Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > ცუნდოკუ 積読


Posted by: 4L3X 12 Jan 2018, 21:12
იაპონურად ნიშნავს როდესაც წიგნებს იყიდი მაგრამ არ წაიკითხავ. მე მჭირს ეგეთი რამე, კარგა ბლომად წიგნები მომიგროვდა რომლებიც ნახევარი წლის წინ ვიყიდე მაგრამ ჯერაც ვერ მოვაბი მათ წაკითხვას თავი რადგან მათ მაგივრად მერე ნაყიდი წიგნები წავიკითხე. როგორმე რამდენიმე თვე უნდა მოვითმინო და ეგ წიგნები და დეკემბრის ფესტივალზე ნაყიდები უნდა წავიკითხო მხოლოდ. აბა გისმენთ

Posted by: John-obi 12 Jan 2018, 21:36
QUOTE (4L3X @ 12 Jan 2018, 21:12 )
იაპონურად ნიშნავს როდესაც წიგნებს იყიდი მაგრამ არ წაიკითხავ. მე მჭირს ეგეთი რამე, კარგა ბლომად წიგნები მომიგროვდა რომლებიც ნახევარი წლის წინ ვიყიდე მაგრამ ჯერაც ვერ მოვაბი მათ წაკითხვას თავი რადგან მათ მაგივრად მერე ნაყიდი წიგნები წავიკითხე. როგორმე რამდენიმე თვე უნდა მოვითმინო და ეგ წიგნები და დეკემბრის ფესტივალზე ნაყიდები უნდა წავიკითხო მხოლოდ. აბა გისმენთ

+1

მინიმუმ ნახევარი წლის წინ ნაყიდი წიგნები მიდევს თაროზე და ამ დროს მეგობრის/ბიბლიოთეკის წიგნებს ვკითხულობ. yes.gif

Posted by: senpai 12 Jan 2018, 21:45
ჩემს ბიბლიოთეკის სიდიდეს თუ გავითვალისწინებთ გამიჭირდება წაკითხვა, მარტო დიკენსის 30 ტომეულს მოვუნდები თვეები სულ ყველაფერი რომ დავიკიდო.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვინმემ ახალი გამოცემა მაჩუქებს ან ბიბლიოთეკაში წავაწყდები რამე უფრო საინტერესოს და სხვის რეკომენდაციას მივენდობი ხოლმე.

კიდე არის სიტუაცია როცა ჩამოვარდება ლაპარაკი კონკრეტულ წიგნზე და მისი გადაკითხვა ან შოვნა მჭირდება და სახლის ლიტერატურას მტვერი ედება ამ დროს.

Posted by: ValenTine_Kelly 12 Jan 2018, 22:10
ისე, ზუსტად რას ნიშნავს? რომ ყიდულობ,დებ და იმ წიგნის წაკითხვის შანსი დაახლოებით 0 %, თუ რომ ყიდულობ, მაგრამ მაშინვე არ კითხულობ?

ორივე კატეგორია არსებობს და საინტერესოა, რომელია ზუსტად

Posted by: 4L3X 12 Jan 2018, 22:14
ValenTine_Kelly
QUOTE
Tsundoku is the phrase for acquiring reading materials but letting them pile up in one's home without reading them


როგორც გენებოთ ისე განმარტეთ.

Posted by: Krusty_the_Clown 14 Jan 2018, 20:08
4L3X
კი, ალბათ უმრავლესი წიგნის მოყვარული ასეა. მე პირადად, ცაიტნოტი მაქვს.
ისე, ბიბლიოფილური ელემენტებიც არის ჩემში.

Posted by: Joiner 14 Jan 2018, 21:40
ცოდვა გამხელილი სჯობსო და 2 წელზე მეტი ხნის წინ ნაყიდი ბუზთა ბატონი ერთი კვირის წინ წავიკითხე.


QUOTE
კარგა ბლომად წიგნები მომიგროვდა რომლებიც ნახევარი წლის წინ ვიყიდე მაგრამ ჯერაც ვერ მოვაბი მათ წაკითხვას თავი რადგან მათ მაგივრად მერე ნაყიდი წიგნები წავიკითხე.

მსგავსი რამ სულ მემართება. ისე გამოდის რომ ახალ ნაყიდ წიგნებს მეტი პრიორიტეტი აქვს.

Posted by: vaho 14 Jan 2018, 21:42
მინიმუმ ხუთი ახალნაყიდი წაუკითხავი წიგნი და გაუხსნელი ათლიტრიანი რქაწითელი თუ არ მიდევს სახლში, ცუდად ვარ...

Posted by: ValenTine_Kelly 14 Jan 2018, 22:27
QUOTE
without reading them


ჩემი ვარაუდით, უბრალოდ ყიდვასა და დაგროვებას გულისხმობს, მომავალშიც რომ არ წაიკითხავს მყიდველი. ალბათ, ეწერებოდა, ყიდვისთანავე არ წაკითხვა რომ იყოს smile.gif))

Posted by: merkantila 14 Jan 2018, 23:12
კეეე... ეგ ყველა მკითხველის ხაიაა...
* * *
თან ეხლა გოლემიც მივამატე.................

Posted by: OHOI_IKA 15 Jan 2018, 12:47
მეც მექნება გამო##ნაურებაsmile.gif))
ცოტა სხვანაირად მაქვს, ანუ მაქვს ნაყიდი წიგნის საავტორო უფლება და 3 წელია თითქმის და ვერ მოვაბი თავი თარგმნას და გამოცემას sad.gif

Posted by: 4L3X 15 Jan 2018, 13:05
OHOI_IKA
არადა რა წიგნების გამოშვებას აპირებდი? user.gif

PS გუშინ როგორ ითამაშე რა, სად, როდისზე? rolleyes.gif

Posted by: OHOI_IKA 15 Jan 2018, 13:30
4L3X
აი, მაგალითად ენი ლეკის Ancillary Justice, რომელიც 2015-დან მიდევს და შესაბამისი მთარგმნელი ვერ მოვუძებნე sad.gif

მე პირადად ცუდად ვითამაშე, ცხოვრებაშ პირველად სამთვიანი პაუზა მქონდა და ფორმის აღდგენა გუშინ უცებვე გამიჭრდა. გუნდმა ნორმალურად. მეოთხეზე გავედით, მაგრამ მეორე ადგილს ერთადერთი ქულით ჩამოვრჩით smile.gif

თქვენ რა ქენით?

Posted by: 4L3X 15 Jan 2018, 13:43
QUOTE (OHOI_IKA @ 15 Jan 2018, 13:30 )
თქვენ რა ქენით?

გაცილებით უფრო მოკრძალებული შედეგი დავდეთ 18-20 ადგილები user.gif

ხო Ancillary და კიდევ რამდენიმე წიგნი sci/fi communion-ს რომ ააფეთქებდა.

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 15:05

ცუნდოკუ კი არა უარესი მჭირს
ვიწყებ კითხვას და ვერ ვაგრძელებ, არ მომწონს
facepalm.gif

Posted by: HurricaneKat. 15 Jan 2018, 15:10
პირობა დავუდე ჩემს თავს
სანამ ჩემს მოკრძალებულ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნს არ წავიკითხავ, მანადმე არ ვეღირსები ახალ წიგნს


OHOI_IKA
საავტორო უფლებების ყიდვა როგორ ხდება?


Parabola
ყველა წიგნს თავისი ადგილი და წაკითხვის პერიოდი აქვს ჩვენს ცხოვრებაში

Posted by: 4L3X 15 Jan 2018, 15:16
QUOTE (HurricaneKat. @ 15 Jan 2018, 15:10 )
პირობა დავუდე ჩემს თავს
სანამ ჩემს მოკრძალებულ ბიბლიოთეკაში ყველა წიგნს არ წავიკითხავ, მანადმე არ ვეღირსები ახალ წიგნს


ამინ!!!

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 15:16

უწიგნურობის პერიოდი მქონია მაშინ.

მე არ მიყვარს წაკითხულის გადაკითხვა, სულ მგონია რომ ვცდები და სიახლეეებს დროს ვართმევ, მაგრამ ახლა გადავწყვიტე რამე ბუბერაზი გადავიკითხო, მაგალითად ,,ომი და მშვიდობა'' ვნახოთ რა იქნება.

HurricaneKat.

Posted by: HurricaneKat. 15 Jan 2018, 15:21
Parabola
მე მგონი ჩვენს ასაკში წიგნის კითხვისთვის დროის გამოყოფა უკვე ფუფუნებაა
ან არ გვიდგას ისეთი პერიოდი რომ 'კათარზისს' წიგნებში ვეძიებდეთ
სხვა რამეთი ვივსებთ

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 15:25
HurricaneKat.


biggrin.gif

ასაკი ?
რეინჯი მითხარი რა ჩემი ასაკის

Posted by: HurricaneKat. 15 Jan 2018, 15:30
Parabola
ნუ თუ მენტალური მდგომარეობით განვსაზღვრავთ
28 -35

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 15:39
HurricaneKat.

smile.gif
ანუ ჩემი მენტალობა როგოც იქნა გამოჩნდა ფორუმზე .

და ანუ შენი ასაკიც სადღაც ამ რენჯშია, თუმცა მე უფრო ნაკლებს ვვარაუდობდი.

კითხვას აქვს ასაკობრივი შემოტევები, მე რაც ღირებული დაწერილა 23 წლამდე წავიკითხე.
მაგრაააამ ვისაც კითხვა უყვარს ის სულ კითხულობს, მართალი ხარ ახლა პერიოდი მაქვს სხვანაირი და აშკარად ვერ ვუდებ გულს, თუმცა მენატრება ამ ამბიდან ტკბობის მიღება და არ ვეშვები, მოვა მაგის დროც ცოტა მერე.

Posted by: merkantila 15 Jan 2018, 18:31
QUOTE (Parabola @ 15 Jan 2018, 15:39 )
მე რაც ღირებული დაწერილა 23 წლამდე წავიკითხე.

ხმამაღალი ნათქვამია... უფროსწორად ხმამაღლაა დაწერილი

Posted by: OHOI_IKA 15 Jan 2018, 19:08
4L3X
შენ უმაღლესში თამაშობ, ხომ?

QUOTE
sci/fi communion-ს რომ ააფეთქებდა.

ერთს მოვაბი თავი როგორც იქნა და ორ თვეში გამოვა <3


QUOTE
კითხვას აქვს ასაკობრივი შემოტევები, მე რაც ღირებული დაწერილა 23 წლამდე წავიკითხე.

ხოო, მართლა ზედმეტად ხმამაღალია და ზოგადად, ღირებულებების ამბავია გასარკვევი smile.gif

Posted by: 4L3X 15 Jan 2018, 19:20
OHOI_IKA
QUOTE (OHOI_IKA @ 15 Jan 2018, 19:08 )
შენ უმაღლესში თამაშობ, ხომ?

კი, C 137-ში

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 19:34
merkantila
არააა ხმამაღალი არის წიგნების კატეგორია, გარკვეული რაოდენობა აბსოლიტურად თვლადია რაც ლიტერატურის ხერხემალია დაწყებული ბეოვულფიდან და შუშანიკის წამებიდან, თავისი განვითარების ეტაპებით, მიმდინარეობებით, მე პროფესიაც მაგ განხრით მქონდა და ასე რომ ... მარტო გემოვნების გამო არა ვალდებულების გამოც მიწევდა კითხვა. ნეტა 10% მაინც მახსოვდეს (

მერე მედიცინაში წავედი და მოკლედ....
თითონ ლიტერატურა ამოუწურავია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწარმოებების დათვლა შესაძლებელია.

Posted by: OHOI_IKA 15 Jan 2018, 19:56
HurricaneKat.
პულობ კონკრეტული წიგნის ავტორის აგენტს, გებულობ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა წიგნი შენს ქვეყანაში, ანუ ვინმეს ხომ არ აქვს ნაყიდი უფლებები. თუ თავისუფალია, აკეთებ ოფერს, იხდი ავანსს და უთანხმებ გამოცემის ვადებს, ღირებულებას(რადგან შემდეგ, ყოველი გაყიდული წიგნიდან გარკვეულ პროცენტს უხდი), ყდას დიზაინს და ა.შ.
ეს ყველაფერი მაშინ, რომდესაც უკვე მუშაობ და აგენტი გიცნობს, თორემ თუ ეგრევე დაარეგისტრირე გამომცემლობა და მიმართე, დიდი შანსია რომ თავი შეიკავონ და არ მოგყიდონ უფლება.

4L3X
მალე ამოსვლას გისურვებ <3

Parabola
და რამდენია რაოდენობრივად ეს ღირებული წიგნები? მე ვთვლი, რომ ღირებული წიგნი რამდენიმე ათასია და ახლა, 21-ე საუკუნეშიც იწერება ღირებული წიგნები, თქვენი აზრი მაინტერესებს, მხოლოდ კლასიკას გულისხმობთ ალბათ, ხომ?

Posted by: 4L3X 15 Jan 2018, 20:06
OHOI_IKA
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: senpai 15 Jan 2018, 20:14
OHOI_IKA
QUOTE
რომ ღირებული წიგნი რამდენიმე ათასია

რავიცი აბა, ზოგისთვის კოელიოც ღირებულია, ზოგისთვის ფილდინგი და ზოგისთვის ისლანდიური საგები. ღირებულის დეფინიცია უნდა დავადგინოთ ჯერ.

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 20:14
OHOI_IKA

ავტორები, რომლებიც ქმნიდნენ მიმდინარეობებს და გარდატეხებს ახდენდნენ, ახალს ამბობდნენ არ არის ძალიან ბევრი ,
21 საუკუნეში რა ხდება ჯერ არ ვიცი, მაგაზე 22 საუკუნეში მოგახსენებთ
biggrin.gif

ასე წლევანდელი ნობელიანტის წიგნი მეჭირა ხელში ცოტა ხნის წინ და .....

Posted by: OHOI_IKA 15 Jan 2018, 20:25
senpai
ხო, მაგას ვიძახი, ვინ ადგენს რა არის ღირებული და რა არა
იქნებ საერთოდ არც ერთ მიმდინარეობას არ დაუდო საფუძველი, არაა მიჩნეული რომ რაიმე გარდატეხა მოახდინა ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ მაინც ძალიან ღორებული წიგნია...

Parabola
ნუ, მე მაინც მგონია, რომ წიგნის დიდებულებას არც დროის გასვლა სჭირდება და არც არავის შეფასება, მკითხველს, მე თქვენ უნდა ჩაგვიძვრეს გონებაში და გულში და ეგ იქნება ღირებული წიგნი.


ამაზე კამათიც აბსურდული მგონია, სსრკ-ში აღარ ვცხოვრობთ, რომ ვინმემ დეფინიცია გააკეთოს და გადაწყვიტოს რა უნდა მოგვეწონოს, რა უნდა მივიჩნიოთ კარგ წიგნად და რა არა

Posted by: Parabola 15 Jan 2018, 21:00
OHOI_IKA
დრო არ ჭირდება მართალია.

ოღონდ რაზე ვკამათობთ არ ვიცი
ლიტერატურა რომ ამოუწურავია ეგ ხო ვთქვი
გემოვნებაზე რომაა დამოკიდებული როგორც ყველაფერი ამას ახლა ვამბობ.
და დიდი და შედარებით ან ძალიან უმნიშვნელო ავტორები რომ არსებობენ ამაზე ვდაობთ?
ვიღაც სამჭკუაშვილის დაწერილი ვერ ჩამიძვრება გულში და რომც ჩამიძვრეს (ყველაფერი ხდება) ის ვერ იქნება დასტაევსკი
boli.gif

Posted by: seeman 15 Jan 2018, 21:34
QUOTE
ნუ, მე მაინც მგონია, რომ წიგნის დიდებულებას არც დროის გასვლა სჭირდება და არც არავის შეფასება


გვინდა არ გვინდა მაინც დრო აფასებს წიგნს (და არა მარტო წიგნს biggrin.gif)

ვინც დიდი რამე შექმნა უძლებს დროს და გადადის თაობიდან თაობაში, ვინც ვერა აღმოცენდება რამდენიმე წლით და იკარგება.რამდენი მაგალითია რომ ვერ გაუგეს თავის დროში და მერე გადაატრიალეს მსოფლიო

თუმცა შეიძლება ეხლა უკვე დღევანდელ დღეს ამ ინტერაქტიულ ლამის ერთ ორგანიზმად ქცეულ მსოფლიოში სადაც გასული საუკუნეების მთელი ცოდნა და შეცდომები (გარკვეულწილად) დაჯამებულია უფრო ადვილი იყოს და გაცილებით ადვილიცაა "არდაკარგვა" თუ მართლა რამე შედევრს შექმნი.

წიგნის ღირებულებას ავტორის "დონეს" უნდა ადგენდეს კრიტიკოსი (პროფესიონალი თავის დარგში) ჩემი აზრით უნდა უწევდეს დამოუკიდებელ მიუკერძოებელ რეცენზიას .დალშე უკვე მკითხველზეა და აღქმაზე .ვიღაცისთვის კოელიოა ბრწყინვალე ვიღაც დოსტოევსკის ვერ უგებს (მაგალითად მე )

Posted by: senpai 15 Jan 2018, 21:43
OHOI_IKA
QUOTE
ვინ ადგენს რა არის ღირებული და რა არა

ფაქტია ვერც დრო ვერ ადგენს და ვერც საზოგადოება, ისეთი წიგნები აქვს დავიწყებული ხალხს...

seeman
QUOTE
"არდაკარგვა" თუ მართლა რამე შედევრს შექმნი.

დაიკარგა და დაივიწყა ბევრი ავტორი მსოფლიომ. (როგორც მინიმუმ სათანადო ყურადღება არ ექცევა)

Posted by: 4L3X 15 Jan 2018, 21:45
QUOTE (seeman @ 15 Jan 2018, 21:34 )
გვინდა არ გვინდა მაინც დრო აფასებს წიგნს (და არა მარტო წიგნს biggrin.gif)


მართალია. ხელოვნების ნებისმიერ მიმდინარეობაში არის ნიმუშები რომლებსაც მხოლო თანამედროვეები აფასებენ, მხოლოდ "დღვანდელს" ეპასუხება და არის ნიმუშები რომლებიც დროს გაუძლებენ და ჩვენც მოგვინელებენ.

მაგრამ მგონია შედევრების და საუკუნეებს რომ გაუძლებს ეგეთი ნამუშევრების დრო წარსულს ჩაბარდა იმიტომ რომ კომერცია დაეპატრონა ხელოვნებას. ფილმებიც, სიმღერებიც და წიგნებიც დღეს იქმენბა იმისათვის რომ მაქსიმალური აუდიტორია მოიზიდონ "დღეს" და "დღეს" აიღონ მოგება, "ხვალე" მათ არ აინტერესებთ, "ხვალე" ისინი რაღაცა ახალს გააკეთებენ რომელიც გაიყიდება "ხვალ" მაგრამ არა "ზეგ".

Posted by: Heart_of_Darkness 15 Jan 2018, 22:02
QUOTE
ცუნდოკუ

ამაზე ჩემი ერთი ნაცნობი გამახსენდა, ყოველ წელს, მაისის წიგნების ფესტივალზე, ამ სტატუსს წერს ხოლმე:
QUOTE
Есть такая привычка покупать книги и потом не читать их


ჩემს მოკრძალებულ ბიბლიოთეკაში ზოგი წიგნი იმდენი წლის წინ მაქვს ნაყიდი და ჯერ არ წაკითხული რომ ყიდვის ზუსტი დრო თუ თარიღი აღარც მახსოვს.
მარტო მტვერს გავწმენდ, გავხსნი, შემთხვევით გვერდს წავიკითხავ, ვიფიქრებ, რომ საინტერესოა, ნამდვილად, ღირს წაკითხვა, მერე დავხურავ და ისევ თაროზე დავაბრუნებ, იმის იმედით, რომ როდისმე, აუცილებლად, წავიკითხავ.
ძირითადად, მსოფლიო კლასიკაზე მემართება ასე. ვუყურებ ათტომეულებს, ოცტომეულებს, ოცდაათტომეულობს და მსოფლიო კლასიკის 200ტომეულსაც კი და თავს პირობას ვაძლევ, რომ როდისმე მათთვისაც მოვიცლი.
როდისმე, სავარაუდოდ მაშინ, როდესაც სოლიდურ ასაკს მივუახლოვდები და ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება და სიძველისგან გაყვითლებული ფურცლების კითხვა ჩემთვის ყველაზე ღირებული და საინტერესო საქმე იქნება.
დავჯდები და წავიკითხავ.

ისე, ნეტა იმ ,,ფენომენს" რა ქვია, უკვე წაკითხულ წიგნს, რომ ყიდულობ ყველა იმ ენაზე რომელიც იცი?
ყველა წიგნს არ ეხება, რა თქმა უნდა.
ჩემს ბიბლიოთეკაში, საყვარელი წიგნების რამდენიმე ენაზე თარგმანი ყოველთვის მაქვს, ხოლმე.
ზოგჯერ იმ ენაზე თარგმნილსაც ვყიდულობ, რომელიც არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ვიცოდე ან ვგეგმავ სწავლას.
თუ რომელიმე ავტორი ან კონკრეტული წიგნი მომეწონა, ყველაზე ჩემთვის ხელმისაწვდომ ენაზე მინდა წავიკითხო.
ბევრი ენა კი არ ვიცი, უბრალოდ, სხვადასხვა დროს წიგნის წაკითხვისას სხვადასხვა მომენტს ვიჭერ და სულ ეჭვი მეპარება, რამდენად მოახერხა მთარგმნელმა იმის გადმოცემა, რისი თქმაც ავტორს სურდა.
ან იქნებ, მთარგმნელმა მომატყუა რაღაც, ან მიაფუჩეჩა სადმე, ხომ უნდა გამოვიჭირო :) ან იქნებ ვინმემ თარგმნისას უფრო მაგრად დაწერა, ვიდრე ავტორს ჰქონდა ჩაფიქრებული.



Posted by: HurricaneKat. 16 Jan 2018, 08:53
QUOTE (Parabola @ 15 Jan 2018, 15:39 )
კითხვას აქვს ასაკობრივი შემოტევები, მე რაც ღირებული დაწერილა 23 წლამდე წავიკითხე.
მაგრაააამ ვისაც კითხვა უყვარს ის სულ კითხულობს, მართალი ხარ ახლა პერიოდი მაქვს სხვანაირი და აშკარად ვერ ვუდებ გულს, თუმცა მენატრება ამ ამბიდან ტკბობის მიღება და არ ვეშვები,  მოვა მაგის დროც ცოტა მერე.

ანუ რას ამბობ რომ ღირებული მხოლოდ კლასიკაა?
ეხლაც გამოჩნდება რაღაც აქა იქ,ჩვენს თანამედროვეობაზე მორგებული, რომელიც მეეჭვება შემდეგ ეპოქებში ვინმეს დასჭირდეს
ანუ გამოდის ღირებული მაინც ის არის რაც კლასიკაა : )))

OHOI_IKA
გასაგებია
მადლობა smile.gif)


4L3X
QUOTE
ამინ!!!

სამ წელში ვიტყვი
ალილუია !

Posted by: ქაფქიანა 16 Jan 2018, 10:15
უჰ. 2015 წლის ფესტივალზე ნაყიდი ეგვიპტის ენციკლოპედია გადაუშლელად არ მიდევს რო? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Parabola 16 Jan 2018, 11:02
QUOTE
ანუ გამოდის ღირებული მაინც ის არის რაც კლასიკაა : )))

კი
დალშე გემოვნებისამბავია...
სულიერი მდგომარეობის კონკრეტულ მომენტში რას გადაეყრები რა იმოქმედებს ადამიანზე, მაგას ჩარჩოები არა აქვს.
შეიძლება ერთმა ფრაზამ გადაგიტრიალოს ტვინი ან ერთმა პერსონაჟმა.
yes.gif
* * *
QUOTE
თუმცა შეიძლება ეხლა უკვე დღევანდელ დღეს ამ ინტერაქტიულ ლამის ერთ ორგანიზმად ქცეულ მსოფლიოში სადაც გასული საუკუნეების მთელი ცოდნა და შეცდომები (გარკვეულწილად) დაჯამებულია უფრო ადვილი იყოს და გაცილებით ადვილიცაა "არდაკარგვა" თუ მართლა რამე შედევრს შექმნი.



აბსოლიტურად გეთანხმები, დღეს დრო სხვანაირად მოქმედებს ყველაფერზე, დაჩქარდა ყველა პროცეცი ცომუნიკაციების გაადვილების გამო.
ადრე ხო ვიცით რა ცოტა იყო სიცოცხლეში დაფასებული მწერლები, ზოგჯერ საუკუნეებიც დასჭირვებია დღეს ყველა აშეარებს , ტვიტავს და არი ერთი ამბავი
biggrin.gif
* * *
პროცესი
კომუნიკაციები ს და კ
rolleyes.gif lol.gif

Posted by: 4L3X 5 Feb 2018, 13:52
user posted image

Posted by: nick_el_son 5 Feb 2018, 19:51
QUOTE
ცუნდოკუ

QUOTE
იაპონურად ნიშნავს როდესაც წიგნებს იყიდი მაგრამ არ წაიკითხავ.

ანუ ლიტერატურული ცუნდერეობა biggrin.gif


მეც მომსვლია მასე რამდენჯერმე..

: )))

Posted by: seeman 24 Feb 2018, 18:26
არსებითად ბევრს არ ვყიდულობ (მარტო მკაცრ ფილტრაცია გავლილ წიგნებს ვეტანები up.gif ) .მაგრამ ბუკინისტურ მაღაზიაში შემიძლია 3-4 საათი გავატარო წიგნების ქექვაში თან თუ დიდი ბუკინისტურია და საძებნელიც ბევრია ვაფშე კაიფში ვარ . თუმცა შოპინგი და ჩეულებრივ მაღაზიებში სიარული კატეგორიულად მეზიზღება

Posted by: fork 24 Feb 2018, 18:59
ფარჩაკი სამსახურის გადამკიდე,რაის წაკითხვა უნდა მოვასწრო ან მოვახერხო.

ამ ბოლო ფესტივალებზე დოყელა წიგნები ვიყიდე და ორის წაკითხვა მოვახერხე მარტო.

სამსახურიდან ხომ არ წამოვალ,ამის დედაც.

პენსიაზე გავალ და ჩავუჯდები.

Posted by: Moby-Dick 26 Feb 2018, 01:44
QUOTE (ქაფქიანა @ 16 Jan 2018, 10:15 )
უჰ. 2015 წლის ფესტივალზე ნაყიდი ეგვიპტის ენციკლოპედია გადაუშლელად არ მიდევს რო?  lol.gif  lol.gif  lol.gif

biggrin.gif
ყველაფერი რომ წაიკითხო რაც დაწერილა, ცუნდოკუდ დარჩები შენ მაინც, ცალკე კატეგორიაა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)