ძალიან საინტერესო ავტომობილი ჩამივარდა ხელში. შევიძინე ავტომობილი რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიასთან. საქართველოს დამოუკიდებლობასთან. პირველ პრეზიდენტთან. 90 ების კრიმინალურ თბილისთან და ა.შ.
მცირე ინფო ავტომობილზე :
1989 წლის 500 SEL Guard ( ქარხნული ჯავშანი )
გამოშვებულია 500 ავტომობილამდე (მარცხენა საჭით)
მაშინდელი ღირებულება 240 000$
ავტომობილი შეჯავშნილია b6-b7 ჯავშნით.
შეძენა შეეძლოთ ძირითადად სახელმწიფოებს, რელიგიურ ლიდერებს და ნარკობარონებს
ავტომობილი გაფუჭებულ მდგომარეობაში იდგა 21 წელი სახელმწიფო ესკორტის სადგომზე.
ემსახურებოდა საქართველოს პრეზოდენტებს და მათ ოჯახებს . დანარჩენ ინფროს ვიძიებ და დავდებ.
_________
რას ვაპირებ:
ავტომობილი სრულად იქნება რესტავრირებული. ამ სიტყვის აფსოლიტური გაგებით .
ყველა მცირედი დეტალი, შპილკა თუ რეზინი იქნება ახალი შეძენილი.
იქნება ახალივით.
ავტომობილი არის სრულიად ქარხნული ( თუ არ ჩავთვლით დისკებს რომელიც შეცვლილია)
არის ქარხნულ საღებავზე (მხოლოდ წინა მარჯვენა ფრთა არის მცირედით დაზიანებული)
არსად აქვს ჟანგი და გარბენი აქვს 86 000 კილომეტრი რაც ამ ასაკის ავტომობილისთვის არის ძალიან ცოტა.
რესტავრაციის დროს ერთადერთი რაც არ იქნება ქარხნული არის მუხრუჭები.
რესტავრაციას დავიწყებ ახალი წლების შემდეგ. საკუთარ ავტოსერვისში. მანამდე ვეძებთ ნაწილებს. ( თუ ვინმეს რაიმე საინტერესო გაქვთ ამ ავტომობილისთვის მომწერეთ)
ვიდეო ფოტო მასალას ავტირთავთ აქ.
This post has been edited by Formula_M on 27 Oct 2023, 23:06
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
...you commit yourself to such a level where there is no compromise. You give everything you have, everything, absolutely everything..." Senna, Ayrton