forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Star Trek / სთართრექი, სთართრექ ფილმები და სერიალები
Ar-Pharazôn
ალიხან კნოევი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18225
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 11:58  #836021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
ვინმეს გიყვართ ეს franchise-ი? თავის დროზე ვაფრენდი სერიებზეც და კინოებზეც... ოღონდ ძველები არ მევასება


აშშ-ში 60 წლებში სტარტი აიღო ჯინ როდენბერის სერიალმა Star Trek-მა რომელიც კინოთეატრებში გადიოდა და ყოველი მისი სერიის გამოსვლა დიდი დღესასწაული იყო მაყურებელთათვის.....Star Trek-ი ამ ათწლეულების განმავლობაში გადიოდა შტატების კინოთეატრებში(მოგვიანებით ტელეეკრანებზე გადმინაცვლა) და 2007 წელს დასრულდა(თუმცა როდენბერის სცენარებით პარალელურად არანაკლებ ცნობილი დამოუკიდებელი ფილმები და სხვა სერიალებიც გადაიღეს, მაგ ანდრომედა, სპოკის ძებნისას, ხანის რისხვა და სხვები). ამერიკელებს და ამ ჟანრის მოყვარულებს მსოფლიოში როდენბერის საგით საშუალება ქონდათ გართობის ინდუსტრიის სულ სხვა მიმართულებაში ეპოვათ თავი. რასები: კლინგონები, კორდესიანელები, ბორგები, თრილლები, დომინიონელები, რომულანელები, ბაჯორელები, ნიცშიანელები, ფერენგები, მაგოგები და სხვები სამუდამოდ დარჩნენ ამ ჟანრის მოყვარულთა ლექსიკონში, ხოლო ბევრი გამოთქმები, ანდაზები მეტაფორები ენაში დამკვიდრდა. ასე შეიქმნა ახალი საგა კოსმოსზე.... Star Trek-ის ცნობილი სერიალები 1.Star Trek 1968 წელს გამოვიდა 3 სეზონად და 80 სერიად. რეჟისორები: მარკ დენიელსი, ჰოვარდ ოსვალდი და ჯეიმს გოლდსთოუნი. მთავარ როლებში: ლეონარდ ნიმოი, უილიამ შეთნერი, დეფორესთ ქელლი, ნიშელლ ნიკოლსი და სხვები. მაშინ ეს სერიალები როგორც ზემოთ ავღნიშნე კინოთეატრებში გადიოდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობდა...

1993 წელს გამოვიდა გაგრძელება: Star Trek: The Next Generation 7 სეზონი თითოეულ სეზონში 26 სერიაა მხოლოდ მეორე სეზონშია 22 სერია. რეჟისორები:Cliff Bole, , Winrich Kolbe და ლეს ლანდაუ. მთავარ როლებში: პატრიკ სტიუარტი(კაპიტანი პიკარდი), ჯონათან ფრეიქსი, ლევარ ბიორთონი, მარინა სირთისი(ბეტაზოიდი) მაიქლ დორნი(კლინგონი ვორფი) და სხვები.... ამ სერიალით Star Trek სულ სხვა სიმაღლეებზე ავიდა და უკვე ამერიკული კინოინდუსტრიის სრულფასოვანი ნაწილი გახდა. ხოლო ჯინ როდენბერის შექმნილი პერსონაჟები და მთელი რასები მრავალი კოსტუმირებული შოუს, ფანთა კლუბების მთავარი ინტერესების და მიბაძვის მიზეზი გახდნენ... კლინგონთა გამოთქმები: "კო პლა", "დღეს კარგი დღეა სიკვდილისათვის" და სხვები ამერიკული სასაუბრო ლექსიკონში მოხვდა და მისი ნაწილი გახდა

შემდეგი გაგრძელება უკვე ჯინ როდენბერის სიკვდილის შემდეგ მისი რომანების მიხედვით გამოვიდა 1998წელს და შეიძლება ითქვას ყველაზე მასშტაბური ბატალური ეპიზოდებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სერიალის სათაური არი Star Trek: Deep Space Nine შედგება შვიდი სეზონისაგან რეჟისორები: დევიდ ლივინგსთონი, მაიქლ ვიჯერი და ალექსანდრ სინგერი. მთავარ როლებში მაშინდელი ჰოლივუდური სერიალების მსახიობთა თანავარსკვლავედია: ეივერი ბრუქსი(კაპიტანი სისკო და ბოჯორის ემისარი), რენე ობეჟონუა, სირროქ ლოფთონი, არმინ შიმერმანი(ფერენგი ქვარკი), ნინა ვიზიტორი(ბოჯორელი ყოფილი ტერორისტი), მაიქლ დორნი(კლინგონი ვორფი), თერი ფარელი(მომხიბვლელი ლეიტენანტ-კომანდორი ჯაძია დაქსი) და სხვები....

შემდეგი გაგრძელება სახელწოდებით: Star Trek: Voyager , გამოვიდა1995 წელს და დასრულდა 2000 წელს რეჟისორი: რიქ ბერმანი. მთავარ როლებში: ქეით მალგროუ(კაპიტანი ჯეინვეი), რობერთ ბელთრანი(ჩიკოთეი: ყოფილი მაქ კი და კომანდორი ვიაჯერზე), თიმ როსსი( ვულკანელი კომანდორი ტაქტიკურ საკითხებში ვოიაჯერზე), როქსან დოუსონი(ყოფილი მაქ კი, ინჟინერი ვოიაჯერზე(ნახევრად კლინგონი ნახევრად ადამიანი)), რობერტ პიკარდო( მანია გრანდიოსათი შეპყრობილი ჰოლოგრამა ექიმი ვოიაჯერზე), ჯენიფერ ლიენი(ოკამპა გოგონა) და ჯერი რაიანი(seven of nine ყოფილი ბორგი, ბავშვობაში ანიკა ჰენსონი). Star Trek: Voyager -განსაკუთრებული წარმატება ხვდა და დიდი ხანი მსგავსი რამ ფანტასტიკური სერიალების მოყვარულებს ვერაფერი ვერ შეთავაზეს ფილმის შემქმნელებმა....

2003 წელს გამოვიდა Star Trek: Enterprise რეჟისორი: დევიდ ლივინგსთონი და მიშელ ვეჯერი. როლებში: სქოთ ბაკულა(კაპიტანი), ჯონ ბილლინგსლი(ექიმი ფლოქსი), ჯოლინ ბლელოქი(სუბკომანდორი დ"ფოლი ვულკანიდან) და სხვები. 4 სეზონი. Star Trek: Enterprise-ი არაა გაგრძელება აქამდე ცნობილი სერიალებისა იგი უფრო წინაისტორიაა ამიტომ მაყურებელს არ გუკვირდეს რომ Enterprise-ის სიჩქარე 3-4 ვარპია(როდესაც ვოიაჯერი და სხვა ხომალდები სერიალებიდან 7-9 ვარპის სისწრაფით დაფრინავენ) აგრეთვე ახლახან ათვისებული ტრანსპრტერი რომელიც ამ სერიალში ხშირად ფუჭდება. Star Trek: Enterprise-ში მოქმედება იწყება მაშინ როდესაც დედამიწაზე ჩამოვიდნენ ვულკანელები და გარკვეული ყოყმანის შემდეგ ადამიანებს გადასცეს ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიები. ფილმი ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით ზინდების ცივილიზაციასთან ბრძოლის ისტორია.... სხვათა შორის როდენბერის სხვა პროექტ ანდრომედას ეკრანიზაციაში ზინდების თემა კიდევ ერთხელ გაიელვებს მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. მომავალში თუ დაინტერესება იქნება შეგვიძლია განვიხილოთ კლინგონების იმპერია, ფერენგინარი, რომულანელების, ანდორიანელების. ბორგებისა და კორდესიანელთა სახელმწიფოები და რასები მათი მსგავსებები ძველ ლეგენდებისა და მითების პერსონაჟებთან

Star Trek -ის სიუჟეტით სულ გადაღებულია 12 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: 1.The Motion Picture 1979 Star Trek 2.Star Trek-The Wrath of Khan(ხანის რისხვა)1982. 3.Star Trek-The Search for Spock- 1984. 4.Star Trek- The Voyage Home. 1986. 5.Star Trek-The Final Frontier. 1989. 6..Star Trek-The Undiscovered Country(არაღმოჩენილი ქვეყანა).1991. 7. Star Trek-Generations.1994. 8.Star Trek-First Contact 1996. 9.Star Trek-Insurrection 1998. 10.Star Trek-Nemesis 2002. 11. Star Trek .ჯეი ჯეი აბრამსის 2009 წლის 7 მაისი. 12. Star Trek: Of Gods and Men .2007წ.

რასები: 1. კლინგონები( ( Klingons, backslashklɪŋɒn/): ყველაზე აგრესიული და მეომრული რასა(რაღაც საშუალო ვიკინგებსა და ზულუს შორის) სახელი კლინგონი ჯინ როდენბერიმ თანამებრძოლი ლეოტენანტის ვილბორ კლინგენას საპატივსაცემოდ დაარქვა. ჰუმანოიდების რასა საცხოვრებელი პლანეტა Qo’noS კლინგონთა იმპერია ჩამოყალობდა 900 წელს ჩვენი დროით მეთოთხმეტე საუკუნეში იგი ოკუპირებული იყო ხურკების მიერ(Hur’q)( ამ ისტორიას შევხვდებით როდესაც ვორფი ჯაზია და კორი კელესის ბატლეტის საძებრად გაემგზავრებიან ღრმა კოსმოს-9 სერიალებში). ხურკების განდევნის შემდეგ კლინგონების იმპერიის აღმავლობა და რენესანსი იწყება. მათი საჰაერო ფლოტი ძლიერი ხომალდებისაგან ე.წ. "მტაცებელი ფრინველებისაგან" შედგება რაპტორის გარდა კლონგონები იბრძვიან ბატლეტით და ხანჯლებით. კლინგონები სთართრეკის ყველა სერიალში მომაწილეობენ განაკუთრებით ღრმა კოსმოს-9-ში სადაც ისინი დედამიწელებთან ერთად კორდასიანელთა და მეტამორფთა ფლოტებს ებრძვიან დამოუკიდებლობისათვის...

რასები: ვულკანელები(Vulcans) პლანეტა ვულკანიდან დედაქალაქი შიკახრი. ეს სთართრეკის მიხედვით ის რასაა რომელიც პირველი ჩამოვიდა დედამიწაზე და მოგვიანებით გადასცა კოსმოსში მოზაურობის სხვადასხვა ტექნოლოგიები. ვულკანელები ლოგიკის კანონებით ცხოვრობენ ეწევიან მედიტაციას არიან მოგზაურები და ძირითადად პაცეფისტურ არაექსპანსიურ პოლიტიკას ატარებენ, ვულკანელები 250 წლამდე ცხოვრობენ.. ისინი .Star Trek 1968, Star Trek: Enterprise და Star Trek: Voyager-ის სერიებში აქტიურად მონაწილეობენ თუმცა ღრმა კოსმოს-9-ში და წინა სერიალებში თითქმის არ ჩანან... ცნობილი ვულკანელები არიან სპოკი, სუბკომანდორი დ"ფოლი(Enterprise) და კომანდორი ტუვაქი ტაქტიკურ საკითხებში ვოიაჯერზე.... ცნობილი მისალმებას ვულკანელებისას "Live long and prosper" ბევრგან შეხვდებით და არა მხოლოდ ვულკანელებისაგან ..

რასები: ფერენგები პლანეტა ფერენგენარიდან ავანტურისტული თაღლითური რასა რომელთა მთავარი კოდექსია "შეძენის წესები" რომელიც დიდმა ფერენგმა ნაგუსმა დაწერა. ფერენგები სთართრეკის თითქმის ყველა სერიალში გვხვდებიან მაგრამ ღრმა კოსმოს-9-ში ქვარქი და ნოგი ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟები არიან და ბოჯორელებს დედამიწელებთან ერთად ბევრჯერ გადაარჩენენ განსაცდელისაგან რომელიც ხშირ შემთხვევაში მათმა უნებლიე ავანტიურამ გამოიწვია. ქვარკი სულ ფულზე და მოგებაზე საუბრობს რითაც ბევრ რეალურ ადამიანზე პაროდიას ახდენს...

რასები: რომულანელები( Romulan) იმპერია ორი პლანეტა დედაქალაქით რომული დ რემი. მეომარი მზაკვარი ინტრიგანი ექსპანსიური რასა ვულკანელთა შორეული ნათესავები მაგრამ აბსოლუტურად საწინააღმდეგო მენტალობის რასა. აქვთ წამყვანი ტექნოლოგიები განსაკუთრებით შთამბეჭდავია "ომის ფრინველები"(კოსმოსური ხომალდის კლასია) აღჭურვილა სპეციალური მოწყობილობით რომელიც ხომალდს კოსმოსში უხილავს ხდის. აგრეთვე რომულანელებს ყავთ მთელ გალაქტიკაში ერთერთი წამყვანი დაზვერვა სახელად "თალშარი" რომელიც უამრავ დივერსიებსა და სხვა საბოტაჟებს აკეთებს რაც ერთი შეხედვით უსარგებლოდ ჩანს თვითონ რომულანელების იმპერიისათვის... რომულანელები სთართრეკის ყველა სერიალში მოქმედებენ და მხოლოდ ღრმა კოსმოს-9-ი იბრძვიან სიმართლის ე.ი. დედამიწელებისა და ფედერაციის მხარეზე

This post has been edited by LifeBloom on 10 Jun 2013, 01:09


--------------------
fearandtremblingintbilisi.wordpress.com

----

სამი სახეობის ქართველი არსებობს: ვინც ნეტში ქართული შრიფტით წერს, ვინც ლათინურით, და ვინც - რუსულით
Sharky
El Tiburon


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41653
წევრი No.: 2110
რეგისტრ.: 25-April 03

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 12:42  #836141      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ar-Pharazon
ძაან მაგარია, თითქმის ყველა სერია მაქვს ნანახი - ჟან-ლიუკ პიკარდით. ძველები არც მე მევასება. არც ახლები მაინცდამაინც (აი, ქალი რომაა კაპიტანი და ზანგი, ნუ პირველს კიდევ არა უშავს). სხვათა შორის, ამ რამოდენიმე დღის წინ იყო მოსკოვზე პირველი კონტაქტი და ვიხალისე მაგრად


--------------------
მოგითყანთ დემოკრატია
shota_deida
shdei


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 13:55  #836344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ar-Pharazon

გამოკითხვას ატარებ საკულტო სერიალებზე, როგორიც არის სტარ ტრეკი და მაპეტსები?smile.gif
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31845
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 14:29  #836460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
ხო ეგ ბოლო სერია ნიჩეგოა. Insurrection კიდე ცოტა არ იყოს ვერ გავიგე. მარა აი სერიალებში Babylon 5 მაგას ჩემიო აზრით 1 თავით ჯობია.


--------------------
სამურაის არაფერი კლავს, ხარაკირის გარდა
Vika
Chaos, panic, disorder - my work here is done


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5076
წევრი No.: 566
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 18:36  #837354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიყვარს DS9, TNG & Voyager.


--------------------
"The first thing I do in the morning is brush my teeth and sharpen my tongue."
D. P.
Ar-Pharazôn
ალიხან კნოევი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18225
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 22:28  #838084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
გამოკითხვას ატარებ საკულტო სერიალებზე, როგორიც არის სტარ ტრეკი და მაპეტსები?


დიაღ biggrin.gif სტარ ტრეკი ჩემი კულტი იყო (და არის) ახალი Enterprise-ი მევასება. 60-იანი წლების სერიების გარდა ყველა მევასება, დაჟე ვოიაჯერი, მაგრამ პიკარდის სასტავი მაინც ყველას ხნავდა sad.gif ცუდია, რომ კინოს აღარ გადაიღებენ მაგათზე
* * *
QUOTE
სხვათა შორის, ამ რამოდენიმე დღის წინ იყო მოსკოვზე პირველი კონტაქტი და ვიხალისე მაგრად


ძაან მიყვარს ეგ კინო. საერთოდ, სხვანაირი ფანტასტიკაა სტარტრეკი, არაა რიდიკის ქრონიკები/ელიენ ვერსუს პრედატორივით/ვარსკვლავური ომებივით ცარიელი ეფექტები...
LV-426
Paradoxical Spiral


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28934
წევრი No.: 4989
რეგისტრ.: 27-April 04

გამოგზავნილია: 7 Dec 2004, 22:30  #838096      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენჯერ არ უყურე მაგას ვერაფერი გაუგე! არდამევასა smile.gif


--------------------
Nothing
ნიკა
4X4 or 2X2 ?


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31845
წევრი No.: 4167
რეგისტრ.: 23-January 04

გამოგზავნილია: 8 Dec 2004, 00:09  #838336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq · yim
LV-426
შეცდომაა
QUOTE
რამდენჯერ არ უყურე მაგას ვერაფერი გაუგე! არდამევასა 

სწორია
რამდენჯერ არ ვუყურე მაგას ვერაფერი გავუგე! არ დამევასა
Elendill
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5882
წევრი No.: 6230
რეგისტრ.: 1-September 04

გამოგზავნილია: 11 Dec 2004, 02:27  #847551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LV-426
tu ar gikurebia rogor gaugebdi?

me marto pilmi momecona(es iko asi clis cin)


--------------------
The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time. (c)

Ar-Pharazôn
ალიხან კნოევი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18225
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 11 Dec 2004, 17:01  #848550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
me marto pilmi momecona(es iko asi clis cin)


რომელი ფილმი? 10 ფილმია სულ გამოსული, თუ არ ვცდები...
LV-426
Paradoxical Spiral


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28934
წევრი No.: 4989
რეგისტრ.: 27-April 04

გამოგზავნილია: 11 Dec 2004, 17:10  #848570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Elendill

ნანახი მაქვს რამოდენიმე ნაცილი. არმომეწონა. STAR WAR-ის სტილშია გაკეთებული. ეგეთი გაზღაპრებული მეცნიერული ფანტასტიკა არმიყვარს smile.gif
Vika
Chaos, panic, disorder - my work here is done


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5076
წევრი No.: 566
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 14 Dec 2004, 19:56  #855867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DS9-ს ძალიან კარგი storyline აქვს.
Ar-Pharazôn
ალიხან კნოევი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18225
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 14 Dec 2004, 21:01  #856002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
DS9-ს ძალიან კარგი storyline აქვს.


სამწუხაროდ, არა მაქვს ნანახი ეგ სერიები, თუმცა იქიდან გამომდინარე , რომ ვორფი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პერსონაჟია, ალბათ მომეწონება... დომინიონი და რამე არა?
გუშინ იყო ო-ერ-ტეზე Insurrection. ყველაზე სუსტი Star Wars ფილმია, ალბათ... Nemesis მე მომეწონა, ნეტავი ახალს როდის გადაიღებენ?
Vika
Chaos, panic, disorder - my work here is done


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5076
წევრი No.: 566
რეგისტრ.: 28-December 01

გამოგზავნილია: 14 Dec 2004, 21:20  #856051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ar-Pharazon
QUOTE
დომინიონი და რამე არა?

უჰუ. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, TNG-ის შემდეგ. მაგარია, დომინიონი, ჯემ'ჰ'ადარი, კარდასიელები, კლინგონები და საერთოდ გარემოება up.gif.

QUOTE
ვორფი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი პერსონაჟია

ეგ და ო'ბრაიანი არიან TNG-დან.

--
ნამდვილი ამბავი:

ამერიკაში მოხდა. ჩემი ნაცნობი და დედამისი რიგს ელოდებოდნენ და ქართულად ლაპარაკობდნენ. უკან მდგომმა ჰკითხა, კლინგონურად ლაპარაკობთო? biggrin.gif
Ar-Pharazôn
ალიხან კნოევი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18225
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03

გამოგზავნილია: 14 Dec 2004, 21:32  #856070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · msn
QUOTE
ო'ბრაიანი


ეგეც გაეძრო Defiant-ზე? მაგარი კაცი იყო..

QUOTE
კლინგონურად


აშშ-ში საერთოდ მე მგონი მაგ რასის კულტია. Kill Bill-ის შესავალში ანდაზაზე თუ იკაიფე? biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0271 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]