მოკლედ
დავიწყებ
კლიმატი,
ზაფხულში ვიყავი და ვერ გეტყვით სხვა პერიოდში როგორია მარა საშინელება იყო, 40 გრადუსი სიცხე და 100% ტენიანობა, სუნთქვა აბსოლიტურად შეუძლებელია, მადლობა ღმერთს სადაც არ უნდა შეყო ცხვირი , სულ მათხოვრული ლავკაც რეომ იყოს , ყველგან სერიოზული კონდიცირებაა, საქალაქთშორისო ავტობუსით დაწყებული ადგილობრივით დამთავრებული
სიცხე მართლა ძაან შემაწუხებელია, წარმოიდგინეთ დილის 5 საათზე ისეთივე ხვატი იყო როგორიც შუადგეზე, ერთი კვირა წვიმდა და დახუთულობას არაფერი შეტყვია, მოკლედ გამიჭირდა ცოტათი, თან გაითვალსწინეთ შუაგულ კორეაში ვცხოვრობდი ზღვიდან და ოკეანიდან საკმაოდ შორს და ირგვლივ სულ ტყეები და მთებია.
ფასები : საკმაოდ სიძვირეა, საჭმლით დაწყებული ტანსაცმლით და ტენოლოგიებით დამთვარებული, მაგ. ბრინჯი რომელიც უპირველესი საჭმელია კორეელთათვის და ყოველ 10 მეტრშია მისი ნათესები, 3$ ექვივალენტი ღირდა კილოგრამი,
რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს კორეული ნაწარმი (სამსუნგი, ლგ) გაცლებით ძვირი ღირს ვიდრე ჩვენთან
რომ ვიკითხე ტიპებმა მითხრეს, შიდა ბაზრისთვისაა დამზადებული და იმიტო ღირს ძვირიო
რესტორნები და სამზარეულო: ძალიან ბევრია პატარ პატარა ზავედენიები, სადაც შეგიძლია შევარდე წაიხემსო და გამოხვიდე, ძირითადად ადგილობრივი სამზარეულო, თუმცა ვიყავი რამდენიმე სტეიკ ბარშიც და ჩიკინ-ბიე-ბარში
ქუჩებში ბევრია ჰოთ დოგის მაგვარი აპარატები , რომლებიც ადგილობრივ ფასტ ფუდს გთავაზობენ, ძირითადად ჩხირზე წამოცმული ხორცის ნაჭრები ან "კრაბოვიე პალოჩკები" გახვეული ერთგვარ ცომში და მერე მოხარშული და ჯოხზე წამოცმული,ძალიან პოპულარულია.
საკუთრივ კორეული სამზარეულო მე მაინდამიანც არ მომეწონა
ძირითადი ნაწილი მაინც ზღვის პროდუქტები და ბრი ნჯი რათქმაუნდა, ჭამენ საკმაოდ ცოტას, თ^უმცა მათი ჩხირებით ბევრს ვერ შეჭამ
ბერვია რაღაც ბალახბულახეული, წყალმცენარებიი და ა.შ. პლუს კრივტკები და რვაფეხები ოპტომ, აქვთ ხორცის კერძი ბულ-გო-კი, გავს ჩაშუშულს მარა რაღაც უცნაური ბალხებით და აქვს მოტკბო გემო, საერთოდ მინდა ავღნიშნო , რომ კორეაში საჭმელი ან ტკბილი იყო ან ცხარე, მარილს მე მგონი საერთოდ არ ხმარობენ, ძრითადად ზღვის მარილს და იმასაც ცოტას,
ერთხელ ნივრის მარინადი ვიყიდე და საზიზღად ტკბილი აღმოჩნდა , გადავყარე ეგრევე.
ძაღლის ხორცს ნამდვილად ჭამენ , შევეკითხე კორეელებს, თუმცა ყოველდღიური საჭმელი ნამდილად არაა, რაღაც დრესასწაული ჰქონიათ და იმ დღეს ჭამენ, პრინციპში საზკვების ობიექტებში არც შემხვედრია მენიუში, მითხრეს რომ დელიკატესად ითვლება და ბლომად ძვირი ღირს.
კორეული ეროვნული კერძია კიმჩი, რომელიც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ არის მჟავე კომბოსტო ამოვლებული ცხარე სპეცებში, პრინციპში ერთი ერთზეა მჟავე კომბოსტოს აჯიკა რო წაუსვა, თვლიან , რომ 100 წლის წინ , როდესაც ისპანკას ეპიდემია იყო ამ კომბოსტომ გადაარჩინა ისინი და ამიტომ არის კიმჩი ეროვნული კერძი, მთელი კულტურაა კიმჩის დამზადება (რატო ვერ გავიგე , რა უნდა კომბოსტოს დამჟავებას)
არსებობს კიმჩის სხვადასხვა რეცეპტები, მხარეების მიხედვით
კიმჩის ექსპორტსაც ეწევა კორეა
, ძირითადად იაპონელებს და უცხოელ ტურისტებს გააქვთ, საკამოდ ძვირი კიმჩი მაღაზიებში, დუტი ფრიში ხო საერთოდ, ერთი კილოგრამი გამოდიოდა 4-5 ევრომდე
არაყი როგორც ასეთი თიტქმის რ იყიდება კორეაში, აქვთ ეროვნული სასმელი სოჯუ, რომელიც ძალიან გავს საკეს, კეთდება ბრინჯიდან და აქვს ტკბილი გემო, სადღაც 20% იანი, ჩემთვის მაგალითად სასიზღარი დასალევი იყო, ვერ გავარკვიე სოჯუ იხდება თუ ყენდება.
ტურიზმის სასწაული ინფრასტრუქტურა აქვთ განვითარებული
წარმოიდგინეთ ორი კვირა ვიყავი კურორტ გონგჯუში, სადაც არის ერთი ტალახიანი და ლაფოიანი ტბა, რომელიც საბანაოდ ღმერთს არ შეუქმნია და ამ ტბის გარშემო უამრავი სასტურმო, რომელიც ხალხით სავსე იყო, (ჰილტონი, კონტინენტალი და ა.შ.)
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადგილს ,რომელსაც ჩვენ დასასველებლად კი არა ცხოვრებით არ ვიცხოვრებთ კორეელბს ტურისტულ ცენტრად აქვთ გადაქცეული კარგი და ჭკვიანური პოლიტიკის წყალობით.
გახლდით ჰიუნდაის ქარხანაში, ლამის ჭკუა დამეკეტა, კონვეირზე შეაგდეს კრუზაო და 20 წუთში მანქანა ჩამოვიდა
ვიყავი მეტალურგიის ქარხანაში, პოსკოს მეტალურგიული ქარხანა სადაც პირველად 70-იან წლებში(ჩვენზე 20 წლით გვიან!) ჩამოასხეს ფოლადი და დღეს ერთერთი უდიდესი მწარმოებელია ფოლადის მსფოლიოში. ამ მეტალურგიულ ქარხანას ისეთი მუზეუმი ჰქონდა , ეგეთი ბევრი არაფერი მინახავს ცხოვრებაში.
პარკები ენით გალოკილი და ყველა დირკაში ტუალტები, მოსაცდელში ტყავის სავარძლები იდგა, ეს ყველა დირკაში ტუალეტები მე მგონი ამერიკელებისგან ისწავლეს
. ერთხელ რაღცა კულტურული ძეგლის სანახავად ვიყავი წასული რომელიც ტყეში იყო (რაღაც კონფუციანული პაგოდა თუ რაღაც მაგის მაგვარი) და ამ შუაგულ ტყეში ტუალეტი იდგა
საკმაოდ კონტრასტული ქვეყანაა, წარმოიდგინეთ ყველა ადგილობრივ ავტობუსში თუ ტაქსიში, გპს სისტემა დგას თავისი მონიტორით და ამ დროს ქალაქის ცენტრში ტროტუარზე ბებია ზის, ნიორს არჩევს და ყიდის
მოკლედ წარუშლელი შთაბეჭდიელბა დატოვა ჩემზე კორეამ
რა ქვეყანა ააშენეს ტიპებმა 50 წელიწადში
This post has been edited by didi bege on 10 Mar 2008, 14:22