გამარჯობათ, მოკლედ სამსახურიდან მიწევს მივლინებაში წასვლა გერმანიაში. რაღაც მიზეზების გამო მივდივარ ავტობუსით-მატარებლით. მოკლედ სასწავლო კურსები რის გამოც მივდივარ არის 2 დან 7 აპრილამდე მაგრამ მე გავდივარ 30 მარტს და აქ ჩამოვალ 10 აპრილს, იმის გამო რომ ეს ტრანსპორტი არ არის სწრაფი და მიწევს გადაჯდომები.
სამსახურში მეუბნებიან გერმანიის სამივლინებო ხარჯები დღეში 40 ევროა და გზას არ გიფინანსებთო. ანუ 2-დან 7-მდე მომცემენ დღეში 40 ევროს და გზაში ჩემი ფულით უნდა ვიყო. ტრანსპორტის ბილეთებს მიფინანსებენ მაგაზე არაა საუბარი. მე კიდევ სისულელედ მიმაჩნია და მგონია მატყუებენ. სამსახურის გამო მივდივარ და ჩემი ფული რატომ უნდა ვხარჯო გზაში მითუმეტეს გზაში იმდენივე ხანი მიწევს ყოფნა რამდენიც იქ კურსებზე.
ერთი ეს დოკუმენტი ვნახე მაგრამ ძველია, თუმცა წერია რომ მივლინება უნდა დაფინანსდეს გასვლის დღიდან ჩამოსვლის დღემდე დღიურად.
http://www.fin.ge/source/test_folder/samiv...o%20normebi.pdf და ასევე ვნახე ეს
https://www.google.com/search?client=opera&...3%94%E1%83%91&* 2005 წლის 20 აპრილის ბრძანებულება და იქაც იგივე წერია რომ მივლინება სრულად უნდა ანაზღარუდეს სადღეღამისო მგზავრობიანად.
შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?
This post has been edited by matemana on 23 Mar 2017, 00:27