forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (100) « პირველი ... 98 99 [100]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2342
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 22:36  #56080757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს რამდენი დაგიწერიათ?
შეიძლება ამ ჩემმა წერილმა გახსნას მე100 გვერდი.
QUOTE
ჯონჯოლს საერთოდ სხვა ქვეყნებში იცნობენ? იყენებენ საჭმელად? მე ვისაც ვაჩვენე (უცხოელს) და ვუხსნი რომ ამას ასე ვაკეთებთ და მივირთმევთ, თვითონ ვერ იხსენებენ თუ აქვთ საერთოდ თავის სამზარეულოში მსგავსი რამ.

ნეტავ ჩინელებს ძაღლი და ღამურა არ ეჭამათ და ჟონჟოლი ეჭამათ.Kobalty
QUOTE
ყველაზე მეტად მამშვიდებდა სიყრმეში გაგიზგიზებული ფეჩის ხმა..
ფეხს რო მმიუშვერ 2 წუთი, გაგიცხელდება და გამოწევ. მერე ისევ..

სულ სხვა სითბო აქვს შეშის ფეჩს.
QUOTE
დამბალხაჭო ყველით არ კეთდება..
იმედია ყველა ნაზიარები ხართ ამ საოცრებას

მე რომ ვფიქრდები, არ მიჭამია.
tavadze
QUOTE
პარალელურად ჯონჯოლის მწნილს ვდებ ქილებში.

როგორ დებ? მარილ მოყრილს სტენი ქილაში?
straight away
QUOTE
რადგან კახაბერმა არ იცის სად წაიღოს და როგორ უპოვოს გამოყენება თავის ფეჩს.

ეს სვანური ფეჩი შარშან ვიყიდე მარნეულში. სულ ორი თვე ვიხმარე. სოფელში წავიღე. აქ უკვე ზედმეტი იყო.
ეხლა ვფიქრობ, რამე მოვიფიქრო. ბორბლები გავუკეთო, მატორი ჩავუდგა, ტრუბა თვითონ აქვს ბოლი რომ გაუვიდეს, ენერგიის წყარო შეშა იქნება და იქნებ ტრანგალეტკა ზურაბასავით რამე საინტერესო გამომივიდეს?
QUOTE
ყურძენიც დავრგე. მანამდე კი კახეთიდან იმპორტირებული დავლიოთ.
ჩაის რაც შეეხება, სვანეთის მთებიდან ჩამოტანილ დეკის ჩაის შემოგთავაზებთ.
ხინკალზეც ყველა პრობლემა მოხსნილია, ჩემთან ყველაზე კარგი ხინკალი მზადდება.
ვიჩინაც მეგულება ერთგან

მშვენიერია მაგრამ კორონამ ყველაფერი ჩაშალა.
დეკის ჩაი არ დამილევია, მაგრამ თქვენ თუ დაგილევიათ ძირტკბილას ჩაი?
უმაგრესი რამ არის. თან სამკურნალოა ძალიან ბევრ რამეზე.
მიწისგან გასუფთავებულ ძირტკბილას დაძიძგნი, ერთ პატარა კონას, ცერა თითზე ცოტა უფრო სქელს და დაახლოებით 8-10 სმ სიგრძისას ჩაჰყრი ჩაიდანში და ადუღებ ერთი 5 წუთი.
ამის შემდეგ ფერიც თვითონ აქვს, სიტკბოც და გემოვნებაც.
მოგიწესრიგებთ თირკმელების მუშაობას და უამრავ რამეს.
მაგის სმას რომ დაიწყებს კაცი, ერთი ორი თვის შემდეგ ხვდება რომ რაღაცეები რაც აწუხებდა და დისკომფორტს უქმნიდა, სადღაც უკვალოდ გაქრა.
straight away
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 712
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 22:47  #56080839      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დამბალხაჭოსაც დაახლოებით ისე ათლიან ერბოიან ტაფაზე/ქვაბში, როგორც ერბოყველს. ნომერ პირველი საჭმელია სტუმრის გასამასპინძლებლად. თან სწრაფად მოსამზადებელია. ჟიპიტაური და ჰაიდაა....
აბა თქვენ ანწლის არაყიც არ გექნებათ დალეული...
თუ კორონობა დიდხანს გაგრძელდა (ღმერთმა დაგვიფაროს) მერე კი დაგვჭირდება პაპა-ბებიების დროინდელი მენიუს გააქტიურება:
ღოლოს შეჭამანდი
შინდის შეჭამანდი
მჟაუნის სუპი
დანდური
ჭინჭრის ფხალი
დოშხალა (დოს შეჭამანდი)
ეს დოშხალა მაგარი საპახმელიო ტიპია!
გამახსენდება კიდევ და მოგაშველებთ


--------------------
Straight Away
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2342
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 23:00  #56080931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
straight away
QUOTE
გამახსენდება კიდევ და მოგაშველებთ

მურაკის შეჭამანდი.
ბალბა.
ბოლოკის ფხალი.
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25872
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 31 Mar 2020, 23:46  #56081203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
kaxaberski66
QUOTE
tavadze
QUOTE
პარალელურად ჯონჯოლის მწნილს ვდებ ქილებში.

როგორ დებ? მარილ მოყრილს სტენი ქილაში?

ჯერ ვწალავ მდუღარე წყალში (ოღონდ ძაან მალე ვიღებდი და მთლად კარგად არ მოწალულა, მგონი, მაგრამ მაინც ეყოფა - ძაან ცარბილებულიც არ მიყვარს), მერე ვწურავ და ვტენი ქილებში. თან ფენა-ფენად ვაყრი ბლომად მარილს. თავზე - ალუბლის ფოთლებსაც ვადებ, მაგრამ ჯერ ციცქნა ფოთლები აქვს ალუბალს, ჯონჯოლმა ძაან იჩქარა გაშლა.
თუმცა მე ხომ სამზარეულოში ექსპერიმენტების ჭია არ მასვენებს biggrin.gif და ახლაც ვიექსპერიმენტე: ერთ ქილაში ამ ყველაფერთან ერთად ფენა-ფენად ჩავაყოლე ნიახური, დაფნის ფოთლები და თხლად დათლილი სტაფილო, თავზე კი მოვაყარე შავი და თეთრი წიწაკის მარცვლები. ვნახოთ, რა გამოვა. biggrin.gif
QUOTE
ეს სვანური ფეჩი

უმაგრესი ხაჭაპურები ცხვება, თუმცა ცომეულს ყველაფერს კარგად აცხობს. გოჭსაც შესანიშნავად წვავს და ქათამსაც. ალბათ - სხვა ხორცეულსაც.

QUOTE
მაგრამ თქვენ თუ დაგილევიათ ძირტკბილას ჩაი?

არადა და დამაინტერესე.
ჩვენსკენ ცაცხვის ჩაიც პოპულარულია.
ახლა მოცვის ჩაი იქნება შემოსული, მაგრამ ძაან მაღალ მთაშია წასასვლელი...
straight away
QUOTE
აბა თქვენ ანწლის არაყიც არ გექნებათ დალეული...

რატომ გგონია? biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
დანდური
ჭინჭრის ფხალი

იფ - ორივე მაგარია. ჭინჭრის ფხალი ახლაც მაქვს გაკეთებული, ოღონდ - უკვერცხოდ. მაგას ჩვენში ნიგვზითაც აკეთებენ და - ზეთში მოხრაკულსაც, ოღონდ ეს ჩვენში უკვერცხოდ იციან, კვერცხს კი უფრო აჭარაში ახლიან. თუმცა დედაჩემმა იცოდა კვერცხითაც და მეც მომწონს.
kaxaberski66
QUOTE
ბოლოკის ფხალი.

ბოლოკის არ ვიცი და წითელი ფხალი კი მაგარია.
პ.ს. მეც შემოგაშველებთ ჩვენში ადრე გავრცელებულს, თუმცა მე ძაან ცოტა ვიცი:
1. ყიყილაყა (ამარანტა)
2. ნაცარქათამა.
3. ჭყიმე - ეს ძაან მაგარი რამეა, აპრილ-მაისში იცის, მაგრამ გადაჯიშდა რაღაც ეზოში, აღარ მხვდება.
4. კეჟერა ფხალი, იგივე თეთრი ფხალი. ამის სეზონიც ახლაა და ყველაზე გემრიელი მაგისი ყვავილია - ფხალადაც და მწნილადაც.
5. ეკალა - ლობიოსი არ იყოს, მარად და ყველგან ჩვენი გადამრჩენელი. biggrin.gif
6. მთის წიწმატი


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
straight away
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 712
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13

გამოგზავნილია: 1 Apr 2020, 04:05  #56082122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მურაკის შეჭამანდი.
ბალბა.
ბოლოკის ფხალი.

QUOTE
ბოლოკის არ ვიცი და წითელი ფხალი კი მაგარია.
პ.ს. მეც შემოგაშველებთ ჩვენში ადრე გავრცელებულს, თუმცა მე ძაან ცოტა ვიცი:
1. ყიყილაყა (ამარანტა)
2. ნაცარქათამა.
3. ჭყიმე - ეს ძაან მაგარი რამეა, აპრილ-მაისში იცის, მაგრამ გადაჯიშდა რაღაც ეზოში, აღარ მხვდება.
4. კეჟერა ფხალი, იგივე თეთრი ფხალი. ამის სეზონიც ახლაა და ყველაზე გემრიელი მაგისი ყვავილია - ფხალადაც და მწნილადაც.
5. ეკალა - ლობიოსი არ იყოს, მარად და ყველგან ჩვენი გადამრჩენელი.
6. მთის წიწმატი


sa.gif ჩვენ კორონა რას დაგვაკლებს?!
ეხლა აქედან - ბალბა ყვავილია ვიცი, ოღონდ საჭმელად თუ გამოიყენებოდა არ ვიცოდი. ვიცი ისიც რომ თუ შეევეხე, ისეთ საშინელ სუნს უშვებს, მტრისას.
ბოლოკის ფხალი არ ვიცი. ბოლოკის სალათა კი.
ამარანტი და ნაცარქათამა ვიცი. ნაცარქათამას ჩვენც ვაკეთებდით. ასევე ეკალაც. აი მთის წიწმატი და ჭყიმე არ ვიცი და მგონი არც გამისინჯავს.
ჭარხლის მხლოვანებს ეხლაც ვაცხობთ, ისე მიყვარდა ბავშვობიდან, რომ ცოლს ვასწავლე და ვერ ველევი.
კახამ რომ თქვა ძირტკბილას ჩაი - მაგ ძირტკბილას ისე ვჭამდით, გარეთა კანს ვაცლიდით და მოთეთრო - მომწვანო გული აქვს. კიდევ არჯაკელიც გამახსენდა და ჩადუნა. ეხლა შემოვა ეს ორივე.
kaxaberski66
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2342
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 1 Apr 2020, 07:11  #56082209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ეხლა აქედან - ბალბა ყვავილია ვიცი, ოღონდ საჭმელად თუ გამოიყენებოდა არ ვიცოდი. ვიცი ისიც რომ თუ შეევეხე, ისეთ საშინელ სუნს უშვებს, მტრისას.

ბალბა ყვავილი რომ იყო, მე შარშან გავიგე მეუღლემ ეზოს გასალამაზებლად რომ მოიტანა.
მე ველურ ბალბას ვამბობ, რომელიც ყველგან იზრდება აღმოსავლეთის ბარში. დასავლეთში არ ვიცი.
ამარანთი გამიგია რომ საქონლისთვის საკვები ბალახია. არ ვიცი რომელია.
ნაცარქატამა რა თქმა უნდა ვიცი, არ მიჭამია.
მთის წიწმატი არ ვუცი.
არჯაკელი და ჩადუნაც არ ვიცი.
QUOTE
კახამ რომ თქვა ძირტკბილას ჩაი - მაგ ძირტკბილას ისე ვჭამდით, გარეთა კანს ვაცლიდით და მოთეთრო - მომწვანო გული აქვს.

შენ რას აცლიდი კანს, ფესვს თუ ფესვს ზედას?
ჩაი გამოდის უაღრესად არომატული. ლიმნისფერი. პირველ ორი-სამი დალევის შემდეგ იჭერ მუღამს.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 98 99 [100]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0491 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]