Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > სამეცნიერო წიგნები/ლიტერატურა ვურჩიოთ ერთმანეთს


Posted by: fenrirhowls 29 Jul 2017, 14:52
ამ თემაში ერთმანეთს ვურჩიოთ სამეცნიერო ლიტერატურა (სასურველია სამოყვარულო და არა პროფესიონალური), რომელიც მეცნიერებით დაინტერესებულ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წაკითხული.
თემატიკა შეიძლება შეეხებოდეს: კოსმოლოგიას, ასტრონომიას, ასტროფიზიკას, ევოლუციის თეორიას და ა.შ.. მრავალი მიმართულებით.

Posted by: Dixtosa 29 Jul 2017, 17:30
fenrirhowls
ნილ დე გრაას ტაისონის ვიდეობი ნახე იუთუბზე.

Posted by: Dirac 29 Jul 2017, 18:26
აუცილებლად წასაკითხი ლიტერატურა არ არსებობს, მაგრამ კარგი და საინტერესო ბევრია.

დოკინსის "Selfish gene" უმაგრესია. თვითონ მის საუკეთესო წიგნად მიშვნია "Extended phenotype". დავიწყე კითხვა მაგრამ ბევრი ვერ გავიგე და დავანებე, ცოტა ბიოლოგიის ცოდნაა საჭირო გასაგებად. მერე მოლეკულური ბიოლოგიის წიგნის კითხვა დავიწყე მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი. ახლა დრო არ მაქვს ბიოლოგია-ქიმიისთვის.

პიტერ ვოიტის "Not even wrong" https://www.amazon.com/Not-Even-Wrong-Failure-Physical/dp/0465092764/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1501337503&sr=8-1&keywords=not+even+wrong
წიგნის ნახევარი ნაწილაკების ფიზიკას არჩევს ისე რომ რიგითი მკითხველი გაიგებს. მერე სიმების თეორიას აფარჩაკებს.

ესეც კაი წიგნია https://www.amazon.com/G%C3%B6dels-Proof-Ernest-Nagel/dp/0814758371/ref=sr_1_1?s=books&ie=UTF8&qid=1501337718&sr=1-1&keywords=godel+theorem გიოდელის თეორემაზეა. თვითონ თეორემას ამ წიგნში არ ამტკიცებენ, მაგრამ ზოგადად კაია რომ გაიგო რაზეა თეორემა. გიოდელის თეორემა ჩემმა მტერმა დაამტკიცა.


ესეც ადრე წავიკითხე https://www.amazon.com/Quantum-Ten-Passion-Tragedy-Ambition/dp/0195369092/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1501338080&sr=8-1&keywords=quantum+ten და ძაან მომეწონა. კვანტური ფიზიკის შექმნის ისტორიაა.

ჰოკინგის "A Brief History of Time" ძაან ცნობილია. მართალი გითხრა ძაან ტრივიალურად მომეჩვენა. არაფიზიკოსისთვის ალბათ საინტერესოა.

Posted by: asphurcela 30 Jul 2017, 11:26
Dirac
ვოიტი დავითრიე და დავიწყე კითვა.
კარგი წიგნი ჩანს. თუმცა ცოტა არ იყოს ლაქლაქი ყვარებია ავტორს.
2-3 თავი იმას გვიხნის თუ რის დაწერას აპირებს მოცემულ წიგნში.

Posted by: PFU 18 Aug 2017, 14:19
უოტსონის 'ორმაგი სპირალი' (დნმ-ის აღმოჩენის ისტორიაზეა თავად აღმომჩენის, უოტსონის დაწერილი)

რემ პეტროვის 'მე თუ ვინმე სხვა' იმუნოლოგიაზეა... გასართობად გამოდგება და ადვილად იკითხება...


ესენი რაც ქართულად მახსენდება ახლა...

Posted by: asphurcela 18 Aug 2017, 19:31
Alan Guth "The inflationary universe"
- საკმაოდ ადვილად წასაკითხი წიგნია.
ცდილობს არ გამოიყენოს ფორმულები და განტოლებები და სიტყვებით გადმოსცეს გაფართოებადი სამყაროს მოდელი.
როგორ იყო ისტრიულად და როგო არის ეხლანდელი მონაცემებით.

Posted by: execution 18 Aug 2017, 20:34
The Demon-Haunted World - Carl Sagan
კარგია,
ზოგადად მეცნიერულ მეთოდზე, სკეპტიციზმზე, ფსეუდომეცნიერებაზეა
და რა ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოში

Posted by: lepori 21 Aug 2017, 20:49
user posted image

https://www.goodreads.com/book/show/20949562-the-quantum-age

საინტერესო რაღაცები წერია
თან ადვილად და გასაგონლად smile.gif

Posted by: Jules Winnfield 25 Aug 2017, 12:46
QUOTE
ჰოკინგის "A Brief History of Time" ძაან ცნობილია. მართალი გითხრა ძაან ტრივიალურად მომეჩვენა. არაფიზიკოსისთვის ალბათ საინტერესოა.

კარგი წასაკითხია. ოღონდ მოყვარულის დონეზე მაინც უნდა ერკვეოდეს ადამიანი ტერმინებში.

Posted by: Girolamo. 26 Aug 2017, 15:34
გამოსადეგი თემაა.
ჩემი თხოვნა იქნება ვისაც გეცლებათ კიდევ დაამატოთ წიგნები ამ თემაში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)