ეხლა მოვჩიჩქნე ინფორმაციები 1930 წლის მსოფლიოზე
ძაან საინტერესო იქნებოდა საორგანიზაციო პროცესი
ეს ლოგო ჩემპიონატის
13 გუნდი ყოფილა სულ და ფრეზე ერთი ქულა იწერებოდა, მოგებაზე ორი
ურუგვაი ფეხბურთის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები ყოფილან. ანუ რა ტურნირიც ტარდებოდა მანამ ფეხბურთში, ის მოიგეს. მანამ არ იყო მსოფლიოს თასი. ეს ხაზს უსვამს ურუგვაული ფეხბურთის დიდ ტრადიციებს! ისე მაგარი სტრანნი ტრენერი ყოლიათ, ძაან მკაცრი ყოფილა თურმე, დისციპლინა ქონია სასწაული და მეკარე გაუგდია გუნდიდან, ბაზა დაუტოვებია და ამის გამო. არადა მაგარი მეკარე იყოო, გმირიო ასე წერენ
იტალია, შვედეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, უნგრეთი და ურუგვაი იყვნენ მასპინძლობის მსურველები. ყველამ გააუქმა მოთხოვნა და ურუგვაიში ჩატარდა ამიტომ.
ურუგვაის დემოუკიდებლობის ასი წლის თავი ყოფილა მაგ წელს და ეროვნული დღესასწაული გაულამაზებიათ ამ ამბით. ისე, 2030 წლის მსოფლიოც მანდ ჩაატარონ, სიმბოლური და კარგი იქნება, ასი წლის თავზე ისევ ურუგვაიმ რომ უმასპინძლოს ტურნირს
ყველა თამაში მონტევიდეოში ჩატარებულა
მონაწილეები საკვალიფიკაციოს გარეშე მოხვდნენ ტურნირზე, მიწვევით. გადაადგილების პრობლემა იყო, ატლანტიდის ოკეანის გადალახვა არ ყოფილა მარტივი ამბავი და ზოგი ევროპული ნაკრები ვერ ჩავიდა ამიტომ. ძვირი და დამღლელი ყოფილა მგზავრობა. პასუხის დედლაინი იყო 28 თებერვალი და მაგ დროს არც ერთი ევროპული გუნდის პასუხი არ ქონიათ. ხოდა, ფიფას პრეზიდენტი, ჟულს რიმტი ჩარეულა და ოთხი ევროპული გუნდი ჩაუყვანია: ბელგია, ფრანგები, რუმინეთი და იუგოსლავია. რუმინელებზე მაგარი დვიჟენია ყოფილა
ახლად არჩეულ მეფეს აურჩევია თვითონ მოთამაშეები და მაგათ დამსაქმებლებს გაუიასნა, რო ეხლა ესენი წავლენო და მსოფლიოს მერე სამსახური დაკარგული არ უნდა დახვდეთო
ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი სამხრეთ და ჩრდილო ამერიკული ნაკრებები იყვნენ, ვიდრე სხვა დანარჩენებზე. უმრავლესობას შეადგენდა ამ ორი კონტინენტიდან ქვეყნები და არა ევროპული
მსაჯებს მაგარი გაუყლევებიათ თურმე. არგენტინა - საფრანგეთის დროს 6 წუთით ადრე დაუმთავრებია მსაჯს თამაში, ფრანგი გადიოდა ერთი-ერთზე თურმე
ნახევარ ფინალში კიდე ურუგვაელს საგოლე პასი გვერდით ხაზთან მდგარმა პოლიციელმა გაუკეთა და ჩაითვალა ეგ გოლი
არგენტინელებს ყავდათ მაგარი იგროკი ლუის ფელიპე მონტი, ნახევარმცველი ყოფილა. ხოდა ნუ ეს მსოფლიოს ფინალი კი წააგო, მარა მერე იტალიაში დაგაზა, მოქალაქე გახდა იტალიის და ოთხი წლის თავზე მოიგო და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
პირველი clean sheet, მშრალად შენახული კარი ამერიკელ მეკარეს ჯიმი დუგლასის ანგარიშზეა. პირველი გოლი ლუსიენ ლორენს გაუტანია მსოფლიოს ჩემპიონატებზე
ჯიმი დუგლასი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლუსიენ ლორენი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს იყო ტურნირის ბურთი
ქვაა იმენა, ბურთი კი არა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ხოდა, რო მოიგო ამ ურუგვაიმ, პარლამენტის სხდომა მიდიოდა პარალელურად თურმე და შეუწყვეტიათ და სტადიონზე დაუგაზავთ ფეხბურთელებთან. მერე გამწარებულ არგენტინელებთან მაგარი ბათქი ყოფილა ქუჩებში