პენი აქციები, არ ნიშნავს რომ ეს არის თამაში როგორც კაზინოში, მათგან შეიზლება კარგი სარგოს მიღება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ როგორ უნდა ვითამაშოთ ბირჟაზე.
პენი აქციებით ვაჭრობა არავითარ შემთხვევაში არ ხდება კომპანიის ფუნდამენტური, საფუზვლიანი გაანალიზების შედეგად ( დიდი სპეკულაციის გამო ) და ყოველთვის არის მოკლევადიანი.
რა ქმნის ტრეიდერს წარმატებულს? ბირჟის ფსიქოლოგიის შესწავლა. სხვა ტრეიდერების მიგნებები, იდეები, სტრატეგიები და მათზე დაფუძნებული ქმედებები. ძიება, კითხვა, CHART-ების კითხვის ცოდნა. აქციების სკანირება სხვადასხვა ოპციებით, და სხვა ეს არის რაც დამწყებ ტრეიდერებს მისცემს კარგ ბაზისს შემდგომი განვითარებისთვის.
სად ვისწავლოთ ტექნიკური ანალიზის კეთება? ყველაზე ინფორმატიული საიტი investopedia.com ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებათ.
ჩემი ქმედების მოტივი დახმარების და გამოცდილების გაზიარებაა (თუ რამე გამოცდილება შემიძენია ამ მხრივ) იგი სხვა მიზანს მინდა ემსახუროს მომავალში და ასევე ვისწრაფი იმისკენ რომ ეს დირექტორია გახდეს კარგი დამხმარე მომავალი ტრეიდერებისთვის. ( იმედი მაქვს დისკუსია კონკრეტიკაზე იქნება დაფუძნებული და არა მაგ: როგორ გავხსნათ ანგარიში საბროკერო ფირმაში
)
მე არა მხოლოდ პენი აქციაბზე ინფოს დავპოსტავ ასევე დავპოსტავ ოფციების შესახებ ყიდვა გაყიდვის ინფორმაციებს შეცაძლო განმარტებებით.
ახალბედა ტრეიდერებს: მრავალი საიტია სადაც შეგიზლიათ გახსნათ ვირტუალური ანგარიში და იქ ივარჯიშოთ, დახვეწოთ თქვენი სტრატეგია, განავითაროთ დისციპლინა, პრინციპები. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ვაჭრობა გამოუცდელი, მინიმუმ უნდა იცოდეთ რას აკეთებთ.
* * *
[b]dzleviskedeli[/b
ყველაფერი შესწავლით უნდა დაიწყო. თუ მართლა გაინტერესებს გახსენი ვირტუალური ანგარიში investopedia.com და შეკითხვები შემთხვევაში შევეცდები მე დაგეხმარო