"მე ვცილობ მხოლოდ სიმართლე ავსახო და არა იდეალი"
ტულუზ ლოტრეკი
ვერ ვნახე მასზე თემა.
მე მომწონს.
წიგნიდან ბიოგრაფიას ნამდვილად ვერ ავკრიფავდი
არა და იქ ყველაზე საინტერესოდ წერია.
ვისაც აინტერესებს.
გივი ბარამიძის "მზე ოქროს ჩარჩოში"
აქ წერია,სეზანის, გოგენის და ვან გოგის ბიოგრაფიებთან ერთად
და საერთოდ პოსტიმპრესიონიზმის შესახებ...
ილუსტრაციებითაც მდიდადრია
http://www.offline.ge/2009/01/18/bbbb-bb-b...se-lautrec.htmlა ბატონო ვიღაცას უშრომია და ნახავთ ამ ლინკზე ძირითად ინფორმაციას.
ცოტას მაინც ამოვწერ წიგნიდან
საინტერესოა
ანრი დე ტულუზ ლოტრეკი (1864-1901),რომლის ფერწერულ და გრაფიკულ ნაწარმოებებზე გარკვეული გავლენა მოახდინა დეგას შემოქმედებამ და იაპონურმა გრავიურებმა, უმთავრესად პარიზის "ფსკერისა" და ბოჰემური ცხოვრების თემას მიმართავდა. მზგავსად სხვა პოსტიმპრესიონისტებისა (ყველაზე ახალგაზრდა იყო) ისიც მიზნად ისახავდა მხოლორ "ხატვას" და "ჩვენებას" და არა რაიმეს "მტკიცებას" და "შეფასებას".
ასეც ამბობდა,: მხატვარი არ იძლევა შეფასებას, იგი მხოლოდ ხატავსო და ისიც, მისთვის ჩვეული ირონიით და გროტესკული სიმძაფრით ხატავდა და წერდა იმას, რასაც ყურადღების საგნად სცნობდა და რასაც "საჩვენებლად" აღიქვამდა ხოლმე მისი დაკვირვებული და მახვილი თვალი. (''კაფეში"1891,
"სალონი"1894. "მულენ რუჟში"1892...)
კიდე ბევრია რამ წერია საინტერესო
...
მოკლედ , რავიცი ვის მოგწონთ, ვის არა