Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > რა აზრის ხართ კომპანიებზე რომლებიც


Posted by: A.L.I.E.N 2 Jul 2021, 15:51
რა აზრის ხართ კომპანიებზე რომლებიც ვაკანსიის ფარგლებში სატესტო დავალებებს იძლევიან?
თან როცა საკმაოდ დეტალური დავალებაა, რომელიც შეიძლება თავად გამოიყენონ

Posted by: levan88 2 Jul 2021, 19:03
ეგ ალბათ უფრო კომპანიაზე დამოკიდებული , რამდენად კეთილსინდისიერი სახელი აქვს .

თორე ვაკანსიებს დაეძებ , უფრო სხვა სფეროებში ხალხს ვითომ სტაჟირებაზე ამუშავებენ (ამუშავებდნენ ) 3-4 თვე უფასოდ .

Posted by: NinjaRacer 3 Jul 2021, 01:53
პრიდაპირი ვიქნები.

იმ კომპანიის დშვცი რომელიც ასეთი გზით პრობლემებს ჭრის. და მანდ მუშაობის დაწყება არ უნდა გინდოდეს. არცერთ ვარიანტში.

და მეორე ყველაზე სწორი მეთოდია გატესტვის. ჩემთვისაც მოუციათ დავალება.
ბევრჯერ. ბევრი შემისრულებია ბევრი არა და ამით ძალიან კარგად ვაცნობიერებდი რა დონეზე ვარ და რატო არ ამიყვანეს და ვმუშაობდი ამის გამოსწორებაზე.

Posted by: Lekso-Dav 4 Jul 2021, 20:15
ჩემი პირადი გამოცდილებიდან როცა არ უნდათ რო მიგიღონ რაღაც დავალებას გტენიან
გარკვეულწილად კანდიდატების ფილტრაციისთვისაა

Posted by: ac1001 4 Jul 2021, 20:36
სადაც ვიყავი გასაუბრებაზე ყველგან დავალებას გაძლევდნენ რაღაც ელემენტარულს რომ შეემოწმებინათ რა დონეზე ხარ და ნორმალურიცაა. რო შეასრულებ ნახავენ როგორ შეასრულე და მიხვდებიან რა დონეზე ხარ.
ჩვეულებრივი მოვლენაა. რატო უნდა აიყვანო ისე თუ არ შეამოწმე აბა. მეც რომ დამსაქმებელი ვიყო რამე მარტივ crud დავალებას მივცემდი და ასე შევამოწმებდი რა დონეზეა.

Posted by: iMaximuSi 4 Jul 2021, 21:09
QUOTE

რა აზრის ხართ კომპანიებზე რომლებიც ვაკანსიის ფარგლებში სატესტო დავალებებს იძლევიან?

ჩემთვისაც დაუვალებიათ, მეც დამივალებია, ნორმალური მგონია

QUOTE
თან როცა საკმაოდ დეტალური დავალებაა, რომელიც შეიძლება თავად გამოიყენონ

განა რა დავალება უნდა მოგცენ ისეთი რომ რამეში გამოადგეთ ეგ კოდი?


Posted by: Not_Bono 4 Jul 2021, 22:03
QUOTE
ჩემი პირადი გამოცდილებიდან როცა არ უნდათ რო მიგიღონ რაღაც დავალებას გტენიან


თუ შენი მიღება არ უნდათ უბრალოდ არას გეტყვიან და მორჩა. მსგავსი მანიპულაციებით თავს არავინ შეიწუხებს. ტესტირება და ინტერვიუ სტანდარტული პროცესია

Posted by: Lekso-Dav 7 Jul 2021, 03:20
QUOTE
ტესტირება და ინტერვიუ სტანდარტული პროცესია

ინტერვიუ და ტესტირება ისაა როცა რაიმეს 1-2 საათი სჭირდება,
აბა პროექტის აწყობა რატომ უნდა დაავალო ადმიანს, თან კარგად მოგეხსენება პროექტის შექმნას და ისეთ დონეზე დაწერას რომ საჩვენებელი და სადემონსტრაციო იყოს რამოდენიმე დღე სჭირდება

აი რატომ უნდა ვიმუშავო უფასოოოოოოდ რამოდენიმე დღე იმის იმედით რომ მოეწონება ვიღაცას და ამიყვანენ????

Posted by: Saturn 18 Jul 2021, 20:51
QUOTE (A.L.I.E.N)
რა აზრის ხართ კომპანიებზე რომლებიც ვაკანსიის ფარგლებში სატესტო დავალებებს იძლევიან?

კარგი აზრის ვარ, თავადაც ვაძლევ ხოლმე ასეთ დავალებას კანდიდატებს.

QUOTE (A.L.I.E.N)
რომელიც შეიძლება თავად გამოიყენონ

ეგ ზღაპარია.

Posted by: Not_Bono 19 Jul 2021, 17:14
QUOTE
აი რატომ უნდა ვიმუშავო უფასოოოოოოდ რამოდენიმე დღე

იმავე მიზეზით რის გამოც ინტერვიუს გადიხარ - შენი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ

Posted by: Lekso-Dav 19 Jul 2021, 18:12
Not_Bono
QUOTE
იმავე მიზეზით რის გამოც ინტერვიუს გადიხარ - შენი შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ

სადემონსტრაციოდ შემიძლია მიმდინარე პროექტის ჩვენება, რატომ უნდა ვიმუშავო 1 კვირა სპეციალურად რომელიღაც კომპანიის ინტერვიუს გამო?
არცერთი მსოფლიო დონის წამყვანი კომპანია ეგრე არ აკეთებს რეკრუიტირებას, 1-2 საათიან ტესტში ან ინტერვიუში შეიძლება დონის გარკვევა 1 კვირიანი დავალებები რომ არ ვაკეთო, ჯერ ერთიც რომელ კარგ დეველოპერს ცალია მაგისთვის boli.gif

Posted by: Not_Bono 20 Jul 2021, 09:22
Lekso-Dav
QUOTE
სადემონსტრაციოდ შემიძლია მიმდინარე პროექტის ჩვენება

ეგ ყოველთვის ალტერნატივა არ არის

QUOTE
ჯერ ერთიც რომელ კარგ დეველოპერს ცალია მაგისთვის

ალბათ დაუსაქმებელს

Posted by: Pacacia 30 Jul 2021, 14:27
Lekso-Dav
QUOTE
სადემონსტრაციოდ შემიძლია მიმდინარე პროექტის ჩვენება,

თუ ნორმალურ კომპანიაში მუშაობ, იმედია ამას შენი დამსაქმებელი არ ნახავს თორე სერიოზული ჯარიმების დაკისრება შეუძლია, რადგან დიდი ალბათობით NDA-ზე გექნება ხელი მოწერილი smile.gif
და არცერთი ნორმალური კომპანია არ გეტყვის რო წინა სამსახურის კოდის თუნდაც ფრაგმენტი აჩვენო.
Lekso-Dav
QUOTE
არცერთი მსოფლიო დონის წამყვანი კომპანია ეგრე არ აკეთებს რეკრუიტირებას

საკმაოდ ბევრ ამერიკულ ენტერპარის კომპანიაში მიმუშავია და ვმუშაობ ეხლაც და ყველგან მიღებული პრაქტიკაა მსგავსი ტიპის დავალება.

1) მანდ ძირითადად უყურებენ კოდის არქიტექტურას, გამოყენებულ პატერნებს/ ალგორითმებს ოპტიმალური გადაწყვეტისთვის და არა იმას, თუ რამდენად ლამაზია ინფუთის ველი და ამ ყველაფერს მარტო თეორიული 1 საათიანი ინტერვიუთი ვერ გაიგებ
2) თუ კომპანია და მისი ვაკანსია იმდენად არ გაინტერესებს რო 1-2 დღიან ტასკზე ქომითმენთი აიღო, მემგონი საერთოდ არუნდა იყოს ეგ ვაკანსია შენთვის საინტერესო.

Posted by: Lekso-Dav 31 Jul 2021, 19:36
QUOTE
1) მანდ ძირითადად უყურებენ კოდის არქიტექტურას, გამოყენებულ პატერნებს/ ალგორითმებს ოპტიმალური გადაწყვეტისთვის და არა იმას, თუ რამდენად ლამაზია ინფუთის ველი და ამ ყველაფერს მარტო თეორიული 1 საათიანი ინტერვიუთი ვერ გაიგებ


რატომ ვერ გაიგებ? კითხავ ჩვეულებრივ ინტერვიუს დროს რა არქიტექტურა ან პატერნები იცის ან აქვს გამოყენებული, რა საჭიროა ამისთვის რომ პროექტი აკეთებინო ადამიანს


* * *
QUOTE
საკმაოდ ბევრ ამერიკულ ენტერპარის კომპანიაში მიმუშავია და ვმუშაობ ეხლაც და ყველგან მიღებული პრაქტიკაა მსგავსი ტიპის დავალება.

QUOTE

დაბადების თარიღი 1 May 1997


კაიგაჩე vis.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: პითონი 31 Jul 2021, 19:54
Lekso-Dav
lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Pacacia 31 Jul 2021, 20:31
Lekso-Dav
1) იმიტომ ვერ გაიგებ რო თეორიის დაზეპირება და პრაქტიკაში სწორი გადაწყვეტის პოვნა სხვადასვაა.

2) არვიცი დაბადების წლით რა დაასკვენი ან ირონიით რის მიღწევას ცდილობ, მაგრამ რეალურად ეგრეა, რომ ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ითხოვს დავალების შესრულებას (უმეტეს შემთხვევაში ეს დავალებაც ანაზღაურებადია).


Posted by: MidiMovdivar 31 Jul 2021, 23:59
პროფესიონალი ლიდი ან ჰედი საშუალოდ 30 წუთში დაადგენს ცოდნის დონეს, რამდენიმე კითხვით.

Posted by: Lekso-Dav 1 Aug 2021, 01:15
QUOTE
პროფესიონალი ლიდი ან ჰედი საშუალოდ 30 წუთში დაადგენს ცოდნის დონეს, რამდენიმე კითხვით.

+1

Posted by: აბიტურიენტი 1 Aug 2021, 14:49
QUOTE
პროფესიონალი ლიდი ან ჰედი საშუალოდ 30 წუთში დაადგენს ცოდნის დონეს, რამდენიმე კითხვით.

30 წუთში შეიძლება დადგინდეს რამის არ ცოდნა. ცოდნის და პროგრამირების უნარების შეფასება ნახევარ საათში გამორიცხულია.

Posted by: Mathematics_ 9 Aug 2021, 19:24
QUOTE (MidiMovdivar @ 31 Jul 2021, 23:59 )
პროფესიონალი ლიდი ან ჰედი საშუალოდ 30 წუთში დაადგენს ცოდნის დონეს, რამდენიმე კითხვით.

კი. მაგთიკომში თუ მუშაობს

წესიერ კომპანიაში 30 დღეც არ ეყოფათ

Posted by: web_developer1 4 Sep 2021, 20:22
A.L.I.E.N
მქონია მასეთი შემთხვევები და არ გამიკეტებია, იმიტომ რომ ეს თქტლიტი კომპანიები არის.

ერთხელ მომცეს ნახევრად გაკეტებული პროექტი და ვითომ სატესტო დავალებები.

Posted by: gordas 4 Oct 2021, 03:48
ლაივ-კოდინგი და კითხვა-პასუხი ყველაზე კარგი გამოცდაა ჩემი აზრით, სადღაც 1.5-2 საათი საკმარისია ტექნიკური იტნერვიუსთვის.

ლიდერბეთი იყო მგონი, მთელ ლოგინ/რეგისტრაციის ფეიჯს რომ აძლევდნენ სატესტოდ თავისი ვალიდაციებით და პიქსელ-პერფექტ დიზაინით რომ უნდოდათ. თან ეგ პირველი ნაწილი იყო მგონი lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)