ზოგადად ეს არანაირად არ ჯდება სამართლებრივი სახელწმიფოს პრინციპებში.
1 - რომ ფოტოს გადაღება ან სხვა ნებისმიერი გზით შენი იდენტიფიცირება კონკრეტული საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, უფლების არათანაზომიერი ხელყოფაა - მიზანი რა არის ვერ გაიგებ. ასე კარგია, ადვილია პოლიციისთვის ყველა კონტროლზე აგვიყვანოს და მშვენივრად გახსნის დანაშაულებს, მაგრამ სამართლებრივ საახელმწიფოში არა.
2 - მართალია პოლიციის შესახებ კანონი აძლევს პოლიციელს უფლებას მოახდინოს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს პირის იდენტიფიცირება, მაგრამ ამავე დროს შენ გრჩება უფლება ადმინისტრაციული წესით მოითხოვო კომპენსაცია, თუ დაამტკიცებ, რომ იმ მომენტში დანაშაულის "პრევენციისთვის" გაგაჩერეს და არა იმიტომ რომ კონკრეტულ დანაშაულს იძიებდნენ, რაც აძლევდა მათ თანაზომიერად ნებისმიერი გამვლელის უფლების ხელყოფის უფლებას.
3 - ჩხრეკას რაც შეხება, პოლიციელს არ აქვს უფლება ქუჩაში გაგაჩეროს და გაგჩხრიკოს. ის რასაც აკეთებენ არის გარეგანი დათვალიერება, იმ მიზნით, რომ სწორედ იმ ექსტრემალური ვითარების გათვალისწინებით, რაც პოლიციელს აძლევს უფლებას ჩაატაროს საპოლიციო კონტროლი ნებისმიერი გამვლელი საფრთხის წყაროდ მოაზრება და ამ პირობებში გარეგანი დათავლიერება თავად პოლიციელის დაცვას ემსახურება და არა პლანის და ემდიემეის ძებნას შენს ჯიბეში.
მეც მქონია მსგავსი შემთხვევა ერთი ორჯერ, მაგრამ ფოტოს გადაღება არ ვაცალე დავემუქრე რომ მეორე დღესვე ვუჩივლებდი, თან ვიდეოს ვუღებდი
ზოგადად, როგორც კი გაგაჩერებენ, ამოიღეთ ტელეფონი და ვიდეო გადაუღეთ მთელ პროცესს, დააფიქსირეთ ყველას სახე, ასე გაცილებით უსაფრთხოა და თან ვერ ბედავენ ბლატაობას
This post has been edited by nnn_lll on 21 Jan 2018, 00:50