სახელი: Resident Evil HD Remaster
დეველოპერი: Capcom
ჟანრი: Survival Horror
გამოშვების თარიღი: 2015 წლის იანვარი (2002 წლის 22 მარტი)
ეს არის 2002 წელს GameCube-ისთვის გამოცემული Resident Evil-ის HD რიმეიქი, თავის მხრივ 2002 წლის ვერსია 1996 წლის ორიგინალის რიმეიქი იყო.
რეალურად ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჟანრის Survival Horror-ის პრაქტიკულად პირველი (დამფუძნებელი მამა) თამაშია. ხოდა ჟანრის დაფუძნებაც ასეთი უნდა! ნამდვილი შედევრი, ხელოვნების ნიმუში და საოცრებაა
ზოგადად ამ სერიას და ჟანრს პირველად Resident Evil 4-ის სახით ვეზიარე თავის დროზე. ძალიან მომეწონა მე-4-ეც და ეხლაც ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ თამაშად მიმაჩნია, მაგრამ მაშინ ერთი დაჭრილ-დაჩეხილი პირატული ვერსია ვითამაშე და საერთოდ რა ხდებოდა აზრზე არ ვიყავი თამაშში
ეს პირველი ნაწილი კი მართლა რაღაც სასწაულია, მართლა სად ვიყავი აქამდე?
თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
აქამდე ამ ჟანრში მიუწვდენელ მწვერვალად Silent Hill-ის სერია მიმაჩნდა, მაგრამ ამ თამაშის შემდეგ ეს ჩემი რწმენა ცოტა არ იყოს შეირყა
ხოდა survival horror-ი იმენა იაპონელებისაა რა, ვერავინ ახლოსაც ვერ მიდის მაგათთან, რაც იციან იციან, ვერ წაართმევ
რაღაც უნიკალურ ატმოსფეროს და puzzle-ებს ქმნიან როჟები
))))
P.S. ამ განყოფილებაში შეგნებულად გავხსენი, იმიტომ რომ ასეთ სერიოზულ და ღრმა თამაშს action-ებში და ტუპოი შუთერებში არაფერი არ ესაქმება
P.P.S. Shinji Mikami is a freakin' genius!
This post has been edited by Gioma771 on 23 Feb 2017, 21:32