბი იმიტომაც გვიყვარს, რომ თავისი უნიკალური კომპონენტები აქვს და ესე სათითაოდ თუ აუქმეს, რა გამოვა-ხელბურთი?


პ.ს.
მოლი თუ აღდაგა, რიზე იქნება თუ ზაქათალა, ღორებს ურჩევნია არც ჩავიდნენ, მაგათი განწირული ჭყვიტინი მერე ნახეთ თქვენ.... sa.gif

Posted by: გიო81 5 Apr 2009, 00:07
QUOTE
მოლი თუ აღდაგა
არის შანსი რო აღდგეს?

Posted by: rogera 5 Apr 2009, 02:33
QUOTE
ნამდვილად! ყოჩაღ სორელს, კაცურად მოიქცა!

აქ სორელის კაცობაზე იყო საუბარი და ვერ გავიგე რის გამო. ბმულს (ლინქს) ხო ვერ დადებდით, რო გავერკვიო მეც ამ კაცის კაცობაში. ვეძიე, მარა ვერ ვნახე თუ რაზეა საუბარი.

giorgi77
რა შუაშია, მაგრამ დახმარება მჭირდება - თემა გავხსენი და უკვე ორი დღეა რაც "ჩასწორების" ღილაკი დაიკარგა. მოდერს მივწერე მარა არავინ არ მიპასუხა. როგორ შეიძლება გამოსწორება? დიდი ბოდიში "ოფფ"-ისთვის, მარა გესმის ასეთი რაღაცეები და ამიტომაც გთხოვ დახმარებას.

Posted by: მადეირა 5 Apr 2009, 04:37
rogera
QUOTE
თემა გავხსენი და უკვე ორი დღეა რაც "ჩასწორების" ღილაკი დაიკარგა

ჩასწორება დროის გავსლის შემდეგ მარტო მოდერს შეუძლია

Posted by: Datka1964-10-10 6 Apr 2009, 17:03
სალამი ყველას!

მოლი თუ დააბრუნეს არა მგონია, რომ ეს ცუდი იყოს ისეთი ნაკრებისთვის rogoric საქართველოა,მაგრამ ხაზმა ის ტემპი რაც ეხლა აქვს აღებული არ უნდა შეანელოს.....

Avanti Geo!!!!!!!!!!!!!

Posted by: გიო81 6 Apr 2009, 17:56
QUOTE
მოლი თუ დააბრუნეს არა მგონია, რომ ეს ცუდი იყოს ისეთი ნაკრებისთვის rogoric საქართველოა

ცუდი კი არა მაგარი იქნება,მაგრამ რავიცი დააბრუნებენ?

Posted by: David_S 6 Apr 2009, 20:46
Datka1964-10-10
QUOTE
მოლი თუ დააბრუნეს არა მგონია, რომ ეს ცუდი იყოს ისეთი ნაკრებისთვის rogoric საქართველოა,მაგრამ ხაზმა ის ტემპი რაც ეხლა აქვს აღებული არ უნდა შეანელოს.....

დავით ბატონო, შენი სიტყვები თუ ასრულდა იქნებ მალე მეორე არგენტინა გავხდეთ?

პ.ს ეჰ, კარგია ოცნება, მაგრამ ბიჭებს ელემენტარული პირობები არა აქვთ >>> ყბადაღებული მოედნების თემა + არანაკლებ მნიშვნელოვანი კვალიფიციური მსაჯების და ბავშვთა მწვრთნელები + აღდგენითი საშუალებები + დაზღვევა + ........

Posted by: Unknown 6 Apr 2009, 21:21
QUOTE
ცუდი კი არა მაგარი იქნება,მაგრამ რავიცი დააბრუნებენ?

ისე რაიმე წესი გაუქმების, შეცვლის მერე ისევ რომ აღედგინოთ, ყოფილა რაგბიში მაგის პრეცედენტი? რავი, რო ვფიქრობ, დიდი იმედი არ მაქ, ასე უცებ არა მგონია ისევ დააბრუნონ ძველებური მოლი..
და ისე ეგ არაა დიდი პრობლემა, მემგონი სასიკეთოდ წაგვადგა და უკეტესად ვთამაშობთ ახლა მგონი. არ ვიძახი,რო ეს მანდამაინც ახალი წესების გამოა მარა ფაქტია... უმოლო თამაშსაც ავუღეთ ალღო.

Posted by: giorgi77 6 Apr 2009, 21:53
გადაცემას თუ უყურებთ მორაგბეებზე?? დღეს არ უნდა ყოფილიყო.... და იქნებ ვინმე იწერს კიდეც :-(

Posted by: chombe 6 Apr 2009, 22:13
Unknown
QUOTE
ისე რაიმე წესი გაუქმების, შეცვლის მერე ისევ რომ აღედგინოთ, ყოფილა რაგბიში მაგის პრეცედენტი?

მე რამდენადაც ვიცი, ეს წესები საბოლოოდ დანერგილი არც ყოფილა და მათ იმთავითვე ექსპერიმენტული წესები ერქვა, ანუ იდეაში - რაც არ გაამართლებს, არც დანინერგება...

ეგება მოლი აღადგინონ "ოღრაშებმა" და მერე თუ უნდათ თავში ქვა უხლიათ....

Posted by: keen 6 Apr 2009, 22:14
QUOTE
და იქნებ ვინმე იწერს კიდეც :-(

არის ვიდეო არქივი საიტზე yes.gif

QUOTE
გადაცემას თუ უყურებთ მორაგბეებზე?? დღეს არ უნდა ყოფილიყო....

1 არხზე ლაივი yes.gif


პ.ს. ურუშაძე რა დასტოა yes.gif

Posted by: გიო81 6 Apr 2009, 22:30
სარბიელში წავიკითხე, საფრანგეთში ლეგიონერებს ამცირებენო და ეს პირველ რიგში ჩვენ მორაგბეებს აყენებს ცუდ დღეში.
ჯერ გუნდიდან 50% უნდა იყოს ფრანგიო და 2-3 წელიწადში 70-80% გახდებაო

Posted by: dmamporia 7 Apr 2009, 09:47
QUOTE
სარბიელში წავიკითხე, საფრანგეთში ლეგიონერებს ამცირებენო და ეს პირველ რიგში ჩვენ მორაგბეებს აყენებს ცუდ დღეში.
ჯერ გუნდიდან 50% უნდა იყოს ფრანგიო და 2-3 წელიწადში 70-80% გახდებაო

აბა წავიდა ბუნებრივი გადარჩევააააააააააააა

Posted by: tiko2 7 Apr 2009, 11:56
საქართველოს რაგბისტთა ნაკრები ერთერთო საუკეთესოა ევროპაში

Posted by: No Security 7 Apr 2009, 11:57
tiko2
QUOTE
საქართველოს რაგბისტთა ნაკრები ერთერთო საუკეთესოა ევროპაში


+1

Posted by: kukaracha1981 7 Apr 2009, 12:47
ხალხნო ნაკრების კალენდარი იცით ვინმემ, შემდეგი თამაშები როდის გვაქვს??

Posted by: QOMAGI 7 Apr 2009, 22:36
QUOTE
საქართველოს რაგბისტთა ნაკრები ერთერთო საუკეთესოა ევროპაში

+1

ხუთი ნაკრები ჯობია მარტო wink.gif

Posted by: Unknown 7 Apr 2009, 22:43
QUOTE
სარბიელში წავიკითხე, საფრანგეთში ლეგიონერებს ამცირებენო და ეს პირველ რიგში ჩვენ მორაგბეებს აყენებს ცუდ დღეში. ჯერ გუნდიდან 50% უნდა იყოს ფრანგიო და 2-3 წელიწადში 70-80% გახდებაო

ჰმმმ ეგ არ ვიცოდი...
საკუთარ ცემპიონატში ადგილობრივების სიმრაცვლის მომხრე ვიყავი ყოველთვის მარა ჩვენი ბიჭების ბედზე ავნერვიულდი მაინც...

Posted by: გიო81 8 Apr 2009, 01:27
QUOTE
საკუთარ ცემპიონატში ადგილობრივების სიმრაცვლის მომხრე ვიყავი ყოველთვის მარა ჩვენი ბიჭების ბედზე ავნერვიულდი მაინც...

საფრანგეთის ნაკრებს თაობები აღარ ეზრდებაო და ლეგიონერებს ამცირებენ მაგრამ არა მგონია ჩვენი ბიჭებიდან რომელიმე უშლიდეს ხელს საფრანგეთის ნაკრების მორაგბეებს

Posted by: chanichano 8 Apr 2009, 01:29
>>> ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

109 თამაში (39 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
65 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2520:2069 (+451) ლელო 310-227 (+83)

ამი სრული სტატისტიკა სად ვნახო? ანუ სრულიში იგულისხმება მაგ. შინ ჩატარებული 40 თამშიდან რამდენი მოვიგეთ, რამდენი ფრედ, ასევე ქულების და ლელოების რაოდენობა

Posted by: გიო81 8 Apr 2009, 01:45
მე მგონი ესე უნდა იყოს
სულ:111 თამაში. 66 მოგება. 5 ფრე. 40 წაგება. ქულები 2577-2101.
შინ:39 თამაში. 31 მოგება. 2 ფრე. 6 წაგება. ქულები 1151-464.
გარეთ:54 თამაში. 27 მოგება. 3 ფრე. 24 წაგება.ქულები 1098-1225.
ნეიტრა:18 თამაში. 8 მოგება. 0 ფრე. 10 წაგება. ქულები 328-412.

შინ ესეთი კარგი სტატისტიკა ნეტა რომელიმე ნაკრებს ააქვს? და საერთოდ კაი სტატისტიკაა მთლიანობაში bis.gif

Posted by: amikoo 8 Apr 2009, 02:03
რუსეთის რაგბის კავსირის საიტზე გამოკითხვაა ასეთი... რა ოპტიმისტები არიან biggrin.gif

Когда сборная России обыграет Грузию?
Никогда 1941
В следующем матче 223
Лет через пять 140
Через два года 56

Posted by: chanichano 8 Apr 2009, 02:09
giog81
მადლობა
იქნებ ლელოების სტატისტიკა გქონდეს და სულ დააგვირგვინდებოდა საქმე smile.gif












Posted by: გიო81 8 Apr 2009, 02:13



ლელოები არ ვიცი,ადრე ამერია და აღარ ვითვლი იმის მერე no.gif chanichano

Posted by: chanichano 8 Apr 2009, 02:23
giog81
არა უშავს იმედია ვინმე გამოჩნდება smile.gif

ისე ყოჩაღ შენ

Posted by: K O R A D O 8 Apr 2009, 11:48
მოლის დაბრუნებას გაუმარჯოს ! smile.gif

Posted by: გიო81 9 Apr 2009, 02:02
QUOTE
მოლის დაბრუნებას გაუმარჯოს
ვითომ მალე დაბრუნდება?
up.gif

Posted by: giorgi77 9 Apr 2009, 10:35
წუხელ ჩავწერე პირველი არხის საიტიდან გადაცემა მორაგბეებზე.
კარგი იყო.

ერთადერთი ბავშვობიდანვე რომ პატარებს ვასწავლით - რეგბისტობას... ტრენერი... ზახვატი... ტროშკა.. პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ წესები და ტერმინოლოგია ქართულად!!!


Posted by: achiko891 10 Apr 2009, 00:35
QUOTE
ერთადერთი ბავშვობიდანვე რომ პატარებს ვასწავლით - რეგბისტობას... ტრენერი... ზახვატი... ტროშკა.. პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ წესები და ტერმინოლოგია ქართულად!!!

კიდევ დავამატებდი - ზანოსი, კრაინი, ზაჩოტკა... smile.gif

Posted by: chombe 10 Apr 2009, 02:11
QUOTE
ერთადერთი ბავშვობიდანვე რომ პატარებს ვასწავლით - რეგბისტობას... ტრენერი... ზახვატი... ტროშკა.. პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ წესები და ტერმინოლოგია ქართულად!!!


კიდევ დავამატებდი - ზანოსი, კრაინი, ზაჩოტკა... 


უსიკი, პერებროსი, უდარი, სვეჩკა, სტოლბიკი, სხვატკა......
ეუუუფფფ... რამდენია....

ისე ვხმარობთ ამ ღრუსულ ტერმინებს, თითქოს ღორები დიდი სარაგბო ტრადიციებისა და მიღწევების მქონენი, ანდაც საერთოდ, რაგბის ფუძემდებელნი იყვნენ... ხხხ, ტფუ....მაგათ.
punch.gif

-----------------------------------------------------------------------------
ძველებო, ჯიგრებო, რამენაირად ძლიეთ საკუთარ ჩვევებს, ნუ, ყოველშემთხვევაში, ბავშვებს მაინც ნუ უჭედავთ თავში ამ მონღოლურ ტერმინოლოგიას,....

Posted by: Unknown 10 Apr 2009, 16:41
QUOTE
ძველებო, ჯიგრებო, რამენაირად ძლიეთ საკუთარ ჩვევებს, ნუ, ყოველშემთხვევაში, ბავშვებს მაინც ნუ უჭედავთ თავში ამ მონღოლურ ტერმინოლოგიას,....

მაგას მოვესწრებოდე და მერე არად დავეძებ რამეს...
არა რავა არ დავეძბ მარა ძალიან მაგარი იქნება ასე უსაფუძვლოდ თუ არ დავამახონჯებთ ტერმინოლოგიას, მითუმეტეს ძალიან მაგაირ ტერმინები გვაქ სარაგბო ქართველებს.

Posted by: achiko891 10 Apr 2009, 17:03
QUOTE (chombe @ 10 Apr 2009, 02:11 )
QUOTE
ერთადერთი ბავშვობიდანვე რომ პატარებს ვასწავლით - რეგბისტობას... ტრენერი... ზახვატი... ტროშკა.. პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ წესები და ტერმინოლოგია ქართულად!!!


კიდევ დავამატებდი - ზანოსი, კრაინი, ზაჩოტკა... 


უსიკი, პერებროსი, უდარი, სვეჩკა, სტოლბიკი, სხვატკა......
ეუუუფფფ... რამდენია....

ისე ვხმარობთ ამ ღრუსულ ტერმინებს, თითქოს ღორები დიდი სარაგბო ტრადიციებისა და მიღწევების მქონენი, ანდაც საერთოდ, რაგბის ფუძემდებელნი იყვნენ... ხხხ, ტფუ....მაგათ.
punch.gif

-----------------------------------------------------------------------------
ძველებო, ჯიგრებო, რამენაირად ძლიეთ საკუთარ ჩვევებს, ნუ, ყოველშემთხვევაში, ბავშვებს მაინც ნუ უჭედავთ თავში ამ მონღოლურ ტერმინოლოგიას,....

კიდევ... ფიშკა, კრესტი, დიხანია... gigi.gif

Posted by: giorgi77 10 Apr 2009, 21:01
user posted image

http://www.rugby.ge/KA2009/0402_FotoKonkursi.htm


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Apr 2009, 21:10
@ ეჰე, მაგ *ზუურ ენაზე*
სტაწია დავჰწერე სამი წლით წინა!

აგერა .. გაერთეთ ... >> წიგნი ანტი-ზუ-ური
http://www.geocities.com/Msoflioshi/GB/15_Tigni-Anti_Zuuri.htm

<< გარეშენი ქართულად საუბრობენ რაგბზე,
მაგ ჟარგონზე მეტყველება კი პრაფესიონალიზმის მაჩვენებელია, მააშ!

@



Posted by: keen 10 Apr 2009, 21:15
QUOTE
აგერა .. გაერთეთ ... >> წიგნი ანტი-ზუ-ური


QUOTE
ზანოსის მაგივრად უკვე თრაი და ესე უნდა ასწავლო, ხოლო ზახვატის ნაცვლად, თექლი და პლაკაჟი. 


biggrin.gif

Posted by: chombe 11 Apr 2009, 08:37
Lukas & Nikos Mama
QUOTE
<< გარეშენი ქართულად საუბრობენ რაგბზე,
მაგ ჟარგონზე მეტყველება კი პრაფესიონალიზმის მაჩვენებელია, მააშ!


ვაი, რომ ეგრეა...
ერთგვარი "ჰამქრული" ნიშანია სლავ-მონღოლური ტერმინების დაბრეხვება,
პატარებიც მშვენივრად ხვდებიან ამას და იმთავითვე ცდილობენ "სასტავში" გარევას...
რამოდენიმე დღის წინ ლოკომოტივის ბაზა რომ გადაეცა რაგბის კავშირს, რეპორტაჟი იყო "რუსთავი 2"-ზე და პატარა მორაგბემ [იქნებოდა ასე 11-12 წლის] სიამაყით განაცხადა: "რეგბი იმიტომ მიყვარს, რომ ვაჟკაცური სპორტია და მარტო აქ არის "ზანოსები" და "ზახვატებიო" -მააშ.

პ.ს.
ბავშვობაში "სტოლბიკი" ვიყავი და სიტყვა "ბურჯი", როგორც სარაგბო ტერმინი, გაგონილი არც მქონდა, ჰოდა, ეგება, დღეს მაინც შევეშვათ, ამ "სტოლბებისა" და "სინკარების" ხმარებას, ხომ გვაქვს უკვე ქართული შესატყვისები [რაშიც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბატონ ზაალს]....
ბოლო-ბოლო, რა უფრო ამაყადა ჟღერს: იყო საკუთარი გუნდის ბ უ რ ჯ ი თუ "სტოლბიკი"....

Posted by: keen 11 Apr 2009, 12:55
QUOTE
ბავშვობაში "სტოლბიკი" ვიყავი და სიტყვა "ბურჯი", როგორც სარაგბო ტერმინი, გაგონილი არც მქონდა, ჰოდა, ეგება, დღეს მაინც შევეშვათ, ამ "სტოლბებისა" და "სინკარების" ხმარებას, ხომ გვაქვს უკვე ქართული შესატყვისები [რაშიც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბატონ ზაალს].... ბოლო-ბოლო, რა უფრო ამაყადა ჟღერს: იყო საკუთარი გუნდის ბ უ რ ჯ ი თუ "სტოლბიკი"....


smile.gif

Posted by: CENTURIONI 11 Apr 2009, 14:40
ხანდახან ვცფიქრობ რომ ქართული რაგბი როგორც თამაში პატარა საოცრებაა მით უმეტეს რომ ძალიან ხშირად ჩანს რომ ქართული რაგბი როგორც სტრუქტურა ჭაობია შიგნეულობა წუმპედაა ქცეული სხვადასხვა მიზეზთა გამო.მიზეზები კიი უამრავია მაბვანთა უმეცრება და ახლის სწავლის არნდომება ანაც მცოდნეთათვის არმოსმენა და ახლის გაგების უკადრისობა იმიტომ რომ ძალიან ბევრს თავი ყოვლისმცონდე გონია და ყურს არავის უგდებს და ასე გრძელდება და კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება სანამ ძირეული ცვლილები არ მოხდება. ამ მავანთა გავლენით შემდეგ იზრდება მომავალი თაობა რომელიც ძირშივე უკუღმაა გაზრდილი და ბევრს რამეს არასწორად სწავლობს და ასე სადამდე გაგრძლედება ეგაა საქმე

Posted by: George:) 11 Apr 2009, 15:16
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=20236



biggrin.gif






.

Posted by: გიო81 11 Apr 2009, 17:58
გაუმართლათო lol.gif 16 წელი მარტო გამართლებით ვერ მოუგებ ვერავის.
ეგენი კლასითაც ჩამოგვრჩებიან და ყველაფრით.

მე მაგათი დედა.......................................

Posted by: keen 11 Apr 2009, 18:06
QUOTE
გაუმართლათო lol.gif 16 წელი მარტო გამართლებით ვერ მოუგებ ვერავის. ეგენი კლასითაც ჩამოგვრჩებიან და ყველაფრით.


ნეტავ, ახლა რაც უნდათ, ის წერონ და იკითხონ biggrin.gif

Posted by: გიო81 11 Apr 2009, 18:19
QUOTE
ნეტავ, ახლა რაც უნდათ, ის წერონ და იკითხონ

მაინც ნერვებზე მომშლელია რა.
უხხხ
aba.gif

Posted by: chombe 11 Apr 2009, 18:28
არაფერი გასაკვირი და მოულოდნელი არაა, ის უფრო გასაკვირი არ იქნებოდა ღორს ნორმალურად ეაზროვნა, მაგრამ მაშინ ღორი ხო აღარ იქნებოდა...



ერთი ჯიშია, რა...

http://www.youtube.com/watch?v=7kWi3h_E_8c


ბოლოს რას იძახის დედა ღორსა და გოჭებზე გაიგონეთ?
"ანი შტო ნი გრაჟდანი რასიი, ბლია"....
კი,კი, რუსები არიან, ნაღდად lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: keen 11 Apr 2009, 18:32
QUOTE
მაინც ნერვებზე მომშლელია რა.


ისე რომელია უფრო ნერვებზე მომშლელი? საკუთარ მოედანზე(პირობითად), რომ გაგანადგურებენ მოედანზეც და ტრიბუნებზეც თუ?.. მერე ეს განადგურებული, გამანადგურებელს რომ სისულელებს მიაწერს? biggrin.gif

Posted by: გიო81 11 Apr 2009, 18:51
QUOTE
მერე ეს განადგურებული, გამანადგურებელს რომ სისულელებს მიაწერს?
ეგეც ნერვებზე მომშლელია
biggrin.gif
თან ეგ ღორი ამბობს ქართველები თითქოს არც იყვნენო,მე მაგისი....... aba.gif

Posted by: achiko891 12 Apr 2009, 00:51
QUOTE (George:) @ 11 Apr 2009, 15:16 )
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=20236



biggrin.gif






.

არ ვიცი რამდენად სწორადაა ნათარგმნი ეს სტატია თუ თავად რუსია ასეთი დუნდუკი, მაგრამ მის ნათქვამში ამდენი წინააღმდეგობა და უსინდისობა უკვე მეტისმეტია...

ნუ, რას იზამ, ასე მწარედ რომ წააგებ, ცოტა ხანში აგონია შეიძლება დაგეწყოს..
baby.gif

http://www.radikal.ru

თუკი მათი მარცხის მიზეზი ისაა, რომ "არ გაუმართლათ", მაშინ რომ "გვპატიობდნენ შეცდომებს" იღბალი ყოფილა smile.gif "რა ვიცი, რა ვიცი" ამაზეა ნათქვამი gigi.gif

http://www.radikal.ru

ზოგადად, ანგარიში თუ რამეზე მეტყველებს, პირველ რიგში ესაა გამარჯვებული გუნდის სიძლიერე. ოღონდ, არ დამიწყოთ ეხლა, ირლანდიასთან წაგებულ მატჩში ჩვენები უფრო ძლიერები იყვნენო...

http://www.radikal.ru

ხო, ნუ, ამას პრინციპში კომენტარი არ სჭირდება, მაგრამ მაინც - ერთ მომენტში გორგოძემ სახე რო არ დააჭერინა ხელში კუშნარიოვს, ეხლა უკვე გული მწყდება... ვისი ვისი, და ქართველ მორაგბეებს რუსების მაინც არ შეშინებიათ. სასაცილოა მათი მხრიდან ამაზე საუბარი... smile.gif

http://www.radikal.ru

no comment... lol.gif

http://www.radikal.ru

...არადა არ გაგვიმართლაო... lol.gif


P.S. ამდენს არ დავწერდი ამ სისულელეზე საპასუხოდ, რომ არ ვთვლიდე, რომ რუსების აბსოლუტური უმრავლესობა ამ აზრს იზიარებს...

Posted by: გიო81 12 Apr 2009, 01:30
უხ მაგათი,თავის თავს იტყუებენ მე მაგათი.

Posted by: Unknown 12 Apr 2009, 21:39
სასტიკი რეაქცია მქონდ აუწინ მაგათ ავადმყოფურ, უტვინო, ლოგიკას და რეალობას მოკლებულ კომენტარებზე, და არა მარტო სპორტში მარა ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებ ამას, ნერვებს არარ ვიშლი, ყველას დაუმტკიცეს რა გამოუსწორებელი სულით და გულით ავადმყოფი ხალხია. გინდ ასმაგათ უთქვიათ და გინდ აძაღლს უყეფია ეგერ ქუცაში მე მაგათი დედები დავანაღვლიანე...

Posted by: გიო81 12 Apr 2009, 21:44
QUOTE
მაგათი დედები დავანაღვლიანე...
მე ვასიამოვნე
biggrin.gif

Posted by: tiko2 14 Apr 2009, 10:40
რუმინელებს რაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ლაჩრები არიანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

Posted by: geor-gien 14 Apr 2009, 10:43
რუმინეთის რაგბის კავშირის ამაზრზენი ვერდიქტი ჩხუბის მონაწილეებზე:
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=20340

Posted by: kukaracha1981 14 Apr 2009, 11:26
უხხ რუმინელების ციგანი დედა მ......

Posted by: გიო81 14 Apr 2009, 15:29
რუსებზე უარესი ერი სადმე თუ იქნებოდა ნაღდად არ მეგონა

Posted by: hibridi55 15 Apr 2009, 22:31
რუსები და რუმინელები(რაგბისტები) ჩემთვის გაერთიანდნენ და ორივეს ვერ ვიტან ეხლა .ადრე პატივსაცემი იყო რუმინეთის ნაკრები და ამის მერე არ ვიცი. ძაან ნერვები მომეშალა ჯერ აქედან გაიყოლეს ბოღმა (აქაც მაგათმა დაიწყეს ჩხუბი) და მერე იქ ცემეს და ძაან არაკაცურად მოიქცნენ ,რაგიბს წესებს ხო გაცდნენ და კაცობასაც გასცდნენ.მარა ის მახარებს რომ რუსები ასე დაბოღმილები არიან .აბა რა იქნება 150 მილიონიანი ერი რო 16 წელი თამაშს ვერ მოგვიგებს (გინდა რაგბი იყოს და გინდა ბადროს სტყორცნა)სირცხვილია და მე მაგრად მიხარია რო ეგრე ლაპარაკობენ დანუ გაგაღიზიანებთ მაგათი ნათქვამები ,პირიქით გაგიხარდეთ.
* * *
რაც შეეხება ნაკრებს ,თუ მსოფლიოზე ორი თამაში მოვიგეთ(ამის კარგი შანსია თუ იტალიის პულში მოვხვდებით) გადავალთ მე-12ზე და ავტომატურად გავალთ შემდეგ მსოფლიოზე .ალბათ პროგრამა მაქსიმუმად ეს უნდა ჰქონდეთ ჩვენებს.

Posted by: გიო81 15 Apr 2009, 22:42
QUOTE
რუსები და რუმინელები(რაგბისტები) ჩემთვის გაერთიანდნენ და ორივეს ვერ ვიტან ეხლა .ადრე პატივსაცემი იყო რუმინეთის ნაკრები

მეც და ყველა ალბათ ესე ფიქრობს

Posted by: Jores 23 Apr 2009, 20:27
ძმებო ქართველებო თქვენი დახმარება მინდა გაწევრიანება მინდა რაგბის რამე ფანკლუბში თუ არსებობს ეგეთი რამე იქნებ რამე მირჩიოთ

Posted by: giorgi77 23 Apr 2009, 21:15
Jores ჩათვალე რომ უკვე აქა ხარ ფან-კლუბში. (არაოფიციალური)

ისე არსებობს რაღაცა, მაგრამ არ ვიცი მათი ასვალ-დასავალი.

Posted by: გიო81 24 Apr 2009, 00:45
ნაკრებს რო ყავდეს ფან-კლუბი მაგარი იქნებოდა

Posted by: chanichano 24 Apr 2009, 03:41
giog81
QUOTE
ნაკრებს რო ყავდეს ფან-კლუბი მაგარი იქნებოდა

ხო შეიქმნა და მე მგონი აორთქლდნენ

Posted by: Hurricanes 24 Apr 2009, 13:57
GO LELOS!!!

givi.gif




---------------------

Posted by: Jores 24 Apr 2009, 15:37
დიდი მადლობა გიორგი77, ფანლუბში მიგებისათვის (არაოფიციალურ) ჩემთვის პატივია, ლელო ლელო საქართველო!!!

Posted by: გიო81 24 Apr 2009, 16:08
QUOTE
მე მგონი აორთქლდნენ

რატო მოგებებით დაიღალნენ?
biggrin.gif

Posted by: Jores 24 Apr 2009, 19:39
თუ არ არის ოფიციალური ფანკლუბი შევქმნათ, აქ არ ვართ ყველანი დავრეგისტრირდნეთ არ შეიძლება ჩვენ კაცებს არ ყავდეს ფანკლუბი, შემომიერთდით იდეაში. ლელო ლელო საქართველო !!!

Posted by: hibridi55 24 Apr 2009, 19:46
Jores
კაი აზრია , მაგრამ აქედან გულშემატკივრობა არაფერს ნიშნავს.მაშინ შევიკრიბოთ ხალხი და ვიაროთ თამაშებზე ერთად ფორმებით და შეძახილებით და ა.შ.

Posted by: Salaka 24 Apr 2009, 23:13
ხო მართალია, ორგანიზებული სახე მივცეთ მაშინ

Posted by: გიო81 26 Apr 2009, 00:11
ფეხბურთის ნაკრებს ყავს ფან-კლუბი და ბორჯღალოსნებს არ უნდა ყავდეს?

Posted by: Jores 26 Apr 2009, 11:04
hibridi55
ეგ თავისთავად თამაშებზე სიარული და გულშემატკივრობა ისედაც არის, მე ვამბობ რამე ოფიციალური სახე რომ მივცეთთქო, თუ არის სურვილი ერთ დღეს შევიკრიბოთ მაგალითად სპორტკაფეში და გადავწყვიტოთ რა როგორ და ....მაგარი იქნება ძალიან, მერე ფედერაციასთანაც გავარკვევთ და დავალაგებთ რა კველაფერს

Posted by: keen 26 Apr 2009, 13:21
QUOTE
თუ არ არის ოფიციალური ფანკლუბი შევქმნათ, აქ არ ვართ ყველანი დავრეგისტრირდნეთ არ შეიძლება ჩვენ კაცებს არ ყავდეს ფანკლუბი, შემომიერთდით იდეაში. ლელო ლელო საქართველო !!!


არის ოფიციალური ფანკლუბი. არც ისე დიდი ხნის წინ დიდი ზარ-ზეიმით შეიქმნა, მაგრამ პრეზენტაციის მერე თვალით აღარავის უნახავს smile.gif

Posted by: გიო81 26 Apr 2009, 13:38
QUOTE
არის ოფიციალური ფანკლუბი. არც ისე დიდი ხნის წინ დიდი ზარ-ზეიმით შეიქმნა, მაგრამ პრეზენტაციის მერე თვალით აღარავის უნახავს


???????????????????????

Posted by: keen 26 Apr 2009, 13:41
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=36531&date=2008-04-23&new_month=04&new_year=2008

აი ეს ვიპოვე... უკვე ერთი წელი გასულა eek.gif


Posted by: გიო81 26 Apr 2009, 13:48
ფანკლუბმა დამსწრე საზოგადოებას თავისი წესდება გააცნო და განაცხადა, რომ კლუბში ნებისმიერ მსურველს გააერთიანებს.

კავშირის საიტზე მაინც იდოს ან უფრო გარეკლამებული უნდა იყოს

Posted by: Salaka 26 Apr 2009, 13:58
ხოოო არადა არც იცის ხალხმა მაგათი არსებობა წესიერად...ჩვენი ნაკრები მართლა იმსახურებს მაგარ ფან-კლუბს...

Posted by: keen 26 Apr 2009, 14:04
QUOTE
კავშირის საიტზე მაინც იდოს ან უფრო გარეკლამებული უნდა იყოს

QUOTE
ხოოო არადა არც იცის ხალხმა მაგათი არსებობა წესიერად...ჩვენი ნაკრები მართლა იმსახურებს მაგარ ფან-კლუბს...


ფაქტია, არსებობს ოფიციალური ფანკლუბი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაწევრიანდეს; რამდენიმე აქტიურ ადამიანს შეუძლია მისი გამოცოცხლება wink.gif

Posted by: giorgi77 26 Apr 2009, 14:14
ფან კლუბი არა, გულშემატკივართა, მხარდამჭერთა კლუბი. supporters club

ფანატები ფეხბურთში... biggrin.gif

Posted by: keen 26 Apr 2009, 14:17
QUOTE
ფან კლუბი არა, გულშემატკივართა, მხარდამჭერთა კლუბი. supporters club

რაც გინდა დაარქვი, მთავარია, თავისი ფუნქცია კარგად შეასრულოს wink.gif

Posted by: გიო81 26 Apr 2009, 14:28
QUOTE
გულშემატკივართა, მხარდამჭერთა კლუბი. supporters club

up.gif

Posted by: Jores 27 Apr 2009, 12:49
აბა მოვილითხოთ მართლა არის თუ არა და ..თუ არის ჩვენც შეუერთდეთ
* * *
თუ პროსტა არსებობს გამოვაცოცხლოთ. ლელო ლელო საქართველო

Posted by: გიო81 27 Apr 2009, 13:05
QUOTE
თუ პროსტა არსებობს გამოვაცოცხლოთ. ლელო ლელო საქართველო

მე თანახმა ვარ
up.gif

Posted by: Jores 28 Apr 2009, 10:42
მე რომ ვიკითხე ზოგმა მიტხრა არ არისო ზოგმა არისო ანუ ზუსი ინფორმაცია ვერ გავიგე, რახან ესეა ალბატ უბრალოდ აგაცა არის და ვსიო, მაგრამ ჩვენ გვინდა ისეთი მქუხარედ აჩვენ კაცებს რო შეეფერება ისეთი, იქნებ თქვეც დააზუსტოთ

Posted by: kukaracha1981 28 Apr 2009, 14:03
ისე სიტყვა ფან კლუბი რაგბს არ უხდება, რაე საინტერესო შეიდზლება მოიფიქროს კაცმა!

Posted by: გიო81 28 Apr 2009, 19:29
QUOTE
supporters club

giorgi77

Posted by: გიო81 30 Apr 2009, 17:37
რა მაგარია,კანადასაც მოვუგებთ ჩერჩილის თასზე და ტონგასაც და იაპონიასაც ტესტებს,მაგრამ ვინ გინიშნავს რო.
იტალიაც იქვეა

* * *
ფუ ვერ ვდებ რა გაკეთებულ სურათს

Posted by: Hurricanes 2 May 2009, 12:43
giog81

ვისთანაც გინიშნავენ 69-3 აგებ და მაგიტო არ გინიშნავენ biggrin.gif კანადა იაპონია და იტალია კი ყველა თამაშში ლელოებს უდებენ ბობოლებს

Posted by: გიო81 2 May 2009, 14:51
Hurricanes
rolleyes.gif

იტალიასთან რო იყოს თამაში სულ სხვა რამეს ველი.

QUOTE
69-3 აგებ
აქ ეხლაც ვერ გამიგია რა მოუვიდათ.

Posted by: Hurricanes 2 May 2009, 23:09
giog81

თამაშის წინ ხინკლის სამყაროში დალიეს ალბათ user.gif

Posted by: გიო81 3 May 2009, 00:57
QUOTE
თამაშის წინ ხინკლის სამყაროში დალიეს ალბათ

lol.gif
თავისებურად წაუქწიფებდნენ

Posted by: nikode 4 May 2009, 12:06
ახლა წავიკითხე ჩხაიძის ინტერვიუ http://www.worldsport.ge/more.aspx?id=21012, აღრენილები ყოფილან მეტრო რასინგში, ნაკრებში რატომ ითამაშეო sad.gif, ძალიან ცუდია... კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ჩვენს ბორჯღალოსნებს იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას...

Posted by: keen 4 May 2009, 16:58
QUOTE
ახლა წავიკითხე ჩხაიძის ინტერვიუ http://www.worldsport.ge/more.aspx?id=21012, აღრენილები ყოფილან მეტრო რასინგში, ნაკრებში რატომ ითამაშეო

sad.gif თუმცა იმედია, უკეთეს გუნდში და უკეთესი პირობებით გადავა სათამაშოდ smile.gif


Posted by: kukaracha1981 4 May 2009, 18:05
QUOTE
აღრენილები ყოფილან მეტრო რასინგში, ნაკრებში რატომ ითამაშეო

ფედერაცია რამენაირად უნდა დაეხმაროს ბიჭებს, თორემ მაგარი პრობლემები შეგვიქმნება, საერთოდ ყველა ლეგიონერს ექნება ეგ პრობლემა

Posted by: keen 4 May 2009, 18:15
QUOTE
ფედერაცია რამენაირად უნდა დაეხმაროს ბიჭებს, თორემ მაგარი პრობლემები შეგვიქმნება, საერთოდ ყველა ლეგიონერს ექნება ეგ პრობლემა

როცა დიდი კონკურენციაა, ფედერაცია რას იზამს, მწვრთნელებს მოთხოვს, ქართველები ჩასვით განაცხადშიო? რაგბის კავშირს რაც ევალება, ის გააკეთოს ხოლმე, ნაკრების თამაშებზე შესაბამისი ანაზღაურება ბორჯღალოსნებზე smile.gif

Posted by: გიო81 4 May 2009, 19:57
თავისი ხარჯებით ჩამოდიან ნაკრების თამაშებზეო და ეგ პრობლემა მაინც მოუგვარონ,ბილეთები აუღონ,ვიზები გაუკეთონ.
მართლა გმირები არიან რა,და რო არც არაფერს არ ამბობენ,ჩუმად აკეთებენ თავის საქმეს,თან ფრიადზე აკეთებენ

Posted by: Jores 4 May 2009, 21:40
მართალი ხარ იქნებ აუნაზღაურონ ბილეთის და ზოგადი ხარჯები , გმირები თუ რამე არსებობს ამ სიტკვაზე დიდი ისინი არიან

Posted by: გიო81 4 May 2009, 21:41
QUOTE
რაგბის კავშირს რაც ევალება, ის გააკეთოს ხოლმე


Posted by: keen 4 May 2009, 23:11
ისე რამდენადაც ვიცი, ბორჯღალოსნების უმეტესობას მსგავსი პრობლემები აქვთ კლუბებთან yes.gif

ასე იყო ურჯუკაშვილიც, თუმცა ნაკრებში ბოლო ორი მატჩიც ითამაშა, ორი ლელოც დადო და კლუბში დაბრუნებისას კვლავ ძირითადშია, 80 წუთი მოედანზე... ბოლო თამაშში მეტოქეც დაალელოვა bis.gif

Posted by: kotorashvili 4 May 2009, 23:31
QUOTE
ასე იყო ურჯუკაშვილიც, თუმცა ნაკრებში ბოლო ორი მატჩიც ითამაშა, ორი ლელოც დადო და კლუბში დაბრუნებისას კვლავ ძირითადშია, 80 წუთი მოედანზე... ბოლო თამაშში მეტოქეც დაალელოვა


31 წლის მახოს ორიაკი რომელიც მეორე დივიზიონშია, და 24 წლის დუდუ ქუბრიაშვილის ტულონი რომელიც ელიტარულ დივიზიონშია, ერთი და იგივე არაა, დუდუ რომელიც ტულონში ბოლო დროის ძირითადი 3 ნომერია დამერწმუნეთ ნამდვილადარ ენდომება "ბუმაგას", რომ გუნდს მოწყდეს 2 თვით და ეთამაშოს "ვიღაც" გერმანიას, "ვიღაც" პორტუგალიას, და რუსეთში ჩავიდეს 15 წუთი ითამაშოს იმის გამო რომ მწვრთნელს არ ემეტება შესაცვლელად ძირითადი თხუტმეტეული!


Posted by: გიო81 4 May 2009, 23:36
QUOTE
არ ემეტება შესაცვლელად ძირითადი თხუტმეტეული!


ეს რას ნიშნავს ვერ გავიგე რა

Posted by: keen 4 May 2009, 23:41
QUOTE
31 წლის მახოს ორიაკი რომელიც მეორე დივიზიონშია, და 24 წლის დუდუ ქუბრიაშვილის ტულონი რომელიც ელიტარულ დივიზიონშია, ერთი და იგივე არაა, დუდუ რომელიც ტულონში ბოლო დროის ძირითადი 3 ნომერია დამერწმუნეთ ნამდვილადარ ენდომება "ბუმაგას", რომ გუნდს მოწყდეს 2 თვით და ეთამაშოს "ვიღაც" გერმანიას, "ვიღაც" პორტუგალიას, და რუსეთში ჩავიდეს 15 წუთი ითამაშოს იმის გამო რომ მწვრთნელს არ ემეტება შესაცვლელად ძირითადი თხუტმეტეული!


ჯერ ერთი მახო 31-ის კი არა და 28 წლისაა... მეორეც რა საჭიროა ერთმანეთის შედარება? ხო... შეიძლება ვიღაცას მეტი პრობლემა ექმნება, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ მე ახლა ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ მახოს წარმატება მიხარია და გამიხარდება ისევე, როგორც ყოველი ქართველი მორაგბის...

რაც შეეხება ამა თუ იმ ქართველ მორაგბეს, თუ ის გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა დანარჩენი მის პოზიციაზე, უნდა აიტანონ მათი ნაკრებში თამაში და რა მნიშვნელობა აქვს, ვის ეთამაშება? მგონი ყველა გუნდში მოთამაშე ყველა ლეგიონერს აქვს ნაკრებში თამაშის უფლება, დადგენილ დროსა და ფარგლებში...

ხო კიდევ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ?.. ლაბაძე თუ 35-ისაა ბარე ორი 24-ის წლის ვერ მიედრება ვერცერთ სათამაშო კომპონენტში smile.gif

Posted by: kotorashvili 4 May 2009, 23:46
giog81

http://www.worldsport.ge/more.aspx?id=19518 < აი აქ არის განმარტება

Posted by: გიო81 5 May 2009, 00:01
ჩხაიძე რო შემეცვალა ბოლო ლელო აღარ გავიდოდაო,თავისი არგუმენტები აქვს კაცს

Posted by: kotorashvili 5 May 2009, 00:17
keen

მახოს წამრატება მეც მახარებს, რაც შეეხება ასაკს... დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ასაკს და სიმაღლეს (!) თანამედროვე კლუბებში, თამაშის უფლება ნაკრებში დააკანონეს! მაგრამ კლუბმა რატომ უნდა გაგიწიოს ანგარიში?! სეზონზე ტოვებ გუნდს 2 თვე, დამტვრეული ჩადიხარ და ტოპ 14 ში გადაგიყვანოს?! ისეთმა გუნდმა რომელიც აპირებს 10 მაღალი დონის მოთამაშის შეძენას?! უკვე იმდენი ზელანდიელები აფრიკელები და სამოელები არიან საფრანგეთში რომ ქართველებს აღარ გამოეკიდებიან მითუმეტეს მესამე ხაზელს (!)
* * *
giog81

მე თიმ ლეინის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვერც მექნება... მაგრამ ძლივს მოსიარულე 8 ნომერიც არ იყო შესაცვლელი?! ეხლა მოთამაშის თვალით შევხედოთ აბა, იგივე დუდუ, ესეთი ახალგაზრდა და "სასტავის" მოთამაშე, ტულონიდან ჩაიყვანო რომელსაც აქვს ტოპ 14 ტური, და არ ათამაშო?! ეს სწორიაა?! თან როცა გყავს 3 ნომრის პოზიციაზე, 1 ნომერი.

Posted by: keen 5 May 2009, 09:38
kotorashvili
მაინც ვერ გავიგე, ეგ ყველაფერი რა შუაშია? smile.gif ნაკრებში არ უნდა ჩამოვიდნენ სათამაშოდ თუ აქ რომ ჩამოვლენ, მერე კლუბებს აღარ დაუბრუნდნენ? spy.gif

Posted by: გიო81 5 May 2009, 11:04
kotorashvili მე ეგრე გარკვეული არ ვარ რაგბში მაგრამ საერთოდ ყველა შეცვლებს იყენებენ ხოლმე.

თამაში იმათაც ხო უნდოდათ ვინც ვერ გამოვიდა,ყოველშემთხვევაში არაფერს გააფუჭებდნენ,თუ არ გააკეთებდნენ

Posted by: kotorashvili 5 May 2009, 13:13
QUOTE
თამაში იმათაც ხო უნდოდათ ვინც ვერ გამოვიდა,ყოველშემთხვევაში არაფერს გააფუჭებდნენ,თუ არ გააკეთებდნენ



+1

keen

იმ შუაშია რომ ტოპ 14 - ში, გვყავს ერთი მესამე ხაზელი, ერთი მეორე ხაზელი, და დანარჩენი პირველხაზელები! (პატარა გლობუსა დაქსში მგონი მარტო ვარჯიშობს) და ეს ნორმალურია?!

Posted by: keen 5 May 2009, 13:35
QUOTE
იმ შუაშია რომ ტოპ 14 - ში, გვყავს ერთი მესამე ხაზელი, ერთი მეორე ხაზელი, და დანარჩენი პირველხაზელები! (პატარა გლობუსა დაქსში მგონი მარტო ვარჯიშობს) და ეს ნორმალურია?!


ლეგიონერებს რომ ნაკრებში თამაშისას კლუბთან პრობლემები ექმნებათ და რომელი ხაზელი რომელ დივიზიონში თამაშობს... ეს ორი რამ ერთმანეთთან რა კავშირშია? spy.gif

Posted by: გიო81 5 May 2009, 21:10
ბოლო-ბოლო თითოეული ნაკრებელი ხელის გულზეა სატარებელი

Posted by: kotorashvili 6 May 2009, 01:01
QUOTE
ლეგიონერებს რომ ნაკრებში თამაშისას კლუბთან პრობლემები ექმნებათ და რომელი ხაზელი რომელ დივიზიონში თამაშობს... ეს ორი რამ ერთმანეთთან რა კავშირშია? 


კლუბთან უთანხმოების შემდეგ ხდება კლუბის დატოვება, და ნაკრების დონეზე მოქმედებს, და 2011 ში წელანდიში პროD2 ში მოთამაშეებით ვაპირებთ "გაფრენას"?

Posted by: გიო81 6 May 2009, 03:17
ეგ კი არა საფრანგეთის ლიგა ნელ-ნელა ლეგიონერების ლიმიტს დააწესებსო,ბევრ ლეგიონერებს გაცხრილავენ და ჩვენები არ მოყვნენ მაგ ამბავში

Posted by: keen 6 May 2009, 09:01
QUOTE
კლუბთან უთანხმოების შემდეგ ხდება კლუბის დატოვება, და ნაკრების დონეზე მოქმედებს, და 2011 ში წელანდიში პროD2 ში მოთამაშეებით ვაპირებთ "გაფრენას"?


ძალიან ბევრი უკანახაზელი იცი, რომელმაც ტოპ-14 კლუბთან უთანხმოების გამო დატოვა? ნაკრების დონეზე სხვა რაღაც-რაღაცეები უფრო მოქმედებს და რეალურად უფრო ძლიერი ნაკრები გვყავს, ვიდრე შესაძლებელია smile.gif

Posted by: Jores 6 May 2009, 13:50
მთლიანობაში მაინც ვერ მოგვარდა ხო ეგ პრობლემა

Posted by: kotorashvili 6 May 2009, 14:07
QUOTE
ძალიან ბევრი უკანახაზელი იცი, რომელმაც ტოპ-14 კლუბთან უთანხმოების გამო დატოვა? ნაკრების დონეზე სხვა რაღაც-რაღაცეები უფრო მოქმედებს და რეალურად უფრო ძლიერი ნაკრები გვყავს, ვიდრე შესაძლებელია 


მალხაზ ურჯუკაშვილი წამოვიდა ტულუზიდან უთანხმოების გამო, მაშინ ახალგაზრდა იყო, და ორიაკელი მახო უფრო მაგრა თამაშობს, თუ ტულუზელი მახო უფრო მაგრა ითამაშებდა?!
* * *
QUOTE
ეგ კი არა საფრანგეთის ლიგა ნელ-ნელა ლეგიონერების ლიმიტს დააწესებსო,ბევრ ლეგიონერებს გაცხრილავენ და ჩვენები არ მოყვნენ მაგ ამბავში


აბა რუმინელები სულელები კი არ არიან მილიონებს რომ დებენ საკუთარ ჩემპიონატში, რუმინეთს რო თავი დავანებოთ პოლონეთმა დაიწყო განვითარება , რუსეთზე ხმაც არ გვაქვს ამოსაღები, კლუბებს ინგლისსში აქვთ შეკრებები.

Posted by: გიო81 6 May 2009, 14:14
QUOTE
აბა რუმინელები სულელები კი არ არიან მილიონებს რომ დებენ საკუთარ ჩემპიონატში, რუმინეთს რო თავი დავანებოთ პოლონეთმა დაიწყო განვითარება , რუსეთზე ხმაც არ გვაქვს ამოსაღები, კლუბებს ინგლისსში აქვთ შეკრებები.



mad.gif

Posted by: kotorashvili 6 May 2009, 14:21
QUOTE
დონეზე სხვა რაღაც-რაღაცეები უფრო მოქმედებს და რეალურად უფრო ძლიერი ნაკრები გვყავს, ვიდრე შესაძლებელია


რაღაც რუღაცეებში რას გულისხმობთ? smile.gif

Posted by: keen 6 May 2009, 16:39
QUOTE
რაღაც რუღაცეებში რას გულისხმობთ? smile.gif

ქვეყნის ზოგადი განვითარების დონე, რაგბის დონე საქართველოში...

QUOTE
მალხაზ ურჯუკაშვილი წამოვიდა ტულუზიდან უთანხმოების გამო, მაშინ ახალგაზრდა იყო, და ორიაკელი მახო უფრო მაგრა თამაშობს, თუ ტულუზელი მახო უფრო მაგრა ითამაშებდა?!

1 მახო ვერ შეცვლიდა რადიკალურად ნაკრების დონეს smile.gif

ისევ მაინტერესებს და ვერ მივხვდი ლოგიკას... მერე და რაში ხედავ გამოსავალს? პრობლემები რომ აქვთ ქართველ მორაგბეებს სხვადასხვა დონეზე, ეგ ახალი ამბავი არაა მგონი smile.gif

Posted by: Hurricanes 6 May 2009, 17:12
ურჯუკაშვილი ნორმალურ ქვეყანაში რო დაბადებულიყო მსოფლიო დონის ვარსკვლავი იქნეობდა

Posted by: kotorashvili 6 May 2009, 17:36
QUOTE
1 მახო ვერ შეცვლიდა რადიკალურად ნაკრების დონეს


ლეონსიო თავის დროზე რომ იდგა ერთი თავით მაღლა თავის თანაგუნდელებზე იმიტომ იყო ნაკრების გული! ხოდა მახო რომ ყოფილიყო 2007 ში საფრანგეთში 2 თავით მაღლა ბარკალიაზე გიორგაძეზე და კვირიკაშვილზე, ის აათამაშებდა ხაზს!

QUOTE
მერე და რაში ხედავ გამოსავალს


ან კლუბი ან ნაკრები!

Posted by: keen 6 May 2009, 17:49
QUOTE
ან კლუბი ან ნაკრები!

დაიცა, მორაგბემ თუ კლუბი აირჩია, ნაკრებს როგორღა გამოადგება? wink.gif

Posted by: David_S 6 May 2009, 17:53
ირაკლი გიორგაძეც დატოვებს სეზონის ბოლოს დაქსს

Posted by: kotorashvili 6 May 2009, 17:56
QUOTE
დაიცა, მორაგბემ თუ კლუბი აირჩია, ნაკრებს როგორღა გამოადგება?


ნაკრები რაში ადგება მორაგბეს?! wink.gif
* * *
QUOTE
ირაკლი გიორგაძეც დატოვებს სეზონის ბოლოს დაქსს


რომელ კლუბში გადავა ხომ არ იცით?!


Posted by: keen 6 May 2009, 18:03
QUOTE
ნაკრები რაში ადგება მორაგბეს?! wink.gif

მე არ განვსაზღვრავ ვინ რას ირჩევს, ყველას აქვს თავისუფალი ნება smile.gif

QUOTE
ლეონსიო თავის დროზე რომ იდგა ერთი თავით მაღლა თავის თანაგუნდელებზე იმიტომ იყო ნაკრების გული! ხოდა მახო რომ ყოფილიყო 2007 ში საფრანგეთში 2 თავით მაღლა ბარკალიაზე გიორგაძეზე და კვირიკაშვილზე, ის აათამაშებდა ხაზს!

აი შენი ნათქვამიდან გამომდინარე ვამბობ... თუ კლუბს აირჩევდნენ, ან რისი გული იქნებოდნენ ან რა ხაზს აათამაშებდნენ? biggrin.gif

Posted by: kotorashvili 6 May 2009, 18:30
keen

2003 წელს ხინჩაგიშვილმა უარი თქვა მსოფლიოზე თამაშზე! და ეხლა არს მაღალი დონის მოთამაშე, დადუნაშვილი წავიდა ერთადერთი ლელო დადო და ეხლა?!...

Posted by: kukaracha1981 6 May 2009, 18:44
მორაგბეებს ნაკრებში თამაში თვითონ უნდათ და უხარიათ და ასე რომ კამათს აზრი არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა კავშირმაც უნდა იზრუნოს სათანადოდ დაფასებაზე!!!!!

Posted by: David_S 6 May 2009, 18:44
kotorashvili
QUOTE
2003 წელს ხინჩაგიშვილმა უარი თქვა მსოფლიოზე თამაშზე!

რას ამბობ, მაშინ ხინჩაგა ხომ სულ ნორჩი იყო და სხვები იყვნენ ავანსცენაზე

Posted by: keen 6 May 2009, 19:30
ვერაფერი გავიგე boli.gif

.......................

Posted by: kotorashvili 7 May 2009, 00:45
QUOTE
რას ამბობ, მაშინ ხინჩაგა ხომ სულ ნორჩი იყო და სხვები იყვნენ ავანსცენაზე


ამას წინათ ძველლ რაგბის ჯურნალს ვათვალიერებდი და იქ ბიძინა გეგიძის ინტერვიუს წავაწყდი, ვახდენ ციტირებას: "ლეონსიოს სატკივარზე უკვე მოგახსენე. სოსო ნიკოლაენკომაც კაცურად გადაწყვიტა საკითხი - კლუბთან ურთიერთობის გარკვევა არ დაზარებია, არაფერს დარიდებია და ბოლოს სიმართლე გაარკვია; ნიკოლაენკოს ვერავინ აუკრძალავს ნაკრებში თამაშს. რაც შეეხება დანარჩენ ორს - რატიანიძეს და ხინჩაგიშვილს მათი საქციელით გაკვირვებული ვარ მეც, ის მწვრთნელებიც ვნც ისინი აღზარდა... ეროვნული მაისურის ღირსების დაცვა, მსოფლიოს თასზე წმინდათაწმინდაა ყველა მორაგბისთვის. გაუგებარია მათი ქმედება, მათი უარი, თან იმ დროს, როდესაც გაჭირვებით მიღწეული წარმატების შემდეგ შენიანებს შენი დახმარება უნდათ. სხვა ფასეულობებსა და ჩარჩოებს რომ თავი ვანებოთ, მათი საქციელი სარაგბო ფასეულობების ჩარჩოში ვერ ეტევა "
* * *
ჟურნალი რაგბი 2003 N 5 (11)

-----------

Posted by: kukaracha1981 7 May 2009, 09:44
ახალგაზრდულმა რუსებთან რა ქნა????

Posted by: David_S 7 May 2009, 09:56
kotorashvili
არა მაგი კი არ მიგულისხმია, რომ ვერ ითამაშებდა თქო >>> გამოუცდელი იყო თქო

kukaracha1981
მოიგო

Posted by: kukaracha1981 7 May 2009, 16:24
quote]David_S[/quote]
ანგარიში ხომ არ იცი?[

Posted by: giorgi77 7 May 2009, 16:33
kukaracha1981 http://forum.ge/?f=17&showtopic=33846884&st=330

33-12

Posted by: kotorashvili 7 May 2009, 17:08
David_S

ფაქტია რომ უარი თქვა, ისე მეკო მანდ როგორ მოხვდა მაგათ ხომ დისკვალიფიკაცია მისცეს?! ახალგაზრდულ ნაკრებს?! გორგოძეს მეკოს... მაგათ ნაკრებს?!

Posted by: dmamporia 7 May 2009, 17:21
QUOTE
ისე მეკო მანდ როგორ მოხვდა მაგათ ხომ დისკვალიფიკაცია მისცეს?! ახალგაზრდულ ნაკრებს?! გორგოძეს მეკოს... მაგათ ნაკრებს

რა დისკვალიფიკაციაზეა საუბარი?

Posted by: kotorashvili 7 May 2009, 17:30
QUOTE
რა დისკვალიფიკაციაზეა საუბარი?


2003 წლის მსოფლიომდე დისკვალიფიკაცია მისცეს ახალგაზრდულ ნაკრებს როგორც ვიცი მე.

Posted by: MAKARSKA 7 May 2009, 18:33
QUOTE
QUOTE
ისე მეკო მანდ როგორ მოხვდა მაგათ ხომ დისკვალიფიკაცია მისცეს?! ახალგაზრდულ ნაკრებს?! გორგოძეს მეკოს... მაგათ ნაკრებს


რა დისკვალიფიკაციაზეა საუბარი?

QUOTE
QUOTE
რა დისკვალიფიკაციაზეა საუბარი?



2003 წლის მსოფლიომდე დისკვალიფიკაცია მისცეს ახალგაზრდულ ნაკრებს როგორც ვიცი მე.

იმ ნაკრებში მეკო არ იყო. ის ერთი წლით უფროსია.


--------------------


Posted by: keen 7 May 2009, 20:48
giorgi77
QUOTE
kukaracha1981 ახალგაზრდა ბორჯღალოსნები


ფაქტობივად, სულ ზემოთაა ფაქტობივად თემა "ახალგაზრდა ბორჯღალოსნები". სასწაულია პირდაპირ, ხალხს ორი სიტყვის წაკითხვა ეზარება sad.gif

Posted by: გიო81 7 May 2009, 21:52
QUOTE
. სასწაულია პირდაპირ, ხალხს ორი სიტყვის წაკითხვა ეზარებ



kar.gif biggrin.gif

Posted by: QOMAGI 14 May 2009, 13:28
http://www.opentext.org.ge/09/lelo/111/111-16.htm


"ლელო "
# 111 (12 790)
ხუთშაბათი, 14 მაისი, 2009 წელი
შემოდგომაზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რამდენიმე საწვრთნელ შეხვედრას გამართავს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ნოემბერში თბილისში არგენტინის A ნაკრები გვეწვევა. 7 ნოემბერს არგენტინელებს საქართველოს A ნაკრები
დაუპირისპირდება. 14 ნოემბერს კი, პუმებს მეტოქეობას ჩვენი ეროვნული ნაკრები გაუწევს.

ამასთან, შესაძლებელია ბორჯღალოსნების და პუმების გზები ნოემბრამდე, ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ ჩერჩილის თასზეც გადაიკვეთოს. ?ეგახსენებთ, რომ დენვერში ჩვენი გუნდი ჯგუფში კანადის ეროვნულ და ირლანდიის A ნაკრებებს დაუპირისპირდება. ?ეორე ჯგუფში კი, აშშ-ის ეროვნული, არგენტინისა და ინგლისის A ნაკრებები იასპარეზებენ. ?ესამე მატში საქართველოს ნაკრების მეტოქე, ჯგუფურ ტურნირში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოვლინდება. ამდენად, ადვილი შესაძლებელია, ეს გუნდი არგენტინის A ნაკრები აღმოჩნდეს.

Posted by: გიო81 14 May 2009, 14:44
მაგარი თამაშები გველის,ეხლა უნდა დავამტკიცოთ რო მეთორმეტე ადგილზე გადასვლა შეგვიძლია რეიტინგში up.gif

Posted by: KOTRE 14 May 2009, 14:47
და უნდა გადავიდეთ კიდევაც

Posted by: გიო81 14 May 2009, 14:52
8(8) FRANCE 79.94
9(9) FIJI 75.24
10(10) SCOTLAND 75.23
11(11) SAMOA 72.57
12(12) ITALY 71.23
13(13) GEORGIA 70.39
14(14) TONGA 70.05
15(15) CANADA 69.12
16(16) JAPAN 68.05


მეთერთმეტეზე ფიქრიც შეიძლება wink.gif

Posted by: David_S 14 May 2009, 15:16
giog81
QUOTE
მეთერთმეტეზე ფიქრიც შეიძლება

user posted imageuser posted imageuser posted image

ფრთხილად, ემანდ 13-დან არ ჩამოგვსვას კანადამ და 15-მდე არ დავეშვათ user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: kukaracha1981 14 May 2009, 15:32
QUOTE
ფრთხილად, ემანდ 13-დან არ ჩამოგვსვას კანადამ და 15-მდე არ დავეშვათ

წესით და რიგით არ უნდა მოხდეს ეგრე თუ შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ გაგვეძრო! თან რაგბის ბურთი არც ისე მრგვალია!

Posted by: kotorashvili 14 May 2009, 15:45
QUOTE
თან რაგბის ბურთი არც ისე მრგვალია!


ოვალური რომ არის იმიტომ არ იცის არავინ წინასწარ რა მოხდება smile.gif

Posted by: გიო81 14 May 2009, 16:04
David_S
QUOTE
ფრთხილად, ემანდ 13-დან არ ჩამოგვსვას კანადამ და 15-მდე არ დავეშვათ

არა არა და არა.
წესით და რიგით არ უნდა მოხდეს ეგრე თუ შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ გაგვეძრო!
მათავარი ეს არის რა


Posted by: giorgi77 14 May 2009, 17:21
არგენტინის A ნაკრებთან თამაში არ იქნება სარეიტინგო და როგორ ავალთ ზევით??? ერთადერთი სარეიტინგო თამაში რომელიც გავქვს წელს - კანადასთან იქნება ჩერჩილის თასზე... მერე გააჩნია რანაირად განვითარდება მოვლენები, შეიძლება ჩერჩილზევე ამერიკას გადავეყაროთ, და ეგ თამაშიც სარეიტინგო იქნება.

მაგიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს კანადასთან შეხვედრას... დიდი ნერვიულობა გველის ისევ, სარეზერვო ნაკრებით... თუმცა რუმინეთში შარშან მეორე შემადგენლობით იყო გუნდი, მაგრამ მაინც კარგად გამოვიდნენ. დაველოდოთ და ვნახავთ.

Posted by: David_S 14 May 2009, 17:26
kukaracha1981
QUOTE
წესით და რიგით არ უნდა მოხდეს ეგრე თუ შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ გაგვეძრო!


giog81
QUOTE
წესით და რიგით არ უნდა მოხდეს ეგრე თუ შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ გაგვეძრო!

რა ერთნაირი სიტყვათწყობა გახასიათებთ???user posted imageuser posted imageuser posted image

ფაქტია, რომ შემადგენლობის მხრივ პრობლემები უკვე გაგვეძრო

ჯერ სადა ხართ, საბოლოო შემადგენლობა რომ გამოქვეყნდება, მერე ნახეთ აქაური საზოგადოების თითზე კბენანი help.gif help.gif help.gif

Posted by: keen 14 May 2009, 17:39
QUOTE
ჯერ სადა ხართ, საბოლოო შემადგენლობა რომ გამოქვეყნდება, მერე ნახეთ აქაური საზოგადოების თითზე კბენანი

spy.gif

Posted by: გიო81 14 May 2009, 19:04
QUOTE
რა ერთნაირი სიტყვათწყობა გახასიათებთ???

ის დაკოპირებული იყო.


QUOTE
ჯერ სადა ხართ, საბოლოო შემადგენლობა რომ გამოქვეყნდება, მერე ნახეთ აქაური საზოგადოების თითზე კბენანი


და რატო უნდა გამოიძახონ მეორე შემადგენლობა?

Posted by: David_S 15 May 2009, 11:54
giog81
QUOTE
და რატო უნდა გამოიძახონ მეორე შემადგენლობა?

აბა რა გითხრა, არ გამოდის უძლიერესი შემადგენლობის წაყვანა

უძლიერესი კი არა ;(

Posted by: giorgi77 15 May 2009, 12:59
giog81
უკვე გამოძახებულია მეორე შემადგენლობა... და პირველად არ ხდება ეს... შარშანაც იგივე იყო... მიზეზადაც იგივეს მოიმიზეზებენ... ლეგიონერების კლუბები, დასვენება, ვიზები, ტრავმები...

Posted by: გიო81 15 May 2009, 13:19
QUOTE
აბა რა გითხრა, არ გამოდის უძლიერესი შემადგენლობის წაყვანა

უძლიერესი კი არა ;(



QUOTE
უკვე გამოძახებულია მეორე შემადგენლობა... და პირველად არ ხდება ეს... შარშანაც იგივე იყო... მიზეზადაც იგივეს მოიმიზეზებენ... ლეგიონერების კლუბები, დასვენება, ვიზები, ტრავმები...


შოტლანდია აღარ ახსოვთ?

რა ვიცი
მგონია რო ის მაინც აღარ განმეორდება
იქნებ ცოტა ხალხი დაგვაკლდეს

Posted by: dmamporia 15 May 2009, 13:36
QUOTE
უკვე გამოძახებულია მეორე შემადგენლობა

იქნებ, უფრო წაგვადგეს მომავლის ამბავში, გამოცდილებას მეტს შეიძენენ და ეგრეთწოდებული მეორე შემადგენლობაც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება
"აიარბი" კაცმა არ იცის როდის შეგვიშვებს ექვს ერზე, maxati.gif მაგათ

Posted by: გიო81 15 May 2009, 14:25
QUOTE
"აიარბი" კაცმა არ იცის როდის შეგვიშვებს ექვს ერზე


ჯერ ადრეა

Posted by: David_S 15 May 2009, 16:47
dmamporia
QUOTE
"აიარბი" კაცმა არ იცის როდის შეგვიშვებს ექვს ერზე

IRB რა შუაშია, 6 ერზე შეშვების საკითხს შპს "ექვსი ერი" წყვეტს

უახლოეს 10-15 წელიწადი გამორიცხულია მაგი

Posted by: გიო81 15 May 2009, 18:48
QUOTE
შპს "ექვსი ერი"


+1 biggrin.gif

Posted by: Hurricanes 15 May 2009, 18:51
giog81

აბა ინდ მეწარმე ხოარ იქნება

შ.პ.ს. Six Nations rugby ესე ქვია

Posted by: გიო81 15 May 2009, 19:01

QUOTE
Six Nations rugby

ეგ ვიცი.



QUOTE
შ.პ.ს.

მოიცა მართლა შ.პ.ს. ქვია? lol.gif

მე მეგონა ს.ს. ერქვა,შეზღუდულ პასუხისმგებლობას კი ჯობია,ს.ს. მაინც სააქციოა რა biggrin.gif

Posted by: Hurricanes 15 May 2009, 19:25
giog81

ხოოო არა არა. LTD არის

Posted by: Q10 15 May 2009, 23:35
შ.პ.ს არის ოღონდ ო.შ.მ ! ......... biggrin.gif

Posted by: გიო81 17 May 2009, 11:44
როდის დაიდება შემადგენლობა.

rugby.ge უფრო კარგად რო მუშაობდეს კაი იქნებოდა

Posted by: Datka1964-10-10 23 May 2009, 21:57
სალამი ყველას!

მე იმისთანა რამე გავიგე პა პა თქვენი მოწონებული.
ჩიტმა რომელიც ფედერაციასთან ახლოს ბუდობს ამბავი მომიტანა,რომ ჩვენს რაგბს ერთი ფრიად კეთილი და ღმერთისგან დალოცვილი ადამიანი პატრონობას ჰპირდება მააშ!!!!!!!
5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი, სერიოზული დახმარება ბავშვთა რაგბს,ყველა რაგბის კავშირის ბალანსზე არსებული სტადიონის კეთილმოწყობა,ყველა ასაკის ნაკრებების ფინანსირება,უფროსი ასაკის ნაკრების სერიოზული ჰონორალები ყოველ ჩატარებულ თამაშსზე,მოგების შემტთვევაში დამატებითი პრემია,ასე რომ იხარე ჭერო მოკვდი მტერო!!!!!!!!!!!!
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!!
არის აღსრულდა ოცნება!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: keen 23 May 2009, 21:59
Datka1964-10-10
QUOTE
სალამი ყველას!

მე იმისთანა რამე გავიგე პა პა თქვენი მოწონებული. ჩიტმა რომელიც ფედერაციასთან ახლოს ბუდობს ამბავი მომიტანა,რომ ჩვენს რაგბს ერთი ფრიად კეთილი და ღმერთისგან დალოცვილი ადამიანი პატრონობას ჰპირდება მააშ!!!!!!! 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი, სერიოზული დახმარება ბავშვთა რაგბს,ყველა რაგბის კავშირის ბალანსზე არსებული სტადიონის კეთილმოწყობა,ყველა ასაკის ნაკრებების ფინანსირება,უფროსი ასაკის ნაკრების სერიოზული ჰონორალები ყოველ ჩატარებულ თამაშსზე,მოგების შემტთვევაში დამატებითი პრემია,ასე რომ იხარე ჭერო მოკვდი მტერო!!!!!!!!!!!! წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!! არის აღსრულდა ოცნება!!!!!!!!!!!!!!!!!! 


up.gif იმედია, ეს ამბავი განხორციელდება user.gif

Posted by: გიო81 23 May 2009, 22:00
Datka1964-10-10
თუ მართლა გამოჩნდება ეგეთი კაცი კაი იქნება

Posted by: kaxelo-1987 24 May 2009, 15:19
Datka1964-10-10
QUOTE


სალამი ყველას!

მე იმისთანა რამე გავიგე პა პა თქვენი მოწონებული.
ჩიტმა რომელიც ფედერაციასთან ახლოს ბუდობს ამბავი მომიტანა,რომ ჩვენს რაგბს ერთი ფრიად კეთილი და ღმერთისგან დალოცვილი ადამიანი პატრონობას ჰპირდება მააშ!!!!!!!
5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი, სერიოზული დახმარება ბავშვთა რაგბს,ყველა რაგბის კავშირის ბალანსზე არსებული სტადიონის კეთილმოწყობა,ყველა ასაკის ნაკრებების ფინანსირება,უფროსი ასაკის ნაკრების სერიოზული ჰონორალები ყოველ ჩატარებულ თამაშსზე,მოგების შემტთვევაში დამატებითი პრემია,ასე რომ იხარე ჭერო მოკვდი მტერო!!!!!!!!!!!!
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!!!!!!!
არის აღსრულდა ოცნება!!!!!!!!!!!!!!!!!!

და როდიდან იქნება ეგ ამბები?

გვეშველება

Posted by: გიო81 24 May 2009, 15:26
არ დადეს შემადგენლობა ჩერჩილის თასისითვის?

Posted by: geor-gien 25 May 2009, 18:27
რუსეთის ნაკრებს ტრაბზონში ,,ვუმასპინძლებთ''.
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=21947

Posted by: giorgi77 25 May 2009, 18:31
კარგი ამბავია ნამდვილად. A ნაკრებიც გვეღირსება, მთავარია ოფიციალურად გაფორმდეს ეგ ყველაფერი. არგენტინა A-ც არაა ცუდი ვარიანტი.

Posted by: გიო81 25 May 2009, 19:56
კაი ამბებია,ტრაბზონიც და არგენტინის ა ნკრებიც
* * *
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=21946

Posted by: Jores 27 May 2009, 19:54
ტრაბზონი მართლა მაგარი იქნება , გადავალთ საგულშემატკივროდ, და ბევრნი ვიქნებით.
ლელო ლელო საქართველო !!!

Posted by: გიო81 27 May 2009, 20:23
ჩერჩილის თასი ლაივში არ იქნება ნეტა

Posted by: Datka1964-10-10 28 May 2009, 01:05
giog81

გლობალ ტვ-ზე იქნება

Posted by: მადეირა 28 May 2009, 01:13
Datka1964-10-10
QUOTE
გლობალ ტვ-ზე იქნება

ასიანი? ესე იგი მე მექნება ვაა კაია biggrin.gif

Posted by: გიო81 28 May 2009, 01:24
QUOTE
გლობალ ტვ-ზე იქნება


კაია

Posted by: George:) 31 May 2009, 18:08
წავიდეთ ტრაბზონში? wink.gif





..........

Posted by: ერთი 31 May 2009, 18:10
საქართველო რუსეთი,რუსული კომენტარით ვინმემ ხომ არ იცით საიდან შეიძLება გადმოვწერო ?

Posted by: გიო81 31 May 2009, 18:14
ერთი
http://arena.ge/evropa.htm






Posted by: ერთი 31 May 2009, 18:33
giog81
ძალიან მაგარი საიტია,ეგრევე favorite ში smile.gif
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: გიო81 31 May 2009, 18:41
QUOTE
ძალიან მაგარი საიტია,ეგრევე favorite ში



up.gif

Posted by: giorgi77 2 Jun 2009, 08:38
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=22232

Posted by: გიო81 2 Jun 2009, 09:56
ესეიგი მოსაგებია ეგ თამაში თუ რამის პრეტენზია გვაქვს

Posted by: kukaracha1981 5 Jun 2009, 18:44
ხალხნო ხვალ რომელ საატზეა ცჰვებენის ჯახი?

Posted by: Hurricanes 5 Jun 2009, 21:48
kukaracha1981

ხვალ რო დაღამდება ღამის 3ის ნახევარზეა

Posted by: გიო81 5 Jun 2009, 22:44
გლობალ ტვ არ მაქვს და სხვაგან ნეტში არ იქნება ნეტა?

Posted by: Hurricanes 5 Jun 2009, 23:01
giog81

კი ძმაო, შემო ჩერჩილის თემაში 2-3 გვერდს გადახედე და ნახავ ლინკებს

Posted by: გიო81 5 Jun 2009, 23:04
QUOTE
კი ძმაო, შემო ჩერჩილის თემაში 2-3 გვერდს გადახედე და ნახავ ლინკებს


ოკ

Posted by: CENTURIONI 13 Jun 2009, 10:46

ისე ზირაქას თანაგუნდელი 10 ნომრისთვსი მოქალაქეობის გაკეთება არ შეიძლება საქრთველოს ნაკრებში თამაში რომ შეგვეთავაზებინა მისთვის ნამდვილად კარგი იქნებოდა ძალიან მაგარი 10 ნომერია .ფეხით დარტყმები ააქვს ძალიან მაგარი კარშიც კარგად ურტყმას ისე ხომ ხაზის გაჭრა და ასე შემდეგ ზალიან კარგად შეუძლია.რამენაირად რომ მოვახერხოთ მაგის გადმობირება მაგარს წაგვეშველებოდა .Brock James
From Wikipedia, the free encyclopedia Brock James
Personal information
Date of birth October 22, 1981 (age 27)
Place of birth Victoria, Australia
Height 1.79 m (5 ft 101⁄2 in)
Weight 82 kg (12 st 13 lb)
Rugby union career
Playing career
Position Fly-half
Clubs Caps (points)
2002-2003
2003-2004
2005-2006
2006- Taranaki
Queensland Reds
Western Force
ASM Clermont Auvergne


49


(681)



Brock James (born October 22, 1981 in Victoria, Australia) is an Australian rugby union player currently playing for French club ASM Clermont Auvergne.

Brock James won a rugby scholarship to the Scots College in Sydney and to Sydney University. After a few good seasons in the southern hemisphere, he was purchased by Clermont-Ferrand after Stephen Jones's departure. For his first season, he played every single game with Clermont and became top scorer of the league with 380 points. From January 4 till March 28, 2009, he scored 41 placed kicks in a row,[1] a new record for the Top 14, the old one being Romain Teulet's 35 kicks in a row in 2004-05.[2]

Brock James has earned caps for Australia U-21 and Australia national sevens team in 2002.

Posted by: გიო81 13 Jun 2009, 14:12


QUOTE
Brock James


ჯობია ჩვენ 10 ნომრებს?

Posted by: CENTURIONI 13 Jun 2009, 14:27
ჯობია რომელია ყველას ერთად ჯიბეში ჯიბეში ცაისვამს და ხურდა დარჩება კიდევ biggrin.gif .ძაან მაგარი მოთამაშეა

Posted by: გიო81 13 Jun 2009, 14:31
QUOTE
.ძაან მაგარი მოთამაშეა

თუ მაგარია მაშინ დაიწყონ ჩალიჩი

Posted by: winner 13 Jun 2009, 19:49
ფრანგებს უნდოდათ მაგის გაფრანგება.. ხო სულ საქართველოს ნაკრებსი თამაშზე ოცნებობს lol.gif lol.gif

Posted by: გიო81 13 Jun 2009, 21:10
QUOTE
ა.. ხო სულ საქართველოს ნაკრებსი თამაშზე ოცნებობს


ვახ

Posted by: winner 13 Jun 2009, 21:43
მე ვიცი კარგი 10 მარა არ გეტყვით wink.gif

Posted by: გიო81 13 Jun 2009, 23:20
QUOTE
მე ვიცი კარგი 10 მარა არ გეტყვით


თქვი რა
tongue.gif

Posted by: winner 14 Jun 2009, 05:20
გიოგ81

მერე გეტყვი 2kiss.gif

Posted by: გიო81 15 Jun 2009, 00:06
winner

კაი სხვა რა გზაა
rolleyes.gif

Posted by: kukaracha1981 19 Jun 2009, 21:19
ნაკრებს შემდეგი თამაში როდის აქვს?

Posted by: გიო81 19 Jun 2009, 21:27
http://forum.ge/?showtopic=33979438&st=75&hl=

აქ ნახე.

21-ში ღამეა

Posted by: thug 22 Jun 2009, 18:10
http://www.irb.com/rankings/news/newsid=2032503.html#usa+close+georgia

მე 17 ზე ჩამოვედით ამერიკასთან წაგების მერე... არაფერია 1 წელიწადში მინიმუმ 13 დაუბრუნდებით...

Posted by: გიო81 22 Jun 2009, 22:29
QUOTE
მე 17 ზე ჩამოვედით


რუსეთმაც გადაგვისწრო
mad.gif

Posted by: BULA 23 Jun 2009, 10:41
რეიტინგს რო დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ თუნდაც ამერიკის მაგალითმა დაგვიმტკიცა. თვითონ აშშ სადღაც ტრაკშია მაგ რეიტინგის მიხედვით, რუსეთი აქამდეც კი ასწრებდა და იგივე ჩვენ და ბევრი სხვა ჩვენნაირი ბედოვლათი, მაგრამ მაგის ერთადერთი მიზეზი არსებობს. ცვენს ვეთამაშებით ჩვენზე სუსტ ნაკრებებს, რომლებსაც ვუგებთ, ქულებს ვაგროვებთ და რეიტინგში წინ მივდივართ, ამ დროს ამერიკა ეთამაშება თავისზე ძლიერებს, აგებს თამაშებს, რეიტინგში უკან მიდის, მაგრამ როგორც ნაკრები ვითარდება, საჭირო გამოცდილებას იღებს და თავისი დონის ნაკრებებთან მერე უპირატესობაც აქვს, ეს ჩვენთან შეხვედრისას კარგად გამოჩნდა, ბევრად უფრო გამართულ რაგბს თამაშობდნენ, ყველამ იცოდა რა უნდა ეკეთებინა და რაც მთავარია როგორ უნდა ეკეთებინა.
ეს გასვლა ამერიკაში ასეთი შედეგის მიუხედავად მაინც კარგი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამდენი ხნის მერე პირველად ვეთამაშეთ დაახლოებით ჩვენი დონის ნაკრებს და დავინახეთ რა შეგვიძლია რეალურად, მთავარია აქედან საწირო დასკვნები გამოიტანონ, მაგრამ ერთი რაღაც მაინც მაფიქრებს, საჭირო დასკვნების გამოტანა ცოტა გვიჭირს, ჯერ იყო იაპონია, სადაც ასეთი გადახალისეული შემადგენლობით მაგრა წავაგეთ, ჭკუა ვერ ვისწავლეთ და აგერ შოტლანდიაში მთლად გადაგვიარეს და ამის მერე ისევ იგივე შეცდომა, საკმაოდ გადახალისებული ნაკრები, სრულიად შეუთამაშებელი და რაც მოხდა ამერიკაში ყველამ კარგად იცით. აქედან დასკვა შეიძლება იყოს ის, რომ ჯერჯერობით დასკვნები ვერ გამოგვაქვს.
წეღან ერთ-ერთ თემაში წავიკითხე ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლევან მგელაძის დანიშვნის იდეის შესახებ, ვფიქრობ რომ ეგეთი შედეგის მაჩვენებელი სხვა მწვრთნელი ნამდვილად არ გვყავს, როგორც მახსოვსეგ იყო იმ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის შემადგენლობამაც ძალიან პრაგმატულად ითამაშა და ყიასაშვილის ჯარიმებით ტურნირი მოიგო. ხო ჩეხეთის მკვდარ ნაკრებსაც შედეგი აჩვენებინა და ბათუმის დათვებსაც როგორ ათამაშებდა ეგეც მახსოვს. რაც მთავარია ქართველია და ქართველი მორაგბის ხასიათი კარგად იცის, ფსიქოლოგიურად თამაშისთვის მომზადების პრობლემაც არ ექნება. ხო დაცვის გამართვის საქმეში კიდე პაატა ნარიმანიშვილმა, როგორც მოამზადა ბორჯღალოსნები 2007 წლის მსოფლიოზეც გამოჩნდა, ნეთა ახლაც ეგეთ დაცვას ვთამაშობდეთ

Posted by: გიო81 23 Jun 2009, 11:32
ისევ ქართველი თუ გამოგვადგება,ალბათ

Posted by: Survivor 24 Jun 2009, 13:31
"ლელო "
# 146 (12 825)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2009 წელი


კოსტანცაში შავი ზღვის თასისთვის

ბესიკ ჯანგავაძე


საქართველოს მორაგბეთა ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები დღეს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მიემგზავრება შავი ზღვის თასის მეორე გათამაშებაში მონაწილეობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი მთლიანად საქართველოს რაგბის კავშირის პროექტია, რომელიც FIღA AEღ-ის მხარდაჭერით იმართება. პირველ ტურნირს შარშან ივლისში ფოთმა უმასპინძლა საქართველოს, რუმინეთის, უკრაინისა და დასავლეთ საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობით. გამარჯვება საქართველოს ძირითად ნაკრებს ხვდა წილად.

ტურნირის ფორმატის თანახმად, შეჯიბრებას მასპინძლობა მონაცვლეობით ყველა ქვეყანამ უნდა გაუწიოს. ამჯერად რუმინეთის რიგია. ?ამწუხაროდ, წლეულს ტურნირში მონაწილეობაზე უარი უკრაინამ თქვა. ?ამაგიეროდ, პირველად იასპარეზებენ შავი ზღვის თასზე რუსები. ორი გუნდით გამოვა რუმინეთის ნაკრები.

ჩვენმა ჩვიდმეტწლამდელებმა, რომელთაც ბადრი ბოხუა წვრთნის, ერთკვირიანი შეკრება ურეკში გაიარეს. ნაკრების ოცდაექვსკაციან სიაში ექვსი ქუთაისის �აიას� აღზრდილია, ერთიც ფოთის �აიეტის�. დანარჩენი კი, თბილსის სხვადასხვა კლუბს წარმოადგენენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირის პარალელურად კონსტანცაში მსაჯთა საერთაშორისო სემინარი გაიმართება, სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ხუთი მსაჯი გაემგზავრება.

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები:

თორნიკე ჯიბლაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით ხიდეშელი (ყველა უნივერსიტეტი), გია ანაკიძე (აიეტი), ბექა არაბიძე, ბექა მამრიკიშვილი, ზურაბ ძნელაძე, გიორგი ლომთაძე, ლევან შვანგირაძე, გაგი ბაზაძე (ყველა აია), გიგა გაგოშვილი, ხვიჩა ბუჟიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი (ყველა შევარდენი), ლევან გოგოლაშვილი, ლაშა ლომიძე, მერაბ შარიქაძე (ყველა აკადემია), დურმიშხან ყუფარაძე, გიორგი ქოჩიაშვილი (ორივე - ჯიქები), სანდრო ქოიავა, ბექა კნიპაშვილი, ელგუჯა სურგულაძე, გოდერძი ჭინჭარაუ ლი (ლელო), ბახვა კობახიძე, როსტომ ლორთქიფანიძე (ორივე ყოჩები), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი), ზაზა ნავროზაშვილი (ივერია).

http://www.opentext.org.ge/09/lelo/146/146-22.htm

მაგარი ბიჭები არიან yes.gif

Posted by: გიო81 24 Jun 2009, 21:57
ნეტა როგორი თაობა გაიზრდება rolleyes.gif

Posted by: thug 25 Jun 2009, 00:21
წარმატებები U17 ნაკრებს!!! იმედია თასი ჩვენვე დაგვრჩება!


Posted by: dmamporia 25 Jun 2009, 00:37
QUOTE
წარმატებები U17 ნაკრებს!!! იმედია თასი ჩვენვე დაგვრჩება!

იმედია სატავი მართლაც კარგია მგონი?!


Posted by: JIQI RUGBY 25 Jun 2009, 12:13
კი კაი რაგბისტები არიან ყველა ჩემი გუნდიდან აიყვანეს 2 კაცი . გიო ქოჩიაშვილი და დურმიშხან ყუფარაძე არა კოპაძე არის მაგის გვარი. სხვებიც ვიცი და კარგი ბიჭები არიან ძAან .

Posted by: გიო81 25 Jun 2009, 12:25
QUOTE
კარგი ბიჭები არიან ძAან .


ძალიან კარგი

Posted by: cucuna1975 29 Jun 2009, 10:42
ესეგი ნოემბერში თბილიში ჩამოვლენ იაგუარები და გვექნება 2 თამაში სავარაუდოთ , და კანადა ჯერ გაურკვეველია

Posted by: გიო81 29 Jun 2009, 11:18
QUOTE
ესეგი ნოემბერში თბილიში ჩამოვლენ იაგუარები და გვექნება 2 თამაში სავარაუდოთ , და კანადა ჯერ გაურკვეველია


იქნებ აანაზღაურონ ჩერჩილის თასის წაგებები.


QUOTE
და კანადა ჯერ გაურკვეველია

კანადა არამგონია რო დათანხმდეს,ეგენი რეიტინგს ჩვენზე მეტად აქცევენ ყურადღებას

Posted by: thug 29 Jun 2009, 22:17
U17 სასტავს ქონდა თამაშები???????????????????????????

Posted by: hibridi55 29 Jun 2009, 22:58
ისეთი დასაწყისია რო კიდევ ნოიერით აპირებენ მოგებას მგონი

ვაჰ რა მეშველება სად დავპოსტე lol.gif

Posted by: გიო81 30 Jun 2009, 17:04
QUOTE
U17 სასტავს ქონდა თამაშები???????????????????????????


მგონი არა

Posted by: Datka1964-10-10 30 Jun 2009, 22:39
hibridi55
QUOTE
ისეთი დასაწყისია რო კიდევ ნოიერით აპირებენ მოგებას მგონი

ვაჰ რა მეშველება სად დავპოსტე 


რა ნოიერი რის ნოიერი,რა ატამი რი ატამი...

Posted by: გიო81 30 Jun 2009, 23:12
QUOTE
რა ნოიერი რის ნოიერი,რა ატამი რი ატამი...


შეეშალა,რა ქნას
tongue.gif

Posted by: JIQI RUGBY 2 Jul 2009, 09:16
thug
U17 სასტავმა რუმინეთთან 1 თამაში ქონდათ და წაააგეს 12:6 , თამაშის ბოლოს ისეთი ჩხუბი ყოფილა პოლიციამ ძლივს შეაჩერა მოედანზე ხო ყველამ იჩხუბა და პახოდუ იმათ მაყურებლები ჩაერთნენ , ჩვენებს ააქვთ ტრამვები

Posted by: borjgali1964 2 Jul 2009, 09:29
ტურნირის ლინკი დადეთ ვინმემ თუ იცით,,

Posted by: Hurricanes 2 Jul 2009, 10:18
borjgali1964

როგორ ხართ ბატონო მამუკა? smile.gif
ხო მშვიდობაა?

Posted by: გიო81 2 Jul 2009, 12:19
QUOTE
U17 სასტავმა რუმინეთთან 1 თამაში ქონდათ და წაააგეს 12:6 , თამაშის ბოლოს ისეთი ჩხუბი ყოფილა პოლიციამ ძლივს შეაჩერა მოედანზე ხო ყველამ იჩხუბა და პახოდუ იმათ მაყურებლები ჩაერთნენ , ჩვენებს ააქვთ ტრამვები



რუსებს პირველი მოუგეს და მერე წააგეს რუმინეთთან?

ჩხუბში ვინ მოერიაო?

კაროჩე ეგენი მაგარი დაბოღმილები არიან ჩვენზე.

Posted by: borjgali1964 2 Jul 2009, 15:32
Hurricanes
კარგად ბატონო))
კაცო ლინკი არ არის სადმე რომ ვნახოტ რა მოხდა?
რა გაგვიტრაკეს ამრუმინელებმა, იმედია ვცემეთ მაინც))

Posted by: Survivor 2 Jul 2009, 15:55
QUOTE
რუსებს პირველი მოუგეს და მერე წააგეს რუმინეთთან?

რუსებთან არ უთამაშიათ

QUOTE
ჩხუბში ვინ მოერიაო?

QUOTE
რა გაგვიტრაკეს ამ რუმინელებმა, იმედია ვცემეთ მაინც))

პროსტა ხალხი ჩამომხტარა და მოედანზე ბალაგანი ყოფილა , თორე იმათ რაგბისტებს რო ურტყავდნენ ისინი გარბოდნენ და ერთს ტირილიც დაუწყია biggrin.gif


Posted by: გიო81 2 Jul 2009, 19:02
QUOTE
ერთს ტირილიც დაუწყია



დედაც უნდა უტირო მაგათ biggrin.gif

Posted by: გიო81 7 Jul 2009, 00:46
მე-17 ადგილსაც ვკარგავთ ნელ-ნელა

Posted by: Unknown 7 Jul 2009, 12:33
არე უნდა წაგვეგო ამერიკასთან იქ ბოლო თამაშში. ხოდ აახლა აბა რა გვინდა, გვიწრებს ამერიკა ნელა ნელა...თუმცა მაუინც სლეობაა ეგ რეიტინგი, რუსეთი რო ჩვენზე წინ იქნება, სადაც ნახეთ რო მოვუხანით მოდგმა...
ანუ დაკიდებული მაქ მე ეგ დებილება რეიტინგი, მაგისი შიშIთ,ემანდ ქვევიტ არ წამოიდეთ რეიტინგშიო, სერიოზულ ტურნირზე ვერარ გვიტამაშია...ვიყოთ აპა აქ დამყაყებული ამ მეორეხარისხოვან ერთა ტასზე.

Posted by: გიო81 7 Jul 2009, 17:00
Unknown

შემოდგომაზე გვაქვს კაი ტესტები

Posted by: Jores 14 Jul 2009, 15:14
ძალიან მაგარი ინფორმაცია გააკეთა უგულავამ, რეგბისტებს გამოეკოფად 30 ჰექტარი მიწა სადაც დაახლოებით 15 სტადიონი აშენდება
ვარკეთილსა და ვაზისუბანს შორის, დაახლოებით 30 ჰექტარ ფართობზე რაგბის ქალაქი გაშენდება. ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ქალაქის მერმა, გიგი უგუგლავამ განაცახდა. როგორც მან აღნიშნა აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის ნაგავსაყრელი.
უგულავას ინფორმაციით, რაგბის ქალაქში მოეწყობა 15-მდე სავარჯიშო მოედანი და ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ნებისმიერი დონის ტურნირის ჩასატარებლად.
რაგბი არის საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტი.
“ეს არის გრძლევადიანი პოგრამა. გარდა ამისა, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე გაიხსნება რაგბის რამდენიმე ბაზა, რომელიც რაგბის ფედერაციას გადაეცემა. დაგეგმილია დიღმის მასივში რაგბის ბაზის რეკოსტრუქციაც”,-აღნიშნა თბილისის მერმა.
როგორც უგუგლავამ განაცხადა, ამ მშენებლობის საქმეში ქალაქი მონაწილეობს მიწის უზრუნველყოფით, ხოლო რაგბის ფერედერაციას უკვე ჰყავს კერძო ინვესტორი, რომელიც რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ლელო ლელო საქართველო !!!

Posted by: nikode 14 Jul 2009, 15:25
Jores
მერამდენე კუკლააა smile.gif კარგად შეფუთული smile.gif

Posted by: გიო81 14 Jul 2009, 16:22
კარგი იდეაა,მთავარია რამდენად რეალურია

Posted by: thug 15 Jul 2009, 02:29
მართლა მაგარი ამბავია ეხლა რაც მთავარია საქმეს შეუდგნენ და ტყუილი ლაპარაკი არ აღმოჩნდეს...

Posted by: გიო81 15 Jul 2009, 08:59
QUOTE
მართლა მაგარი ამბავია ეხლა რაც მთავარია საქმეს შეუდგნენ და ტყუილი ლაპარაკი არ აღმოჩნდეს...

რავი,გუშინ ტელევიზორში ბევრჯერ იყო ამაზე ლაპარაკი.
ეგ ტერიტორია ვიცი სადაც არის

Posted by: amalun 17 Jul 2009, 16:07
კაჭარავაზე რა ისმის? რუსეთში ბრუნდება თუ იშოვა ახალი კლუბი?

Posted by: გიო81 25 Jul 2009, 20:36
-----------------------------------------------------------------------------------

Posted by: hibridi55 6 Aug 2009, 08:04
მოიცა კაცო წელსაც ასეთი კალენდარი არი იყო?

Posted by: გიო81 6 Aug 2009, 15:59
hibridi55
yes.gif

ესეა თუ არ შეცვალეს მერე რამე

Posted by: Datka1964-10-10 6 Aug 2009, 23:30
amalun

კაჭარავამ კონტრაქტი ნიცასთან გააფორმა და იქითა კვირიდან იქ იქნება.
წინ ქართველებო!!!!!

Posted by: giorgi77 7 Aug 2009, 00:41
QUOTE
კაჭარავამ კონტრაქტი ნიცასთან გააფორმა და იქითა კვირიდან იქ იქნება. წინ ქართველებო!!!!!


up.gif



Posted by: keen 7 Aug 2009, 11:53
QUOTE
კაჭარავამ კონტრაქტი ნიცასთან გააფორმა და იქითა კვირიდან იქ იქნება.


როგორც იქნა up.gif

Posted by: Makulatura 7 Aug 2009, 15:48
ხალხო, წელს ჩვენ ნაკრებს თამაში არ უწევს?

Posted by: გიო81 9 Aug 2009, 11:09
QUOTE
ხალხო, წელს ჩვენ ნაკრებს თამაში არ უწევს?

კი,შემოდგომაზე,თვე არ მახსოვს,არგენტინელები ჩამოდიან,შეიძლება კიდე ერთი სპარინგი გაჩარხონ

Posted by: Makulatura 11 Aug 2009, 04:30
QUOTE
კი,შემოდგომაზე,თვე არ მახსოვს,არგენტინელები ჩამოდიან

ვააჰ რა მაგარია! up.gif

Posted by: David_S 11 Aug 2009, 09:55
Montpellier beat Narbonne 25-17, while Clermont - also unimpressive in their pre-season - struggled to a 12-0 win over Glasgow. Their win was further tainted by an injury to Georgian prop Davit Zirakashvili. http://www.httptunnel.ge/rts.aspxhttp://www.httptunnel.ge/rts.aspxhttp://www.httptunnel.ge/rts.aspx

ისევ ტრამვა!

Posted by: გიო81 11 Aug 2009, 12:10
QUOTE
Their win was further tainted by an injury to Georgian prop Davit Zirakashvili.

http://smiles.geo-samyaro.com/smile.64071.html

Posted by: kaxelo-1987 13 Aug 2009, 12:12
QUOTE
კი,შემოდგომაზე,თვე არ მახსოვს,არგენტინელები ჩამოდიან,შეიძლება კიდე ერთი სპარინგი გაჩარხონ

ხო მაგრამ A ნაკრებით

Posted by: Francis 13 Aug 2009, 13:59
kaxelo-1987

მიყვარხარ
--------------------

Posted by: გიო81 14 Aug 2009, 14:45
QUOTE
კი,შემოდგომაზე,თვე არ მახსოვს,არგენტინელები ჩამოდიან,შეიძლება კიდე ერთი სპარინგი გაჩარხონ

ხო მაგრამ A ნაკრებით

ეგეც კაია

Posted by: emre 14 Aug 2009, 15:20
QUOTE
ხო მაგრამ A ნაკრებით

ჩვენც ახლა ძირითადი არ დავახვედროთ gigi.gif user.gif

Posted by: გიო81 14 Aug 2009, 15:23
ჩერჩილის თასზეც მეორე ნაკრებით ვიყავით წასულები,ფაქტიურად

Posted by: LAZY@ 15 Aug 2009, 17:20


Effectif Montauban
Pilier
* Nick Adams ENG
* Bogdan Balan ROU
* Laurent Delboulbes FRA
* Silviu Florea ROU
* Benjamin Sa NZL
* Béka Sheklashvili GEO
* Goderzic Shvelidze GEO

ეს Béka Sheklashvili ვინ არის?

Posted by: huligan 15 Aug 2009, 18:41
LAZY@

მაგარი ბურჯი
ბექა შეყლაშვილი 3 წლის წინ თამაშობდა ხულიგანაში, დაშლის მერე გადავიდა ყოჩებში და მერე შენ თვითონაც იცი

Posted by: LAZY@ 15 Aug 2009, 20:14
QUOTE (huligan @ 15 Aug 2009, 18:41 )
LAZY@

მაგარი ბურჯი
ბექა შეყლაშვილი 3 წლის წინ თამაშობდა ხულიგანაში, დაშლის მერე გადავიდა ყოჩებში და მერე შენ თვითონაც იცი

რამდენი წლისაა? მონტობანში აკვს ნათამაშები?

Posted by: kaxelo-1987 16 Aug 2009, 10:29
emre
QUOTE
ხო მაგრამ A ნაკრებით

ჩვენც ახლა ძირითადი არ დავახვედროთ

არ ვიკადრებთ არგენტინასტან ძირითადი გუნდით თამაშს.
Francis
QUOTE
მიყვარხარ

რა საყვარელი ხარ

Posted by: huligan 16 Aug 2009, 11:33
LAZY@


არ ვიცი უთამაშია თუ არა მარა მგონი 25 წლამდეა

ისე ადრე სახვა გუნდში იყო საფრანგეთის და იქ თამაშობდა მარა გუნდი აღარ მახსოვს

Posted by: amalun 16 Aug 2009, 12:48
შეკლაშვილს 1 წლიანი საცდელი პერიოდი ქონდა მონტობანში და აგვისტოში გააფორმა პროფესიონალური კონტრაქტი!

Posted by: George:) 22 Aug 2009, 02:46
http://www.youtube.com/watch?v=heOSKqGOd6M


მაგარია biggrin.gif

Posted by: -LesTaT- 22 Aug 2009, 02:53
George:)
წამო ბიწო ხვალ ბარსი biggrin.gif

Posted by: K O R A D O 26 Aug 2009, 15:55
რუსთავი 2-ზე მოვისმინე ახლა:
20 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტესტ მატჩს მართავს პადოვაში იტალია A -თან !

Posted by: CENTURIONI 26 Aug 2009, 22:10
აკი რა რა ვერ გავცდით ამ იტალია Aს მაგარი ფარჩაკები არიან ეგენი.დროა იტალიის მთავარ ნაკრებს ვეთამაშოთ.ახლა ეგენი მაგრა უნდა გავბეროთ ღრომ მემაკარონეები ცოტა აზრზე მოვიდნენ.ასე 20 ან მეტი ქულით უნდა მოვუგოთ თუ რამე პრეტენზია გვაქვს.

Posted by: giorgi77 27 Aug 2009, 08:43
არ მოგვეშვებიან სანამ იტალია A-თან არ წავაგებთ.... biggrin.gif

Posted by: keen 27 Aug 2009, 22:32
QUOTE
არ მოგვეშვებიან სანამ იტალია A-თან არ წავაგებთ.... biggrin.gif

ვინ არ მოგვეშვებიან? baby.gif

Posted by: giorgi77 28 Aug 2009, 09:38
keen როგორა ხარ? :-)


ისინი არ მოგვეშვებიან, ირიბი...... და ჩვენებიც ალბათ



Posted by: Francis 28 Aug 2009, 10:36
giorgi77

რას შობი სიმონ რაფერ ხარ? wink.gif

keen

როგორ ხარ კარგო ადამიანო?

Posted by: giorgi77 28 Aug 2009, 11:29
QUOTE
რას შობი სიმონ რაფერ ხარ?


ვარ რა wink.gif

Posted by: K O R A D O 28 Aug 2009, 23:53
QUOTE
არ მოგვეშვებიან სანამ იტალია A-თან არ წავაგებთ.... 

ჩვენც ყოველთვის ისე უნდა ვამარცხოთ იტალია A, რომ მოგების იმედი საერთოდ დავუკარგოთ, აი მერე კი იქნება თავმოყვარეობამ იმძლავროს და ნაღდი იტალია გამოუშვან.

Posted by: keen 29 Aug 2009, 15:41
giorgi77
Francis
QUOTE
როგორ ხარ?


რთულად ... boli.gif

QUOTE
ისინი არ მოგვეშვებიან, ირიბი...... და ჩვენებიც ალბათ

ეჰ, ნეტავ ირბი მაინც არ მოგვეშვას და ბევრი ტესტები მოგვაყაროს... მერე გვეშველება კიდეც wink.gif

Posted by: Christian Cullen 3 Sep 2009, 14:04
ნეტა არ მოგვეშვან მართლა და დაჟე 6 ერშიც გადაგვიყვანონ და ჰეინეკენზეც მოგვცენ 2 ადგილი,

და დაგვაგინონ ამის მერე ვინც ფეხბურთი ნახოსო biggrin.gif

Posted by: keen 3 Sep 2009, 15:05
QUOTE
ნეტა არ მოგვეშვან მართლა და დაჟე 6 ერშიც გადაგვიყვანონ და ჰეინეკენზეც მოგვცენ 2 ადგილი,

და დაგვაგინონ ამის მერე ვინც ფეხბურთი ნახოსო biggrin.gif


biggrin.gif აბააა... ბოროტები ეგენი... tongue.gif

Posted by: Vereli luka 3 Sep 2009, 15:31
QUOTE
20 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტესტ მატჩს მართავს პადოვაში იტალია A -თან


21 ნოემბერს, პრატოში (ფლორენციასთან)

Posted by: Love The Sun 6 Sep 2009, 00:56
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი..
ბლიად
ბევრი დარჩენილა sad.gif

Posted by: Georgian Legend 6 Sep 2009, 20:03
მოგესალმებით!

რამე თამაში არ იგეგმება ახლო მომავალში?

და რუსებთან როდის არის თამში განმეორებითი შეხვედრა.

სულ ამოვარდი კალაპოტიდან რა gigi.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Sep 2009, 21:13
07/11 ლიანგის რბევის ორი წლის თავი: საქ დუბლი - უკრაინა ?
14/11 ქართული რაგბის 50 წლის თავი: საქ ნაღდი - არგენტინა დუბლი (ფაიზაღი ჩამოვლენო!
21/11 ტკბილი პაესტკა პრატოში (ფლორენცია) იტალიის დუბლი - საქ ვითამ ნაღდი?

რუსებს ვმასპინძლობთ თრაბზონში 2010 წლის 20 მარტს
სრული განრიგი აქა http://www.rugby.ge/HTML/index.htm

Posted by: Georgian Legend 6 Sep 2009, 21:32
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 6 Sep 2009, 21:13 )


რუსებს ვმასპინძლობთ თრაბზონში 2010 წლის 20 მარტს
სრული განრიგი აქა http://www.rugby.ge/HTML/index.htm

მადლობა user.gif
როსია მოვბა მარტი fig.gif
...........

Posted by: Anomalyous 11 Sep 2009, 18:22
QUOTE
QUOTE 8ში ყოჩებთან გვაქ თამაში - ბ ლიგა

გილოცავთ მოგებას ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ მაგარი ბრძოლა ყოფილა.



რა ანგარიში დამთავრდა?

Posted by: Survivor 11 Sep 2009, 19:34
http://www.myvideo.ge/?video_id=557515

Posted by: kaxelo-1987 12 Sep 2009, 20:13
QUOTE
14/11 ქართული რაგბის 50 წლის თავი: საქ ნაღდი - არგენტინა დუბლი (ფაიზაღი ჩამოვლენო!

მტავარი გუნდი მაინც ჩამოყავდეთ

Posted by: MAKARSKA 17 Sep 2009, 20:54
QUOTE
07/11 ლიანგის რბევის ორი წლის თავი: საქ დუბლი - უკრაინა ?
14/11 ქართული რაგბის 50 წლის თავი: საქ ნაღდი - არგენტინა დუბლი (ფაიზაღი ჩამოვლენო!
21/11 ტკბილი პაესტკა პრატოში (ფლორენცია) იტალიის დუბლი - საქ ვითამ ნაღდი?


ტყუილია ეს სულ.
06/11 ვისი და რა წლისთავია არ ვიც მარა პოლონეთის ეროვნულს ეთამაშება ჩვენი დუბლები
13/11 საქ დუბლი - უკრაინა ნაღდი (უკვე შემადგენლობაც კი გამოაგზავნეს)
14/11საქ ნაღდი - არგენტინა დუბლი (ჩამოვლენ აბა რას იზამენ)
20/11 იტალიის დუბლი - საქ ვითამ ნაღდი (ოღონდ პრატოში არა. არამედ როვიგოში. მეორე დღეს ბიჭები უდინეში იტალია - ბოკეს დაესწრებიან).

Posted by: Hurricanes 19 Sep 2009, 11:21
kaxelo-1987

რატომ წახვედი შენ ბათუმში
რატომ დამიტოვე სევდა გულში?

Posted by: jonFen 21 Sep 2009, 22:44
ესაა ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე ხოდა აქ უნდა იყოს ესე ვთვლი მეე : ))
კარგი სპორტია რაგბი..
კაია ამ სპორტში თაობათა ცვლა რასაც ქვია უმტკივნეულოდ რომ ხდება..


Posted by: kaxelo-1987 22 Sep 2009, 13:46
Hurricanes
QUOTE
რატომ წახვედი შენ ბათუმშირატომ დამიტოვე სევდა გულში?

user.gif user.gif user.gif user.gif weep.gif

Posted by: K O R A D O 24 Sep 2009, 10:22
jonFen
QUOTE
ესაა ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე ხოდა აქ უნდა იყოს ესე ვთვლი მეე : ))
კარგი სპორტია რაგბი..
კაია ამ სპორტში თაობათა ცვლა რასაც ქვია უმტკივნეულოდ რომ ხდება..

გაიხარე ძმაო!
კეთილი იყოს შენი შემომატება რაგბის ოჯახში
+1

Posted by: Datka1964-10-10 24 Sep 2009, 12:20
jonFen

გაგიმარჯოს ძმობილო!
იმედია არა ერთხელ დაპოსტავ ამ განყოფილებაში.
წინ ქართველებო!!!!!!!!!1

Posted by: zuk1cha88 24 Sep 2009, 17:10
სამწუხაროდ მსოფლიო რეიტინგში ვერ გვაქვს საქმე მთლად კარგად, 18 ადგილი არ უნდა იყოს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, მითუმეტეს მაშინ როცა 17-ზე რუსეთია.
იმედი მაქვს ჩვენი რაგბისტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ რეიტინგში ათეულში მოვხვდეთ.

Posted by: Marguerite Gautier 24 Sep 2009, 18:04
რატომ მე-18? მე ვიცი რომ მე-14ზე ვართ? rolleyes.gif თუ ვცდებიიიი???? boli.gif

აუ მიყვარს რაგბი და რა ქვნაააააააააააა? მაგარი ბიჭები გვყავს bis.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: amalun 24 Sep 2009, 19:25
QUOTE (zuk1cha88 @ 24 Sep 2009, 16:10 )
სამწუხაროდ მსოფლიო რეიტინგში ვერ გვაქვს საქმე მთლად კარგად, 18 ადგილი არ უნდა იყოს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, მითუმეტეს მაშინ როცა 17-ზე რუსეთია.
იმედი მაქვს ჩვენი რაგბისტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ რეიტინგში ათეულში მოვხვდეთ.

მემგონი ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება ტოპ 10 მოხვედრა... user.gif

Posted by: Unknown 24 Sep 2009, 19:26
QUOTE
ტყუილია ეს სულ.

ასეა თუ ისე, ნოემბრამდე არაფერი თამში არ გვაქს, მოცდა მოგვიწევს კიდე

Posted by: giorgi77 24 Sep 2009, 20:58
QUOTE
მემგონი ახლო მომავალში შეუძლებელი იქნება ტოპ 10 მოხვედრა...
გვითხრეს აქ უკვე რომ რეიტინგი არააო მთავარიო....

იმ პოლონეთს და უკრაინასაც რანაირი დუბლი ეთამაშება როცა ოფიციალურად A ნაკრები არა გვყავს... ე.ი. ეგ თამაშებიც სარეიტინგო იქნება (სანერვიულო...) მოვიგებთ - არაფერი არ მოგვემატება, წავაგებთ და კარგად ჩამოვქვეითდებით.

Posted by: jonFen 24 Sep 2009, 21:42
K O R A D O
Datka1964-10-10
გაიხარეთ : ))

ისე მარტო მოგებებს რო ითხოვენ ნაკრებს საკუთარი სტადიონი არ აქვს : ((
10 მოედანიო პრეზიდენტის განცხადების მერე რო დაიწყო ლაპარაკი..ვის ეყოფა საერთოდ??
ან საერთოდაც 10 გუნდზე მეტი მარტო თბილისშია და რაიონებში რა ქნან ??
მოკლედ საქართველოში რაგბს ფინანსურად ჩასვრილი აქვს..

Posted by: nikode 24 Sep 2009, 22:30
QUOTE
რანაირი დუბლი ეთამაშება როცა ოფიციალურად A ნაკრები არა გვყავს...

როგორც ნიჟარაძეს მზეზე მოვუსმინე A ნაკრები ეთამაშება პოლონეთს და უკრაინას. როგორც იქ ითქვა A ნაკრების ჩამოყალიბება "ქართუ" (ანუ ბიძინას) ჯგუფის დახმარებით მოხდა...

Posted by: giorgi77 25 Sep 2009, 10:22
nikode სპონსორი არა, მთავარია ირბმა სცნოს და ოფიციალურად გაფორმდეს რომ A ნაკრებია, თორემ ეგრე A-ც გვყავს და B-ც უკვე კარგა ხანია...

სახელმწიფოს იმედად ყოფნა რომ არ შეიძლება მაგასაც დიდი ჭკუა არ სჭირდება... ფინანსების მოძიება და ბიზნესის დაინტერესება კავშირის პრეროგატივაა და პირდაპირი ფუნქცია. მოვა რუსეთთან თამაში და კიდევ 10 სტადიონს დაპირდება სააკაშვილი მორაგბეებს...

Posted by: KOTRE 25 Sep 2009, 11:16
მე-17 ზე ვართ და რუსები მე-16 ზე

Posted by: nikode 25 Sep 2009, 13:22
giorgi77
QUOTE
მთავარია ირბმა სცნოს და ოფიციალურად გაფორმდეს რომ A ნაკრებია

რავიცი A ნაკრებიო იძახდა და ჩვენთვის თუ იძახდა არ ვიცი smile.gif
ისე სხვათაშორის ირბ-ის საიტზე წავაწყდი
INT 26 SEP 2009 Germany A Switzerland Städisches Stadion
გაიქაჩა ძმაო გერმანია smile.gif

Posted by: giorgi77 25 Sep 2009, 13:35
კი ყველა გაიქაჩება, ვინც მუშაობს და მონდომებულია... ტყუილად ვლანძღავთ აქ ირბს. მთავარი პრობლემა ადგილზეა, საქართველოში და არა ირბში.

Posted by: amalun 25 Sep 2009, 18:22
QUOTE (giorgi77 @ 25 Sep 2009, 12:35 )
კი ყველა გაიქაჩება, ვინც მუშაობს და მონდომებულია... ტყუილად ვლანძღავთ აქ ირბს. მთავარი პრობლემა ადგილზეა, საქართველოში და არა ირბში.

ბაზარი არაა გიო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

Posted by: Datka1964-10-10 25 Sep 2009, 22:09
სალამი ყველას1

giorgi77
QUOTE
კი ყველა გაიქაჩება, ვინც მუშაობს და მონდომებულია... ტყუილად ვლანძღავთ აქ ირბს. მთავარი პრობლემა ადგილზეა, საქართველოში და არა ირბში.


+1

Posted by: Marguerite Gautier 26 Sep 2009, 15:40
QUOTE (KOTRE @ 25 Sep 2009, 11:16 )
მე-17 ზე ვართ და რუსები მე-16 ზე

ერატი გამაგებინეთ რუსეთი რატომაა რეიტინგებში ჩვენზე წინ????????? mad.gif ნუ ეს დაპირებები და არ შესრულება ხო სააკაშვილის სტილი და იმიჯია, ამოვიდა რა ყელში!

რომელი სპორტიც ღირსია იმას არ უვლიან, და ამ ჯაგლაგ ფეხბურთს არ გადაყვნენ? ვცოფდები ხოლმე maxati.gif maxati.gif maxati.gif

Posted by: amalun 28 Sep 2009, 02:46
დღეს მზეზე თქვეს რომ საქართველოს ა ნაკრები შეიქმნაო, ნიკო ჭავჭავაძე და გელა ( სახელი თქვეს მარტო, მემგონი ბათუმის ტრენერზე იყო საუბარი) იქნებიან მწვრთნელებიო და უახლოეს მომავალში (ოქტომბერი ნოემბერი) 60 მდე მოთამაშე შემოწმდებაო! კარგი ამბავია! ცალკე თემა დაჭირდება მალე... smile.gif

Posted by: giorgi77 28 Sep 2009, 09:30
QUOTE
დღეს მზეზე თქვეს რომ საქართველოს ა ნაკრები შეიქმნაო, ნიკო ჭავჭავაძე და გელა ( სახელი თქვეს მარტო, მემგონი ბათუმის ტრენერზე იყო საუბარი) იქნებიან მწვრთნელებიო და უახლოეს მომავალში (ოქტომბერი ნოემბერი) 60 მდე მოთამაშე შემოწმდებაო! კარგი ამბავია! ცალკე თემა დაჭირდება მალე...


კარგი ამბავია ნამდვილად smile.gif

ჩერჩილზე A ნაკრები უნდა გასულიყო... ბუქარესტში თუ დაგვაბრუნეს, იქაც A ნაკრები წავიდეს ჯობია ჩემი აზრით. ძირითადი, პირველი ნაკრები მხოლოდ ერთა თასზე, მსოფლიოზე და რეიტინგში ჩვენზე ზემოთ მდგომ მეტოქეებთან ტესტებში. boli.gif

Posted by: K O R A D O 28 Sep 2009, 10:09
QUOTE
დღეს მზეზე თქვეს რომ საქართველოს ა ნაკრები შეიქმნაო

რაც მთავარია, ირბ ოფიციალურად აღიარებს ჩვენს ა ნაკრებს? აქ გვქონდა პრობლემები რამდენადაც ვიცი...

Posted by: Q10 28 Sep 2009, 10:47
აღიარებს ჩვენს A ნაკრებს როგორც იქნა ...გვეშველა...
ტრენერები იქნებიან კუპატა და ლევან მაისაშვილი(ლელო) ... შერჩევა კი მოხდება 1-2 თვეში და მერე ვითამაშებთ ტესტებს უკრაინასთან და კიდე ერთ ქვეყანასთან .... ზუსტად არ მახსოვს მეორე !

Posted by: Anarchy A 29 Sep 2009, 10:11
venacvale saqartveelos ragbis nakrebs. magrebi arian

Posted by: K O R A D O 29 Sep 2009, 10:16
QUOTE
უკრაინასთან და კიდე ერთ ქვეყანასთან .... ზუსტად არ მახსოვს მეორე !

პოლონეთთან მგონი

Posted by: Q10 29 Sep 2009, 10:31
QUOTE

პოლონეთთან მგონი


ხო პოლონეთი ... არამგონია დაძაბული ტესტები გამოვიდეს მარა დასაწყისისთვის საკმარისია !

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Sep 2009, 12:37
ყაზახეთი რატომ გვყავს მოძულებული
სილქ-როუდი, ოქროს ურდო და რამე

ჩავატაროთ აქა *აბრეშუნის გზის თასი* =
ჩვენი *ა* და ყაზახეთი არაბეთი (დუბაი) უკრაინის პირველები

Posted by: amalun 11 Oct 2009, 00:53
მადრიდის ოლიმპუსში ვიღაც დავით გურგენაძე თამაშობს, ბორჯღალოსანია თუ იქაურია?

Posted by: klubnika 13 Oct 2009, 12:14
მომდევნო თამაშები
ნუ რაც იქნება
ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დამთავრდებაhttp://ge.smiles.26l.com/smile.139615.html

გული მიგრძნობს

და გპირდებით
http://ge.smiles.26l.com/smile.127004.html


და ეს სმაილი რაგბს თამაშობს ნეტა???

Posted by: Hurricanes 14 Oct 2009, 11:04
klubnika

QUOTE
და ეს სმაილი რაგბს თამაშობს ნეტა???


კი, შერკინებიდან ბურთი გამოაქვთ და გარბიან biggrin.gif ოღონდ მგონი თავის ლელოსკენ biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2009, 17:31
აჰ მამაჯან!

ფუტემ ირებე! სუჯიმ პულა!

Fiji will play Romania in Bucharest as a part of their November tour, replacing the USA, it was announced on Thursday.

The Islanders were scheduled to play Ireland, Scotland and the USA but the Eagles pulled out at the last minute, leaving the flying Fijians short. The IRB steped in to help arrange the match, on November 28 in Bucharest,

ცხრილში არ იხედებიან ეგ დედა-არღნიანები, ვინ რომელ ადგილზეა?

ფიჯი კი 1970-იან წლებში ჩარჩა, რაკი რუმინეთზე ამას ამბობს

Romania is quickly establishing itself in Europe as a force to be reckoned with

@

Posted by: amalun 15 Oct 2009, 23:13
ძალიან მაინტერესებს ვისი ბრალია რომ ჩვენ ესეთ მდგომარეობაში ვართ! IRB, ფედერაცია, ფინანსები თუ ჩვენი საყვარელი მთავრობა?

Posted by: Hurricanes 16 Oct 2009, 12:21
amalun

როგორ მდგომარეობაში?

Posted by: amalun 16 Oct 2009, 15:24
Hurricanes

ცუდ მდგომარეობაში!
საიტი არ გვაქვს, ინფორმაცია ნოლი, ფული არ არისო სპონსორების გამოო და ელემენტარულად პოტენციურ სპონსორმა (არა ქართულმა) სად უნდა მიმართოს ის არ წერია არსად, ინგლისურ ენაზე არაფერია ( რაღა ინგლისური საქართველოს თასის ფინალი რომ იყო ბევრმა არ იცოდა თბილისში), როცა ტესტები გვაქვს (შოტლანდია, ჩერჩილის თასი) სირცხვილით მთავრდება ყველაფერი იმიტომ რომ ნაკრები ვერ ან არ იკრიბება, სტადიონები არაა, რაგბის პოპულარიზაციისათვის არაფერი არ კეთდება და etc...

Posted by: Hurricanes 16 Oct 2009, 21:30
amalun

ეგ ყველაფერი იმის ბრალია რომ სუსტი ნაკრები გვყავს. მეტი არაფერი. აბა ევროპაში რაგბში ფული დატრიალდეს 50ეულშიც ვერ მოვხვდებით biggrin.gif არ გაბრაზდე ძმაო ყველაზე მაგრა მე მტკივა გული.

Posted by: amalun 17 Oct 2009, 00:15
Hurricanes

სუსტი ნაკრები ნამდვილად არ გვყავს, მაგრამ პროგრესს მე პირადად ვერ ვხედავ, ყველანი წინ მიდიან და ჩვენ ერთ ადგილას ვართ!

Posted by: thug 18 Oct 2009, 20:59
არგენტინასთან უნდა ყოფილიყო ტესტები თბილისში რამე ხომ არ გსმენიათ???

Posted by: Corvin von Amber 23 Oct 2009, 06:31
საბოლოოდ, ვის როდის ვხვდებით? სწორია ის ინფორმაცია, რომელტც rugby.ge-ზე დევს? ანუ
QUOTE
საქართველოს რაგბის კავშირი ქართული რაგბის 50 წლის იუბილეს ოფიციალურად 14 ნოემბერს აღნიშნავს. ქართული რაგბის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ამ დღეს საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე არგენტინის “ა” ნაკრებს დაუპირისპირდება. 6 და 13 ნოემბერს საქართველოს “ა” ნაკრები პოლონეთისა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს უმასპინძლებს.

6.11 - პოლონეთი
13.11- უკრაინა
14.11 - არგენტინა A

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Oct 2009, 08:14
6 და 13 პარასკევებია, რაგბი კი მეტწილად შაბათობითაა

Posted by: CENTURIONI 24 Oct 2009, 11:09
საშემოდგომო ტესტების სანაკრებო სემადგენლობა როდის უნდა დაასახელონ? მემგონი დროა უკვე ხალხის გამოძახების თუ სერიოზულად ვაპირებთ თამაშს თუ ისე მიგდებულად სამი დღით ადრე უნდა შეიკრიბონ?

Posted by: George:) 24 Oct 2009, 20:21
Lukas & Nikos Mama

რა მინდა გკითხოთ, ''A" ნაკრების ყოლის უფლება დაგვრთეს?

ადრე მახსოვს იწერებოდა IRB არ გვაძლევს ამის უფლებასო


QUOTE
6 და 13 ნოემბერს საქართველოს “ა” ნაკრები პოლონეთისა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს უმასპინძლებს.


* * *
დღეს ჩვენს U19 ნაკრებს არ უნდა ეთამაშა? ჰო არ იცით რამე?

Posted by: გიო81 29 Oct 2009, 20:41
QUOTE
დღეს ჩვენს U19 ნაკრებს არ უნდა ეთამაშა? ჰო არ იცით რამე?

რუსეთთან თუ გულისხმობ.მოიგეს 12-8.

QUOTE
6.11 - პოლონეთი 13.11- უკრაინა 14.11 - არგენტინა A

ჩვენ სამივე თამაშს ძირითადით ვთამაშობთ?
და არგენტინის გარდა პოლონეთთან და უკრაინასთან თამაშები სარეიტინგო იქნება?

Posted by: kochi-rezi 29 Oct 2009, 21:11
QUOTE
საბოლოოდ, ვის როდის ვხვდებით? სწორია ის ინფორმაცია, რომელტც rugby.ge-ზე დევს? ანუ

QUOTE
6.11 - პოლონეთი 13.11- უკრაინა 14.11 - არგენტინა A

ამის მეტი მემგონი კიდე იტალიის A ნაკრებსააც ვეთამაშებით

Posted by: Corvin von Amber 30 Oct 2009, 03:19
არა მგონია თუნდაც ამ სამიდან თუნდაც ერთი თამაში იყოს სარეიტინგო. სარეიტინგო მატჩები ზაფხულში გვქონდა და როგორც ვითამაშეთ და მოვეკიდეთ საქმეს, ყველამ კარგად უწყის

Posted by: Rugby12 30 Oct 2009, 14:43
მე როგორც ვიცი ყველა სარეიტინგოა

Posted by: გიო81 30 Oct 2009, 15:13
Corvin von Amber
Rugby12
მე მგონია რო არგენტინის გარდა ყველა სარეიტინგოა,არგენტინა რო სარეიტინგო არ არის ეს ნაღდად ვიცი

Posted by: lejo7 30 Oct 2009, 17:27
giog81
ყვემა ტესტი ირიბის დანიშული სარეიტინგოა ზუსტათ ვიცი .

Posted by: kochi-rezi 30 Oct 2009, 17:30
კარგია სარეიტინგო თუ იქნება,თორე მსოფლიო რეიტინგზე ძაან დაბლა ჩამოვიწიეთ

Posted by: K O R A D O 30 Oct 2009, 18:47
რამდენადაც მე ვიცი: ჩვენი A ნაკრები ხვდება პოლონეთის და უკრაინის ეროვნულს, ხოლო ჩვენი ეროვნული არგენტინის A ნაკრებს ანუ არცერთი არ იქნება სარეიტინგო...
ბოლობოლო რეიტინგი დიდი არაფერია ხალხო, მთავარია რას ვითამაშებთ...

Posted by: გიო81 30 Oct 2009, 19:09
QUOTE
ყვემა ტესტი ირიბის დანიშული სარეიტინგოა ზუსტათ ვიცი .

როცა A ნაკრები თამაშობს სარეიტინგო არ არის ხოლმე.


Posted by: emre 30 Oct 2009, 19:09
ხო მაგრამ ჩვენ ა-ნაკრების ყოლის უფლებას ხო არ გვაძლევდნენსავით...
ეს ჩვენ ვეძახით ა-ნაკრებს თორე იმათთვის სულ ერთია
ამიტომ პოლონეთთან და უკრაინასთან სარეიტინგო იქნება
მარა მაგათ რა რეიტრინგი უნდა შეგვმატონ givi.gif

Posted by: გიო81 30 Oct 2009, 19:17
QUOTE
ამიტომ პოლონეთთან და უკრაინასთან სარეიტინგო იქნება

მეც ეგრე მგონია. არგენტინის A ნაკრებთან არ იქნება.



QUOTE
მარა მაგათ რა რეიტრინგი უნდა შეგვმატონ

რაღაც ხო მაინც იქნება tongue.gif

Posted by: David_S 30 Oct 2009, 20:13
ჩვენც ავდგეთ და პოლონეთთან და უკრაინასთან ეროვნულის მაგივრად "გლადიატორები" და "მამულიშვილები" გავუყვანოთ wink.gif

Posted by: K O R A D O 30 Oct 2009, 20:19
QUOTE
ხო მაგრამ ჩვენ ა-ნაკრების ყოლის უფლებას ხო არ გვაძლევდნენსავით...

მოგვცეს უკვე A ნაკრების ოფიციალურად გამოყვანის უფლება

Posted by: Datka1964-10-10 30 Oct 2009, 20:42
სალამი ყველას!

არც ერთი არ არის სარეიტინგო იმ მიზეზით,რომ საქართველოს " ა" ნაკრები ოფიციალურად გააპრავეს იქ "ზემოთ " და არგენტინა "ა" და ეროვნული ნაკრების თამაში თავისთავად სარეიტინგო არ იქნება.
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!

Posted by: gurgenag 30 Oct 2009, 20:45
Hurricanes

susti nakrebi ki ara chven vart gulshematkivrebi da chveni mtavroba tore nakrebi kargi gvyavs!

Posted by: გიო81 30 Oct 2009, 21:53
Datka1964-10-10
ანუ გამოდის რო პოლონეთს და უკრაინას ჩვენ ოფიციალურად A ნაკრებით ვეთამაშებით და არგენტინის A ნაკრებს ეროვნულით?

Posted by: Hurricanes 30 Oct 2009, 22:15
gurgenag

QUOTE
susti nakrebi ki ara chven vart gulshematkivrebi da chveni mtavroba tore nakrebi kargi gvyavs!


გულშემატკივრები რატომ ვართ სუსტი? შენ ძმაო ჩერჩილის თასს უყურე? რამდენი ღამე გავათენე მაგრამ რა თამაში გვანახეს?
მოდი ცუდიც დავინახოთ ჩვენ ნაკრებში თორე კარგს ყველა ხედავს.
რაგბის გულშემატკივარზე ვერავინ იტყვის რომ სუსტია. bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: gurgenag 30 Oct 2009, 23:59
QUOTE
გულშემატკივრები რატომ ვართ სუსტი? შენ ძმაო ჩერჩილის თასს უყურე? რამდენი ღამე გავათენე მაგრამ რა თამაში გვანახეს?
მოდი ცუდიც დავინახოთ ჩვენ ნაკრებში თორე კარგს ყველა ხედავს.
რაგბის გულშემატკივარზე ვერავინ იტყვის რომ სუსტია.

smile.gif ჩერჩილის თასს კი არა რა თამაშიც ჩაუტარებია ჩვენ ნაკრებს 90% ნანახი მაქვს live-ში, პირველ რიგში ნაკრებზე ვერ იტყვიან რო სუსტი ბიჩები გვყავს ტორე გულშემატკივარს ბევრი რამ გვაქვს კიდე სასწავლი, ჩერჩილზე ნაჩვენებ თამაშს ველოდი მაგ ნაკრებით რაც წაიყვანა, მაგის გამო იმის თქმა რომ სუსტი ნაკრები გვყავს ეგ უკვე გულშემატკივრის სისუსტეზე მეტყველებს... შეიძლება თქვა მცვრთნელია სუსტი, ან რაგბის ფედერაცია მტავრობითურტ, მაგრამ ბიჩები მაგრები გვყავს,

Posted by: Hurricanes 31 Oct 2009, 09:54
gurgenag

მაგრები არიან რუმინელებზე და რუსებზე მაგრამ ჩვენ გვინდა რომ იტალიაზე და შოტლანდიაზე მაგრები იყვნენ და მაგათთან შედარებით ვთვლი სუსტებათ rolleyes.gif

Posted by: hooliganaN8 31 Oct 2009, 10:34
არგენტინასთან როდის ვთამაშობთ?????????????

Posted by: gurgenag 31 Oct 2009, 10:53
მაგათან შედარებით ჯერ სუსტები ვართ, და ვიქნებით მანამდე სანამ ჩვენ ნაკრებს წესიერი პატრონი არ ეყოლება და მინიმუმ რაგბის სატიონს არ აუშენებენ...

Posted by: kochi-rezi 31 Oct 2009, 14:00
hooliganaN8
QUOTE
არგენტინასთან როდის ვთამაშობთ?????????????

არგენტინას 14 ნოემბერს ვეთამაშებით.

Posted by: Datka1964-10-10 31 Oct 2009, 15:13
giog81

კი ეგრეა ზუსტად.

არგენტინა "ა" - თან ვთამაშობთ 14 ნოემბერს.

Posted by: SysOp 31 Oct 2009, 15:57
kochi-rezi
საქართევლოშია თამაში ?
და თუ იცით თამაშების ცხრილი ჩამოწეროთ წინასწარ მადლობა

Posted by: kochi-rezi 31 Oct 2009, 16:03
SysOp
არგენტინასთან თამაში საქართველოშია.მაგრამ მერე ვთამაშობთ გასვლას მემგონი იტალია "ა" _სთან.

* * *
01/11
Uruguay v Argentina Jaguars,

06/11
Uruguay v Argentina Jaguars,

7/11
Wales - New Zealand
England - Australia
Georgia A v Ukraine
Portugal v Namibia

13/11
Italy A - Romania (TBC)
Ireland A v Tonga
Tunisia v Namibia

14/11
France - South Africa
England - Argentina
Wales - Samoa
Scotland - Fiji
Italy - New Zealand
Georgia - Argentina Jaguars
Uruguay v United States

15/11
Ireland - Australia
Japan - Canada

20/11
Scotland A v Tonga

21/11
Portugal - Argentina Jaguars
Japan - Canada
England - New Zealand
Scotland - Australia
Wales - Argentina
France - Samoa
Ireland - Fiji
Italy - South Africa
Italy A - Georgia
United States v Uruguay

27/11
Ireland A v Argentina Jaguars

28/11
Portugal - Tonga
France - New Zealand
Ireland - South Africa
Wales - Australia
Scotland - Argentina
USA - Fiji
Italy v Samoa
Canada v Russia
Namibia v Tunisia

5/12
Barbarians - New Zealand

12/12
Germany - Hong Kong
ესე დაწერეს ერთ-ერთ თემაში ფორუმზე,მთელი ტესტების ცხრილიაო.

Posted by: გიო81 31 Oct 2009, 18:14
ისე ვერ ვხვდები რატო თამაშობენ A ნაკრებით? არ ჯობდა რეიტინგისთვის რამე მაინც შეგვემატებინა?

Posted by: lejo7 31 Oct 2009, 18:29
giog81
მე მგონი რეიტინგში შენზე წინ ვინც არის იმას უნდა მოუგო და ალბათ ამიტომ Aნაკრები რეიტინგში არ შედის აი ჩერჩილის თასზე ერთი ან ორი რომ მოგვეგო სხვა ამბავია .

Posted by: გიო81 31 Oct 2009, 19:50
lejo7
ჩერჩილის თასზე რო მოგვეგო იცოცხლე კაი იქნებოდა მაგრამ...

უკან ვინც არის იმასაც რო მოუგო ცოტა მაგრამ მაინც დაერიცხება რაღაც კოეფიციენტი,ერთა თასზე სულ ჩვენზე უკან მყოფებს არ ვუგებთ? ერთი ეხლა ეს ღორი რუსეთი გადავიდა ჩვენზე წინ და მაგათი ბუნდღა უნდა დავბდღვნათ tongue.gif

Posted by: lejo7 31 Oct 2009, 22:04
giog81
ალბათ შენ მართალი ხარ მაგრამ ეს დათვლის წესი არც არავინ იცის თუ ......,?

Posted by: Hurricanes 31 Oct 2009, 22:08
--------------------------------------

Posted by: sekerim 31 Oct 2009, 23:02




მმმმმ
* * *
ეს საქართველოს ნაკრები არაა როგორც ხედავთ , მაგრამ მაინც საყვარლები არიანნ ხოომ??!
ისე კი მაგრად მომენატრა რაგბის თამაშზე წასვლა და ყურება rolleyes.gif

Posted by: David_S 1 Nov 2009, 11:45
არგენტინის "A" ნაკრებთან შეხვედრა ეროვნულზე 16:15 დაიწყება და შესვლა უფასო იქნება

http://www.opentext.org.ge/09/lelo/258/258-22.htm


Posted by: Santa_papa 1 Nov 2009, 12:52
პოლონეთი და უკრაინა როდის და სად არი?

Posted by: lejo7 1 Nov 2009, 13:01
Santa_papa
უკრაინა სახლშია 14 ან 15 ზუსტათ არვიცი

Posted by: Santa_papa 1 Nov 2009, 13:19
QUOTE (sekerim @ 31 Oct 2009, 23:02 )



მმმმმ 
* * *
ეს საქართველოს ნაკრები არაა როგორც ხედავთ , მაგრამ მაინც საყვარლები არიანნ ხოომ??!
ისე კი მაგრად მომენატრა რაგბის თამაშზე წასვლა და ყურება  rolleyes.gif

ვერ ვიტან ამ ჰაკებს და ბრექაობას, მოაშორეთ ბორჯღალოსნების თემიდან gigi.gif აი მაგათი ორგინალი ჰაკა ეგ არი მუხლებზე დაჩოქილი wink.gif
მაიმუნები ეგენი tongue.gif


Posted by: გიო81 1 Nov 2009, 13:48
QUOTE
პოლონეთი და უკრაინა როდის და სად არი?

6.11 - პოლონეთი
13.11- უკრაინა
14.11 - არგენტინა A

მე ესე ვიცი

Posted by: lejo7 1 Nov 2009, 13:51
giog81
რა 13 და 14 სხვა და სხვა გუნდებით თამაშობენ ?

Posted by: გიო81 1 Nov 2009, 13:53
lejo7
ალბათ rolleyes.gif

Posted by: lejo7 1 Nov 2009, 14:00
giog81
ესეიგი ჩვენც Aგუნდით ვეთამაშEბით ხო და საერთოდ ეს იმფორმაცია რატომარსად არარი

Posted by: sekerim 1 Nov 2009, 14:02
QUOTE
Santa_papa

კაი რა აზრზე არა ხარ tongue.gif

Posted by: გიო81 1 Nov 2009, 14:06
lejo7
როგორც გავიგე პოლონეთს და უკრაინას A ნაკრებით ვეთამაშებით და არგენტინის A ნაკრებს კი ეროვნულით.

Posted by: Datka1964-10-10 1 Nov 2009, 15:43
QUOTE
lejo7
როგორც გავიგე პოლონეთს და უკრაინას A ნაკრებით ვეთამაშებით და არგენტინის A ნაკრებს კი ეროვნულით.


დიახ ეგრეა ზუსტად

Posted by: Santa_papa 1 Nov 2009, 16:06
მაშინ კითხვა დარჩა სად? უკრაინა უკრაინაშია? და პოლონეთი თბილიში?
ალბათ ლოკოზე, და საათი?

Posted by: lejo7 1 Nov 2009, 16:42
giog81
ვინ გითხრა არა არ გამოწმებ ისე მაინტერესებს
QUOTE
როგორც გავიგე პოლონეთს და უკრაინას A ნაკრებით ვეთამაშებით და არგენტინის A ნაკრებს კი ეროვნულით


Posted by: გიო81 1 Nov 2009, 17:22
lejo7
QUOTE
ვინ გითხრა არა არ გამოწმებ ისე მაინტერესებს

ვის უნდა ეთქვა ამ თემიდან(ფორუმიდან) გავიგე,აბა რაგბის კავშირის საიტს არაფერი არ უწერია ამ თამაშების შესახებ.


QUOTE
როგორც გავიგე პოლონეთს და უკრაინას A ნაკრებით ვეთამაშებით და არგენტინის A ნაკრებს კი ეროვნულით.

დიახ ეგრეა ზუსტად



QUOTE
მაშინ კითხვა დარჩა სად? უკრაინა უკრაინაშია? და პოლონეთი თბილიში? ალბათ ლოკოზე, და საათი?

მგონი სამივე თბილისშია,არგენტინასთან უეჭველი ეროვნულზეა 16:15- ზე,შესვლა უფასოა.

პოლონეთთან მგონი ლოკოზეა და უკრაინა არ ვიცი,14-ში ფეხბურთია ლოკოზე და 13-ში ათამაშებენ თუ არა უკრაინასთან ლოკოზე არ ვიცი.

იმედია გაანძრევენ ერთ ადგილს კავშირში და დადებენ რამე ინფორმაციას საიტზე!!!!!!!!!!!!

Posted by: lejo7 1 Nov 2009, 17:51
QUOTE
იმედია გაანძრევენ ერთ ადგილს კავშირში და დადებენ რამე ინფორმაციას საიტზე!!!!!!!!!!!!

მეც მანდა ვარ ალბათ თვითონ არ იციან ჯერ . ხო ჯერ დრო არის და გაიგებს ვინმე . ისე ამ ფორუმზე მართლა მეტი იმფორმაციაა ვინე სადმე სხვაგან .

Posted by: Marguerite Gautier 1 Nov 2009, 17:57
გუშინ 16:3 წავაგეთ იტალიასთან ფინალში. მაგარი გამიტყდა მაგრამ არაუშავს ესეც დიდი მიღწევაა ჩვენი ბიჭების და წარმატებებს ვუსურვებ ყველას. ჯიგრები არიააანნნნნნნნნნნნნნნ bis.gif bis.gif up.gif up.gif up.gif love.gif love.gif

Posted by: lejo7 1 Nov 2009, 18:07
Marguerite Gautier
მეც გილოცავ და ფინალამდე მისვლა კარგი ამბავია . და შემდეგში მოვიგებთ გილოცავთ ყველას

Posted by: გიო81 1 Nov 2009, 20:40
QUOTE
ისე ამ ფორუმზე მართლა მეტი იმფორმაციაა ვინე სადმე სხვაგან .

ალბათ იმიტო რო რაგბის თემაში ბევრი პოსტავს ისეთი უშუალო შეხება რო აქვთ ქართულ რაგბიში მოსაქმიანე ხალხთან,ან თვითონ არიან რაგბში მოსაქმიანე ხალხი smile.gif


20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიის A ნაკრებს შეხვდება პალმანოვაში,არც ეს არ იქნება სარეიტინგო.

Posted by: Datka1964-10-10 2 Nov 2009, 17:17
სალამი ყველას!

22 კაციანი სია ეროვნულის:

გოდო,გლობუსა,დუდუ,ხინჩაგა,ნატრი,

ილო,ჩაქუჩა,ნემსაძე

მამუკა,ჩხაიძე,ლაბო,რატი

აბუ,რიჟა

მალაღურა

მაჩხო,თედო,კაჭი,კოჭო,მახო,მეკო

წინ ქართველებო!!!!!!!!
* * *
ისევ სალამი!

ეროვნული შეკერაბაზე სედის 9 ნოემბრიდან.
ა ნაკრების ნაწილი კი უკვე შესულია სასტუმრო ბაზალეთში (ორთაჭალაში მდებარეობს ავტოვაგზლის წინ).

Posted by: Love The Sun 2 Nov 2009, 17:52
giog81
იტალია A-ს 15+ ქულა თუ მოვუგეთ იქნებ იკადროს დიდმა ნაკრებმაც ჩვენთან ოდესმე ტესტი. ისე ეჭვი მაქვს მინიმუმ ხუთი ექვსჯერ დაგვჭირდება იტალია A-ს განადგურება, რომ დიდი ნაკრები ჩვენთან ტესტზე ყალბულს იყოს smile.gif
მთავარია მსაჯობა იყოს ნორმალური. წინა თამაშები რაც ვნახე სულ არაობიექტური მსაჯობა იყო ფრიად.
3-4 ზანოსს ვდებდით ისინი ვერც ერთს და ჯარიმებით იმდენს იღებდნენ ორიოდ ქულით თუ აგებდნენ...
არადა თითონ, თავის ნახევარზე ისე თამამად არღვევდნენ წესებს და არც ჯარიმდებოდნენ ვითომც აქ არაფერიო...

Posted by: გიო81 2 Nov 2009, 18:01
Love The Sun
არადა იტალიის A ნაკრებს ბოლო ორი თამაშიმ მოვუგეთ,ცოტა ქულებით მაგრამ მაინც... თუ სწორად მახსოვს.

სორელის დროს ხო ვეთამაშეთ იტალიის ეროვნულს,თან ორჯერ

Posted by: Love The Sun 2 Nov 2009, 18:03
giog81
მოვუგეთ, მოვუგეთ...
სწორედ მაგ თამაშებზე მაქვს საუბარი.
საშინლად არაობიქეტური მსაჯობა იყო.
არენაზე დევს ერთი თამაში, შეგიძლია ნახო. ნერვები მოგეშლება ისეთი მსაჯობაა..
15 ქულით მოსაგებ თამაშს 1 თუ 2 ქულით ვიგებთ. ისე ჩვენებიც გვარიანად მიჰქარამენ შიგადაშიგ smile.gif

Posted by: გიო81 2 Nov 2009, 18:06
Love The Sun
QUOTE
ისე ჩვენებიც გვარიანად მიჰქარამენ შიგადაშიგ

პირველ რიგში მაინც ეს არის გამოსასწორებელი rolleyes.gif

Posted by: Love The Sun 2 Nov 2009, 18:20
QUOTE (giog81 @ 2 Nov 2009, 18:06 )
Love The Sun
QUOTE
ისე ჩვენებიც გვარიანად მიჰქარამენ შიგადაშიგ

პირველ რიგში მაინც ეს არის გამოსასწორებელი rolleyes.gif

ხომ.
ამაში ვერ შეგეკამათები smile.gif
სულ რო ორივე გვერდითი მსაჯი ხაზში ჩაუდგეთ მაინც უნდა ვუგებდეთ 15-20 ქულას იტალიის A ნაკრებს თუ პრეტენზია გვინდა გვქონდეს რამეზე, თუმცა თქმა ერთია გაკეთება მეორე smile.gif

Posted by: გიო81 2 Nov 2009, 18:24
Love The Sun
აბა ეხლა ვნახოთ არგენტინის A ნაკრებს და მერე იტალიაში იტალიის A ნაკრებს რას ვუზამთ,ბევრი რამეა ამ თამაშებზე დამოკიდებული.

ისე პოლონეთს და უკრაინას ეროვნული ნაკრებით რო აღარ ვუყადრებთ თავს და A ნაკრებით ვეთამაშებით ესეც საქმეა tongue.gif biggrin.gif

Posted by: Love The Sun 2 Nov 2009, 18:47
QUOTE (giog81 @ 2 Nov 2009, 18:24 )
Love The Sun
აბა ეხლა ვნახოთ არგენტინის A ნაკრებს და მერე იტალიაში იტალიის A ნაკრებს რას ვუზამთ,ბევრი რამეა ამ თამაშებზე დამოკიდებული.

ისე პოლონეთს და უკრაინას ეროვნული ნაკრებით რო აღარ ვუყადრებთ თავს და A ნაკრებით ვეთამაშებით ესეც საქმეა tongue.gif  biggrin.gif

საქმეა თანაც დიდი.
მე თუ მკითხავ გარკვეული დროის შემდეგ ნაკრების 60% A-ნაკრები უნდა იყოს...
შიდა ჩემპიონატის დონის აწევა უმნიშვნელოვანესია რა...
აი 15000 ევროს რო შეთავაზებენ ბიჭს წელიწადში ფედერალ 2ის გუნდში თამაშისათვის აქ 12-15000 ლარი მაინც უნდა შეთავაზოს გუნდმა რომ მორაგბემ დარჩენა ისურვოს რა. თან არც ისე არარეალური თანხაა თვეში 1200-1300 ლარი რა გახდა...

Posted by: Marguerite Gautier 2 Nov 2009, 19:03
აი მაგაში გეთანხმები Love The Sun , ბოლობოლო რა გაუხდათ ეს რაგბი რო აღარ აღირსეს ყურადღება!!! ამ ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე როდემდე უნდა ითამაშონ ჩვენმა ბიჩებმა. გადაგვჭამეს ამ ფეხბურთით, მილიონები გადაყარეს უაზროდ და ვინც მართლა რამეს აკეთებს და იმსახურებს იმას არ ეხმარებიან, ეს უსამართლობაა!!!!!! ოდესმე მიაღწევს ნეტა მაგათ ტვინებამდეეე? ან იქნებ სერიოზული პროტესტი გამოითქვას ფედერაციის და საერთოდ სახელმწიფოს მისამართით რომ დააფასოს ეს ხალხი aba.gif aba.gif mad.gif mad.gif

Posted by: iverieli 2 Nov 2009, 21:37
A ნაკრების შემადგენლობა ხომარ იცის ვინმემ? ძირითადი ნაკრები თითქმის უძლიერესი შემადგენლობითაა. მომენატრა ნაკრების თამაშები.

Posted by: David_S 2 Nov 2009, 22:41
iverieli
QUOTE
A ნაკრების შემადგენლობა ხომარ იცის ვინმემ?

მეც მაინტერესებს

კარგი იქნებოდა A ნაკრებში ეთამაშათ შემდეგ მორაგბეებს:

ჟღენტი, ფეიქრიშვილი, ხოსიტაშვილი, ილო ზედგინიძე, კოლელიშვილი, ხმალაძე, როხვაძე, სინაურიძე, ჯოგლიძე, თოდუა, ტუჩაშვილი, კავთიძე, წიკლაური

Posted by: Marguerite Gautier 2 Nov 2009, 22:46
და კიდევ ჯიმშელაძე , ოღონდ გიო .

Posted by: David_S 2 Nov 2009, 22:49
Marguerite Gautier
პალიკოს ბიჭია? თვითონ პალიკო რას შვება? მწვრთნელობის კურსებზე დადიოდა ერთ-ერთ ცნობილ ფრანგულ აკადემიაში...

Posted by: Marguerite Gautier 2 Nov 2009, 22:54
biggrin.gif biggrin.gif არა პალიკოს დიშვილია. პალიკო კი მწვრთნელია და თან კლუბშიც თამაშობს.

Posted by: gurgenag 2 Nov 2009, 23:07
QUOTE
ან იქნებ სერიოზული პროტესტი გამოითქვას ფედერაციის და საერთოდ სახელმწიფოს მისამართით რომ დააფასოს ეს ხალხი

+1 მოდი ხალხო ჩვენ მაინც ამოვიგოთ ხმა და ვაიძულოთ ფედერაცია და მთავრობა რო უფრო ყურადგება მაქციონ ჩვენ ბიჭებს და ჩვენც გულშემატკივრებსაც მოგვაცოდონ დროული ინფორმაცია....
შეილება არ დამეთანხმოთ მაგრამ ჩემი აზრით ჩვენ მთავრობას არ აწყობს რაგბის განვითარება ანუ არ აწყობს ისეთი გუნდი როგორიც ჩვენი რაგბის ნაკრებია არ აწყობთ მათი სულისკვეთება და ის ჟინი რითაც ჩვენი ბიჭები გამოირჩევიან.... და აწყობთ ისევ ისეთ ნაკრები ყავდეთ როგორიც არის ჩვენი "ფეხბურთელთა" ნაკრები...

Posted by: Marguerite Gautier 2 Nov 2009, 23:10
გეთანხმები, როგორღაც უნდა დავარწმუნოთ ეგ ხალხი და შევაგნებინოთ რომ რეალურად დაეხმარონ რაგბისტებს სანამ დროა და სანამ ფეხბურთივით არ ჩაძირულა ესეც

Posted by: gurgenag 2 Nov 2009, 23:39
სამწუხაროდ მგონი სწორედ ეგ უნდათ... ეგ ჩემი აზრია... ნეტა ვცდებოდე მაგრამ მე ეგრე მგონია და მგონი დროზე გვაქვს ხმა ამოსაგები!

Posted by: kobalt 2 Nov 2009, 23:45
ჩვენი ფედერაცია ისე ცოტა არ იყოს რაღაც უმარილოთ აკეთებს ყველაფერს, ვერ გავიგე საქართელოს რაგბის ფედერაციაა თუ შპს, თავისთვის არიან და რაღაცას ალქიმიკოსობენ ან გააგებინონ ამ ხალხს რომ შეიქმნა საქართელოს ა ნაკრები ვინ არი მწვრთნელი სავარაუდოდ ვინ ითამაშებს რა მიზნები აქვთ რაღაც ოფიციალური სახე მისცენ ხალხმა რომ დააფასოს ბიჭებიც იამაყებენ ა ნაკრებში თამაშით თავს დადებენ რავიცი კაციშილს არაფერს არ აგებინებენ რა ხალხია, ისიც უნდათ გულშემატკივრები რომ მოვიდნენ თამაშზე ამ დროს კი დარწმუნებული ვარ ამ ფორუმის იქეთ და კიდე ის ვინც პირდაპირ კავშირშია რაგბთან არავინ არაფრის აზრზე არ არის რა ა ნაკრები რი ა ნაკრები, სამწუხაროა.

Posted by: lejo7 2 Nov 2009, 23:50
Marguerite Gautierხო იცით ერთხელ გავბრაზდი , და ვეუბნები რატომ არ აფინანსებთ რაგბის . ვეკითხები ერთ რაგბყსტ პოლიტიკოს . და სასვალება არარისო და კიდე სხვა პრიორიტეტები არისო . ხალხს უჭირს გესმის შენ ეს ხალხზე ფიქრობს ? მე ვეუბნები მოდი ერთი გამოკითხვა გავაკეთოდ და ვკითხოთ ხალხს თუ რა სპორტია ნა რომელი სპორტია ღირსი , დაფინანსების მთავრობის მიერ და კიდე ვკითხოთ იცით თანხები არარი საქართველოს რაგბს უჭირს და თუ შეძლებთ 20 ლარი რომ დადოთ ქართველებო ა რამდენი დადებს და ქართული რაგბის ქართველის სიამაყეს შენარჩუნებაც გამოგვივა არა . ესენი ლი თურმე სულ ის არ აძინებთ გაჭირვებულ ხალხზე ფიქრობენ ? იმ ხალხს ვეღარ ვიტან სულ ერის გადარჩენაზე ვინც მელაპარაკება , მატყუარები ღიპები ღიპები აი ვინარიან მაგენი . დადექი და საქმე გააკეთე ქუჩა დაგავე რაგბი ითამაშე და საქმეც გაკეთდება არა ?
gurgenag

Posted by: Marguerite Gautier 3 Nov 2009, 00:01
ხო რაგბისთვის თურმე ფული არ არის და ფეხბურთისთვის ციდან ცვივაააააააააააა? შარშან არ იყო რო სააკაშვილმა რიხიანი ხმით გამოაცხადა პრიორიტეტად რაგბიი? სტადიონების აშენებას რო დაპირდააა? აბა სადაა ეგ ყველაფერიი? ან დაიწყო რო რამის კეთებააა? მე მართლა ვე ვხვდები ამ ხალხის ლოგიკას, რამაც შეილება დიდი მოგება მოგიტანოს იმაში არ დებენ ინვესტიციას, რა აქვთ ტვინის ადგილას ვერ გავიგეეეე!!!! არა რაა აშკარად რამე უნდა ვიღონოთ ძალიან სწრაფად.

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 00:05
gurgenag
kobalt
თქვენ მიხვდით ხო საქმე არ კეთდება არა . ხალხი საქ რაგბში არის ვინც საქმე იცის და ნიჭიერი და მშრომელი მაგრამ არა . ძინავს ყველას და არვიცი როგორ გავაღვიძო . თორემ შეიძლება ისე გაგვაღვიძონ რომ ლოგინიდანაც გადმოგვაგდებენ . აი ეს არის იყვირეთ ვისაც რაგბი გიყვართ უყვირეთ და მოითხოვეთ რა კეთდება და საერთოდ მე ჩემ თავზე არ გეუბნებით . მაგრამ დავიღალე სულ გაჩუმება 12 წელი საფრანგეთში ვმუშაობ და ვთამაშობ . გამეგება რა როგორ უნდა საქმის კეთება . მაგრამ მოვა ის დრო ალბათ მოვა ? გომბეშოები წავლენ და რაგბსაც ეშველება .
* * *
Marguerite Gautier
არა მე მგონი და ვიცი დღეს ფედერაციაში არაი ის პიროვნება ვინც რაღაც სამოქმედო გეგმა ჰქონდეს ეგ ნამდვილად ვიცი . ეს რაგბის ფედერაციის მოდი რა სახელებით პრეზიდენტის უკბილობის ბრალიც არის . ან არ თხოვს ან ვერ თხოვს , მოითხოვს უფრო სწორი იქნებოდა . და ჩვენ რაგბისტები , ოჯახიდან არ გამოგვაქვს ჩხუბი მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია და დიდი ოჯახის ნაწილია არა თუ მეშლება , და ამ ძველი ბიწობამ დედა ხომ გვიტირა რა ვერ გავიგეთ მოკლეთ მიშველეთთთთთ და მითხარით რამე ხალხი არახართ .

Posted by: Marguerite Gautier 3 Nov 2009, 00:19
აბსოლუტურად გეთანხმები, ტოტალური ძილითაა შეპყრობილი ეს ხალხი, და რა წამალი გამოაფხიზლებს არ ვიცი. ძალიან სამწუხაროა. კაი ვთქვათ არაა ფინანსები, ერთი გადაცემა მაინც გააკეთონ რაგბიზე, აგერ ფეხბურთში 6-1 რო წავაგეთ ბოლომდე გვაჩვენეს ბატონო, და ერთი გადაცემა კი არა ტრანსლაციაც არ ყოფილა ტელევიზიით ამ ფინალის.

Posted by: gurgenag 3 Nov 2009, 00:20
QUOTE
მაგრამ მოვა ის დრო ალბათ მოვა ? გომბეშოები წავლენ და რაგბსაც ეშველება

თუ არ ვიმოქმედეთ და თუ არ გავიგვიდზეთ თავისით არავინ არ წავა...

Posted by: Marguerite Gautier 3 Nov 2009, 00:26
ხო ერთი ხმაურიანი პროტესტი, აქცია კაი იქნებოდა, უბრალოდ ამ ყველაფერს მობილიზება ჭირდება, ადამიანებამდე ხმის მიწვდენა, ანუ ბევრი ჩალიჩი და ამაზე ვინმემ უნდა ითაოს. რავიცი აბა სხვა გზა არიიის???

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 00:34
gurgenag
ხო მართალი ხარ აქ მაგიტომ , შემოვედი და სულ არ ვმალავ ვინ ვარ და მინდა . ჩემი ცხოვრება რაგბია და ყველაზე რთული 7 ცელიცადი ვირივით ვიშრომე საქ რაგბის ცინ სვლისთვის . არც არაფერი გესმის ეხლა გია რა გვარია პრეზიდენტი . მაგან უნდა მიწყვიტავდეს რა და როგორ გავაკეთო რაგბი 7ს საქმე აღაც მეცინება რა . არვიცი მე მაგას , ვერასდროს ვერ გავიგებ . კაი მე არა უცხოეთში ვცხოვრობ და რავიცი კიდე რა შარი გინდა . მაგრამ ეს ბიჭები ვინც დღეს ვეტარანები არიან რა უნდა აკეთონ ერთ ორ ცელიცადში ა მითხარი . მე მსაჯობაც კი ვიკადრე ა მოკლედ მოიცა . ჩემიდროც მოვა ან მოვიყვან .
* * *
Marguerite Gautier
არვიცი მოფიქრება არის საჭირო . ან გავანებოთ თავი და ველოდოთ 2012 ში არჩევნებია საქ რაგბის პრეზ . ხო ვნახოთ მე ჩემი მეგობრები რაგბისტები დამიდგებიან ალბათ . იმას ვფიქრობდი ილო ზედგენიძე კიდე თამაშობს მაგრამ 2011 მერე ეგეთი პრეზიდენტი ჭირდება ჩვენ კავშირს . და რავიცი რთულია ეს ყველაფერი მოსაფიქრებელია მაგრამ ჯგუფია შესაქმნელი და მუშაობა ამის ირგვლივ .

Posted by: gurgenag 3 Nov 2009, 00:45
წარმატებას გისურვებ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება ჩვენი რაგბისთვის, მაგრამ უნდა ვაგრდძნობინოთ ამ ფედერაციას რო ბევრი გულშემატკივარი ყავს ამ რაგბს და მიხვდნენ რო ან გააკეთონ თავის საქმე პირნატლად ან ცავიდნენ... მარტო აქ ცერით არაპერი გამოვა...

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 00:52
gurgenag
თავში თუ ჩავიდე რამე , ეგ ადრე თუ გვიან გაკეთდება . მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ და აზრს გიზიარებ , ჩემსას შეიძლება ცოტა გულის ფხანას გავს . სხვა სახელი რო არ დავარქვა , მე მგონია ესეც საჭიროა საზოგადო აზრიც ძალზე მნიშვნელოვანია .

Posted by: gurgenag 3 Nov 2009, 00:54
კი რათქმაუნდა საჩიროა და აუცილებელიც... მე იმას არ ვიძახი აქ არ უნდა ვილაპარაკოთთქო უბრალოდ აქ ლაპარაკთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ კიდევაც...

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 00:55
gurgenag
Marguerite Gautier
და მადლობის მეტი რა გითხრათ . მაგრამ ყველა ხვთება რომ რაღაცა ისე არ არი როგორც უნდა იყოს . ზედმეტი სახელი თუ იცი ჩვენი პრეზიდენტის?
* * *
gurgenag
მე დავიწყე მოქმედება დრო უნდა დრო . ჩვენ რაგბში დღეს სცორად რომ ვიმოქმედოთ დიდ შედეგებს მივახწევთ , ეგ შენც ხვთები მაგას . ეს სახეობა სპორტის ჩვენ ხასიათზე ზედ გამოცერილია ორთაბრძოლა და კოლეკტიური ბრძოლა ეს ქართველის გენებშია ეს რომ არა საქართველოც არ იარსებებდა არა + რწმენა . კოლეკტიური ცოტა არიყოს გადაგვავიწყდა , მაგრამ მაგას მალე აღვიდგენთ და მერე გვიფრთხილდით ყველააა
* * *
მოკლეთ გაგიხურეთ საქმე და კარგათ და ყველაფერი დალაგდება .

Posted by: David_S 3 Nov 2009, 16:09
Datka1964-10-10
ჩვენი "A" ნაკრების შემადგენლობა ხო არ იცი?

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 16:13
David_S
არა საიდან ვინ არის მწვრთველი ისიც არვიცი

Posted by: kaxelo-1987 3 Nov 2009, 16:35
არავინ იცის შემადგენლობები?
6 შია უკვე თამაშები და საიტზე ეგეც კი არ წერია.

Posted by: გიო81 3 Nov 2009, 16:51
QUOTE
6 შია უკვე თამაშები და საიტზე ეგეც კი არ წერია.

aba.gif

Posted by: David_S 3 Nov 2009, 17:00
lejo7
QUOTE
არა საიდან ვინ არის მწვრთველი ისიც არვიცი

კუპატა და მაისაშვილი არიან მგონი

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 17:07
David_S
ხო ეგეც არვიცოდი . ალბათ მაგათი დაყენებული ნაკრები იქნება . მაგათ ჰკითხე აქ არ შემოდიან ფორუმზე

Posted by: gurgenag 3 Nov 2009, 18:47
QUOTE
ზედმეტი სახელი თუ იცი ჩვენი პრეზიდენტის?

არა არ ვიცი...

Posted by: lejo7 3 Nov 2009, 18:55
gurgenag
QUOTE
ზედმეტი სახელი თუ იცი ჩვენი პრეზიდენტის?


კრასავჩიკა !

Posted by: gurgenag 3 Nov 2009, 19:22
QUOTE
კრასავჩიკა !

lol.gif გასაგებია რატომაცაა კრასავჩიკულად ჩვენი საქმე.

Posted by: SysOp 3 Nov 2009, 19:24
ჩვენ ბიჭებს ენაცვალოს ძიამ მართლა ვამაყობ ჩვენი რეგბისტებით , chest.gif

Posted by: roko-toko 3 Nov 2009, 21:41
http://www.opentext.org.ge/09/lelo/260/260-23.htm

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Nov 2009, 22:36
აფიშიდან

6\11 ვაკეში პოლონეთი 18.00
13\11 ვაკეში უკრაინა 18.00
14\11 ბაზრობასთან ხაგუარები 16.15 = შესვლა მუქთი!

user posted image

Posted by: datiko 62 3 Nov 2009, 23:18
Lukas & Nikos Mama
ჩვენმა ტვ-მ გამონახა დრო ამ თამაშების ტრანსლაციისთვის? სტრიმით მაინც ვუცქერდით ვინც შორს ვართ.

Posted by: giorgi77 3 Nov 2009, 23:36
QUOTE
http://www.opentext.org.ge/09/lelo/260/260-23.htm


შემადგენლობა ნახეთ??? როცა მნიშვნელოვანი და სარეიტინგო თამაშები იყო, ოკრობოკრო ნაკრები წაიყვანეს და ახლა პოლონეთთან და უკრაინასთან რას უნდა უყუროთ, ცალკარას??? ან რისი A ნაკრებია ეს..... maxati.gif

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), გოდერძი შველიძე (მონტობანი).

მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკუირანი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (მასი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), გია ლაბაძე (მარსელი), რატი ურუშაძე (ენისეი), მამუკა გორგოძე (მონპელიე).

#9: ბიძინა სამხარაძე (ფარული), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).

#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე).

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (სენაკი).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), მალხაზ ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო).

15: მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი).

Posted by: amalun 3 Nov 2009, 23:37
საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), გოდერძი შველიძე (მონტობანი).

მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკუირანი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (მასი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), გია ლაბაძე (მარსელი), რატი ურუშაძე (ენისეი), მამუკა გორგოძე (მონპელიე).

#9: ბიძინა სამხარაძე (ფარული), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).

#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე).

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (სენაკი).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), მალხაზ ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო).

15: მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი).

მაჩხანელი და ურჯუკაშვილი კაია ძაან!
პირველი ხაზი "პიზდეც"!! ესეთი პირველ ხაზელები ბევრ ბობოლა ნაკრებს არ ყავს!!!
ჩხაიძეს მემგონი ტრამვა აქვს...
ვაააა იქნებ 10 ნომერზე გამოგვეცადა ვინმე სხვაც, მალაღურა კაია მაგრამ შემცვლელი ხომ უნდა იყოს, ვაი და ტრამვა მიიღო მერე ვის დააყენებენ?!
ზედგინიძე და ლაბაძე ლეგენდები არიან, დიდ პატივს ვცემ მათ, მაგრამ ჩემის აზრით მობერდნენ და ჯობია რომ ახალგაზრდები ათამაშონ...
15 ზე მერაბასთან ერთად ყიასაშვილი კარგი იქნებოდა...

იმედია მალე ჩამოვლენ ჩვენები და კარგად მოემზადებიან! წესით კარგი რაგბი უნდა გვაჩვენონ!
ხოლო ჩვენგან აუცილებელია ავავსოთ სტადიონი (თან შესვლა უფასოა!!!!!) და მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბიჭებს, თორემ სულ ამ ფედერაციის და ირბ ს ლანძღვა გინებაში ვართ და როცა საქმე საქმეზე მოდის სტადიონს ვერ ვავსებთ და ქომაგობაშიც მოვიკოჭლებთ! ასე რომ წამოიყვანეთ ვისაც იპოვით და დავანგრიოთ სტადიონი!!!!!!!!!
* * *
QUOTE (giorgi77 @ 3 Nov 2009, 22:36 )
QUOTE
http://www.opentext.org.ge/09/lelo/260/260-23.htm


შემადგენლობა ნახეთ??? როცა მნიშვნელოვანი და სარეიტინგო თამაშები იყო, ოკრობოკრო ნაკრები წაიყვანეს და ახლა პოლონეთთან და უკრაინასთან რას უნდა უყუროთ, ცალკარას??? ან რისი A ნაკრებია ეს..... maxati.gif


გიო ეს არგენტინის და იტალიის ნაკრებია! ა ნაკრები არ ვიცით ჯერ!

Posted by: jet-x 4 Nov 2009, 00:04
რიჟას,ყიასაშვილს რატო არ ათამაშებენ? aba.gif

Posted by: gurgenag 4 Nov 2009, 01:53
QUOTE
, თორემ სულ ამ ფედერაციის და ირბ ს ლანძღვა გინებაში ვართ და როცა საქმე საქმეზე მოდის სტადიონს ვერ ვავსებთ და ქომაგობაშიც მოვიკოჭლებთ! ასე რომ წამოიყვანეთ ვისაც იპოვით და დავანგრიოთ სტადიონი!!!!!!!!!
* * *

სწორედ მაგას ვწუხვარ ჩვენ კი ვისაც გვიყვარს რაგბი სულ დავდივართ სტადიონზე და როგორ ვგულშემატკივრობთ თვითონ რაგბისტებმაც კარგად იციან მაგრამ ფედერაცია იმიტომ ვაკრიტიკებთ რო სათანადო პოპულარიზაციას არ ეცევა, ისეთმა ხალხმა ვისაც შეილება ძაან არ უყვარდეს რაგბი მაგრამ როცა ნაკრები თამაშობს დარწმუნებული ვარ ყველა მზად იქნება საგულშემატკივროდ... უბრალოდ ხო უნდა გააგებინონ ხალხს წესივრად როდის არის თამაში ვისთან სად რა შემადგენლობაა და ა.შ. თორე ჩვენ ფედერაციის გარეშეც კარგად ვიგეBტ ყველაფერს...

Posted by: David_S 4 Nov 2009, 11:52
"A" ნაკრები:

I ხაზი: კარლენ ასეიშვილი (ყოჩები), დავით მირცხულავა, ვასილ კაკოვინი, ელიზბარ ყუფარაძე, ირაკლი ჭყონია (ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გიორგი ნაცარაშვილი (ლოკო)

II ხაზი: უჩავა, დიმა პავლოვი, ილია სურგულაძე (უნივერსიტეტი)

III ხაზი: ცხოველა, კოლელიშვილი, გელა სირბილაძე (ბათუმი), ლაშა თავართქილაძე, უდესიანი

9 კაჭარავა (უფრ), რიჟა (ეს ეტყობა "A"-შიც იქნება და ეროვნულშიც)

10: ხმალაძე, ნინიძე (ბათუმი)

12-13: კორკელია (ლელო), ურაგანა, ლოსაბერიძე (ლუი), გიორგი ჯიმშელაძე

11-14: გეგანავა, ნიჟარაძე

15: ყიასაშვილი, ბექა წიკლაური

Posted by: giorgi77 4 Nov 2009, 12:02
QUOTE
გიო ეს არგენტინის და იტალიის ნაკრებია! ა ნაკრები არ ვიცით ჯერ!
აჰა, გასაგებია. თორემ A ნაკრები მეგონა და მაგიტომ "აღვშფოთდი" biggrin.gif

Posted by: keen 4 Nov 2009, 12:08
QUOTE
აფიშიდან
6\11 ვაკეში პოლონეთი 18.00
13\11 ვაკეში უკრაინა 18.00
14\11 ბაზრობასთან ხაგუარები 16.15 = შესვლა მუქთი!

გვეღირსა! bis.gif

amalun
მშვენიერი შემადგენლობაა up.gif

QUOTE
მაჩხანელი და ურჯუკაშვილი კაია ძაან!

yes.gif

Posted by: Datka1964-10-10 4 Nov 2009, 12:41
Lukas & Nikos Mama

აფისჰა ვი გააკეთა?
ადგილი რატომ არ მოინახა იმ ისტორიული პირველი რაგბისტებისთვის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
წინ ქართველებო!

Posted by: amalun 4 Nov 2009, 13:04
QUOTE (David_S @ 4 Nov 2009, 10:52 )
9 კაჭარავა (უფრ), რიჟა (ეს ეტყობა "A"-შიც იქნება და ეროვნულშიც)

რიჟა შეიძლება როხვაძე (ქუთაისის 9 ნომერი, როხვაძეა თუ არ მეშლება) იყოს ჩელენჯზე რომ გვყავდა!

Posted by: dmamporia 4 Nov 2009, 13:38
საინტერესოა და სასაცილოც შკინინისთვის რომ A ნაკრებშიც ვერ გამინახა ადგილი lol.gif lol.gif
ცოტა ადრე ხომ არ ჩამოწერეს?

Posted by: giorgi77 4 Nov 2009, 14:44
შკინინს შვიდკაცა "მიუსაჯეს" .... შვიდკაცა კიდევ უფრო გაიქაჩება, თან უკვე ოლიმპიური სახეობაა.

Posted by: David_S 4 Nov 2009, 14:57
amalun
QUOTE
რიჟა შეიძლება როხვაძე (ქუთაისის 9 ნომერი, როხვაძეა თუ არ მეშლება) იყოს ჩელენჯზე რომ გვყავდა!

მერე მაგას რიჟას ეძახიან?

Posted by: dmamporia 4 Nov 2009, 15:17
QUOTE
მერე მაგას რიჟას ეძახიან?

არა ეგ როხვაძეა და არც რიჟააა biggrin.gif

Posted by: amalun 4 Nov 2009, 15:27
რას ეძახიან არ ვიცი მაგრამ მემგონი რიჟაა!)

Posted by: David_S 4 Nov 2009, 15:51
amalun
მაგას როხვას ეძახიან

ნუ ზეგ გამოჩნდება ვინ არის და როგორ

Posted by: Q10 4 Nov 2009, 17:21
ნაკრებში ორი რიჟააა ...ერთი არის ლელოს 15 ნომერი ირაკლი ყიასაშვილი და მეორე 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე ! თქვენ შემთხვევაში ალბათ სამხარაძესტან გვაქვს საქმე ...

როხვაძეს როხვას ეძახიან ... არაა რიჟა და რიჟას ვერ დაუძახებენ !

Posted by: Datka1964-10-10 4 Nov 2009, 17:32
სალამი ყველას!

როხვაძე გამოირიცხა,თავის თავს დააბრალოს.....
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!!1

Posted by: cibira 4 Nov 2009, 17:59
გამარჯობათ

ახლა ყური მოვკარი არგენტინელებთან გვაქ თამაში და ვერ მოვუსმინე წესიერად და რამე ინფო ხო არ გაქვთ?

Posted by: Marguerite Gautier 4 Nov 2009, 18:02
აუ შესვლა მართლა უფასოაააააააააააააააააააააა????????????

Posted by: გიო81 4 Nov 2009, 19:57
QUOTE
როხვაძე გამოირიცხა,თავის თავს დააბრალოს....

რა ქნა?

Posted by: TintoB 4 Nov 2009, 20:48
როხვაძე არის ნიჭიერი მოთამაშე ძალიან,მაგრამ როგორც პიროვნება..... ეგეთი პიროვნება დიდ რაგბს ვერასოდეს ვერ ითამაშებს..

Posted by: kotorashvili1 4 Nov 2009, 21:52
QUOTE
როხვაძე არის ნიჭიერი მოთამაშე ძალიან,მაგრამ როგორც პიროვნება..... ეგეთი პიროვნება დიდ რაგბს ვერასოდეს ვერ ითამაშებს..


რა ჩაიდინა?

Posted by: ampuliko 4 Nov 2009, 21:53
პოლონეთთან უფასო იქნება შესვლა ხომ არ იცით

Posted by: Rugby12 4 Nov 2009, 22:43
ampuliko
კი, კი უფასოა ეს კაია ბილეთებზე რო აწვალებენ ხალხს.

Posted by: Unknown 5 Nov 2009, 00:16
ე ბიჯო რა ქნა ასეთი ამ როხვაძემ დაწერეთ ვიღაცამ...

Posted by: გიო81 5 Nov 2009, 04:38
საქართველოს რაგბის A ნაკრები მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. თბილისში, ქართული რაგბის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი საინტერესო მატჩი გაიმართება. საქართველოს მეორე ნაკრები, რომელიც ახლახალ შეიქმნა 6 ნოემბერს პოლონეთის ნაკრებს უმასპინძლებს. 13 ნოემბერს ჩვენები უკვე უკრაინელებს გაეჯიბრებიან. 14 ნოემბნერს კი ეროვნულ სტადიონზე დიდი რაგბია, საქართველოს ძირითადი ნაკრები არგენტინის A ნაკრებს შეერკინება.

არგენტინა მეორე გუნდით კი ჩამოდის, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყრის თავს. ესეც არ იყოს, არგენტინელთა მეორე გუნდთან ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ქართველი მორაგბეები შეკრებაზე უკვე გადავიდნენ. ლევან მაისაშვილი და ნიკო ჭავჭავაძე 28 მორაგბეს ავარჯიშებენ.

გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობს და სასტუმრო "ბაზალეთშია" დაბინავებული. აქედან რვა მოთამაშე ლეგიონერია. ეროვნული ნაკრების კვართი კი ამ დრომდე 10 მორაგბეს აქვს მორგებული. 6 ნოემბერს პოლონეთთან დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.

საქართველოს A ნაკრები

პირველი ხაზი: კარლენ ასეიშვილი (ყოჩები), დავით მირცხულავა (ლელო), ვასილ კაკოვინი (ბრივი საფრანგეთი), ელიზბარ ყუფარაძე (მონლუსონი საფრანგეთი), ირაკლი ჭყონია (ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), გიორგი ნაცარაშვილი (ლოკომოტივი)

მეორე ხაზი: კახაბერ უჩავა (ფარული რუმინეთი), დიმა პავლოვი (ფიჟაკი საფრანგეთი), ილია სურგულაძე (უნივერსიტეტი)

მესამე ხაზი: ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი), გელა სირბილაძე (ბათუმი XV), შოთა საყვარელიძე (სენტ ეტიენი საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლელო), ლაშა თავართქილაძე (ფარული რუმინეთი), ბესო უდესიანი (სენტ ეტიენი საფრანგეთი)

უკანა ხაზი: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (ფარული რუმინეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო), მამუკა ნინიძე (ბათუმიXV), გიგა კორკელია (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), დავით ლოსაბერიძე (აჟენი საფრანგეთი), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი საფრანგეთი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ალექსანდრე ნიჟარაძე (ყოჩები), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

მწვრთნელები: ლევან მაისაშვილი ნიკო ჭავჭავაძე

6 ნოემბერი

საქართველო A - პოლონეთი

13 ნოემბერი

საქართველო A - უკრაინა

14 ნოემბერი

საქართველო - არგენტინა A

ეროვნული ნაკრების სრული და საბოლოო შემადგენლობა სად არის?

Posted by: giorgi77 5 Nov 2009, 09:23
QUOTE
ეროვნული ნაკრების სრული და საბოლოო შემადგენლობა სად არის?
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ორი გვერდით უკან წერია

პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ირაკლი ნატრიაშვილი (ფარული), გოდერძი შველიძე (მონტობანი).

მეორე ხაზი: ილია ზედგინიძე (კარკუირანი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (მასი).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), გია ლაბაძე (მარსელი), რატი ურუშაძე (ენისეი), მამუკა გორგოძე (მონპელიე).

#9: ბიძინა სამხარაძე (ფარული), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).

#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე).

#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), რეზო გიგაური (სენაკი).

#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), მალხაზ ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ალექსანდრე თოდუა (ლელო).

15: მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი).


http://www.opentext.org.ge/09/lelo/260/260-23.htm



Posted by: David_S 5 Nov 2009, 09:33
Unknown
არ ვარჯიშობს... მეტი რაღა უნდა ექნა
* * *
http://www.opentext.org.ge/09/lelo/262/262-12.htm

Posted by: გიო81 5 Nov 2009, 13:40
giorgi77
QUOTE
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ორი გვერდით უკან წერია

smile.gif

Posted by: Datka1964-10-10 5 Nov 2009, 18:28
სალამი ყველას!

ეხლა დავბრუნდი ა ნაკრების ბოლო ვარჯიშიდან.
ბიჭები ფრიად მონდომებით ვაჯიშობდნენ.მუშავდებოდა კიმბინაციების რამოდენიმე ვარიანტი სხვა და სხვა შემადგენლობებით.
იქვე იჯდნენ ტიმ ლეინი და შავი კაცი ჯონა....
ველაპარაკე მაისაშვილს და ტიმის იდეა არისო ორი 10 ნომრით თამაში, აჰა შემადგენლობაც:

კარენა, ტიკო, კაკოვინა
პავლოვი, უჩო
საყვარელიძე,ცხოველა,ვიტო,
რიჟა,ქოქოსა
ნიჟარაძე,კორკელია,ჩეჩენა,ქარიშხალა
რიჟა

წინ ქართველებო!!!!!!!


არ ჩამოსულა უდესა.

Posted by: amalun 5 Nov 2009, 20:40
QUOTE (Datka1964-10-10 @ 5 Nov 2009, 17:28 )
სალამი ყველას!

ეხლა დავბრუნდი ა ნაკრების ბოლო ვარჯიშიდან.
ბიჭები ფრიად მონდომებით ვაჯიშობდნენ.მუშავდებოდა კიმბინაციების რამოდენიმე ვარიანტი სხვა და სხვა შემადგენლობებით.
იქვე იჯდნენ ტიმ ლეინი და შავი კაცი ჯონა....
ველაპარაკე მაისაშვილს და ტიმის იდეა არისო ორი 10 ნომრით თამაში, აჰა შემადგენლობაც:

კარენა, ტიკო, კაკოვინა
პავლოვი, უჩო
საყვარელიძე,ცხოველა,ვიტო,
რიჟა,ქოქოსა
ნიჟარაძე,კორკელია,ჩეჩენა,ქარიშხალა
რიჟა

წინ ქართველებო!!!!!!!


არ ჩამოსულა უდესა.

დიდი მადლობა ინფორმაციისათვის, უბრალოდ თუ შეგიძლიათ შემადგენლობა გვარებით ჩამოწეროთ, თორემ "კლიჩკებით" ჯერ არ ვიცნობთ ბიჭერბს! smile.gif

Posted by: giorgi77 5 Nov 2009, 21:53
QUOTE
ქარიშხალა
დააბრუნეს?! კარგია, გამიხარდა

Posted by: გიო81 6 Nov 2009, 20:18
პირველი ტაიმის ნახევარი გაუჭირდათ მაგრამ მერე ისე ითამაშეს რო

Posted by: Marguerite Gautier 6 Nov 2009, 22:52
bis.gif bis.gif alk.gif alk.gif jump.gif jump.gif jump.gif sa.gif sa.gif
54-5

Posted by: George:) 7 Nov 2009, 00:29
მოლის სახით კიდევ ერთი იარაღი დაგვიბრუნდა


ამიტომ ერთა თასს დიდი სლემით მოვიგებთ წელს...გული მიგრძნობს yes.gif

Posted by: გიო81 7 Nov 2009, 00:45
რა საკაიფოდ გაუკეთებიათ საიტი.

QUOTE
ამიტომ ერთა თასს დიდი სლემით მოვიგებთ წელს...გული მიგრძნობს

პორტუგალიასთან ფრის დედა ვატირე თორე ეხლა ხუთიდან ხუთი მოგება გვექნებოდა aba.gif

Posted by: amalun 7 Nov 2009, 11:42
ერთი რამ მაინტერესებს!

გვყავს მწვრთნელი და მოთამაშეები რომლებიც თითქმის ყველა საზღვარგარეთ თამაშობენ!
როგორ წვრთნის ტრენერი მორაგბეებს როცა ისინი თამაშამდე 1 კვირით/10 დღით ადრე ჩამოდიან, ანუ წელიწადში მაქსიმუმ 2 თვეა მწვრთნელი მოთამაშეებთან ერთად!?
უბრალოდ ვერ ვხვდები რა უნდა შემოიტანოს და ასწავლოს ლეინმა ჩვენი ნაკრების მორაგბეებს ესეთ პატარა დროში?!

Posted by: giorgi77 7 Nov 2009, 12:45
amalun გიო ეგ ყველგან მასეა, განა არგენტინის ნაკრებში სხვანაირადაა, მითუმეტეს ყველა ლეგიონერი ყავთ, ერთადერთი უპირატესობა ისა აქვთ რომ ჩვენზე ორჯერ მეტ თამაშს თამაშობენ უძლიერეს მეტოქეებთან. biggrin.gif

ეგაა ჩვენი ნაკრების წამალიც, ბევრი ტესტები ძლიერ მეტოქეებთან.

Posted by: amalun 7 Nov 2009, 15:23
მარტო ჩვენთან რომ არ არის ვიცი, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ფუნქციები მაინტერესებს!?

Posted by: giorgi77 7 Nov 2009, 15:40
ტაქტიკის განსაზღვრა, თამაშის მონახაზი, სელექცია (მეეჭვება რომ 100%-ით ლეინზე იყოს), უკანა ხაზს ეგ ავარჯიშებს ალბათ, შერკინებას "შავი" ბიჭი ალბათ, ფიზ. მომზადებისთვის კიდევ ერთი ავსტრალიელი, აღარ მახსოვს გვარი (თუ არ გაუშვეს)- ეს ჩემი ვარაუდია. ზუსტად ალბათ ის იტყვის ვინც ახლოსაა მაგ წრესთან, ჩახედულია შიდა სამზარეულოში

Posted by: jonFen 7 Nov 2009, 23:12
QUOTE
მთავარი მწვრთნელის ფუნქციები მაინტერესებს!?


QUOTE
ტაქტიკის განსაზღვრა, თამაშის მონახაზი,

მართალია და პლუს ამას თითოეული მოთამაშის შესაძლებლობების გაცნობა და თამაშზე შესაფერისი დატვირთვის მიცემა..

Posted by: winner 8 Nov 2009, 02:13
ლეინმა შეცვალა ის რო ეხლა 9 ნომერს უფლება აქ ხაზეზე ბურთი გაიტანოს.. ამაში უხდიან ფულს..

Posted by: Love The Sun 8 Nov 2009, 03:51
QUOTE (winner @ 8 Nov 2009, 02:13 )
ლეინმა შეცვალა ის რო ეხლა 9 ნომერს უფლება აქ ხაზეზე ბურთი გაიტანოს.. ამაში უხდიან ფულს..

ყველაზე გათვითცნობიერებული პოსტი რაგბის განყოფილებაში biggrin.gif

Posted by: acdachi 10 Nov 2009, 00:28
რაგბში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ მაგრად მაინტერესებს რატო გვისწრებს რუსეთის ნაკრები რეიტინგში?
როგორც ვიცი რაგბის რეიტინგი ფეხბურთისგან გასხნვავებით ბევრად რეალურია...
რატო გვისწრებებენ რუსები? mad.gif

Posted by: გიო81 10 Nov 2009, 02:35
acdachi
ჩერჩილის თასზე ჩვენ კანადასთან და აშშსთან წავაგეთ და მაგათ ურუგვაის მოუგეს და მაგიტო.
მაგრამ ეგ არაფერი,თებერვალ-მარტში ერთა თასის ხუთივე თამაშს მოვიგებთ(მათ შორის რუსეთთანაც)და ისევ მეშვიდე ვიქნებით ევროპაში,მსოფლიო რეიტინგში კი იქნებ მეთოთხმეტენდეც ავიდეთ,არადა ჩერჩილის თასამდე მეცამეტეზე ვიყავით.

Posted by: DaTval 10 Nov 2009, 09:43
ეე... ე... ამათ შიგ ხომ არ აქვთ IRB-ში? რეიტინგში რუსეთი რა პონტში გვისწრებს?! თუ სადმე შევხვდით ყველგან გავაპეთ და კიდევ ესენი არიან წინ? sad.gif

Posted by: keen 10 Nov 2009, 11:00
QUOTE
რატო გვისწრებს რუსეთის ნაკრები რეიტინგში?

QUOTE
რეიტინგში რუსეთი რა პონტში გვისწრებს?!

აი სწორედ ამიტომ ... yes.gif

საქართველოში რაგბი ერს და ბერს მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში ახსენდება. რეიტინგში წინსვლისთვის კი მარტო რუსეთთან მოგება არ კმარა, არც ენთუზიაზმი მხოლოდ... რუსეთი და კიდევ ბევრი ქვეყანა, მათ შორის რეიტინგში ჩვენზე ქვემოთ მდგომი, გაცილებით მეტ ყურადღებას, ფინანსებს და ა.შ. უთმობს რაგბს.

აი რატომ უნდა უწევდეს ჩვენს ნაკრებს ცარიელ სტადიონზე თამაში, როცა დასწრება უფასოა და ჯიგრიანი თამაშის ხილვაც ელის გულშემატკივარს, არც წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება ელის? ან რატომ უნდა ეხვეწებოდეს რაგბის კავშირის შეფი მოსახლეობას - თამაშზე მოდითო? თანაც არგენტინასთან, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერს ნაკრებთან თამაშზე... ა ნაკრების მატჩებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ ნახევრად გავსებულ ლოკომოტივის სტადიონს მაინც sad.gif

ხოდა ამ ყველაფრის მერე, შედეგებზე და რეიტინგში საფეხურებზე ლაპარაკი უადგილოდ მიმაჩნია! ამ კონკრეტულ ორ პოსტს არ ვგულისხმობ მხოლოდ, რადგან ზოგადად ასეთი დამოკიდებულებაა, სამწუხაროდ.

პ.ს. რომ არ გინდოდეს, შემოგეპოსტება რა ადამიანს ...

Posted by: Q10 10 Nov 2009, 11:20
QUOTE

აი სწორედ ამიტომ ... 

საქართველოში რაგბი ერს და ბერს მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში ახსენდება. რეიტინგში წინსვლისთვის კი მარტო რუსეთთან მოგება არ კმარა, არც ენთუზიაზმი მხოლოდ... რუსეთი და კიდევ ბევრი ქვეყანა, მათ შორის რეიტინგში ჩვენზე ქვემოთ მდგომი, გაცილებით მეტ ყურადღებას, ფინანსებს და ა.შ. უთმობს რაგბს.

აი რატომ უნდა უწევდეს ჩვენს ნაკრებს ცარიელ სტადიონზე თამაში, როცა დასწრება უფასოა და ჯიგრიანი თამაშის ხილვაც ელის გულშემატკივარს, არც წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება ელის? ან რატომ უნდა ეხვეწებოდეს რაგბის კავშირის შეფი მოსახლეობას - თამაშზე მოდითო? თანაც არგენტინასთან, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერს ნაკრებთან თამაშზე... ა ნაკრების მატჩებზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ ნახევრად გავსებულ ლოკომოტივის
სტადიონს მაინც 

ხოდა ამ ყველაფრის მერე, შედეგებზე და რეიტინგში საფეხურებზე ლაპარაკი უადგილოდ მიმაჩნია! ამ კონკრეტულ ორ პოსტს არ ვგულისხმობ მხოლოდ, რადგან ზოგადად ასეთი დამოკიდებულებაა, სამწუხაროდ.

პ.ს. რომ არ გინდოდეს, შემოგეპოსტება რა ადამიანს ...


მართალია აი გოგო .... მოდით ხალხო თამაშზე და დაესწარით ... მოგებაც ერთად ვნახთ და წაგებაც ეგრე არაა ... მარტო რუსეთს რო ვეთამაშებით მარტო მაშინ რო დადიხართ.. სპორტი და სიძულვილი სხვარამეებიააა.... რუსეთი რო გეზიზღება და მაგიტო მოდიხარ სტადიონზე ესეიგი შენ რაგბი არ გიყვარს და არც პრეტენზია უნდა გაგიჩნდეს რატო არის რუსეთი ეხლა ჩვენზე წინ იმსახურებს და იმიტო ... მორჩა !

Posted by: acdachi 10 Nov 2009, 12:04
keen
Q10
მართალია უკვე აღნიშნეთ რო ამ ორ პოსტს არ ეხებოდა მაგრამ მაინც ვიტყვი რო ნაკრების თითქმის არცერთი თამაში არ მაქ თბილისში გამაზული...მიუხედავად იმისა რო არც წესები ვიცი კარგად და ზოგადად რაგბი არ მაინტერესებს..
მაგრამ პატივს ვცემ იმის გამო რასაც აკეთებენ და გვახარებენ..


მაგრამ იმ ქვეყნებიდან ვინებიც გვისწრებენ რუსეთის გარდა არცერთი არ არის მაინცდამაინც გასაკვირი......
იაპონია და ტონგა ცუდი გუნდები არ არის..რუსეთი კიდე ვერც მსოფლიოზე ხვდება...ჩვენ ყველა თამაშს ვუგებთ ანუ ვერც ერთათასს ვერ იგებს მაგიტომ გამიკვირდა....






Posted by: nikode 10 Nov 2009, 12:24
QUOTE
ჩვენ ყველა თამაშს ვუგებთ ანუ ვერც ერთათასს ვერ იგებს მაგიტომ გამიკვირდა....

რუსეთის გადასწრება რეიტინგში რუსების დამსახურება არ არის, ჩვენი ცუდი თამაშის ბრალია ჩერჩილზე, ანუ ჩვენ ჩამოვქვეითთდით ისე რომ რუსები ჩვენს ზემოთ აღმოჩნდა smile.gif

Posted by: keen 10 Nov 2009, 12:29
acdachi
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს პოსტი კონკრეტულად არავის ეხებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან თამაშისას მოედანზე მოსული და თუნდაც ფორუმზე, თამაშით დაინტერესებული ხალხის რაოდენობა გაცილებით მეტია ხოლმე, ვიდრე სხვა დროს.

რუსეთის რეიტინგში აღმასვლას რაც შეეხება, ჯერ ერთი წინა წლებთან შედარებით გაცილებით მოუმატა თამაშს, მეორეც, მომავლისთვის, ვინც ფულს ჩადებს და სერიოზულად მოეკიდება სპორტის ამ სახეობას, წინსვლა გარანტირებული აქვს და პირიქით... ასეთი შეიძლება, სულაც რომელიმე ჭ კლასის ნაკრები აღმოჩნდეს და ნუ გაგიკვირდებათ.

Posted by: Red_Scorpion 10 Nov 2009, 18:49
28-ში რუსეთი ვანკუვერში ხვდება კანადას და მოუწევს ალბათ რეიტინგში ჩვენს ქვემოთ დაქვეითება smile.gif, მანამდე კიდევ კანადა ორჯერ ეთამაშება იაპონიას. არა მგონია რუსეთის გასასწრებად თებერვალ-მარტამდე დაგვჭირდეს ლოდინი

Posted by: Datka1964-10-10 10 Nov 2009, 19:19
Red_Scorpion
QUOTE
28-ში რუსეთი ვანკუვერში ხვდება კანადას და მოუწევს ალბათ რეიტინგში ჩვენს ქვემოთ დაქვეითება , მანამდე კიდევ კანადა ორჯერ ეთამაშება იაპონიას. არა მგონია რუსეთის გასასწრებად თებერვალ-მარტამდე დაგვჭირდეს ლოდინი


+1

Posted by: amalun 10 Nov 2009, 23:04
მემგონი ჩვენ მაქსიმუმ მეთოთხმეტეზე გადავალთ ზაფხულამდე, კანადა გაიგიჟებს თავს და იაპონიას მოუგებს! ასე რომ ჩერჩილმა აგვახია სახე და დაგვაკარგინა ჩვენი რეკორდული პოზიცია ირბ-ს რეიტინგში!!

Posted by: გიო81 10 Nov 2009, 23:09
QUOTE
დაგვაკარგინა ჩვენი რეკორდული პოზიცია ირბ-ს რეიტინგში!!

არც მეთოთხმეტე იქნება ცუდი,ცამეტი მაინც თარსია და... tongue.gif wink.gif

Posted by: amalun 10 Nov 2009, 23:13
თოთხმეტი ცუდი არაა უბრალოდ ცინ სვლა არ იქნება კაი ხანი!!!

კანადას თან 2 ტესტი ქონია იაპონიასთან + რუსებთან! სამივე თუ მოიგო შეიძლება იტალიაც მოაჯინოს რეიტინგში!

Posted by: K O R A D O 11 Nov 2009, 20:23
ცამეტსაც და თოთხმეტსაც ჩვენი ნაკრების თამაშის რეალური პროგრესი სჯობს...ადგილი რეიტინგში კი ბუნებრივად მოვა...

Posted by: kukaracha1981 11 Nov 2009, 20:39
მეც მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემი სამეგობრო საერთოდ არ ვაცდენთ ნაკრების თამაშს, მიუხედავად იმისა რომ წესები წესიერად არ ვიცით არც ერთმა (მე კიდევ ინტერნეტით მოვიძიე რაღაც წიგნი და წავიხკითხე ბოლომდე) და უცხო გუნდების თამაშებს არც უყურებ, ერთხელ რუსთავშიც წავედით პორტუგალიის თუ ესპანეთის თამაშზე! ალალი და უსაყვედურო იყოს ჩემი და ჩემი მეგობრების ჩახლეჩილი ხმა და ნერვიულობა ჩვენი ლომებისთვის! ყოველთვის ვივლი და ჩემ შვილსაც ვატარებ!!!!!!! უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება იქნებ რაგბის კავშირს მიაწვდინოთ ხმა რაგბის წესებს რამენაირად პოპულარიზაცია თუ გაეწევა ძალიან კარგი იქნება საერთო საქმისთვის. დამიჯერეთ ძნელია თხა და გიგოსავით თამაშის ყურება ბევრისთვის

Posted by: გიო81 11 Nov 2009, 20:48
kukaracha1981
რავი თავიდან არც მე არ ვიცოდი წესები მაგრამ 98 წლიდან მაგრად დამაინტერესა და ისე გავიგე წესები რო არავისთვის არაფერი არ მიკითხია,ძირითადად ტელერეპორტაჯებიდან და ასე თუ ისე სტადიონზე ყოფნის დროსაც ვამუღამებდი ხალხისგან წამოსულ რეპლიკებს და 2-3 წელიწადში ბოლომდე გავერკვიე წესებში smile.gif არადა რაგბი არ მითამაშია მე თვითონ არასდროს yes.gif

Posted by: Marguerite Gautier 12 Nov 2009, 18:51
giog81

გეთანხმები, არც მე ვიცოდი წესები. როცა რაგბის ყურება დავიწყე 12-13 წლის ვიქნებოდი, ძირითადად მეც ტელერეპორტაჟიდან გავერკვიე წესებში, თამაშებზე ხშირად დავდივარ და სანაცნობოც მყავს. ასე რომ რთული ნამდვილად არ არის, თან ადრე იყო რაგაც ჟურნალი, იქ შემთხვევით წავაწყდი წესებს და იქიდანაც ავითვისე. ასე რომ რთული ნამდვილად არ არის wink.gif

Posted by: გიო81 12 Nov 2009, 19:19
Marguerite Gautier
QUOTE
ასე რომ რთული ნამდვილად არ არის

yes.gif smile.gif

Posted by: მუჩა 12 Nov 2009, 20:15
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=28749

ეს სიმართლეა ტუ მართლა ამჯობინეს ქართველებს : გერმანელები , ესპანელები , პორტუგალიელები , ჰოლანდიელები , ბელგიელები და პოლონელები?

Posted by: გიო81 12 Nov 2009, 21:37
Mucha-Lucha
მაინცდამაინც საინტერესო თამაში არ არის,ჯერ ფირა-აერის გაკეთებული საქმე მოვტყან და მერე მაგათი შეკრებილი ბარბაროსები და ევროპის ნაკრები,ორივე სიაფანდობაა

Posted by: Unknown 13 Nov 2009, 02:50
QUOTE
მაგათი შეკრებილი ბარბაროსები

ჰმმ გეთანხმები, მეც მასე ვფიქრობდი სულ დაახლოებით, რომ ეგ ბარბაროსები სუფთა მაიმუნობაა მართლა. ნუ მე ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა ბარბაროსებზე ყოველთვის. არც აქ ნანახი თამაშის მერე შემცვლია აზრი.

Posted by: giorgi77 13 Nov 2009, 10:55
QUOTE
ნუ მე ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა ბარბაროსებზე ყოველთვის.
არაა ეგრე დამიჯერე. no.gif ფირა-აერის ბარბაროსებს და FC Barbarians ერთმანეთში ნუ აურევ... აგერ ნაღდი ბარბაროსების საიტი და წაიკითხე მაგათი ისტორია როცა დრო გექნება http://www.barbarianfc.co.uk/

Posted by: Hurricanes 13 Nov 2009, 11:01
giorgi77

და ეგ ვინ ბარბაროსები არიან კაცო? რა მაიმუნობაა. მასე მეც შევკრიბავ 15 კაცს და ბარბაროსებს დავირქმევთ
Barbaroses

Posted by: giorgi77 13 Nov 2009, 11:14
Hurricanes ხო მთავარი მაიმუნი სურათის ცენტრში ქვემოთ smile.gif ნეტავი ეგეთი მაიმუნი ერთი ცალი მაინც გვყავდეს ნაკრებში



Posted by: Unknown 13 Nov 2009, 11:59
giorgi77
მე გიჯერებ შენ ქე იცი მაგი რო გიჯერებ.
და ისე მანდამაინც ისე ნუ იფიქრებ რო ვურევ ერთმანეთში.
ისე მაინც მაიმუნობაა და სიაფანდობა ეგ ბარბაროსები, რაფერც დაწერეს ზემოთ ;-)
კაი, დავიკიდეთ.
ჩვენების თამაში მაინტერესებს მე ახლა მარტო ;-)
ვიწერ უსიკვდილოდ დ ალინკები იქნება კარგი ჩანაწერის თუ ვიცოცხლე ასე 12 საათი კიდე ნუ ან ცოტა მეტი... ატვირთვა ხო უნდ ამორჩეს ბოლომდე და...

QUOTE
ნეტავი ეგეთი მაიმუნი ერთი ცალი მაინც გვყავდეს ნაკრებში

ეს მეწყინა რაცხა ცოტა მე და რავი ...;-) მართლა

Posted by: giorgi77 13 Nov 2009, 12:16
Unknown რა გეწყინა? კარგი დაივიწყე biggrin.gif

Posted by: datiko 62 13 Nov 2009, 15:26
Unknown
QUOTE
ვიწერ უსიკვდილოდ დ ალინკები იქნება კარგი ჩანაწერის თუ ვიცოცხლე ასე 12 საათი კიდე ნუ ან ცოტა მეტი... ატვირთვა ხო უნდ ამორჩეს ბოლომდე და...

რომ ჩაწერ ეგ კარგია და თუ ვიცოცხლე რას ნიშნავს? აბა რა დროს ეგეებია? wink.gif

Posted by: გიო81 13 Nov 2009, 20:13
უკრაინის ნაკრები გაძლიერდა თუ საქართველოს A ნაკრებია ცოტა სუსტი? rolleyes.gif

Posted by: Unknown 13 Nov 2009, 23:24
datiko 62
ვიხუმრე მაგი მარა ისე რა იცი კაცმა წინ რა მელოდება ;-) 100% რო ვერ დამედო რაც შემიშლიდა ხელს მაგაზე ვიძახოდი :-)
ვიხუმრე ცოტა უხეშად მარა ვიხუმრ ემაინც ;-)
giorgi77
დავივიწყე.

ხვალ ყველა ფორმაში იქნება ნეტა ვისაც რარაც რაღაცეები აწუხებდ აჩვენს ნაკრებში?

Posted by: გიო81 14 Nov 2009, 18:32
ეჰ ესეთი თამაშით იტალიაში წავაგებთ,2-3 ქულით ვუგებთ ბობოლების A ნაკრებებს,ესე ბობოლა ეროვნულ ნაკრებებთან ტესტებს არავინ არ გავიჩარხავს.
მაგრამ მაინც მგონია რო მომავალში მოვუმატებთ.

Posted by: Unknown 14 Nov 2009, 19:18
ისე ეგ 2-3 ქულა არ იყო ჩემის აზრით ლოგიკური დ ამაგაშია საქმე ალბათ. სულ ტყუილად დავადებინეთ ის ლელო. თან საკმაოდ დიდი ხანი 14 კაცით ვთამაშობდით.
ჩემის აზრით ეს ანგარიშI რეალურად სულ არ ასახავდა დღევანდელ თამაშს.

Posted by: jonFen 14 Nov 2009, 20:22
ბევრი შეცდომა იყო მარა მთლიანობაში არ იყო ცუდი თამაში..
კაი იქნება ხაზი უფრო შეთამაშებული რო იყოს და სათამაშო ტექნიკას მოუმატოს..

Posted by: გიო81 14 Nov 2009, 21:14

14 ნოემბერი. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". (28 000)
საქართველო - იაგუარები (არგენტინა A) 24:22 (21:12)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე (რევაზ გიგაური 73), 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე (ბიძინა სამხარაძე 71); 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (ირაკლი ნატრიაშვილი 71), 3. გოდერძი შველიძე (გიორგი ჩხაიძე 60), 4. გიორგი ნემსაძე (ლევან დათუნაშვილი 57), 5. ილია ზედგინიძე, 6. გია ლაბაძე (რატი ურუშაძე 72), 7. გიორგი ჩხაიძე (დავით ქუბრიაშვილი 53), 8. მამუკა გორგოძე.
2 ლელო: ზიბზიბაძე (21), ხინჩაგიშვილი (33)
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი (22)
4 ჯარიმა: კვირიკაშვილი (2, 6, 29, 55)
2 სინბინი: ხინჩაგიშვილი (50), ჩხაიძე (69(
მწვრთნელი: ტიმ ლეინი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
იაგუარები: 15. მარტინ ბუსტოს მოიანო (ფრანსისკო ხოსე მერელიო 57), 14. ველისარიო აგულია, 13. მიგელ ავრამოვიჩი, 12. მატიას ვიასო, 11. ტომას დე ვედია, 10. იგნასიო მიერესი (სანტიაგო გონსალეს იგლესიასი 57), 9. მარტინ ლანდხარო; 1. პაბლო ხენი (უგო შიერანო 71), 2. ალვარო ტეხედა (ნაუელ ტეტას ჩაპარო 67), 3. ხუან გომესი, 4. ტომას როანი, 5. მარიანო გალარსა, 6. იგნასიო პასმანი (აგუსტინ გუსმანი 71), 7. როდრიგო ბრუნო, 8. ლეონარდო სენატორე.
ლელო: ლანდხარო (78)
გარდასახვა: გონსალეს იგლესიასი (78)
4 ჯარიმა: ბუსტოს მოიანო (4, 27, 35, 46)
არეკნი: მიერესი (15)
მწვრთნელი: ხოსე ორენგო
ფიზმომზადების მწვრთნელი: ხორხე რუისი

Posted by: amalun 14 Nov 2009, 21:14
კაი თამაში იყო, მეკო უბარტყუნებდა კარებში კარგად, ხაზი კარგად თამაშობდა, გორგოძე არ ჩანდა საერთოდ, ხალხი სტადიონზე იყო ბლომად ( 60 % შევსებული იყო, მეტი თუ არა)!
მაგრამ ჩხაიძე თავიდან უაზროდ ეცა არგენტინელს!
არგენტოსმა ბურთი მოიშორა და ჩხაიზემ მხრით მიარტყა, მერე კი აიწია რაც აიწია და გააგდეს 10 ცუთით ბინგო!! დავრჩით 14 კაცით და დაგვიდეს!!!

ასე რომ დისციპლინა გვაკლიაააა!!!!!

Posted by: გიო81 14 Nov 2009, 21:22
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ქართული რაგბის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად მოწყობილ შეხვედრაში, არგენტინის A ნაკრები, იგივე “იაგუარები”, მძიმე ბრძოლაში 24:22 დაამარცხა და მრგვალი თარიღი გამარჯვებით აღნიშნა.
გუნდებმა მართლაც რომ მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარეს, ქართველთათვის კი განსაკუთრებით კარგი პირველი ტაიმი იყო, როდესაც “ბორჯღალოსნები” საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, გაშლილ რაგბს თამაშობდნენ, მეორე ლელო კი ლამაზი კომბინაციის შედეგად გაიტანეს. თავდაპირველად, გუნდებმა ჯარიმები ურტყეს, მერე არგენტინელებმა შორეული არეკნით იხეირეს, რასაც ქართველთა გააქტიურება მოჰყვა და ზიბზიბაძემ ლელო გაიტანა, მეორე ლელო კი საკუთარ ანგარიშზე ხინჩაგიშვილმა ჩაიწერა.
მეორე ტაიმს ხელი წვიმამ დაატყო და ტექნიკურმა წუნმა იმატა. საქართველოს ნაკრები მთელი ეს 40-წუთეული მეტოქის შეტევების შეჩერებით იყო დაკავებული. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, სინბინის გამო, “ბორჯღალოსნებმა” ნახევარი ტაიმი, ანუ 20 წუთი კაცნაკლულმა გაატარა და იმდენი მოახერხა, რომ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ დაანებეს ლელოს გატანა, ისიც მატჩის მიწურულს და “ბორის პაიჭაძეზე” “მრავალჟამიერი” კიდევ ერთხელ აჟღერდა.

Posted by: QKD 14 Nov 2009, 21:45
ჩანაწერი არავის გაქვთ რო ატვირთოთ?

Posted by: გიო81 14 Nov 2009, 22:52
ნეტა იტალიასთან არ წააგონ

ტორე კაი ხანი არ შეგვახვედრებენ მაგათ ეროვნულს(მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვგულისხმობ).

Posted by: Unknown 15 Nov 2009, 13:35
QKD
QUOTE
ჩანაწერი არავის გაქვთ რო ატვირთოთ?

მულტიმედიაში და თამაშის თემაშიც ნახე ლინკები.

Posted by: Marguerite Gautier 15 Nov 2009, 18:51
ხალხოოოო უბრალოდ შოკში ვარ !!! საერთოდ ნამუსი არ გააჩნიათ რაგბის მესვეურებს !!! ერთი კაპიკი არ გადაუხადეს ბიჭებს არც ერთ თამაშში არც A ნაკრების წევრებს და არც ეროვნულს!!!!!!!! გაგიჟება შეიძლება რაააა! ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი ბიჭები??? და ამ ფონზე, როცა ერთ თეთრს არ უხდი შენს მოთამაშეს (ლაპარაკი აღარაა იმაზე რომ სად რაგბის ფინანსები და სად ფეხბურთის ტყულად რომ ყრიან მილიონებს), ფანტასტიური მდგომარეობა გვაქვს და საპრეტენზიო ერტი სიტყვაც არ გვეთქმის მათი მისამართით!!! მათ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ და ესენი კიდე არაფრად აგდებენ! უ ნ ა მ უ ს ო ე ბ ი ხართ ქართული რაგბის ბ ო სსს ე ბ ო ( ფედერაციის პრეზიდენტით დაწყებული ჩვენი ხელისუფლებით დამთავრებული) !!!!!!! აღშფოთებული ვარ მე როგორც ერთი რიგითი ქართული რაგბის გულშემატკივარი. სამათხოვროდ როგორ უხდით ამ ბიჭებს საქმეს ?!!!

Posted by: keen 15 Nov 2009, 18:58
QUOTE
ხალხოოოო უბრალოდ შოკში ვარ !!! საერთოდ ნამუსი არ გააჩნიათ რაგბის მესვეურებს !!! ერთი კაპიკი არ გადაუხადეს ბიჭებს არც ერთ თამაშში არც A ნაკრების წევრებს და არც ეროვნულს!!!!!!!! გაგიჟება შეიძლება რაააა! ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი ბიჭები??? და ამ ფონზე, როცა ერთ თეთრს არ უხდი შენს მოთამაშეს (ლაპარაკი აღარაა იმაზე რომ სად რაგბის ფინანსები და სად ფეხბურთის ტყულად რომ ყრიან მილიონებს), ფანტასტიური მდგომარეობა გვაქვს და საპრეტენზიო ერტი სიტყვაც არ გვეთქმის მათი მისამართით!!! მათ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ და ესენი კიდე არაფრად აგდებენ! უ ნ ა მ უ ს ო ე ბ ი ხართ ქართული რაგბის ბ ო სსს ე ბ ო ( ფედერაციის პრეზიდენტით დაწყებული ჩვენი ხელისუფლებით დამთავრებული) !!!!!!! აღშფოთებული ვარ მე როგორც ერთი რიგითი ქართული რაგბის გულშემატკივარი. სამათხოვროდ როგორ უხდით ამ ბიჭებს საქმეს ?!!!


ეს ამბავი თუ დღემდე გრძელდება და არაფერი შეცვლილა, ბორჯღალოსნებმა წესით, დემონსტრაციულად უარი უნდა თქვან ნებისმიერ ტესტსა თუ ოფიციალურ თამაშზე. ამის შემდეგ აუცილებლად ისწავლიან ჭკუას ისინი, ვისაც ეს საქმე ევალება!!! mad.gif ჩვენს მორაგბეებს აშკარად გონიათ, რომ სირცხვილია ამ თემაზე საუბარი და ეროვნული საქმისთვის გაჩუმება სჯობს. სინამდვილეში, ახლა თუ არ შეიცვალა რამე, ეს ამბავი უსასრულოდ გაგრძელდება, რაც პირველ რიგში ქართულ რაგბს ავნებს sad.gif

Posted by: დეკო 15 Nov 2009, 18:59
QUOTE
ხალხოოოო უბრალოდ შოკში ვარ !!! საერთოდ ნამუსი არ გააჩნიათ რაგბის მესვეურებს !!! ერთი კაპიკი არ გადაუხადეს ბიჭებს არც ერთ თამაშში არც A ნაკრების წევრებს და არც ეროვნულს!!!!!!!! გაგიჟება შეიძლება რაააა! ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი ბიჭები??? და ამ ფონზე, როცა ერთ თეთრს არ უხდი შენს მოთამაშეს (ლაპარაკი აღარაა იმაზე რომ სად რაგბის ფინანსები და სად ფეხბურთის ტყულად რომ ყრიან მილიონებს), ფანტასტიური მდგომარეობა გვაქვს და საპრეტენზიო ერტი სიტყვაც არ გვეთქმის მათი მისამართით!!! მათ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ და ესენი კიდე არაფრად აგდებენ! უ ნ ა მ უ ს ო ე ბ ი ხართ ქართული რაგბის ბ ო სსს ე ბ ო ( ფედერაციის პრეზიდენტით დაწყებული ჩვენი ხელისუფლებით დამთავრებული) !!!!!!! აღშფოთებული ვარ მე როგორც ერთი რიგითი ქართული რაგბის გულშემატკივარი. სამათხოვროდ როგორ უხდით ამ ბიჭებს საქმეს ?!!!


sad.gif

Posted by: გიო81 15 Nov 2009, 20:32
QUOTE
ხალხოოოო უბრალოდ შოკში ვარ !!! საერთოდ ნამუსი არ გააჩნიათ რაგბის მესვეურებს !!! ერთი კაპიკი არ გადაუხადეს ბიჭებს არც ერთ თამაშში არც A ნაკრების წევრებს და არც ეროვნულს!!!!!!!! გაგიჟება შეიძლება რაააა! ცარიელი ენთუზიაზმის ხარჯზე როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი ბიჭები??? და ამ ფონზე, როცა ერთ თეთრს არ უხდი შენს მოთამაშეს (ლაპარაკი აღარაა იმაზე რომ სად რაგბის ფინანსები და სად ფეხბურთის ტყულად რომ ყრიან მილიონებს), ფანტასტიური მდგომარეობა გვაქვს და საპრეტენზიო ერტი სიტყვაც არ გვეთქმის მათი მისამართით!!! მათ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ და ესენი კიდე არაფრად აგდებენ! უ ნ ა მ უ ს ო ე ბ ი ხართ ქართული რაგბის ბ ო სსს ე ბ ო ( ფედერაციის პრეზიდენტით დაწყებული ჩვენი ხელისუფლებით დამთავრებული) !!!!!!! აღშფოთებული ვარ მე როგორც ერთი რიგითი ქართული რაგბის გულშემატკივარი. სამათხოვროდ როგორ უხდით ამ ბიჭებს საქმეს ?!!


რაგბის კავშირის საიტზე გავაგზავნიდი ამ პოსტს,რო იყოს მაგის საშუალება mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: henry13 16 Nov 2009, 00:18
_________________________________________________

Posted by: Love The Sun 16 Nov 2009, 06:07
Marguerite Gautier
უნდა ვიგინოთ და ვიჩხუბოთ მაინცდამაინც ამის დდსდავეტს?
30 000 ქართველის ბედნიერი სახე არ ღირს ერთი 30 000 მაინც ტო? კაცს რო 2k პრემია მიცენ თითოს რა...
მაგდენი გახარებული ადამიანი ერთად დიიდი ხანია არ მინახია მე პირადად... ვისაც ამ ბიჭებისთვის ჩვენი გახარების დაფასება ევალება სამსახურეობრივად და არ უფასებს კუტუ უნდა მოაჭრა და პირში ჩასჩარო smile.gif

Posted by: QKD 16 Nov 2009, 14:44
henry13
მაგარი ფოტოა. სპეცნაზიც რა ომახიანად ამხნევებს ;-D

Posted by: henry13 16 Nov 2009, 19:36
QUOTE (QKD @ 16 Nov 2009, 14:44 )
henry13
მაგარი ფოტოა. სპეცნაზიც რა ომახიანად ამხნევებს ;-D

ხო ტო მაგრად დამევასა gigi.gif სადაცაა ის ინვალიდის ეტლში მჯდომიც გამოიქცეს ისე უხარიათ

Posted by: გიო81 16 Nov 2009, 19:57
QUOTE
henry13 მაგარი ფოტოა. სპეცნაზიც რა ომახიანად ამხნევებს ;-D

ხო ტო მაგრად დამევასა gigi.gif სადაცაა ის ინვალიდის ეტლში მჯდომიც გამოიქცეს ისე უხარიათ

აი ეს არის რაგბი რა up.gif

Posted by: Rugby12 17 Nov 2009, 22:14
გადგმოგვათრია ამ IRB-მ მე -18 ზე.

გადაგვასწრო ამ პიჟონმა ამერიკამ.

Latest results
TOUR 15 NOV 2009 Ireland 20 - 20 Australia Croke Park
TOUR 15 NOV 2009 Japan 46 - 8 Canada Yurtec Stadium
RWCQ 14 NOV 2009 Uruguay 22 - 27 USA Charrúa Stadium
INT 14 NOV 2009 Georgia 24 - 22 Jaguars National Stadium
INT 14 NOV 2009 England 3 - 16 New Zealand Esher
TOUR 14 NOV 2009 Italy 6 - 20 New Zealand Stade San Siro
TOUR 14 NOV 2009 England 16 - 9 Argentina Twickenham
TOUR 14 NOV 2009 Scotland 23 - 10 Fiji Murrayfield
AFRC 14 NOV 2009 Tunisia 13 - 18 Namibia Stade El Menzah
RWCQ 14 NOV 2009 Tunisia 13 - 18 Namibia Stade El Menzah
ENC 14 NOV 2009 Moldova 45 - 30 Czech Republic Chisinau
RWCQ 14 NOV 2009 Moldova 45 - 30 Czech Republic Chisinau
ENC 14 NOV 2009 Austria 9 - 12 Norway Vienna
TOUR 13 NOV 2009 France 20 - 13 South Africa Stadium
TOUR 13 NOV 2009 Wales 17 - 13 Samoa Millennium Stadium
INT 13 NOV 2009 Italy A 33 - 6 Romania Stadio Walter Beltrametti
TOUR 13 NOV 2009 Ireland A 48 - 19 Tonga Ravenhill

* * *
1(2) NEW ZEALAND 90.52
2(1) SOUTH AFRICA 89.97
3(3) AUSTRALIA 85.63
4(5) FRANCE 83.20
5(4) IRELAND 83.20
6(8) ENGLAND 81.07
7(6) ARGENTINA 80.49
8(7) WALES 80.39
9(10) SCOTLAND 76.06
10(9) FIJI 75.69
11(11) SAMOA 73.47
12(12) ITALY 71.23
13(14) JAPAN 69.68
14(13) CANADA 68.76
15(15) TONGA 67.53
16(16) RUSSIA 67.17
17(18) USA 66.87
18(17) GEORGIA 66.85

Posted by: amalun 17 Nov 2009, 23:58
TOUR 15 NOV 2009 Japan 46 - 8 Canada Yurtec Stadium ნახეთ იაპონელები რა დღეში არიან?!

Posted by: მუჩა 17 Nov 2009, 23:58
ამხანაგური იგრა აღარ გვქნება იტალიის ა-ს მერე? ანუ სანამ ერთა თასი დაიწყება

Posted by: Hurricanes 18 Nov 2009, 09:48
Mucha-Lucha

არა
მე ასე ვიცი tongue.gif



-------------------------

Posted by: Unknown 18 Nov 2009, 11:36
დიდი სიქიმობაა ეგ რეიტინგი, აბა ეხლა რუსეთი ჩვენ რო გვისრებბს და ამერიკას, ამაში რაიმე ლოგიკის მსგავსი არის? არა.
ცოტაც მოვითმინოთ და ავალთ ზევით ისევ. კი, არაფერი რამე მნიშვნელობა ამას დიდი არ აქვს მარა მოქმედებს ნერვებზე მაგრად მაინც..
თან მე-13 ზე რო ვიყავით არც ისე დიდი ხნის წინ ეგეც მაწვება გულზე..

Posted by: giorgi77 18 Nov 2009, 12:34
Unknown ზუსტად იმ ადგილზე ვართ სადაც უნდა ვიყოთ,... რუსებს შევეშვათ რა... თავიანთი გაჭირვება ეყოფათ - ყოველწელს მისჯილი აქვთ საქართველოსთან წაგება biggrin.gif

როგორი მიდგომაცაა რაგბისადმი ქვეყანაში ისეთივე ადგილი გვიკავია, ზერელე და სამოყვარულო დონისთვის კიდევ მაღალი რეიტინგი გვაქვს

Posted by: keen 18 Nov 2009, 13:18
QUOTE
როგორი მიდგომაცაა რაგბისადმი ქვეყანაში ისეთივე ადგილი გვიკავია, ზერელე და სამოყვარულო დონისთვის კიდევ მაღალი რეიტინგი გვაქვს

ნეტავ რუსეთის ნაკრების წევრებსაც ასეთ, ნულოვან ჰონორარს უხდიან, როგორც ჩვენებს? vik.gif საქართველოს ჩემპიონატში არსებულს სიტუაციაზე აღარაფერს ვამბობ... boli.gif

პ.ს. ყოველთვის, ამ თემაში შემოსვლისას ასეთი განწყობა მეუფლება... vik.gif

Posted by: Red_Scorpion 18 Nov 2009, 13:24
QUOTE (giorgi77 @ 18 Nov 2009, 12:34 )
Unknown ზუსტად იმ ადგილზე ვართ სადაც უნდა ვიყოთ,... რუსებს შევეშვათ რა... თავიანთი გაჭირვება ეყოფათ - ყოველწელს მისჯილი აქვთ საქართველოსთან წაგება biggrin.gif

როგორი მიდგომაცაა რაგბისადმი ქვეყანაში ისეთივე ადგილი გვიკავია, ზერელე და სამოყვარულო დონისთვის კიდევ მაღალი რეიტინგი გვაქვს

სამწუხაროდ მარტო ჩვენი ბიჭების ენთუზიაზმის და თავდადების ხარჯზეა ეს ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა და რა თქმა უნდა მისასალმებელია.
გულატკენი ისაა რომ გაცილებით მეტის პოტენციალი გვაქვს და შესაბამისი დამოკიდებულება რომ იყოს მათი მხრიდან ვისაც ქართული რაგბის განვითარება აბარია ხელთ იაპონიას და კანადას და იტალიას ღირსეულ მეტოქეობას გავუწევდით ახლანდელი შემადგენლობით.
იაგუარებთან თამაშის წინ სულ ოდნავი იმედი მქონდა რომ ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდებოდა და მიუხედავად ჩაგდებული მეორე ნახევრისაა დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ სიხარულისთვის რაც ბრყინვალედ ჩატარებული პირველი ნახევრით და ამ თამაშის მოგებით გვაჩუქეს!
მთავარია ხელშეწყობა იყოს და რეიტინგშიც წინ წავალთ და კიდევ ბევრჯერ გავიხარებთ ჩვენი ბორჯღალოსნების წარმატებებით!

წინ საქართველო!

Posted by: Hurricanes 18 Nov 2009, 13:33
მე მეცამეტე ადგილზე რო ვიყავით ის უფრო მიკვირდა

Posted by: გიო81 18 Nov 2009, 15:43
ერთა თასის ხუთივეს მოვიგებთ და იქნებ მეთოთხმეტეს ვუწიოთ smile.gif

Posted by: QKD 18 Nov 2009, 18:45
QUOTE
იაგუარებთან თამაშის წინ სულ ოდნავი იმედი მქონდა რომ ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდებოდა და მიუხედავად ჩაგდებული მეორე ნახევრისაა დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ სიხარულისთვის რაც ბრყინვალედ ჩატარებული პირველი ნახევრით და ამ თამაშის მოგებით გვაჩუქეს!


ბიჭებს დიდი მადლობა ყველაფრისთვის და დავამატებდი, რომ მეორე ტაიმი კოგიკური იყო და არც განსაკუთრებულ ჩავარდნას ქონია ადგილი, უბრალოდ პირველი ტაიმი იმდენად ბრწყინვალედ ჩაატარეს ბორჯღალოსნება, რომ პირველმა ტაიმმა მეორე დაჩრდილა...
მეორეშიც კარგად ვითამაშეთ თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, პირველი ტაიმის მოგებას რამდენი ენერგია შეალის ჩვენებმა და რამხელა დატვირთვა იყო როგორც სერკინებაზე, ასევე ხაზზე...

მადლობთ ბიჭებო!

Posted by: jonFen 18 Nov 2009, 19:07
ეხა 20 ში გვაქვს კიდე იტალიის ა ნაკრებთან..
მანდაც მაგარი თამაშI იქნება

Posted by: Tifo 20 Nov 2009, 15:05
მეორე კალათში გადასვლის რა შანსები გვაქვს??? რუმინეთს ხომ ვუსწრებდით რეიტინგით, ისინი მეორე კალათში არიან...

Posted by: Hurricanes 20 Nov 2009, 17:39
tifoso_di_juve

ეგ ისეთი თემაა ლოგიკურად ვერ მივუდგებით
ალბათ რამოდენიმე წელი რეიტინგში 13ე საფეხურს არ უნდა ჩამოვცდეთ და აგვიყვანენ მეორე დონეზე

Posted by: Christian Cullen 20 Nov 2009, 18:11
საქართველოს ნაკრების თითოეულ მორაგბეს ჩემგან საჩუქრად http://www.radikal.ru

Posted by: giorgi77 20 Nov 2009, 18:46
Christian Cullen
Hurricanes

დაგსჯით ორივეს, გაოფებისთვის biggrin.gif

დღეს თუ მოიგეს, ქალენის ქალი ვაჩუქოთ, თუ წააგეს ჰარიქენზასი

Posted by: გიო81 20 Nov 2009, 23:46
იტალიის A ნაკრებსაც ვერ ვუგებთ....

Posted by: მადეირა 21 Nov 2009, 01:44
giorgi77
მახინჯი წავუშალე wink.gif

Posted by: lejo7 21 Nov 2009, 12:19
ცავაგეთ იტალია A 7-8 არაუშავს ცინ ქართველებო.

Posted by: გიო81 25 Nov 2009, 21:39
თუ ამაზე მეტი ვეღარ განვვითარდით...

Posted by: CENTURIONI 27 Nov 2009, 22:28
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ “ბორჯღალოსნების” თუნდაც შესუსტებულ შემადგენლობას, რომლითაც ქართველები აპენინებს ეწვივნენ, იტალიის A ნაკრები საკმარისი სხვაობით უნდა დაემარცხებინა.
საქართველოს ეროვნულ გუნდის იტალიური მარცხის მიზეზებზე ნიჟარაძემ რაგბის კავშირში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“მართალია არგენტინისა და იტალიის ნაკრებებთან მეორე ნახევრები პირწმინდად დავთმეთ, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს პერიოდები კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, დაცვაში თამაშში თავდადება არ გვაკლდა. არგენტინასთან მატჩთან შედარებას თუ გავაკეთებთ, იტალიაში უარესად ვითამაშეთ, მაგრამ 10-15 ქულის სხვაობით მაინც უნდა მოგვეგო. კვირიკაშვილმა სიცხიანმა ითამაშა, გარდა ამისა, პირველად გვქონდა შეხება ამ ფირმის ბურთთან, ის კი ჩვეულებრივისგან ბევრად განსხვავდება და წაგების მიზეზი ესეცააა. სხვათაშორის, იტალიელმა მაყურებელმა მატჩის შემდეგ ტაშით დაგვაჯილდოვა. რაც მთავარია, ნაკრების ყველა პოზიციაზე კონკურენცია იზრდება და დარწმუნებული ვარ, “ერთა თასზე” ოფიციალურ შეხვედრებს ბევრად უკეთ ჩავატარებთ” – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინის A ნაკრებს თბილისში 24:22 სძლია, ხოლო იტალიელებთან უდინეში 7:8 დამარცხდა.
აი ეს ინტერვიუ წაიკითხთ რა მე ამბურთIს დედას შ..ი ეს ჩათლახი ბურთი თურმე სულ მაგის ბურთIსწაგვიგია თან ისე რომ ვერც გავგვიგია.
ამზეა ნათქვამი უხეირო მოცეკვავეს ყვერები ხელს უშლიდაო

Posted by: nikode 28 Nov 2009, 07:59
QUOTE
პირველად გვქონდა შეხება ამ ფირმის ბურთთან, ის კი ჩვეულებრივისგან ბევრად განსხვავდება და წაგების მიზეზი ესეცააა.

biggrin.gif
აი მიზეზი, რა ყოფილა... ეი ნაჩალნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიკ!!! რეებსა ბოდამ...

Posted by: გიო81 28 Nov 2009, 19:06
QUOTE
პირველად გვქონდა შეხება ამ ფირმის ბურთთან, ის კი ჩვეულებრივისგან ბევრად განსხვავდება და წაგების მიზეზი ესეცააა.

მეტი არაფერი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2009, 16:46
მადლობა ნეკერჩხალა კანადას!
ტყვილად კი არაა ჩემი მეილი _______.YAHOO.CA

IRB World Rankings -

30 November 2009Position (last week)
Member Union Rating Point

ვოღრაშები

1(1) NZLNEW ZEALAND 91.68
2(2) RSASOUTH AFRICA 88.59
3(3) AUSAUSTRALIA 85.55
4(5) IREIRELAND 84.58
5(4) FRAFRANCE 82.40
6(7) ENGENGLAND 80.72
7(8) ARGARGENTINA 80.55
8(6) WALWALES 79.89
9(9) SCOSCOTLAND 76.59
10(10) FJIFIJI 75.91
11(12) ITAITALY 72.62
12(11) SAMSAMOA 72.09

კვაზი-ბობოლები

13(13) JPNJAPAN 70.59
14(14) CANCANADA 68.80
15(15) TGATONGA 68.11
16(17) USAUSA 67.05
17(18) GEOGEORGIA 66.85
18(16) RUSRUSSIA 66.22
19(19) ROMROMANIA 64.63
20(20) URUURUGUAY 60.89

Posted by: David_S 30 Nov 2009, 16:52
ერთა თასზე, რომელიც გაზაფხულზე იწყება, მორაგბეებს კლუბიდან გათავისუფლების პრობლემა არ ექნებათ

სამაგიეროდ, იმავეს თქმა ჯერ არ შემიძლია ივნისისა და ნოემბრის ტესტების შესახებ. არადა, ტიმ ლეინი უკვე მოელაპარაკა სამხრეთაფრიკელებს. მომავალი წლის ივნისში იქ სამკვირიანი შეკრების მოწყობას ვაპირებთ, სადაც ზე-14-ის გუნდებს�ბლუ ბულზს�, �ნატალ შარქსს� და �ვესტერნ პროვანსს� დავუპირისპირდებით. ძალიან სასარგებლო წვრთნა გამოვა, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს, თუ ლეინს ოპტიმალური შემადგენლობა არ ეყოლება.

მსოფლიო თასზე გასვლის შემთხვევაში 2011 წლის ზაფხულში სამთვიანი საწვრთნელი შეკრების გამართვას ვაპირებთ. პირველ ეტაპზე საქართველოში მოვემზადებით, მერე საფრანგეთში გადავალთ, იქიდან კი ავსტრალიაში წავალთ და იქ გავივლით მზადების დასკვნით ეტაპს. გარწმუნებთ, ისე მოვემზადებით, ნებისმიერ გუნდს გავუმწარებთ სიცოცხლეს�


Posted by: გიო81 30 Nov 2009, 16:52
რუსებს მოუგეს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2009, 16:57
ესპოზიტოსა და გრეცკის გარეშეც

http://www.itsrugby.fr/modules/site/game_test.php?id=62399&menu=D

Canada 22-6 Russie

Posted by: nikode 30 Nov 2009, 16:59
იაპონია მაგრა გაიქაჩა 70.59 აქვს რეიტნიგი, მაშინ როცა მის შემდგომ კანადას - 68.80

Posted by: გიო81 30 Nov 2009, 17:08
QUOTE
Canada 22-6 Russie

bis.gif

Posted by: Red_Scorpion 30 Nov 2009, 18:26
აი ახლა ვართ რეალურად იმ ადილას რეიტინგში რაც გვეკუთვნის

Posted by: CENTURIONI 30 Nov 2009, 19:59
QUOTE
ერთა თასზე, რომელიც გაზაფხულზე იწყება, მორაგბეებს კლუბიდან გათავისუფლების პრობლემა არ ექნებათ

სამაგიეროდ, იმავეს თქმა ჯერ არ შემიძლია ივნისისა და ნოემბრის ტესტების შესახებ. არადა, ტიმ ლეინი უკვე მოელაპარაკა სამხრეთაფრიკელებს. მომავალი წლის ივნისში იქ სამკვირიანი შეკრების მოწყობას ვაპირებთ, სადაც ზე-14-ის გუნდებს�ბლუ ბულზს�, �ნატალ შარქსს� და �ვესტერნ პროვანსს� დავუპირისპირდებით. ძალიან სასარგებლო წვრთნა გამოვა, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს, თუ ლეინს ოპტიმალური შემადგენლობა არ ეყოლება.

მსოფლიო თასზე გასვლის შემთხვევაში 2011 წლის ზაფხულში სამთვიანი საწვრთნელი შეკრების გამართვას ვაპირებთ. პირველ ეტაპზე საქართველოში მოვემზადებით, მერე საფრანგეთში გადავალთ, იქიდან კი ავსტრალიაში წავალთ და იქ გავივლით მზადების დასკვნით ეტაპს. გარწმუნებთ, ისე მოვემზადებით, ნებისმიერ გუნდს გავუმწარებთ სიცოცხლეს�

David_S
ამ სიტყვების ავტორი ვინ არი?. კი მარა ვინსში ასეც და ისევ წესით ლამის ყველა პირველობა დასრულებული უნდა იყოს.

Posted by: Unknown 30 Nov 2009, 20:43
QUOTE
17(18) GEOGEORGIA 66.85 18(16) RUSRUSSIA 66.22 19(19) ROMROMANIA 64.63

ეგეც ეგრე, გულზე მაწვა მაინც რაც არ უნდა დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს ამ რეიტინგს.

და ზემოთ ეს ფერებში დაწერილი ამბავიც ძალიან მაგარია, იმედი ჩამესახა კიდ ეუფრო მეტი...

Posted by: roko-toko 30 Nov 2009, 22:23
ძლივს არ მოვისმინე დადებითი ინფორმაცია რაღაც სერიოზულ იმედს რომ გისახავს

Posted by: nikode 30 Nov 2009, 22:33
David_S
და ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? და სად არის ორიგინალი? smile.gif

Posted by: new zeland2011 30 Nov 2009, 23:51
მე იმის იმედი მაქვს, რომ კანადას ამერიკას და იაპონიას მოუგებენ ჩვენები უძლიერესი შემადგენლობით

Posted by: David_S 1 Dec 2009, 09:17
CENTURIONI
Unknown
nikode
ნიჟარაძის

http://www.opentext.org.ge/09/lelo/282/282-15.htm

Posted by: nikode 1 Dec 2009, 09:44
იმავე სტატიიდან:
QUOTE
გვაქვს ასევე უმცირესობაში თამაშის პრობლემა. როგორც კი კაცნაკლული ვრჩებით, გუნდის თამაშზე ეს მკვეთრად აისახება, არადა, ასე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს ამაზე, მწვრთნელს დამატებითი სამუშაო აქვს.


ეს მართლა პრობლემაა ჩვენთვის... მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რატომ ვრჩებით კაცნაკლულნი, ხომ არ მოგვიმრავლდა სინბინები თამაშებზე და ყველა დონისა და ასაკის სანაკრებო შეხვედრებზე ჩხუბები, აი ეს არის გამოსასწორებელი...

Posted by: Q10 1 Dec 2009, 11:00
ერთა თასზე, რომელიც გაზაფხულზე იწყება, მორაგბეებს კლუბიდან გათავისუფლების პრობლემა არ ექნებათ. სამაგიეროდ, იმავეს თქმა ჯერ არ შემიძლია ივნისისა და ნოემბრის ტესტების შესახებ. არადა, ტიმ ლეინი უკვე მოელაპარაკა სამხრეთაფრიკელებს. მომავალი წლის ივნისში იქ სამკვირიანი შეკრების მოწყობას ვაპირებთ, სადაც ზე-14-ის გუნდებს�ბლუ ბულზს�, �ნატალ შარქსს� და �ვესტერნ პროვანსს� დავუპირისპირდებით. ძალიან სასარგებლო წვრთნა გამოვა, მაგრამ რა აზრი ექნება ამ ყველაფერს, თუ ლეინს ოპტიმალური შემადგენლობა არ ეყოლება.

მსოფლიო თასზე გასვლის შემთხვევაში 2011 წლის ზაფხულში სამთვიანი საწვრთნელი შეკრების გამართვას ვაპირებთ. პირველ ეტაპზე საქართველოში მოვემზადებით, მერე საფრანგეთში გადავალთ, იქიდან კი ავსტრალიაში წავალთ და იქ გავივლით მზადების დასკვნით ეტაპს. გარწმუნებთ, ისე მოვემზადებით, ნებისმიერ გუნდს გავუმწარებთ სიცოცხლეს�.

ეს ბოლო 2 აბზაცი მალამოსავით მომხვდა გულზე ! მალადცი რებიატა !

Posted by: giorgi77 1 Dec 2009, 11:36
ავსტრალიაში მომზადება მართლაც კარგია, და სწორიცაა. აკლიმატიზაციისთვის პირველ რიგში... მაგრამ ჯერ გავიდეთ მსოფლიოზე... ევროპას ყველაზე ჩახლართული შესარჩევი აქვს, აგერ ამერიკის და აფრიკის გუნდები უკვე შეირჩნენ და უკვე მშვიდად მოემზადებიან მსოფლიოსთვის.

Posted by: Rugby12 1 Dec 2009, 14:20
17(18) GEORGIA 66.85
18(16) RUSSIA 66.22

ამ ჩმორებს და პიჟონებს ხო მაინ კიდე გადავასწარით.

Posted by: David_S 1 Dec 2009, 14:26
nikode
QUOTE
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რატომ ვრჩებით კაცნაკლულნი, ხომ არ მოგვიმრავლდა სინბინები თამაშებზე და ყველა დონისა და ასაკის სანაკრებო შეხვედრებზე ჩხუბები, აი ეს არის გამოსასწორებელი

+1


Posted by: CENTURIONI 1 Dec 2009, 23:45
ეს პრობლემები ისეთი არ არის, მოკლე ხანში გადაჭრა არ მოხერხდეს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მსოფლიო თასზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ, რათა შემდგომი განვითარებისთვის კიდევ დრო გვქონდეს. გარწმუნებთ, 3-4 წელიწადში საკმაოდ სერიოზული შედეგები გვექნება.
ეს ნიჟარაძის ინტერვიუდანაა და ამაზეა ნათქვამი ოცნებას კაცი არ მოუკლავსო.
საინტერესოა რა უნდ ქნან ასეთი 3 წელში ნაკრები იგულისხმება თუ სხვა რამე.
3 წელში დაახლოებით იგივე ხალსი იქნება ნაკრებში უბრალოდ უფრო დაბერებულები და რა ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს უნდა მოვაღწიოთ იგივე ხალხით და ახლანდელი მწვრთნელით, რომელიც სულ მცრე კიდევ 2 წელი იქნება ნაკრებში და შეიძლება უფრო მეტიც, საინტერესოა.

Posted by: amalun 1 Dec 2009, 23:58
ფირა აერის ფორუმიდან! ბატონი ზაალის პოსტია! იქნებ დაწვრილებით გვიამბოთ რა ხდება?

FLIDTA RISXVA

STARTING NEXT YEAR
THRU IRB FUNDING

INAUGURAL TOURNAMENT IN MOSCOW, AUG-SPT
2011 IN ROMANIA, 2012 IN GEORGIA

TWO POOLS OF FOUR + ONE ROUND OF PLACING PLAY-OFFS

TWO REGIONAL SELECTIONS EACH FROM GEO RUS ROM UKR

IN CASE OF GEO IT WILL BE
IVERIA = EAST = TBILISSI + RUSTAVI
KOLKHETI = WEST = KUTAISSI + BATUMI + POTI

RUS SURELY WILL BE SPLIT INTO EUROPE AND ASIA
UKR AND ROM, PRESUMABLY, INTO CAPITAL AND PROVINCE

@

Posted by: giorgi77 2 Dec 2009, 01:56
ცუდი იდეაა არაა, მაგრამ ახალის გამოგონება რა საჭიროა,როცა უკვე არის ჩელენჯიც და ჰაინეკენიც...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Dec 2009, 10:39
გუშვინ მითხრენ კავშირის ხიდზე, ჩრდილში და გავიყინე

ეგეთ შეჯიბრს ირბ უფინანსებს მულღაზანზარს (6 გუნდი) და ჩრდ.ამერიკას (4)

არადა, იდეა ზაზა ქასაშვილის იყო, *შავი ზღვის ზე-12* რომ აყალიბებდა

ეხლა ირბ-მა ეტყობა ჩვენთვისაც მოიცალა

პირველ ტურნირს ლუჟკოვი მიხედავს,
მერე როტაციით და მერე ეგებ მიმოსვლითაცო

ჩელენჯს არ ემთხვევა ვადით, მაგრამ ღატაკ დასავლეთს უჭირს
კრიმინალური ფულით ნასაზრდოებ აღმოსავლეთში ჩამოსვლა

ამიტომ ჯერ ეს ასპარეზი გვექნება და მერე ეგებ ჩელენჯიც

ჩვენგან ნაღდად ამერი და იმერი გავლენ,
სხვებს კი ვინც უნდათ, ის გამოიყვანონ,
რა ჩვენი სადარდებელია

ჩემი ვარაუდია, რომ რუსეთიდან ეგ იქნება სტალიცა და სიბირ,
რეალურად კი ევროპდა და აზია,
თუმცა უკვე დაწერეს კომენტარი, ვევეამ სახელი რად უნდა შეიცვალოსო

@


Posted by: David_S 2 Dec 2009, 17:43
დასავლეთის მწვრთნელად მგელაძეა ერთადერთი მისაღები კანდიდატურა, აღმოსავლეთის მაისაშვილი და კუპატა

კარგი იქნება თუ მართლა მოაბეს თავი, ბიჭები გამოცდილებას მიიღებენ

Posted by: amalun 4 Dec 2009, 23:58
ზირაქა გამოჯამრთელდა და დღეს მონტობანთან საწყის გუნდშია !!

Posted by: David_S 5 Dec 2009, 12:24
amalun
წინა კვირას ლელოც დადო

Posted by: amalun 5 Dec 2009, 13:20
David_S

ენაცვალოს ალუმინიუმი მაგას)

Posted by: amalun 14 Dec 2009, 01:31
მონპელიემ ჩელენჯის თასზე მადრიდი დაამყნო 57-24!

მამუკა 5 ზე იყო ბინგო 8 ზე! მამუკამ ლელო დადო მაგრამ ფრანგები წერენ რომ ბევრ შეცდომას უშვებდაო თამაშის დროს ნერვებს ვერ უმკლავდებოდაო და ყვითელიც აიკიდაო!

Posted by: dmamporia 14 Dec 2009, 12:37
http://www.youtube.com/watch?v=BSj4ZBhHJy4 კარგი საყურებელია

Posted by: Love The Sun 14 Dec 2009, 15:52
QUOTE (dmamporia @ 14 Dec 2009, 12:37 )
http://www.youtube.com/watch?v=BSj4ZBhHJy4 კარგი საყურებელია

ირლანდიასთან ლელოს რო ვუყურებ მაჟრიალებს biggrin.gif

Posted by: გიო81 14 Dec 2009, 20:24
QUOTE
ირლანდიასთან ლელოს რო ვუყურებ მაჟრიალებს

შემიძლია ზედიზედ 50-ჯერაც ვნახოsmile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Dec 2009, 12:27
იქნებოდა ფაილოს დაკარგვა = გაჩეხება?

http://hongkong.rugby.cz/profily-hracu

Posted by: kotorashvili1 16 Dec 2009, 00:35
წინა წლიდან რომ დაიწყეს ჩამოყვანა ლეგიონერების "არასარაგბო" ქვეყნებიდან (მალაღურა), და რომ ათამაშეს (ბოლოს ბეზიეში აღმოჩნდა), და ფაილო რატო იყო "გადასაგდები" 9 ყავთ და 10 არა?! მეც მაგის (ფაილოს) ადგილზე ეგრე მოვიქცეოდი.

Posted by: SysOp 16 Dec 2009, 01:08
მაგარი ნაკრები გვყავს და რა უდნა გთხოვოთ თუ გვაქვს არქივი ყველა თამაშების და სად შემიძლია ნახვა ? PM მომწერეთ თუ იცით წინასწარ მადლობა

Posted by: kotorashvili1 16 Dec 2009, 01:19
SysOp

http://www.rugby.ge/historylelos.html

Posted by: SysOp 16 Dec 2009, 01:26
kotorashvili1
თამაშების ჩანაწერებს ვგულისხმობ smile.gif

Posted by: amalun 16 Dec 2009, 03:17
SysOp

www.arena.ge ზე ნახე!!!

Posted by: zvigena 17 Dec 2009, 01:36
ერთი კითხვა მაქვს
ტულუზას კლუბში ვინმე ქართველი თამაშობს?!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Dec 2009, 10:35
არავინ თამაშობს ოთხ ვეშაპში = ტულუზი პარიზი პერპინიანი ბაირიცი

Posted by: Rugby12 17 Dec 2009, 17:17
ტულუზაში ხო აიყვანეს ლევან ჩილაჩავა?

Posted by: winner 18 Dec 2009, 00:43
ჩილაჩავა ტულონშია.

ტორაძე კიდე ტულუზის ჯუნიორებში...

Posted by: amalun 20 Dec 2009, 02:25
ჩხაიძემ დღეს (ანუ უკვე გუშინ) მადრიდთან 2 ლელო დადო!!!!
მადრიდის გუნდში ქართველი გურგენაძე თამაშობდა!

Posted by: TintoB 20 Dec 2009, 04:30
რომელი გურგენაძეა ვერ ვხვდები...დავით გურგენიძე ვიცი აკადემიის 15 ნომერი

Posted by: amalun 20 Dec 2009, 12:45
QUOTE (TintoB @ 20 Dec 2009, 03:30 )
რომელი გურგენაძეა ვერ ვხვდები...დავით გურგენიძე ვიცი აკადემიის 15 ნომერი

დავით გურგენაძე პირველ ხაზელია, დაიბადა 1979 წელს, 180 სმ, 110 კგ!! მეტი არ ვიცი! smile.gif

Posted by: TintoB 20 Dec 2009, 17:26
არამგონია სწორი მონაცემები იყოს..ეგეთი მორაგბე არ მახსენდება ნაღდად...

Posted by: amalun 20 Dec 2009, 23:07
QUOTE (TintoB @ 20 Dec 2009, 16:26 )
არამგონია სწორი მონაცემები იყოს..ეგეთი მორაგბე არ მახსენდება ნაღდად...

http://www.ercrugby.com/eng/36_4571.php?player=88736&includeref=dynamic

ვოტ!

Posted by: CENTURIONI 22 Dec 2009, 02:10
სადაურია იესე ეგ ბიჭი?თბილისიელია თუ ქუთაისელი.?წეღან ვუყურე მაგ თამაშს და არ მეცნობა სახეზე. არადა წესით მაგ ასაკის ხახლს მეტნაკლებად ყველს ვცნობ.

Posted by: Rugby12 22 Dec 2009, 10:20
ჩემს მე -100 პოსტს ვუძღვნი ბორჯალოსნებს

Posted by: David_S 22 Dec 2009, 10:40
Lukas & Nikos Mama
QUOTE
არავინ თამაშობს ოთხ ვეშაპში = ტულუზი პარიზი პერპინიანი ბაირიცი

აქამდე ვეშაპებში კლერმონფერანიც მოიაზრებოდა და ამოშალეს მაგ სიიდან? პერპინიანი შარშან გახდა ჩემპიონი და უკვე ვეშაპია?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Dec 2009, 11:44
პერპინიანი ადრეც ყოფილა, 50-იან წლებში
კლერმონი კი გახდება ოდესმე?

Posted by: David_S 22 Dec 2009, 14:04
Lukas & Nikos Mama
QUOTE
პერპინიანი ადრეც ყოფილა, 50-იან წლებში

ეგრე 81-ში ჩვენებმა თასი შემართეს... ღირს კი მაგდენი ხნისწინანდელი წარსული გახსენება?

QUOTE
კლერმონი კი გახდება ოდესმე?

ეგ უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა... მაგის წამლობა ყველაზე რთულია

Posted by: pucukia 22 Dec 2009, 14:39
ფრანგული გუნდის ნორბორნის საიტი მინდა ..არ იცით ვინმეემ?

ამ კლუბში თამაშობს ქართველი გია კუტარაშვილი.

საიტის ვიდეო და ფოტო არქივის ნახვა მინდა smile.gif

Posted by: Hurricanes 22 Dec 2009, 14:41
pucukia

აი საიტი გუნდის

http://www.rcnm.com/

Posted by: pucukia 22 Dec 2009, 14:45
QUOTE
აი საიტი გუნდის

Hurricanes

მადლობა.

ფრანგული არ ვიცი და იქნებ ვინმე დამეხმაროთ , როგორ მივაგნო საიტზე გუნდის ფოტო და ვიდეო არქივს?

ძაან მჭირდება.
მადლობა

Posted by: Hurricanes 22 Dec 2009, 15:15
pucukia

მოვა ფრანგულის მცოდნე და დაგეხმარება

მეტა: tatuli1989

Posted by: amalun 22 Dec 2009, 15:18
QUOTE (pucukia @ 22 Dec 2009, 13:45 )
QUOTE
აი საიტი გუნდის

Hurricanes

მადლობა.

ფრანგული არ ვიცი და იქნებ ვინმე დამეხმაროთ , როგორ მივაგნო საიტზე გუნდის ფოტო და ვიდეო არქივს?

ძაან მჭირდება.
მადლობა

http://pro.rcnm.com/index.php?option=com_joomleague&func=showPlayers&p=3&ttid=34&Itemid=84 მოთამაშეების სურათები!
კუტარაშვილი არ არის!

Posted by: pucukia 22 Dec 2009, 15:28
QUOTE
კუტარაშვილი არ არის!




http://www.radikal.ru

არადა ზუსტად ვიცი რომ ამ გუნდშია.

sad.gif sad.gif

Posted by: David_S 22 Dec 2009, 15:30
pucukia
კუთარაშვილი შატორეში უნდა იყოს, ფედერალ ერთის გუნდია

Posted by: pucukia 22 Dec 2009, 15:35
Hurricanes
QUOTE
მოვა ფრანგულის მცოდნე და დაგეხმარება

მეტა: tatuli1989


მადლობა.

David_S

ესე დეტალებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ დღესაც ნარბორნეში თამაშობს.
ოღონდ ის არ ვიცი, ამ ნარბორნეს რამდენი გუნდი ყავს ეროვნულ ჩემპიონატში, იქნებ საერთოდ სულ სხვა გუნდში ვეძებთ?

გუნდი არ შეუცვლია...
http://nl.dreamstime.com/stock-fotografie-franse-prod2-rugbygelijke-narbonne-versus-agen-image6881922 ამ რაგბისტზე მაქვს საუბარი. უბრალოდ სტატიისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება კლუბის ვებ საიტიდან


თუ ვინმე შემოიხედავთ რაგბის ფედერაციიდან იქნებ დამეხმაროთ.

მადლობა

Posted by: tatuli1989 22 Dec 2009, 19:54
pucukia
Narbonne : Kutarashvili va partir

Le pilier international géorgien George Kutarashvili (1,73 m, 100 kg, 31 ans), arrivé à à Narbonne en 2007 n'est pas parvenu a s'entendre avec les dirigeants du RCNM pour une prolongation de son contrat pour la saison 2009/2010.

Il quittera donc le club orange et noir à la fin de la saison.


http://sualg15.forumactif.com/contrats-transferts-prod2-infos-clubs-f42/infos-narbonne-2009-2010-t11034.htm

აი ეს ვნახე გუგლის მეშვეობით
გუნდის ოფიციალური საიტი არ არის გულშემატკივრებისაა
და არის 2009 წლის ივნისში გაკეთებული პოსტი და ეხლა ვთარგმნი
user.gif

ნარბონი: კურატაშვილი მიდის

ქართველმა შერკინების ბურჯმა გიორგი კუტარაშვილმა (1,73 სმ, 100 კგ, 31 წლის), ნარბონში 2007 წელს მოსულმა ვერ მოახერხა RCNM ის( გუნდის) მმართველებთან შეთანხმება 2009/2010 სეზონზე კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე..
ამგვარად ის დატოვებს ფორთოხლისფერებისა და შავების გუნდს სეზონის ბოლოს..

user.gif

Hurricanes
user.gif მე არ ვარ ფრანგულის მცოდნე

Posted by: MAKARSKA 22 Dec 2009, 20:19
გიორგი კუთარაშვილი თამაშობს ფედერალ 1-ის "შატორენარში".
* * *
"შატორენარის" საითი http://rugby-rcc.com/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Dec 2009, 20:57
დავით, ჩემი, ალღოზე დაფუძნებული კრიტერიუმები მაქვს:

ბაყაყის-მჭამელები კავკასიელს არ გააჭაჭანებენ ვეშაპ გუნდში
რის გამოც კატალანი ვეშაპად მესახება, კლერმონი კი ვერა

ის, ჩვენზე მეტად მაინც რად უყვართ უჯიგრო რუმინელები?
სამშობლოს მარჩენალი კლუბი რომ ურჩევნიათ?

@


Posted by: David_S 22 Dec 2009, 21:10
pucukia
http://www.itsrugby.fr/joueur_3318.html

აგერ წერია რომ შატორეში თამაშობს და13 დეკემბერსაც ძირითადში იდგა სენტ-ეტიენის წინააღმდეგ

Lukas & Nikos Mama
QUOTE
დავით, ჩემი, ალღოზე დაფუძნებული კრიტერიუმები მაქვს:

ხო, ეგ ალღო ხშირად უტყუარი რამეა... ფიზიკის კანონები სადაც არ მუშაობს, ხშირად ეგ მეტაფიზიკური ალღოა ერთადერთი და უტყუარი საზომი

QUOTE
ის, ჩვენზე მეტად მაინც რად უყვართ უჯიგრო რუმინელები?

იმიტომ, რომ "თავისიანებად" თვლიან, ჩვენ კიდე ქვეყნის დასალიერში ვართ და ხალხადაც არ გვთვლიან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Dec 2009, 11:44
ცხოვრება წინ მიდის

აგერ რაგბის, ლიგის, ინგლისურისა და კომპუტერის
ერთბაშად მცოდნე რუსებიც გამოჩენილან

http://myrugby.ru/

ძაან სახალისო საითია =
ამბავი + ფოტო + ვიდეო +
შეფასება + გამოხმაურება - სტატისტიკა
= ბარაქიანი ბლოგი

Posted by: Datka1964-10-10 23 Dec 2009, 19:27
სალამი ყველას!

საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტ ნიჟარაძის ინფორმაციით ტრაბზონში პრობლემა შეიქმნა სტადიონთან დაკავშირებით,რამეთუ თურქეთის ჩიბლუხის გრანდების გალათასარაის და ტრაბზონსპორის თამაში უნდა ჩატარდეს ცენტრალურ სტადიონზე.
მიუხედავათ ამისა ჩვენი სარაგბო სამყაროს შეფებმა ,როგორც მე გავიგე იპოვეს გამოსავალი და 8 ათასიანი მეტად კომფორტული და ლამაზი სტადიონი შეარჩიეს.
მე ერთი რამე მაინტერესებს ,საქრთველოს რუსებთან თამაშსზე საშუალოდ 30-35 ათასი კაცი მოდის,მეოთხედიც ,რომ წამოვიდეს ტრაბზონში ალბათ ბილეთები პრობლემა იქნება....ისე მარიოპოლში 2000 ქართველი იყო.
თან თურქეთის ქართული დიასპორაც გასათვალისწინებელია და 100-200 რუსიც.
თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე.
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!

Posted by: giorgi77 23 Dec 2009, 19:50
Datka1964-10-10 გუშინ ვფიქრობდი, ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა მაგ თამაშზე წასვლის ორგანიზებას რაც ეხება, ცალცალკე რომ არ იბოდიალოს ხალხმა, დიდ ჯგუფებად რომ ჩავიდეს გულშემატკივარი. მაგ.ფორუმელებმა რომ მოვილაპარაკოთ და ერთად წავიდეთ. (მე აქ უნდა ვიპოვო ვინმე, ან მარტო ჩამოვალ, შეიძლება მე და დათიკო ერთად ჩამოვიდეთ)

ყველა საორგანიზაციო და სამგზავრო საკითხები ერთ თემაში რომ იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? გავხსნათ?

QUOTE
30-35 ათასი
ჩემი აზრით მაგდენი ქართველი ვერ ჩავა თურქეთში. თან რაგბზე sad.gif 8 ათასი ნორმალურია, კარგი იქნება თუ ქართველებით გაივსება

Posted by: Datka1964-10-10 23 Dec 2009, 20:23
giorgi77

QUOTE
ყველა საორგანიზაციო და სამგზავრო საკითხები ერთ თემაში რომ იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? გავხსნათ?


გავხსნათ გიოჯან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Dec 2009, 20:47
ჯან ჯან ჯან,
ოღონდ მალიარ ბაგრატიონთა გარეშე!

Posted by: MAKARSKA 23 Dec 2009, 21:30
აი აქ იქნება თამაში ძმებო.
ვფიქრობ ნორმალური სტადიონია.

Posted by: MAKARSKA 23 Dec 2009, 21:38
აი ცოტა უფრო მოზრდილი ვარიანტი. ნორმალურია რა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Dec 2009, 22:28
ჰოდა, რიზე არ ჯობდა?
უფრო კოხტა. უფრო დიდი!

თან ახლოა = ერთი საათი აქეთ
და ერთიც იქეთ!
წამსვლელთათვის ფაქტორია!

ეგებ მანდ გადაიტანონ მართლა,
თრაბზონიო, რა დაგინებულია?
უბრალოდ დაწერონ: რიზე (თრაბზონთან)

@

Posted by: amalun 23 Dec 2009, 23:44
მაგ დღეს თუ ფეხბურთია სტადიონზე მარტო ქართველები და რუსები იქნებიან, თურქი რაგბის საყურებლად არ მოვა როცა ტრაბზონი შინ თამაშობს!!!

Posted by: datiko 62 24 Dec 2009, 00:14
giorgi77
QUOTE
Datka1964-10-10 გუშინ ვფიქრობდი, ცალკე თემა ხომ არ გაგვეხსნა მაგ თამაშზე წასვლის ორგანიზებას რაც ეხება, ცალცალკე რომ არ იბოდიალოს ხალხმა, დიდ ჯგუფებად რომ ჩავიდეს გულშემატკივარი. მაგ.ფორუმელებმა რომ მოვილაპარაკოთ და ერთად წავიდეთ. (მე აქ უნდა ვიპოვო ვინმე, ან მარტო ჩამოვალ, შეიძლება მე და დათიკო ერთად ჩამოვიდეთ)

რა თქმა უნდა ორგანიზებული გამგზავრება კარგი იქნება და ცალკე თემის გახსნა არ აწყენდა ან ამბავს. ერთად გავემგზავროთ გიო.

Posted by: გიო81 24 Dec 2009, 00:14
რავი მართლა რიზე ხო არ ჯობია

Posted by: exploit 24 Dec 2009, 10:33
ვისაც უნდა გავუმაზავ რომ ეგ 8 ათასიანი სტადიონი ნახევრამდეც არ გაივსება საქართველოდან მაქსიმუმ 1000 კაცი წავიდეს დანარჩენი ადგილობრივები და იქ მომუშავე ქართველები იქნებიან

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Dec 2009, 11:00
QUOTE (exploit @ 24 Dec 2009, 10:33 )
საქართველოდან მაქსიმუმ 1000 კაცი წავიდეს

მაზი საჭირო არაა, მეც ეგრე მგონია

ჭირს ცხოვრება, ჰა-ჰა ორი-სამი ათასი წავიდეს

Posted by: kaxelo-1987 24 Dec 2009, 12:31

QUOTE
საქართველოდან მაქსიმუმ 1000 კაცი წავიდეს

მაზი საჭირო არაა, მეც ეგრე მგონია

ჭირს ცხოვრება, ჰა-ჰა ორი-სამი ათასი წავიდეს

რიზე მაგიტ გაცილებით უკეტესია.
ავტობუსი ბათუმიდან 15 ლარი ღირს.

Posted by: amalun 24 Dec 2009, 12:57
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 23 Dec 2009, 10:44 )
ცხოვრება წინ მიდის

აგერ რაგბის, ლიგის, ინგლისურისა და კომპუტერის
ერთბაშად მცოდნე რუსებიც გამოჩენილან

http://myrugby.ru/

ძაან სახალისო საითია =
ამბავი + ფოტო + ვიდეო +
შეფასება + გამოხმაურება - სტატისტიკა
= ბარაქიანი ბლოგი

იქნებ ჩვენც გავაკეთოთ მასეთივე ბლოგი? 1.კლასიკა 2. 7 კაცა 3. ლიგა

Posted by: LEVA1989 25 Dec 2009, 11:04
რაგბში მაინც ვართ მაგრები smile.gif

http://en.wikipedia.org/wiki/2011_Rugby_World_Cup_-_Europe_qualification

Posted by: David_S 30 Dec 2009, 14:45
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1630

ინტერვიუს ბოლოში, ირაკლი საუბრობს 2010-ში ჩასატარებელი თამაშების შესახებ. მე როგორც მივვხვდი, A ნაკრებზეა საუბარი.

ვინმეს დამატებითი ინფო ხომ არ აქვს, რომელ ევროპულ ნაკრებებზეა საუბარი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Dec 2009, 15:16
ჰოლანდია + ბელგიის პაესტკა

პლანს დავეძებენ, მეკურტუმეებს თუ ტიტებს?

Posted by: lejo7 8 Jan 2010, 23:25
ვიყავი ჩამოსული და არავის დაურეკია, ერთი კვირა ვიყავი თანაც 3 დღე გუდაურში ავედი ოჯახთან ერთად . მოკლეთ რა გითხრა ჩემო ლუკას და ნიკას მამა . ეხლა კი უკრაინაში მივდივარ და უკრაინის შვიდკაცა უნდა ვავარჯიშო სხვა რა გითხრა ხო მიხვთი რატომ აღარ შემოვდივარ . ეხლა უკრაინელი ჯეილების ტრენერი .

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jan 2010, 00:23
ჲეეეჰ! მე კი ნომერი ვერ ვიპოვე აქა 36 3? ?? = იოლი კი იყო, მაგრამ ვეღარ გავიხსენე

Posted by: lejo7 9 Jan 2010, 17:49
QUOTE
ჲეეეჰ! მე კი ნომერი ვერ ვიპოვე აქა 36 3? ?? = იოლი კი იყო, მაგრამ ვეღარ გავიხსენე

ნომერი სახლი თბილისი : 363564 ახალია ადრე სხვა მქონდა . დარეკე და დავილაპარაკოთ , რაგბზე მე ზაპხულში ჩამოვალ ხვალ კი ოდესაში ვიქნები აბა დროებით ზაალ ლეჟავა და გილოცავ ახალ 2010 !!

Posted by: solo-solo 10 Jan 2010, 20:48
12-13 ნომერზე გიორგაძეს, კაჭარავას, ზიბზიბაძეს და გიგაურს კონკურენტი გამოუჩნდათ - ლაშა მალაღურაძე ბეზიედან lol.gif როგორც ჩანს კლუბში 10 ნომერზე ვერ გაამართლა http://www.itsrugby.fr/match_57180.html

Posted by: Q10 11 Jan 2010, 12:03
QUOTE
12-13 ნომერზე გიორგაძეს, კაჭარავას, ზიბზიბაძეს და გიგაურს კონკურენტი გამოუჩნდათ - ლაშა მალაღურაძე ბეზიედან  როგორც ჩანს კლუბში 10 ნომერზე ვერ გაამართლა http://www.itsrugby.fr/match_57180.html


ეეეე როდის ვიზახდი ვერ ითამაშებს ეგ ბეზიეში 10 ზე თქო ... ეგეთი 10 ნომერი საქართველოს ნაკრებს ვერ წაადგება ვერანაირად , იმიტო რო როგორც მე ვხედავ მოუკლო თამაშს... დაცვაში კარგია მარა შეტევაში გუნდს ვერ ათამაშებს , ეტყობა არარ ვარჯიშობს არც კარში დარტყმაზე და შედეგიც გამოჩნდა...12 ნომერზე მალაღურა ... კარგი აზრია ისე ... მოშნია და უფრო ითამაშებს ...

Posted by: Datka1964-10-10 11 Jan 2010, 12:07
solo-solo


QUOTE
როგორც ჩანს კლუბში 10 ნომერზე ვერ გაამართლა


ბეზიე ორი 10 ნომრით თამაშობს.
წინ ქართველებო!!!!!!!!!!!

Posted by: ampuliko 13 Jan 2010, 17:24
გერმანიასთან ძირითადი ნაკრები შეიკრიბება ??

Posted by: iverieli 13 Jan 2010, 18:10
ისე უკვე უნდა იყოს ცნობილი ვინ ითამაშებს გერმანიასთან. კანდიდატებს როდისთვის დაასახელებენ ხომარიცის ვინმემ?

Posted by: lejo7 13 Jan 2010, 19:36
solo-solo
შენ რაგბის მაგარი სპეციალისტი ჩანხარ ? რას იძახი ადამიანო როგორც იქნა 10 N გამოჩდა ამ საქარტველოს ნაკრებში . ორი 10N თამაჟზე თუ გსმენია რამე ? მე ამას მოგვიანებით აგიხსნი აბა შენ მაგაზე არ იდარდო ლაშა ჯერ ახალგაზდაა და კიდე მოუმატებს დარცმუნებული ვარ ზაზა ლეჟო .

Posted by: გიო81 14 Jan 2010, 00:00
ჰა მოახლოვდა ნაკრების თამაშები?

Posted by: kukaracha1981 15 Jan 2010, 14:01
http://www.youtube.com/watch?v=cXCDKjhZnE0

Posted by: Q10 15 Jan 2010, 14:21
lejo7

QUOTE
რას იძახი ადამიანო როგორც იქნა 10 N გამოჩდა ამ საქარტველოს ნაკრებში .

აი ამ ამბავში ვერ დაგეთანხმები ... არ გვყავს ჩვენ ჯერ ღისრეული10 ნომერი ... smile.gif

Posted by: gurgenag 15 Jan 2010, 16:13
QUOTE
არ გვყავს ჩვენ ჯერ ღისრეული10 ნომერი ...

დავაცადოტ მალაღურას თავიდან კარგად დაიწყო და ეხლაც მგონი გაამართლებს ჩვენ იმედებს... თან ჯერ ახალგაზრდაა... 10 ნომერი კი არა 15 ზე გვიჩირს და მაგაზე გვაქ საზრუნი... იმედია ყიასაშვილი თუ ფიზიკურად მოუმატა დიდი ძალა იქნება ჩვენთვის.

Posted by: kukaracha1981 15 Jan 2010, 19:48
ისე მალაღურაძემ მარიუპოლში მაგრად იბრძოლა და მაგარი ლელოც დადო!

Posted by: Rugby12 15 Jan 2010, 21:59
kukaracha1981
ვაბშემც მანდ გორგოძემ უფრო იბრძოლა ,მარა ჯიგრით კი ითამაშა ყველამ იმედია ეხაც ეგრე ითამაშებენ

Posted by: lejo7 16 Jan 2010, 00:19
Q10
QUOTE
აი ამ ამბავში ვერ დაგეთანხმები ... არ გვყავს ჩვენ ჯერ ღისრეული10 ნომერი

აი მომისმინე როდისმე თუ გითამაშია 10 დიდი პასუხისგებლობაა და დიდი გამოცთილება ჭირდება მერე ხო ვილკინსონი ჯერ ვერარი , მაგრამ აი მსოფლიოზე იქ ჩვენმა ნაკრებმა შედეგი თუ აჩვენა და ლაშაც იქ უნდა გაიხსნეს როგორც დიდი მოთამაშე , მე მჯერა და შენ ვინმე გეგულება უკეთესი ლაშაზე აააა ?

Posted by: ampuliko 16 Jan 2010, 01:47
მალაღურა კარგი 10 ნომერია !!!!
თუ უფრო ბევრს ივარჯიშებს და ბევრს იშრომებს მაგარი 10 ნომერი გახდება !!!!
* * *
http://img709.imageshack.us/i/gd1259859672.jpg/
* * *
აი ერთერთი საუკეთესო ბორჯღალოსანი

Posted by: Q10 16 Jan 2010, 10:14
QUOTE
აი მომისმინე როდისმე თუ გითამაშია 10 დიდი პასუხისგებლობაა და დიდი გამოცთილება ჭირდება მერე ხო ვილკინსონი ჯერ ვერარი , მაგრამ აი მსოფლიოზე იქ ჩვენმა ნაკრებმა შედეგი თუ აჩვენა და ლაშაც იქ უნდა გაიხსნეს როგორც დიდი მოთამაშე , მე მჯერა და შენ ვინმე გეგულება უკეთესი ლაშაზე აააა ?


მე მომავალში რა იქნება იმას არ ვამბობ... მომავალში რო გამოასწორებს თამაშს მჯერა და გამიხარდება , მარა ეხლა დღეს 10 ნომერი იმას ვერ აკეთებს ანუ იმ დატვირთვას ვერ იღებს საკუთარ თავზე რაც უნდა აიღოს ...
იტალიასთან მატჩიხო საერთოდ კატასტროფა იყო და არ მითხრათ ეხლა რო ერთი თამაში ვის არ ჩაუგდიაო ...

Posted by: Rugby12 16 Jan 2010, 12:14
დავეთანხმები ბატონlejo7
და ვიტყვი რო 10-ზე ძნელი და დამღლელი პოზიცია რაგბში არ არი.

Posted by: CENTURIONI 16 Jan 2010, 16:19
ათი ნომრის პოზიცია კი არის ძნელი .უფროს სწორედ ერთერეთი ურთულესია და საქმეც ეგაა რამ ზუსტად მაგ პოზიციაზე გვინდა კარგი მოთამაშე რომელიც გუნდის თამAშის 70 -80 პროცენტს წარმართავს. ხოდა ზუსტად 10 ნომრის სისუსტეა ჩვენი ერთერთი დიდი მინუსი .მეც ვფისრობ რომ ეგ ბიჭი ვარაა ნაკრების დონის 10 ნომერი. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ
მოდი მაშინ ვთქვათ რა მოეტხოვება კარგ 10 ნომერს ჩამოვწეროტ პუნქტებათ და მერე ვნახოთ მალაღურაძე რამდენად მიახლოებულია ამ წარმოსახვIტ იდეალურ 10 ნომერთან.
ჩემის აზრით მაგ პოზიციაზე დღესდღეობით ხმალაძე ჯობნის ყველას საქართველოში და დროა მისცენ შანსი მაგ ბიჭსაც
ლაშა მალაღურაძე 24 წლისაა უკვე ხომ. პატარა ნამდვილად აღარაა ნაკრებში უკვე 2 წელია თამაშობს 1 სეზონზე თუ არა უშავდა მეორე აშკარად ჩააგდო .24 წლის კაცი ისეთს ვერაFერს მოუმატებს ახლა რომ ვარსკვალავები მოწყვიტოს მით უმეტეს ხაზის მოტამაშეს.
მაგის მინუსებია შესაბამის სისწრაფის არ ქონა, არასაკმარისი ოსტატობა .ტექნიკურ ოსტატობას ვგულისხმობ. ამ ორიდან გამომდინარე სესაბამისად ვერ შეძლებს თამაშის თავის თAვზე აღებას და რაიმე განსაკუთრებული შექმნას .
ასევე ხაზს ვერ ათამშებს გამართულად არასწორ გადაწყვეტილეებებს იღებს ხშირად. კიდე შეიძლება გავაგრძელო ასე კარგა ხანს.მე ვიტროდი რომ ზალიან პროგნოზირებადი მოთამაშეა. ანუ საკამოდ დიდი ალბათობIტ სეGიძლია თQვა თუ შემდეგ რას გააკეთებს . ფეთქებადი არ არის სისიხარტე და სწრაფი გაქაწყვეტილებები რომ შეეძლოს.
პლიუსები ინდივიდიუალურად დაცვაში არაუშავს ვერ უტვყი რომ დირკააო. ფეხს ურტყამს სკამაო შორს თუ წაუვიდა დარტყმა.
სტაბლურიაო რომ ვქტქვა არი მარა უარყოფითად სტაბილურია
იმედია გააუმჯობესებს თავის თამაშს მარა მე უფრო ვთვლი რომ სვხა ხალხი ვცადოთ ისევ ჯობია. მარტო 1 ათი ნომრის იმედზე რომ არ ვიყოთ.
ვცადოთ ხმალაძე ,ანაც ცოფიანი სულ დაივიწყეს ანაც სულ 15 ნომერზე ათამსშებდნენ არადა 10 ნომერზე გაიზარდა ეგ ბიში და შესაბამისად მაგიზ პოზიციაც ბუნებრივად 10 ნომერი უნდა იყოს ცემი აზირით.
კიდევ გავაგრძელო?
biggrin.gif sad.gif

Posted by: Rugby12 16 Jan 2010, 16:52
QUOTE
თი ნომრის პოზიცია კი არის ძნელი .უფროს სწორედ ერთერეთი ურთულესია და საქმეც ეგაა რამ ზუსტად მაგ პოზიციაზე გვინდა კარგი მოთამაშე რომელიც გუნდის თამAშის 70 -80 პროცენტს წარმართავს. ხოდა ზუსტად 10 ნომრის სისუსტეა ჩვენი ერთერთი დიდი მინუსი .მეც ვფისრობ რომ ეგ ბიჭი ვარაა ნაკრების დონის 10 ნომერი. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ
მოდი მაშინ ვთქვათ რა მოეტხოვება კარგ 10 ნომერს ჩამოვწეროტ პუნქტებათ და მერე ვნახოთ მალაღურაძე რამდენად მიახლოებულია ამ წარმოსახვIტ იდეალურ 10 ნომერთან.
ჩემის აზრით მაგ პოზიციაზე დღესდღეობით ხმალაძე ჯობნის ყველას საქართველოში და დროა მისცენ შანსი მაგ ბიჭსაც
ლაშა მალაღურაძე 24 წლისაა უკვე ხომ. პატარა ნამდვილად აღარაა ნაკრებში უკვე 2 წელია თამაშობს 1 სეზონზე თუ არა უშავდა მეორე აშკარად ჩააგდო .24 წლის კაცი ისეთს ვერაFერს მოუმატებს ახლა რომ ვარსკვალავები მოწყვიტოს მით უმეტეს ხაზის მოტამაშეს.
მაგის მინუსებია შესაბამის სისწრაფის არ ქონა, არასაკმარისი ოსტატობა .ტექნიკურ ოსტატობას ვგულისხმობ. ამ ორიდან გამომდინარე სესაბამისად ვერ შეძლებს თამაშის თავის თAვზე აღებას და რაიმე განსაკუთრებული შექმნას .
ასევე ხაზს ვერ ათამშებს გამართულად არასწორ გადაწყვეტილეებებს იღებს ხშირად. კიდე შეიძლება გავაგრძელო ასე კარგა ხანს.მე ვიტროდი რომ ზალიან პროგნოზირებადი მოთამაშეა. ანუ საკამოდ დიდი ალბათობIტ სეGიძლია თQვა თუ შემდეგ რას გააკეთებს . ფეთქებადი არ არის სისიხარტე და სწრაფი გაქაწყვეტილებები რომ შეეძლოს.
პლიუსები ინდივიდიუალურად დაცვაში არაუშავს ვერ უტვყი რომ დირკააო. ფეხს ურტყამს სკამაო შორს თუ წაუვიდა დარტყმა.
სტაბლურიაო რომ ვქტქვა არი მარა უარყოფითად სტაბილურია
იმედია გააუმჯობესებს თავის თამაშს მარა მე უფრო ვთვლი რომ სვხა ხალხი ვცადოთ ისევ ჯობია. მარტო 1 ათი ნომრის იმედზე რომ არ ვიყოთ.
ვცადოთ ხმალაძე ,ანაც ცოფიანი სულ დაივიწყეს ანაც სულ 15 ნომერზე ათამსშებდნენ არადა 10 ნომერზე გაიზარდა ეგ ბიში და შესაბამისად მაგიზ პოზიციაც ბუნებრივად 10 ნომერი უნდა იყოს ცემი აზირით.
კიდევ გავაგრძელო?
 

+100

Posted by: Q10 16 Jan 2010, 17:08
QUOTE
ჩემის აზრით მაგ პოზიციაზე დღესდღეობით ხმალაძე ჯობნის ყველას საქართველოში და დროა მისცენ შანსი მაგ ბიჭსაც


+1

QUOTE
ათი ნომრის პოზიცია კი არის ძნელი .უფროს სწორედ ერთერეთი ურთულესია და საქმეც ეგაა რამ ზუსტად მაგ პოზიციაზე გვინდა კარგი მოთამაშე რომელიც გუნდის თამAშის 70 -80 პროცენტს წარმართავს. ხოდა ზუსტად 10 ნომრის სისუსტეა ჩვენი ერთერთი დიდი მინუსი .მეც ვფისრობ რომ ეგ ბიჭი ვარაა ნაკრების დონის 10 ნომერი. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ
მოდი მაშინ ვთქვათ რა მოეტხოვება კარგ 10 ნომერს ჩამოვწეროტ პუნქტებათ და მერე ვნახოთ მალაღურაძე რამდენად მიახლოებულია ამ წარმოსახვIტ იდეალურ 10 ნომერთან.
ჩემის აზრით მაგ პოზიციაზე დღესდღეობით ხმალაძე ჯობნის ყველას საქართველოში და დროა მისცენ შანსი მაგ ბიჭსაც
ლაშა მალაღურაძე 24 წლისაა უკვე ხომ. პატარა ნამდვილად აღარაა ნაკრებში უკვე 2 წელია თამაშობს 1 სეზონზე თუ არა უშავდა მეორე აშკარად ჩააგდო .24 წლის კაცი ისეთს ვერაFერს მოუმატებს ახლა რომ ვარსკვალავები მოწყვიტოს მით უმეტეს ხაზის მოტამაშეს.
მაგის მინუსებია შესაბამის სისწრაფის არ ქონა, არასაკმარისი ოსტატობა .ტექნიკურ ოსტატობას ვგულისხმობ. ამ ორიდან გამომდინარე სესაბამისად ვერ შეძლებს თამაშის თავის თAვზე აღებას და რაიმე განსაკუთრებული შექმნას .
ასევე ხაზს ვერ ათამშებს გამართულად არასწორ გადაწყვეტილეებებს იღებს ხშირად. კიდე შეიძლება გავაგრძელო ასე კარგა ხანს.მე ვიტროდი რომ ზალიან პროგნოზირებადი მოთამაშეა. ანუ საკამოდ დიდი ალბათობIტ სეGიძლია თQვა თუ შემდეგ რას გააკეთებს . ფეთქებადი არ არის სისიხარტე და სწრაფი გაქაწყვეტილებები რომ შეეძლოს.
პლიუსები ინდივიდიუალურად დაცვაში არაუშავს ვერ უტვყი რომ დირკააო. ფეხს ურტყამს სკამაო შორს თუ წაუვიდა დარტყმა.
სტაბლურიაო რომ ვქტქვა არი მარა უარყოფითად სტაბილურია
იმედია გააუმჯობესებს თავის თამაშს მარა მე უფრო ვთვლი რომ სვხა ხალხი ვცადოთ ისევ ჯობია. მარტო 1 ათი ნომრის იმედზე რომ არ ვიყოთ.
ვცადოთ ხმალაძე ,ანაც ცოფიანი სულ დაივიწყეს ანაც სულ 15 ნომერზე ათამსშებდნენ არადა 10 ნომერზე გაიზარდა ეგ ბიში და შესაბამისად მაგიზ პოზიციაც ბუნებრივად 10 ნომერი უნდა იყოს ცემი აზირით.
კიდევ გავაგრძელო?


+100

Posted by: Love The Sun 16 Jan 2010, 18:13
მალაღურაზე ცუდი 10 ნომერი საფრანგეთის მე2ე დივიზიონის არც ერთ გუნდს არ ყავს.
:\
სწორედ შენიშნეს, რომ სტაბილურად ცუდი მოთამაშეა.
რაც შეეხება მარიუპოლს და იქ დადებულ ლელოს რომელიც გორგოძემ გააკეთა ეგ მალაღურას როგორც 10 ნომერს ბევრს ვერაფერს მატებს
smile.gif

Posted by: ampuliko 16 Jan 2010, 18:46
QUOTE
მალაღურაზე ცუდი 10 ნომერი საფრანგეთის მე2ე დივიზიონის არც ერთ გუნდს არ ყავს.


ეგრე ჩვენი 9 / 13 / 14 / 15 ნომრებიც საფრანგეთის 3 დივიზიონში თამაშობენ !!!

Posted by: Love The Sun 16 Jan 2010, 18:59
ampuliko
თითოეული ეგ ადამიანი თავის საქმეს იქ აკეთებს და თავის პოზიციაზე პირველები არიან რა დონეზეც თამაშობენ. კვირიკაშვილი თავის გუნდში წამყვანი იგროკია. კაჭიზე ლაპარაკიც ზედმეტია ყველამ ვიცით მაგ ბიჭს რაც შეუძლია დარსის და ო'დრისკოლს ფეხი არ გააშლევინა smile.gif
მალაღურა კიდე 10 ნომერი არ არის რა...
smile.gif

Posted by: ampuliko 16 Jan 2010, 19:27
QUOTE
თითოეული ეგ ადამიანი თავის საქმეს იქ აკეთებს და თავის პოზიციაზე პირველები არიან რა დონეზეც თამაშობენ. კვირიკაშვილი თავის გუნდში წამყვანი იგროკია. კაჭიზე ლაპარაკიც ზედმეტია ყველამ ვიცით მაგ ბიჭს რაც შეუძლია დარსის და ო'დრისკოლს ფეხი არ გააშლევინა
მალაღურა კიდე 10 ნომერი არ არის რა...



გეთანხმები და მეც მანდ ვარ !!! მაგრამ გახსოვს იტალიასთან წარუმატებელი თამაშის მერე მეკო მიწასთან გაასწორეს!! 15 ნომრად არ ვარგაო, ოდრისკოლს რო ფეხი არ გაანძრევინა ეგ აგარ ახსოვდა არავის!!!!

ჩემი აზრით მსოფლიოზე მალაგურაც ისეთ თამაშს აჩვენებს ჩვენ რო მოგვეწონება !!!!! რათქმა უნდა თუ ძალიან ბევრ იშრომებს მანამდე

ბორჯღალოსნების დიდი გულშემატკივარი ვარ და ყველა ნომერი ნაკრებში მაგრად მევასება ))))))))))

Posted by: Q10 16 Jan 2010, 19:44
QUOTE
ბორჯღალოსნების დიდი გულშემატკივარი ვარ და ყველა ნომერი ნაკრებში მაგრად მევასება ))))))))))


ეგ ჩემი აზრით ბრმა გულშემატკივრობააა..ნაღდი და საღი გულშემატკივრობა ისაა როცა ნებისმიერ მოტამაშეს ან დაუფასებ და მოუწონებ ან ჯანსაღ კრიტიკას გაუტარებ თამაშის მერე ...

როცა არ გყავს 10 ნომერი , არ შეილება იძახო რო მყავსო.. თავი მოვიტყუოთ? ?

Posted by: Rugby12 16 Jan 2010, 20:29
QUOTE
ბორჯღალოსნების დიდი გულშემატკივარი ვარ და ყველა ნომერი ნაკრებში მაგრად მევასება ))))))))))

ჩვენ მტრები ვართ მერე ?

უბრალოდ აზრი არის ასეთი მალაღურაზე , და სწორიც .


თორე ისე დარწმუნებული ვარ ძალინა კაი ბიჭია და მშრომელი.

Posted by: solo-solo 17 Jan 2010, 17:01
http://www.itsrugby.fr/match_57184.html ეგეც ორი ათი ნომრით მოთამაშე ბეზიე და სადაა ლაშა მალაღურაძე. ისე ცნობისათვის ამ სეზონში ბეზიეს 12 თამაში აქვს გამართული და ლაშამ მხოლოდ ექვვსში მიიღო მონწილებოა. http://www.itsrugby.fr/joueur_5477.html ამით მოხლოდ ერთი რამის თქმა მინდა (ჩემი წინა პოსტი ნაწილმა სხვანაირად გაიგო) ლაშა ნაკრებში რომ გამოჩნდა, მართლაც არ თამაშობდა ცუდად. მაგრამ ფაქტია, რომ დღსედღეობით უმეტეს თამაშებში ვერც ნაკრებში ამართლებს იმედებს და მესამე ლიგის კლუბშიც არ ითვლება მაინც და მაინც ძირითადის წევრად. ღმერთმა ქნას ისევ პროგრესისკენ წავიდეს, ამით პირველ რიგში ჩვენი ნაკრები იხეირებს. მაგრამ ამ ეტაპზე პირდაპირ ვიტყვი ძირითადში 10 ნომერზე არ დავაყენებდი.

Posted by: Q10 17 Jan 2010, 20:11
QUOTE
http://www.itsrugby.fr/match_57184.html ეგეც ორი ათი ნომრით მოთამაშე ბეზიე და სადაა ლაშა მალაღურაძე. ისე ცნობისათვის ამ სეზონში ბეზიეს 12 თამაში აქვს გამართული და ლაშამ მხოლოდ ექვვსში მიიღო მონწილებოა. http://www.itsrugby.fr/joueur_5477.html ამით მოხლოდ ერთი რამის თქმა მინდა (ჩემი წინა პოსტი ნაწილმა სხვანაირად გაიგო) ლაშა ნაკრებში რომ გამოჩნდა, მართლაც არ თამაშობდა ცუდად. მაგრამ ფაქტია, რომ დღსედღეობით უმეტეს თამაშებში ვერც ნაკრებში ამართლებს იმედებს და მესამე ლიგის კლუბშიც არ ითვლება მაინც და მაინც ძირითადის წევრად. ღმერთმა ქნას ისევ პროგრესისკენ წავიდეს, ამით პირველ რიგში ჩვენი ნაკრები იხეირებს. მაგრამ ამ ეტაპზე პირდაპირ ვიტყვი ძირითადში 10 ნომერზე არ დავაყენებდი.


სრულიად გეთანხმები.... წელს 10 ნომერზე აუცილებლად უნდა გამოიცადოს სხვა ვინმე თორე ესე შორს ვერ წავალთ... აი ვნახოთ გერმანიასთან 6 ში ვის გამოცდიან !

უი ხმალაძისთვის დაუძახიათ ! ეს უკვე კარგია ... მგონი მივაღწიეთ იმას რაც აქ ყველა ფორუმელს უნდოდა ! biggrin.gif

Posted by: solo-solo 17 Jan 2010, 20:24
მაგრამ 100 პროცენტიტ ვარ დარწმუნებული მალაღურას დააყენებენ ყველა თამაშში, თუ ჯანმრთელად იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ფორმაში იქნება თუ არა. იქნებ გაამართლოს კიდეც ბოლომდე. ცოტა მეეჭვება, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება biggrin.gif

Posted by: kukaracha1981 20 Jan 2010, 16:38
რაღაც მჯერა რომ მალაღურაძე მოუმატებს და მაგ ბიჭის სახით კარგი 10 ნომერი ეყოლება ჩვენ ნაკრებს.
რაც შეეხება სხვების გამოცდას ეს აუცილებელი და საჭიროა, როგორც მინიმუმ კონკურენციის არსებობისათვის! და მივესალმები!
* * *
კიდევ ერთ პრობლემას მინდა გაუსვა ხაზი! მამუკა გორგოძის სიფიცხე, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს მის კარიერაზე! ესე თუ გააგრძელა შეიძლება მუდმივი დისკვალიფიკაციები არ ასცდეს, რაც მის სპორტულ ფორმაზე დიდ გავლენას მოახდენს! მაგრამ თუ ეგ კომპონენტი გამოასწორა მალე მსოფლიო დონის ვარსკვლავიც გახდება!!!!!!!!

Posted by: chombe 20 Jan 2010, 18:00
ჩემი მოკლე ჭკუით, მსოფლიოზე გასვლა დევიბევოთ და ექსპერიმენტები და ახლების გამოცდა, მერე აჯობებს !



kukaracha1981
QUOTE
კიდევ ერთ პრობლემას მინდა გაუსვა ხაზი! მამუკა გორგოძის სიფიცხე, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს მის კარიერაზე!


ეგ მართალია მაგრამ, უპრიანი იქნება, მაგ პრობლემის გამოსწორებას მამუკა 20 მარტის მერე თუ დეიწყებს... biggrin.gif

Posted by: Love The Sun 20 Jan 2010, 19:22
kukaracha1981
მამუკაზე რასაც ამბობ გეთანხმები.
რაც შეეხება მალაღურას მე დიდი იმედით ვერ ვუყურებ მაგ ბიჭს, მარა ღმერთმა ქნას და მართლა კაი 10 ნომერი დადგეს smile.gif


Posted by: Rugby12 20 Jan 2010, 20:03
ჩემი აზრით ლაშა უფრო 12-13 უნდა იყოს , ჯანი არ აკლია.

Posted by: Love The Sun 21 Jan 2010, 00:46
QUOTE (Rugby12 @ 20 Jan 2010, 20:03 )
ჩემი აზრით ლაშა უფრო 12-13 უნდა იყოს , ჯანი არ აკლია.

ითამაშოს მაგ ბიჭმა საფრანგეთში და გაანებოს ნაკრებს თავი biggrin.gif
დაცვა არ უვარგა და 12-13ის თამაშის 50% დღევანდელ რაგბში დაცვაა...

Posted by: Rugby12 21 Jan 2010, 00:52
Love The Sun
რავიცი კაკრაზ ,დაცვაზე დგას მგონი სტაბილურად.

ოღონდ მართალი ხარ სანაკრებოდ ვერა

Posted by: kukaracha1981 21 Jan 2010, 16:51
QUOTE
ეგ მართალია მაგრამ, უპრიანი იქნება, მაგ პრობლემის გამოსწორებას მამუკა 20 მარტის მერე თუ დეიწყებს... 

sa.gif vik.gif

Posted by: vake123 23 Jan 2010, 20:57
ვინმემ ხო არ იცით, თემო სოხაძე სადაა. ეგ მალაღურასთან ერთად თამაშობდა ყოჩებში და მაშინ ძაან მაგარი იყო. მერე რამდენჯერმე ითამაშა ნაკრებში, მაგრამ ჩერჩილის თასის მერე აგარ გამოჩენილა. თამაშობს კიდე?

Posted by: ampuliko 23 Jan 2010, 21:40
რუსებმა ჩამოგვწიეს ერთი ადგილით ქვემოთ რეიტინგში !! ნამიბიას მოუგეს 30-15

Posted by: borjgali1964 23 Jan 2010, 21:40
vake123
გამიხარდა ჩემს გარდა თუ ახსოვდა ვინმეს თემო აღარ მეგონა, შარშან რუსეთში თამაშობდა. მეორე წრიდან ჩაერთო და სეზონის ბოლოს მეორე სდგილზე გავიდა შედეგიანობით. მთელი ცხოვრება 10-ზე თამაშობდა ყოჩებში (ძირითადი ეგ იყო და მალაღურა სათადარიგო). ჩერჩილზეც არ ათამაშეს 10-ზე და აიჭრა. ,,ა" ნაკრებში მაინც დაუძახონ და 1 ტაიმი ათამაშონ 10-ზე, იქნება რას შვება?

Posted by: CENTURIONI 23 Jan 2010, 21:51
სანამ ლეინის ნაირი ### იქნება ნაკრებშI მთავარ მწვრთნელად ჩვენ ნაკრებს კიდევ კარგა ხანს არ ეშველება.მაგაში დარწმუნებული ვარ. იმაშI უფრო ვარ დარწმუნებული მაგარი მამალი ###ა ლეინი.მაგაზე ბევრად უკეთესი მწვრთნელის მოყვანა შეიძლებოდა იგივე ხელფასით ნაკრებში ჩემი აზრით. გაუშვით ნაკრებიოდან ლეინი და მაგას მიყვება კიდევ ალბათ რამოდენიმე მოთამაშეც.აშკარად შეიძლება უკეთესი თუნდაც 10 ნომრის მონახვა.

Posted by: Q10 23 Jan 2010, 22:51
QUOTE
სანამ ლეინის ნაირი ### იქნება ნაკრებშI მთავარ მწვრთნელად ჩვენ ნაკრებს კიდევ კარგა ხანს არ ეშველება.მაგაში დარწმუნებული ვარ. იმაშI უფრო ვარ დარწმუნებული მაგარი მამალი ###ა ლეინი.მაგაზე ბევრად უკეთესი მწვრთნელის მოყვანა შეიძლებოდა იგივე ხელფასით ნაკრებში ჩემი აზრით. გაუშვით ნაკრებიოდან ლეინი და მაგას მიყვება კიდევ ალბათ რამოდენიმე მოთამაშეც.აშკარად შეიძლება უკეთესი თუნდაც 10 ნომრის მონახვა.


ასიანი ხარ ... ეხლამსოფლიომდე არაფერი იქნება , მაგას არ გაუშვებენ არ არსებობს sad.gif მანამდე გამოცადოს რა 10 ზე სხვები , რა დაგვტოვოს მსოფლიოს გარეშე თორე მერე მოუ... ##

Posted by: გიო81 23 Jan 2010, 23:16
QUOTE
რუსებმა ჩამოგვწიეს ერთი ადგილით ქვემოთ რეიტინგში !! ნამიბიას მოუგეს 30-15

მაგათი დედას შევეცი,დღითიდღე ვითარდებიან მაგათი...


QUOTE
სანამ ლეინის ნაირი ### იქნება ნაკრებშI მთავარ მწვრთნელად ჩვენ ნაკრებს კიდევ კარგა ხანს არ ეშველება.მაგაში დარწმუნებული ვარ. იმაშI უფრო ვარ დარწმუნებული მაგარი მამალი ###ა ლეინი.მაგაზე ბევრად უკეთესი მწვრთნელის მოყვანა შეიძლებოდა იგივე ხელფასით ნაკრებში ჩემი აზრით. გაუშვით ნაკრებიოდან ლეინი და მაგას მიყვება კიდევ ალბათ რამოდენიმე მოთამაშეც.აშკარად შეიძლება უკეთესი თუნდაც 10 ნომრის მონახვა.
QUOTE
ასიანი ხარ ... ეხლამსოფლიომდე არაფერი იქნება , მაგას არ გაუშვებენ არ არსებობს sad.gif მანამდე გამოცადოს რა 10 ზე სხვები , რა დაგვტოვოს მსოფლიოს გარეშე თორე მერე მოუ... ##

მართლა ესეთი ###ა?

Posted by: vake123 23 Jan 2010, 23:41
borjgali1964

თემოსნაირი ტალანტი მგონი არც მანამდე და არც მერე აგარ ყოფილა. თავისხელებში ხო მაგრა ჩანდა მარა 83-84-იანებში რო ათამაშებდნენ იქაც ვარკსვლავი იყო. ეგ რო ნაკრებში ერთი ორი თამაში ათამაშონ სხვა 10 ნომერს აგარც დაუძახებენ. თამაშს მალაღურაზე ბევრად მაგრა ხედავს და ფიზიკურადაც 10 ნომრისთვის იდეალურია.

ისე გამიხარდა წარმატაბები რო აქ

Posted by: David_S 24 Jan 2010, 13:27
vake123
QUOTE
თემოსნაირი ტალანტი მგონი არც მანამდე და არც მერე აგარ ყოფილა.

მარტო ტალანტი რომ არ არის საკმარისი, მაგაზე ხომ ვთანხმდებით? ეგრე მალაღურაც ნიჭიერია მაგრამ შედეგი არ აქვს ისეთი როგორიც ჩვენ გაგვიხარდება

QUOTE
ფიზიკურადაც 10 ნომრისთვის იდეალურია

სწორედაც რომ ფიზიკურად არის სუსტი >>> დაცვაში სუსტია, თან აღნაგობა აქვს ისეთი, რომ მანდ ბევრ ვერ მოუმატებს... ისევ 15-ზე ჯობია დავაყენოთ... 10 ნომერი კი საძებარია (სხვებზე მეტად ამ წუთისათვის ისევ ხმალაძე მგონია, მაგრამ ეგეც ფიზიკურად პატარაა sad.gif )

Posted by: უჩინარი 24 Jan 2010, 13:46
QUOTE (giog81 @ 23 Jan 2010, 23:16 )
QUOTE
რუსებმა ჩამოგვწიეს ერთი ადგილით ქვემოთ რეიტინგში !! ნამიბიას მოუგეს 30-15

მაგათი დედას შევეცი,დღითიდღე ვითარდებიან მაგათი...


როგორც არ უნდა განვითარდნენ ეგენი სულ ამ დღეში გვეყოლებიან yes.gif vik.gif

Posted by: borjgali1964 24 Jan 2010, 14:11
David_S
დავითს გაუმარჯოს !
ეტყობა კარგა ხანია აღარ გინახია, თორემ სუსტი ნამდვილად არაა))
რომ გვეცადა 1 ტაიმი 10-ზე? ხომ ხედავ 10 ნაკრებზეც თანახმა ვარ))

Posted by: Q10 24 Jan 2010, 15:07
QUOTE
(სხვებზე მეტად ამ წუთისათვის ისევ ხმალაძე მგონია, მაგრამ ეგეც ფიზიკურად პატარაა


ხმალაძე სუსტია მარა სამაგიეროდ დაცვაში ძალიან მაგრად თამაშობს ... პეხებში შედის და ყველას აჩერებს თითქმის , დაჟე ამ წელს ყველას მაგივრად მგონი ეგ აკეთებდა ზახვატებს და ყველგან იყო ...

QUOTE
წორედაც რომ ფიზიკურად არის სუსტი


მართლა არ გინახავთ ალბათ კარგი ხანია ... მე ვნახე რებეკასთან ბარში სადღაც 1-2 თვის წინ და მოკლე მაიკა ეცვა და მაგარ ჯანზე ჩანდა... მგონი არ უნდა გაუჭირდეს 10 ნომერზე ...უნდა ვცადოთ ყველა ვარიანტში ... მარა ჩერჩილი რო მახსენდება ცუდათ ხვდები ....

ჩემი აზრით ჯერ მაინც ხმალაძე ვნახოთ როგორია და მერე თემუკა !

Posted by: borjgali1964 24 Jan 2010, 18:09
ეხლა მითხრა ჩემმა შვილმა, აი მზე რომ უყვარს ის არის, რომ ამ სეზონში ყოჩებში დაბრუნდა თემუკაო მაგარ ჯანზეა და მაგრათ თამაშობსო, ამხანაგური უნახია დევებთან. ხოდა აგერ თემუკა და აგერ ლეინი, ვნახოთ..
დავით ს, წამო ვარჯიშზე და ერთად დავეჭიდოთ, მანიაკიც წამოიყვანე)))

Posted by: David_S 24 Jan 2010, 19:35
borjgali1964
გამარჯობა ბ-ნო მამუკა, რამდენი ხანია ერთად აღარ გვინერვიულია?

QUOTE
ეტყობა კარგა ხანია აღარ გინახია, თორემ სუსტი ნამდვილად არაა))

კი კარგა ხანია აღარ მინახია, ღმერთმა ქნას უკეთესი იყოს, მეც ეგ გამიხარდება

მე რაც ნანახი მაქვს, ფიზიკურად ვერ იყო სასურველ დონეზე >>> მე სანაკრებოს ვგულისხმობ, თორემ მე და ჩემნაირებს, ბარე ორს რომ ეყოფა, ეგ გასაგებია

QUOTE
რომ გვეცადა 1 ტაიმი 10-ზე? ხომ ხედავ 10 ნაკრებზეც თანახმა ვარ))

განა უარზე ვარ? მეც მაგი მინდა, რომ გამოცადონ და ყველას მისცენ შანსი, მაგრამ გააზრებულად მინდა ეს ყველაფერი ხდებოდეს და არა სპონტანურად და ულოგიკოდ

QUOTE
დავით ს, წამო ვარჯიშზე და ერთად დავეჭიდოთ, მანიაკიც წამოიყვანე)))

მე რომ დამეჭიდოს მაგით ვერაფერს დაუმტკიცებს ლეინს smile.gif

ისე როდის აქვთ ხოლმე ვარჯიშები? სიამოვნებით ვნახავდი... მანიაკს წამოვყვები და ვნახოთ სამივემ რა და როგორ...

თავის დროზე, აი პალიკო რომ "მიდიოდა", მაშინ ბევრს, უფრო ჩახედულებს რაგბის ნიუანსებში, სწორედ თემუკა მიაჩნდათ ერთადერთ ალტერნატივად... ღმერთმა ქნას გამართლდეს მათი ვარაუდი

QUOTE
ამ სეზონში ყოჩებში დაბრუნდა თემუკაო მაგარ ჯანზეა და მაგრათ თამაშობსო

ეგ კარგია, მგელაძესთან მაგრა მოუმატებს, პირველ რიგში ტაქტიკურად გაიზრდება

Posted by: vake123 24 Jan 2010, 22:32
ტაქტიკურად ეგ ყოველთვის ძაან მაგრი იყო. ადრე ფიზიკურად არ იყო ძლიერი და მაგ ამბავში ერხეოდა. მარა ეხლა ნაგდად სანაკრებო დონის 10 ნომერია. თან ხმალაძეს და მალაღურასაც იმით ჯობია, რო შეუძლია ხაზში ლიდერი გახდეს. ყოჩებში რო თამაშობდა კაპიტანი კაჭარავა იყო მარა თამაშს თემო ალაგებდა და გადამწყვეტ სიტუაციაშიც ყოველთვის თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას. მაგარი იმედი მაქ თემოსი

Posted by: nikode 24 Jan 2010, 23:31
QUOTE
რუსებმა ჩამოგვწიეს ერთი ადგილით ქვემოთ რეიტინგში !! ნამიბიას მოუგეს 30-15


QUOTE
Намибия - Россия 15:30 (5:17)
Таким образом, как уже сообщалось ранее, с понедельника Россия, обогнав сборную Грузии, должна подняться на одну позицию в рейтинге Международного совета регби IRB и занять 17-ю строчку.

http://rugby.ru/news/id_1209/

biggrin.gif ნეტა რა უხარიათ ამ საცოდავებს biggrin.gif

Posted by: TintoB 24 Jan 2010, 23:42
ამ ეტაპზე გამორიცხულია თემოს გამოძახება,ჩერჩილის თასზე ვერ დაამტკიცა რომ სხვებზე უკეთეს..დაიწყება ჩემპიონატი და ვნახოთ

Posted by: Love The Sun 24 Jan 2010, 23:59
ჩერჩილზე 15 ნომერს თამაშობდა და არა თავის პოზიციას ანუ 10-ს.
უსიკს რო მეორე ხაზი ათამაშო და იძახო ცუდად ითამაშა ვერ დაამტკიცა რო სანაკრებო დონის იყოო ეგეთი პონტია biggrin.gif

Posted by: amalun 25 Jan 2010, 00:13
კარგია თუ ხაზში კონკურენცია იქნება!
თემო ერთ ერთი ლიდერი იყო რუსეთში თავის გუნდში და ფეხითაც ჯარიმებს მშვენივრად ურტყავდა (მეთვითონ მაქვს მაგის თამაშები ნანახი რუსეთში), მაგრამ ჩერჩილზე მიუხედავად იმისა რომ თავის ადგილზე არ თამაშობდა დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა და მემგონი ლეინი არ აიყვანს წელს!

ხმალაძემ თუ გაამართლა ნაკრებში და თემომ თუ კარგად ითამაშა ყოჩებში + ა ნაკრებში თუ გამოიჩინა თავი, მსოფლიოსთვის 3 ასე თუ ისე კარგი 10 ნომერი გვეყოლება!

Posted by: TintoB 25 Jan 2010, 00:30
თემოსთვის 15 ნომერი უცხო პოზიცია ნაღდად არაა,შეეძლო უკეთაც ეთამაშა ჩერჩილზე.მთავარი მაგის მინუსი დაცვაა,თორე იგროკი ნაღდადაა

Posted by: Love The Sun 25 Jan 2010, 00:32
amalun
2 ასე თუ ისე კარგი 10 ნომერი გვეყოლება biggrin.gif

Posted by: amalun 25 Jan 2010, 01:01
Love The Sun

ჩშშშშშ არ გააბაზრო მაგი! smile.gif

Posted by: akkai 25 Jan 2010, 17:45
QUOTE
ქართველმა შერკინების ბურჯმა გიორგი კუტარაშვილმა (1,73 სმ, 100 კგ, 31 წლის), ნარბონში 2007 წელს მოსულმა ვერ მოახერხა RCNM ის( გუნდის) მმართველებთან შეთანხმება 2009/2010 სეზონზე კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე..
ამგვარად ის დატოვებს ფორთოხლისფერებისა და შავების გუნდს სეზონის ბოლოს..


შარკში გადავიდა მემგონი

(თუ გუნდის სახელი არ მეშლება)

Posted by: OSTAP 25 Jan 2010, 17:53
რომელ შარკში? ბომბორა მაგარი კაცია ძალიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pucukia 25 Jan 2010, 18:03
OSTAP
ნაკრებში არ თამაშობს ხო?

ფოტო გაააქვთ? რო გამახსენოთ რომელია ?

Posted by: kaxelo-1987 26 Jan 2010, 17:01
QUOTE
როგორც არ უნდა განვითარდნენ ეგენი სულ ამ დღეში გვეყოლებიან

ამ თამაშში უკეთესი ანგარიშით შეიძლებოდა მოგება.ისე მაგრათ ითამაშეს

Posted by: akkai 28 Jan 2010, 22:36
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

კუტარაშვილი ფრანგულ usdax-ში გადავიდა.

ესეც კლუბის საიტი.

http://www.usdax.fr/actualites.cfm?actualite=658&categorie=2


Posted by: George:) 29 Jan 2010, 12:54
გერმანიასთან ფორუმელები მივდივართ ერთად


გადაწყვეტილება საბოლოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას yes.gif


..................

Posted by: akkai 29 Jan 2010, 16:26
George:)
როდისაა ეგ თამაში?

თუ შაბათ-კვირას არ დაემთხვა..მე პასს

Posted by: Hurricanes 29 Jan 2010, 16:48
QUOTE (George:) @ 29 Jan 2010, 12:54 )
გერმანიასთან ფორუმელები მივდივართ ერთად


გადაწყვეტილება საბოლოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას yes.gif


..................

eek.gif


















-----------------------------------------------------------------------

Posted by: Dato10kokli 30 Jan 2010, 19:03
5 თამაში გვაქვს ეხლა ისე რეიტინგსჰი 18 ადგილზე ვარტ არადა 13ზე ვიყავით.არაუსჰავს ეხლა მოვიგებთ ყველა თამაშს და ავიწევით მაღლა tom.gif


Posted by: Recidivisti 30 Jan 2010, 20:03
გაზეთში წავიკითხე, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, შეხლა-შემოხლისას გორგოძეს ფრანგი მორაგბე შემოელახა და დისკვლიფიკაცია მისცეს.
რაც მთავარია,ეს დისკვალიფიკაცია ნაკრების თამაშებზეც ვრცელდებაო, დიდი შანსია რუსებთან ვერ ითამაშოსო.
გასაჩივრებას აპირებდნენ და ხომ არ იცით, რა გაირკვა, ითამაშებს მამუკა?

Posted by: Giga65 31 Jan 2010, 10:15
QUOTE
გაზეთში წავიკითხე, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, შეხლა-შემოხლისას გორგოძეს ფრანგი მორაგბე შემოელახა და დისკვლიფიკაცია მისცეს.
რაც მთავარია,ეს დისკვალიფიკაცია ნაკრების თამაშებზეც ვრცელდებაო, დიდი შანსია რუსებთან ვერ ითამაშოსო.
გასაჩივრებას აპირებდნენ და ხომ არ იცით, რა გაირკვა, ითამაშებს მამუკა?

მე როგორც ვიცი 3 თამაშის გამოტოვება უწევს.

Posted by: thug 31 Jan 2010, 18:39
40 დღიანი დისკვალიფიკაცია მისცესო და თუ ეგრეა რუსეთთან უკვე უნდა შეეძლოს თამაში

Posted by: George:) 1 Feb 2010, 14:29
akkai
QUOTE
თუ შაბათ-კვირას არ დაემთხვა..მე პასს


sad.gif


2 საათზე დანიშნეს..ვერც მე მივდივარ sad.gif

ეს 2 საათი რა იყო.....რაგბის კავშირია თუ ფეხბურთის ფედერაცია

Posted by: akkai 1 Feb 2010, 15:22
ერთა თასის მეორე წრის პირველ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 თებერვალს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე
გამართავს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. ამ მატჩისთვის მოსამზადებელი შეკრება ბორჯღალოსნებმა უკვე დაიწყეს, ოღონდ - მთავარი მწვრთნელის გარეშე.

საქმე ის არის, რომ ტიმ ლეინს მამა გარდაეცვალა და ავსტრალიელი სპეციალისტი თბილისში 3 თებერვალს ჩამოვა. დისკვალიფიცირებული მამუკა გორგოძის მსგავსად გერმანელებთან მატჩში ეროვნულ გუნდს შერკინების ბურჯი გოდერძი შველიძეც გამოაკლდა, რომელიც ჩამოსვლას ოჯახური პრობლემების გამო ვერ ახერხებს.

მის ნაცვლად, ნაკრების თავკაცმა "ტულონში" მოთამაშე დავით ქუბრიაშვილი გამოიძახა. რაც შეეხება მეტოქის ბანაკს, რამდენიმე წამყვანი მორაგბე გერმანელებსაც აკლიათ. სამაგიეროდ, ჩვენებისთვის პრობლემების შექმნას "შინაურის" მეშვეობით აპირებენ და ნაკრებში გერმანულ "ნოინჰაიმში" მოთამაშე შალვა დიდებაშვილს უხმეს. თუმცა, ძნელი სავარაუდოა, გაგერმანელებულმა დიდებაშვილმა თანამემამულეებისთვის პრობლემების შექმნა შეძლოს.

Posted by: roko-toko 1 Feb 2010, 19:30
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=2736

კონკურენტებმა ლაშქარი შეკრიბეს

Posted by: JoveN :) 4 Feb 2010, 02:49
ბრაცი არ ვიცი ეს ვიდეო სამდე იდო თუ არა მარა ამის ნახვა კი ნაღდად ღირს
http://www.myvideo.ge/?video_id=752641 ამას უყურეთ რა და თუ შეიძლება რომ ჩვენმა ბიჭებმა ამ კლიპს თამაშების წინ რომ უყურონ ან სტადიონზე რომ გახურების დროს ანახონ ხოლმე რა

Posted by: ampuliko 6 Feb 2010, 22:06
მადლობა ბორჯღალოსნებს!!!

შემდეგი პორტუგალიააა !!!

Posted by: Giga65 7 Feb 2010, 09:14
გილოცავთ ბიჭებო! ეს ერთი და სხვა მრავალი!!! sa.gif

Posted by: Love The Sun 7 Feb 2010, 18:27
რუსეთი-პორტუგალია არ დევს სადმე?

Posted by: გიო81 7 Feb 2010, 21:35
ოღონდ ეხლა პორტუგალიაში მოვიგოთ და

Posted by: Giga65 8 Feb 2010, 09:47
QUOTE
ოღონდ ეხლა პორტუგალიაში მოვიგოთ და

ნუ გეშინია მოვიგებთ!

Posted by: გიო81 8 Feb 2010, 12:26
Giga65
QUOTE
ოღონდ ეხლა პორტუგალიაში მოვიგოთ და

ნუ გეშინია მოვიგებთ!


შენს პირს შაქარი

Posted by: giorgi77 9 Feb 2010, 22:41
http://www.rugbyworldcup.com/qualifying/news/newsid=2035732.html#georgia+scotland+fall+rankings

Georgia signalled their intentions to qualify for a third consecutive Rugby World Cup with an emphatic 77-3 win over Germany in their European Nations Cup encounter at the National Stadium in Tbilisi.
* * *
Georgia closer to RWC hat-trick ------------- http://www.planetrugby.com/story/0,25883,3888_5927831,00.html

Posted by: LEQSO-M 10 Feb 2010, 16:03
ერთი რამ ვერ გავიგე, რეიტინგში რატომ არ არის არანაირი ცვლილება?

Posted by: crusaders 10 Feb 2010, 16:22
QUOTE
ერთი რამ ვერ გავიგე, რეიტინგში რატომ არ არის არანაირი ცვლილება?

გერმანია ქვევითაა რეიტინგში ძაან და მაგიტომ

პორტუგალიას უნდა მოვუგოთ აუცილებლად

Posted by: Love The Sun 10 Feb 2010, 16:22
With Georgia and Russia both winning on home soil, neither match had any impact on the IRB World Rankings with the latter remaining only thousandths ahead of the Lelos in 17th with Portugal 21st and Germany 26th.

Posted by: ampuliko 10 Feb 2010, 16:30
http://img708.imageshack.us/i/geogerman6447.jpg/

Posted by: crusaders 10 Feb 2010, 16:53
ampuliko
კაი ფოტოა up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: LEQSO-M 10 Feb 2010, 18:28
Love The Sun
გმადლობთ




-

Posted by: solo-solo 11 Feb 2010, 12:27
როგორც ჩანს მონპელიე მთლად ქართული გუნდო გახდება. შველიძის და ჯღენტის დამატება სურთ, ფეიქრიშვილი კი შესაძლოა კასტრში აღმოჩნდეს. http://www.rugbyrama.fr/rugby/top-14/2009-2010/teamtransfert.shtml
სამ ნომერზე ძაან დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი ზირაქას და ქუბრიაშვილის გარდა, ფეიქრიშვლი და ჯგენტიც ზაან სწრაფად პროგრესირებენ, პლიუს შეყლაშვილი. სამწუხაროდ პირველ ნომერზე ხინჩაგიშვილის და შველიძის კონკურენტებს ვე ვხედავ. ამას ისიც ადასტურებს, რომ დღეს ნაკრებში სამი მესამე ნომერია გამოძახებული და მხოლოდ ერთი პირველი - ხინჩაგიშვილი.

Posted by: crusaders 11 Feb 2010, 12:39
solo-solo
QUOTE
სამ ნომერზე ძაან დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი ზირაქას და ქუბრიაშვილის გარდა, ფეიქრიშვლი და ჯგენტიც ზაან სწრაფად პროგრესირებენ, პლიუს შეყლაშვილი. სამწუხაროდ პირველ ნომერზე ხინჩაგიშვილის და შველიძის კონკურენტებს ვე ვხედავ. ამას ისიც ადასტურებს, რომ დღეს ნაკრებში სამი მესამე ნომერია გამოძახებული და მხოლოდ ერთი პირველი - ხინჩაგიშვილი.

რომელიმე რომ პირვეზე დადგეს არაა შესაძლებელი?
მგონი ძაან დიდი განსხვავება არაა

Posted by: Love The Sun 11 Feb 2010, 15:28
crusaders
გამოცდილების ამბავია. ანუ პირველსაც და სამსაც თავისი პოზიცია აქვს. როგორც წესი 3 ნომერი უფრო საპასუხისმგებლოა ვიდრე პირველი (ისევე როგორც 5 და 7 უფრო რთულია ვიდრე 4 და 6, ანუ open side, close side-ზე), ასე რომ გარკვეული ვარჯიშიც მერე ნებისმიერი 3 ნომერი თავისუფლად ითამაშებს პირველ ნომერს smile.gif

Posted by: akkai 11 Feb 2010, 16:23
http://www.usdax.fr/actualites.cfm?actualite=658&categorie=2

ფრანგული თუ ვინმემ იცით იქნებ დამილინკოთ ამ საიტზე ფოტო ალბომი სად არის? ან თამაშების ვიდეო გალერეა

Posted by: huligan 11 Feb 2010, 17:11
akkai

http://www.usdax.fr/medias.cfm?diapo=70

ამ ლინქზე ორივეა ვიდეოც და ფოტოც

Posted by: George:) 11 Feb 2010, 18:36
ადრე იუთუბზე ნანახი მაქ ქავთარაშვილის ულამაზესი ლელო რუსეთთან..ეროვნულზე
მაგრამ ვეღარ ვპოულობ

იქნებ დამეხმაროთ sad.gif

Posted by: David_S 11 Feb 2010, 19:16
George:)
http://arena.ge/evropa.htm

აი ეს ქვია >>> მსოფლიო თასის შესარჩევი (1996-98წ.)

მანდ 96 წლის მიმოხილვაა (ბესელიას გარღვევა და ქავთარაშვილის ლელო) და 98 წლის ბოლო 15 წუთი

Posted by: crusaders 12 Feb 2010, 10:32
Love The Sun
QUOTE
გამოცდილების ამბავია. ანუ პირველსაც და სამსაც თავისი პოზიცია აქვს. როგორც წესი 3 ნომერი უფრო საპასუხისმგებლოა ვიდრე პირველი (ისევე როგორც 5 და 7 უფრო რთულია ვიდრე 4 და 6, ანუ open side, close side-ზე), ასე რომ გარკვეული ვარჯიშიც მერე ნებისმიერი 3 ნომერი თავისუფლად ითამაშებს პირველ ნომერს

ანუ რო რამე არ უნდა გაუჭირდეთ დადგომა

Posted by: George:) 12 Feb 2010, 16:49
David_S

მადლობა...ვიწერ უკვე

Posted by: Judas Iscariot 12 Feb 2010, 20:47
David_S
QUOTE
George:)
http://arena.ge/evropa.htm
აი ეს ქვია >>> მსოფლიო თასის შესარჩევი (1996-98წ.)
მანდ 96 წლის მიმოხილვაა (ბესელიას გარღვევა და ქავთარაშვილის ლელო) და 98 წლის ბოლო 15 წუთი

აუ ეს კი არ ვიცოდი სადმე თუ იყო. ერთადერთი პირველი ლელო მქონდა ნანახი იუთუბზე.
ესეიგი 14 წელია ეგ არ მენახა.
საერთოდ ეგეთი ემოცია მე სტადიონზე არ მიმიღია არასოდეს, როგორც მაგ თამაშზე.
დაჟე ერთერთი ბოვშის დაბადება დავამთხვიე მაგ დღეს 6 წლის შემდეგ.

და ეს დიმა ობოლაძე როგორ არ შეცვალეს, ვერ მივხვდი, კაცი კინაღამ მოკვდა მეორე ტაიმში. მარტო მაგის გამო იყო მეორე ტაიმში რაც დაგვემართა. და მესამე ლელოზე სამჯერ თუ ოთხჯერ წინ დაგვივარდა ბურთი biggrin.gif

98 წლის ვიდეოც არ მინახავს არასოდეს.

Posted by: winner 12 Feb 2010, 21:51
მალე ვასილ კაკოვინს (მორიგი 3 ნომერი) ვიხილავთ ტოპ14-ში.

Posted by: solo-solo 12 Feb 2010, 23:30
QUOTE (winner @ 12 Feb 2010, 21:51 )
მალე ვასილ კაკოვინს (მორიგი 3 ნომერი) ვიხილავთ ტოპ14-ში.

ახლა ბრივის ესპუარებშია როგორც ვიცი და ძირითდში გადაყავთ?

Posted by: crusaders 13 Feb 2010, 10:45
QUOTE
მალე ვასილ კაკოვინს (მორიგი 3 ნომერი) ვიხილავთ ტოპ14-ში.

კაია რაც მეტი იქნებიან მანდ უკეთესი

Posted by: გიო81 13 Feb 2010, 21:32
საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ

Posted by: winner 14 Feb 2010, 20:36
solo-solo
crusaders
giog81

როგორც ვიცი უკვე ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად მაგრამ ესპუარებში თამაშობს... ბრივის ესპუარები კი შარშანდელი საფრანგეთის ჩემპიონები არიან

Posted by: kopala01 20 Feb 2010, 16:53
ცოტა ხნის წინ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. გულშემატკივრები რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებად, შეიძლება ითქვას "ხახა მშრალები" არიან დარჩენილები.
გააზრებულად თუ გაუაზრებლად რაგბის ფედერაციამ გააკეთა ყოვლად მიუღებელი ქმედება და ხსენებულ მატჩზე დასასწრებუი ბილეთები, რეალურად, მხოლოდ ერთ ტურისტულ კომპანიას გადასცა, რომელმაც მყისიერად ისარგებლა შემთხვევით და უმალვე ქართველი გულშემატკივრები საზიანოდ მონოპოლიას მიჰყო ხელი, დააწესა თავის ფასები და მსურველებს დაუწესა შეზღუდვები რომ თუ ისინი მხოლოდ ბილეთებს იყიდიან და არ ისარგებლებენ მათ მიერ შეთავაზებული სრული პაკეტით(სასტუმრო, მგზავრობა) შეექმნებათ პრობლემები.

უფრო მეტიც, ისინი ამას არ დასჯერდნენ და არ ყიდიან ბილეთებს ისეთ მსურველებზე რომლებსაც მხოლოდ ბილეთი უნდა და არ სარგებლობს მათი სხვა სერვისებით!!!!!!! სააგენტო MILLENNIUM TRAVEL - ის (www.mtravel.ge) ხელმძღვანელი გიორგი პეტრიაშვილი ურცხვად უარყოფს ყველაფერს, ალბათ იმიტომ რომ სათანადო ლობი (''კრიშა") ყავს რაგბის ფედერაციაში.
რამდენიმე ტურისტულმა სააგენტომ უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში მილენიუმ თრეველის წინააღმდეგ და იმედს გამოვთქვამ რომ სასამართლო სადანადო რეაგირებას მოახდენს. გთხოვთ ყველამ შევიტანოთ წვლილი რათა არ მოხდეს სპეკულაციები ამ თემით

Posted by: გიო81 20 Feb 2010, 19:53
QUOTE
ცოტა ხნის წინ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. გულშემატკივრები რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებად, შეიძლება ითქვას "ხახა მშრალები" არიან დარჩენილები. გააზრებულად თუ გაუაზრებლად რაგბის ფედერაციამ გააკეთა ყოვლად მიუღებელი ქმედება და ხსენებულ მატჩზე დასასწრებუი ბილეთები, რეალურად, მხოლოდ ერთ ტურისტულ კომპანიას გადასცა, რომელმაც მყისიერად ისარგებლა შემთხვევით და უმალვე ქართველი გულშემატკივრები საზიანოდ მონოპოლიას მიჰყო ხელი, დააწესა თავის ფასები და მსურველებს დაუწესა შეზღუდვები რომ თუ ისინი მხოლოდ ბილეთებს იყიდიან და არ ისარგებლებენ მათ მიერ შეთავაზებული სრული პაკეტით(სასტუმრო, მგზავრობა) შეექმნებათ პრობლემები.

უფრო მეტიც, ისინი ამას არ დასჯერდნენ და არ ყიდიან ბილეთებს ისეთ მსურველებზე რომლებსაც მხოლოდ ბილეთი უნდა და არ სარგებლობს მათი სხვა სერვისებით!!!!!!! სააგენტო MILLENNIUM TRAVEL - ის (www.mtravel.ge) ხელმძღვანელი გიორგი პეტრიაშვილი ურცხვად უარყოფს ყველაფერს, ალბათ იმიტომ რომ სათანადო ლობი (''კრიშა") ყავს რაგბის ფედერაციაში. რამდენიმე ტურისტულმა სააგენტომ უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში მილენიუმ თრეველის წინააღმდეგ და იმედს გამოვთქვამ რომ სასამართლო სადანადო რეაგირებას მოახდენს. გთხოვთ ყველამ შევიტანოთ წვლილი რათა არ მოხდეს სპეკულაციები ამ თემით



ეს ვართ ქართველები

Posted by: Giga65 21 Feb 2010, 08:40
QUOTE

ცოტა ხნის წინ, მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. გულშემატკივრები რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ საქართველო-რუსეთის მატჩზე დასასწრებად, შეიძლება ითქვას "ხახა მშრალები" არიან დარჩენილები. გააზრებულად თუ გაუაზრებლად რაგბის ფედერაციამ გააკეთა ყოვლად მიუღებელი ქმედება და ხსენებულ მატჩზე დასასწრებუი ბილეთები, რეალურად, მხოლოდ ერთ ტურისტულ კომპანიას გადასცა, რომელმაც მყისიერად ისარგებლა შემთხვევით და უმალვე ქართველი გულშემატკივრები საზიანოდ მონოპოლიას მიჰყო ხელი, დააწესა თავის ფასები და მსურველებს დაუწესა შეზღუდვები რომ თუ ისინი მხოლოდ ბილეთებს იყიდიან და არ ისარგებლებენ მათ მიერ შეთავაზებული სრული პაკეტით(სასტუმრო, მგზავრობა) შეექმნებათ პრობლემები.

უფრო მეტიც, ისინი ამას არ დასჯერდნენ და არ ყიდიან ბილეთებს ისეთ მსურველებზე რომლებსაც მხოლოდ ბილეთი უნდა და არ სარგებლობს მათი სხვა სერვისებით!!!!!!! სააგენტო MILLENNIUM TRAVEL - ის (www.mtravel.ge) ხელმძღვანელი გიორგი პეტრიაშვილი ურცხვად უარყოფს ყველაფერს, ალბათ იმიტომ რომ სათანადო ლობი (''კრიშა") ყავს რაგბის ფედერაციაში. რამდენიმე ტურისტულმა სააგენტომ უკვე შეიტანა სარჩელი სასამართლოში მილენიუმ თრეველის წინააღმდეგ და იმედს გამოვთქვამ რომ სასამართლო სადანადო რეაგირებას მოახდენს. გთხოვთ ყველამ შევიტანოთ წვლილი რათა არ მოხდეს სპეკულაციები ამ თემით




ეს ვართ ქართველები

მსგავსი ცინიზმი მე არ მსმენია!!! გააგიჟეს ხალხი ამ გაფუჭებულებმა! აბა სად ტრაკშია 5000 ბილეთი??? ვინ უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი?

Posted by: Marguerite Gautier 21 Feb 2010, 15:36
უნდა ააფეთქოს ეგენი კაცმა!!!!!!!!! ფურთხის ღირსები არიან და ღმერთო როდის გვეშველებააააააააააა????????????? !!!!!!!!!!!
ამ წუმპეში როდემდეეეეეეეეეეეეეეე? mad.gif mad.gif mad.gif

Posted by: Nacisti08 22 Feb 2010, 19:38
ყველა რავა ხელის მოთბობას ცდილობს
ბარემ ისე ქენით რომ რუსებმა თავი საკუთარ მოედანზე იგრძნონ
ანდა ქართველებმა---როგორც დასჯილებმა რომლებსაც მოედანზე დასწრება აკრძალული აქვთ

ანდა რა მოუცლელობა დაატყდა რაგბის კავFირს თავს რომ 5000 ბილეთის გაყიდვას ვერ მოაგა თავი?
მაგრი მენეჯმენტია ჩემმა მზემ

Posted by: David_S 23 Feb 2010, 14:06
ამათ ხო არ აჟრიალებთ? ეს რა სისულელე დაწერეს პლანეტაზე?

Only a draw in Portugal - not helped by a two-day snow delay and the emergency purchase of a set of jerseys because of a clash of colours en route - has blotted the Georgian copybook in their run towards New Zealand

მაგრა ურევენ რა ფაქტებს http://www.httptunnel.ge/rts.aspxhttp://www.httptunnel.ge/rts.aspxhttp://www.httptunnel.ge/rts.aspx

პორტუგალიაში ფრე? ფრე თბილისში იყო შარშან და იმისწინის წინა კიდე ლისაბონში მსოფლიოს გასასვლელი

კვართები შარშან დაემთხვა და არა წელს

დანარჩენი ლეინის მონოლოგია

http://www.planetrugby.com/story/0,25883,3818_5973476,00.html

Posted by: giorgi77 23 Feb 2010, 15:47
David_S განა პირველი შემთხვევაა... თან ჩვენზე მოსდით ხოლმე ეგეთები... ძალიან უყვარვართ ეტყობა

Posted by: nikode 23 Feb 2010, 15:49
QUOTE
მაგრა ურევენ რა ფაქტებს user posted imageuser posted imageuser posted image

იმდენად უნდოდათ რომ წაგვეგო პორტუგალიაში, კიდევ უჭირთ აღირება biggrin.gif

Posted by: giogiogiogio 25 Feb 2010, 01:08
ხომ არ იცით სად შეიძლება 20 მარტს თურქეთში დასასწრები ბილეთების შეძენა, და საერთოდ მთლიანი საგზურითუ იქნება უკეთესი.
http://www.info-tbilisi.com/rugby/ აქ სამწუხაროდ უკვე ყველა საგზური გაყიდულია sad.gif

Posted by: giorgi77 25 Feb 2010, 02:11
giogiogiogio -------------------------------> http://forum.ge/?f=17&showtopic=34055386

Posted by: Marguerite Gautier 25 Feb 2010, 22:01
აუ ხალხოოო ეხლა შაბათის ბილეთებზე რა ხდება ხო არ იცით? რა ღირს ?

Posted by: mokheve 26 Feb 2010, 10:08
მგონი უფასოა პლაკატებს არ ეწერა ფასი და რავიი

Posted by: QKD 26 Feb 2010, 10:53
QUOTE
აუ ხალხოოო ეხლა შაბათის ბილეთებზე რა ხდება ხო არ იცით? რა ღირს ?

QUOTE
მგონი უფასოა პლაკატებს არ ეწერა ფასი და რავიი


ბილეთის ფასი 2 და 5 ლარია
http://sport.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=90&info_id=2082

Posted by: mokheve 26 Feb 2010, 11:00
QUOTE
ბილეთის ფასი 2 და 5 ლარია

მე მომხრე ვარ

Posted by: kukaracha1981 26 Feb 2010, 15:18
ქართველებო რუსეთის ჰიმნის დროს პროტესტის გამოხატვა ყველას გვინდა და ჩემი აზრით აუცილებელიც არის! სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია! და ქართველებისგან რუსეთის სახელმწიფო პროტესტს იმსახურებს (და არა მარტო პროტესტს). ეს პროტესტი აუცილებლად იქნება!!! მთავარია სწორი და ცივილური ფორმა შევარჩიოთ და რაც მთავარია ყველამ ერთად ერთი საქმე გავაკეთოთ!

მეც ორივე ხელით ვეთანხმე ზემოთ მოყვანილ პროტესტის ფორმას: რუსეთის ჰიმნის დროს ყველა ავდგეთ ფეხზე და ზურგი შევაქციოთ სტადიონს, დასრულდება თუ არა ყველა შემოვბრუნდებით და მთელი ძალით/ხმით ვიმღერებთ საქართველოს ჰიმნს, ძალიან ეფექტური და მაგარი იქნება ქართველებო!!!!!
1.არაცივილურობაში ვერავინ ვერ დაგვდებს ბრალს.
2. პროტესტი გამოთქმული იქნება ღირსეული თან მაღალი დონის
3. და თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე რუსებს მაგრად დავაფრთხობთ!!! სრული სიჩუმიდან უცებ ქართული ჰიმნი მთელ ხმაზე მართლა იმუშავებს!!!! და დიდი შანსია ყველა საერთაშორისო ტელევიზიამ გააშუქოს!!! ქართველების დახვეწილი პროტესტი!
გინებას და სტვენას 100 თავით ჯობია ეს ამბავი !!!
"ბრძნად მეტყველება ვერცხლი არ წმიდა ხოლო დუმილი ოქრო რჩეული"
გააბაზრეთ ყველას ტრაპიზონში წამსვლელთან!!!

Posted by: mokheve 26 Feb 2010, 15:22




sa.gif sa.gif sa.gif sa.gif sa.gif sa.gif

Posted by: amalun 26 Feb 2010, 15:41
QUOTE (kukaracha1981 @ 26 Feb 2010, 14:18 )
მთავარია სწორი და ცივილური ფორმა შევარჩიოთ და რაც მთავარია ყველამ ერთად ერთი საქმე გავაკეთოთ!

მეც ორივე ხელით ვეთანხმე ზემოთ მოყვანილ პროტესტის ფორმას: რუსეთის ჰიმნის დროს ყველა ავდგეთ ფეხზე და ზურგი შევაქციოთ სტადიონს, დასრულდება თუ არა ყველა შემოვბრუნდებით და მთელი ძალით/ხმით ვიმღერებთ საქართველოს ჰიმნს, ძალიან ეფექტური და მაგარი იქნება ქართველებო!!!!!
1.არაცივილურობაში ვერავინ ვერ დაგვდებს ბრალს.
2. პროტესტი გამოთქმული იქნება ღირსეული თან მაღალი დონის
3. და თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე რუსებს მაგრად დავაფრთხობთ!!! სრული სიჩუმიდან უცებ ქართული ჰიმნი მთელ ხმაზე მართლა იმუშავებს!!!! და დიდი შანსია ყველა საერთაშორისო ტელევიზიამ გააშუქოს!!! ქართველების დახვეწილი პროტესტი!
გინებას და სტვენას 100 თავით ჯობია ეს ამბავი !!!
"ბრძნად მეტყველება ვერცხლი არ წმიდა ხოლო დუმილი ოქრო რჩეული"
გააბაზრეთ ყველას ტრაპიზონში წამსვლელთან!!!

ძალიან კარგი იდეაა მაგრამ ქართველებს საქართველოს ჰიმნი თამაშის დაწყებამდე როდის უმღერია მთელი ხმით ვინმემ გამახსენეთ?! ან იმ 5000 ქართველიდან რომელიც ტრაბზონში მოდის რამდენს ეცოდინება საქართველოს ჰიმნი ზეპირად???

ყველა ტრაბზონს და რუსეთს გაჰყვირის და ხვალ რომ გადამწყვეთი თამაშია 80 % სულ ერთ ადგილზე კიდია და დარწმუნებული ვარ რომ სტადიონის 60% (მეტი თუ არა) ცარიელი იქნება!!!

Posted by: mokheve 26 Feb 2010, 15:44
არ იქნება ცარიალი, ისე გაპიარდა ტრაბზონის ამბავი იმის მუღამზე მაინც მივა უვიცი მაყურებელი +კარგი ამინდი თუ იქნება smile.gif)))


Posted by: kukaracha1981 26 Feb 2010, 15:48
QUOTE
ძალიან კარგი იდეაა მაგრამ ქართველებს საქართველოს ჰიმნი თამაშის დაწყებამდე როდის უმღერია მთელი ხმით ვინმემ გამახსენეთ?! ან იმ 5000 ქართველიდან რომელიც ტრაბზონში მოდის რამდენს ეცოდინება საქართველოს ჰიმნი ზეპირად???

ყველა ტრაბზონს და რუსეთს გაჰყვირის და ხვალ რომ გადამწყვეთი თამაშია 80 % სულ ერთ ადგილზე კიდია და დარწმუნებული ვარ რომ სტადიონის 60% (მეტი თუ არა) ცარიელი იქნება!!!


გეთანხმები ხვალ სტადიონი არ მგონია გაივსოს სამწუხაროდ! იმიტომ რომ რაგბი ეხლა იკრებს საქართველოში გულშემატკივრებს, მაგრამ დიდი მაშტაბებით რაც ძალიან სასიხარულოა!!
რაც შეეხება ტრაპიზონში წამომსვლელებს, ჰიმნი ალბათ 90%-ს ეცოდინება ზეპირად! და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ გამოგვივა ეს ამბავი!!! მთავარია ყველას გავაგებინოთ!

Posted by: amalun 26 Feb 2010, 15:58
ხოდა 5000 იდან 4500 მა მაინც (რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება) ჰიმნი რომ იმღეროს რუსებს მარტო მაგით დავაჩმორებთ!!!!

2009 წელს თითქმის ყველა (საქართველოში) თამაშზე ვიყავი ( საქ ა - უკრაინის გარდა) და ტრიბუნების 90 % ჩუმად იდგა ჩვენი ჰიმნის დროს და ეხლა რუსეთთან თუ ამღერდა საქართველო ძალიან კარგი იქნება!!!!!

მაგრამ, ჰიმნის სიმღერა და ერთიანობა მარტო რუსეთთან ნუ გაგვახსენდება ხალხნო !!!!!

Posted by: Love The Sun 26 Feb 2010, 16:15
QUOTE (amalun @ 26 Feb 2010, 15:58 )
ხოდა 5000 იდან 4500 მა მაინც (რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება) ჰიმნი რომ იმღეროს რუსებს მარტო მაგით დავაჩმორებთ!!!!

2009 წელს თითქმის ყველა (საქართველოში) თამაშზე ვიყავი ( საქ ა - უკრაინის გარდა) და ტრიბუნების 90 % ჩუმად იდგა ჩვენი ჰიმნის დროს და ეხლა რუსეთთან თუ ამღერდა საქართველო ძალიან კარგი იქნება!!!!!

მაგრამ, ჰიმნის სიმღერა და ერთიანობა მარტო რუსეთთან ნუ გაგვახსენდება ხალხნო !!!!!

+1
მე პირადად სულ ბოლო ხმაზე "ვბღავი" ჩვენი ქვეყნის ჰიმნს, რაც ასე თუ ისე გარშემომყოფებს იყოლიებს smile.gif
ხვალ ყველამ ვიმღეროთ ვინც აქ ვართ და იქნებ ხალხიც აგვყვეს smile.gif

Posted by: QKD 26 Feb 2010, 16:26
ხვალ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრაა (სატურნირო მნიშვნელობით), ვიდრე 20-ში რუსებთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ თურქეთში წამსვლელი ხალხის ნახევარმა საერთოდ არ იცის ხვალ თუ თამაშია... ასევე არავინ ახსენებს იმას, რომ რუსებთან თამაშამდე ზუსტად 1 კვირით ადრე უფრო მძიმე და პრინციპული თამაში გვაქვს რუმინეთში სათამაშო...

ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ხალხს რაგბი მხოლოდ მაშინ უყვარს, როდესაც რუსეთთან თამაში ახლოვდება. მათთვის რაგბი სპორტი კიარა, "პოლიტიკური იარაღია", რომლითაც გულს იფხანენ, რომ "რაღაცით" მაინც ვჯობივართ რუსებს. არადა ბევრისთვის ეს "რაღაც" ცხოვრების წესია და მას სახელად რაგბი ჰქვია - სპორტის უაღრესად ვაჟკაცური და ღირსეული სახეობაა, თავისი გამორჩეული ტრადიციებითა და დაწერილი თუ დაუწერელი წესებით...

საწყენია, როდესაც 5000 კაცი მხოლოდ იმიტომ მიდის თურქეთში, რომ რუსეთის დამარცხება ნახონ და უმეტესობას წარმოდგენაც არ ექნება იმაზე, თუ რამდენი ქულა აქვს ჩვენს ნაკრებს, ან საერთოდ რატომ ვეთამაშებით რუსეთს ყოველ წელიწადს...

რატი ურუშაძემ თქვა, რუსეთიც ისეთივე მეტოქეა, როგორიც პორტუგალია და რუმინეთიო და ზოგიერთმა გულშემატკივარმა იწყინა, რუსეთი გვბომბავს და ჩვეულებრივი მეტოქე როგორააო...

ასეა ძმებო, ის რუსის 15 კაცი, რომელიც მოედანზე გამოვა ჩვენი ნაკრების მეტოქეა და არა მტერი... მტერი გაცილებით მეტია ვიდრე 15 კინკილა კაცი...

Posted by: mokheve 26 Feb 2010, 16:28
QUOTE
უფრო მძიმე და პრინციპული თამაში გვაქვს რუმინეთში სათამაშო.

ამისი ძალიან მეშინია

Posted by: Q10 26 Feb 2010, 16:54
QUOTE
ხვალ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი


მნიშვნელოვანია ნამდვილად მაგრამ რაში აინტერესებთ ქართველებს ეგ ამბავი გარდა იმ ხალხისა რომელიც აქ პოსტავს!
რუსებთან რამდენი ხალხიც მოდის იმდენი რო მოვიდეს თბილისში ხოლმე მაგარი იქნება მარა ინტერესი ნაკლები აქვთ !
დავაკვირდი რა რო როგორც კი გამოცხადაა ტრაბზონზე ამ ფორუმზე ისეთი ხალხი შემოვიდა , ცხოვრებაში რო არ შემოსულა იქამდე ... smile.gif ვაი ქომაგები ქვიათ მაგათ !

QUOTE
უფრო მძიმე და პრინციპული თამაში გვაქვს რუმინეთში სათამაშო.


აი ეს მართლა საშინელი თამაში იქნება ! სტეჯარები უნდა დავდოთ ...რთული საქმე ა მარა მგონია რო ბიჭები ჩადებენ გულ და სულს !

Posted by: Datka1964-10-10 26 Feb 2010, 17:39
Q10
QUOTE
მნიშვნელოვანია ნამდვილად მაგრამ რაში აინტერესებთ ქართველებს ეგ ამბავი გარდა იმ ხალხისა რომელიც აქ პოსტავს!რუსებთან რამდენი ხალხიც მოდის იმდენი რო მოვიდეს თბილისში ხოლმე მაგარი იქნება მარა ინტერესი ნაკლები აქვთ !დავაკვირდი რა რო როგორც კი გამოცხადაა ტრაბზონზე ამ ფორუმზე ისეთი ხალხი შემოვიდა , ცხოვრებაში რო არ შემოსულა იქამდე ...ვაი ქომაგები ქვიათ მაგათ !


+1

Posted by: QKD 26 Feb 2010, 17:40
QUOTE
აი ეს მართლა საშინელი თამაში იქნება ! სტეჯარები უნდა დავდოთ ...რთული საქმე ა მარა მგონია რო ბიჭები ჩადებენ გულ და სულს !


აუცილებლად! ამ თამაშში გამარჯვებას ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბიჭებისთვის!!! უნდა დაიწყოს მუხის ფოთლების ფოთოლცვენა!!!

Posted by: keen 26 Feb 2010, 17:46
QUOTE
დავაკვირდი რა რო როგორც კი გამოცხადაა ტრაბზონზე ამ ფორუმზე ისეთი ხალხი შემოვიდა , ცხოვრებაში რო არ შემოსულა იქამდე ... smile.gif ვაი ქომაგები ქვიათ მაგათ !

გშურს შენ, რომ ქართულ რაგბს გულშემატკივარი ემატება და იმიტომ ამბობ ასე. ქომაგებს დააფრთხობ ასეთი განცხადებით biggrin.gif

Posted by: mokheve 26 Feb 2010, 18:28
Q10
QUOTE
დავაკვირდი რა რო როგორც კი გამოცხადაა ტრაბზონზე ამ ფორუმზე ისეთი ხალხი შემოვიდა , ცხოვრებაში რო არ შემოსულა იქამდე ...ვაი ქომაგები ქვიათ მაგათ



მე ამსახავს ეს ციტატა მაგრამ ნეტა ბევრი იყოს ჩემნაირად დაკავშირებული რაგბთან tongue.gif

Posted by: Q10 26 Feb 2010, 19:10
QUOTE
მე ამსახავს ეს ციტატა მაგრამ ნეტა ბევრი იყოს ჩემნაირად დაკავშირებული რაგბთან


შენ მგონი ახალი ხარ ხო ... მე იმათზე მაქვს ლაპარაკი რომლებიც კაი ხანია ფორუმზე არიან მარა პოლიტიკაში , ფეხბურთში !
მარა რუსეთთან ტამაში რატომრაც ყველას აერთიანებს !

Posted by: ampuliko 26 Feb 2010, 19:14
ნატრიაშვილისთვის და იმ ბიჭებისთვის ვინც იქ რუმინეთში გაილახა VENDETTA იქნება ბორჯღალოსნებისგან, მაგის მჯერა უეჭველი !!!!!!!

Posted by: QKD 26 Feb 2010, 19:17
QUOTE
ნატრიაშვილისთვის და იმ ბიჭებისთვის ვინც იქ რუმინეთში გაილახა VENDETTA იქნება ბორჯღალოსნებისგან, მაგის მჯერა უეჭველი !!!!!!!

აუცილებლად იქნება, მხოლოდ ეს უნდა იყოს სარაგბო VENDETTA და არა ცემა-ტყეპა, რაც მაგათ იკადრეს. ნუ დავენმგავსებით ციგნებს, დავამარცხოთ საკუთარ მოედანზე და ეს იქნება მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი!!!

Posted by: ampuliko 26 Feb 2010, 19:18
QUOTE
მხოლოდ ეს უნდა იყოს სარაგბო VENDETTA


რა თქმა უნდა !!!!

Posted by: Unknown 26 Feb 2010, 19:48
QUOTE
დავამარცხოთ საკუთარ მოედანზე და ეს იქნება მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი!!!

მაგას ვფიქრობ მ,ეც, სამაგიერო სგადახდა არაა ჩვენი საკადრისი... მოვუგოთ იქ და მაგრა გამწარდებიან ამით ვიცი. ეგ იქნება სამართლიანი პასუხი მაგ ახვრებისათვის.

Posted by: kukaracha1981 26 Feb 2010, 19:48
QUOTE
ხვალ იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრაა (სატურნირო მნიშვნელობით), ვიდრე 20-ში რუსებთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ თურქეთში წამსვლელი ხალხის ნახევარმა საერთოდ არ იცის ხვალ თუ თამაშია... ასევე არავინ ახსენებს იმას, რომ რუსებთან თამაშამდე ზუსტად 1 კვირით ადრე უფრო მძიმე და პრინციპული თამაში გვაქვს რუმინეთში სათამაშო...

ხვალ მაგარი მნიშვნელოვანი/გადამწყვეტი მატჩია და 13-ში რუმინეთთან მაგარი პრინციპული, რუსეთთან მატჩი მნიშვნელოვანიც არის და პრინციპულიც და კიდევ არ ვიცი რა დავარქვა (მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გასულები ვიქნებით?!!!) რატომ გიკვირთ მართლა ვერ გამიგია?!! იქ სადაც თამაშის წინ ეროვნული ჰიმნები იკვრება მატრო გასართობი სპორტის სახეობა აღარ არის, ორ ერს შორის ურთიერთობის ნაწილი ხდება! და ამიტომ არის ამხელა ინტერესი და აჟიოტაჟი. გეთანხმებით, ბევრმა ტრაპიზონში წამსვლელმა მოლი ან არეკნი რა არის ის არ იცის, მაგარამ მოდის იმიტომ რომ ...............................რუსებს ვეთამაშებით!

Posted by: giorgi77 26 Feb 2010, 20:01
QUOTE
აუცილებლად იქნება, მხოლოდ ეს უნდა იყოს სარაგბო VENDETTA და არა ცემა-ტყეპა, რაც მაგათ იკადრეს. ნუ დავენმგავსებით ციგნებს, დავამარცხოთ საკუთარ მოედანზე და ეს იქნება მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი!!!


დავამატებ - დავტოვოთ რუმინელები მსოფლიოს გარეშე, პორტუგალია იბრძოლებს მესამე ადგილისთვის

Posted by: Love The Sun 26 Feb 2010, 20:17


აი ამგვარი პასუხი უნდა გავცეთ რუმინელებს დაახლოებით smile.gif

Posted by: HAMZAT 26 Feb 2010, 20:38
http://www.radikal.ru

რუსები ჩვენზე წინ როდის გადავიდნენ მსოფლიო რეიტინგში, აი მარტო მაგისთვის უნდა მივაჩოხანოთ ეგ სულძაღლები ეგენი.

Posted by: QKD 26 Feb 2010, 21:39
QUOTE
ბევრმა ტრაპიზონში წამსვლელმა მოლი ან არეკნი რა არის ის არ იცის, მაგარამ მოდის იმიტომ რომ ...............................რუსებს ვეთამაშებით!


ჩვენც მაგას ვწუხვართ... რაგბის ჭეშმარიტი გულშემატკივარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სეირის მაყურებელნი...

მარტო რუსეთთან რომ ახსენდებათ ჩვენი ბიჭები და მაგ დროს აავსებენ ხოლმე დაპირებებით და ზეცაში აჰყავთ ქებით, გაივლის 2 კვირა და მერე მომავალ წლამდე არავის ახსოვს ვიდრე კვლავ რუსეთთან თამაში არ მოახლოვდება...

და იმ გულშემატკივრების გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც მხოლოდ რუსეთთან თამაშზე დადის, რომ ისიც კარგია, რომ ჩვენი მტრების დამარცხებაში თქვენი წვლილი შეგაქვთ ტრიბუნიდან, მაგრამ ნუთუ იმდენი არ დაიმსახურეს ჩვენმა ბიჭებმა, რომ სხვა თამაშზე მისვლის სურვილი გაგიჩნდეთ?...

Posted by: keen 26 Feb 2010, 21:52
QUOTE
და იმ გულშემატკივრების გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც მხოლოდ რუსეთთან თამაშზე დადის, რომ ისიც კარგია, რომ ჩვენი მტრების დამარცხებაში თქვენი წვლილი შეგაქვთ ტრიბუნიდან, მაგრამ ნუთუ იმდენი არ დაიმსახურეს ჩვენმა ბიჭებმა, რომ სხვა თამაშზე მისვლის სურვილი გაგიჩნდეთ?...

+1

რამდენი ხანია, აი ამას ვამბობ smile.gif

Posted by: Q10 26 Feb 2010, 22:03
QUOTE
გშურს შენ, რომ ქართულ რაგბს გულშემატკივარი ემატება და იმიტომ ამბობ ასე. ქომაგებს დააფრთხობ ასეთი განცხადებით  


ოღონდ ეგენი შემოგვემატონ და ! smile.gif
პროსტა ნაღდია რა ! რო არც შემოუხედავს რაგბის თემაში ისეთი ხალხი გამოჩნდა ! biggrin.gif
არაა რა ეგ რაგბის სიყვარული .... ხო ეგრევე ჩანს !
მოდი და უმნიშვნელო თამაშებზეც დააკომენტე რა და შემოდი დისკუსიაში ! არააააა... მაინც და მაინც რუსებს უნდა შემვხვდეთ
!

რუსები საერთოდ რო არ გვყავდეს ჯგუფში ,მაშინ რა უნდა ვქნათ ! ? ? აღარ ვუბალერშიკოთ ჩვენ ბიჭებს ? ?

Posted by: keen 26 Feb 2010, 22:09
Q10
QUOTE
ოღონდ ეგენი შემოგვემატონ და ! smile.gif პროსტა ნაღდია რა ! რო არც შემოუხედავს რაგბის თემაში ისეთი ხალხი გამოჩნდა ! biggrin.gif არაა რა ეგ რაგბის სიყვარული .... ხო ეგრევე ჩანს ! მოდი და უმნიშვნელო თამაშებზეც დააკომენტე რა და შემოდი დისკუსიაში ! არააააა... მაინც და მაინც რუსებს უნდა შემვხვდეთ !


ნუ რაღა თქმა უნდა, ეგ ჩემი პოსტი "შუთკათა" კატეგორიას მიეკუთვნება. ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ მე პირადად არაერთ ისეთ ფორუმელს ვიცნობ, ვინც რაგბშიც კარგად ერკვევა, არც თამაშებს ტოვებს უნახავს, საერთოდაც რაგბით ცხოვრობს და აქაც არ პოსტავს yes.gif ასე რომ, ასე ცალსახად ვერ იტყვი აქაურებზე, ვინ ვინაა და როგორი გულშემატკივარი...

სამაგიეროდ, ფაქტად რჩება, რუსეთ-საქართველოსა და დანარჩენ თამაშებზე დასწრების მსურველთა საგრძნობი რაოდენობრივი განსხვავება smile.gif

Posted by: diaz_niasamidze 27 Feb 2010, 17:42
მგონი რუმინეთი დაგვადებს ეხლა yawn.gif

მარა სხვაობა კი გვაქს რუსებთან და პირველ ადგილს მაინც არ დავკარგავთ


Posted by: QKD 27 Feb 2010, 17:55
რუსეთი-რუმინეთი როგორ დამთავრდა?

Posted by: x360Soulja 27 Feb 2010, 17:59
რუსებს ალბათ გავასწრებთ თუ მოვუგებთ. და 1 რაღაც მაინტერესებს,რუმინელები ჩამოდიან აქ სათამაშოდ? ვიღაცამ თქვა ჩამოდიანო და მაგრად გამიკვირდა,იმიტო რო აქ ხო ვეთამაშეთ უკვე??

Posted by: QKD 27 Feb 2010, 19:03
x360Soulja
კი, აქ უკვე მოვუგეთ, ეხლა გასვლაზე უნდა წავახდინოთ ციგნები...

Posted by: kala 27 Feb 2010, 20:07
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს მორიგ წარმატებას და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს
იმედია რუსეთსაც მოვუგებთ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ რომ ჩვენ უძლიერესი ნაკლრები გვყავს.... 2kiss.gif

Posted by: giorgi77 28 Feb 2010, 00:41
Georgia qualify for RWC 2011

http://www.rugbyworldcup.com/qualifying/news/newsid=2036106.html#georgia+qualify+rwc+2011

Posted by: x360Soulja 28 Feb 2010, 13:40
QUOTE (giorgi77 @ 28 Feb 2010, 00:41 )
Georgia qualify for RWC 2011

http://www.rugbyworldcup.com/qualifying/news/newsid=2036106.html#georgia+qualify+rwc+2011

კარგი სტატიაა ნაღდად smile.gif

ესეც ცხრილის პონტია რა.

user posted image

Posted by: giorgi77 1 Mar 2010, 00:13
ხვალ ირიბის ახალი რეიტინგში გადავსწრებთ რუსებს, ავალთ მე-16 ადგილზე... სამომავლოდ კიდე რუმინეთს 15 ქულამდე სხვაობით მოუგებთ, ტონგას გადავსწრებთ, ხოლო თუ 15-ზე მეტით მოვიგებთ, ტონგას კანადასაც მივაყოლებთ (14)

Posted by: გიო81 1 Mar 2010, 01:36
QUOTE
რუმინეთს 15 ქულამდე სხვაობით მოუგებთ, ტონგას გადავსწრებთ, ხოლო თუ 15-ზე მეტით მოვიგებთ, ტონგას კანადასაც მივაყოლებთ (14)

რუსებზე მეტად რუმინელებთან თამაში უფრო ძნელი მგონია

Posted by: QKD 1 Mar 2010, 10:13
QUOTE
რუსებზე მეტად რუმინელებთან თამაში უფრო ძნელი მგონია

თავისთავად. ბევრად მძიმე სათამაშოა ციგნებთან... რაგბიც უკეთ იციან და თავის მოედანზე წაგებას იოლად არ შეეგუებიან... ყველა (მათ შორის ბინძური) ხერხით ეცდებიან იმ თამაშის მოგებას...

Posted by: giorgi77 1 Mar 2010, 17:07
გადავასწარით რუსებს რეიტინგში

http://www.irb.com/rankings/full.html

Posted by: x360Soulja 1 Mar 2010, 17:15
ესეც სურათის სახით:

user posted image

Posted by: nikode 1 Mar 2010, 17:30
QUOTE
გადავასწარით რუსებს რეიტინგში

რუმინეთი თუ მივძუყნეთ ტონგასაც გადავასწრებთ და რუსეთის მიძუყვნის შემდეგ კანადასაც biggrin.gif

Posted by: crusaders 1 Mar 2010, 17:32
nikode
QUOTE
რუმინეთი თუ მივძუყნეთ ტონგასაც გადავასწრებთ და რუსეთის მიძუყვნის შემდეგ კანადასაც

ამათთან მოგებაზე ამდენი მოგვემატება?


Posted by: nikode 1 Mar 2010, 17:47
crusaders
კი მოგვემატება იმიტომ რომ ჩვენთან ახლომდგომი გუნდებია

Posted by: David_S 1 Mar 2010, 17:55
nikode
და თუ დავთმეთ, მეთვრამეტეზე ჩამოვქვეითდებით

Posted by: crusaders 1 Mar 2010, 17:56
nikode
QUOTE
კი მოგვემატება იმიტომ რომ ჩვენთან ახლომდგომი გუნდებია

ესეიგი ორვეს ვიგებთ

რაღა დაგვრჩება ჩვენს სარეკორდო 13-მდე

Posted by: Hurricanes 1 Mar 2010, 17:58
nikode

QUOTE
რუმინეთი თუ მივძუყნეთ ტონგასაც გადავასწრებთ და რუსეთის მიძუყვნის შემდეგ კანადასაც


აუ რა კაიაა. მეტი თამაში აღარ გვაქვს რო იაპონიასაც გადავასწროთ?

Posted by: QKD 1 Mar 2010, 18:10
QUOTE
მეტი თამაში აღარ გვაქვს რო იაპონიასაც გადავასწროთ?

http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge http://www.SmileS.Ge

Posted by: giorgi77 1 Mar 2010, 23:18
http://www.qaflan.netai.net/2010/K2/28_ENC-SPN.htm

CODE
ესპანეთი ჩვენთვის კერკეტი კაკალია. "ლეონესმა" აგერ უკვე მესამე ჩამოსვლაზეც გაგვინერვიულა საზოგადოება, რომელიც სხვაფრივაც ერთობ შეაწუხა თამაშის კეთილ-შობილ საფუძვლებს უზიარებელმა, მორიგი, თეთრად შემოსილი ფან-კლუბის წევრმა წვრილ-ფეხობამ, დოლის მონო-ტონური ბრაგუნით რომ წაიღო ყურთა-სმენა.
up.gif

ეს დოლგარმონი რაღა უბედურება იყო... მზესუმზირას ახალი ატრებუტები დაემატა...

Posted by: keen 1 Mar 2010, 23:39
უდესიანის ლელო... მარტო ბურთი კი არა, ესპანეთის ნახევარი გუნდიც დაამიწა givi.gif


Posted by: burke 1 Mar 2010, 23:39
ახლა არენას ვუყურებ და ზარებს რო ვუსმენ გავგიჟდ
ამ ხალხს მარტო რუსეთთან ახსენდება რომ რაგბის ნაკრები გვყავს

არ შეიძლება ასე რა

Posted by: გიო81 2 Mar 2010, 00:45
QUOTE
ამ ხალხს მარტო რუსეთთან ახსენდება რომ რაგბის ნაკრები გვყავს

yes.gif sad.gif

Posted by: nikode 2 Mar 2010, 01:10
QUOTE
ახლა არენას ვუყურებ და ზარებს რო ვუსმენ გავგიჟდ
ამ ხალხს მარტო რუსეთთან ახსენდება რომ რაგბის ნაკრები გვყავს

მეც ვუყურე, მაგრამ ჩანაწერში. არა რა ხალხო, ძალიან დაბალი დონეა რაგბის პოპულარიზაციის მხრივ, ვინც დარეკა სტუდიაში აზრზე არ არის ელემენტალურ რაღაცეებზე რა... მოიწვევენ ნაკრების წევრებს ფედერაციის წევრებს და ხალხი არის გაჩუმებული, იმდენად არაპროფესიონალური კითხვები ისმება რა, რაღა შორს წავიდეთ და თვითონ წამყვანიც აზრზე არ არის რა ხდება რა, ნუთუ შეუძლებელია ერთი ნორმალური რაგბზე გადაცემის გაკეთება, მზეზეა და იქაც ასეთი სიტუააციაა რა.
თუ არ მოხდა რაგბის პოპულარიზაცია მასებში არაფერიც არ იქნება. საღოლ ბიჭებო, რომ ამ ტოტალური უცოდინარობის პირობებში (როგორც ფართე მასებში, ასევე სახელმწიფოს მხრივ, რომელთაც რაგბი, მარტო რუსეთთან თამაშის დროს ახსენდებათ) კიდევ აღწევთ წარმატებებს...

Posted by: mokheve 2 Mar 2010, 11:19
აჩიკო ქავთAრაძე როგორ არის ნეტავ? biggrin.gif
პალიკო ჯიმშელაძე?
იაშვილები smile.gif)??


რამ გაამხსენა არ ვიცი biggrin.gif

Posted by: hooliganaN8 2 Mar 2010, 11:21
mokheve
იაშვილი პატარა ფრანგ ბარბაროსებში არის 9ნომერი და ბიარიცში მაგრა არის და ისინი არვიცი

Posted by: mokheve 2 Mar 2010, 11:24
smile.gif))))

აუ ის რომ გვყავდა რა გვარი იყოოოო მოხევე იყო მგონი biggrin.gif:D პარხომენკი კი არადა კოვალენკო? არა აუ არ მახსოვს smile.gif)))))))))))))))


ელოშვილი სადაა ნეტა? smile.gif)




რაგბი ნოსტალჟი მეტაკა biggrin.gif:D:D:D

Posted by: crusaders 2 Mar 2010, 11:26
QUOTE
ელოშვილი სადაა ნეტა? )

დაანება რაგბს თავი როგორც ვიცი

Posted by: mokheve 2 Mar 2010, 11:28
აა ყაზბეგელი ნიკოლაენკო სოსო smile.gif))

Posted by: crusaders 2 Mar 2010, 11:46
QUOTE
უდესიანის ლელო... მარტო ბურთი კი არა, ესპანეთის ნახევარი გუნდიც დაამიწა

არადა სანამ მიეხმარებოდნენ მანამდე.
მაგარი ველურია ეგეც









P.S. ჩემი 1000-ე პოსტი biggrin.gif bis.gif





Posted by: Marguerite Gautier 2 Mar 2010, 22:46
mokheve biggrin.gif პალიკო კარგად გახლავს ოჯახთან ერთად, გაუხარდება რომ ისევ გახსოვთ... სხვები არ ვიცი

Posted by: giorgi77 2 Mar 2010, 22:52
QUOTE (keen @ 2 Mar 2010, 00:39 )
უდესიანის ლელო... მარტო ბურთი კი არა, ესპანეთის ნახევარი გუნდიც დაამიწა givi.gif


--------------------------------------------
100%-ით სვანური ლელოა

Posted by: Love The Sun 3 Mar 2010, 01:11
Marguerite Gautier
როგორ შეიძლება ქართველ რაგბის ქომაგს პალიკო არ ახსოვდეს smile.gif
გვახსოვს და გვენატრება smile.gif

Posted by: QKD 3 Mar 2010, 12:02
QUOTE
როგორ შეიძლება ქართველ რაგბის ქომაგს პალიკო არ ახსოვდეს
გვახსოვს და გვენატრება 

პალიკო ძალიან დიდი ძალა იყო ნაკრებისთვის... დღევანდელ 10 ნომრებს ყველას მირჩევნია ერთად აღებულს...

Posted by: crusaders 3 Mar 2010, 12:06
QUOTE
პალიკო ძალიან დიდი ძალა იყო ნაკრებისთვის... დღევანდელ 10 ნომრებს ყველას მირჩევნია ერთად აღებულს...

პალიკოსთანა 10 ნომერი ჩვენ არ გვყოლია.

მაგარი კაცია

Posted by: QKD 3 Mar 2010, 12:34
QUOTE
პალიკოსთანა 10 ნომერი ჩვენ არ გვყოლია.

და სამწუხაროდ ახლო მომავალშიც ვერ ვხედავთ ჰორიზონტზე...

http://smajliki.ru/smilie-196077351.html

Posted by: გიო81 3 Mar 2010, 13:29
QUOTE
პალიკოსთანა 10 ნომერი ჩვენ არ გვყოლია.

მაგარი კაცია

yes.gif

Posted by: TintoB 3 Mar 2010, 13:41
პალიკო მაგარი 10 ნომერი ნაღდად არ იყო smile.gif ეტყობა დაგავიწყდათ რომ კარგ 10 ნომერზე ვოცნებობდით სულ

Posted by: crusaders 3 Mar 2010, 13:46
TintoB
QUOTE
პალიკო მაგარი 10 ნომერი ნაღდად არ იყოეტყობა დაგავიწყდათ რომ კარგ 10 ნომერზე ვოცნებობდით სულ

კი ვვოცნებობდით მაგრამ ეხლა პალიკოსნაირი მაინ გვყავდეს

Posted by: QKD 3 Mar 2010, 14:25
QUOTE
პალიკო მაგარი 10 ნომერი ნაღდად არ იყო


ნომინალური 10 იყო თუ 15 რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან მაგრად იდგა 10 ნომერზე. იმაზე ბევრად უკეთ ვიდრე დღეს დგანან. ეგ რომ დღეს იყოს 10 ბევრად სტაბილურ თამაშს აჩვენებდა გუნდი...

Posted by: Marguerite Gautier 3 Mar 2010, 14:29
Love The Sun
QKD
crusaders

გაიხარეთთთთ
wink.gif 2kiss.gif

Posted by: crusaders 3 Mar 2010, 14:31
Marguerite Gautier
QUOTE
გაიხარეთთთთ

პალიკოს ქებიტ დავიმსახურეთ?

Posted by: QKD 3 Mar 2010, 14:32
Marguerite Gautier
პალიკოს ახლობელი ხარ თუ მეშლება?

Posted by: akkai 3 Mar 2010, 14:32
ნაკრების მაქსიმუმი irb-ის რეიტინგში, რომელი ადგილი იყო?

Posted by: გიო81 3 Mar 2010, 14:36
QUOTE
ნაკრების მაქსიმუმი irb-ის რეიტინგში, რომელი ადგილი იყო?

მაქსიმუმი მეცამეტე იყო

Posted by: QKD 3 Mar 2010, 14:39
QUOTE
ნაკრების მაქსიმუმი irb-ის რეიტინგში, რომელი ადგილი იყო?



13

Posted by: Marguerite Gautier 3 Mar 2010, 14:49
crusaders
ხო, რატომაც არაა

QKD
ოჯახის მხოლოდ

Posted by: CENTURIONI 3 Mar 2010, 20:56
QUOTE
პალიკო მაგარი 10 ნომერი ნაღდად არ იყოეტყობა დაგავიწყდათ რომ კარგ 10 ნომერზე ვოცნებობდით სულ

პალიკო ძალიან კარგი 10 ნომერი იყო.მითუმეტსეს დღევანდელი გადასახედიდან. სტაბილური იყო ყველანაირად და საკმაოდ ტექნიკურიც. ხაზსაც კარგად ათამაშებდა.
კიდევ ერთ 10 ნომერს გავიხსენებდი. ჩიჩმიას. საქართველოს ნაკრების ისტორიაში აშკარად ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემის აზრით. სამწუხაროდ ცუდ დროს მოუწია ნაკრებში თამაში.

Posted by: winner 3 Mar 2010, 21:34
იმედია პალიკო ისეთივე მაგარი მწვრთნელი იქნება როგორი მაგარი მოთამაშეც იყო.. პალეXXXXXXX love.gif love.gif love.gif

Posted by: crusaders 4 Mar 2010, 11:09
winner
QUOTE
იმედია პალიკო ისეთივე მაგარი მწვრთნელი იქნება როგორი მაგარი მოთამაშეც იყო.. პალეXXXXXXX

აპირებს მწვრთნელობას?

Posted by: გიო81 5 Mar 2010, 00:06
QUOTE
იმედია პალიკო ისეთივე მაგარი მწვრთნელი იქნება როგორი მაგარი მოთამაშეც იყო.. პალეXXXXXXX

აპირებს მწვრთნელობას?

?

Posted by: kukaracha1981 5 Mar 2010, 14:02
წინ დიდი ამბები გველის ქართველებო!! აქეთ რუმინეთი იქით რუსეთი, ორივე მაღალი დონის თამაშები იქნება, სადაც ჩვენები კიდევ უფრო შეთამაშდებიან და აიმაღლებენ სათამაშო კლასს. დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ ორივე გუნდს დავამარცხებთ!!!

Posted by: x360Soulja 5 Mar 2010, 14:06
QUOTE (kukaracha1981 @ 5 Mar 2010, 14:02 )
წინ დიდი ამბები გველის ქართველებო!! აქეთ რუმინეთი იქით რუსეთი, ორივე მაღალი დონის თამაშები იქნება, სადაც ჩვენები კიდევ უფრო შეთამაშდებიან და აიმაღლებენ სათამაშო კლასს. დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ ორივე გუნდს დავამარცხებთ!!!

იმედია! ძაან კაი იქნება თუ კიდე 1ხელ მოვიგებთ ერთა თასს : ))

Posted by: mokheve 5 Mar 2010, 14:09
QUOTE (giog81 @ 5 Mar 2010, 00:06 )
QUOTE
იმედია პალიკო ისეთივე მაგარი მწვრთნელი იქნება როგორი მაგარი მოთამაშეც იყო.. პალეXXXXXXX

აპირებს მწვრთნელობას?

?

მეც ანალოგიური კითხვა მაქვს smile.gif))

Posted by: Marguerite Gautier 5 Mar 2010, 15:02
giog81
mokheve

კი ოღონდ აქ არაა, ისევ საფრანგეთში როგორც ვიცი.

Posted by: crusaders 5 Mar 2010, 15:17
QUOTE
კი ოღონდ აქ არაა, ისევ საფრანგეთში როგორც ვიცი

ღმერტმა ხელი მოუმართოს

Posted by: Love The Sun 5 Mar 2010, 15:29
Marguerite Gautier
ვააა. ეგ რა კაი ამბავი თქვი. პალიკო თუ საფრანგეთში გაიზარდა მწრთვნელად, ერთი ძალიან კარგი და რაც მთავარია ქართველი ხაზის მწრთვნელი გვეყოლება.
გამიხარდა.

Posted by: QKD 5 Mar 2010, 15:42
წარმატებები პალიკოს!!!
http://smajliki.ru/smilie-639811719.htmlhttp://smajliki.ru/smilie-639811719.htmlhttp://smajliki.ru/smilie-639811719.html

Posted by: Dato10kokli 5 Mar 2010, 16:31
ჩვენ ჩერჩIლის თასზე აგარ მივდივართ???? რუსები მიდიან სტატია წავიკითხე

Posted by: gur100 5 Mar 2010, 16:34
რო იყავი რა გააკეთე რო კიდე წახვიდე?

Posted by: QKD 5 Mar 2010, 17:02
ჩვენ ირბ ერთა თასზე მივდივართ და რუსეთს დიდი შანსი აქვს ჩერჩილზე თავის გამოჩენის, რისი შანსიც ჩვენ დავკარგეთ

Posted by: გიო81 5 Mar 2010, 17:33
QUOTE
კი ოღონდ აქ არაა, ისევ საფრანგეთში როგორც ვიცი.

ძალიან კარგი.

QUOTE
ჩვენ ირბ ერთა თასზე მივდივართ და რუსეთს დიდი შანსი აქვს ჩერჩილზე თავის გამოჩენის, რისი შანსიც ჩვენ დავკარგეთ

ვერ გამოიჩენს თავს,პირიქით. და რეიტინგშიც უკან საიხევს ძაან

Posted by: QKD 5 Mar 2010, 17:43
QUOTE
ვერ გამოიჩენს თავს,პირიქით. და რეიტინგშიც უკან საიხევს ძაან

ვერ დაგეთანხმები... თუ ჩვენგან განსხვავებით ძირითადი გუნდით ჩავა, შედეგსაც აუცილებლად აჩვენებს...
რუსეთი დღესდღეობით რუმინეთზე ძლიერი და ჩვენზე ოდნავ სუსტია და თუ ჩვენ ვთვლით, რომ მინიმუმ მეორე ადგილს ავიღებდით ჩერჩილზე ძირითადი გუნდით რომ წავსულიყავით, რუსეთი რატომ ვერ შეძლებს იგივეს?
პროგრესირებენ ეგ ვირიშვილები...

Posted by: crusaders 5 Mar 2010, 17:46
QKD
QUOTE
ვერ დაგეთანხმები... თუ ჩვენგან განსხვავებით ძირითადი გუნდით ჩავა, შედეგსაც აუცილებლად აჩვენებს...რუსეთი დღესდღეობით რუმინეთზე ძლიერი და ჩვენზე ოდნავ სუსტია და თუ ჩვენ ვთვლით, რომ მინიმუმ მეორე ადგილს ავიღებდით ჩერჩილზე ძირითადი გუნდით რომ წავსულიყავით, რუსეთი რატომ ვერ შეძლებს იგივეს? პროგრესირებენ ეგ ვირიშვილები...

ეგენი უეჭველი ძირითადი გუნდით წავლენ
გუნდსაც შეათამაშებენ

Posted by: QKD 5 Mar 2010, 17:54
QUOTE
ეგენი უეჭველი ძირითადი გუნდით წავლენ
გუნდსაც შეათამაშებენ


ეგაა სწორი მიდგომა და ჩვენ წავიყვანოთ დუბლები და წავიდეთ რუმინეთში და მერე გაგვიკვირდება რუსეთი რომ მოგვიგებს ერთხელაც...

Posted by: ampuliko 5 Mar 2010, 18:01
რუსეთი ჩერჩილზე ჩვენსავით არ შერცხვება !!

Posted by: crusaders 5 Mar 2010, 18:38
QUOTE
რუსეთი ჩერჩილზე ჩვენსავით არ შერცხვება !!

ძირითადი გუნდით ზავლენ და კარგადაც იზამენ

Posted by: Dato10kokli 5 Mar 2010, 21:58
რუსები Iრბ ერთA თასზეც ხო მიდიან? სად შეიძლება მასეთი იფორმაციების ნახვა ? ირბ ზე სჰევდივარ და დზაან ცოტა წერია ხოლმე

Posted by: x360Soulja 5 Mar 2010, 22:00
QUOTE (Dato10kokli @ 5 Mar 2010, 21:58 )
რუსები Iრბ ერთA თასზეც ხო მიდიან? სად შეიძლება მასეთი იფორმაციების ნახვა ? ირბ ზე სჰევდივარ და დზაან ცოტა წერია ხოლმე

აი ესენი ნახე აბა

http://www.rugbyworldcup.com/qualifying/news/newsid=2036019.html

http://www.rugbyworldcup.com/qualifying/news/newsid=2036106.html

Posted by: გიო81 5 Mar 2010, 23:06
QUOTE
პროგრესირებენ ეგ ვირიშვილები...

user.gif

QUOTE
ჩვენგან განსხვავებით ძირითადი გუნდით ჩავა, შედეგსაც აუცილებლად აჩვენებს...

ერთი რაც იქნება დიდი სხვაობებით არ წააგებენ... მაგათი დედა ვატირე ჩვენს მუღამში განავითარეს რაგბი რა

Posted by: K O R A D O 6 Mar 2010, 01:42
ჩვენ არ შეგვერგო ჩერჩილი, რუსები შეირგებენ მემგონი...ეხ რა ცუდად გამოგვივიდა რა -ვაიმე აქ რამ მოგვიყვანაო, ასეთი განცდა დაგვეუფლა მაშინ ჩერჩილზე და მყისვე მოვკურცხლეთ-ჩვენი ფეხი აღარ იქნება მანდო...

Posted by: QKD 6 Mar 2010, 11:33
QUOTE
ერთი რაც იქნება დიდი სხვაობებით არ წააგებენ


კანადა-ამერიკასთან მოგების რეალური შანსი ექნებათ

Posted by: გიო81 6 Mar 2010, 11:38
QUOTE
კანადა-ამერიკასთან მოგების რეალური შანსი ექნებათ

შანსი კი ექნებათ მაგრამ... wink.gif

Posted by: crusaders 6 Mar 2010, 11:45
QUOTE
ერთი რაც იქნება დიდი სხვაობებით არ წააგებენ... მაგათი დედა ვატირე ჩვენს მუღამში განავითარეს რაგბი რა

შეიძლება დიდი სხვაობითაც წააგონ მაგრამ გამოაწრთობენ და შეათამაშებენ გუნდს

Posted by: QKD 6 Mar 2010, 11:56
თუ ისე გასაზიზღრდებიან, რომ რაგბის თამაში შეძულდეთ, მაგას რა ჯობია, მაგრამ პროგრესირებენ ეგ ღორის შთამომავლები და ცოტა ხანში მაგათთან მოგება სანატრელი არ გაგვიხდეს ამას ვდარდობ მე...

Posted by: crusaders 6 Mar 2010, 12:01
QKD
QUOTE
თუ ისე გასაზიზღრდებიან, რომ რაგბის თამაში შეძულდეთ, მაგას რა ჯობია, მაგრამ პროგრესირებენ ეგ ღორის შთამომავლები და ცოტა ხანში მაგათთან მოგება სანატრელი არ გაგვიხდეს ამას ვდარდობ მე...

შეიძლება მასეც მოხდეს ფულს ხარჯავენ ჩემპიონატს კარგს აკეთებენ

ცოთა ხანში პატარებსაც სწორად გაზრდიან და ამდენ მილიონში 20 კაი რაგბისტი არ გაეზრდებათ?

Posted by: QKD 6 Mar 2010, 12:13
QUOTE
შეიძლება მასეც მოხდეს ფულს ხარჯავენ ჩემპიონატს კარგს აკეთებენ

ცოთა ხანში პატარებსაც სწორად გაზრდიან და ამდენ მილიონში 20 კაი რაგბისტი არ გაეზრდებათ?


ეგაა ზუსტად ჩვენი ტრაგედია, რომ მშვიდად ვუყურებთ ტუ როგორ იზრდებიან რუსები და ჩვენ საპასუხოდ 1 ნაბიჯსაც არ ვდგამთ...

Posted by: crusaders 6 Mar 2010, 12:17
QUOTE
ეგაა ზუსტად ჩვენი ტრაგედია, რომ მშვიდად ვუყურებთ ტუ როგორ იზრდებიან რუსები და ჩვენ საპასუხოდ 1 ნაბიჯსაც არ ვდგამთ...

მარტალია დროულად უნდა გამოინახოს გზა თორემ ესე არაფერი გამოვა

Posted by: QKD 6 Mar 2010, 12:33
QUOTE
მარტალია დროულად უნდა გამოინახოს გზა თორემ ესე არაფერი გამოვა


ამისთვის ფულია საჭირო და კაცი, რომელიც ამ ფულის სწორად დახარჯავს და დღეს არც ერთია და არც მეორე...

Posted by: lejo7 6 Mar 2010, 12:38
QUOTE
ეგაა ზუსტად ჩვენი ტრაგედია

საკადრო პოლიტიკა არ არსებობს . ახალგაზდური ნაკრების საერტო განვიტარების გეგმა არ არსებობს .მცვრნელტა განვიტარების და ,კადრების პოლიტიკა არ არსებობს .საგარეო პოლიტიკა კარტული რეგბის განვიტარების არ არსებობს . 7-კაცა რაგბის განვიტარების გეგმა არ არსებობს . კიდე რა დაგიცეროთ არარი არაპერი დაგეგმილი . ვარტ პირველ ნაკრების შედეგებზე ჩამოკიდებული . ეს მე ზუსტათ ვიცი არც ვაზვიადებ . ზაზა ლ

Posted by: QKD 6 Mar 2010, 12:43
QUOTE
საკადრო პოლიტიკა არ არსებობს . ახალგაზდური ნაკრების საერტო განვიტარების გეგმა არ არსებობს .მცვრნელტა განვიტარების და ,კადრების პოლიტიკა არ არსებობს .საგარეო პოლიტიკა კარტული რეგბის განვიტარების არ არსებობს . 7-კაცა რაგბის განვიტარების გეგმა არ არსებობს . კიდე რა დაგიცეროთ არარი არაპერი დაგეგმილი . ვარტ პირველ ნაკრების შედეგებზე ჩამოკიდებული . ეს მე ზუსტათ ვიცი არც ვაზვიადებ . ზაზა ლ


სამწუხაროდ მასეა და ეს პირველი ნაკრები რომ იმ ყველაფრის გარეშე რაც თქვენ ჩამოთვალეთ ვერ განვითარდება, ეს ცოტა ვინმეს თუ ესმის...

QUOTE
ზაზა ლ

თქვენზე გავიგე, უკრაინის 7კაცა ჩაიბარაო და მართალია?

Posted by: crusaders 6 Mar 2010, 14:04
QUOTE
საკადრო პოლიტიკა არ არსებობს . ახალგაზდური ნაკრების საერტო განვიტარების გეგმა არ არსებობს .მცვრნელტა განვიტარების და ,კადრების პოლიტიკა არ არსებობს .საგარეო პოლიტიკა კარტული რეგბის განვიტარების არ არსებობს . 7-კაცა რაგბის განვიტარების გეგმა არ არსებობს . კიდე რა დაგიცეროთ არარი არაპერი დაგეგმილი . ვარტ პირველ ნაკრების შედეგებზე ჩამოკიდებული . ეს მე ზუსტათ ვიცი არც ვაზვიადებ . ზაზა ლ

მაგაშია საქმე ზუსტად.დროზე თუ არ მოკიდეს ხელი სერიოზულად მარტო ნაკრებით ვერაფერს გავხდებით
მსოფლიო თასის მერე დაიწყება საკადრო ცვლები და მერე უარეს დღეში ჩავვარდებიტ

Posted by: Judas Iscariot 6 Mar 2010, 19:08
crusaders
QUOTE
ეგენი უეჭველი ძირითადი გუნდით წავლენ
გუნდსაც შეათამაშებენ

QKD
QUOTE
ეგაა სწორი მიდგომა და ჩვენ წავიყვანოთ დუბლები და წავიდეთ რუმინეთში და მერე გაგვიკვირდება რუსეთი რომ მოგვიგებს ერთხელაც...

QKD
QUOTE
კანადა-ამერიკასთან მოგების რეალური შანსი ექნებათ

იასნია ძირითადი გუნდით წავლენ.

მარა განსხვავებას ვერ ხედავთ ჩვენსა და რუსეთს შორის?
ყველან ძირითადი გუნდით წავლენ.

იმიტო რო ყველანი რუსეთში თამაშობენ და ლეგიონრები არ ყავთ თითქმის.

რომელი ჯობია ეხლა გადაწყვიტეთ.


Posted by: giorgi77 6 Mar 2010, 19:29
თვითონ რუსები ტირიან ფორუმებზე რომ ნეტავი ჩვენც მაგდენი ლეგიონერი გვყავდესო საფანგეთშიო....

ლეგიონერები კარგია მაგრამ ეს რესურსი რომ ამოიწურება ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს? საქართველოს ჩემპიონატის ამარა დარჩება ნაკრები, პრობლემები მერე გვექნება თუ გვექნება, თუ დროზე არ მიხედეს ჩემპიონატს. პროფესიონალური რაგბის ნასახი არაა საქართველოში, მხოლოდ სურვილია ჯერეჯრობით. ჩემი აზრით, ივანიშვილის რესურსები მაგ კუთხით უნდა დაიხარჯოს, თორემ მერე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ნაკრები.

Posted by: Judas Iscariot 6 Mar 2010, 19:35
giorgi77
QUOTE
ლეგიონერები კარგია მაგრამ ეს რესურსი რომ ამოიწურება ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს? საქართველოს ჩემპიონატის ამარა დარჩება ნაკრები

რატო ამოიწურება ეს რესურსი?

Posted by: giorgi77 6 Mar 2010, 19:49
Judas Iscariot ღმერთმა ქნას არ ამოიწუროს, მაგრამ ახალგაზრდებიდან რომლებიც ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, სანაკრებო დონის არცერთი არაა. ეს პოლონეთის მოყვარულთა ნაკრებთან თამაშმაც აჩვენა.

ახლანდელი ნაკრების ნახევარი - ვეტერანები არიან.

სინამდვილეში საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემებია, ძალიან პატარა არჩევანია განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებში, თუმცა არც შერკინებაში გვილხინს. ჩემპიონატის მოთამაშესა და ლეგიონერებს შორის უზარმაზარი სხვაობაა. 9 და 10 ნომრებზე არაფერს არ ვიტყვი...

Posted by: Judas Iscariot 6 Mar 2010, 19:53
giorgi77
QUOTE
მაგრამ ახალგაზრდებიდან რომლებიც ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, სანაკრებო დონის არცერთი არაა.

მერე რა, უამრავი ახალგაზრდაა ვინც საფრანგეთში თამაშობს და ნაკრებში ჯერ ვერ ხვდება.

რა, 90-იან წლებში მიდიოდა ხალხი საფრანგეთში და ეხლა ვეღარ წავლენ?

Posted by: giorgi77 6 Mar 2010, 20:03
QUOTE
რა, 90-იან წლებში მიდიოდა ხალხი საფრანგეთში და ეხლა ვეღარ წავლენ?
მაგარი ოპტიმისტი ხარ, ძალიან კარგია smile.gif

თუ უფრო კარგი შედეგები გვინდა სამომავლოდ, და რომ ბობოლებს ცოტათი მაინც მიუახლოვდეთ, სანაკრებოდ მწრთვნელს უფრო დიდი არჩევანი უნდა ჰქონდეს ყველა რგოლში. ნაკრების თამაშის ხარისხიც ბევრად მოიმატებს. აი წარმოიდგინე 30 კაცის მაგივრად 80-დან რომ ირჩევდეს ლეინი.

მაგის გარდა, იქ სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს - ხაზის მოთამაშეები, ლეგიონერები არცა გვყავს.. და არც გვეყოლება ალბათ ახლო მომავალში.

Posted by: CENTURIONI 6 Mar 2010, 20:06
QUOTE
ერე რა, უამრავი ახალგაზრდაა ვინც საფრანგეთში თამაშობს და ნაკრებში ჯერ ვერ ხვდება.

ერთია რომ თამაშობენ მეორე რომ რა დინისანი არიან
QUOTE
რა, 90-იან წლებში მიდიოდა ხალხი საფრანგეთში და ეხლა ვეღარ წავლენ?

აწი ეგრე მარტივად აღარ იოქნება მომავალი წლიდან საფრანგეთში ლეგიონერებზე კვოტები შემოდის.მაგარი შემცირდება უცხოელების რიცხვი განსაკუთრებით კი ქართველებისა რადგანაც დაბალ ლიგებში მგობი სულ აიკრძალება ლეგიონერების ყოლა.

Posted by: winner 6 Mar 2010, 20:09
Judas Iscariot

ეხლა ვეღარ წავლენ, ცოტახანში იქ ივნც არიან იმათაც უკან დაბრუნება მოუწევთ.. ახალი კანონები შეოიღეს უცხოელებზე, ლიმიტია.. ვისაც ფორმაციონი აქვს გავლილი იმას ექნება ფრანგული ლიცენზია ვისაც არადა მოხვდება შემცირებაში...

QUOTE
მერე რა, უამრავი ახალგაზრდაა ვინც საფრანგეთში თამაშობს და ნაკრებში ჯერ ვერ ხვდება.


სულ რამოდენიმეა(ახალგაზრდა)


ასე რომ ბატონი გიორგი77 მართალს ბრძანებს, სასწრაფოდ უნდა გავაძლიეროთ ჩემპიონატი..

Posted by: Judas Iscariot 6 Mar 2010, 20:19
winner
QUOTE
ახალი კანონები შეოიღეს უცხოელებზე, ლიმიტია

ეგ კაი ხანია შემოაქვთ. და საბოლოოდ როდის შემოიღებენ?
QUOTE
ვისაც ფორმაციონი აქვს გავლილი

ფორმაციონი რა არის?
QUOTE
ექნება ფრანგული ლიცენზია ვისაც არადა მოხვდება შემცირებაში...

ხოდა ჩამოვლენ და გააძლიერებენ ჩემპიონატს.

Posted by: winner 6 Mar 2010, 20:23
საქართველოში ძალიან მაგარი თაობები მოდის, საჭიროა კვალიფიცირებული მწვრთნელები და სტრუქტურა... აი ესე გაძლიერდება ჩემპიონატი!

Posted by: QKD 6 Mar 2010, 21:11
QUOTE
საქართველოში ძალიან მაგარი თაობები მოდის, საჭიროა კვალიფიცირებული მწვრთნელები და სტრუქტურა... აი ესე გაძლიერდება ჩემპიონატი!

მართალია, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვშველით და ვინც ''იქ'' ზის ის სხვა რამეზე ფიქრობს...

Posted by: TintoB 6 Mar 2010, 21:19
რამდენიმე ბიჭი საკმაოდ კარგი გუნდების ესპუარებშია:მიქაუტაძე,ლოსაბერიძე,ჯიმშელაძე,ჩილაჩავა,ნარიაშვილი მონპელიეში გადადის... ასე რომ საფრანგეთში
შეიძლება რაოდენობა შემცირდეს ჩვენების,მარა მაღალი დონის მოთამაშეებზე მოთხოვნა სულ იქნება...არ გვემუქრება ეს საშიშროება.თუმცა რათქმაუნდა სასურველია რომ აქ ისეთი ფინანსები იყოს რომ ქართველები საფრანგეთში მარტო ტოპ14-ში და პრო D2-ში თამაშობდნენ და ფედერალის მოთამაშეები საქართველოში დაბრუნდნენ..

Posted by: Love The Sun 6 Mar 2010, 21:28
TintoB
ყველაზე კაი ისაა, რომ ჯიმშელაძე და ლოსაბერიძე ხაზის მოთამაშეებად მოიაზრებიან და ორივე კაი "მუტრუკია" smile.gif
ლოსაბერიძე სუფთა ბასტაროა biggrin.gif

Posted by: TintoB 6 Mar 2010, 21:57
ლოსაბერიძეს ცოტა ნრვები არ აქვს კარგად,თორე ისე დიდი პოტენციალი აქვს

Posted by: Dato10kokli 6 Mar 2010, 22:11
QUOTE
ლოსაბერიძეს ცოტა ნრვები არ აქვს კარგად,თორე ისე დიდი პოტენციალი აქვს

რას ნისჰნავს ნერვები არ უვარგა ? ნერვებზე იშლება ხოლმე თუ რამე ნერვული დაავადება აწუხებს?

Posted by: TintoB 6 Mar 2010, 22:25
გორგოძის პონტშია,განერვიულება იცის მომენტებში smile.gif

Posted by: Dato10kokli 6 Mar 2010, 22:32
biggrin.gif
ეგ არაუშავს,რაგბისტს უხდება biggrin.gif

Posted by: winner 6 Mar 2010, 23:54
Love The Sun

ლოსაბერიძე მესამე ხაზსაც თამაშობს ჯიმშელაძე ნაღდი ხაზის მოთამაშეა 10-12.. ურჯუკაშვილი გვყავს კიდე პრო D2-ში 15 ნომერია. დანარჩენი ყვლეა მორკინალია, კაკოვინი ბრივშია 3 ნომერზე ტორაძე ტულუზაში ისიც 3 ზე..

ისე რო დაბრუნდნენ ფედერალებში მოთამაშები ჩვენ ჩემპიონატს მაგრად შეეტყობა გაძლიერება.. მარა აქ იმ პირობას ვერავინ შეუქმნის რაც იქ ქვთ. sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: borjgali1964 7 Mar 2010, 14:12
აქვსენტი რომ დაამტვრიეს ის ლინკია

http://www.youtube.com/watch?v=ZzcJbK6JtT8&feature=player_embedded#

Posted by: crusaders 7 Mar 2010, 14:32
QUOTE
ისე რო დაბრუნდნენ ფედერალებში მოთამაშები ჩვენ ჩემპიონატს მაგრად შეეტყობა გაძლიერება.. მარა აქ იმ პირობას ვერავინ შეუქმნის რაც იქ ქვთ.

ხელფასი უნდათ და დაბრუნდებიან

Posted by: ampuliko 7 Mar 2010, 18:12
აქ ბიჭებს რამდენი აქვთ ხელფასები მაგალითად ლელოს მოთამაშეებს??

Posted by: Dato10kokli 8 Mar 2010, 13:53
სად შეილება ქართველი რაგბისტების სია ვნახო ასაკებიც რო იყოს მითითებული?

Posted by: dmamporia 8 Mar 2010, 14:06
QUOTE
აქვსენტი რომ დაამტვრიეს ის ლინკია

რა ჩაურტყია იმ ჩათ.........................

Posted by: lejo7 8 Mar 2010, 16:31
QUOTE
თქვენზე გავიგე, უკრაინის 7კაცა ჩაიბარაო და მართალია?

კი მარტალია . კველაპერი ვეცადე რომ საქართველოს ნაკრებთან მემუშავა მაგრამ ძერ არარისო საშვალება ერთ ცელიცადში დაგიძახეპთო ? და მერე უთქვიათ ბევრი პული მოიტხივა . პულზე არც მქონია არანაირი საუბარი . უკრაინელები უამრავ პულებს მიხთიან 1000 E გესმის იმედია ერთ მშვენიერ დყეს ჩემი ცოდნას ,გამოვიყენებ საქართველოს რაგბის საკეთილდღეოთ?ზაზა ლ

Posted by: Dato10kokli 8 Mar 2010, 17:30
QUOTE
ერთ მშვენიერ დყეს ჩემი ცოდნას ,გამოვიყენებ საქართველოს რაგბის საკეთილდღეოთ?

საშუალება რო მოგცენ დღესვე შეგიძლია ნაკრების ცჰაბარება?

Posted by: lejo7 8 Mar 2010, 19:01
QUOTE
საშუალება რო მოგცენ დღესვე შეგიძლია ნაკრების ცჰაბარება?

კი და საქმესაც გავაკეთებდი .რომელ ნაკრებზე მელაპარაკები XV - თუ 7 . მარტო მაინც არ ვიმუშავებდი ორ ან სამ კაცს დავიხმარებდი .შენ რა აზრის ხარ ამაზე რატომ მისვამ ამ კითხვას ? შენი აზრით მაგის თავი არამაქს თუ ?Dato10kokli

Posted by: Dato10kokli 8 Mar 2010, 19:38
არა მაგის გამო არ დამისვია ეგ კითხვა ,მაინტერესებდა გაბრაზებული ხარ ქართულ მხარეზე თუ არა ? ისე თხუთმეტკაცაზე გეუბნებოდი.

Posted by: David_S 8 Mar 2010, 20:04
lejo7
მოგესალმებით, რამდენიმე შეკითხვა მაქვს და თუ შესაძლებელია იქნებ მიპასუხოთ.

დღევანდელი ფორმაციის ნაკრებს მწვრთნელის ხელი ეტყობა?
ტაქტიკის ამბავში როგორა ვართ? რამდენად მოქნილია გუნდი? შეუძლია თუ არა თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლა და სხვაზე გადაწყობა?
რამდენად კითხულობს მწვრთნელი თამაშს და რამდენად ადექვატურია შეცვლები?

არაფერი პირადული, მხოლოდ საქმე

პროფესიონალის აზრი მაინტერესებს, თორემ თვითნასწავლი პროფესორებით სავსეა ეს საფიხვნო და ყველა ჩვენგანს როდ მაქვინად თუ არა რობი დინსად მაინც მიგვაჩნია საკუთარი თავი sad.gif

Posted by: lejo7 8 Mar 2010, 21:37
Dato10kokli
David_S
QUOTE
გაბრაზებული ხარ ქართულ მხარეზე თუ არა

QUOTE
ტაქტიკის ამბავში როგორა ვართ? რამდენად მოქნილია გუნდი? შეუძლია თუ არა თამაშის მიმდინარეობისას ტაქტიკის შეცვლა და სხვაზე გადაწყობა?

არა გაბრაზებული ქართულ რაგბზე ვერანაირათ ვერ ვიქნები მეც ქართველი რაგბის ოჯახიდან ვარ გამოსული და ასე რომ ეს არარი ის რასაც შენ მეუბნები . უბრალოთ მგონია რომ ,ჩვენი რაგბისტების დონე ასე თუ ისე იცევს ცინ . იმიტომ რომ მიდიან და სცავლობენ ფრანგულ გუნდებში და დონე იცევს .რაც შეეხება მცვრთნელებს და მენეჯერებს და სპორტულ დირეკტორებს,ფიზ მომზადებას, და ასე შემდეგ არავინ არ იზდება და მაგიტომ პროგრესი არ არი ისეთი როგორიც შეიძლება იყოს .რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს მე ისე მგონია რომ ეს მცვრტნელი ტიმი კარგატ მუშაობს და პროგრესი არის . მაგრამ ჩვენ ტუ არ ვიმუშავეთ ახალგაზდური გუნდთან ერთად და რასაც ქვია სიღრმეში ტაკტიკური და სტრატეგიული მონახაზი ერთი და იგივე , უნდა ქონდეს 1 A და 21 ც ნაკრებს . მერე რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ტაკტიკა და სტრატეგიას ეს უველას თავის აზრი გააჩნია . და რათქმა უნდა მოთამაშეების ხარისხიდან გამომდინარე უნდა შექმნა ჩვენი ნაკრების სტრატეგიაც . მე მგონია რამდენიმე მოთამაშე უკვე გვყავს მსოპლიო დონეზე თუ ვილაპარაკეთ , და ჩემი აზრით ეს თაობა უკვე აბიციური თაობაა და უპრო უკომპლეკსოთ საჭიროა სტრატეგიული ნახაზი და მეტი ამბიციებით . კარგი გაგებით რათქმა უნდა და თავში ავარდნის გარეშე . კარგი კიტხვა დამისვი მადლობა . ზაზა ლ

Posted by: Dato10kokli 8 Mar 2010, 21:52
მეგონა წინ მივიწევთ თქო და ისეთI პესიმისტური წერილები წავიკითხე ეს თაობა შეიცვლება და მერე ძაან გავბანძდებითო საფრანგეთის მასა ამოიწურებაო, ამაზე რას ფიქრობთ?

Posted by: lejo7 8 Mar 2010, 22:27
Dato10kokli
არა ასე სცრაპათ თაობები არ მიდის ეს თაობა კიდე 4-6 ცელიცადი ითამაშებს .პესიმიზმი ეგ კარგია ესეიგი რეალიზმთან ახლოს ვართ . და ეს უკვე ცინ სვლაა ჩემი აზრით ?და ახალი თაობაც ცამოვა . საქმე იმაშია რომ თუ სცორეთ ვიმუშავეთ , უნდა 5-თეულში ვითამაშოთ . ნამდვილი ამოცანა ეგ არის , ევროპის 5-თეული და მერე ჩვენი რაგბი ჯამთელი და ამბიციური გახთება ამოცანა ეს არის ჩემის აზრით . ან იტალია თუ არა და შოტლანდია უნდა ამოვაგდოთ . ამას რომ მივახციოთ სცორი და დიდი შრომაა ჩასატარებელი რას იტყვი მოგცონს აზრი ?

Posted by: Dato10kokli 8 Mar 2010, 22:42
და ახალ თაობაზე რას ფიქრობთ? ძველი თაობის ღირსეული შემცვლელები იქნებიან?

Posted by: dmamporia 8 Mar 2010, 22:44
lejo7
აზრი მომწონს მაგარმ მაგის მიღწევა შეუძლებელია ინფრა სტრუტურის გარეშე, რისი კეთებაც ეხლა დაიწყო და არა მგონია უახლოესი 5 წლის განმავლობაში რამე სერიოზულს მივაღწიოთ.
ისე შექმნილია რაგბის აკადემია სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრიბეს ნიჭიერი ბავშვები და ავარჯიშებენ ასევე ნაკრებებიც არის 17და 21 წლამდე და რა შედეგს გამოიღებს ინფრა სტრუქტირის გარეშე ვნახოთ

Posted by: Dato10kokli 8 Mar 2010, 22:48
რაც მთავარია დაფინანსებაც უნდა იყოს და მერე ყველაფერი მიიღწევა თორემ რაც არუნდა ნიჭიერი მორაგბეები გვYავდეს უპატრონოდ ვერაფერს იზავენ. და გული დამწყდა გორგოდძეს ტრამვა აქვს და შეიძლება რუსეთთანაც ვერ ითამაშოს. sad.gif sad.gif

Posted by: lejo7 8 Mar 2010, 23:48
dmamporia
Dato10kokli
ჩემო კარგო ხალხო გეთანხმებით და ორივე ხელს ვწევ ! იმაში კი ვერ დაგეთანხმები რომ შეუძლებელია არა . მე რომ ვიცყებდი არავინ არ ვიყავით და დღეს ხო 10- წელი გავიდა 12 წელი . მე ვფიქრობ 5-8 წელიწადში შეიძლება მიხცევა ? მაგრამ დიდი შრომაა ჩასადები . ქართველებმა სპორტული პრიორიტეტები უნდა დავგეგმოთ . 1-ჭიდაობა 2-რაგბი 3-კალათბურთი 4-ფეხბურთი ....... და ამ პრიორიტეტების განაცილების მერე . სათანადოთ ტანხებიც უნდა ჩაიდოს . ეს ქართველი ხალხის პარლამეტის და სპორტული სტრატეგიის . სპორტის სამინისტრო არსებობს ტუ არა .თუ საჭიროა გამოკითხვა , ან რეპერენდუმი . ჭირდება რაგბი საქართველოს თუ არა ? ჩვენ ქვეყანას გაიცნობენ ევროპის 5-ლში . არესმით ამათ ეს ხომ დიდი საქმეა თუ გინდათ ბიზნესი რას იტყვით არავარ მართალი ? ზაზა ლ

Posted by: Love The Sun 8 Mar 2010, 23:56
lejo7
ნეტა მალე მოხდეს ეგ გადანაწილება და ფინანსების სწორედ ჩადება ამა-თუ იმ სპორტში. უნდა განისაზღვროს რა სპორტში რამდენ ხანშია შესაძლებელი, რომ გავხდეთ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოები. დავა იმაზე, რომ რაგბში ბევრად ახლოს ვართ მიზანთან ვიდრე სხვა გუნდურ სახეობებში სისულელეა. შესაბამისად უნდა მოხდეს ორიენტირება სპორტის სწორედ იმ სახეობაზე, რომელშიც მეტნაკლები წარმატებით გამოვდივართ და არა იმაზე რომელშიც 12-10-ზე ვიგებთ მე6ე დამატებულ წუთზე მოპოვებული ქულით smile.gif

P.S. მე ჩვენი ქვეყნის (ნაკრებების) გამარჯვება კერლინგშიც კი გამიხარდება, მაგრამ არ ვართ ისტორიულად კერლინგის ქვეყანა და ნუ ჩავანთხლევთ მილიონებს რა, ლელობურთის ქვეყანა ვართ smile.gif

Posted by: winner 9 Mar 2010, 00:05
თქვენი ეს საუბარი რომ ესმოდეთ იმათ ვინც ამ ყველაფერს წყვეტს კარ იქნებოდა...

Posted by: Dato10kokli 9 Mar 2010, 14:57
დაფინანსებაზე წავიკითხე რუმინელებსაც ეწერათ ჩვენზე 500 000 სახელმწიპო გამოყოფსო 350 000 კიდევ ძველი ქართველი რაგბისტი რომელიც მადნეულს უდგას სათავეშიო და კიდე ივანიშვილიო. მე როგორც ვიცი Iრბ-ც გვაფინანსებს კიდევ 4 წელი . და მაინტერესებს ზემოთ რაც ჩამოვთვალე ეს დაფინანსებები ერთჯერადია,? თუ მადნეული რასაც მოიპოვებს დებს იმას?/ biggrin.gif lejo გეთანხმები პ.ს თუ იცით რიჯა რამდენი წლისაა?
* * *
რიჯა რამდენი წლისაა? ამბობენ მალე აბუსერიდზის ადგილს დაიკავებსო

Posted by: lejo7 9 Mar 2010, 16:27
Dato10kokli
QUOTE
დაფინანსებაზე წავიკითხე რუმინელებსაც ეწერათ ჩვენზე 500 000 სახელმწიპო გამოყოფსო 350 000 კიდევ ძველი ქართველი რაგბისტი რომელიც მადნეულს უდგას სათავეშიო და კიდე ივანიშვილიო. მე როგორც ვიცი Iრბ-ც გვაფინანსებს კიდევ 4 წელი

სიმართლე გითხრა მე არვიცი ზუსტათ თანხა ერთი რამ ვიცი რომ 6-ნაციის თასის პირველი გუნდები : ინგლ,საფრანგ,ირლანდია,უელსი ,შოტლანდია , იტალია . ცელიცადში IღB-თითო ნაკრებს სატელევიზიო გადაცემებში ანუ თამაშებში აძლევენ 25000000 მილიონს ცელიცადში ევროს .ეს ჩემი თვალებით რაც ეცერა გაზეთში . თითეულს ცელიცადში მარტო ტელევიზია და 6 -ერის თამაშები და კიდე სხვა გამოდის რომ ცლიური ფრანგებ და საფრანგეთის ფედერაციას ალბათ მინიმუმ 60 -70 მილიონიანი ბიუდჟეტი აქვს . და ჩვენ თუ გვინდა , დავეციოთ ალბათ ერტი 10-ჯერ ნაკლები მაინც უნდა გქონდეს 5 ან 7 მილიონი ევრო რას ფიქრობ ? ლეჯო მეც გეთანხმები
* * *
QUOTE
რიჯა რამდენი წლისაა? ამბობენ მალე აბუსერიდზის ადგილს დაიკავებსო

ეგ არვიცი ზუსტად ალბათ 22-24 მაქსიმუმ . მაგრამ აბუს ადგილს როდის დაიკავებს ეგ არვიცი . და საერთოდ ბევრი იძახის რომ 10-ნომერი არგვყავს ჩემის აზრით 9-ნომრის პრობლემა გვაქვს უპრო ვინემ სხვა . ბომლო თამაშებს რომ უყურე რიჟას ბევრი კაი თვისება და კარგი სპორცმენია მაგრამ 9N ეგ არარის . ჩემი ნება რომ იყოს მე კაჭის უფროს ძმას გიორგის დავაყენებდი ?ზაზა ლეჟო

Posted by: QKD 9 Mar 2010, 17:34
QUOTE
რიჯა რამდენი წლისაა? ამბობენ მალე აბუსერიდზის ადგილს დაიკავებსო


ეგ არვიცი ზუსტად ალბათ 22-24 მაქსიმუმ


1983 წელსაა დაბადებული

Posted by: amalun 9 Mar 2010, 19:58
არიქა ხალხნო გაქართველდა მონპელიე!!!! ჟღენტი და და შველიძე გადადიან მამუკასთან და ჩხაიძესთან!

http://forums.rugbyrama.fr/showpost.php?p=1480036&postcount=254

Posted by: giorgi77 9 Mar 2010, 20:39
QUOTE
უყურე რიჟას ბევრი კაი თვისება და კარგი სპორცმენია მაგრამ 9N ეგ არარის
yes.gif

ძალიან ბევრ ელემენტარულ შეცდომას უშვებს.... თან პატარაა და გამოუცდელიო ვეღარ ვიტყვით...


QUOTE
არიქა ხალხნო გაქართველდა მონპელიე!!!! ჟღენტი და და შველიძე გადადიან მამუკასთან და ჩხაიძესთან!

http://forums.rugbyrama.fr/showpost.php?p=...6&postcount=254
ერთად გამოუშვებენ მერე ნაკრებში?

Posted by: Dato10kokli 9 Mar 2010, 20:45
თაობათა ცვლა ერთბაშად მოხდება ? ისე მაგას ჯობია ყოველ წელს თითო თითო ახალგაზრდა დაიმატონ, და შეეჩვევა ისწავლის და მაგალითს აიღებს ვეტერანებისგან , აბა ერთბაშად თუ მოხდა მერე მართლა აღარაფერი გვეშველება, სად შეილება ქართველი რაგბისტების სიის ნახვა წლოვანებებთან ერტად?

Posted by: გიო81 9 Mar 2010, 21:42
არენა.გეზე ახალი თამაშები აღარ იდება?

Posted by: QKD 10 Mar 2010, 09:39
Dato10kokli
QUOTE
თაობათა ცვლა ერთბაშად მოხდება ? ისე მაგას ჯობია ყოველ წელს თითო თითო ახალგაზრდა დაიმატონ, და შეეჩვევა ისწავლის და მაგალითს აიღებს ვეტერანებისგან , აბა ერთბაშად თუ მოხდა მერე მართლა აღარაფერი გვეშველება, სად შეილება ქართველი რაგბისტების სიის ნახვა წლოვანებებთან ერტად?



ბატონი ზაალის დამსახურებით, აქ ყველაა, ვისაც ოდესმე ბორჯღალიანი კვართი სცმია...
http://qaflan.netai.net/GANZI/KA_Borjhalosnebi.htm

Posted by: TintoB 10 Mar 2010, 10:47
რიჟა ნაღდად არაა პატარა,ნამდვილად ახალი 9 ნომერი უნდა მოვძებნოთ

Posted by: giorgi77 10 Mar 2010, 10:49
QUOTE
არენა.გეზე ახალი თამაშები აღარ იდება?
რომელი? რაც ითამაშა საქართველომ ყველა დაიდო

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 10:53
QUOTE
თაობათა ცვლა ერთბაშად მოხდება ? ისე მაგას ჯობია ყოველ წელს თითო თითო ახალგაზრდა დაიმატონ, და შეეჩვევა ისწავლის და მაგალითს აიღებს ვეტერანებისგან , აბა ერთბაშად თუ მოხდა მერე მართლა აღარაფერი გვეშველება, სად შეილება ქართველი რაგბისტების სიის ნახვა წლოვანებებთან ერტად?

მსოფლიო თასის მერე ალბად ბევრი დაანებებს თავს.

ჩემი აზრით ლაბაძე ურუშაძე ძედგინიძე ავქსენტი

Posted by: QKD 10 Mar 2010, 11:04
ამ ეტაპზე აბუ ბევრად გამოცდილია და ჯობია ძირითადში იდგეს და რიჟა შეცვლაზე

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 11:08
QUOTE
ამ ეტაპზე აბუ ბევრად გამოცდილია და ჯობია ძირითადში იდგეს და რიჟა შეცვლაზე

ლეინიც მასე ფიქრობს მაგრამ გამოცდილებაში უკვე დიდი სხვაობა აღარაა მათ შორის

Posted by: TintoB 10 Mar 2010, 11:14
გამოცდილება არაფერ შუაშია,უბრალოდ თვლის რომ აბუ უკეთესი მოთამაშეა

Posted by: QKD 10 Mar 2010, 11:23
crusaders
TintoB

გამოცდილებაშიც არის სხვაობა. სად თითო თამაშში 20 წუთის თამაში და სად 60-ის...
რიჟა ძალიან კარგი ბიჭია და თამაშსაც აცოცხლებს მოედანზე რომ შედის, მაგრამ ამ ეტაპზე 9 ნომრის პრობლემა მაინც პრობლემად რჩება...

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 11:26
QKD
QUOTE
გამოცდილებაშიც არის სხვაობა. სად თითო თამაშში 20 წუთის თამაში და სად 60-ის... რიჟა ძალიან კარგი ბიჭია და თამაშსაც აცოცხლებს მოედანზე რომ შედის, მაგრამ ამ ეტაპზე 9 ნომრის პრობლემა მაინც პრობლემად რჩება...

პრობლემა არის აშკარად
ახალგაზრდაა ვინმე საჭირო ისე მე ამ ეტაპზე რიჟას დავაყენებდი

Posted by: გიო81 10 Mar 2010, 11:48
giorgi77
QUOTE
არენა.გეზე ახალი თამაშები აღარ იდება? რომელი? რაც ითამაშა საქართველომ ყველა დაიდო

რავი,წლევანდელი პორტუგალია-საქართველო,საქართველო გერმანია,ვერ ვნახე baby.gif
ყველა თამაშები მანდედან მაქვს გადმოწერილი 2kiss.gif

Posted by: giorgi77 10 Mar 2010, 11:48
ერთი იდეა მაქვს, ოღონდ დამხმარეები მჭირდება. ტყუილი ლაპარაკი რომ არ გამოვიდეს და ფაქტებით ვისაუბროთ ნაკრების თითოეულ მოთამაშეზე, არის ყველა თამაშის ჩანაწერი, დავთვალოთ ვინ რამდენჯერ დაკარგა ბურთი, რამდენი კარგი გადაცემა გააკეთა და ა.შ. გვეცოდინება თითოეული მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტი.

რიჟას მტერი კი არა ვარ მაგრამ ბოლოს როდის გააკეთა ნორმალური გადაცემა არ მახსოვს... 9 ნომერს რომ პირველი პასი არ უვარგა, რისი ცხრა ნომერია???
* * *
giog81
დავდებ მაგასაც, მეგონა რომ ატვირთული იყო ეგ თამაშიც

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 11:51
giorgi77
საქმე იმაშია ვერც აბუ წყვეტს ვარსკვლავებს
დავიტანჯე მაგისი ფეხით გადაკიდვებით 99.99 % დაკარგულია და არაფერი შდეგი არ აქვს

Posted by: QKD 10 Mar 2010, 11:56
QUOTE
საქმე იმაშია ვერც აბუ წყვეტს ვარსკვლავებს
დავიტანჯე მაგისი ფეხით გადაკიდვებით 99.99 % დაკარგულია და არაფერი შდეგი არ აქვს


მართალია, მარა ხაზიც რომ ვერ ხურავს მაგ გადაკიდებულ ბურთბს დროულად ეგ მარტო აბუს ბრალი არაა...

Posted by: giorgi77 10 Mar 2010, 11:58
QUOTE
საქმე იმაშია ვერც აბუ წყვეტს ვარსკვლავებს დავიტანჯე მაგისი ფეხით გადაკიდვებით 99.99 % დაკარგულია და არაფერი შდეგი არ აქვს


კი ეგრეა. + დაბერდა აბუ

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 11:58
QKD
QUOTE
მართალია, მარა ხაზიც რომ ვერ ხურავს მაგ გადაკიდებულ ბურთბს დროულად ეგ მარტო აბუს ბრალი არაა...

ხო მაგრამ რო ვერ ხურავენ თვითონაც ხო იცის და რაღას ურტყავს ამდენს
გაიტანოს ხაზზე და რაღაცას იზამენ. ან ბოლო ბოლო ისევ უდესიანი აიღებს და ბურთს მაინც არ დავკარგავთ

Posted by: TintoB 10 Mar 2010, 12:08
აბუს ერთადერთი უპირატესობა ისაა რომ გადამწყვეთ თამაშებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე თამაშობს,მაგის მაქსიმუმი არაა სასწაული,მაგრამ მაინც...

Posted by: giorgi77 10 Mar 2010, 12:20
QUOTE
აბუს ერთადერთი უპირატესობა ისაა რომ გადამწყვეთ თამაშებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე თამაშობს,მაგის მაქსიმუმი არაა სასწაული,მაგრამ მაინც...
ეგ გამოცდილების ამბავია. ეგ ნაღდად აქვს.

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 12:24
QUOTE
აბუს ერთადერთი უპირატესობა ისაა რომ გადამწყვეთ თამაშებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე თამაშობს,მაგის მაქსიმუმი არაა სასწაული,მაგრამ მაინც...

ეგ გამოცდილების ამბავია. ეგ ნაღდად აქვს.

კი ბატონო მაგაში მეც გეთანხმებით გამოცდილება აქვს

შეიძლება ავიჩემე მაგრამ ასეა ბევრს ვკარგავთ ბურთს და შეტევის შანსს ვაძლევთ მოწინააღმდეგეს
მაგისი ფეხით გადაკიდვებით

Posted by: QKD 10 Mar 2010, 13:19
ხო, მაგრამ ეს ფეხი მეტ-ნაკლებად კრიტიკულ სიტუაციებშია და ძირითადად ბურთის მოშორებაზეა ორიენტირებული, თუმცა გეთანხმები, რომ ეს უმისამართო დარტყმები ძალიან საშიშია კონტრშეტევების კუთხით. ვთვლი, რომ უაზრო პინგ-პონგსაც უნდა შევეშვათ და ყველა ფეხით დარტყმული ბურთი უნდა გადავიდეს აუტში, თუნდაც არც ისე შორს, მაგრამ მაინც აუტში.

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 13:29
QKD
QUOTE
ხო, მაგრამ ეს ფეხი მეტ-ნაკლებად კრიტიკულ სიტუაციებშია და ძირითადად ბურთის მოშორებაზეა ორიენტირებული, თუმცა გეთანხმები, რომ ეს უმისამართო დარტყმები ძალიან საშიშია კონტრშეტევების კუთხით. ვთვლი, რომ უაზრო პინგ-პონგსაც უნდა შევეშვათ და ყველა ფეხით დარტყმული ბურთი უნდა გადავიდეს აუტში, თუნდაც არც ისე შორს, მაგრამ მაინც აუტში.

მაინც და მაინც მარტო კრიტიკულ მომენტში არ არტყავს ხოლმე და მაგაშია საქმე.
შეტევაშიც აკეტებს ხოლმე ანალოგიურს ხშირად

Posted by: QKD 10 Mar 2010, 13:39
QUOTE
შეტევაშიც აკეტებს ხოლმე ანალოგიურს ხშირად


მე არ ვამართლებ ასეთ დარტყმებს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ შეტევაშიც დგება ხშირად კრიტიკული სიტუაცია, როცა არ იციან რა უნდა ქნან და ეგაა ჩვენი დიდი მინუსი და ამ დროს ფეხია გამოსავალი, თუმცა ცხადია არა უმისამართოდ...

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 13:43
ხოდა მაგაშია საქმე 9 ნომერი უკეთეს გამოსავალს უნდა ნახულობდეს

Posted by: Dato10kokli 10 Mar 2010, 14:59
QUOTE
მსოფლიო თასის მერე ალბად ბევრი დაანებებს თავს.

ჩემი აზრით ლაბაძე ურუშაძე ძედგინიძე ავქსენტი

და ამათ ნაცვლათ ახალგაზრდულებიდან იქნებიან წამოყვანილები? რას ფიქრობთ?

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 15:01
QUOTE (Dato10kokli @ 10 Mar 2010, 14:59 )
QUOTE
მსოფლიო თასის მერე ალბად ბევრი დაანებებს თავს.

ჩემი აზრით ლაბაძე ურუშაძე ძედგინიძე ავქსენტი

და ამათ ნაცვლათ ახალგაზრდულებიდან იქნებიან წამოყვანილები? რას ფიქრობთ?

ლოგიკურად მასეა მაგრამ იმედია მომდევნო ერთა თასზე მიაჩვევენ ნაკრებს ახალგაზრდებს

Posted by: Dato10kokli 10 Mar 2010, 15:14
როგორი სჰეყოლიება ცოდნია ამ ფორუმს ,რამოდენიმე კვირის წინ დავრეგისტრირდი და ყოველ დგე შემოვდივარ biggrin.gif

Posted by: spenser 10 Mar 2010, 16:25
QUOTE
მაინც და მაინც მარტო კრიტიკულ მომენტში არ არტყავს ხოლმე და მაგაშია საქმე.
შეტევაშიც აკეტებს ხოლმე ანალოგიურს ხშირად

არადა შეტევაში ბურთს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდე და აბუ კიდევ ესე უაზროთ აბარებს ხოლმე
ჩემი აზრია რომ რიჟამ უნდა ითამაშოს ძირითადში

Posted by: crusaders 10 Mar 2010, 16:27
QUOTE
არადა შეტევაში ბურთს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდე და აბუ კიდევ ესე უაზროთ აბარებს ხოლმე ჩემი აზრია რომ რიჟამ უნდა ითამაშოს ძირითადში

მაგას ვამბობ ზუსტად

Posted by: spenser 10 Mar 2010, 16:33
თანაც აბუს უკვე ფიზიკურადაც უჭირს და ხშირად აგვიანებს ხოლმე ბურთის გამოტანას

Posted by: Dato10kokli 11 Mar 2010, 21:28
http://www.youtube.com/watch?v=BSj4ZBhHJy4 ეს ნახეტ რა მაგარია შკინინი

Posted by: crusaders 12 Mar 2010, 10:35
QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=BSj4ZBhHJy4 ეს ნახეტ რა მაგარია შკინინი

10 დებენ ამას უკვე biggrin.gif

Posted by: mokheve 12 Mar 2010, 11:29
აუ წუხელ გამახსენდა
სორელი სანამ აქ იყო ვიღაცამ უთხრა: აუ ქართულ რაგბში, რომ ფული ჩაიდოს როგორ აყვავდებაო- და კლოდმა რა უპასუხა იცით?
ქართულ რაგბს რომ ფული გაუჩნდება მაშინ დაიღუპებაო smile.gif))



აფქტიურად იმ დროსგან განსხვავებით საკმაო თანხები ჩაიდო რაგბში და შედეგი ფაქტიურად აბდაუბდაა

Posted by: crusaders 12 Mar 2010, 11:39
QUOTE
აუ წუხელ გამახსენდასორელი სანამ აქ იყო ვიღაცამ უთხრა: აუ ქართულ რაგბში, რომ ფული ჩაიდოს როგორ აყვავდებაო- და კლოდმა რა უპასუხა იცით? ქართულ რაგბს რომ ფული გაუჩნდება მაშინ დაიღუპებაო ))

არის ამის საშიშროებაც ნამდვილად მაგრამ

თუ ფული არ ცაიდო წინაც ვერ წავალთ და ვერ განვითარდებით

არ მგონია ბიჭები იმან გააფუჭოს კაი თამაშისთვის კაი ანაზღაურებას რომ დაიმსახურებენ

Posted by: QKD 12 Mar 2010, 11:46
QUOTE
არ მგონია ბიჭები იმან გააფუჭოს კაი თამაშისთვის კაი ანაზღაურებას რომ დაიმსახურებენ

აქ ბიჭებზე არაა საუბარი, ბიჭები ყოველთვის ისეთებად დარჩებიან როგორებიც დღეს არიან და მათ ვერც ფული შეცვლის და ვერც უფულობა.
აქ ქართული რაგბის მამებზეა საუბარი (ძირითადად ფედერაცია, რომელიც არაფრის კეთებიდან ფულის კეთებაზე გადავა)

Posted by: mokheve 12 Mar 2010, 11:49
QUOTE
არ მგონია ბიჭები იმან გააფუჭოს კაი თამაშისთვის კაი ანაზღაურებას რომ დაიმსახურებენ

აქ ბიჭებზე არ ყოფილა საუბარი smile.gif))wink.gif


მე უბრალოდ ფაქტობრივ დამთხვევებზე გამეცინა smile.gif

Posted by: crusaders 12 Mar 2010, 12:07

QUOTE
აქ ბიჭებზე არაა საუბარი, ბიჭები ყოველთვის ისეთებად დარჩებიან როგორებიც დღეს არიან და მათ ვერც ფული შეცვლის და ვერც უფულობა.

ფული შეცვლის
მოტივაციას მოუმატებს
QUOTE
აქ ქართული რაგბის მამებზეა საუბარი (ძირითადად ფედერაცია, რომელიც არაფრის კეთებიდან ფულის კეთებაზე გადავა)

სამწუხაროდ ასეა

Posted by: SysOp 12 Mar 2010, 12:07
შკინინი უდნა დააბრუნონ საჭირო კაცია .
და მაინტერესებს რა მიზეზით არაა ნაკრებშI ?

mokheve

თემის ბმული დადე თუ შეგიძლია.

Posted by: mokheve 12 Mar 2010, 12:10
SysOp
ჰოოო... biggrin.gif:D:D ამ საკითხზე 20 გვერდი გაივსო გოშას თემაში biggrin.gif შეგიძლია გადახედო და პასუხიც გექნება შენ კითხვაზე biggrin.gif

ისე გOშა ბარსელონაშია რამდენადაც ვიცი smile.gif

Posted by: Dato10kokli 13 Mar 2010, 22:03
საქართველოს ნაკრები რომელი მწვრთნელის დროს იყო ყველაზე მაგარი?

Posted by: otokarcobra 14 Mar 2010, 00:01
დღეს რა ანგარიში მორჩა რუმინეთი საქართველო?

Posted by: mokheve 14 Mar 2010, 02:14
Dato10kokli
ასეთ ნაკრებს მე გეგიძIს დროინდელი სორელამდე ნაკრებიც მირჩევნია (შესაფერის წრეებშIც ვხვდებოდით) და რა თქმა უნდა სორელისაც ... არვიცი, იმედია ეს რაღაც არეულობა მართლა დიდი ექსპერიმენტების ბრალია და მომავალში 2011ში, წინა მსოფლიოზე უკეთესად თუ არა უარესად არ გამოვალთ .
* * *
otokarcobra
რუმ. 22:10 საქ.
* * *
http://forum.ge/?f=17&showtopic=33930724

Posted by: Dato10kokli 14 Mar 2010, 12:14
ნეტა ეგრე იყოს მარტლა............

Posted by: Datka1964-10-10 15 Mar 2010, 18:45
სალამი ყველას1

საქართველოს ნაკრები განსაცდელშია ხალხო!
ნიჟარაძე პატიოსანი და ინტელიგენტი კაცი, რომ არ არის ამაში ვერავინ ვერ გადამარწმუნებს,მაგრამ ნუთუ ვერ ხვდება,რომ ლეინი მისი და მისი რაზმის საქმეს წყალში ყრის, ეხლავე გეტყვით რატომაც:

1. საერთოდ ნორმალურ მწვრთნელს და ეს არა მარტო ჩემი აზრია,თუ ამ ბოლო 2 თამაშის გამოყენება თავის ამბიციური ექსპერიმენტებისთვის უნდა დაყრდნობოდა ალბათ ახალბედა ახალგაზრდებს....ერთი მითხარით ვინ გამოიყენა ლეინმა.... ან ქოქოსა გამოეცადა,ან რიჟას დაეწყო ძირითადში ან ლაბაძის და ილოს მაგივრად ვინმე ახლები გამოეცადა (მაგალითად ვიტო და ისევ დაისევ მისი რჩეული თავართქილაზე ან თუნდაც სუთიაშვილი მასიდან)....კაცო ძალიან დიდ პატივს ვცემ ილოს და და ლაბაძეს მართლაც განუზომელი ავტორიტეი და დამსახურება აქვთ ქართული რაგბის წინაშე,თავდადებულადაც ითამაშეს რუმინელებთანაც და პორტებთანაც მაგრამ კაი რა ხალხო შეცვლას მაინც "იმსახურებდნენ ",როგორც მინიმუმ და ვინ შეიცვალა? ნემსაძე, კაცმა მარტომ ითამაშა მთელი პირველი ტაიმი...ან ეს ხელნაოპერაციები ბასილაია რათ უნდოდა ,რომ ჩამოიყვანა რუმინეთში....

2. ცალკე თემაა 9 10 და 15 ნომრები.... აბუ კაპიტანი თუ არის და არ არის მოქცეული ზოგ ზოგი ძველი ავტორიტეტების ჩრდილში ის ჯარიმა არ უნდა დაერტყა პირველი ტაიმის ბილო წუთებზე 7-10 ,რომ დაინიშნა კარების წინ 20 მეტრაში?ან მისი ბურთის რაკიდან გამოტანა დროული იყო?...და კიდევ რა დააშავა ამ რიჟამ,რით ვერ დაიმსახურა ლეინისგან ერთი სრული მეორე ტაიმი მაინც? რიკო გიერს და თუნდაც მიტუს ,რომ უთხრა ბოლო 8 წუთში რაიმე ცვლილება შეიტანეო სად გაგუშვებს მწვრთნელს ალბათ თქვენ ჩემზე კარგად იცით...
10 ნომერი - ძნელია როდესაც 9 გიგვიანებს პასს,ისიც ძნელია,რომ შერკინება ვერ იპოვებს უპირატესობას მაგრამ კაი რა ხალხო ერთი ან ორი ეპიზოდი მაინც ხომ უნდა შექმნა ისეთი რასაც ქვია მარტო 10 გააკეთაო...მოკლედ ....
15 ნომერი პატივცემული მეკო, მე ვამბობ ,რომ ეგ კაცი არის 7 კაცას მოთამაშე და მეტი არაფერი.ხალხო ამოვიდა რა ყელში ამ ლეინის ვირზე შეჯდომა ,გაუხურა რა ამ მეკოს,არ შეუძლია რა ამ კაცს 15 კაცა თამაში, კაცი,რომელიც 4-ჯერ ეგრეთწოდებულ "სმესტას" აიკიდებს, აუთში სტატიკიდან 3-ჯერ,რომ ბურთს ვერ გადაიტანს და კიდევ უაზროდ,რომ ბურთი წინ გადაგივარდება და მოწინააღმდეგეს ფეხს დაუდებ,რა უნდა თქვას შენზე მწვრთნელმა ? რა და უნდა და ეგ ჯერ კიდევ ჩერჩილის თასიდან აღარ უნდა გაეკარებინათ ნაკრებისთვის.
ფეხნატკენი ჩემი უსაყვარლესი მახო,რომ დააყენა მის მაგივრად ფორმაში მყოფი კოჭოიამ რა დააშავა? კარგი ბატონო წაიყვანე მახო მაგრამ არა ძირითადში, დაასვენე რა ეს ოქრო კაცი...გამოიყენე რა ღირსეული შემცვლელი,ხომ არის საშიშროება,რომ ამ კაცმა მიიღოს ტრმვა?
მოკლედ გთხოვთ სანამ მე ვინმე შემომიტევს ყურადღებით წაიკითხეთ ჩემი ნაწვალები და მზად ვარ ყველაფერზე პასუხი გაგცეთ.
მოკლედ მოყვარეს პირშე უძახეო მე გამიგია...მაგრამ ლეინი ეს თევზი არ არის ჩვენი მოყვარე.ბატონი ზოიძეც წერდა პროექტი "ლეინი" ჩავარდაო და მეც ვეთანხმები მას ბატონებო.
სანამ ძალიან გვიან არ არის გონს მოვეგოთ და ის სიმწრით ნაგროვები ავტორიტეტი ამ დედა აფეთქებულ ლეინს არ შევწიროთ.ეგ კაცი ქუდს დაიხურავს და ქისა გასქელებული წავა თავის გალაღებულ ქვეყანაში,ჩვენ კი აქ დავრჩებით პირში ჩალა გამოვლებულები,განადგურებულები და მორალურად დაცემულები.
ძირს ლეინი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაინც წინ ქართველებო!!!!!!!!!

Posted by: winner 15 Mar 2010, 21:04
Datka1964-10-10

გეთანხმები!!!

Posted by: lejo7 15 Mar 2010, 21:15
QUOTE
მაინც წინ ქართველებო!!!!!!!!!

Datka1964-10-10
აი ამაში კი გეთანხმები და სხვა ,საკამათოა .

Posted by: Kongostan Ertad 15 Mar 2010, 21:19
არა რა გადასახედია IRB Ranking-ის დადგენა.....

პირველზე ხარ ჯგუფში..... ყველაზე პირველი გახვედი მსოფლიოზე.... დამაჯერებლად იგებ ყველა თამაშებს... 2 წელია არ წაგიგია ერთა თასზე... და ერთხელ წაგების გამო გადავარდები რამის 20 ულის მიღმა

Posted by: giorgi77 15 Mar 2010, 21:24
რუმინეთის გარდა ჩერჩილზე წავაგეთ სამივე თამაში....

user posted image

Posted by: lejo7 15 Mar 2010, 21:26
QUOTE
ერთხელ წაგების გამო გადავარდები რამის 20 ულის მიღმა

Kongostan Ertad
ნუ ნერვიულობ ნამდვილი რეიტინგი მსოფლიოს მერე გამოჩნდება .და ისიც გამოჩთება სად მივედით და მართლა თუ მივდივართ სადმე ცინ უკან ან გვერდზე .
* * *
giorgi77
ზელანდია სულ პირველია რეიტინგში და ერთი მაგათ კითხე ? რა ურჩევნიად მსოფლიო ჩემპიონის სახელი თუ რეიტინგი რას ფიქრობ რას გეტყვიან აა?

Posted by: giorgi77 15 Mar 2010, 21:32
lejo7 კი ეგრეა, თან მსოფლიოზე მოგება, უფრო მეტად ფასობს, 3,00 გემატება ეგრევე.

რუსეთთან თამაში ასე აისახება რეიტინგზე
* * *
QUOTE
ზელანდია სულ პირველია რეიტინგში და ერთი მაგათ კითხე ? რა ურჩევნიად მსოფლიო ჩემპიონის სახელი თუ რეიტინგი რას ფიქრობ რას გეტყვიან აა?


კი მაგრამ მსოფლიო თუ მოიგეს პირველზე იქნებიან უეჭველი.

არა მესმის რასაც ამბობ, რეიტინგი შედარებითი მაჩვენებელია, მაგრამ მაინც აქვს მნიშვნელობა და საჭიროცაა.

Posted by: lejo7 16 Mar 2010, 00:02
giorgi77
QUOTE
არა მესმის რასაც ამბობ, რეიტინგი შედარებითი მაჩვენებელია, მაგრამ მაინც აქვს მნიშვნელობა და საჭიროცაა.

რეიტინგი და სტატისტიკა ეს ყველაფერი საჭიროა და მერე ანალიზი ამ ყველაფრის შეფარდება კი . ჩვენ აქ ვერთობით და რეიტინგში ჩვენ დონეზე 2ან 3 ადგილი არ არი არც ტრაგედია და არც დიდი ცარმატება . და 5 -6 საფეხური უკვე სერიოზული საფრთხეა ან დიდი შედეგი ? ეს არი ჩემი აზრი .

Posted by: giorgi77 16 Mar 2010, 00:26
lejo7 ყველაზე ნაღდი რეიტინგი - ჩვენი ნაკრების თამაშის მერე 6 ერის თამაშს რომ უყუროს კაცმა ზუსტად მიხვდება სადაცა ვართ.

20 წუთი მარტო შესავალი ჰქონდა შოტლანდია - ინგლისის თამაშს, რაგბის დღესასწაული ყველ თამაშზე... ჩვენ კიდე ნორმალურ ძელებზე ვოცნებობთ სტადიონზე, და ერთზე მეტი კამერით რომ გვიჩვენონ თამაში, ან მზესუმზირას სინქრონული ცოხნის ნაცვლად, გულშემატკივარმა საქართველოს ჰიმნი იმღეროს იგივე მონდომებით.... ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი რეიტინგია სინამდვილეში. ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენსა და იგივე შოტლანდიას შორის უფრო დიდი სხვაობაა ვიდრე ეს რეიტინგში ჩანს,.....

Posted by: TintoB 16 Mar 2010, 00:29
სისულელა ეს რეიტინგი,მთავარია მოედანზე რას ვთამაშობთ...

Posted by: gur100 16 Mar 2010, 00:38
რეიტინგით ტონგასაც ვუსწრებთ მაგრამ .......................

Posted by: Love The Sun 16 Mar 2010, 00:40
QUOTE (gur100 @ 16 Mar 2010, 00:38 )
რეიტინგით ტონგასაც ვუსწრებთ მაგრამ .......................

ნეტა ვუსწრებდეთ biggrin.gif
.......................

Posted by: lejo7 16 Mar 2010, 01:37
QUOTE
ან მზესუმზირას სინქრონული ცოხნის ნაცვლად, გულშემატკივარმა საქართველოს ჰიმნი იმღეროს იგივე მონდომებით.... ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი რეიტინგია სინამდვილეში. ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენსა და იგივე შოტლანდიას შორის უფრო დიდი სხვაობაა ვიდრე ეს რეიტინგში ჩანს,.....

giorgi77
საღოლ კაგია აი მანდა ვარ მეც . ძალიან სცორი აზრია რაგბი ინტელეკტუალური თამაშია პირველ ყოვლისა . რატომ მკითხე და გიპასუხებ ძალიან ცოტა დრო გაქვს თამაშის დროს ,სცორი გადაცყვეტილების მისაღებათ . აქედან გამომდინარე სცრაფად უნდა აზროვნებდე . და რაც უფრო სცრაფად აზროვნებ .ეგ არის ხომ ინტელეკტი თუ მეშლება რამე .აი ნამდვილი პრობლემა ქართული რაგბის . რას იტყვი გიორგი 77 შენი აზრი მაინტერესებს . ისე საღოლ მომეცონა შენი ნათქვამი ლეჟო 7

Posted by: giorgi77 16 Mar 2010, 01:48
lejo7 კი ეგ ერთერთი პრობლემაა, სხვა უამრავ ნაკლთან ერთად. მთლიანობაში, ნაკრებს, მორაგბეებს, კავშირს და ჩვენ უბრალო გულშემატკივრებსაც ბევრი გვიკლია.... სარაგბო ქვეყნამდე. ჩვენი მიზანი ხომ ეგაა და სურვილიც. აბა რუსეთთან ისედაც გვათამაშებენ ყოველ წელს...



Posted by: Datka1964-10-10 16 Mar 2010, 08:10
lejo7


QUOTE
QUOTE
მაინც წინ ქართველებო!!!!!!!!!

Datka1964-10-10
აი ამაში კი გეთანხმები და სხვა ,საკამათოა .


ძალიან მაინტერესებს თქვენი ,როგორც წარსულში მოთამაშის და აწმყოში მწვრთნელის აზრი საკამათო საკითხებზე.
მოუთმენლად ველი თქვენს კვალიფიციურ კომენტარებს.

Posted by: Hurricanes 16 Mar 2010, 10:05
Datka1964-10-10

აწმყო შობილი წარსულისაგან
არის მშობელი მომავალისა

Posted by: David_S 16 Mar 2010, 10:49
იური ნატრიაშვილი ენისეიში გადავიდა

Posted by: crusaders 16 Mar 2010, 10:55
David_S
QUOTE
იური ნატრიაშვილი ენისეიში გადავიდა

ეგ ფარულში არ იყო? რა უნდა მანდ

Posted by: QKD 16 Mar 2010, 11:01
QUOTE
ეგ ფარულში არ იყო?

ფარულში იყო... ისე, ცოტა უკეთეს გუნდს კი იმსახურებს ჩემის აზრით...

Posted by: keen 16 Mar 2010, 11:21
QUOTE
იური ნატრიაშვილი ენისეიში გადავიდა

spy.gif

QUOTE
ისე, ცოტა უკეთეს გუნდს კი იმსახურებს ჩემის აზრით...

+1

Posted by: lejo7 16 Mar 2010, 12:50
QUOTE
აბა რუსეთთან ისედაც გვათამაშებენ ყოველ წელს...

giorgi77
სანამ ცურვას არ ვისცავლით მანამდე გვათამაშებენ ,ბასეინის ამბავის არ იყოს ? ხო ერთ ამბავს მოგიყვებით მსოფლიო თასზე ვიყავი ჰონგ-კონგში 2005 ცელს . და სუფრაზე ირბის პრეზიდენტან მოვხდით და ველაპარაკებით ჩვენ პრობლემებს უხსნით ? და რას გვეუბნება ერთი მოისმინეთ , რა გაგვიტრაკეთ საქმე მე გთხოვეთ რაგბი ითამაშედ თუ რა თუ თავი არაგაქვთ სულ ნუ თამაშობთო და თუ ფული არაგაქვთ რადროს რაგბის თამაშიაო !! გესმით ხალხო ამ ხალხს ჩვენ ქართველები და ჩვენი რაგბი არ ჭირდებათ ეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენ უნდა გავანძრიოთ ერთი ან ორი ადგილი . ისე მადლობა რა ჰქვია იმ ბიჭს Datka1964-10-10
თქვენობით არარი საჭირო ლაპარაკი , თორემ მეც თქვენობით დაგელაპარაკები . ხვალ შეკრებაზე მივდივარ ბათუმში და ერთ 10 დღეში გამოვჩდები აბა ცინ ქართველებო !!!!

Posted by: crusaders 16 Mar 2010, 13:00
lejo7
QUOTE
სანამ ცურვას არ ვისცავლით მანამდე გვათამაშებენ ,ბასეინის ამბავის არ იყოს ? ხო ერთ ამბავს მოგიყვებით მსოფლიო თასზე ვიყავი ჰონგ-კონგში 2005 ცელს . და სუფრაზე ირბის პრეზიდენტან მოვხდით და ველაპარაკებით ჩვენ პრობლემებს უხსნით ? და რას გვეუბნება ერთი მოისმინეთ , რა გაგვიტრაკეთ საქმე მე გთხოვეთ რაგბი ითამაშედ თუ რა თუ თავი არაგაქვთ სულ ნუ თამაშობთო და თუ ფული არაგაქვთ რადროს რაგბის თამაშიაო !! გესმით ხალხო ამ ხალხს ჩვენ ქართველები და ჩვენი რაგბი არ ჭირდებათ ეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენ უნდა გავანძრიოთ ერთი ან ორი ადგილი . ისე მადლობა რა ჰქვია იმ ბიჭს Datka1964-10-10 თქვენობით არარი საჭირო ლაპარაკი , თორემ მეც თქვენობით დაგელაპარაკები . ხვალ შეკრებაზე მივდივარ ბათუმში და ერთ 10 დღეში გამოვჩდები აბა ცინ ქართველებო !!!!

სრული სიმართლეა ჩვენი პრობლემაა და ჩვენ უნდა დავიხარჯოთ

Posted by: giorgi77 16 Mar 2010, 13:30
QUOTE
სანამ ცურვას არ ვისცავლით მანამდე გვათამაშებენ ,ბასეინის ამბავის არ იყოს ? ხო ერთ ამბავს მოგიყვებით მსოფლიო თასზე ვიყავი ჰონგ-კონგში 2005 ცელს . და სუფრაზე ირბის პრეზიდენტან მოვხდით და ველაპარაკებით ჩვენ პრობლემებს უხსნით ? და რას გვეუბნება ერთი მოისმინეთ , რა გაგვიტრაკეთ საქმე მე გთხოვეთ რაგბი ითამაშედ თუ რა თუ თავი არაგაქვთ სულ ნუ თამაშობთო და თუ ფული არაგაქვთ რადროს რაგბის თამაშიაო !! გესმით ხალხო ამ ხალხს ჩვენ ქართველები და ჩვენი რაგბი არ ჭირდებათ ეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენ უნდა გავანძრიოთ ერთი ან ორი ადგილი . ისე მადლობა რა ჰქვია იმ ბიჭს


მართალია მერე ეგ კაცი. ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული და არა ირბი. ეგ საკამათოც არაა. სამწუხაროდ ეს იმათ არ ესმით ვისაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში.

Posted by: Dato10kokli 16 Mar 2010, 15:18
2007 წელს მარტო ნამიბიას მოვუგეთ მსოფლიოზე და დანარჩენი წაგებების გამო რეიტინგში უკან დავიხიეთ?

Posted by: Red_Scorpion 16 Mar 2010, 15:24
QUOTE (Dato10kokli @ 16 Mar 2010, 15:18 )
2007 წელს მარტო ნამიბიას მოვუგეთ მსოფლიოზე და დანარჩენი წაგებების გამო რეიტინგში უკან დავიხიეთ?

არ დაგვიხევია მსოფლიოზე წაგებების გამო უკან, წავაგეთ არგენტინასთან, ირლანდიასთან და საფრანგეთთან რომლებიც რეიტინგში იმდენად წინ არიან ჩვენზე რომ მაგ წაგებებით ქულა არ დაგვკლებია
მთავარი თამაშის ხარისხია და არა რეიტინგში ადგილი...

Posted by: kakaja 16 Mar 2010, 15:53
ქართული რაგბის გულშემატკივარი ვარ და რეგულარულად ვეცნობი ყველანაირ ახალ ინფორმაციას ჩვენს ნაკრებზე
აი ამ FIRA-AER-ის ვერ გამიგია, როგორც ვიცი ერთა თასი თამაშდება 2000წლიდან (მანამდე სხვადასხვა სახელი ერქვა)
2000 და 2001 წელში თასი გათამაშდა 2ჯერ ანუ ყოველწლიურად (თითო წელს იმართებოდა 5თამაში 3შინ და 2სტუმრად ან პირიქით)
2002 წლიდან კი ერთა თასის გამარჯვებული ვლინდება 2 წლის განმავლობაში 10თამაშის ჯამში (5შინ და 5 სტუმრად)

ამ ბოლო ხანებში ბევრგან წამიკითხავს რომ თასი ისევ ძველი სისტემით თამაშდება ანუ ერთი წლის შედეგებით

P.S. ეს ძალიან საჭირბოროტო თემაა, მითუმეტეს რომ მიუხედავად იმისა მოვუგებთ თუ არა რუსებს, პორტუგალიის ძლევის შემთხვევაში თასი მაინც რუმინეთს დარჩება. მე თუ მკითხავთ ასეთი ხშირი ცვლილებები უშლის ხელს ზუსტადაც რაგბის უფრო პოპულარული რომ ვერ ხდება, იგივე შეიძლება ითქვას წესებთან დაკავშირებითაც
* * *
QUOTE (Love The Sun @ 16 Mar 2010, 00:40 )
QUOTE (gur100 @ 16 Mar 2010, 00:38 )
რეიტინგით ტონგასაც ვუსწრებთ მაგრამ  .......................

ნეტა ვუსწრებდეთ biggrin.gif
.......................

მთავარი მაინც თამაშის ხარისხი და სტაბილური პროგრესია

წარმოიდგინეთ რომ რეიტინგით ტონგასაც ვუსწრებთ იაპონიასაც, კანადასაც და ა.შ.
ერთ დგესაც ვეთამაშებით ესპანეთს, რომელიც ახლა 25ადგილზეა და ორიოდე კვირის წინ თბილისში გაჭირვებით მოვუგეთ და ამ გუნდთან ვაგებთ
დაუყოვნებლივ საამაყო 12ადგილიდან უფსკრულისკენ დავეშვებით სავარაუდოდ 18-20-ზე

მიმაჩნია რომ საქართველოს რაგბის კავშირის უპირველესი მიზანი სწორედ ამ გუნდებთან იგივე (კანადა, იაპონია, ამერიკა, რუმინეთი,ტონგა, რუსეთი, პორტუგალია) კარგი თამაშის ჩვენება და მოგებებია საჭირო. აბა ისე ვერ გავიღვიძებთ ერთ მშვენიერ დღეს და ვერ მოვუგებთ შოტლანდიას და იტალიას.

მარტო რუსეთზე რომ გვაქვს გართულებ, კანადას და ამერიკასაც იგივე მონდომებით და ჟილკით უნდა ვეთამაშოთ

სხვანაირად შორს ვერ წავალთ და დავჩებით რუსეთზე გადაკიდებულ გუნდად, რომელსაც მხოლოდ ბიჭების შემართებით ვუგებთ და არა სწორი სახელმწიფო სარაგბო პოლიტიკითsad.gif(((


Posted by: crusaders 16 Mar 2010, 17:09
QUOTE
მიმაჩნია რომ საქართველოს რაგბის კავშირის უპირველესი მიზანი სწორედ ამ გუნდებთან იგივე (კანადა, იაპონია, ამერიკა, რუმინეთი,ტონგა, რუსეთი, პორტუგალია) კარგი თამაშის ჩვენება და მოგებებია საჭირო. აბა ისე ვერ გავიღვიძებთ ერთ მშვენიერ დღეს და ვერ მოვუგებთ შოტლანდიას და იტალიას.

რა თქმა უნდა ასეა.
ჯერ ჩვენს დონეზე უნდა დავამტკიცოთ რომ პირველები ვართ.
სტაბილურად ვუგებდეთ ყველა იმ გუნდს ვისაც ერთა თასზე ვხვდებით და შემდეგ უკვე გვქონდეს პრეტენზია დანარჩენზე

Posted by: solo-solo 17 Mar 2010, 00:15
ნეტა ყველა პოზიციაზე ასეთი კონკურუნცია გვქონდეს, როგორც 3 ნომერზეა, კიდევ ორი ჩვენი ახალგაზრდა დაწინაურდა http://www.opentext.org.ge/10/lelo/061/061-26.htm

Posted by: SABA8 17 Mar 2010, 02:09
ნეტა ყველა პოზიციაზე ასეთი კონკურუნცია გვქონდეს, როგორც 3 ნომერზეა, კიდევ ორი ჩვენი ახალგაზრდა დაწინაურდა http://www.opentext.org.ge/10/lelo/061/061-26.htm
იქნებ ამიხსნათ რა განსხვავებაა 1 სა და 3 შორის,

Posted by: QKD 17 Mar 2010, 09:18
QUOTE
იქნებ ამიხსნათ რა განსხვავებაა 1 სა და 3 შორის,



შერკინებისას 3 ნომერს თავი დახურული აქვს და უფრო მძიმე სათამაშოა, ვიდრე 1 ნომერი, რომელსაც თავი ცალი მხრიდან თავისუფალი აქვს...

Posted by: SABA8 17 Mar 2010, 10:43
QKD
მადლობა, მძიმე სათამაშო გასაგებია აი დანარჩენი ვერ გავიგე, ცოტა არარეგბულ ენაზე ახსენი.

Posted by: borjgali1964 17 Mar 2010, 10:58
შერკინების დროს ორივე მხარზე აწვებიან....

Posted by: David_S 17 Mar 2010, 11:02
SABA8
1 ნომერი არის მარცხენა ბურჯი
3 ნომერი არის მარჯვენა ბურჯი

1 ნომერი აწვება მხოლოდ ერთ კაცს მეტოქის 3 ნომერს

3 ნომერი აწვება ორ კაცს: მეტოქის ჰუკერს ანუ 2 ნომერს და მარცხენა ბურჯს ანუ 1-ს


1 ნომერი ცდილობს, რომ ნაწილობრივ შიგნით მიაწვეს მეტოქეს (სულ შიგნით ვერ მიაწვება, ვინაიდან ჯარიმას დანიშნავენ) და ცოტა ზემოთ...

ამით 1 ნომერი ცდილობს საქმე გაუადვილოს თავის ჰუკერს, რომ შეგორებული ბურთი ადვილად მოიგოს...

3 ნომერი კი ცდილობს რომ ზემოდან ქვემოთ მიაწვეს მეტოქის ჰუკერს და გაურთულოს ბურთის მოგება

წესების მიხედვით, მიწოლა უნდა იყოს სწორხაზოვანი და მინდვრის პარალელული...

გვერდულად მიწოლა, ქვემოთ დაქაჩვა, ზემოთ ამოგდება აკრძალულია...

მაგრამ მანდ უკვე I ხაზის თამაში იწყება, რომელიც არანაკლებ საინტერესოა და ხშირად მხოლოდ ბურჯებს და მწვრთნელებს თუ ესმით >>> გაუცნობიერებელი მაყურებლისთვის ყურადღების მიღმა რჩება

ის კი არა მსაჯებიც ბევრს სცოდავენ შერკინების დანიშვნისას... ძალიან იშვიათია მსაჯი, რომელიც შერკინების ნიუანსებში ერკვევა და თანმიმდევრულად აწყობს შერკინებას

ბურჯები როგორც წესი თავიდან ცდილობენ, რომ ენერგია დაზოგონ და პატარ-პატარა სარაგბო ხრიკების საშუალებით მწყობრიდან გამოიყვანონ მეტოქე, რათა მეტოქის ძალა და ენერგია სათავისოდ გამოიყენონ...

თუ ამან არ გაჭრა, მხოლოდ ამის მერე იწყება ძალის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება...

Posted by: SABA8 17 Mar 2010, 16:23
David_S borjgali1964 მადლობა

Posted by: mokheve 17 Mar 2010, 16:31
David_S
მესგანაც მადლობა smile.gif)))

Posted by: sula2002 18 Mar 2010, 10:25
მადლობ... კარგი ინფორმაცია იყო...

Posted by: QKD 18 Mar 2010, 18:34
თავის ფასში ვყიდი 15$-იან 2 ბილეთს. მსურველებმა პმ მომწერეთ ნომერი და დაგირეკავთ

Posted by: Donnie 20 Mar 2010, 19:44
არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, საქართველო და მეხუთეობის კანდიდატი ვინ არის?

Posted by: შევარდენი1906 20 Mar 2010, 19:47
Donnie

რუმინეთი-პორტუგალია ურუგვაი - კიდევ არ ვიცი

Posted by: David_S 20 Mar 2010, 20:00
Donnie
ჯერ ლიტვა და უკრაინის გამარჯვებულს ხვდება ერთა თასის მესამეადგილოსანი

მერე აქ გამარჯვებული ხვდება ტუნისს

მერე აქ გამარჯვებული ხვდება ურუგვაი/აზიის გამარჯვებულს

Posted by: kala 20 Mar 2010, 20:18
გილოცავთ ყველას ამ ღირსეულ და ბრწყინვალე გამარჯვებას... jump.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: Marguerite Gautier 20 Mar 2010, 20:44
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif alk.gif alk.gif jump.gif jump.gif ვაშააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა, გილოცაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააავთ

Posted by: amadeus 20 Mar 2010, 21:06
გენაცვალეთ ბიჭებოოოოოო alk.gif














cool

Posted by: keen 20 Mar 2010, 21:40
ზირაქა რა ტიპია... ბურთი რომ დაითრია და ლელოს ხაზისკენ გაიქცა biggrin.gif გზად შემხვედრ რუს მორაგბეებს "უთხრა", გაიწით იქით, ხელს ნუ მიშლითო და ... keh.gif

Posted by: BuTroSS_buTroSS_GaLI 21 Mar 2010, 17:42
ჩვენების მაისური სად იყიდება?

..............

Posted by: VMT 21 Mar 2010, 20:42
QUOTE (BuTroSS_buTroSS_GaLI @ 21 Mar 2010, 17:42 )
ჩვენების მაისური სად იყიდება?

..............

www.rygbyshop.ge - ფალიაშვილის 60–შია, თუ არ ვცდები, სარდაფშია ჩასასვლელი. იქ ვიყიდე. კიდევ სხვა რაღაცეებიც ჰქონდათ, სხვათა შორის, იმაზე იაფად, რაც სხვაგან იყიდება. მაგალითად – Kukri–ს გამაშები 12 ლარად!!! და ბავშვების სავარჯიშო მოკლე შარვლები 15–ად. ორივე ბავშვს შევუძინე. თან – კიდევ ერთი მთავარი დეტალი – გამყიდველი გოგო ჰყავთ ერთი, ისეთი, რომ მგონი მარტო მის სანახავად მოდის 90% იმ მაღაზიაში biggrin.gif

Posted by: JSN 22 Mar 2010, 12:46
რუმინეთი იქნება თუ ურუგვაი, აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ორივესთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი! vik.gif

Posted by: crusaders 22 Mar 2010, 12:48
QUOTE
რუმინეთი იქნება თუ ურუგვაი, აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ორივესთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი!

ურუგვაი ჯობია

Posted by: JSN 22 Mar 2010, 13:36
crusaders
შეძლებენ რუმინეთის გამოგდებას?

Posted by: Rugby12 22 Mar 2010, 13:43
JSN
არამგონია რუსება დაახიეს ბურთი მაგათ და რუმინეთიც მოუგებს.

Posted by: JSN 22 Mar 2010, 13:53
სიმართლე გითხრათ, მე უფრო რუმინეთი მინდოდა გასულიყო. თუ წინსვლაზე გვაქვს პრეტენზია, რუმინეთი უნდა ვაგორაოთ ზელანდიურ მოედანზე! ჩვენთვის კარგად ნაცნობ ინციდენტზეც გაეცემათ პასუხი უამრავი მაყურებლის წინაშე! smile.gif

Posted by: crusaders 22 Mar 2010, 16:48
JSN
QUOTE
სიმართლე გითხრათ, მე უფრო რუმინეთი მინდოდა გასულიყო. თუ წინსვლაზე გვაქვს პრეტენზია, რუმინეთი უნდა ვაგორაოთ ზელანდიურ მოედანზე! ჩვენთვის კარგად ნაცნობ ინციდენტზეც გაეცემათ პასუხი უამრავი მაყურებლის წინაშე!

მაგის შანსი გვქონდა მაგრამ გავუშვით ხელიდან
ურუგვაი იმ თვალსაზრისით ჯობია რუმინეთს რომ ამოვიდა ყელში მაგათთან თამაში

Posted by: giorgi77 22 Mar 2010, 16:51
ურუგვაიმ ძალიან ცუდად მოგვიგო 2003 მსოფლიოზე. გულდასაწყვეტი მარცხი იყო. ურუგვაის მაინც რუმინეთი ჯობია, უკეთ ვიცნობთ ვიდრე ურუგვაის.

Posted by: crusaders 22 Mar 2010, 16:58
QUOTE
ურუგვაიმ ძალიან ცუდად მოგვიგო 2003 მსოფლიოზე. გულდასაწყვეტი მარცხი იყო. ურუგვაის მაინც რუმინეთი ჯობია, უკეთ ვიცნობთ ვიდრე ურუგვაის.

ხო მაგრამ აღარ გვეყო მაგათთან თამაში?

Posted by: winner 22 Mar 2010, 18:01
მე პირადად რუმინეთთან თამაშს ურუგვაისთან თამაში მირჩევნია..

Posted by: crusaders 22 Mar 2010, 18:03
winner
QUOTE
მე პირადად რუმინეთთან თამაშს ურუგვაისთან თამაში მირჩევნია..

მეც

Posted by: x360Soulja 22 Mar 2010, 18:04
ამხანაგური თამაშები როდის იქნება და ვისთან?? smile.gif

Posted by: QKD 22 Mar 2010, 18:33
ესეც რეიტინგის მოყვარულებს
http://www.radikal.ru

Posted by: giorgi77 22 Mar 2010, 20:51
ამ თემას ვხურავ. აქ გავაგრძელოთ http://forum.ge/?f=17&showtopic=34093588

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)