რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან საქართველო შეძლებს ელექტრომობილები აწარმოოს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზეა ქარხნის მშენებლობის პროცესი, რომელიც მამუკა ბახტაძის თქმით, ქუთაისში უნდა აშენდეს
თაისში ელექტრო მობილების წარმოების ორგანიზებას, კომპანია „AiProduction“ უზრუნველყოფს. „AiProduction“ – ის დირექტორი აკაკი მამალაძე “კომერსანტთან“ ამბობს, რომ კომპანიას უკვე დაწყებული აქვს წინა სამშენებლო სამუშაოები. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიწის გეოლოგიური და გეოდეზიური შესწავლა მიმდინარეობს.
„ვამზადებთ ტერიტორიის სრული განაშენიანების გეგმას, საწარმოს განლაგების სქემას, კონსტრუქციებს და შენობების პროექტებს. გასათვალისწინებელია, რომ ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების საწარმო კომპლექსი, არამედ ეკო პროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოები“,- აცხადებს აკაკი მამალაძე.
„კომერსანტთან“ საუბარში აკაკი მამალაძე განმარტავს, რომ სამშენებლო პროექტი ორ ეტაპად არის განაწილებული. მისი თქმით, „AiProduction“ ელექტრომობილების აწყობისთვის საჭირო ყველა ტექნიკა დანადგარის საქართველოში ჩამოტანას გეგმავს.
„სამშენებლო პროექტი დანაწილებული გვაქვს თანმიმდევრულად, პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან წელსვე ვგეგმავთ ელექტრო მობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საწარმო ნაწილები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საწარმოს განვითარებასაც. გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა პერსონალს. ამის შემდგომ ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ - განმარტავს აკაკი მამალაძე.
როგორც „AiProduction“ – ის დირექტორი აცხადებს, სამშენებლო პროექტი ჯერჯერობით მომზადების პროცესშია რის შემდეგაც პროექტი ქალაქ ქუთაისის არქიტექტორის სამსახურთან შეთანხმდება. როგორც აკაკი მამალაძე ამბობს, საწარმოს პირველი ნაწილი 15 ჰექტარზე გაშენდება, თუმცა წარმოება მუდმივი ზრდის პროცესში იქნება, რის შემდეგაც ტერიტორიის 200 ჰექტრის ათვისება იგეგმება. ამ ტერიტორიაზე მოეწყობა შიდა სატრანსპორტო ქსელი თავისი სადგურებით და გამწვანების ზონები, ისევე როგორც ალტერნატიული ელექტროენერგიის მიმღები ველები.
„AiProduction“ – ის დირექტორი ინვესტიციის ოდენობაზე საუბრობს:
„ამ ეტაპზე რთულია ციფრებზე საუბარი და არ მინდა მცდარი მონაცემები დაგისახელოთ, რადგან ყველა კომპლექსს გააჩნია ცალკეული პროგნოზული ბიუჯეტი, რომელიც პერიოდულად იცვლება. შესაბამისად, ჩვენი ფინანსისტები აკორექტირებენ საინვესტიციო ბიუჯეტს, რომელიც მალე კონკრეტულ ციფრებზე გაგვიყვანს. საუბარია მრავალმილიონიან პროექტებზე, რომლის საშუალებითაც შეიქმნება მაღალტექნოლოგიური საწარმოების ზონა. გარდა საწარმო მიმართულებისა ჩვენს ჰოლდინგში ასევე არის პროექტები, რომელიც ქვეყანაში საჭირო ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ პროექტებს ახორციელებს, შესაბამისად, პროექტის ბიუჯეტი მოიცავს მრავალ ასპექტს და განსახორციელებელია უამრავი საქმიანობა“ , - განაცხადა აკაკი მამალაძემ.
აკაკი მამალაძის თქმით, კომპანია AiProduction“ ამჟამად არის კომპანია ბიგსერვისის (იგივე აიგრუპი) მფლობელობაში. მისი თქმით, მთავარი ინვესტორი ქართველია, თუმცა ინვესტორების ჯგუფი დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი დამფუძნებლებით. ახლო პერიოდში კი აიფროდაქშენის 39 პროცენტში ჩინური მხარე შემოვა.
„AiProduction“ – ის დირექტორის განცხადებით, პროექტის მასშტაბურობის გამო კომპანია სააქციო საზოგადოების და ბირჟაზე გასვლის შესაძლებლობებს განიხილავს.
აკაკი მამალაძე კომერსანტთან აცხადებს, რომ „AiProduction“ რამდენიმე დღეში ჩანგანისგან ლიცენზიის გამოყენების უფლებას მიიღებს.
„კომპანიებს შორის მიღწეული იქნა მრავალი შეთანხმება, გაფორმდა მემორანდუმი და სხვადასხვა სახის ხელშეკრულება. 27 მაისს ჩანგანსა და აიფროდაქშენს შორის ვგეგმავთ ერთერთ უმთავრესი, ტექნოლოგიური ლიცენზიის ხელმოწერას. აღნიშნული ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის. ანუ ჩანგანის მფლობელობაში არსებულ ყველა პატენტსა და ლიცენზიაზე გვეძლევა გამოყენების უფლება. ეს არის მთავარი უფლება იმისა, რომ ვაწარმოოთ ავტომობილები და მისი ავტონაწილები საქართველოში. დამატებით მინდა გაცნობოთ, რომ ინვესტიციის და კვლევა განვითარების შედეგების მიხედვით ჩანგანი ჩინეთში ლიდერი კომპანიაა, ხოლო მსოფლიო ავტოინდუსტრიის მაშტაბით ჩანგანი ერთერთი ყველაზე მსხვილი პატენტის მფლობელი“,- განმარტავს აკაკი მამალაძე.
აკაკი მამალაძე აცხადებს, რომ მშენებელი კომპანია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. მისი თქმით, ყველა სამშენებლო მიმართულებას კომპანია სავარაუდოთ ტენდერებით გასაზღვრავს.
„AiProduction“ – ის დირექტორი განმარტავს, რომ პროექტი ქუთაისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგეგმება, რომ წარმოება სრულად ქართულ ძალაზე გადავიდეს, თუმცა თავდაპირველად საწარმოში გარკვეული რაოდენობის ჩინელი მუშახელი იმუშავებს, რაც კომპანიისთვის გამართულობის გარანტია იქნება.
პროექტის ფარგლებში ბევრი ადამიანი დასაქმდება, რომელიც ჩვენი დახმარებით ავტო ინჟინერიას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროფესიებს დაეუფლებიან. 2019 წლის ბოლოსკენ 100 - მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო 2020 წლის ბოლოს დასაქმებულთა რიცხვი 400- მდე გაიზრდება. რაც რეალურად მიგრაციულ განწყობას შეცვლის და ადგილობრივი მცხოვრებისთვის დასაქმება გახდება შესაძლებელი. წარმოების ზრდის პარალელურად აუცილებლად გაიზრდება მუშახელის და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობაც. ყველა სპეციალისტი გაივლის შესაბამის ტრეინინგებს და სემინარებს. ინსტრუქციებში სწორედ გარკვევისთვის თავდაპირველად საწარმოში იმუშავებენ ჩინელი ინჟინრ-ტრენერები, ხოლო პარალელურად განვითრდება ადგილობრივი რესურსები“,— აცხადებს აკაკი მამალაძე.
საწარმოს პირველი ნაწილის დასრულებისთანავე კომპანია გეგმავს პროცესების შემდგომ განვითარებას, წარმოების და საწარმო ხაზის გაზრდას. დაგეგმილია სხვადასხვა ავტონაწილების ადგილზე წარმოება. აკაკი მამალაძის განცხადებით, ასევე გაიზრდება წლიური წარმოება, რაც საერთო ჯამში 40 000 ავტმობილს მიაღწევს. წარმოებული ავტომობილების 50% განკუთვნილია საექსპორტოდ. საქართველოში წარმოებული ელექტრო მობილები კი ექსპერტზე გავა ევროპაში, დსთ ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთიში და სხვა ქვეყნებში.
აკაკი მამალაძე ამბობს, რომ მემორანდუმის მიხედვით 4 მოდელის ელექტრო-ავტომობილის წარმოება იგეგმება. ესენია : „New EADO EV460 Sedan“, “New EADO Hatchback”, “Benni-EV360”, “CS55 EV”. თუმცა, კომპნაიამ შესაძლოა ჩანგანის მიერ გამოშვებული სხვა მოდელის ელექტრომობილებიც აწარმოოს.
რაც შეეხება ავტომობილის ღირებულებას:
კომპანიის დირექტორის თქმით, „კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ ავტომობილებზე ხელმისაწვდომობა. წარმოებული ავტომობილები დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, მისი სტილი და კომფორტი შესაბამისია მსოფლიოში ცნობილი მოწინავე მოდელებისა.
კომპაქტი /გოლფ მობილები - საშუალოდ 300 კმ გამავლობით ფასი მერყეობს 13 -17 ათას დოლარამდე
სედანი და ჰეჩბექი მობილები - საშუალოდ 460 კმ გამავლობით ფასი მერყეობს 23-30 ათას დოლარამდე.
ჯიპი - საშუალო გამავლობა 300-400 კმ. ფასი მერყეობს 18 დან 28 ათას დოლარამდე.
ზემოთ მოყვანილი ფასები მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომს გახდის ავტომობილებს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ელექტრომობილები ბაზარზე არსებულ სხვა სისტემის ავტომობილებთან შედარებით ძვირი ღირს. ამასთან ერთად, „ბიგსერვისი“ გეგმავს გააქტიუროს სოციალური და საზოგადო ლიზინგის სერვისები, ასევე დაზღვევისა და სერვისის მომსახურება. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება ექნება გამოცვალოს არსებული მოდელი ახალით და მიიღოს ქარხნული გარანტიები“,- განაცხადა აკაკი მამალაძემ.
https://commersant.ge/ge/post/eleqtromobile...-bR5473RNrfocwoდანარჩენი ლინკზეა
მე რა თქმა უნდა ყველა ელ მანქანის წინააღმდეგი ვარ
მარა ეს კარგია ქვეყნისთვის იმედია იმუშავებს ეს პროექტი ისე როგორც მოლოდინია და ცოტა ეკონომიკასაც დაეხმარება
This post has been edited by √‼‼VσÜ¥ on 22 May 2019, 20:17