forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (10) « პირველი ... 8 9 [10]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პარკინგი და საცობები, ერთიანი თემა
Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2341
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 15:57  #55233768      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dat111
ჯერ საზ. ტრანსპორტი უნდა განავითარო და მერე აკრძალო თორემ ესენი რომ პირიქით აკეთებენ (ვითომ) მაგიტომაც ვაგინებ...

პირველ რიგში მანქანა რომელიც მიდის ქუჩაში და წამი წამზე შეიძლება დაიშალოს ან რამე მოძვრეს მასეთი უნდა გააჩერო და გადააყენებინო თუ ხელოსანთან არ მიყავს....
2 დღის წინ მარშუტკა მოძრაობდა ვაგზლისკენ სულ შავი კვამლი დატოვა ყველგან, მივუახლოვდი და აზერბაიჯანული ნომრები ქონდა facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif რანაირად გადმოუშვეს მასეთი საზღვარზე და რატო უკან არ გაუკეთეს გლუშიტელი მძღოლს არ ვიცი


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
დიდიმინდორი
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 16:07  #55233816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თბილისის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა მისი მოსახლეობისგან განტვირთვაა. ამას კი ეკონომიკური სასწაული ჭირდება. მანამდე ვიქნებით მართლა აზიური, ყოველგვარ ხიბლდაკარგული, ესთეტიკა მოკლებული, ღარიბი და ხმაურიანი ქალაქი და ქვეყანა. როგორ შეიძება სამმილიონიან ქვეყანაში, ან თუნდაც ორმილიონიან ქალაქში ასეთი საშინელი საცობები იყოს, ალოგიკურია, მაგრამ ასეა, სხვა პატარა ქვეყნებს ის მაინც აქვთ დადებითი, რომ საცხოვრებლად მყუდროები არიან.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითრდესო... ამ ტემპებით, ახლა რომ ვითარდება, პირდაპირ ვიტყვი, აზრი არ აქვს. მანქანების რაოდენობა მაინც იზრდება და იზრდება კატასტროფულად. საჭიროა, მინიმუმ სამჯერ უფრო სწრაფი განვითარება, და სამჯერ უფრო მეტი ავტობუსის შემოყვანა, ვიდრე ახლა შემოყავთ და არა საცოდავი 100 ავტობუსი, ისიც დაგვიანებით. ძვირია, მაგრამ ტრავმაიც უნდა განვითარდეს, თუნდაც ერთი ძალიან მოკლე ხაზი პირველ ეტაპზე.

ფასების გაზრდა საწვავზე და პარკინგზე კარგია, მაგრამ მხოლოდ ტრანსპორტის განვითარების პირობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამდიდრდებიან მიკროსაფინანსოები და დისკომფორტი არა თუ არ შემცირდება, არამედ ბევრად გაიზრდება.



და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ალბათ ყველა ხვდება, რომ რეალურად არავის არ აწყობს მანქანების შემცირება. რაც უფრო მეტია მანქანა, მით უფრო მეტია შემოსავალი ბენზინიდან, საცობებიდან, ქუჩები უფრო სწრაფად ფუჭდება და გასაკეთებელი ხდება. ამ ყველაფერს როგორც საშუალო სტატისტიკურმა ჩინოვნიკმა, და არა როგორც მოქალაქემ შეხედო, არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რატომ არ კეთდება საქმე ეფექტურად და რატომ არ გაკეთდება კიდევ დიდი ხანი.

ასე რომ, რაც არ უნდა მოვიფიქროთ, სანამ ქვეყანა ასეთი ღარიბია, და შესაბამისად, ფული ასეთი არაკეთილსინდისიერი გზებით იშოვება, არც ტრანსპორტს ეშველება და არც ქაოტურ მშენებლობებს. ევროპულ მოდელს ევროპული სახელმწიფო და საზოგადოება ჭირდება.

Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2341
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 16:19  #55233870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდიმინდორი
მოსახლებისგან განტვირთა ბევრ სხვა პრობლემასაც გადაჭრის მარა სად გინდა ხალხი გაუშა? დიდ ქალაქში არ ყოფილხარ საზღვარგარეთ და არ გინახავს როგორ არის დაბალანსებული? ან გიფები მაინც თუ გინახავს რას ნიშნავს 200 კაცი საკუთარი ავტომობილით ერთ ქუჩაზე და ერთი ავტობუსი რომელშიც 200 მეტი ადამიანი ეტევა?
დიდიმინდორი
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 21
წევრი No.: 252399
რეგისტრ.: 28-August 19

გამოგზავნილია: 11 Sep 2019, 16:31  #55233953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მინახავს, მაგრამ არ ვითარდება ჩვენთან ტრანსპორტი და როგორ მოგვარდება პრობლემა. ახლა რაც ხდება არის არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება, ისიც კატასტროფულად ნელი ტემპებით. საჭიროა სწრაფი ტემპი როგორც სატრანსპორტო პოლიტიკაში, ასევე ზოგადად ეკონომიკაში. სანამ ასე არ მოხდება, ძალიან ბევრი პრობლემა უბრალოდ არ მოგვარდება, უბრალოდ იმიტომ რომ შეუძლებელია და იმიტომ, რომ არავის არ აწყობს მათი გადაჭრა.
dat111
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2903
წევრი No.: 24846
რეგისტრ.: 25-October 06

გამოგზავნილია: 12 Sep 2019, 16:29  #55238165      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
200 კაცი საკუთარი ავტომობილით ერთ ქუჩაზე და ერთი ავტობუსი რომელშიც 200 მეტი ადამიანი ეტევა?

10 წლის წინ საზ ტრანსპორტს ხშირად ვიყენებდი როცა მანქანით სიარული არ მინდოდა, ბოლო წლები რაც ტრანსპორტში ხდება ნუ რავი ისევ საცობში დგომა მირჩევნიასაც ვერ ვიტყვი რკინის ჯანი და ნერვები უნდა საზ ტრანსპორტს, აი ძალიან გადატვირთული რომ თქვა ნიშნავს არაფერი თქვა, ხომ ვიცით რომ რეგისტრირებულზე გაცილებით მეტი ხალხია აქ და თან დედა აქ ნატირები ამ მაღლივი კორპუსებით ყველაფერს, მეტრო რომ მეტროა მისი ტევადობაა 2 ჯერ არის გასაზრდელი ანუ ინტერვალები გასანახევრებელი და მაგის შანსი ახლო მომავალში კი არა 10 წლის მერეც არ არის, გუშინ ვახუშტის ხიდიდან დაწყებული კატასტროფა საცობი რომ იყო და ბულაჩაურზე კიდე ამ სირთაოზებმა 2 ზოლი რომ დატოვეს ნახევარ საათში მაგ ბასლეინზე სულ ორმა მარშუტკამ გაიარა და ველო ბილიკზე კიდე საერთოტ გლოვოს სკუტერების გარდა არც არავის გაუვლია, რომელ საზ ტრანსპორტზე ბაასობენ რა ალტერნატივა რის ალტერნატივა, 5 ცალი ავტობუსი ყვითელი იქნება ლურჯი თუ მწვანე კოპლებიანი რა მნიშვნელობა აქვს როცა მინიმუმ 15 არის საჭირო და არა 5
დაასამარა ეს ქალაქი ნაცების დაწყებულმა და მერე ამათმა გაგრძელებულმა პოლიტიკამ, მუმბაის გრუზინული ვარიანტი ვართ და ვიქნებით აწი სამწუხაროდ.

QUOTE
პირველ რიგში მანქანა რომელიც მიდის ქუჩაში და წამი წამზე შეიძლება დაიშალოს ან რამე მოძვრეს მასეთი უნდა გააჩერო

ფიზიკური პირების საკუტრებაში არსებული მანქანები ტექ დათვალიერებას რაც გადის იმას ფაქტიურად არც არაფერი ძვრება რეალურად (დასპაკლულ მისპაკლული არავის არაფერ ზიანს არ აყენებს და არც საშისროებას ქმნის) აი ხელისუფლების დაკრიშული სატვირთოები და მარშუტკა ავტობუსები კი იცოცხლე, ეგენი მიშას დროსაც დადიოდნენ, ეხლაც დადიან და მომავალშიც ივლიან, მაგათთვის კანონი არ არსებობს, ტქვენც შეგიძლიათ თუ ხელისუფლებასი ან ძალოვნებსი მოხვდებით ეგრე დაიკიდოთ კანონი, ამ ქვეყანაში კი არა და კერძო ზოოპარკში ეგ მიღებული პრაქტიკაა
//Rossi
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 252526
რეგისტრ.: 4-September 19

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 21:56  #55250973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ დაგავიწყდეთ, ხვალიდან სკოლები იწყება და დილიდან იქნება სასწაული საცობები, ასე რომ ცოტა ადრე გადით სამსახურებში თორე დაგაწყდებათ ნერვები.

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (10) « პირველი ... 8 9 [10]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0187 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]